Jump to content
Planeta.Ge

დაჩი

პლანეტელი
  • პოსტები

    554
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    6

ყველა პოსტი დაჩი

  1. მამა ბართლომემ მოღალატე ნაც-დეპუტატები დაწყევლა http://epn.ge/wp-content/gallery/09-07/17.jpgაღშფოთებული საზოგადოება მამა ბართლომე (ფირცხალაშვილმა) საქართველოს პარლამენტის ნაც-დეპუტატები ვინც მართმადიდებლობის დამაკნინებელ წესდებას ხმა მისცა დაწყევლა. სოციალურ ქსელ facebook-ში მამა ბართლომემ მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მიმართული წესდების მიმღები ნაც-დეპუტატები დაწყევლა და განაცხადა, რომ ქართული სამართლის ძეგლებს დაესესხება და დაწყევლის მათ. “ყველა ნაც-დეპუტატს ვწყევლი რომლებმაც ხმა მისცეს ამ წესს. თავი მათ მხრებზე წყეული იყოს, მხრები მკერდზე, მკერდი წელზე, წელი ბარძაყთა ზედა წყეული იყოს, ბარძაყი მუხლზე, მუხლი წვივზე, წვივი კოჭთა ზედა, კოჭი ტერფთა ზედა იყოს წყეული. მის ტერფქვეშ მიწა იყოს წყეული, მიწამ პირი იყოს და ჯოჯოხეთმა შთანთქას სული და ხორცი მათი, სახელურთ მათ. ამინ”-წერს მამა ბართლომე.
  2. სადმე მოფარებულში რომ დავმარხოთ, შეიძლება?
  3. ძმა ხორციელად არ გასცოცხლებია, მაგრამ სამართალმა პური სჭამა! რაც საზოგადოების არსებობის მთავარი პირობაა. ასეთ ადამიანებზე ამბობენ,კაციაო!
  4. მთავარია ეს ეშამკის კერძები არ გაიქცნენ საქართველოდან, ისინი აუცილებლად უნდა გასამართლდნენ! http://s2.ipicture.ru/uploads/20110710/b4VUW5gW.jpgგასაქცევად გამზადებულები
  5. მამა კონსტანტინე: დაწყევლა იქნება პასუხი იმ ქმედებისა, რასაც ნაც-ხელისუფლება ახორციელებს http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/07/7-300x199.jpg სარწმუნოებრივ გაერთიანებებთან დაკავშირებით სამოქალაქო წესდებაში შეტანილი ცვლილებების არ გაუქმების შემთხვევაში ქართული სამღვდელოება ამბიონიდან იმ 70 ნაც-დეპუტატს დაწყევლის, რომლებმაც ხმა მისცეს აღნიშნული წესდების მიღებას. ეს განცხადება დღეს სამების ლავრის მღვდელმსახურმა, მღვდელმონაზონმა მამა კონსტანტინემ გააკეთა. ნაც-პარლამენტის დეპუტატების დაწყევლა იქნება პასუხი იმ ქმედებისა, რასაც ხელისუფლება ახორციელებს მართლმადიდებლური სარწმუნოების წინააღმდეგ. „მიღებული წესდება არის ღალატი. ისინი ამას ეძახიან "დემოკრატიას", თუმცა მას ჰქვია "დემონკრატია". თუ ისინი არ გააუქმებენ მიღებულ წესს, ქართული სამღვდელოება დასწყევლის მათ და ამ 70 დეპუტატის შთამომავლები წაიკითხავენ მათი წინაპრების წყევლას და ეს იქნება სამღვდელოების პასუხი ხელისუფლების არაქრისტიანული ქმედების მიმართ“ საქართველოში ჯერ არ გაუხარია ისეთ ადამიანს, რომელმაც ზურგი შეაქცია ქართულ საყდრიონს. ამის მაგალითად ნოე ჟორდანია მოიყვანა, რომელიც სწორედ ქართული ეკლესიის უარყოფის გამო არ არის დაკრძალული საქართველოში.
  6. ეროვნული უფლებების დაცვის კავშირის განცხადაება 9/07/2011 http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/kviprosi/mamai.gif მოვუწოდებთ მსოფლიოს ყველა მართმადიდებლურ ქვეყანას ხმა აღიმაღლონ საქართვედლოში გამეფებულ უსამართლობაზე, ძალმომრეობაზე. საქართველოს თვითმარქვია ნაც-ხელისუფლება ბღალავს ქართველი ერის სარწმუნოებრივ უფლებებს და უსპობს ყოველგვარ საარსებო წყაროს. იგი ცდილობს მართმადიდებლობის დამცრობა-განადგურებას. საქართველოში გამეფებულია ძალადობა, უსამართლობა, ყაჩაღობა, მოქალაქეთა უუფლებობა. ქვეყანა მექრთამეობისა და ძარცვის ჭაობშია ჩაფლული. აღნიშნული განცხადება გაეგზავნა ყველა მართლმადიდებელ ქვეყანას. ეროვნული უფლებების დაცვის კავშირი (ე.უ.დ.კ) - ამირან უფლიშვილის ხელმძღვანელობით
  7. ეტყობა ბევრს აწუხებს ე.წ. ჯიპების დარიგების საკითხი. დაწერეთ ბატონო მაგ საკითხზე რამე, ვინ დაარიგა და ვის დაურიგეს ჯიპები და ვიმსჯელოთ.
  8. ნაც-ხელისუფლებამ დაიწყო ცილისწამება ქართველი ერის წინააღმდეგ. მაგას ვინ ჭამს, ბრიყვის მეტი? ვიღაცამ ვიღაცასთან იჩხუბა, თანაც 5 წუთით და "ექსპრესნიუსმა" უცბად გაარკვია,თავდამსხმელთა ეროვნება, მათი სარწმუნოება და ჩხუბის მიზეზეი? ალბათ ყველას პირადპბის მოწმობები შეუმოწმა, მაგრამ აქაც ჩავარდნა ექნებოდათ, რადგან პირადობაში ეროვნება არ ეწერებოდათ. და იქნებ ამენებმა არმენები სცემეს ან სულაც ოსები? ან იქნებ ვანოს ჯალათებმა მართლაც გაიგდეს წიხლქვეშ ვინმე არმენები? აქ ახალია რამე თქვენთვის თუ? ჯერ არ უქნიათ ამდაგვარი რამ? ამიტომ მტრის მიერ მოწოდებული ცილისწამება, ახსნა გამარტების გარეშე არ უნდა გავავრცელოთ
  9. http://georgian.georgia.usembassy.gov/uploads/uW/24/uW24oX871DLuFYznbzq64w/departmentseal2.gifამერიკამ მოამზადა ვანო მერაბიშვილის სადამსჯელო რაზმები 26 მაისის დარბევისათვის სწავლება, რომელიც ხალხმრავალი შეკრება-მსვლელობების დარბევის ერთწლიანი გეგმის შემადგენელი ნაწილი იყო მერაბიშვილის ნაც- შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დასრულდა თბილისში 2011 წლის 13 მაისს. სწავლების ჩატარება მოთხოვნილი იყო საქართველოს ნაც-მთავრობის მიერ, ხოლო ფული გამოყო აშშ-ს მთავრობამ. სწავლება ჩატარდა აშშ-ს სახელმწიფო საიდუმლო დანიშნულების ჯგუფის მიერ. წვრთნები გაიარეს როგორც მერაბიშვილის საგანგებო სადამსჯელო რაზმის წევრებმა, ასევე მათმა მეთაურებმა. http://tevzaoba.ucoz.com/_ph/1/2/689744071.jpg წვრთნები ითვალისწინებდა საგანგებო დანიშნულების სადამსჯელო პოლიციელების წვრთნას და მათ მოქმედებას ხალხმრავალი შეკრებების წინააღმდეგ მოქმედებისას. საბოლოო დამამთავრებელი წვრთნები მოიცავდა სავარჯიშოებს, მოქალაქეების თვალთვალი, დევნა, დარბევა- მართვას და მტკიცებულების შეგროვებას. ამ წვრთნების მიზანს წარმოადგენდა სადამსჯელო რაზმების ახალი, თანამედროვე საჭურვილით აღჭურვა და საჭურვილის ხმარებაში დახელოვნება. სწავლებას დაესწრენ შსს-სა და აშშ-ს საელჩოს წევრებიც, ჯონ ბასის ხელმძღვანელობით. http://journalist.ge/uploads/news_9364.jpeg აღნიშნული წვრთნების შედეგი გამოჩნდა 2011 წლის 26 მაისის მშვიდობიანი შეკრებილების დარბევის დროს. რასაც საქართველო აშშ-ს უნდა უმადლოდეს.
  10. თავად შენს განმარტებას დააკვირდი: წერ - "ათეისტი ნამდვილად არ იყო" მაგრამ ვერც იმას ამბობ რომ მორწმუნე იყო; წერ - "არც ტრადიციულად მორწმუნე, არც სექტანტი და ოკულტისტი, ფულოსოფიური წარმოდგენები ჰქონდა, თავისებური" მაგრამ ღმერთის არ წამდა. არ გეჩვენება, რომ შენ აღწერ ისეთ ადამიანს რომელსაც საკუთარი გონება ჰყავს გაღმერთებული, იგივე ამპარტავნებაა, ეშმაკის ზიარებაა. თვითონაც გრძნობდა ამას და კარგადაც ინიღბებოდა. რაც შეეხება სამშობლოს. სამშობლო არის გრძნობა, დამოკიდებულება ადამიანსა და გარემოს შორის რომელშც იგი იმყოფება. ავიღოთ დღევანდელი საქართველო, ის დაპყრობილია, დამონებულია, გაჩანაგებულია. საქართველოში მყოფი ნაც-საძმო (ხელისუფალი) დამპყრობია, მტერია და ჩვენ ვებრძვით მას. ჩვენ დამპყრობ ხელისუფლებას, მიუღებელ ხელისუფლებას ვებრძვით და არა სამშობლოს. ჩვენ სამშობლოს არ დაუწყია ომი აფხაზეთში, სამაჩაბლოში და აშ. ეს ხელისუფლებამ გააკეთა. სამშობლო გადაწყვეტილებას არ იღებს, იგი გრძნობაა, იგი დამოკიდებულეებაა. იგი ჭეშმარიტებაა. იგი არაფრის წინააღმდეგ არ მიდის. სწორედ მამარდაშვილის ეშმაკეულობაც მაგაში მდგომარეობს, რომ იგი ბუნდოვანი, ურთიერთგამომრიცხავი სიტყვებითა და აზრებით ცდილობდა საზოგადოების მცდარი გზით წაყვანს. იგი გონებრივი ნაღმი იყო, ჩადებული საზოგადოებაში.
  11. საიდან ასკვნი რომ იგი მორწმუნე იყო? სამშობლო ხელისუფლება არ გახლავს, იგი უბრალოდ არსებობს, იგი სულიერია, იგი არ მოქმედებს, რომ რაიმეს წინააღმდეგ წავიდეს. ისევე როგორც ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მზე ჭეშმარიტების წინააღმდეგ მიდის. სამშობლო არსებულია, ნამდვილია, ჭეშმარიტია და ჭეშმარიტება მხოლოდ სიცრუის წინააღმდეგია, ანუ საპირწონე შეიძლება იყოს. იგი თავად პიროვნების და ერის რაობას განსაზღვრავს.
  12. მამარდაშვილი ჭეშმარიტებას და და უფალს ებრძოდა. მისი გამოთქმაც ეშაკურია, რადგან თავად სამშობლოც ჭეშმარიტებაა და ჭეშმარიტება ჭეშმარიტებაზე მაღლა ვერ დადგება. დიახ სწორედ ასე ეშმაკურად აბოლებდა ხალხს მამარდაშვილი. თავად ეშამკობაში განსწავლული, ადამიანებს უპირისპირებდა ერთმანეთს, რათა მათ გაერთიანება ვერ მოეხერხებინათ. იმიტომაც იყო უღმერთო.
  13. დამპყრობ ნაც-ხელისუფლებას ხალხის მხარდაჭერა საერთოდ არ აქვს, მას მხოლოდ ძალაუფლება და ეშმაკის ლაშქარი უმაგრებს ზურგს. ******************************* http://www.orthodoxy.ge/tveni/marti/icons/ioane.jpgწმ. იოანე ოქროპირი "როდესაც კეთილისყოფაა საჭირო, დაე, ყოველი კაცი შენი მოყვასი იყოს, ხოლო როცა საქმე ჭეშმარიტებას შეეხება, მაშინ გაარჩიე შენიანი უცხოსაგან. თუკი შენი ღვიძლი ძმა, დედ-მამიშვილი, არ არის შენთან გაერთიანებული ჭეშმარიტების კანო-ნით, მაშინ იგი უფრო უცხო უნდა იყოს შენთვის, ვიდრე სკვითი; და პირიქით, თუ სკვითსა და სავრომატს მართალი დოგმატები უპყრიათ და სწამთ იგივე, რაც შენ გწამს, მაშინ ისინი უფრო ახლოს უნდა იყვნენ შენთან, ვიდრე ღვიძლი ძმა. ბარბაროსსა და არაბარბაროსს ჩვენ ენითა და წარმომავლობით კი არ განვარჩევთ, არამედ აზრებისა და სულის მიხედვით. ადამიანი უპირატესად ის არის, ვინც ჭეშმარიტი სარწმუნოების სწავლებას იმარხავს და სიბრძნისმოყვარე ცხოვრებას ეწევა"
  14. შენ ფიქრობ, რომ უხამსო წერილით მორწმუნეებს აყენებ შეურაცხყოფას და სინამდვილეში საკუთარ თავს შურაცხყოფ. შენ გიკვირს რომ ქართველი ერი ხორციელზე წინ სულიერებას აყენებს?! მუცლის გულისთვის თავის გაწირვა დაცემაა, ხოლო სულისათვის ბრძოლა ამაღლებაა! სამწუხაროა, რომ ამ უდაო ჭეშმარიტების ახსნა გვჭირდება.
  15. როგორი ქრისტიანიც მამა ბასილია, ღმერთმა გვიმრავლოს მასეთი ქრისტიანები და ჩვენ ამ მონურ მდგომარეობაშიც აღარ ვიქნებოდით. სწორედ მამა ბასილია ჭეშმარიტი ქრისტიანი, რომელიც მტერ ნაცსაძმოელებს არ ელაქუცება. ქრისტიანობა უპირველესად სიმართლის თქმაა და მისთვის ბრძოლაა, არა მლიქვნელობა და ლაქუცი, ვერცხლისმოყვარეობა...
  16. ეს კიდევ საქართველოში, თბილისში 2004 წლის გლდანის საყდრის აოხრებაა და ქრისტიანების დევნა. http://lomisa.geoweb.ge/dar-020.jpgსაყდარში შეჭრა-დარბევა და თუ ესაც ცოტაა, მაშინ პატარა ხანს კივევ ვაცალოთ ამ პირსისხლიან ნაცსაძმოელებს და იმაზე მეტს იკადრებენ ვიდრე რომაელებმა ჩაიდინეს. დასარბევ-ასაოხრებელი ჯერ კიდევ ბევრია!
  17. სააკებიის ნაც-ხელისუფალთა მიერ ქრიტიანობის დევნი მაგალითი უამრავია. იხილეთ ერთერთი: ლარად გაყიდული ქართული სულიერება, ანუ ფერიის ეკლესიას ისევ დანგრევა ემუქრება აჭარაში, ფერიის მთიდან ხელისგულივით მოჩანს ბათუმი, მოლივლივე ზღვა... როცა ამ მთაზე დგახარ, ზეცასთან სიახლოვეს გრძნობ, ღვთიური სილამაზე გიპყრობს, თუმცა ეს ის მთაა, სადაც ახალაგებული მართლმადიდებლური საყდარი უკვე მეორედ ინგრევა. 2007 წლის 18 მაისს ჩამოღამებულ ფერიაზე "ბულდოზერები" გამოჩნდა. თითქმის საყდარი დილით მიწასთან გასწორებული დახვდათ ფერიელებს. ეშმაკისეულმა საქართველოს თვითმარქვია ნაც-ხელისუფლებამ საქართველოს მართლმადიდებლური საყდარი დაუნგრია. ქართველებმა ფერიის მთაზე ხელახლა ააშენეს საყდარი! http://www.ambebi.ge/images/pictures/mozaika/zogadi/ferias.jpgდანგრეული ფერიის საყდარი სამწუხაროდ ბოროტების ნასხლეტებმა ხელმეორედ შემოგვიტიეს. ნაც-საძმოელთა ბელადმა მიშამ ზაფხულში ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად ახალი გეგმა წარუდგინა ქართულ საზოგადოებას, - ბათუმს თავისი მთაწმინდა, ანუ გასართობი ადგილი ფერიის მთაზე ექნებაო! ცნობილია, რომ აჭარელი ქართველების გასარყვნელ-გადასაჯიშებლად, ფერიის მთაზე ასულ აქაურს თუ იქაურს "კაფე-ბარ-რესტორანი", საროსკიპოები, სამორინეები, გასართობი დაწესებულებანი უხვად დახვდება. საწარმომ, რომელიც "ბათუმური გადასაჯიშებლის" აშენებას აპირებს, ახლახან გაავრცელა ცნობა, რომ ფერიის საყდარი დაინგრევა. ამ ეშმაკისეულ მშენებლობას საწარმო"ჰისტოკ ბათუმი" იწყებს და მშენებლობას "არგო" ეწოდება. "ჰისტოკს" ფერიაზე 29273 კვმ მიწა პირდაპირი მიყიდვის წესით სააკაშვილის ნაცვალმა აჭარაში, ლევან ვარშალომიძემ 1 ლარად მიჰყიდა. ხელშეკრულება 2009 წლის 29 ივლისს შედგა. თავიდან გავრცელდა ცნობა, რომ შპს-ის მთავარი სამყოფელი სანკტ-პეტერბურგში მდებარეობდა, მაგრამ საწარმოს თანამშრომელმა ეს უარყო. მისივე თქმით, "ჰესტოკ ბათუმის" სათავო ბინა ლონდონშია. დანამდვილებით არავინ იცის, მართლა რუსულია ეს საწარმო, თუ ინგლისური. სამწუხაროდ, არც ის არის ცნობილი, ვინ ხელმძღვანელობს მას. მამულიშვილნო ნუ შედრკებით! ბოლომდე ებრძოლეთ ნაცურ უკეთურებას, ქართველი ერი უფლის შეწევნით გაიმარჯვებს!
  18. ყლინჯის ჭამისას რომ წაასწრებ შიშას და თანაც გადაიღებ, ეს სახელმწიფო საიდუმლოება არ არის??? http://2.bp.blogspot.com/_VH0DmsF39UE/SuGslTP98EI/AAAAAAAABZc/II8MPxiNhj4/s400/Saakashvili+tie+snack.jpgყლინჯის ჭამა სახელმწიფო საიდუმლოებაა
  19. შენ წარმოიდგინე ქუჩაში ტოვებენ. თავად განსაჯეთ: პირველი 20 მაისი საქართველოში, როცა http://7days.ge/uploads/posts/2011-05/1305903374_ruseti-da-saqartvelo.jpgრუსუდან შარაძე ყვავილებს ვერ მიიტანს მამის დახვრეტის ადგილზე მთავარი 20-05-2011 ლია ტოკლიკიშვილი http://www.ambebi.ge/images/pictures/samartali/sharadze0.jpgმამულიშვილ გურამ შარაძის შვილებიდან მხოლოდ რუსუდანია ცოცხალი. ისიც წავიდა საქართველოდან. ცოტა ხნის წინ მას შვეიცარიის ხელისუფლებამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. შარაძეების ოჯახში უკანასკნელად გიორგი შარაძის გარდაცვალების დღეებში ვიყავი. სულ პირველად - გურამ შარაძის უფროსი შვილის ლაშა შარაძის მკვლელობის შემდეგ ჟურნალისტური გამოძიების მასალებისთვის. ვცდილობ, წარმოვიდგინო ადამიანებისგან დაცლილი დიდი სახლი ერთადერთი წევრის, ოჯახის დიასახლისის, ქალბატონი სვეტლანას, ამარა დარჩენილი, სხვას ყველას აქ ცხოვრება აეკრძალა. რუსუდანს ზოგჯერ ვეხმიანები. მაინტერესებს, რას ფიქრობს ოჯახი გურამ შარაძის მკვლელობის საქმის პერსპექტივაზე. ხომ არ ნიშნავს რუსუდანის წასვლა საქართველოდან ფარ-ხმალის დაყრას და ბრძოლის შეწყვეტას? „არავითარ შემთხვევაში, გარწმუნებთ, რამდენი ხანიც უნდა გავიდეს, მამაჩემის მკვლელები პასუხს აგებენ ქართული მართლმსაჯულების წინაშე. და მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ“,- რუსუდან შარაძე. http://www.presage.tv/img/multimedia/a5345.jpgმოკლული საზოგადო მოღვაწე გურამ შარაძე - განსაკუთრებით მძიმეა ეს ორი თვე ჩვენთვის. 12 მაისს ლაშას 46 წელი შეუსრულდებოდა, 20 მაისს მამას დახვრეტიდან 4 წელი გადის, 15 ივნისს ლაშას მკვლელობის დღეა, 30 ივნისს კი გიორგის გარდაცვალებიდან 2 წელი შესრულდება. ძალიან მიჭირს მათ გარეშე, მაგრამ უსამართლობისა და მოვალეობის გრძნობა არ მაძლევს მოდუნების უფლებას. ხელის ჩაქნევა და ბედის დამორჩილება არ მიყვარს. მიუხედავად უდიდესი ტკივილისა, ვფიქრობ, ბედნიერ ვარსკვლავზე ვარ გაჩენილი, რადგან გურამ შარაძის შვილი მქვია. სანამ პირში სული მიდგას, ყველაფერს გავაკეთებ, რათა სიმართლემ გაიმარჯვოს. - შენ შვეიცარიის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვე და ორიოდე თვის წინ შენი თხოვნა დააკმაყოფილეს. ძნელი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება? -ჟენევის უნივერსტეტში 2006 წლიდან ვსწავლობ, მაგრამ აქ სამუდამოდ ცხოვრებაზე არასდროს მიფიქრია. სხვათაშორის, არც ახლა ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ 3 თვე ხდება, რაც შვეიცარიამ პოლიტიკური თავშესაფარი მომცა. ვიდრე მამაჩემის მკვლელს პრეზიდენტი ერქმევა, საქართველოში ჩამოსვლას არ ვაპირებ. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან ძნელი იყო, თუნდაც იმიტომ, რომ დედასთან განშორება მიწევს, მაგრამ ერთი ადგილის ტკეპნა არ მიყვარს, ბრძოლა გრძელდება და დღეს ამ ბრძოლის აზრს ვხედავ აქ, კონკრეტულად, ჟენევაში. როგორ შეიძლება, გურამის საქმეს საქართველოს ხელისუფლების პირობებში პერსპექტივა ჰქონდეს! საქმე საქართველოში ოფიციალურად იმით ,,დამთავრდა’’, რომ 2008 წლის 14 ნოემბერს უზენაესმა სასამართლომ საბოლოო განაჩენი გამოიტანა. სასამართლოს თავმჯდომარე მაია ოშხარელმა, მოსამართლეებმა: დავით სულაქველიძემ და იური ტყეშელაშვილმა დაადგინეს, რომ გურამ შარაძის მკვლელობის საქმე “არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის”. გეხსომებათ, რომ პროტესტის ნიშნად, ჩვენი ოჯახი თავიდანვე უარს ამბობდა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე. ჩვენ გვქონდა თვალნათელი მაგალითი - ჩემი უფროსი ძმის, ლაშა შარაძის, მკვლელობა, რომელიც, მამაჩემის თავდაუზოგავი მცდელობის მიუხედავად, დღემდე გამოძიებული არ არის. ამასთან, სანამ არ მოვიპოვებდით უტყუარ მტკიცებულებებს, არაფრით დავუშვებდით, რომ სააკაშვილის მონა გამომძიებლებსა და მოსამართლეებს ჩვენივე მონაწილეობით ესროლათ ტალახი ჩვენთვის და გურამ შარაძის ავაზაკური მკვლელობა ყოფით, შეთითხნილ ვერსიამდე დაეყვანათ. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით სიმართლე, რომ გიორგი ბარათელს არ მოუკლავს მამაჩემი, ხოლო როდესაც შევხვდით და ვესაუბრეთ თვითმხილველებს, გავეცანით მკვლელობის საქმის მასალებს და დეტალურად შევისწავლეთ სადაზღვევო კომპანია ,,ალდაგის’’ ვიდეოთვალის მიერ გადაღებული ფირი, სადაც აღბეჭდილია მკვლელობა, ჩავთვალეთ, რომ უკვე შეგვეძლო ოფიციალური ვერსიისთვის დაგვეპირისპირებინა უტყუარი მტკიცებულებები. მართლაც, სასამართლო სხდომებზე ბევრი მნიშვნელოვანი რამ გამოიკვეთა, ბოლო-ბოლო ცოცხლად ვნახე და თვალებში ჩავხედე გიორგი ბარათელს, რომელმაც თავის დაქნევითა და ცრემლებით დამიდასტურა, რომ გურამ შარაძე არ მოუკლავს. თუმცა, დღემდე არ ვიცი, რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო ჩვენი მხრიდან მონაწილეობის მიღება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს მაშინდელ ადვოკატებს ასე სჯეროდათ და, ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად, დაარწმუნეს დედაჩემი, რომ გურამ შარაძის მკვლელობის საქმეს საქართველოში ყველა ინსტანცია უშედეგოდ უნდა მოევლო... გარწმუნებთ, რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს, მამაჩემის მკვლელები პასუხს აგებენ ქართული მართლმსაჯულების წინაშე. არსებობს მკვლელობის საქმის მასალები, უამრავი მნიშვნელოვანი ფაქტით, ,,ალდაგის’’ ვიდეოფირი და ათეულობით მოწმე, რომლებიც მკვლელი ხელისუფლების წასვლისთანავე მზად არიან ღიად და დეტალურად აღწერონ, თუ რა მოხდა 2007 წლის 20 მაისს მელიქიშვილის გამზირზე. აუცილებლად დამტკიცდება, რომ გურამ შარაძე მოკლა ორმა დაქირავებულმა მკვლელმა და გიორგი ბარათელი შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა. - გიორგი ბარათელზე მინდა გკითხო. როგორ გგონია, რატომ ასაიდულოებს ასე ხელისუფლება მის შესახებ ყველა ცნობას? ქართველი ჟურნალისტებისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება ბარათელზე. - ჩემი ძველი მეგობრებისგან, რომლებიც დღეს სხვადასხვა ტელევიზიებში მუშაობენ და კარგად იცნობენ გიორგი ბარათელს, ვიცი, რომ მასთან ოჯახის წევრებსაც კი არ აქვთ ურთიერთობა. რაც შეეხება ოფიციალურ მხარეს, ხელისუფლება, მართლაც, მკაცრად ასაიდუმლოებს ბარათელის ადგილსამყოფელს. თითქმის ორი წელი ხდება, რაც ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სასამართლოს გზით მოითხოვს საჯარო ინფორმაციის მიღებას - სად, სასჯელაღსრულების რომელ დაწესებულებაში იხდის სასჯელს გიორგი ბარათელი. მას შემდეგ, რაც საქართველოში ამოიწურა ყველა სამართლებრივი გზა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომლის იურისტებიც იცავენ ნინო მიქიაშვილის უფლებებს, მოამზადა სარჩელი, რომელიც ამა წლის 15 მარტს სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა. ევროსასამართლომ გიორგი ბარათელის შესახებ საქმე წარმოებაში მიიღო აპრილის თვეში. საერთაშორისო სამართლის სპეციალისტების განმარტებით, ბარათელის საქმე ევროპული სასამართლოსთვის წამყვან საქმედ შეიძლება იქცეს. დაველოდოთ, ძალიან საინტერესო პროცესები შეიძლება განვითარდეს. - გაქვს თუ არა რამე ინფორმაცია პოლიტიკური წრეების განწყობის შესახებ გურამ შარაძის საქმის მიმართ? მე მახსოვს, პოლიტიკურმა ოპოზიციამ ერთ დროს წამყვან თემად აქცია შარაძის საქმე. ახლა ყველამ მიივიწყა... - არავითარი ურთიერთობა ოპოზიციურ პარტიებთან არ მაქვს და არც მსურს მათზე საუბარი. ვიცი მხოლოდ ერთი, რომ ახლა ის დროა, როცა ყველა ერთად უნდა დადგეს ამ ხელისუფლებასთან ბრძოლაში. - მე აქ ვარ და ზუსტად ვიცი, რომ არც გურამის სახელისა და ახალ თაობაში მისი ცნობადობის შენარჩუნებისთვის აკეთებს ვინმე რამეს... განსხვავებით იმ დროისგან როცა შენ ჯერ კიდევ ჩამოდიოდი ხოლმე საქართველოში. -კი, გურამ შარაძის სახელს დღეს ტაბუ ადევს საქართველოში, მაგრამ დარწმუნებული ვარ და ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე გეტყვით, რომ მალე ძალიან ბევრს შერცხვება თავისი დუმილის. ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გურამ შარაძის მკვლელობაში ხელი ღიად დაადო ნაც-ხელისუფლებას. თუმცა, მას შემდეგ აღარ მინახავს... მისი ოჯახიც შვეიცარიაშია, მაგრამ, სამწუხაროდ, აქაურ ქართველებთან, არც კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახთან არავითარი კავშირი არ მაქვს. ისინი გერმანულ მხარეში ცხოვრობენ, მე ფრანგულში. რაც შეეხება აკრძალული ზღვარის გადალახვას, რაშიც ალბათ საპარლამენტო კომისიის შექმნას გულისხმობ, ასეთი რამ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში არ და ვერ შეიქმნება, მან სესაძლოა დაუშვა გამსახურდიას მკვლელობის გამოძიება, მაგრამ შარაძის მკვლელობის გამოძიებას რიგორ დაუშვებს! სააკაშვილი თავისივე შეკვეთილ მკვლელობას არ გამოიძიებს და საკუთარ თავს არ დაისჯის.
  20. ეს მოსალოდნელიც იყო და ბუნებრივია, როდესაც საქართველოში სამართალი არ არსებობს და მძვინვარებს ძალადობა ნაც-დამპყრობლების მიერ. უდანაშაულო ადმიანებს პირდაპირ ქუჩაში კლავენ ნაც-პოლიციელები. ადამიანებს სხვა გზა არ რჩებათ, გარდა იმისა, რომ მართლმსაჯულება საკუთარ ხელში აიღონ. სამართალი უნდა აღსრულდეს!
  21. ბატონო გიორგი, გასაგებია რომ საქართველოს დამპყრობი საააკაშვილის ნაც-ხელისუფლება თითქმის ყველა ქმედებას უსამართლოდ და ძალმომრეობით სჩადის. აქ სადაო არაფერია. ვფიქრობ ზემოთ ჩამოთვლილი "ფოტოგრაფებიც" უსამართლოდ დააკავეს. გასაკვირია თქვენ რომ მსგავსი განცხადება არ გააკეთეთ, 5 ივლის ნაც-ხელისუფლების მიერ ქართველი ერის მართლმადიდებლობის შემბღალავი და ქვეყნის მთლიანობის რღვევის ხელშემწყობი წედების (კატოლიკურ-გრიგორიანული და სხვა სექტანტებისთვის მართლმადიდებლობასთან გათანაბრებული მდგომარეობის მინიჭება) მალულად მიღების გამო. რას მივაწეროთ ეს?
  22. http://fantastichemp.files.wordpress.com/2011/01/monsanto_pic.jpgდვრიტაშეცვლილი საკვები, როგორც ბიოლოგური იარაღი("გენმოდიფიცირებული") დვრიტაშეცვლილი ("გენმოდიფიცირებული") საკვები (ზოგი მას "ფრანკენშტეინის" საკვებს უწოდებს) არის ისეთი მცენარე თუ ცხოველი, რომლის დვრიტა ("გენი") შეცვლილია ლაბორატორიული გზით - ერთ სახეობაში ჩაშენებულია სხვა სახეობის დვრიტა, რათა ამა თუ იმ ბუნებრივი სახეობის თვისებები გარკვეული მიმართულებით გაუმჯობესდეს (გამძლეობა, ზომა, მოსავლიანობა და ა.შ.). მაგალითად, იმისთვის, რომ პომიდორი იყოს სიცივის ამტანი, მისი შეცვლა ხდება ჩრდილოეთის ზღვების თევზების დვრიტის გამოყენებით, ხოლო მაღალი სიცხის პირობებში პომიდვრის მოსაყვანად მის დვრიტას უმატებენ მორიელის ან უდაბნოს ერთ-ერთი ჯიშის გველის გენს. მეცნიერებმა დვრიტის შეცვლის ("გენური ინჟინერიის") პირველი წარმატებული ცდა 1977 წელს ჩაატარეს. დვრიტა ("გენური") შეცვლილი სასოფლო-სამეურნეო მოსავალი კი პირველად 1987 წელს გამოიყვანეს, რომლის შედეგადაც მიიღეს ვირუსული დაავადებების ამტანი (მოწამლული) პომიდორი. 1993 წლიდან კი დაუშვეს დვრიტაშეცვლილი ("გენმოდიფიცირებული") მოსავლის ფართო წარმოება და გაყიდვა მსოფლიოში. დვრიტაშეცვლილი საკვები ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანია. საცნობარო ქსელის ("ინტერნეტის) საშუალებით მოვიპოვეთ ცნობა, რომ თავის ნაწარმში დვრიტაშეცვლილ მასალებს იყენებენ ისეთი ცნობილი საწარმოები, როგორებიცაა: - "ნესტლე", - "ლიპტონი" (ჩაი), - "კალვე" (მაიონეზი, კეტჩუბი), - "რამა" (კარაქი), - "ნესკაფე" (ყავა და რძე), - "კოკა-კოლა", - "პეპსი" და სხვა. - დვრიტაშეცვლილი საკვებით გამოწვეული დაავადებების სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება ძალიან ძვირი ჯდება და, როგორც წესი, აწარმოებენ ის საწარმოები, რომლებიც თვითონვე არიან ამ მოწამლული საკვების მწარმოებლები, შესაბამისად, რა შედეგსაც მიიღებენ, ადვილი მისახვედრია. ნებისმიერი ადამიანი შეგუებულია გარკვეული სახის საკვებზე. ბევრი ადამიანი კვებაში ცვლილებას ვერ იტანს, სულ ცოტა, 20-30%-ს მაინც აქვს ამაზე მკვეთრი მიუღებლობა. მოგეხსენებათ, რომ ქართველების ნაწილი ვერ იტანს ზღვის საკვებს - სხეული განსხვავებულ საკვებს როგორც შხამს, ისე აღიქვამს. ახლა წარმოიდგინეთ, როდესაც ჩვენ ვიღებთ პომიდორს და მასთან ერთად, უხეშად თუ ვიტყვით, მივირთმევთ მორიელს, ხომ შეიძლება ამან სერიოზული ალერგიული შოკი გამოიწვიოს და, სავარაუდოდ, აქვს კიდეც რიგ შემთხვევებში ასეთი შედეგი. ადამიანთა გახშირებული მძიმე დაავადებები სხვადასხვა სახის კიბოს, ალერგიები, გულის დაავადებები წორედ დვრიტაშეცვლილი ("გენმოდიფიცირებული") საკვების ბრალია. მთელი მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში განსაკუთრებით გაზრდილია ალერგიული დაავადებების რიცხვი. თავის მხრივ, "იმუნიტეტის" დაქვეითება უამრავი სხვა დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს. მეცნიერები კიბოს დაავადებების ასეთი გახშირების ერთერთ მიზეზად სწორედ დვრიტაშეცვლილი საკვების გამოყენებას მიიჩნევს. დვრიტაშეცვლილ საკვებს დღეს უკვე იყენებენ საომარ იარაღად, როგორც ბიოლოგიური იარაღი. ბიოლოგიურ იარაღს შეუძლია მოსპოს უფრო მეტი ადამიანი ვიდრე სხვა იარაღს. სულ რაღაც ოცი წელია, ამგვარი საკვების გამოყენება დაუშვეს, შედეგები საშინელია. http://s001.radikal.ru/i193/1005/04/b400f54e992c.jpgამერიკელელი ქალები ამერიკელების ბოლოდროინდელ მომატებულ ჭარბწონიანობას დვრიტაშეცვლილ საკვებს უკავშირებენ. ნინო ჩხობაძე, გარემოს დაცვისა ყოფილი მინისტრი: - დვრიტაშეცვლილი ("გენური მოდიფიკაციის") საკვებისაგან თავისუფალი სივრცე ნიშნავს, რომ ასეთ სივრცეში აკრძალულია დვრიტაშეცვლილი სათესლე მასალის შეტანა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება. ასეთ თესლში ცოცხალი დვრიტაა (" გენია") ჩანერგილი და საფრთხეს შეიცავს. ეს ძალიან ბევრმა ქვეყანამ აკრძალა. კიდევ არ არის ბოლომდე დაზუსტებული იმ ზიანის სიდიდე, რის მოტანაც შეუძლია ამ თესლს გარემოსთვის. გარდა ამისა, განსაკუთრებით საფრთხილოა ბავშვთა კვებაში დვრიტაშეცვლილი ნივთიერებების გამოყენება, არადა, საქვეყნოდ გახმაურებული ამბავია, რომ ცნობილი კომპანია "ნესტლე," რომლის პროდუქციაც დღეს ქართულ ბაზარზეა, დვრიტაშეცვლილ მასალებს იყენებდა. საქართველოში შემოტანილ საკვებსს კი არ აქვს მითითებული, არის თუ არა მასში დვრიტაშეცვლილი მასალები. არადა, მრავალ ქვეყანაში ეს მითითებულია ნებისმიერ საკვებზე. დედამ უნდა იცოდეს, რას აჭმევს ბავშვს. ამიტომაც სასწრაფო საქმედ მიმაჩნია ე.წ. საკვები საქონლის მონიშვნის დაწესება, დვრიტაშეცვლილ ("გენმოდიფიცირებულ") საკვებს უნდა ეწეროს, რომ ასეთ ნივთიერებებს შეიცავს. შემდგომ თვითონ მომხმარებელმა გადაწყვიტოს, რის ყიდვა ურჩევნია. რაც შეეხება სათესლე მასალას, მისი შემოტანა უნდა აიკრძალოს საქართველოში! თესლის მწარმოებელი ე.წ. საერთაშორისო საწარმოები, რომლებიც აწარმოებენ დვრიტაშეცვლილ (მოწამლულ) თესლს, გასაღების ბაზარს ეძებენ. შესაბამისად, არაფერს იშურებენ სხვადასხვა ქვეყანაში ამის შეტანისათვის. დვრიტაშეცვლილი საკვების და თესლის ძირითადი მწარმოებელია "მონსანტოს" საწარმოა და მასში შემავალი სხვადასხვა საწარმო, რომელთაც შემოჰქონდათ და დღესაც შემოაქვთ საქართველოში დვრიტაშეცვლილი ("გენმოდიფიცირებული") დაავადებული თესლი. ამ ურჩხულმა საწარმომ იმდენი მოახერხა, რომ მთელი აფრიკა აითვისა. "მონსანტო" იქცა მთელი მსოფლიოს თავსატეხად, რადგან მისი მოქმედების ზომები დღითი დღე იზრდება, ის ჩვენთვისაც მნიშვნელოვან საფრთხის შემცველია. მათ შეუძლიათ მოგვიწყონ სოფლის მეურნეობის განადგურება, რაც უკვე გააკეთეს აფრიკაში. თუ ადგილობრივი სათესლე მასალა არ გვექნა და მუდმივად დამოკიდებული ვიქნებით ვიღაცის მოწოდებულ დაავადებულ თესლზე, ეს მძიმე შედეგებს მოგვიტანს. საქართველოში ნაც-ხელისუფლების გადამკიდე, თესლის წარმოება აღარ ხდება, სათესლე მეურნეობები აღარ არსებობს, განადგურებულია, ყველაფერი შემოტანილია, კარტოფილის თესლიც უმნიშვნელოა. არ ვამბობ, რომ სულ დვრიტაშეცვლილი შემოდის, მაგრამ ნელ-ნელა სრულიად დამოკიდებული ვხდებით უცხო ბაზარზე. ნაც-ხელისუფლებამ სათესლე მეურნეობები გაანადგურა. არ დაგავიწყდეთ, რომ დვრიტაშეცვლილ ("გენმოდიფიცირებულ") თესლს აღწარმოების უნარი არა აქვს - ერთხელ დათესავ, მიიღებ მოსავალს, მეორე წელს თესლი ისევ უნდა იყიდო. დაავადებული თესლის მწარმოებელი საწარმოები სწორედ ამით მდიდრდებიან. ამგვარად მომარაგებულ ქვეყნებს გამოფიტული ნიადაგები რჩებათ, რადგან დვრიტაშეცვლილი თესლი უფრო ძლიერია და დიდი რაოდენობით იღებს ნიადაგიდან მიკროელემენტებს, ფაქტობრივად, შლის ნიადაგს, რის აღდგენაც შეუძლებელი ხდება. გარდა ამისა დამტკიცებულია, რომ დვრიტაშეცვლილი ჯიშები სერიოზულად მოქმედებს ადგილობრივ ჯიშებზე და საბოლოოდ სპობს მათ. თუნდაც დამტვერვის გზით. - ცნობილია, რომ საქართველოში დვრიტაშეცვლილი სიმინდის თესლი შემოდიოდა, სხვათა შორის, თავდაპირველად ე.წ. ადამიანური ("ჰუმანიტარული") დახმარების სახით. ასევე შემოდის პომიდვრის და კარტოფილის თესლი. თავის დროზე ერთი მეტად სერიოზული წერილი მაქვს ნანახი, სადაც მწარმოებელი წერდა, დაარიგეთ ეს თესლი საჩუქრად, მაგრამ გლეხების სიმინდის თესლი შეისყიდეთო! დასკვნის გამოტანა მკითხველისთვის მიგვინდვია. სააკაშვილის ნაც-პარლამენტმა საკვების მონიშვნის საკითხი 2013 წლამდე გადადო და შეიძლება უფრო გვიანაც არ მიიღოს იგი. - აღსანიშნავია, რომ ნაც-პარლამენტმა მხოლოდ მესამე ცდაზე მოახერხა ე.წ. კარტახენას "ბიოუსაფრთხოების" ხელშეკრულებაზე მიერთება. მანამდე სააკაშვილის პარლამენტმა ორჯერ დაიწუნა, რასაც მოჰყვა ზეწოლა ევროპიდან და მოთხოვნა, რომ აუცილებლად დამტკიცებულიყო ხელშეკრულება. ეს ხელშეკრულება-ვალდებულება ითვალისწინებს, რომ მოხდეს დვრიტაშეცვლილი საკვების მონიშვნა (" მარკირება"). გარდა ამისა, სახელმწიფოში უნდა იყოს ერთი ლაბორატორია მაინც, სადაც მოხერხდება ამგვარი საკვების კვლევა. ნაც-ხელისუფლებამ ძალდატანების შემდეგ კი დაამტკიცა, მაგრამ შესაბამის წესდების მიღება 2013 წლამდე გადადო. - ისევ და ისევ ვიღაცის ზეწოლა (მოსყიდვის) გამო. მეზობელ თურქეთს მთელი სოფლის-მეურნეობა დვრიტაშეცვლილ მეურნეობაზეა აგებული, უნდა ვიცოდით, რომ არაერთი თურქი საგანგებოდ ჩამოდის საქართველოში, რათა აქ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი შეიძინოს. ცნობილია, რომ მსხვილი საწარმოები ერთი სახის საკვებს ხშირად სამ ნიშნით უშვებენ: - პირველი, შიდა მოხმარებისთვის, ეს ძირითადად განვითარებულ ქვეყნებს ეხება, - მეორე - გასატანად განვითარებულ ქვეყნებში და - მესამე - გასატანად განვითარებად ქვეყნებში. მესამე ნიშნით დამზადებული საკვები იაფია, მაგრამ სახიფათო. როგორც წესი, ამ საკვების 80%-ში დვრიტაშეცვლილი ("გენმოდიფიცირებული") ნივთიერებებია გამოყენებული. სამწუხაროდ, საქართველოში მეტწილად სწორედ ამგვარი მოწამლული საკვები ხვდება, თუმცა მაოხარი ნაც-ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამისგან თავდასაცავად.
  23. თავშივე აწერია, რომ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წერილია. უშუალოდ დამწერი არ არის მითითებული. ************************************* გაგრძელება http://s1.ipicture.ru/uploads/20110708/AjwQ2W7G.gifწმ . დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის კავშირი დაიბეჭდა გაზეთ „Georgian Times“-ში №5(298),02.09.04 ვატიკანის მზაკვრული მიზნები: ლათინთა მწვალებლური მოძღვრების დანერგავასა და გადამბირებლობას მოზარდ თაობაში, ეროვნული თვითშეგნებისა და მხედრული სულის ჩახშობას, ეკუმენისტური ცნობიერების ქადაგებას და სხვა, სავსებით შეესაბამება განათლების გარდაქმნა, რომელიც ზემოთ დასახელებულ წესდებებშია წარმოდგენილი. ამ მიზნების აღსრულებას ემსახურება ასევე საბუთთი, რომელშიც ვატიკანი უფრო შეფარულად ცდილობს თავისი გავლენა განახორციელოს სასწავლებლებზე მთელი საქართველოში. ეს არის საბუთი, რომელსაც დაწესებულება CRS (CATHOLIC RELIEF SERVICIS - "კათოლიკური დახმარების სამსახური" – კდს) უგზავნის საქართველოს კულტურის, ძეგლთადაცვის და სპორტის უწყების თავკაცს, ბატონ გოკა (გიორგი) გაბაშვილს. ამ საბუთს ხალს აწერს კდს/კავკასიის ქვერეგიონალური წარმომადგენელი, ვინმე რიჩარდ ჰოფმანი. საბუთი ხელმოწერილია 2004 წ. 5 ივლისს. მასში, კერძოდ, ნათქვამია: "კათოლიკური დახმარების სამსახურმა" (კდს) შეიმუშავა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს საშუალო სასწავლებლებში ახალგაზრდული ე.წ. "კლუბების" ჩამოყალიბებას როგორც საქართველოს სხვადასხვა მხარეში, მათ შორის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. . . ე.წ. "კლუბები" მოემსახურებიან 15-17 წლამდე მოსწავლეებს, სადაც ისინი შეიძენენ მომავალი წინამძღოლების თვისებებს . . მასწავლებლები და ახალსასწავლებელდამთავრებულები მიიღებენ ანაზღაურების სახით თითოეული ჩატარებული საათისათვის, რომელსაც ისინი მიუძღვნიან ახალგაზრდული "კლუბების" საქმიანობას როგორც სასწავლო საათების შემდეგ, ასევე შაბათ-კვირას. ეს ის მწყენსები იქნებიან, რომლებიც მუდმივ მოსამზადებელ წვრთნას ("ტრეინიგს") გაივლიან ზემოთაღნიშნულ თემებზე . . 10 არასამთავრობო დაწესებულება 5 წლის მანძილზე განახორციელებს 5,3 მილიონის ღირებულების გეგმას. ადგილობრივი არასამთავრობო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ ახალგაზრდული "კლუბების" ჩამოყალიობება და მათი მიზანმიმართული მართვა (გარყვნა). . . ". ამ გადამბირებელი "კლუბების" შექმნისათვის სასწავლებლებში უკვე გამზადებულია საფუძველი საქართველოს წესდებაში ზოგადი განათლების შესახებ: "ნებისმიერი საფეხურის მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნას საკუთარი "კლუბი", კონკრეტული მცირე ჯგუფისათვის საინტერესო მიმართულებით და განხრით; "კლუბები" და საერთო არჩევნების შედეგად შექმნილი გამგეობა სარგებლობენ თანაბარი მდგომარებით და მათ შეუძლიათ ყავდეთ სათათბირო ხმის მქონე თითო წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში (თავი 8. მუხლები 3-4). როგორც ვხედავთ, საკმაოდ შეთანხმებულად მოქმედებენ სულგაყიდული "გამრყვნელები" და ვატიკანის დაწესებულებები საქართველოში. ამგვარად, საქართველოს სასწავლებლებზე დიდი შეტევაა დაგეგმილი და ამაში ვატიკანის შორსმიმავალი მიზნები შეუიარაღებელი თვალითაც აშკარად ჩანს. მშობლებო, გააცნობიერეთ ის სულიერი საფრთხე, რაც თქვენს შვილებს ემუქრებათ. ნუ მივცემთ მათ სულებს მწვალებლებს, ქრისტეს მტრებსა და მართლმადიდებლობის მოძულეებს, ქართული ცნობიერებისა და წესჩვეულებების უარმყოფელებს. გამოხატეთ თქვენი აღშფოთება არა ეროვნული და არა მართლმადიდებლური გარდაქმნების მიმართ, ამხილეთ ვატიკანისა და მისი მსტოვრების საქმიანობა, არ აყვეთ მათ ცილისწამებებს იმათ მიმართ, ვინც ცდილობს დაიცვას საყდრიონი და მართლმადიდებლობის სიწმინდე, ჩვენი მოზარდი თაობის სულიერი და ზნეობრივი სიჯანსაღე. დაიბეჭდა გაზეთ „Georgian Times“-ში №5(298),02.09.04
  24. http://s1.ipicture.ru/uploads/20110708/AjwQ2W7G.gifწმ . დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის კავშირი კათოლიკური ვატიკანი ცდილობს შემოძვრეს საქართველოს სასწავლებლებში დაიბეჭდა გაზეთ „Georgian Times“-ში №5(298),02.09.04 საქართველოს განათლებისა და მეცნიერებაში დაგეგმილი გარდაქმნები, გამომდინარე – საქართველოს წესდება ზოგადი განათლების შესახებ, საქართველოს წსედება უმაღლესი განათლების შესახებ და ა.შ. - რომელთა მიხედვითაც უნდა განხორციელდეს იგი, ატარებს ეროვნულობის და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მიმართულ ხასიათს. ამ წესდებების მიხედვით შეცვლილი განათლება ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოებრივ მიზნებს, მის ძირითად წესდებას ("კონსტიტუციას"); უარყოფს ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ ღირებულებებსა და მასთან შერწყმულ და თანახმიერ, სააუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ეროვნულ ცნობიერებასა და წესებს. აშკარად ჩანს, რომ ამ ცნობიერების მოშლა და ამ ღირებულებების უგულებელყოფა წარმოადგენს მიზანმიმართულ, დაგეგმილ მოქმედებას, რომელსაც მსოფლიო ბნელი ძალების დაკვეთით ანხორციელებს განათლების უწყება და მისი ხელმძღვანელი კახა ლომაია. დაგეგმილი სახით გარდაქმნილი "განათლება" აღზრდის უეროვნებო, მართლმადიდებლობის მოძულე და შეურაცხმყოფელ, წესჩვწეულებების უგულებელმყოფელ, თავკერძ, მშობლებისა და მასწავლებების ურჩ, ზნეობისაგან თავისუფალ, თავნება და, რაც მთავარია, გაუნათლებელ პიროვნებას. ის, რომ დაგეგმილი გარდაქმნის გეგმა და წესები საქართველოს ფარგლებს გარეთაა შემუშავებული, ეს ცხადია. მისი "გადმოქართულება" იმდენად უნუჭოდაა შესრულებული, რომ ზნეობრივი და ქართული ერის დამანგრეველ წესებს და ამოცანებს ლომაიას გუნდმა გამართული სახეც კი ვერ მისცა. სამინისტროს ხელმძღვანელობა უბრალო შეკითხვებსაც კი ვერა სცემს გააზრებულ პასუხს. ვის მიზნებში შედის განათლების ასეთი გარდაქმნა? ერთ-ერთი მათგანი, უდაოდ, ვატიკანია. დღეს საქართველოში საყდრიონისა და მისი საჭეთმპყრობელის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ვატიკანის ძალადობა, რომელსაც ის აწარმოებს მისი მსტოვრების, მოსყიდული, ეშმაკისეული ("ლიბერასტები") ძალების საშუალებით. მათი მიზნებში ასევე შედის განათლება და მოზარდი თაობა - ჩვენი შვილები. ეს ძალები მხილებულ იქნენ, როდესაც ისინი პირდაპირ ცდილობდნენ შემოეტანათ საშუალო სასწავლებლებში "სქესობრივი განათლება" (გარყვნა), შეემცირებინათ საქართველოს ისტორიის, ქართული ენის, სარწმუნოებრივი ნაწარმოებების სწავლება და სხვა. ქართულმა საზოგადოებამ მათ ხელი შეუშალა სიბილწის გავრცელებაში. მაგრამ,ამ განზრახვაზე მათ ხელი არ აუღიათ, არამედ უფრო საფუძვლიანად, ცდილობენ განახორციელონ დასახული გეგმები – განათლების გარდაქმნით, სინამდვილეში კი მისი გადაყვანით არაეროვნული ცნობიერებისა და უზნეობის რელსებზე და განათლების მართვის სადავეების ხელში აღებით. კახა ლომაია დაუფარავად საუბრობს საგაზეთო წერილში იმის შესახებ, რომ გარდაქმნილ სასწავლებლებში სამეურვეო საბჭოებს მიეცემათ უფლება, თავისი გადაწყვეტილებით შემოიღონ სქესობრივი სწავლება სასწავლებლებში, ანუ, გარყვნან მოზარდი თაობა, გაუღვივონ მათ ადრეული მიდრეკელებები სქესობრივი ცხოვრებისაკენ, წაშალონ მოზარდებში სირცხვილის გრძნობა, დაამკვიდრონ ავადმყოფური –გამრყვნელი მამათმავლობა და ლესბოსობა, სხვა უკეთურებასა და უზნეობას. სამწუხაროდ მოზარდ თაობაზე დაგეგმილი ამ სულიერი და ზნეობრივი გარყვნის განხორციელებაში მონაწილეობენ ჩვენი თანამემამულენი, ვატიკანის მსტოვრები, მართლმადიდებლობის მტრები, იუდას სულიერი მემკვიდრენი, დაწესებულებები: - თავისუფლების ინსტიტუტი, - კავკასიის სახლი და სხვა ძღვენი("გრანტი")ჭამიები, კომკავშირის მემკვიდრე, - უღმრთო და უეროვნებო მოძრაობა "კმარა", სხვა სულგაყიდული, მათ შორის სასულიერო პირები - ვინ ფქვილიჭამია, ვინ სხვა "ადმიანურ დახმარებაზე" ხელმომთბარი. ზოგიერთი საულიერო პირი, ქრისტეს 30 ვერცხლად გამყიდველეი და ეკუმენისტურ მწვალებლობაში ჩავარდნილი, მხურვალედ უჭერს მხარს განათლების დასახულ განადგურებას, ქართველი ერის სულიერი განადგურების ამ მზაკვრულ გეგმას. ისინი თავს უფლებას აძლევენ, რომ ილაპარაკონ მართლმადიდებლობისა და ხშირად საყდრიონის სახელით, თუმცა არა აქვთ ამის კურთხევა და მინიჭებული უფლებამოსილება. კათოლიკური ვატიკანის მზაკვრული მიზნები რომ განათლებასაც უკავშირდება, ეს თვალნათლივ გამოჩნდა იმ ხელშეკრულებაში, რომელიც ფარულად და გასაიდუმლოებულად უნდა დადებულიყო ვატიკანსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის. ამ მზაკვრულ ჩანაფიქრს, საბედნიეროდ, ფარად აეხადა და ქართველმა ხალხმა სრულიად მართებული დამოკიდებულება გამოხატა ამ მოღალატური ხალშეკრულების მიმართ. სამწუხაროდ, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ცრუქრისტეს მოციქულები კვლავ აპირებენ ამ ხელშეკრულების ხელმოწერის ისევ დღის წესრიგში დაყენებას. ჩაშლილი ხელშეკრულება იმით არის საყურადღებო ჩვენთვის, რომ მასში ვატიკანი ღიად აცხადებს თავის მზაკვრულ მიზნებს საქართველოს, მათ შორის განათლების მიმართ. ეს ღიაობა და დაუფარაობა იმით იყო განპირობებული, რომ ხელშეკრულება გასაიდუმლოებულად უნდა ხელმოწერილიყო და ამის გამო ვატიკანს აღარ ესაჭირებოდა თავისი ბოროტი ზრახვების შეფარვა. ამ ხელშეკრულებით, რომელსაც ეწოდება “შეთანხმება წმიდა საყდარსა და საქართველოს შორის”, მართლმადიდებელი საყდრიონის მიერ ანათემას გადაცემული პაპისტური “ეკლესია” იძენდა მის ტოლ და რიგ შემთხვევაში, შესაძლოა, უპირატეს უფლებებსაც საქართველოში. აი, ზოგიერთი მისი მუხლი (სტილი დაცულია): საქართველო აღიარებს კათოლიკური ეკლესიის, როგორც იურიდიული პირის სტატუსს. კერძოდ საქართველო უზრუნველყოფს იურიდიული პირების უფლებაუნარიანობის გავრცელებას საეკლესიო სამართლით გათვალისწინებული კათოლიკური ეკლესიის ისეთი ერთეულების მიმართ, როგორიცაა: საეპისკოპოსოები, ეპარქიები და საეგზარქოსოები, სამოციქულო ადმინისტრაციები, სამრევლოები, რელიგიური საზოგადოებები, ასოციაციები, სემინარიები, კოლეჯები, სკოლები და საგანმანათლებლო ინსტიტუტები . . . (მუხლი 1) კათოლიკე მოსწავლეებს, როგორც სახელმწიფო, ასევე არასახელმწიფო სკოლებში ექნებათ თავიანთი რელიგიის შესწავლის გარანტირებული უფლება . . . კათოლიკური რელიგიის სწავლება საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიზნად ისახავს ეკუმენისტური სულისკვეთების განმტკიცებას . . . (მუხლი 9) სემინარიის სტუდენტები და რელიგიური კონგრეგაციების მორჩილები თავისუფლდებიან სამხედრო სამსახურიდან. (მუხლი 12) საქართველო გადასახადებისაგან გაანთავისუფლებს იმ კათოლიკური დაწესებულებების მიერ შემოტანილ ჰუმანიტარულ დახმარებას, რომლებიც საეკლესიო კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულია კათოლიკური ეკლესიის მიერ . . . კათოლიკური ეკლესიის მოხმარებისათვის განკუთვნილი სხვა იმპორტირებული ნივთები ასევე თავისუფლდებიან გადასახადებისაგან (მუხლი 14) აღსანიშნავია, რომ ასეთი ხელშეკრულება ვატიკანს არა აქვს გაფორმებული არც ერთ მართლმადიდებელ ქვეყანასთან და სხვა ქვეყნებთანაც, მათ შორის არც აშშ-სათნ და არც დიდ ბრიტანეტთან. ვატიკანთან დადებული ამგვარი ხელშეკრულებით არა თუ მოწესრიგდება კათოლიკურ საყდართან დაკავშირებული საკითხები, არამედ კიდევ უფრო გართულდება და სხვა წინააღმდეგობებსაც წამოჭრის და ბიძგს მისცემს სხვა სარწმუნოებებთან დაკავშირებულ მრავალ უარყოფით საკითხს, რამაც ქვეყანას შეიძლება დიდი განსაცდელი შეუქმნას. მოყვანილ შეთანხმებაში არსებული შეღავათები წარმოადგენს დიდ საცდურს მოსახლეობისათვის და მომავალი თაობისათვის, რის შედეგადაც გააფსუებული ქართველების მსგავსად მივიღებთ გაკათოლიკებულ მართლმადიდებლებს და ეკუმენისტებს, საქართველოს მოქალაქეების მაგივრად – ვატიკანის “სულიერ” შვილებს. პაპიზმი ფრიად საშიშია ჩვენი ქვეყნისათვის, ვინაიდან ქრისტიანული ნიღბის საფარქვეშ იგი მალულ ბრძოლას აწარმოებს ღმერთისა და მისი სიტყვის დამცველი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ.
×
×
  • შექმენი...