Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), მიმდინარე წლის აგვისტოში ივლისთან შედარებით, 1.2%-ით, ანუ 69.3 მლნ ლარით გაიზარდა და 5.9 მლრდ ლარს გადააჭარბა . ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გასულ თვეში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 2.7%-ით, ანუ 41.8 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 0.6%-ით, ანუ 27.5 მლნ ლარით. რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის აგვისტოს ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 681.4 მლნ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.3%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით – 2.7 მლრდ ლარის (შესაბამისად, 0.1%-ით მეტი) მოცულობის სესხი. გასულ თვის მონაცემებით, იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 48.6%, ვაჭრობის სფეროზე მოდის. ივლისთან შედარებით აგვისტოში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 1%-ით ანუ 16.5 მლნ ლარით გაიზარდა და 1.6 მლრდ ლარს გადააჭარბა. მრეწველობაზე გაცემული სესხების წილი იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 21.2%-ს შეადგენს, რაც 2010 წლის 1 სექტემბრისათვის 710.8 მლნ ლარით განისაზღვრა. გაცემული სესხების 11.1% მშენებლობაზე მოდის, რაც 372.2 მლნ ლარია. ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 80.9% მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე, მოდის. ამასთან, აგვისტოს განმავლობაში 1.2&-ით ანუ 25.8 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და 1 სექტემბრისთვის 2.2 მლრდ ლარს გადააჭარბა. იხილეთ epn.ge
  2. ირაკლი ოქრუაშვილის ახალ გუნდში შესაძლოა, ზურაბ ნოღაიდელიც აღმოჩნდეს. ამ საკითხზე დღეს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და ამჟამად მოძრაობა… ლინკი მედიანიუსზე
  3. თბილისი.30.09.10.მედიანიუსი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი ნაწილების მიერ შიდა ქართლში ე. წ. სადემარკაციო სამუშაოს ჩატარებასთან დაკავშირებით… ლინკი მედიანიუსზე
  4. დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეეესტრის ეროვნულ სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ფერმერთა 15 კაციანი… ლინკი მედიანიუსზე
  5. 1 ოქტომბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მაკროეკონომიკური სტატისტიკის სამმართველო საგარეო ეკონომიკური საქმიანობის 2010 წლის III კვარტლის გამოკვლევის… ლინკი მედიანიუსზე
  6. საბანკო სექტორში განთავსებული მთლიანი დეპოზიტების (სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშებისა და ვადიანი დეპოზიტების, აგრეთვე გადასახდელი პროცენტების… ლინკი მედიანიუსზე
  7. http://farm4.static.flickr.com/3480/3911396947_7874732893.jpg ლივერპულის მწვრთნელმა განაცხადა რომ ფერნანდო ტორესი დღეს გასამართ შეხვედრაში შეიძლება საერთოდ არ გამოვიდეს მოედანზე და მთელი შეხვედრა გაატაროს სათადარიგოთა სკამზე. ტორესის ჰოლანდიაში წასვლით ბევრმა იფიქრა რომ იგი ამ მატჩს ითამაშებდა, უფრო მეტიც მას ძირითად შემადგენლობაშიც იხსენიებდნენ, მას შემდეგ რაც სტივი და აგერი პირადი პრობლემების გამო ინგლისში დარჩნენ.არ ყოფნით ძირითადი მოთამაშეებისა კარლინგის თასზე და როის გადაწყვეტილებით რეზერვების გამოცდის, ლივერპული დაემშვიდობა ამ თას, შეგახსენებთ რომ ლივერპულმა წააგო ნორთჰეპტონთან თერთმეტმეტრიანების სერიაში. ”ის ფაქტი რომ ტორესი ჩვენთანა არ ნიშნავს იმას რომ იგი ძირითადში ითამაშებს,ნორთჰემტომის წინააღმდეგ კი ანგარიშზე 1-1 ლივერპულს უჩანდა თავდასხმაში პრობლემები რამაც გამოიწვია ტორესის შემოსვლაც განაცხადა ბოსმა sky sport_ თან საუბრისას. View the full article
  8. საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისია რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ შიდა ქართლში უკანონო “საზღვრის სადემარკაციო სამუშაოებზე”… ლინკი მედიანიუსზე
  9. http://s40.radikal.ru/i089/1009/79/6af07cc3778c.jpg გავრცელებული ინფორმაციით “ლივერპულის” ხელმძღვანელობას დანიური კლუბი “ლინგბუს” სამი წამყვანი ფეხბურთელი უნდა. ემილ ლარსენი ამ სამიდან პირველი სამიზნეა. ის არის 19 წლის პერსპექტიული ახალგაზრდა…ახალგაზრდაო ვამბობ მარა ის ამ კლუბი ლიდერი და წამყვანი ფეხბურთელია. ფეხბურთელს შემოთავაზებები ასევე ჰოლანდიის ბევრი კლუბიდანაც აქ. ემილი ნახევარდაცვაში თამაშობს. http://s51.radikal.ru/i131/1009/85/afa6d8073fd6.jpg მეორე ფეხბურთელი 27 წლის თავდამსხმელი კიმ ააბეხა. http://s58.radikal.ru/i160/1009/80/608822115c74.jpg ხოლო მესამე კი – 24 წლის ლასს რიზი. ააბეხმა აღიარა რომ მოხარული იქნება თუ ეს ტრანსფერი განხორციელდება. ის დიდი სიამოვნებით მოირგებს “ლივერპულის” მაისურს. ინფორმაციის წყარო: Sky Sports View the full article
  10. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრომ განცხადება გაავრცელა შიდა ქართლში რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ საზღვრების გაფართოებასთან დაკავშირებით. განცხადებაში ნათქვამია: "2010 წლის 29 სექტემბერს, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა შიდა ქართლში უკანონო „საზღვრის სადემარკაციო საუშაოები" დაიწყეს. რუსეთის აღნიშნული ქმედება არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს „ცეცხლის შეწყვეტის" შესახებ ხელშეკრულებას და წარმოადგენს მორიგ პროვოკაციას, რომლის შედეგად კიდევ უფრო იზღუდება ოკუპირებულ რეგიონებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების უფლება და ირღვევა მათი საკუთრების უფლება. მსგავსი ქმედება ასევე დამატებით სირთულეებს შეუქმნის მიმდებარე ტერიტორიების, განსაკუთრებით კი სოფელ დიცის წყლით მომარაგებას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს რუსეთისაგან დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროვოკაცია და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო რეაგირება მოახდინოს ამ უკანონო ქმედებაზე." სრული ინფო(netgazeti.ge)
×
×
  • შექმენი...