planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, როდესაც რუსული მხარე ბელორუსში არსებულ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე მსჯელობს, არ უნდა დაავიწყდეს, რომ მას უარესად აქვს საქმე. “მე მედვედევ-პუტინთან ცუდი ურთიერთობა მაქვს, თუ უარესი არა. იცით, როდესაც ადამიანი (მედვედევი – “მედიანიუსი”) ჩინეთში იმყოფება და იქ ამბობს, რომ ბელორუსში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებიდან კარგს არაფერს ელის, რას უნდა ელოდო მისგან?”, - განუცხადა ლუკაშენკომ რუს ჟურნალისტებს. ბელორუსის პრეზიდენტის მტკიცებით, დიმიტრი მედვედევი მას ჰბაძავს. “ბოლო დროს, მან მაღაზიებში და ნიჩაბით ხელში, ყანებში დაიწყო სიარული. Aადრე ამის გამო მე მაკრიტიკებდნენ. ისე, მედვედევმა თხრა არ იცის, თუმცა, ნიჩაბი ხელში მაინც აიღო”, - აღნიშნა ლუკაშენკომ. მისი თქმით, ბელორუსის ოპოზიციას რუსეთი აფინანსებს, მოსკოვმა შესაბამისი “მოედნები” შექმნა ლიტვაში, პოლონეთში და გერმანიაში, რათა ფული ბელორუსში უშუალოდ რუსეთ-ბელორუსის საზღვრით არ შევიდეს. “დღეს ოპოზიციას კიდევ ერთი სპონსორი გამოუჩნდა – რუსეთის ბიზნესი. ჩვენ ვიცით, ვინ იხდის ფულს და ერთი ასეთი კურიერი, რომელსაც 200 ათასი დოლარი შემოჰქონდა, ჩვენ დავაკავეთ”, - აღნიშნა ბელორუსის პირველმა პირმა. ლინკი მედიანიუსზე
-
დღეს, სტუდენტების ნაწილმა საკრებულოსთან ბუკინისტური წიგნების მხარდამჭერი აქცია გამართეს. მათ სიმბოლურად რამდენიმე წიგნი გასაყიდად გამოიტანეს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
საქართველოში დასრულდა ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტი. მისმა თვითმფრინავმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი უკვე დატოვა. რასმუსენი… ლინკი მედიანიუსზე
-
საშინელება, რომელიც მეთევზეთა მშვიდობიანი დასახლების წ!!! ც ე ნ ზ უ რ ა !!!ბში იმალება, მეთევზეების შორის ბანიკას ბადებს. ზღვის ფორტუნით გამძღარი დაუნდობელი ურჩხულები ახალი საკვების საძებნელად გამოდიან, ახლა მათ აინტერესებთ ადამიანთა სისხლი და ხორცი... მომაკვდინებელ ქმნილებებთან ბრძოლაში თევზსაჭერი გემის კაპიტანი უილ მაკკენა გადაწყვეტს… View the full article
-
45 წლის ზაფხული რუსეთის შორეულ პროვინციაში ფრონტიდან ბრუნდება ახალგაზრდა ყმაწვილი ეგნატი . მას აქვს გატაცება ორთქმავლები იგი პოულობს ერთ-ერთ ორთქმავალს და მოინდომებს მის რესტავრაციას ,მაგრამ ორთქმავალს გამოუჩნდება პატრონი ელზა ......... View the full article
-
საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტით, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო, პრეზიდენტი პარტიას ვეღარ უხელმძღვანელებს. მას არც პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის უფლება ექნება. საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით 125 ხმით 4-ის წინააღმდეგ მიიღო. საპარლამეტო უმცირესობამ და უმრავლესობამ, მათივე განცხადებით, პრინციპულ და მნიშვნელოვან ხუთ საკითხებზე მიაღწიეს შეთანხმებას. აქედან ორი საკითხზე დარჩენილი ,,ღია კარის დახურვა’’ (ტერმინი პარლამენტის თავჯდომარემ, დავით ბაქრაძემ გამოიყენა) უმცირესობამ და უმრავლესობამ ტექნიკური შესვენების დროს მოახერხეს. როგორც თავად ამბობენ, ორივე მხარემ კონსესუსს გარკვეული კომპრომისების წყალობით მიაღწიეს. ჩასწორების თანახმად, მომდევნო (2012 წლის) მოწვევის პარლამენტი მთავრობის ნდობა-უნდობლობის საკითხს დააყენებს. იმის გამო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ძალაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შედის, ახალ პარლამენტს მუშაობა ძველ მთავრობასთან მოუწევდა. ამიტომ,,ქრისტიან-დემოკატებმა’’ მოითხოვეს, რომ არჩევნების შემდეგ ახალ პარლამენტს ახალ სისტემაში ძველი მთავრობის ნდობა-უნდობლობის საკითხის დასმის საშუალება მიეცეს, რასაც უმრავლესობა დაეთანხმა. მეორე პრინციპული საკითხი, რაზეც შეთანხმება შედგა, პრეზიდენტის პარტიულობას ეხება. ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებმა გუშინ, პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან შეხვედრაზეც იმსჯელეს. დღემდე მხარეებს განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ. უმცირესობა ამბობდა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, პირი უნდა იყოს ზეპარტიული, უმრავლესობა კი ამას შეუძლებლად მიიჩნევდა. უმრავლესობის აზრით, პრეზიდენტის ზეპარტიულობა დაუშვებელია, რადგან ის პირდაპირი წესით აირჩევა და მის უკან პოლიტიკური ძალა უნდა იდგეს. საბოლოდ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტი ვეღარ გააგრძელებს თავისი პარტიის ხელმძღვანელობას, თუმცა პარტიის წევრობა მას არ შეეზღუდება. ,,ქართული დასის’’ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ სხდომაზე დღეს ის პუნქტი გააკრიტიკა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტში უმცირესობის მოთხოვნით იქნა შეცვლილი. ბაღათურიამ თქვა, რომ პრეზიდენტს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ უნდა ჩამოერთვას. მისი განმარტებით, ამ უფლების ჩამორთმევა დააკნინებს მის როლს. კანონპროექტის მომხსენებელმა, იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა ,,ქართული დასის’’ ლიდერის მოთხოვნა არ გაითვალისწინა და თქვა, რომ ამ პუნქტში შესწორება უმცირესობის სურვილის გათვალისწინებით შევიდა. ადეიშვილის განმარტებით, ეს ფაქტი კარგად ასახავს პრეზიდენტის როლს, რომ ის არის არბიტრი. უმცირესობის შენიშვნა ამ პუნქტთან დაკავშირებით უმრავლესობამ წინა სესიაზე გაითვალისწინა. საკანონმდებლო ინიციატივასთან ერთად პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევის უფლებაც შეეზღუდება. დიდი დებატები გამოიწვია პარლამენტში კონსტიტუციის პროექტის 81–ე მუხლის ჩასწორებამ, რომელიც პარლამენტის მიერ მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების საკითხს ეხება. ლევან ვეფხვაძის განცხადებით, უნდობლობის საკითხის განხილვის პროცედურა ძალიან რთულია იმის გამო, რომ დიდ დროს მოითხოვს. ვეფხვაძეს თქმით, პროცედურა შესაძლოა 4-5 თვის განმავლობაში გაიწელოს, ,,რამაც, რეალურად, შესაძლებელია ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შექმნას, ეს ვადები კი არ აგვარებს პრობლემას, პირიქით – აღრმავებს’’. ამ საკითხთან დაკავშირებით შენიშვნა ვენეციის კომისიამაც გამოთქვა. მათ რეკომენდაციებში წერია, რომ ეს მექანიზმი საშუალებას აძლევს პარტიებს ე.წ. არაგამჭვირვალე მოლაპარაკებებები გამართონ. დებატების შემდეგ დავით ბაქრაძემ უმცირესობას შეთავაზა, რომ შესვენებაზე დამატებითი კონსულტაციები გაემართათ ამ საკითხზე. ტექნიკური შესვენების შემდეგ უმრავლესობა დათანხმდა, რომ მთავრობისადმი უნდობლობის საკითხის გამოცხადების პროცედურა 20 დღით შემცირდეს. ასევე გათვალისწინებული იქნება უმცირესობის შენიშვნა გენერალური შტაბის უფროსთან დაკავშირებით. კანონპროექტის ჩასწორებით, გენშტაბის ხელმძღვანელს პრეზიდენტი მთავრობის კონტრასიგნაციით დანიშნავს. საპარალამენტო ფრაქციის წევრის გია თორთლაძის განცხადებით, ეს ჩამატება მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანაში შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, რომ პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი აღმოჩდნენ სხვადასხვა გუნდის წევრები, ამიტომ მათ შორის კონფლიქტი რომ არ წარმოიშვას, საჭიროა პრეზიდენტმა გენშტაბის უფროსის დანიშვნისას მიიღოს პრემიერ-მინისტრისაგან კონტრასიგნაცია. განხილვაზე უმცირესობა და უმრავლესობა ვერ შეთანხმდნენ მთელ რიგ საკითხებზე. მათ შორის კონსტიტუციის 21-ე მუხლზე, რომელიც საკუთრების უფლებას ეხება. უმცირესობა მოითხოვდა, რომ საკუთრების უფლების ჩამორთმევა შესაძლებელი ყოფილიყო წინასწარი, დროული და სამართლიანი ანაზღაურებით არანაკლებ საბაზრო ღირებულებისა’’. ჯონდი ბაღათურია ფიქრობს, რომ იმ პირისათვის, რომელსაც საკუთრების უფლება ჩამოერთმევა, ანაზღაურების მინიმუმი კონსტიტუციით გარანტირებული უნდა იყოს. საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიცია ტერმინის – ,,სამართლიანი ანაზრაურება’’ ფორმულირების გაურკვევლობაში დაადანაშაულა. იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ სამართლიანი ანაზღაურება შეიძლება იყოს საბაზრო ფასის ტოლი, რასაც ეს ტერმინი გულისხმობს და ასევე, მასზე მეტი. ამიტომ უმრავლესობას მიაჩნია, რომ სამართლიანი ანაზღაურება ადეკვატური ტერმინია, ის გულისხმობს საბაზრო ღირებულებას, ამიტომ ამ პუნქტის ჩასწორებას არ დაეთანხმა. უმრავლესობამ, ასევე, არ გაითვალისწინა ვეფხვაძის შენიშვნა საგამოძიებო კომისიების შექმნასთან დაკავშირებით. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიების შექმნის კვორუმი, ცვლილებების პროექტით, შემცირდა და გაჩნდა ახალი ჩანაწერი პუნქტში. კომისიის შექმნის მოთხოვნა დეპუტატთა ¼–ის ნაცვლათ, რომელსაც მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს, 1/5–ს შეუძლია დააყენოს. ახალი ჩამატებით კი, კომისიის შექმნის საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტის დადგენილებით მიიღება. ვეფხვაძისათვის ამ წინადადების ჩამატების მიზანი გაუგებარი დარჩა და მისის ამოღება მოითხოვა. ,,ქრისტიან- დემოკარატი’’ დეპუტატის, გიორგი ახვლედიანის განმარტებით, ახალი წინადადების ჩამატება ცხადყოფს, რომ ოპოზიციისათვის კონტროლის ბერკეტების ამაღლება ილუზიაა, რადგან კომისიის შექმნის საკითხი, ცვლილებების პროექტით, ისევ პარლამენტის უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელის გიორგი გაბაშვილი თქმით, აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ საპარლამენტო კონტროლის ექსკლუზივი უნდა ჰქონდეს ოპოზიციას. მისი განცხადებით, დემოკრატიული პრინციპი არის თანამონაწილეობა, სადაც გადაწყვეტილებას უმრავლესობა იღებს. საპარლამენტო უმრავლესობის აზრით, ამ ცვლილებაში კომისიის შექმნის მოთხოვნის დაყენების კვორუმის შემცირებაა მნიშვნელოვანი. სხდომაზე უმცირესობასა და უმრავლესობა ვერ შეთანხმდნენ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის დანიშვნასთან, ცალკეული მინისტრების პასუხისმგებლობის დაყენების საკითხთან დაკავშირებით. ტექნიკური შესვენების შემდეგ, გაიმართა ცალკეული დეპუტატებისა და ფრაქციების გამოსვლები. სხდომის მეორე ნაწილში პარლამენტის წევრების გამოსვლა შეფასებითი იყო. საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის მიერ მიღწეული შეთანხმებები საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, უმრავლესობამ კომპრომისად და წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. ,,დავამტკიცეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთად მუშაობა, კამათი. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ ვართ განსახვავებული პარტიები და გვაქვს განსხვავებული შეხედულებები და ყველა საკითხზე ვერ შევთანხმდებით’’, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა. ჯონდი ბარათურიამ და გიორგი ცაგარეიშვილმა კი ცვლილებების პროექტი გაუმართავად და ერთი პოლიტიკური ძალისათვის მორგებულად შეაფასეს და საპარლამენტო ოპოზიციას მოუწიოდეს მხარი არ დაეჭირათ პროექტისთვის. 125 ხმით 4-ის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი პარლამენტმა მეორე პლენარულ სხდომაზე მიიღო. კანონპროექტის მესამე მოსმენაზე პარლამენტი მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე იმსჯელებს, რის შემდეგაც კანონპროექტს ხმათა უმრავლესობით დაამტკიცებს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png მოლი კორსო ცნობამ იმის თაობაზე, რომ ამერიკელი სამშენებლო მაგნატი დონალდ ტრამპი თბილისში მშენებლობას დაიწყებს, საქართველოს ბევრ მცხოვრებს იმის იმედი გაუჩინა, რომ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების პრობლემა წარსულს ჩაბარდა. 22 სექტემბერს ტრამპმა ხელი მოაწერა პროტოკოლს ქართველების მიერ დაფუძნებულ მრავალნაციონალურ სამშენებლო–კომპანია Silk Road Group–თან ერთად თბილისში საცხოვრებელი სახლის მშენებლობის გეგმაზე. EurasiaNet.org–თან სატელეფონო ინტერვიუში ტრამპის თანაშემწე მაიკლ კოენმა უარი თქვა დაესახელებინა ინვესტიციის მოცულობა, დაფინანსების ხასიათი და პროექტში არსებული შენობის ზომა. თუმცა, მან მოისურვა „პირადად მიელოცა“ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და კომპანია Silk Road Group–სთვის ის, რომ მათ არჩევანი ისეთ საქმიან პარტნიორზე გააკეთეს, როგორიც ტრამპია. „თუკი მაიკლ ჯექსონი პოპ–მუსიკის მეფეა, დონალდ ტრამპი – მეფეა უძრავი ქონების სფეროში“, – თქვა მაიკლ კოენმა, რომელიც Trump Organization–ის აღმასრულებელი ვიცე–პრეზიდენტია. ერთი შეხედვით, ნიუ–იორკთან და ლას–ვეგასთან შედარებით თბილისი, სადაც 1,1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, „უძრავი ქონების მეფისთვის“ ცოტა არ იყოს მოულოდნელი არჩევანია. ბუმი, რომელიც ქალაქში უძრავი ქონების სფეროში შეიმჩნეოდა, ვარდნას განიცდის, ხოლო საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე წლიური შემოსავლის მოცულობა 4 400 დოლარი, ამიერკავკასიის ქვეყნებში ყველაზე დაბალია, და დონალდ ტრამპის ტიპური კლიენტების შემოსავლისგან ძალიან შორსაა. თუმცა, კოენი ამტკიცებს, რომ „საქართველოში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში, არიან ადამიანები, რომლებსაც ესმით, რომ სტატუსი უფრო მნიშვნელოვანია“. ეს ცალკეულ ადამიანებთან ინტერვიუების და სპეციალური კვლევებით დადგინდა, დასძინა მან. აღნიშნული პროექტი ტრამპისთვის პირველი ასეთი გამოცდილებაა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, რომელიც ცნობილია თავისი სასტიკი კონკურენციით, ჩახლართული საგადასახადო კანონმდებლობით და მესაკუთრის სუსტი სამართლებრივი დაცვით. სააკაშვილმა ძალა არ დაიშურა იმისთვის, რომ ეს გარიგება შემდგარიყო. მოსამზადებელ პერიოდში ის ორჯერ ეწვია ტრამპს ნიუ–ორკის შტაბ–ბინაში. პრეზიდენტის ქმედებები აბსოლუტურად გასაგებია, თუკი საქართველოს ბოლოდროინდელ მოვლენებს გავითვალისწინებთ. ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში მკვეთრად შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები: 2009 წელს ეს მაჩვენებელი 58%–მდე დაეცა, ხოლო მიმდინარე წელს უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობა (272 მილიონი დოლარი) – შარშანდელზე 6%–ით ნაკლებია. ამ ფაქტს 2008 წლის ბოლოს მსოფლიო ფინანსურ კრიზისს და რუსეთთან ამავე წლის ავბედით აგვისტოს ომს უკავშირებენ. მთლიანობაში საქართველომ ქება დაიმსახურა სხვა პოსტ–საბჭოთა სახელმწიფოებისგან გამიჯვნის მცდელობის გამო, რომლის ფარგლებშიც თბილისმა უცხოელი ინვესტორებისთვის სასიკეთო გარემოს ჩამოყალიბებისთვის მთელი რიგი ნაბიჯები გადადგა. მაგალითად, ბიზნესის წარმოებაზე მსოფლიო ბანკის ანგარიშში Doing Business საქართველომ საკუთარი ბიზნეს კლიმატით მსოფლიოს ქვეყნებში 11–ე ადგილი დაიკავა. ეს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ტრამპთან გარიგებით გამოწვეული ღრმა კმაყოფილების გამო, საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ინიციატივას ავითარებს, რომელიც მიმართულია ინვესტიციების სტიმულირებაზე ტურისტულ სექტორში. კერძოდ, მთავრობა შავი ზღვის სანაპიროზე სახელმწიფოს მიერ აუთვისებელი 11,3 ჰექტარი მიწის 27 ნაკვეთის მშენებლებს, ერთ ნაკვეთს 1 დოლარად სთავაზობს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, რომელსაც კოორდინაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა უწევს, ინვესტორები, რომლებსაც მოუნდებათ მინიმუმ ორი მილიონი ლარის (დაახლოებით 1,1 მილიონი დოლარის) ჩადება სასტუმროების სანაპირო ზოლში, მთელი რიგი შეღავათებით ისარგებლებენ, მათ შორის უფასო კომუნალური მომსახურებითა და 15 წლით შემოსავლის გადასახადებისგან გათავისუფლებით. გადასახადებისგან გათავისუფლებისთვის, სასტუმროების მშენებლობა, რომლებმაც 7 სართულს არ უნდა გადააჭარბოს, აუცილებელია 2011 წლის 1 აგვისტოსთვის დასრულდეს. 11 სექტემბერს ამ პროგრამის გამოცხადების დროს, პრეზიდენტი სააკაშვილი ინვესტორებს „საკუთარი სახსრების გაორმაგებისა და გასამმაგების“ შესალებლობას დაპირდა. „ბანკებსა და ბალიშების ქვეშ ფული არ იზრდება“, – თქვა სააკაშვილმა ქობულეთში, აჭარაში სასტუმროებისთვის პერსპექტიულ ზონაში მგზავრობის დროს, რაც ტელევიზიით გადაიცემოდა. ელექტრონული გზამკვლევის Makler.ge–ის მონაცემებით, ანალოგიური უძრავი ქონების ერთი კვადრატული მეტრის საბაზრო ფასი 60–დან 300 დოლარამდეა მერყეობს. აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს მაღალჩინოსნის თენგიზ დოიძის თქმით, ინვესტორების მოზიდვის იმედით, რომლებიც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნიან, სახელმწიფო მზადაა შემოსავლიდან გადასახადების მიღებაზე უარი თქვას. „გრძელვადიან პერსპექტივაში ეს უამრავ ინვესტიციას და საგადასახადო შემოსავალს მოიტანს“, – ფიქრობს იგი. სავარაუდო ტერიტორია ძირითადად ტყეში შავი ზღვის სანაპიროსგან რამდენიმე მეტრში, ბათუმიდან 25 კილომეტრში მდებარეობს – სააკაშვილის მიერ ჩაფიქრებული შავი ზღვის სანაპირო პროექტის ცენტრი. მშენებლობის პროცესში ხეების მოჭრა არ შეიძლება, მაგრამ ეს მოთხოვნა დაინტერესებულ ინვესტორებს აშკარად არ აწუხებთ. საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი მატკავას თქმით, მთავრობის მიერ გამოცხადებულ გეგმებს სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა. მის უწყებაში უკვე 10 განაცხადი შევიდა: ცხრა ქართველი და ერთი ერევნელი სომეხი ინვესტორისგან. ქობულეთი პატარა ქალაქია. აქ 18 566 ადამიანი ცხოვრობს და თბილისი–ბათუმის გზაზე მდებარეობს. ის ტრადიციულად ადგილობრივ მცხოვრებლებს იზიდავს, ხოლო მსხვილი ინვესტორები ძირითადად ბათუმით ინტერესდებიან. კილომეტრნახევრიან სანაპირო ზოლზე საოჯახო სასტუმროები და კაფეებია ჩამწკრივებული, დასვენების ორთვიან პერიოდში კი გზები აქ ავტომობილებითაა გადაჭედილი. ინვესტიციების საკითხებში ერთ–ერთი დამოუკიდებელი თბილისელი კონსულტანტის აზრით, ქობულეთის მდებარეობამ ჩაფიქრებულ პროექტს შეიძლება მეტი მიმზიდველობა შესძინოს, რადგან ის ინვესტორებს აძლევს შანსს ბათუმის უძრავი ქონების სფეროს ბუმში მონაწილეობა მიიღონ და იმავდროულად თავი აარიდონ ბაზარზე შესვლის დროს საკუთრების ფასებთან და გადასახადებთან დაკავშირებულ დაბრკოლებებს. „ბათუმში იმდენი ინვესტიცია შედის, რომ ის ვითარდება როგორც ქართული ატლანტიკ–სითი“, – ამბობს სტეფანი კომსა. სტეფანი კომსამ, რომელიც კერძო საინვესტიციო ფონდში მუშაობის დროს საქართველოს სასტუმროების და ტურისტულ სექტორს სწავლობდა, აცხადებს, რომ ქობულეთის პროექტის მისამართით მთავრობის მხარდაჭერა თავისთავად წარმატებას ვერ უზრუნველყოფს. 27 სასტუმროს გახნსა ასეთ პატარა მონაკვეთში, სადაც ტურისტული სეზონი სულ რაღაც ორ თვეს გრძელდება, გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. „მე არ ვიტყოდი: „ეს მთავრობის ინიციატივაა და მოდით, ის განვახორციელოთ“. გარკვეული ანალიზის ჩატარება მაინც საჭიროა“, ისევე როგორც უძრავი ქონების სფეროში ნებისმიერ სხვა საინვესტიციო პროექტზე, აღნიშნავს იგი. ორიგინალი ორიგინალი