planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ზუგდიდის თითქმის ყველა მცხოვრებმა იცის, რომ რუსთაველის ქუჩაზე განთავსებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობაში, სადაც 52-მდე თანამშრომელი მუშაობს, დევნილი მოქალაქეების უფლებები ყოველდღიურად ირღვევა. გაზიარება [ილია ჩაჩიბაია. 19:32 01-10-2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TLXGWwdNgmI/AAAAAAAAEHA/4CP76mPdgnY/s200/nona.gifამბავი, რომლის შესახებაც ახლა უნდა მოგითხროთ, წარმომადგენლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა ნონა უბილავამ „ახალ 7 დღეს“ უამბო. მისი თქმით, სამსახურიდან სწორედ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ სამუშაო საათებში უსაქმურობაზე უარს ამბობდა და დევნილების უფლებების დაცვას ცდილობდა. უბილავა ზეწოლაში და პირადი შეურაცხყოფის მიყენებაში უფროსის მოადგილეს გელა კილასონიას ადანაშაულებს, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის გიორგი ბარამიას კლასელია. „ამ წარმომადგენლობაში მიაჩნიათ, რომ თუ პიროვნება შენზე მაღლა დგას თანამდებობრივად, მას შეუძლია ნებისმიერ დროს მოგაყენოს შეურაცხყოფა. აქ უხეშად ირღვევა თითოეული თანამშრომლის, საჯარო მოხელის, დევნილის უფლებები“, – აცხადებს ნონა უბილავა, რომელიც რამდენიმე დღის წინათ ამ წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ზაალ ხურცილავამ თანამდებობიდან გაათავისუფლა. უბილავამ „ახალ 7 დღეს“ უთხრა, რომ აფხაზეთის მთავრობის ლეგიტიმური წარმომადგენლობა სამეგრელოში, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობს. ნონა უბილავა: „დიდი ხნის განმავლობაში ვხედავდი, რომ ამ სამსახურში ცნება „დევნილთა უფლებების დაცვა“ არ არსებობდა. აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის წარმომადგენლობაში ურთიერთობები არ არის მუშაობაზე დამოკიდებული – აქ არავინ აკეთებს საქმეს. გიორგი ბარამიას გუნდის წევრები სამსახურში სხვებზე მბრძანებლობენ და თანამშრომლებს ხმის ამოღებას უკრძალავენ – უკანონობის წინააღმდეგ. დაპირისპირება მომივიდა ბარამიას კლასელთან გელა კილასონიასთან, რომელიც სამსახურში ნასვამ მდგომარეობაში ხშირად დადის და თანამშრომლებს პირად შეურაცხყოფას აყენებს. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობა არის წარმონაქმნი, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობს, სახელმწიფო კურსისგან განსხვავებული პოლიტიკით. უფროსის მოადგილე გელა კილასონია, რომელიც სოხუმელია, აფხაზეთის მთავრობაში დახმარების თხოვნით მოსულ გალელებს მოღალატეებს უწოდებს, რაც, ჩემი აზრით, უკანონობაა, ის აგრეთვე საქართველოს მტრებად მიიჩნევს იმ ქართველებს, რომლებიც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ჩემთვის ძნელი იყო ამ უკანონობის მოთმენა. გავაპროტესტე და გამათავისუფლეს კიდეც...“ უბილავას ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს გელა კილასონია, მისი თქმით, დათხოვილი თანამშრომელი უდისციპლინო და უპასუხისმგებლო ქალი იყო, რომელიც სამსახურიდან გაცდენის და დაგვიანების გამო გაანთავისუფლეს. გელა კილასონია მასა და ნონა უბილავას შორის არსებულ დაპირისპირებასაც არ უარყოფს და აღნიშნავს, რომ კონფლიქტის მიზეზი აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის საქმიანობას არ უკავშირდება... ნონა უბილავამ, შესაძლოა, სასამართლოში უჩივლოს გელა კილასონიას შეურაცხმყოფელი განცხადების გამო. „ასევე, მე მივმართავ ყველა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, შეისწავლონ ზუგდიდში განთავსებული აფხაზეთის წარმომადგენლობაში არსებული ვითარება. შეუძლებელია, გალელებს მოღალატეები უძახო, რომ ვიღაც იყოს ერთმმართველი და რაც მოეპრიანება, ის გააკეთოს,“ – დაასკვნა ნონა უბილავამ."ახალი 7 დღე"<div style="text-align: justify;">
-
მეოცე საუკუნემ კავკასიის პოლიტიკურ რუკაზე მრავალი გაუგებრობა დატოვა: გაურკეეველი წარმოშობისა და სამართლებრივი სტატუსის მქონე იმ ტერიტორიებს, რომლებიც დამოუკიდებლობას ჩემულობდნენ და ხმამაღლა აცხადებდნენ - სუვერენული სახელმწიფოები ვართ და ყურადღება მოგვაქციეთო, ოცდამეერთეში კიდევ უფრო მეტი ოდიოზური ელ-ფერი მიეცათ: აფხაზი და ოსი სეპარატისტების პატრონმა და მამა-მარჩენალმა რუსეთმა, ვერაგულად დაარღვია რა საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმები და საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციები, საქართველოსაგან გ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/1141-150x150.jpg15 ოქტომბერს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანში, ოსი მწერლის, კოსტა ხეთაგუროვის 151-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღონისძიება “კოსტაობა” ჩატარდება. ხეთაგუროვის იუბილეს არეშფერანში ყოველწლიურად აღნიშნავენ. იუბილესთან დაკავშირებით, სოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები საზეიმო კონცერტს გამართავენ. „კოსტაობას“ განათლების, კულტურის და რეინტეგრაციის სამინისტროების წარმომადგენლები დაესწრებიან. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/sagareo-saministro11-150x130.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე დღეს, საქართველოში აშშ-ს ელჩს ჯონ ბასს შეხვდა შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის ჩატარებული შემაჯამებელი შეხვედრის საკითხები. შაგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე, ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები განიხილეს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/17188-150x150.jpg“ავერსში” 20-დან 40%-მდე ფასდაკლება სამკურნალო კოსმეტიკაზე 1 ოქტომბრიდან ავერსის სააფთიაქო ქსელში დაიწყო 20-დან 40%-მდე ფასდაკლება ენვიტას, გერმანულ დოლივასა და აჰავას მკვდარი ზღვის სამკურნალო კოსმეტიკაზე. ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და მარადიულ სილამაზეს იხილეთ epn.ge
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ საქართველოში აშშ-ს ელჩი ჯონ ბასი მიიღო. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აშშ-საქართველოს… ლინკი მედიანიუსზე
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/10/new_europe-150x29.jpg პოლიტიკური სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და ქართველი ხალხის მაღალი საცხოვრებელი სტანდარტები ევროკავშირისთვის უზარმაზარი მნიშვნელობისაა , რადგან ის მხარს უჭერს თბილისის სვლას ევროპული ინტეგრაციისკენ, ნათქვამია ანგარიშში, რომელიც რეგიონალურ მთავრობას ეძღვნება. ანგარიშში, რომლის ავტორიცაა პოლონეთის ვარმინსკო-მაზურსკის რეგიონის ხელმძღვანელი, იაცეკ პროტასი და რომელიც ევროკავშირის რეგიონების კომიტეტისთვის დაიწერა( CoR), ნათქვამია, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა დემოკრატიულ რეფორმებისადმი ქვეყანაში, კავშირის პრიორიტეტია. ვარდების რევოლუციის შემდგომ 6 წელიწადში საქართველომ, მიუხედავად ისეთი აშკარა პრობლემებისა, როგორიცაა ეკონომიკური კრიზისი და კონფლიქტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიის მშენებლობაში, განვითარებასა და საბაზრო ეკონომიკაში. CoR-ი, რომელიც წარმოადგენს რეგიონალურ და ადგილობრივ მთავრობებს ევოკავშირში, აღმოსავლეთის სამეზობლოს ქვეყნებთან დაკავშირებით ანგარიშების სერიას გამოსცემს. პროტასის ანგარიშის თანახმად, წარსული რამდენიმე წლის განმავლობაში ადგილობრივ დონეზე მიღწეული წარმატებების მიუხედავად, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი სათანადოდ მოქმედი ადგილობრივი სახელისუფლებო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად და მოუწოდა საქართველოს ხელისუფალთ, მომავალში, როდესაც ადგილობრივი მმართველობა საქართველოში უფრო მოიკიდებს ფეხს, განიხილოს უფრო დაბალი რგოლის მთავრობის შემოღების საკითხი, ან გაზარდოს მუნიციპალიტეტთა რაოდენობა. მან ასევე საქართველოს ადგილობრივი მთავრობებისათვის ფონდების ტრანსფერის მექანიზმის გამოსწორებისკენ, და რეგიონული განვითარების სამინისტროს ამ მექანიზმში უფრო მნიშვნელოვანი როლის შესრულებისკენ მოუწოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში დაფინანსების დეცენტრალიზაციაა საჭირო. ანგარიშის დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველოში ადგილობრივი მმართველობის მხარდაჭერას ევროკავშირისთვის უზარმაზარი ნიშვნელობა აქვს, რადგან ქვეყანა მდებარეობს პოლიტიკურად არასტაბილურ რეგიონში, რომელიც მგრძნობიარეა მთავრობის ხშირი ცვლილებების მიმართ და სადაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სულ ცოტა ათობით შეიარაღებული და გაყინული კონფლიქტი წარმოიქმნა. საქართველო მდებარეობს ეთნიკურად, რელიგიურად, ლინგვისტურად და ისტორიულად ძალიან ჭრელ რეგიონში და მას არა აქვს ევროპის მოდელის მსგავსი არანაირი დემოკრატიული ტრადიციები. სწორედ ამიტომაა, რომ რეგიონულ განვითარებასა და საქართველოში ადგილობრივი მმართველობის განმტკიცებისთვის ჩადებული ინვესტიციები გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, როგორც მოსახლეობის საცხოვრებელი სტანდარტების, ასევე დემოკრატიზაციის პროცესის თვალსაზრისით. ევროკავშირის მხარდაჭერას შეუძლია დახმარება ევროპული ღირებულებების გავრცელებისა და ქართველთა შორის ევროკავშირისადმი ნდობის ჩამოყალიბების პროცესში. ორიგინალი ორიგინალი
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53402.jpgლეიბორისტული პარტია ფარმაცევტული ბიზნესის კანონით დარეგულირებას მოითხოვს. სოსო შატბერაშვილის განცხადებით, ევროპული ქვეყნების მსგავსად, საქართველოში უნდა მიიღონ კანონპროექტი მედიკამენტებზე ზღვრული ფასების დაწესების შესახებ. View the full article
-
ერორი- სუბარი `ქართული პარტიის`გეგმებზე საუბრობს
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53401.jpgახლად შექმნილი პოლიტიკური გაერთიანების სამომავლო გეგმების შესახებ `ქართული პარტიის` ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა პრესკლუბ `პრაიმ ტაიმში`გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. View the full article -
ერორი- პრემიერმა აშშ-ში ვიზიტის შედეგები შეაჯამა
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53399.jpgსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შედეგები შეაჯამა და პარტნიორი სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ დახმარებებზე ისაუბრა. View the full article -
ნატო საქართველოს უსაფრთხოებაზე ისევე ზრუნავს, როგორც საკუთარზე. ამის შესახებ ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ფრანკ როუზმა განაცხადა.კითხვაზე - ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობის გამო შეიძლება საქართველო დაისაჯოს, რა გზებს ხედავთ საქართველოს და მისი მსგავსი ქვეყნების უსაფრთხოების დასაცავად, როუმზმა უპასუხა, "ნატო მიზანია, არა მარტო მისი წევრის, ასევე პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების დაცვა".მისივე თქმით, ნატო რისკების დასაძლევად საქართველ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
დიდი ბრიტანეთის საგარო საქმეთა მინისტრმა, უილიამ ჰეიგმა რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულებისკენ მოუწოდა.„იმედი გვაქვს, რომ რუსეთი მთლიანად შეასრულებს საქართველოსთან დაკავშირებით დიმიტრი მედვედევისა და ნიკოლა სარკოზის შეთანხმებას. ყველა დაინტერესებული მხარისთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროპის უსაფრთხოების საკითხებში, რუსეთმა კონსტრუქციული როლი შეასრულოს“, - აღნიშნა ჰეიგმა.ბრიტანელი დიპლომატის თქმით, დიდმა ბრიტანეთმა და რუსეთმა პრობლემები დიალოგის გზ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ცხინვალის რეჟიმი ოსი დევნილებისთვის ქონების დაბრუნებას ითხოვს. როგორც სააგენტო “რესი” იუწყება, ამის შესახებ პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა განაცხადა.ჩოჩიევის განცხადებით, უნდა აღდგეს იმ ოსი მოქალაქეების ქონებრივი უფლებები, რომლებიც დევნილებად 1990-იან წლებში იქცნენ. იგი, ასევე, სთავაზობს საერთაშორისო თანამეგობრობას, ოსი დევნილებისთვის ისეთივე ქალაქები აშენდეს, როგორიც - ქართველი დევნილებისთვის წეროვანში.“საერთაშორისო თანამეგობრო... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე