Jump to content
Planeta.Ge

xrova

პლანეტელი
  • პოსტები

    166
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი xrova

  1. 1. რატომ დაეცა მაიას ტომი 2 იგივე მიზეზით შესაძლებელია საზოგადოების დამხობა დღევანდელ დღეს 3 თემა პოლიტიკური არაა მეცნიერულია კალიფორნიის, ლოს ანჟელესის უნივერსიტეტის გეოგრაფიის პროფესორი,ბიოგეოგრაფი Jared Diamond-ი « კაცობრიობის სიკვდილი გარდაუვალი არაა». კალიფორნიის,ლოს ანჟელესის უნივერსიტეტის გეოგრაფიის პროფესორი ჟარედ დიამონდი, რომელიც ამავე დროს არის ბიოლოგი,ფიზიო-ლოგი,ბიოგეოგრაფი,ისტორიკოსი,ანტროპოლოგი,სოციოლოგი,ფილოსოფოსი : «თავისი გარემოს მოსპობით ადამიანი თავის საკუთარ თავს სპობს. მაშ საჩქაროა ცხოვრების წესების შეცვლა. როგორ მოხდა ისე რომ წარსულში დედამიწის პირიდან აღიგავა მრავალი განვითარებული ცივილიზაცია? ესაა ამერიკელი ბიოგეოგრაფი ჯარედ დაიმონდის ბოლო ესეს ( «დამხობა») თემა. ის განზე სწევს რომის იმპერიის და საბჭოთა იმპერიის დაცემას, რაც უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური აფეთქების შედეგია. მაგრამ რა ითქმის ანგორ ვატის კხმერთა იმპერიაზე,მიკენურ საბერძნეთზე,მინოურ კრეტაზე,ინდუსის ველის ჰარრაპანებზე, ნაყოფიერი ნახევარმთვარის (დღევანდელი მახლობელი აღმოსავლეთის) საზოგადოებებზე და მათი სისწრაფით სამაგალითო სხვა «კოლაფსებზე»? ( აღდგომის კუნძული,მაიას ცივილიზაცია, დიდი ჩრდილოეთის ვიკინგები,ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-დასავლეთის ანასაზისები). ნელი თვითმოსპობები ჟარედ დიამონდის ახსნით უმრავლეს შემთხვევაში ამ საზოგადოებების მოსპობა გამოიწვია ბუნებრივი გარემოს წახდენა-დაზიანებამ. კლასიკური ანალიზების საწინააღმდეგოდ ის აჩვენებს რომ ეს უბედურებები არ ყოფილა მოულოდნელი შემოსევების თუ განსაკუთრებული ეკოლოგიური ძვრების შედეგი. ამ ცივილიზაციების დაღუპვა მისი მტკიცებით უნდა გამოეწვია ადამიანების თანმიმდევრული მოქმედების შედეგად ბუნებრივი გარემოს ნელ წახდენას. ამას ემატებოდა ბუნებრივი ფენომენები,რომლებმაც გამოიწვია ჯაჭვური რეაქციები და,საბოლოო ჯამში, ამ ცივილიზაციათა მოსპობა. ჟარედ დიამონდის აზრით ადამიანის მოქმედებით გამოწვეული ბუნებრივი გარემოს დამღუპველი კატასტროფის ყველაზე ცხადი მაგალითია მაიას ცივილიზაცია,რომელიც დაემხო 790 და 910 წლებს შორის.ყვავილის მტვრის დათარიღებული ნაწილაკები გვეუბნებიან რომ მაიებმა მოჭრეს ხეები ბორცვების მწვერვალებამდე.მოჭრილ ხეებს კი ისინი იყენებდნენ საწვავად,სამშენებლო მასალად და მათი სახლების და მონუმენტების გადასახურავად. ტყეების ამ მასიურმა გაჩეხვამ იმოქმედა წვიმების რეჟიმზე. ამას მოჰყვა ადამიანის მიერ გამოწვეული გვალვა, « როგორც დღეს ამას ვხედავთ ავსტრალიაში»,აზუსტებს ის. ეს გვალვა გააძლიერა ზოგადმა კლიმატურმა დათბობამ,რაც გამოიწვია მზის გამოსხივების მსუბუქმა ვარიაციამ. შემდეგ, ტყის სისტემატურმა გაჩეხვამ გამოიწვია ბორცვების ეროზია. ბორცვების მჟავე მიწები ნიაღვრებმა ჩაიტანეს ველზე, სადაც მათ უნაყოფო ნალექით დაფარეს ნაყოფიერი ნიადაგი. « 800 წლის დასაწყისში მაიები ცოვრობდნენ სამხრეთის ველზე, შვეიცარიის ხელა ტერიტორიაზე. ბოლოს და ბოლოს მათ შეჭამეს ყველაფერი,საკვები, დალიეს წყალი, დახრჯეს გათბობის შეშა,მაშინ როდესაც მეფეები ერთმანეთს ებრძოდნენ საუკეთესო მიწების ხელში ასაგდებად და როდესაც მიწათმქმედები მიწის ნაგლეჯის გულისთვის ხოცავდნენ ერთმანეთს». როგორ მოხდა რომ მაიათა მეფეებმა და წარჩინებულებმა ვერაფერი იგრძნეს? « მაიათა ხელისუფლება როგორც ჩანს დიდად არ ყოფილა შეწუხებული მისი მოსახლეობის მიერ განცდილი დრამების გამო- პასუხობს ჯარედ დიამონდი- მეფეები აგრძელებდნენ პრესტიჟის უზარმაზარი მონუმენტების აგებას,როგორც ეს ხდებოდა აღდგომის კუნძულზე ან ზოგ კომუნის-ტურ რეჟიმში. მათ თავისი ცხოვრების წესი და კომფორტი შეინარჩუნეს ბოლომდე,ფრაქციები ეომებოდნენ ერთმანეთს, ხალხს ართმევდნენ საკვებს და გადასახადს». ხუთი «გადამწყვეტი ფაქტორი »ჟარედ დიამონდი მეთოდურად ადარებს ერთმანეთს ისტორიული «კოლაფსების» ფაქტორებს და გამოჰყავს საერთო დასკვნა. არსებობს საზოგადოების დამხობის 5 გადამწყვეტი ფაქტორი. ამ ხუთი ფაქტორის ერთმანეთზე დამატების შემთხვევაში საქმეს ვეღარაფერი შველის. ადამიანები ცნობიერად თუ არაცნობიერად უდიდეს ზიანს აყენებენ მათ ბუნებრივ გარემოს ისე, რომ ანგარიშს არ უწევენ გარემოს სისუსტეს და გამოფიტვა-დაუძლურებას. ბუნებრივი ფენომენის, გვალვების თუ ადამიანთა საქმიანობის მიერ გამოწვეული დარღვევების შედეგად ხდება კლიმატური ცვლილებები რომლებიც არღვევენ ეკოლოგიურ წონასწორობას. ძლიერდება მტრულად განწყობილ მეზობელთა ზეწოლა. ისინი სარგებლობენ ეკონომიკური კრიზისით,წიაღისეულის, ბუნებრივი რესურსების ამოწურვით და მოსახლეობათა გაღატაკებით; ეს პრობლემები გავლენას ახდენს სოციალურ ფა პოლიტიკურ ერთიანობაზე. კეთილგანწყობილ მეზობლებთან დამყარებული დიპლომატიური,ენერგეტიკული და კომერციული ალიანსები იშლება. უპირველესი საჭიროების ნივთების ჩვეულებრივი გაცვლა და კულტურული ურთიერთობები წყდება. ელიტებს, მმართველებს და ინსტიტუტებს აღარა აქვთ მიმდინარე დრამის შეფასებისეთვის აუცილებელი ინტელექტუალური საშუალებები, ინსტრუმენტები და ღირებულებათა სისტემა; პირიქით, ისი დრამას ამძიმებენ ეგოისტური კომფორტის რეფლექსებით თუ მოკლევადიანი აკვიატებული იდეებით. ჟარედ დიამონდის თქმით «კოლაფსის» ხუთ ფაქტორს ერთად დღეს ვხედავთ რუანდაში, ჰაიტიზე, ავღანეთში,სომალიში, სახარის სამხრეთ აფრიკაში და სოლომონის კუნძულებზე. მრავალ სხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით რუსეთში, ინეთსა და ავსტრაიაში ვხედავთ პირველ და მეორე ფაქტორს ერთად. ჟარედ დიამონდი ადგენს გლობალური ეკოლოგიური პრობლემების სიებს. მისი აზრით ყველაზე შემაშფოთებელი პრობლემებია ჰერბიციდებით მრავალი სასარგებლო სახეობის,მაგ.დამმტვერავი მწერების, ფრინველების, მიწის ჭიების მოსპობა, რაც ისე ხდება «თითქოს თვითმფრინავს ვაცლიდეთ პატარა ჭანჭიკებს»,ბუნებრივი საცხოვრებლების, დიდი ეკსისტემებბის,დიდი ტყეების,ჭაობების, მარჯნის რიფების, მანგროს ტყეების, ოკეანის ფსკერის ოცხალი სამყაროს დაჩქარებული გაქრობა. არა და ყველაფერი ეს უდიდეს ეკოლოგიურ სამსახურს გვიწევს. აკვაკულტურის განვითარება ბუნებაში ანთავისუფლებს ზღვის ნაკლებად გამძლე სახეობებს,რაც გენეტიკურად ასუსტებს ველურ სახეობებს,ეს აჩენს ჩვენი კვებისათვის მნიშვნელოვანი სახეობების გაქრობის საშიშროებას. ყოველივე ამას ემატება სასმელი წყლის კრიზისი. დღეს მილიარდ ადამიანს ხელი არ მიუწვდება სასმელ წყალზე,მარაგი კი ილევა. და ბოლოს, დათბობის გაურკვევლობა, მომავალ საუკუნეში 1,5,3 თუ მეტი გრადუსით დათბობა რა მაც შეიძლება შეცვალოს საოკეანო ცირკულაცია,გამოიწვიოს ყინულოვანი საფარველის დნობა. ახლო მომავალს კი ჟარედ დიამონდი საკმაოდ ბნელად ხედავს : « ჩინეთში მოხმარება დღეს 11-ჯერ ნაკლებია ვიდრე დასავლეთში. წარმოვიდგინოთ რომ ინეთმა ამ საუკუნეში მიაღწია დასავლეთის ცხოვრების დონეს… მაშინ მსოფლიო მოხმარების მოცულობა გაორმაგდება. მაგრამ თუ კი იგივეს გააკეთებს ინდოეთიც, ის გასამმაგდება. და თუ კი დანარჩენი მსოფლიო აყვება ამ მოძრაობას მოხმარება დღევანდელზე 11-ჯერ მეტი იქნება…». დედამიწის რესურსები აღარ იქნება საკმარისი,დათბობა დაჩქარდება. მაგრამ განა ეს ნიშნავს იმას რომ კაცობრიობის «კოლაფსი»,სიკვდილი გარდაუვალია? « არა, რწმუნება ჟარედ დიამონდი, ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია მსოფლიო მოხმარების დონის დადალება ჩინეთშიც და დასავლეთის ქვეყნებშიც…ყოფილმა ვიცე პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ განაცხადა რომ ლაპარაკი ვერ იქნება ამერიკული ცხოვრების წესის შეცვლაზე. არადა ჩვენ უნდა შევიცვალოთ. ეს არ იქნება ნამდვილი მსხვერპლის გაღება ვინაიდან მოხმარება არაა იმდენად დაკავშირებული ცხოვრების სტანდარტთან როგორც ამისი სჯერათ. ის აგრეთვე იწვევს უზომო მარცხს, რომელიც არაფრით არ აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს… აქამდე ეკოლოგიური კრიზისის მთავარი მიზეზი იყო პოლიტიკური ნების არარსებობა. საკმაოდ კლასიკურია პესიმისტობა პოიტიკურ ნებასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ვხედავ ახალ ძლიერ ტენდენციებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრალიაში და ევროპაში რაც მე ძალიან მამხნევებს». წყარო: http://www.ireporter.ge/?p=5111
  2. რას ნიშნავს თავისუფლება? ძალიან მაგარი ჩანაწერია თავისუფლება, თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა !!! ევროპელებს უყვართ ხოლმე ერთი და იგივე მნიშვნელოვანი თემის გაუთავებელი ანალიზი, მასთან მრავალჯერ დაბრუნება. ასე ისინი უკეთესად ნახულობენ თავის ადგილს სამყაროში. აი ამის ერთ-ერთი მაგალითი. «… ჩვენ შეიძლება ამოვიდეთ მონობისა და თავისუფლების დაპირისპირებიდან. ეს მასიური დაპირისპირება მოგვცემს თავისუფლების ყველაზე გარეგნული ნიშნების განსაზღვრის საშუალებას. პირველი მიახლოებით თავისუფლება არის სხვა ადამიანისაგან ბრძანების მიუღებლობა. უფრო ზოგადად ესაა უცხო ნებისაგან ან გარეშე ძალისაგან დამოუკიდებლად ცხოვრება. თავისუფლების პირველი ფორმა, მაშ, უეჭველად არის დამოუკიდებლობა. თავისუფალი ნამდვილად არაა ის ვინც ემონება რომელიმე ბატონის ნებას,მაგრამ თავისუფალი არაა არც ის ვისაც საკუთარ საჭიროებათა დასაკმა- ყოფილებლად სჭირდება სხვა: თავისუფალი არაა მაგალითად ის ვისაც არა აქვს მიწა და თავის სარჩენად მას სჭირდება მიწათმფლობელის სამსახურში ჩადგომა. ის,რა თქმა უნდა არაა მონა, მაგრამ არც თავისუფალია. თავის სარჩენად მოსამსახურეებს გარკვეულად აკლიათ თავისუფლება. თავისუფლება გულისხმობს ეკონომიკურ დამოუკიდებლობასაც. საკუთარი ცხოვრების განკარგვის თავისუფლება, მაშ, სრული ვერ იქნება თუ ჩვენ არ შეგვიძლია თავის დამოუკიდებლად რჩენა. მაშ იმისათვის რომ თავისუფლება სრული იყოს თავისუფალი უნდა იყოს შრომაც, რომ ადამიანმა მოახერხოს საკუთარი თავის რეალიზაცია. არა და ის ხშირად არის მტანჯველი ძალისხმევა. ადამიანი ხშირად იძულებულია იშრომოს ორმაგი გარეშე აუცილებობის გამო : მან უნდა დაიკმაყოფილოს თავისი საჭიროებანი რასაც ემატება სოციალური იძულება ( სამუშაოს მიმცემი პიროვნებისა თუ ორგანიზაციის სამსახურში ჩადგომის აუცილებლობა. ასე ხდება რომ რეალურ თავისუფლებაზე დაფიქრებული მოაზროვნეებისთვის,მაგალითად მარქსისთვის X IX საუკუნეში, საკმარისი არაა თავისუფალი ადამიანის შრომა : საჭიროა რომ ადამიანი იყოს თავისუფალი თავის შრომაშიც, მუშაობისას. საწინააღმდეგო შემთხვევაში იტყვიან რომ ადამიანიც და შრომაც განსხვისებულია. თავისუფლება,მაშ, დაკავშირებულია შრომასთან და იქ სადაც შრომა წმინდა იძულებაა თავისუფლება სრული ვერ იქნება. მიუხედავად ამისა საკმაოდ მალე ირკვევა რომ ჩვენ ვერ დავკმაყოფილდებით თავისუფლების განსაზღვრით დამოუკიდებლობის ნებით. თავისუფალი რომ იყო არაა საკმარისი იყო დამოუკიდებელი ნებისმიერი გარეშე ნებისგან,მიუხედავად იმისა რომ ესაა აუცილებელი პირობა. მონობა შეიძლება შინაგანიც იყოს: ეს შეიძლება იყოს საკუთარი თავის, საკუთარი მესადმი მონობა. განა თავისუფალია ის ვინც აკეთებს ზუსტად იმას რაც სურს,რაც მოსწონს? ზოგი,როგორც მაგალითად პლატონის დიალოგების გალიკლესი ამას უეჭველად,უყოყმანოდ ეთანხმება. ეს კალიკლესი ამბობს რომ თავისუფლება არის საკუთარი ნების შესაბამისად მოქმედება. მაგრამ სოკრატემ აჩვენა რომ ის ვინც აკეთებს იმას რისი კეთებაც მოსწონს ყოველთვის არ აკეთებს იმას რაც მას უნდა. მოსაწონის და სასიამოვნოს კეთება შორსაა,დიდად განსხვავდება სასურველის კეთებისაგან,მიუხედავად იმისა რომ მოარული აზრი, მოარული კეთილგონიერება აიგივებს ამ ორ ცნებას. არა და თუ კი პლატონი რამეში დარწმუნებულია,ის დარწმუნებულია იმაში რომ აქ ლაპარაკია ერთმანეთისგან დიდად განსხვავებულ რამეებზე. არგუმენტაცია შემდეგია: ყველაფერს ვაკეთებთ სიკეთის გაკეთების მიზნით მაგრამ ზოგჯერ არ გვესმის ხოლმე თუ რა არის ნამდვილი სიკეთე. იმას ვინც აკეთებს მისთვის სასიამოვნოს ჰგონია რომ არის უსაზღვროდ თავისუფალი,ვინაიდან ბატონობს მხოლოდ მისი სიამოვნება, მისი ნება. ასე ხდება მაგალითად როდესაც მჭერვეტყველი ორატორი არწმუნებს ხალხს და ხალხი მისი გავლენით აძევებს საზოგადოებიდან და ქალაქიდან იმას ვისი გაძევებაც სურს ამ ორატორს. არა და ეს განდევნა და დასჯა შეიძლება ცუდი აღმოჩნდეს საზოგადოებისთვის და არაპირდაპირ იგივე ორატორისთვის. წარმოვიდგინოთ რომ ორატორმა ხალხს გააძევებინა გენერალი რომელსაც შეეძლო საზოგადოების, სახელმწიფოს დამმარცხებელ-დამპყრობელი მტრის დამარცხება. ადამიანს ყოველთვის უნდა სიკეთე,მაგრამ ორატორმა ჩაიდინა ბოროტება და ესე იგი მას არ გაუკეთებია ის რაც მას უნდოდა. ადამიანს რა თქმა უუნდა ყოველთვის სურს სიკეთე, მაგრამ ის ყოველთვის ვერ ხდავს სიკეთეს: ასეთია შემთხვევა იმისი ვინც აკეთებს მისთვის მოსაწონს. თუ ჩვენ არ გვინდა თავისუფლების გაიგივება ძალაუფლების ილუზიასთან უნდა შევთანხმდეთ იმაზე რომ ჭეშმარიტი თავისუფლება არ იზომება ძლიერების სუბიექტური განცდით.ის იზომება იმით თუ რამდენად შეესაბამება ჩვენს მიერ გაკეთებული იმას რაც გვსურს ჩვენ ყველას. არადა ამ შესაბამისობის დადგენა შეუძლია მხოლოდ გონებას. ფილოსოფიური აზრი,მაშ,ძალიან მალე მიხვდა რომ თავისუფლების უდიდესი მტერია ცუდად,არასწორად გაგებული დამოუკიდებლობით გამოწვეული სიმთვრალე.ის განსაზღვრავს მხოლოდ საკუთარ თავზე და არა გარეშე ნებაზე დაყრდნობით საკუთარი თავის განმსაზღვრელი ნების გარეგნულ ფორმას. მაგრამ უნდა დავაკვირდეთ ამ ნების შინაარსს ; რითი განისაზღვრება ის? თუ კი ის ჯერ კიდევ მოქმედებს მხოლოდ მისთვის მოსაწონის, მისთვის სასიამოვნოს შესაბამისად ის მიჰყვება,მისდევს სიკეთისთვის უცხო სიამოვნების პრინციპს. საკუთარი სიამოვნებისადმი დამორჩილებული ნება ერთგვარად ემორჩილება გარედან დაძალებულ კანონს. სიამოვნებისთვის მცხოვრებს და მოქმედს აცხოვრებს და ამოქმედებს ის რაც მას მოსწონს, ის არ მოქმედებს თვითონ,დამოუკიდებლად და თავისუფლად,ის ხდება მისთვის სასიამოვნოს მონა. ადამიანები შეიძლება დაემონონ საკუთარ თავს და ეს მონობა უფრო მძიმეა იმიტომ რომ ის როგორც წესი მონობად არ ჩანს. მისთვის სასიამოვნოს მკეთებელ ძლიერს ძნელად თუ დაანახვებთ იმას რომ გარეგნული ნიშნების მიუხედავად ის სულაც არაა თავისუფალი. საკუთარი მესადმი ამ მორჩილებას, ამ მორჩილებას ჩვენში არსებული რაღაცისადმი რომელიც არ ვართ ჩვენ, მაგრამ რომელიც არის ჩვენი დამმონებელი უცნაური და უცხო წადილი,მოკლედ შინაგანი მონობის ამ პარადოქსულ მდგომარეობას ფილოსოფოსები უწოდებენ ვნებას, ჟინს, გაუცნობიერებელ მისწრაფებას. და რა მნიშვნელობა აქვს სხვისგან დამოუკიდებლობას საკუთარი თავის მონისთვის? რა აზრი აქვს სხვის მონად არ ყოფნას როდესაც საკუთარი თავის მონები ვართ? თავისუფების გააზრება, მაშ ვერ დაკმაყოფილდება დამოუკიდებლობის გარეგნული ფორმით. შინაგან პლანში გადატანით ის მას შინაარსს აძლევს. მესა და სხვას შორის გარეგნული დაპირისპირება ადამიანში გადატანილია გონებისა და ვნებების, ნებისა და თვითნებობის, სიამოვნებისთვის მოქმედების შინაგანი დაპირისპირების ფორმით. თავისუფლება არის ჩვენს შიგნით ყველაზე უფრო ღრმად არსებულის, ესე იგი გონების შესაბამისად საკუთარი თავის განსაზღვრა და მოქმედება. ჩვენ არ უნდა შევჩერდეთ თავისუფლების ფორმალურ ასპექტზე, მოქმედება საკუთარი ნებით თუ მორჩილებით? მათ შორის რა თქმა უნდა არის განსხვავება, მაგრამ უფრო თავისუფალი სულაც არაა ყოველთვის ის რომელიც თავისუფალი გვგონია. თუ კი თავისუფლებას განვსაზღვრავთ მისი შინაარსით მონა მორჩილი არაა, მონაა უტვინო,უგონო. « ფიქრობენ, წერს სპინოზა, რომ მონაა ბრძანებით მოქმედი და თავისუფალია ის ვინც მოქმედებს თვითნებურად,საკუთარი ნების შესაბამისად. არა და ეს არაა აბსოლუტურად მართალი ვინაიან ყველაზე უარესი მონობაა საკუთარი სიამოვნების ტყვეობა და მონობა, როდესაც ჩვენ არ ძალგვიძს ჩვენთვის ნამდვილად სასარგებლო რამის გაკეთება. თავისუფალია მხოლოდ ის ვინც სრული თანხმობით ცხოვრობს მხოლოდ გონების ხელმძღვანელობით.» ამ კრიტერიუმის შესაბამისად არ იტყვიან რომ ყველაფერში მშობლების დამჯერი ბავშვი არაა თავისუფალი, ვინაიდან ის იღებს სასარგებლო და სასიკეთო ბრძანებებს. მაშ ბავშვის მხრიდან გონივრული იქნება მშობლების ბრძანებების შესრულება. სუვერენის საყოველთაოდ, საზოგადობისთვის სასარგებლო და სასიკეთო ბრძანებების შემსრულებელი მოქალაქეც აკეთებს თვითონ მისთვისაც სასარგებლო და სასიკეთო რამეს, ასეთი მოქალაქე თავისუფალი იქნება თავის მორჩილებაშიც ( ესაა ფრაგმენტი ფრანგული წიგნისა « ფილოსოფიის 25 გასაღები»მისი ავტორია, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ნაკლებად ცნობილი ერვე ბუალო ( Hერვé Bოილლოტ,25 მოტს ცლéს დე ლა პჰილოსოპჰიე,პარიზი,2004.) ავტორი გახლავთ პროფესორი და მკვლევაეი. ესაა ფილოსოფიით დაინტერესებულთა ფართო წრისათვის და არა მხოლოდ სიბრძნის პროფესიულად,ხელფასისათვის მოყვარულებისთვის განკუთვნილი გამოცემა. წყარო: http://www.ireporter.ge/?p=4918
  3. გორის რაიონის სოფელ ტყვიავში მცხოვრებ ნიკოლოზ რაზმაძის ოჯახს, ამჯერად, თომას ჰამერბერგის იმედი აქვს. 2010 წლის 25 ოქტომბერს ცხინვალის მილიციის თანამშრომლების მიერ დაკავებული ტყვიაველი ნიკოლოზ რაზმაძე დღესაც პატიმრობაში რჩება. ოჯახის ინფორმაციით, ნიკოლოზ რაზმაძე საზღვრის გადაკვეთის ბრალდებითაა დაკავებული. ნიკოლოზ რაზმაძის მეუღლე გორში ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” გორის ოფისს დაუკავშირდა. მისი თქმით, თითქმის 3 თვის განმავლობაში მისი მეუღლის გასათავისუფლებლად არაფერი კეთდება. ერთადერთი ვინც ოჯახს დამაიმედებელი ინფორმაცია მიაწოდა, ,,წითელი ჯვარია”. საერთაშორისო ორგანიზაციამ ოჯახს დაუდასტურა, რომ რაზმაძე ცხინვალის ციხეში საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებითაა დაკავებული; და რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ,,იმ დღით ძმაკაცებთან უქეიფია. მერე გადაწყვიტა ერგნეთში წასვლა, ვიღაც უნდა ვნახოო. თავდაპირველად მარშუტკით აპირებდა ერგნეთში წასვლას, თუმცა არ გაუშვეს და მანქანით წაიყვანეს ერგნეთის შესასვლელამდე და იქ დატოვეს. ამის შემდეგ როგორც ჩანს გზა აერია და ცხინვალის ტერიტორიაზე აღმოჩნდა” – ამბობს ჩვენთან საუბარში ნიკოლოზ რაზმაძის მეუღლე. გულიკო ოდაშვილი ადასტურებს, რომ საქმის კურსშია პოლიცია. აღნიშნულის თაობაზე დაკითხეს კიდეც ოჯახის წევრები. სხვა დეტალები ოჯახისთვის უცნობია. რაზმაძეებს თომას ჰამერბერგის იმედი აქვთ. როგორც ცნობილია, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი თებერვლის თვეში აპირებს საქართველოში ჩამოსვლას. ჰამარბერგმა მხარეებთან მემორანდუმი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ეგრეთ წოდებული საზღვრის უნებლიეთ დამრღვევი დაუყოვნებლივ უნდა იყოს გათავისუფლებული. რაზმაძეები ჰამერბერგთან შეხვედრას ითხოვენ, რადგან, შესაძლოა, მას ინფორმაცია არ ჰქონდესო. წყარო: http://www.ireporter.ge/?p=4908
  4. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამი მოხელე დააკავა. ამის შესახებ დღეს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. დაკავებულებს შორის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეროვნული ცენტრის დირექტორი ვალერი იგივე გიკა ჯოხაძე აღმოჩნდა. მას ბრალად ედება დიდი ოდენობით ქრთამის აღება. პროკურატურის ინფორმაციით, საბაზრო ფასთან შედარებით სამივე დაკავებულმა ათჯერ ნაკლები ღირებულებით გადასცეს დაინტერესებულ პირებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რითიც, სახელმწიფო ბიუჯეტს 700 000 ლარის ოდენობის ზიანი მიადგაო. საყვარელიძემ თქვა, რომ ვალერი, იგივე გიკა ჯოხაძემ 10 000 ლარის ოდენობის ქრთამის სანაცვლოდ ქ.თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მდებარე შენობის ფართი აუქციონის ჩატარების გარეშე, საბანკეტო დარბაზის მოსაწყობად, უსასყიდლოდ გადასცა ზურაბ კალატოზიშვილს. საყვარელიძე და ვარძელაშვილი აღნიშნული პირები დაკავებული არიან საქართველოს პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის მუშაობის შედეგად. საყვარელიძე თქმით, მიმდინარე წლიდან დეპარტამენტი, სახელმწიფოს ქონების იჯარით განკარგვის შესახებ საქმეების გამოძიებაზე მთელი საქართველოს მასშტაბით მუშაობს. რა კავშირი აქვს გიკა ჯოხაძეს ლადო ვარძელაშვილთან?დღის ბოლოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორი ვალერი (გიკა) ჯოხაძე დაკავების დროს დირექტორის მოვალეობას აღარ ასრულებდა. ციტატა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატიიდან: ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მიერ ჩატარებული ძიების შედეგად, დაკავებული ვალერი ჯოხაძე ს.ს.ი.პ. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დირექტორი იყო 2010 წლის სექტემბრამდე. სამინისტროს შექმნის შემდეგ, ჩატარდა ს.ს.ი.პ-ს გეგმიური შემოწმება, რის შედეგადაც გამოვლენილი იქნა დარღვევები. აღნიშნული დარღვევების აღმოჩენას მოჰყვა სამინისტროს რეაგირება და 2010 წლის სექტემბრის თვეში ვალერი ჯოხაძემ დატოვა დაკავებული თანამდებობა. დაკავების დროს, ვალერი ჯოხაძე უკვე აღარ იყო სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი. 2010 წლის 1 ოქტომბრიდან ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დირექტორია – თათია ელიაძე.” გიკა ჯოხაძე გაგა ხაბულიანის მეჯვარეა, რომელსაც ბავშვთა და ეროვნულ ცენტრში ჯოხაძის დირექტორობის დროს, მისი მოადგილის პოსტი ეკავა. გაგა ხაბულიანის მეუღლის თათია ნატროშვილის მეჯვარე კი სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ლადო ვარძელაშვილის მეუღლე – ირინა ონაშვილია. (იხილეთ ჟურნალი ,,თბილისელები” 17 თებერვალი, 2010). გაგა ხაბულიანი, 2008 წლის მონაცემებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი იყო. თვითმმართველობას კი იმავე წლის დასაწყისამდე გიორგი ავალიანი ხელმძღვანელობდა. გიორგი ავალიანი 2008-2010 წლებში შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში მუშაობდა. ის გუბერნატორმა ლადო ვარძელაშვილმა პირველ მოადგილედ დანიშნა. გიორგი ავალიანი ამჯერადაც ვარძელაშვილის პირველი მოადგილეა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროშიც. ყველა ეს ადამიანი ამჯერად სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მუშაობს. რაც შეეხება გაგა ხაბულიანს, რომლის მეჯვარეა გიკა ჯოხაძე, მისი სახელი და გვარი სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა. კერძოდ, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების დროს სტუდენტების დარბევის ფაქტს თვითმმართველობის ხელმძღვანელობის მხრიდან: ციტატატა სახალხო დამცველის 2007 წლის II ნახევრის ანგარიშიდან, გვ.19: ,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტური თვითმმართველობა, რომლის პრეზიდენტად არჩეულ იქნა გიორგი ავალიანი. აღნიშნულ ორგანიზაციას ხელი მიუწვდება ფინანსურ რესურსებზე და ახორციელებს სხვადასხვა სტუდენტურ პროექტებს. უნივერსიტეტში არსებობს სტუდენტთა ჯგუფები, რომლებიც არ იზიარებენ სტუდენტური თვითმმართველობის პოზიციას. რამდენად აქვს ასეთ ჯგუფებას თავისუფალი საქმიანობის შესაძლებლობა, რამდენად არსებობს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განსხვავებული აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება და რამდენად არის გარანტირებული ამ ჯგუფების წევრთა ფიზიკური ხელშეუხებლობა – ეს არის პრობლემები, რომლებიც მწვავედ დაისვა 2007 წლის მეორე ნახევარში. უნივერსიტეტში დაფუძნდა თვითმმართველობის ატერნატიული სტუდენტური მოძრაობა ,,ახალგაზრდული”. სტუდენტური თვითმმართველობის განმარტებით, აღნიშნული ორგანიზაციის უკან იდგნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. ტელეკომპანია ,,იმედის” ჩანაწერით დაფიქსირებულია, თუ როგორც ცდილობს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოადგილე გაგა ხაბულიანი ,,ახალგაზრდულის” პრეზენტაციის ჩაშლას. 2007 წლის 27 ოქტომბერს სტუდენტური მოძრაობა ,,ახალგაზრდულის” წევრებმა უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დაგეგმეს ბრიფინგი, რომლის თემას წარმოადგენდა უნივერსიტეტის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა სტუდენტური თვითმმართველობის მიერ. თვითმხილველთა განმარტებით, მეორე კორპუსთან მივიდა დაახლოებით ოცი ადამიანი, მათ შორის გიორგი ავალიანი, გაგა ხაბულიანი და თორნიკე ხუციშვილი. სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი დაინტერესდა, აპირებდა თუ არა მოძრაობა ,,ახალგაზრდული” ბრიფინგის ჩატარებას. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მოძრაობა ,,ახალგაზრდულის” წევრებს გიორგი თოფურიასა და გიორგი ჩითარიშვილს. გიორგი თოფურიასა და გიორგი ჩითარიშვილისათვის სხეულის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით ძველი თბილისის შს სამმართველოში დაიწყო წინასწარი გამოძიება. დაკითხულ იქნა გიორგი თოფურია. ამჟამად აღნიშნულ ფაქტზე გრძელდება გამოძიება. ზემოთ აღწერილი, ასევე მიტინგებისა და მანიფესტაციის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების თავში აღწერილი საქმეების ანალიზისას მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ხელისუფლება საანგარიშო პერიოდში ამჟღავნებდა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების სრულ მიუღებლობას. მსგავსი ფაქტების თანხვედრა იმდენად დიდია, რომ დანამდვილებით შეიძლება ვამტკიცოთ, რომ პოლიტიკური ოპონენტების დევნა გააზრებული პოლიტიკის შედეგია და არა ცალკეულ პირთა თვითნებობის შედეგი. ძალისმიერი მეთოდებით ოპოზიციური აზრის ჩახშობა ქვეყნის სტაბილურობას, განვითარებას უშლის ხელს. დემოკრატიულ სახელმწიფოში დაუშვებელია, რომ ადამიანები ადამიანები პოლიტიკური შეხედულებების გამო იდევნებოდნენ. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც დევნას ახორციელებენ კერძო პირები და არა ხელისუფლების წარმომადგენლები, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ის ვალდებულია, აღკვეთოს მსგავსი ქმედებები და შექმნას ჯანსაღი პოლიტიკური გარემო სახელმწიფოში. რეკომენდაციით მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურატურას რაც შეიძლება სწრაფად და ობიექტურად გამოძიებულ იქნას თითოეული სისხლის სამართლის საქმე და დაისაჯოს ყველა პირი, ვინც აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობდა.” (ციტატის დასასრული). წყარო: http://www.ireporter.ge/?p=4804
  5. ქანდაკებაში გადმოცემულია ბერძნული მითი ამურისა და ფსიქეას სიყვარულის შესახებ, რომელიც აღწერილია რომაელი პოეტის აპოლეოსის ,,მეტამორფოზებში”. მეფის ასული ფსიქეა იმდენად მშვენიერი იყო რომ ხალხმა სიყვარულის ქალღმერთ ვენერას შეადარა. ეს უკანასკნელი განრისხდა და უბრძანა თავის შვილს ამურს, ჩაენერგა ფსიქეასთვის სიყვარული ყველაზე უვარგისი ადამიანისადმი. მაგრამ ქალის სილამაზით მოხიბლული ამური გადაწყვეტს თავისთან წაიყვანოს ნიმფების დახმარებით. ამური მხოლოდ ღამით მიდიოდა მასთან. ცნობისმოყვარე ქალმა ერთერთ ღამეს აანთო სანთელი და ამური შეიცნო. განრისხებულმა ამურმა მიატოვა ფსიქეა. ქალმა ბევრი ეძება მაგრამ ამაოდ. მას გამუდმებით სდევნიდა ვენერა.მან მოტყუებით ჩააგზავნა ფსიქეა ქვესკნელში ყუთის ამოსატანად, რომელშიც თითქოსდა ინახებოდა სილამაზე და სიყვარული. ამასთან ვენერამ აუკრძალა ყუთის ახდა. ფსიქეამ მაინც გახსნა ყუთი, საიდანაც ამოსულმა მომწამვლელმა ჰაერმა დაახრჩო. დედამიწაზე ჩამოფრენილმა ამურმა კოცნით გააცოცხლა ფსიქეა. ავტ. გვანცა აბზიანიძე წყარო: http://www.ireporter.ge/?p=3853 http://a.pix.ge/s/ujuyc.jpg
  6. არ ვიცი რამდენად ფემინიზმის საწყისებია რადგანაც ლილიტი ხელოვნებაში ჩდნება როგორც სასტიკი სისხლსიმსმელი მტარვალი და უბოროტესი ქალი თუმცა გარკვეული ძალის მფლობელი ოღონდ ბოროტული
  7. ლილითი (ებრაულად : לילית; ქურთულად: شەوە; არაბულად: ليليث ლათინურად: Lilit) ლილითი როგორც ქალისა და გველის სხეულებისაგან შემდგარი არსება აწვდის ევას ვაშლს. ეს სახელი მხოლოდ ერთადერთხელ გვხვდება ბიბლიაში.თუმცა მისი მითიური წინასახე, ეგრეთ წოდებული ლილ-სულების შესახებ თქმულებები შუამდინარეთში ფართოდ იყო გავრცელებული. ბაბილონური თალმუდი მოგვითხრობს ლილითზე, ფრთებიან, გრძელთმებაიან დემონზე, რომელიც ღამღამობით ესაფრება მარტო მძინარ მამაკაცებს, რათა ისინი აცდუნოს. ლილითის ვაჟიშვილი ,,ჰომინი“ იგივდება ბოროტების სპარსულ ღმერთთან აჰრიმანთან – რომელიც თავის მხრივ სიკეთს ღმერთის აჰურა მაზდას მოწინაღმდეგეა. თარგუმში, კერძოდ კი 91ფსალმუნში ლილითი იგივდება ,,ღამის შიშთან“ აარონის კურთხევის თარგუმისეულ ვარიანტში, ფსეუდო იონათანი ამბობს რიცხვთა წიგნში: ,,დაე ღმერთმა, დალოცოს შენი საქმეები. დაგიფაროს ავი სულებისაგან (არამეულად – ,,לילי“ ლილი ), რომლებიც შიშს გგვრიან დილით და შუადღით. ასევე ღამის დამანგრველი დემონისაგან“. სხვადასხვა დასახელების(ფიცნაი-ლილით,ამრით-ლილით,გუპრით-ლილით) მქონე ეს ქალღმერთი უამრავი დემონების დედადაა. თუ ის სხვის შვილებს ვერ პოულობს,მაშინ თავისივე შვილებს კლავს. მკვდარი ზღვის ხელნაწერებში არსებული ბენ-სირას ანბანი, ზოჰარი (9.-10.საუკუნეები) ასახელებს მიდრაშული ლიტერატურიდან წარმომდგარ ლეგენდას. ლეგენდის თანახმად, ადამი ევას შექმნამდე ლილითთან, ერთერთ ფიცნაია დემონთან ერთად ცხოვრობდა(Eruvin 18b). ამავე ტექსტში ლილითი აღწერიალია როგორც ,,პირველი ევა“,რომელმაც არ ისურვა ყოფილიყო ადამთან მიმართებაში მეორე ხარისხოვანი და სექსუალური ასპექტით მასზე დამცრობილ მდგომარეოაბაში. ლეგენდა მოკლე სახით შეგვიძლია ასე დავწეროთ: ,, შექმნა ღმერთმა დედამიწა და დაიწყო მისი დასახლება. შექმნა თანაბარუფლებიანი ქალი და კაცი – ადამი და ლილიტი. ლილიტის ღვთაებრივი საწყისი თავგზას უბნევდა ადამს, მისი სურნელი აგიჟებდა, მისი ხმა ჭკუიდან შლიდა, მისი სხეულის სიახლოვე ყველაფერს ავიწყებდა და არ დარჩა მის სულში ადგილი ღმერთისთვის. მხოლოდ ლილიტს ეთაყვანებოდა. ”არ შეიქმნა თავისა შენისა კერპი!” – შეეცადა ადამის გონზე მოყვანას ღმერთი. “მერე რა მეშველება?” – არ თმობდა ადამი.მაშინ ღმერთმა უთხრა, რომ ცოლი ქმარს უნდა ემორჩილებოდეს. გადასცა ღმერთის სიტყვები ადამმა ლილიტს. ლილიტი არ დაეთანხმა. დაიწყო გაუთავებელი დავა-კამათი“ ერთ-ერთი ასეთი ჩხუბი ვრცლად არის აღწერილი “ბენ-სირის ანბანში”: “- მე არ დავწვები შენს ქვემოთ, – თქვა ლილითმა. - არც მე, – მიუგო ადამმა, – მხოლოდ ზემოდან დავწვები. იმიტომ, რომ შენზე აღმატებული ვარ. - ჩვენ თანასწორი ვართ, – შეედავა ლილითი, – არ დაგემორჩილები! - შენ არავინ არა ხარ! – გაბრაზდა ადამი, – ჩემს დამხმარედ ხარ შექმნილი და ასეც იქნება.” ასე არ მოხდა. განრისხებულმა ლილითმა წარმოთქვა ღმერთის სახელი, რომლის წარმოთქმაც იკრძალებოდა, დასწყევლა ადამი და გაფრინდა წითელი ზღვისკენ. ღმერთმა ანგელოზები დაადევნა და შეუთვალა: უკან დაბრუნდი , თორემ ყოველდღიურად შენი 100 შვილი მოკვდებაო. ლილითმა დაბრუნება არ ისურვა. მას აღარ უყვარდა ადამი.უფრო მეტიც, ეზიზღებოდა მისი სისუსტის, ყოყოჩობისა და ღალატისთვის (იგულისხმება ღმერთის გამო). იმდენად სძულდა, რომ შურისძიება დაიწყო: ბავშვებს და მშობიარეებს კლავდა და მათ სისხლს წოვდა(შდრ. Sohar I 34b; III 19b). კაბალაში ლილითი აღწერილია როგორც შეჰინას, ღმრთაებრიობის ქალური არსების საწინაარმეგოდ შექმნილი არსება, რომელიც დედამიაზე ცხოვრობს (ზოჰარი III 69a-b; I 27b). სიუჟეტებით მდიდარ ამავე ლეგენდაში : ლილითი გველისა და ქალის შერწყმის შედეგად მიღებულ არსებას წარმოადგენს. იგია ერთი-ერთი ქალთაგანი, პირველი მეფეთა წიგნიდან(პირველი მეფეთა 3,16-2 მის გამოვლინებად აქვე სახელდება საბას დედოფალი, რომლის დემონურ საწყისებსაც მეფე სოლომონი შეიცნობს, იხილავს რა მის ჩლიქებს. ამავე იუდეურ კაბალაში (ის წიგნი) ლილითი ბოროტი საწყისის, ეშმაკ სამოელის ცოლი და დემონების დედაა(ზოჰარ I 148a).მას ანსხვავებენ ასევე აშმოდაის ქალიშვილის,ახალგაზრა ლილითის პერსონაჟისაგან. რომელიც თავის მხრივ ზღვის ურჩხულის ლევიათანის შესახებ ლეგნდაში გვხვდება. (Sohar I 34a). მასალა ეკუთვნის ელენე მგელაძეს წყარო: http://www.ireporter.ge/?p=4142
  8. ამ განყოფილებაში ბევრ საინტერესო თემას დაგიგდებთ შაბათს 22-ში ბევრმა თქვენგანმა ნახა ალბათ კურიერ P.S-ის რეპორტაჟი მკვლელ ასტეროიდზე, რომელიც 2036 წელს შეიძლება შეგვეჯახოს, მართალია რეპორტაჟი ე.წ მასოვკაზე იყო გათვლილი და ბევრი დეტალი არ დააზუსტეს, თუმცა 2036-ში შეჯახების შანსი ნამდვილად არის ოღონდ მცირე დაახლოებით ასეთი შეფარდებით 1:45000. უფრო ზუსტად კი წელს და 2013-ში გამოითვლიან მეცნიერები. თუმცა სანამ ასე შორს წავალთ, მოვიცადოთ, მართალია 2012-ს ნელ ნელა ვივიწყებთ და ბევრი მისი ზღაპარი გავაბათილეთ, წაიკითხავდით ალბათ ჩემ გამაბათილებელ პოსტს Still this Fucking 2012 Apocalypse or Why the World Won’t end (ჩემი რა ნასას სტატიაა) მოკლედ სისულელეა ყოველგვარი ნიბირუ და X პლანეტა, პოლუსების შეცვლა და მისთანანი რისი წინასწარმეტყველებაც მაიას კალენდრის გამო იყო ინტერპრეტირებული. 2012 თანდათან მოდიდან გადადის და კურიერმაც იგრძნო ალბათ რომ აპოფისი უფრო კარგი, რეალური მასალაა აპოკალიფსისთვის და ახალ თარიღზე მითქმა მოთქმისთვის. თუმცა სანამ იმ კომეტაზე ვიფიქრებთ 2012-ის შესახებ ისევ ჩნდება ახალი ისტორიები და გარემოებები. თურმე რა იყო და 2012-ში არც პლანეტა დაგვეჯახება, არც პოლუსები შეიცვლება არც მზის საშინელი მაგნიტური ქარიშხალი გაგვანადგურებს, მაგრამ არის კიდევ ერთი საფრთხე. ე.წ ზეახალი (Supernova) ვარსკვლავის დაბადება. ზეახალი ვარსკვლავი იბადება ბებერი ვარსკვლავის აფეთქების შედეგად, როგორც მეცნიერებისთვის ცნობილია, ვარსკვლავები სიცოცხლის მიწურულს ხდებიან წითელი გიგანტები, ბოლოს კი ფეთქდებიან, თუ ვარსკვლავი თავიდანვე გიგანტი ვარსკვლავების კატეგორიაში ითვლებოდა მისი აფეთქების შემდეგ იბადება ზეახალი ვარსკვლავი, ზეგიგანტი კოლაფსირდება შავ ხვრელად ან იბადება ნეიტრონული ვარსკვლავი. მზის კატეგორიის ვარსკვლავისგან იბადება თეთრი ჯუჯა, ანუ მზე საკმარისად პატარაა იმისთვის რომ ზეახალი ვარსკვლავი დაბადოს. ზეახალი ვარსკვლავის დაბადება ძალიან შთამბეჭდავი მოვლენაა, აფეთქებისას გამოიყოფა იმხელა ენერგია რასაც ჩვენი მზე ვერ გამოყოფს მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე. (დაახლ 10 მილიარდი წელი) და აი მთავარი კითხვაც, რა კავშირშია ეს ყველაფერი დედამიწასთან? – ორიონის თანავარსკვლავედი თუ გინახავთ ღამის ცაზე, ეს ვარსკვლავიც გეცოდინებათ, ბეტელჰეიზე მას ღამის ცაზე ბრწყინვალებით მერვე ადგილი უკავია, ცაზე რომელზეც საუკეთესო ობსერვულ პირობებში შეუიარაღებელი თვალით 3000 ვარსკვლავი ჩანს. ბეტელჰეიზე წითელი სუპერგიგანტია, აქამდე აღმოჩენილ სუპერგიგანტებს შორის მეოთხე ადგილი უკავია, ის იმდენად უზარმაზარია, ჩვენი მზის ადგილას რომ აღმოჩნდეს: – მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი, ასტეროიდების სარტყელი და იუპიტერიც კი ვარსკვლავის შიგნით აღმოჩნდებოდნენ. იგი სიცოცხლის უკანასკნელ წამებს ითვლის და ყველაზე ახლო ვარსკვლავია იმ ვარსკვლავთა შორის რომლისგანაც ზეახალი ვარსკვლავის დაბადებას ვნახავთ. ორიონის თანავარსკვლავედი (სურათზე) სხვათაშორის დღეს სენსაცია მოხდა და თბილისის ცაზე დავინახე ორიონის თანავარსკვლავედი და მოწითალი ბეტელჰეიზე უცნაურია და მისი აფეთქება ერთი ორი თვის წინ სიზმარშიც კი ვნახე და მერე რაღაც რომანტიული ზღაპარიც შევთხზე. (წინასწარმეტყველების უნარი გამომიჩნდა? ) მოკლედ მას შემდეგ რაც ვარსკვლავს გაეცანით მთავარზე გადავიდეთ. როგორც უკვე ვახსენე სუპერგიგანტი ზეახალი ვარსკვლავის დაბადებისას უზარმაზარ ენერგიას გამოყოფს. გამოიყოფა ისეთი ძლიერი გამა გამოსხივება რომლის მომაკვდინებელი ძალა სინათლის წლებს წვდება. სწორედ ბეტელჰეიზეს აფეთქებას და 2012 წლის აპოკალიფსს უკავშირებს ერთმანეთს ავსტრალიური საიტი: news.com.au როგორც ეს საიტი აციტირებს ვიღაცის ინტერპრეტაციას (არაა მითითებული) თურმე მაიას კალენდრის დასასრული ბეტელჰეიზეს აფეთქებას უკავშირდება. სიტყვა “ბეტელჰეიზე” კი დემონთან ასოცირდება. მოყვანილია ვინმე დოქტორ კარტერის ციტატებიც რომელიც ბეტელჰეიზეზე საუბრობს: “ესაა ვარსკვლავის ფინალური “ვაშა”-ს ამოძახილი ის აფეთქდება და წარმოუდგენელი ბრწყინვალებით გაანათებს, მისი ბრწყინვალება ათობით მილიონით გადააჭარბებს მზის ბრწყინვალებას. ღამე გახდება დღე, თვალის მომჭრელი ბრწყინვალება რამდენიმე კვირას ან თვეს გასტანს”. მოიცა მოიცა, შიში ნაადრევია, თუ დაუკვირდებით მიხვდებით რომ ეს ძალიან ზერელე ისტორიაა. ბეტელჰეიზე მართლაც სიცოცხლის უკანასკნელ სტადიაშია და სადაცაა აფეთქდება, მაგრამ ვარსკვლავის სიცოცხლის ბოლო წუთები ჩვენი დროით ასი ათასობით წელია, თუმცა არავინ იცის როდის აფეთქდება და მისი 2012-ზე მიბმა, შეიძლება მხოლოდ აპოკალიფსის პოპულარიზაციას ემსახურებოდეს. შესაძლოა ბეტელჰეიზე ხვალაც კი აფეთქდეს, ან სულაც რეალურ დროში უკვე აფეთქებულია. სუპერგიგანტი ჩვენგან 600+ (ზუსტი მანძილი დაუდგენელია) სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს და თუ ის დღეს ან გუშინ უკვე აფეთქდა ჩვენ ამას მინიმუმ 600 წლის შემდეგ დავინახავთ. აპოკალიფსის და ბეტელჰეიზეს აფეთქების კავშირის მცდელობას გამოეხმაურა ცნობილი ამერიკელი ასტრონომი და სკეპტიკოსი ფილ პლეიტი, მისი თქმით ბეტელჰეიზეს 2012-ის და მაიას კალენდარის კავშირი სრული ნონსენსია. პლეიტი თავის ბლოგზე კიცხავს ზემოთ მოყვანილი სტატიის ავტორს: “რაც ყველაზე უარესია ავტორი სტატიაში იმოწმებს დოქტორ კარტერს, მაგრამ ორიგინალ სტატიაში (საიდანაც ალბათ ციტატები ამოკრიფა ავტორმა) მას არასდროს უთქვამს მსგავსი რამ, კავშირი (2012-სა და ბეტელჰეიზეს შორის) მთლიანად ავტორის მიერაა შექმნილი. წარმომიდგენია ალბათ ახლა ბევრი ადამიანი ფიქრობს თითქოს – თანამედროვე აქტუალურმა მეცნიერმა თქვა რომ ბეტელჰეიზე 2012-ში აფეთქდება. კარგით მაშინ აი მე აქტუალური მეცნიერი ვარ და ვუშვებ შესაძლებლობას რომ ბეტელჰეიზე 2012-ში ზეახალ ვარსკვლავად იქცევა – ვთქვათ მიახლოებით დეკემბერში – ე.წ აპოკალიფსის თარიღზე – როგორც ათასობით ერთის წინააღმდეგ. შეუძლებელი არაა, ეს უბრალოდ ძალიან ძალიან ძალიან საეჭვოა. (ბოლო წინადადების ორიგინალი: - It’s not impossible, it’s just really really really really really really really unlikely ძალიან აღშფოთებულია ) პლეიტი სისულელედ მიიჩნევს იმასაც რომ თითქოსდა აფეთქების შემთხვევაში ბეტელჰეიზეს შეუძლია რაიმე ზიანის მოტანა: ” 600+ სინათლის წლის მანძილზე ზეახალი ვარსკვლავი იქნება (დედამიწიდან) ჩვეულებვრივზე მეტად ბრწყინვალე, მაგრამ არა იმდენად როგორც მეორე მზე, ისე როგორც ორივე სტატია ამბობს, ის არ იქნება ისეთი ბრწყინვალეც კი როგორც სავსე მთვარე მაგრამ იქნება უფრო კაშკაშა ვიდრე ვენერა” (ე.წ ცისკრის და მწუხარის ვარსკვლავი) - ავსტრალიური საიტის სკანდალური სიახლე და პლეიტის დამოკიდებულება ამ საკითხში გააშუქა Fox News-მა CNN-მა და კიდევ რამდენიმე ცნობილმა გაზეთმა - “მე მოხარული ვარ რომ ორივე სტატიაში ნათლადაა გამოხატული – არანაირი საფრთხე არ გველის ვარსკვლავისგან, თუ (ახლა, უახლოეს მომავალში) აფეთქდა ან როდესაც აფეთქდება, ის უბრალოდ ძალიან შორსაა, იმისთვის რომ რაიმე ფიზიკური ზიანი მოგვიტანოს. (It’s simply too far away to do us any physical harm) ზეახალი ვარსკვლავი უნდა იყოს 25 სინათლის წლის მანძილზე მაინც რომ დედამიწაზე მოგვიტანოს გარკვეული ზიანი.” მოკლედ ხალხო Relax გადავრჩით, როგორც ფილ პლეიტი ამბობს: “Stories like 2012 and nearby supernovae are sexy, easy to sell, and get eyeballs on a webpage. It’s the devil’s bargain to write about them even on a skeptical astronomy blog.” ანუ გადავრჩით! © Michael წყარო: http://www.ireporter.ge/?p=4201
  9. ახლა ნახევარ ფასად შეგიძლია ეგვიპტის ნახვა :018:
  10. სფინქსის მდებარეობა მიუთითებს მის კავშირს პირამიდებთან. ალბათ ვინც პორამიდა ააშენა მანვე ააშენა სფიქნსიც. მაგრამ საქმე იმაშია, რომ სფინქსი განლაგებულია 2 პირამიდას შორის, რომელიც ორმა სხვადასხვა ფარაონმა ააგო. პირველი ყველაზე დიდი პირამიდა ეკუთვნის ხეოფს, მეორე მის შვილს ჰაფრას. რეინერ სტადელმანი ეგვიპტოლოგი : სფინქსის თავი გამოხატავს იმ ფარაონს რომელმაც ის ააშენა. მან დაიწყო ფარაონების და სფინქსის სახეების შედარება. სტადელმანმა ეგვიპტის მუზეუმში შეისწავლა ხეოფსის ერთადერთი პატარა ქანდაკება, რომელიც ჩვენამდეა მოღწეული და სპილოს ძვლისგან არის გაკეთებული. სტადელმანის აზრის ხეოფსის და სფინქსის სახე არის იდენტური. მარკ ლეინერი პოულობს დადასტურებას რომ თავიდან სფინქს ჰქონდა წვერი. იგი, ტელედმანისგან განსხვავებით ფიქრობს, რომ სფინქსი ხაფრას, ხეოფსის შვილს გამოხატავს. რადგანაც ხეოფსის შვილსიგან ხაფრასგან განსხვავებით ხეოფსი არ ატარებდა წვერს. სფინქს გულ–მკერდთანა ქვს გამოწეული ქვა, რომელიც ლეინერის ვერსიით სფიქნსის გრძელი წვერის დასაყრდენად იყო გამოკვეთილი. მაგრამ კამათი გრძელდება ვინაა სფინქსი? ხეოფსი თუ მისი შვილი ხაფრა? 4000 წელზე მეტია ეს ქანდაკება იდუმალებითაა მოცული. რას ნიშნავდა სფინქსი ძველი ეგვიპტელებისტვის? ძველი ეგვიპტის დინასტიის დაცემის შემდეგ გიზა გადაიქცა მიტოვებულ ნეკროპოლისად. სფინქსი და პირამიდები დავიწყებულ იქნა. უდაბნოს ქვიშაში სფინქსი თითქმის თავამდე იყო ჩაფლული. შემდგომი ამბავი რომელიც დაწერილია გიგანტურ 15 ტონიან სტელაზე და სფინქსის თათებს შორისაა მოთავსებული მოგვითხრობს ლეგენდას ერთ გმირზე. ახალგაზრდა უფლისწულმა გაწმინდა სპინქსი უდაბნოს ქვიშისგან. და სფინქსმა იგი დააჯილდოვა – გახადა ფარაონი. მას ერქვა თუტმოსი. ზაჰი ჰავასი : ვინ იყო პირველი რესტავრატორი დედამიწაზე? ჩემი აზრით ტუტმოს მეოთხე. მან ააგო 2 დიდი კედელი რათა დაეცვა სფინქსი უდაბნოს ქვიშისგან. კედელის სიმაღლე 8 მეტრი იყო. ტუტმოსმა რესტავრაციისას უზარმაზარი ლოდებით დაფარა სფინქსის თათები. ზოგიერთ ქვაზე დღემდე არის შემორჩენილი ტუტმოსის სახელი. როდესაც მეფეებს უნდოდათ რაიმე დაეტოვებინათ საუკუნოდ ისინი წერდნენ იეროგლიფებს უზარმაზარ სტელებზე. თათებს შორი სტელა ასევე იძლევა პასუხს კითხვაზე თუ რას ნიშნავდა ეგვიპტელებისთვის სფინქსი. მასზე გამოსახული მიმინოს იეროგლიფი განასახიერებს ღმერთს ხორს, რომელიც ერთ–ერთი ძველ ეგვიპტური ღმერთია. მის ქვევით არის სიმბოლო აკჰეტი– ჰორიზონტი. შუაში მზის დისკოთი. ესკომბინაცია იძლევა ეგვიპტური ღმერთის სახელს, რომელიც დარაჯობდა კარიბჭეს ორ სამყაროს შორის. ხორი ჰორიზონტზე – აი ეს იყო სფინქსი ახალ ეგვიპტურ სამეფოში. ტუტმოსმა გაწმინდა რა ის ქვიშისგან მან არა მხოლოდ გადაარჩინა სფინქსი მან გადაარჩინა ღმერთიც. მაგრამ ტუტმოსი ამაზე არ გაჩერებულა. სფინქსის კვლევის დროს აღოჩნდა რომ ყურთან ლურჯი საღებავის კვალი არის შემორჩენილი. ამით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტუტმოსმა გადაღება სფინქსი. ჩვენ შევეჩვიეთ ქვიშის ფერი სფინქსის ყურებას, ხოლო ეგვიპტის ახალ სამეფოში სფინქსი იყო კომიქსივით შეღებილი. სახე სავარაუდოდ ჰქონდა წითელ, ოქროსფერ და ლურჯ ფერებში.. მაგრამ რას ნიშნავდა სფინქსი მისი პრიველი შემქნელებისთვის ფარაონი ხეოფსისთვის ან მისი ვაჟისთვის? მარკ ლეინერი ეგვიპტოლოგი : აკლდამა განთავსებულია სფინქსის თათებიდან 9 მეტრში. ამ ადგილას ვიპოვე 24 სვეტი. ვვარაუდეობ, რომ ეს კავშირშია დღე–ღამეში 24 საათთან. როგორც ჩანს ეს იყო მზის ერთ–ერთი ძველი აკლდამა. ამაზე მიუთითებს ორ საპირისპირო მხარეს გაკეთებული ნიშა, რომელშიც მზის ამოსვლისა და ჩასვლისას დროს სხივი გადიოდა. ზაფხულის ბუნიაობისას ნიშაში შესული მზის სხივი სცდებოდა სფინქსის გვერდს და აღწევდა პირამიდამდე. ამ დღეს მზე აერთიანებდა ხაფრას პირამიდასა და სფინქს. რაც იმის დასტურია რომ სფინქსი შეიქმნა ხაფრას მმართველობის პერიოდში. მზე დიდ როლს თამაშობდა ძველი სამეფოს რელიგიაში. ძველ ეგვიპტური ნახატებში გამოხატულია მზე, რომელიც უჭირავთ ღმერთებს. ეს ერთ–ერთი ყველაზე ძველი ღმერთია ეგვიპტის – ორ თავიანი ლომი აკერი. შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ სფინქსის დანიშნულება იყო ფარაონის უსაფრთხო მოგზაურობა გარდაცვლილთა სამეფოში. სფინქსი იცავდა მეფის მუმიას მზის ჰორიზონტზე მოგზაურობის დროს გარდაცვლილთა სამყაროს კარბჭესთან. ცხოველი,ადამიანი და ღმერთი გამოქანდაკებული მიწისგან. დიდმა სფინქსა მიაღწია იმას რაზეც მისი შემქნელები ოცნებობნდენ. მან მიაღწია მარადიულ სიცოცხლეს. ითარგმნა და მომზადდა National Geographic – ის მიხედვით http://www.ireporter.ge/?p=3538 დანარჩენის წაკითხვა აქ: http://www.ireporter.ge/?p=3270 და აქ: http://www.ireporter.ge/?p=3183
  11. ზამთარში 20 ლარი ბევრისთვის 1 თვის სამყოფიც არაა
  12. ყველას დაურიგებენ თუ მხოლოდ სიღარიბის ზღვარს ქვემოდ მყოფებს?
  13. ბუნტის და რევოლუციის მოლიდინში, თანაც შუაღამეს მოდით ცოტა გავმხიარულდეთ როგორც აღმოჩნდა მამაკაცები საკუთარ “ღირსებას” არა მხოლოდ ჩვეულებრივ ანდა გამოგონილ, არამედ მსოფლიო პოლიტიკოსებისა და პრეზიდენტების სახელებისაც არქმევენ. რაც საკმაოდ მოდურიც ყოფილა. მსოფლიოში ცნობილ პენისის ზედმეტსახელებში არა მხოლოდ მოქმედი, ყოფილი პრეზიდენტებისა და პოლიტიკოსების სახელებიცაა. მაგალითად: პრეზიდენტი ენდრიუ ჯონსონი და რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ მამაკაცები საკუთარ პენისს ქალი ლიდერების სახელსაც ამაყად ეძახიან. ერთი ასეთი ცნობილი ზედმეტ სახელია მადლენ ოლბრაიტი. გიორგი კალანდარიშვილი, ფსიქოლოგი : ასეთი ტიპის მამაკაცები აიგივებენ საკუთარ თავს მამაკაცურობასთან, ხოლო მათი მამაკაცურობის ერთერთი “დამამტკიცებელი საბუთი” (როგორც იტყვიან “პასპორტი” ) არის სასქესო ორგანო. როდესაც მამაკაცი თავის სასქესო ორგანოს რომელიმე გამოჩენილი პიროვნების სახელს არქმევს, იმ პიროვნებისა რა ვიცი, მაგრამ სასქესო ასოს კი დიდ პატივს დებს ამით. ის ცდილობს თქვას “აი რა მაგარი “კაცი” მყავს’-ო. ასეთი რამ შესაძლოა უფრო იმ მამაკაცებს დაემართოთ, ვისთვისაც მტკივნეულია მათი თვითშეფასების საკითხი, მითუმეტეს მამაკაცური კუთხით. ცნობილი პოლიტოკოსების ან პრეზიდენტების სახელების დარქმევით ისინი კომპენსირებას ახდენენ საკუთარი შინაგანი არასრულფასოვნების განცდისა. გარდა ამისა ან ამასთან ერთად შეიძლება ხდებოდეს რომ მამაკაცი თავის რეალიზებას უპირატესად ან/და მხოლოდ სქესობრივ აქტიურობაში ხედავდეს. მთავარი გმირი ასეთ სიტუაციაში კი სასქესო ასოა, რომელიც განსაკუთრებულ სახელს იმსახურებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი რამ მიუთითებს იმაზე, რომ მამაკაცისთვის მტკივნეულია საკუთარი სექსუალურობის საკითხი და დაუბალანსებერლია ამ მხრივ.პოლიტიკოსები ძლიერი, მმართველი ხალხია ანუ “ჩვეულებრივი” ადამიაბნის თვალში მათ გარკვეული წონა აქვთ. მე მგონი აქ იმას აქვს მნიშვნელობა რომ პოლიტიკოსები მმართველები არიან ასე ვთქვათ “თავკაცები”, შესაბამისად უფრო უხდებიან სასქესო ორგანოს, რადგანაც ასეთ მამაკაცებისთვის სწორედ სასქესო ორგანოა “მმართველი” და “გავლენიანი” . არ ვიცი ქართველი მამაკაცები საკუთარ სიამაყეს რომელი ქართველი პოლიტიკოსის სახელს ეძახიან, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ პენისების ზედმეტ სახელებში ივანე მრისხანეც საკმაოდ პოპულალური ყოფილა. წყარო: http://www.ireporter.ge/?p=4178
  14. 29 იანვარს დევნილთა მხარდასაჭერი კამპანია დაიწყო. 11 ოქტომბრიდან ტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან კარვებში ცხოვრობენ დევნილები. ამ კამპანიაში მონაწილეობას იღებენ სოციალური მედიის წარმომადგენლები(ასევე მონაწილეობა შეუძლია ყველა არაპარტიულ მოქალაქეს), ჩვენი მიზანია დევნილთა მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება(მოგეხსენებათ დღეს ინფორმაციის ვაკუუმში ვართ), ყოველდღე რამდენიმე ადამიანი მათთან დარჩება და შეეცდება უკეთ ასახოს მათი მდგომარეობა, ცოტა ხნით წარმოიდგენენ თავს მათ ადგილას. 29 იანვრის ღამეს 5 ადამიანი დავრჩით დევნილებთან, ნამდვილად არ იყო ადვილი, პირიქით ძალიან რთული აღმოჩნდა პირადად ჩემთვის. 23 დევნილი 4 თვეა კარვებში ცხოვრობს, მათი მოთხოვნაა შეუქმნან საცხოვრებელი პირობები ისეთ ადგილას, სადაც ელემენტარულად თავის რჩენის საშუალება ექნებათ. თუმცა მოთხოვნის გარდა მათი იქ ცხოვრების მიზეზი ისიც არის, რომ წასასვლელი არსად აქვთ. თითოეულ მათგანს თავისი ისტორია აქვს, ყველამ დიდი და რთული გზა გამოიარა, მრავალი დამსახურება აქვთ ქვეყნის წინაშე. არის დევნილი, რომელსაც ორივე ფეხი ომში აქვს დაკარგული, ერთ ბატონს ცალ ფეხში ძვლის მაგივრად რკინა აქვს(დანარჩენები ამბობენ, რომ ღამე ეყინება, პარკებს იხვევს და ჩანთაში დებს). კარგ მდგომარეობაში ნამდვილად არცერთი მათგანი არ არის, მაგრამ ზოგის მდგომარეობა გაუსაძლისია. ღამე გავიგეთ, რომ ყველა კარავში წყალი ჩადის. ასევე არ აქვთ საკვები, საჭიროებენ ჰიგიენურ ნივთებს, შეშას (შეძლებისდაგვარად იქნებ დავეხმაროთ). სუბელიანი მოდისო და გვერდზე იხედებაო, თვალს გვარიდებსო, ამბობს ერთი ქალბატონი. ერთხელ უთქვამს იჩხავლეთ რამდენიც გინდათო. ამბობენ, რომ სამინისტროში კარგი ხალხიც მუშაობსო, გვეხმარებიანო. არ გაინტერესებთ დახმარებაში რას გულისხმობენ? ამ კითხვაზე მათი პასუხი ასეთია: -გამოდიან და გვესალმებიან, გველაპარაკებიან. ვეცოდებით. მადლიერი ვართ მათი, კეთილები არიან. ფაქტი რომელმაც გამაოცა ის არის, რომ არცერთი მღვდელი არ მისულა მათთან, ეკლესია საერთოდ არ ეხმაურება ამ საკითხს. ერთხელ ყოფილა სამინისტროში მღვდელი მისული და ერთ-ერთი დევნილი შეეხმიანა, მამაო დაგვლოცეთ მაინცო, მან კი ყურადღებაც არ მიაქცია(ხელიც კი აიქნიაო). და მერე ვინმე იტყვის, რომ სრული განუკითხაობა არაა ქვეყანაში? ჯერ როგორ შეუძლიათ უყურონ ოთხი თვე ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს, ვინმემ ხმა რატომ არ ამოიღო? დევნილები გვიანობამდე ისხდნენ ჩვენთან ერთად, ძალიან თბილი და სასიამოვნო ხალხია. ერთი ქალი აფხაზეთზე ყვებოდა, დამესიზმრაო და ცრემლი მოადგა. ეს ხომ ჩვენი ხალხია… სანამ სახლში წამოვიდოდი გული ამეწვა, მე თბილ სახლში მივალ, ისინი კი დილით სიცივეში გამოდიან, არ მინდა ამ სიცივეში ადამიანების სიცივეც ხვდებოდეთ. შემოგვიერთდით, თავად ნახეთ ეს ყველაფერი. გააგებინეთ ყველას, რომ ცუდად არიან, მათ ყურადღება და სითბო სჭირდებათ. იმედი, იმედი მაინც აქვთ. წამოსვლისას ძალიან ბევრი მადლობა გადაგვიხადეს, ასეთი ყურადღება ჯერ არავის გამოუჩენიაო. დღეს კიდევ გველოდებიან. პოსტის დასასრულს კი მინდა პატრიკ ნიმოილერის სიტყვები დავწერო, ვიმედობნებ, რომ გაუგებარი არაფერია. იგი ნაცისტებზე ამბობდა “როდესაც ისინი კათოლიკეების დასაჭერად მოვიდნენ ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვიყავი. ….როდესაც მათ სოციალ-დემოკრატები აიყვანეს მაშინაც დუმილი ვარჩიე, რადგან არც სოციალ დემოკრატებთან მქონდა საერთო. …. ხმა არ ამომიღია არც მაშინ, როდესაც პროფკავშირები დაატუსაღეს – მათგან არავის ვიცნობდი. …. ებრაელი არ ვარ და არაფერი მითქვამს როცა ამის შემდეგ ყველა ებრაელი დააპატიმრეს… ხოლო როცა ჩემს დასაპატიმრებლად მოვიდნენ აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო”. წყარო: http://www.ireporter.ge/?p=4309
  15. მე არ ვარ თემის ავტორი ასე რომ ვერ გიპასუხებთ
  16. მე ვუყურე 3 ტიპი როგორ ეკაჩავებოდა მაშინ ჯერ ახალი შემოსული იყო ეს მონიტორინგის სამსახური არ მაქვს ხურდა და არ ავიღებ და ვერც ამაღებინებო მერე რითი დამთავრდა არ ვიცი რადგანაც ჩაიყვანეს სამივე
  17. შემთხვევა 1 ავტობუსიდან ჩამოსულმა კონტროლიორისა და გამწარებული ქალის დიალოგი შევნიშნე და გავემართე მათკენ. როცა მივუახლოვდი მოვისმინე, როგორ ყვიროდა ქალი ხელს არ მოვაწერო და გაწოდებული ჯარიმის ფურცელი მოისროლა. კონტროლიორმა მშვიდად აიღო ფურცელი, მიაწოდა და გააფრთილა, რომ უფრო დიდი ჯარიმის გადახდა მოუწევდა ამიტომ მისთვის უკეთესი იქნებოდა ხელი მოეწერა. მაგრამ ქალმა არათუ ისმინა, ყვირილს უმატა. დაკუჭა,მოისროლა ჯარიმის ქვითარი და წავიდა. მისი გადაგდებული ბილეთი ჯარიმის ქვითართან ერთად ავიღე ასფალტიდან. როგორც გავარკვიე ეს ქალი მასწავლებელი ყოფილა. თურმე მოსწავლის ბარათით ანუ 0 თეთრით უმგზავრია. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლები შეღავათიანი 20 თეთრიანი ტარიფით მგზავრობენ. შემთხვევა 2 როგორც უკვე მიხვდით ამ საქმით დავინტერესდი და კონტროლიორსაც გავესაუბრე. 5 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ ამ პედაგოგ ქალბატონს რომელიც ბოლო ხმაზე ყვიროდა და სრული ამ სიტყვის მნიშველობით საქმეს არჩევდა მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავე იყო, უკვე 60 ლარამდე მოუწევს ჯარიმის გადახდა. ჩვენს საუბარს შეესწრო მეორე, ასაკით ახალგაზრდა კონტროლიორი, რომელმაც მომიყვა, რომ მსგავსი დარღვევა რამდენიმე თვის წინ თავადაც აღმოაჩინა და როდესაც განუცხადა ქალბატონს, რომ 5 ლარიანი ჯარიმა ეკუთვნოდა თავში მოხვდა ჩანთა. მოგვინებით კი გურკვევია, ახალგაზრდას, რომ ის ქალბატონო ვინც მას თავში ჩანთა უთავაზა ახლომდებარე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ყოფილა. შემთხვევა 3 ამ ორი ამბის მოსმენის შემდგომ აღარ მეგონა რამე თუ გამაკვირვებდა, მაგრამ ამ დროს ჩვენს დიალოგს შუა ხნის ქალბატონო შემოუერთდა, რომელიც ასევე კონტროლიორად მუშაობდა და მომიყვა შემთხვევა,რომელიც ზუსტად დღეს გადახდა. ავტობუსში ბილეთების შემოწმებისას ერთი სცო.დაცვის ქვეშ მყოფი ქალბატონისთვის მოუთხოვია საბუთის წარდგენა. პასუხოდ მიიღო ის რომ 4 გაჩერება თხოვნით მიჰყვებოდა ქალბატონს, რომელსაც ისეთი პანიკა აუტეხავს ავტობუსში, რომ მხარდაჭერებიც მოუძებნია და ულანძღიათ კიდეც. კონტროლიორი მაინც ბოლოს ჩამოჰვა გაჩერებაზე და შეუმოწმა საბუთი, რომელიც თურმე სინამდვილეში მგზავრის გარდაცვლილ დას ეკუთვნოდა. როდესაც კონტროლიორს განუცხადებია მისთვის რომ გამოუწერდა ჯარიმას არც მეტი და არც ნაკლები კარგად დაუკაწრავს. თავად ვიხილე ეს ნაკაწრები. სხვათაშორის როგორც გავიგე ამ ქალბატონს შაქარი აქვს და კონტროლიორობით მის ობოლ შვილიშვილებს ზრდის. თქვენი არ ვიცი, მაგრამ აი ვუყურებ ჩემს მიერ ქუჩიდან აღებულ, გადაგდებულ, ხელმოუწერ ჯარიმის ქვითარსა და ყალბ ბილეთს და ვფქირობ, რომ არ მინდა ასეთმა მასწავლებელბმა ჩემი შვილები აღზარდონ ! წყარო: http://www.ireporter.ge/?p=3992 ესაც თქვენი განვითარებული,შექმნილი,ჩამოყალიბებული და ევროპული საზოგადოება
  18. დღეს კიდვ ერთი წერილი გამოქვეყნდა დ ა დავდებ ისე საინტერესო რაღაც ხდება მგონი მათ თავს :TAT: :TAT: მოგესალმებით ბატონო პრეზიდენტო! სოციალურ ქსელებში გავრცელდა, ღია წერილი – საქართველოს პრეზიდენტის მიმართ „ენერჯი ინვესტის“ თანამშრომლებისგან. ამ წერილის გავრცელების შემდეგ ჩვენთვის ცნობილია რომ ქარხნის ადმინისტრაციამ განახორციელა ზეწოლა მუშა-მოსამსახურეებზე. რაიმე სახის პროტესტის გამოხატვის შემთხვევაში ემუქრებიან სამსახურიდან გაგდებით. საინტერესოა რომ წერილში მოხსენიებული გენერალური დირექტორის მოადგილე ა.ხმიადაშვილი და ეკონომიკური სამმართველოს უფროსი დ. მეხრაძე იყვნენ ზურაბ ნოღაიდელის კურსელები, განათლება რუსეთში აქვთ მიღებული და ჩამოყალიბებული აქვთ არაქართული მენტალიტეტი და დღესდღეობით მოქმედებენ რუსული სცენარით – გააღიზიანონ ხალხი და იძულებული გახადონ გამოვიდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ. საინტერესოა ასევე ისიც რომ თუ კი ქარხანა აგვისტოს ომის დროს, როცა პროდუქციის რეალიზაცია საერთოდ არ ხდებოდა, უნაზღაურებდა ხალხს ხელფასს, ხოლო დღეს როცა პროდუქციაზე უზარმაზარი მოთხოვნილებაა და გასაღებაც არნახული მასშტაბით მიმდინარეობს რატომ არ ხდება ხელფასების სრულად გადახდა? რატომ შეუწყვიტეს ხალხს შვებულებები? ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ ქარხნის ახალი ხელმძღვანელობა და თავიანთი ადგილების შესანარჩუნებლად, მათთვის ხელსაყრელი ოპტიმიზაციის გეგმა შეიმუშავეს – დატოვონ მორჩილი და უვიცი, გაუშვან – ჭკვიანი. იქნებ დაგვეხმაროთ რომ ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნდეს სამუშაო ადგილი, რათა ინფლაციის პირობებში კიდევ უფრო მეტად არ დამძიმდეს მათი მდგომარეობა. ახალ კომპანიასთან გაფორმდეს ხელშეკრულებები მსოფლიოში არსებულ ქიმიურ საწარმოებში მომუშავეთა ანაზღაურებასთან, მცირეოდენ თანხვედრაში არსებული ანაზღაურებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი უმართავი გახდება და აჯანყდება ხელისუფლების წინააღმდეგ, რადგან აღნიშნული პიროვნებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ქარხანაში მიმდინარე პროცესებში მათ ბრალი არ მიუძღვით და ყველაფერი ქვეყანაში არსებული პოლიტიკის ბრალია. რუსეთის მიზანიც სწორედ ეს არის, საქართველოში იყოს დესტაბილიზაცია. ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ დაგვეხმაროთ, რომ არ მოხდეს თანამედროვე „ორჯონიკიძეების“ ხელით რუსეთის მზაკვრული ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ დაგვეხმაროთ, რომ არ მოხდეს თანამედროვე „ორჯონიკიძეების“ ხელით რუსეთის მზაკვრული პოლიტიკის განხორციელება. წყარო: http://www.ireporter.ge/?p=3836
  19. “ტუნისიაში რაც ხდება დღეს არის უმნიშნელოვანესი მაგალითი და პრეცედენტი ჩვენთვის. და იმედის მომცემი. არც გაერთიანებული ოპოზიცია და არც ერთი ძლიერი ლიდერი (ჩვენთან რომ დაგვაჟერეს რომ უამისოდ თურმე არაფერი შეიძლებაო) არ ჰქონიათ ტუნისელებს . სამაგიეროდ კი ერთი რამე გამოაჩინეს: ნება! და ეს არის მთავარი ძალა რომელსაც ვერავინ ვერ დაუდგება წინ. ყველაფერს თავისი დრო აქვს , თავისი ადგილი” სალომე ზურაბიშვილის კედელზე გავრცელებულ მის ჩანაწერს ყურადღება მივაქციე,როგორც ყოფილი პოლიტიკოსს, რომელიც შესაფერის მომენტს ელოდება კვლავ პოლიტიკაში დასაბრუნებლად. სალომემ ეს ჩანაწერი იმ დროს გაავრცელა ,როდესაც ცნობილი გახდა ინფორმაცია მისი და ლავროვის დაგეგმილი შეხვედრის შესახებ. რასაც რუსულ პრესაში აი, ასეთი სტატიების გამოჩენა მოჰყვა : “Саломе Зурабишвили, уставшая от лжи Саакашвили, едет на встречу с Лавровым” და აქვე პსოკრიპტუმ : ტუნისში რუსეთის ყოფილმა ელჩმა პოპოვმა, რუსულ არხებზე საკამაოდ ორაზროვანი განცადებები გააკთა ტუნისში მომხდარ ჟასმინის რევოლუციაზე : ჩვენ დიდი ცვლილებების ეპოქაში შევაბიჯეთ – განაცხადა მან– და ტუნისის მოდელის გამოყენება სავსებით მიესადაგება მეზობელ ქვეყნებს. წყარო: http://www.ireporter.ge/?p=3643
  20. მისი კიდევ ერთი შედევრი ! http://www.ireporter.ge/?p=3378 :TAT: :TAT: :TAT:
  21. ვინ იცის იქნებ წიგნსაც გამოსცემს მალე
  22. გოგა ხაჩიძემ წერა დაიწყო პირის გაუღებლად თუ დაამთქნარებ, თვალები ცრემლით აგევსება… თუ “კანონზომიერებას” წარსულში კი არ უკეთებ ანალიზს, არამედ აწმყოში აღიქვამ, მაშინ შენ შეიძლება რაღაცნაირად ან უბრალოდ დაემორჩილო “კანონზომიერების” ძალას და მისი შექმნის თანამონაწილე გახდე… ადრე სხვა გვარები იყავით. მერე თქვენმა შორეულმა წინაპარმა ბატონი მოკლა, გაიქცა და გვარი გადაიკეთა… ალბათ უფრო პირიქით, ჯერ გვარს გადაიკეთებდა და მერე გაიქცეოდა, რადგან ამ გაქცეული კაცისთვის გზაში, შემთხვევით ვინმეს გვარი რომ ეკითხა, პასუხი ხომ უნდა ჰქონოდა მზად… ოოო ღმერთებო!… ძირითადად ქრისტევ!… ნუთუ აირზენას პილოტებს თვითმფრინავის “ტორპედოზე” ხატები აქვთ გაკრული?… ის, რომ თქვენი შორეული მკვლელი-წინაპარი კაცი იყო და არა ქალი, იმით მტკიცდება, რომ “დარიკო”-მდე ბატონებს ძირითადად კაცები კლავდნენ. ეგ ამბავი კი მანამდე მოხდა… არა და რომ დაეჭრა შეიძლება გაქცევა აღარ დაჭირვებოდა, ან გვარის გადაკეთება… ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთს მაინც გადარჩებოდა… საცობში ან შუქნიშანთან, რით შეიძლება გაირთო თავი?… -თუ გარშემო მყოფი რომელიმე ან რამოდენიმე ავტომობილის “პავაროტნიკი” შენს მანქანაში ჩართული მუსიკის რიტმს არ აჯდება და თან ის არ გაინტერესებს ბოლომდე დააჯდება თუ ნელ-ნელა აცდება, მაშინ თითქმის არაფრით… მოკვლა, გადაკეთება და გაქცევა გარკვეული სამოქმედო ჯაჭვი და სოციალურ-ეკონომიკური მამოძრავებელი ძალაც კი იყო შორეულ საქართველოში. განვიხილოთ რამოდენიმე მარტივი ვარიაცია: თუ ბატონს არ მოკლავდი, გვარის გადაკეთებას და გაქცევას აზრი არ ქონდა; თუ ბატონს მოკლავდი და გვარის გადაუკეთებლად გაიქცეოდი, ზუსტად ვერც კი ვხვდები რა მოხდებოდა; თუ ბატონს მოკლავდი, გვარს გადაიკეთებდი და არ გაიქცეოდი, მაშინ მეზობლები “უტვინოს” დაგიძახებდნენ და მართლებიც იქნებოდნენ… კარგია, არაბუნებრივად ძლიერი სმენა თუ გაქვს და ყველაფერი გესმის, თუმცა იმდენ უხერხულ ხმას გაიგონებ… ვინმემ დაასაფლავა მამა ოვერ-დრაფტით?… აი, ჩემი წინაპარი პირიქით, ბატონმა მოკლა… მერე არც გვარი გადაიკეთა და არც გაიქცა, იმიტომ რომ ბატონი იყო… ისე, უბრალოდ, მოკლა და გააგრძელა ცხოვრება… მე ასეთი ისტორია უფრო მომწონს ჩემთვის… დამჭერით ვინმემ ქალის გულისთვის!… თბილისში ერთი რესტორანი ვერ გაკეთდა, სადაც სამზარეულო დარბაზის ცენტრში იქნება, პოლიციასავით გამჭვირვალე და იქ შემსვლელები კარგად დავაკვირდებით, ვინ და როგორ ამზადებს ჩვენს შეკვეთას. სანამ ეს არ მოხდება, ყოველთვის მექნება ეჭვი, რომ “უსუფთავესი” მზარეულიც კი ერთხელ მაინც იფხანს… …მინიმუმ თავს. დღეს “ბატონის მოკვლის” მნიშვნელოვანი ფუნქცია საჯარო რეესტრს აქვს აღებული. მართალია გაქცევას აზრი არა აქვს, თუმცა გვარის გადაკეთება მარტივად და რაც მთავარია უსისხლოდ კეთდება… დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანის, ერთდროულად დასამონებელი იარაღის გამოყენებაზე, რომელი ჭკვიანი იტყოდა უარს?… -გამარჯობა შენი… -გაგიმარჯოს… -შემთხვევით, ჩემსავით ბატონი ხომ არ მოგიკლავს და სხვაგან ხომ არ გარბიხარ?… რა გვარის ხარ?.. -გვარი ჯერ არ მომიფიქრებია… -”ჯერარაშვილი” იყავი, მოგწონს?… -კარგია, მადლობა… -აბა ჰე! გავიქეცი სხვაგან… ღმერთმა სიკეთე მოგცეს… თუ საქართველოს საზღვარზე ჩამომართმევენ: სიყვარულს, პასუხისმგებლობას, პატრიოტიზმს, თანაგრძნობას და კიდევ რაღაც-რაღაცეებს, თავისუფალი ადამიანი დავტოვებ ქვეყანას… ცუდი საზღვარი გვაქვს, თითქმის ყველაფრის გატანაა შესაძლებელი… 10 მანეთად კი იხდის კიკუ, მაგრამ 20 მანეთად იცმევს… გამოქვეყნების უფლება თავად გოგა ხაჩიძისგან გვაქვს მოპოვებული წყარო: http://www.ireporter.ge/?p=3344
  23. როგორც ახლა შევიტყე 70% თანამშრომელბისას ითხოვენ არ ვიცი რამდენად მართალია
  24. ეს წერილი დღეს საღამოს გამოაქვეყნეს ჩვენს საიტზე როგორც მივხვდი თავად ერთ-ერთმა თანამშრომელმა იმედია პრობლემებს არ შეუქმნიან
×
×
  • შექმენი...