Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. გასულ კვირას, ვაშინგტონში გამართულ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე, რომელიც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ნიკა გილაურმა გახსნეს, ქართულმა მხარემ არაერთი პოზიტიური გზავნილი მიიღო. იხილეთ tabula.geზე
  2. ეს სიტყვები არც მეტი არც ნაკლები ნაპოლის პრეზიდენტმა ავრელიანო დე ლაურენტისმა განაცხადა. იხილეთ fanebi.com
  3. როგორც ცნობილია მილანის ფორვარდს ზლატან იბრაჰიმოვიჩს მცირე ტრავმა აქვს რის გამოც ის გუნდთან ერთდ ვარჯიშს ვერ ახერხებს. იხილეთ fanebi.com
  4. რუსეთის ხელისუფლებამ “2011-2015 წლებში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების პატრიოტული აღზრდის” სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა მოაწერა ხელი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროგრამის მიზანი მოქალაქეთა პატრიოტული აღზრდის სისტემის შემდგომი განვითარება და სრულყოფაა. პროგრამის საერთო მოცულობა 780 მილიონი რუბლია.აღსანიშნავია, რომ პატრიოტების აღმზრდელობითი პროგრამის ფარგლებში ამ დღეებში აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან მოსკოველი სკო... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  5. დმიტრი მედვედევის აუდიოსტერეო სისტემა რუსული ბლოგოსფეროსთვის ამ კვირაში ყველაზე აქტუალურ თემად იქცა. ყველაფერი წინა პარასკევს დაიწყო, როდესაც პრეზიდენტმა პუტინი საუზმეზე მიიწვია და ამ შეხვედრის სურათები ინტერნეტში გავრცელდა. იხილეთ tabula.geზე
  6. დასრულდა ჯავის რაიონის სოფლების ქარძმანისა და სინაგურის დამაკავშირებელი 4 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის მშენებლობა. ამჟამად, მის ცალკეულ მონაკვეთებზე მიმდინარეობს წყალსაწრეტი არხების მოწესრიგება და მიმდებარე ფერდობების გამაგრებითი სამუშაოები.შეგახსენებთ, რომ გზის მშენებლობის დასრულებამდე, აღნიშნული სოფლების მცხოვრებთა ერთმანეთთან დაკავშირება ხდებოდა მხოლოდ საჩხერის რაიონის სოფ. პერევის გავლით. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  7. პარიზის საავტომობილო შოუს გახსნამდე ორი კვირით ადრე და ამ ავტომობილის წარმოების დაწყებამდე სამ-ნახევარი წლით ადრე, სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა ინგლისურმა კომპანია ლოტუსმა თავის ახალ ავტომობილ ელიტის კონცეპტუალური ვერსიის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტით გაავრცელა. პარიზის ავტოშოუს დამთვალიერებელი კი ერთბაშად რამდენიმე სიახლით გააოცა. იხილეთ tabula.geზე
  8. ახლახან მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფეხმძიმობის დროს მსუბუქად სმა ნაყოფის ჯანმრთელობას არ ვნებს. ეს გამოკვლევა ეწინააღმდეგება საყოველთაოდ გავრცელებულ აზრს, რომ ფეხმძიმე ქალმა მთელი ცხრა თვის განმავლობაში ალკოჰოლის მიღებისგან თავი უნდა შეიკავოს. იხილეთ tabula.geზე
  9. ისლანდიის კუნძულის სანაპიროზე მყოფ ადამიანებს უჩვეულო სურათი წარუდგათ თვალწინ: ოკეანეში მცურავ გემს თან მოჰყვებოდა მის თავზე ცაში თავდაყირა დაკიდებული მეორე ხომალდი. მათი ანძები და კიჩოები ერთმანეთს ერწყმოდა. იხილეთ tabula.geზე
  10. მხოლოდ თავის თავზე აღებული ვალდებულებების შესრულება გადაარჩენს მეგობრობას რუსეთსა და ირანს შორის. ამის შესახებ განაცხადა ირანის ისლამური რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა ახმად ვახიდმა Trend-ის ირანულ რედაქციასთან ინტერვიუში მოსკოვის მიერ ირანისათვის საზენიტო–სარაკეტო დანადგარების С-300 კომპლექსების მიწოდებაზე უარის თქმის კომენტარებისას. მან აღნიშნა, რომ რუსეთთან დადებული ხელშეკრულება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებზე, არავივითარ წინააღმდეგობაში არ მოდის საერთაშორისო ვალდებულებებთან... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  11. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53366.jpgდიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის წამყვანი სპეციალისტი ინდირა ვიბლიანი დააკავეს. View the full article
  12. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53367.jpgწამლის ექიმის დანიშნულებით გაცემის შეზღუდვა მხოლოდ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს შეეხება - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა თბილისის ერთ-ერთ აფთიაქში მომხმარებლებთან საუბრისას განაცხადა. View the full article
  13. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53368.jpgგანათლებისა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და დევნილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა პერევის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სასკოლო სახელმძღვანელოები ჩაუტანეს. View the full article
  14. ქართულ მხარეს სურს, ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეები პრობლემების რეალურ მოგვარებაზე გადავიდნენ.ამის შესახებ დღევანდელ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა და მაგალითად ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მანდატის ჩამოყალიბება, დევნილების უსაფრთხო დაბრუნება და დეოკუპაცია დაასახელა.“ქართული დელეგაცია ჟენევაში ხვალ გაემგზავრება. მოლაპარაკებებში ყველა მხარე მიიღებს მონაწილეობას. რუსულ მხარეს დისკუსიების ჩაშლის მცდე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  15. იმ საკითხებზე, რომლებზეც საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის მეორე საპარლამენტო მოსმენისას უმცირესობა და უმრავლესობა ვერ შეთანხმდნენ, ვენეციის კომისია შემაჯამებელი დასკვნის მონახაზში (დრაფტში) ამახვილებს ყურადღებას. ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამდე, ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას დაელოდოს და მისი შენიშვნები გაითვალისწინოს. ვენეციის კომისიის შემაჯამებელი დასკვნის მონახაზი (დრაფტი) 8 ოქტომბერს გამოქვეყნდა. იგი იმ რამდენიმე საკითხზე გამოთქვამს შენიშვნებს, რომლებზეც საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის მეორე მოსმენისას მწვავე დებატები გაიმართა და ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შეთანხმება ვერ შედგა. კონსტიტუციის 21-ე მუხლში ნათქვამია, რომ საკუთრების უფლების ჩამორთმევა წინასწარი, დროული და სამართლიანი ანაზღაურებით ხდება. ვენეციის კომისია ტერმინთა დაზუსტებას მოითხოვს და რეკომენდაციაში წერს, რომ ტერმინი – ,,დროული და სამართლიანი ანაზღაურება’’ შეიცვალოს ,,სათანადო ანაზღაურებით’’. კომისიის განმარტებით, უნდა იყოს თანხვედრა ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციასთან, რომელიც სწრაფ, ადეკვატურ და ეფექტურ კომპენსაციას მოითხოვს, ქონების საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ამ მუხლზე შენიშვნა საპარლამენტო უმცირესობასაც ჰქონდა. კონსტიტუციის კანონპროექტის მეორე მოსმენაზე საპარლამენტო უმცირესობა მუხლში წინადადების დამატებას მოითხოვდა. მათი თქმით, საკუთრების უფლების ჩამორთმევა უნდა მოხდეს ,,წინასწარი, დროული და სამართლიანი ანაზღაურებით, არანაკლებ საბაზრო ღირებულებისა’’. უმრავლესობა შენიშვნას არ დაეთანხმა. იუსტიიცის მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა განმარტა, რომ ,,სამართლიანი ანაზღაურება’’ საბაზრო ფასს გულისხმობს. პარლამენტში საგამოძიებო კომისიების შექმნის მოთხოვნის დაყენების ქვორუმის შემცირებას 1/5-მდე ვენეციის კომისია მიესალმება, ისევე როგორც – საპარალამენტო უმცირესობა. თუმცა ვენეციის კომისია ოპოზიციის უფლების შელახვად აფასებს მუხლში ჩანაწერს, რომლის მიხედვით, კომისიის შექმნის საკითხი საბოლოოდ პარლამენტის დადგენილებით მიიღება. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ თუ კანონპროექტით, პარლამენტში ოპოზიციის უფლებების გაზრდაზეა საუბარი, ეს ფაქტი ,,ოპოზიციის სტატუსიის გაძლიერებისათვის კონტრპროდუქტიულია’’. ამ საკითხზე დავა პარლამენტში ,,ქრისტიან-დემოკარტებმა’’ წამოიწყეს, მოძრაობის წევრის ლევან ვეფხვაძის განმარტებით, მუხლში ეს ჩამატება ცხადყოფს, რომ ოპოზიციისათვის კონტროლის ბერკეტების ამაღლება ილუზიაა, რადგან კომისიის შექმნის საკითხი, ცვლილებების პროექტით, ისევ საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს. უმრავლესობის განცხადებით, მთავარი ამ ცვლილებაში კომისიის შექმნის მოთხოვნის დაყენების ქვორუმის შემცირებაა და არა ოპოზიციისათვის საპარლამენტო კონტროლის ექსკლუზიური უფლების მინიჭება. გოკა გაბაშვილის თქმით, დემოკრატიულობის მთავარი პრინციპი თანამონაწილეობაა, სადაც გადაწყვეტილებას უმრავლესობა იღებს. პარლამენტის გავლენის შემცირებაზეა საუბარი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში კონსტიტუციის 59-ე მუხლის მესამე პუნქტთან დაკავშირებით. ეს პუნქტი ამბობს, რომ პარლამენტს აქვს უფლებამოსილება, პარლამენტის წევრთა სრული უმრავლესობით, პრემიერ-მინისტრის წინაშე დასვას მთავრობის ცალკეული წევრების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. მეორე მოსმენისას საპარლამეტო დებატებზე უმცირესობამ განაცხადა, რომ მათთვის გაურკვეველია, რატომ ჭირდება ცალკეული მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხის დასმას უფრო დიდი ქვორუმი, როცა მთავრობის უნდობლობის საკითხის აღძვრისათვის, საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ვენეციის კომისია ამბობს, რომ ამით მცირდება პარლამენტის გავლენა მთავრობის ფორმირების პროცესში. ასევე, კომისია წერს, რომ არ არსებობს რაიმე რეგულაცია, რომელიც განსაზღვრავს მინისტრის პასუხისმგებლობისგან გადაცდენის საკითხს, ამიტომ მუხლის ამგვარი ფორმულირება, კომისიის აზრით, ბუნდოვანია. კონსტიტუციის 81-ე მუხლი პარლამენტის მიერ მთავრობის უნდობლობის საკითხის დაყენებას ეხება. კონსტიტუციის კანონპროექტის მეორე საპარლამენტო მოსმენაზე უმცირესობის წარმომადგენლის ლევან ვეფხვაძის თქმით, უნდობლობის საკითხის განხილვის პროცედურა ძალიან რთულია, ის შესაძლოა 4-5 თვის განმავლობაში გაიწელოს. უმცირესობის შეფასებით, ამან შესაძლოა ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისი გამოიწვიოს. დებატების შემდეგ უმრავლესობამ და უმცირესობამ კონსესუსს მიაღწია და უნდობლობის საკითხის პროცედურის ვადები 20 დღით შეამცირა. ვენეციის კომისია ვადების შემცირებას პოზიტიურად აფასებს, თუმცა წერს, რომ ეს საკითხი ისევ რთულ და ხანგრძლივ პროცედურად დარჩება, ამიტომ მიიჩნევს, რომ ეს მუხლი კიდევ ერთხელ უნდა გადაიხედოს. შემაჯამებელ დასკვნაში კომისია წერს, რომ სასურველი იქნებოდა პარლამენტის უფლებამოსილების შემდგომი გაძლიერება. ,,შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები წარმოადგენს რამდენიმე მნიშვნელოვან ნაბიჯს სწორი განვითარებისკენ, რასაც ვენეციის კომისია მიესალმება. კონსტიტუციის რეფორმა, რომელიც საქართველოში ხორციელდება, საქართველოს საპრეზიდენტო სისტემიდან მმართველობის შერეულ მოდელზე გადაიყვანს’’. ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, სანამ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საბოლოოდ მიღებას შეუდგებოდეს, დაელოდოს კომისიის საბოლოო დასკვნას და გაითვალისწინოს შენიშვნები. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მნიშვნელობაზე აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმაც ხაზგასმით ისაუბრა აშშ–საქართველოს ქარტიის ფარგლებში გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე: "საქართველოში დაბალანსებული მმართველობის გაძლიერებისთვის, აშშ მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ჩვენ მზად ვართ, როგორც შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ ამ პროცესს" – აღნიშნა კლინტონმა. თუმცა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, კომისიის საბოლო დასკვნას პარლამენტი არ დაელოდება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილილს განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის მესამე მოსმენა ხვალ გაიმრთება. ვენეციის კომისია კი საბოლოო დასკვნას 15 ოქტომბერს გამოაქვეყნებს. ამავე თემაზე: პარლამენტი ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას არ დაელოდება უმცირესობის და უმრავლესობის კომპრომისები კონსესუსისთვის 123 vs 4- საკონტიტუციო პროექტის პირველი მოსმენა პარლამენტში მესამე შანსი სააკაშვილისთვის ათეისტების ადგილი ახალ კონსტიტუციაში პარლამენტის შეზღუდული შესაძლებლობები სრული ინფო(netgazeti.ge)
  16. ოქტომბერში თბილისი ART-ისტერიამ მოიცვა. ჭირდა გადაადგილებულიყავი ერთი “ივენთიდან” მეორეზე და ყველაფრის ნახვა მოგესწრო. მაცდურად გამოიყურებოდა თეატრალური ფესტივალის პროგრამაც, Artisterium-იც და პარალელურად ქალაქგარეთ – კასპის რაიონში, ახალქალაქში, ცნობილი არტ-ვილა გარიყულას ფესტივალი – Fest I Nova Garikula. იხილეთ tabula.geზე
  17. ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე ერთი დღით ადრე, 12 თებერვალს, უისტლერის საციგაო ცენტრის ტრასაზე ქართველი სპორტსმენი ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა. იხილეთ tabula.geზე
  18. ინგლისის ერთ-ერთი სკოლიდან ცხრა წლის ოთხი მოსწავლე გარიცხეს. პატარა დამნაშავეებს მარიხუანა აღმოუჩინეს. როგორც პოლიციის რეპორტებიდან ირკვევა, ბიჭებს თან მცირე რაოდენობის, დაახლოებით ერთჯერადი ჩაის პაკეტის მოცულობის „ბალახი” ჰქონდათ. იხილეთ tabula.geზე
  19. პეგასუსი ყველაზე ცნობილი თურქული ავიაკომპანიაა. ის, უკვე ოცი წელია, რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს ასრულებს. 2005 წლიდან კომპანიამ ახალი სტრატეგიის შემუშავება დაიწყო. ლოკალური ავიახაზებიდან საერთაშორისო ავიახაზებზე გადავიდა. იხილეთ tabula.geზე
  20. უკრაინის კონსტიტუციურმა სასამართლომ 2004 წლის კონსტიტუციური რეფორმები არაკანონიერად ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით 1 ოქტომბრიდან უკრაინის უზენაესი კანონი 1996 წლის კონსტიტუცია იქნება. იხილეთ tabula.geზე
  21. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53364.jpgპოლიციამ თბილისში ბინების ძარცვაში ეჭვმიტანილი დააკავა. პოლიციის ინფორმაციით, დავით ალფენიძემ მარტიდან სექტემბრამდე თბილისში 17 ბინა გაძარცვა. ნაძარცვს ის ან ყიდდა, ან ლომბარდში აგირავებდა. View the full article
  22. ევროკომისიის ოფიციალურ საიტზე არის რუბრიკა ევრო-მითები. რუბრიკის მიზანია გააბათილოს ჭორები ევროკავშირში მოქმედი მარეგულირებელი წესების შესახებ. ერთ-ერთი გავრცელებული ჭორი ყოფილა, თითქოს მოღუნული კიტრის რეალიზაცია აკრძალულია და მოხრის რკალი არ შეიძლება აღემატებოდეს 10 მილიმეტრს. იხილეთ tabula.geზე
×
×
  • შექმენი...