planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
მიწის ქვეშ 2 თვეზე მეტის გატარების შემდეგ, ჩილელი მაღაროელები ოქროსა და სპილებძის მაღაროდან ერთმანეთის მიყოლებით ამოიყვანეს. გადარჩენილები… ლინკი მედიანიუსზე
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/el_pais.jpg პილარ ბონეტი ჟენევაში დღეს საქართველოს, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები იმართება ხუთშაბათს ჟენევაში, საქართველოს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები განაახლებენ მოლაპარაკებებს, რომლებიც დღემდე თბილისის და სეპრატისტული რეგიონების პოზიციათა შეუთანხმებლობით ხასიათდებოდა. ეს რეგიონები 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. მოლაპარაკებები ევროკავშირის, აშშ–ს, ეუთოს და რუსეთის ეგიდით მიმდინარეობს და იმ შეთანხმების გაგრძელებაა, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამავლობით გაფორმდა მას შემდეგ, რაც 2008 წლის 12 აგვისტოს მან შეძლო ბოლო მოეღო ომისთვის, რომელიც სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალზე საქართველოს თავდასხმით დაიწყო. ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი (მეცამეტე) რაუნდის წინ, სააკაშვილმა კავკასიური „ერთობის“ პოლიტიკის რეალიზაცია დაიწყო, რომელიც სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეას წარუდგინა. ამ პოლიტიკის თანახმად, ჩრდილოეთ კავკასია, (რომელიც რუსეთის შემადგენლობაში შედის) და სამხრეთ კავკასია (სადაც საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და სამი სეპარატისტული ავტონომია, მათ შორის მთიანი ყარაბახი მდებარეობს) ერთი ორგანიზმია („თავისუფალი, სტაბილური და ერთიანი“), სადაც თბილისს ცენტრის და მისაბაძი მოდელის ფუნქცია აქვს. „არ არსებობს არც ჩრდილოეთი და არც სამხრეთ კავკასია, არსებობს მხოლოდ ერთი კავკასია, რომელიც ევროპას ეკუთვნის და რომელიც ერთ მშვენიერ დღეს, საქართველოს გზის კვალდაკვალ თავისუფალი ხალხების ევროპულ ოჯახს შეუერთდება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ნიუ–ორკში. „ჩვენ კავკასიელებს, იმ დასაბუთებული ან დაუსაბუთებელი საფრთხეების გამო, რომ შეიძლება სხვა დიდ სახელმწიფოებს ან ერთმანეთს გავენადგურებინეთ, ძალიან ხშირად გვქონდა იმის იმედი, რომ მეზობელი იმპერიები დაგვიცავდნენ“, – აღნიშნა მან. სააკაშვილის მიერ ორშაბათს ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, 13 ოქტომბრიდან, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებში ცხოვრობენ, საქართველოში გამგზავრებისთვის ვიზები აღარ დასჭირდებათ იმ თანამემამულეებისგან განსხვავებით, რომლებიც რუსეთის სხვა რეგიონებში ცხოვრობენ და რომლებსაც ძველებურად დასჭირდებათ ვიზების გაფორმება. ბრძანების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ტერიტორიულ–ადმინისტრაციულ ერთეულებზე, სადაც ძირძველი მოსახლეობა ცხოვრობს (ეთნოკულტურული ჯგუფები, რომლებიც ძირითადად მუსულმანებისგან შედგება და რომლებიც ამ მიწებზე რუსეთთან შეერთებამდე ცხოვრობდნენ). კერძოდ, საუბარია დაღესტანზე, ჩეჩნეთზე, ჩრდილოეთ ოსეთზე, ყაბარდო–ბალყარეთზე, ყარაჩაი–ჩერქეზეთსა და ადიღეაზე. იმავდროულად, ეს უვიზო რეჟიმი არ ვრცელდება არც კრასნოდარის და არც სტავროპოლის მხარეების მოსახლეობაზე. ეს მხარეებიც კავკასიის ნაწილია და დიდწილად რუსებითაა დასახლებული. ადიღეა, რომელზეც უვიზო რეჟიმი ვრცელდება, კრასნოდარის მხარეში შედის და ადმინისტრაციულად მას ექვემდებარება. ადიღეას მოსახლეობა ჩერქეზების შთამომავლებისგან შედგება. კონფლიქტური ზონა სააკაშვილის გადაწყვეტილება ზემოთხსენებული რესპუბლიკების მცხოვრებლებს საქართველოს ტერიტორიაზე 90 დღის განმავლობაში ყოფნის შესაძლებლობას აძლევს. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებას რუსეთის ხელისუფლების მწვავე რეაქცია მოჰყვა. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ამ ნაბიჯს „პროპაგანდისტული“ უწოდა. რუსეთის მთავრობამ 2025 წლამდე ჩრდილოეთ კავკასიის განვითარების სპეციალური სტრატეგია შეიმუშავა. ეს რუსეთის კონფლიქტური და ყველაზე ჩამორჩენილი რეგიონია, სადაც მუდმივად ტერორისტული აქტები ხდება. კავკასიაში სიკვდილიანობის და შობადობის დონე ყველაზე მაღალია (დიდიწილად მუსულმანური მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში), ასევე ყველაზე მაღალია უმუშევრობის დონეც (50%–ზე მეტი) და აქ ყველაზე მეტი სოფლის მცხოვრებია (60%–ზე მეტი). როგორც ამ დოკუმენტიდან ჩანს, კავკასიაში რუსების რიცხვი 90–იანი წლების შემდეგ შემცირდა და მთავრობა ამ რეგიონში რუსული მოსახლეობის რიცხვის გაზრდას გეგმავს. საქართველოს ინიციტივამ შეიძლება პრობლემები შეუქმნას 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის ჩატარებას. თბილისი ყველანაირად მხარს უჭერს ადიღეაში დაწყებულ მოძრაობას, რომელიც გამოდის ინიციტივით ჩერქეზების (კავკასიის ერთ–ერთი ძირძველი ხალხი) ბედი გენოციდად შეფასდეს: ჩერქეზები 1864 წელს რუსეთის მხრიდან მათი მიწების დაპყრობის შემდეგ იძულებული გახდნენ სახლები დაეტოვებინათ. 2008 წლის ომამდე მოსკოვი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულბას გამოხატავდა: მათ რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნა უვიზოდ შეეძლოთ, მაშინ როცა დანარჩენი საქართველოს მოქალაქეებს ამ დოკუმენტის გაფორმება უწევდათ. ომის შემდეგ რუსეთმა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში თავისი სამხედრო ბაზები განათავსა. საქართველო, რომელიც რუსეთს „ოკუპანტად“ მიიჩნევს, უარს ამბობს ამ ავტონომიების საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად და თანასწორ მოსაუბრეებად აღიარებაზე. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღიარა ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ, თუმცა ისინი არ უცვნია არცერთ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს, ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსაც კი, მიუხედავად იმისა, რომ მან ამის პირობა დადო მოწმეების თანდასწრებით, როგორც ამას რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ამტკიცებს. სექტემბერში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკვე მესამედ ბოლო სამი წლის განმავლობაში მიიღო რეზოლუცია დევნილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებაზე, რომლებმაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ამ მიწებზე გაჩაღებული შეიარაღებული კონფლიქტების გამო დატოვეს. სააკაშვილი ამტკიცებს, რომ დევნილთა რიცხვი დაახლოებით 500 000–ია, თუმცა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ამ ციფრს ეჭქვეშ აყენებენ. ჟენევის მოლაპარაკებებზე აფხაზეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ ჩირიკბა ამტკიცებს, რომ აფხაზეთის გალის რაიონში 50 000 ადამიანი დაბრუნდა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს ამ ციფრების გადამოწმებას სთხოვს. თავის მხრივ, სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ბორის ჩოჩიევი ამბობს, რომ არ შეიძლება დევნილებად იმ ქართველების მიჩნევა, რომლებიც ლენინგორის რაიონში ცხოვრობენ (ქართულად ახალგორის რაიონი, რომლებიც ოსებმა 2008 წლის აგვისტოში დაიკავეს). სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ ეს ქართველები თავისუფლად კვეთენ საქართველო–სამხრეთ ოსეთის საზღვარს, ორივე ქვეყანაში აქვთ საცხოვრებელი სახლები და სარგებლობენ გადაადგილებულ პირთა შეღავეთებით, რომლებსაც საქართველო მათ საერთაშორისო დახმარების წყალობით სთავაზობს. ჩოჩიევის თქმით, „ყოველთვიურად, 18–დან 20 ათასი ადამიანი კვეთს ლენინგორის საზღვარს“. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წარმომადგენლებს ჟენევაში იმის მიღწევა სურთ, რომ საქართველომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული ვალდებულება აიღოს. თუმცა საქართველო მზადაა მსგავი დოკუმენტის ხელმოწერის შესაძლებლობა მხოლოდ რუსეთთან და არა სეპარატისტებთან მიმართებაში განიხილოს. ორიგინალი ორიგინალი
-
<p style="text-align: justify; ">http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/bne_logo_120.gif სამანტა შილდსი საქართველომ 8 ოქტომბერს თურქეთთან საზღვრის მართვის გამარტივების შეთანხმებას მოაწერა ხელი. მისი მიზანი ჩინეთსა და ევროპას შორის საქონლის ტრანსპორტირებისთვის თავისი, როგორც სატრანზიტო დერეფნის მიმზიდველობის განმტკიცება და ტურისტთა ნაკადის გაზრდაა ახალი სისტემის თანახმად, ორ ქვეყანას შორის საზღვრის გადალახვისას საჭირო იქნება მხოლოდ ერთი საბაჟო შემოწმება და მხოლოდ ერთი წყება ორენოვანი დოკუმენტებისა. დღემდე საჭირო იყო შემოწმებისა და დოკუმენტების ორი წყება, რაც პროცესს ხანგრძლივს და დამღლელს ხდიდა. „ყველაფერი განახევრდა. აღარ ჩატარდება ორმაგი შემოწმება. ჩვენი გათვლით, ეს საკონტროლო პუნქტებზე გასატარებელ დროს 40%-ით შეამცირებს. ეს ნიშნავს იმას, რომ საბაჟოებზე დამატებით ექვსი ან შვიდი საათი გაჩნდება“ – ამბობს კახა ბაინდურაშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, რომელმაც სტამბოლში ხელი მოაწერა დოკუმენტს თურქეთის სახელმწიფო მინისტრ ჰაიატ იაზიჩისთან ერთად. მან დასძინა, რომ შეთანხმებამ დაადასტურა ორ ქვეყანას შორის არსებული ნდობა და იმეორებს სისტემას, რომელიც მოქმედებს საფრანგეთსა და შვეიცარიას შორის არსებულ საზღვარზე – „იდეა ისაა, რომ განმტკიცდეს სატრანსპორტო დერეფანი და ვცადოთ ჩვენს შორის დღემდე არსებული ყველა ბარიერის გაუქმება“. თურქეთი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკური სამსახურის ბოლო მონაცემებით, მან ამ წლის იანვრიდან-აგვისტომდე საქართველოდან $151 მილიონის გაიტანა და $527 მილიონის ღირებულების საქონელი შემოიტანა. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თურქეთის პრეზიდენტი ტაიპ ერდოღანი მაისში სააკაშვილის საჩვენებელ საინვესტიციო ქალაქ ბათუმში ერთმანეთს შეხვდნენ და სააკაშვილმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებმა „სამაგალითო“ დონეს მიაღწია. ორი გამშვები პუნქტი, ერთი სარფში ბათუმიდან დაახლოებით 20 კილომეტრის მოშორებით და მეორე ვალეში უკვე ოპერირებენ. მესამე კარწახში 2011 წელს ამოქმედდება – განაცხადა ბაინდურაშვილმა. ახალი წესები იმოქმედებს არა მხოლოდ საქონლის გადამტან საბარგო მანქანებთან, არამედ ნებისმიერ ტრანსპორტთან დაკავშირებით, რომელიც გადაკვეთს საზღვარს. მთავრობა იმედოვნებს რომ გამარტივებული სისტემა მიუახლოვებს მას დასახულ მიზანს და საქართველოში ზაფხულში ჩამოსვლის მსურველთა რიცხვს გაზრდის, რადგან მათ აღარ დასჭირდებათ ისე დიდი დროის გატარება საზღვრებთან, როგორც ეს წინათ იყო, რაც განავითარებს ტურიზმის სექტორს. „იმით, რომ საზღვრის გადალახვა უფრო იოლი გახდება და დაჩქარდება, ტურიზმს ხელი შეეწყობა, ხოლო ჩვენ ყველა სახის ტურისტს მივესალმებით, იმოგზაურებენ ისინი ფეხით თუ მანქანებით“ – განაცხადა ბაინდურაშვილმა. ორიგინალი ორიგინალი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/10/nybook.gif ემი ნაითი საწყალი იური ლუჟკოვი. ის უბრალოდ ენას ვერ აჩერებს. ის იყო ქარიშხალი ჩადგა, რაც სექტემბერში მერის პოსტიდან მისი მოულოდნელი გადაყენების გამო ამოვარდა, რომ ლუჟკოვმა CNN-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ხელახლა თავს დაესხა რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს – კაცს, რომელმაც ის თანამდებობიდან გაათავისუფლა: „სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ჩვენ მედვედევის მმართველობის დროს ქვეყანაში ვხედავთ მთელ რიგ უსიამოვნო მოვლენებს – კატასტროფებს, ტერაქტებს, მოსავლის არ არსებობას და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არ იძლევა პრეზიდენტის პოსტზე მისი მუშაობის ხელშესახებ შედეგებს“ რა თქმა უნდა, ლუჟკოვს უკმაყოფილების უფლება აქვს. 18 წელი ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ ის მოხსნეს, ოფიციალური ვერსიის თანახმად „რუსეთის პრეზიდენტის ნდობის დაკარგვის გამო“. (რუსეთის ფედერაციაში რეგიონების გუბერნატორები, მათ შორის მოსკოვის მერი უშუალოდ პრეზიდენტის მიერ ინიშნება და პირადად მას ემორჩილება). ცხადია რომ ლუჟკოვის გადადგომა პროვოცირებული იყო მისი ღია და ხმამაღალი კრიტიკით კრემლის მიმართ, მაგრამ როგორც რუსი ჟურნალისტი ევგენია ალბაცი აღნიშნავს – „არც ერთი გამარტება არ თქმულა არც პრეზიდენტის, არც პრემიერ-მინისტრ პუტინის მხრიდან იმის თაობაზე, თუ რა ჩაიდინა მან ისეთი, რის გამოც ნდობა დაკარგა“. ალბაცმა, რომელიც ყოველკვირეული ჟურნალის New Times-ის მთავარი რედაქტორია ლუჟკოვთან სამსაათიანი ინტერვიუ ჩაწერა, რომლის დროსაც მოსკოვის ყოფილმა მერმა მას უამბო, რომ ტრადიციული პრაქტიკის საპირისპიროდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციას მისთვის არანაირი ალტერნატიული თანამდებობა არ შეუთავაზებია, რაც მის პრესტიჟს გადაარჩენდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა ლუჟკოვს უბრალოდ უთხრა, რომ ის მშვიდად უნდა წავიდეს. თუკი ის ამას არ გააკეთებს, მასსა და მის მეუღლეზე (სამშენებლო ინდუსტრიის მაგნატსა და მილიარდერ ელენა ბატურინაზე) ნადირობა დაიწყება. ასევე არ არის გამორიცხული, რომ მის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით საქმე აღიძვრებოდა. რატომ მოექცა ასე უხეშად რუსეთის პრეზიდენტი ლუჟკოვს? 10 მილიონიანი ქალაქის მერის პოსტზე საქმიანობის შემაშფოთებელი შედეგების გამო? ახლახანს ლუჟკოვის მმართველობაზე დამოუკიდებელი ანგარიში გამოქვეყნდა, სათაურით „ლუჟკოვი, შედეგები 2“. დოკუმენტი იძლევა შესაძლებლობას მისი საქმიანობა შიგნიდან შევაფასოთ. დასკვნის ავტორების, ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის ლიდერების ბორის ნემცოვის და ვლადიმერ მილოვის თქმით, „მოსკოვში კორუფციამ ცხოვრებისა და საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში შეაღწია, დაწყებული მაღალჩინოსნებისთვის ქრთამების გადახდით, დასრულებული მილიციონერების მხრიდან გამოძალვითა და მექრთამეობით ბავშვების საბავშვო ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში მოწყობისა და პოლიკლინიკებსა და საავადმყოფოებში მკურნალობისთვის“. ავტორების მტკიცებით, ასეთი კორუფციის ყველაზე ნათელი მაგალითი თავად ლუჟკოვია: „ბოლო ათი წლის განმავლობაში ლუჟკოვმა ხელი მოაწერა ათობით ბრძანებულებას, რომელმაც მის მეუღლეს მოსკოვის მიწებზე მშენებლობის უფლება მისცა“. გარდა ამისა, გარიგებამ რომლითაც ბატურინამ წარსულში შეიძინა სახელმწიფო ბინათმშენებლობის კომბინატი, მას საშუალება მისცა „საყოფაცხოვრებო სამშენებლო ბაზრის 20%-ზე კონტროლი დაემყარებინა“, რამაც ეს ოჯახური წყვილი მილიარდერებად აქცია. ასეთმა მოქმედებებმა, მოსკოვში ცხოვრების დონეზე დამანგრევლი გავლენა იქონია. ნემცოვი და მილოვი აღნიშნავენ, რომ მოსკოვში მკვლელობათა რიცხვი ხუთჯერ მაღალია, ვიდრე ევროპის სხვა ქალაქებში, რომ ჰაერის დაბინძურებას, რასაც დამატებით ამძიმებს მოსკოვის საშინელი საგზაო მოძრაობა და საცობები, ონკოლოგიური და რესპირატორული დაავადებების ზრდა მოჰყვა და მათი დონეც სამნახევარჯერ მაღალია, ვიდრე რუსეთის სხვა რეგიონებში. როგორც ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, ბრიტანეთის სარეიტინგო სააგენტო Mercer-მა 2008 წელს მოსკოვს მსოფლიოში ყველაზე ძვირი ქალაქის წოდება მიანიჭა (2010 წელს ის სიძვირით მეოთხე ადგილზე ჩამოვიდა). სხვაობა ყველაზე მდიდარი ადამიანების 10%-ს შემოსავლებს და ყველაზე ღარიბი ადამიანების 10%-ს შორის – 42-ია. ეს ციფრი შოკისმომგვრელია. Mercer-მა მოსკოვს 171-ე ადგილი მიუჩინა ცხოვრების დონისა და ქალაქის ინფრასტრუქტურის დონის მიხედვით და ამით რუსეთის დედაქალაქი ჰარარისა და ლაგოსის გვერდით დააყენა. (2010 წელს ის ოდნავ ამაღლდა და 166-ე ადგილი დაიკავა). ნემცოვი და მილოვი ერთადერთი არ არიან, ვინც განგაშის ზარს სცემს ამ ცნობილი წყვილის საქმიანობის ირგვლივ – ოჯახს დიდი სასახლე აქვს ავსტრიის კიტცბიულეში, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და იმავე ქვეყანაში გოლფის სათამაშო მოედანი, დიდი მამული ლონდონში და მდიდრული ავტომანქანების მთელი პარკი, რომელიც არ ჩამოუვარდება ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის (კრემლის კიდევ ერთი კადრი) კოლექციას. სინამდვილეში „ლევადა-ცენტრის“ მიერ 2009 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მოსკოვის მცხოვრებლების 50%-ს მიაჩნია, რომ კორუფციის გამო ლუჟკოვის მოხსნა და მის წინააღმდეგ საქმის გამოძიება აუცილებელია. თუმცა, როგორც სჩანს ლუჟკოვის გადაყენება არ უკავშირდება მის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტებსა და ცუდ მმართველობას, რადგან მრავალი წლის განმავლობაში კრემლი ამაზე თვალს ხუჭავდა. მართალია კორუფციასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა კრემლს ხელთ გარკვეული ბერკეტები მისცა, თუმცა ლუჟკოვის მოხსნის უფრო რეალური მიზეზი, როგორც სჩანს მისი გადაწყვეტილება გახდა დაეკავებინა ერთ-ერთი მხარე მედვედევის და პუტინის ბანაკებს შორის უკვე აშკარად დაწყებულ ბრძოლაში იმის ირგვლივ, თუ ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი 2012 წლის არჩევნებში. (როგორც ეს ბევრმა აღნიშნა, პუტინი არ გამორიცხავს იმას, რომ კიდევ ერთხელ მიიღებს მონაწილობას საპრეზიდენტო არჩევნებში. რაც საეჭვოს ხდის იმას, რომ იგი მხარს დაუჭერს მედვედევის ხელახლა მონაწილეობას არჩევნებში). ბოლო თვეებში მედვედევის მხარდამჭერები პრეზიდენტს ამხნევებენ და მოუწოდებენ მას გასცდეს ფრთხილ განცხადებებს „მოდერნიზაციის“ შესახებ და გამოწვევა გაუგზავნოს მისი დამრიგებელის პუტინის სურვილს შეინარჩუნოს არსებული სიტუაცია. ამ სტრატეგიის ნაწილია ძველი გვარდიის ჩინოვნიკების (მათ შორის რუსეთის ზოგიერთი რეგიონის გუბერნატორის) მოხსნა, რომლებმაც კარიერა ჯერ კიდევ ელცინის ეპოქაში გაიკეთეს. მოსკოველი ანალიტიკოსების თქმით, ლუჟკოვს როგორც ამ ძველი გვარდიის წევრს, მედვედევის გადაწყვეტილება არ მოსწონდა და ზაფხულის ბოლოს თამამი ნაბიჯი გადადგა, როდესაც პრეზიდენტი ღიად გააკრიტიკა. ეს საბედისწერო შეცდომა იყო. მან მედვედევის და მისი მოკავშირეების (რომლებმაც ლუჟკოვის და მისი მეუღლის წინააღმდეგ მასშტაბური მედია-კამპანია გააჩაღეს და მერი კორუფციასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულეს, რითაც მის მოხსნას გზა გაუხსნეს) გადაწყვეტილების სიმტკიცე საკმარისად ვერ შეაფასა. CNN-თან ინტერვიუში, კითხვაზე გული ხომ არ დაწყდა, რომ პუტინი არ ჩაერია და მას მხარი არ დაუჭირა, ლუჟკოვმა აღიარა: „მე გაკვირვებული დავრჩი“. მედვედევს რომ ლუჟკოვის მოხსნის პოლიტიკური ნება არ გამოეჩინა, ის 2012 წელს ხელახალი არჩევის ყველა შანსს დაკარგავდა. ხისტი და მტკიცე პუტინისთვის ღირსეული ალტერნატივის შესაქმნელად, ის უნდა გამკლავებოდა ურჩ ლუჟკოვთან ბრძოლას. ახლა მას გამარჯვების შანსი აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი საკმარისად ძლიერი და გავლენიანია იმისთვის, რომ ყოფილი მერის წინააღმდეგ სამართალდამცავებმა საქმე აღძრან. მას ალბათ ამის გაკეთება არც სურს, მიუხედავად იმისა რომ ლუჟკოვი დღემდე არ ჩერდება. როგორც მაიკლ ბომმა Moscow Times-ში აღნიშნა, პუტინს და მედვედევს ყველაზე ნაკლებად სურთ ის, რომ „ლუჟკოვმა ფარდა ახადოს კორუფციის რეალურ მასშტაბებს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში. ლუჟკოვი მიხვდა, რომ ამ მხრივ ტანდემი ჩიხში მოაქცია და სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ის სიმტკიცე და ქედმაღლობა, რომლითაც ის გამოირჩეოდა მთელი ამ კამპანიის განმავლობაში მისი მოხსნის პერიოდის ჩათვლით და მისი ღია დაპირისპირება მედვედევთან“. პარტია „ერთიანი რუსეთის“ (მოსკოვის სახელმწიფო დუმას უმრავლესობა და პარტია, რომელმაც გუშინდელ არჩევნებში რუსეთის მთელ რიგ რეგიონებში დამაჯერებლად გაიმარჯვა) მოსკოვის განყოფილების ხელმძღვანელებმა პრეზიდენტ მედვედევს განსახილველად გადასცეს სია, სადაც ლუჟკოვის შესაძლო შემცვლელის ოთხი კანდიდატურაა ჩამოთვლილი. ყველაზე რეალური კანდიდატურა – პრემიერ-მინისტრის მოადგილე სერგეი სობიანინია. ის პუტინზე მუშაობს და ბევრი ანალიტიკოსი მას პუტინის მიმდევრად მიიჩნევს, თუმცა სობიანინს მედვედევთანაც კარგი ურთიერთობა აქვს, რომელმაც 2007 წელს, საპრეზიდენტო კამპანიის დროს ის საკუთარი საარჩევნო შტაბის უფროსად დანიშნა. ამიტომ, საეჭვოა პუტინი-მედვედევის კონკურენციის დროს მან რომელიმეს მხარე დაიკავოს. ეს კონკურენცია კი როგორც სჩანს საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოვებასთან ერთად გამწვავდება. ვინც არ უნდა გახდეს ახალი მერი, კრემლის ხელმძღვანელობა მას გაცილებით მტკიცედ გააკონტროლებს, ვიდრე ამას დამოუკიდებელ ლუჟკოვთან დაკავშირებით აკეთებდა და ეს პრეზიდენტ მედვედევისთვის დიდი პლუსია. ლუჟკოვს ბევრ რამეს პატიობდნენ, დიდწილად იმის გამო რომ ის პუტინის პარტიისთვის „ერთიანი რუსეთი“ უზარმაზარ ელექტორატს უზრუნველყოფდა, მიმართავდა რა ზოგჯერ გაყალბებას და თაღლითობას არჩევნებზე, თუმცა ასეთი პრაქტიკა მთელს რუსეთში ფართოდაა გავრცელებული. (მედვედევი ფორმალურად „ერთიანი რუსეთის“ წევრი არ არის, თუმცა პარტიამ მას 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დაუჭირა) ახლა მოსკოვში „ერთიანი რუსეთის“ რიგებში განხეთქილებასა და იმაზეც კი საუბრობენ, რომ მედვედევმა შეიძლება საკუთარი პოლიტიკური მოძრაობა შექმნას, მაგრამ ჯერ-ჯერობით ეს მხოლოდ საუბრებია, ჭორებიც კი, თუმცა კრემლის ჩაკეტილ სამყაროში, რომელიც საკუთარ ლეგიტიმურობას იმის წყალობით ინარჩუნებს, რომ საჯაროდ არ საუბრობს მის რიგებში არსებულ პოლიტიკურ უთნხმოებებზე, ეს უკვე დიდი ცვლილებაა და ამისთვის ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ იური ლუჟკოვს და მის ენას, რომელსაც ის არ აჩერებს. ორიგინალი ორიგინალი
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53429.jpgმიხეილ სააკაშვილმა ცნობილი მსახიობი ოლეგ ბასილაშვილი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დააჯილდოვა. ბრწინვალების საპრეზიდენტო ორდენი მსახიობს პრეზიდენტის სასახლეში გადაეცა. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53429.jpgმიხეილ სააკაშვილმა ცნობილი მსახიობი ოლეგ ბასილაშივლი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილვისათვის დააჯილდოვა. ბრწინვალების საპრეზიდენტო ორდენი მსახიობს პრეზიდენტის სასახლეში გადაეცა. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53428.jpgფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შემოსავლების სამსახურის კონტროლის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. View the full article
-
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის თანამშრომლებმა უვადო შიმშილობა გამოაცხადეს. ისინი სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ითხოვენ.შავი ზღვის ფლოტის 172-ე საკონსტრუქტორო ბიუროს თანამშრომლების სახელფასო დავალიანება წელიწადნახევრის განმავლობაში 2,2 მილიონი ჰრივნა (დაახლოებით 270000 დოლარი) შეადგენდა.მოშიმშილეების თქმით, მათ თხოვნებს არავინ ითვალისწინებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე