Jump to content
Planeta.Ge

xrova

პლანეტელი
  • პოსტები

    166
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი xrova

  1. ალბათ მოხუცი ხალხის ნაწერია. რუსთავის ქარხანაზეა მგონი საუბარი იქ კიდე ახალგაზრდა კადრები დიდად არ იქნებიან მე შემეცდოდნენ ზოგადად 22 ლარი დღეში დიდი ფული არაა თუ ასეთ გარემოში უწევთ მუშაობა
  2. საქართველოს პრეზიდენს ბატონ მიხეილ სააკაშვილს „შპს კარატ+“ის (ყოფილი ს.ს „ენერჯი ინვესტი“) მრავალათასიანი კოლექტივის მუშა-მოსამსახურეთა საყოველთაო განცხადება ბატონო პრეზიდენტო! უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით მოგილოცავთ შობა- ახალ წელს და გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმტკიცეს, წინასვლასა და წარმატებებს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მიერ გაწეულ ურთულეს შრომას წლების მანძილზე, ახალი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების რთულ და საპასუხისმგებლო საქმეში. თქვენ ნიჭიერი და გონიერი ადამიანი ბრძანდებით და იმედი გვაქვს ღმრთის შეწევნით ბევრ სიკეთეს მოუტანთ ჩვენს ქვეყანას და თქვენს მიერ აღსრულებული საქმეებით იამაყებს მომავალი თაობა. დარწმუნებულები ვართ რომ არ ფლობთ სრულ ინფორმაციას იმ ფაქტებთან დაკავშირებით რაც ხდება აღნიშნულ კომპანიაში და მოგმართავთ თხოვნით, დაგვეხმარეთ! საქმე იმაში გახლავთ რომ ახალი კომპანიის გამოჩენასთან ერთად გავრცელდა ხმები შემცირებასთან დაკავშირებით და ეს ხმები საქმით განამტკიცეს ქარხნის ახალმა მესვეურებმა, რა თქმა უნდა ძველების დახმარებით. ეს პროცესი ახალი დაწყებულია და ყოველდღიურად ხორციელდება. მოგმართავთ თხოვნით გაარკვიოთ რა ხდება და შეაჩეროთ ეს პროცესი, სანამ ბრძანებები დაიწერება.იქნებ აგვიხსნას ვინმემ როგორ და რატომ დაბრუნდა ქარხანაში კორუფციაში ეჭვმიტანილი გენო მალაზონია, როგორ გახდა ქარხნის გენერალური დირექტორის მოადგილე ბატონი ა.ხმიადაშვილი და დღემდე ინარჩუნებს თანამდებობას ეკონომიკის სამმართველოს უფროსი ქალბატონი დ.მეხრაძე და მისი მოადგილე ქალბატონი რ.ნანობაშვილი, ყოფილი მოადგილე ქალბატონი ნ.მალაღურიძე კადრების განყოფილების უფროსის თანამდებობას და ბატონი ლ.მანჯავიძე მთავარი ბუღალტრის თანამდებობას ,ა.გოგიბერიშვილი,რომელიც საწვავის მეურნეობას კურირებს(რ.ნანობაშვილის მეუღლე). ასევე ეკონომიკის სამმართველოსა და კადრების განყოფილების თანამშრომლები, რომლებიც ბატონ გენო მალაზონიასთან ერთად შემჩნეულნი იყვნენ ფინანსურ დარღვევებში და უზარმაზარი თანხმების გაფლანგვაში. საინტერესოა რატომ შეწყვიტა ფინანსურმა პოლიციამ აღნიშნული საქმის გამოძიება?! მოვითხოვთ დაიწყოს გამოძიება, დაიკითხოს ყოფილი კადრების განყოფილების უფროსი ვ. კაპანაძე, მაშინდელი ხელფასის ბუღალტრები, რომლებიც 2010 წლის მაისის გახმაურებული ამბების დროს გაანთავისუფლეს სამსახურებიდან, ასევე ყველა ის პირი რომლებიც აღნიშნულმა მაღალჩინოსნებმა ჩაითრიეს ფინანსურ დარღვევებში და ამის გამო ერთის წლის განმავლობაში ვერ იღებდნენ ხელფასს.თუ თქვენ არ დაინტერესდებით აღნიშნული საქმით ბატონო პრეზიდენტო მოხდება ისე რომ კორუმპირებული პირები დარჩებიან და უდანაშაულო, პატიოსან ადამიანებს თავიდან მოიშორებენ, ოღონდაც თავიანთი ტყავები გადაირჩინონ საშინელ დღეში ჩააგდებენ ხალხს და ახალ კომპანიასაც ,ეს არის კარგად ორგანიზებული კორუმპირებული ადამიანების დაჯგუფება,რომლებიც ყოველ ღონეს ხმარობენ რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება,რადგან უზარმაზარი თანხები აქვთ დახარჯული,წლების განმავლობაში ათეთრებდნენ ფულს დასწორედ მათი დამსახურებაა „ენერჯი-ინვესტის“ გაკოტრება,გთხოვთ გადაამოწმოთ მათი პირადი ქონება და შემოსავლები და ნახავთ რომ მამა-პაპისეული მათ ბევრი არაფერი ჰქონდათ,წლების განმავლობაში ფლანგავდნენ ქარხნის შემოსავლებს და დღესაც ცდილობენ სხვის უბედურებაზე ააგონ თავიანთი ბედნიერება.ჩვენ ამას ვერ დაუშვებთ,დაუნდობელ ბრძოლას უცხადებთ მათ. ძალიან გვაინტერესებს ა.ხმიადაშვილის და სხვა ზემოთ ჩამოთვლილ თანამდებობის პირთა სახელფასო უწყისები,ხალხს ხელფასები გაუნახევრეს ,საახალწლოდ რესტორანში იქეიფეს ქარხნის ყველა პირველ პირთან ერთად ,რომლებიც ასევე ჩათრეული ჰყავთ თავიანთ ბინძურ თამაშში და იქ დაგეგმეს როგორ მოიშორონ ისედაც შეჭირვებული ადამიანები თავიდან, ხოლო საშობაოდ სვანეთში იმოგზარურეს. ბატონო პრეზიდენტო ჩვენგან არ გესწავლებათ რომ ეს ქიმიური ქარხანაა და ხალხს სჭირდება სიმშვიდე,შვებულება, ჯამრთელობის დაზღვევა და კვება, გთხოვთ გვიპასუხოთ, როგორ უნდა გამოიკვებოს ქიმიურ ქარხანაში მომუშავე ადამიანი, რომელიც უაღრესად დაბინძურებული ჰაერით სუნთქავს 22 ლარად თვეში, არნახული ინფლაციის პირობებში?! ეს ადამიანის უფლებების დარღვევის უპრეცედენტო შემთხვევაა. გთხოვთ ნუ დაუშვებთ აღნიშნული ქარხანა „შპს“ გახდეს და ის ხალხი რომელთა მხრებზე გადავიდა ურთულესი წლები ქუჩაში აღმოჩნდეს. ჩვენი მრავალათასიანი, მრავალ ჭირ-ვარამ გადატანილი კოლექტივი დაიღალა ,ამდენი გაუგებრობით.ბატონო პრეზიდენტო თქვენ შეიძლება ბევრი კარგი საქმის განხორციელებას გეგმავთ,მაგრამ დღეს საქართველოში გაბატონებულია თაობა რომლისთვისაც მორალი არ არსებობს, ახალ-ახალ კანონებს იგონებს თავიანთი მდგომარეობის განსამტკიცებლად და ხელს უშლიან თქვენს მიერ წამოწყებული საქმეების განხორციელებას.თუ ჩვენ ვაპირებთ ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას, ვფიქრობთ რომ ეს საკითხი უაღრესად ყურადსაღებია,როგორი კანონიც არ უნდა შემოიღონ,ნებისმიერ ადამიანს აქვს შრომის და არსებობის უფლება. დაველოდებით თქვენს პასუხს და უყურადღებობის შემთხვევაში ნუ გეწყინებათ თუ ასეთივე კოლექტიური განცხადებით მივმართავთ ევროპულ სასამართლოს. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ჩვენი დიდი ნაწილი თქვენი ამომრჩეველია და მათ უკან ოჯახები დგას.ასევე გთხოვთ ბატონო პრეზიდენტო კითხოთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს როგორ აპირებს ეკონომიკის მდგრადად განვითარებას,მდგრადად განვითარებული საწარმოს დაშლით და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უკვე არსებული სამუშაო ადგილების გაუქმებით? ბატონო პრეზიდენტო! თქვენი დახმარების იმედი გვაქვს,რათა ერთმანეთის გვერდზე დგომით შევუქმნათ ჩვენს შვილებს ნათელი მომავალი და არ დავტოვოთ საქართველო უქართველებოდ. უფალი გვფარავდეს ჩვენ, თქვენ და სრულიად საქართელოს! 2011 წლის 11 იანვარი რუსთავი წყარო: http://www.ireporter.ge/?p=3362
  3. ნუ აქ მის პოლიტიკურ ფიგურაზე არაა საუბარი უფრო იუმორია
  4. მართალია დეფიციტია ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ეხლა სამეცნიერო კატეგორია დავამტეთ და დავდეთ სინქსზე ნეშიოალ ჯეიოგრაფიკის მასალები ჩვენ თვითონვე ვთარგმნეთ გადახედეთ მგონი საინტერესოა სულ 3 ნაწილია ჯერ 2 გამოვაქვეყნეთ http://www.ireporter.ge/?p=3183 http://www.ireporter.ge/?p=3270
  5. სურათზეც ხუროშვილია კეისრის კოსტუმით კარნავალზე ეს სურათიც თავად მოგვცა
  6. ეს გია ხუროშვილის დაწერილია და გვაჩუქა გამოსაქვეყნებლად თავად გადახდა და თავად დაწერა
  7. მოკლედ, ახალი წლების 2 კვირეულში არის ერთ-ერთი ჩემი მეგობარი დაბადებული და გადავწყვიტეთ, რომ მიგველოცა მისთვის კიდევ ერთი წლით დაბერება) და საკარნავალო განწყობა შესაბამისი კოსტუმებითაც შევიქმენით…. მიმყავს საღამო და მოდიან სხვადასხვა გმირები კონკია, კარმენი, თოვლის ბაბუ და ბებო ერთად და …… ერთ– ერთი მორიგი ნომერი გამოვაცხადე წყვილებს შორის ცეკვა და ლამბადაზე არის ერთი ყიჟინა, გართობა და ამ დროს კიბეებზე შევამჩნიე გაწეწილი მოხუცი, დაუვარცხნელი, ხალათით, ცალ ხელში ცოცხი უკავია და მეორეში ჩუსტი და რაღაცას ყვირის რაც მე არ მესმის…. მეგონა მორიგი სტუმარი მოვიდა ბაბა იაგას ფორმით და მიკროფონში ვაცხადებ: აი, ბაბა იაგაც შემოგვიერთდა ცოტა მოგვიანებითმეთქი. ამ დროს ტუფლმა ჩემს მიმართულებით იფრინა და მესმის ხმა: თქვენ ამოწყდით, რომ არ მაძინებთ! რას გაჰკივიხარ, ბაბა იაგები და ეშმაკები თქვენა ხართო…….. თურმე ეს ქალბატონი რესტორნის მეზობელი ყოფილა, რომელსაც მის თავზე უცხოვრია და წყევლა-წყევლით ჩამოგვივარდა…. აი ესეც ქართული კარნავალი დიდი მადლობა ბატონ გია ხუროშვილს ამ საახალწლო თავგადასავლის გამოქვეყნების ექსკლუზივის მონიჭებისთვის. მისივე დაწერილი სტილი დაცულია! http://www.ireporter.ge/?p=3318 განმარტებისთვის : გია ხუროშვილი, უმრავლესობის საპარლამენტო მდივანი
  8. მეგობრებო ეს თემა იმიტომ ამოვწიე რომ მოგვპარა პრესა.გე-მ და ახლა ვირძვით საკუთარი უფლებების დასაცავად http://b.pix.ge/k/8lwt5.jpg
  9. შემთხვევა - 2 ნათესავი: “2010 წელს,იანვარში,წავედით მეგობრები ბაკურიანში. როდესაც “დავბინავდით” გადავწყვიტეთ,რომ სადმე კლუბში წავსულიყავით(თოვლი არ მოდიოდა და სახლში მარტო რა გვინდოდა?). მივედით კლუბში,ტანსაცმელი გავიხადეთ და დავიწყეთ გართობა. უეცრად ჩოჩქოლი ატყდა,ბიჭები ერთმანეთს დაერივნენ,ერთი სცემდა მეორეს,მეორე მესამეს და ა.შ. ამ დროს ჩვენ გადავწყვიტეთ წავსულიყავით (შარი არ აგვკიდონ მეთქი ვიფიქრე) და როდესაც ტანსაცმლის ასაღებად მივედით,ჩემს ერთ მეგობარს თავისი ქურთუკი არ დახვდა. ჩვენ რა თქმა უნდა პოლიციაში დარეკვა გვინდოდა,მაგრამ ჩოჩქოლის გამო ისინი თვითონ მოვიდნენ ჩვენთან. როდესაც ერთი “პოლიციელი” გადმოვიდა მანქანიდან,მაშინვე მივედით მასთან და ვუთხარით რომ მეგობარს ქურთუკი დაეკარგა,სადაც ძალიან “ძვირიანი” ტელეფონი და ფოტოაპარატი იყო. ამის შემდეგ,იმედი გვქონდა რომ პოლიცია საქმეს შეუდგებოდა და ქურთუკს თუ არა ტელეფონს და ფოტოაპარატს მაინც იპოვიდა. მე ჩემს ნომერში დავბრუნდი. მივედი და უკვე დასაწოლად ვემზადებოდი. ღამის 5 თუ 6 საათი იყო,როდესაც მეგობარმა დამირეკა და მითხრა რომ აუცილებლად პოლიციაში,ჩვენებაზე უნდა მივსულიყავი. ავდექი.ჩავიცვი. და იმ სიცივეში წავედი პოლიციისკენ. როდესაც შევედი ჩემი მეგობრები გაფითრული სახით მიყურებდნენ,არცერთს ფერი არ ედო სახეზე და მეუბნებოდნენ რომ რაც არ უნდა ეთქვათ ჩემთვის ყველაფერზე უარი მეთქვა,მაგრამ რატო მეთქი,როდესაც ვკითხე ამ დროს პოლიციელი გამოვიდა და შიგნით შემიყვანა. როდესაც შემიყვანეს,სკამი დამიდეს მაგიდის წინ,ცენტრში. დამაჯინეს. და დაიწყეს დაკითხვა.სულ 5 პოლიციელი იყო და ხუთივე სხვადასხვას მეკითხება: რა გქვია? რა გვარიხარ? სადაური ხარ? ცურავ? და მეხუთე მეკითხება, მარხილზე? (მიუხედავად იმისა,რომ ამ პოლიციელებში და ამ სამართალში გამოცდილება არ მაქ და აზრზე არ ვარ ამ ყველაფრის,მივხვდი რომ რაღაც ჩემი დაბნევა უნდოდათ და შევეცადე ყველასთვის ცალ-ცალკე მეპასუხებინა). როდესაც დამკითხეს და როდესაც მოვუყევი თუ რა ხდებოდა სინამდვილეში. შემდეგ მითხეს:”ძალიან დიდი მადლობა რომ მოდით და შეგაწუხეთ ეხლა კი თავისუფალი ხართო.” და მეც ავდექი და გარეთ გავედი. მეგობრებს ველაპარაკებოდი,ყველა შეშინებული სახით მელაპარაკებოდა,არცერთს ფერი არ ედო სახეზე და უეცრად გამოვიდა პოლიციელი და მოინდომა რომ ისევ “დაკითხვის კაბინეტში” შევსულიყავი. მეც რა თქმა უნდა შევედი. და პოლიციელი მეუბნებოდა,რომ დავმჯდარიყავი სეფაზე,სადაც ორი პოლიციელი იჯდა. გაიწიეს და ჩემი შუაში დაჯდომა მოინდომეს. ერთს ჰქონდა ჯიბეში ხელი,მეორეს კიდე მეორე ჯიბეში. სიმართლე გითხრათ შემეშინდა და მივხვდი რომ ჩემთვის ფოტოაპარატის და ტელეფონის ჩადებას აპირებდნენ და ყველაფერს მე გადმომაბრალებდნენ,ამიტომაც იქვე სკამი ავიღე,დავჯექი და ვუთხარი,რომ აქ უფრო კომფორტულად ვზივარმეთქი. შემდეგ მითხრეს რომ თავისუფალი ვიყავი. აი მაშინ კი დავრწმუნდი რომ მართლაც რაღაცის ჩადებას აპირებდნენ ჩემთვის. გარეთ გამოვედი და მეც ისეთი გაფითრული და “ფერწასული” ვიყავი,როგორც ჩემი მეგობრები. ჩემს მეგობარს,რომელსაც ქურთუკი დაეკარგა,დაურეკა იმ ღამეს მამამისს,რომელმაც მიმართა თბილისის პოლიციას,რომლებიც შემდეგ ბაკურიანის პოლიციას დაუკავშირდნენ და ერთი თვის შემდეგ ქურთუკი,ფოტოაპარატი და მობილური თითქოსდა დიდი ძებნის შემდეგ “მოიძებნა”. http://www.ireporter.ge/?p=2739
  10. ადამიანები,რომლებიც “დაცვას” გვპირდებიან! შემთხვევა პირველი! სულ რამოდენიმე წუთის წინ,როდესაც დიდი ნაძვის ხის ქვემოთ ჩამოვჯექი ბულვარში,უეცრად დავინახე,რომ მოხუცი ქალი მანქანას დაეჯახა . ყველა რა თქმა უნდა ქალთან მივიდა,მე თავიდან აზრზე ვერ მოვედი თუ რაში იყო საქმე ,რადგანაც ესეთი ავარიები პირველად დავინახე . ერთი რისი თქმაც შემიძლია ეს ის არის რომ მძღოლი არაფერ შუაში იყო,თვითონ ქალი დაეჯახა მანქანას. ამ დროს პატრულიც მოვიდა. სულ 3 კაცი იყო. ჯერ 2 კაცი გადმოვიდა მანქანიდან,ერთი მძღოლთან მივიდა,მეორე ხალხს გაესაბრა. მესამე ქალთან მივიდა და ეუბნება თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი და ვინ არის დამნაშავე. შემდეგ,როდესაც სიტუაცია დაწყნარდა,პოლიციელმა მოხუცი ქალი,ჩემსკენ ახლოს (ანუ მე სადაც ვიჯექი) გამოიყვანა და ეუბნება: “თუ თქვენ იტყვით რომ თქვენი ბრალი იყო და თქვენ ხართ დამნაშავე პრობლემები პირიქით თქვენ შეგექმნებათ,ასე რომ,თქვენ არ შეგექმნებათ პრობლემები თუ იმ მძღოლს გადააბრალებთ,ამით არაფერი დაშავდება! – უმეორებს პოლიციელი უკვე სამჯერ ქალს და მგონი დაარწმუნა კიდეც! ეს არის პირველი შემთხვევა… მეორე შემთხვევას ხვალ დილით დავწერ,რომელიც სრულიად დაგარწმუნებთ,რომ ადამიანები,რომლებიც თითქოსდა “გვიცავენ” – სრული აბსურდია… პ.ს. ამ ყველაფერზე ძალიან მომეშალა ნერვები,რადგანაც ერთი ჩვეულებრივი პატიოსანი მოქალაქე დამნაშავედ გამოაცხადეს! http://www.ireporter.ge/?p=2688 პატარა , მაგრამ ვინ იცის რამდენჯერ მომხდარი
  11. ამ თემის შესახებ მოსკოვშიც გაგეს. ასევე ამ გლამურილი სახინკლის მეპატრონეებმაც მათ დატოვეს კომნტარები ბლოგზე ერთ კომენტარს გთავაზობთ აქ привет сакартвело ме вар ис коте ромелиц (тквен а дмин или репортиор тквен вигац мицодет)вмушаоб ам организебул организациаши -гламур хинкалнаиаши да минда гагахарод ром 20 декемберс ахлос кремлтан (цумис гвердит петровский пасажис укана мхарес централури банкис цина мхарес ) ахали гламурули сахинкле гавхсенит мапатиет маграм ме могалатет ну чамтвлит ицит минда гагимхилот ме сакартвелос мокалаке вар да микварс чеми самшобло аранаклеб рогоц тквен маграм мартлац саидан амдени шурисдзиеба ицит тквен чемтан организ. мушаобс 60 аралегали ромлебмац датова сакартвело лукма пурис сашовнад ром шеинахос тависи оджахи -ес дид рамес нишнавс (тквен ки шурианебо каи мамикос швилебо дилит мацони мииртвит кучи ар агешалот) минда ориоде джазе гелапаракот рац гламур хинкалнаиас саитзе арис начвенеби фотоеби татарашвилис. мефаридзис катамадзис да асе шемдег есени моцвеули артистеби ариан . минда гитхрат фурори ромелиц чвен гавакетет беври картвели ресторатои иоцневебда -картули самзареуло да джази ес диди мигцевааа.минда даубрунде им 60 аралгалс ромелиц ковели дила сантелис антебит ецкебад .ром икос мшвидоба (канонит 1аралегалзе джарима арис 2000 долари да минда гитхрад чвен аравин гвацухебс ес диди дамсахуребаа .) кидев минда картул гвинозе да борджомзе гесауброд -имбарго …….. пирвелеби чвен варт винц гариска миси гагидва да унда гихародет ечмитанилебс ром бебиатквени сиберис пенсиас им гакидули нацармис процентс гебулобс гарискет ту шегидзлиат -беврс рестораторс шурс ес рогор ес рогор гарискон ту магреби ариан да бралс ну дамдебт могалатис (омис дрос ме чеми мегобеби мзад викавит ш.о—(висац унда гаигебс) ицодет ерти раме ар арсебобс цуди ери арсебобс цуди халхи -гихародет ром магреби варт .админ бодиши цру информиребисатвис ромелиц могацодес ис ратом ар гитхрес московис цминда гиогис картули еклесиа сареставрацио самушаеби кетдеба исиц чвени дамсахуребаа . гмертма даглоцот.коте никабадзе დანარჩენი მოსკოვიდან დაწერილი კოემენტარები შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ http://www.ireporter.ge/?p=690#comment-296
  12. ასეთი იდეა გამიჩნდა პლანეტას მოძრავი ბანერი რომ გააკეთოთ ფეხებზე და უკან ფონად დაიყენოთ მგონი ძვირი არ უნდა ჯდებოდეს
  13. ვინ ქალის ხმა ისმის ხოლმე ეთერიდან ? თუ ვანოს კანტორის ჩართვებია?
  14. რა კარგი შIნაურული ეთერია არ დაივიწყოთ ჩემი 2 კვითხვა დაუსვით
  15. კიდევ ერთი კითხვა მაქვს რატომ არ მოხდება სოციალურ ნიადაგზე რევოლუცია საქრთველოში? შეიძლება რევოლუცია ცოტა ხმამაღალის სტიყვაა მაგრამ თუნდაც მინისტრთა კაბინეტის დათხოვნა
  16. ბაბუა გიორგის დახმარებით საიტს ახალი, გაუმჯობესებული დიზაინი აქვს უღრმესი მადლობა ბაბუა გიორგის
  17. ახლა ვანხე პრიველად რა საინტერესო წარმოწყებაა ! გილოცავთ და გისურვებთ ბევრ მაყურებელს და საინტერესო სტუმრებს შეკითხვა : მისი აზრით ეყოლება თუ არა 2013 წელის მთავრობას სათავეში ისეთი ადამიანი რომელიც რუსეთთან დაიწყებს მოლაპარაკებებს და ამავე დროს რუსეთი იმ ადამიანთან დიალოგს დასთანხმდება. რამდენადაც ვხედავთ დღეს ეს შეუძლებელია
  18. კარგი იდეაა ვაპირებ რომ რუსულად და ინგლისურადაც ვთარგმნოთ
  19. საშინელი ამბავია მოვძებნეთ ავტორი დაგვაინტერესდა და ასე გვითხრა,რომ ვისგანაც მოისმინა იმის მეგობარს შეემთხვა
  20. ომის სისასტიკე თითქოს აღარც მიკვირს,თითქოს მიმაჩვიეს, შემაჩვიეს თუ შემიგიუეს თვალი. თითქოს ვფიქრობ, რომ ომია და რა გასაკვირია, ასეთი საშინელება ხომ ყველა ომში ხდება. ომის ტრაგედიებზეც ამ სტილში რეაგირებს ხალხი. რაც უფრო მასშტაბურია, რაოდენობრივი,რაც უფრო სასტიკი მით უფრო ნაოჭებს მოიკრებენ სახეზე და სუნთქვა დაუმძიმდებათ. მაგრამ ომის ტრაგედია გადატანილი ხალხის ტკივილს ვინ დაიტევს? ეძებდენ თურმე სახელითა და გვარით. არ ვიცი ვინ იყო ისეთი, მისი სახლი და გვარიც რომ იცოდნენ.ეძებდნენ და იპოვეს.სახლში მხოლოდ მოხუცი დედა დაუხვდათ. დედას ყველა ოჯახის წევრი სარდაფში დაემალა და მაღლიდან ნოხი გადაეფარებინა. სახლს ცეცხლი წაუკიდეს. დედამ როგორც იქნა ჩააქრო აგვისტოს ცეცხლი. იყო ჩემი ახლობლის დედა .დედა ქართველი. რამდენიმე დღეში ისევ ჩაუვლიათ. დაუნახავთ რა ბოლომდე არ დამწვარი სახლი გაჰკვირვებიათ. შესულან. ისევ დედა დაუხვდათ. განრისხებულებს ისევ ცეცხლს მიუციათ სახლი. ამჯერად დედამ ვერაფერი ჰქნა. არ ვიცი სცემეს,აწამეს,აგინეს… არ ვიცი…. დედა დაიწვა. დედა მარტო იყო. როგორ გგონიათ, რამდენი ღირს რუსი ჯარიკაცისთვის დამწვარი ქართველი დედის ძვლები? ყველა უკანონო საგუშაგოს ჩაატარეს შვილი. უპრობლემოდ. ჩვენ გვშია,სიგარეტის ფული არ გვაქვს, აქ ყოფნა გვიჭირს – უთხრეს. მშვიდობიანად მიაცილეს მათმიერვე გადამწვარ სახლთან. შვილმა დედის დახრაკული ძვლები აკრიფა. ასევე მშვიდობიანად გამოისტუმრეს მათ მიერვე დაფერფლილი დედის ძვლებით შვილი, მათივე მიტაცებულ ტერიტორიიდან 200 ევრო – ეს ის თანხაა,რამდენადაც რუსმა ჯარიკაცმა დამწვარი ქართველი დედა შეაფასა. http://www.ireporter.ge/?p=1769 ჩავთვალე რომ ეს ამბავი ყველამ უნდა იცოდეს და ამიტომ გავხსენი თემა
  21. მე თქვენ სკაიპში დაგიმეგობრეთ ანონუმური წყარო მართლა არ უნდა გაიცეს თუ ის რეალურად ანონიმურია მაგრეამ მე ეჭვი მაქვს რომ ჩვენს ქვეყანაში ანონიმურ წყაროებს ხშირად იგონებენ სხვათაშორის ჩვენს საიტზე ნიკებით წერა ამიტომ დავუშვით
  22. გმადლობ და რა კარგი იქნება რომ ბბს-ის სტანდარტი ჩვენთანაც მოქმედებდეს და არა ანონიმურმა წყარომ დაგვიდასტურა
×
×
  • შექმენი...