Jump to content
Planeta.Ge

დაჩი

პლანეტელი
  • პოსტები

    554
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    6

ყველა პოსტი დაჩი

  1. http://pirweli.com.ge/images/stories/mahmud_ahmedinejad.jpgახმადინეჯადი: აფეთქებები საქართველოსა და ინდოეთში თავად იზრაელის ნამოქმედარია 14.02.2012 ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ ახმადინეჯადის განცხადებით, აფეთქბები საქართველოსა და ინდოეთში თავად იზრაელის ნამოქმედარია. "ამ საქმეში ისრაელის საიდუმლო სამსახურების ხელი ურევია, ახლა კი კუდიანებზე ნადირობა დაიწყება და ყველაფერში ირანი და მაჰმადიანები იქნებიან დამნაშავე". შეგახსენებთ, რომ გუშინ უცნობი სტუმრები საქართველოსა და ინდოეთში იზრაელის საელჩოების შენობებთან ბომბების აფეთქებას ცდილობდნენ. თბილისში ბომბი გაუვნებელყოფილ იქნა, დელიში კი აფეთქების შედეგად, ბოლო მონაცემებით, ორი ადამიანი დაიჭრა. ინდოეთის დედაქალაქში ბომბი იზრაელის საელჩოსთან ახლოს, იზრაელის დიპლომატის მანქანის სიახლოვეს ააფეთქეს, რის შედეგადაც მანქანა დაიწვა. იზრაელმა მომხდარში ირანი დაადანაშაულა. პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თვლის, რომ "თავდასხმების უკან მსოფლიო ძალადობის მთავარი შემოქმედი - ირანი დგას". ამასთან, აღნიშნული შემთხვევების შემდეგ იზრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მსოფლიოში დიპლომატიურ წარმომადგენლებს დაავალა, თავდასხმებისთვის მზადების დონე აამაღლონ. განკარგულებაში ნათქვამია, რომ დიპლომატებმა დროებით ავტომობილები არ უნდა გამოიყენონ და საელჩოებთან მანქანები არ დააყენონ.
  2. გვემუქრებით, თუ როგორ?! სიმართლე მაინც თავის გზა-კვალს არ დაკარგავს, მაინც გამჟღავნდება.
  3. სანამ მიშიაკს ან ვანიჩკას არ "მიაწვებიან" მანამდე ხმას არავინ ამოიღებს. მიშიაკი რომ გამოვიდეს და საზოგადოებას გამოუტყდეს, ბოკერასთან რაღაც "იმნაირი" ურთიერთობა მააქვსო, ნეტავ რას იზამენ მიშნაცები??? მიშიაკი ამერიკაში სტუმრობისას, ობამას შეხვედრია ერთი-ერთზე, რაღაცა ჭორები კი დაირხა, დახურულ კარს მიღმა რას აკეთებდნენო? თუ პატიოსანი ადამიანები არიანო, შეყვარებულებივით ჩუმდ რატომ ჩაიკეტნენო? მე არ მინდა დავიჯერო ამ ჭორების სიმართლე. მე არ მჯერავს! თქვენ?
  4. http://1.bp.blogspot.com/-ZLMbVsvKQJk/TqfgeVda3aI/AAAAAAAAFR8/roEswtiVNrE/s200/seqs%2Bpolicia.jpg "პორნო" საპატრულო ეკიპაჟის მანქანაში... გუშინ, ღამის 11 საათისთვის რედაქციიდან შინ ვბრუნდებოდი. სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნიის შენობას რომ მივუახლოვდი ჩემი ყურადღება შენობის წინ გაჩერებულმა საპატრულო სამსახურის ეკიპაჟმა მიიპყრო... ჩვეულებრივ, სამართალდამცავები გვიან ღამემდე, ზუგდიდში, ერთ ადგილზე არასდროს ჩერდებიან და პატრულირებას ახორციელებენ. უნებურად თვალი ავტომანქანაში დამონტაჟებულ მიკრო მონიტორს მოვკარი... მოკლედ, წამის მეასედ ნაწილში ჩემს მიერ ნანახი კადრები მეხსიერებიდან არ ამომდის. ვანოს პატრული, დიდი გატაცებით ადევნებდა თვაალს ორი მამაკაცის მონაწილეობით გადაღებულ პორნო ფილმს... მიუხედავად იმისა, რომ ეს ყოველივე კანონის დიდი დარღვევაა შევეცადე სიმშვიდე შემენარჩუნებინა და ახლადდანიშნული გუბერნატორის ადმინისტრაციას შეუმჩნევლად გავეცალე. ნანახმა უნებლიედ ის ვიდეო ჩანაწერი გამახსენა, რომელიც ჩვენს რედაქციას ხელთ დაახლოებით 6 თვის წინ ჩაუვარდა. მობილური ტელეფონით ფარულად გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს როგორ ამყარებენ სქესობრივ კავშირს, ზუგდიდის საპატრულო პოლიციის ფორმაში გამოწყობილი, პოლიციელები ერთმანეთთან. კადრში ორი მამაკაცი ჩანს, ერთ–ერთი პოლიციის ფორმას იხდის და..... მაშინ კადრები იმიტომ არ გავავრცელეთ, რომ აღნიშნული პირების ვინაობის დადგენის შემდეგ გაირკვა, რომ ისინი დაოჯახებულნი არიან და შეგვეშინდა რომელიმე მათგანს საკუთარი თავისთვის რაიმე არ ევნოთ.... ვიდეოს გამოქვეყნებისგან თავს ამჯერადაც შევიკავებთ. იმ შემთხვევაში თუ სამეგრელო–ზემო სვანეთის საპატრულო სამსახურის უფროსი ალექსანდრე ბელქანია სათანადო ზომებს არ მიიღებს და სამსახურეობლივი მოვალეობის შესრულების პროცესში, მისი თანამშრომლების აღვირახსნილობას ერთხელ და სამუდამოდ ბოლოს არ მოუღებს, ჟურნალ „ღია ბოქლომის“რედაქცია გამოაქვეყნებს ყველა იმ ვიზუალურ მასალას, რომელიც ამტკიცებს, რომ ვანოს პოლიიელები ადამიანების ცემა–ტყეპის გარდა, რაც ალბათ მათში ვნებას აღძრავს, ერთმანეთთან ტყ....ით და პორნო სანახაობების ცქერით არიან დაკავებული... დაჩი კვიკვინია 00.10.2011, საცნობარო გამოცემა "ღია ბოქლომი" წყარო: http://boqlomi.blogspot.com/2011/10/blog-post_26.htmlვანოს ნაც-პოლიცია
  5. http://s41.radikal.ru/i093/1202/67/529f1a88ee53.jpg მსოფლიოში ცნობილი მომღერალი ვითნი ჰიუსტონი, არ ეგუებოდა მსოფლიოში გამეფებულ ძალმომრეობასა და სირუეს. 2003 წელს მისი ისრაელში მოგზაურობისას, მან ხელი არ ჩამოართვა ისრაელის მაშინდელ თავკაცს ("პრემიერ მინისტრს"), არიელ შარონს ხელი არ ჩამოართვა და ამით ზიზღი გამოხატა ისრაელის მიერ წარმოებულ დაპყრობით ომებზე. ასეთი შეურიგებელი დამოკიდებულების გამო მსოფლიოში გამეფებულ უსამართლობაზე, იგი თავიდან მოიშორეს, მოკლეს.
  6. ამერიკაკ ათასობით ატომური საჭურვილი აქვს და სხვას არ უნდა ჰქონდეს, ადვილად რომ დაიპყროს. ჭკვიანი ყაჩაღია აშშ-ი.
  7. პოლიციური ქვეყანა აშშ-ი, ანუ დემოკრატია http://www.youtube.com/watch?v=aNbsEAJy1ok კარგად დააკვირდით, მიშისტურ პოლიციას თუ არ აჭარბებენ. „დასამალი არ არის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არის პოლიციის ძალადობა, სისასტიკე და გადაგვარება"
  8. კი უკვე გნახეთ 2008/8/8 რუსეთ-საქართველოს ერთდღიან ომში,როგორ ადინეთ რუსებს, მთავარსარდალმა მიშიაკმა და შენ. თანაც გორში როგორ კურდღლებივით მოკურცხლეთ და ქართველები ხელში შეატოვეთ განრისხებულ მტერს. ვნახე ბატონო! ვნახე! და ისიც ვნახე რა დამართეთ ქართველთა სამშობლოს, როგორ დააკარგვინეთ ძირძველი მხარეები აფხაზეთი და სამაჩაბლო, როგორ ააწიოკეთ ასეულობით ქართული სოფელი, როგორ გაწყვიტეთ ქართველობა ამ მხარეებში და 100 ათასობით ქართველი უსახლკაროდ დატოვეთ. რამდენი კუბო ჩამოიტანეს, რამდენი დაჭრილი დაბრუნდა ავღანეთიდან ესეც ვნახე... აღარ მინდა სხვის ომში, თანაც უსამართლო, დამპყრობის მხარეზე ომი ბატონო! აღარ მინდა! და თუ თქვენსას არ იშლით მიშმაკები, მაში აიღეთ საჭურვილი და თავად წაბრძანდით ომში, საქართველოს თავი დაანებეთ. ჩვენ არ გვინდა სხვის ომში სისხლიღვრა... *** http://geurasia.org/wp-content/uploads/2012/02/preview12.jpgახმადინეჟადი: “აშშ და ევროპა დემოკრატიის სახელით სამყაროს ძარცვავენ” 2012 8 თებერვალი ირანის თავკაცის განცხადებით ამერიკა და დასავლეთის სხვა ქვეყნები დემოკრატიის სახელით სამყაროზე გაბატონდნენ ამერიკამ და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა დემოკრატიის სახელით გარკვეული ორგანიზაციები შექმნეს და სამყაროზე განატონდნენ და დღესდღეობით მსოფლიოში უდიდეს მძარცველებად იქცნენ. მაჰმუდ აჰმადინეჟადმა დღეს თეირანში გამართულ ისლამური გაერთიანების 25–ე საერთაშორისო ყრილობაზე დასძინა დასავლეთის დემოკრატია უდიდეს სიცრუეს წარმოადგენს და სახალხო მმართველობის შექმნა შეუძლებელია საერთო ლოზუნგებისა და გაერთიანების გარეშე. დემოკრატია თავისი დასავლური ხასიათიდან გამომდინარე ადამიანთ გარკვეული სახით დამცირებას შეადგენს სიონისტთა და კაპიტალისტთა მხრიდან. ირანის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა ასევე დასძინა სიონისტები , რომელნიც ამერიკაში გაბატონდნენ, წარსულის გათვალისწინებით უკვე მიხვდნენ, რომ მონათმფლობელობითა და ძალადობით საკუთარ მიზნებს ვერ მიაღწევენ. ამიტომაც მათ გადაწყვიტეს, რომ სამყაროზე ახალი , თანამედროვე ძალა გაამეფონ , რომლის მოჩვენებითი სახე დემოკრატია, თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვაა, თუმცაღა შინაგანად იგი ძალადობასა და ადამიანთა გენოციდს ემყარება. აჰმადინეჟადის თქმით ყოდსის ოკუპანტი რეჟიმი სამყაროზე გაბატონებისათვის შეიქმნა და ევროპულ და ამერიკულ მთავრობებთან მეგობრობის წინაპირობა სიონისტურ რეჟიმთან მეგობრობაში გამოიხატება.
  9. ამერიკაში თავისუფლება დაპატიმრებულია, თვალი გაახილეთ აშშ-ის ბრმა თაყვანისმცემლებო! http://a2.sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash4/418911_378171885542848_100000501201263_1451271_2140994202_n.jpgთავისუფლების დაპატიმრება
  10. ირანი საგანგებოდ გვაფრთხილებს - თვითმარქვია ნაც-ხელისუფლებასა და ქართველი ერს 2012 წლის 5 თებერვალს, ირანი მაჰმადიანური რევოლუციის მცველთა ერთობის მეთაურის მოადგილე ჰუსეინ სალამიმ „როიტერს“ განუცხადა: „ირანი შეუტევს ნებისმიერ ქვეყანას, რომლიც ირანის წინააღმდეგ თავდასხმისათვის იქნება გამოყენებული. ნებისმიერი სახელმწიფო, საიდანაც მოწინააღმდეგე ირანის მიმართ მტრულ მოქმედებას განახორციელებს, ჩვენი შეიარაღებული ძალების მხრიდან საპასუხო დარტყმას მიიღებს“. ეს გაფრთხილება იყო საქართველოსთვის – მისი თვითმარქვია ნაც-ხელისუფლებისა და ქართველი ერისათვის. თბილისი, 7 თებერვალი, საქინფორმი. თანამემამულენო! მდგომარეობა ირანის გარშემო დღითი დღე იძაბება – დროის ათვლა უკვე საათებზე მიდის და ომი შესაძლოა, ხვალაც კი დაიწყოს. მართალია, სახელმწიფო მოღვაწეთა გაკეთებულ განცხადებებში ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების სხვადასხვა თარიღს ასახელებენ, მაგრამ ერთ რამეში ყველა ერთმანეთს ემთხვევა: ომი, რომელიც შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს, გარდაუვალია და დაიწყება არაუგვიანეს ა.წ. ივლისისა. საქინფორმი მუდმივად აცნობდა მკითხველს ამ საჭირბოროტო თემაზე მასალებს მსოფლიო ცნობებიდან, გამოაქვეყნა უამრავი მსჯელობა, ცნობილი მეცნიერები და მცოდნეები მოვლენათა შესაძლო განვითარებაზე მსჯელობდნენ და გვაფრთხილებდნენ საქართველოსათვის მომაკვდინებელი საფრთხის შესახებ, ამ ომში მისი ჩათრევის შემთხვევაში. http://saqinform.ge/images/stories/analitics/stopp.jpgქართველებო შეჩერდით! დაფიქრდით! 2012 წლის 30 იანვარს კი საქინფორმმა გამოაქვეყნა წერილი სათაურით „თქვენ რას ფიქრობთ, ქართველებო?“, რომელშიც ეწერა: „დღეს თვითმარქვია ხელისუფალი სააკაშვილი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდება და, როგორც მცოდნეები ვარაუდობენ, ფარულად მისცემს თანხმობას საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბანაკების განთავსებაზე. თქვენ რას ფიქრობთ, ქართველებო? თანახმა ხართ, რომ ჩვენთან ამერიკის სამხედრო თვითმფრინავები, გემები, რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარები განლაგდეს და საქართველომ ამერიკასთან ერთად ირანის წინააღმდეგ იომოს?“ და აი, როგორც ჩანს, ჩვენი ყველაზე ცუდი ვარაუდები მართლდება. ამიტომ დღეს საქინფორმი მიმართავს საქართველოს ყველა მოქალაქეს – მათი ეროვნული, სარწმუნოებრივი კუთვნილების მიუხედავად - საგანგებო განცხადებით: სანდო ცნობის თანახმად, რომელიც, უეჭველია, უახლოეს ხანებში მსოფლიო საზოგადოებრიობისთვის გახდება ცნობილი, აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტების ამასწინანდელი შეხვედრისას თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ბარაკ ობამამ დაითანხმა მიხეილ სააკაშვილი ირანზე დარტყმის შესაძლებლობის შესახებ. გარდა ამისა, ამერიკის მეთაურმა მოსთხოვა, დაუთმოს საქართველო (საჰაერო სადგურები) ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავების გაფრენისათვის, რომელიც ირანს შეუტევს. როგორც მოსალოდნელი იყო, სააკაშვილი არც კი დაფიქრებულა თავისი ქვეყნისათვის შესაძლო შედეგებზე და დიდი სიამოვნებით დათანხმდა ირანთან ომში საქართველოს ჩართვაზე, რამეთუ ეს პატივად და ნატოში გაწვრიანების გზაზე მორიგ ნაბიჯად მიიჩნია (ავღანეთში „ISAF“-ის ოპერაციაში ქართველი სამხედროების მონაწილეობასთან ერთად). საქინფორმისათვის უცნობია, როგორ შეიტყო ამ შეთანხმების შესახებ ირანის ხელისუფლებამ – პრეზიდენტები ხომ პირისპირ საუბრობდნენ დახურულ კარს მიღმა. გამორიცხული არ არის, რომ სააკაშვილს, რომელიც ვაშინგტონიდან მიუნხენს გაფრინდა, რათა ა.წ. 5 თებერვალს უსაფრთხოების საკითხებზე 48-ე შეკრებაზე სიტყვით გამოსულიყო, შემთხვევით წამოსცდა, ანდა საგანგებოდ იტრაბახა ძლიერ ბატონთან – აშშ-თან მიღწეული შეთანხმებით, რომელსაც უკვე მესამედ – ერაყისა და ავღანეთის შემდეგ – დასჭირდა პატარა საქართველოს დახმარება. ასევე, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ცნობის გაჟონვა აშშ-ის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ იყო მოწყობილი და ირანის დაზვერვისათვის გახლდათ განკუთვნილი, მაგრამ ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია მარტო ის, რომ ირანის საპასუხო განცხადებას არ დაუყოვნებია: იმავე დღეს – 2012 წლის 5 თებერვალს, მაჰმადიანური რევოლუციის მცველთა ლაშქრის მეთაურის მოადგილე ჰუსეინ სალამიმ „როიტერს“ განუცხადა: „ირანი შეუტევს ნებისმიერ ქვეყანას, რომლიც ირანის წინააღმდეგ თავდასხმისათვის იქნება გამოყენებული. ნებისმიერი ქვეყანა, საიდანაც მოწინააღმდეგე ირანის მიმართ მტრულ მოქმედებას განახორციელებს, ჩვენი შეიარაღებული ძალების მხრიდან საპასუხო დარტყმას მიიღებს“. ეს იყო საქართველოსთვის განკუთვნილი განცხადება – მისი თვითმარქვია ნაც-ხელისუფლებისა და ქართველი ერისათვის. ასევე, გატყობინებთ, რომ ირანის სამხედრო მხედართმთავრობამ უკვე შეიმუშავა იმ ქვეყნებზე საპასუხო დარტყმისათვის ღონისძიებათა გეგმა, რომლებმაც თავისი ქვეყანა დაუთმეს აშშ-ს და მის თანამზრახველებს. კერძოდ, ირანზე აშშ-ის იერიშის შემდეგ სავარაუდოა საპასუხო დარტყმა საქართველოს სამხედრო და სამოქალაქო შენობებზე (უწინარესად – საჰაერო სადგურებზე, სამხედრო ნაწილებზე, ნავთობისა და გაზსადენებზე, ნავსადგურებზე, სადგურებსა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უბნებზე, რომლებიც ჩვენში, როგორც ცნობილია, ყველაზე მჭიდროდ დასახლებული – თბილისისა და სხვა ქალაქების უშუალო სიახლოვეს მდებარეობს). საქართველოში (ისრაელისა და არაბეთის მონარქიებისგან, ასევე, კავკასიელი მეზობლების – სომხეთისა და აზერბაიჯანისგან, განსხვავებით) ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე დანადგარების არარსებობის პირობებში, რომლებსაც ირანის რაკეტების შეჩერება შეუძლია, უნდა ვივარაუდოთ, რომ საპასუხო დარტყმის შემთხვევაში საქართველო ირანისათვის იოლი და მოწყვლადი მიზანი იქნება (ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, რომლებიც შეთანხმების მიხედვით «КЗакВО»-მ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს გადასცა, ე. შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ბარბაროსულად გაიძარცვა და გაიყიდა, ხოლო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯარები, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დანაყოფი, განადგურებული იქნა). თანამემამულეებო! მსოფლიო ეკონომიკური გასაჭირის პირობებში, იმპერიებს შორის, ბატონობისათვის დაუნდობელი და შეუნიღბავი ბრძოლა მიმდინარეობს. მაშ, რისთვის სჭირდება საქართველოს, რომლის მოსახლეობაც დღეს 2.5 მლნ კაცამდე შემცირდა, ამ ბრძოლაში ჩართვა ოკეანისგაღმა იმპერიის – ამერიკის შეერთებული შტატების, მხარეს, სადაც, საქართველოსგან განსხვავებით, ირანული რაკეტები ვერ მიაღწევს?! აშშ-ის ამბიციების გამო ჩვენი შვილები 2008 წლამდეც იღუპებოდნენ ერაყში, დღესაც იღუპებიან ავღანეთში. შედეგად კი ქართული მიწების 20% დავკარგეთ, ძმებთან და უახლოეს მეზობელთან ვიჩხუბეთ... ამ ომებმა ათასობით ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლეც და ამერიკის ხაზინიდან მილიარდობით დოლარი შეიწირა, რითაც ამ ომებწაგებული ამერიკის ისედაც ასტრონომიული საგარეო ვალი (135 ტრილიონი დოლარი !!!) კიდევ უფრო გაზარდა! ინაღვლა კი საქართველოს ხელისუფლებამ 60 ათასი ფერეიდნელი ქართველის ბედზე ირანში?! განა მათთვის არ ამზადებენ ასობით მცოდნესა და მასწავლებელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, განა შარშან მათ არ ეპატიჟებოდნენ სამშობლოში, საქართველოში, დასაბრუნებლად პრეზიდენტი სააკაშვილი და პატრიარქი ილია II? მივმართავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II, რომელმაც აღორძინებული საქინფორმი აკურთხა: თქვენო უწმიდესობავ, შეეცადეთ, შეაჩეროთ ეს უგუნურნი, როგორც არაერთხელ გიცდიათ ეს! მივმართავთ ოპოზიციას: დროებით მაინც შეწყვიტეთ ხელისუფლებისათვის ბრძოლა, იბრძოლეთ საქართველოს გადასარჩენად! მივმართავთ ხელისუფლებას: STOP, სანამ ჯერ კიდევ გვიან არ არის, უკან დაიხიეთ, ნუ დაღუპავთ საქართველოს, რადგან თუ საქართველო არ იარსებებს – არ ვიქნებით ჩვენც, მისი ერი და თქვენც, მისი ხელისუფლება... საქინფორმის საგანგებო განცხადება: STOP, MIKHEIL! . (წერილი თარგმნილია, შესწორებულია ქათულად)
  11. ავღანეთის ომში, ქართველი მებრძოლები იძულებით მიჰყავთ - "მზად ვარ საქართველოსთვის თავი შევწირო, მაგრამ არა ავღანეთში" "ავღანეთში დამატებით ერთი ქვეითი დანაყოფის გაიგზავნება მაშინ, როცა თავად ამერიკა ავღანეთში მებრძოლების რაოდენობას 33 ათასი ჯარისკაცით ამცირებს. უფრო მეტიც, ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების გამოყვანა 2014 წლისთვის დასრულდება. ვიცით, ამერიკელი ჯარისკაცები როდის დატოვებენ ავღანეთს, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ვიცით, რა ბედი ელით ქართველ ბიჭებს... ხშირად გაიგონებთ, რომ სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და ქართველი ჯარისკაცები თავიანთი სურვილით მიდიან, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. სინამდვილეში ხელშეკრულებით მომსახურე ჯარისკაცებს მეთაურები შეიარაღებული ძალებიდან გაგდებით ემუქრებიან და ასე აიძულებენ ავღანეთში წასვლას. ჯარიდან გაგდებულმა იცის, რომ ხელშეკრულების დარღვევისათვის სასამართლო დიდ ფულად ჯარიმას დააკისრებს. ბევრ ქართველ მებრძოლს ოჯახის უსახლკაროდ დატოვებას ურჩევნია, იძულებით ავღანეთში წავიდეს და თავის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" (3 - 16 თებერვალი, 2012) წერილში სათაურით ავღანეთში ვინც არ მიდის, ჯარიდან აგდებენ... / "მზად ვარ საქართველოსთვის თავი შევწირო, მაგრამ არა ავღანეთში". "მას შემდეგ, რაც ნაც-პარლამენტმა დამატებითი ლაშქრის გაგზავნაზე თანხმობა გასცა, თავდაცვის სამინისტრომ ავღანეთში პირველი ქვეითი "ბრიგადის მე-12 ბატალიონის" გაგზავნა გადაწყვიტა. თურმე ჯარისკაცების უმრავლესობამ უარი თქვა ავღანეთში წასვლაზე და დანაყოფი შევსება საფრთხის წინაშე დადგა. დანაყოფის მეთაურ ცინდელიანს ეს უცნობებია პირველი ქვეითი "ბრიგადის" მეთაურისთვის, მაიორ დ. მაყიშვილისთვის. გაბრაზებულ მეთაურს მკაცრი ბრძანება გაუცია, - ვინც ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერს, დაწერს მოხსენებას ჯარიდან წასვლაზე! 2012 წლის იანვარში ამ მიზეზით 100-ზე მეტ ჯარისკაცს ხელშეკრულება გაუუქმეს, თან გააფრთხილეს, სასამართლოში გიჩივლებთ ხელშეკრულების დარღვევისთვისო... ჯარისკაცების შესაგროვებლად კოჯორში, მე-12 ბატალიონის ბანაკის ადგილზე, "კამაზებით" მიჰყავდათ პირველი ქვეითი ბრიგადის სხვადასხვა დანაყოფის ჯარისკაცები, ზოგი გამოძახებული იყო, თავად მიდიოდა და მათაც სთხოვდნენ ახსნა-განმარტებას, რატომ არ მიდიოდნენ ავღანეთში. სხვა დანაყოფებიდანაც დაითხოვეს ყველა ის ჯარისკაცი, ვინც წასვლაზე უარი თქვა. 2012 წლის იანვარში "სამანდატო კომისიამ" განიხილა ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეების შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის საკითხი". "სამანდატო კომისიის სხდომას წარედგინა ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც ხელშეკრულების ვადა 2014 წელს ეწურებათ და არ სურთ მონაწილეობა ავღანეთში მიმდინარე ომში. "კომისიის" თავმჯდომარე მაყიშვილმა იკითხა, ჯარისკაცები რა მიზეზით ამბობდნენ უარს ავღანეთის ომში გამგზავრებაზე, რაზედაც სამხედრო მოსამსახურეებმა მიზეზად ოჯახური მიზეზი დაასახელეს. "კომისიის" წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი თავმჯდომარის წინადადებას, რომ სამხედრო მოსამსახურეები პირადი მოხსენების საფუძველზე წარადგინონ ხელშეკრულების შეწყვეტაზე და დათხოვნილ იქნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან. გადაწყვეტილების გასაჩივრება ჯარისკაცებს 15 დღის ვადაში შეუძლიათ, გამოიყენებენ თუ არა ისინი ამ უფლებას, უცნობია. მეთაურმა ისინი აიძულა, წასვლაზე მოხსენება დაეწერათ. ეს მოთხოვნაც ერთგვარი ხრიკია ნაც-სამინისტროსთვის, რადგან განცხადებაში არსად არის მითითებული, რომ ისინი ავღანეთში არწასვლის გამო მიდიან ჯარიდან. განცხადებაში ნათქვამია, რომ ოჯახური პირობების გამო წავიდნენ ჯარიდან. ბუნებრივია, ამას თავდაცვის ნაც-სამინისტრო სასამართლოში ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოიყენებს და ყოფილ სამხედროებს იმის დამტკიცება გაუჭირდებათ, რომ განცხადება იძულებით დაწერეს... ჩვენი წყაროს ცნობით, ჯარიდან იძულებით წამოსული ყველა ჯარისკაცის განცხადება ერთნაირია. არის ნიმუში, რომლის მიხედვითაც იწერება ყველაგანცხადება, იცვლება მხოლოდ სახელი და გვარი". "თითქმის ორ წელიწადს ვიმსახურე ქართულ ჯარში, ოთხწლიანი ხელშეკრულება მქონდა. რამდენიმე დღის წინ მაიძულეს, დამეწერა განცხადება წასვლაზე. ასე 100-ზე მეტი ჯარისკაცი დაითხოვეს, იმიტომ, რომ ავღანეთში წასვლაზე უარი ვთქვით. ჯარიდან წასვლა არავის გვინდოდა. მზად ვიყავით, ქვეყნის სადარაჯოზე ვმდგარიყავით და დაგვეცვა საქართველოს მთლიანობა, მაგრამ არჩევანის წინაშე დაგვაყენეს. ბევრმა სახლში წასვლა ვარჩიეთ. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც იძულებულნი შეიქნენ, ხელი მოეწერათ თანხმობაზე. ამბობენ, რა ვქნათ, სამსახურის შოვნა ადვილი არა არის, აქ მუდმივი გასამრჯელო, ბანკიდან სესხი გვაქვს გამოტანილი, იმასაც ხომ გასტუმრება სჭირდება, რომ წავიდე ჯარიდან, ხელშეკრულების დარღვევისთვის დამაჯარიმებენ, საიდან მოვიტანო ეს ფული? სხვა გზა არამაქვს, ბანკმა სახლი რომ გამიყიდოს და შვილები ქუჩაში დამრჩეს, იმას მირჩევნია, ნებით წავიდე სასაკლაოზეო. 2008 წელს სამხედრო პირი არ ვიყავი, მაგრამ ჩემი სურვილით მივედი ნაც-გამგეობაში და მოხალისედ ჩავეწერე. ჩემს ქვეყანას რომ დასჭირდეს, საბრძოლველად წავალ, მაგრამ ავღანეთში წასვლა არ მინდა. ხომ აცხადებენ, რომ ავღანეთის ომში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, აგვიხსნან მაშინ, რატომ გვაიძულებენ წასვლას?" - აცხადებს ერთ-ერთი ჯარისკაცი გიორგი და დასძენს: "როცა ნივთებს ვაბარებდით, გვითხრეს, ბიჭებო, ჯობს, წახვიდეთ ომში, თორემ ხომ იცით, დიდი ჯარიმა დაგეკისრებათო. ამ სიტყვებმა ბევრზე იმოქმედა და აზრი შეიცვალა. ძირითადად, პირველი ბრიგადის ბიჭებს გვაძალებდნენ ომში წასვლას. იმდენმა ჯარისკაცმა თქვა წასვლაზე უარი, ალბათ, ნებისმიერ მსურველს მიიღებენ. უფრო მეტიც, სასწრაფოდ, ახალი ნაკადის მიღება გამოაცხადეს და არ არის გამორიცხული, მათაც უკრან თავი ავღანეთის ომში. ძირითადად, თანხმობას სოფლიდან ჩამოსული ბიჭები ამბობენ, რომლებსაც წარმოდგენაც კი არ აქვთ, იქ რა პირობებში მოუწევთ ყოფნა... იქ ყველა ომობს, ყველას აქვს იარაღი, ჩვენ რას ვიზამთ?.. აქედან თითქმის მოუმზადებელი ბიჭები მიჰყავთ. უმრავლესობა 18-19 წლისაა. ჯარში მედღევეებად დადიან. მათი მოვალეობა საგუშაგოს დარაჯობაა, სამი კაცი მორიგეობს და ევალებათ ღამით საჭურვილს უდარაჯონ და თუ ტელეფონმა დარეკა, უპასუხონ. სხვა საბრძოლო მომზადება არც გაუვლიათ. სრულ გაურკვევლობაში არიან... სწავლება კრწანისის სამხედრო სასწავლებელში დაიწყება. ამ ლაშქარს, სააკაშვილმა დამატებითი ძალების გაგზავნა რომ გადაწყვიტა, იმისთვის ამზადებენ. ამბობენ, ავღანეთის ჰელმანდის მხარეში კი არა, სხვაგან მიჰყავთო. ბუნებრივია, ისიც საკმაოდ ცხელი წერტილი იქნება. აბა, ქართველ ბიჭებს დაცულ ადგილას ვინ წაიყვანს?" *** ბოლოთქმა: ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთში მიერეკებიან დღეს გამთენიისას საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის 173 სამხედრო მოსამსახურე ავღანეთში გაგზავნეს, სადაც ე.წ. "ISAF-ის" ბრძოლებში გამოიყენებენ მათ. ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულთან ახლოს განალაგეს და მსოფლიო ბატონთა სარდლობას დაემორჩილებიან. მომდევნო 700 ჯარისკაციანი ჯგუფი კი, რომლებიც ავღანეთში 2010 წლის თებერვალში გაემგზავრნენ. მიშა დამაქცევარი http://s018.radikal.ru/i514/1202/d3/6950b63cd295.jpgქართველი ჯარისკაცების მორიგ ფარას სასაკლაოზე მიერეკება ამ დროს როცა საქართველოში მტრის ურდოები დაშლიგინებენ, ადამიანებს იტაცებენ, აბუჩად იგდებენ, ქართველ ჯარისკაცებს მსოფლიო დამპყრობნი ავღანეთის, ერაყის, სერბიის და სხვა ქვეყნების დასაპყრობად იყენებენ. ქართველი ერი კი დაუცველადაა მიტოვებული.
  12. ბიძინა: "სოროსის ფონდში" მეც ვრიცხავდი ფულს, ქრთამით მექრთამეობის დამთრგუნველი! 06.02.2012 ბიძინა ივანიშვილის საუბარს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ–დასავალი". ბიძინა ივანიშვილი: ნაც-პოლიციისათვის მანქანები იყიდეს ჩემი ფულით. გიმეორებთ, არავითარი საგანგებო დანიშნულების მანქანები ჩემი ფულით არ შეუძენიათ! 7 ნოემბერს რომ გამოიყენეს, მაშინ დავინახე მეც, რომ მსგავსი მანქანები ჰქონდათ... მე მაქვს ჩემი ადამიანური, ცხოვრებისეული მკვეთრი პოზიციები და რა თქმა უნდა, მსგავსი ტექნიკის შეძენაში მე არავითარ შემთხვევშაი არ დავეხმარებოდი! ეს არის ჩემი პასუხიც! ჩემი ფულით მებრძოლებს ტანსაცმელი უყიდეს და სხვათაშორის, პირველი სამხედრო ფეხსაცმლის შემოტანას პირადად ვმართავდი. იმის შემდეგ სამმაგ ფასში იყიდეს იგივე ფეხსაცმელები და თანაც იმავე საწარმოსგან! ეგრევე ფულის კეთება დაიწყეს მერე. მე გადავიხადე ფული სამხედრო შენობების მშენებლობაში... თანხის ზუსტი რაოდენობა ახლა არ მახსოვს, მაგრამ იმდენი იყო, რომ ყველა მშენებლობას უნდა ჰყოფნოდა, მაგრამ ბოლოს ვეღარ აღვრიცხავდი ამ თანხის ხარჯვას. ოქრუაშვილის წასვლის დროს იყო და მას "აწერდნენ" ამ თანხების გაქრობასაც... http://s002.radikal.ru/i200/1202/9f/7d1a64e74ad2.jpgივანიშვილი-სოროსის მასონური კავშირები პირველ წლებში "სოროსის ფონდში" მეც ვრიცხავდი თანხებს, რათა სახელმწიფო მოხელეებს ხელფასები მომატებოდათ და ამით, გარკვეულწილად, მართლა დავამარცხეთ იმ წლებში მექრთამეობა... (ქართული საზოგადოებისათვის დღეს უკვე კარგადაა ცნობილი, როგორ დამარცხა მექრთამეობა!!!) როგორც თავად აცხადებთ, და საზოგადოებისთვისაც ცნობილია, ნაც-ხელისუფლებამ არაერთხელ სცადა ოპოზიციის წევრთა მოსყიდვა და დაშინება... პირდაპირ გკითხავთ - თქვენს მიერ გაღებული ფულით ვაჭრობდა ნაც-ხელისუფლება ოპოზიციის წარმომადგენლებთან? ანუ, თქვენი ფული იხარჯებოდა მათ მოსყიდვა-დაშინებაზე? - ცალსახად გიპასუხებთ: არა! არასდროს არ ყოფილა შემთხვევა, მიშას მსგავსი საქმეებისთვის ჩემთვის ფული ეთხოვოს! როგორ გეკადრებათ? მაგას როგორ გამიბედავდა? ყველაფერი, რაც გაკეთდა ჩემს მიერ, იყო გამჭვირვალე და ღიად! ერთი იყო სოროსის ფონდად წოდებული ფონდი და მეორე - საქართველოს გადარჩენისა თუ ძალოვან ნაც-სამინისტროების განვითარების ფონდი, ზუსტი დასახელება ახლა არ მახსოვს. თუ საჭიროდ ჩათვლით, მაგასაც დაგიზუსტებთ. ხმამაღლა ვაცხადებ: ყველაფერი ჩემი ნებით და წამოწყებით კეთდებოდა! დასკვნა: ბიძინა ივანიშვილი თავის მოკატუნებას ცდილობს, დანაშაულებრივი ნაც-ხელისუფლებისათვის ქრთამის მიცემას "დახმარებად" ასაღებს, უფრო მეტიც ქრთამის მიცემას, მექრთამეობის წინააღმდეგ ბრძოლად ასაღებს. ასევე, გამოძიებულ-შესწავლილი უნდა იქნას, დანაშაულებრივ, მასონურ "სოროსის ფონდში" ბიძინას გარდა კიდევ ვინ რიცხადვდა ფულს, რომელიც შემდგომ ქართველი ერის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული.
  13. ნატოს სიცრუის ნიაღვარი ფრანგი ჟურნალისტი და ანალიტიკოსი ტიერი მეისანი, რომელიც აშშ-ში პერსონა ნონ გრატად მას შემდეგ იქცა, რაც გახმაურებული წიგნი «სასწაულებრივი სიცრუე» გამოაქვეყნა. წიგნში მოთხრობილია, რომ 9/11-ის აშშ ტყუპი ცათამბჯენების განადგურების მიზეზი შიდა შეთქმულება იყო და არა გარე თავდასხმა. «რვა თვის განმავლობაში დასავლეთის მმართველთა და სახელმწიფო საცნობარო საშუალებების ზოგიერთი წარმომადგენელი სირიაში ომის გაჩაღებას ცდილობს,» _ წერს მეისანი «Egalite Reconciliation»-ის ფურცლებზე. უკიდურესად მძიმე ბრალდებები, რომლებსაც ისინი ბაშარ ასადის წინააღმდეგ აყენებენ, მიზნად ისახავს მათ დაშინებას, ვინც ეჭვქვეშ აყენებს მის წამოწყების საფუძვლიანობას. ზოგიერთი ჟურნალისტი გაემგზავრა სირიაში ადგილზე გადასამოწმებლად და საშუალება ჰქონდა, თავად შეეფასებინა ნატოს ცრუპენტელობის მასშტაბები. ტიერი მეისანი მასმედიაში გაჩაღებული ომის შესახებ წერს: 1999 წელს კოსოვოში ომის დროს ყოველდღიურად ვაქვეყნებდით ნატოს საცნობარო შეკრებების მოკლე შინაარსს და შემოკლებულ ცნობებს მეზობელი ქვეყნების ჟურნალისტთა წერილებიდან. დროთა განმავლობაში ნატოსა და ადგილობრივი ჟურნალისტების შეფასებები იმდენად დაშორდა ერთმანეთს, რომ მათ უკვე საერთო აღარაფერი ჰქონდათ. საბოლოო ჯამში საუბარი იყო ორ სხვადასხვა შეფასებაზე. ჩვენ არ გვქონდა საშუალება, გაგვერკვია, რომელი მათგანი ცრუობდა და იყო თუ არა სიმართლე რომელიმე წყაროს მიერ მოწოდებულ ცნობებში. მიუხედავად ამისა, ორივე წყაროს გამოქვეყნება სამი თვის მანძილზე განვაგრძეთ. როდესაც ცნობების გადამოწმების საშუალება მოგვეცა, ჩვენი ჟურნალისტები მოვლენათა ადგილზე გაემგზავრნენ, გაირკვა, რომ ნატოს ცნობები სიცრუე იყო, ადგილობრივი ჟურნალისტებისა კი _ სრული სიმართლე. გაირკვა, რომ სავსებით შესაძლებელია ყველა დასავლელი ჟურნალისტის გასულელება და მათგან სიმართლის დამალვა მათთვის ზღაპრების მოყოლითა და იმ პირობით, რომ თხრობა იქნება უწყვეტი და მძაფრი განცდების გამომწვევი. მაშინ არ შემეძლო სერბეთში გამგზავრება და მდგომარეობის ადგილზე ასახვა, სამაგიეროდ ახლა ვიმყოფები სირიაში, სადაც საკმარისი დრო მქონდა გამოძიებისათვის. საქმის სრული ცოდნით შემიძლია ვამტკიცო, რომ ახლა ნატოს სიცრუის მანქანა სირიის წინააღმდეგ ისევე მუშაობს, როგორც თავის დროზე სერბეთთან დაკავშირებით მუშაობდა. ნატომ «სამხედრო ჩარევის» მიზნით დაიწყო თავისი სრული სიცრუის მოყოლა. მსგავსებები ამით სრულდება: სლობოდან მილოშევიჩი იყო სამხედრო დამნაშავე, რომლისთვის ბრალის დადებასაც კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში ცდილობდნენ, რათა მისი ქვეყანა ორად გაეყოთ; ბაშარ ასადი კი ეწინააღმდეგება იმპერიალიზმსა და სიონიზმს, მან მხარი დაუჭირა მოძრაობა «ჰეზბოლას» ლიბანზე თავდასხმისას და ამ დრომდე უჭერს მხარს «ჰამასსა» და ისლამურ «ჯიჰადს» თავიანთი პალესტინური სამშობლოს გათავისუფლებისათვის ბრძოლაში. ნატოს ოთხი სიცრუე 1.ნატოსა და სპარსეთის ყურეში, მისი მოკავშირეების თქმით, რვა თვის განმავლობაში სირიაში უფლებათა გაზრდისა და პრეზიდენტ ბაშარ ასადის გადადგომის მოთხოვნით მასობრივი დემონსტრაციები არ წყდება. ეს სიცრუეა. ზოგიერთ ქალაქში ჩატარდა მიტინგი პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, მაგრამ საერთო ჯამში მათზე 100 000 ადამიანი შეიკრიბა. ისინი მოითხოვდნენ არა უფლებების გაზრდას, არამედ ისლამური მმართველობის დამყარებას. ნაწილი ბაშარ ასადის გადადგომას მითხოვდნენ არა მისი მართვის გამო, არამედ იმიტომ, რომ სუნიტის სექტანტურ შტოს წარმოადგენენ და ბაშარ ასადს ერესში ადანაშაულებენ. მათი აზრით, ასადის ხელისუფლება არასამართლებრივია, რადგან მაჰმადიანური ქვეყნის მართვის უფლება მხოლოდ მათი სარწმუნოებს წარმომადგენელ სუნიტს შეუძლია. 2. ნატოსა და სპარსეთის ყურეში, მისი მოკავშირეების თქმით, ხელისუფლებამ სირიაში ბრბო იარაღის გამოყენებით მრავალჯერ დაარბია, რის შედეგადაც, სულ მცირე, 3500 ადამიანი დაიღუპა. ეს სიცრუეა. მოვლენათა დასაწყისშივე ხელისუფლება მიხვდა, რომ გარედან ხელოვნურად მზადდებოდა სარწმუნოებრივი დაპირისპირება, სადაც VIII საუკუნიდან სარწმუნოება სახელმწიფოს საფუძველია. სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ყველა შეიარაღებულ ძალებს აუკრძალა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ნებისმიერ შემთხვევაში, როცა კი შეიძლება ეს სამოქალაქო პირის დაჭრით დასრულდეს. სამართალდამცავები მკაცრად იცავდნენ ამ აკრძალვას. რაც შეეხება გარდაცვლილებს, მათი რაოდენობა გამოცხადებულზე ორჯერ ნაკლებია და მათი უმრავლესობა საერთოდ არ წარმოადგენს სამოქალაქო მოსახლეობას, რაშიც საავადმყოფოებისა და მორგების მოვლის შედეგად დავრწმუნდი. 3. მას შემდეგ, რაც გავარღვიეთ სიცრუის კედელი და მივაღწიეთ დასავლურ საცნობარო საშუალებებში იმის გამოქვეყნებას, რომ სირიაში საზღვარგარეთიდან შესული სიკვდილის რაზმები ცდილობენ შეტაკებების მოწყობას და ხოცავენ სამოქალაქო მოსახლეობას, ნატომ და სპარსეთის ყურეში მისმა მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ სირიაში დეზერტირების ლაშქარი არსებობს. მათი თქმით, სამხედროები პარტიზანები გახდნენ და შექმნეს სირიის თავისუფალი ლაშქარი, რომელშიც უკვე 1500 წევრია. ეს სიცრუეა. სირიაში სულ რამდენიმე ათეული დეზერტირია, რომლებიც თურქეთში გაიქცნენ და რომელთაც მართავს რიფატ ასადის ჯგუფის ოფიცერი აბდელ ხაკიმ ხადამი, რომლის ამერიკის "სი-აი-ეი"-სთან კავშირის შესახებაც საყოველთაოდ ცნობილია. ამასთან, ქვეყანაში იზრდება ბრძანებას დაუმორჩილებელი ახალგაზრდების რადენობა, რომლებიც უარს აცხადებენ სამხედრო სამსახურზე, რაც მათი ოჯახების გავლენითაა განპირობებული. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან სამხედროებს ეკრძალებათ თავდაცვის მიზნით იარაღის გამოყენება, თუ ირგვლივ სამოქალაქო მოსახლეობაა. ამ შემთხვევაში მათ სიცოცხლის შეწირვა უწევთ, თუ გაქცევით ვერ უშველეს თავს. http://warsonline.info/cache/syria21326900138_thumb_medium270_.jpghttp://warsonline.info/images/stories/news/12/01jan/siriya/syria1.jpgასე გამოიყურებიან სირიის ოპოზიციად წოდებულნი 4. ნატოსა და სპარსეთის ყურეში, მისი მოკავშირეების თქმით, რევოლუციებსა და ძალადობას სამოქალაქო ომი ჩაენაცვლა. სირიის 1,5 მილიონი მოქალაქე, რომლებიც ხაფანგში მოყვნენ, ახლა შიმშილობს. აუცილებელია «დახმარების არხების» შექმნა სასურსათო დახმარების გასაგზავნად და მსურველებისათვის საომარი არიდან გასვლის საშუალების მიცემა. http://warsonline.info/images/stories/news/12/01jan/siriya/syria3.jpghttp://warsonline.info/cache/syria413269017851326900138_thumb_medium450_.jpgასე გამოიყურებიან სირიის ოპოზიციად წოდებულნი ეს სიცრუეა. მიუხედავად სიკვდილის რაზმების დიდი რაოდენობისა და მათი შეტევების სისასტიკისა, მრავალრიცხოვანი მოსახლეობის გადაადგილება არ ხდება. სირია თვითკმარი სახელმწიფოა, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით და წარმოების მნიშვნელოვან შემცირებაზე ახლა საუბარი არ არის. მაგრამ შეტაკებათა უმეტესობა ხდება მსხვილ სატრანსპორტო გამტარებზე, რომელთაც ხშირად კეტავენ. გარდა ამისა, როდესაც შეტაკებები ქალაქის გულში ხდება, ვაჭრები თავიანთ დახლებს ხურავენ. ამის გამო საქონლის გადანაწილების შეზღუდვა ხდება, მაგრამ გასაჭირის არსი სულ სხვაა: გაჭირვება ქვეყნის შებოჭვამ განაპირობა. უკანასკნელი ათი წლის მანძილზე სირიაში ეკონომიკური ზრდა წელიწადში 5%-ს შეადგენდა, ახლა კი მას არ აქვს საშუალება, თავისი ნავთობი ევროპას მიჰყიდოს. დაზარალდა ტურიზმიც. მრავალმა ადამიანმა დაკარგა სამსახური და შემოსავალი. სირიელნი ყველაფერზე ზოგავენ ფულს. ხელისუფლება ზრუნავს თავის ხალხზე _ უფასოდ ურიგებს საწვავსა და საკვებს. ამ შემთხვევაში სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ სირიის ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი ზომების მიუღებლობის შემთხვევაში დასავლეთის მავნებლობის გამო 1,5 მილიონი სირიელი იშიმშილებდა. შედეგად ახლა, როდესაც საქმე გვაქვს ბინძურ ომთან დაქირავებულებისა და საიდუმლო სამსახურების გაგზავნასთან ქვეყნის არევის მიზნით, ნატოსა და სპარსეთის ყურის მისი თანამზრახველების მონათხრობი მნიშვნელოვნად სცდება სინამდვილეს. მომავალში ეს სიცრუე მხოლოდ გაიზრდება. ოთხი სიმართლე, რომელთაც ნატო საგულდაგულოდ მალავს 1. შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, რომ რეპრესიებისა და მსხვერპლის თაობაზე მონაცემები გულდაგულაა გადამოწმებული. სინამდვილეში ისინი ეყრდნობა ერთადერთ წყაროს: ლონდონში მდებარე ადამიანის უფლებათა სირიულ ცენტრს, რომლის ხელმძღვანელობის ვინაობა გასაიდუმლოებულია; 2. რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც გზას გაუხსნიდა საერთაშორისო სამხედრო ჩარევას. ნატოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა სინანულით გვიხსნიან, რომ რუსები ტარტუში მდებარე საკუთარ სამხედრო-საზღვაო ბაზაზე ზრუნავენ, ჩინელები კი ნავთობისათვის ყველაფერზე მზად არიან. არადა, რუსეთი და ჩინეთი გაცილებით ნაკლებად არიან დაინტერესებულნი სირიის დაცვით, ვიდრე დასავლთის ქვეყნები _ მისი განადგურებით. 3. ძნელია, ვერ შეამჩნიო, რომ არაბულ სახელმწიფოთა ლიგისა და სირიის «დემოკრატიზაციის» მცველების ორი ძირითადი დონორი საუდის არაბეთი და ყატარი, ერთის მხრივ, დიქტატურები არიან, მეორეს მხრივ კი _ აშშ-ისა და ბრიტანეთის ყურმოჭრილი ვასლები. ძნელია, ენდო ჰუმანიტარული დროშის მოფრიალე დასავლეთის ქვეყნებს, რომლებმაც სულ ახლახან გაანადგურეს ავღანეთი, ერაყი და ლიბია, რის შედეგადაც უკანასკნელ 10 წელიწადში 1,2 მილიონ ადამიანზე მეტი დაიღუპა. მათ საქმით დაამტკიცეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ადამიანის სიცოცხლე. 4. ნატოსა და სპარსეთის ყურეში მისი მოკავშირეების, ანუ, მათი თქმით, ვისი არმიებიც დემონსტრაციების სისხლიანი ჩახშობის მიზნით იემენსა და ბაჰრეინში შეიჭრნენ, «სირიის რევოლუცია» «არაბული გაზაფხულის» გაგრძელებაა: ხალხი დემოკრატიისა და ამერიკული ცხოვრების წესის კომფორტისაკენ მიისწრაფვის. სინამდვილეში კი პირიქითაა. რუსეთის, ჩინეთის, ვენესუელისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის აზრით, სირიაში მიმდინარე მოვლენები «დიდი ახლო აღმოსავლეთის საზღვრების გადახაზვის» იმ გეგმის განხორციელების გაგრძელებაა, რომელიც ვაშინგტონმა გამოაცხადა, და რომელსაც უკვე ემსხვერპლა 1,2 მილიონი ადამიანი. ამიტომ ყველა, ვისთვისაც ადამიანთა სიცოცხლე ძვირფასია, ამ გეგმის შეჩერებას უნდა ცდილობდეს. მათ ახსოვთ, რომ 2001 წლის 15 სექტემბერს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ-უმცროსმა 7 ომი დაგეგმა. სირიაზე თავდასხმის მზადება ოფიციალურად 2003 წლის 12 დეკემბერს დაიწყო ბაღდადის დაცემისთანავე სირიის პასუხისმგებლობის შესახებ კანონის მიღებით. მას შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტს კონგრესის მიერ დავალებული აქვს სირიაზე თავდასხმა, ცეცხლის გახსნის საკითხი საპარლამენტო კენჭისყრის აუცილებლობისაგან გათავისუფლებულია. სირიის წინააღმდეგ ომი გრძელდება. გარე ძალები აკეთებენ ყველაფერს, რათა მდგომარეობის დესტაბილიზებას მიაღწიონ. შეიარაღებული იატაკქვეშეთი სისხლს აცლის სამართალდამცავებსა და არმიას. დეკემბრის დასაწყისში სირიამ თავიდან აიცილა პრონატოური ბოევიკების დესანტის გადასმა თურქეთიდან. ამის შემდეგ სირიელმა მესაზღვრეებმა გზა მოუჭრეს ტერორისტების მსხვილ დაჯგუფებას, რომელიც ბრძოლით ცდილობდა სირია-თურქეთის საზღვარზე გადასვლას. დაჭრილები თურქეთის სამხედრო ტრანსპორტით გაიყვანეს. არაბული მასმედიის ცნობით, თურქეთის ტერიტორიაზე არსებობს «სირიის თავისუფალი არმიის» ბაზები და არმიის რიგები მუდმივად ივსება ავღანეთში, ერაყსა და ლიბიაში გამოცდილებამიღებული პროფესიონალი რევოლუციონერებით. არმიის ბოევიკები სირიელ სამხედროებს თავს ახვევენ შეტაკებებს იორდანიის საზღვარზეც და ადგილებზე «წინააღმდეგობის ქსელებს» ქმნიან. ასე კეთდება «რევოლუცია».
  14. ნაც-პოლიციის მხეცური ბუნება დარბევაშიც ვლინდება 16.06.2009 http://1.bp.blogspot.com/-jAXUzppWlZw/ToIWqrIGU1I/AAAAAAAAFGI/90K2Z-jADqk/s200/inashvili_irma_572088322.jpgირმა ინაშვილი თბილისის პოლიციის სამმართველოსთან მომხდარი მხეცური დარბევისას, ჟურნალისტთა კავშირ ”ობიექტივის” ხელმღვანელი ირმა ინაშვილიც დაშავდა, რომელსაც პრესა.გე შეხვდა და მომხდარის შესახებ ესაუბრა. ირმა ინაშვილს მარჯვენა ხელის მყესი აქვს დაზიანებული. ნიკაპთან და კისერზე კი ე.წ. კასტეტისა და რეზინის ხელკეტის ნაკვალევი ამჩნევია. ირმა ინაშვილი: ”მიმდინარე მოვლენებზე დოკუმენტურ ფილმს ვიღებთ, რომლის რეჟისორი და ოპერატორი მალხაზ ვარშანიძეა. ჩვენ 15 ივნისს, სამმართველოს შენობასთან სხვადასხვა ადგილზე გადანაწილებული ვიყავით - ”ობიექტივის” 3 კამერა მუშაობდა და სამივე განადგურებულია”. – ”უშუალოდ სამმართველოს შესასვლელ კართან ვმუშაობდი - სამმართველოს ეზოში შეკრებილი პოლიციელების სახეებს ვიღებდი. სიცრუეა შსს-ს განცხადება, რომ თითქოს აქციის მონაწილეებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს. პოლიციამ მშვიდობიანი აქციის დარბევა არაადამიანურად დაიწყო. აქცია თითქმის დასრულებული გახლდათ, უკვე ვიშლებოდით და უცებ, რამდენიმე წამში გაისმა - უუუუუუ (დაგუდული ხმა) და სასწავლებლის მხრიდან, ხელკეტებითა და კასტეტებით აღჭურვილი, დაახლოებით 300-400 ადამიანი ძალიან სწრაფი სირბილით წამოვიდა. მათ შორის იყვნენ ნიღბიანები, უნიღბო ფორმიანები და უფორმო ძალოვნები. ისინი კარებიდანაც გამოვიდნენ. ჩვენ ალყაში მოგვაქციეს. მერე უკვე აქციის მონაწილეები, ახალგაზრდები სხვადასხვა მიმართულებით არეულად გარბოდნენ”. http://i020.radikal.ru/0906/b2/1c14300213fe.jpg რას ყვიროდნენ ამ დროს მარბიელები? - მიშა, ვანო და გრიშა არ გამიგია. მე რაც მესმოდა, იყო უუუუ და შეურაცმყოფელი სიტყვები. ისინი იგინებოდნენ, იფურთხებოდნენ. ხის ტოტები სისხლში იყო, რადგან თავში, რომ ურტყამდნენ, სისხლი პირდაპირ ხის ტოტებს ესხმებოდა. მოვტრიალდი და ამ ტალღას, ხიდის მიმართულებით (სამმართველოდან სააპელაციოსკენ გადასასვლელი პატარა ხიდი.) ჩართული ვიდეოკამერით გამოვყევი. სადამსჯელო რამზელები სასამართლოს ეზოშიც იყვნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, 20-25 წლის დამსჯელმა დაიყვირა - ”ეს ირმა ინაშვილია, ჟურნალისტი, მოვკლათო” და უცებ ყველა ჩემსკენ წამოვიდა. სახეზე გახსოვთ ეს სპეცრაზმელი? - მახსოვს და რომ დავინახო, ვიცნობ. შემდეგ ყურადღება კამერაზე გადაიტანეს - კამერა წავართვათო. კამერის თოკი აი, ამ ხელის თითებით მეჭირა. კისრიდან მითრევდნენ და მარჯვენა ხელზე კასტეტს და ხელკეტს მირტყამდნენ. კამერა რომ წამართვეს, ერთ-ერთმა დამსჯელმა ჯერ ხელში დაჭმუჭნა, მერე ძირს დააგდო და ფეხებით გადაუარა. საოცარია, მაგრამ ხომ უნდა ვთქვა?! - რომ წავიქეცი, ვიღაც ნიღბიანმა სპეცრაზმელმა ხელი ჩამჭიდა - ამომეფარეო და რაღაც მანძილი ისე გამატარა, თითქოს მირტყამდა, რომ ამით სხვისი დარტყმები აერიდებინა. რა დაზიანებები მიიღეთ? - მარჯვენა ხელის მყესი დაზიანებული მაქვს. მიზანმიმართულად მირტყამდნენ - ჟურნალისტია, ხელზე დაარტყი, რომ თავის სიცოცხლეში ვეღარაფერი გადაიღოსო. რომ წავიქეცი, ნიკაპთან კასტეტი მომაჭირეს და კიდევ კისერზე, თითქოს მახრჩობდნენ. რაც გუშინ ვნახე, თუნდაც იმაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ არის ის ძალა და ის პოლიცია, რაც იყო შევარდნაძის, ან ზვიად გამსახურდიას დროს. ესაა მერაბიშვილი-სააკაშვილის პირადი მსახური, მიზანმიმართული, დანაშაულებრივი ძალა, რომელიც ნებისმიერ დავალებას უყოყმანოდ შეასრულებს. რას გააკეთებთ, ქუჩაში ის დამსჯელი, რომ შეგხვდეთ, რომელმაც იყვირა - მოვკლათო და ამასთან, როგორ ახსნით იმ ნიღბიანის ქმედებას, რომელმაც გადაგარჩინათ? - მივიდოდი და ვეტყოდი, რომ ქართველები ცოტანი ვართ და ერთმანეთის მოკვლაზე კი არა, გაძლიერებაზე და ქვეყნის გადარჩენაზე უნდა ვიფიქროთ. მე თუ მომკლავენ, მალხაზი ხომ ცოცხალი იქნება, თქვენ ხომ ცოცხალი იქნებით, ყველას ხომ ვერ მოგვკლავენ?! იქ მარტო ირმა ინაშვილი კი არ იყო?! ამ უსასტიკეს დარბევას უამრავი ჟურნალისტი შეესწრო და სხვები ჩემზე უარესად დაზიანებულები არიან. რაც შეეხება მეორე დამსჯელის მოქმედებას - იმ სადამსჯელო რამზშიც ბოლომდე დაკარგული არ არის ის სიკეთე და ვაჟკაცობა, რაც ქართველების ბუნებაშია, მაგრამ ამან 300 კაციდან ერთში გაიღვიძა. [ნინო მიქიაშვილი]
  15. http://www.xothique.com/xothblog/xoth_uploads/2008/11/thealchemist2.jpgხაზზარ-მასონთა მიერ შექმნისლი დარგობრვი დაწესებულებები - ვენეციის კომისია http://en.trend.az/news_photos/Logo_Venice_Commission_051007.jpgVenice Commission (სრული დასახელებაა - Commission for Democracy through Law) მასონური დაქვემდებარების ე.წ. "ვენეციის კომისია", დაარსეს ხაზზარ მასონებმა 1990 წელს და არის ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი საწესდებო ("საკონსულტატციო") ორგანო ქვეყნების მთავარი წესდების ("კონსტიტუციურ") საკითხებში. კომისიის გადასინჯული წესდება მიღებულ იქნა 2002 წლის 21 თებერვალს. http://maestro.ge/news/111jani_bukikiooo_633754026.jpgჯანი ბუკიკიო "ვენეციის სამმართველოს ახლად დანიშნული ხელმძღვანელი 2008 წლისათვის მასონურმა "ვენეციის სამმართველომ" ევრო შეერთებული შტატების გარდა მოიცვა 55 -ზე მეტი ქვეყანა. წესდების თანახმად, კომისია ემსახურება შემდეგ მიზნებს: - - მონაწილე (დამორჩილებული) ქვეყნების სამართლებრივი წესდების შექმნას; - ე.წ. "დემოკრატიულ" საფარქვეშ დაპყრობილი სახელმწიფოების სამართლებრვი ბორკილების გამოჭედვა სახელმწიფო მთავარი წესდების ("კონსტიტუციის") შემნით. "ვენეციის კომისიის" მიერ დაწერილი ამა თუ იმ ქვეყნის მთავარი წესდების ხალხისათვის შეჩეჩება, თითქოს მათ თვითონ შეექმნათ იგი და შემდგომ ქვეყნის დანიშნულ-მოსყიდული ხელისუფლებების დახმარებით შემოჩეჩებული წესდების დამტკიცება. ხაზზარ-მასონები მოტყუებით, დაპყრობილი ქვეყნებისათვის ცრუ წესდებების შეჩეჩებით, დაპყრობილ ერებს თავისუფლების მოპოვების, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს ართმევენ.
  16. 20 წლის წინ თბილისის ქუჩებში დახვრეტილი 16 წლის მედროშე და კიდევ 22 ადამიანი http://droni.ge/img/multimedia/a7457.jpg ლაშა ბერულავა 02.02.2012 იმის მიუხედავად, რომმ დაახლოებით ერთი თვის წინ დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს, საქართველოში მომხდარ სახელმნწიფო გადატრიალებას საქართველოს პირველი პრეზიდენტის მომხრეები არ ურიგდებოდნენ და პროტესტის გამოთქმის მოსურნეთა რიცხვი არათუ კლებულობდა, პირიქით, მატულობდა კიდეც. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, არსებობს როგორც დიდუბის მეტროს წინ მიტინგისთვის ცეცხლის გახსნის, ასევე 1992 წლის 2 თებერვლის ხალხმრავალი მსვლელობის დახვრეტის ამსახველი ვიდეომასალა (იანვარში მომხდარი დარბევა-დახვრეტის შესახებ შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ); ამასთან, უნდა ითქვას, რომ თუკი დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი რამდენიმე ათასი ადამიანის დარბევა-დახვრეტა შედარებით ცოტა ხანს გრძელდებოდა და ისევ უიარაღო ხალხის შემოტევის გამო შეიარაღებული პირები იძულებულნი გახდნენ, იქაურობას გასცლოდნენ, სულ სხვაგვარი სურათი დაიხატა 2 თებერვალს: სამხედრო საბჭომ გადაწყვიტა, უკიდურესად სასტიკი ყოფილიყო და ამით კიდევ ერთხელ ეჩვენებინა მოსახლეობისთვის - ყველას დაგხოცავთ, ვინც ხელს შეგვიშლითო. ოფიციალური მიზეზი, რა თქმა უნდა, გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა იყო, თუმცა საოცარი ის გახლდათ, რომ საპროტესტო მუხტი კი არ იკლებდა, იზრდებოდა. მსვლელობას, რომელშიც რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი მონაწილეობდა, წინ წმინდა ნინოს უჯვარი უძღოდა. ხალხი ვაგზლის მოედნიდან დაიძრა და ქალაქის ცენტრალური ნაწილები უნდა გაეარა. დემონსტრაციას გზადაგზა მოსახლეობა უერთდებოდა. აქციის მიზანი არ ყოფილა არც მთავრობის სახლთან, ან იმელის შენობასთან მისვლა, არც აგრესიის გამოხატვა რაიმე ფორმით, თუ არ ჩავთვლით ტრადიციულ შეძახილებსა და პლაკატებს... ამის მიუხედავად, ცირკის ტერიტორიაზე, ბორცვებზე ჩასაფრებულმა შეიარაღებულმა პირებმა მსვლელობას ცეცხლი გაუხსნეს. თავდაპირველად ისინი ჰაერში ისროდნენ, მაგრამ ამან ეფექტი ვერ გამოიღო - დემონსტრანტებს არ ეშინოდათ: მუშტებს უღერებდნენ და ხმამაღალი შეძახილებით ამუნათებდნენ (ცხადია, ზოგიერთი მამაკაცი აგინებდა კიდეც) ბორცვებზე, ბუჩქებს შორის აქა-იქ გამკრთალ ავტომატიანებს. იმით გაღიზიანებულებმა, რომ ხალხი არ იშლებოდა, მათ კი შესაბამისი ბრძანება ჰქონდათ მიღებული, ბორცვებს შეფენილმა შეიარაღებულებმა დამიზნებით სროლა დაიწყეს - პირდაპირ დემოსტრანტებს ესროდნენ. აქციამ გეზი შეიცვალა - ისინი, ვინც არ დაშლილან, მწყობრად გადაადგილებას ცდილობდნენ და უკან, ვაგზლის მოედნისკენ დაიხიეს, თუმცა, ვერც ვაგზლამდე მიაღწიეს - აღმაშენებლისა და თამარ მეფის ქუჩების გადაკვეთასთან მათ მეორე ჯგუფი დაახვედრეს, რომლის წევრებსაც დიდხანს ყოყმანი არ დაუწყიათ: მიზანმიმართული ცეცხლი გახსნეს დემონსტრანტების მისამართით. აქციამ კიდევ ერთხელ შეიცვალა მიმართულება: აღმაშენებლის გამზირზე - ვორონცოვის მოედნის მიმართულებით, მაგრამ ვორონცოვამდეც არ მიუშვეს - მესამე ჯგუფმა მარჯანიშვილის მოედანზე დაასრულა იმდღევანდელი უპრეცენდენტო ნადირობა ადამიანებზე... სწორედ აქ, მარჯანიშვილის მოედანთან დააპატიმრეს უკვე შეთხელებული დემონსტრანტებიდან ისინი, ვინც განსაკუთრებით არ მოსდიოდათ თვალში და შემდეგ მათგან ბევრი - სასტიკად აწამეს. რამდენიმე დაპატიმრებული ადამიანი, თქვენ წარმოიდგინეთ, დღემდეც კი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად. 1992 წლის 2 თებერვალს დახვრეტილი და დაჭრილი ხალხის ოფიციალური სია არ არსებობს. მეტიც, თუ იმდროინდელ პრესასა და ტელევიზიის არქივს გადახედავთ, ეს აქცია არცკი ჩატარებულა, თურმე... არაოფიციალური, მაგრამ დაზუსტებული წყაროებით, მხოლოდ იმ დღეს, თბილისში, სხვადასხვა ადგილას 23 ადამიანი მოკლეს და 183 - დაჭრეს. მოკლულთა შორის ყველაზე უმცროსი 16 წლის მედროშე - მამუკა ტერაშვილი იყო... http://www.youtube.com/watch?v=BMHG7nwwlWk...player_embedded
  17. სისხლიანი კალო, ხაზზარ-მასონთა დაკვეთითა და რუსეთის ხელმძღვანელობით 1992 წლის 2 თებერვალი http://www.experti.ge/zviadistebis-msvleloba-92.jpg1992 წლის 2 თებერვლის მშვიდობიანი მსვლელობა საქართველოში 1991 წლის 22 დეკემბრის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ გამუდმებით მიმდინარეობდა მრავალათასიანი შეკრებები და მსვლელობები სამართლებრივი, ეროვნული ხელისუფლების აღდგენის მოთხოვნით. ყველა ასეთი შეკრება-გამოსვლა იქნა დარბეულ-დახვრეტილი ვარსკვლავ დამპყრობთა ადგილობრივი ჯალათების, სევარდნაზე, იოსელიანი, კიტოვანი, სიგუა, ლანჩავას და სხვების მეთაურობით. თბილისში 1992 წლის 2 თებერვალს მორიგი 100 ათასიანი სახალხო გამოსვლა დახვრეტილი იქნა დიდი სისასტიკით. რაკი შევარდნაძე და მისი სამხედრო საბჭო გადარჩენის სხვა გზას ვერ ხედავდა. ჯერ არბევდნენ თავყრილობებს. მაგრამ რაკი ამან არ გაჭრა და ჰაერში სროლის საპასუხოდ მსვლელობის მონაწილენი ტაშს უკრავდნენ. ტელევიზიით გამოსვლისას, თბილისის კომენდანტად დანიშნულმა მხედრიონელმა (მეტსახელად «სიძე») მოსახლეობას დაემუქრა: «უნებართვო შეკრებების გამართვის საწინააღმდეგოდ შევარდნაძის "სამხედრო საბჭო" უკიდურეს ზომებს მიმართავს». ამაში უკვე მხოლოდ დარბევა და ჰაერში სროლა აღარ იგულისხმებოდა. http://bpg.sytes.net/simartle/userfiles/image/junta/1388_lanchava_100-200.jpgგელა ლანჩავა, პირსისხლიანი ჯალათი ამჟამად ჯოჯოხეთში იხდის სასჯელს სამუდამოდ. 1992 წლის 2 თებერვალს, თამარ მეფის გამზირზე (ყოფილი «ჩელიუსკინელები») ჯაბა იოსელიანის მხედრიონმა და თენგიზ კიტოვანის გვარდიამ უიარაღო ხალხის მრავალათასიანი მსვლელობა დახვრიტა. ეს იყო აშკარა, დაუფარავი დახვრეტა: ხალხს ესროდნენ დამიზნებით, ავტომატებიდან. დახვრეტის ამსახველი ხედვითი მასალა Cnn-მა მთელ მსოფლიოს უჩვენა. შევარდნაძის ჯალათი, გენერალი გელა ლანჩავა რომელიღაც შენობისაკენ იშვერდა ხელს და დაცინვით ამბობს: «აი, აი, შეხედეთ, ესენი («ზვიადისტები» ) იქედან თავისიანებს ესვრიანო». თუმცა, სინამდვილეში, სახურავებზე მხოლოდ მხედრიონელები და გვარდიელები ისხდნენ. მათ ტყვიებს არა მხოლოდ ხალხი, არამედ ერთი მილიციელიც შეეწირა, რომელიც მსვლელობასთან ახლოს იდგა. ისროდნენ ერთდროულად ორი წერტილიდან: თბილისის ცირკის ასახვევიდან, - ხიდის მიმართულებით და აღმაშენებლის გამზირის კუთხეში მდებარე შენობათა სახურავებიდან. ამ დახვრეტას მსოფლიოში გარკვეული გამოხმაურება ჰქონდა. თუმცა არაფერი მნიშვნელოვანი. მასონურ დასავლეთს თავისი რჩეული უკვე ჰყავდა ედვარდ შევარდნაძის სახით. ადამიანის უფლებათა დამცველმა ზოგიერთმა ევროპულმა დაწესებულებამ 2 თებერვლის მშვიდობიანი მსვლელობის დახვრეტის გამო შეშფოთება მაინც გამოთქვა, რასაც «ილია ჭავჭავაძის გაერთიანებამ» განცვიფრებით უპასუხა: «ეგენი ხომ დიქტატურის აღდგენის მომხრე ზვიადისტები იყვნენო». ამ სისხლიან სასაკლაოს 200 მეტი უიარაღო ადამიანი შეეწირა, დაჭრილებისა და მოკლულების სახით. ცოდვის შვილები 1992 წლის 2 თებერვლის მშვიდობიანი მსვლელობის დახვრეტის შემდეგ, ელდარ შენგელაია რუსეთის ტელევიზიის ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობს. გადაცემა პირდაპირ ეთერშია. შენგელაია აღწერს ე.წ. «დემოკრატიული რევოლუციის» (სახელმწიფო გადატრიალების) მიმდინარეობას და თანამდევ «იდეურ დაპირისპირებას». როგორც ჩანს, მას ჰგონია, რომ გადაცემის რუსი წამყვანი აღტაცებას ვერ დაფარავს იმ „ზნეობრივი გმირობის“ გამო, რაც "წითელმა ინტელიგენციამ" ჩაიდინა, როდესაც ხაზზართა ჯაშუშ-იდეოლოგის მამარდაშვილის დამოძღვრის მიხედვით, «საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავიდა». http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/29/Eldar_Shengelaya_2004.jpg/393px-Eldar_Shengelaya_2004.jpgელდარ შენგელაია ქართველთა მკვლელობის თანამონაწლე მაგრამ იმედი აშკარად უცრუვდება. გადაცემის წამყვანი ქართველი ერის მოღალატეს ჯერ მდუმარედ უსმენს და ბოლოს საკმაოდ უკმეხი ტონით ეუბნება: «ჯერ ერთი, მე ხომ გთხოვეთ უფრო მოკლედ გესაუბრათ, ვინაიდან პირდაპირ ეთერში ვართ და ამდენი დრო არა გვაქვს. გარდა ამისა, ერთი ეს გვიბრძანეთ: მართალია, რომ ამჟამინდელი რეჟიმი საქართველოში მხოლოდ ჩვენს რუსულ ხიშტს ეყრდნობა?». ნირ წამხდარ ელდარ შენგელაიას აშკარად ეგონა, ქათინაურებს მოისმენდა თანამზრახველებისა და «დემოკრატიული ძალების» მისამართით - ამის ნაცვლად კი ასეთი გულგრილი, ზიზღნარევი კითხვა აჯახეს. საქართველოს მტრებმაც კი დაგმეს ასეთი შემზარავი და მუხანათური კაცთაკვლა.
  18. "ცისფერი რევოლუცია" გვიახლოვდება «ფერადი რევოლუციები» 2003 წლამდე გაცილებით ადრე დაიგეგმა და მაშინ ჩვენთან ცოტამ იცოდა. «ვარდების რევოლუციის» მონაწილეთა უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რა მამძაღდლობაში ჩართეს და ავარდისფერებული ჭკუისკოლოფა-უვიცები ერთნაირი აღტაცებით გამოსცემდნენ დემოკრატიულ ხმას. სინამდვილეში რაც მივიღეთ, ყველამ კარგად დავინახეთ, თუმცა ზოგიერთ მაშინდელ ამჩატებულს ახლაც ვერ დააცდენინებ ძვირს იმის შესახებ, რამაც საქართველო შევარდნაძის საყოველთაო მექრთამეობის დემოკრატიული ჭაობიდან ამოყვინთვის შემდეგ სააკაშვილის ელიტარული მექრთამეობის ჭაობში ჩააყურყუმალავა. შემდეგ იყო «ნარინჯისფერი რევოლუცია» უკრაინაში, კუჩმას ხელისუფლების მშვიდობიანი გასტუმრება და იუშჩენკოს «დედალი» (სააკაშვილისეული შეფასებაა) პრეზიდენტობა, «ტიტების რევოლუცია» ყირგიზეთში და აკაევის ხელისუფლბის შეცვლა ბაკიევის მათვადი ხელისუფლებით, რომლის დამხობაში ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ მისი ყოფილი თანამებრძოლი როზა ოტუმბაევა და ვირზე გადამჯდარი «ჩვენი ჩე გევარა» გივი თარგამაძე. იყო მცდელობა, რომ იგივე გეგმით გაეთამაშებინათ ლუკაშენკოს ბელარუსში, მაგრამ ბატკამ დაუპატიჟებელი სტუმრები გამოაპანღურა და იქ ვერ იხარეს რევოლუციურმა ყოჩივარდებმა... http://rantventrant.files.wordpress.com/2008/05/ugly-lesbians.jpghttp://www.moonbattery.com/archives/gay-pride-parade.jpg ჩაფლავდა «ფერადი რევოლუციების» გეგმა, მაგრამ ვაშინგტონში მოკალათებულებ სააკაშვილს განსაკუთრებით უფრთხილდებიან, როგორც ამ გეგმის უმრწემეს მონაპოვარს; სურთ, ისე წარმოადგინონ, თითქოს ყველაფერი კარგადაა. ამერიკელი მბრნებლები ახალ ტალღას აგორებენ კოდური სახელი ვუწოდოთ _ «ცისარტყელას შლეიფი». «აშშ-ის საგარეო ურთიერთობის ერთ-ერთ გამოხატულებად გარყვნილების უფლებებისთვის ბრძოლა იქცა. ამერიკელი დემოკრატებისთვის ეს ერთობ სათუთი თემაა და რესპუბლიკელებთან წინასაარჩევნოდ დაპირისპირებისას წარმატებულად იყენებს კიდეც ამ «ფერადოვან კოზირს». მაგრამ ასე მარტივადაც ნუ წარმოვიდგენთ, რომ დემოკრატებს ახალი წამოწყება მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის სჭირდებათ. ავღანეთსა და ერაყში, ასევე ჩრდილოეთ აფრიკაში წარუმატებლობამ (რეჟიმების დამხობა წარმატებას არ ნიშნავს, სამოქალაქო ომები და მასობრივი არეულობები ამ ქვეყნებს კიდევ დიდხანს არ მოასვენებს) ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები დაარწმუნა სტრატეგიის შეცვლის აუცილებლობაში. საჭიროა არა მხოლოდ ცეცხლითა და მახვილით მოსრა, არამედ, და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, იმ ღირებულებების მთლიანად ამოძირკვა, რაც ასაზრდოებს დემოკრატიის სახელით დაპყრობილი ხალხების წინააღმდეგობას. ამიტომაც განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, რომ ქვეყნის ზნეობრივი და სარწმუნოებრივი ღირებულებები მეტრაკების მიუღებლბის გამართლებად ვერ გამოდგება, და დადგა გარყვნილთა ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლის დრო. ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას მან აშშ-ის გავლენითა და სხელისუფლო ბერკეტების გამოყენებითაც დაიმუქრა გარყვნილთა ჩაგვრასთან საბრძოლველად. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კი უკვე შეათანხმა გემა, რომელიც მიმართულია გამრყვნელთა უფლებების დასაცავად. აშშ-ში საერთაშორისო ფონდი და სახელმწიფო უწყების სგანგებო განყოფილებაც კი შეიქმნა, რომლებიც ხელს შეუწყობენ "მამათმავლებისა და ლესბოსელების" უფლებების დაცვას მთელ მსოფლიოში. «მსოფლიო თანასწორობის ფონდი» მხარს დაუჭერს საზოგადოებრივ ჯგუფებისა და წესჩვეულებების დამცველი საზოგადოებების წინააღმდეგობების დაძლევას შიგნიდან შეეცდებიან. პრეზიდენტი ობამა არც მალავს, რომ მსფლიო ომს ღიად უცხადებს ყველას, ვინც უარს ამბობს, ჩასწვდეს ამერიკის სულს ('"გარყვნილებას"): «ვავალებ საზღვარგარეთ მომუშავე ყველა უწყებას, თვალ-ყური ადევნონ, რომ ამერიკელმა წარმომადგენლებმა და უცხოეთში განხორციელონ გამრყვნელთა უფებების დამცავი ჯგფების მხარდაჭერა, ხელისშეყობა. უცხოეთში მომუშავე უწყებებმა უნდა გააძლიერონ მოღვაწეობა უცხოეთის იმ ხელისუფლებებთან ბრძოლის მიმართულებით, რომლებიც ცდილობენ, გარყვნილება დამნაშავეობასთან გააიგივონ. ამავე უწყებებმა უნდა გააფართოონ საქმიანობა» _ ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში, რომელმაც გარყვნილთა ჩაგვრის შეწყვეტისთვის ბრძოლას მსოფლიო გამოწვევა უწოდა. როგორც ხედავთ, თეთრი სახლისთვის უკვე საგარეო ურთიეთობის პირველ საფეხურზეა აყვანილი მათი დაცვა. აშშ-ის ერთგული მოკავშირე ბრიტანეთიც სრულად იზიარებს ვაშინგტონის გულისტკივილს. პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი მუქარასაც არ მოერიდა და პირდაპირ განაცხადა, რომ განვითარებად ქვეყნებს დახმარებას შეუწყვეტს, თუ ისინი მამათმავლობის ამკრძალავ წსდებას არ გააუქმებენ. არადა, თანამეგობრობის წევრი 54 ქვეყნიდან 41-ში მოქმედებს წსები, რომლებიც რყვნილბის სხვადასხვა გამოვლინებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. მსოფლიოს 76 ქვეყანაში კი მოქმედებს წესები, რომლებიც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს გარყვნილობისათვის. ამ წესების გაუქმებას არამხოლოდ აშშ და დიდი ბრიტანეთი, არამედ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოც მოითხოვს. როგორც ჩანს, ფსონი ძალიან გაიზარდა და მსოფლიოში გავლენის გაფართოებისთვის კიდევ უფრო ცოტა დრო რჩება. თუკი დასავლეთში ადვილია ამ გარყვნის გატარება, აღმოსავლეთში და, განსაკუთრებით კი, მაჰმადიაურ სამყაროში ბომბების შიშითაც ვერ აკურთხებ გრყვნილთა ქორწინებას. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ არც ევროპა ხვდება ამ «მზრუნველობას» დიდი აღტაცებით. მაგალითად, ევროკომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ «მხოლოდ მამათმავლობის დკვიდრება არ კმარა და შეშფოთება გამოხატა მოსახლეობის უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულების გამო. ამიტომ, მისი აზრით, აუცილებელია გამრყვნელი პროპაგანდაც». ამ მხრივ საქართველო და სააკაშვილი «ბედნიერი გამონაკლისია». ეს უკანასკნელი ნიჭიერი გამოდგა, მითითებებს უსიტყვოდ ასრულებს (მაგალითად ინგლისურის მასწავლებლების ჩამოყვანაც გამოდგება) და არც «გამრყვნელ პროპაგანდაში» ჩამორჩება პატრონ-მყვარებლებს; ქვეყანას კი, ცნობილი ჟურნალისტისა ნანა დევდარიანის სიტყვით რომ ვთქვათ, ლერწმის ხერხი უკვე შესისხლხორცებული აქვს. სააკაშვილსა და მის თანამოაზრეებს არც ამჯერად გაუჭირდებათ ვაშინგტონის სურვილების დემოკრატიულობის ბრჭყვიალა ქაღალდში შეფუთვა. რაც შეხება ბიძინა ივანიშვილს, რატომ გააკეთა არჩევანი ქართველ რესპუბლიკელებსა და «თავისუფალ დემოკრატებზე»? ახლა ჩვენ მოგვიწევს დაფიქრება იმაზე, საით წავა საქართველო უახლოეს მომავალში. თუკი თეთრ სახლში გადაწყვეტენ, რომ «ფერადი რევოლუციების» მსგავსად «ცისფერი რევოლუციაც» მოსახდენია, რით უპასუხებენ ნაც-ხელისუფალნი ვაშინგტონის ბრძანებას. თუკი შუა მართლაც გაიკრიფება და მხოლოდ სააკაშვილსა და ივანიშვილს მომხრე-მიმდევრები შორის მოგვიწევს არჩევანი, მაშინ უნდა ვიცოდეთ, იზიარებენ თუ არა ისინი ობამას გარყვნილების სულისკვეთებას და რას გააკეთებენ მის მიერ სახელდებული «გლობალური გამოწვევის» საპასუხოდ. მოკლედ, გაგვაგებინეთ, ვინ ჩაუდგება სათავეში თბილისში (ქუთაისში, ბათუმში...) გარყვნილ-მეტრაკეებს და ვინ ჩაიბარებს აღლუმს. მიხეილ წერეთელი წერილის მიხდვით
  19. საქართველოს წმიდა სინოდის გადაწყვეტილება პირად ბარათებთან დაკავშირებით 2012/01/27 საქართველოს წმიდა სინოდმა პირად ბარათებთან დაკავშირებით 2011 წლის 20 დეკემბერს იმსჯელა და განაჩინა: საკითხის შესასწავლად შექმნილიყო კომისია ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი იობის (აქიაშვილი); ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბასა (გიგიბერია) და რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტის იოანეს (გამრეკელი) შემადგენლობით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მეუფე იობმა (ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი) მრევლს ქადაგებით მიმართა: “წმიდა სინოდის სხდომაზე ვიმსჯელეთ ახალი პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით. მღვდელთავართა შორის განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა. მივიღეთ გადაწყვეტილება, მივმართოთ მთავრობას, შეიქმნას ალტერნატიული საბუთები, რომელშიც არ იქნება ჩიპი და რიცხვი 666. ეს არის ღვთის დიდი წყალობა, მადლობა უფალს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. მისი უწმიდესობა დათანხმდა ამ წინადადებას და ახლა მზადდება მიმართვა, რომლითაც უნდა მივმართოთ ხელისუფლებას, გაითვალისწინონ 95% მართლმადიდებელი ქრისტიანის აზრი, რათა ჩვენ მოგვეცეს არჩევანის უფლება და არა იძულებით თავს მოგვახვიონ ელექტრონული ბარათები და ასე იცხოვროს ქართველმა ერმა. http://www.ambioni.ge/uploads/ID.jpgეშმაკის, პირადობის საბუთი იმის ფონზე, როცა ევროპის წამყვანი ქვეყნები უარს აცხადებენ ელექტრონულ ბარათებზე, მათ შორის: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, უკრაინა, რუსეთი და აშშ-ის 29 შტატი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ცდებს ატარებენ ჩვენს ქვეყანაზე. სურთ, თავს მოგვახვიონ ეს განსაცდელი, რასაც ჰქვია ხალხის მართვა, ზეგავლენა იქონიონ და შეავიწროვონ ჩვენი მრწამსი, სარწმუნოება. მადლობა უფალს, ეს არის ღვთის წყალობა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მივიღეთ. მისმა უწმიდესობამ ისიც კი ბრძანა, გამოიცეს ნარკვევები, მთელ საქართველოში დარიგდეს და გაცნობილი იყვნენ ადამიანები ელექტრონულ ბარათებთან დაკავშირებით. პირად ბარათებთან ერთად უნდა შეიცვალოს ე.წ. "ბიომეტრიული პასპორტები" და მოგვეცეს საშულება, ნებაყოფლობით გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება ამ საბუთებისადმი. (22.01.2012)” გამოცემა - "ამბიონი"
  20. განგაში. აჭარა-მესხეთს საფრთხე ემუქრება 11/02/2011 http://tribuna.ge/eng/images/stories/niaz_bolqvaze.jpgნიაზ ბოლქვაძე 2010 წლიდან ჩვენთვის საცნობარო საშუალებებით ცნობილი გახდა საქართველოსა და თურქეთის კულტურის სამინისტროებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ, რომლის მიხედვითაც ისტორიულ ტაო-კლარჯეთში თურქეთის საზღვრებში მოქცეულ ქართულ მხარეებში საყდრების აღსადგენად თურქეთი სანაცვლოდ აჭარისა და საქართველოში, მესხეთში ითხოვს ოთხი მეჩეთისა და ორი აბანოს-საჯაშუშოს მშენებლობას. ერთი შეხედვით, თურქეთის მოთხოვნა, თითქოსდა, სრულიად უბრალოდ გამოიყურება, რასაც ჩვენი დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, სწორად ვერ აღიქვამს. არავის, არც მაჰმადიანს და არც ქრისტიანს არ უნდა დაავიწყდეს, რომ აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნებაში გადამწყვეტი როლი შეასრულეს აჭარის მკვიდრმა მაჰმადიანმა ქართველებმა, ასევე მაჰმადიანი დიდი ქართველების, სელიმ ხიმშიაშვილის, მემედ აბაშიძის, ხასან თხილაიშვილის მეთაურობით, ჩვენი დედაქალაქიდან გამოჩენილი ეროვნული მოღვაწეების დიდი ილიას, აკაკის, მესხის, ზაქარია ჭიჭინაძისა და სხვათა მზრუნველობითა და თანადგომით. მეჩეთების აღდგენა-მშენებლობა მთელი დარღვევებით (საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად) მიმდინარეობს. ვფიქრობ, მასში მზაკრული გეგმაა ჩადებული. ქართული საყდრების აღდგენას კი ისინი იყენებენ როგორც მგლები – ცხვრის ქურქს.თურქეთში მცხოვრები ჩვენი ქართველები, მართალია, გენეტიკურად დარჩნენ ქართველებად, მაგრამ თურქული შეგნებით აზროვნებენ და ცხოვრობენ. მათ შემორჩათ წინაპართაგან მოგონებები, სწრაფვა საქართველოზე, მაგრამ თურქეთის ქომაგები არიან. ამიტომ, თურქეთს ქართველთა სულიერების ძეგლების აღდგენა, თურქთა სახელმწიფოსათვის საშიშროებას აღარ წარმოადგენს. საქართველოს, თურქეთისაგან განსხვავებით, საკუთარი ეროვნული იდეოლოგია არ გააჩნია და მთლიანად აშშ-სა და საერთოდ ნატოს უსიტყვო მსახურია. ასეთ დროს საქართველოზე თურქეთის გავლენის გაფართოება მეტად სახიფათოა. აჭარის თურქეთის სახელმწიფოში დაბრუნების გეგმა უკვე არსებობს... დღეს ამისათვის აჭარაში ყველა პირობაა შექმნილი, მხოლოდ ერთის გარდა, რაზედაც მიდგა ჯერი. ჩვენი ხალხი, მიუხედავად მწარე გამოცდილებისა, კვლავ არასწორად და ზედაპირულად უდგება საკითხს, არასწორად სვამს კითხვას. მაგალითად, აქ არ შეიძლება ამ სასტუმროს აშენება, რად გვინდათ აქ ეს სასტუმრო, მაშინ ხომ ჩვენ აქ ვეღარ გავივლით და ა.შ. იმას ვერ მიმხდარან, რომ ეს სწორედ იმიტომ კეთდება, რათა ჩვენ არ გავიაროთ იქ. ჩვენი ხალხი ასე კი არ უნდა გამოთქვამდეს პროტესტს, არამედ უნდა დავსვათ კითხვა: რატომ აგებენ სასტუმროს აქ, ბულვარში, სადაც არ შეიძლება? პასუხი ერთია, იმიტომ რომ გართმევენ ყველაზე საუკეთესო მიწას. რატომ გადაიტანეს ილიას ძეგლი თეატრის უკან და მის ნაცვლად შიშველ პოსეიდონს აღმერთებენ, რატომ აგებენ ანბანის კოშკს, მასზე კიბით ასასვლელით, რესტორნებით და ა.შ. ? იმიტომ, რომ წაბილწონ ქართული ენა, ჩაკლან ეროვნული სული. ჩვენივე ხელით შეურაცხყოფენ ღირსეულ წინაპრებს, ეროვნულ სიმბოლოებს. რატომ არის გარყვნილებისა და უზნეობის პროპაგანდა ტელევიზიით? იმიტომ, რომ აქ უცხოელთა მიერ აგებულ სასტუმროებში ადგილობრივი მეძავები და მოსამსახურეები ჭირდებათ, რათა გამოაცალონ ქართველ კაცს ღირსება, ღირსებადაკარგული ადამიანი კი ადვილად ყიდის ყველას და ყველაფერს, ამას უკვე დღევანდელი შედეგები მოწმობს.... რატომ აუქმებენ უნივერსიტეტებში ქართულ საგნებს? არ ჭირდებათ ფილოსოფია, ისტორია იმიტომ, რომ არ უნდათ ვიაზროვნოთ, მათ მონა და მსახური ჭირდებათ. ამ მძიმე სინამდვილის ნათლად წარმოსაჩენად მაგალითებს მოვიტან: 1. აჭარაში, ბათუმში ინვესტიციების მხრივ, აჭარის ზღვისპირეთის საუკეთესო მიწების 75%-ზე მეტი თურქ ბიზნესმენთა ხელშია, მათი გავლენა დღითიდღე იზრდება. 2. ბათუმი გადაიქცა კაზინოებისა და სათამაშო ობიექტების ქალაქად მაშინ, როცა სტამბულში, ანკარასა და საერთოდ, თურქეთში ეს ბიზნესი აკრძალულია. ამიტომ თურქეთის მოქალაქეთათვის და სხვა უცხოელთათვის ბათუმი გადაიქცა გართობისა და გარყვნილების ცენტრად. 3. რაც შეეხება ბიზნესის სფეროს, დიდი თუ საშუალო ბიზნესი ბათუმში თურქეთის მოქალაქეთა გარეშე თითქმის შეუძლებელია. მაგალითად, ტანსაცმლის მაღაზიები, ხილ–ბოსტნეულის და ა.შ. რომელიც ძირითადად თურქეთიდან შემოდის... ცნობილია, რომ თურქეთის მოქალაქეებს, ვინც ქალაქ ბათუმში დაიწყებს თავის ბიზნესს, თუნდაც წამგებიანს, თურქეთის სახელმწიფო უდგება გარანტად და უხდის დანაკარგს. აქედან ჩანს, რომ თურქეთის სახელმწიფო ინტერესებში შედის, რაც შეიძლება მეტი თურქი მოქალაქე იყოს დასაქმებული და დასახლებული აჭარაში. 4. მობილური კავშირგაბმულობა, ჯეოსელის სახით, თურქეთის ხელშია. 5. ქალაქ ბათუმის აეროპორტი, თურქეთის შიგა სახელმწიფო აეროპორტის ფუნქციას ასრულებს. 6. რაც შეეხება სულიერებას, თურქეთის მხრიდან ხდება სარწმუნოების აქტიური პროპაგანდა, რომელსაც ის პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს. 7. ეს არის ქალაქ ბათუმის ქუჩებზე თურქ და არაბ მოქალაქეთა სახელების დარქმევა. უკვე აშკარად შეიმჩნევა აჭარაში თურქულენოვანი სამყაროს გაძლიერების ტენდენცია. სწორედ ამას ემსახურებოდა რამდენიმე ხნის წინ ბაქოს ქუჩის აღდგენა იაკობ გოგებაშვილის ქუჩის ხარჯზე, გონიოში უკვე მოიხსენიებენ შეიხთა უბანს მიახლოებით იქ, სადაც ჩვენს მოსახლეობას მიწები ჩამოართვეს. ქალაქ ბათუმს თუU დააკვირდებით, ის უკვე თანდათან შუააზიური სტილის ქალაქს ემსგავსება გუმბათოვანი სახურავებით და ა.შ. ტელევიზიით უკვე ხშირად გაისმის – აზიზიეს მოედანი, არდაგანის ტბა, ბაქოს ქუჩა. . . მიზანმიმართულად მიმდინარეობს აჭარაში თურქთა ბატონობის პერიოდის ტერმინოლოგიის აღდგენა. 8. ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი არის ორმაგი მოქალაქეობა, რომლითაც უცხოელები საქართველოში სარგებლობენ. ისინი ძირითადად თურქეთში ცხოვრობენ, ბათუმში კი ეწერებიან, ღებულობენ ორმაგ მოქალაქეობას, ხშირ შემთხვევაში ჰყავთ ქართველი მეუღლე, ბათუმში იბადებიან მათი შვილები თურქული გვარებით, ისინი აწარმოებენ ბიზნესს, ითვისებენ ქართულ სიმდიდრეს. მრავალი მათგანი ქართული წარმომავლობის თურქეთის მოქალაქეა, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რამდენადაც მწარე არ უნდა იყოს ეს სიმართლე: ისინი თურქეთის პატრიოტები არიან და საქართველოზე მხოლოდ წინაპართა ნოსტალგია აქვთ შემორჩენილი, რომელსაც ხშირად ასე გულისამაჩუყებლად წარმოგვიდგენენ. ქვეყნის გულშემატკივარ, მოაზროვნე ადამიანს კი ეს უნდა ახსოვდეს, როდესაც ქართულ მიწა-მამულებს, სიმდიდრეს მათ აბარებენ. მე, როგორც საგვარეულო საკითხებით დაინტერესებული ერთ-ერთი სპეციალისტი, აღვნიშნავ, რომ დღეს შექმნილი ერთი ჯანსაღი ახალგაზრდა ოჯახი – 100 წლის განმავლობაში 15-30 ოჯახამდე მრავლდება. წარმოიდგინეთ 12 ათასი თურქი მოქალაქისაგან, რომელთა რიცხვი და ეკონომიკური მდგომარეობა ყოველდღიურად იზრდება, ჩვენი ადგილობრივი მოსახლეობისა კი პირიქით, - მცირდება. წარმოვიდგინოთ როგორი სურათი გვექნება 50-100 წლის შემდეგ რეფერენდუმი რომ ჩატარდეს აჭარაში, როგორც ეს იყო 1918 წელს. ეს უნდა გავითვალისწინოთ, თუ ნამდვილად ერის მომავალი გვაწუხებს. ჭეშმარიტი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, პოლიტიკოსი კი 100 და 500 წლით წინ უნდა იხედებოდეს, სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, რომელთაც მხოლოდ საპარლამენტო და სახელისუფლებო ვადა, – 10-15 წელი ადარდებთ. 9. აჭარაში თურქთა ბატონობის დროის ძეგლთა აღდგენა. წარმოდგენილი 9 პუნქტი ნათლად გვიჩვენებს, რომ საქართველოში, კერძოდ, აჭარაში, თურქეთის სახელმწიფოს გავლენა უსაზღვროა, როგორც ვხედავთ, კავშირგაბმულობა, გზები, საუკეთესო მიწები, ბიზნესი, ეკონომიკა, – ყველაფერი თურქთა ხელშია. ამას ემატება ის, რომ მიმდინარეობს იდეოლოგიური პროპაგანდა, ზეწოლა ქართულ ეროვნულ სულიერებაზე, ამის პარალელურად ქართველი ხალხი დღითიდღე სიღატაკეში ეფლობა და თურქ ბატონებთან დამამცირებელ შრომას ეწევიან. სააკაშვილის ნაც-ხელისუფლება არ იცავს ქართველ მაქალაქეებს, რითაც არღვევს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას. ასეთმა დამოკიდებულებამ ჩვენი ქვეყნისადმი ის მდგომარეობა შექმნა, რომელზედაც ილია ჭავჭავაძე ამბობდა: უფულო კაცი ფულიანი კაცისა და უფულო ქვეყანა ფულიანი ქვეყნის ყმაა. დღეს აჭარაში 200-დე მოქმედი მეჩეთია, არც ერთი არ ატარებს ისტორიული კულტურის ძეგლის სტატუსს. ქალაქ ბათუმში, ქობულეთში (კვირიკე), ახალციხესა და ადიგენში წარსულის ძეგლების აღდგენა, სწორედ იმ საზღვრებში, რომელიც თურქეთის საუკუნოვანი ბტონობის დროს, 1878 წლამდე იყო, – აჭარა-მესხეთის კვლავ თურქეთის სახელმწიფოში დაბრუნების სურვილით არის განპირობებული. თურქეთის სახელმწიფოს ამ იმპერიალისტურ გეგმას, რომელიც თავის მხრივ ნატოს ქვეყნების გეგმას წარმოადგენს, სრულყოფისათვის სწორედ რომ აღნიშნული მუზეუმების აღდგენა ესაჭიროება. მუზეუმები წარმოდგენილი იქნება, როგორც თურქეთის მხარეთმცოდნეობის დაწესებულებები, რომელნიც საერთაშორისო საზოგადოებას დაანახვებენ, რომ თითქოს აჭარა-მესხეთი თურქეთის ისტორიული ნაწილი იყო, რომელიც რუსეთმა 1878 წელს ომის შედეგად წაართვა. ამიტომაა, რომ თურქეთის მხარე ითხოვს სწორედ მუზეუმებს, დანარჩენი ყველა პირობა უკვე არსებობს, რომელიც, ვფიქრობ, საკმაოდ საფუძვლიანად წარმოვადგინე. საქართველოს ნაც-კულტურის სამინისტრო, რომელიც დარღვევით, გასაიდუმლოებულად აწარმოებებს მოლაპარაკებებს, მოსახლეობის გაბრიყვების მიზნით, თითქოსდა გულწრფელად აცხადებს, რომ ოშკის და სხვა დასახელებული საყდრების გადასარჩენად უნდა წავიდეთ ნებისმიერ დათმობაზე. ზემოთ განხილულის შედეგად აჭარაში შექმნილი მდგომარეობა ნათელი დასტურია იმისა, რომ თურქეთის ქართველთმოძულე მოქმედებით, მზადდება აჭარისა და მესხეთის, თურქეთზე გადასაცემად ყველა პირობა. რადაც არ უნდა მძიმე და დაუჯერებელი იყოს ამის მოსმენა, უნდა დავიჯეროთ. რაც ადამიანთაგან მოსალოდნელია და შესაძლებელი, არაფერი არ არის გასაკვირი და სასწაული. თურქეთის სახელმწიფო დღეს, ოდესღაც ძლიერი საბერძნეთის, საქართველოსა და სომხეთის მიწებზე განთავსებული, რაც თავის დროზე, ალბათ, შეუძლებლად მიაჩნდათ მსოფლიოს განმანათლებელ ბერძნებს, დავითისა და თამარის მემკვიდრე ქართველებს. არავის წარმოედგინა საბჭოთა რუსეთის იმპერიის დაშლა, მაგრად დაიშალა. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ, ეს რეალობაა. ნებისმიერი ადამიანისათვის გასაგები უნდა იყოს, რომ თურქეთი აჭარა-მესხეთს გვედავება. საქართველომ ეროვნულ საფუძველზე დაკარგა აფხაზეთი, დაკარგა შიდა ქართლი. მიუხედავად ჩვენი უსაფუძვლო უზრუნველობისა, რაც უფრო უმოქმედობას და გულგრილობას ჰგავს, არავინ იცის, რა მოხდება მომავალში. აჭარაში, როგორც ძირძველ ქართულ კუთხეში, სადაც დაპირისპირების ეროვნული საბაბი ჯერ არ არსებობს, შეიძლება გამოყენებული იქნას სარწმუნოებრივი დაპირისპირება. ამის ნიშნები უკვე არსებობს. ილია ჭავჭავაძის, მემედ აბაშიძის, ჰასან თხილაიშვილის დროისგან განსხვავებით, ჩვენი თაობა კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. თუ მაშინ ქართველ მამულიშვილებს თურქოფილებთან და სხვა ათასგვარ ჯაშუშებთან უხტებოდათ ბრძოლა, დღეს აჭარა-მესხეთში ამოქმედებულია თურქეთის მხრიდან მუსლიმან ჯაშუშთა, საქართველოს ქართველთმოძულე ნაც- ხელისუფლების მხრიდან კი – ქრისტიან ამრევთა ქსელი. ყალბი მამულიშვილობის ნიღბით მათ შეუძლიათ ორი რელიგიის მიმდევარ ადამიანთა შორის მტრობის გაღვივება, რასაც შეიძლება მოყვეს ჩვენთვის ცნობილი სურათი: დასავლეთის ქვეყნების აღშფოთება, საერთაშორისო დამკვირვებლები, დევნილები, „სრულიად დემოკრატიულად“ ჩატარებული რეფერენდუმი, რომლის ბედსაც შემდეგ ევროდამკვირვებლები გადაწყვეტენ, – რა თქმა უნდა, ნატოს, ანუ თურქეთის სასარგებლოდ. ასე გამოიყურება ის სამწუხარო სურათი, რომელიც შეიძლება განვითარდეს. ამიტომ, დასასრულს მინდა ავღნიშნო: თურქეთში არსებულ ქართული წარსულის ძეგლების, ოშკის, ხანძთის, ოთხთას, იშხანის სანაცვლოდ ჩვენ ვერ დავაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ საქართველოს ერთიანობას, აჭარის ბედს, ეროვნულ ცნობიერებას. აღნიშნული გეგმის განხორციელების მცდელობას შეუძლია გამოიწვიოს შეჯახება, როგორც აჭარის მოსახლეობაში, ასევე თურქეთს, საქართველოსა და რუსეთს შორის, რითაც მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ჩვენ ვერ დავაყენებთ საშიშროების ქვეშ ორი სარწმუნოების ურთიერთობას, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის წარმომადგენელთა სახელით, მივმართავთ საქართველოს კულტურის სამინისტროს, აჭარის კულტურის სამინისტროს, შეჩერდეს თურქეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი მოლაპარაკებები დასახელებულ ძეგლთა მშენებლობა-აღდგენის თაობაზე, ვინაიდან იგი არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი ამ მძიმე, მაგრამ დიდად საპატიო საღვთო და საერო გზაზე! ნიაზ ბოლქვაძე მწერალი, ფილოსოფოსი, აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის თავმჯდომარე
  21. თურქეთი ძალით ცდილობს აჭარის გათურქებას და მეჩეთის დადგმას http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/cr_mega_716_turkish-flag-mosque-300x225.jpgთურქული ძალმომრეობა დღეს თურქულენოვან ბეჭდურ საშუალებებში თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის, ერთუღრულ გიუნაის მიერ გაკეთებული განცხადება გავრცელდა, რომლის ასლი და ქართული თარგმანი მომაწოდა “ლეიბორისტული პარტიის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით რობაქიძემ. უცვლელად გთავაზობთ თურქულენოვან საცნობარო საშუალებებში გამოქვეყნებული განცხადების ქართულ თარგმანს: “ბათუმში აზიზიეს მეჩეთი აღსდგება“, – გუშინ, ანკარაში საქართველოს კულტურის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა, ერთუღრულ გიუნაიმ. ადგილის გამოყოფასთან დაკავშირებით შეხვედრები დამატებით გაიმართება. მისივე თქმით, საკითხი ამჟამად, საქართველოს კულტურის მინისტრ ნიკოლოზ რურუასთან უკვე განიხილება. მან კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობები პოლიტიკის, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროში, კულტურის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებასაც მოიცავს. http://s018.radikal.ru/i510/1201/e1/32305d46876e.jpgრურუა ღალატის გზაზე, გარიგება თურქეთთან გარდა ამისა, ახალციხეში რაბათისუბანში მდებარე აჰმედიეს მეჩეთის აღდგენაც დაიწყება და ამასთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე არსებობს. მეჩეთების აღდგენა თურქეთთან არსებული იმ შეთანხმების ფარგლებში მოხდება, რომლითაც ისტორიულ ქართულ მხარეებში ქართული არქიტექტურული ძეგლების აღდგენა-რესტავრაცია უნდა მოხდეს. ქართველი მცოდნეები კი, გიუნაის განმარტებით, თურქეთში ეკლესიების აღდგენაში მიიღებენ მონაწილეობას და ამ საკითხთან დაკავშირებით ორივე მხრიდან უკვე არსებობს თანხმობა. მიმდინარე წელს საქართველო–თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობის 20 წლისთავი სრულდება და ამასთან დაკავშირებით გარკვეული საზეიმო ღონისძიებები გაიმართება“. 2012 წლის 27 იანვარი, [ნინო მიქიაშვილი] ბოლოთქმა: მტაცებელი თურქეთი უკვე ღიად უტევს საქართველოს და აჭარისა და ახალციხის მიტაცებას ღიად თუ ფარულად ცდილობს, ამის დასტურია ამ მხარეებში მეჩეთების სოკოებივით მომრავლება, ქართული ენის ჩაკვლა, ქრისტიანობის გამოდევნა და ქართველების თუქებად მოქცევა ან სრული გაძევება.
  22. ამერიკულ ოცნებას, ქართულ ოცნებად გვასაღებენ http://www.jackpotjoy.com/content/game/jackpotjoy/american-dream/largeImage/78c71e4e-7107-41c2-9f76-02ff01980584/280x208AmericanDream.png http://cs9758.vk.com/g31339973/a_c9790d7c.jpg
  23. http://geworld.ge/en/images/juliana-diuma.jpgჯულიანა დიუმა: პასუხი ლევან ბერძენიშვილს. ”იმისთვის, რომ დღევანდელი ევროპის საზოგადოების დონეს მიაღწიოს, ქართულ საზოგადოებას 200-300 წელი დასჭირდება“-ლევან ბერძენიშვილი ბატონო ლევან კი მაგრამ რა აქვს ევროპის საზოგადოებას ისეთი, რომ ჩვენ მისაღწევად გვიღირდეს?! აბსურდია იმაზე კამათი რომ ევროპის დემოკრატიაში არ არსებობს პოლიტიკური კორუფცია და რომ აქ ყველაფერი დემოკრატიულია, აქ ამას უკეთ მალავენ უბრალოდ! ქრთამს არ იღებენ ევროპაში?! თუ აქ სახლემწიფო გამფლანგველობას არ ეწევიან?! ევროპელები არ ყაჩაღო- ბენ? არ ნარკომანობენ? არ ქურდობენ?! ან მეძავეები აკლია ევროპას?! თუ ოჯახები აქვთ სანიმუშო?! მაგალი- თად ინგლისში ბავშთა საერთო სიკვდილინობის 80 პროცენტი საკუთარ სახლშია გამოწვეული, მშობლების მიერ ცემისა და გაუპატიურების შედეგად?! მაშ რა ?! მოყვასის სიყვარული?! წელიწადში ერთხელ რომ ურეკავს დედაშვილი ერთმანეთს?! მეგობრობა? რომელიც თანამშრომლობის კონტრაქტის მიხედვით გრძელდება?! თუ განთალება?! დარწმუნებული ვარ თქვენ კარგად იცით, რომ აქ ზოგადი განათლების დონე ძალიან დაბალია, ვგულისმობ იმას, რომ პიროვნებები მხოლოდ საკუთარ პროფესიაში არიან გათვიცნობიერებულნი და სხვა სფეროებს თითქმის არ იცნობენ. ნაკლებად დაწინაურებულნი კი მხოლოდ წერა კითხვის და ელემენტარული მათემატიკის ცოდნით შემოიფარგლებიან! დიდი აღშფოთება გამოიწვია გადაცემების ციკლმა სადაც თბილისში მოსახლეობას აჩერებენ და შეკითხვებს უსვამენ საქართველოს ისტორიაზე და ასე შემდეგ, კი იქ ბევრი რამ იყო სასაცილო, მაგრამ ეს არ არის საქართველოსთვის გამონაკლისი. მაგალითად პროფესიონალი ბროკერი რომ გააჩეროთ ქუჩაში ინგლისში, რომელის საშუალო ანაზღაურებაც 200 ათას აღემატება წელიწადში და ლუკმა -პურზე სადარდებელი ნამდვილად არა აქვს, ვერ გეტყვით ვინ იყო შოტლანდიის დედოფალი მერი, ანდა რა გვარი იყო ელისაბედ I ! ჩვენი, ქართული საზოგდოება ბევრად სჯობია ამათსას, რადგან ჩვენ გვრცხვენია მსგავსი გადაცემების და ამის გამოსწორება გვინდა, აქ კი აბსოლიტურად მისაღებია ეს ყველაფერი! ერთად ერთი რაც ამათ აქვთ და რაც ბევრს მოსწონს, ეს მოჩვენებითი უემოციობაა, რომლის დემონსტრირებასაც ევროპელები მოხერხებულად ახდენენ პოლიტიკური დებატებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, რაც მათი დაუღალვი პროფესიონალური გადამზადების შედეგია და არა პიროვნული კულტურის! ასე რომ ბატონო ლევან, მე თქვენგან განსხვავებით უფრო მაღელვებს ის საკითხი რომ პირიქით, თქვენნაირების მუშაობით 200-300 წელი არ დაგვჭირდეს ქართველბს იმ სიმახინჯეთა მოსაშორებლად, რაც ევროპული საზოგადოებისგან მივიღეთ! 25 ნოემბერი 2011
  24. საქართველოში ფარული სამოქალაქო ომია http://4.bp.blogspot.com/-kGvn5Fg5M-I/Tq1AvTK3UcI/AAAAAAAAFUo/hKbqt_5YyAU/s200/davit%20tarxan-mouravi.jpgდავით თარხან -მოურავი – თუ ქვეყანაში 20 000-ზე მეტი პატიმარია, ევროპელები თვლიან, რომ ქვეყანაში ფარული სამოქალაქო ომია, საქართველოში კი, სინამდვილეში 48 000 პატიმარია „წინააღმდეგობის მოძრაობის“ თავმჯდომარის დავით თარხან-მოურავის განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლებმა იციან, რომ საქართველოს ხელისუფლება ხალხს უდანაშაულოდ, ფულის გამოძალვის მიზნით ან პოლიტიკური ნიშნით იჭერს. როგორც დავით თარხან-მოურავმა „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში აღნიშნა, ქვეყანაში, სადაც დაახლოებით ოთხი მილიონი ადამიანია, პატიმრების რაოდენობა 5 000 კაცს არ უნდა აღემატებოდეს. საქართველოში კი, სინამდვილეში 48 000 პატიმარია. „თუ ქვეყანაში 10 000 პატიმარია, ევროპელები თვლიან რომ ქვეყანაში დამნაშავეობა ყვავის. როცა პატიმრების რაოდენობა 20 000 აჭარბებს, თვლიან რომ ქვეყანაში ფარული სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ჩვენი ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას ებრძვის. ევროკომისიის წარმომადგენლები დიპლომატიური ენით საუბრობენ, მაგრამ მათი დამოკიდებულება უკვე გამოიკვეთა – საქართველოს ხელისუფლებასთან საუბარი ძალიან რთულია“,- განაცხადა დავით თარხან-მოურავმა. „წინააღმდეგობის მოძრაობისა“ და „ობიექტივის“ ხელმძღვანელები ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს კომისარს კეტრინ ეშტონს, მის მოადგილეს ჯონ ქჯაევს და პელე ენერსონს, რომელიც უშუალოდ საქართველოს საკითხებს კურირებს, ბრიუსელში 19 იანვარს შეხვდნენ და საქართველოში პატიმრების მდგომარეობასთან დაკავშირებით დაწვრილებითი ცნობები მიაწოდეს. წყარო ობიექტივი.ნეთ *** http://www.ambebi.ge/pictures/image2/dd9a03602106dfe723d5d795cefa164a.jpgპტიმრები თუ გავითვალისწინებთ იმას რომ სათველოს მოსახლეობა დაახლოებით 3 500 000 ადამიანია, ხოლო პატიმართა რაოდენობა სინამდვილეში 48 000, მაშინ პატიმართა რიცხვი ყოველ 100 000 მოსახლეზე დახლოებით 1 370 შეადგენს. რაც საქართველოს მსოფლიოში პირველ ადგილზე აყენებს პატიმართა რაოდენობით. რაც თითქმის 2-ჯერ უსწრებს მე-2 ადგილზე მყოფ "დემოკრატიის აკვნად" მონათლულ აშშ-ს, სადაც მსგავსი მაჩვენებელი 730 პატიმრით განისაზღვრება. ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაცია "International Center for Prison Studies"-ის მონაცემებით, საქართველო 100000 მოსახლეზე პატიმართა რაოდენობით ევროპაში პირველ, ხოლო მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. ეს მაშინ, როცა ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი ამ სიაში 54-ე, სომხეთი კი 89 ადგილზეა. პატიმართა რაოდენობით საქართვლომ ყველა სახელმწიფოს გავუსწარო. თვალსაჩინოებისათვის, ქვემოთ მოცემულ ცხრილში შეგიძლიათ იხილოთ პატიმათა რაოდენობა ქვეყნის მიხედვით, ყოველ 100 000 მოსახლეზე: http://s2.ipicture.ru/uploads/20120125/YQUfdaqy.jpginternational centre for prison studies (ICPS) “ვარდების რევოლუციამდე”, ანუ 2003 წელს, 100000 სულ მოსახლეზე 148 პატიმრით საქართველო 59-ე ადგილზე იყო 155 სახელმწიფოს შორის. 2011 წლისთვის კი მსოფლიოში 539 პატიმრით 100000 სულ მოსახლეზე საქართველო უკვე მეოთხე ადგილზეა 216 ქვეყანას შორის. მიუხედავად ამისა, საქათველოში ერთიმეორის მიყოლებით შენდება ციხეები. სააკაშვილის ნაც-ხელისუფლება ოზურგეთში სოფელ ლაითურში უდიდეს ციხეს აშენებს. ის 4500 პატიმარზეა გათვლილი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ პირსისხლიანი ნაც-ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებს და ძალაუფლების შენარჩუნებისათვის ძალადობას აძლიერებს. აშკარაა, ახალი დაპატიმრებებისთვის ემზადება.
  25. საქართველო მევენახეობისა და ღვინის სამშობლო არმენები ამ საკითხშიც გვედავებიან ქართველებს http://24saati.ge/uploads/articles/2011/01/13544_4d43eff08510e.jpgღვინის წარმოების უძველესი მტკიცებულება 8000 წელი, საქართველოში, ხრამი ცნობილ ქართველ ისტორიკოსსა და არქეოლოგს, ბატონ იულონ გაგოშიძეს გავესაუბრე. "სანამ აქ აღმოჩნდებოდა 8000 წლის წიპწები, საქართველო მაინც ითვლებოდა ღვინის სამშობლოდ სხვა მოსაზრებებით. ქართველებს გვაქვს 500-ზე მეტი ყურძნის ჯიში, რომლებიც რაიონირებულია გარკვეულ უბნებში და, როგორც ირკვევა, იქვეა მოშინაურებული: ეს მოშინაურებული ჯიშები გენეტიკურად უკავშირდება იქაურსავე ველურ ვაზს. ადრე ფიქრობდნენ, რომ მევენახეობის წარმოშობის კერა არის წინა აზიის რეგიონი, რომლის არეალში შედის არა მხოლოდ საქართველო, არამედ მცირე აზიის ნაწილი, ირანის ნაწილი, კვიპროსი. ველური ყურძენი იქ ყველგან არის გავრცელებული და ამდენად, ყველგან იყო შანსი მისი გაკულტურებისა. დღევანდელი არმენიაც შედის იმ განფენაში, სადაც შესაძლებელია ვაზი მოეშინაურებინათ. ამიტომ ეს აღმოჩენა სრულიად მოსალოდნელი იყო", - მითხრა ბატონმა იულონმა და გააგრძელა: "შესაძლებელია იმის დაშვება, რომ ამ დედამიწის კუთხის ნებისმიერი ქვეყანა იყოს ღვინის სამშობლო, მაგრამ რადგან კულტურული ვაზის წიპწების ყველაზე ძველი ნიმუში (8000 წელი) ჩვენთან არის აღმოჩენილი, მანამ, სანამ უფრო ძველს არ აღმოაჩენენ, არც ერთ სხვა ქვეყანას არ აქვს უფლება ღვინის სამშობლოდ იწოდებოდეს". გარდა იმისა, რომ ხრამის დიდ გორაზე აღმოჩენილ ჭურჭელში ღვინის კვალია დადასტურებული, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წიპწებსაც, რომელიც კულტურული ვაზისაა (Vitis Vinifera). ვაზის გაკულტურება დაიწყო მაშინ, როდესაც ადამიანმა ღვინის დამზადება დაიწყო. 8000 წლის წინანდელი კულტურული, მოშინაურებული ვაზის წიპწების აღმოჩენა ადასტურებს, რომ ამ დროს საქართველოში უკვე არსებობდა მეღვინეობა. ჩემი ვარაუდი, ხომ არ შეიძლებოდა, რომ ის მხოლოდ საჭმელად მოეშინაურებინათ, ბატონმა იულონმა გააქარწყლა, როდესაც მითხრა, რომ სასუფრე ყურძნის ჯიშები უფრო გვიან გაჩნდა, ვიდრე საღვინე, თუმცა ყურძენს, მათ შორის ველურსაც, ადამიანი, ცხადია, ყოველთვის ჭამდა. ამასთან დაკავშირებით ეროვნული მუზეუმის უფროს მეცნიერ-თანამშრომელს, პალეობოტანიკოსს, ქალბატონ ნანა რუსიშვილსაც ვესაუბრე, რომელმაც განმიმარტა, რომ ხრამის გორაზე ნაპოვნ ქვევრში აღმოჩნდა არა მხოლოდ ღვინის მჟავა, არამედ ვაზის ყვავილის მტვერიც, რაც ადასტურებს იმას, რომ ღვინო შემოტანილი კი არაა, არამედ ადგილზეა დაყენებული. მისთვის მოულოდნენლი არ ყოფილა არმენების აღმოჩენა, თუმცა თვლის, რომ უძველესი შეიძლება იყოს მხოლოდ არენის ღვინის მარანი და არა ღვინის წარმოების საბუთი. იულონ გაგოშიძე შეუსაბამობას ხედავს აღმოჩენის დათარიღებასთან დაკავშირებითაც. "აქ რამდენიმე უზუსტობაა: აღმოჩენას ისინი ათარიღებენ 6100 წლით. ეს არის ქრისტეშობამდე მეხუთე ათასწლეულის დასასრული. არადა (ნივთების მიხედვით) ეს არის კლასიკური მტკვარ-არაქსის კულტურა, რომელიც ჩაისახა კავკასიაში, მტკვრისა და არეზის აუზში. ეს კულტურა თარიღდება ქრისტეშობამდე დაახლოებით 3250 წლიდან 2600 წლამდე, ე.ი. 1000 წლით უფრო გვიან არსებობდა, ვიდრე ისინი ამ აღმოჩენას ათარიღებენ. თარიღი არ არის სწორი, ეს არის მესამე ათასწლეული ჩვ.წ.აღ-მდე, მეოთხე ათასწლეულის დასასრულზე, ჩვ.წ.აღ-მდე 3250 წელზე ძველი ეს აღმოჩენა ვერაფრით იქნება", - ამბობს ბატონი იულონი და არენის გამოქვაბულის ფოტოზე მიმითითებს, სადაც მკაფიოდ არის გამოსახული მტკვარ-არაქსის კულტურისთვის დამახასიათებელი ყური ჭურჭელზე, რომელსაც "მარანი" თვალსაჩინოებისთვის მკითხველსაც სთავაზობს. "ქრისტეშობამდე მეოთხე-მესამე ათასწლეულით დათარიღებული კულტურული ვაზის ნაშთები კი წინააზიის ბევრ მხარეშია აღმოჩენილი". ასევე დავინტერესდი სიტყვა "ღვინის" წარმოშობის საკითხით. "ამბობენ, რომ საქართველოა ღვინის სამშობლო. ეს იმიტომ, რომ ქართულმა ენამ, იბერიული-კავკასიური ენების ოჯახმა, შეინახა მთელი სისტემა ღვინოსთან და ვაზთან დაკავშირებული სიტყვებისა, რომელიც ნასესხები კი არ არის სხვისგან, არამედ მისი საკუთარია", - ამბობს ბატონი იულონი და ჯიბიდან ქართული ღვინის ფონდის მოსაწვევს იღებს, რომელიც მას წიგნის წარდგინებაზე ეპატიჟება. ეს წიგნი, როგორც მოსაწვევზე ჩანს, საკმაოდ სქელტანიანია, სათაურით "მევენახეობა-მეღვინეობის სალექსიკონო მასალები". გაგოშიძე ამბობს, რომ არცერთ ენაში, მათ შორის არც არმენულში ამ სიტყვების ამხელა მარაგი არ არის და არც შეიძლება იყოს. მიზეზი მარტივია: მაშინ, როდესაც კავკასიაში მეღვინეობას საფუძველი ეყრებოდა, იბერიულ-კავკასიური ენის მატარებელი ტომები სახლობდნენ, არმენები კი, ინდოევროპული ტომის ხალხი, რეგიონში არენის აღმოჩენიდან 2500 წლის შემდეგ მოვიდნენ დასავლეთიდან. ღვინის უძველესი სიტყვები ინდოევროპულ ენებთან კავშირში არ არის. "ეს ღვინის სიტყვები არის მხოლოდ იმ ინდოევროპულ ენებში, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ ქართველებთან, იბერიულ-კავკასიურ ენებთან. თოხარები ჩინეთში ცხოვრობენ, ინდოევროპული ენა აქვთ, სიტყვა "ღვინო" კი - არა, რადგან მანამდე წავიდნენ, სანამ ინდოევროპელები ამ სიტყვებს ისესხებდნენ". ზემოთქმულიდან გამომდინარე, გამორიცხულია ისაუბრო ღვინის წარმოების არმენულ კუთვნილებაზე. დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ღვინის სამშობლო კავკასიაა და რომ ის არ უნდა მივაწეროთ ინდოევროპული წარმოშობის დღევანდელ არმენებს, რადგან "როდესაც წერ არმენიას, გულისხმობ არმენებს". მაშინ, როდესაც მეღვინეობის საფუძვლები იყრებოდა, კავკასიაში სომხები არ ყოფილან. ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ V საუკუნეში დღევანდელ არმენიაში, ჰეროდოტეს ცნობით, სასპერები, ალაროდიელები და მატიენები ცხოვრობდნენ. სასპერები, ყველამ ვიცით, ქართველები იყვნენ, მატიენები კი ხურიტული ტომია, ე.ი. ასევე კავკასიის ძირძველი ერები არიან, რადგან ჩეჩნებისა და ინგუშების მონათესავე ენაზე ლაპარაკობდნენ, ისევე როგორც ალაროდიელები ანუ ურარტუელები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი არმენიაში სახლობდნენ, არმნები არ არიან. ამიტომ მეუღვინეობის სამშობლო, ეს უნდა იბერიულ-კავკასიური მოდგმის ხალხი იყოს და არავითარ შემთხვევაში ინდოევროპელები. ის იბერიელი კი, ვინც დღემდე შემოინახა არა მხოლოდ სიტყვები, არამედ ღვინის დაყენების, შენახვისა და მოხმარების უძველესი კულტურა, საწნახელი, ქვევრი, ყანწი და ა.შ. ქართველი გლეხია. *** ახლახანს არმენიის (ე.წ. სომხეთის) მეღვინეთა კავშირის თავმჯდომარის, ავაგ არუთუნიანის მოსაზრებამ, რომ შესაძლოა საფერავი ყურძნის არა ქართული, არამედ არმენული ჯიში იყოს, ქართულ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. "მარანში" სულ ცოტა ხნის წინ კიდევაც დაიბეჭდა ქართველი მეღვინის, მალხაზ ჯაყელის პასუხი არუთუნიანის გამოცხადებულ მოსაზრებაზე. ბატონი ავაგის საბუთს, რომ საფერავი ათას წელზე მეტია, სომხეთის ჩრდილოეთით ხარობს და ამიტომ სადაო საკითხია, თუ ვინ დაიწყო მისი მოყვანა, ჯაყელმა ივანე ჯავახიშვილის ცნობები დაუპირისპირა, რომელთა მიხედვით, საფერავი ვაზის უძველესი, კახური ჯიშია. როგორც ოდნავ მოგვიანებით აღმოჩნდა, ეს ქართულ-არმენული დაპირისპირება ღვინის საკითხში მხოლოდ დასაწყისი იყო უფრო თავხედური განცხადებისა. ის გრეგორი არეშიანს (არმენი), კალიფორნიის (UCLA) უნივერსიტეტის პროფესორს ეკუთვნის, თუმცა მხოლოდ მისი აზრის გამეორება გაუგებრობას გამოიწვევს, ამიტომ ამბავს თავიდან მოგითხროთ. ათიოდე დღის წინ, National Geographic-ის, ისევე როგორც BBC-ის ახალ ამბებში გამოქვეყნდა წერილი, რომელშიც მოთხრობილი იყო არმენთა ახალი აღმოჩენის შესახებ. დღევანდელ არმენიაში, სოფელი არენის მახლობლად (ერევნის სამხრეთით, 100 კმ დაშორებით მდებარეობს) არსებულ გამოქვაბულში მეცნიერებმა საოცრად კარგად შენახული ტყავის ქალამანი და მასთან ერთად საწნახელი, ყურძნის წიპწები და ღვინის შესანახი ჭურჭელი იპოვეს. როგორც წერენ, გამოკვლევამ ცხადყო, რომ ფეხსაცმელი, რომელიც, სავარაუდოდ, ღვინის დასაწურად გამოიყენებოდა, 5,500 წლისა უნდა იყოს. ასევე თიხის ჭურჭლის ნამტვრევების ქიმიური შესწავლის შედეგად აღმოჩენილ იქნა ნახშირბადის კვალი, რომელიც ჩვ.წელთაღრიცხვამდე 4100 წლით თარიღდება, ანუ 6100 წლის არის. ქიმიური ცდის შედეგად თიხის ზედაპირზე გამოვლინდა მალვიდინის კვალიც, პიგმენტის, რომელიც მნიშვნელოვნად არის პასუხისმგებელი წითელი ღვინის შეფერილობაზე და ჯერჯერობით ღვინის კვალის გამოვლენის საუკეთესო მაჩვენებლად მიიჩნევა. არქეოლოგმა გრეგორი არეშიანმა, რომელიც გათხრების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, განაცხადა, რომ პირველად ხდება, როდესაც არსებობს სრული არქეოლოგიური სურათი ღვინის წარმოებისა. მან აქვე დაამატა, რომ ეს აღმოჩენა არის ღვინის წარმოების უძველესი და ყველაზე სანდო მტკიცებულება. ცხადია, პირველ განცხადებაში სადაო არაფერია - თუ გამოქვაბულში ნამდვილად მარანი იქნა აღმოჩენილი, მაშინ მას შეიძლება მიენიჭოს ერთ-ერთი უძველესად მოვიხსენიოთ, თუმცა მეორე მოსაზრებამ ჩემში მაშინვე ეჭვი გამოიწვია, რადგან ღვინის წარმოების უძველესი მტკიცებულება 8000, მინიმუმ 7500 წლით თარიღდება და ის საქართველოში, ხრამის დიდ გორაზეა აღმოჩენილი. საუბარია ნეოლითური ხანის ღვინის ჭურჭელზე, რომელზეც ყურძნის მტევნები არის გამოსახული. გარდა ამისა, მასში ნაპოვნი იყო როგორც წიპწები, ასევე ღვინის კვალიც, რაც ადასტურებს იმას, რომ აღნიშნული ჭურჭელი ნამდვილად ამ სასმელის შესანახად გამოიყენებოდა. ეს არც ისე გაუხმაურებელი ფაქტი გახლავთ. რადიო Free Europe-ის ვებ-გვერდზე ხსენებული აღმოჩენის შესახებ გამოქვეყნებული წერილში (სადაც სხვათაშორის ერთი არმენი წერდა, რომ არმენული (ინდოევროპული) "გინი" არის ქართული "ღვინის" და შემდეგ "wine"-ის სათავე) წავაწყდი ახალზელანდიელი ენდრიუს ვრცელ და კარგად დასაბუთებულ დასაბუთებას, რატომ არ არის არმენების აღმოჩენა უძველესი, რომელშიც ნახსენები იყო სწორედ ხრამის დიდ გორაზე აღმოჩენილი ნივთი. პატრიკ მაკგოვერნმა, პენსილვანიის უნივერსიტეტის ბიომოლეკულური არქეოლოგიის მცოდნემ, რომელიც საქართველოში ჩატარებულ გათხრებში მონაწილეობას იღებდა, ამაზე განაცხადა, რომ დასაშვებია არენში აღმოჩენილი ნივთების ღვინოსთან კავშირი, თუმცა მალვიდინზე უკეთ ქიმიურად ამის უტყუარი მაჩვენებელი ღვინის მჟავაა, მალვიდინს კი, შესაძლოა, ისეთი ხილიც შეიცავდეს, როგორიც ბროწეულია. თავად მაკგოვერნი ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა. ასე რომ, მიუხედავად ამ მართლაც ძალიან საყურადღებო აღმოჩენისა, ნაპოვნის წარმოჩენა, მსუბუქად რომ ვთქვათ, შემაცბუნებელი გახლავთ. უცნაურია ის ფაქტი, რომ არეშიანმა, რომელიც წესით ამ სფეროში განათლებული ადამიანი უნდა იყოს, არ იცოდა, რომ მისი აღმოჩენა არ შეიძლებოდა ყოფილიყო ღვინის წარმოების უძველესი და ყველაზე სანდო საბუთი. ოდნავ მოგვიანებით სოფელ არენში გაკეთებული ვიდეოჩანაწერიც ვნახე, რომელშიც ავაგ არუთუნიანი ამბობს, რომ აღნიშნული აღმოჩენა არმენ მეღვინეებს ძალიან წაადგება საზღვარგარეთ მათი ღვინის გატანის თვალსაზრისით: "არმენული ღვინოები ადვილად მოიკიდებს ფეხს საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ მყისიერად დავიკავებთ ძვირფასი ღვინის ნიშას. ამით ჩვენ კოზირი გაგვიჩნდა", - განაცხადა მან. მე ვერ მივხვდი, რატომ ნიშნავს 6000 წლის წინ ღვინის სავარაუდო წარმოების არსებობა გარკვეულ მხარეში იმას, რომ დღეს იქ მცხოვრები ხალხი, ძვირფას ღვინოს ამზადებს და დაბნეულმა ჩანაწერის ყურება განვაგრძე. ჩანაწერში ნათქვამი იყო ის, რომ არენში ამ აღმოჩენას არავინ გაუკვირვებია, რადგან ამ მხარეში ხალხი ღვინის წარმოებით ირჩენს თავს, თუმცა იქაურ მეღვინეებს სიამაყისთვის ახალი მიზეზი მიეცათ. როგორც იქაური ქალის განცხადებიდან შევიტყვე "ამაღელვებელია, როცა იცი, რომ პირველად სწორედ აქ დაამზადეს ღვინო... მალე ეს ადგილი ტურისტებისთვის საინტერესო გახდება, ხალხი ჩამოვა". როგორც ხედავთ, კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა იმაზე, რომ მსოფლიოში პირველად არმენიაში, არენში დაამზადეს ღვინო. ბუნებრივია, გადავწყვიტე სანდო საბუთები მომეძიებინა იმის შესახებ, თუ რატომ არ არის არმენების აღმოჩენა უძველესი და რის მიხედვით მტკიცდება, რომ საქართველოა ღვინის სამშობლო. 30.01.11 ნინა ახლოური
×
×
  • შექმენი...