planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავეს დაპირდა აფხაზებს, რომ უახლოეს დროში მოინახულებს მათ. ამის შესახებ ჩავესმა განუცხადა აფხაზ "ელჩს" იგორ ახბას საზეიმო ცერემონიაზე, სადაც დაიდგა ქვა მომავალში სიმონ ბოლივარის ძეგლის აგების ადგილას.ცერემონია გაიმართა მოსკოვში, სადაც უგო ჩავესი თავისი ტურნეს ფარგლებში იმყოფება. ამ ვიზიტის ფარგლებში რუსეთსა და ვენესუელას შორის 10–ზე მეტი დოკუმენტი გაფორმდა. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ერორი- გრიგოლ ვაშაძემ აზერბაიჯანელი კოლეგა მიიღო
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53437.jpg2010 წლის 15 ოქტომბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა თავის ქართველ კოლეგასთან გრიგოლ ვაშაძესთან. View the full article -
წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, კარლო კაჭარავას გამოფენა –”დიდი ქალაქების მიღმა” მიმდინარეობს. გახსნის დღეს, 9 ოქტომებერს, რა თქმა უნდა, ხალხმრავლობა იყო , თუმცა გამოფენას დამთვალიერებელი არც სხვა დღეებში მოკლებია. კაჭარავას ნახატების დასათვალიერებლად იყვნენ თბილისიდან ჯგუფებად ჩასული სტუდენტები, მოსწავლეები. იყო ძალიან ბევრი უცხოელი ტურისტი. არ წყდებოდა დამთვალიერებლების აღფრთოვანებული შეძახილები და ფოტოაპარატების მაშუქების(ე.წ.„ვსპიშკის“) ნათება. გამოფენილი იყო არა მარტო კარლოს ნახატები, არამედ მისი ფოტოები, ძვველი გამოფენების აფიშები, პოეზია და მისი დასურათებები. "ანგელოზის მატერებელი", "მამა და ქალიშვილი", "მამა მამა" და კარლოს სხვა ცნობილი ტილოები 31 დეკემბრამდე იქნება წინანდალში გამოფენილი. “მე ვგრძნობ, რომ მე კი არ ვცხოვრობ ჩემი საქმეებით, მოძრაობებით და ლაპარაკით, არამედ ეს ყველაფერი მაცხოვრებს, თავისთავის ნაწილად მხდის, ეს ყველაფერი ჩემგან დამოუკიდებლად არსებობს და მომდინარეობს, თუმცა ეს ყევლაფერი ისევ ჩემშია.“ კარლო კაჭარავას ჩანაწერებიდან. კარლო კაჭარავა XX საუკუნის მხატვარი იყო. ის და მისი რამდენიმე მეგობარი - მამუკა ცეცხლაძე, გია ლორია, გოგა მაღლაკელიძე მხატვართა ჯგუფის– „არქივარიუსის“ დამფუძნებლები იყვნენ. მოგვიანებით კი კარლო უფრო დიდი ჯგუფის - „მეათე სართულის“ ლიდერი გახდა. თუმცა ძნელია, დაარქვა მას მხოლოდ მხატვარი. ის იყო პოეტი, ხელოვნებათმცოდნე, კრიტიკოსი... შეუძლებელია, მისი შემოქმედების რომელიმე სფერო ცალკე განიხილო, იმიტომ, რომ ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. „ არ არსებობს განცალკევებულად კარლოს პოეზია, ნახატები, მოთხრობები, ჩანაწერები. ეს ყველაფერი ერთი მთლიანობაა და კარლოც ამ მთლიანობის ნაწილი. თვითონაც ისეთი იყო, როგორიც მისი ნახატები.“ - იხსენებს მამუკა ცეცხლაძე. მისი ნახატები ძალიან ჰგავს მის პოეზიას. ის ირჩევდა ნებისმიერ დეტალს ყოველდღიური ცხოვრებიდან და ხატავდა მასზე, ქმნიდა ისტორიას, რომელიც შეიძლება სულაც არ შეესაბამებოდა რეალობას. თვითონვე წერდა მისი შემოქმედების განუყოფელობაზე: „მე განუწყვეტლივ ვწერ ქარხნებზე, რკინიგზებზე, მაღაროებზე და ყოველთვის იქვე მეგულება ამ ქარხნებსა და მაღაროებში მომუშავე მოჩვენებები და ანგელოზები. უდანაშაულო მსხვერპლნი და საშინელი ბოროტმოქმედნი. ვფიქრობ, ჩემი პოეზია ძალიან ჰგავს ჩემს ნახატებს.“ /get_img?NrArticle=2733&NrImage=2 ანგელოზის მატარებელი-კარლო კაჭარავა კარლოს უყვარდა, ზოგადად, ლიტერატურა, განსაკუთრებით გერმანული. „გერმანული ხელოვნება მასთან ძალიან ახლოს იყო. კერძოდ, გერმანული რომანტიზმი, ამ დროის მხატვრობა, მწერლობა და გერმანული ექპრესიონიზმის 20-30იანი წლების შემოქმედება. ეს ყველაფერი ყველაზე მეტად ესადაგებოდა კარლოს მხატვრულ ენას.“- ამბობს მამუკა ცეცხლაძე. გერმანული ხელოვნების სიყვარული მის ნახატებშიც ჩანს. ხშირად ვხდებით რომელიმე გერმანელი მწერლისადმი მიძღვნილ ნახატს, ლექსს. თვითონ ნახატები კი სავსეა გერმანული ფრაზებით. კარლო ხშირად ხატავდა საკუთარ დას, ლიკას, რომელიც მასზე 2 წლითაა უმცროსი. მამის ადრე გარდაცვალება და პატარა და, რომელიც მამის გარდაცვალებიდან 5 თვის შემდეგ დაიბადა, სავარაუდოდ, კარლოს ნახატების სერიის „მამა და ქალიშვილის“ შთაგონებად იქცა. აღსანიშნავია, რომ ის ხშირად ხატავდა საკუთარ თავსაც. თითქმის ყველა ნახატში შეგვიძლია დავინახოთ წვერებიანი, მელოტი, ხანდახან კი შლიაპიანი, გრძელ ქურთუკში ჩაცმული პერსონაჟი. ეს კარლოა. ხშირად იგი, თითქოსდა, უმნიშვნელო ფიგურაა, რომელიც სადღაც მიდის, ხანდახან ავტოპორტრეტის ერთადერთი პერსონაჟია, ხან ვინმე ქალთან ერთადაა ნახატზე, ხანაც ანგელოზს დაატარებს. თითქოს, მისი მონაწილეობა თავისივე ნახატებში, გვეუბნება, რომ თავად განიცდიდა ყველაფერს, რასაც ხატავდა და წერდა. 1978 წელს კარლო თავის წიგნაკში წერს: „დილის 11 საათია. საინტერესო ამბავია. როცა ლექსში „ომი“ სიცივისგან აკანკალებულ გოგონაზე ვწერდი, მეც შემცივდა და ამაკანკალა რაღაცამ.“ თითქოს, მხატავრი თავისი ნახატების, ლექსებისა და ჩანაწერების სამყაროში ცხოვრობდა. ის წერს: „მხატვარი მარტო თავის ნამუშევრებს კი არ აკეთებს, არამედ –თავის გარემოს, მითს საკუთარი თავის გარშემო და შესახებ.“ სწორედ ასე, თავისივე შემოქმედებით შექმნილ სამყაროში ცხოვრობდა თვითონაც. „ყველას და ყველაფერს სახელს არქმევდა: მეგობრებს, ქუჩებს. თავისი გამოგონილი სამყარო ჰქონდა, თუმცა მისთვის ეს რეალობა იყო.“ იგონებს კარლო კაჭარავას ახლო მეგობარი მამუკა ცეცხლაძე. თუმცა როგორი იყო რეალობა სინამდვილეში? როგორც ჩანს, 90-იან წლებში კარლოს ძალიან უჭირდა საქართველოში ცხოვრება. მისი ჩანაწერები სავსეა სასოწარკვეთილებით. „ღმერთო! უკვე 90-იანი წლებია... ჩვენთვის მშიერი, საძაგელი, მარცხით სავსე.“ 1993 წელს, სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე, ის წერს: „დღეს 19 ოქტომბერია, ჩვეულებრივი, სულელური დღე. ე.წ. ახალ გალერეასთან მხატვრები იდგნენ ჰონორარის მიღების იმედით. ყველა ერთმანეთზე უარესად გამოთაყვანებული. მეტროში ერთი და იგივე ჯოჯოხეთია, გულისრევის გრძნობაა და შიში, ზიზღი და სხვა არაფერი. ქუჩაში სისაძაგლის მეტი არაფერია, სრული ქაოსია.“ რას უნდა გამოეწვია მხატვრის ასეთი იმედგაცრუება? ცოტა გვიანდელ ჩანაწერებში ამაზეც ვპოულობთ პასუხს: „ აქ, ამ დამპალ ქვეყანაში, ერთმნიშვნელოვნად უინტერესოა ნებისმიერი აზრი, ვისაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი, რაზეა საუბარი, თუკი ოცდაცხრა წელი ტყუილად მიცხოვრია, რადგან დღეს ცხოვრების ელემენტარული პირობები არ გამაჩნია ამ დაწყევლილ ქვეყანაში, რომლსაც, სამწუხაროდ, ჩემი სამშობლო ჰქვია.“ /get_img?NrArticle=2733&NrImage=1 კარლო კაჭარავა 1994 წელს, 9 აპრილს, 30 წლის კარლო კაჭარავა გარდაიცვალა. რამდენიმე ხნით ადრე, მოსკოვის მეტროში მიმავალი მხატვარი დააყაჩაღეს და სცემეს. მან იმდენად კარგად ასახა ეს ყველაფერი თავის ლექსში, რომ თვალწინ გიდგება მთელი სურათი, თითქოს, დახატა და უყურებ: "ჩემი ქუდი მთლიანად დასველდა და გაიყინა - მე თავზე მეხურა კაშნე და ზემოდან - (ძველი) გაყინული სისხლის ქუდი. ................................................................. აი, მეტროს ის სადგური, სადაც გონის დაკარგვამდე გცემეს. და საკუთარი სისხლის გუბეში მწოლიარეს სამხრეთ კორეული ბათინკები გაგხადეს." მოსკოვში მომხდარი ამ შემთხვევის შემდეგ, კარლოს თავზე ჰემატომა განუვითარდა და 2-მა ოპერაციამაც ვერ უშველა. საბოლოოდ, ის ანევრიზმით გარდაიცვალა. როგორც თვითონ წერდა : სიკვდილი გამომშვიდობების დასასრულია! გარდაცვალების შემდეგ, გაიმართა მისი პერსონალური გამოფენები საქართველოში და უცხოეთშიც. გამოიცა მისი სტატიებისა და პოეზიის ორტომეული. დღესდღეობით კარლოს ნახატებისა და ჩანაწერების უმეტესობას მისი და, ლიკა კაჭარავა ინახავს. მისი ზოგიერთი ნახატი კი უცხოეთის გალერეების და კერძო პირების კუთვნილებაა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/logo_expresse.jpg ანრი–პიერ ანდრე ევროკავშირმა უსაფრთხოების საკითხებზე სამმხრივი დიალოგი უნდა დაიწყოს რუსეთთან და თურქეთთან, რათა ბოლო მოუღოს ყველა ფარულ კონფლიქტს და სტაბილურობას მიაღწიოს აღმოსავლეთის ფლანგზე, მიაჩნია ევროპის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს (ECFR). პარასკევს გამოქვეყნებულ ანგარიშში ეს ანალიტიკური ცენტრი ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს საკუთარი საზღვრების შენარჩუნებაზე მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ და ამრიგად გადმოიბარონ ესტაფეტა აშშ–სგან, რომლის ყურადღებაც დღეს ავღანეთზე, ირანსა და ჩინეთზეა კონცენტრირებული. კვლევაში ხაზგასმულია ის, რომ ევროპული უსაფრთხოების არსებულმა სისტემამ ვერ უზრუნველყო კოსოვოს ომის და ახლახანს საქართველოს კონფლიქტის პრევენცია. ევროპამ ვერ შეძლო ასევე თავიდან აეცილებინა შეფერხებები ბუნებრივი გაზით მომარაგებაში ან წარსულიდან მემკვიდრეობით შემორჩენილი ყოფილი სსრკ–ს საზღვრებთან არსებული კონფლიქტების დარეგულირება. ხვალ საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დოვილში უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სამიტზე გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს და რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მდევედევს მიიღებს. ანგარიშში „წესრიგის ილუზია და მრავალპოლარული ევროპის აჩრდილი“, რომლის ავტორებიც არიან მარკ ლეონარდი და ივან კრასტევი, ნათქვამია, რომ „მერკელი–მედვედევი–სარკოზის სამიტს კარგი დღის წესრიგი აქვს, მაგრამ ჰყავს ცუდი მონაწილეები“. „ჩვენ გვჭირდება არაფორმალური დიალოგი ევროპის უსაფრთხოებაზე, რომელიც აამოქმედებდა ევროპის უსაფრთხოების სამ საძირკველს: თურქეთს, რუსეთს და ევროკავშირს“, – დასძენენ ისინი. ეს ახალი ფორმატი არ დაიკავებს არსებული ინსტიტუტების ადგილს, როგორებიცაა ნატო–რუსეთის საბჭო ან ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო), და საეჭვოა, რომ ის აისახოს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების ირგვლივ მიმდინარე მოლაპრაკებების მტკივნეულ პროცესზე. თუმცა, მას შეუძლია ნდობის ატმოსფეროს ჩამოყალიბება და ბევრ პოტენციურად ფეთქებადსაშიშ ზონაში, როგორიცაა მაგალითად დნესტრისპირეთი (მოლდავეთის სეპარატისტული რესპუბლიკა) ან მთიანი ყარაბახი (სომხური ანკლავი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე) განმუხტვისთვის აუცილებელი ჩარჩოს შექმნა. ევროპული უსაფრთხოების შეთანხმება? ECFR–ის ანგარიშში ხაზგასმულია ის, რომ ასეთი სამმხრივი დიალოგის განხორციელებისთვის ბოლო დროს პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ნატომ გადადო ალიანსში საქართველოს და უკრაინის მიღების გეგმები, რაც მოსკოვის სასტიკ უკმაყოფილებას იწვევდა, აშშ რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვას“ იწყებს, ხოლო ვარშავას და მოსკოვის ურთიერთობებიც საგრძნობლად დათბა, წერენ ავტორები. გასარკვევი მხოლოდ ის დარჩა, ანდობენ თუ არა წამყვანი დასავლეთ–ევროპული სახელმწიფოები (გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი) ამ დიალოგს საერთაშორისო საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კეტრინ ეშტონს. იმავდროულად, საგარეო პოლიტიკის საკითხებში 250 ევროპელი ექსპერტის გამოკითხვამ და ევროპულ დიპლომატიაზე ნაციონალური დოკუმენტების შესწავლამ ცხადყო შეხედულებების სულ უფრო მზარდი მსგავსება უსაფრთხოების სფეროში რისკებთან და რუსეთთან ურთიერთობებთან მიმართებაში. კვლევის ავტორების აზით, ამ სამმხრივმა დიალოგმა (ან, როგორც ისინი მას უწოდებენ „ტრიალოგმა“) პირველ რიგში კონცენტრაცია უნდა მოახდინოს დაძაბულობის შემცირებაზე, ასევე დემილიტარიზაციასა და ფარული კონფლიქტების მოგვარების გზების ძიებაზე. წარმატების შემთხვევაში, ევროპული ქვეყნები შესაძლოა მეტი კეთილგანწყობით მოეპყრონ რუსეთის წინადადებას ევროპის უსაფრთხოების ახალი შეთანხმების შექმნაზე, რომელიც მთელი ამ პროცესის კულმინაციად უნდა იქცეს. თუმცა, დღესდღეობით აშშ, ასევე ნატოს ევროპელი წევრების უმრავლესობა ეჭვის თვალით უყურებს მედვედევის ამ წინადადებას, რომელიც მათი მხრიდან აღქმულია, როგორც ვეტოს უფლების მოპოვებისკენ სწრაფვა ნატოს ყველა ოპერაციაზე ევროპაში. Reuters ორიგინალი ორიგინალი
-
epn.ge - ბათუმში ორი ებრაელი ბიზნესმენი დააკავეს
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/nini-baramia-150x150.jpgხვალ, 16 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიის საგამოფენო დარბაზში ( რ. თაბუკაშვილის #36) , 13 წლის ნინი ბარამიას პერსონალური გამოფენა გაიხსნება. ნინი ბარამიას ორმოცდაათამცდე ნახატს ფართო საზოგადოება ხვალ პირველად შესაფასებს, გამოფენაზე მიწვეულები არიან პროფესიონალი მხატვრები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. ნინი ბარამია 5 წლის ასაკიდან ხატავს, ხოლო ზაალ სულაკაურის სტუდიაში იგი წელიწადზე მეტია სწავლობს. იხილეთ epn.ge
-
სახალხო დამცველი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ანდრეა ურუშაძეს მიმართავს რეკომენდაციით, შეისწავლოს დუშეთის ბავშთა სახლში მოთავსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ადეკვატურობის საკითხი. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ომბუდსმენი 39 ბენეფიციარის დიაგნოსტირებისა და ადეკვატურობის საკითხის შესწავლას და მათთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფას სთხოვს. სახალხო დამცველის პრევენციული ჯგუფი, მონიტორინგის მიზნით, დუშეთის ბავშვთა სახლში 27 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე იმყოფებოდა. დუშეთის ბავშვთა სახლი 15 სექტემბრიდან დროებით იღებს და მომსახურებას უწევს მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატის ბენეფიციარებს. ომბუდსმენის განცხადებაში ნათქვამია:აღნიშნული ბენეფიცირების უმრავლესობას დადგენილი აქვთ დიაგნოზი და იღებენ დანიშნულებას; თუმცა, სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ მონიტორინგის განხორციელების პროცესში დაფიქსირდა, რომ დუშეთის ინსტიტუციაში გადაყვანილ რამდენიმე ბენეფიციარს, ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, გადასვლიდან მოკლე ხანში განუვითარდა ძლიერი აღგზნება და არაადეკვატური ქცევითი გამოვლინებები (ქვის, რკინის საგნების სროლა, მუქარა და ა.შ.). სხვა ბენეფიციარების გადმოცემით, სიტუაციის გამწვავების შემდეგ, ფიზიკური დაზიანების შიშით, ვერ ტოვებენ ინსტიტუციის ოთახებს. ომბუდსმენის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაწესებულებაში არსებულმა სიტუაციამ მთელი დღის განმავლობაში შეაფერხა მონიტორინგის განხორციელება. “დაწესებულების პერსონალმა, არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, მონიტორინგის განხორციელების დღის განმავლობაში, ვერ შეძლო სიტუაციის კონტროლი.” დუშეთის ბავშვთა სახლის დირექტორის და ექიმი ფსიქიატრის განმარტებით, დუშეთის ბავშვთა სახლში გადაყვანილ ბენეფიციარებს არ აქვთ სამედიცინო ბარათები. აღნიშნული მიზეზის გამო, შეუძლებელია ბენეფიცირთა დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ადეკვატურობის შეფასება. საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აღნიშნულ შემთხვევაში, შესაძლოა დარღვეული იყოს საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლით და „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-12 მუხლით აღიარებული ადამიანის საყოველთაო უფლება ჯანმრთელობაზე და სამედიცინო დახმარებაზე, ასევე – სამედიცინო მომსახურების ხელმისწავდომობა, სამედიცინო ჩარევის დროულობა და ხარისხი; პერსონალისა და ბენეფიციარების უფლება, იმყოფებოდნენ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში, -ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ბოლო დროს გავრცელდა ხმები თითქოს მილანის ინტერნაციონალეს არგენტინელი სნაიპერი დიეგო მილიტო წასვლას აპირებს. იხილეთ fanebi.com
-
16 სექტემბერს 89 წელი შეუსრულდებოდა საქართველოში სპორტულ ჟურნალისტთა პირველი თაობის გამორჩეულ რედაქტორსა და ჟურნალისტს მიხეილ კაკაბაძეს. მიხეილის ჟურნალისტური კარიერა ჯერ კიდევ ყმაწვილობიდან იღებს სათავეს. 13 წლის “კუწა” (ამ სახელით მას ახლობლები და კოლეგები მიმართავდნენ) საუცხოოდ ერკვეოდა რედაქტორის მოვალეობებში. მას უკვე ჰქონდა (13 წლისას) ხელნაწერი გაზეთი “ხონელი”, რომლის ჟურნალისტი და რედაქტორიც თავად იყო. მოგვიანებით მიხეილს საპასუხიმგებლო საქმე ჩააბარეს. იხილეთ fanebi.com
-
აფხაზური მილიცია მალე პოლიციად გარდაიქმნება. აფხაზეთის მარიონეტული ლიდერის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, “აფხაზეთი პოლიციის შესაქმნელად საკანონმდებლო ბაზას ამზადებს”.“ჩვენ ვსწავლობთ რუსეთისა და სხვა ქვეყნების გამოცდილებას და აფხაზური პოლიციის შესაქმნელად საკანონმდებლო ბაზას ვამზადებთ. ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენი მილიცია პოლიციად იქცევა”, - განაცხადა ბაღაფშმა და დასძინა, რომ “ამჟამად მომავალი პოლიციის კადრებთან, უფლებამოსილებებთან და ხელფასთან დაკავშირებული საკითხები მუშავდება”.ა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 იანვრის განაჩენი, რომლითაც აჭარის ყოფილ მეთაურს, ასლან აბაშიძეს, სხვადასხვა დანაშაულისთვის, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სასარგებლოდ, 98 229 530 ლარის გადახდა დაეკისრა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში აბაშიძის ადვოკატმა, შალვა შავგულიძემ გაასაჩივრა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვა. ასლან აბაშიძეს, სამოქალაქო სარჩელის საფუძველზე, თითქმის 100 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა; 15-წლიანი პატიმრობა კი მას სხვადასხვა სახის სისხლის სამართლის დანაშაულისთვის მიესაჯა, რომლებიც სახელმწიფო ბრალმდებლების, აჭარის პროკურატურის წარმომადგენლების მტკიცებით, სწორედ ასლან აბაშიძემ ჩაიდინა. პროკურატურამ აბაშიძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით წაუყენა, კერძოდ, აჭარის ყოფილ მეთაურს გამოძიება ედავებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, განსაკუთრებით დიდი რაოდენობის სახელმწიფო ქონების გატაცება-გაფლანგვას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითა და ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. “სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს მსჯავრდებულ ასლან აბაშიძის მიმართ გასაჩივრებული განაჩენით შერაცხულ მსჯავრს, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით,” - ასე განმარტავს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა საკუთარ გადაწყვეტილებას სამოტივაციო ნაწილში. სასამართლო საქმეში აღწერილია ყველა ის დანაშაული, რაც გამოძიების მტკიცებით, ასლან აბაშიძემ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ჩაიდინა. აბაშიძე სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობაზე 1991 წელს დაინიშნა, როდესაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ აბაშიძე ხუთი წლის შემდეგ, 1996 წლის 3 ოქტომბერს აირჩიეს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის თანამდებობაზე კი – 2001 წლის 4 ნოემბერს და 2004 წლის 6 მაისამდე ამ თანამდებობაზე იმყოფებოდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში დეტალურადაა აღწერილი, თუ რა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით მიაღწია აბაშიძემ აჭარის მეთაურის თანამდებობამდე და როგორ მოახერხა მან, თანამდებობის ბოროტად გამოყენებით, სხვადასხვა ტიპის დანაშაულის ჩადენა. სასამართლო საქმეში რამდენიმე გარემოებაზეა ყურადღება გამახვილებული. კერძოდ, საუბარია იმაზე, თუ როგორ შექმნა აბაშიძემ, თანამდებობაზე დანიშვნისთანავე (1991 წელს), პოლიტიკური გაერთიანება – “დემოკრატიული აღორძინების კავშირი”. აღნიშნულმა კავშირმა, 1996 წელს ჩატარებული არჩევნების შედეგად, აჭარის უზენაეს საბჭოში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა, რამაც განაპირობა აბაშიძის არჩევა უზენაესი საჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. საქმის მასალების მიხედვით, აჭარის ხელისუფლებაში პოზიციების განმტკიცების მიზნით, აბაშიძემ უკანონო შეიარაღებული ფორმირებები დააფუძნა, კერძოდ: 1993 წელს შექმნა ტერორიზმისა და ბანდიტიზმის წინააღმდეგ მებრძოლი რაზმი, რომელიც არ შედიოდა საქართველოს არც ერთი ძალოვანი სტრუქტურის შემადგენლობაში და რომელსაც პირადად ხელმძღვანელობდა, რისი უფლებაც, სამართალდამცავების მტკიცებით, მას არ გააჩნდა. იმავე წელს აბაშიძემ, აღნიშნული შეიარაღებული ფორმირების მეშვეობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრის – ჩოლოქის გამშვებ პუნქტზე არსებული სახიდე გადასასვლელი დანაღმა, “რის შემდგომ ყოველწლიურად, 2004 წლის 2 მაისამდე, დანაღმული ტერიტორიის შემოწმებასა და ასაფეთქებელი მოწყობილობების განახლებას ახდენდა,” - ნათქვამია გამოძიების მასალებში. ტერორიზმისა და ბანდიტიზმის წინააღმდეგ მებრძოლი რაზმის ბაზეზე, 1999 წლის 6 თებერვალს აბაშიძემ ცალკე დანაყოფად შექმნა და დააფინანსა #7999 სამხედრო ნაწილი. ლევან ფაღავას (რომელიც 1998-2001 წწ და 2004 წლის იანვარ-მაისში მუშაობდა სამხედრო ნაწილის #7999-ის მეთაურად) მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, სამხედრო ნაწილი 7999 არ შედიოდა საქართველოს ძალოვან სტრუქტურების შემადგენლობაში და ფინანსდებოდა აჭარის ბიუჯეტიდან, ყოველწლიურად - დაახლოებით მილიონი ლარით. სამხედრო ნაწილში 600-700 კაცამდე ჯარისაცი და კონტრაქტით მომუშავე მსახურობდა. სამხედრო ნაწილს გააჩნდა სხვადასხვა დანიშნულების ტექნიკა, კერძოდ; სტრანსპორტო საშუალებები, “ბტრ”-ი, საზენიტო დანადგარები, ავტომატი, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები და სხვა. ფაღავას ჩვენებით, აჭარაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს, ჩოლოქისა და ქაქუთის გამშვებ პუნქტთან იდგა 7999 სამხედრო ნაწილის შენაერთები და მათ მიერ განხორციელდა ხიდების აფეთქება. საქმის მასალების მიხედვით, საგანგებო მდგომარეობა აჭარის ა/რ ტერიტორიაზე ასლან აბაშიძემ პირველად 2003 წლის 23 ნოემბერს გამოაცხადა, რისი უფლებაც, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, მას არ ჰქონდა. საგანგებო მდგომარეობამ მაშინ ერთი თვის მანძილზე გასტანა. “ასლან აბაშიძემ, თავისი მოქმედების გამართლებისა და კანონიერი სახის მიცემის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტს მიაღებინა საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონპროექტი ,,საგანგებო მდგომარეობის შესახებ”, რომლის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურს ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლება მიეცა, რაც საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის “თ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენცია იყო და რაც საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციის მითვისებას წარმოადგენდა,” – ნათქვამია საქმის მასალებში. ამის შემდეგ, 2004 წლის 7 იანვარს, აბაშიძემ მეორედ და ამჯერად უვადოდ, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 2004 წლის 6 მაისს დასრულდა, როდესაც ასლან აბაშიძე ქვეყნიდან გაიქცა. საქმის მასალებში ვრცლადაა აღწერილი აბაშიძის კავშირი ფინანსურ დანაშაულებთან მიმართებაში. კერძოდ, საუბარია ”მშვიდობის დაცვის, დემოკრატიისა და განვითარების ფონდის” უკანონო შემოსავლებსა და ხარჯებზე. სასამართლო საქმის მასალებში ნათქვამია, რომ აღნიშნული ფონდი აბაშიძემ უკანონოდ დააფუძნა 1997 წელს. იმავე მასალებით, უკანონოდ დაფუძნებულ ფონდს, აბაშიძის პირადი მითითებით, ქალაქ ბათუმში განთავსებულ „საზღვაო ბანკის“ სათაო ოფისში, ასევე, უკანონოდ (წესდების, რეგისტრაციის, საიდენტიფიკაციო კოდისა და სხვა აუცილებელი რეკვიზიტების არარსებობის მიუხედავად) გაეხსნა მიმდინარე სალარე და სავალუტო ანგარიშები. „1997–2000 წლების "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესახებ" კანონების უგულვებელყოფით, ამ ანგარიშებზე 1997 წლის 21 ნოემბრიდან 2000 წლის 28 ივნისამდე, აბაშიძის მითითებებით, ავტონომიური რესპუბლიკის ხაზინიდან, სახელმწიფო ორგანოებიდან და საწარმოებიდან უკანონოდ ჩაირიცხა საბიუჯეტო შემოსავლები, რომელთა შემდგომ განკარგვას აბაშიძე თავისი შეხედულებებით ახდენდა და რომლებიც გაფლანგა“ – ნათქვამია საქმის მასალებში. 2000 წლის ზაფხულიდან, მას შემდეგ, რაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტმა მიიღო აჭარის კონსტიტუცია, რომლის შესაბამისად, ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურს აჭარის სარეზერვო, სამობილიზაციო, სტრატეგიული, მიზნობრივი, სპეციალური და სხვა ფონდების შექმნის, ამ ფონდებში ბიუჯეტის შესრულების პროცესში მიღებული გეგმურზე მეტი შემოსავლების (გარდა საბაჟოდან მიღებული შემოსავლებისა) მობილიზებისა და განკარგვის უფლება მიეცა, „მშვიდობის დაცვის, დემოკრატიისა და განვითარების ფონდში“ თანხების მობილიზაციისა და გადინების მასშტაბები კიდევ უფრო გაიზარდა. გამოძიების მტკიცებით, აღნიშნული ფონდის საშუალებით, ასლან აბაშიძის მიერ 1997-2004 წლებში გაფლანგულ იქნა 98 229 530 ლარი. მაგალითად, „მშვიდობის დაცვის, დემოკრატიისა და განვითარების ფონდიდან“ სხვადასხვა დროს გადარიცხულია თანხები ასლან აბაშიძის ვაჟის – გიორგი აბაშიძის კუთვნილ კერძო კომპანიებში (შპს “აღორძინება”, შპს “ბათუმის რივიერა”). სასამართლო საქმის მასალების მიხედვით, აღნიშნულ ფონდს მთლიანად აკონტროლებდა პირადად ასლან აბაშიძე. აქედან გამომდინარე, გაფლანგული თანხის - 98 229 530 ლარის გადახდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო სარჩელის განხილვის შედეგად, სასამართლომ სწორედ ასლან აბაშიძეს დააკისრა. ასლან აბაშიძის ინტერესების დამცველს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება უზენაეს სასამართლოში 24 ოქტომბრამდე შეუძლია. აბაშიძე ამ დრომდე ძებნაში იმყოფება, შეფარდებული სასჯელის (15-წლიანი პატიმრობის) ვადის ათვლა მისი დაკავების მომენტიდან დაიწყება. სრული ინფო(netgazeti.ge)