Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. `დემოკრატიული მოძრაობა_ერთიანი საქართველო” ჩრდილოკავკასიასთან უვიზო რეჟიმის დაწესებას, საქართველოს ხელისუფლების მორიგ პროვოკაციული ნაბიჯს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს… ლინკი მედიანიუსზე
  2. 13 ოქტომბერს, 09.30 საათზე, სასტუმრო ,,ამბასადორში”, საქპატენტისა და ევროკავშირის ორგანიზებით, ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა აღსრულების საკითხებზე შეხვედრა გაიმართება. 13 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ანჩისხატის სალიტანიო კანონიკური ასლი, საპატრიარქოსთან მდებარე კარის წმიდა გიორგის ტაძრიდან, ლიტანიობით გაემართება ხელოვნების მუზეუმთან, სადაც 10:30 საათზე სხვადასხვა ტაძრის მრევლი შეიკრიბება. 13 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო ~რედისონში”, “ელიტ-ელექრონიქსი” და იაპონური ბრენდი “SHARP”-ი თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ. 13 ოქტომბერს, 11:00 საათზე, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ღრმაღელის გამწმენდი ნაგებობა და კომპანიის ცენტრალური ლაბორატორია ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს წყლის დამუშავება-ფილტრაციის ტექნოლოგიურ პროცესს გააცნობს. 13 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის უკრაინის ვერხოვნა რადასთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს ჯგუფის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი შეხვდება. პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი 13 ოქტომბერს, 11:00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქართულ-სომხურ-რუსულ #81-ე საჯარო სკოლას ეწვევა და ახალ სპორტულ მოედანს გახსნის. მის: ჩკალოვის ქ. №3 13 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მცხეთის რაიონული პროკურატურის ინიციატივით, დასუფთავების აქცია მოეწყობა. მის: მცხეთა, სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორია 13 ოქტომბერს, 11.30 საათზე, საპარლამენტო ფრაქცია “ქრისტიან–დემოკრატების” თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანი ფრაქციის სათათბირო ოთახში ბრიფინგს გამართავს. თემა: “პროფესიული სასწავლებლების გაუქმება”. 13 ოქტომბერს, 11.45 საათზე, თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქრისტიან–დემოკრატების” წევრები ინგა გრიგოლია, ჯაბა სამუშია და ზაზა გაბუნია, პროექტის “ვუსმენთ თბილისს” ფარგლებში, სოფელ აგარაკის მოსახლეობას შეხვდებიან. შეკრების ადგილი: ლისის ტბის ტერიტორიაზე, ბავშვთა სოფელთან საკონტაქტო პირი ლელა ჯოხაძე – 899 214854 13 ოქტომბერს, 11:50 საათზე, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე პეტრე ცისკარიშვილი უკრაინის ვერხოვნა რადას დეპუტატთა ჯგუფის წევრებს შეხვდება. ფრაქციის სათათბირო ოთახი 13 ოქტომბერს, 12.00 საათზე, კავკასიის ინტერნეტ მედია–კლუბში “ეროვნული ფორუმის” ერთ–ერთი ლიდერი კახა შარტავა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს. მის: აღმაშენებლის #89/24 საკონტაქტო პირი როზი ჯღამაია 8(77) 20 81 60; 8(99) 78 09 03 13 ოქტომბერს, 12:00 საათზე, “პუშკინის სკვერში” “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” გამართავს აქცია-გამოფენას, სახელწოდებით – “დაზოგე წყალი”. 13 ოქტომბერს, 12.00 საათზე, პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური კანცელარიაში სხვადასხვა ქვეყნების მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციის წარმომადგენლებს მიიღებს. 13 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა ჩატარდება. ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი 13 ოქტომბერს, 12:40 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი უკრაინის ვერხოვნა რადას დეპუტატთა ჯგუფის წევრებს შეხვდება. გიორგი წერეთლის სათათბირო ოთახი 13 ოქტომბერს, 13:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. 13 ოქტომბერს, 13:00 საათზე, “თეთრების” ოფისში, თემურ შაშიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “იგნორირება, თვალთვალი, ტყუილი, სოციალური დემაგოგია…”. მის: ღამბაშიძის ქ. #4 13 ოქტომბერს, 13:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მელაძე უკრაინის ვერხოვნა რადას დეპუტატთა ჯგუფის წევრებს შეხვდება. კომიტეტის სათათბირო ოთახი 13 ოქტომბერს, 13:30 საათზე, კავკასიის ინტერნეტ მედია–კლუბში “დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გოგა ხაინდრავა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს. მის: აღმაშენებლის #89/24 საკონტაქტო პირი როზი ჯღამაია – 8(77) 20 81 60; 8(99) 78 09 03 13 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდება. კომიტეტის სათათბირო ოთახი 13 ოქტომბერს, 14:00 საათზე, “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია ზემო და ქვემო ხვითის და ნიქოზის მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს. 13 ოქტომბერს, 15.00 საათზე, სასტუმრო ~თბილისი მარიოტში~ Georgian Fashion Week –ის ორგანიზატორები მოდის კვირეულის პროგრამისა და საპატიო სტუმრების შესახებ პრესკონფერენციას გამართავენ. 13 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელზეც განიხილება 130 000 ხელმოწერით საქართველოს პარლამენტში შეტანილი საკანონმდებლო ინიციატივის რეგისტრაციის საკითხი, “საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. კომიტეტის სათათბირო ოთახი (№ 221) 13 ოქტომბერს, 15.00 საათზე, მერაბ კოსტავას დაღუპვის დღესთან დაკავშირებით, “ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა”, მთაწმინდის პანთეონში, ეროვნული გმირის საფლავს პატივს მიაგებს. 13 ოქტომბერს, 16:00 საათზე, რესტორან ,,პურის სახლში” დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, M–GROUP-ისა და მუსიკოს ზაზა კორინთელის (ზუმბა) ერთობლივი პროექტის ,,ქართული სუფრის საგანძური” პრეზენტაცია გაიმართება. 13 ოქტომბერს, 17:00 საათზე, “ეროვნული ფორუმის” იდეოლოგიური მდივანი გუბაზ სანიკიძე ვაკეში, ჭავჭავაძის გამზ. №74-ის წინ (ვაკის პარკის ცენტრალური შესასვლელი) მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს. 13 ოქტომბერს, 18.00 საათზე, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სვეტიცხოვლის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სხვადასხვა ქვეყნების მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციის წარმომადგენლებთან ერთად ლოცვას აღავლენს. იხილეთ epn.ge
  3. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53390.jpgკახეთის რაიონის სოფელ კარდენახის მოსახლეობამ მგლებისგან თავდასაცავად მონადირეთა ჯგუფი შექმნა, რომელიც ღამღამობით იმორიგევებს. View the full article
  4. გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში მგლებმა ნიკოლოზ ჩახვაშვილს ხუთი ცხვარი და ერთი ბატკანი დაუგლიჯეს, _ აცნობეს `მედიანიუსს~… ლინკი მედიანიუსზე
  5. ხვალ საქართველოს მთავრობის მორიგში სხდომა გაიმართება. განსახილველი საკითხები ხვალ დილისათვის გახდება ცნობილი. პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, სავარაუდოდ,… ლინკი მედიანიუსზე
  6. ოთხი თვის ჩვილმა მესამე ხარისხის დამწვრობა მიღო. შემთხვევა გარდაბნის რიაონში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის ოჯახის წევრს აკვანში,… ლინკი მედიანიუსზე
  7. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ციტრუსის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით მეციტრუსეებს და ციტრუსის ექსპორტიორებს შეხვდა. ლევან ვარშალომიძემ ციტრუსის სეზონის მიმდინარეობისა და გასაღების ბაზრის გარდა ციტრუსის რეალიზაციის ახალ საშუალებებზეც ისაუბრა. აჭარის მთავრობის განცხადებით წელს, აჭარაში ციტრუსის მოსავალი 50-60 ათას ტონას მიაღწევს, რომლის უმეტესი ნაწილის იმპორტი კვლავ უკრაინაში მოხდება. მოსავლის ნაწილი ადგილობრივ საწარმოებშიც გასაღდება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  8. „ვისოლი“ კომპანია „ტოტალის“ საავტომობილო ზეთების ექსკლუზიური იმპორტიორი გახდა. ამიერიდან, კომპანიის მომხმარებლებს, „ტოტალის“ ზეთებისა და საპოხი მასალების შეძენა „ვისოლის“ ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით არსებულ ავტოგასამართ სადგურებზე შეეძლებათ. „ვისოლის“ ინფორმაციით, ნავთობკომპანია „ტოტალთან“ გრძელვადიანი ხელშეკრულება გაფორმდა, რითაც „ვისოლი“ „ტოტალის“ საავტომობილო ზეთებისა და საპოხი მასალების ექსკლუზიური იმპორტიორი გახდა საქართველოში. „ტოტალის“ შემოსვლასთან ერთად, „ვისოლში“ ავტოტექმომსახურების ახალი პროდუქტების დანერგვა და მომსახურების ახალი სტანდარტების დამკვიდრებაც იგეგმება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  9. რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, ტეროტირიული მთლიანობის პრობლემის გადაწყვეტა და ევროპულ ინსტიტუტებში ინტეგრაცია იქნება ის პრიორიტეტები, რომელსაც ახალი გაერთიანება "ქართული პარტია" გაატარებს. გაზიარება [18:26 12-10-2010] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TLRwJo9C7SI/AAAAAAAAEG4/_YSpEdVp_Ls/s200/2166277cd8d497da01bf13ea429149fe.jpgპარტიის მიზნებისა და ამოცანების შესახებ განცხადება მედიის წარმომადგენლებს "შეარტონ მეტეხი პალასში" გამართულ პრეზენტაციაზე გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა გააცნო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს დაშლისა და ნგრევის პროცესი, რასაც მიხეილ სააკაშვილის მმართველობა იწვევს. განცხადების მიხედვით, მთავარი, რაც სააკაშვილის რეჟიმს აცოცხლებს, არის ქვეყანაში გამეფებული ნიჰილიზმი და უიმედობა; სწორედ ამ ნიჰილიზმის დასაძლევად გაერთიანდნენ განსხვავებული წარსულის და ბევრ საკითხში განსხვავებული ხედვის მქონე ადამიანები, რადგან მიიჩნევენ, რომ ერთობის გარეშე გამარჯვების მიღწევა შეუძლებელია. როგორც სუბარმა აღნიშნა, პარტიის მიზანია, შექმნას და იბრძოლოს კეთილდღეობაზე ორიენტირებული სახელმწიფოსთვის. კეთილდღეობაში, მისივე თქმით, სამ უმთავრეს პრინციპს უნდა დაეფუძნოს - თვითმყოფადობა, უსაფრთხოება და პროგრესი. ახალი პარტიის ლიდერების აზრით, ქვეყნის განვითარებისთვის, უსაფრთხო გარემოს შექმნისა და მოქალაქეთა კეთილდღეობისთვის აუცილებელია ურთიერთობა მეზობელ სახელმწიფოებთან და საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია. ასევე, შიდა სტაბილურობა, მოქალაქეთა თანასწორობა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, სტაბილური ეეკონომიკური განვითარება, მაღალი ხარისხის განათლებისა და ჯანდაცვისკენ მისაწვდომობა და მოქალაქეთა სოციალური დაცვა. სუბარმა მედიის წარმომადგენლებს და მოწვეულ სტუმრებს გააცნო ის ჩამონათვალიც, რომელზეც "ქართული პარტია" შემდგომში სახელმწიფოს მართვას დააფუძნებს - ეს იქნება დამოუკიდებელი სასამართლო, ძლიერი პარლამენტი, რეპრესიული სისტემის მოშლა, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, სამართალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზირება, მედიის თავისუფლება, სამმართლიანი არჩევნები და პოლიტპატიმრების უპირობო გათავისუფლება. "შერატონ მეტეხი პალასში" დღეს გაიმართა ახალი პოლიტიკური გაერთიანების - "ქართული პარტიის" გუნდის პრეზენტაცია. ამ გუნდში შედიან - ირაკლი ოქრუაშვილი, სოზარ სუბარი, ლევან გაჩეჩილძე, ეროსი კიწმარიშვილი და კოკა გუნცაძე. პრეზენტაციას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე, ექსპერტები და კულტურის სფეროს მოღვაწეები. "ინტერპრესნიუსი" http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  10. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა კონკურსში ,,მე ომბუდსმენი’’ გამარჯვებული… ლინკი მედიანიუსზე
  11. აჭარის მთავრობა რეგიონში ციტრუსის სეზონთან დაკავშირებით სპეციალური გეგმის შემუშავებას აპირებს და მეციტრუსეებს სარეალიზაციო ბაზრების მოძიებას ჰპირდება. როგორც… ლინკი მედიანიუსზე
  12. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/cnn_thumb1.jpg მეთიუ ჩანსი 6 ოქტომბერს CNN-ის საერთაშორისო კორესპონდენტმა მოსკოვში მეთიუ ჩანსმა ინტერვიუ ჩაწერა მოსკოვის ყოფილ მერთან იური ლუჟკოვთან. საუბარში, რომელიც გულახდილი და ინფორმაციული გამოვიდა, ლუჟკოვმა განაცხადა – „ჩვენ ვკარგავთ დემოკრატიას საკუთარ ქვეყანაში“ და უარყო ხმები იმის თაობაზე, რომ ქვეყნის დატოვებას გეგმავს ბატონო ლუჟკოვ, თქვენ თვრამეტი წლის განმავლობაში იყავით მოსკოვის მერი, გასულ თქვეში კი რუსეთის პრეზიდენტმა უცერემონიოდ გაგათავისუფლად თანამდებობიდან. როგორ ფიქრობთ, რატომ მოგხსნეს? - თქვენს კითხვაზე მარტივი პასუხი არსებობს. მალე 2011 წელი დადგება, ახლოვდება 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. ხელისუფლებას სურს რომ მოსკოვმა მხარი იმ კანდიდატს დაუჭიროს, რომელიც მას აწყობს. მათ მოსკოვის მერის თანამდებობაზე საკუთარი წრის ადამიანი სჭირდებათ. ლუჟკოვი ჩვეულებრივი მერი არ იყო. ის გახლდათ თვითკმარი და დამოუკიდებელი. მათ კი ისეთი ადამიანი სჭირდებათ, რომელიც კრემლის ბრძანებებს შეასრულებს. აი რატომ დასრულდა ჩემი, როგორც მერის კარიერა. კრემლს სურდა, რომ ამ მნიშვნელოვანი არჩევნების წინ მოსკოვის სათავეში მისი კაცი ყოფილიყო, მაგრამ წარსულში კრემლი ხომ სწორედ თქვენ მოგმართავდათ. რა შეიცვალა, რამ უბიძგა მას იმ გადაწყვეტილებამდე, რომ თქვენ ის მერი აღარ ხართ, რომლის ნდობაც შეიძლება და მათთვის საფრთხედ იქეცით? - ეს კითხვა უფრო პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს უნდა დაუსვათ. საქმე ის არის, რომ დღეს რუსეთის პრეზიდენტად გახდომის იმედი, რეალურად მხოლოდ ორ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს – ვლადიმერ პუტინს და დიმიტრი მედვედევს. მედვედევი ბოლომდე არ იყო დარწმუნებული იმაში, რომ თუკი ოდესმე მასსა და პუტინს შორის კონკურენცია გაჩნდებოდა, მოსკოვის მერი და მოსკოველები მას დაუჭერდნენ მხარს და არა პუტინს. აი რატომ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, მიზეზიც მოიძებნა, მაგრამ ეს არ იყო რეალური მიზეზი. ნუთუ ნამდვილი მიზეზი ის არ იყო, რომ თქვენ საჯაროდ აკრიტიკებდით პრეზიდენტ მედვედევს და დაარღვიეთ რუსული პოლიტიკის დაუწერელი ოქროს კანონი? - ჯერ ერთი, ბოლო ოცი წლის განმავლობაში, მოსკოვის მერი ყოველთვის დამოუკიდებელი ფიგურა იყო, იმის მიუხედავად თუ ვინ იყო პრეზიდენტი. მოსკოვს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დამოუკიდებელი პოზიცია ეკავა. რა თქმა უნდა ხელისუფლებას ეს დამოუკიდებლობა არ მოსწონდა. მოსკოვი ერთადერთი მსხვილი ქალაქი, ერთადერთი რუსული რეგიონი გახლდათ, რომელიც თავს დამოუკიდებლად მოქმედების უფლებას აძლევდა. ხელისუფლებას კი გულზე არ ეხატება არამხოლოდ ოპოზიცია, არამედ ისინიც, ვინც საკუთარი აზრის გამოთქმას ბედავს და ეჭქვეშ აყენებს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს. ბოლო თვრამეტი წლის განმავლობაში მოსკოვმა ეს ბევრჯერ გააკეთა, რაც გამაღიზიანებელი ფაქტორი იყო, მაგრამ ახლა მათი საქმე შედარებით უკეთ წავა. თქვენ მიგაჩნიათ, რომ მიზეზი ეს არის? ნუთუ ნამდვილი მიზეზი ის არ არის, რომ თქვენ ზღვარს გადააბიჯეთ? - არა, ეს ასე არ არის. იმ საჯარო რისხვის მიზეზად, რომელიც მე თავს დამატყდა დასახელდა სტატია „მოსკოვსკი კომსომოლეცში“ რომელიც მე მომაწერეს და კიდევ ერთი სტატია „როსიისკაია გაზეტაში“, რომელიც ხიმინსკის ტყის გავლით ავტომაგისტრალის მშენებლობას მიეძღვნა. პირველი სტატია მე არ დამიწერია, მაგრამ ავტორს ვეთანხმები. მასში ნათქვამია ხალხსა და ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებს შორის უთანხმოების მოსპობის აუცილებლობაზე. რაც შეეხება სტატიას ხიმინსკის ტყეზე, მისი დაწერა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მთხოვეს. მთხოვეს ჩამომეყალიბებინა საკუთარი მოსაზრება ხიმინსკის ტყეში მიმდინარე პროცესების ეკონომიკურ ასპექტზე და მეც გავაკეთე ანალიზი. სტატია „როსიისკაია გაზეტაში“ გამოაქვეყნეს, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სტატიები არ გამხდარა ჩემი მოხსნის მიზეზი. ის უბრალოდ საბაბი იყო, რომელმაც მათ საშუალება მისცა წამოეწყოთ მოსკოვის მერის წინააღმდეგ ტალახის სროლის და ცილისწამების კამპანია. ამ საკითხს დავუბრუნდებით, მაგრამ მანამდე მინდა დამატებით გკითხოთ. ჩვენ ჟურნალისტები, რომლებიც რუსეთის საკითხებზე ვმუშაობთ, იშვიათად ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც შეიძლება ისე ახლოს იყვნენ ხელისუფლების ცენტრთან და ხედავდნენ იმას, თუ როგორ იმართება რუსეთი, როგორც თქვენ. თქვენ ხომ ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდით დღევანდელ პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინთან და პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან. ამიტომ, იქნებ გვითხრათ ვინ არის მათგან მთავარი? ვინ მართავს რუსეთს? ქვეყნის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, თუ სინამდვილეში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მაინც ვლადიმერ პუტინი იღებს? - ამის ანალიზი მიჭირს და ამ კითხვაზე პასუხისგან თავს შევიკავებ, რადგან ბოლო დროს პუტინთან და მედვედევთან არც ისე ხშირი კონტაქტი მქონდა და არ ვიცი როგორია ახლა ჩვენი ორთავიანი არწივის სიმბიოზი. ჩემთვის არა აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა იმას, თუ რომელი მათგანი იღებს გადაწყვეტილებებს და როგორია მათ შორის კოორდინაცია. მე სხვა რამ მაღელვებს, ის რაც რუსეთისთვის და მთელი მსოფლიოსთვის უფრო მნიშვნელოვანია: ჩვენ ვკარგავთ დემოკრატიას საკუთარ ქვეყნაში. განვავრცოთ რუსეთში დემოკრატიის თემა, მაგრამ მანამდე მაინც ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი იმაზე, თუ ვინ არის მთავარი ამ ტანდემში, ორთავიანი არწივის რომელი თავია უფრო მნიშვნელოვანი? - თქვენ იცით, რომ ისტორიული თვალსაზრისით უფროსი პარტნიორი პუტინია. პრეზიდენტობისას მას ჰქონდა საშუალება არ შეეწყვიტა საკუთარი უფლებამოსილება, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც რუსეთი მას მხარს დაუჭერდა, თუმცა მან მაინც არ დაარღვია კონსტიტუცია და მოიწონა მედვედევის, როგორც ქვეყნის მომდევნო პრეზიდენტის კანდიდატურა. ამ თვალსაზრისით ის უფროსი პარტნიორია, მაგრამ დრო გადის, სიტუაცია იცვლება, მედვედევი მოქმედებს. მიჭირს იმის შეფასება, თუ როგორ ხდება გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის ფორმირება. მაგრამ ეს საინტერესოა, რადგან ზოგიერთი ანალიტიკოსი თქვენი მოხსნით ასკვნის, რომ მედვედევი პუტინის ჩრდილიდან გამოდის, საჭესთან დგება და მისი პრეზიდენტობის განმავლობაში, როგორც სჩანს პირველად გადალახა რა პუტინის ნება, მან მოხსნა რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მნიშვნელოვანი რეგიონალური ლიდერი. თქვენც ასე ფიქრობთ? მართალია თუ არა ის, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, ფაქტობრივად გამოაცხადა საკუთარი პრიმატი ვლადიმერ პუტინზე, რომელიც თქვენთვის თანამდებობის შენარჩუნებას ცდილობდა? - ეს აბსოლუტურად შესაძლებელია. საქმე ის არის, რომ ჩემი აზრით მედვედევი, შეპყრობილია იმ ადამიანის სინდრომით, რომელსაც არჩევნებში თავისთავად არ გაუმარჯვია, არამედ რუსმა ხალხმა ის პუტინის რეკომენდაციით აირჩია. მორალური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს რთული მდგომარეობაა და პრეზიდენტს, რომელსაც სურს განაცხადოს რომ ის ინდივიდია, ადამიანი რომელსაც შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილებების რეალიზაცია – ასეთი მდგომარეობა ყოველთვის აწუხებდა. აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ეს არასწორი ნაბიჯი, რომელიც საზოგადოებამ პრინციპში არ მოიწონა, მედვედევმა იმისთვის გადადგა, რომ საკუთარი თავისთვის ეთქვა – მე ხომ პრეზიდენტი ვარ, მე თავად ვიღებ გადაწყვეტილებებს. ის შეეცადა ეჩვენებინა მაგალითი, თუ როგორ უნდა მოქმედებდეს სინამდვილეში პრეზიდენტი, რომელსაც გადაწყვეტილებების მიღების უნარი აქვს. მაგრამ თუკი თქვენ ჩემი აზრი გაინტერესებთ, გეტყვით რომ ხალხი პრეზიდენტის ძალაში მაშინ დარწმუნდება, როდესაც ქვეყანაში სიტუაცია გაუმჯობესდება. სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ჩვენ მედვედევის მმართველობის დროს ქვეყანაში ვხედავთ მთელ რიგ უსიამოვნო მოვლენებს – კატასტროფებს, ტერაქტებს, მოსავლის არ არსებობას და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არ იძლევა პრეზიდენტის პოსტზე მისი მუშაობის ხელშესახებ შედეგებს, მიუხედავად იმისა რომ ხალხს ის ეუბნება – ნახეთ, მე ნამდვილი პრეზიდენტი ვარ, მაგრამ როდესაც ის ჩინოვნიკებს სამსახურებიდან ხსნის, ან ისინი ერთიდან მეორე თანამდებობაზე გადაჰყავს, ან გამოდის ფურცელზე დაწერილი რაღაც პროექტების ინიციატივით, ამ ყველაფრის მიმართ ხალხს საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს. ყველა ინიციატივა კარგია, მაგრამ მას რეალური შედეგები უნდა ახლდეს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ პრეზიდენტი მედვედევი დიდად არ მოგწონთ. ხომ არ არსებობს თქვენს შორის პირადი ანტიპათია? - არა, ჩვენს შორის არანაირი ანტიპათია არ არსებობს. შესაძლოა, მისი მხრიდან ეს ყველაფერი გარემოცვის მოქმედების გამო დაიწყო. მე აბსოლუტურად ერთნაირი დამოკიდებულება მქონდა როგორც პრეზიდენტ მედვედევის, ასევე პრეზიდენტ პუტინის მიმართ. ვცდილობ ადამიანები მათი საქმეების, მათ მიერ გადადგმული რეალური ნაბიჯების და არა სიტყვების მიხედვით შევაფასო. ვსაუბრობ იმ რეალობაზე, რომელიც ქვეყანაში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და მედვედევის პრეზიდენტობის შედეგად ჩამოყალიბდა. იმედი ხომ არ გაგიცრუვდათ იმით, რომ ვლადიმერ პუტინი არ ჩაერია და თანამდებობა არ შეგინარჩუნათ? პუტინს დახმარებისთვის არ მიმართეთ? - მე ამან გამაკვირვა და დღემდე არ ვიცი როგორია პუტინის პოზიცია. პუტინის ზოგიერთი განცხადება იმას მოწმობს, რომ იგი პოზიტიურად აფასებს მოსკოვის მერის საქმიანობას. მისი თქმით, ლუჟკოვის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია არაერთგვაროვანია. პირველი - არსებობს მისი მუშაობის (პოზიტიური) შედეგები და მეორეც, მან (ანუ ლუჟკოვმა) მედვედევთან საერთო ენა ვერ გამონახა. ეს ბოლო შეფასება კარგად ვერ გავიგე. მე ვმუშაობდი და ფაქტობრივად არანაირი, არც კარგი და არც ცუდი ურთიერთობა არ მქონდა არც პუტინთან და არც მედვედევთან. თქვენ ცოტა უჩვეულოდ მოგხსნეს არა? ჯერ იყო კამპანია სახელმწიფო მედია-საშუალებებში, როდესაც თქვენს წინააღმდეგ ფაქტობრივად ძველი ბრალდებები გაისმა კორუფციაზე, არაკომპეტენტურობაზე და მერიის ადმინისტრაციულ შეცდომებზე. როგორ ფიქრობთ, რატომ დასჭირდა ხელისუფლებას საზოგადოების თვალში თქვენი ამ ფორმით დისკრედიტაცია? - პრეზიდენტმა მედვედევმა, როდესაც მას ჰკითხეს ნდობის დაკარგვის მიზეზებზე, საკუთარი ბრძანება დაიმოწმა და განაცხადა, რომ მიზეზები ცხადია. ეს პასუხი არ არის. გამოდის რომ პრეზიდენტ მედვედევს ნდობის დაკარგვის გამო მოსკოვის მერის მოხსნის არანაირი საფუძველი არ გააჩნდა, გარდა პოლიტიკურისა და საჭირო იყო როგორმე საზოგადოების დარწმუნება – საზოგადოებას კი მედვედევის გადაწყვეტილებაზე მკვეთრად ნეგატიური რეაქცია ჰქონდა, მოსკოვის და არამხოლოდ მოსკოვის თითქმის ყველა საზოგადოებრივი და პროფესიული კავშირი მედვედევს ოფიციალურად მიმართავდა მოსკოვის მერის დაცვის და მისი მისამართით განუკითხავი გადაწყვეტილებების არ დაშვების მოთხოვნით. ამ ყველაფერმა კრემლი აიძულა ეპოვა ნებისმიერი გამართლება, რომლითაც ახსნიდა იმას, თუ რატომ გახდა მოსკოვის მერი მოულოდნელად (თვრამეტწლიანი პოზიტიური საქმიანობის შემდეგ, ასევე მას შემდეგ, რაც თავად პრეზიდენტი აქებდა მერს ახალი წლის წინ თავის ცნობილ გამოსვლაში) მიუღებელი ფიგურა ხელისუფლებისთვის. გაიცა ინსტრუქციები ეპოვათ ყველა ნაკლი რაც კი მერს გააჩნდა. რადგან ასეთი ბრძანების შესრულება ძალიან რთული იყო, ამიტომ დახარჯეს უამრავი ფული და რესურსი, რათა მოსკოველებისთვის და რუსებისთვის ეჩვენებინათ, თუ როგორი ცუდია მოსკოვის მერი და როგორ ცუდ მერად გადაიქცა ის ასე უცბად. მე შემდეგი რამ შემიძლია გითხრათ. მე პრეზიდენტს წერილი მივწერე – არა საკუთარი თავის მხარდასაჭერად, არამედ იმ სიტყვებით, რომ ჩვენს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას მძიმე დღეები უდგას და არამხოლოდ მას, არამედ სხვა უმთავრეს დემოკრატიულ პრინციპებს და სახელმწიფო ტელეარხების მიერ გავრცელებული ბინძური ცილისწამება მოსკოველებს ვერაფერში ვერ დაარწმუნებს, საუბარია ცენზურაზე. მერის მხარდასაჭერი ერთადერთი გადაცემა მესამე არხზე უნდა გასულიყო, თუ სწორად მახსოვს 27 სექტემბერს, მაგრამ კრემლმა ის დაბლოკა, ხოლო მოგვიანებით პროდიუსერთა ჯგუფი რომელმაც გადაცემა მოამზადა, საერთოდ მოხსნეს ტელე-ეთერიდან. მას შემდეგ რაც ტელევიზიაზე ცენზურა დამყარდა და ის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ობიექტურ სურათს აღარ გადასცემს, მით უფრო – აღარ აშუქებს ზოგიერთი მოღვაწის საქმიანობას – გაზეთებმა რომლებზეც ცენზურა არ ვრცელდებოდა, ძალიან ფრთხილად დაიწყეს მუშაობა. გაზეთი „მოსკოვსკი კომსომოლეცი“, რომელსაც იმ სტატიის შემდეგ კრემლი თავს დაესხა, დღეს თვითცენზურითაა დაკავებული, რადგან იმაზე ფიქრობს, თუ რა მოეწონება კრემლს მათ სტატიებში და რა – არა. აი რა მაღელვებს მე ყველაზე მეტად. ჩვენტან ჯერ-ჯერობით ცენზურა არ მოქმედებს მხოლოდ ლიტერატურასა და ხელოვნებაზე. ტელევიზიებში ნამდვილი ცენზურაა. ბეჭდურ მედიაზე ოფიციალური ცენზურა ჯერ არ ვრცელდება, მაგრამ არსებობს თვითცენზურა. ინტერენეტი რა თქმა უნდა, თავისუფალ სივრცედ რჩება. მსურს ხაზი გავუსვა იმას, რომ მე საკუთარი ბედი არ მანაღვლებს. ელცინის ეპოქასთან შედარებითაც კი, ჩვენი ქვეყანა ძალიან შეიცვალა, თანაც ბევრი თვალსაზრისით. საზოგადოება თქვენი მისამართით არსებულ ბევრ ბრალდებას იზიარებს. მაგალითად მას შემდეგ, რაც მერი გახდით, თქვენი მეუღლე უძრავი ქონების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საქმოსანი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალი გახდა. თქვენ გულწრფელად ელით ხალხისგან იმის დაჯერებას, რომ აღდგენისა და გარდაქმნის პროცესში მყოფი ქალაქის თითქმის ოცწლიანი მართვის დროს, თქვენი მეუღლის წარმატებულ კარიერაში არანაირი წვლილი არ მიგიძღვით? - მითხარით რა პრივილეგიები შეიძლება მისცეს მერმა საკუთარ მეუღლეს? დავუშვათ რომ ქალაქი იძლევა საკომისიო დავალებებს. ჩვენ გვაქვს ბაზარი, მეორადი ბაზარი, სადაც შეიძლება მუშაობა მუნიციპალური ინვესტიციების გარეშე, ეს არანაირად არ უკავშირდება ქალაქის ფულს და მერს. მადლობა ღმერთს, საბაზრო ურთიერთობები მართლაც არსებობს და აი კიდევ რას გეტყვით. თქვენ იქნებ იცით, რა წილი აქვს ჩემი ცოლის კომპანიას ქალაქის ბიუჯეტში? არა, თქვენ ეს არ იცით. მე გეტყვით ციფრს და ალბათ გაგიკვირდებათ. ეს არის გიგანტური ფირმა, მაგრამ მოგებული ტენდერების ყველა საკომისიო დავალებიდან ის მხოლოდ 2%-ს იღებს. მსურს, ცოტა ხნით სხვა თემას შევეხო. ჩვენ ვცხოვრობთ რუსეთში, ის კი ჩვეულებრივი ქვეყანა არ არის. ის განსაკუთრებულია. [XX საუკუნის დასაწყისის ამერიკელმა მწერალმა] თეოდორ დრაიზერმა სამი ცნობილი რომანი დაწერა: „გენიოსი“, „ფინანსიტი“ და „ტიტანი“. ერთგან ახალგაზრდა გმირია, რომელიც იწყებს საპნის ვაჭრობით და ძალიან მსხვილი ბიზნესმენი, მულტიმილიონერი ხდება. ამერიკელთა მრავალი თაობა სწავლობდა ამას, თუ როგორ უნდა დაიწყო ნულიდან. ჩემი მეუღლე ქარხანაში მუშაობდა, ის ძალიან უბრალო ოჯახიდანაა, მაგრამ მას განსაკუთრებული ნიჭი აქვს. უნივერსიტეტი ეკონომისტის დიპლომით დაამთავრა და ნულიდან დაიწყო. დააფუძნა კომპიუტერულ პროგრამირებასთან დაკავშირებული პატარა ბიზნესი. შემდეგ შეიძინა პლასტიკატის მწარმოებელი პატარა საწარმო და მშენებლობით ამის შემდეგ დაკავდა. ის ნელ-ნელა ავითარებდა თავის ბიზნესს და ოც წელიწადზე მეტია ამ საქმითაა დაკავებული, თანაც დიდწილად მოსკოვის გარეთ. მისი საწარმოები მთელს ქვეყანაშია და უცხოეთშიც. სწორედ ამიტომ კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ჩვენ წესიერი ხალხი ვართ. ის თავის ბიზნესს წესიერად აკეთებდა, მე კი (თუკი რაიმე ცოდვა მაქვს) მივწერდი პრეზიდენტს ასეთ წერილს? და კიდევ ერთი, როდესაც მე პრეზიდენტს წერილს ვწერდი – მკაცრ, კრიტიკულ წერილს, რომელიც მას აშკარად არ მოეწონა, სადაც მე დემოკრატიაზე და ცენზურაზე ვსაუბრობდი – რჩევა მეუღლეს ვკითხე და მან მითხრა: „დაწერე, შენ ხომ მართალი ხარ“. ახლა კი თქვით – მას რომ მიაჩნდეს, რომ რაღაც ცოდვები აქვს, მომცემდა კი ასეთ რჩევას? არასდროს! ვიმეორებ: ჩვენ ასე იმიტომ ვმოქმედებთ, რომ წესიერი ხალხი ვართ. მოდით საკითხს ცოტა ფართოდ შევხედოთ. ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, რომ თქვენმა მეუღლემ მილიარდობით დოლარი იშოვა მშენებლობებსა და სხვა დარგებში იმ დროს, როდესაც თქვენ მოსკოვის მერი იყავით და მან ეს ფული დიდწილად მოსკოვში იშოვა, როდესაც თქვენ იყავით მოსკოვის მერი - არ ფიქრობთ, რომ ყველაზე ცოტა აქ ინტერესთა კონფლიქტია? - არა, ამაში დარწმუნებული ვარ. ის ბიზნესს აკეთებდა რეგიონებში – როსტოვში, კრასნოდარში და უცხოეთშიც. აქ რა ინტერესთა კონფლიქტი უნდა არსებობდეს? არა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მერი მას ბიზნესში არანაირად არ ეხმარებოდა. უნდა გვიხაროდეს ის, რომ ადამიანს ნიჭი აქვს და მას დარღვევებში არ უნდა ვადანაშაულებდეთ. იცით, მე ცოტა არ იყოს იმედგაცრუებული ვარ ჩვენი შეხვედრით. თქვენ საუბრობთ იმაზე, რასაც სენსაციებისა და სკანდალის სუნი ასდის. CNN-თან მე სერიოზული საკითხების განხილვას და იმაზე საუბარს ვგეგმავდი რაც ჩვენი ქვეყნისთვის და შესაბამისად მთელი მსოფლიოსთვის სახიფათოა. ამაზეც ვისაუბრებთ. გაღელვებთ თუ არა ის, რომ თუკი თქვენ კრემლის გაღიზიანებას მომავალშიც განაგრძობთ, თქვენი და თქვენი მეუღლის მიმართ გამოძიება დაიწყება და კორუფციის ბრალდებით თქვენს წინააღმდეგ საქმეს აღძრავენ. - არა. შეიძლება ეს შეუკვეთონ, როგორც შეუკვეთეს (რუსულ) მედიას, მაგრამ კანონის და ჭეშმარიტების თვალსაზრისით – მე საკუთარ თავში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. მოდით, თქვენს მომავალზე ვისაუბროთ. რის გაკეთებას გეგმავთ ცხოვრებაში? თქვენ უკვე მიიღეთ თანამდებობა მოსკოვის ერთ-ერთ უნივერსიტეტში და როგორც გავიგე, საკუთარი პოლიტიკური მოძრაობა დააფუძნეთ. პოლიტიკაში დარჩენას აპირებთ? - რა თქმა უნდა, პირველი საკითხი უკვე გადაწყვეტილია. მე დამნიშნეს მსხვილი ქალაქების მართვის ფაკულტეტის დეკანად და მადლიერი ვარ უნივერსიტეტის პრეზიდენტის და მოსკოვის ყოფილი მერის იმისთვის, რომ მან ეს თანამდებობა მომცა. რაც შეეხება მეორე საკითხს, პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ. ახლა კონსულტაციებს ვმართავ. უამრავი ადამიანი მიკავშირდება, როგორც ბევრი სხვადასხვა მმართველი, ასევე მოქალაქე, რომლებსაც აღელვებთ ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია, ჩვენი პოლიტიკური სისტემა და თავისუფელბებისა და დემოკრატიის შეზღუდვა, ასევე ჩვენი მხრიდან სხვადასხვა პოლიტიკური სტრუქტურების შექმნის უნარი. ასე რომ კონსულტაციებს ვმართავთ. ვფიქრობ, ამის შემდეგ გადავწყვეტთ, რა კონფიგურაცია მოგვიხდება. ერთადერთი რისი თქმაც ახლავე შემიძლია ჩვენს საზოგადოებრივ მოძრაობაზე, რომელიც სავარაუდოდ პარტიის ფორმას მიიღებს – არის ის, რომ პირველ ეტაპზე ჩვენ შევეცდებით რუსეთის გუბერნატორების და მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის მერების თავისუფალი არჩევნების აღდგენას მივაღწიოთ. ეს პირველი ნაბიჯია, რომლის გაკეთებაც აუცილებელია და დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ამ მოძრაობას მხარს დაუჭერს. რადგან ახლა ჩვენ არავის არჩევა არ შეგვიძლია. ჩვენი პოლიტიკური სისტემა ისეთია, რომ სახელმწიფო დუმაში ცალკეულ კანდიდატს ვერ აირჩევ, ხმის მიცემა მხოლოდ პარტიული სიებისთვის შეგიძლია. ეს ძალიან არასწორია. დღეს გუბერნატორებს ნიშნავენ. ის რომ მათ რეგიონალური პარლამენტები ირჩევენ – ეს ფორმალობაა. სინამდვილეში, გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი. ვფიქრობ, ეს არასწორია. შესაძლოა, ეს წესი მისაღები იყო, როდესაც ბესლანის შემდეგ ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობდა, როდესაც საჭირო იყო მთელი ხელისუფლების კონსოლიდაცია და პრეზიდენტ პუტინის დახმარება ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში, მაგრამ ახლა მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტები ჯერ კიდევ არსებობენ, საჭიროა დემოკრატიული არჩევნების დაბრუნება. სწორედ ეს არის ერთ-ერთი ის საკითხი, რომელიც ადამიანთა საკმაოდ დიდ რიცხვს აღელვებს და აღიზიანებს. რუსეთში დარჩენას აპირებთ? უამრავი ჭორი დადის… მაგალითად, ის რომ თქვენ შეიძლება დაიმალოთ ავსტრიაში, თქვენს ერთ-ერთ სახლში. ასეთი ხმებიც კი გავრცელდა, რომ ბელორუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ თავის მთავრობაში მაღალი თანამდებობა შემოგთავაზათ. მართალია? - მე კარგი ურთიერთობა მაქვს პოსტ-საბჭოთა ქვეყნების თითქმის ყველა ლიდერთან და მიმაჩნია, რომ ეს ძალიან კარგია. რაც შეეხება ჩემს მომავალს, მე ქვეყნის დატოვებას არ ვაპირებ. თუკი საუბარი პოლიტიკური საქმიანობის დაწყებაზეა, მაშინ ეს საქმიანობა აქ უნდა წარიმართოს, ჩემს ქვეყანაში, სადაც დავიბადე და ვცხოვრობ. მე მოსკოველი ვარ და სხვაგან არსად არ ვაპირებ საცხოვრებლად გადასვლას, მიუხედავად იმისა რომ მთელი ჩემი ოჯახის ცხოვრება გამჭვირვალეა და ჩვენ გვაქვს სახლი ლონდონში, თუმცა ეს არანაირი სასახლე არ არის, როგორც ამას პრესაში წერენ, თუმცა ისიც ვიცი თუ ვის ეკუთვნის ის სინამდვილეში, ის რუსეთის მოქალაქეა და ყველაფერს მალავს. ჩვენ გვაქვს ზამთრის დასასვენებელი და გოლფის სათამაშო ადგილიც. ჩემს შვილებს ძალიან უყვართ ლონდონი, მაგრამ ჩვენ რუსეთიდან არსად არ წავალთ, მიუხედავად იმისა რომ ჟირინოვსკის ეს ძალიან სურს. როდესაც ერთი კვირით საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად გავემგზავრე, ის შეშლილივით გაჰკიოდა რომ გავიქეცი და აღარ დავბრუნდები. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ჩვენ წესიერად ვმუშაობდით და არაფრის არ გვეშინია, მაგრამ სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში ისე უნდა განვითარდეს, რომ ცხოვრება უფრო დემოკრატიული გახდეს. სამწუხაროდ ახლა ჩვენთან დემოკრატია იმაზე ნაკლებია, ვიდრე ელცინის პერიოდში. ორიგინალი ორიგინალი
  13. რუსეთის ფედერაციის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებების ფონზე, რომ დაღესტანი არის ერთერთი ყველაზე "ცხელი" წერტილი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს შორის და რომელზეც მოდის 2010 წელს განხორციელებული ტერორისტული აქტების ნახევარზე მეტი, მეორე ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკა ინგუშეთში ნაპოვნი იქნა ასაფეთქებელი ნივთიერების მთელი არსენალი.ინგუშეთის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებმა ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების ჩატარებისას, რესპუბლიკის ნაზრანის რაიონის ტყის ერთერთ მასივში აღმოაჩ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  14. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის თქმით, საქართველო კრემლის რეჟიმთან საუბარს მანამდე არ აპირებს, ვიდრე საქართველოს დეოკუპაციისა… ლინკი მედიანიუსზე
  15. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53391.jpgუახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეები ისრაელში უვიზოდ იმგზავრებენ. ასეთ შეთანხმებას მიაღწიეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ და ისრაელის ტურიზმის მინისტრმა სტას მისეჟნიკოვმა. View the full article
  16. ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,7990 ლარის ნიშნულზე გამყარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, შესაბამისად, ხვალ ძალაში შევა… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...