Jump to content
Planeta.Ge

xrova

პლანეტელი
  • პოსტები

    166
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი xrova

  1. ეგ რა არის? ისე ტვიტერი კი გვქვს არა საბა არა ვართ მასთან მხოლოდ ვთანშრომლობთ
  2. იმისთვის, რომ ჩემი წერილი უფრო მკაფიო და ჟურნალიტურ პრინციპებს მოვარგო მინდა ფაქტებით ვისაუბრო, რომელიც არც თუ ისე ცოტა მოგვეპოვება იმ რეჟიმის პირობებში, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. იანვარში დასავლეთ საქართველოში ვიყავი, სადაც ბევრ ჟურნალიტს შევხვდი. (მათივე უსაფრთხოების გამო არ ვასახელებ იმ ჟურნალიტის სახელს და, არც იმ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის სახელს, რომელმაც ამ ჟურნალიტების დავერბორკება გადაწყვიტა) მინდა დავაზუსტი, ეს არ იყო საქმიანი შეხვედრა, ეს უბრალოდ იმ ჟურნალიტებთან შეხვედრის სურვილი იყო, რომლებსაც დიდ პატივს ვცემდი და დღეს ეს პატივისცემა უფრო გამიმტკიცდა. ჟურნალისტებს აღმაშენებლის ძეგლთან შევხვდი, რადგან სხვა ადგილებს კარგად არ ვიცნობJ 10 წუთში მე და სამი ჩემი მეგობარი ჟურნალიტი ღარიბულ სახინკლეში წავედით. ცოტა ლუდი დავლით, ვისაუბრეთ საქართველოს დღევანდელ სიტუაციაზე, ქართველი ჟურნალიტების ინდიფერენტულობაზე და მათ კომფორმიზმზე. ვისაუბრეთ იმაზე თუ, როგორი გზებით ცდილობს ასევე ხელისუფლება იმ ჟურნალისტების დავერბორკებას, რომლებიც დღეს საშიშები არ არიან, თუმცა გამოსაყენებლები ნამდვილად. ცოტა ხნის შემდეგ, ერთ–ერთმა ჟურნალიტმა, რომელმაც ჩვენზე მეტი დალია იქ მყოფ ორ ჟურნალიტს გადახედა და უთხრა ხალხო მოდით ამ კაცს მოუყვეთ ჩვენი ძმის ძმობის შესახებო. ამ სიტყვებმა დამაინტერესა და ნუგზარს (სახელი პირობითად მოვიყვანე) ვთხოვე მოეყოლა რას გულისხმობდა. ბევრს აღარ მოვყვები იმის შესახებ თუ რა დისკუსია უძღოდა წინ ამ ფაქტის ჩემთვის გაზიარებას მაგრამ პატარა შესავალს მაინც გაუკეთებ. მაშინ, როცა ბიჭებმა იგრძვნეს ჩემი დაინტერესება ქუთაისლურ სტუმართმასპინძლობას ვერ გაექცნენ და მოყოლა გადაწყვიტეს. ნუგზარმა შემომხედა და მითხრა ამ ფაქტს თუ დაწერ მაშინ არ გეტყვიო. მე ვუთხარი, რომ არ დავწერ მეთქი. კარგიო მითხრა მაშინ მოგიყვებიო მერე გაეცინა და დაიწყო. ერთი თვის წინ ჩვენმა სტუდენტობის მეგობარმა და ჯგუფელმა, რომელსაც დღეს კუდში მნიშვნელოვანი თანამდებობა უკავია (ისინი სამივე ჯგუფელები იყვნენ, ხოლო ის ვისზეც ყვებოდა ამათი ჯგუფელი ასევე. ) დამირეკა და ქალაქის ცენტში ყველაზე პრესტიჟულ რესტორანში დამპატიჟაო. დილა იყო ავდექი და რესტორანში წავედი, რომ მივედი აღმოჩნდა, რომ ჩვმს ძმაკაცს ამათვისაც დაურეკია. ბიჭები ვნახე მოვიკითხე და შეკრების მიზეზიც ვიკითხე; ჩვენმა „კუდელმა“ მეგობარმა ჩაიცინა და მიპასუხა „არ შეიძლება მეგობრები დაგპატიჟოთო?“ ამ პასუხმა და მისმა ორაზროვანმა ღიმილმა ცოტა დამაფიქრა და ტვალეტში გავედი, ხელები დავიბანე და ის გავაკეთე, რაც არასდროს თავში არ მომივიდოდაო პირველად ვიგრძენი მეგობრების მიმართ უნდობლობა. ავდექი და დიქტაფონი, რომელსაც სულ ჯიბით დავატარებ ჩავრთეო. ამ საუბრის შემდეგ ჯიბიდან დიქტაფონი ამოიღო ჩართო, მაგიდაზე დადო და თვალით მიმანიშნა მოისმინეო. მე სმენად ვიქეცი, იმის ჩემთვის უცხო ხმა, რომელიც ამბობდა. კუდელი „ბიჭებო მე ყოველთვის მინდოდა თქვენი ნახვა მაგრამ ვერასდროს მოვახერხე სანამ ისევ სამსახური არ დაგვეხმარა ამ შეხვედრის მოწყობასა და ჩვენი მეგობრობის გახსენებაში. (იცინის) მოკლედ რახდება, გუშინ სამსახურში თათბირი გვქონდა, სადაც ვსაუბრობდით იმ საკითზე, რომელიც ცენტრიდან მივიღეთ. მოკლედ, იცით ალბათ საპარლამენტო არჩევნები კარზეა, ეს გამოსირებული ოპოზიცია კიდევ იმ ბაგაჟით ვერ დაიკვეხნის, რომელიც ჩვენთვის მნიშვენოვანი იქნება. მოკლედ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის გვჭირდება ჭკვიანი ხალხი, რომლებსაც ლუბოი პარტიაში შევუშვებთ… ლ უ ბ ო ი პატრიაში, იცოდეთ იქ პირველი კაცია თუ არა მეორე კაცი ჩვენია. შეუშვებთ, სადაც იაქტიურებს დავეხმარებით ფინანსურად ყველამხრივ, რაშიც ჩვენი დახმარება დაჭირდება გაუკეთებთ რეიტინგს, მერე არჩევნებიც მოვა, შეხვალთ პარლამენტში და იქაც ჩვენს საქმე, ერთ საქმეს გავაკეთებთ. ჟურნალიტი –(დომილი) მომისმინე დიქტაფონი მაქვს ჩართული…… რა ვქნათ ეხლა…. მომისმინე მე აქ მეგონა საქეიფოდ მოვედი…… რომ გამოვაქვეყნო ეს სტატია ხომ იქნები ღირსი….. კუდელი (იცინის) ჯერ ერთი ვიცი არ გამოაქვეყნებ, მეორეც, რომც გამოაქვეყნო ვის რას უზავ ამით…. (იცინის) სხვა ჟურნალიტის ხმა – კაი რა შენც ხომ იცი ამის გამკეთებლები ჩვენ არცერთი არ ვართ და არც იმის, რაც შემოგვთავაზე. ცუდათ მოხვედი. მაგის დე……. ამდენი ხანია გვიცნობ და ვერ გაგვიცანი? ისევ პირველი ჟურნალიტი აი ჩვენ ნამდვილად ვერ გიცნობდით თურმე… კარგი რა…… აქ გაითიშა დიქტაფონი. ფაქტმა იმდენად დამთრგუნა, რომ საკუთარი თავი ჩავაყენე ამ ხალხის ადგილზე ძალიან გავბრაზდი მათ მეგობარზე და ყველა იმ ადამიანზე, რომლებიც ამ შემთხვევიბის დროს იყიდებიან და ასეთი ძალიან ბევრია დეღეს ჟურნალიტიკაში და ჟურნალიტიკის გარეთ. მერე გონზე მოვედი და მათ ამ მასალის მოცემა ვთხოვე და დავპირდი, რომ პრივატულობას მკაცრად დავიცავდი, რაც მგონი გამომივიდა კიდეც. ამ მასალის მოცემა ბიჭებმა კიდევ იმით გადაწყვიტეს, რომ ჩვენ ორ–ორი რუნკა დალეული გვქონდა უკვე ლუდთან ერთადJ მადლობა მათ ამ მასალისთვის, რომელიც ნამდვილად არ იმსახურებს დიქტაფონში დადუმებას. ეს მასალა მაინც დაიბეჭდებოდა, როდისმე მაგრამ შეიძლება უფრო გვიან. იმ კუდელმა თუ „კურდღელმა“ კიდევ ფრანკლინის სიტყვები არ იცოდა ეტყობა, როცა ამბობდა, რომ ამ ჩანაწერს ეს ჟურნალიტები არ გაახმაურებდნენ. მინდა შევახსენო ფრანკლინის სიტყვები მათ, რადგან ასეთი ქმედება მათვის უხო არ იქნება. ფრანკლინის აზრით სამს შეუძლია საიდუმლოს შენახვა, თუ ორი მათგანი მკვდარია. არც ეს გაუჭირდება ჩვენს ხელისუფლებას. წწყარო : http://www.ireporter.ge/?p=6780 იმედია კუდიანები ჩვენს საიტს არ დააზიანებენ
  3. როგორი გაწამებული უნდა იყოს კაცი საკუთარი ნაოფლარი რომ დაყაროს შუა ქუჩაში
  4. ხოსპიო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის უძველესი სოფელია. წარსულის სიამაყე და აწმყოს პრობლემები. ხოსპიო დღეს აპრილი დაიწყო, თუმცა აქ მაინც სუსხია. ასეთ ამინდს აქაურები მიჩვეულები არიან, ამიტომაც სოფლის ორღობეებში ბავშვები დარბიან, ან ფოტოაპარატის წინ პოზირებენ, ან ექვსი გაკვეთილის შემდეგ მუხლის გაშლა და სილაღე მოუნდათ. თოვს, თანაც ქარი ქრის. ირგვლივ მთებია დათოვლილი, არადა, იმერეთში უკვე ტყემალი ყვავის და აქაურები ეკრანზე გამოჩენილ ამწვანებულ მინდვრებს შურით უცქერიან. სახლებს ერთმანეთისაგან ქვებით აშენებული ნახევარმეტრიანი გამყოფებით მიხვდები, რომ აქ სხვადასხვა ოჯახები ცხოვრობენ. დიდი ყორის ქვები, უზარმაზარი თივის ზვინები, დაბალი სახლები და მიწაში ნახევრად ჩაფლული მიწურები სახურავზე გამხმარი ბალახით, ასეთია ხოსპიო თვალის ერთი შევლებით. სოფელში ადგილობრივების განცხადებით, ორი წყაროა და სოფელიც წყალს იქიდან ეზიდება. უმეტესობას აქ ჭები აქვს. ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება. სოფელი ქართულ-სომხურ-ბერძნულია. სკოლა ქართულ-სომხური. ხოსპიოს დიდი ისტორია აქვს. ,,ხოსპიო ისტორიაში მოხსენიებულია პომპეუსის დროს, ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში. 65 წელს, როცა პომპეუსი მიდის მცხეთის დასალაშქრავად, მაგ დროს საგზაო რუკებში არის მოხსენიებული კასპია, რაც ისტორიკოსების აზრითYარის ხოსპიო”, – ამბობს ისტორიკოსი, სოფელ ხოსპიოს მკვიდრი როინ ყავრელიშვილი. სოფელში მეთერთმეტე საუკუნეში აგებული წმინდა გრიგოლის სახელობის ეკლესია დგას, სადაც მართლმადიდებელი ქართველები დადიან. სოფელში ძველი ჯამეცაა, მუსლიმი ქართველების სალოცავი. ,,ხოსპიო ფალავანდიშვილების რეზიდენცია იყო, ახალქალაქის სანჯაყ ბეგებისა. უკანასკნელი ფალავანდიშვილი მუთიბეგ ფალავანდიშვილი იყო, რომელიც ხოსპიოში მუსლიმანთა სასაფლაოზე არის დაკრძალული~, – საუბრობს როინ ყავრელიშვილი. სოფლის სომხური მოსახლეობა გაღმა სოფელში – მარტუნში მდებარე ეკლესიაში დადის. ,,გურჯისტანის ვილაიეთის დავთარში აღნიშნულია დიდი და პატარა ხოსპიო. პატარა ხოსპიო არის ის, რასაც რევოლუციონერი მარტუნის სახელი ეწოდა, რომელმაც ორი სოფლის დასაკავშირებლად ხიდი გააკეთა და მის საპატივცემულოდ დაარქვს სოფელს მარტუნი”, – აღნიშნავს როინ ყავრელიშვილი. ხოსპიოს მთაზე სალოცავია, რომელსაც ქართველები ,,წერობას~, ხოლო სომხები ,,სრფინ სარს” ეძახიან, რაც ქართულად სალოცავ მთას ნიშნავს. მთაზე სალოცავად ქართველებიც დადიან და სომხებიც. ქალი სოფელში ორი შვილის დედა თამილა მაისურაძე, მეზობელი სოფელ ოკმიდან ხოსპიოშია გათხოვილი. ის ქართულ-სომხურ საბაზო სკოლაში დამლაგებლად მუშაობს. დილის რვა საათიდან საღამოს შვიდ საათამდე სკოლას ალაგებს და ხელფასს 46 ლარს იღებს. ,,ეს ფული არაფერში არ მყოფნის, ამიტომაც ჩემი მიწის დამუშავების შემდგ სხვის მიწას ვთოხნი. ძალიან დამღლელია თოხნა, მაგრამ ყოველდღიურად გვიხდიან, ბევრს არაფერს, მაგრამ სხვა რა გზაა”, – გვეუბნება ის. ამავდროულად, თამილას სახლშიც გამოულევლად აქვს საქმე. ,,ერთი ძროხა მყავს, მარა არც ამით გამოდის რამე. ნორმალურად ცხოვრობს ის, ვისაც კარგი სამსახური აქვს. მიწით და საქონლით წელში ვერ გაიმართები”, – ამბობს ის. ხოსპიოში ქალს მართლაც უამრავი საქმე აქვს. 46 წლის მარტა ღრმაჯიანიც ხოსპიოს მკვიდრია. ,,არაფერი ჩვენთვის არ არის. გატანჯულები ვართ და ძაღლურად ვცხოვრობთ”, – ამბობს მარტა ღრმაჯიანი და დაკოჟრილ ხელებს წინსაფარში მალავს. მარჩენალი კარტოფილი სოფელ ხოსპიოში ძველ მიწურებს ადგილობრივები კარტოფილის შესანახად იყენებენ. ,,აქ ადრე ოჯახი ცხოვრობდა. ერთ მხარეს, რამდენიმე ოთახში თვითონ იყვნენ, მეორე მხარეს საქონელი ჰყავდათ”, – მიხსნის ადგილობრივი ნური ვახტანგიშვილი. ახლა ორივე მხარეს კარტოფილი ყრია. კარტოფილის გორები ჭერს წვდება. ,,აქ 40 ტონა კარტოფილია. ლპება, აბა სად წავიღოთ”, – გამწარებული ტონი გასდევს ნური ვახტანგიშვილის საუბარს. ,,ჩემს ახლობელს გორში ხუთი ტონა კარტოფილი ჰქონდა წაღებული, ვერ გაყიდა და იქვე დაყარა. ნათესავებს დაუბარა, რაც გინდათ ის უქენითო. გაწამდა კაცი, თორემ ასე როგორ მოიქცეოდა. ამ კარტოფილით ვირჩენთ თავს, მოგვშივდება, შევჭამთ და ვართ ასე~, – ამბობს ნური ვახტანგიშვილი.,,გლეხებს შველა უნდათ”, – ამბობენ აქაურები და აცხადებენ, რომ საქართველომ სხვა ქვეყნებიდან კარტოფილი არ უნდა მიიღოს. ,,კარტოფილი, რომელიც ჩვენთან იყიდება, ძირითადად საზღვარგარეთიდან შემოდის. კარგად გასუფთავებული და სასუქიანი. ხალხიც იმას ყიდულობს. აქ კი ასობით ტონა ეკოლოგიურად სუფთა კარტოფილი ხალხს ულპება”, – გვითხრა ჯივან თარზიანმა. მისი თქმით, ხელისუფლება სოფლის მოსახლეობას ეკონომიკური კრიზისის დროს მაინც უნდა დაეხმაროს. ,,ფინანსური მხარდაჭერა უნდა იყოს ხელისუფლებისაგან, რომ გადავრჩეთ. ახლა სამუშაო სეზონი იწყება და კარგი იქნება, საწვავით, სასუქით თუ დაგვეხმარებიან. სოფლის მეურნეობას შველა უნდა”, – ამბობს ჯივან თარზიანი. ვასიკო ჭილაძეც მიწათმოქმედებას მისდევს და კარტოფილი მოჰყავს, პრობლემა მისთვისაც მოწეული პროდუქტის რეალიზაციაა. ,,დაახლოებით 10 ტონამდე კარტოფილი მომყავს. ვერსად ვერ გავყიდე. სოფელში ჩემნაირი უამრავია, ზოგს 10 ტონა ულპება, ზოგსაც 20~, – ამბობს ის. მიწურში დამპალი კარტოფილის მძიმე სუნი დგას, ნახევრად ბნელა. თეთრღერომოკიდებული კარტოფილი ლპობის პირასაა. მიწურის შესასვლელში სამი ქალი კარტოფილს არჩევს. ისინი არ მელაპარაკებიან და საქმეს განაგრძობენ. ტალახიანი კარტოფილის გადარჩევისას ხელებიც გაშავებული აქვთ, მუხლებზე დგანან და კარტოფილს ხარისხის მიხედვით სხვადასხვა ტომრებში ათავსებენ. ,,სათესლე კარტოფილს არჩევენ”, – მიხსნის ნური ვახტანგიშვილი. ადგილობრივები გამოსავალს ვერაფერში ხედავენ. ,,შეიძლება ჩვენმა მთავრობამ იმ დონემდე მიგვიყვანოს, რომ მანქანა დავტვირთო კარტოფილით, პარლამენტის წინ დავყარო…~, – კატეგორიულია ნური ვახტანგიშვილი. - რა ჰქვია თქვენს გაზეთს? მეკითხება ბოლოს. – ,,სამხრეთის კარიბჭე”, – ვპასუხობ მე. კარიბჭე, რომელიც დაკეტილია, ამბობს ის და მშორდება. წყარო: http://www.ireporter.ge/?p=6504
  5. გორში მოქმედი სახელმწიფო ადმინისტრაციული სამსახურებიდან მასობრივად ითხოვენ იმ თანამშრომლებს, რომლებიც სტალინის ძეგლის აღებაში მონაწილეობას იღებდნენ და ფაქტის გასამყარებლად საჭირო ხელმოწერებს ძეგლის აღების შემდეგ აგროვებდნენ. ამ მხრივ, გორის სამხარეო ადმინისტრაცია, ჩუბინიშვილის სახელობის კულტურის სახლი და გორის თეატრი გამოირჩევა. ამ უწყებაში მომუშავე თითოეული ადამიანი, ვინც ძეგლის აღებას ხელი მოაწერა, სამსახურიდან დაოთხოვეს. ჯერ კიდევ 2010 წლის 26 ივნისს სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ შუა ღამით, მალულად ძეგლის აღება, სტალინის გამარჯვებას ნიშნავს. მაგალითად, ჩუბინიშვილის სახელობის კულტურის სახლის დირექტორი გურამ მამუკაშვილი და მისი 8 თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს. ამ ეტაპზე ისინი უმუშევრად არიან. გურამ მამუკაშვილმა თავის დროზე რობერტ მაღლაკელიძე შეცვალა, რომელიც ამჟამად სტალინის მუზეუმის დირექტორია. გურამ მამუკაშვილი სტალინის ძეგლის აღების ხელმომწერებში პირველი ნომერია. ძეგლის აღების ,,მომხრე” ხელმომწერთა პირველ ათეულში ასევე ის თანამშრომელი შედიან, რომლებიც მანამდე ჩუბინიშვილის სახელობის კულტურის სახლში მუშაობდნენ. გორის საკრებულოს 2011 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით, გორში სამი მსხვილი კულტურული დაწესებულება გაუქმდა, ხოლო მათ ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირი,,მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი” დაფუძნა. საკრებულოს თავმჯდომარის ზვიად ხმალაძის განკარგულებით გაუქმდა ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე”; დავით ჩუბინიშვილის სახელობის კულტურისა და ტურიზმის ცენტრი” და ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი”. მასობრივად მოხდა შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის იმ თანამშრომლების დათხოვნაც, რომლებმაც ასევე დიდი წვლილი შეიტანეს სტალინის ძეგლის ,,აღებაში”. კერძოდ, მიმდინარე წლიდან სამხარეო ადმინისტრაციაში აღარ მუშაობენ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – ზურაბ ლომიძე, ადმინისტრაციის იურიდიული განყოფილების უფროსი – გიორგი ცაბაძე; ადმინისტრაციის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მალხაზ მირუაშვილი; სპეციალისტი – დავით სარაული. ასევე გორის გამგეობის სპეციალისტი – შერგილ სუხიტაშვილი. შემცირებაში მოჰყვნენ გორის თეატრის მსახიობები – ნარგიზა და ია სალუქვაშვილი, იამზე ცინცაძე; თეატრის ხელმძღვანელი – გიორგი მაჭარაშვილი. როგორც ,,ქართლის ხმა”-სთვის გახდა ცნობილი, უახლოეს ხანებში კიდევ მრავალი მათგანი დატოვებს თანამდებობას. ისინი განთავისუფლების მიზეზებზე არ საუბრობენ. რაც შეეხება გორის თეატრს, ,,ქართლის ხმა” აგრძელებს ჟურნალისტურ მოკვლევას თეატრის საბიუჯეტო სახსხრების არამიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებით. მასალები კი პროკურატურას გადაეგზავნება. p.s ამავე თემაზე იხილეთ ჟურნალისტური გამოძიება: ,,სტალინის ძეგლს შეწირული დოკუმენტები” წყარო: http://www.ireporter.ge/?p=6423
  6. ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილ 2010 წლის ანგარიშში დასახელებულია ასევე ის იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც გორშია დარეგისტრირებული; და რომლებმაც მმართველ პარტიას თვითმმართველობის არჩევნებში შემოწირულობის სახით თანხა ჩაურიცხა. აღნიშნულ სიაში გორიდან მხოლოდ ორი სამშენებლო კომპანიაა, რომელთა ხელმძღვანელები გორის თვითმმართველობის თავმჯდომარის ზვიად ხმალაძის ახლობლები არიან. მათ როგორც მეგობრული, ასევე ნათელ-მირონული ურთიერთობა აკავშირებით. ზვიად ხმალაძის შვილის ნათლია კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – დავით ტყეშელაშვილია. ზვიად ხმალაძე ამბობს, რომ ახლო-ნაცნობობა არაფერ შუაშია, რადგან ტენდერებს არა თუ საკრებულო, არამედ გამგეობა ატარებს. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” კანონით კი გამგებელს სწორედ საკრებულო არჩევს და ამტკიცებს. ჩვენს მიერ აღმოჩენილი ორი კომპანია – ,, იბოლია” და ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1″ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მსხვილი კონტრაქტორებია. ასე მაგალითად: შპს ,,იბოლია”, იურიდიული მისამართია ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კმ. სხვადასხვა დოკუმენტებში ხან მე-2 კმ წერია, ხან მე-4 კმ. ხელმძღვანელი სოსო მაკრახიძე. მან ნაციონალურ მოძრაობას 50 000 ლარი შესწირა. შპს ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1″, რომელსაც ორი მეწილე ჰყავს: ჯემალ აბალაკი და შოთა აბულაძე. მათ მიერ გაღებული თანხა 50 000 ლარს შეადგენს. სიაში შეგვხვდა შპს ,,აგროქართლი”. მათი ოფიასი გორში ცხინვალის გაზეტკეცილზე #4-ში მდებარეობს. რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, გორში, სტალინის ქუჩა #10-ში მცხოვრები მიხეილ ლაცაბიძემ 10 000 ლარი შესწირა. სააჯარო რეესტრის მონაცემებით, ის სააქციო საზოგადოება ,,ზაჰესის” თანამშრომელია. ,,იბოლია“ მოვიყვანთ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც შპს ,,იბოლიამ” განახორციელა. კერძოდ: ის გამარჯვებულად გამოცხადდა 2010 წლის 9 ივნისს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 134-135-ე კმ მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას. ასევე ,,იბოლია” გამოცხადდა გამარჯვებულად- 2010 წლის 17 აპრილს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა #14 ზონაში შემავალი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვის) სამუშაოების შესყიდვას. მანამდე, 2008 წლის 25 აპრილს, გაიმარჯვა ტენდერში, რომელიც შეეხებოდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 140-144-ე კმ-ს შორის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას. 2010 წლის აპრილში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორი-სკრას საავტომობილო გზის 8,5 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასევე ,,იბოლია” აწარმოებდა. სამუშაოების ღირებულება მსოფლიო ბანკის დაფინანსებით 2 მლნ 900 ათას ლარს შეადგენდა.. გორის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი მსხვილი კონტრაქტორია ,,არქმშენსტუდია 2002″, რომელმაც, მხოლოდ 2010 წელს, ტენდერის სახით 1 მლნ 500 ლარის დაკვეთა სხვადასხვა სამუშაოების შესრულებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიიღო. ,,არქმშენსტუდია 2002″ ასევე აკეთებდა ისეთ სამუშაოებს, რომლებსაც ტენდერი არ სჭირდებოდა. ასეთ დროს გამგეობა მასთან იყენებდა ,,ერთ პირთან მოლაპარაკების” ტრადიციას. 2010 წლის 1 აგვისტოს ,,არქმშენსტუდია 2002″-ს ყველა კონტრაქტი ნაადრევად შეუწყვიტეს. რამდენიმე დღეში მისი დირექტორი ალიკა მაკრახიძე დააკავეს. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის დეტალებს ,,ქართლის ხმა” ცალკე სწავლობს. ალიკა მაკრახიძე შპს ,,იბოლიას” ხელმძღვანელის სოსო მაკრახიძის ძმაა. სააჯერო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს ,,იბოლიას” 25% ალიკა მაკრახიძეც ფლობს. საგზაო სამშენებლო სამმართველო #1 საგზაო სამშენებლო სამმართველო #1 ჯერ კიდევ კომუნიტების პერიოდში დაარსდა. ამჟამად აღნიშნული კომპანიის მფლობელები – ჯემალ აბალაკი და შოთა აბულაძე არიან. - 2010 წლის 24 ივლისს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 46-53-ე კმ მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას, გამარჯვებულად გამოცხადდა – შ.პ.ს. “საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“ - 2010 წლის 31 მარტს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა #15 ზონაში შემავალი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვის) სამუშაოების შესყიდვას, ასევე, გამარჯვებულად გამოცხადდა – შ.პ.ს. “საგზაო სამშენებლო სამმართველო #1”. 2010 წლის ივნისში აღნიშნულმა კომპანიამ, გორის რაიონის სოფელ ვარიანი-საქაშეთის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის ასფალტის სამუშაოები შეასრულა. სამუშაოების ღირებულება სახელმწიფო ბიუჯეტით 2 მლნ 868 ათას ლარს შეადგენდა.. 2010 წლის მაისში ,,საგზაო სამშენებლო სამამრთველო #1″-მა ასევე შეასრულა გორის რაიონის სოფლების – გარეჯვარი-თორტიზას საავტომობილო გზის 3 კმ-იანი მონაკვეთის მოხაზვის სამუშაოები. სამუშაოების ღირებულება სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მლნ 525 ათას ლარს შეადგენდა.. კასპში 2010 წლის მაისში მათ მიერ შესრულდა 26 მაისის ქუჩის საფეხმავლოების, სანიაღვრე არხების მოწყობისა და მოასფალტების სამუშაოები. სამუშაოები რეგიონალური განვითარების პროექტის ფარგლებში განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 694 000 ლარი შეადგინა. წყარო: http://www.ireporter.ge/?p=6321
  7. მგონი დროა იმაზე ვიზრუნოთ რომ ტურისტად მაინც შეგვიშვან
  8. შეხედე ამ სანაპიროს – მიმანიშნა ბრიუსმა, ნახევრად დანგრეულ საბჭოთა შენობებისკენ – მე აქ ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროს ვხედავ, “Club Med”-ს, ამ სანაპიროს გასწვრივ…ეს შეიძლება თქვენთვის წამოუდგენელია, მაგრამ სულ მალე ნახავთ ეს ადგილი რა სწრაფად შეიცვლება ! ასე მთავრდება The Atlantic-ში გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც დაკოტელი ბიზნესმენის ოცნებებია მოთხრობილი. რაღა ოცნებები, როცა ბრიუსი სერიოზულ ინვესტირებას გეგმავს აფხაზეთში. მისი ოცნებაა “აფხაზეთი – კავკასიურ ფლორიდად” გადააქციოს. ბრუს თელი, უძრავი ქონების დეველოპერია. ამავე სტატიაში ვგებულობთ, რომ ბრუსი ამ ბიზნესში 6 წელია ჩაფლულია და ამჟამად რუსეთში მოღვაწეობს. უფრო კონკრეტულად კი კრასნოდარშია უძრავი ქონების საქმით დაკავებლი. ნოემბერში, ბრიუსმა აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერ მინისტრისგან მიწვევა მიიღო.”ჩვენ, დასავლური ინვესტიცია გვჭირდება” – განუცხადებია შამბას და ბრუსმაც აფხაზეთში გახსნა ფირმა. “ეს იდეალური, სუბტროპიკული სამოთხეა 145 მილიონი რუსისთვის”- ვგებულობთ ბრიუსის აზრს იმავე სტატიიდან. აქვე, ჟუნრალისტის დასკვნის დამაფიქრებელი ამონარიდი: ამერიკელი და ევროპელი ექსპერტების გარკვეული ჯგუფი ბირუსის აზრს იზიარებს. ისინი ფიქრობენ, რომ თუ ყველაფრის მიუხედავად აფხაზეთი განვითარდება, იქნებ მას დასავლეთმა სხვა თვალით დაუწყოს ყურება. ახლა ბრუსი ბლოგერობს, აქტირუობს ტვიტერზე, ფეისბუქზე და ამგვარად ეწევა აფხაზეთის პოპულარიზაციას. წყარო : http://www.ireporter.ge/?p=6125
  9. მოგეხსენებათ რა “მაგარია” ქართული პოლიცია. მაგრამ მთლად ასეთი “მაგარიც თუ იყო არ მეგონა. ძალიან მაგარი გამომძიებლები გვყავს მაგრამ მთლად ასეთმა მაგარმა გამომძიებელმა, გიო “გამბოზებელმა” ყველა რეკორდი მოხსნა, თუკი რომელიმე პოლიციელს რამე აქვს მიქარული. ეხლა კი მთავარზე გადავიდეთ. გიო “გამბოზებელმა” რომელსაც ბევრი ახალგაზრდა გაუბოზებია მორიგ მსხვერპლად აირჩია 21წლის გოგონა რომელიც შვილს მარტო ზრდის.ალბათ კარგად იცით როგორ ხდება წამლის ჩადება არა?გიო “გამბოზებელი” და ძმანი მისნი ამ საქმის ნამდვილი პროფესიონალები აღმოჩნდნენ.იმ გოგონას, (პირობითად ნინი დავარქვათ) პირადად რომ არ ვიცნობდე და 5 თითივით არ ვიცოდე თავს არ დავდებდი მის პატიოსნებაზე.მისი დანაშაული მხოლოდ ისაა რომ გულუბრყვილოდ შეუნახა თავის ნარკომან ბიძაშვილს სახლში წამალი.ახლა ის ბიძაშვილი გარეთაა ნინი კი გამომძიებლად წოდებული გიო “გამბოზებლის” მარწუხებში.გიო “გამბოზებელმა” დააშანტაჟა საცოდავი გოგო აირჩიე ან ციხე წამლის შენახვისათვის და დანაშაულის დაფარვისათვის ან კიდევ ჩვენი ინფორმატორობაო. ნინის ბიჭი ეზრდება და თან მარტოხელა დედაა. ამით ყველაფერია ნათქვამი…… გიო “გამბოზებელის” დამსახურება იქნება ის რომ როცა პატარა გეგა გაიზრდება და უკვე კაცი გახდება ან ნასედკის შვილის სახელი ერქმევა ან არადა თავშესაფარი იქნება მისი სახლი მინიმუმ უახლოესი 5 წელი…ნინის კი ცხოვრება ნელნელა ენგრევა… ბარაქალა შენს კაცობას თუ არაკაცობას გიო გამბოზებელო… კიდევ რამდენის გაუბედურებას აპირებ?გვაპატიე გეგა,ჩემო პატარა მეგობარო.შენს წინაშე მთელი ერი დამნაშავეა ამათ რომ ვიტანთ წყარო : http://www.ireporter.ge/?p=6051
  10. 2010 წლის 14 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე შექმნილმა კომისიამ მუშაობა თითქმის უშედეგოდ დაასრულა. საკრებულოს, გამგეობის და ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა კომისიამ 2008 წლის აგვისტოს თვეში საომარი მოქმედებების შედეგად, გორის რაიონის სოფლებში საცხოვრებელი სახლების მდგომარეობა შეისწავლა. კომისიის მუშაობის პერიოდში (2010 წლის 15 სექტემბრიდან 2011 წლის 15 იანვრამდე) 7 სხდომა ჟურნალისტების გარეშე ჩატარდა. ჯამში 357 მოქალაქის განცხადება განიხილეს, საიდანაც მხოლოდ 29 მათგანი დააკმაყოფილეს.შესწავლილი განცხადების საფუძველზე, კომისიამ დაასკვნა, რომ 93 მოქალაქის საცხოვრებელი ბინა ომის შედეგად მეტ-ნაკლებად დაზიანებულია და სხვადასხვა სამშენებლო მასალებით დახმარება საჭიროებენ, ,,შესაბამისად, ყველა მათგანი შეყვანილია მონაცემთა ბაზაში, რაზედაც განემარტათ და ეცნობათ წერილობით”- იტყობინება კომისიის აღმასრულებელი დირექტორი თემურ ხაჩიური. კომისიამ ასევე გაარკვია, რომ 90 მოქალაქის მოთხოვნა სამშენებლო მასალების გამოყოფის თაობაზე უსაფუძვლოა, რადგან თითოეულ მათგანს ომის შემდგომ პერიოდში საცხოვრებელი ბინების აღდგენა-რეაბილიტაციის მიზნით დახმარება გაეწიათ, – ასკვნის კომისია. კომისიის წევრების მტკიცებით, მათ თავის დროზე მიიღეს გარკვეული სახის სამშენებლო მასალა და აქედან გამომდინარე, დამატებით მოითხოვნის დაკმაყოფილებაზე წერილობითი უარი მიიღეს. რაც შეეხება დანარჩენ 145 მოქალაქეს, მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე კომისიამ უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ მათი ბინები არ არის საომაქი მოქმედებების შედეგად დაზიანებული, რის შესახებაც განემარტათ და ეცნობათ წერილობით. ,,ქართლის ხმამ” ასევე მოიპოვა მონაცემები იმის შესახებ, თუ რით აკმაყოფილებდა გორის მუნიციპალიტეტი ომისგან დაზარალებულ მოქალაქეებს. ეს მასალებია: 1. მეტალოპლასტმასის კარები (ამჟამად 16 ცალი დარჩა) 2. ლურსმანი (დარჩა 810 კგ) 3. ელ. სადენის კაბელი (2560 მ.) 4. ელექტროავტომატი (87 ცალი) 5. ელავტომატის ყუთი (634 ცალი) 6. ელექტრო ჩამრთველი (261 ცალი) 7. ნათურების სამაგრი (250 ცალი) სტატია ქვეყნდება ქართლის ხმასთან თანამშრომლობის ფარგლებში. წყარო: http://www.ireporter.ge/?p=5636 არ არის ახლა ეს ლტოლვილების დაცინვა
  11. საინტერესოა პრემიები თუ დაარიგეს ანდა რამდენი?
  12. ეგაა ზუსტად საინტერესო 60 ლარად რა ჩანთა იყიდა იქნებ მეორედებში ივაჭრა?
  13. მე მესმის თქვენი , მაგრამ ის 60 ლარიანი ჩანთა რა დანიშნულების გამო იყიდეს ბიუჯეტის ხარჯზე?
  14. მე პირადად 60 ლარიანი ჩანთის რაობითა და დანიშნულებით დავინტერესდი
  15. გორის საკრებულოს ხარჯები ნახეთ. საინტერესოა 1810 კალმით რა დაწერეს 2010 წლის მონაცემებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საკანცელარიო ხარჯებს, ავტომანქანების ყიდვა-გასაჩუქრების ფაქტებს და ერთი პირთან მოლაპარაკების ტრადიციას. შესყიდვების გეგმაში აღნიშნულია, რომ 2010 წლის განმავლობაში გორის საკრებულომ 21 565 ლარის საკანცელარიო ხარჯები გაიღო. ამ ნუსხაში შედის 1810 ცალი ლურჯი კალამი, 270 ცალი წითელი კალამი, 300 ცალი შავი კალამი, 450 ცალი ფანქარი და ა.შ. 2010 წლის განმავლობაში გორის საკრებულომ 500 ცალი ნათურა შეიძინა, ხოლო გასათბობად 8 ცალი ელექტროგამათბობელი იყიდა. სულ ელექტროსისტემის შეძენაში 4 200 ლარი გაიხარჯა. საოფისე ინვენტარში შევიდა 3 ცალი კარადა (სულ 600 ლარი), 5 კომპიტერული მაგიდა ( 1000 ლარი); 8 რბილი სავარძელი (1870 ლარი); 7 სამუშაო მაგიდა – 1250 ლარი; 1 ცალი კაბინეტი მაგიდა – კომპლექტი – 750 ლარი; 1 ცალი დივანი – 250 ლარი; 1 ცალი საოფისე სავარძელი – 240 ლარი; 1 ცალი ტელევიზორის მაგიდა – 130 ლარი; 14 ცალი სკამი – 600 ლარი; 1 ცალი ღია კარადა – 450 ლარი; ჯამში სხვა აქსესუარებთან ერთად საოფისე ინვენტარში გაიხარჯა – 7 760 ლარი. კომპიუტერულ ტექნიკაში ჭარბობს კომპიუტერები. 2010 წელს შეიძინეს 6 ცალი კომპიუტერი, ჯამში – 6 500 ლარი; ამას დავუმატოთ ერთი ცალი ნოუთბუქი – 1 300 ლარად. 6 ცალი კომპიუტერის გარდა შეძენილ იქნა ერთი ცალი კომპიუტერი თავისი სრული კომპლექტით, რომელიც 6 500 ლარი დაჯდა. მთლიანობაში კომპიუტერული ტექნიკის შეძენა საკრებულოს – 17 160 ლარი დაუჯდა. ახლა მივყვეთ სხვა ტექნიკას. შეიძინეს 12 ცალი ტელეფონის აპარატი – 300 ლარად. 12 ცალი გამომთვლელი მანქანა – 168 ლარად. კომფორტაბელური თვითმმართველობა 1 ცალი მაცივარი – 350 ლარად; 9 ცალი ჰაერის გამაგრილებელი – 360 ლარად; 7 ცალი კონდინციიონერი – 9 550 ლარად; ჭურჭლის სერვიზი ცალკე 200 ლარადაა გაწერილი. რაც შეეხება ტრანსპორტის სათადარიგო ნაწილებს, მთელი წლის განმავლობაში ეს ხარკები – 18 300 ლარით შემოიფარგლა. აღნიშნულ წელს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 3 ცალი ძვირად ღირებული ავტომანქანა შეიძინეს. კერძოდ,. 49 900 ლარად – ,,ლენდ როუვერ”-ი. ხოლო დანარჩენი – მსუბუქი ავტომობილი ,,ლექსუსი” (46 000 ლარად) და ,,ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო” (49 500 ლარად) შს სამხარეო სამმართველოსთვის შეისყიდეს. ჩვენს მიერ მოპოვებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს მოხდა შს შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს 2010 წლის 28 ივნისის მოთხოვნის საფუძველზე. 2010 წელს საკრებულომ 40 880 ლიტრი საწვავი (ევრორეგულარი) გამოიყენა, რომელიც ჯამში 61 320 ლარი დაჯდა. რაც შეეხება ტელევიზორებს, 2010 წლის განმავლობაში 3 პლაზმური ტელევიზორის შეძენა იყო დაგეგმილი. ჯამში შეადგინა 2180 ლარი. აღნიშნულ პერიოდში ზვიად ხმალაძეს სამსახურებრივი ჩანთის შეძენა არ დავიწყებია და ბიუჯეტის ფულით 60 ლარად შეიძინა იგი. სტატია ქვეყნდება ქართლის ხმასთან თანამშრომლობის ფარგლებში. წყარო : http://www.ireporter.ge/?p=5492 ევრორეგულარზე ნაკლებს არ ასხამენ
  16. ამ პოსტში მინდა განვიხილო ის თამაშები, რომელთაც მამაკაცები ვთამაშობთ ქალებთან ურთიერთობისას. უხშირეს შემთხვევაში ამ თამაშებს, სუსტი, უნებისყოფო მამაკაცები თამაშობენ. ამა თუ იმ დოზით ყველა თამაშის მიზანი და მოტივი არის პასუხისმგებლობის თავიდან არიდება და საკუთარი უძლურების გამართლება. ხშირად ამ თამაშებს თავად ქალებიც უწყობენ ხელს. მაგალითად იმგვარი თამაშებით მათი მხრიდან, როგორიცაა “მე მხოლოდ შენი დახმარება მსურდა” ან “დედა ტერეზა” (ეს უკანასკნელი უფრო ცხოვრებისეული სცენარია ვიდრე თამაში). მაშ ასე, განვიხილოთ რამდენიმე თამაში, რომელთაც მამაკაცები თამაშობენ. “შეხედე რა ვქენი შენი გულისთვის!…” ეს თამაში შეიძლება გახდეს განქორწინების ან ურთიერთობის დასრულების მიზეზი. თამაშის სიუჟეტი შემდეგია: ქმარი თავის საქმითაა დაკავებული. ამ დროს ოთახში შემოდის ცოლი ან ბავშვი, იმის საკითხავად თუ სად დევს, ვთქვათ, ასანთი. შედეგად კაცს ხელიდან უვარდება ფუნჯი, უსხლტება დანა და იჭრის ხელს, არასწორ კლავიშს ურტყამს საბეჭდ მამქანაზე (გააჩნია რა საქმითაა დაკავებული). ის გაბრაზებულია და ყვირის: “შეხედე რა ვქენი შენი გულისთვის!” ამ თამაშის სხვადასხვა ვარიანტი არსებობს. ისინი ერთმანეთისგან ემოციური დაძაბულობის ინტენსივობითა და შედეგების სავალალოობით განსხვავდებიან. უკანასკნელ სტადიაში საქმე გვაქვს პარანოიდულ პიროვნებასთან, რომელიც ყველაფერში სხვებს ადანაშაულებს და მათდამი შურისძიების ჟინითაა ანთებული. ასევე შესაძლებელია ამ თამაშის შემდეგი სახეცვლილება: ცოლი საკუთარ თავზე იღებს ოჯახის ფინანსური საკითხების მოვარებას რათგან ქმარი “მოუკოჭლებს არითმეტიკაში.” ქმარი ამას სიამოვნებით თანხმდება., მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ აღმოჩენს რომ ცოლს ჩვეულებრივზე გაცილებით მეტი დაუხარჯავს, რაც ოჯახურ უთანხმოებას იწვევს. მაგრამ სინამდვილეში მამაკაცს მთლიანად ამ თამაშის განმავლობაში სჭირდება რომ ცოლმა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, ჭირდება ვიღაც ვისაც გადააბრალებს საკუთარ უნიათობას (თუნდაც ფუნჯის გავარდნას ხელიდან). ფსიქოლოგიურად ამ თამაშს საფუძვლად მამაკაცის ქვეცნობიერი შიში უდევს. შიში იმისა, რომ ის არასრულფასოვანად ასრულებს თავის ფუნქციას, რომ შეიძლება რამეში “ჩაიჭრას,” ხოლო შემდეგი აგრესია და წამოძახილი “შეხედე რა ვქენი შენი გულისთვის” მხოლოდ დაცვით მექანიზმს წარმოადგენს თავის გასამართლებლად. სექსუალური კუთხით შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ნაადრევ ეაკულაციას, რასაც მამაკაცი ბუნებრივია კვლავ ქალს გადააბრალებს, სინამდვილეში კი მას საკუთარი სქესობრივი უძლურების ეშინია. ცხოვრებისეული პოზიცია ამ დროს არის “მე არაფერში არ ვარ დამნაშავე.” “ნახე, რამდენს ვცდილობდი” ამ თამაშში სამი კაცი, ორი მეუღლე და მეზობელი, თუ მეგობარი ან თუნდაც ფსიქოთერაპევტი მონაწილეობენ. მამაკაცს ამ დროს განქორწინება სურს, მაგრამ ამას პირდაპირ ვერ ეუბნება ცოლს. ქალს კი გულწრფელად სურს ოჯახის შენარჩუნება. ამის გამო ის ფსიქოთერაპევტს ან ვინმე ახლობელს მიმართავს დახმარებისთვის. ქმარი საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, ძალით მიდის ფსიქოთერაპევტთან სეანსზე. ის ძალზე კონსტრუქტიული და თავშეკავებულია, ყველაფერს ასრულებს რასაც ფსიქოთერაპევტი ეუბნება, ყველაფერზე თავს უქნევს მას და საერთოდ ისე იქცევა, თითქოს ვერც კი ხვდება რაშია პრობლემა – რახან ცოლმა მოიყვანა ესე იგი თავად მას აქვს პრობლემა. გარკვეული ხნის შემდეგ ქმარი წყვეტს ვიზიტებს ფსიქოთერაპევტთან, ვთქვათ, ძმაკაცებთან სათევზაოდ წასვლის მიზნით. შემდგომში მას შეუძლია დამშვიდებით უთხრას ახლობლებს ან ცოლს: “მე ისე ვცდილობდი, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა.” სინამდვილეში მას არც უნდოდა რომ რაიმე გამოსულიყო და თავისი ქმედებით ის ყველანაირად ამტკიცებდა ამას. თამაშის ფარული მიზანია პასუხისმგებლობის გადაბარება სხვაზე. ამ შემთხვევაში ცოლსა და ფსიქოთერაპევტზე. ქართულ რეალობაში ვხვდებით ამ თამაშის სახეცვლილ ფორმას. კერძოდ თამაშს “მე შენი ღირსი არ ვარ.” მე და ჩემ კოლეგებს ხშირად გვქონია ამ თამაშზე დაკვირვების საშუალება. ის შემდეგში მდგომარეობს: მამაკაცს დიდი ხანია მობეზრდა მოცემული ურთიერთობა ან რაღაცის გამო არ აწყობს იგი. იმის მაგივრად რომ ეს პირდაპირ უთხრას ქალს და მათ ერთად იპოვონ გამოსავალი მდგომარეობიდან, კაცი იწყებს უცნაურ ქცევას – იკარგება, არ ეკონტაქტება ქალს, იგონებს საამისოდ სხვადასხვა მიზეზს. ხშირად ძმაკაცების გარემოცვაში მისგან შეგიძლიათ მოისმინოთ ფრაზა “:აუ დავიღალე რა..” ან “გული გამიწყალა ამ გოგომ…” ბოლოს და ბოლოს როდესაც ქალი ხვდება, რომ “რაღაცაშია საქმე” და დაჟინებით ითხოვს ახსნას, კაცი ეუბნება “იცი, მე შენ ძალიან მიყვარხარ, მაგრამ მე შენი ღირსი ვერასდროს გავხდები, იმედი მაქვს ღირსეულ მამაკაცს იპოვნი და ბედნიერი იქნები მასთან.” ამ ყველაფრის მიზეზი გახლავთ ის რომ 1) კაცი ხედავს რომ ვერ დაამყარებს სექსუაკლურ, “გასართობ” ურთიერთობას ქალთან, ხოლო სერიოზულ ურთიერთობისთვის და ოჯახის შექმნისთვის ის ჯერ არაა მზად. 2) მეორე ვარიანტს ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ქალი თამაშობს “გამოცდას” ხოლო სასოწარკვეთილ მამაკაცს მართლაც ჰგონია რომ ის არაა ამ ქალის ღირსი. ორივე შემთხვევაში ადგილი აქვს მამაკაცის მხრიდან არასრულფასოვნების განცდას, რაც ურთიერთობის დასრულების მიზეზი ხდება. ალკოჰოლიკი ეს ერთერთი კლასიკური თამაშია. მასში სამი მონაწილეა: მსხვერპლი (ალკოჰოლიკი ან ნარკომანი ქმარი), მოძალადე (ცოლი ან დედა) და მხსნელი (მეგობარი, ახლობელი, ფსიქოთერაპევტი, ექიმი). სიუჟეტი შემდეგნაირად ვითარდება: მამაკაცი, რომელიც მსხვერპლის როლს თამაშობს, ალკოჰოლიკი ან ნარკომანია. ის პერიოდულად სვამს ან მოიხმარს სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს. ამ დროს ის საშინლად იქცევა, ზედაპირზე მისი პიროვნების ყველა ჩრდილოვანი მხარე ამოდის ერთდროულად: აგრესია, სექსუალური გადახრები, სხვა ცხოველური ინსტიქტები, სიცრუე და სხვა. ბუნებრივია რომ ამგვარი საქციელი აღშფოთებას და გაღიზიანებას იწვევს გარშემომყოფებში, განსაკუთრებით ცოლში ან სიდედრში, რომლებიც ამ შემთხვევაში თავად გამოდიან მოძალადეებად – ისინი საყვედურობენ მამაკაცს, ემუქრებიან, რომ შემდეგ დალევაზე სახლში აღარ შემოუშვებენ და ა.შ. გამოფხიზლებულ მდგომარეობაში კაცს სინანულის გრძნობა იპყრობს და ის “ცდილობს გამოასწოროს” თავისი საქციეკლი, მაგრამ მწარე გამოცდილების მქონე ცოლი აღარ პატიობს მას. შედეგად მას აბსოლუტური მონსტრის იმიჯი ექმნება ქმრის თვალში. ის ხელმეორედ ბრუვდება (სვამს, ნარკოტიკს ღებულობს) და კვლავ აღვირახსნილ მდგომარეობაში ბრუინდება სახლში. ამ ისტორიაში არის მესამე მხარეც, რომელთანაც ალკოჰოლიკი საშველად მიდის. ეს შეიძლება იყოს გამყიდველი, რომელიც ნისიად მისცემს არაყს ან მეგობარი, რომელიც ფულს მისცემს ღვინისთვის და თან ანუგეშებს და მოისმენს ალკოჰოლიკის წუწუნს ცხოვრების უსამართლობის შესახებ. შესაძლებელია ეს იყოს ფსიქოთერაპევტიც ან ექიმი ნარკოლოგი, რომლებიც მკურნალობენ მას. თუ ალკოჰოლიკი ვერ ღებულობს შესაფერის მხარდაჭერას მხსნელთან, ის შესაძლოა გადავიდეს მუქარაზე. თამაშის ფარული მესიჯია: “ნახეთ რა საცოდავი და უძლური ვარ! შემიცოოდეთ და შემიფარეთ! ჩემი უახლოესი ადამიანები – ოჯახის წევრები – ნამდვილი მონსტრები არიან. დამიცავით მათგან!” ამ თამაშს ძირითადად “დედიკოს ბიჭები” თამაშობენ, ისინი ვისაც დესპოტი დედები ყავ(და)თ და მიჩვეულნი არიან ქალის მხრიდან აგრესიულ, დამმორჩილებელ მოპყრობას. შედეგად ისინი ყველა ქალისგან გაუცნობიერებლად იმავეს მოითხოვენ. “ალკოჰოლიკი” ძალიან კარგად შეეხემება ქალის მხრიდან თამაშ “დედა თერეზა”–ს. ამგვარი წყვილი “სრულ ჰარმონიაშია” ერთმანართთან. აქ შესაძლოა თავად ცოლმაც ითამაშოს მხსნელის როლი. მას ძალზე ეცოდება უიღბლო ქმარი, რომელსაც “არ გაუმართლა ცხოვრებაში.” მისთვის ის ყველაფერს გააკეთებს. მანამ სანამ არ აღმოაჩენს, რომ ყველაფერი ეს პრინციპში ბლეფია. “უფლისწული” ბოლოს მინდა შემოგთავაზოთ ცხოვრებისეული სცენარი “უფლისწული.” ამ სცენარს ირჩევენ ის მამაკაცები რომლებიც “ქალის ხსნისა და გადარჩენის” ჟინით არიან შეპყრობილნი. როგორც წესი ამგვარ მამაკაცებს დიდი თანაგრძნობა აქვთ დედის მიმართ, რომელსაც ასევე არ გაუმართლა პირად ცხოვრებაში. ამიტომ ისინი ცდილობენ სხვა ქალები გააბედნიერონ და “არასდროს არ მოექცნენ ცოლს ისე როგორც მამა ექცეოდა დედას.” ესეთი მამაკაცები შესაშური სიზუსტით საზღვრავენ და ურთიერთობას იჭერენ პრობლემის მქონე ქალებთან. იმათთან, ვისაც დედის მსგავასად არ გაუმართლათ პირად ცხოვრებაში. შინაგანი თუ გარეგანი მიზეზებით. ამ თამაშის/სცენარის მიმდევარი მამაკაცები გარკვეულ ეტაპზე ხვდებიან რომ “რაღაც ისე არაა” და იწყებენ წუწუნს იმასთან დაკავშირებით რომ არ უმართლებთ, ქალებს არ ესმით მათი. სინამდვილეში კი თავად არიან საკუთარი “უიღბლობის” სათავე. მათ ემოციურად ყველაზე მეტად ხომ უბედური ქალები იზიდავთ. ქალები, რომლებთანაც არც ერთი საღ გონებაზე მყოფი კაცი არ დაიჭერდა საქმეს. “უფლისწულის” ქალურ ანალოგად შესაძლოა “დედა ტერეზა” დავასახელლოთ. აქაც ქალი ისწრაფვის “გადაარჩინოს” ან “გასმოასწოროს” მამაკაცი, მაგრამ შედეგად იღებს მხოლოდ უმადურ ნარკომანებსა და ალკოჰოლიკებს. ეს სცენარი აგრეთვე ეხმიანება სცენარ “მძინარე მზეთუნახავს,” სადაც ქალი მოელის “თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს,” რომელიც იხსნის მას ბოროტისაგან. წყარო: http://www.ireporter.ge/?p=5251
  17. მე ვერაფერს გეტყვით მაშინ კარგი იქნება ბატონი ბადრი შემოვა ალბათ და თავად გაგცემთ პასუხს ჩვენ კი ვცეთ პატივი მის განსხვავებულ მოსაზრებას ჩემის მოკრძალებული აზრით კი არის რაღაც ამ ძეგლში არა მხოლოდ რეჟიმის მიმართ შეუგუებლობა არამედ ამბოხისადმი მოწოდებაც და ეს ცოტა ვერ გავიგე
  18. გორში სტალინის ძეგლის ადგილას ხომ აპირებენ დადგან რაღაც ძეგლი გამარჯვებულიც გამოავლინეს უკვე გუშინ იყო სიუჟეტი და აღშფოთდა ჩოხოსანთა საზოგადოება
  19. ორში, ქართული მენტალიტეტისათვის მიუღებელი ძეგლის დადგმას აპირებენ: ამას მშვიდად შეხვდნენ ”ქართული ინტელიგენციის” წარმომადგენლები მწერლების, მხატვრების, მოქანდაკეების, კომპოზიტორების, მეცნიერების, ხელოვნების მუშაკების სახით. ასევე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ”ქრისტიან – დემოკრატებით” (თარგამაძე) დაწყებული და ”ეროვნული ფორუმით” თუ ”ეროვნულ დემოკრატიული პარტიით” დამთავრებულები. ყველა ეს, ქართული საზოგადოების ხალხის თვალწინ მოტივტივე (ბევრი რამ ტივტივებს და არ იძირება) ”ბნელიტა” თავისი კერძო თუ პროფესიონალური სარფის ძებნითაა დაკავებული და ის კი ავიწყდებათ, რომ მხოლოდ ამ ქვეყანაში ეძლევათ და მხოლოდ ეს ხალხი აძლევთ მათ საშუალებას იყვნენ იმად, რანიც არიან. განა ”ცხენიანი კაცის”, ბათუმის ”სიყვარულის სიმბოლოს” და სხვა მრავალი, ერის შეურაცხმყოფელი ძეგლის შემდეგ, ასეთი, კიდევ ერთი სკულპტურა ხალხის სულში ჩაფურთხება არაა? ცალკე ხალხის თუ ცალკე მწერლების, მოქანდაკეების, პოლიტიკური პარტიების, რომელთაც სახელად ქრისტიანული ან ეროვნული ჰქვია, ინტერესებში შედის ასეთი აბუჩად აგდება ეროვნული ტრადიციების და მენტალიტეტის? ნუთუ ზემოთ დასახელებულ ადამიანების კატეგორიას არ ესმით, რომ ეს ქანდაკება ქართველ ხალხს ეუბნება: თქვენ არავინ არაფერს გეკითხებათ, რასაც გვინდა იმას გიზამთ, რადგან თქვენ არამც თუ დამცველი, არამედ ხმის ამომღებიც არავინ გყავთო? ამის მერე ვიღას უკვირს ხალხის ნიჰილიზმი? ამ ნაწერს ჩემს გარდა ძალიან ცოტა ადამიანი წაიკითხავს, მაგრამ ვისადმიცაა მიმართული ეს წერილი მე მინდა გითხრათ: თქვენ მე მეზიზღებით (დარწმუნებული ვარ ამ საკითხში ბევრი დამეთანხმება). ავტორი ბადრი წიქორაძე ჩოხოსბები :TAT: წყარო: http://www.ireporter.ge/?p=5137
  20. ეს ძალიან საინტერესო წერილი ფრანგული გაზეთი « Le Figaro»-ს 2009 წლის 29 ოქტომბრის ნომრის ლიტერატურულ დამატებაში (Figaro litteraire) გამოაქვეყნა მკვლევარმა astrid de larminat-მა. ( ოდნავ შემოკლებული თარგმანი ეკუთვნის გიორგი მარჯანიშვილს) ოსკარ უალდი კათოლიკე ? დენდიზმის კერპი,დადგენილი წესრიგის ავარა, , დაუფარავად ჰომოსექსუალი, თავის დროზე გარყვნილი, მოხიბლულ მოჯადოებული დეკადენტიზმით, რომელმაც სითამამე აქცია ხელოვნებად და მორალად …კათოლიკე იყო ? თავზარდამცემია ! ივლისში ვატიკანის ოფიციალურმა გამოცემა «Oსსერვატორე რომანომ» გამოაქვეყნა წერილი «დორიან გრეის პორტრეტის» ავტორის კათოლიკობის შესახებ და ანგლო-საქსურმა პრესამ ხელიდან არ გაუშვა ირონიული შენიშვნების გამოთქმის შესაძლებლობა. ოსკარ უაილდის ზნე-ჩვეულებები ხომ სრულებით ეწინააღმდეგებოდა ვატკანის მიერ ნაქადაგებ მორალს. საფრანგეთში კამათი განაახლა ერთი კათოლიკე გამომცემელის მიერ ოსკარ უაილდის «ეგოისტი გიგანტის» გამოცემამ. ეს თხზულება წარმოდგენილია «3-8 წლის ბავშვებისთვის განკუთვნილ სახარებისეულ და პოეტურ ზღაპრად». რას ამბობდა « Osservatore roman»? იტალიაში გამოცემულ ერთ ესე-ზე ( Pაოლო Gულისანო-ს «Iლ რიტტრატტო დი Oსცარ ჭილდე») ლაპარაკისას წერილის ავტორი აცხადებს რომ « თავისი ნაწერის სიმსუბუქის, ფუქსავატობის და ცინიზმის ნიღბის უკან ოსკარ უაილდი მალავდა სიცოცხლის იდუმალი ღირებულების ძლიერ განცდას»: რომ ის ყოველთვის ეძებდა ღმერთს,რომ « ის სავსებით მორწმუნე გახდა ციხეში ყოფნის დრამატული გამოცდილების მიღების შემდეგ რათა თავისი ადამიანური გზის ბოლომდე მისულიყო კათოლიკურ ეკლესიასთან ზიარებისას». ფილოსოფოსმა,ესთეტიკის სპეციალისტმა სალვატორ შიფერმა გაზაფხულზე გამოაქვეყნა ოსკარ უაილდის ბიოგრაფიული ესე რომელიც მნიშვნელოვან ელემენტებს იძლევა ამ საკითხის თაობაზე. იქიდან ვიგებთ რომ 1854 წელს რლანდიელ პროტესტანტთა ოჯახში დაბადებულმა მომავალმა ლიბერტანმა კათოლიკურ ეკლესიასთან «ფლირტი» დაიწყო 18 წლის ასაკში. დუბლინში სწავლისას ის შეხვდა გაკათოლიკებულ ( ყოფილ ანგლიკან) კარდინალ ჯონ ჰენრი ნიუმენს. კარდინალის ღრმად ინტელექტუალურმა ნაშრომებმა მოხიბლა ახალგაზრდა და აღშფოთებულმა მამამისმა ის სასწავლად გააგზავნა ინტელექტუალური ანგიკანიზმის ბასტიონ ოქსფორდში. სწორედ ოქსფორდში გაჩნდება საზოგადოების ვარსკვლავი, ფრჩხილების წვერებამდე ესთეტი უაილდი. სწორედ იქ ალესავს ის თავის საშიშ სულს. ამავე დროს ის მოხიბლულ-მოჯადოებულია რესკინის სულიერი სტოიციზმით და მისი სტუდენტური ოთახი მორთულია რომის პაპის ფოტოებით და ქალწული მარიამის,ღვთისმშობლის ქანდაკებით !დანიელ სალვატორ შიფერის თანახმად «უაილდს უკვე იზიდავდა კათოლიკური რიტუალის დიდებულება;თუმცა მისი სულიერი დამოუკიდებლობა ბუნებრივ გაუბედაობასთან ერთად ხელს უშლიდა მის ფორმალურად,აშკარად გაკათოლიკებას.». უაილდის ახალგაზრდული ლექსები მოწმობენ შინაგან კონფლიქტზე ქრისტიანულ რწმენასა და წარმართულ კულტურას შორის და ეს კონფლიქტი უაილდის სიკვდილამდე გაგრძელდა. 1877 წელს საბერძნეთში და იტალიაში სამოგზაუროდ წასვლამდე უაილდი წერს : « მე ვოცნებობ ახალ ეკლესიაში წმინდა საიდუმლოს ჭვრეტაზე და შემდეგ სულიერი სიმშვიდისა და მშვიდობის განცდაზე. მიუხედავად ამისა მე ვცვლი იდეას ისევე როგორც ვსუნთქავ და როგორც არასდროს იმედგაცრუებული ვარ ჩემი საკუთარი თავით. მე რომ ვიმედოვნებდე რომ ეკლესია შესძლებდა ჩემში რაღაც სერიოზულის და წმინდას გაღვიძებას მე ეკლესიური გავხდებოდი…რომში წასვლა იქნებოდა ჩემი ორი დიდი ღმერთის, « ფულისა» და «ამბი-ციის» მსხვერპლად გაღება». რომში უაილდი ითხოვს კერძო აუდიენციას რომის პაპთან. პიუს IX უაილდს სთხოვს « სიცოცხლეში მისი მოგზაურობის დამთავრებას და ღმერთის ქალაქთან შეერთებას». შეძრულმა უაილდმა დაწერა რომის პაპის ღვთაებრივი ავტორიტეტისადმი მიძღვნილი ჰიმნი « Uრბის საცრა Aეტერნა». მოგვიანებით ის იტყვის : « მე არა ვარ კათოლიკე, მე ვარ თავგამოდებული პაპისტი»… და აგრეთვე : « კათოკიკობა არის მხოლოდ წმინდანებისთვის და ცოდვილებისთვის. პატივსაცემი ადამიანიებისთვის საკმარისია ანგლიკანიზმი». რელიგიური ლექსები 1888 წელს, როდესაც უაილდი აქვეყნებს ზღაპრების კრებულს სადაცაა ქრისტეს ღია ხსენებით დამთავრებული « ეგოისტი გიგანტი»,ოსკარ უაილდი დაოჯახებულია,ყურადღებიანი და მოსიყვარულე მამაა,მაგრამ ის სულაც არაა პატარა წმინდანი: ის იმდენად გარყვნილია რომ თავის საყვარელ ყმაწვილებს ის წარუდგენს თავის ვერაფრის დამნახველ მეუღლეს. დანარჩენი ცნობილია ,ლიტერატურული წარმატებები,პატივი,სიმდიდრე;შემდეგ სკანდალი, მისი ახალგაზრდა საყვარელის მამის,ლორდ ალფრედის მიერ დაწყებული სასამართლო, ზნე-ჩვეულებების შეურაცხყოფისთვის ორი წლის იძულებითი სამუშოების მისჯა,ფიზიკური და სოციალური დაცემა.მისი მწერლური ნიჭის დამფასებელი დეპუტატის საგანგებო დახმარებით უაილდს მისცეს ზოგი წიგნის თხოვნის უფლება. ის ასე ჩაეფლობა წმინდა ავგუსტინეს «აღსარებებში», პასკალის «აზრებში», « ღვთაებრივ კომედიაში», რენანის « იესოს ბიოგრაფიაში», წმინდა ფრანჩესკო ასიზელის ბიოგრაფიაში. სწორედ ციხეში დაწერს ოსკარ უაილდი თავის ბოლო თხზულებებს , მისტციზმით გამსჭვალულ « რედნგის ციხის ბალადას» და « Dე პროფუნდის»-ს, რომელსაც სალვატორ შიფერი თვლის უაილდის შედევრად და მის სულიერ ანდერძად. ის მასში ხედავს «ყველაზე შთამბეჭდავ რელიგიურ მოქცევას». განთავისუფლების დღეს, უაილდმა, რომელმაც მაშინვე აღიდგინა სწრაფვა ელეგანტურობისკენ და თამამი მანერები, მისწერა ერთ კათოლიკურ მონასტერს და ითხოვა მასში 6 თვით თავის შეფარება. უარის მიღების შემდეგ უაილდმა თავი შეაფარა საფრანგეთს. საფრანგეთში მან ძალიან მალე დაივიწყა რომ გადაწყვეტილი ჰქონდა ახალი ცხოვრებით ცხოვრება.სამი თვის წინ უაილდმა თავისი ყოფილი საყვარელის შესახებ დაწერა რომ « მასთან ყოფნა იქნებოდა დაბრუნება ჯოჯოხეთში რომლიდანაც თავი ბოლოს და ბოლოს განთავსუფლებული მგონია». მაგრამ ამის მიუხედავად უაილდმა განაახლა ურთიერთობა. ესაა დასასრულის დასაწყისი. დასაწყისი დაცემისა რომელიც დასრულდება პარიზის ერთი საზიზღარი სასტუმროს ოთახში სადაც საშინელი აგონიის შემდეგ ოსკარ უაილდი გარდაიცვლება 1900 წლის 30 ნოემბერს… მისი გარდაცვალების წინ,როდესაც უაილდს აღარ ძალუძს ლაპარაკი, მაგრამ ჯერ არ დაუკარგავს ცნობიერება, მისმა მეგობარმა როსსმა,მისმა პირველმა და ყველაზე ერთგულმა საყვარელმა იპოვა კათოლიკე მღვდელი მისთვის უკანასკნელ საიდუმლოთა ჩასატარებლად. სწორედ, ასე, ბოლო წუთს მოინათლა ოსკარ უაილდი, სწორედ ასე, ბოლო წუთს მიიღო მან ცოდვათა შენდობა. მაგრამ რა გულწრფელი და ღრმაც არ უნდა ყოფილიყო მისი წადილი, უაილდს მეტისმეტად სუსტი ნებისყოფა ჰქონდა და მას არ ძალუძდა ცხოვრება მისი შინაგანი მოთხოვნების შესაბამისად. მას არ ჰქონია მისი თანამედროვე, დაუმორჩილებელი და ცნობილი გარყვნილი შარლ ფუკოს ბედი.შარლ ფუკო მოქცევის შემდეგ მთლიანად მიეცა თმერთს. სული და გული ოსკარ უაილდს ეზიდებოდნენ სულიერი დიდებისაკენ, მაგრამ ხორცი მასში ეწინააღმდეგებოდა მარადიულის მოწოდებას. ოსკარ უაილდმა ვერ ივცოვრა ერთგულ კათოლიკედ, მაგრამ მაშინ როდესაც მას უღალატა მისმა სხეულმა,მან ღმერთს მიაბარა თავისი სული». წყარო: http://www.ireporter.ge/?p=5134 ოსკარას საფლავის სურათს ვერ ვდებ
×
×
  • შექმენი...