Jump to content
Planeta.Ge

დაჩი

პლანეტელი
  • პოსტები

    554
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    6

ყველა პოსტი დაჩი

  1. რას იზამ გიორგი, გასაყიდი უნდა გაიყიდოს და მეძავი უნდა მოიხნას, ეს არის ცხოვრება!
  2. დიახ მე ვითხოვ დაპატიმრებას!მეც მინდა ვიგემო ნაცური სამოთხის გემო! ზარატუსტრას, იგივე გოჩას, რაც შეეხება ერთს ვიტყვი: უსამართლობას ვერ ვიტან!
  3. მეც ჩამსვით ნაცების ციხე-სამოთხეში, გთხოვთ, გთხოოოოოოოოოოოვთ, დამაპატიმრეთ! ქალბატონო ვანო და მიშა, მოდით რა გრეკავთ ბოთლს თავში! დამიჭირეთ თქვე ჩემი ცოდვით სავსეებო. სამუდამო პატიმრობას თუ არა 7 წლიანი პატიმრობა მაინც მომისაჯეთ. ცხელი აბაზანა და ტკბილი ნამცხვარი მომენატრა. მეძავებიც ბლომად გყავთ შორენა, წკრიალა, თუთბერა. ხომ შეიძლება რომელიმე ვაჭიხვინო, გავაჭენ გამოვაჭენო. რა სჯობია განცხრომით საპატიმროში ყოფნას?! http://pic.ipicture.ru/uploads/100618/84EUl6kVhU.jpgგასაცოდავებული ჩემი და ჩვენი ყოფა ბოლოს და ბოლოს მოვითხოვ, რომ დამაპატიმროთ ნაცსაპყრობილე-სამოთხეში ჩამსვით. მეც ხომ უნდა ვეღირსო ბოლოს და ბოლოს ადამიანურ ცხოვრებას, უკვე აღარ მახსოვს ბოლოს როდის გეახელით პირველს და მეორეს, შაქრიანი ჩაი კი, ბოლოს 5 წლის წინ დავლიე. ბიძიებო, დეიდებო მიშველეთ, გვიშველეთ რამე! გვიშველეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეთ!
  4. http://www.humanrights.ge/admin/editor/uploads/images/09.09/tako-shota.gifშოთა აფხაიძე მართმადიდებლობისათვის დევნილი ნაცდამპყრობლების მხრიდან ქრისტიანების დაპატიმრების და დაშინების მცდელობა საზოგადოებისთვის უცხო აღარაა. სტუდენტი ახალგაზრდობის „დემოკრატიული ლიგის“ თავმჯდომარის მოადგილე და სმმ-ის წევრი შოთა აფხაიძე მუქარის ზარებს უკვე მიეჩვია. მასზე ორი თავდასხმაც განხორციელდა. 2009 წლის აგვისტოს თვეში შვიდჯერ უმიზეზოდ დააპატიმრეს. შოღა აფხაიძე აცხადებს, რომ ამჯერად მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება: „სარწმუნო წყაროდან გვაქვს ცნობა, რომ ნაცხელისუფლება ჩემზე შურისძიებას გეგმავს, ისინი უკან არაფერზე დაიხევენ, არ გამოვრიცხავ რომ შესაძლოა გატაცების ან წამების გზით მოახდინონ ჩემთან ანგარიშსწორება“, - აცხადებდა აფხაიძე, ჯერ კიდევ 2009 წელს. „2009 წლის 9 აპრილის გამოსვლებიდან მოყოლებული აშკარად დავუპირისპირდი მიშა სააკაშვილს, მის ნაცპოლიციას. მათ ხშირად უწესობასა და ძალადობაში ვამხელ.“ „დემოკრატიული ლიგის“ ბინაში, ანტონ კათალიკოსის #19 ნაცპოლიცია რამდენჯერმე მივიდა. შოთა აფხაიძე თვლის, რომ ის ამჟამად დაუცველია, თუმცა ამის მიუხედავად ბრძოლის შეწყვეტას, მაინც არ აპირებს. 2010 წელს სმმ-ის დაფუძნებამ ნაცდამპყრობლები წონასწორობიდან გამოიყვანა და 8 მართმადიდებელი ახალგაზრდა ციხეში გამოკეტეს.
  5. ეგ, რომელ დაჩიზე მეკითხებით? ჩემი საიდუმლო სიტყვაა: "მიშა მაგარია!"
  6. თქვენო ბრწყინვალებავ "ტ-ა-ტ", აქ რაღაც გაუგებობას აქვს ადგილი! საბედნიეროდ მე არც რომელიმე ნიშის ან თანამდებობის დაკავებას ვცდილობ და არც პატივცემულ გაგის ვეცილები რამეში. რაც შეეხება ჩემი დაგვიანებულ პასუხებს, ჩემი მოუცლელობის გამო ხშირა დროულად ვერ ვახერხებ პასუხის გაცემას, რისთვისაც ბოდიშს გიხდით ყველას! ჩემი აზრის გამოხატვის თავისებურებებზე კი იმედი მინდა ვიქონიო, რომ ამ საფიხვნოზე აზრის გადმოცემის თავისუფლება დაცულია, ანუ თავისუფალი სიტყვა არ იზღუდება. ამსათან წინასწარ მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რომ ხშირად აზრის გადმოსაცემად სურათს ან ხედვით ჩანაწერს მოვიშველიებ, რომელებიც თქვენს საფიხვნოზე არ აიტვირთება და სრულიად არ შეაფერხებს თქვენს წარმოსახვით გვერდებს. ასევე ხანდახან ლექსებს ან სულაც სიმღერას მოვიშველიებ ჩემი ღარიბი მეტყველების შესავსებად.
  7. მძევლად აყვანა მარტო ფულის გამოძალვის მიზნით არ ხდება. მოცემულ შემთხვევაში მძევლად აყვანა განხორციელდა ქართველი ერის დაშინებს მიზნით და ეროვნულ გამანთავისუფლებელი ბრძოლის ჩასაკლავად. ასევე ადგილი აქვს მძევლების წამებასა და მოსყიდვას, რათა ისინი ქართული ეროვნული მოძრაობის წინააღმდერგ გამოიყენონ.
  8. 09-06-2010 http://s39.radikal.ru/i085/1006/8f/50a2eab21c36.jpg "საზოგადოება საქართველო" მოითხოვს მძევლად აყვანილი ქრისტიანების დაუყოვნებელ განთავისუფლებას შეწყდეს ქრისტიანების დევნა საქართველოში! გაანთავისუფლეთ სიმართლისათვის მძევლად აყვანილი მართმადიდებლები: - ლევან ჩაჩუა, - ავთო ზუმბაძე, - ლევან ტურაშვილი, - დავით შალამბერიძე, - გიორგი გაბედავა, - რატი მაისურაძე, - შოთა აფხაიძე, - ზვიად ბლიაძე. გადადგეს თვითმარქვის ნაცხელისუფლება, სანამ ქართველ ერს მოთმინების ფიალა არ ავსებია. დაიხუროს გარედან მართვადი ყველა დაწესებულება, რომლებიც ძირს უთხრიან ქართულ სახელმწიფოს. ქართველმა ერმა თავად უნდა ჩაატაროს არჩევნები დ ქართული ხელისუფლება მოიყვანოს სახელმწიფოს სათავეში. საზოგადოების მთავარი საბჭოს განცხადება. ქართული ცნობა
  9. არმენ მიშას საოცნებო საქართველო : "საქართველო გადავაქციოთ ქართველთა დიდ სატუსაღოდ" ციხეების აშენება საზოგადოების კეთილდღეობის საწინდარია http://i078.radikal.ru/0907/56/3741adc0392b.jpgმიშა საქართველოს ჯალათი პრეზოდ წოდებულმა მიშამ რუსთავის საჯელაღსრულების #1 მკაცრი პირობების სატუსაღო გახსნა. გახსნას ესწრებოდა სასჯელაღსრულების სამმართველოს ხელმძღვანელი ხათუმა კალმახელიძე. ,,მე აქ ბოლოს 8 წლის წინ ვიმყოფებოდი როცა აქ სავალალო მდგომარეობა იყო, არ იყო საჭმელი, უსუფთაობა სუფევდა _ განაცხადა არმენ მიშამ. მისი თქმით, მას სულაც არ უხარია ციხეების აშენება, თუმცა სხვაგვარად წარმოუდგენელია საზოგადოება იყოს დაცული, წლების წინ ამ ციხიდან იმართებოდა ქურდული სამყარო, დღეს ჩვენ გვაქს კეთილმოწყობილი ციხე, რომელშიც პატიმრებს ისეთივე კვება აქვთ როგორც ჯარისკაცებს. აღნიშნული ციხის მშენებლობა 2009 წლის მარტში დაიწყო და მისი მშენებლობა გათვლილზე 7 თვით ადრე დასრულდა. მკაცრი მოპყრობის ციხე 2100 პატიმარზეა გათვლილი, მაგრამ ასაშენებელი კიდევ ბევრია. http://1.bp.blogspot.com/_OxMB9RoXbjI/SzN34NRvbpI/AAAAAAAAAxE/N7TT24Kt8QI/s320/robber.gifსაპატიმროდ ქცეული საქართველო და ნაცხელისუფლება მისი ჯალათ-ზედამხედველი საქართველოში პატიმართა რაოდენობა 30 000-მდე მერყეობს და დამატებით 10 000-მდე საპროცესო გარიგებაში მყოფი მოქალაქეა. ცნობისათვის საქართველოში 2003 წელს (სახელმწიფო გადატრიალებამდე) მხოლოდ 6 700-მდე პატიმარი იყო. "ადამიანის უფლებების" დამცველმა ნანა კაკაბაძემ განუცხადა, რომ საქართველოში პატიმართა რაოდენობა მთელ კავკასიაში და არამარტო კავკასიაში წარმოუდგენლად დიდია. "ეს ციფრი წარმოუდგენლად დიდია და ყველა საერთაშორისო შესაბამისობიდან ამოვარდნილია. საქართველო პატიმართა რაოდენობით კავკასიაში პირველ ადგილზეა. პატიმართა საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 5000 პატიმარი ქალია, ხოლო4000 – მდე არასრულწლოვანი". http://gdb.rferl.org/02D09DE1-36B9-4CFB-ADD1-34A3A8E293E5_mw800_mh600.jpgნომერ 5-ე საპყრობილე, თბილისთან ახლოს და მისი პატიმრები არაადამიანურ ყოფაში
  10. ბიშკეკის აჩრდილი საქართველოში რევოლუცია, ყირგიზეთში არეულობა გრძელდება. პრეზიდენტი ბაკიევი (2007 წლის ტიტების ანუ ე.წ. ”ფერადი” რევოლუციის ლიდერი) გაიქცა, პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი გადადგა, თავდაცვის მინისტრი დაპატიმრებულია (და მწარედ ნაცემი): მათ დღის პირველ ნახევარში გამოცხადებულმა საგანგებო მდგომარეობამაც კი არ უშველათ. სახალხო კრებამ, იგივე უხუცესთა საბჭომ - ყურულთაიმ - ჩამოაყალიბა გარდამავალი საბჭო, რომელშიც შევიდნენ ოპოზიციის ლიდერები. ამ მომენტში მილიციის ნარჩენები და ოპოზიციის მომხრეები ერთმანეთს აღარ ებრძვიან და ერთობლივად უტევენ მაროდიორებს, რომლებიც არბევენ და წვავენ ქალაქის ცენტრში მაღაზიებს. ძალიან მომეწონა, რომ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულმა, დაჩაგრულმა, მცირერიცხოვანმა დემონსტრანტებმა შეიარაღებული მილიციელების წინააღმდეგობა გადალახეს. ზოგიერთმა მილიციელმა იარაღიც კი დაყარა და ისე გაიქცა. http://inapcache.boston.com/universal/site_graphics/blogs/bigpicture/kyrgyz_04_07/k09_22914943.jpg http://inapcache.boston.com/universal/site_graphics/blogs/bigpicture/kyrgyz_04_07/k24_22916013.jpg http://inapcache.boston.com/universal/site_graphics/blogs/bigpicture/kyrgyz_04_07/k10_22914803.jpg http://inapcache.boston.com/universal/site_graphics/blogs/bigpicture/kyrgyz_04_07/k33_22916175.jpg
  11. ნაცპოლიცია ქართული საზოგადოებისათვის გამოთლილი კომბალია პოლიცია ნებისმიერ ქვეყანაში (საქართველოშიც) იცავს ქვეყანაში გაბატონებული ძალების ძალაუფლებას. თუ ქვეყანა დაპყრობილია, მაშინ დამპყრობის სამსახურში დგას. ასეა საქართველოშიც, ნაცპოლიცია დამპყრობი ნაცხელისუფლების და მათი პატრონი მასონების სადარაჯოზე დგას და გამუდმებით ძალადობს ქართულ საზოგადოებაზე. პოლიციას და ლაშქარს მმართველი ძალა ქმნის, მათ დამოუკიდებლი მოქმედება ან აზრის ქონა აკრძალული აქვთ. ისინი უსულო საგანებია ქვეყნის მმართველების ხელში. კარგი მმართველის ხელში სასიკეთო საქმეს აკეთებს და ცუდი მმართველის ხელში ბოროტებას ემსახურება. ამჟამად ნაცპოლიცია და ნაცლაშქარი ბოროტების სამსახურშია. გახსენება: <<2009 წლის მაისში ნაცპოლიციამ დაკავებული ქართველი ახალგაზრდები სასტიკად სცემეს და მათ გაუპატიურებითაც ემუქრებოდნენ. დაპატიმრებული ახალგაზრდების გადასარჩენად საზოგადოების ნაწილმა რუსთაველის გამზირიდან დიღმის მასივში მისვლას საათზე მეტი დასჭირდა. დროის ამ მონაკეთზე ნაცპოლიციამ იქაურობა გაამაგრა. სამმართველოს მისადგომები იარაღიანი და ფარებიანი კაცებით იყო სავსე. ნაცპოლიციის სამმართველოსთან მივიდა და სამი დაკავებული ახალგაზრდის გათავისუფლება მოითხოვეს. პოლიციის სამმართველოს მესერზე მომღერალი გია გაჩეჩილაძე გადაძვრა. პოლიციამ მას უმოწყალოდ სცემა. მისი ადგილსამყოფელი კარგა ხანს დაუდგენელი იყო. ოპოზიციის სხვა ლიდერები სამმართველოს მესერის სიახლოვეს აკეთებდნენ განცხადებებს. მათ ნაცპოლიციას უცნობის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. შეკრებილებს პალსტმასის ტყვიები დაუშინეს. იმ საღამოს უამრავი უდანაშაულო ადამიანი დაშავდა. ნაცპოლიცია თავიდან უარყფოთდა ტყვიების გამოყენებას. ნაცხელისუფლება უსირცხვილოდ ცრუობდნენ, რომ შეკრებილებმა ერთმანეთს გაუტეხეს თავები. ვითარების განმუხტვის მიზნით საპატრიარქომ ნაცპოლიციის სამმართველოსთან სასულიერო პირებიც გაგზავნა. ნაცჯალათებმა ისინიც სცემეს. სამმართველოსთან მიმდინარე ამბები პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. მოსახლეობა ნაცპოლიციის სამმართველოსკენ დაიძრა. იმ ღამეს ბევრი სისხლი დაიღვარა.>> ნაცპოლიციელები მოქმედებაში: http://gdb.rferl.org/EC72C646-4D39-46F6-858F-6F24626A7463_w527_s.jpghttp://i017.radikal.ru/0711/50/91f88627de1e.jpg http://i026.radikal.ru/0711/45/6cebcd6902ac.jpg
  12. 2009-11-25 - საქართველოს ,,ნარკოთავადები’’ ავღანური ჰეროინის ნარკოსაქმიანობა საქართველოს ნაცხელისუფლების დასაყრდენი ძალა და შემოსავლის წყარო გახდა’’ http://img.youtube.com/vi/vYi5FkFv9Gg/0.jpgსააკა მთავარი ნარკომოვაჭრე "ნარკოტიკები, ნარკოტიკები რა გამიხურეთ საქმე?! მე ნარკოტიკების მომხმარებელი კი არა და ნარკოტიკების მჭამელი ვარ და ნარკოტიკებზე მძინავს." - აცხადებს სრუტუნა. - განაცხადა გამართულ შეკრებაზე ,,მწვანეთა’’ თავმჯდომარემ მდივანმა გიორგი გაჩეჩილაძემ. - გაეროს მონაცემებით, ამიერკავკასიაში წელიწადში 11 ტონა ჰეროინი შემოდის ორი ძირითადი მიმართულებით: 1. ავღანეთი-ირანი-აზერბაიჯანი და 2. ავღანეთი-შუა აზია-კასპიის ზღვა-აზერბაიჯანი - 2 ტონა. აქედან 7 ტონა საქართველოს საზღვაო საგუშაგოებიდან გადის ევროპაში. კავკასიაში რჩება 4 ტონა. ამერიკის მონაცემებით, რომელიც კავკასიის სახელმწიფოებში ნარკომანების რიცხვს ეხება, ადვილი საანგარიშოა, რომ საქართველოზე მოდის კავკასიაში მოხმარებული ნარკოტიკების, სულ ცოტა, 59% ანუ 2,4 ტონა ჰეროინი. ასე რომ, საქართველოში წელიწადში 9-10 ტონა ჰეროინი მოძრაობს. საგანგაშოა, რომ 1000 სულ მოსახლეზე ჰეროინის მოხმარებით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა - 1000 სულზე 17 მომხმარებელი. - სინამდვილე გაცილებით მძიმეა. აშშ-ის "ნარკოტიკებთან ბრძოლის ბიუროს" მონაცემით, საქართველოში დღეს ნარკოტიკების 350.000-მდე მომხმარებელია, მაშინ, როცა 2003 წელს 150.000 იყო. შედარებისთვის გეტყვით, რომ არმენიაში მხოლოდ 30.000 ნარკომანია. საავადმყოფოებში აღრიცხულ ნარკომანთა 78% სწორედ ჰეროინის მომხმარებელია. აღსანიშნავია, რომ ნარკოტიკებს ყველაზე ხშირად 21-დან 40 წლამდე ახალგაზრდები მოიხმარენ, რაც ქართველი ერის შემცირების საფუძველია.
  13. http://srv4.imghost.ge/out.php/i133820_SMM.jpgსმმ-ის (სახალხო მართლმადიდებლურ მოძრაობა) ნიშანი მალხაზ გულაშვილი: ორთავიანი არწივი ბიზანტიური ნიშანია. ზოგიერთ გაუნათლებელს აუჩემებია, ეს რუსული იმპერიალიზმის ნიშანიაო, მინდა ვუთხრა, რომ ეს წინარექართული ნიშანია, უფრო ადრე შუმერების იყო,. მოგვიანებით ბიზანტიის და ის საერო და სასულიერო ხელისუფლებების მიერ სახელმწიფოს შეთანხმებულ მართვას განასახიერებს, ხოლო ბოლნური ჯვარი ქრისტიანობისა მარადიულობის ნიშანია.
  14. უხამსობისგან და სარწმუნოებრივი გრძნობების დასაცავად საპატრიარქო წესის მიიღებას ითხოვს საქართველოს საპატრიარქოს განცხადება http://www.patriarchate.ge/gallery/news/554.jpg საზოგადოებამ კარგად იცის, რომ უკვე რამდენიმე წელია დაუფარავად მიმდინარეობს ბრძოლა ეროვნული ფასეულობების და ასევე საქართველოს მართლმადიდებელი საყდრიონის წინააღმდეგ. ბილწი “წიგნის” არცთუ ისე დიდი ხნის წინ შემდგარი წარდგენაც ამ მიზნით შემუშავებული ახალი გეგმის პირველი ნაწილი იყო; გეგმის მეორე ნაწილი კი მაუწყებლობა “კავკასიის” ეთერში განხორციელდა. დღეს არის მცდელობა, რომ ხალხის მთელი ყურადღება გადატანილ იქნას “კავკასიის” ეთერში შეთითხნილ აურზაურზე, ხოლო მის გამომწვევ მიზეზებზე ცოტა ვინმე საუბრობს. სინამდვილეში კი დაპირისპირება გამოიწვია გარყვნილთა ძალადობამ, რაც ბილწი წიგნის დაბეჭდვასა და მისდამი პირდაპირ თუ ირიბ მხარდაჭერაში გამოიხატა. ვფიქრობთ, არავის სჭირდება იმის მტკიცება, რომ საქართველოს საყდრიონი, ქრისტიანული ზნეობიდან გამომდინარე, ძალადობას ვერასოდეს დაუჭერს მხარს, ვისი მხრიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი. ეკლესია არის ურთიერთგაგების, ერთობისა და მშვიდობის მომხრე და მოსურნე (ამ ფასეულობებისადმი ჩვენი ერთგულება უახლოეს წარსულშიც არაერთხელ გამოვლინდა), მაგრამ საყდრიონი ასევე ვერ დაუჭერს მხარს უზნეობის, უხამსობის, აღვირახსნილობისა და "სატანიზმის" მოძალება-ქადაგებას. ადამიანურ ღირებულებებს, რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ და ვიზიარებთ, მაგრამ თავისუფლება არ ნიშნავს ყველაფრის უფლებას. ამიტომაცაა საყოველთაოდ აღიარებული, რომ გამოხატვის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვათა უფლებების დარღვევა; და რომ სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს შუღლისა და დაპირისპირების გამოწვევას, საყდრიონის შეურაცხყოფის, სარწმუნოებრივი გრძნობების შელახვის და სახელმწიფო ნიშნების დამცირების უფლებას. ჩვენის აზრით, ყველაფერი გაკეთდა შეგნებულად (დეისაძე დაკვეთის შემსრულებელი ბრმა იარაღი იყო) იმისთვის, რომ მოეხდინათ მორწმუნეთა, განსაკუთრებით კი, მართლმადიდებელთა, გამოწვევ (შევნიშნავთ იმასაც, რომ მართლმადიდებლობის სახელით არცერთი გაერთიანება არ არის საპატრიარქოს შექმნილი), რათა ამის მომიზეზებით მერე უშუალოდ საყდრიონზე განეხორციელებინათ დარტყმა. ეს ბილწი“წიგნი” და მისი წარდგენაც იყო სატყუარა, ხაფანგი, რაც შემდგომმა მოვლენებმა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა. ვალდებულნი ვართ, საზოგადოებაც და ხელისუფლებაც გავაფრთხილოთ იმ საშიშროების შესახებ, რასაც საკითხისადმი დღევანდელი მიდგომა გვიქადის: ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში თუ ქართველი ერის გრძნობები ასე შეილახება (სასამართლოში ჩივილით ადამიანი ვერ იღებს იმ დაკმაყოფილბას, რა დონის ზიანიც მას ზნეობრიად მიეყენება), არავითარი პირობა არ არის იმისა, რომ შინაურმა თუ გარეშე მტერმა ისარგებლოს ამით და დეისაძის მსგავსი ადამიანის საშუალებით ასევე განზრახ შელახოს სხვა სარწმუნოებების წარმომადგენელთა გრძნობებიც, რაც სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზად შეიძლება იქცეს და რამაც შეიძლება გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ამიტომაც მივმართავთ ხელისუფალთ, რეალური შეფასება მისცენ მომხდარს და სასწრაფოდ მიიღონ წესი, რომელიც სათანადოდ დაიცავს მოსახლეობას უხამსობისგან, დაიცავს პიროვნების და საზოგადოების პატივსა და ღირსებას და მათ სარწმუნოებრივ გრძნობებს. ამით ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა უფლებებს. 15 მაისი, 2010 წელი
  15. http://photos-a.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc3/hs042.snc3/12968_193802013292_680403292_3020269_4888303_n.jpgავთო ზუმბაძე სარწმუნოებისათვის დევნილი, პატარა კამერით მაუწყებლობა "კავკასიაში" აურზაურს იღებდა, ისიც სხვა მართმადიდებლებთან ერთად, ნინა ჯანგირაშვილის მითითებით დააპატიმრეს. ქრისტიანი ავთო ზუმბაძე მთელ თავის ცხოვრებას ისეთი მორჩილებით ასრულებს საყდარში, შეიძლება მორწმუნის მაგალითადაც კი გახადო და ის როგორ შეიძლება მოძალადე იყოს?! გადაცემის წამყვანმა აქუბარდიას კნეინა ჯანგირაშვილმა მას ცილი დასწამა, ხელი დაადო, რომ თურმე, ერთი ხელით ჩხუბში მონაწილეობდა და მეორეთი იღებდა. ეს ხომ გაუგონარი ცლისწამებაა?! პირდაპირ ეთერში მთელი საზოგადოება უყურებდა, როგორ იდგა და "კამერით" იღებდა ყველაფერს. თუ სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაზე და აზრის გავრცელების თავისუფლებაზეა სასჯელი?! ეს სანიმუშო ახალგაზრდა მართმადიდებელი, სხვა ქრისტიანებთან ერთა დააპატიმრეს მაუწყებლობა "კავკასიის" მეპატრონე ნინა (ო) ჯანგირაშვილის მითითებით.
  16. http://www.kvirispalitra.ge/images/stories/2010/24/qali-copy-2.jpgელდინა იობაშვილი და ნინო მოდებაძე - ჯოჯოხეთის მომავალი ბინადარები, ცილისწამებაში ამხილეს 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში ნაცების წევრ აკაკი კეკენაძის ჩაფლავების შემდეგ, ნაცების მიმდევრებმა ელდინა იობაშვილმა და ნინო მოდებაძემ ამ უკანასკნელის მეთაურობით, რომელიც კეკენაძის ძმის ცოლია, სოფლის სასწავლებლის ხელმძღვანელზე იძიეს შური და მას 9 ჯგუფის მოსწავლე გოგონას გაუპატიურება დააბრალეს. საარჩევნო უბანი სწორედ ამ სასწავლებელში იყო მოთავსებული. - ელდინა იობაშვილი, ნაცების ყურმოჭრილი მსახურია და კახეთის მხარის, ყვარლის სოფელ ბალღოჯიანის საშუალო სასწავლებლის მასწავლებელია. მეზობელ სოფელში, ახალსოფელშიც რამდენიმე წლის წინ, მსგავსი ცილისწამებით ახალსოფლის სასწავლებლის ხელმძღვანელი იმავე მუხანათური ცილისწამებით გაანთავისუფლეს თანამდებობიდან ეშმაკისეულმა ნაცებმა. მოგვიანებით ძიებამ დაადგინა, რომ მას ცილი დასწამეს იგი თანმდებობაზე აღარ აღადგინეს და სახელიც შეუბღალეს. ასე რომ ნაცებისათვის ასეთი მუხანათობა ჩვეული ხერხია. სრული წერილი იხილეთ ბმულზე: ჯოჯოხეთის მგზავრები
  17. დამნაშავე ნაცხელისუფლება და უდანაშაულო პატიმრები საქართველოში http://gdb.rferl.org/A73A0A61-C817-4676-8EA7-52C951FFDF9A_mw800_mh600.jpgუდანაშაულო პატიმრები დაპატიმრებული ახალგაზრდობა
  18. არმენ მიშას საოცნებო საქართველო : "საქართველო გადავაქციოთ ქართველთა დიდ სატუსაღოდ" ციხეების აშენება საზოგადოების კეთილდღეობის საწინდარია http://i078.radikal.ru/0907/56/3741adc0392b.jpgმიშა საქართველოს ჯალათი პრეზოდ წოდებულმა მიშამ რუსთავის საჯელაღსრულების #1 მკაცრი პირობების სატუსაღო გახსნა. გახსნას ესწრებოდა სასჯელაღსრულების სამმართველოს ხელმძღვანელი ხათუმა კალმახელიძე. ,,მე აქ ბოლოს 8 წლის წინ ვიმყოფებოდი როცა აქ სავალალო მდგომარეობა იყო, არ იყო საჭმელი, უსუფთაობა სუფევდა _ განაცხადა არმენ მიშამ. მისი თქმით, მას სულაც არ უხარია ციხეების აშენება, თუმცა სხვაგვარად წარმოუდგენელია საზოგადოება იყოს დაცული, წლების წინ ამ ციხიდან იმართებოდა ქურდული სამყარო, დღეს ჩვენ გვაქს კეთილმოწყობილი ციხე, რომელშიც პატიმრებს ისეთივე კვება აქვთ როგორც ჯარისკაცებს. აღნიშნული ციხის მშენებლობა 2009 წლის მარტში დაიწყო და მისი მშენებლობა გათვლილზე 7 თვით ადრე დასრულდა. მკაცრი მოპყრობის ციხე 2100 პატიმარზეა გათვლილი, მაგრამ ასაშენებელი კიდევ ბევრია. http://1.bp.blogspot.com/_OxMB9RoXbjI/SzN34NRvbpI/AAAAAAAAAxE/N7TT24Kt8QI/s320/robber.gifსაპატიმროდ ქცეული საქართველო და ნაცხელისუფლება მისი ჯალათ-ზედამხედველი საქართველოში პატიმართა რაოდენობა 30 000-მდე მერყეობს და დამატებით 10 000-მდე საპროცესო გარიგებაში მყოფი მოქალაქეა. ცნობისათვის საქართველოში 2003 წელს (სახელმწიფო გადატრიალებამდე) მხოლოდ 6 700-მდე პატიმარი იყო. "ადამიანის უფლებების" დამცველმა ნანა კაკაბაძემ განუცხადა, რომ საქართველოში პატიმართა რაოდენობა მთელ კავკასიაში და არამარტო კავკასიაში წარმოუდგენლად დიდია. "ეს ციფრი წარმოუდგენლად დიდია და ყველა საერთაშორისო შესაბამისობიდან ამოვარდნილია. საქართველო პატიმართა რაოდენობით კავკასიაში პირველ ადგილზეა. პატიმართა საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 5000 პატიმარი ქალია, ხოლო4000 – მდე არასრულწლოვანი".
×
×
  • შექმენი...