Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. აშშ-ში, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული მსახიობი ტონი კერტისი, რომელიც ქართველ მაყურებელს კომედიიდან “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან”… ლინკი მედიანიუსზე
  2. ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ოთხი ქართველი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა.სამინისტროს ცნობით, გუშინ საღამოს პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე, კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი და კაპრალი ნუგზარ კალანდაძე ნაღმზე აფეთქდნენ.ამ ფაქტის გამო საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს.როგორც სამინისტროში აცხადებენ, ყველაფერი კეთდება ქართველი სამხედროების უმოკლეს ვადაში სამშობლოში გადმოსვენ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  3. ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ოთხი ქართველი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა.სამინისტროს ცნობით, გუშინ საღამოს პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე, კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი და კაპრალი ნუგზარ კალანდაძე ნაღმზე აფეთქდნენ.ამ ფაქტის გამო საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს.როგორც სამინისტროში აცხადებენ, ყველაფერი კეთდება ქართველი სამხედროების უმოკლეს ვადაში სამშობლოში გადმოსვენ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  4. დაღესტნის მოსახლეობა უახლოეს დღეებში რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე ელის კონტრტერორისტული რეჟიმის ან კომენდანტის საათის შემოღებასაც კი. ეს დასკვნა კეთდება რესპუბლიკაში დიდი რაოდენობით ცოცხალი სამხედრო ძალისა და ბრონირებული ტექნიკის შემოდინების გამო. ბლოგერები თავის საიტებზე დებენ დიდი რაოდენობით სამხედრო ძალების შემოყვანის ფოტო და ვიდეო მასალას, რომელიც მათი მტკიცებით მთელი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.არასამთავრობო ორგანიზაციამ «სანკტ-პეტერბურგის ჯარისკაცების დედები» მიმდინარ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  5. დაღესტნის მოსახლეობა უახლოეს დღეებში რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე ელის კონტრტერორისტული რეჟიმის ან კომენდანტის საათის შემოღებასაც კი. ეს დასკვნა კეთდება რესპუბლიკაში დიდი რაოდენობით ცოცხალი სამხედრო ძალისა და ბრონირებული ტექნიკის შემოდინების გამო. ბლოგერები თავის საიტებზე დებენ დიდი რაოდენობით სამხედრო ძალების შემოყვანის ფოტო და ვიდეო მასალას, რომელიც მათი მტკიცებით მთელი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.არასამთავრობო ორგანიზაციამ «სანკტ-პეტერბურგის ჯარისკაცების დედები» მიმდინარ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  6. პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენა დღეს გაიმართება. მანამდე კი კონსტულტაციები საპარლამენტო ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე და პარლამენტის თავჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან გაიმართა. გამართულ შეხვედრებზე საპარლამენტო ოპოზიცია და უმრავლესობა რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, უმცირესობა და უმრავლესობა შეთანხმდნენ იმაზე, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტი დატოვებს თავის პარტიულ საქმიანობას. მხარეები შეთანხმდნენ, ასევე, კონსტიტუციის 21-ე მუხლთან დაკავშირებით, რომელიც საკუთრების უფლებას შეეხება. შეთანხმების შედეგად, ამ მუხლში ჩაიწერება, რომ საკუთრების უფლების ჩამორთმევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ,,წინასწარი და სამართლიანი ანაზღაურებით’’, ნაცვლად დღეს მოქმედი კონსტიტუციით გათვალისწინებული ,,სათანადო ანაზღაურებისა’’. მხარეებს შორის მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით. ასევე, შეთანხმების შედეგად, პარლამენტს სრული უფლება ექნება შეკითხვით მიმართოს ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელსაც, რაც მანამდე პროექტში გათვალისწინებული არ იყო. პარლამენტს შეეძლო მხოლოდ მის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისათვის: მთავრობისთვის , მთავრობის წევრებისთვის, სახელმწიფო დაწესებულებებისთვის მიემართა შეკითხვით. მხარეები ისევ ვერ შეთანხმდნენ კონსტიტუციის 81-ე მუხლთან დაკავშირებით, რომელიც მთავრობისთვის უნდობლობის საკითხის გამოცხადებას ეხება. პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენით გატანას. საპარლამენტო განხილვა ცვლილებების პროექტზე პარლამენტში 12 საათზე დაიწყება. კონსტიტუციის ახალი პროექტი სახელმწიფო კომისიამ შეიმუშვა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, გასული წლის გაზაფხულზე შეიქმნა. კომისიამ ახალ კონსტიტუციაზე მუშაობა უკვე დაასრულა, დღეიდან კი მას უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  7. "ბოლტონის" 25 წლის ამერიკელმა ნახევარმცველმა სტიუარტ ჰოლდენმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ჰოლდენი "რიბოკ სტეიდიუმზე" მინიმუმ 2013 წლამდე დარჩება. იხილეთ fanebi.com
  8. ევროპა ლიგის ცენტრალური დაპირისიპირება სიტისა და იუვენტუსს შორის ფრედ დასრულდა.მოედანზე ორი ისეთი გუნდი გახლდათ,რომლებსაც ძალიან ჩამორჩება კლასით ყველა დანარჩენი ტურნირის მონაწილე. იხილეთ fanebi.com
  9. ლონდონის "არსენალის" მცველი ბაკარი სანია თვლის, რომ "პარტიზანთან" გამარჯვება "არსენალს" დამატებით სტიმულს მიცემს იმისთვის, რომ კვირას ლონდონურ დერბიში "მეთოფეებმა" "ჩელსი" დაამარცხონ. იხილეთ fanebi.com
  10. "სტოკის" მთავარმა მწვრთნელმა ტონი პულისმა განაცხადა, რომ თავდამსხმელმა ეიდურ გუდიონსენმა ჯერ ვერ აღიდგინა საჭირო ფორმა იმისათვის, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაში შეძლოს. იხილეთ fanebi.com
  11. "მანჩსტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ თავდამსხმელი უეინ რუნი მეშვიდე ტურის მატჩში "სანდერლენდთან" არ იქნება, მაგრამ სამაგიეროდ ინგლისის ნაკრების მომდევნო მატჩსათვის მომჯობინდება, რომელსაც ინგლისელები 12 ოქტომბერს ჩერნოგორიის წინააღმდეგ გამართავენ. იხილეთ fanebi.com
  12. ლონდონის "ჩელსი" თანაქალაქელ "არსენალთან" მატჩისათვის მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის გარეშე ემზადება. საქმე იმაშია, რომ იტალიელ სპეციალისტს ტრაგედია შეემთხვა – მამა გარდაეცვალა. იხილეთ fanebi.com
  13. უკრაინულ "დნიპროს", რომლის შემადგენლობაშიც ორი ქართველი ფეხბურთელი უჩა ლობჟანიძე და ჯაბა კანკავა თამაშობს, ახალი მწვრთნელი ჰყავს. ეს არის ყველასათვის კარგად ნაცნობი ესპანელი სპეციალისტი ხუანდე რამოსი. ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს. იხილეთ fanebi.com
  14. "მანჩესტერ სიტი" მოკლე დროში "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილი გაი ასულინის დამატებას გეგმავს, რომელსაც მეტსახელად "ახალ მესის" ეძახიან. იხილეთ fanebi.com
  15. ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხალ ბილეკმა... იხილეთ fanebi.com
  16. პარიზში დიდიე დროგბას სახელობის სტადიონი გაიხსნა. არენა საფრანგეთის... იხილეთ fanebi.com
  17. http://a.pix.ge/r/7yv6s.jpgარ მეგულება 1 “წითელი” გულშემატკივარიც კი, რომელიც არ ფიქრობს იმ ცვლილებებზე, თუ რა სჭირდება ახლა კლუბს. მინდა ერთი აზრი შემოგთავაზოთ, რომელსაც ჩემს გარდა კიდევ ბევრი, თუ ცოტა მიესალმება … გამოკითხვა განთავსდა მარჯვენა პანელში, თუმცა აქ მინდა კონკრეტულად აგიხსნათ სიტუაცია, თუ რას ეხება კერძოდ და რა უნდა გაითვალისწინოთ აუცილებლად … - ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ზამთარში აუცილებლად უნდა გაიყიდოს ფერნანდო ტორესი და მის ნაცვლად (საკმაოდ მაღალი თანხით) რამოდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელი შეისყიდოს? როგორც მთელს მსოფლიოში, ჩვენს საიტზეც ძალიან ბევრი ამ კითხვაზე პასუხს დაუფიქრებლად გასცემს – “რა თქმა უნდა არა! ის უნდა დარჩეს!” ფერნანდო ტორესის დიდ ფეხბურთელობაში ეჭვი არავის ეპარება, თუმცა ამ შემთხვევაში აუცილებლად ყველამ უნდა იფიქროს გუნდზე და არა კონკრეტულ საყვარელ ფეხბურთელზე. ყველანი მზად უნდა ვიყოთ, რომ დავთმოთ ნებისიერი ფეხბურთელი იმის სანაცვლოდ, რომ გუნდი უფრო გაძლიერდება … მეორე წელია ფერნანდო ყველაფერს აკეთებს კლუბისთვის, თუმცა შედეგი ძალიან ცუდია. კლუბში რომელშიც მხოლოდ 1 მაღალი დონის ფორვარდი იმყოფება, რომელშიც მას არ ჰყავს “შემცვლელი” (ნგოგი გვერდით გადავდოთ) და არ ჰყავს მეწყვილე, ძალიან ძნელია იმ გუნდმა რაიმე წარმატებაზე იფიქროს. - რატომ, 2 სეზონის წინ ხომ გავედით მე-2 ადგილზე? – რაღათქმა უნდა გავედით, ფაქტია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ პერიოდში ტორესს ფორვარდი მეწყვილე არა, მაგრამ სხვა დამხმარე პირები ჰყავდა, რომლებიც ბევრად უადვილებდნენ საქმეს ახლა კი კლუბი რომ ფეხბურთელების ნაკლებობას, “დეფიციტს” განიცდის, ძალიან ადვილი შესანჩნევია. მთავარი კითხვა ჩვენი თემისა – რით შეიძლება ეშველოს ამ პრობლემას, როდესაც თანხები არ მოიძებნება საჭირო ფეხბურთელების საყიდლად? პასუხი მხოლოდ ერთია – უნდა გაიყიდოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი და მის სანაცვლოდ უნდა შეივსოს, აღიჭურვოს გუნდი რამოდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელით, რომლის შემთხვევაშიც ფეხბურთელების ნაკლებობა აღარ იქნება. როდესაც კლუბი თამაშობს 2 მილიონიანი მცველით, 7 მილიონიანი ნახევარმცველით და უფასოდ გადმოყვანილი 3-4 ძირითადის ფეხბურთელით, რომელ დიდებაზეა საუბარი? არ შეიძლება მხოლოდ 1 ფეხბურთელზე დავეყრდნოთ და მხოლოდ ტორესის იმედზე ვიყოთ … ბევრი ფერნანდოს ფანი მიწყენს კიდეც ამ სტატიის გამო, მაგრამ ფეხბურთელი თუ იმ დონემდე გიყვართ, რომ კლუბსაც გასწირავთ მის გამო, უნდა მიხვდეთ, რომ თავად ელ ნინიოსთვისაც უმჯობესი იქნება სხვა დიდ კლუბში კარიერის გაგრძელება … View the full article
  18. http://www.visitingdc.com/images/hollywood-sign-address.jpg “ლივერპულის” მფლობელების მიმართ უკმაყოფილება ჰოლივუდამდეც მივიდა. ამჯერად ჩვენს დახმარებს ვარსკვლავები შეეცდებიან. როგორც წყაროები იუწყებიან, ჰოლივუდის რამდენიმე ვარსკვლავი უკმაყოფილოა გუნდის მფლობელებით და ლივერპულის დახმარებას შეეცდებიან. “ლივერპულის” უკვე დიდი ხნის ქომაგებმა, მაიკლ ჯევისმა და დენ ჰაბარდმა, რომლებიც აპირებ ლივერპულში ამ შაბათ-კვირას ჩამოსვლას და ფილმის გადაღებას იმის შესახებ, თუ რა ხდება ენფილდზე, მოჰბეზრდათ საყვერელი გუნდის ასეთ მდგომარეობაში ყურება. ჯეფერსონი – ჰოლივუდის ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორი და პროდიუსერია, რომელმაც შექმნა ”გოლი”. ჰაბარდი მონაწილეა ისეთი დიდი ფილმისა, როგორიცაა ”კინგ კონგი”. ორივე დიდ საყვედურს გამოთქვამს გუნდის მფლობელების მიმართ და გადაწყვიტეს ლივერპულის დახმარება. ისინი აპირებენ ფილმის გადაღებას, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებს ჰოლივუდის და საზოგადოების გამოჩენილი ვარსკვლავები. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილმის ერთ-ერთი მონაწილე იქნება ”სამუელ ელ ჯეკსონი”, რომელიც ასევე ლივერპულის ფანების რიცხვს მიეკუთვნება. დანარჩენი მონაწილეების ვინაობას კი ჯერ-ჯერობით არ აცხადებენ, ან არ არის გადაწყვეტილი. View the full article
  19. 28 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი თვრამეტწლიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამ ფაქტს ანალიტიკოსთა უმრავლესობა სხვადასხვანაირად აფასებს, თუმცა სანამ დასკვნებს გავაკეთებთ, საინტერესოა თუ რა მოვლებენი უსწრებდა წინ ამ ყოველივეს. იური ლუჟკოვი, რომელიც მოსკოვის მერის თანამდებობაზე 1992 წელს ელცინმა დანიშნა, 2010 წლის სექტემბრამდე მყარად ინარჩუნებდა თანამდებობას. სტატისტიკას თუ გადავხედავთ 3 ჯერ აირჩიეს ამ თანამდებობაზე, 2007 წელს კი მერის არჩევნების გაუქმების შემდეგ, პუტინმა ის კვლავ მერად დანიშნა. მან 3 პრეზიდენტის, 6 პარლამენტის და 10 პრემიერის მმართველობის განმავლობაში მოახერხა მერად დარჩენა. Mაი უკვე მედვედევთან სერიოზული დაპირისპირების გადალახვა კი ვეღარ შეძლო. ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისშივე კეთდებოდა პროგნოზები, რომ იგი თანამდებობის შენარჩუნებას ვეღარ მოახერხებდა. რუსეთშიც და უცხოეთშიც ბევრი ლუჟკოვს პუტინის კადრად მიიჩნევდა და თვლიდა, რომ გავლენიანი პრემიერი მის გადარჩენას შეძლებდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ პირველ რიგში სწორედ პუტინი იყო დაინტერესებული მერის “თავიდან მოცილებით”. ხელისუფლებაში მოსვლიდანვე პუტინმა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების მიზნით ბრძოლა გამოუცხადა ელცინის პერიოდის ოლიგარქებსა და რეგიონების გუბერნატორებს, რომელთა დიდმა ნაწილმა თავის დროზე, კარგად ისარგებლა საბჭოთა კავშირის დაშლით და ათასგვარი მაქინაციით სერიოზული კაპიტალისა და გავლენის მოპოვება მოახერხა. რაც უფრო იზრდებოდა პუტინის ძალაუფლება, მით უფრო გავლენიანი ოლიგარქები ხვდებოდნენ “სახელმწიფოს მტრების” სიაში. ბევრი შეეწირა კრემლთან ბრძოლას, ბევრმა თავს საზღვარგარეთ გაქცევით უშველა, ისეთებმა კი ვისაც არც გავლენა აკლდა, არც მოხერხება და არც გამჭრიახობა, ახალი ხელისუფლების სამსახურში ჩადგომით შეძლო თავის გადარჩენაც და კაპიტალის გაზრდაც. ერთერთი მათგანი იყო იური ლუჯკოვიც, თუმცა მოგვიანებით პუტინმა კონფორმისტი ოლიგარქებიც შეავიწროვა და თანდათან ჩამოიცილა. ლუჟკოვის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ მან ყველაზე დიდხანს “გაქაჩა”. გარდა ამისა უნდა ითქვას, რომ ლუჟკოვის გადარჩენა არ იყო მხოლოდ ახალ მთავრობაზე “მორგებით” გამოწვეული. პუტინის ხელისუფლებაში მოსვლამდე მან საკმაოდ სერიოზულად მოიკიდა ფეხი მოსკოვში და იგი საკუთარ სამფლობელოდ და აუღებელ ციტადელად აქცია. როგორც კრემლის პოლიტიკურ საკითხებში კარგად ჩახედული ექსპერტები აცხადებენ, პუტინს თავიდანვე ძალიან აღიზიანებდა ლუჟკოვის უზომო და თანდათან კიდევ უფრო მზარდი გავლენა, მაგრამ მასთან პირდაპირ კონფრონტაციაში შესვლა არ აწყობდა რამდენიმე მიზეზის გამო: 1. ლუჟკოვი გავლენით მეორე ფიგურა იყო რუსეთში და კგბ-ყოფილმა აგენტმა კარგად იცოდა, რომ პირველსა და მეორეს შორის ბრძოლით ყოველთვის სარგებლობს მესამე. ზუსტად ამ “მესამეების” განადგურება დაიწყო პუტინმა, მოსკოვის მერი კი თავის ნებაზე მიუშვა, თუმცა ოლიგარქების განადგურება ავტომატურად ლუჟკოვთან ბრძოლისთვის პოზიციების გამყარებასაც ნიშნავდა; 2. ლუჟკოვი გახლდათ რუსეთის მმართველი და პუტინის დასაყრდენი პარტიის “ერთიანი რუსეთის” ერთერთი დამფუძნებელი და გავლენიანი ფიგურა, აქედან გამომდინარე, მას პარტიაშიც შეეძლო პუტინისთვის სერიოზული პრობლემების შექმა; 3. ლუჟკოვი ითვლება მოსკოვის დაჯგუფებად ცნობილ კრიმინალური სინდიკატის ლობად პოლიტიკაში და მათი ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს. ეს დაჯგუფება კი არამარტო რუსეთის, არამედ მსოფლიო მასშტაბით ერთერთ ყველაზე დაუნდობელ ძალად ითვლება; 4. ყოფილ მერს საკმაოდ დიდი კაპიტალი ჰქონდა დაბანდებული საბანკო და მედია სექტორში, ორივე ზემოხსენებული სისტემა კი სახელმწიფო კონტროლის საკმაოდ სერიოზულ იარაღს წარმოადგენს, გარდა ამისა ლუჟკოვის მეუღლე ელენა ბატურინა რუსეთის სამშენებლო ბიზნესის დიდ ნაწილს აკონტროლებს და ჟურნალ ფორბსის მონაცემებით მსოფლიოში სიმდიდრით მესამე ქალია; 5 “ხელი ხელს ბანს” პრინციპით პუტინი ხშირად სარგებლობდა ლუჟკოვის “სამსახურით”. სწორედ ამის გამო თვლის ბევრი ლუჟკოვს პუტინის კადრად და არგუმენტად 2007 წელს მისი კვლავ მერად დანიშვნა მოჰყავთ, თუმცა უნდა ითქვას, რომ ზემოდ ჩამოთვლილი ფაქტების გათვალისწინებით, ეს პუტინის იძულებითი ნაბიჯი იყო. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ლუჟკოვს უბრალო მოსახლეობის ნაწილიც უჭერს მხარს, მას თვლიან ადამიანად, რომელმაც საბჭოთა რუხი მოსკოვი მსოფლიო დონის კაშკაშა მეგაპოლისად აქცია. 2010 წელს კი დადგა ის დრო, როცა ლუჟკოვის საკმაოდ უმტკივნეულოდ ჩამოცილება შეიძლებოდა, თან ეს ყოველივე მედვედევის ხელით გაკეთდებოდა და Mმთავარი შემოქმედი ჩრდილში დატკბებოდა სასურველი შედეგით. Yყველაფერი ზუსტად ასე მოხდა. მაშინ როცა, კრემლის კონტროლირებადი მასმედიის საშუალებით ლუჟკოვზე სერიოზული “დარტყმები” მიდიოდა და მოსახლეობის დიდი ნაწილი პრეზიდენტ-პრემიერის კონფრონტაციაზე საუბრობდა, პუტინი საკმაოდ ორაზროვან განცხადებებს აკეთებდა-ერთის მხრივ ის მედვედევის ქმედების ლეგიტიმურობაზე საუბრობდა, მეორეს მხრივ კი ხაზს უსვამდა ლუჟკოვის დიდ ღვაწლზე მოსკოვის განვითარებაში. ასე რომ, პუტინი კიდევ ერთხელ გამოვიდა გამარჯვებული საკმაოდ სახიფათო თამაშიდან და არა ორი, არამედ რამდენიმე კურდღელი დაიჭირა ერთად: 1. თავიდან მოიცილა არასასურველი ფიგურა. 2. ეს ყველაფერი სხვისი ხელით გააკეთა. 3. ლუჟკოვის მხარდამჭერთა აგრესია მედვედევის მხარეს მიმართა. 4. რუსეთის მტრებს თითქოსდა მას და მედვედევს შორის არსებული დაპირისპირება დაანახა. 5. დასავლეთს და მოსახლეობის ნაწილს დააჯერა, რომ ქვეყენაში არა ვერტიკალური ავტორიტარული რეჟიმი, არამედ 2 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტორი არსებობს, რომლებსაც განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღება და რეალობაში გატარება შეუძლიათ. რაც შეეხება ლუჟკოვს, სექტემბერში მასზე მიტანილი სატელევიზიო იერიშის შემდეგ პრეზიდენტმა მას ერთკვირიანი შვებულების აღება ურჩია, რაც მოსაფიქრებელი დრო იყო იმისთვის, რომ მერს თავად დაეტოვებინა თანამდებობა. მაგრამ მედვედევს იმედი გაუცრუვდა - ავსტრიის კურორტიდან დაბრუნებული ლუჟკოვი მოვალეობის შესრულებას ჩვეულად შეუდგა და პრეზიდენტს საყვედურის წერილიც კი მისწერა მედიით მისი დისკრედიტაციის მცდელობის გამო. აქ კი მედვედევს უკან დახევა აღარ შეეძლო და მერი გაათავისუფლა, ოფიციალურ მიზეზად კი ნდობის დაკარგვა დაასახელა. ამავდროულად ლუჟკოვს მეორე ბერკეტიც გამოაცალეს ხელიდან, ყოფილ მერს მმართველი პარტიის რიგების დატოვებაც მოუხდა. ამ ორ მოვლენას კი ის ფაქტი აკავშირებს, რომ მერის თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში ლუჟკოვი პარტიის საშუალებით აპირებდა მერის არჩევითობის საკითხის გატანას, ეს კი მას თანამდებობაზე დაბრუნებაში დაეხმარებოდა. ახლა საინტერესოა ლუჟკოვის პასუხი ამ ყველაფერზე - ანუ ქუდს დაიხურავს იგი და ჩამოცილდება აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას, თუ მედვედევისთვის სამაგიეროს გადახდას შეეცდება. მას ერთი “კოზირი” კი ნამდვილად გააჩნია: სოჭში გასამართი 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის მთელი კომპლექსის მშენებლობა მისი მეუღლის ხელშია და არ არის გამორიცხული კრემლს სამაგიერო იმით გადაუხადოს, რომ მსოფლიო მასშტაბით სირცხვილი აჭამოს. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მშენებლობები სოჭში გაწერილ დროს საკმაოდ არის ჩამორჩენილი და მხოლოდ რაღაც სასწაული თუ მოახერხებს მის დათქმულ დროზე ჩაბარებას. სრული ინფო(netgazeti.ge)
  20. http://a.pix.ge/l/ltaoa.jpg გთავაზობთ “უტრეხტისა” და “ლივერპულის” სურათებს. ასევე მათ შეფასებებს. მატჩი კი 0-0 დამთავრდა.http://a.pix.ge/v/njbo8.jpg http://a.pix.ge/x/tjyw1.jpg http://a.pix.ge/f/zaq9t.jpg http://b.pix.ge/g/kf1z0.png http://a.pix.ge/s/xblio.jpg http://a.pix.ge/o/q7js8.jpg http://a.pix.ge/t/is3xj.png http://a.pix.ge/q/zb6ld.jpg რეინა 5.5 კარაგერი 5.5 შრკტელი 8.0 კელი 5.0 ჯონსონი 5.5 ლუკასი 5.0 მეირელეში 6.0 პოულსენი 5.5 კიუტი 7.5 კოული 5.0 ტორესი 5.5 როდრიგესი 6.0 View the full article
×
×
  • შექმენი...