Jump to content
Planeta.Ge

დაჩი

პლანეტელი
  • პოსტები

    554
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    6

ყველა პოსტი დაჩი

  1. http://s005.radikal.ru/i212/1110/a0/76e2d4a0cb8c.jpgლატავრა ფოჩიანი - "მე ვადანაშაულებ“ ძალადობა, მუქარა, დაშინება "ერთგულად ვმონაწილეობდი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების მხარდამჭერ, სისხლიანი ხუნტის საწინააღმდეგო, მშვიდობიან, ხალხმრავალ საპროტესტო გამოსვლებში. ეს იყო და არს ჩემი, როგორც ქართველის, მოქალაქის, ამომრჩევლის შეგნებული ქმედება მიმართული ძალადობის, კანონის უხეში დარღვევის წინააღმდეგ. შეკრება-გამოსვლებში მონაწილეობას არ ვერიდებოდი მაშინაც კი, როდესაც უდანაშაულო მოქალაქეებს ტყვიებით უმასპინძლდებოდნენ. 1922 წლის 7 მარტის შემდეგ, ზუსტად თარიღს ვერ ვიხსენებ, ღამის საათებში საშინელი ხმაურით ავტომატიანმა პირებმა შემოამტვრიეს სახლის სადარბაზოს კარი და გვაუწყეს, რომ ქალაქის კომენდატურიდან (კომენდანტი გია ყარყარაშვილი) იყვნენ. ვიცოდი რა, სამართლებრივი ეროვნული ხელისუფლების მომხრეთა დარბევა - დაპატიმრებები ღამის საათებში დიდი ხნის დაწყებული იყო, მოვახერხე დამალვა. ამ დღემდე და მის შემდეგაც, ჩემი ოჯახის მიმართ მიმდინარეობდა სატელეფონო ძალადობა, მუქარა, დაშინება... მპირდებოდნენ, რომ თუ კვლავ მივიღებდი მონაწილეობას ეროვნული ხელისუფლების მხარდამჭერ შეკრება-მსვლელობებში, გადამიწვავდნენ სახლს, ცოცხლედ გამატყავებდნენ მოხუცი მამის თვალწინ და ა.შ. მიუხედავად საშიშროებისა, წინააღმდეგობის შეკრება-მსვლელობებში კვლავ ვღებულობდი მონაწილეობას. ამიტომ ჯალათებმა ძალადობის სხვა საშუალებებს მიმართეს. ჩემს 82 წლის მამას საგარეჯოში, საკუთარ სახლში მიუვარდნენ ავტომატიანები, ხელბორკილები დაადეს ჩემს ბიძაშვილს რობინზონ ფოჩიანს, ნათესავს ნინა კვირიკაშვილს და მთელი სახლი, იარაღის ძებნის მომიზეზებით უნებართვოდ გაჩხრიკეს. რამდენიმე დღის შემდეგ, ღამის 10 საათზე მეორედ მიადგნენ მამაჩემის სახლს, რომელიც შიგნიდან (მოსალოდნელი თავდასხმის მოლოდინში, მამას) საგულდაგულოდ ჰქონდა ჩარაზული. ავტომატიანებმა კარები შეამტვრიეს, სახლში შეცვივდნენ და სროლა ატეხეს. ტყვია მამაჩემს ასცდა და მოხვდა იქვე მდგომ ნინა კვირიკაშვილს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ასე დაუნდობლად მებრძოდა ძალადობით მოსული ხელისუფლება ჩემი მრწამსის გამო". ლატავრა ფოჩიანი - წიგნიდან "მე ვადანაშაულებ“ *** გარდაიცვალა ქართული ცეკვის დედოფალი, საქართველოს სახალხო არტისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ლატავრა ფოჩიანი. "ჯეონიუსი" გთავაზობთ ლატავრა ფოჩიანის ავტობიოგრაფიულ წერილს, რომელიც რამდენიმე წლის წინ დასტამბულ წიგნში გამოქვეყნდა. დაიბადა 1939 წლის 16 ივლისს ლენტეხის რაიონის სოფელ ლექსურაში. 1957 წელს თბილისის პირველი საშუალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე. 1978 წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიტატის ხარისხი. ლატავრა ფოჩიანი ქართული ცეკვის ხელოვნებას პირველად ეზიარა 7 წლის ასაკში. 1956 წლიდან 1961 წლამდე იყო თვითმომქმედი გუნდის წამყვანი მოცეკვავეა. ხსენებულ გუნდთან ერთად მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ახალგაზრდობისა და სტუდენტთა (მოსკოვი, 1957 წ.) და ვენის (1959 წ.) მე-6 და მე-7 საერთაშორისო ზეიმებში და საყოველთაო მოწონება დაიმსახურა ამ ზეიმების გამარჯვებულის წოდება, ვერცხლის და ოქროს მედლები და პირველი ხარისხის აღიარება-მოწმობით. 1965 წლიდან 1982 წლამდე იყო საქართველოს სახელმწიფო დამსახურებული გუნდის წამყვანი მოცეკვავე. შემდგომში ილიკო სუხიშვილის სახელობის ქართულ ხალხურ ცეკვის გუნდში გაიშალა მისი შემოქმედებითი შესაძლებლობანი. შესრულებული აქვს შემდეგი პირადი ცეკვები: "ქართული", "მთიულური", ყარაჩოხული", ნესტან-დარეჯანის ცეკვა ("ქაჯეთის ციხის აღება" შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" მიხედვით), "სიმდი", "აჭარული", "ცეკვა დაირით". აგრეთვე შესრულებული აქვს ქართული ხალხური ცეკვებში არსებული ქალის ყველა ცეკვა. ლატავრა ფოჩიანის პირადი ცეკვა, გადაღებულია ფილმებში: "შეხვედრა მთაში", "ტრიუმფი ლა-სკალაში", "საქართველოს ლეგენდები და სინამდვილე", "ძველი თბილისის მელოდიები", "კორნელი სანაძე", "რუსთაველი-800", "ცეკვავს ლატავრა ფოჩიანი" და სხვა. ლატავრას საცეკვაო სახეები ასახულია სახვით ხელოვნებაში (კორნელი სანაძე - "ცისფერი ლატავრა", "ლატავრა დაირით", ტრიპტიქი - "შოთა რუსთაველი", ესმა ონიანი - "ლატავრა" და სხვა). ქართული ხალხური ცეკვის ხელოვნების განვითარების საქმეში ხანგძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის იგი დაჯილდოებულია საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო მოწმობით (1967), მინიჭებული აქვს საქართველოს სსრ დამსახურებული მოღვაწის (1971 წელი) და საქართველოს სახალხო მოღვაწის (1980 წ.) საპატიო წოდებები.
  2. http://geurasia.org/wp-content/uploads/2011/11/imags89.jpegფაშიზმი მძვინვარებს საქართველოში“გაუპატიურებისა და ცემის შიშით დამაწერინეს აღიარებითი ჩვენება…” (20 ნოემბერი, 2011) “გთხოვთ, არ გაამჟღავნოთ ჩემი ვინაობა საშუალებებთან…” აღიარებითი ჩვენებებისა და საპროცესო გარიგებების აღრიცხვის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ნახევარ საქართველოს ნაღიარები აქვს ყველაფერი, რისი აღიარებაც შეიძლებოდა. მეორე ნახევარს კი გარდა იმისა, რომ ნაღიარები აქვს, ფასდაუდებელი ღვაწლიც აქვს გაწეული ნაც-პროკურატურისადმი, რასაც “მაღალი ხარისხით თანამშრომლობას” ეძახიან. ასე მაგალითად, უზენაესი ნაც-სასამართლოს სრულიად მონაცემების მიხედვით, 2010 წელს, განხილული 16 641 საქმიდან 13 345 ე.წ."საპროცესო შეთანხმებით" დასრულდა. რამდენი გამამართლებელი განაჩენია გამოტანილი, იცით? 7 _ შვიდი ცალი! სულ რაღაც 0,2%. 2011 წლის აღრიცხვა, ალბათ რეკორდს მოხსნის. დღეში 4-5 ე.წ. საპროცესო გარიგებას თუ დადებენ (ფოტორეპორტიორების საქმისა არ იყოს) და ამდენსავე აღიარებით ჩვენებას მიიღებენ, ამ წლის ბოლომდე ყველას რაღაც გვექნება ნაღიარები. დიდი საქმე, ამდენმა აღიარებამ ევროკომისარიც თუ გადარია. წავიდა ის დრო, ნაც- ხელისუფლებას საერთაშორისო უწყებების აზრი და ანგარიშები რომ აღელვებდა. არც თომას ჰამერბერგის ანგარიში ჩაუთვლიათ ანგარიშგასაწევად. ნაც-ხელისუფლების პატიმრებს არავის თანადგომის იმედი არ ჰქონდათ, მაგრამ ამხილეს მთელი ჯალათი ნაც- ხელისუფლება. ამხილეს საკუთარი ღირსების შელახვის, ზოგჯერ სიცოცხლის ფასადაც კი. ამ აღიარებითი ჩვენებების ამბავი, ალბათ კიდევ უფრო გახმაურდება, თუმცა ამ ადამიანთათვის, რომლებმაც ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარეს, ევროსაბჭოს ვებ-გვერდზე დადებული დასკვნები დიდი ვერაფერი შეაღავათი იქნება. მალხაზ არქანიას საქმე _ “ამ დროს, საკანში დამაგდეს იატაკზე, შარვალჩახდილი.. “ გლდანის №8 საპყრობილე. 32 წლის მალხაზ არქანია: “მცემენ, ჩემს დაწერილ ჩვენებას მაჭმევენ და გაუპატიურებით მემუქრებიან, თუ არ ვაღიარებ 2008-2010 წლებში, დასავლეთ საქართველოში მომხდარ აფეთქებებში მონაწილეობას.” ამის შესახებ თავად პატიმარი წერს სახალხო დამცველის რწმუნებულისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში, რომელიც 2011წლის 22 ივნისითაა დათარიღებული. ნაწყვეტები ჩვენებიდან : “2011 წლის 19 მაისს გადმომიყვანეს №8 საპყრობილეში, სადაც ამჟამად ვიმყოფები. №8 საპყრობილეში შემოყვანიდან მეორე დღეს დირექტორის კაბინეტში ამიყვანეს, სადაც დამხვდა მეგის ქარდავა, რომელმაც მითხრა, რომ დამეწერა აღიარებითი ჩვენება ზუგდიდში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით. მე განვუმარტე, რომ აღნიშნულ დანაშაულებთან არანაირი შეხება არ მქონია, რაზეც მან უთხრა ჩემთვის უცნობ ორ პირს, რომ ჩავეყვანე კარანტინში. ჩაყვანის დროს, ისინი მირტყამდნენ. ჩაყვანისას, მათ მიმიყვანეს ერთ-ერთი საკნის კართან და შემახედეს სათვალთვალოში, სადაც დავინახე თუ როგორ აუპატიურებდა მამაკაცი მამაკაცს. თან მეუბნებოდნენ, რომ კარგად მეყურებინა და დამემახსოვრებინა. მეუბნებოდნენ, რომ თუ არ დავწერდი აღიარებით ჩვენებას, იგივეს მიზამდნენ…” მეგის ქარდავა მთელი სამეგრელოს რეგიონში ცნობილია თავისი სისასტიკით და მისი გავლენები ძმებ ახალაიებთან მეგობრობის გამო იმდენად დიდია, რომ როგორც ამბობენ, თვით იქაური გუბერნატორიც კი თითის აწევით ელაპარაკება. მალხაზ არქანიას ჩვენებიდან: “ნაწერი მეგის ქარდავას აუტანეს და ცოტა ხნის მერე მეც ამიყვანეს. რომ შემიყვანეს, მეგის ქარდავა ჩემს ნაწერს კითხულობდა და მითხრა, რომ ეს არ იყო ის ჩვენება, რომელიც მას სჭირდებოდა და მითხრა, რომ შემეჭამა ის ნაწერი. ვინც მეგისს მიჰყვებოდა, მაგან ძალით შემაჭამა ის ქაღალდის ნაწერი. მერე ეუბნება, რომ ისევ ჩავეყვანე ქვემოთ, _ ”მოტყ…., მაგის დედა ვატირე …”. ჩამიყვანეს ქვემოთ, შემაგდეს კარანტინში და კარები დახურეს. ამის შემდეგ იხსენება ტუალეტის კარი და გამოდის ორი ნიღბიანი მამაკაცი. ისინი მეცნენ, რომ ჩამეხადა შარვალი, მაგრამ მე წინააღმდეგობა გავუწიე. ერთი ეუბნება მეორეს – “წესიერად დამიკავე, ეს ნაბიჭვ… უნდა მოვ…”. უცბად, გაიღო “კარმუშკა”, საიდანაც იყურებოდა ორი პირი, ვინც მეგის ქარდავას ახლდა და ამასთან მიღებდნენ სურათს. ამ დროს, საკანში დამაგდეს იატაკზე, შარვალჩახდილი და ერთი მეორეს ეუბნებოდა “ჯერ პირში მივც.. და მოვ…” აღარ გავაგრძელებ, ძალიან მძიმეა საკითხავადაც კი… “გაუპატიურებისა და ცემის შიშით დამაწერინეს მათთვის სასურველი აღიარებითი ჩვენება, მოწმის სახით…” ახსნა-განმარტება დაწერილია ჩემი ხელით, სწორია და ვაწერ ხელს. 22 ივნისი, 2011 წელი, მალხაზ არქანია ლ. ა-ს საქმე _ “არ გაამჟღავნოთ ჩემი ვინაობა მასმედიის საშუალებებთან…” “ვარ მართლმორწმუნე ქრისტიანი და არ ვაპირებ სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებას და არც ჩემი ახლობლები და ოჯახის წევრები არიან კრიმინალები. ახსნა-განმარტება დაწერილია ჩემი ხელით, გადავიკითხე, სწორია, რასაც ვადასტურებ ჩემი ხელმოწერით. აქვე გამოვთქვავ თანხმობას გამოყენებულ იქნას სახალხო დამცველის აპარატის მიერ კონფიდენციალურობის დაცვით. გთხოვთ, არ გაამჟღავნოთ ჩემი ვინაობა მასმედიის საშუალებებთან…” რა თქმა უნდა, პატიმრის ვინაობას არ ვამხელთ, მხოლოდ დეტალებს შემოგთავაზებთ მისი ჩვენებიდან: “პოლიციის ქვეგანყოფილებაში მიყვანისთანავე დამიწყეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. კერძოდ, გამორთეს შუქები და დამიწყეს ცემა. კონკრეტულად, მირტყამდნენ გაშლილ ხელს, ორივე ყურზე ერთდროულად, რაც აუტანლად მტკივნეულია, თუმცა, ძალადობის ფიზიკურ კვალს არ ტოვებს. ამ დროისთვის მეტყობა სისხლნაჟღენთი ჩაქცევა მარცხენა თვალბუდის არეში. გარდა ამისა, ჩალურჯებული მაქვს მარცხენა ბეჭის მიდამო და ღვიძლის მიდამო, მარცხენა წვივი. ამ ჩალურჯებებს თვითონაც არიდებდნენ თავს, მაგრამ ვინაიდან ჩემი ცემა გაგრძელდა 4-5 საათის განმავლობაში, შესაბამისად, ვერ მოახერხეს ვეცემე ისე, რომ კვალი არ დამტყობოდა…” სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიცია დაკავებულისგან აღიარებით ჩვენებას ერთ-ერთ ძებნილზე ითხოვდა. სასურველი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, პირდაპირ განყოფილებიდან გათავისუფლებას პირდებოდნენ. ლ. ა-ს ახსნა-განმარტებიდან: ”უარის გაცხადების შემთხვევაში, დამპირდნენ რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც მაგიდაზე იდო, იყო ჩემი. გარდა ამისა, საქმეები, რომელიც დაკავშირებული იყო აფეთქებებთან და მკვლელობებთან, იქნებოდა ჩემი. აგრეთვე, ვიქნებოდი აღიარებული სამშობლოს მოღალატედ, რაზეც შევთავაზე, რომ მოვეკალი გაქცევის მცდელობისას, რაც მათ პასუხისმგებლობას, მე კი უსაფუძვლო ბრალდებებს ამარიდებდა. ამაზე მიპასუხეს, რომ მე მათ ციხეში ხალხის სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის ვჭირდებოდი. როდესაც დარწმუდნენ, რომ ცემას აზრი არ ჰქონდა, დამიდეს უჩემოდ დაწერილი ჩვენება და მუქარით, რომ ჩემზე განახორციელებდნენ სექსუალურ ძალადობას ხელკეტის გამოყენებით, მაიძულეს ხელი მომეწერა ჩვენებაზე…” 17 ივნისი. 2011 წ. ლ. ა კახაბერ თედლიაშვილის საქმე _ “ყველას გთხოვთ შემინარჩუნოთ სიცოცხლე..” 25 წლის პატიმარი ციხიდან იწერებოდა, როგორ უპირებდნენ მოკვლას და ყველას სთხოვდა, “გიჟი არ ვარ, ვიცი მომკლავენ, ყველას გთხოვთ, შემინარჩუნეთ სიცოცხლეო…” ზუსტად ისე მოკლეს, როგორც თავის წერილებში აღწერდა. კახაბერ თედლიაშვილი: „წელიწადი ხდება ყოველ წამს სიკვდილს მაყურებინებენ თვალებში, ფსიქოლოგიურად შემჭამეს, დავბერდი ამ თვეების განმავლობაში, ჯანმრთელობაც შემერყა და ოჯახიც განადგურებულია ჩემზე ნერვიულობით. აღნიშნული განცხადების დაწერის შემდეგ, გაფიქრებაც არ მინდა რა მოხდება. ზემოაღნიშნულის გახმაურებამ შეიძლება გადამარჩინოს და შეცვალონ გეგმა, ადრე რომ გამეხმაურებინა ყველაფერი, საკანშიც აღარ შემექმნებოდა წინააღმდეგობები. არც გიჟი ვარ და არც მელანდება რამე, რასაც ვწერ ესე ხდება და ყველას გთხოვთ შემინარჩუნოთ სიცოცხლე. ციხის ხელმძღვანელობას აქვს ჩემი მოკვლის პირადი ინტერესი, ჭკუით მაჯობეს და ისე შეიმუშავეს გეგმა, რომ თვითონ სუფთად გამოვიდნენ ყველაფრიდან: „სადაც გინდა გვიჩივლე, ვინც ჩივილით გვემუქრება ერთ ადგილზე გვეხვევაო“. ციხიდან მოწერილი ბოლო წერილი, რომელიც კახა თედლიაშვილის დამცველს, ადგილამდე უნდა მიეტანა, რუსთავის #6 საპყრობილის უფროსისთვის, დავით მარგებაძისთვის იყო განკუთვნილი. ვერ მოასწრო, პატიმართან შეხვედრის შემდეგ, რამდენიმე საათში, კახას მამამ, ბადრი თედლიაშვილმა დაურეკა ადვოკატს და უთხრა, რომ კახა მოკლეს. პატიმრის, აპრილის თვის ჩანაწერები ამ სიტყვებით სრულდება “შეიძლება აღნიშნული წერილით მოვისწრაფე კიდეც სიცოცხლე. მხოლოდ ის მინდა, რომ ჩემი უსაფრთხოების ზომები მკაცრად იქნეს დაცული.” კახაბერ თედლიაშვილი, ციხეში ბინტით ჩამომხრჩვალი იპოვეს… ეს ამბები მხოლოდ ზღვაში წვეთია იმ “ადამიანის უფლებებზე აგებული ნაც-სამართალიდან”, რომლის შესახებაც ევროკომისარი ჰამერბერგი თავის გახმაურებულ დასკვნაში წერდა. თამარ ლეფსვერიძის წერილის მიხედვით
  3. მსოფლიო მმართველები ერაყის, ავღანეთის და ლიბიის დაპყრობის შემდეგ ირანს მიადგნენ 2011 წლის 18 ნოემბერი მსოფლიო მმართველების დაქვემდებარებაში მყოფი მსოფლიო საცნობარო საშუალებები ავრცელებენ ცილისწამებას მსოფლიოში ჯერ კიდევ შემორჩენილი თავისუფალი სახელმწიფოების წინააღმდეგ, რათა ამით მსოფლიო გააბრიყვოს და დასაპყრობი ქვეყნების წინააღმდეგ განაწყოს. შემდეგ მსოფლიო საზოგადოების მხარდაჭერას მოკლებული, მარტოდ დარჩენილი ქვეყანა ადვილი საკბილო ხდება მსოფლიო მმართველებისათვის. ასე გაუსწორდნენ სერბიას, ერაყს, ავღანეთს, ლიბია და მრავალ სხვას. მსოფლიო მმართველებმა დაპყრობის შემდეგ ეს ქვეყნები გაძარცვეს, დაანგრიეს და მათი ბუნებრივი სიმდიდრე ხელში ჩაიგდეს. ამჯერად მსოფლიო საცნობარო საშუალებები დაუმორჩლებელი ირანის სახელმწიფოს სწამებენ ცილს, თითქოს ამ ქვეყნის მიერ ატომური კვლევა და ატომური ელ. სადგურები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას საფრთხეს უქმნის და ეს ცალსახად საომარი მიზნებისათვის კეთდება. ამავდროულად კარგად არის ცნობილი, რომ მასონურ დაქვემდებარებაში მყოფი ამერიკაც და ისრაელიც ატომური საჭურვილის მფლობელები არიან, სხვებს კი ამ საჭურვილის ქონას უკრძალავენ... მასონების დასმული ამერიკის ხელისუფლება ირანს ემუქრება: შეაჩეროს ბირთვული მშენებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკელები ისრაელთან (და არა მარტო ისრაელთან) ერთად ირანზე იერიშშს მიიტანენ. http://s017.radikal.ru/i442/1111/66/a4dc21f40872.jpgისრაელი კი გამალებულად იჭურვება თანამედროვე თავდასხმითი საჭურვილით. ამისათვის ისინი მრავალმილიარდ დოლარიან ხარჯებსაც არ ერიდებიან. მსოფლიო მმართველთა დავალებით, ამერიკის ხელისუფლებამ ირანს ბირთვული განვითარების შეჩერებისთვის დრო 2012 წლის გაზაფხულამდე მისცა. ამის შესახებ ცნობა "Yedioth Ahronoth"-ი ავრცელებს. ისრაელის განზრახვას - დარტყმა მიაყენოს ირანს - ამ ქვეყნის საცნობარო საშუალებები ხშირად აქვეყნებენ. მსოფლიო მმართველთა გამუდმებული მუქარები ირანის მიმართ არ წყდება და იგი ხორციელდება როგორც აშშ-ს და ისრაელიდან, ასევე ინგლისის, საფრანგეთს და გერმანიის მეშვეობით. მასონური დაქვემდებარების სახელმწიფოების მუქარები, ირანზე თავდასხმას გულისხმობს, უკიდურეს შემთხვევაში ირანის ჩაკეტვას გულისხმობს. ისრაელი ირანზე თავდასხმას მოითხოვს,მისი მთავრობის წევრები პირდაპირ იმუქრებიან ირანზე შეტევით. 2010 წლის 6 იანვარს ისრაელის საგარეო საქმეთა თავკაცის მოადგილე დანიელ აიალონმა განაცხადა – "ძლიერი და ბირთვული იარაღით აღჭურვილი ირანი (მასონურ) მსოფლიო წესრიგს გაანადგურებდა" (STRATFOR) მასონურმა ამერიკის ხელისუფლებამ, ჰილარი კლინტონის პირით გააფრთხილა ვენესუელა და ბოლივია, არ ითანამშრომლონ ირანთან. მსოფლიო მმართველებისათვის რთული იქნებოდა ერთმანეთის მხარდამჭერი, თავისუფალი ქვეყნების დაპყრობა. ირანი და ისრაელი – ბირთვული საჭურვილი ირანის სამხრეთში, სპარსეთის ყურის სანავსადგურო ქალაქ ბუშეჰრთან აეს-ის მშენებლობა გერმანული საწარმოების მიერ ირანში 1974 წელს დაიწყო. 1980-იან წლების შუა ხანებში, მასონების მიერ ხელოვნურად წამოწყებული, ირან-ერაყის ომის დროს ირანის მშენებარე აეს-ი რამდენჯერმე დაიბომბა. გერმანელი საწარმოები იძულებული გახადეს, რომ წასულიყვნენ. 1995 წელს კი რუსეთთან დადებული 800 მილიონი დოლარის ღირებულების ხელშეკრულებით მშენებლობა განახლდა. 2011 წელს აეს-მა მუშაობა დაიწყო. 2003 წელს თებერვალში გამოცხადდა, რომ ირანში აღმოჩენილია ურანიუმის საბადო, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა მომავალში აღარ იქნება დამოკიდებული მხოლოდ რუსეთიდან შემოტანილ ბირთვულ საწვავზე. ამან განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია ისრაელში, ვინაიდან ირანის ამჟამინდელი ხელისუფლება არ მალავს თავის უაღრესათ მტრულ დამოკიდებულებას ამ სახელმწიფოს მიმართ. ამერიკის ხელისუფლება მიზანმიმართულად ავრცელებს ცილისწამებას ირანის წინააღმდეგ: თავიდან ამტკიცებდა, რომ ირანს აქვს ბირთვული იარაღის შექმნის გეგმა და ასეთი იარაღი მას 2009 წლამდე ექნებოდა. მაგრამ 2011 წელსაც კი ის შექმნილი არ იყო. http://s017.radikal.ru/i428/1111/b9/aa7e82aa0140.jpgისრაელს 1960-იანი წლებიდან გააჩნია ბირთვული იარაღი, კარგა ხანია აღარ არის საიდუმლო. ისრაელის ბირთვული შეიარაღების ქმედითი ხორცშემსხმელნი 1950-იან წლებში მისი ამჟამინდელი პრეზიდენტი შიმონ პერესი იყო. ისრაელის მთავრობას ღიად არასდროს უღიარებია ბირთვული იარაღის ფლობა, თუმცა 2007 წელს ისრაელის იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ილმერტმა თავისი ერთ-ერთი გამოსვლისას დაადასტურა ეს. ისრაელის გაზეთები კი ხალისით ბეჭდავენ საზღვარგარეთულ საკუთერი ქვეყნის ბირთვული შეიარაღების შესახებ. ებრაელი ჟურნალისტები და პოლიტოლოგები საკმაოდ თავისუფლად მსჯელობენ ისრაელის ბირთვულ ძალაზე. ატომური ენერგიის საერთაშორისო უწყებამ მიმართა ისრაელს- შეუერთდეს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებას, თუმცა მოწოდება დღემდე უპასუხოდ რჩება. ამერიკულ “the washington post”- ის 2002 წლის 15 ივნისის წერილზე დაყრდნობით ისრაელის თითქმის ყველა გაზეთმა პირველ გვერდზე გამოიტანა ცნობა, რომ ისრაელის “დელფინის” ტიპის დიზელისძრავიანი სამი ახალი წყალქვეშა ნავი, რომლებიც მან საჩუქრად მიიღო გერმანიისგან, აღიჭურვა ადგილობრივი წარმოების ფრთოსანი რაკეტებით, რომელთაც ატომური თავაკის ტარება შეუძლიათ. ინდოეთის ოკეანეში წარმატებული გამოცდით დადასტურდა, რომ ამ რაკატებს 1450 კილომეტრზე შეუძლიათ ფრენა. გაზეთების ცნობით, ეს წყალქვეშა ნავები საშუალებას მისცემს ისრაელს მძლავრი დარტყმა მიაყენოს ირანს მისი მოსაზღვრე წ####ბის სიახლოვიდან. ისრაელის საომარი თვითმფრინავებიც შეიძლება აღიჭურვოს ატომური ჭურვით. ბირთვული თავაკის ზიდვა შეუძლია ასევე რაკეტა “ჰარპუნს”, რომლის გაშვებაც შეიძლება წყალზედა ხომალდიდან ან თვითმფრინავიდან, ცნობილია ისიც, რომ ისრაელს აქვს საშუალება საკუთარი წარმოების რაკეტით ორბიტაზე გაიყვანოს დედამიწის ნებისმიერ წერტილში მიღწევადობის მქონე ბალისტიკური რაკეტა. ბოლოთქმა: ისეთი მოძალადე, დამბყრობი როგორიც ამერიკაა, რომელმაც კაცობრიობის წარსულში პირველად გამოიყენა ატომური ჭურვები მშვიდობიანი ქალაქების ხიროსიმა და ნაგასაკის დასაბომბად, რასაც 100 ათასობით მოსახლე შეეწირა, სხვისგან არ უნდა მოითხოვდეს ატომური საჭურვილზე უარის თქმას. ეს უზნეობაა... კაცობრიობისსათვის საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, ყველა სახელმწიფომ უარი თქვას ატომურ საჭურვილზე და მათი დაუყოვნებელი განადგურება დაიწყოს. საზოგადოებამ უნდა იფიქროს ამ გამოსავალზე და ვაიძულოთ მსოფლიო მმართველები უარი თქვან ბირთვულ საჭურვილზე, ისევე როგორც სხვა საყოველთაო განადგურების საჭურვილზე, როგორებიცაა: - ატომური საჭურვილ; - ქიმიური საჭურვილი; - ბიოლოგიური საჭურვილი; - ე.წ." კლიმატური" საჭურვილი; და სხვა.
  4. ერის თავისუფლების გარეშე, ადამიანის უფლებების დაცვა შეუძლებელია! მასონური ჯგუფების საუბარი ადამიანის უფლებებზე არის საზოგადოების გამოთაყვანების მცდელობაა და მთავარი საზრუნავიდან, ქვეყნის (ერის) თავისუფლებიდან, ყურადღების გადატანას ემსახურება. თავად ადამიანის თავისუფლება, ერის თავისუფლების გარეშე არ არსებობს. ამ ეშმაკისეულთა გამუდმებული საუბრები საუბარები ადამიანის უფლებებზე საზოგადოების გათითკაცებასაც ემსახურება. იგი საზოგადოებას შლის ცალკეულ ჯგუფებად, ადამიანებად, რომლებიც მხოლოდ საკუთარი უფლებების, ან უკიდურეს შემთხვევაში ჯგუფური უფლებების დაცვით არიან გართული, ერის უფლებები კი დავიწყებული აქვთ. http://www.toonpool.com/user/1949/files/60_years_of_human_rights_317855.jpg ეშმაკისეულ მასონთა მიერ ერის დაშლა ხდება შემდეგ ჯგუფებად: - ეროვნულ ჯგუფებად, რომლებსაც ეროვნულ უმცირესობებს უწოდებენ; - სარწმუნოებრივ ჯგუფებად, რომლებსაც სარწმუნოებრივ უმცირესობებს არქმევენ; - გაყვნილთა ჯგუფები, მეძავები, მამათმავლები, "ლესბოსელები" და სხვა; - ქალთა უფლებების ე.წ. დამცველები, რომლებიც ოჯახებს შლიან; - ბავშვთა უფლებების ე.წ. დამცველები, რომლებიც მშობლებს საკუთარ ბავშვებს უპირისპირებენ; - ძაღლების, კატების, ფრინველების და სხვათა უფლებების ე.წ. დამცველნი; და ა.შ. უსასრულოდ. საჭიროების შემთხვევაში მასონები ამ ჯგუფებს (მოსყიდვით, გასულელებით) ერს (სახელმწიფოს) უპირისპირებს. ასეთი გათითოკაცებული, ჯგუფებად დაშლილი სახელმწიფოს დაპყრობა, საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევა ძალზედ იოლია. დღევანდელი საქართველო და ქართველი ერი ამის ნათელი მაგალითია.
  5. http://b.pix.ge/m/arsn0.jpgმოთამაშეები საქართველოს საკალათბურთო გუნდ "არმი"-დან "ქართველი" კალათბურთელები http://armiabc.ge/uploads/people/43556sandiatageinsi.jpghttp://armiabc.ge/uploads/people/399889uiliamtomasi.jpghttp://armiabc.ge/uploads/people/701007ioakimkelbomi.jpghttp://armiabc.ge/uploads/people/673811jeremiriCardsoni.jpghttp://armiabc.ge/uploads/people/247457MAMIYA165oa.jpg სანდიატა გეინსი----------უილიამ ტომასი----------იოაკიმ შელბომი-----------ჯერემი რიჩარდსონი----------გილერმო დიაზი ნუთუ ასეთები ვიქნებით მომავალში (თუნდაც 20 წლის შემდეგ) ქართველები?!
  6. გიგა და გიგი, ეშმაკის მორიგი დავალების მოლოდინში. http://a4.sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc6/198834_1949942593358_1386400821_32281878_1660118_n.jpg როდის მოვიხდით ამ სახადს?!
  7. http://s1.ipicture.ru/uploads/20111111/0822Jwyn.gifმასონური ნატოს ფაშისტური გაერთიანება მასონთა სადამსჯელო მახვილმა, "ნატო"-მ გააუპატიურა-ააოხრა დამოუკიდებელი ლიბია NATO's rape of Libya: Never forgive, never forget Stephen Lendman 28.08.2011 http://www.indymedia.org.uk/images/2011/08/483848.jpgნატო ბომბავს ლიბიას NATO's rape of Libya is too ugly for proper words to describe. NATO outdid Orwell on this one, killing truth by calling war the responsibility to protect - by terrorizing, attacking, and slaughtering civilians like psychopathic assassins. As a result, honest historians will redefine barbarism to explain NATO's savagery. The Ugly Truth Nato CIA Libyan War! NATO's ‘pro democracy’ rebels torture small children! ფაშისტურმა ნატომ ევროპაში დაბომბა და გაანადგურა სერბია, ერაყი, ავღანეთი და სხვა ქვეყნები. მასონური ნატოს სიმხეცე, სისასტიკე ყოველგვარ ადამიანურს გასცდა. მათ სისასტიკესა და არაადამიანურობაში გადაასწრეს მასონ-ფაშისტებსა და მასონ-ბოლშევიკებს. ისინი კლავენ, აწამებენ, შეურაცხყოფას აყენებენ ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს, მშვიდობიან მოსახლეობას. ჩვენდა საუბედუროდ, საქართველოს ყველა საცნობარო საშუალება მავნებლურ საქმეს ეწევა, როდესაც ფაშისტური ნატოში საქართველოს გაწევიანებას სანუკვარ მიზნად გვისახავენ. ქართველი ერი დამპყრობ-მოძალადე გაერთიანების წევრი ნებით არასოდეს გახდება, ეს ნატო იქნება თუ სხვა მოძალადე, დამპყრობი.
  8. ეშმაკის მონობის გზაზე ბიბლიაში პირდაპირ გვიწერია, რომ რიცხვი 666 ნიშანია ცრუქრისტესი, ანუ, თანამედროვე მშენებარე "ბაბილონის გოდოლის", მსოფლიო სახელმწიფოს მბრძანებლისა. დღეს თანამედროვე მეცნიერული მიღწევების გამოყენებითა და საერთაშორისო "ტერორიზმთან" ბრძოლის საბაბით იქმნება ზეპოლიციური მსოფლიო სახელმწიფო-საპატიმრო, სადაც თითოეული ადამიანის პირადი ცხოვრება დაკვირვების ქვეშ იქნება. ამგვარი საყოველთაო თვალთვალი-ზედამხედველობის უზრუნველყოფა უკანასკნელი მეცნიერული მიღწევებით შესაძლებელია: მიკროჩიპები (კოდით 666), რომლებიც შეჰყავთ ადამიანის სხეულში (შუბლზე ან მარჯვენა ხელზე). http://infowars.net/pictures/january2006/240106uk_id_card.jpg თუმცა ეს ყოველივე შემდეგი ნაბიჯია. დღეს კი ე.წ. ელექტრო მოწმობების აღებას გვაიძულებენ, რომელშიც ადამიანის ძირითადი მონაცემებია ("ბიომეტრიული") მოთავსებული,. როგორიცა: 1. თითის ანაბეჭდები; 2. თვალების მონაცემები; 2. მონაცემები კბილებზე; 3. სიმაღლე და წონა; 4. სურათი; 5. სხეულის განსაკუთრებული ნიშნები (ნაიარევი, ხალი და მისთ...) 6. პირადი ნომერი (ისევე, როგორც ფაშისტური გერმანია აღრიცხავდა ტყვეებს); მსოფლიო მბრძანებლებისათვის და მათი დაქირავებული ზედამხედველებისათვის (მაგალითად მიშა სააკაშვილი და მისი ნაცსაძმო) თქვენ ხართ მონა, რომელსაც მხოლოდ ნომერი გააჩნია. თქვენ აღარ წარმოადგენთ პიროვნებას. გვმართებს სულიერი სიფხიზლე, რამეთუ მხეცის ნიშნი ნებით არ მივიღოთ. განსაცდელის ჟამი ახლოა. http://www.kvirispalitra.ge/images/stories/2011/31/-------copy-2.jpg"ელექტრო" პირადობის ბარათი "მოქალაქეთა აღრიცხვა სხვა გზითაც არის შესაძლებელი და ჩვენს ქვეყანას ელექტრონული ბარათი არ სჭირდება" - განაცხადა ინგლისის "პრემიერ-მინისტრმა" დევიდ ქემერონმა და თავის ქვეყანაში ID ბარათებზე შემოღებაზე უარი თქვა... საქართველოში კი ელექტრონული ბარათზე შემოღება ბათუმში ტაშფანდურით აღინიშნა საქართველოს დამპყრობმა ნაც-ხელისუფლებამ. ე.წ. "ID ბარათზე" უამრავი მონაცემია დატანილი, მათ შორის - მოქალაქის მისამართი და თუ ადამიანი საცხოვრებელ მისამართს შეიცვლის, მას ბარათის გამოცვლა არ მოუწევს... http://identitetsikring.files.wordpress.com/2010/03/biometrics1.jpg ID ბარათით ნაც-ხელისუფლება მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების საყოველთაო მეთვალყურეობა-შეზღუდვას შეძლებს. "ამ ბარათის შემოღება ადამიანთა მორჩილებისკენ, ანუ ღმერთისგან ბოძებული თავისუფალი პიროვნებიდან რაღაც ჯოგის შემადგენელ ჭანჭიკად გადაქცევისკენ არის მიმართული": - ამ ბარათის საშუალებით -ხელისუფლება ადამიანებს პიროვნულ თავისუფლებას ართმევს და საკუთარ მორჩილებაში გადაჰყავს. ანუ ამ ბარათით ნებისმიერი ადამიანის საყოველთაო თვალთვალი-მართვა შეიძლება. ბარათზე დაგროვილი ნებისმიერი მონაცემი, სხვადასხვა სახით ადამიანზე ზემოქმედების საშუალება ხდება. თუმცა ზედაპირულად თუ შევხედავთ, ეს არის დამატებითი მომსახურება, რაც ადამიანს ცხოვრებას უდვილებს, მაგრამ ეს გაადვილება ე.წ. საბელის დამოკლების ხარჯზე ხდება და ადამიანის პირადი ცხოვრების ჩაურევლობის უფლებებს არღვევს. ეს არის ფარული მეთვალყურეობა, რომლისაგან თავდაცვა შეუძლებელი ხდება... მათ ეცოდინებათ, თქვენი საბანკო ანგარიშები და მგზავრობის დროც კი, ანუ რითი სუნთქავს ადამიანი.
  9. http://rickrozoff.files.wordpress.com/2011/02/6306372.jpg"თუ გინდა ნახოთ ავღანეთგამოვლილი საქართველო, გორის საავადმყოფოში უნდა ჩახვიდეთ" ათი დაღუპული და რამდენიმე ათეული დაჭრილი (დაჭრილების ზუსტ რაოდენობას სააკაშვილის თავდაცვის სამინისტრო არ ახმაურებს), - ასეთია ამ დროისთვის სინამდვილე, რომელიც ავღანეთში ქართველი მეომრების შედეგებს ასახავს. რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო ქართველი ჯარისკაცების ავღანეთის და ერაყის სასაკლაოზე გაგზავნა დამპყრობი ამერიკის მიზნებისათვის, ამაზე საზოგადოებას თავისი მოსაზრება აქვს. http://a6.sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc4/46316_448624649652_54124414652_5075361_4545957_n.jpg "ჩადით გორის ჰოსპიტალში, ჩვენს ბიჭებს უკვე წელია, პროთეზებს ჰპირდებიან და არაფერს უკეთებენ. იქ სანახაობაა, მტერს არ ვუსურვებ" - ასეთი ცნობა გავრცელდა ინტერნეტში... ერთი კვირის წინ გორის სავადმყოფოში შესვლა მოვახერხე. კითხვა-კითხვით მივაგენი ავღანეთში დაჭრილი ბიჭების პალატებს და ერთ-ერთის კარზე დავაკაკუნე. ოთახში 32-ე ბატალიონის მსუბუქი ქვეითი ასეულის მეთაური კაპიტანი ალუდა სეთურიძე დამხვდა. საბრძოლო შემოვლისას ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქდა. ფეხების გარდა, ნაღმმა ორივე ხელზე შვიდი თითიც წააცალა. 30 წლის ოფიცერი ასპინძიდან არის, მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. იქვე, სათამაშოები შევნიშნე. თურმე, ცოლ-შვილი დიდ დროს ატარებს ალუდასთან საავადმყოფოში. ის საბედისწერო დღე, 2010 წლის 26 თებერვალი, არ ახსოვს. სხვების ნაამბობიდან იცის, რომ საბრძოლო შემოვლისას ნაღმს ფეხი დაადგა და... მთელი თვე უგონოდ იყო. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ სახის ყველა ძვალი დამტვრეული ჰქონდა. 27 ოპერაცია გაუკეთეს გერმანიის სამხედრო საავადმყოფოში. "ჩემი აფეთქება სატელიტურმა კამერამ გადაიღო. დაწვრილებით ჩანს ყველაფერი, ამიტომ მე არ მაჩვენებენ.", - ამბობს ალუდა. მეექვსე თვეა, რაც გორის საავადმყოფოში წევს. ჰპირდებიან, რომ პროთეზირებისთვის ამერიკაში წაიყვანენ. გორგოლაჭებიანი სავარძლით ხშირად გადის პალატის "მეზობლებთან", ჰოსპიტლის ეზოში და ზოგჯერ შინ წასვლის უფლებასაც აძლევენ. ალუდასგან გამოსული მის გვერდით პალატის კარზე ვაკაკუნებ, "ავღანელ" ბიჭებს ჰოსპიტალში ყველა იცნობს, მით უფრო, კაპრალ საბაშვილს, რომელიც სამხედრო-სამედიცინო დაწესებულებაში აგერ უკვე წელიწადზე მეტია მკურნალობს. მორისიც ნაღმზე აფეთქდა, მან ქვედა კიდურები და მარჯვენა ხელი დაკარგა. ამავე სართულზე, ერთ-ერთ ოთახში, კაპრალი ალეკო გითოლენდია წევს, მასაც აღარ აქვს ორივე ქვედა კიდური. გითოლენდიაც თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქდა. ეს სწორედ ის აფეთქება იყო, რომელსაც 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაურის მუხრან შუკვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მას შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა და 26 წლის კაპრალი დღემდე ელოდება თავის რიგს ამერიკაში სამკურნალოდ გასამგზავრებლად. ამასობაში საბაშვილიც ბრუნდება და ავღანეთგამოვლილი სამივე ჯარისკაცი ალუდა სეთურიძის ოთახში იყრიან თავს. მათ შორის მორის საბაშვილი ყველაზე უმცროსია, 24 წელი გერმანიაში, სამხედრო საავადმყოფოში მკურნალობისას შეუსრულდა. ამონარიდები ემა ტუხიაშვილის წერილიდან ("კვირის პალიტრა") ვის ომში და რატომ იბრძვიან ქართველები?!
  10. მაშინ, მიშას შევაბათ ზარი და აღარ დაგვეკარგება, "დაჩიპვა" აღარ დასჭირდება. http://s1.ipicture.ru/uploads/20111108/DOBaai25.jpgმიშა ჩვენი ერთგულია მიშას შევაბათ ზარი, რომ არ დაგვეკარგოს.
  11. http://1.bp.blogspot.com/-hHQO3xbrrZE/TrgWAooMZ0I/AAAAAAAAFXc/EFBdhCmRxpQ/s400/murman%2Bkalandia.jpgსააკაშვილის ნაცმკვლელებმა კიდევ ერთი პატიმარი მოკლეს ზუგდიდის ნაც-საპყრობილესთან პატიმრის ცხედარი დაასვენეს 2011/11/08 მოკლული პატიმრის, მურმან კალანდიას ცხედარი დღეს აღშფოთების ნიშნად ზუგდიდის მეოთხე ნაც-საპყრობილის კარებთან დაასვენეს. http://4.bp.blogspot.com/-WNi7J6X9qYk/TrlV7x0tV4I/AAAAAAAAFYM/7XTBWt3yzHU/s200/mkvleloba%2Bcixeshi.gif გარდაცვლილის ოჯახის წევრები ნაც-საპყრობილის უფროსთან, ამირან ჯანაშიასთან შეხვედრას ითხოვდნენ. ისინი ყველა იმ პირის დასჯას ითხოვენ, ვისაც პატიმრის მკვლელობაში ბრალი მიუძღვის. – „გვითხრან, რის გამო დაიღუპა ჩემი ძმა, ის ორი დღე „კარცერში“ ყოლიათ და ურტყამდნენ თურმე. დატოვოს ციხე ყველამ, ვისაც ჩემი ძმის გარდაცვალებაში ბრალი მიუძღვის,“ – ითხოვდა გარდაცვლილი პატიმრის და, მედეა კალანდია. ზუგდიდის მეოთხე საპყრობილის პატიმარი, 42 წლის მურმან კალანდია, ქუთაისში 31 ოქტომბერს გარდაიცვალა. მოკლულის ოჯახის ცნობით ნაცემი პატიმარი ზუგდიდის ნაც-საპყრობილიდან თბილისში ციხის სავადმყოფოში გადაყავდათ, თუმცა ის გზად, ქუთაისში გეგუთის ციხეში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
  12. შენც თუ გექნება "ჩიპი", მიშას არ დაეკარგები. ჭკვიანური აზრია...
  13. http://www.kyokan.co.uk/uploads/pet-microchip-7.jpg კაცობრიობის ბორკილ-"ჩიპებისათვის" შემზდება მსოფლიოს ბატონების (მასონები) მიერ ადამიანთა მოდგმის დამონების გზაზე "ჩიპირება"(დადაღვა)აუცილებელი ნაბიჯია. ადამიანების ბორკილ-"ჩიპებით" აღჭურვამდე, მსოფლიოს ბატონები ცხოველების "ჩიპირებას" ანხორციელებენ. საქართველოში მოქმედი მასონური სააკაშვილის "ნაცსაძმო" პირნათლად ასრულებს უფროსების დავალებებს, მათ შორის "ჩიპირების" საქმეში, კერძოდ საქართველოს შექმნეს "ჩიპირებული ცხოველთა ბაზა". http://s1.ipicture.ru/uploads/20111108/vyRWm3bV.jpg მას თავისი ადგილი უკავია "ჩიპირებულ" ცხოველთა დადაღვის საერთაშორისო მასონურ გეგმაში. მსოფლიოში ასევე მოქმედებს დადაღვა-"ჩიპირების" შემდეგი საწარმოები ქვეყნების მიხედვით: - Tracer - UA - Petlog - UK - PetLink - USA - TASSO e.V. - DE - Animal-ID - RU - Animark-IKC - IE - PET BUL Turkey - TR - Animal Control - AT - Animal Control - AT საქართველოში მასონური დავალებას ანხორციელებს შპს. აქვა-ტერას მიერ და საერთაშორისო გეგმაში მისი მოძიება შეგიძლიათ www.tracer.ge სახელწოდებით. "მიკროჩიპის" რიცხვი (ე.წ."კოდი") შეესაბამება ISO11784 /ISO11785. ამ რიცხვის წაკითხვა შეგვიძლია "მიკროჩიპის" წამკითხავის მეშვეობით. http://tracer.ge/images/kod.gif ეს რიცხვი გამოჩნდება ამომცნობის სარკმელში და შედგება 15 ნიშნა რიცხვისგან. როგორ არის "კოდირებული მიკროჩიპი"? http://tracer.ge/images/implanter-1.gifhttp://www.kyokan.co.uk/uploads/dog-microchip_.jpg მასონთა მზაკვრული გეგმის განმხორციელებლად იყენებენ ამის მსგავს შენიღბულ ხერხებს: ცნობილი ფრანგი მსახიობი და ე.წ. ცხოველთადამცველი ბრიჯიტ ბარდო თბილისის მერს გიგი უგულავას ღია წერილით მიმართავს და მოითხოვს. (მსოფლიოში ცნობილი „ბრიჯიტ ბარდოს ფონდის" (Fondation Brigitte Bardot) სახელთანაა დაკავშირებული ევროპასა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ცხოველთა ე.წ."კეთილდღეობისათვის" დაცვა.) ბრიჯიტ ბარდო შეშფოთებულია საქართველოში, განსაკუთრებით კი დედაქალაქ თბილისში, მოხეტიალე ცხოველებთან დაკავშირებული მდგომარეობით. იგი მოუწოდებს თბილისის მერს, გიგი უგულავას ადგილობრივ და საერთაშორისო ასოციაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით და ცხოველთა დაცვის შესახებ საერთაშორისო წესდების შესაბამისად: “დაუყონებლივ შეწყდეს მოხეტიალე ცხოველების ხოცვა, ჩამოყალიბდეს ჯგუფი, რომელიც პატივისცემით მოეპყრობა ცხოველთა ტანჯვას, გაიხსნას ცხოველთა თავშესაფარი, ოღონდ ყოველგვარი საქმოსნობის გარეშე, დაინერგოს "ვაქცინაცია", დაკოდვა და ცხოველების და დადაღვა-"ჩიპირება"” საქართველოს მოქალაქეებს აძალებენ ცხოველების დადაღვა-"ჩოიპირებას".მაგალითი ქართული ცხოვრებიდან: "ჩემი ძაღლის საგვარეულოს საბუთების გასაახლებლად მივედი კლუბში, რომელიც ადრე სხვა დაწესებულბას ეკუთვნოდა და ახლა ფედერაციას შეუერთდა. წესით არ უნდა შემქმნოდა არანაირი წინაღობა მაგრამ... თავსი მოიკლეს-თუ ჩიპს არ ჩავუდგავთ ძაღლს, ისე აღრიცხვაში არ გავატარებთო!!!! მე უარზე ვარ. "ჩიპს" არ ჩავადგმევინებ. აქვთ უფლება რომ ასე დამაძალონ? ძალიან გთხოვთ, მიპასუხეთ მცოდნე ადამიანებმა - რა ვქნა და როგორ მოვიქცე. ვის მივმართო..."
  14. http://s1.ipicture.ru/uploads/20111107/ZPcQqtay.jpgტუარეგები ბრძოლისაკენ მოუწოდებენ ლიბიის ყველა ტომს! "ყველა ჩვენს ტომს ლიბიაში, თქვენ უდიდესი დანაკარგები განიცადეთ ცრუ "რევოლუციის" გამო, ნატოს დაქირავებულების გამო.. ჩემო ძმებო, ტუარეგის ტომის მეომრებო ლიბიასა და მთელ აფრიკაში - თქვენ აირჩიეთ აწ დაღუპული კადდაფი თქვენს წინამძღოლად, და ვიცით რომ ტუარეგები მას შემდეგ რაც წინამძღოლი მოუკლეს შურს იძიებენ მტრებზე. ჩემო ძმებო ტუარეგებო თქვენი წინამძღოლი მოკლეს მხეცებმა ვისაც არც ღმერთი სწამს და არც მისი წინასწარმეტყველი და სჩადიან ბოროტებას როგორც სხვა უღმერთო ხალხი.. თქვენ ნახეთ შეურზცხყოფა რაც მიაყენეს თქვენი წინამძღოლის გვამს - დროა ვიმოქმედოთ! ვიცით რომ თქვენ ეწინააღმდეგებით დაქირავებულ მტრებს და თქვენი ბრძოლა გადაწყვეტს ამ დამპყრბთა ბედს. ლიბიის, ალჟირის, დასავლეთ საჰარის, მალისა და ნიგერის ძმებო ტუარეგებო, თქვენ ხშიარდ სტუმრობდით თქვენს წინამძღოლს და იცით მისი პატივისცემა თქვენდამი.. დღეს საყვირს უნდა ჩავბეროთ და დავიწყოთ მძვინვარე ბრძოლა და ფეხქვეშ მიწა გამოვაცალოთ დამპყრობლებს. თქვენი წინაპარი ომარ მოხტარია საუკეთესო მაგალითი. ძმა კადაფის სამარე იყოს თქვენი და ჩვენი გზის გამნათებელი მოღალატეებთან ბრძოლაში." * * * მსოფლიოს სადაზვერვო სამსახურები ტუარეგებს მიიჩნევენ დედამიწაზე საუკეთესო უდაბნოს მეომრებად. ისინი ცნობილი არიან თავიანთი გამჭრიახობით და ამტანობით - შეუძლიათ 30 მილის გავლა ცხელ უდაბნოში რამდენიმე ფინიკითა და სულ ცოტა წყლით.
  15. "ნატო" ფაშისტებზე უარესია http://www.veteranstoday.com/wp-content/uploads/2011/08/nato-liberation.jpg ნატო მუამარ კადაფს ფაშისტებზე უარესად მოექცა. ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ნატო მუამარ კადაფს იმაზე უარესად მოექცა ვიდრე ფაშისტები იქცეოდნენ ომის დროს. "ნატოს საგანგებო დანიშნულების რაზმებმა ქვეყნის ხელისუფალი ხელში ჩაიგდეს, იგი აწამეს, შეურაცხყოფა მიაყენეს, არაადამიანურად მოექცნენ, დაჭრილს ესროლეს, გააუპატიურეს, თავი მოუგრიხეს, ხელები გადაუგრიხეს და გააწამეს იმაზე უფრო უარესად ვიდრე ფაშიტები იქცეოდნენ თავის დროზე", _ განაცხადა ლუკაშენკომ. მისივე თქმით, ლიბია როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო განადგურებულია. "მსოფლიოს სხვა და სხვა წერტილში დემოკრატიის მოწოდების ქვეშ იღუპებიან ადამიანები და ხორციელდება უსასტიკესი ტერაქტები - არაბული რევოლუციები, ლიბიის განდგურება, როგორც სახელმწიფოს ამის ნათელი მაგალითია", _ აცხადებს ლუკაშენკო.
  16. ქვეყნის მმართველი ყოველთვის არაა მძარცველ-ყაჩაღი, იგი შეიძლება იყოს ერის სამსახურში http://a2.sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc6/206810_1666133141730_1489338130_31430212_6977551_n.jpgერის სამსახურში - "საქმემან შენმან წარმოგაჩინოს"
  17. http://geurasia.org/wp-content/uploads/2011/10/824281-150x150.jpgლიბია ქალაქი სირტი – ათასობით გვამით მოფენილი ქალაქი (30 ოქტომბერი, 2011) http://static6.depositphotos.com/1023730/561/v/450/dep_5613558-Libya-war.jpgმსოფლიო მმართველთა სადამსჯელო ძალების თავდასხმა ლიბიაზე მსოფლიო მმართველთა პირსისხლიანმა ურჩხულმა თავისი სისხლიანი კვალი ლიბიაშიც დატოვა, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (სერბეთი, ერაყი, ლიბანი, პალესტინა, ავღანეთი, საქართველო და სხვა). მსოფლიო მმართველებმა ნატოს, ამერიკის, საფრანგეთის, იტალიის გამოყენებით იერიში მიიტანეს ლიბიის სახელმწიფოზე. ლიბიის 8 თვიან ომში 40 000-დან 50 000-მდე ლიბიელია მოკლული და 10 000-მდე დაკარგული, 100 000-მდე დაჭრილი. გახიზნული ლიბიელები გადატანილი ბრძოლების შემდეგ ლიბიის ქალაქ სირტში ბრუნდებიან, უკვე აღმოაჩინეს და დამარხეს ათასობით მშვიდობიან მოქალაქისა და ლიბიის დამცველთა ცხედრები, რომლებიც ლიბიის თავკაც მაომარ კადაფისთან ერთად ლიბიას იცავდნენ მტრისაგან. ცნობას ამის შესახებ არაბული საცნობარო საშუალებები ავრცელებს. http://i.i.com.com/cnwk.1d/i/tim/2011/10/24/Sirte_bodies_AP111022120534_620x350.jpg“20 ოქტომბრიდან მხოლოდ აღმოაჩინილია და დაასაფლავებულია 500 -ზე მეტი ცხედარი – მათი უმეტესობა რა თქმა უნდა ამოცნობილი არ არის და ამის შემდეგ ჩვენ ვპოულობთ და ვპოულობთ ახალ და ახალ ათობით გვამს ნანგრევებში სადაც ოდესღაც ჩვენი ქალაქი იდგა”, _ აცხადებენ სირტის მაცხოვრებლები. http://www.anunews.net/blog/wp-content/uploads/2011/10/aa-Libya-Sirte-in-ruins.jpgქალაქში სირტში დაბრუნების შემდეგ მათ “ადგილი ვერ იცნეს, ვინაიდან, ლიბიის ოდესღაც ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქში მთელი ერთი ქვაც კი არ არის და მის ადგილზე მხოლოდ ნანგრებვების გროვაა”. ამას გარდა, ჩამონგრეული სახლების ქვეშ მოხალისეები ასევე პოულობენ მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებს, მათი განცხადებით ეს ძირითადად ბავშვები, ქალები და მოხუცებია. ყოველდღიურად პოულობენ ასევე ახალ და ახალ მასობრივ სამარხებს სადაც ერთად რამდენიმე ათეული ადამიანია დამარხული. ამასთან ერთად, ე.წ. საერთაშორისო უფლებების დამცველთა აღშფოთება გამოიწვია იმან, რომ დადასტურებული ცნობით, ქალაქის ერთ-ერთი სასტუმროს სარდაფში, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში მუამარ კადაფის მოწინააღმდეგე მტრული ძალები თარეშობდნენ , 60-ზე მეტი ლიბიის დამცველი მეომრისა და მშვიდობიანი მოქალაქეები ცხედარია აღმოჩენილი. ყველა მათგანს ხელები ზურგს უკან აქვს შეკრული და ისეა დახვრეტილი. ასე მხეცურად მოქმედბენ მსოფლიოს მმართველთა დაქირავებული მკვლელები ნატოდან, ამერიკიდან, ინგლისიდან, საფრანგეთიდან,იტალიიდან.
  18. მსოფლიო მმართველებმა სანდრო გირგვლიანის სიცოცხლე მხოლოდ 50 000 ევროდ შეაფასეს 26.10.2011 სანდრო გვირგვლიანის მხეცური მკვლელობიდან თითქმის 7 წელი გავიდა, მაგრამ მკვლელები და დამკვეთები ისევ დაუსჯელნი არიან. სანდრო გირგვლიანი 2005 წლის 27 იანვარს ოქროყანის ტყეში აწამეს და წამებით მოკლეს. მკვლელობისათვის საქართველოს ნაც- კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 4 თანამშრომელი - ალანია, ბიბილურიძე, ღაჭავა და აფციაური დააკავეს, რომელთაც 7-8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოგვიანებით მათ სააკაშვილის შეწყალების შედეგად ჯერ სასჯელი გაუნახევრდათ, ხოლო შემდეგ ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ. http://sulanews.files.wordpress.com/2011/04/girgvlianii.gif სანდრო გირგვლიანის ოჯახმა მკვლელობის დამკვეთებად შსს-ს მაღალჩინოსნებს ვასილ სანოძეს, დათა ახალაიას, ვასილ მელნიკოვს, გურამ დონაძეს, ასევე შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის მეუღლეს თაკო სალაყაიას დაასახელა. "გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად, სააკაშვილის ნაც-იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ "აღნიშნული გადაწყვეტილებას აღსრულებდა". დაცვის მხარემ გირგვლიანის განაჩენის სათანადოდ აღსრულების საკითხში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს მიმართვა გაუგზავნა. "სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაც-ხელისუფლებამ მკვლელობის მოცემულ საქმეზე ხელახალი გამოძიება უნდა ჩაატაროს, რათა გამოვლინდნენ როგორც დამკვეთები, ისე უშუალო მკვლელები. ამასთან, საქმის გამყალბებელ ნაც-პროკურორებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ და საქმის განმხილველი სამივე დონის ნაც-მოსამართლეები მკაცრად უნდა დაისაჯონ. ცნობისთვის, სტრასბურგის განჩინების აღსრულების ვადა 2011 წლის 26 ოქტომბერს ამოიწურა. ნაც-ხელისუფლებამ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გირგვლიანის ოჯახთან დავა წააგო. ევროსასამართლომ საქართველოს დამპყრობ ნაც-ხელისუფლებას მოკლული გვირგვლიანის ოჯახისათვის 50 000 ევროს გადახდა დააკისრა. გარდა ამისა, სასამართლო განმარტავს, რომ მიუკერძოებლობის კუთხით აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ძალოვანი ნაც-უწყებების მიერ წარმოებული გამოძიება ეჭვებს ბადებს. გირგვლიანის ოჯახის დამცველმა შალვა შავგულიძემ შეტყობინება მიიღო, რომ ნაც-იუსტიციის სამინისტროს 50 375 ევროს გადაურიცხა სანდრო გვირგვლიანის მამას. რაც შეეხება გირგვლიანის საქმის ხელახალ გამოძიებას. სტრასბურგის გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ გირგვლიანის ოჯახს საქმის ხელმეორედ გამოძიების მოთხოვნის უფლება ენიჭება. http://internet.ge/v2/news_images/201010123211.jpgმასონური ევრო სასამართლოს იმედად დარჩენილი სამართალმაძიებლები ისევ იმედგაცრუებულნი არიან.
  19. ვეთანხმები, გიორგი ალანიას სამართლიან მოთხოვნას. რაც შეეხება, "ქართულ აკადემიად" წოდებულთ, ისინი მხოლოდ საკუთარი მიზნების დამცველნი მგონია და არა საქართველოსი.
  20. იმედი მქონდა, რომ უფრო ჭკვიანურს იტყოდი რასმე.
  21. ამ კაცს მოუსმინეთ! დონს შეიძლება ყველაფერში არ დავეთანხმოთ, მაგრამ ზუსტად აფასებს დღევანდელ მდგომარეობას და მოვლენების განვითარებასაც.
  22. ედვარდ შევარდნაძის და მიშა სააკოვ-სააკაშვილის სულიერი ერთობა http://i039.radikal.ru/1104/57/2159eb27c541.jpg სააკაშვილის თვითმხილება, რომლებიც თავადვე წარმოსთქვა საფრანგეთის ქართველთა შეკრებაზე, რომელიც ჩატარდა პარიზში, გრან პალეში და გამოცემულია წიგნში - "საქართველო 2011, დამოუკიდებლობის 20 წელი, შედეგები და პერსპექტივები". შეკრება რომლიც თავჯდომარეც თავად სააკაშვილი ბრძანდებოდა, მისი წარმოთქმული სიტყვიდან ამონარიდი: "იმპერიის 93-95 წლების შემოტევა საქართველოზე დამთავრდა იმ...ით, რომ ყველაზე მძიმე წუთებში, როდესაც საბოლოოდ მოიშალა ჩვენი ქვეყნის თავდაცვის სისტემა და საქართველო სამოქალაქო ომის ქარცეცხლში გადაეშვა, როდესაც ბრძოლები ქართველებს შორის უკვე ქუთაისსა და ფოთში წარმოებდა, გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა ხელისუფლებამ (შევარდნაძის ხელისუფლებამ) თავად მოიწვია რუსული არმია და მისცა მოსკოვს უფლება, რომ დაენიშნა საქართველოს თავდაცვის, უშიშროებისა და შინაგან საქმეთა მინისტრები; საქართველო შევიდა დსთ-ში და რუსეთმა მიიღო პირობა, რომ მისი არმია 25 წლით დარჩებოდა საქართველოში". მადლობა ლადო შარვაძეს ამ მასალის მოძიებისათვის. დასკვნა: როგორც მიშა სააკაშვილის სიტყვიდან ირკვევა, 1991-92 წლეების სახელმწიფო გადატრიალება სრულიად მისაღებია მისთვის და საქართველოს სამართლებრივი, ეროვნული ხელისუფლების დამხობა და საქართველოს ჩაბარება დამპყრობისათვის, მისაღები და ერთადერთი სწორი ნაბიჯია. აი ეს არსება საქართველოს პრეზიდენტდ ითვლება და განაგებს ჩვენს სამშობლოს... ქართველთა სირცხვილია!
  23. 13-10-2011 ყარსის ხელშეკრულება - 90 წლის წინ დაკარგული ქართული მიწები http://www.kvirispalitra.ge/images/stories/2011/42/xelmowera-copy.jpg 1921 წლის 26 სექტემბერი. ყარსის რკინიგზის სადგურზე მაღალჩინოსან თურქ სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურეებს მოუყრიათ თავი. ეს თურქეთის დიდი ეროვნული კრების დეპუტატი და აღმოსავლეთის ფრონტის სარდალი ქიაზიმ ყარაბექირ-ფაშაა. იქვე დგანან წარმომადგენელი მუხტარ ბეი და აღმოსავლეთ ანატოლიის რკინიგზის უფროსი ველი ბეი, თურქეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი აზერბაიჯანში მენდუხ შევქეთ-ბეი, რუსეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი თურქეთში სერგეი ნაცარენუსი და სხვა სახელმწიფო პირები. მატარებლიდან გადმოდიან დაპყრობილი საქართველოს სრ რევკომის პრეზიდიუმის წევრი, სამხედრო-საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარი შალვა ელიავა; დაპყრობილი საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი ალექსანდრე სვანიძე, ჯგუფის მრჩეველი სასაზღვრო საკითხებში პავლე ინგოროყვა; დაპყრობილი არმენიის სსრ საგარეო საქმეთა სახკომი ასქანაზ მრავიანი, არმენის სსრ შინაგან საქმეთა სახკომი პოღოს მაკინციანი, დაპყრობილი აზერბაიჯანის სსრ სახალხო კონტროლის სახკომი ბებუთ შახტახტინსკი, რუსეთის საგარეო საქმეთა სახკომის კოლეგიის წევრი იაკობ განეცკი. მასპინძელმა თურქებმა სტუმრები მოლაპარაკებისთვის საგანგებოდ მომზადებული ყარსის მმართველის შენობისაკენ წაიყვანეს. მუშაობას იწყებდა დაპყრობილი საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანისა და თურქეთის წარმომადგენელთა მოლაპარაკება: უნდა შეთანხმებულიყო და ხელმოწერებით განმტკიცებულიყო მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომელიც ადგენდა სასაზღვრო-საკითხს. ეს ეხებოდა აჭარას (ბათუმის ოლქის სამხრეთ მონაკვეთს), აგრეთვე ართვინის ოლქს (მთლიანად) და არტაანის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილს; სომხეთში - ყარსის ოლქს ყაგიზმანითურთ და არტაანის ოლქის სამხრეთ ნაწილს, აზერბაიჯანში კი ნახჭევანს. მოლაპარაკება, რომელიც ყარსში გაიმართა, ყარსის შეხვედრისა და ყარსის ხელშეკრულების სახელით გახდება ცნობილი. ეს მოხდება 1921 წლის 13 ოქტომბრის ნაშუადღევს, ყარსის მმართველის შენობაში. ყარსის შეხვედრას წინ უსწრებდა არაერთი მოვლენა. ყარსის ხელშეკრულებასთანაა დაკავშირებული ზოგიერთი საიდუმლოებით მოცული ამბავი საქართველო-თურქეთისა და რუსეთის საბჭოთა კავშირ-თურქეთის ურთიერთობიდან, რომლებიც თავის დროზე არ გახმაურებულა და მკვლევრებისთვის ნაწილობრივ ცნობილი მხოლოდ 90-იან წლებში გახდა, თუმცაღა არქივები ჯერ კიდევ ბევრ უცნობ საბუთებს ინახავენ. სან-სტეფანოს ზავიდან მოსკოვის ხელშეკრულებამდე დაპყრობილი საქართველოს მდგომარეობას ძალზე ხშირად ორი დიდი დამპყრობი იმპერია - რუსეთი და თურქეთი განსაზღვრავდა. ასე იყო - XVIII საუკუნეში (იასის სამშვიდობო ხელშეკრულება, 1792 წელს); - XIX საუკუნეში (ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულება, 1829 წელს; - სან-სტეფანოს სამშვიდობო ხელშეკრულება 1878 წელს). საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო სან-სტეფანოს ზავი, რომლის თანახმად, რუსეთის იმპერიამ დამარცხებული თურქეთისაგან ძირძველი ქართული მხარეები (ტაო-კლარჯეთი, ერუშეთი და სხვ.) მიიღო. რუსეთ-თურქეთის 1878-79 წლების ომის შედეგების მიხედვით რუსეთის იმპერიამ ბათუმი და ართვინ-არტაანი ოსმალეთისაგან გასამრჯელოს სახით მიიღო. სან-სტეფანოს ხელშეკრულებით და მოგვიანებით, ბერლინის შეხვედრის გადაწყვეტილებით დადგენილი რუსეთ-თურქეთის საზღვარი სამართლებრივად უცვლელი იყო 37 წლის განმავლობაში. I მსოფლიო ომის კავკასიის საომარ მოქმედებებს ცვლილებები შეჰქონდა სასაზღვრო საკითხებში: - ბათუმსა და ართვინს ჯერ თურქები (ბრესტის 1918 წლის ზავის შედეგად), მოგვიანებით კი, თურქეთის დამარცხების შემდგომ (მუდროსის 1918 წლის ზავით), ინგლისის იმპერია იპყრობს, არტაანი კი თურქებისაგან ჩამოყალიბებულმა ხელოვნურმა, თვითმარქვია ე. წ. ყარსის სახელმწიფომ ჩაიგდო ხელში. დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის და ქართული ლაშქრის ძალისხმევით საქართველოს სახელმწიფო საზღვარი თურქეთთან საკმაოდ სწრაფად აღდგა თითქმის იმავე სახით, როგორიც I მსოფლიო ომამდე იყო: 1920 წლის ივლისში, როცა საქართველომ აჭარა (ბათუმის ოლქი ართვინითურთ) დაიბრუნა, საქართველოს ფართობმა თითქმის სისრულეს მიაღწია. ეს იყო უდიდესი მიღწევა XIV საუკუნის 30-იანი წლების შემდგომ, როცა გიორგი ბრწყინვალემ საქართველო კვლავ გააერთიანა. აი, ასეთი მდგომარეობა ჰქონდა საქართველოს 1920 წლის შემოდგომაზე, როცა კომუნისტური რუსეთისა და ქემალისტურმა თურქეთის მთავრობებმა გარიგებით საქართველოს წინააღმდეგ დაიწყეს მოქმედება. იმ დროს კომუნისტური რუსეთის მმართველის ვლადიმერ ლენინისა და თურქეთის მეთაურ მუსტაფა ქემალის მიზნები ერთმანეთს დაემთხვა: ორივე ევროპულ გაერთიანება "ანტანტას" ებრძოდა. ბუნებრივია, საერთო მტერმა მიზანთა დამთხვევა გამოიწვია - რუსეთმა თურქეთს საომარი საჭურვილი და ფული მიაშველა. კომუნისტური რუსეთის მთავრობა მოკავშირე ქემლისტურ თურქეთს ახლო აღმოსავლეთში მასონ-კომუნისტური მმართველობის გავრცელება(ე.წ. "მსოფლიო პროლეტრული რევოლუციის") საშუალებად განიხილავდა. დამპყრობი თურქეთი მოქმედებდა 1918 წლის 4 ივნისს ბათუმში საქართველოსა და სომხეთთან დადებული კაბალურ ხელშეკრულებათა დებულებებით და როგორც საქართველოს ძირძველ აჭარა-ტაო-კლარჯეთს, ასევე სომხურ ყარსსა და ყაგიზმანს თავის მხარეებად მიიჩნევდა. თურქეთმა თავიანთი მოთხოვნა გამოხატეს სივასის შეკრებაზე და აიძულეს იმ დროისათვის უკვე ინგლისელების გავლენის ქვეშ მყოფი თურქეთის პარლამენტი (მეჯლისი) 1920 წლის იანვარში მიეღო ე.წ. ეროვნული აღთქმა, ძალიან მნიშვნელოვანი საბუთი, რომლითაც თურქეთის მომავალი საზღვრები და სახელმწიფო მოწყობა განისაზღვრა. ამ დადგენილებაში ბათუმის ოლქი თურქეთის ტერიტორიად არის წარმოდგენილი, რომელიც "დედასამშობლოს" ჯერ კიდევ 1918 წლის ივნისში დაუბრუნდა. ამასთან, თურქეთმა ე.წ. „ეროვნულ აღთქმაში" მოსახლეობის ნების გამოხატვითაც განამტკიცა იგი. ე.წ. "აღთქმის" საფუძველზე პირველი მოთხოვნა თურქეთმა საქართველოს ჯერ კიდევ 1920 წლის ივლისში წამოუყენა, როცა დამპყრობმა "დიდმა ბრიტანეთმა" აჭარიდან ჯარები გაიყვანა და ბათუმი დაგვიბრუნდა, თუმცა იმ დროს თურქების მოთხოვნისათვის საქართველოს მთავრობას ჯეროვანი ყურადღება არ მიუქცევია. არადა, თითქმის იგივე განმეორდა 1921 წლის იანვარშიც, როცა დამოუკიდებელი საქართველოს წარმომადგენლები, სიმონ მდივნის ხელმძღვანელობით ანკარაში ჩავიდა: საზღვრებზე საუბრისას მუსტაფა ქემალმა "ეროვნული აღთქმა" შეგვახსენა და მისი საბუთი გადმოგვცაო, - ატყობინებდა ქართველი ელჩი. ე.წ. "ეროვნული აღთქმა" თურქეთისთვის დღესაც მოქმედი სამართლებრივი საბუთია, რადგან სწორედ მასშია გამოხატული თანამედროვე თურქეთის საზღვრები. თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა სულ უფრო მტკიცდებოდა. 1920 წლის დასასრულს გადაწყდა მეგობრობის ხელშეკრულების დადებაც. საყურადღებოა, რომ ბაქოს გავლით მოსკოვს მიმავალი თურქეთის წარმომადგენლები იუსუფ ქემალის მეთაურობით ბათუმიდან თბილისში 4 თებერვალს, რუსეთის თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა. საქართველოს ხელისუფლებამ თურქები დიდი პატივით მიიღო, გაიმართა ხანმოკლე მოლაპარაკება, რომლის დროსაც თურქებმა დაადასტურეს ახლო მომავალში საქართველოსთან ხელშეკრულების დადების სურვილი. 19 თებერვალს, თურქები მოსკოვში ჩავიდნენ, ხოლო რუსეთ-თურქეთის შხვედრა 26-ში დაიწყო. ხელშეკრულების შემუშავებისას მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დებულება უნდა ყოფილიყო თურქეთის აღმოსავლეთის საზღვრის აღიარება რუსეთის მიერ. ამ დროს კი კომუნისტური-რუსეთის ლაშქარი თავს დაესხა საქართველოს. საქართველოში ყოველი მხრიდან შემოსეულმა რუსეთის ლაშქარმა საქართველოს დედაქალაქი დაიპყრო, საქართველოს მთავრობამ საქართველო დატოვა. 1921 წლის მარტის დასაწყისში თურქეთის წარმომადგნელმა იუსუფ ქემალმა რუსეთის მთავრობას ბათუმის, ართვინისა და არტაანის, აგრეთვე ყარსის თურქეთის შემადგენლობაში აღიარება მოსთხოვა. 1921 წლის 16 მარტი. მოსკოვში, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის შენობაში, ქართველთა დაუკითხავად, მოსკოვში ხელმოწერილი "რუსეთ-თურქეთის გარიგებით (მეგობრობის ხელშეკრულებით)" გადაწყდა საქართველოს, არმენიისა და აზერბაიჯანის საზღვრების ბედი. საქართველომ მიწების თითქმის ერთი მესამედი დაკარგა. რუსეთ-თურქეთის გარიგების მოსკოვში ხელმოწერილი 16-მუხლიანი საბუთის მთავარი მარცვალი პირველ მუხლშია, რომელშიც თურქეთის ჩრდილო-დასავლეთი საზღვარია (საზღვარი საქართველოსთან) მოცემული. "ცნებაში "თურქეთი" იგულისხმება ის საზღვრები, რომლებიც განისაზღვრა თურქეთის დეპუტატთა პალატის მიერ შემუშავებული 1336 (1920) წლის 28 იანვრის ე.წ. "ეროვნული აღთქმით". შემდეგ აღწერილია თურქეთის ამჟამინდელი საზღვარი - სარფიდან ნახჭევანამდე. რაც შეეხება ბათუმის ოლქს, მეორე მუხლში ვკითხულობთ: "თურქეთი თანახმაა დაუთმოს თავისი უფლება საქართველოს ბათუმის ნავსადგურზე, ქალაქსა და იმ არემარეზე, რომელიც ამ ხელშეკრულების პირველ მუხლში მოცემული საზღვრის ჩრდილოეთით მდებარეობს, იმ პირობით, რომ 1) ამ ადგილების მოსახლეობა ფართო თვითმმართველობით ("ავტონომიით") ისარგებლებს, რაც უზრუნველყოფს თითოეული თემის სარწმუნოებრივ-კულტურულ უფლებებს და მიიღებს ისეთ საადგილმამულო წესს, რომელიც მათ სურვილებს ეთანხმება; 2) თურქეთს მიეცემა ბათუმის ნავსადგურით სხვადასხვა საქონლის თავისუფალი მოძრაობის უფლება, უბაჟოდ და დაბრკოლებების გარეშე, ხარჯების დაუბეგრავად". მოსკოვის ხელშეკრულების მე-15 მუხლით რუსეთი ვალდებულებას იღებდა, რომ ამიერკავკასიის ქვეყნები მოსკოვის ხელშეკრულების პირობებს აღიარებდნენ, ანუ რუსეთი მათზე ზეწოლას მოახდენდა. საქმე ის იყო, რომ როგორც ქართველ კომუნისტებს ("უკლონისტებს"), ისე არმენ კომუნისტებს, მიწების დაკარგვა გულზე მაინცდამაინც არ ეხატებოდათ. რუსეთის კომპარტიის გეგმიდან გადამხრელების განზრახვა ცნობილი გახდა რუსეთის კომპარტიის კავკასიის ბიუროსთვის (ორჯონიკიძე, კიროვი, ფიგატნერი, პლეშჩაკოვი და სხვები), რომელმაც მკაცრი ბრძანება მისცა ქართველ და არმენ წარმომადგენლებს: ყარსში მოლაპარაკება ჩატარდეს მოსკოვის ხელშეკრულების მკაცრი დაცვით; კავკასიის დაპყრობილმა საბჭოთა ქვეყნებმა მხარი დაუჭირონ რუსეთ- თურქეთის გარიგებას; არ დაუშვან დაპყრობილი ამიერკავკასის სახემწიფოთა მოსახლეობის გამოსვლები; გამოიჩინონ ერთსულოვნება... ცხადია, ასეთი მკაცრი გაფრთხილების შემდეგ ძალზე რთული იქნებოდა წინააღმდეგობის გაწევა, თუმცა მათ წინააღმდეგობის მცდელობა იყო. შეკრების დაწყებისთანავე ქართველებმა თურქებს მოსთხოვეს ორად გაყოფილი სარფის მთლიანად საქართველოსთვის გადმოცემა, არმენებმა კი ქალაქ ანისის (ნანგრევების) დაბრუნება. თურქებმა მტკიცე უარი განაცხადეს და შემხვედრი წინადადება წამოაყენეს ბათუმის ნავსადგურში "თავისუფალი ზონის" (ანუ ფაქტობრივად, თურქეთის დაქვემდებარებაში მყოფი მხარე) შექმნა მოისურვეს. სამწუხაროდ, ქართველთა და არმენთა თურქებთან გამართულმა ცხარე კამათმა ნაყოფი არ გამოიღო. მშვიდად მხოლოდ დაპყრობილი აზერბაიჯანის წარმომადგენლობა იყო. 1921 წლის 13 ოქტომბერს თურქეთისა და დაპყრობილი საქართველო-არმენ-აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს მტაცებლურ ხელშეკრულებას, რომელიც ძირითადად მოსკოვში ხელმოწერილი რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულების გამეორება იყო და მასში ჩაწერილ დებულებებს იმეორებდა. მეორე მუხლად უცვლელად იქნა შეტანილი მოსკოვის ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც ბათუმის ოლქს ეხებოდა: თურქეთმა საქართველოს ბათუმი დაუთმო, საზღვარიც სარფზე გავიდა, თუმცა გავიხსენოთ თურქების ე.წ."ეროვნული აღთქმა", რომელიც დღემდე არ შეცვლილა და თურქეთის ხელისუფლება მას მოქმედ კანონად მიიჩნევს. ყარსის მოლაპარაკების შემდგომ, როგორც კი ხელშეკრულება გამოქვეყნდა, საზოგადოება აღაშფოთა ამ ამბავმა. საქართველოს მიწების გასხვისების გამო, კერძოდ აჭარის სამხრეთი ნაწილი თურქეთმა მიიტაცა. თურქეთთმა კი ცოტა ხნით ადრე, 1922 წლის 16 მარტს, ანკარაში დიდი ეროვნული კრების დადგენილებით (კანონი #207) ხელშეკრულების დამტკიცება მოახდინა. ყარსის ხელშეკრულების დადების შემდგომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა მშვიდი იყო, მუსტაფა ქემალ ათათურქის სიკვდილის შემდგომ კი გაუარესდა, განსაკუთრებით II მსოფლიო ომის წლებში, როცა მიუმხრობლობაგამოცხადებულმა თურქეთმა გერმანიასთან თანამშრომლობა დაიწყო. სანამ გერმანია უტევდა კომუნისტურ რუსეთთს, რუსეთი ითმენდა თურქეთის პირისგატეხვას, მაგრამ როცა რუსეთის ლაშქარი მომძლავრდა, სტალინმა ანკარას 1921 წლის ხელშეკრულებები გაუხსენა და ჯერ პოტსდამის სახელმწიფო მეთაურობის შეკრებაზე, შემდეგ კი გაეროს შეკრებაზე ქართული და პარალელურად არმენული მიწების დაბრუნება მოსთხოვა. ეს დრო დღესაც შეუსწავლელია. არადა, 45 წლის წინანდელ საცნობარო საშუალებებში შემონახულია ქართველი მეცნიერების მოთხოვნა: "თურქეთმა უნდა დაგვიბრუნოს მიტაცებული ქართული მიწა-წყალი"; არქივებში შემონახულია ანკარაში საბჭოთა რუსეთის საელჩოს მიერ კრემლში გაგზავნილი საიდუმლო მოხსენებები; ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლობის მიერ შემუშავებული ტრაპიზონის, ართვინის, არტაანისა და ყარსზე შეტევის საიდუმლო გეგმები; სამეურნეო გარდაქმნის გეგმები, რომელიც დაბრუნებულ მიწაზე უნდა განხორციელებულიყო; დაპყრობილი საქართველოს კომპარტიის მიერ ტრაპიზონისა და ართვინის ქალაქკომებისა თუ აღმასკომების წევრობის კანდიდატთა სია, ქართველი პოეტების ლექსები სათაურით "სამხრეთის საზღვარზე" და "ფიქრები ტრაპიზონის ოლქკომზე". http://www.amsi.ge/istoria/sab/img/yarsi_1921.png მოსკოვის ხელშეკრულებითაა "დაბადებული" ყარსის ხელშეკრულებაც. ***** დასასრულ, 20 წლის წინ, საქართველოსა და თურქეთის მიერ ხელმოწერილი ახალი ხელშეკრულება, რომელიც ქართული საზოგადოების აღშფოთების საგანი გახდა... ბევრ სახელმწიფო და საზოგადოებრივ მოღვაწეს მიაჩნდა, რომ ყარსის ხელშეკრულება წარსულის კუთვნილება იყო, რომ ის უიმედოდ მოძველდა და 90 წლის წინანდელი საბუთის პირობები მხოლოდ მკვლევარებსღა თუ აინტერესებდათ, მაგრამ... ხშირად წარსული თავს გვახსენებს: 2008 წლის აგვისტოში საქართველო-რუსეთის ომმა, თურქეთის თავის წამოყოფამ, მისი მეთაურის მოსკოვში სტუმრობამ და როგორც ამბობენ, კრემლში განხილულმა აჭარის საკითხმა (თურქეთი ბათუმში ჯარების შეყვანას გეგმავდაო) კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საკითხი მოუგვარებელია. საქართველომ არც ის უნდა დაივიწყოს, რომ ყარსის ხელშეკრულება, შეიძლება ითქვას, "უკვდავია": ა) ცალმხრივად მისი დენონსაცია შეუძლებელია, რადგან საქართველო, არმენია და აზერბაიჯანი ხელშეკრულებაში მხოლოდ ერთ მხარეს წარმოადგენენ. მართალია, დღევანდელი არმენია ყარსის დებულებებს სასაზღვრო საკითხებში არ აღიარებს, მაგრამ აზერბაიჯანისათვის ყარსის ხელშეკრულებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს - ნახჭევანის კუთვნილების გამო; ბ) სანამ არსებობს მოსკოვის თურქეთ-რუსეთის გარიგება (ე.წ."ხელშეკრულება"), იარსებებს ყარსის ხელშეკრულებაც, რადგან რუსეთი და თურქეთი მოსკოვის ხელშეკრულებას ურთიერთობის მომწესრიგებელ უმთავრეს და უპირველეს სამართლებრივ საბუთად მიიჩნევენ, მას დღესაც უვადოდ თვლიან, ყოველწლიურად განსაკუთრებულად აღნიშნავენ მისი ხელმოწერის დღეს და შესაბამისად, გინდაც გავაუქმოთ, ამით საქმე მაინც არ გამოსწორდება, რადგან ძაღლის თავი მოსკოვშია დამარხული. სიმონ კილაძე წერილის მიხედვით "კვირის პალიტრიდან" *** რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში 13 მარტი 1998 წ. რეგისტრაციის ნომერი 430.003.000.132 ძალაშია 1993 წლის 25 მარტიდან ხ ე ლ შ ე კ რ უ ლ ე ბ ა საქართველოს რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ საქართველოს რესპუბლიკა და თურქეთის რესპუბლიკა შემდგომში “მხარეებად” წოდებულნი, პატივს მიაგებენ რა ორივე ქვეყნის სუვერენულ სტატუსს და ეყრდნობიან დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობის, ერთმანეთის საშიანაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებს და გამოხატავენ რა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების სურვილს, ადასტურებენ რა ერთგულების გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისადმი, მისი მიზნებისადმი, ჰელსინიკის დასკვნითი აქტისა და ახალი ევროპისათვის პარიზის ქარტიის, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის სხვა დოკუმენტებისადმი, გამოთქვამენ რა რწმენას, რომ ორ ხალხს შორის არსებული ისტორიული და კულტურული ტრადიციების სიახლოვე და მეგობრული კავშირები ხელს შეუწყობს მრავალმხრივი კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას, მხარეები აცხადებენ, რომ დაიცავენ მათ შორის დადებულ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს დაწყებული 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის შეთანხმებით, მხარეები ხელმძღვანელობენ იმით, რომ ამ შეთანხმებით საბოლოოდ დადგინდა საზღვარი ორ სახელმწიფოს შორის. მხარეები აღნიშნული შეთანხმების დებულებებს დაიცავენ თავიანთი კანონმდებლობის, არსებული პრაქტიკის და მათი საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, საქართველო - ედვარდ შევარდნაძე თურქეთი - სულეიმან დემირელი ბოლოთქმა: ისევე როგორც 90 წლის წინ რუსეთ-თურქეთის გარიგებით, საქართველოს უკითხავად ქართლი მიწები გაიყვეს დამპყრობლებმა თურქეთმა და რუსეთმა. დღესაც იგივე მეორდება, ოღონდ ამჯერად დამპყრობ თურქეთს დამპყრობი ამერიკა ჩაენაცვლა. დამპყრობლების, რუსეთ-ამერიკის გარიგების შედეგად, ძირძველი ქართული მხარეები ადხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთმა მიიტაცა, ხოლო დანარჩენი საქართველო ამერიკის მონობაშია და მათ მიერ დანიშნული ჯალათი ნაც-ხელისუფლება მართავს. დღევანდელი მსოფლიო სამართალი, ისევე როგორც ძველ დროში, მხოლოდ ძალას (გონებრივ, ხორციელს) ცნობს. ძლიერი ყოველთვის მართალია. ეს ჭეშმარიტება ქართველმა ერმა უნდა გააცნობიეროს და შესაბასმისად უნდა იმოქმედოს. ქართველო, ნუ მოტყუვდები!
  24. http://www.geworld.ge/images/stories/RECRUITED.jpgამერიკის ჯაშუშები საქართველოში . ხუთშაბათი, 20 ოქტომბერი 2011 საქართველოს ნაც-ხელისუფლება დღენიადაგ რუსეთის ჯაშუშების ძიებაშია, ამ დროს ქვეყანაში რამდენია სხვა, უცხო ქვეყნის ჯაშუში, კაცმა არ იცის. არადა, ყველას კარგად მოეხსენება, რუსეთის გარდა, სტრატეგიული მიზნები საქართველოსა და ზოგადად, კავკასიის მიმართ, არაერთ სახელმწიფოს გააჩნია, თუნდაც ჩვენი მეზობელი ქვეყნები ავიღოთ, რომელთა წარმომადგენლები (ზოგი ღიად, ზოგი შეფარვით) არც მალავენ, რომ გაფართოებას საქართველოს ხარჯზე აპირებენ. რუსეთის ხელისუფალთ, ალბათ, არც დაესიზმრებათ, იმდენი მოქმედი და მომავალი ჯაშუში ჰყავს აშშ-ს საქართველოში. იმაზე არ მოგახსენებთ, რომ ნაც-ხელისუფლება აშშ-ის მმართველების ყურმოჭრილი ყმაა. აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები თადარიგს აქედანვე იჭერენ _ თუ საქართველომ ამერიკელთა მონობისაგან თავი დაიხსნა, თუ «ნაცხელისუფლება» ისეთი სამართლებრივი (დამოუკიდებელი) ხელისუფლებით შეიცვალა, რომელიც რუსეთთან, ევროპასთან და ამერიკასთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს განახორციელებს, თუ ამერიკის მონობისაგან დააღწია საქართველომ, აი, მაშინ აამოქმედებს ამ სათადარიგო საჯაშუშო-ძირგამომთხრელ ქსელს ამერიკა საქართველოში და ფარულ ომს გააჩაღებს საქართველოში. საიდუმლო წყაროზე დაყრდნობით, მეტად საყურადღებო ცნობა მოვიპოვეთ. წყარო, ცხადია, უსაფრთხოების მიზნით, გამოჩენას არ აპირებს, რადგან ცნობა მართლაც შემაშფოთებელია და მისი გამხელა, შესაძლოა, მისთვის მომაკვდინებელი აღმოჩნდეს. საქართველოს შსს და მისი საიდუმლო სამსახურები ამერიკული საიდუმლო სამსახურების ფილიალები რომაა, ეს ცნობილია. შსს-ში მათ დაქვემდებარებაშია ყველაფერი, მათ შორის, საქართველოს საიდუმლო სამსახურების თანამშრომლები. მეტიც, საქართველოს ნებისმიერი საიდუმლო სამსახურის ჯაშუში იმავდროულად აშშ-ის საიდუმლო სამსახურების ჯაშუშია. ჯერ მოდით, ადამიანთა იმ ჯგუფზე მოგახსენებთ, რომლებიც საქართველოს საიდუმლო სამსახურების ჯაშუშები ნებით თუ ზეწოლით ხდებიან, მერე კი იმას გეტყვით, რატომ არიან ეს ადამიანები თავისთავად ამერიკის ჯაშუშები. წყაროს ცნობით, საქართველოს საიდუმლო სამსახურების ჯაშუშები არიან შემდეგი სახის ადამიანები: 1. რუსეთის საბჭოთა კავშირის უშიშროების (კგბ) ყოფილი ჯაშუშები საქართველოში, რომელთაც მოინანიეს, აღიარებით მივიდნენ საქართველოს ნაც- პროკურატურასა და კუდ-ში. ამ ადამიანების ნაწილი დათანხმდა საქართველოს ნაც საიდუმლო სამსახურებთან თანამშრომლობას. ეს დაადასტურა შსს-ს მიერ განხორციელებულმა საგანგებო გეგმა «ენვერმა»; 2. ადამიანთა ერთი ნაწილი, რომელთაც "ნაც-სამართალდამცავების" მსხვერპლი გახდა და "საპროცესო გარიგებით" დააღწიეს თავი ციხეს. ამ ადამიანთა ნაწილი, იძულების წესით, თანხმდება საიდუმლო სამსახურებთან თანამშრომლობაზე, ბევრს ისე იჭერენ დილით და საღამოს ისე უშვებენ, დამცველის აყვანასაც ვერ ასწრებნენ, თუმცა არც სჭირდებათ, თუ თანამშრომლობას დათანხმდებიან, თანხასაც არ ახდევინებენ თავისუფლების საფასურად. ნაცების ოპოზიციამ არაერთხელ განაცხადა, რომ სასამართლოებში, დაახლოებით, 240 000 საპროცესო გარიგება შედგა. წყარო აცხადებს, რომ ამ ადამიანების სულ მცირე მეოთხედი საიდუმლო სამსახურებთან თანამშრომლობას დათანხმდა; 3. «ვარდების რევოლუციის» შემდეგ, გეხსომებათ, ირაკლი ოქრუაშვილმა დიდი დაჭერები დაიწყო და ასეულობით ადამიანს დიდძალი ფული შეატანინეს ბიუჯეტში. მრავლად იყვნენ ისეთებიც, რომელთა დანაშაულის მტკიცებულებები ხელთ ჰქონდათ ძალოვანებს, მაგრამ ისინი არც დაუჭერიათ, არც ფული გადაუხდიათ. წყაროს მტკიცებით, შევარდნაძის ხელისუფლების საშუალო და დაბალი დონის ჩინოსნებმა ახალი ხელისუფლების საიდუმლო სამსახურებთან თანამშრომლობაზე თანხმობა განაცხადეს და ამიტომაც, დიდად არ შეუწუხებიათ ეს ხალხი და «შერჩევითი დაჭერების» მიზეზიც ეს იყოო; 4. მსგავსად დათანხმდნენ საიდუმლო სამსახურების ჯაშუშობას ის საქმოსნები, რომელთაც კანონდარღვევით ჰქონდათ შევარდნაძის დროში შეძენილი ქონება, უწესოდ ჰქონდათ სახელმწიფო შეჯიბრები (ტენდერები") მოგებული თუ გადასახადების გადახდისგან თავის არიდებაში იყვნენ მხილებულნი. არც ისინი დაუჭერიათ, სახაზინო დავალიანებაც აპატიეს (ზოგს _ რამდენიმე მილიონი ლარი); 5. სტუდენტების ერთი ნაწილი, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო ფონდების (პრეზიდენტის ფონდი და ა. შ.) მეშვეობით უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში. მათ, ძვირადღირებული _ სწავლის ანაზღაურების სანაცვლოდ, სთავაზობენ თანამშრომლობას, თუმცა არავინ აძალებს ამას და ნებაყოფლობით თანხმდებიან ჯაშუშობას. ცხადია, ამ ადამიანებმა არ იციან, რომ ისინი იმავდროულად ამერიკის ჯაშუშებიც არიან. მაგრამ ამის შესახებ კარგად იცის ვანო მერაბიშვილმა. წყარო ამტკიცებს, რომ მერაბიშვილმა, დაახლოებით 200 000 ასეთი ჯაშუშის სია, სრული პირადი საქმე ("დოსიე"), მათი მამხილებელი მასალები, მათი იძულებითი თუ ნებაყოფლობითი თანხმობის დამადასტურებელი საბუთები თანაშრომლობაზე, ჯაშუშების სია და სხვა სახის ცნობები, საკუთარი ხელით ჩაიტანა ამერიკაში. «ეს ამბავი მოხდა 2010 წლის 10 მაისს. ვანო მერაბიშვილი გაემგზავრა აშშ-ში. მისი ამერიკაში სტუმრობის გამოცხადებული მიზეზი აშშ-ის გამოძიების ფედერადური ბიუროს თავკაცთან, რობერტ მიულერთან შეხვედრა იყო. მაგრამ ის ფარულად შეხვდა ამერიკის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მეთაურ პალეტას... და აღნიშნული მასალა პირადად გადასცა,» _ ამტკიცებს ჩვენი წყარო. «თეთრების» ლიდერი თემურ შაშიაშვილი ნაც-სახელისუფლო ცნობების თაობაზე ხშირად საუბრობს. «საქართველო და მსოფლიო» სწორედ მას დაუკავშირდა და ზემოხსენებული ცნობა გააცნო. აი, რა გვითხრა მან: «საპროცესო გარიგებებით სასჯელს თავარიდებული ადამიანების დიდი ნაწილი საიდუმლო სამსახურებთან თანამშრომლობას რომ თანხმდება, ცხადია, იძულების წესით, ეს ნამდვილად ასეა. იმ დანარჩენი სახის ადამიანთა ნაწილიც, რომელიც ჩამოთვალეთ, ცხადია, ჯაშუშობს. ცალსახად იმის თქმა შემიძლია, რომ ეს ხალხი ნაცურ საიდუმლო სამსახურებთან თანამშრომლობას თანხმდება, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამერიკულ საიდუმლო სამსახურებთანაც ითანამშრომლონ, არ გამოვრიცხავ, რომ ეგ ცნობა მართალია. სამწუხაროდ, საქართველოში, ძირითადად პოლიტიკოსთა ორი ნაირსახეობაა _ პოლიტიკოსები, რომლებიც ფეხქვეშ ეგებიან რუსეთის ან ამერიკის ხელისუფლებას, ერთი ან მეორე ქვეყნის ნაც-ხელისუფლების მონები არიან (და არა მარტო ამ ორი ქვეყნისა). ყველაფერი დასაშვებია ნაც-ხელისუფლებისგან; ეს ხელისუფლება ყველაფერზე წამსვლელია, ყველაფერს დაუთმობს ამერიკას და არა მარტო მას, რათა გაიხანგრძლივოს ძალაუფლება». მოკლედ, აშშ-ს, ახლა თანამოაზრეებისა და სხვადასხვა გრანტებით მოსყიდული ღია, ე.წ. გავლენის ჯაშუშების გარდა, 200 000 სათადარიგო ჯაშუში ჰყავს, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რომ აშშ-ის ჯაშუშები არიან. ისინი ვანოს ჯაშუშებად თვლიან თავს, ამას შეგუებულნი არიან, მაგრამ, როცა ვანო და მისი მეგობრები წავლენ ხელისუფლებიდან, მათ გამოეცხადება «ძია სემის» წარმომადგენელი და ამერიკის სასარგებლოდ ამუშავებს. http://s014.radikal.ru/i327/1110/34/65ed00c62d3f.jpg კაცმა არ იცის, ვინ რა დავალებას მიიღებს. ამერიკა დღეს საქართველოს დამპყრობია (ე.წ. "სტრატეგიული პარტნიორი"), მაგრამ მსოფლიოში ძალთა გავლენა იცვლება, იცვლებიან მეგობარ-დამპყრობლებიც და, ერთხელაც, საქართველო და ამერიკა, საპირისპირო ბანაკში აღმოჩნდნენ. აი, მაშინ გვექნება საქმე სატირლად _ ამ 200 000 ჯაშუშს ამერიკა საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებს. ლევან ჯავახიშვილის წერილის მიხედვით "კვირის პალიტრიდან"
  25. http://geurasia.org/wp-content/uploads/2011/10/guram_sharadze1-150x150.jpgმამულიშვილი გურამ შარაძე: “ფრთხილად, ქართველებო!” ამონარიდები 2004 წლის საუბრიდან (18 ოქტომბერი, 2011) ეს საუბარი 2004 წელს შედგა. მას შემდეგ შვიდი წელი გავიდა. მაშინ ბატონი გურამი მთელი ხმით მოუწოდებდა საზოგადოებას გამოფხიზლებისკენ; ცდილობდა დაენახვებინა ჩვენთვის ის საფრთხეები, რაც საქართველოს მთავრობაში ახალი ძალების მოსვლით ემუქრებოდა ჩვენს ქვეყანას. ილიას “ბედნიერი ერის” სინდრომი ღრმად არის გამჯდარი ჩვენს შეგნებაში, ამიტომაც ჩვენ ეს საფრთხე ვერ დავინახეთ და დღესაც დუმილით ვიღებთ ყველა დარტყმას, რაც ჩვენს ეროვნულ ფასეულობებს, წარსულს, საუკუნეებით დამკვიდრებულ ცხოვრების წესს, რწმენას, მომავალს ანადგურებს. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან. -ბატონო გურამ, რამდენიმე დღის წინ, როცა თქვენთან სასაუბროდ მოვედი, ერთ-ერთ შეკითხვად მქონდა: ,,რა ელის ბასილ მკალავიშვილს?“ დღეს გასაგებია, რაც ელის ბასილ მკალავიშვილს, მაგრამ რა ელის ქართულ მართლმადიდებლობას? -მთელი უბედურება ის არის, რომ 80-იანი წლების ათეისტურმა კომუნისტურმა რეჟიმმა საქართველოს მართლმადიდებლობა გააღარიბა შეგნებული ცოდნისაგან, რწმენისაგან. დღეს ჩვენ გვაქვს გენეტიკურად და ტრადიციულად მართლმადიდებლური და არა შეგნებული მართლმადიდებლური განათლების მქონე ერი. უცოდინრობისგან გადარჩენის ერთადერთი გზა იყო სკოლები, სადაც შემოღებული იყო რელიგიის გაკვეთილები, სადაც ბავშვები ეცნობოდნენ მართლმადიდებლობის ანბანს. დღევანდელი განათლების მინისტრი, რწმენით იეღოველი, გეგმავს ანტიმართლმადიდებლურ ქმედებებს. თქვენ დაინახავთ, როგორ შეიზღუდება სკოლებში რელიგიისმცოდნეობა, ქართული ენისა და ლიტერატურის საათები შემცირდება, სამაგიეროდ, მხრებს გაშლის სექსოლოგიური, სატანისტური ლიტერატურა. სანამ ჩვენ სოროსს არ შევათრევთ სოროში, ჩვენი ქართული მართლმადიდებლობის საშველი არ იქნება. -კანონი სარწმუნოების შესახებ; - კანონი ეროვნული რეკვიზიტების შესახებ; - კანონი ენის შესახებ; , ,თურქი მესხების“ ჩამოსახლების შესახებ _ აი, ოთხი ძირითადი მიმართულება, რომლისთვისაც თქვენ იბრძოდით თქვენი საპარლამენტო მოღვაწეობისას. რას მიაღწიეთ და როგორ აპირებთ ბრძოლის გაგრძელებას? -ჩემი საპარლამენტო ბრძოლებით მე შევაკავე ანტიქართული, ანტიეროვნული ქმედება, ან აღვკვეთე, ზოგჯერ ბოლომდე მივიყვანე, ზოგი ყალყზე შემდგარი ამბავი ჩავაწყნარე. შეჩერდა 40 000 ,,თურქი მესხის“ ჩამოსახლების საკითხი; მივაღწიე იმას, რომ ქართული ენა არ არის გამოცხადებული არასავალდებულო ენად, ეროვნულ რეკვიზიტებში მამის სახელი აღდგენაც ჩემს დამსახურებად მიმაჩნია. მე ბოიკოტი გამოვუცხადე საპარლამენტო არჩევნებს. ეს პარლამენტი იქნება იეღოველთა და თავისუფლების ინსტიტუტის პარლამენტი. ქართველი ხალხი უნდა დაისაჯოს ამ პარლამენტის არჩევით, მან უნდა დაინახოს, რა ჩაიდინა და მოინანიოს თავისი დანაშაული, მე კი ჩემს სიტყვას, ჩემს ხმას ყოველთვის გავაგონებ უნივერსიტეტის, მეცნიერებათა აკადემიის ტრიბუნებიდან, ქუჩიდან, ჩემი წიგნებიდან, სტატიებიდან და თან ამას მწარედ დავაყოლებ – აი, თქვენ მიიღეთ ის, რასაც იმსახურებდით თქვენი პასიურობით, მიმნდობობით, ზოგჯერ კიდევ უზნეობით. - თქვენ ბრძანდებით კოლხური კოშკის კომისიის თავმჯდომარე. საზოგადოებას არაერთხელ წარუდგინეთ კომისიის მიერ ჩატარებული მუშაობის ერთგვარი ანგარიში. რა საქმიანობას ეწევა დღეს კომისია? - სამწუხაროდ, ვერაფრით გაგახარებთ. გაერთიანებულ ქართულ ბანკში ჩვენ გავხსენით ანგარიში და ვითხოვდით თანხების გადმორიცხვას. დღევანდელ მთავრობას ახალი პოლიტიკური ქულების დასაწერად სურს ზვიად გამსახურდიას ძვლების გადმოსვენება. მე გახლავართ ბატონი ზვიადის ნდობით აღჭურვილი პირი და თავს უფლებას ვაძლევ განვაცხადო, რომ ბატონი პრეზიდენტის გადმოსვენების საკითხი შეიძლება დადგეს მაშინ, როცა პირველი – როცა საქართველოს გენერალური პროკურატურა მოუხსნის მას სამშობლოს მოღალატის, ხაზინისა და ბანკის ძარცვის ბრალდებას. მეორე – უნდა აღვადგინოთ კოლხური კოშკი. როგორ? საქართველოსგან დაუტირებელი პრეზიდენტი კოლხურ კოშკში არ დავასვენოთ, პირდაპირ გავაქანოთ და ჩავასვენოთ საფლავში?! კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და აღადგინოს კოლხური კოშკი, სადაც დავასვენებთ ბატონ პრეზიდენტს და ცოდვილმა ქვეყანამ სათანადოდ დაიტიროს და გამოისყიდოს მის წინაშე ჩადენილი დანაშაული. - ბატონი კონსტანტინე გამსახურდია საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. როგორ ფიქრობთ, საზოგადოება მზად არის მის მისაღებად? - მე ამ კითხვას სხვანაირად დავსვამდი. ბატონი კონსტანტინე თუ არის მზად დღევანდელ საზოგადოებასთან შესახვედრად. მე, რათქმა უნდა, მივესალმები ზვიადის შთამომავლობის სამშობლოში დაბრუნებას, მაგრამ… - შესაძლოა, ეს საკითხი დღეს ნაკლებად აქტუალურია, მაგრამ თავის დროზე თქვენ იბრძოდით ხუთჯვრიანი დროშის წინააღმდეგ. - პირიქით, დღესაც აქტუალურია. სანამ ეს დროშა არ ჩამოვარდება საქართველოს თავიდან, ქვეყანა ამ ცოდვისგან ვერ გათავისუფლდება. ჩვენ ყოველდღე უნდა ვიმეოროთ რომაელებივით: ,,კართაგენი უნდა დაინგრეს“. ეს არის უცხო, დამპყრობელური, ჯვაროსნული, იერუსალიმური დროშა, შედეგიც სახეზეა. ჩვენი პრეზიდენტი საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა საფრანგეთში სამფეროვანი დროშის გამო. იგი დაჰპირდა ემიგრანტებს, რომ დროშის ნაწილს გერბს ჩააყოლებდა. ვინ მისცა ხელისუფლებას იმის უფლება, რომ დროშა, გერბი, ჰიმნი თავისი სურვილის მიხედვით ცვალოს. ამდენს იულიუს კეისარი ვერ გაუბედავდა თავის ხალხს. სიკვდილამდე აკაკი ბაქრაძე გვაფრთხილებდა: “ფრთხილად, ქართველებო, დროშის ქურდობა არ დაგვაბრალონ“. - რას გვეტყვით ჰარვარდისა და ლევილის არქივების შესახებ? - ეს არქივები სრულად აღვწერე, გავწმინდე და ჩავაბარე საქართველოს სახელმწიფო საისტორიო მუზეუმს. თხუთმეტი წელი ვიბრძოდი იმისათვის, რომ ლევილის მამული, რომელიც ქართველთა ფულით არის ნაყიდი, საქართველოს საკუთრებაში გადმოვიდეს. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ამას საკუთარ დამსახურებად მიიწერს. - ბატონმა პრეზიდენტმა ქართველ ემიგრანტებს აღუთქვა, რომ იგი საქართველოში გადმოასვენებს ცნობილ ქართველთა ნეშთებს. - აბსოლუტურად მიუღებლად მიმაჩნია ქართველთა ნეშთების შეწუხება. ემიგრაციაში არსებული საფლავები ჩვენ გვაფრთხილებს: ქართველებო, იყავით ფხიზლად, რომ შემდგომშიც არ მოგიწიოთ ქვეყნიდან ქართველი გმირების გაძევება და შემდგომ იქ დასაფლავება. ეს საგანგაშო საფლავებია, საქართველოში ჩვენ გვაქვს ილიას საფლავი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ქართველებო, იყავით ფხიზლად, რომ საქართველომ თავისი ღირსეული შვილები უცხოეთში არ გადაკარგოს. ბატონი გურამ შარაძის შფოთვის მიზეზი ახლა მაინც ხომ გასაგებია საზოგადოებისთვის. გავიხსენოთ: პრობლემები ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებლებში. შემცირდა არა მარტო ქართული ენისა და ლიტერატურის საათები, არამედ სასწავლო პროგრამაც უცნაური ფორმით მიეწოდება მოსწავლეებს. გაუქმდა რელიგიის საათები, რელიგიის კუთხეები სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც სტუდენტები და მოსწავლეები მართლმადიდებლურ ლოცვებს კითხულობდნენ. პასპორტებში მამის სახელი კი არა გვარების შემოკლებაც აქვთ დაგეგმილი. პარლამენტი როგორც დაკომპლექტდა, ყველამ კარგად ვიცით. საქართველოს დევნილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მრავალტანჯული ნეშთი ყოველგვარი ამინისტიის გარეშე გავერანებულ, მოუწესრიგებელ კოლხურ კოშკში დაატირებინეს ქართველებს და ის მიდამო, სადაც ქართული ლიტერატურის შედევრები იწერებოდა და ქართული სული ღვიოდა, დღეს არავის ახსოვს. ბატონი კონსტანტინე გამსახურდია შეხვდა ქართულ საზოგადოებას, მაგრამ თავისი პოლიტიკური მოღვაწეობით დატოვა სიტყვა `მაგრამ“… ქართველი ემიგრანტების მიერ საქართველოსთვის შენახულ- დაცული და ნაანდერძევი ლევილის მამულის შესახებაც საეჭვო დუმილი სუფევს. საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს კონკრეტულად ვინ არის მისი პატრონი. საქართველოს მთავრობა მართლა აპირებს საკუთარ დამსახურებად მიიწეროს ამ აპექტში რაღაც, მაგრამ რა , ამას დრო გვიჩვენებს. კი, სწუხდა ბატონი გურამი, მაგრამ არა მგონია დღეს ვინმეს საზღვარგარეთ დასვენებულ ქართველთა ნეშთების სამშობლოში დაბრუნების დარდი არ ასვენებდეს, ის კი არა და, ქვეყნიდან უკანმოუხედავად გაქცეულთა შესახებაც დუმს. დუმს ქართული საზოგადოებაც ისევე, როგორც დუმდა… ნათია გოგიტიძე http://saertogazeti.net/2011/09/07/%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B-%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%A5%E1%83%90/
×
×
  • შექმენი...