Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა დაიწყო ”თბილისის წყლის”პრივატიზაციის გაუხმაურებელი დეტალები საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის საპარლამენტო განხილვა იწყება მოსკოვმა პოლონეთს კატინის ტრაგედიის დოკუმენტები გადასცა შურისძიება ტაჯიკეთის ხელისუფლებაზე თურქეთი ბალკანეთის ქვეყნებისა და ნატოს შესახებ დიპლომატის მკვლელობა აჰმადინეჯადის სკანდალური განცხადებები სრული ინფო(netgazeti.ge)
  2. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ ბოდიში მოუხადა 500 მილიონ მომხმარებელს გუშინ შექმნილი პრობლემების გამო. ხუთშაბათ საღამოს facbook-ის მილიონობით მომხმარებელი სასურველი სოციალური ქსელით სარგებლობას ვერ ახერხებდა. ბევრმა სწორედ ამ დროს გააცნობიერა თუ რამოდენა როლს ასრულებდა “face”-ი მეგობრებთან და საერთოდ, გარესამყაროსთან კონტაქტში. დატვირთვა ძირითადად სხვა სოციალურ ქსელებზე გადავიდა და ძირითადი კითხვები შემდეგი ხასიათის იყო: “რა სჭირს facebook-ს?”,“შენც ვერ შედიხარ თუ მე გამიტეხეს პაროლი?” და ა.შ.... რამდენიმე საათის შემდეგ facebook-ის ადმინისტრაციამ ვითარების გამოსწორება შესძლო, მაგრამ პრობლემა ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე მოგვარებული. facebook-ის ადმინისტრაცია თავიდან თავს იკავებდა პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისაგან და მომხმარებლებს მხოლოდ სიტუაციის უახლოეს მომავალში გამოსწორებას ჰპირდებოდა. შეთქმულების თეორიების მოყვარულები კი ფორუმებზე აქტიურად განიხილავდნენ საკითხს, რომ არავითარი პრობლემა არ არსებობს და ყველაფერი დადგმულია, რათა ხალხის დამოკიდებულება შეამოწმონ facebook-ზეო. თუმცა ადმინისტრაციამ დღეს განმარტა რომ მიზეზი სისტემური შეცდომა იყო. პრობლემები მხოლოდ facebook-ს არ აქვს. რამდენიმე დღის წინ twitter-საც ქონდა ვირუსთან დაკავშირებული პრობლემები. სრული ინფო(netgazeti.ge)
  3. საფეხბურთო არბიტრაჟმა მიიღო გადაწყვეტილება რომ პორტუგალიის ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს კარლუშ კეირუშს ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია შეუჩერონ. იხილეთ fanebi.com
  4. </p>/get_img?NrArticle=2433&NrImage=20 აშშ-ს კონსული საქართველოში ბათუმში შეხვედრაზე პატრიკ უინგეიტი - საქართველოში ამერიკის კონსული ბათუმში იმყოფებოდა. კონსულმა შეხვედრა შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში გამართა და საზოგადოებას მოუწოდა, რომ ”მწვანე ბარათის” განაცხადის შევსებისთვის არ მიმართონ სხვა ორგანიზაციებს და არც ფული გადაიხადონ. ”ბათუმელებმა” პატრიკ უინგეიტთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.- ბატონო პატრიკ, დღევანდელ შეხვედრაზე საზოგადოებას კონსულისთვის კითხვები არ დაუსვამს. როგორ ფიქრობთ, რატომ? - გულწრფელად გეტყვით, მართლა გამიკვირდა. წინა ჯერზე როცა ჩამოვედით და ონლაინაპლიკაციის ფორმის პრეზენტაცია გავმართეთ, 45 წუთი მარტო კითხვა-პასუხს მოვანდომეთ. ახლა აქ კამერები იდგა, ერთად იყვნენ პედაგოგები და სტუდენტები, შესაძლოა ამიტომაც მოერიდათ ერთმანეთის. მათ შეუძლიათ მეილით გამოგვიგზავნონ კითხვები. აქვე ვიტყვი, რომ ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე განთავსებული ”მწვანე ბარათის” კითხვარის შევსება უფასოა. -”მწვანე ბარათის” გათამაშებასთან დაკავშირებით არსებობს აზრი, თითქოს მისი შევსების შემდეგ ადამიანებს საერთოდ ეკარგებათ ამერიკაში წასვლის შანსი. მართლაც არის თუ არა ეს ერთგვარი ბარიერი შემდგომში არასაემიგრაციო ვიზის მიღების დროს? - ეს მცდარი აზრია - საემიგრაციო ვიზის შევსების შემდეგ, ადამიანს არასაემიგრაციო ვიზის მიღების დროს პრობლემები არ ექმნება. პირადად ვმუშაობ ვიზების გაცემაზე და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს ასე არ არის. ადამიანი, რომელიც `მწვანე ბარათის~ გათამაშებაში მონაწილეობს, ცდილობს ამერიკაში მოხდეს ლეგალურად. ამაში კრიმინალური არაფერია. შესაბამისად, არანაირი კავშირი არ აქვს მწვანე ბარათის გათამაშებას არასაემიგრაციო ვიზის მიღებასთან. - თუ არ ვცდები, არასაემიგრაციო ვიზის ფორმაში არსებობს კითხვა - მიგიმართავს თუ არა ოდესმე ამერიკის საკონსულოსთვის საემიგრაციო ვიზის მისაღებად. ამ კითხვას რა დატვირთვა აქვს? - არასაემიგრაციო ვიზის კითხვარში კითხვა სხვაგვარად არის ჩამოყალიბებული _ მიგიმართავთ თუ არა საკონსულო განყოფილებისთვის წარსულში არასაემიგრაციო ვიზისთვის. ამ შეკითხვას `მწვანე ბარათთან~ არავითარი კავშირი არ აქვს. ისიც კი არ ვიცით, თუ რამდენი ადამიანი გამოთქვამს ლატარიაში მონაწილეობის სურვილს. ჩვენ გვაქვს მხოლოდ იმ ადამიანების გვარები, რომლებმაც მოიგეს ლატარია. ადამიანს, რომელსაც ერთხელ უკვე მიუღია ამერიკის ვიზა, უფრო მეტი შანსი აქვს მეორედ გამგზავრების. ჩვენ გვაქვს მაგალითიც, როცა ადამიანს შეეძლო ამერიკაში დარჩენა, მაგრამ ის დაბრუნდა. გვითქვამს უარიც, სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარ უნდა სცადო ვიზის მიღება. არიან ადამიანები, რომლებიც მალავენ ამას, ზოგიერთი გულწრფელად ამბობს, რომ 5-6 წლის წინ სცადა და უარი მიიღო. ადვილი შესაძლებელია, მათ ვიზა მიიღონ. -წელიწადში ”მწვანე ბარათით” 55 ათასი გამარჯვებული ვლინდება. ამ ადამიანებს ამერიკაში გამგზავრება ოჯახთან ერთად შეუძლიათ? -აქ იგულისხმება 55 ათასი ადამიანი. ადგილები საკმაოდ შეზღუდულია, ამიტომაც ჩვენი რეკომენდაციაა, ლატარიაში გამარჯვებულმა დაუყოვნებლივ მიმართოს საკონსულოს, თორემ თუ ადგილი შეივსო, შეიძლება მოგებულსაც ვუთხრათ უარი. - თქვენ აღნიშნეთ, რომ ამერიკას `მწვანე ბარათის~ საშუალებით სურს ნიჭიერი ადამიანები წაიყვანოს იმ ქვეყნებიდან, საიდანაც ამერიკაში მიგრაცია ნაკლებია. - ამერიკა ცდილობს, შეინარჩუნოს მულტინაციონალური მრავალფეროვნება. - როცა შერჩევის პირობა მოქმედებს ამას, ალბათ, ნაკლებად ჰქვია ლატარია. ამიტომ ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ასე ამერიკის ხელისუფლება პროგრესული მოქალაქეების თავისკენ გადაბირებას ცდილობს? - ვერ გავიზიარებ ამ მოსაზრებას. `ტვინების გადინება~ რომ გვინდოდეს, მინიმალური მოთხოვნა საშუალო განათლება და ორწლიანი სამუშაო გამოცდილება არ იქნებოდა. მოთხოვნაში ჩაიწერებოდა სამეცნიერო ხარისხი. შევეცდებოდით, მოგვეზიდა განთქმული ფიზიკოსები, მეცნიერები, სახელმწიფო პირები და ასე შემდეგ. ეს არის ლატარია ჩვეულებრივი ადამიანებისთვის. გვინდა, მათ მივცეთ საშუალება, უკეთესი ცხოვრება აიწყონ ამერიკაში. - ანუ გათამაშების მინიმალური მოთხოვნა საშუალო განათლება და მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილებაა? - ადამიანს ახალ გარემოსთან ადაპტაცია რომ არ გაუჭირდეს, ამიტომაც უნდა ჰქონდეს მას მინიმალური განათლება და მუშაობის მცირე გამოცდილება. -ამერიკაში ცხოვრების მსურველი ალბათ ბევრი იქნება, ადგილი კი მხოლოდ 55 ათასია. გამოდის, გამარჯვების შანსი ძალიან მცირეა. - ჩვენ არ გვაქვს სტატისტიკური მონაცემები, თუ რამდენი ადამიანი მონაწილეობს ამ ლატარიაში და, შესაბამისად, არ ვიცი, შანსის შესახებაც, მაგრამ ვიცი, რომელი ქვეყნიდან რამდენმა ადამიანმა მოიგო. ამის შესახებ მონაცემები ჩვენს ვებგვერდზეცაა განთავსებული. - სტატისტიკით ევროპაში მოგებულების დიდი ოდენობა სომხეთზე მოდის. - ამ სტატისტიკისთვის არ გადამიხედავს, მაგრამ გვინდა წავახალისოთ ქართველები, რათა მათ შეავსონ ეს ფორმა და თავისი წვლილი შეიტანონ ამერიკის მრავალფეროვნების საქმეში. - ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, ასი პროცენტიდან როგორია გამარჯვების შანსი. ასიდან ერთი პროცენტი თუ -0,001? - არ ვარ აზარტული ადამიანი, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ჩემს აზრს დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. ისევ და ისევ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ადამიანი მონაწილეობს გათამაშებაში. იმედი მაქვს, ბევრი ადამიანისთვის იქნება ამერიკა მიმზიდველი ქვეყანა, ბევრს მოუნდება იქ ცხოვრება და თავისი წვლილის შეტანა ამერიკის განვითარებაში. - რა პრივილეგიები აქვს ”მწვანე ბარათს”? -ერთადერთი ”პრივილეგია” შეიძლება იყოს ის, რომ ადამიანს ეძლევა ლეგალური მუშაობის საშუალება. ამასთან, თუ შენ გყავს ბავშვები, შეიძლება გსურდეს შენმა შვილმა აქ ისწავლოს, მაგრამ ეს არ არის პრივილეგია, ეს უფლებაა. - რამდენადაც ვიცი, საკონსულოსთან არ არსებობს მოსაცდელი, არ არის გარდერობი. ან პირადი ნივთების შესანახი ადგილი. ამის მიუხედავად, ადამიანებს სთხოვენ ყველა ნივთი საკონსულოში შესვლამდე დატოვონ. ეს პრობლემა თუ მოგვარდება? - ვცდილობთ, ვიყოთ თავაზიანი და კეთილგანწყობილი ყველას მიმართ. ისინი, ვინც ვერ იღებენ ვიზას, საბოლოოდ მაინც იმედგაცრუებულები მიდიან. ვისაც ყველაფერი წესრიგში აქვს, მას ვიზის მიღებისთვის სულ რაღაც 45-50 წუთი სჭირდება. თუ ვინმეს ჩვენთან აქვს შენიშვნა, სიამოვნებით მოვისმენდით მათ პრეტენზიებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გავაუმჯობესოთ მომსახურება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  5. კატალონიური ბარსელონა აგრძელებს მზადებას ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მეხუთე ტურის მატჩისთვის რომელიც ბილბაოს ატლეტიკოსთან ელით. იხილეთ fanebi.com
  6. ინტერის კამერონელმა თავდამსხმელმა სამუელ ეტომ რაფაელ ბენიტესს მადლობა გადაუხადა რომ საყვარელ პზიციაზე თამაშის უფლებას აძლევს. იხილეთ fanebi.com
  7. სლოვაკური ჟილინასა და მისი საშინაო სტადიონის "პოდ დუბნომის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტეს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებზე სპარტაკთან და მარსელთან ბილეთები მაქსიმალურად გააიაფოს რათა FIFA-ს სანქციებს გადაურჩნენ. იხილეთ fanebi.com
  8. მადრიდის რეალის თავკაცობა კმაყოფილია გუნდის მთავარი მწვრთნელის ჟოზე მაურინიოს მუშაობით და აცხადებს რომ პორტუგალიელს გამოუვიდა ის რაც მისმა წინამორბედებმა ვერ შეძლეს. იხილეთ fanebi.com
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashkin14-150x130.jpg24 სექტემბერს 11:00 საათზე დიმიტრი შაშკინი იმ 12 მოზარდს მოინახულებს, რომლებიც მე-200 სკოლა სხვადასხვა სკოლა–პანსიონიდან სამინისტროს ინიციატივით გადმოიყვანეს. გარემო, სადაც მოზარდები მანამდე სწავლობდნენ და ცხოვრობდნენ ელემენტალურ პირობებს ვერ უქმნიდა მათ მკურნალობის, სწავლისა და საზოგადოებაში ადაპტირებისთვის. დიმიტრი შაშკინი სკოლის ახალ სენსორულ კაბინეტს დაათვალიერებს და სკოლის დანარჩენ მოსწავლეებსაც შეხვდება. იხილეთ epn.ge
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/elektrogadamcemiScada8-150x144.jpgსაქართველოს ელექტროსისტემის საკვანძო ქვესადგურ ნავთლუღი 220-ში სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო 24 სექტემბერს კრწანისის რაიონის ნაწილს დროებით ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ელექტრომომარაგება შეუწყდება ელექტროშემდუღებელ ქარხანას და ასფალტის ქარხანას. ამ დაწესებულელბებს დაგეგმილი შეზღუდვის შესახებ კომპანია `თელასმა” წინასწარ უკვე აცნობა. სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება. იხილეთ epn.ge
  11. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/financial_times_thumb-150x43.gif სარედაქციო წერილი გასულ კვირაში, ევროკავშირის და აშშ–ს წარმომადგენლებმა უკრაინას მიმართეს და მას ჟურნალისტების სათანადოდ დაცვა მოსთხოვეს. ეს ხდება ათი წლის მერე მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი გიორგი ღონღაძე სასტიკად მოკლეს. მათი ტონი ძველებურად მომთხოვნია. უკრაინის ხელისუფლებას კითხვები დაუსვეს ახლახანს დაკარგული კიდევ ერთი გამომძიებელი ჟურნალისტის, ვასილი კლიმენტევის შესახებ. მედიისა და უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის, კლიმენტევის საქმე პრესის თავისუფლებისა და სხვა დემოკრატიული თავისუფლებების განადაგურების სიმბოლოდ იქცა, რომელთა მიღწევაც 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის წყალობით გახდა შესაძლებელი. ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც თებერვალში პრეზიდენტად პრორუსული ვიქტორ იანუკოვიჩი აირჩიეს. ზოგიერთები იანუკოვიჩს იმაში ადანაშაულებენ, რომ მას ქვეყანა ერთგვარი ავტორიტარიზმისკენ მიჰყავს, რაც პუტინის რუსეთისთვისაა დამახასიათებელი. ეს შიშები უსაფუძვლო არ არის. იანუკოვიჩი კონსტიტუციური კანონებით მანიპულირებდა, რათა საპარლამენტო უმრავლესობა მიეღო. სამი მოსამართლე, რომელიც ჯერ კიდევ მისი პროდასავლელი წინამორბედის, ვიქტორ იუშჩენკოს დროს დაინიშნა, საეჭვო გარემოებებში გადადგა. ამ ზაფხულში კი იანუკოვიჩის კოალიციამ მიიღო (თუმცა მოგვიანებით ნაწილობრივ გააუქმა) კანონი, რომელიც ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კონკურენციას ზღუდავდა. იანუკოვიჩის ცინიზმი იმაში მდგომარეობს, რომ მანამდე, სანამ ის პრეზიდენტი გახდებოდა, პრეზიდენტის უფლებამოსილების დიდი ნაწილი პარლამენტისთვის გადმოქაჩვას ცდილობდა, რომელზეც ის ადრე თამაშობდა. იმავდროულად, ჟურნალისტები ჩივიან, რომ დაშინება და ცენზურა ბრუნდება. ახლახანს, ოპოზიციასთან დაკავშირებულ ორ დამოუკიდებელ ტელეარხს, კიევის სასამართლომ რამდენიმე ლიცენზია ჩამოართვა. ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აცხადებს, რომ მედიის „მუშაობისთვის ხელის შეშლის პირდაპირი მცდელობების რიცხვმა საგრძნობლად იმატა“. მაგრამ უკრაიანა რუსეთისგან განსხვავებულია – უკრაინის პარტიებისთვის დამახასიათებელია საქმიანი წრეების ინტერესების წარმოდგენა. ამგვარად, იანუკოვიჩის მმართველობა ოლიგარქების ჯგუფის მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას უფრო ჰგავს, ვიდრე პუტინის ავტორიტარიზმს. როგორც 2004–მა წელმა ცხადყო, უკრაინელებს გაცილებით დიდი მზადყოფნა აქვთ დაიცვან საკუთარი უფლებები, ვიდრე რუსებს. როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერზე დასავლეთს? მისთვის ეს დილემაა. მკვეთრი კრიტიკა იანუკოვიჩს რუსეთისკენ კიდევ უფრო მეტად უბიძგებს. ევროკავშირმა უკრანაზე მისი გავლენის ნაწილი უკვე დაკარგა, როდესაც უკრაინის წინა მთავრობა წევრობასთან დაკავშირებით გაურკვეველ მდგომარეობაში დატოვა – სწორედ ის მთავრობა, რომლის შიდა დაპირისპირებებმაც ბევრი უკრაინელის იმედგაცრუება გამოიწვია. მაგრამ არსებობს იმის გარკვეული ნიშნები, რომ იანუკოვიჩის უკან მდგომ ბიზნესმენებს, რუსეთზე მეტად მჭიდრო კავშირების დამყარება ევროკავშირთან ურჩევნიათ. ასეთ შემთხვევაში, ევროკავშირმა განსაკუთრებული აქცენტი უნდა გააკეთოს იმაზე, რომ ინტეგრაცია ევროპული ღირებულებების გაზიარებას ნიშნავს. ნარინჯისფერი რევოლუციის მემკვიდრეობა საკმაოდ არაერთგვაროვანია. დემოკრატიული მიღწევების დაკარგვა დაუშვებელია. ორიგინალი ორიგინალი
×
×
  • შექმენი...