Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. რომის ლაციო ზამთარში თავისი თავდასხმის ხაზის გამდიდრებას ადებაიორით გეგმავს. იხილეთ fanebi.com
  2. როგორც ჩანს თურქულ გალათასარაის შემადგენლობის კიდევ უფრო გაძლიერება მოუნდა და ამისთვის აფრიკელი ჟილემ იაპი-იაპოს გაიხადა სამიზნედ. იხილეთ fanebi.com
  3. იტალიური მილანისა და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფორვარდი ალესანდე პატო ბრწყინვალე ფორმაში იმტოფება. იხილეთ fanebi.com
  4. ინგლისური "ლესტერის" მთаვარმა მწვრთნელმა სვენ გორან ერიქსონმა განაცხადა სატრანსფერო ბაზარზე აჩქარებას არ აპირებს. იხილეთ fanebi.com
  5. ლივერპულის ფორვარდი დირკ კუიტი თავისი გამოჯანმრთელების ვადით ძალიან შეწუხებულია. იხილეთ fanebi.com
  6. პატრული პოსტრევოლუციურ საქართველოში თავისმოწონების მთავარ ბერკეტად იქცა. როცა საუბრობენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება შედგა, მაშინვე არგუმენტად ასახელებენ, რომ პატრული მუშაობს. მეტიც, საპატრულო სამსახურს ისეთი “პიარ საბურველი” შემოახვიეს თითქოს ძია პატრული ერთი უწყინარი, გზააბნეული ბავშვების მიმცილ-მომცილებელია. გაზიარება [ილია ჩაჩიბაია. 02:37 14-10-2010] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TLY0rkBwdMI/AAAAAAAAEHQ/xXbznHLcjbg/s200/mishas+patruli.gifრეალურად კი, საგზაო ინსპექტორის ადგილმემკვიდრე პატრულსაც უჭირს ძველი ტრდიციების დათმობა და ხშირია მოქალაქეების ცემა-ტყეპასა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები. ოპოზიციურ წრეებში უკვე დიდი ხანია საუბრობენ, რომ საქართველოში პოლიციური რეჟიმი დამკვიდრდა, ამ მოსაზრებას ქვემოთ მოყვანილი რამოდენიმე ფაქტიც გაამყარებს, მანმადე კი ჟურნალ “ღია ბოქლომის“ ერთ ექსპერიმენტზე უნდა გიამბოთ: ამ რამოდენიმე დღის წინ ჩვენს რედაქციაში მოქალაქე ემზარ როგავას წერილი შემოვიდა, სადაც მკითხველი გვატყობინებდა 022-ის ოპერატორების უხეშ საქციელზე და ცხელი ხაზის, ღამის საათებში, უმოქმედობაზე: „გოგონები, რომლებიც 022-ზე დარეკვისას გვპასუხობენ გამოირჩევიან ცინიზმით, უხეშობით. მე, სამეზობლოში კონფლიქტი მაქვს და ხშირად მიწევს პოლიციაში დაეკვა, ერთ-ერთმა ოპერატორმა დამცინა და მითხრა: „თუ კაცი ხარ პრობლემა თვითონ მოაგვარე, გალახე ეგ შენი მეზობელი, შენც დაისვენებ და ჩვენც-ო“, ამაზე რომ არაფერი ვთქვათ, რამოდენიმე კვირის წინ, შუაღამის 3 საათისთვის უსიამოვნება შემხვდა და დაუყოვნებლივ ავკრიფე პოლიციის ცნობილი ნომერი, არავინ მიპასუხა, დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში ვცდილობდი გავსულიყავი 022-ში თუმცა ამაოდ. როგორც ჩანს ღამის საათებში მორიგე ოპერატორები იძინებენ და მოქალაქეთა ზარებს არავინ პასუხობს რაც ყოვლად დაუშვებელია. გთხოვთ მოახდინეთ რეაგირება რათა სამართალდამცავთა უმოქმედობის გამო ვინმე სიცოცხლეს არ გამოესალმოს“. ამ საინტერესო წერილის შემდეგ ჩვენ, საპატრულო პოლიციის ცხელ ხაზს დავუდარაჯდით და ერთგარი ექსპერიმენტი ჩავატარეთ. პირველი ზარი 022-ზე 21:00 საათზე განვახორციელეთ - დაკავებაა.21:30 - კვლავ დაკავებაა.21:50 - ზარი გადის მაგრამ არავინ იღებს.22:00 - როგორც იქნა ოპერატორი გვპასუხობს.22:50 - ისევ დაკავებაა.23:00 - დაკავებაა.00:00 - ზარი გადის, უეცრად ვიღაც იღებს ყურმნილს და იმავე წამს თიშავს.01:00 - ყურმილი აიღეს.02:00 - ზარი გადის არავინ იღებს.03:00 - ზარი გადის არავინ იღებს.04:00 - ზარი გადის არავინ იღებს.05:00 - ზარი გადის არავინ იღებს.06:00 - ზარი გადის არავინ იღებს.07:00 - ზარი გადის არავინ იღებს.08:00 - ზარი გადის არავინ იღებს.09:00 - დილის 9 საათზე საპატრულო პოლიციამ როგორც ჩანს კარგად გამოიძინა და ზარს უპასუხეს. საზოგადოებას სამართალდამცავთა დახმარება ყველაზე მეტად ღამის საათებში, რომ სჭირდება ყველს მოეხსენება, სწორედ გვიან ღამით ხდება დანაშაულის 90%... ამ საკითხთან დაკავშირებით პატრულის თანამშრომლებს გავესაუბრეთ გვითხრეს: „შუაღამისას ხაზებია გადატვირთული თორემ ჩვენ ერთი წუთითაც თვალს არ ვხუჭავთ სამსახურში“-ო (აქ კომენტარი ზედმეტია). ახლა კი შს-ს ამ დანამატის სხვა, არასამართლიან ქმედებებზე ვისაუბროთ:საზოგადოებრივი ორგანიზაცია „დაიცავი საქართველოს“ ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა მიქაია ცოტა ხნის წინ ოპოზიციისთვის ცეცხლის გახსნაში ზუგდიდის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი გაწერელიას ადანაშულებდა. როგორც ჟურნალისტებს მიქაიამ განუცხადა, ზუგდიდში ოპოზიციის მანქანას, რომელზეც მონიტორი იყო დამაგრებული და 2007 წლის 7 ნოემბრის ამსახველ კადრებს აჩვენებდნენ, შავი ფერის“BMW“-ს მარკის ავტომაქანიდან, სახლემწიფო ნომრებით (NNG-829), ირაკლი გაწერელია გადამ1ოვიდა და მონიტორის მიმართულებით „გეკოს“ ტიპის იარაღიდან გასროლა განახორცელა. ამ ამბით რასაკვირველია საპარტულო პოლიცია არ დაინტერესდა. ინციდენტიდან ერთ საათში თავს დაესხა კახა მიქაიას ავტომანქანას, რომელზეც მონიტორი იყო დამონტაჟებული და ყოველგვარი მიზეზის გარეშე 400 ლარით დააჯარიმა. პატრულის ეკიპაჟი 2009 წლის ოქტომბრის თვეში თავს დაესხა, მოქალაქე გოჩა ბუკიას, რომელიც მეგობრებთან ერთად კაფე „ალერტში“ ლუდს სვამდა. ბუკია სასიკვდილოდ სცემეს. მან დღესაც არ იცის რა გახდა მიზეზი, ძალოვანმა უწყებამ ასე რომ გაიმეტა. ოპოზიციის ერთ ერთი წევრი ნიკა პაჭკორია ზუგდიდის კუდის შენობასთან 2009 წლის 30 ივლისს გაურკვეველმა პირებმა სასტიკად სცემეს _ საპატრულო პოლიცია შემთხვევის ადგილზე 1 საათის დაგვიანებით მივიდა და თავდასხმის გამოძიებაზე უარი განაცხადა. ალბათ ყველას გახსოვთ საპატრულო სამსახურის მაღალჩინოსანთა ღრეობა მეგობრის ქორწილში... სკამებზე შემდგარი პოლიციელები „მიშა მაგარია, ოპოზიციას რა?... დედის ...“(ცენზურა ჩვენია. რ.დ) გაიძახოდნენ. 2009 წლის 2 აგვისტოს გარევაჭრობის აღკვეთის მიზნით სამართალდამცავებმა სასტიკად სცემეს 6 ქალბატონი. ეს ფაქტები უახლესი წარსულიდან ვგონებ საკმარისია, იმისთვის, რომ ამ სასტიკ და ცივსისხლიან უწყებაზე ერთგავრი წარმოდგენა შეგექმნათ. ცემა-ტყეპის შემთხვევები პატრულის მხრიდან არაერთია, მაგრამ ნებართვა მათ გამოვლენაზე, ეტყობა, ჯერ გაცემული არ არის. ხომ გადაირია საქართველოს პრეზიდენტი, მისი საამაყო პატრული ერთ მშვენიერ დღეს სისხლისმღვრელ „ვამპირად“ რომ გამოცხადდეს. საპატრულო პოლიციის ზუგდიდელ შეფს ალიკა ბელქანიას კი შესაძლოა აქციების დაშლაში და ბინების დანგრევაში (თაბუკაშვილის 50) მონაწილეობა კარგად გამოსდიოდეს, მაგრამ პოლიციის ეფექტურ უფროსად ჩამოყალიბებაში ეს საკმარისი არ არის. როცა პატრულის მხრიდან მსგავსი შემთხვევები რეაგირების გარეშე რჩება, გენერალური ინსპექცია, რომელსაც სამართალდამცავთა კონტროლი ევალება, 20 ლარიან შემთხვევებზე გამოჭერილ პატრულს აპატიმრებს. უნდა ითქვას, რომ საპატრულო სამსახური ანგელოზად მოგვეჩნენება თუ ზუგდიდის რაიონული და სამხარეო პოლიციის საქმიანობას გადავხედავთ:უამრავი გამოუძიებელი საქმე, ნაცემი მოქალაქეები, თავდასხმები ოპოზიციაზე, ჟურნალისტების ცემა, მოწმეების დაშინება დაკავება, შემთხვევით და გამიზნულად მოკლული ახალგაზრდა ბიჭები (მაგ: ჯიმი მეგრელიძე), არასრულწლოვანი გოგონების სასტიკად ცემის და სხვა მრავალი ანალოგიური ამბავი მეტყველებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოძალადეა და პოლიციის რეფორმამ ბევრი დამნაშავე კი მოგვაცილა, მაგრამ დღეს უფრო საშიში ძალოვანი უწყებაა ვიდრე უბრალო კრიმინალი. ქურდი, მძარცველი, ყაჩაღი ითხოვს მატერიალურ სიმდიდრეს, ვანოს პოლიცია კი გვართმევს ღირსებას და არ გვაძლევს საშუალებას გავილაშქროთ იმ უკანონობის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანაში სუფევს. (ჟურნალი"ღია ბოქლომი" თებერვალი 2009) http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  7. პრეზიდენტი მიხეილი სააკაშვილი ოსკაროსანი მსახიობის ენდი გარსიას მიერ მისი როლის შესრულების ხარისხით უკმაყოფილოა. გაზიარება [01:58 14-10-2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TLYrYneZeyI/AAAAAAAAEHI/hTOsbAV_wrk/s200/endi+garsia.gifამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "პირWელს" იმ ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაახლოებით 10 დღის წინ კინოთეატრ "რუსთაველში" 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ გადაღებული ფილმის "5 Days of August" დახურულ ჩვენებას დაესწრო. "რეჟისორ რენი ჰარლინის მიერ გადაღებული ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ჰოლივუდის ოსკაროსანი მსახიობი ენდი გარსია ასრულებს, პირველად სწორედ მიხეილ სააკაშვილს აჩვენეს. ფილმის შეფასების დროს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "ტრიბუნაზე ყოფნის დროს, როდესაც ხალხს მიმართავდა, ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა, ვიდრე გარსია -ამ ეპიზოდში" - განუცხადა "პირWელს" წყარომ. "პირWელი" დაინტერესდა, როდის მიეცემა ქართველ მაყურებელს აღნიშნული სურათის ნახვის შესაძლებლობა, თუმცა ამის შესახებ კინოთეატრ "რუსთაველის" ადმინისტრაციას ინფორმაცია არ აქვს. "ვადასტურებთ, რომ ფილმის დახურული ჩვენება მოეწყო, თუმცა იგი ჩვენთან კავშირში არ არის. შესაბამისად, არც ის ვიცით, როდის მოეწყობა მისი ღია ჩვენება" - განუცხადა "პირWელს" კინოთეატრ "რუსთაველის" პიარ-მენეჯერმა ნიკა აფრაშვილმა. ცნობისთვის, 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ფილმის გადაღება გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და ცოტა ხნის წინ დასრულდა. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  8. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/nytimes-150x23.gif ანდრეს ფოგ რასმუსენი ევროპის ხალხთა უმრავლესობა იშვიათად ფიქრობს სარაკეტო თავდასხმის საფრთხეზე. ხოლო, მათ ვისაც ეს პრობლემა აღელვებს, აინტერესებს ფასი, ან ის, არსებობს თუ არა ასეთი საფრთხე რეალურად; ან ფუნქციონირებს თუ არა ზოგადად რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა. მომავალ თვეში ნატოს ლიდერები ლისაბონში შეიკრიბებიან და გადაწყვეტენ იმას, უნდა შექმნას თუ არა ალიანსმა ევროპისთვის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა. ამ გადაწყვეტილების მიღებისას ისინი ზოგიერთ ფუნდამენტურ კითხვებზე პასუხებით იხელმძღვანელებენ. არსებობს თუ არა საფრთხე? მოკლე პასუხია: დიახ. რაკეტები ჩვენი მოსახლეობის, ტერიტორიისა და ამ ტერიტორიებზე განთავსებული სამხედრო ძალებისთვის სულ უფრო სერიოზული საფრთხეა. 30–ზე მეტს ქვეყანას აქვს ან იძენს რაკეტებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ ჩვეულებრივი ქობინების, არამედ მასობრივი განადგურების იარაღის გადაადგილებისთვის. ზოგიერთ ამ რაკეტას უკვე შეუძლია მიწვდეს ევროპულ ქალაქებს, და ეს პრობლემა მხოლოდ გაღრმავდება. ასეთი ტიპის შესაძლებლობის გავრცელება აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ არსებობს ჩვენზე თავდასხმის გადაწყვეტილება. თუმცა, სინამდვილეში, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი მოსახლეობის დაცვაზე პასუხისმგებლები ვართ. ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ ჩვენი ერთი ქალაქი მაინც თავდასხმის ობიექტი გახდეს, ისევე როგორც ვერ დავუშვებთ იმას, რომ თავდასხმის საფრთხის მძევლებად ვიქცეთ. იმუშავებს თუ არა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა? ეფექტური ანტკისარაკეტო თავდაცვის შექმნა – გამოწვევაა, მაგრამ მასთან გამკლავება შესაძლებელია. ამ მომენტისთვის ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ შეიარაღებაში არსებული მზა სისტემები, რომლებმაც გამოცდა წარმატებით ჩააბარეს. მეტიც, ნატოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ინტეგრირებული სისტემების გამოყენების და შემუშავების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ჩვენ უკვე ვმუშაობთ ანტისარაკეტო თავდაცვის შექმნაზე ჩვენი არმიის დასაცავად, რომელიც ოპერაციებს ახორციელებს. ამ პროგრამის გაფართოვება და მისი შერწყმა შეერთებული შტატების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვასთან, ნატოს მისცემს საშუალებას დაიცვას ევროპის მოსახლეობა და ტერიტორია სარაკეტო თავდასხმისგან. ფასი? რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა იაფი არ იქნება, თუმცა ის ჩვენს შესაძლებლობებს არ აჭარბებს. ნატოს მოქმედი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის პროგრამა, რომელიც ადგილებზე დისლოცირებული ოპერატიული სამხედრო ნაწილებისთვისაა განკუთვნილი 800 მილიონი ევრო ჯდება. ეს თანხა 14 წელზეა გაწერილი და ამ ხარჯს ყველა მოკავშირე გაიღებს. თუკი ამას ჩვენი საერთო ბიუჯეტიდან არანაკლებ 200 მილიონი ევრო დაემატება (ათ წლიანი გრაფიკით) ეს პროგრამა შეიძლება გაფართოვდეს, რაც ალიანს ევროპის მოსახლეობისა და მისი ტერიტორიის დაცვის საშუალებას მისცემს. საბიუჯეტო შეზღუდვების პერიოდში ეს ნიშნავს სერიოზულ თავდაცვას ძალიან მისაღებ ფასად. საკმაოდ მოკრძალებული ინვესტიციების განხორციელებით, ყველა მოკავშირე შეძლებს შეერთებული შტატების მრავალმილიარდიან სისტემასთან მიერთებას, მეტი უსაფრთხოების უპირატესობით სარგებლობას და ჩვენი საერთო თავდაცვისადმი საერთო ერთგულების დემონსტრირებას. ეს ინვესტიციებიდან მიმზიდველი შემოსავალია. სარგებელი? სამხედრო ტერმინებს თუ გამოვიყენებთ, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ინტეგრირებულ სისტემას საბოლოო ჯამში უფრო მეტი შესაძლებლობები ექნება, ვიდრე ინდივიდუალურ ნაციონალურ სისტემებს. მთლიანი სისტემის შიგნით მონაცემების გაცვლით, ჩვენ გვექნება იმის საერთო სურათი, თუ რა ხდება ჩვენს საჰაერო სივრცეში. ამ სისტემების დაკავშირებით, ჩვენ მივიღებთ მრავალფეროვან კოორდინირებულ შესაძლებლობებს ჩვენსკენ მფრინავი რაკეტის გასანადგურებლად, და ქვეყნებს ამის გაკეთება ცალ–ცალკე არ მოუწევთ. მნიშვნელოვანია პოლიტიკური სარგებელიც. ეს იქნება სამოკავშირეო სოლიდარობის მკაფიო დემონსტრირება და საერთო საფრთხის წინაშე ტვირთის განაწილება. ის რუსეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს ხსნის. ნატო–რუსეთის თანამშრომლობა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სფეროში იქნება საბოლოო და მტკიცე განაცხადი იმის შესახებ, რომ უსაფრთხოების ერთიანი ევროატლანტიკური სახურავის ქვეშ თანამშრომლობის ჭეშმარიტად ახალი ეპოქა იწყება. ჩემი დასკვნა მკაფიოა. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა და ტერიტორია იმ საფრთხისგან, რომელსაც სარაკეტო შეიარაღების გავრცელება წარმოადგენს. ნატოს შეუძლია ამის გაკეთება, თანაც ხელმისაწვდომ ფასად. ლისაბონის სამიტი არის შანსი ნატოსთვის მიიღოს გადაწყვეტილება ჩვენი მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესაძლებლობების გაფართოვებაზე, და იმავდროულად ეს არის მოწოდება რუსეთისადმი ითანამშრომლოს ჩვენთან და მანაც ისარგებლოს ამ უპირატესობებით. ანდრეს ფოგ რასმუსენი – ნატოს გენერალური მდივანი ორიგინალი ორიგინალი
  9. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/euobserver.jpg ენდრიუ რატმანი ნაკლებად ცნობილი ბელგიელი მეწარმე ამტკიცებს, რომ ნოემბერში მისი კომპანია დაწნეხილ ბუნებრივ გაზზე თურქმენეთთან ხელშეკრულებას აფორმებს, რამაც შესაძლოა დარტყმა მიაყენოს, როგორც „ნაბუქოს“ ევროპულ პროექტს, ასევე რუსეთის „სამხრეთ ნაკადს“ 40 წლის ბელგიელი იურისტი კუნ მინე, რომელიც ბრიუსელის საინჟინრო ფირმა Enex-ს ხელმძღვანელობს და ბელგიაში თურქმენეთის საპატიო კონსულად ითვლება, ევროპელი ჩინოვნიკების წრეში ცნობილი არ არის. თუმცა ორშაბათს (11 ოქტომბერს) მინემ EUobserver-ს განუცხადა, რომ Enex-ი და ევროპული ენეგრეტიკული კომპანიების კონსორციუმი (მათი სახელები უცნობია) აშხაბადს საბოლოო წინადადებას უკვე მომავალ თვეში წარუდგენენ. „ვფიქრობ, ნოემბერში ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას და თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ვვარაუდობ რომ ჩვენ თურქმენული მხარისთვის წინადადების წარსადგენად მზად ვიქნებით“. Enex-ს ხელმძღვანელი აშხაბადის გეგმებში საკმაოდ კარგად ერკვევა. ის რეგულარულად ეკონტაქტება თურქმენეთის ვიცე-პრემიერ იაშიგელდი კაკაევს და საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვს. მარტო წელს, ის შვიდჯერ შეხვდა პრეზიდენტ გურბანგულ ბერდიმუჰამედოვს. ბოლო წლების განმავლობაში მისმა კომპანიამ ქვეყანაში 430 მილიონი ევროს ინვესტიციები მოიზიდა. მისი პროექტის მიხედვით, ყოველწლიურად კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანში ტანკერებით სამიდან ოთხი მილიარდი კუბამეტრი დაწნეხილი თურქმენული გაზის გადატანა იგეგმება, შემდეგ ამ გაზის მიწოდება თურქეთისთვის უკვე მოქმედი ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით მოხდება. ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, ვინ ააშენებს მილსადენს ერზრუმიდან ევროკავშირისკენ, ასევე შევა თუ არა თურქმენეთი ტრანზიტულ კონსორციუმში, რომელსაც Enex-ი უხელმძღვანელებს თუ გაზს უბრალოდ საზღვარზე გაყიდის, თუმცა მინეს თქმით, მიწოდებები უკვე 2013 ან 2014 წელს დაიწყება. თუკი დაწნეხილი ბუნებრივი გაზისთვის მილსადენი აშენდება, აშხაბადმა საეჭვოა ევროკავშირს ან რუსეთს თურქმენეთში ახალი მილსადენების მშენებლობის უფლება მისცეს. „რა თქმა უნდა, თურქმენულ მხარეს არ სურს, რომ თურქმენულმა გაზმა ისევ თურქმენულ გაზს გაუწიოს კონკურენცია… არ ვფიქრობ, რომ თურქმენეთი დასთანხმდება „სამხრეთ ნაკადის“ ან „ნაბუქოს“ გაზით მომარაგებაზე“ – მიაჩნია მინეს. მიუხედავად ამისა, მინეს მოსკოვური წყაროები ამტკიცებენ, რომ რუსეთს ეს ვარიანტი აწყობს. „მე რუსეთის მხრიდან არ მიგრძვნია არანაირი მინიშნება იმაზე, რომ რუსეთი წინააღმდეგია… შეიძლება დავასკვნათ, რომ ჩვენი პროექტი არც ერთი მხარისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“ – ამბობს იგი. ზოგიერთი ევროპელი დიპლომატი მინეს რუსების მარიონეტად მიიჩნევს, რომლის მიზანიც „ნაბუქოს“ პროექტის ჩაშლაა. თავად ის ამას უარყოფს. მის გეგმებზე ბევრად უფრო მასშტაბურ პროექტს შეეძლო ახალი პოლიტიკური კავშირების გაბმა თურქმენეთს და დასავლეთს შორის და ევროკავშირის ინტეგრაციის დაჩქარება ადრე რუსეთის გავლენის სფეროში მყოფ ამიერკავკასიის ქვეყნებთან. ევროკომისიის ხელმძღვანელი ჟოზე მანუელ ბაროზო „ნაბუქოს“ პროექტის ლობირებისთვის კასპიის რეგიონში ვიზიტს ნოემბრის ბოლოს ან დეკემბერის დასაწყისში გეგმავს. თუმცა ბოლო თვეებში ევროპის გაზის დიპლომატიამ მარცხი განიცადა. თურქმენეთმა უარი სთქვა 1 ოქტომბერს ბრიუსელში მინისტერიალში მონაწილეობაზე და დღის წესრიგთან დაკავშირებული პრობლემები მოიმიზეზა. როგორც სჩანს მას მიაჩნია, რომ ევროკავშირი საკუთარი გეგმების რეალიზაციას ძალიან აჭიანურებს და ამით ძალიან უკმაყოფილოა. „თურქმენეთს სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი ევროპაში გაზის ექსპორტი. მილსადენის პროექტი რომ რეალური ყოფილიყო, მე მას მხარს დავუჭერდი“ – ამბობს მინე – „თუკი მათ [ევროკავშირს] მტკიცედ სჯერა საკუთარი პროექტის, მე მათ ვურჩევდი შესთავაზონ თურქმენეთს „აიღე და გადაიხადე“-ს პირობა. მათ უნდა უთხრან აზერბაიჯანს: „მოგვეცით მილსადენის მშენებლობაზე ყველა შესაძლო თანხმობა“, შემდეგ კი უთხრან თურქმენეთს: „მოგვეცით ყველა შესაძლო უფლება. ჩვენ, როგორც ევროპა, ჩვენს თავზე ვიღებთ პასუხისმგებლობას მშენებლობაზე. ორ წელიწადში ის აშენდება და ჩვენ უკვე დღეს გაძლევთ გარანტიებს, რომ შევიძენთ 10, 20 ან 30 მილიარდ კუბამეტრ გაზს „აიღე და გადაიხადე“-ს პირობით. ეს იმის მაჩვენებლი იქნება, რომ ისინი დარწმუნებულები არიან საკუთარი პროექტის ათი ან ოცწლიანი პერსპექტივით“. შეთანხმება „აიღე და გადაიხადე“ დაავალდებულებდა ევროპულ კომპანიებს მომავალში გაზის დადგენილი მოცულობის ფასის გადახდას, იმ შემთხვევაშიც კი თუ ევროკავშირში მასზე მოთხოვნა დაეცემა. უხეში და უჩვეულო? წამყვან უფლებადამცველ ორგანიზაციებს, როგორიცაა Global Witness-ი, რომლის ოფისიც ლონდონში მდებარეობს და ინსტიტუტი „ღია საზოგადოება“ (ნიუ-იორკის ოფისი), დღესაც მიაჩნიათ რომ თურქმენეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რეგრესული და კორუმპირებული ქვეყანაა. ევროკავშირის და თურქმენეთის ურთიერთობებს დამატებით ართულებს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი. ბ-ნი ბერდიმუჰამედოვის წინამორბედი, აწგარდაცვლილი საფარმურატ ნიაზოვი, დღეში ორ ბოთლ კონიაკს სვამდა, აშხაბადში საკუთარი მბრუნავი ქანდაკება დადგა, ცოცხლად მოხარშა ერთ-ერთი დისიდენტი და გაზის კონტრაქტზე ხელმოსაწერად ფრანგულ ფირმას ქრთამის სახით 500 მილიონი დოლარი მოსთხოვა. მინეს თქმით ქვეყანას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, თუმცა ახალ ლიდერს ის გონიერ ადამიანად მიიჩნევს, რომელიც კარგი შედეგების მიღწევისა და თურქმენული საზოგადოების თანმიმდევრული, ტექნოლოგიური და პოლიტიკური ტრანსფორმაციის განხორციელებისკენ მიისწრაფვის. „მე სერიოზულად ვსაუბრობ და ამას მხოლოდ „პროტოკოლისთვის“ არ ვამბობ. ყველაფერი სხვაგვარად რომ იყოს, მე ალბათ გამიჭირდებოდა მასთან მუშაობა“. იმის დემონსტრირებისთვის, რომ მის კომპანიაში ყველაფერი ძალიან სერიოზულადაა, მან გვიამბო რომ Enex-ი და მისი კლიენტები, როგორებიც არიან Honeywell და Schneider Electric აშხაბადთან თანამშრომლობენ. „თუკი მე მიწევს გაზის კომპრესორის დამონტაჟება, რომლის ღირებულებაც 50 მილიონი ევროა, მე ვიღებ პროდუქციის წარმომავლობის დამადასტურებელ ცნობას, ხარისხის სერტიფიკატებს, სატრანსპორტო დოკუმენტებს და ამ ყველაფერს წარვადგენ Deutsche Bank-ში. Deutsche Bank მას შემდეგ რაც ადგენს წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას თურქმენული კრედიტის პირობებთან, მე ფულს მიხდის და ეს ფული ჩემს ანგარიშზე ირიცხება, რომ მე კომპრესორი შევიძინო. ამის შემდეგ Deutsche Bank იღებს ფულს თურქმენეთის ცენტრალური ბანკიდან“ – გვიხსნის იგი. „მთელი ეს საქმიანობა კომპანიების ანგარიშებით ევროპულ ბანკებში ხორციელდება. შეუძლებელია ასეთი ანგარიშიდან ფული მოხსნა და არ მიიპყრო აუდიტორის ყურადღება… Honeywell, Schneider ბირჟაზე წამყვანი კომპანიებია, ამიტომ არ ვიცი როგორ შეიძლება ისინი მსგავსი საქმით [ქრთამების გადახდით] იყვნენ დაკავებულები“. ორიგინალი ორიგინალი
  10. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53412.jpgსასკოლო გარჩევები და მოზარდების დაპირისპირება სკოლებში ჯერ ისევ პრობლემად რჩება. ზოგიერთ შემთხვევაში კი ძალადობის დროს თვითნაკეთი იარაღებიც არის გამოყენებული. View the full article
  11. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53412.jpgსასკოლო გარჩევები და მოზარდების დაპირისპირება სკოლებში ჯერ ისევ პრობლემად რჩება. ზოგიერთ შემთხვევაში კი ძალადობის დროს თვითნაკეთ იარაღსაც იყენებენ. View the full article
  12. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53411.jpgრუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საქართველოს პრეზიდენტი უკრაინელი ჟურნალისტის შეკითხვებს პასუხობდა. დიმიტრი გორდონი მიხეილ საკაშვილს საათახევრის განმავლობაში სტუმრობდა. View the full article
  13. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53411.jpgრუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საქართველოს პრეზიდენტი უკრაინელი ჟურნალისტის შეკითხვებს პასუხობდა. დიმიტრი გორდონი მიხეილ საკაშვილს საათახევრის განმავლობაში სტუმრობდა. View the full article
  14. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53410.jpgმოტივზე, რის გამოც 14 წლის მოზარდმა საკუთარი მამა მოკლა, თეთრიწყაროს რაიონში თამამად მხოლოდ პირად საუბარში ლაპარაკობენ. View the full article
  15. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53408.jpgჩილეში მაღაროელების გადარჩენის ოპერაცია წარმატებით მიმდინარეობს. მაშველებმა 700 მეტრის სიღრმიდან სპეციალური კაფსულის დახმარებით უკვე 12 ადამიანი ამოიყვანეს. View the full article
  16. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/times2.gif რიჩარდ ბისტონი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიების მიმართ რუსეთის ამბიციების გასაგებად, სასურველია იმ არაორაზროვანი განაცხადების გახსენება, რომელიც ვლადიმერ პუტინმა ხუთი წლის წინ გააკეთა. იმ დროს კრემლის ბინადარმა პუტინმა სატელევიზიო მიმართვაში თავის თანამემამულეებს უთხრა, რომ საბჭოთა იმპერიის დაშლა „საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა“ იყო. საბჭოთა უშიშროების ყოფილ ოფიცერს შეუძლია მიულოცოს საკუთარ თავს ის, რომ დარწმუნების, დაშინების, ძალადობის, ვაჭრობის, ფულის და ძველმოდური დიპლომატიის წყალობით, მან შეძლო რუსეთის გავლენის აღდგენა ბევრ რესპუბლიკაზე იმ თხუთმეტიდან, რომელიც ერთ დროს საბჭოთა კავშირში შედიოდა. ძველი იმპერიის სრული აღდგენა არაპრაქტიკული და არასასურველია თავად რუსებისთვისაც კი, მაგრამ მოსკოვის ირგვლივ ევრაზიის კონტინენტის ცენტრალიზაცია აბსულუტურად შესაძლებელია. იმის გათვალისწინებით, რომ ბატონი პუტინი, როგორც ჩანს, რუსეთის მართვას მომდევნო 14 წლის განმავლობაშიც განაგრძობს, ცხადია ის საკუთარი გავლენის გაფართოვებას და გამნმტკიცებას შეეცდება. უდიდეს მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს გამარჯვება, რომელიც უკრაინაში მოსკოვის მოკავშირე პრეზიდენტ იანუკოვიჩმა მოიპოვა და ზიანი, რომელიც მიადგა ექვსი წლის წინ ხელისუფლებაში ნარინჯისფერი რევოლუციის შედეგად მოსულ პროდასავლურ ძალას. დასავლეთის კიდევ ერთი ფავორიტ საქართველოს კვლავ პრეზიდენტი სააკაშვილი მართავს, მაგრამ ორი წლის წინ რუსეთთან ომის შემდეგ, როდესაც მას მხარს უჭერდა ბუშის ადმინისტრაცია და დევიდ კამერონიც კი, დღეს ბევრად უფრო იზოლირებულია და გავლენა დაკარგა. რუსული გავლენა ბალტიისპირეთის სახელმწიფოებშიც კი იგრძნობა, რომლებიც ოცი წლის წინ მოსკოვს თითქოს საბოლოოდ გაემიჯნენ. ამ თვის დასაწყისში ლატვიის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსული პარტია „თანხმობის ცენტრი“ მეორე ადგილზე გავიდა. სინამდვილეში, დასავლეთი, რომელიც გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს განიცდის და ყურადღება ავღანეთზე აქვს მიჯაჭვული, რუსეთის აღორძინებაზე არანაკლებ აგებს პასუხს, ვიდრე თავად კრემლის ამბიციები. ფართოდ რეკლამირებულ „გადატვირთვის ღილაკს“, რომელსაც რუსეთთან ურთიერთობაში ხელი ობამას ადმინისტრაციამ დააჭირა, მოჰყვა ის, რომ ამერიკის ყოფნა რეგიონში მნიშვნელოვნად შემცირდა ბუშის ადმინისტრაციის პერიოდთან შედარებით. ამ თვის ბოლოს პრეზიდენტი სარკოზი დოვილში სამიტს აწყობს, სადაც იმედოვნებს „ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალი სივრცის“ დაანონსებას, რომლის მიზანიც ევროკავშირის რუსეთთან კავშირი და ამ სივრციდან ამერიკის გარიცხვაა. მაგრამ, როგორც ეს ყველა რუსმა „ბაბუშკამ“ იცის, სურვილებთან დაკავშირებით ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ. უზარმაზარი იმპერიის კონტროლი, რომელიც ბალტიის რეგიონიდან წყნარ ოკეანემდეა გადაშლილი, ასევე კავკასიის და ცენტრალური აზიის დაპყრობა – ძალიან შრომატევადი და ძვირადღირებული საქმეა. ყოფილი მოკავშირეები, როგორიცაა მაგალითად ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, შეიძლება მოულოდნელად მოწინააღმდეგის ბანაკში გადახტნენ. უკრაინამ შესაძლოა ორიენტირი მართლაც რუსეთზე აიღო, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას არ ჩქარობს. შესაძლოა, რუსეთმა მოახერხა საქართველოს იზოლირება, მაგრამ ჩრდილოეთ კავკასიაში მისსავე საზღვრებთან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია სწრაფად უარესდება. მოსკოველ ჩინოვნიკებს შეიძლება ახარებდეთ ნატოს პრობლემები ავღანეთში, მაგრამ თუკი ალიანსი ამ ქვეყანას დატოვებს, რუსეთს მოუწევს აჯანყების შედეგებთან გამკლავება, რაც შესაძლოა ემუქრებოდეს მის შუა აზიელ მოკავშირეებს. მართალია, პუტინი და რუსული ელიტები ძველებურად არიან შეპყრობილები დასავლეთისგან მომავალ სავრაუდო საფრთხესთან ბრძოლით, მაგრამ მათ შეიძლება აღმოაჩინონ, რომ მოსკოვისთვის რეალური გამოწვევა ჩინეთია, რომელიც სწრაფად აფართოვებს საკუთარ გავლენას ცენტრალურ აზიასა და შორეულ აღმოსავლეთში. ორიგინალი ორიგინალი
  17. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53407.jpgჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებლები უკვე სარგებლობენ საქართველოში 90-დღიანი უვიზო რეჟიმით. ლარსის გამშვები პუნქტი რამდენიმე ავტომობილმა გადმოკვეთა. View the full article
  18. დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველო” ხელისუფლებას სოციალური მდგომარეობის გაურესებაში ადანაშაულებს და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებს… ლინკი მედიანიუსზე
  19. 14 ოქტომბერს საქართველოში სვეტიცხოვლობა, ანუ მცხეთობა აღინიშნება. ეს თარიღი საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ „კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა… ლინკი მედიანიუსზე
  20. http://www.epn.ge/wp-content/uploads/auqcioni113-150x130.jpgდღეს ეროვნული ბანკის 92-დღიან N41, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ორმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.48%-ით, მაქსიმალური 9.58%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.52%–ით განისაზღვრა. იხილეთ epn.ge
  21. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა ციხის საერთაშორიოს რეფორმის წარმომადგენლობას საქართველოში პენიტენციარულ სისტემაში არსებული ვითარება გააცნო; ესაუბრა,… ლინკი მედიანიუსზე
  22. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ფრენკ როუზის განცხადებით, აშშ საჭიროდ მიიჩნევს, რომ საქართველოს უსაფრთხოებაზე ისე იზრუნოს, როგორც საკუთარზე.… ლინკი მედიანიუსზე
  23. აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს თბილისში, სასტუმრო `ბახტრიონის~ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში პროფილაქტიკურ-სამედიცინო გასინჯვები ჩაატარა. … ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...