Jump to content
Planeta.Ge

xrova

პლანეტელი
  • პოსტები

    166
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი xrova

  1. 4 პატიმრის მშობელი ყვება თავისი შვილის ამბავს გთხოვთ დამეხმაროთ და ეს ვიდეო ჩამისვათ პირდაპირ რო გამოჩნდეს http://www.ireporter.ge/?p=11286 გუშინდელი ვიდეოებია http://www.ireporter.ge/?p=11292
  2. მგონი ჩვენსა და ასავალ-დასავალს შორის დიდი სხვაობა ღმერთმა დაგვიფაროს როდიმე რომ დავემსგავსოთ და როცა ადამიანი გეუბნბა რომ მოგიყვები რამეს და წინ არ დამხვდეს მერეო მგონი გასაგებია უკვე თორემ დავწერთ სახელ და გვარს და ხვალ მას პრობლემები რომ შეუქმნან რა პასუხი უნდა გავცე?
  3. დღეს ერთი ადამიანი შეგვეხმინა, რომელმაც გვითხრა, რომ თუ მის ვინაობას არ გავამხელდით საინტერესო ამბავს მოგვიყვებოდა აფხაზეთზე. გთავაზობთ მის მოწერილ წერილს შეუსწორებლად : ” აპრილის შუა რიცხვებში,როდესაც ისრალიდან ფირმა “Global CST “- ის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ აფხაზეთში, იმავე პერიოდში აქ სხვა, რამდენიმე უცხოელი ბიზნესმენიც იმყოფებოდა. უფრო სწორად 2 ბიზნესმენი არგენტინიდან, რომლებიც აფხაზ ბიზნემსენთან ერთად გეგმავენ ბრაზილიიდან შარქრის ლერწმის იმპორტიორებას აფხაზეთში. კიდევ იყო რამდენიმე გერმანელი ბიზნესმენებიც, მაგრამ როგორც ვიცი კონკრეტული ბიზნეს პროექტები არ ჰქონიათ, უფრო გარემოს შესწავლის მიზნით იყვნენ ჩამოყვანილები. არც ის ვიცი რამდენად შეძლეს მათი დაინტერესება. კიდევ იყვნენ სხვებიც, არ ვიცი რომელ ქვეყნიდან, მაგრამ უცხოელი ინვესტორები მარტო არა უძრავი ქონებით არამედ სოფლის მეურნეობის განვითარებითაც ყოფილან დაინტერესებულები უფრო კონკრეტულად კი დიდი სასათბურო მეურნეობის მზა პროექტი აქვთ. http://www.ireporter.ge/?p=10416
  4. საინტერესოა სად მიაგნეს ამ კომპანიას?
  5. “ექსპერტების შეფასებით, პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი ობიექტის მშენებლობაზე გადაწყვეტილების მიღება ნიშნავს იმას, რომ ინვესტორები ენდობიან საქართველოს. გარდა ამისა, ქვეყანას შეუძლია გახდეს ელექტროენერგიის ექსპორტიორი.” (ც)რ2 21.04.11 18:09 როგორც ვგებულობთ 650-მეგავატიანი პროექტის ინვესტიცია მილიარდი დოლარია. ხოლო ინვესტორი ინდური კომპანია “კონტინენტალ ენერჯი”. რეალურად “კონტინენტალ ენერჯის” სრული სახელწოდება “კონტინენტალ ენერჯი კორპორეიშენია”, დაარსდა 2004 წელს და დაკავებულია გაზისა და ნავთობის მოპოვებით. მათი ელექტროსადგურის მშენებლობის გამოცდილებაზე არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება და უფრო მეტიც “კონტინენტალ ენერჯი” არა ინდური,როგორც რუსთავი 2 ავრცელებს ინფორმაციას, არამედ ინდონეზიური კომპანიაა. ფოტოები აქ დევს http://www.ireporter.ge/?p=9949
  6. როგორც ვიცი სხვა და სხვა უბნებში სხვადასხვა თარიღები აქვთ მითითებული
  7. როგორც მოგვაწოდეს ინფორმაცია თელასი პენსიონერებს 14 რიცხვში უთიშავს დენს, როდესაც პენსიონერები პენსიას იღებენ 15 რიცხვში. ადრე, გადაუხდელობის შემთხვევაში ელექტრო ენერგიის შეწყვეტის ბოლო ვადა იყო 18 რიცხვი. აღსანიშნავია, რომ თუ პენსიონერს არ შეუძლია ბანკში მისვლა, განცხადების საფუძველზე ყოველ თვე მისთვის სახლში მოაქვთ პენსია. ასეთ შემთხვევებში კი პენსია უფრო გვიან რიგდება. დაახლოებით ყოველი თვის 17-დან 20 რიცხვამდე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი “გულგრილობის” მსხვერპლია გნლანდში მცხოვრები მარტოხელა პენსიონერია. http://www.ireporter.ge/?p=9658
  8. აქ ეჭვია გამოთქმული მხოლოდ და მხოლოდ პატიმრის ოჯახის წევრის მიერ
  9. 6 წლის დაჭერილი ძმა პრიველად ვნახე დეკემბერში, 6 წლის შემდეგ. კალიასკით ჩამომიყვანეს. კბილები სულ ჩატეხილი ჰქონდა. შარდის ბუშტი აღარ უვარგოდა. ბარბარობა იყო. მითხრა შენ ჯერ კიდევ არ იცი აქ რეები ხდება. 17 წელი მიუსაჯეს. მხოლოდ 6 მოიხადა. პირველად 6 წლის უნახავ ძმას 17 დეკემბერს ჩავკიდე ხელი. ბათუმიდან პირველ საპყორბილეში გადმოიყვანეს და მეც 6 წელია მის გამო თბილისში გადმოვედი. ღამე საკნიდან ნიღბიანებს გაყავდათ, მკვდრების ოთახში შეყავდათ და აწამებდნენ. საჭმელს არ ვჭამო,წამლებს გვიყრიანო.თუ ძალიან მოშივდებოდა რეცხავდა საჭმელს და ისე ჭამდა. რამდენი პერედაჩაც ხელ მოუწერელი მიბრუნდებოდა იმდენჯერ ვხვდებოდი, რომ საცემრად ყავდათ გაყვანილი. სისხლს და სითხეს უღებდნენ. ვეუბნებოდიო მომკალითო,ამდენს ვეღარ გავუძლებო,მაგრამ არ მკლავდნენო. ჩემი ძმა ძველი თანამშრომელი იყო. ნავარჯიშები და ჯანმრთელი,მაგრამ ვეღარ გაუძლო. შეხედე ნაწამები აპტიმრების ამ სურათებს,ყველას რამხელა ნაკერები ადევს. შესაძლოა პატიმრების ორგანოებითაც ვაჭრობენ. სიკვდილის შემდეგ ხომ ყველა ორგანო არ ფუჭდება. ჩემი პაემნიდან მეორე დღეს ჩემი ძმა გარდაიცვალა. ეჭვი ამქვს გვიმალავდნენ რამდენიმე დღე მის გრდაცვალებას. ეს პრიველი ამბავი იყო,რომელიც ციხეებში არსებულ წამებებზე გასკდა. არ გავრჩერდებითქო დავიფიცე. 2 ძმიშვილიღა დამრჩა. დედაჩემი და ჩემი რძალი ამ ამბავს გადაყვნენ. http://www.ireporter.ge/?p=9343 გარდაცვლილი ძმის ფოტოსთან
  10. საჯარო რეესტისვე ამონაწერით, ვგებულობთ, რომ ბადრი ნანეტაშვილი ოფიციალურად ხდება მესაკუთრე ბინისა, რომელიც მდებარეობს თბილისში, ნუცუბიძის ქ. 12-ში და რომელსაც აშენებს ამხანაგობა ,,ნუცუბიძე 12″. აღნიშნული ბინის ფართობია 108 კვ.მე. დეკლარაციებში ეს ბინა 220 000 ლარადაა შეფასებული. 2009 წლის 23 თებერვალს (ე.წ. კაცების დღეს ანუ საბჭოთა არმიის დღეს) ბადრი ნანეტაშვილმა ვარძელაშვილის #21 განკარგულებით, აიღო პრემია 2 250 ლარის ოდენობით. ვარძელაშვილმა პრემიების გაცემის საფუძვლად ქალთა დღეები (3 მარტი და 8 მარტი) დაუდო. :P :P
  11. შიდა ქართლის მედია-მაგნატმა ბადრი ნანეტაშვილმა საკუთარი ტელეკომპანიის ეთერის მეშვეობით, გორში მოქმედი არასამათავრობო სექტორი (14 ორგანიზაცია) გუბერნატორის მხარდამჭერ ორგანიზაციებად მონათლა. ნანეტაშვილის წარმომადგენლების თქმით, გორში მოქმედი მესამე სექტორი ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება, რაც ტელეკომპანია ,,თრიალეთის” მიმართ ხელისუფლების ზეწოლის გაძლიერებას უწყობს ხელს. ,,ქართლის ხმა”-მ 2010 წელს, მოიძია დოკუმენტური მასალები იმისა, თუ როგორ გადაირიცხა ბიუჯეტის თანხები ბადრი ნანეტაშვილის პირად და მის კუთვნილ ტელეკომპანიის ანგარიშებზე იმ დროს, როდესაც თავად ვიცე-გუბერნატორის პოსტს ფლობდა და გუბერნიის ინტერესებს იცავდა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი შეშფოთებულები არიან ბოლო დროს ტელეკომპანია ,,თრიალეთის” მიერ გამოთქმული ბრალდებებით და მიაჩნიათ, რომ მათ ეთერში გასული სიუჟეტები ტენდენციურია. შესაბამისი რეაგირებისთვის ეთიკის ქარტიას წერილობით უახლოეს ხანებში მიმართავენ. ,,ქართლის ხმა”-მ 2010 წლის მაისში მოიძია დოკუმენტები იმისა, თუ რა ფორმით იცავდა შიდა ქართლის გუბერნია ბადრი ნანეტაშვილის ,,ინტერესებს” 2008-2010 წლებში, მაშინ როდესაც ვიცე-გუბერნატორის პოსტი ტელეკომპანია ,,თრიალეთის” მფლბელს ბადრი ნანეტაშვილს ეკუთვნოდა. ბადრი ნანეტაშვილი გუბერნატორის პოსტზე 2008 წლის 16 აპრილს, შიდა ქართლის გუბერნატორმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა #38 განკარგულების საფუძველზე დანიშნა. ,,ქართლის ხმა”-ს 2008 წლის აპრილის თვეში ვარძელაშვილმა განუცხადა, რომ ნანეტაშვილი კვლავ პარლამენტარობას ითხოვდა. ეს თავად ვარძელაშვილმა ოფიციალურ ინტერვიუში დაგვიდასტურა, რომლის აუდიო ჩანაწერი ,,ქართლის ხმის” რედაქციაში დღემდე ინახება. ნანეტაშვილის ხელფასი ვიცე-გუბერნატორის თანამდებობაზე 2 250 ლარით განისაზღვრა. 2008 აპრილს შევსებულ დეკლარაციაში ნანეტაშვილს აღნიშნული აქვს, რომ თი-ბი-სი ბანკის საბარათო ანგარიშზე 2 000 ლარი ჰქონდა. რაც შეეხება ნაღდ ფულს, მას ჯიბეში 20 000 (ოცი ათასი )დოლარი ედო, ხოლო ოჯახის დანარჩენ წევრებს – მის მეუღლეს ნინო გაგნიძეს 25 000 დოლარი, ცოლის მამიდას ციალა გაგნიძეს 14 000 ლარი, ხოლო სიდედრს – ნაზი თურმანიძეს 8 000 ლარი ჰქონდათ ნაღდი ფულის სახით. 2009 წელს შევსებულ დეკლარაციაში (2009 წლის აპრილის მონაცემები) აღნიშნულია, რომ საქართველოს ბანკის საბარათე ანგარიშზე 2 000 ლარი ედო, ხოლო თიბისი ბანკის საბარათე ანგარიშზე – 200 ლარი. რაც შეეხება ნაღდ ფულს, ხელზე ჰქონდა 25 000 დოლარი, დანარჩენი 25 ათასი დოლარი და ცალკე 25 ათასი ლარი – ცოლზე, ცოლის მამიდაზე და სიდედრზე ჰქონდა გაფორმებული. ბადრი ნანეტაშვილმა 2010 წლის დეკლარაციის შევსება კი ვეღარ მოასწრო. ასევე შეგახსენებთ, ნანეტაშვილი 2004-2006 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი იყო ნაციონალური მოძრაობის სიით. ის 2006 წლის 21 ივნისს პარლამენტიდან დაითხოვეს, რადგან მის წინააღმდეგ საჩივრები ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა აღძრეს. ნანეტაშვილი ვიცე-გუბერნატორის თანამდებობას 2008 წლის 16 აპრილიდან 2010 წლის 1 მარტამდე იკავებდა და ფაქტობრივად 22 თვე იმუშავა. (ხელფასიდან სულ შემოსავალი 49 500 ლარი მიიღო). ბადრი ნანეტაშვილი ამავე დროს სარგებლობდა ყველა იმ დანამატით და პრემიით, რომელსაც მაშინდელი გუბერნატორი თანამშრომლებზე იმეტებდა. რაც შეეხება ხელისუფლებისადმი მსახურებას, ბადრი ნანეტაშვილი ,,ნაცინალური მოძრაობის” მმართველობის თითქმის 8 წლიან მონაკვეთში (2003-2011) ჯამში 6 წელი ,,ნაციონალურ მოძრაობას” ემსახურა სხვა და სხვა სახით, იყო პარლამენტარი, შემდეგ გუბერნატორის მოადგილე. 2008 წლის 18 აპრილს ვლადიმერ ვარძელაშვილმა #40 განკარგულებით ბადრი ნანეტაშვილს შემდეგი უფლებამოსილებანი მიანიჭა: ,,მიენიჭოს უფლებამოსილება, ცალკეულ შემთხვევებში, ოფიციალურ კორესპონდენციასა და დოკუმენტაციაზე (გარდა საფინანსო დოკუმენტაციისა) ხელმოწერაზე სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილეს ბადრი ნანეტაშვილს.” ეს ის პერიოდია, როდესაც საარჩევნოდ გუბერნიის პირველი პირები შვებულებაში გავიდნენ და მართვის ორგანოები ნანეტაშვილს ჩააბარებს. არჩევნების გასვლის შემდეგ (31 მაისი) ყველა თანამდებობას დაუბრუნდა. იმავე 18 აპრილს ბადრი ნანეტაშვილის საკუთარი ტელეფონის ნომერი (899 10 13 31) აყვანილ იქნა სახელმწიფო ბალანსზე და ამ ნომერზე სააბონენტო ლიმიტი, ბიუჯეტის ხარჯზე, თვეში 80 ლარად განისაზღვრა. 2008 წლის 14 ნოემბერს ბადრი ნანეტაშვილმა ვარძელაშვილის #95 განკარგულებით, აიღო პრემია 2 300 ლარი. პრემიის საფუძველი – ,,გიორგობის დღესასწაული” გახდა. ფაქტობრივად, 2008 წლის შემოსავალი ბადრი ნანეტაშვილისა იყო 8 თვის ხელფასს (18 000) პლუს პრემია (2 300), რაც ჯამში გამოვიდა 20 300 ლარი(მხოლოდ 2008 წელი). ამ დროს უკვე შიდა ქართლში აგვისტოს მოვლენები მომხდარია და ხალხი გაჭირვებაში ცხოვრობს. 2009 წელი 2009 წელი ბადრი ნანეტაშვილისთვის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა, რადგან საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ტელეკომპანია ,,თრიალეთის” ქონების ირგვლივ გარკვეული ცვლილებები და ამაზე ცალკე მოკვლევას შემოგთავაზებთ. საჯარო რეესტისვე ამონაწერით, ვგებულობთ, რომ ბადრი ნანეტაშვილი ოფიციალურად ხდება მესაკუთრე ბინისა, რომელიც მდებარეობს თბილისში, ნუცუბიძის ქ. 12-ში და რომელსაც აშენებს ამხანაგობა ,,ნუცუბიძე 12″. აღნიშნული ბინის ფართობია 108 კვ.მე. დეკლარაციებში ეს ბინა 220 000 ლარადაა შეფასებული. 2009 წლის 23 თებერვალს (ე.წ. კაცების დღეს ანუ საბჭოთა არმიის დღეს) ბადრი ნანეტაშვილმა ვარძელაშვილის #21 განკარგულებით, აიღო პრემია 2 250 ლარის ოდენობით. ვარძელაშვილმა პრემიების გაცემის საფუძვლად ქალთა დღეები (3 მარტი და 8 მარტი) დაუდო. მომდევნო პრემია ბადრი ნანეტაშვილმა 2009 წლის 12 ივნისის განკარგულების საფუძველზე 2 250 ლარი აიღო. ამჯერად, პრემიის გაცემის საფუძველი არ არსებობს. 2009 წლის ზაფხულში ბადრი ნანეტაშვილმა კიდევ ერთი – ,,მარიამობის სადღესასწაულო” – პრემია 2 250 ლარი აიღო. 2009 წელს ვარძელაშვილმა ბადრი ნანეტაშვილს მეოთხედ პრემია ოქტომბრის თვეში მისცა. ამჯერადაც ნანეტაშვილმა ხელფასის ოდენობის პრემია 2 250 ლარი მიიღო. საფუძველი ვარძელაშვილის #61 განარგულებაში არ არის მითითებული. სამწუხაროდ, ,,ქართლის ხმა”-ს არ მოეპოვება დოკუმენტი ახალი 2010 წლის საახალწლო და საშობაო პრემიების შესახებ, თუმცა ამ თარიღის აღმნიშვნელი პრემიის გამოკლებით ბადრი ნანეტაშვილის შემოსავალი 2009 წელს იყო 12 თვის ხელფასი (სულ 27 000 ლარი) პლუს 4-ჯერ აღებული პრემია (სულ 9 000 ლარი). ხელფასისა და პრემიების გაერთიანებით გამოდის, რომ ბადრი ნანეტაშვილმა 2009 წელს ბიუჯეტიდან ისარგებლა 36 000 ლარით. 2010 წელი რაც შეეხება 2010 წელს, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს პრემიების შესახებ ამ წლის იანვარ-თებერვლის დოკუმენტები, თუმცა საახალწლო და საშობაო პრემიების შესახებ მხოლოდ ზეპირ ინფორმაციას ვფლობთ. რაც შეეხება ხელფასს, ნანეტაშვილმა 2010 წელს მიიღო იანვარ-თებერვლის ხელფასი, სულ 4 500 ლარი. თუკი შევაჯამებთ სამი წლის მონაცემებს, გამოდის, რომ ბადრი ნანეტაშვილმა შიდა ქართლის გუბერნატორის და მისი ინტერესების დაცვაში აიღო: სულ 60 800 ლარი. რა სარგებლობა მიიღო ,,თრიალეთმა” ნანეტაშვილის გუბერნატორობის პერიოდში? 2009 წლის 1 მაისს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გააფორმა ხელშეკრულება ადგილობრივ ტელეკომპანია „თრიალეთთან“, რომლის თანახმად, შესყიდვის ობიექტი სარეკლამო განცხადებებისა და მორბენალი სტრიქონის განთავსება იყო. ორკვირიანი ხელშეკრულების პირობების მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ აღნიშნულ მომსახურებაში 620 ლარი გადაიხადა. ამის შემდეგ, 2009 წლის 1 ივლისს გორის გამგეობამ საეთერო დრო შეისყიდა და უფრო მეტიც, სპეციალური გადაცემების მომზადება დაიწყო, რომელსაც სახელად ეწოდა: „ხელისუფლება გისმენთ“. ამ გადაცემაში ძირითადად ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ და მოსახლეობას უყვებოდნენ, რა კეთდება და რა არის გასაკეთებელი. ამავე დროს, საკმაოდ, მწირი იყო ასეთ დროს კრიტიკული სატელეფონო ზარები. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამ პირობას დამკვეთი მხარე კატეგორიულად ითხოვდა. თუმცა, ეს პირობა ხელშეკრულებაში არ იყო ჩადებული. 1 ივლისის ხელშეკრულებით გორის მუნიციპალიუტეტის გამგეობა, ამ გადაცემაში მონაწილეობის მიღების სანაცვლოდ თვეში 2 000 ლარს იხდიდა. როგორც შემდგომ ვნახავთ, სხვა მუნიციპალიტეტები იგივე საეთერო დროის შესასყიდად ანალოგიურ დამატებით თანხებს იხდიდნენ. 2009 წლის 9 დეკემბერს გამგეობამ განახლებულ ხელშეკრულებაში მიუთითა, რომ „ხელისუფლება გისმენთ“ კიდევ ერთი თვით გავა ეთერში. ამჯერად ეს 4 000 ლარი დაჯდა. 2009 წლის 16 დეკემბერს კი სხვა, ახალ და თანაც ორკვირიან ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, რომ გადაცემა „ხელისუფლება გისმენთ“ 1 იანვრამდე დაფინანსდება 2 000 ლარით. ამ დოკუმენტებით ირკვევა, რომ გორის გამგეობამ, დეკემბრის თვეში, სულ 6 000 ლარი გადაიხადა იმ პირდაპირი ეთერისთვის, სადაც მათ გარდა არავინ უნდა ყოფილიყო. სულ 2009 წელს ,,თრიალეთმა” გორის გამგეობისგან მიიღო 16 620 ლარი. 2010 წელს გორის გამგეობამ განაახლა საკუთარი გადაცემის დაფინანსება. მარტის თვეში კი გადაცემასთან ერთად, ხელისუფლებამ სარეკლამო კლიპების გაშვება დაიწყო. ეს თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიას ემთხვევა. მხოლოდ მარტის თვეში (თვითმმართველობის არჩევნების დრო) გორის გამგეობამ სარეკლამო კლიპების გასაშვებად 2 500 ლარი გადაიხადა. ადგილობრივი ეთერით კი გადაცემა „ხელისუფლება გისმენთ“ 2010 წლის მაისიდან-ივლისამდეც გადიოდა. ამ პერიოდში გამგეობამ 10 000 ლარის მომსახურება შეისყიდა. სულ 2010 წელს 12 500 ლარი. კასპის მუნიციპალიტეტი რაც შეეხება სპეციალურ გადაცემას „ხელისუფლება გისმენთ“, მის დაფინანსებაში კასპის გამგეობას მონაწილეობა არ მიუღია. ქარელის გამგეობა გადაცემის – „ხელისუფლება გისმენთ“ დაფინანსებაში თავისი წვლილი ქარელის გამგეობამაც შეიტანა. 2009 წლის 1 ივლისს დადებულ ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ გადაცემაში გამგეობა თვეში 1 000 ლარს იხდის. ეს ხელშეკრულება 6 თვით დაიდო. ეს ის გადაცემაა, რომლის შესყიდვაში გორის გამგეობა თვეში 2 000 ლარს ხარჯავდა. 2009 წლის 15 აპრილს გამგეობამ გადაწყვიტა სხვა სახის საეთერო დროის შესყიდვა სამი თვით, ჯამში 4 500 ლარი გადაიხადა. 2010 წელს 10 თებერვალს ქარელის გამგეობამ საეთერო დროის შესყიდვა გააგრძელა და თებერვლიდან ივლისამდე ამის განხორციელება 4 800 ლარი დაუჯდა. სულ ქარელის გამგეობას 15 000 ლარი დაუჯდა ,,თრიალეთის” მომსახურება. ხაშურის მუნიციპალიტეტი 2009 წლის 1 ივლისს ხაშურის გამგეობამ ტელეკომპანია ,,თრიალეთის” გადაცემის – „ხელისუფლება გისმენთ“ დაფინანსებაც დაიწყო. 6 თვის განმავლობაში ამ გადაცემის ფინანსებს ხაშურის გამგეობა თვეში 1000 ლარს ამატებდა. 2010 წლის 4 იანვრის ხელშეკრულებით, ხაშურის გამგეობამ გადაცემის – „ხელისუფლება გისმენთ“ დაფინანსება შეამცირა და თუკი წინა წელს თვეში 1000 ლარს იხდიდა, ამჯერად 875 ლარამდე ჩამოვიდა. 2010 წლის 1 თებერვალს ტელეკომპანიამ „თრიალეთი“ 5 თვით ხაშურის გამგეობას საეთერო დრო მიჰყიდა 5 000 ლარად. ჯამში ნანეტაშვილის ვიცე-გუბერნატორობის პერიოდში ,,თრიალეთმა” ხაშურის გამგეობისგან 11 875 ლარით ისარგებლა. საბოლოო ჯამში, ტელეკომპანია ,,თრიალეთმა” გორის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებისგან მიიღო 50 000 ლარი. ამას დავუმატოთ სამი წლის განმავლობაში მიღებული სარგო და პრემია ერთად. ფაქტობრივად ნანეტაშვილის ვიცე-გუბერნატორობა ბიუჯეტს 110 800 ლარი დაუჯდა წყარო: http://www.ireporter.ge/?p=9188
  12. არა მართალია ჩანაწერია გვაქავს ამის აუდიო სახით უბრალოდ იმას ვერ დავდებთ გვითხრა შეიძლება პრობლემები შეექმნას
  13. ეს ჩანაწერი ეკუთვნის ერთ ე.წ. ზონდერს. რათქმაუნდა გამოქვეყნებაზე ვინაობის დაფარვის შემეგ დაგვთანხმდა და ზედმეტი კითხვები არ გინდაო მოაყოლა. ჩანაწერს გთავაზობთ შესწორება-ჩასწორებების გარეშე. აი, წარმოიდგინე დგახარ, ელოდები ბრძანებას. შენ წინ ბრბოა, რომელიც გაგინებს. ხელი გებერება ბოღმისგან. ხმას ვერ იღებ. ბოღმა გასხავს. ელოდები მხოლოდ ერთ რამეს- ბრძანებას. აი, ისიც ნანატრი წამი! ისმის მეთაურის ხმა. რეზინის დუბინკას მაგრად უჭერ ხელს. ხელზე გაკეთებულ ტყავს სპეციფიური ხმა აქვს. უცბათ ყველაფერი ჩერდება. თითქოს დრო ნელა გადის. ხმა ბუნდოვნად გესმის. მიუახლოვდი ბრბოს. პირველი დარტყმა წელსქვემოთ. თითქოს ბოლი გამოუშვი. ყველაფერი უკანაა, პირველი ნაბიჯი გადადგმულია უკან ვეღარ დაიხევ ან ყველაფერი ან არაფერი! ბრბო გარბის, მაგრამ მაინც გაგინებს. წვიმს, გსიამოვნებს სახეზე წვეთები. ცოტას გაწყნარებს, შენს სხეულში ბოღმას ანეიტრალებს. ხედავ ხალხს, რომლებიც გწყევლიან და სულ არ ფიქრობენ იმაზე რას ფიქრობ. ისინი უბრალოდ იმიტომ გწყევლიან რომ დღეს სხვა მხარეს ხარ არადა გუშინ გლოცავდნენ და გეხვეწებოდნენ მათ მხარეს დამდგარიყავი. ყველაფერი დამთავრდა. ლოყებზე წვეთები გაქვს არც წვიმის არის არც ცრემლის უბრალოდ აირწინაღი არ გქონდა. წყარო: http://www.ireporter.ge/?p=9072
  14. რამდენადაც ინფორმაციას ვფლობ მეორე თამაშსაც აკეთებენ
  15. საბავშო პოლიციის ჰიმნის შემდეგ მალე შეიქმნება საბავშო პოლიციის საიტიც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოაცხადა კონკურსი საიტის შექმნაზე kids.police.ge ბავშვები და პოლიცია. როგორც საკონკუსრო განაცხადიდან ვგებულობთ: 1. საიტი უნდა იყოს შემეცნებით საგანმანათლებლო, რომელიც იქნება განკუთვნილი 3-დან 13 წლამდე ბავშვებისათვის 2. მომხმარებელთა რეგისტრაცია და ამ მომხმარებლის მონაცემების ინფორმაციის შენახვა (რაც შეიძლება მარტივი ბავშვებისათვის) 3. ბავშვებს უნდა შეეძლოთ თავიანთი ნახატების ატვირთვა; 4. უნდა გააჩნდეს დაწყებული თამაშის ან ანიმაციის შენახვის და შემდგომში გაგრძელები საშუალება. 5. საიტი უნდა ურთიერთობდეს მომხმარებელთან: თამაშებში, ტესტებში, და ანიმაციებში მისი სახელით (ინტერაქტიურობა მაგ.: რეგისტრაციის დროს მომხმარებელმა უნდა შეძლეს თავისი სახელის მითითება რომ შემდგომში საიტმა მიმართოს ) 6. საიტს უნდა გააჩნდეს რამოდენიმე დიზაინი ასაკის ჯგუფიდან გამომდინარე და რამედენიმე ენის არჩევა; 7. საწყის გვერდზე უნდა გამოქვეყნდეს სიახლეები პოლიციის მიერ ჩატარებული კონკურსებისა თუ რაიმე საბავშვო საგანმანათლებლო ღონისძიებების შესახებ, ბავშვთა უფლებები და ბავშვებისთვის საინტერესო ინფორმაცია; 8. საბავშვო ბლოკებში უნდა ჩაიდოს სასწავლო ონლაინ თამაშები, საგანმანათლებლო საბავშვო ანიმაციები და ტესტები. მაგ: მოძრაობის წესები; პოლიციის, სახანძრო, და სამაშველოს ფორმების გარჩევა; შუქნიშნების და მისი ფერების მნიშვნელობა; გზაზე გადასვლის წესები; მიწისქვეშა გადასასვლელებით და ხიდებით სარგებლობა; 022-ზე დარეკვა; წყარო: http://www.ireporter.ge/?p=8932
  16. მე რამდენადაც გავიგე ლიმონით ვაჭრობდა და წაურთმევიათ გასაყიდი ლიმონი ამაზე ინერვიულა
  17. აკაკი წერეთელი “ერთი სიტყვით, ვისთვისაც რა უფრო საშიში და საფრთხილო იყო, იმას ემონებოდნენ. სხვათა შორის, იყო ერთი ქვეყანაც “კუდაბზიკეთი”, ოდესმე სახელგანთქმული და მოწონებული, მაგრამ ბოლოს კი ისე დაცემული და დაჩიავებული, რომ მისი მკვიდრნი ნაცარქექიობის მეტს ვერაფერს ახერხებდნენ : უჯდნენ კერას და ერთმანეთს უჩუჩხუნებდნენ.” ახლა კი ყველა გაყალბებულ ბიძიას მინდა მივმართო ჩვეული სიყვარულით და პატივისცემით !.. მინდა ყველას ვუთხრა ვინც ბედავს და იყენებს ადამიანების ხასიათს და მდგომარეობას იმისთვის რომ მერე გადაუაროს და შეაფურთხოს ნაოჭებიან სახეში .. მინდა რომ ესეთები აქ აღარ იყვნენ. მინდა რომ აღარ იხრჩობოდეს ხალხი გარობოტებული სახის ყურებით და დამცინავი რეპლიკებით ეკრანებიდან. ხალხი ისეც საკმაოდ გარობოტებულია და გაბოროტებულიც უკვე… თქვენი მმართველობა დემორალიზაციასაც იწვევს !.. ამ დროს, როცა უკვე მორალური და სულიერი რადიაციით გაჟღენთილ გარემოში ვცხოვრიბთ !… ვხედავთ როგორ უადვილდებათ “მთავრობის” “წარმომადგენლებს” ჩვენი ისედაც დათრგუნული და ტყუილებით გადაღლილი ტვინების მართვა!.. მართვა იაფიანი და არც თუ ისე იაფიანი მეთოდებით !.. სპეციალური ჭორების ჭამას მიგვაჩვიეს არა? – კი … მენიუ : შეთითხნილი და მძაფრი არომატის მქონე სიყალბე. ტყუილები პლაცებოს ეფექტით და ა.შ. დაუშვებელ “ზახვატებს” იყენებენ რომელიც უკვე ძალიან გადასულია პოლიტიკური მოდიდან ნორმალურ სახელმწიფოებში!. ხავილით და კივილით გაიძახიან კერძო საკუთრებას და მცირე ბიზნესს მაგრამ აქაც ტყუილი ხდება და სხვა არაფერი !… ამ გადამძღარ ოპოზიციას კიდევ რამდენი ენდობა ნეტავ?!.. კიდევ რამდენ გამძღარს დავუძახებთ იმედს, მშველელს, ნათელ წერტილს და ასე შემდეგ ??!.. ამათი ნახევრად ფეხებზე დაკიდებული პროტესტიც იხრწნება და ლპება უკვე ძალიან პროგრესიულად !.. ოპოზიციონერების უმრავლესობა ვერ გაერკვა რომელ მხარეზე უნდა იდგეს ან ისიც კი არ იციან სად არის ეს მხარე !.. ვინ სად დაძვრება და ეტენება.. ამათი პოლიტიკური ხტუნვა ბებიების ჭორების წყარო გახდება მალე და მეტი არაფერი!!.. მგონია რომ არ შეიძლება ეს ბინძური ჯამბაზობა! ეს რეპლიკების ბუდე აჩრდილია მხოლოდ ოპოზიციის ! ანტისანიტარია ზეობს პოლიტიკურ ფენებში!.. ადამიანების უმრავლესობა ამათი მერყეობისგან თავბრუს ხვევის შეგრძნებით გამოიფიტა და მასიურ უძლურობას განიცდის !… დაქსაქსულობა ჯერ არასდროს ყოფილა ასეთი პოპულარული და მომცველი ! სწორედ დაქსაქსულობის და გაურკვევლობის ზეობაა დღეს.. პოლიტიკური და საზოგადოებრივი მუხლმოდრეკილობა იგრძნობა კანითაც და სასუნთქი ორგანოებიდანაც, თვალებზე და ყურებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია უკვე !.. წყარო : http://www.ireporter.ge/?p=8758
  18. ბურჯანაძის პარტიამ 2 მაისი უკვე დაანონსა
  19. როგორც თავად აცხადებს მაისის თვეში აქციებს იწყებს გადამწყვეტი ბრძოლისთვის
  20. ნინო ბუჯანაძის ჯერ კიდევ ხელისფლებაში ყოფნისას რუსეთთან კარგი ურთერთობების დამყარება მისი პირადი თუ თანამდებოებრივი მოვალეობიდან გამომდინარე გასაკვირი არ იყო. ასევე საქვეყნოდ ცნობილია მისი პირადი, კარგი ურთერთობები რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერთან ლუბოვ სლისკასთან, რომელიც ქართველებისადმი “დიდი სიყვარულით” მუდამ გამოირჩეოდა (სხვათა შორის რუსეთში მოღვაწე მომღერლის სოსო პავლიაშვილის ცოლი ლუბოვ სლისკას დისშვილია.) როცა ლუბოვ სლისკას საცოვრებელი სახლი გაქურდეს. ქურდებმა 500 000$ ღირებულების ოქროულობა და ფულადი სახით 85 000 ევრო წაიღეს. რამდენიმე ბრენდის საათისა და სამკაულების გარდა დაკარგული ნივთების ჩამონათვალში მოხვდა : საქართველოს ეროვნული ბანკის საკოლექციო მონეტა და ნინო ბუჯანაძის მირთმეული პირადი საჩუქარი – ოქროს ძეწკვი და ჯვარი ბრილიანტებით. როგორც ჩანს ნინო ბურჯანაძეს ქვეყნის მეორე პირის ამპულაში რუსეთში ვიზიტის დროს , არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი საჩუქრები არამედ პირადი ძღვენიც ჩაჰქონდა. წყარო: http://www.ireporter.ge/?p=8664
  21. ასაც ახლა დავწერ, არც ხუმრობაა და არც პატრიოტული თავგამოდება. უბრალოდ ერთი ციტატაა საკმაოდ ავტორიტეტული მეცნიერული სერიიდან, სახელწოდებით: ”ქრისტიანული აღმოსავლეთის შტუდიები”. – Ostkirchliche Studien, 35, 1986. ავტორი სტატიისა – ”საქართველო და ქრისტიანული აღმოსავლეთი” გახლავთ პროფ. C. Detlef G. Müller. ”ქართველმა ჯარებმა 1299 წელს ბრწყინვალედ აიღეს ეგვიპტე. ამის გამო მონგოლებმა 1300 წელს იერუსალიმი და წმინდა ადგილები ქართველებს აჩუქეს”. გერმ. და ზუსტად ასე ჟღერს: Georgische Truppen schlugen sich 1299 hervorragend gegen Ägypten. Die Mongolen machten daraufhin im Jahre 1300 den Georgiern Jerusalem und Heiligen Stätten zum Geschenk.“ – იხ. გვ.174. ნათქვამი სიმართლეს ჩამოგავს. ვერ გეტყვით, რამდენადაა გაზიარებულია გერმანელი ავტორის ეს ცნობა ჩვენს სამამულო ისტორიოგრაფიაში. გუშინ მწერალ დათო ტურაშვილის ერთი წერილი წავიკითხე ბურუსში, ქართულ-ეგვიპტური ურთიერთობების პერიპეტიებზე რომ მოგვითხრობდა და იქ ეს ამბები არ არეკლილა… გამიკვირდა, თურმე რარიგ ფასდებოდა მონგოლთა თანამებრძოლობა და მათ ქვეშ ჩადენილი გმირობა! ისღა დამრჩენია, მონგოლური მადლიერების გრძნობა ამერიკელებსაც ვუსურვო! ხოლო რაც შეეხება დღევანდელ ეგვიპტეს, იმედია იგი უჩვენოდაც შეძლებს აღიდგინოს მშვიდობა და მოიპოვოს დემოკრატია. http://www.ireporter.ge/?p=8622
  22. ვიდექი და ვუყურებდი 68 წლის, მათხოვარი, ლტოლვილი ბებოს ცრემლები როგორ ეცემოდა ვაგზლის ჭუჭყიან და დაფურთხებულ ფილებს როცა აფხაზეთის ომს იხსენებდა და ვცდილობდი,ძალიან ვცდილობდი მეც არ მეტირა….. - წყნეთში ჩამოწერილ რესტორანში ვცხოვრობ. ძალია ცივა. დედაჩემი სიცივისგან მომიკვდა. შეშის მოჭრის უფლებას არ გვაძლევენ. წყნეთში ვდგავარ პოპულთან და ვმათხოვრობ ხოლმე. პენისა კი მაქვს 80 ლარი, მაგრამ რას გვეყოფა ოჯახს. როცა ჩამოვედი 10 წელი ბოთლებს ვაგროვებდი სვან მზიას ვაბარებდი. ტყე-ღრე დავდიოდი და იმდენს ვაგროვებდი დღეში 46 ლარი გამომდიოდა. მერე ბოდიში და საშვილოსნო ჩამომწყდა სიმძიმეებისგან. ეხლა ვეღარ ვაგროვებ და ამიტომ ვმათხოვრობ. თვითონ წყნეთელები ძალიან მვეხმარებიან. - სახლში ვინ გყავს ბებო? - შვილი მყავს გოგო, ელისო. ფსიქიკურად ცუდათაა ომის შემდეგ, ვერა და ვერ ვუმკურნალე. სულ ომი ჰყგონია და ლაპარაკობს ომის ამბებს. მეც ასთმიანი ვარ. ძალიან დამაავადმყოფა წყნეთის ჰავამ სულ წამალი მჭირდება. აფხაზეთში მედიცინის მუშაკი ვიყავი. - აფხაზეთიდან როდის წამოხვედი ბებო? - სოხუმი რომ დაეცა იქ ვიყავი. ვუყურე ჩვენმა ექვსმა გვარდიელმა საკუთარი ავტომატებით თავები როგორ დაიხოცეს ტყვედ არ ჩავვარდეთო. იმდენი სიმწარე ვნახე აქ არავის ენახოს შვილო. გადავუდექი რამდენჯერმე მესროლეთქო ვუთხარი,რაღა აზრი ჰქონდა ჩემს სიცოცხეს. ხელი მკრეს, შენ არ გვჭირდებიო. სია ჰქონდათ და ისე კლავდნენ. ყველას ვისაც ოჯახში კაცი ყავდათ უკლავდნენ. - რუსები კლავდნენ თუ აფხაზები? - აფხაზები იმდენად არ გვერჩოდნენ. თან თუ იცოდნენ ვინ იყავი. თუ რუსი და აფხაზი ერთად გადაგეყრებოდა თვითონვე გაარჩევდნენ საქმეს და გადაწყვიტავდნენ მოეკლათ თუ არა . თუ მარტო რუსები გადაგეყრებოდნენ ისინი ყველას ესროდნენ. დედაჩემი ერთ უშვილო აფხაზს ყავდა ნაშვილები და აფხაზი ნათესავების გამო აფხაზები არ გვერჩოდნენ. აქ, ტელევიზორში ბევრ რამეს არ აჩვენებდნენ. - ომის დროს სულ იქ იყავი ბებო? - ბიძაჩემს დიდი სახლი ჰქონდა და იქ იყო 200 კაციანი შტაბი. მორეკვდნენ საქონელს, ყელს გამოჭრიდნენ, თავებს შესასვლელშივე ჩამოკიდებდნენ. 10 ქალი ვემსახურებოდით. საჭმელს ვუკეთებდით. თუ ჩაქარა არ გავაკეთებდით გვეუბნებოდნენ მოგკლავთ სუყველასო. ძლივს გამოვედით ტალახში სიარულსიგან ფესაცმელი დაკვარგეთ. მინდორში და ტყე-ღრეში ფეხ-შიშვლებმა ვიარეთ. მე და ჩემი გოგო 2 კვირა მკვახე მანდარინს ვჭამდით. მე ოკუმში ვცხოვრობდი დიდი სახლი მქონდა. - სახლი ხომ არ დაგინგრიეს ბებო? - იქით ვიყავი მე შვილო. მითხრეს წადი ნუ გეშინია შენ არაფერს გეტყვიანო. - რომელ წელს იყავი ბებო? - 2002 წელი იყო. 13 დღე ვიყავი.სანამ იქ ვიყავი 13 დღეში 12 კაცი მოკლეს და ერთი დაჭრეს. - რუსებმა მოკლეს? - ხო, რუსებმა. - რატომ მოკლეს ბებო? - მეჩაიე ლილი გზაში ეგდო თავმოჭრილი რამდენიმე დღე. ვერ ეკარებოდნენ. მაგის ბიჭს მანქანა ჰყოლია და წართმევა სდომებიათ. ბიჭი გაიქცა დაიმალა და ლილი მოუკლავთ. ხილის გამო კლავენ შვილო. აკრეფინებენ და ართმევენ ყველაფერს. მარტო ჩემ ეზოში 8 ფუთი წაბლი იკრიფება. ეხლაც შემორჩა კარგი ხალხი ოკუმში. შეუშვან იქ თვითონ ააშენებენ სახლებს. - რა გქვია ბებო? - იზოლდა გვალია. შენ ეხლა განათლებული ქალი ჩანხარ და მითხარი ჩვენ იქით მალე გადავალთ? ვიფიქრე მეთქვა არამგონია ბებო. მაგრამ რომ ვუყურებდი მისი ცრემლები როგორ ეცემოდა ქვაფენილს,პატარა, დანაოჭებული, ცისფერი თვალებიდან ვერ გავუბედე. მერე დავაპირე მეთქვა არვიციმეთქი, მაგრამ ისეთი იმედი დავინახე მის კითხვაში, რომ სჯობდა მომეტყუებინა. - კი ბებო გადავალთ! - მალე გადავალთ ბებია? - კი, მალე! - 2 წელში გადავალთ? - 2 წელში არამგონია, ბებო,მაგრამ ასე 5 წელში აუცილებლად გადავალთ! წყარო: http://www.ireporter.ge/?p=8447
  23. აღლებოოო! სადისტებოოო! კაცის მკვლელებოოო! მოვა თქვენი დროც, პრემიის გამო ყველაფერზე წამსვლელებო! აქციებზე ხშირად სცემენ და აპატიმრებენ უდანაშაულო ადამიანებს. გადაყავთ უსამართლო სასამართლოში, სადაც უვიცი და ურცხვი მოსამართლედ წოდებულებს ამ უდანაშაულო,მშვიდობიანი მომიტინგეებისთვის გამოაქვთ უმკცრესი სასჯელი. რა ხდება რეალურად? როდესაც აქცია არაა ფართომასშტაბიანი, ხოლო ფართო მასშტაბიანი აქციები ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ 2-3 თუ იყო. აქიის მოანწილეები შეგნებულად მიდიან პროვოკაციაზე. აქციის ორგანიზატორები წინასწარ გარშემო იკრებენ აქტივისტების სახით ე.წ.”ძველ ბიჭებს” ერთი მიზნით: მათ იციან, რომ როდესა საჭირო გახდება აქციის უმოქმედობისგან გამოწვეული ხალხის უკმაყოფილების გადასაფარად მოწყობილ პროვოკაციაზე ზუსტად ეს “ძველი ბიჭები” სამართალ დამცავი სტრუქტურების მიმართ ვენებში გამჯდარი სიძულვილის გამო გახდებიან მთავარი პროვოკატორები. ასეთ ხალხს შემდგომში ხშირად უწოებენ სინდისის , პოლიტიკურ ან რეჟიმის პატიმარს. ასეთი პოლიტიკური (ძველი ბიჭი) პატიმრის ქმედებები კალკირებულია ყველა აქციაზე. როგორც წესი, ისინი პირველები იწყებენ პროვოკაციას : პოლიციის თანამშრომლებს კრავენ ხელს, აფრინდებიან და ეჯაჯგურებიან ფორმაში, აგინებენ, ხდიან ქუდს , აფურთხებვენ, შე ძაღლო- უყვირიან პირირისპირ, ესვრიან ხელთ მოხვედრილ საგნებს (დროშას,პლაკატს,ბოთლს,ქვას) და ა.შ. როგორც უკვე დაიწერა მსგავსი შემთხვევები ხშირია აქციებზე იმ დროს, როდესაც სამართალ დამცავი სტრუქტურის წარმოამდგენლები ცდილობენ წესრიგის დამყარებას მაგ: სავალი ნაწილის გახსნას. საქართველოს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ მუხლი 111 (17.07.2009 N 1502) 1. ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის სხვაგვარად ჩატარება შეუძლებელია. როგორც ვხედავთ აქციაზე სავალი ნაწილის გადაკეტვა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაშია ნება დართული თუ შეიკრიბა ბევრი ადამიანი და ტერიტორიის სიმცირის გამო ისინი იძულებული გახდნენ განთავსებულიყვნენ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე . 3. აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვა ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით. 4. ტრანსპორტის სავალი ნაწილის ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით გადაკეტვის შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს მიმართავს მოთხოვნით, გაათავისუფლონ სავალი ნაწილი. შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორები ვალდებული არიან დაემორჩილონ ამ მოთხოვნას და შეკრება ან მანიფესტაცია მოაქციონ კანონით დადგენილი ნორმების ფარგლებში. მჯერა, რომ ამის შემდგომ მათ ვისაც უვკირთ (და არ იციან) თუ რატომ უშლიან მომიტინგეებს გზის გადაკეტვას, აღარ გაუკვირდებათ და ასევე, არც მათი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში მათი დაკავება. ასე, რომ ძაღლი მართალია! წყარო: http://www.ireporter.ge/?p=8185
  24. მომდევნო აქცია 4მარტს დაგეგმეს ჩვენ ისევ იქ ვიქნებით
×
×
  • შექმენი...