-
პოსტები
1.419 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი PLANETA_INFO
-
„მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თქვენი ყველა ქმედება არის აბსოლუტურად ლოგიკური იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ წარმოადგენთ პრორუსულ ძალას და 2012 წლიდან დღემდე მიზანმიმართულად ანგრევთ სახელმწიფო სტრუქტურებს და აზიანებთ ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს“,-ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა ანი წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი და დადასტურებაა […] Source View the full article
-
უკანონო მშენებლობების თითოეული ფაქტი სისხლის სამართლებრივი დანაშაულია, – დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ კომპანია „მოდუსის“ მიერ სავაჭრო ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით, მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, წლების განმავლობაში უნებართვო მშენებლობებთან საბრძოლველად შესაბამისი კანონი არ არსებობდა. „კომპანია „მოდუსისთვის“ რეკრეაციულ ზონაში სავაჭრო ცენტრის მშენებლობის ნებართვა არავის მიუცია. მსგავსი ბევრი ფაქტი არსებობს, რაც გამოწვეულია იმით, რომ შესაბამისი კანონი არ არსებობდა. ძალიან […] Source View the full article
-
გიორგი ღიბრაძე – იმ პირებს, ვისაც ესაჭიროება “მწვანე პასპორტი” საზღვარგარეთ გასამგზავრებლად სისტემით სარგებლობა კვლავ შეუძლია, ქვეყნის შიგნით “მწვანე პასპორტი” სავალდებულო აღარ იქნება დღეიდან “მწვანე პასპორტის” გაუქმების აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ მომატებულია შემთხვევების რაოდენობა და რეალურად ეს სისტემა ქმედითი ნაკლებად არის, შესაბამისად, იმ პირებს, ვისაც ესაჭიროება “მწვანე პასპორტი” საზღვარგარეთ გასამგზავრებლად სისტემით სარგებლობა კვლავ შეუძლია, ქვეყნის შიგნით […] Source View the full article
-
უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ინფიცირების მზარდი რაოდენობის მიუხედავად, ვითარება სრულად მართვადია, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა მნიშვნელოვნად არ იზრდება, პაციენტების დიდი უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებენ ოჯახის ექიმები, რომელთა რაოდენობა ბოლო დღეებში კიდევ უფრო გაიზარდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. […] Source View the full article
-
კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, ვინც ტესტს იკეთებს და ასევე, ლაბორატორიებს, რომ სწორად მიუთითონ საკონტაქტო ინფორმაციები ტესტირების განხორციელების დროს, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. მისი თქმით ამით თავიდან იქნება აცილებული ინფიცირებულთან კონტაქტზე გასვლასთან დაკავშირებული პრობლემები. „ლაბორატორიებში მიმართვიანობასთან დაკავშირებით ცხადია, შეიქმნა გარკვეული პრობლემები. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, […] Source View the full article
-
„ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება, – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავინდებურად შეძლებენ […] Source View the full article
-
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განიხილეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე. მომხსენებლის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილის თქმით, ორწლიანი დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა აღნიშნული ცვლილების განხორციელების საჭიროება, რითაც აფხაზეთის ან აჭარის […] Source View the full article
-
მთელ საქართველოში, ხალხის ფულით აშენებული ადმინისტრაციული შენობები იქცა ციხე-სიმაგრეებად, სადაც არჩევნების მოპარვის შემდეგ მანდატების ქურდები გამაგრდნენ – ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი ბათუმში, დღეს დილით მომხდარ დაპირისპირებას. მისი შეფასებით, ხელისუფლება პანიკაშია: “ბათუმის მერიის შენობიდან დღეს დილიდან პოლიციამ ძალის გამოყენებით გამოყარა აჭარის უზენაესი საბჭოსა და ბათუმის საკრებულოს დეპუტატები, რომლებიც წყნარად ელოდებოდნენ თვითგამოცხადებულ მერს, რათა დაესვათ კითხვები მილიონობით […] Source View the full article
-
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და მის თანმდევ შვიდ საკანონმდებლო აქტში განსახორციელებელი ცვლილებები განიხილეს. მომხსენებელმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა სხდომაზე განმარტა, რომ ცვლილების თანახმად კოდექსის ყველა იმ მუხლში, სადაც გაწერილი იყო სამინისტროს კომპეტენციები გარემოსდაცვითი შეფასების […] Source View the full article
-
მშენებლობის ტერიტორიაზე მწვანე სივრცის მოწყობის პროექტის წარდგენა სამშენებლო კომპანიებისთვის სავალდებულო გახდება. ამას ითვალისწინებს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურისა და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა. „კოდექსში შემოდის გამწვანების პროექტის განმარტება, რომელიც გულისხმობს მშენებლობის ტერიტორიაზე გამწვანების სივრცის მოწყობის პროექტს, რომლის წარდგენის ვალდებულება დეველოპერს და ზოგადად მშენებლობის […] Source View the full article
-
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველი ეკა კიკნაძე Facebook-ზე წერს, რომ ლაბორანტის პოზიციაზე გადაყვანის შემდეგ, კულტურის მინისტრის ადმინისტრაციამ არც ამ თანამდებობაზე დატოვა და ახლა უკვე მუზეუმიდან საბოლოოდ გაუშვა. როგორც კიკნაძე განმარტავს, სხვა თანამშრომლებთან ერთად ისე გაათავისუფლეს, რომ ამის შესახებ არც კი აცნობეს და პირდაპირ ნახევარი თვის ანაზღაურება ჩაურიცხეს. “ამასობაში, წულუკიანის ადმინისტრაციამ, ლაბორანტადაც აღარ გვინდიხარო […] Source View the full article
-
სენაკის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო გადაიდო. დღევანდელ ხდომას არ ესწრებოდნენ პარტიების: ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 2 წევრი და ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ 16 წევრი. სხდომა,სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაიმართება. Source View the full article
-
ბათუმის ცენტრალურ პარკში განთავსებული შავი სკამების ნაწილმა ფერი შეიცვალა – წვიმისა და თოვლის შემდეგ სკამები გათეთრდა. დღეს, 31 იანვარს, პარკიდან სკამები გაიტანეს. ადგილზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ფერის შეცვლის მიზეზი საღებავი გახდა და სკამები ხელახლა შესაღებად წაიღეს. „ბათუმელებს“ მერიის კეთილმოწყობის სამსახურში უთხრეს, რომ აღნიშნული დაზიანების აღმოფხვრას უზრუნველყოფს კონტრაქტორი კომპანია – „თითოეულ პროექტს გააჩნია საგარანტიო ვადა მსგავსი […] Source View the full article
-
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) განაგრძობს ულტრამემარჯვენე ჯგუფების იდეოლოგიური პროპაგანდისა და პოლიტიკური დისკურსის შესწავლას. ჯამში, სექტემბერ-დეკემბრის საანგარიშო პერიოდში, სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებზე გავრცელებული 865 მანიპულაციური და დეზინფორმაციული ნარატივი გამოაშკარავდა. ულტრამემარჯვენე ლიდერების ყურადღების ცენტრში იყო ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები. მათ რიტორიკაში, რომელიც მიმართული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დისკრედიტაციისკენ, პირდაპირ თუ შეფარულად გამოიკვეთა სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერი გზავნილები. მაგალითად, მიუხედავად ხელისუფლებისადმი დემონსტრირებული […] Source View the full article
-
რუსთავი რიგით მესამე მუნიციპალიტეტია, რომლის საკრებულოსაც ოპოზიციონერი თავმჯდომარე ეყოლება. 31 იანვარს რუსთავის საკრებულოს ოპოზიციამ თავმჯდომარედ ნოდარ შეროზია აირჩია. შეროზია პარტია ,,საქართველოსთვის” წევრია. მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. Source View the full article
-
„ ბათუმში უკანონო ბიზენს საქმიანობასთან დაკავშირებით აუცილებელია, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და გამჭვირვალე პროცესის თანხლებით, საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია ყველა იმ ღონისძიების შესახებ, რომლის გატარებასაც აპირებს საქართველოს მთავრობა ქვეყნისთვის ამ საფრთხის, ან უდიდესი სირცხვილის თავიდან აცილების მიზნით,“ – აცხადებს ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი. „სამოქალაქო იდეა“ ბათუმში უკანონო ბიზენს საქმიანობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც კანონდარღვევის […] Source View the full article
-
დიდუბის რაიონის გამგეობა კედიას ქუჩა N10-ში, მოსახლეობის მოთხოვნით, სპორტულ მოედანსა და მოსასვენებელ სივრცეს აწყობს. ტერიტორიაზე პროექტით გათვალისწინებულია ფეხბურთისა და კალათბურთის ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობა. ასევე, მოსასვენებელი სივრცის გაკეთება, სადაც სხვადასხვა სამუშაო განხორციელდება. საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, მოეწყობა გარე განათების სისტემა, განთავსდება საპარკე ინვენტარი. ამასთან, სივრცეში პატარებისთვისაც არის გათვალისწინებული სათამაშო სივრცის მოწყობა. პროექტს ტენდერში გამარჯვებული […] Source View the full article
-
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის ცხრა პირი, მათ შორის ოთხი ნარკორეალიზატორი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, სხვადასხვა დროს, ნარკოდანაშაულისთვის ცხრა […] Source View the full article
-
საქართველოში კორონავირუსის 18 274 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 8 400 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 41 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 84 762 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 48 320, „პისიარ“ ტესტით – 34 442. ქვეყანაში კორონავირუსის […] Source View the full article
-
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 41 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14 911-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 18 274 პირს დაუდასტურდა, 8 400 პაციენტი გამოჯანმრთელდა. Source View the full article
-
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს სპეციალური ტექნიკა გადასცა. „საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური შესაძლებლობები კიდევ უფრო ძლიერდება. თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს, მარნეულის აეროდრომის მატერიალურ-ტექნიკური და თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის სპეციალური ტექნიკა გადასცა“, – აცხადებენ უწყებაში. მათივე ცნობით, ტექნიკური საშუალებების გადაცემის ოფიციალური ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარების ლოჯისტიკური […] Source View the full article
-
2022 წლის 27 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ქალბატონ მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს შეხვდა. შეხვედრაზე სახალხო დამცველმა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა მიმოიხილა; ხაზი გაუსვა დამოუკიდებელი დემოკრატიული ინსტიტუტის წინაშე არსებულ გამოწვევებს, მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაჩქარებული და გაუმჭვირვალე პროცესით გაუქმებას, ასევე, სახალხო დამცველის წინააღმდეგ მიმდინარე თავდასხმებს. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ჟურნალისტების […] Source View the full article
-
რუსეთმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პარტია ევროპული საქართველოს მიერ 26 იანვარს ჩატარებული უკრაინის მხარდამჭერი აქციის გამო დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა.ამის შესახებ რუსულ მედიასთან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ა. ზაიცევმა ისაუბრა. „მომხდართან დაკავშირებით შეშფოთებული ვარ. 26 იანვარს ქართული ოპოზიციის მიერ ჩატარდა ანტირუსული პოლიტიკური აქცია, საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესთა […] Source View the full article
-
„ვთქვათ პოზიტიურად განვეწყოთ რომ უნდა მოქმედება, მას არ აქვს არც რესურსი, არც საკმარისი ნება, რომ თვითონ იმოქმედოს“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „როგორც მოსალონდელია, პრეზიდენტის ინიციატივა დაკავშირებულია რაღაც ზოგად დისკუსიასთან, რომც ვცადო მე რომ ვიყო პოზიტიურად განწობილი , რომ მართლა ხედავს პრობლემას, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ფავორიტია და მისი […] Source View the full article
-
მინდა, ბატონ ლავროვს გავახსენო, თავის დროზე როცა გვქონდა მოლაპარაკებები, მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ყველა ქვეყანას აქვს სრული თავისუფლება, სუვერენობიდან გამომდინარე აირჩიოს მოკავშირეები და თავისი ალიანსები, მსურს, რომ ეს დღეს რაღაცნაირად გავუხსენო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. „უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ჩემი პოზიცია არის […] Source View the full article