Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53417.jpgშეერთებულ შტატებში სამედიცინო დაზღვევის სფეროში უმსხვილესი მაქინაციური სქემა გამოავლინეს. სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს, რომლის წევრებიც ძირითადად ამერიკაში მცხოვრები სომხები არიან. View the full article
  2. http://www.polity.ge/images/catalog/world/asia/china-economics.jpgეკონომიკურად მძლავრი ჩინეთის გავლენა საერთაშორისო არენაზე ბოლო დროს ძალზე გაიზარდა. იმის გამო,რომ ჩინეთში პოლიტიკური გამჭვირვალობა საკმაოდ დაბალ დონეზეა, ანალიტიკოსები ცდილობენ გამოიცნონ, თუ რა საგარეო პოლიტიკას გაატარებს ოფიციალური პეკინი სამომავლოდ. polity.ge
  3. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53416.jpgმოსკოვი საქართველოს ჩრდილოეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზებიის მცდელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. View the full article
  4. რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ქვეყანაში ყველაზე პოპულარული ბლოგერია.მას თვითერზე 100 ათასამდე ხელმომწერი ჰყავს და აქტიურად არის ჩართული ბლოგის განახლებაში. ამერიკის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას გვერდს თითქმის 6 მილიონი ხელმომწერი ჰყავს. არის თუ არა საქართველოს პრეზიდენტიც ბლოგერთა რიცხვში, გაურკვეველია. მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელით და გვარით სოციალურ ქსელებში არაერთი ექაუნთია შექმნილი, მათ შორის, თვითერზეც და ფეისბუქზეც, პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მათ ამ გვერდებთან კავშირი არ აქვთ. რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს twitter-ზე ბლოგი აქვს. მედვედევის ბლოგი, ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე პოპულარულია, მას დღეში 800 ახალი მომხმარებელი უერთდება, საერთო ჯამში კი, პრეზიდენტის ჩანაწერებს twitter-ზე 100 ათასამდე ადამიანი კითხულობს. რია ნოვოსტი წერს, რომ მედვედევის მიკრობლოგი ოფიციალურია. შესაბამისად, ყველა ის პოსტი, რომელიც საიტზე თითქმის ყოველდიურად ახლდება, თავად მედვევს ეკუთვნის. /get_img?NrArticle=2715&NrImage=202 Image 2441 საიტს, რომელსაც KremlinRussia ჰქვია და ლოგოდ რუსეთის სახელმწიფო გერბი აქვს, 96 783 ხელმომწერი ჰყავს. გვერდზე მითითებულ მონაცემებში ვკითხულობთ: სახელი:რუსეთის პრეზიდენტი ლოკაცია: მოსკოვი,რუსეთი გვერდი:KREMLIN.RU BIO:რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური თვითერ ექაუნთი. მუსიკა და ფეხბურთი - ბოლო ჩანაწერებში ეს ორი თემა აქტუალურია. ბლოგზე ვკითხულობთ: ”ჩვენებმა ფეხბურთი მოიგეს, არც ისე კარგად თამაშობდნენ, მაგრამ მთავარი შედეგია”. თვითერის გვერდს არც პრეზიდენტის როკ მუსიკოსებთან შეხვედრა გამორჩენია. საიტზე ვკითხულობთ: ”გუშინ შევხვდი ჩვენს მუსიკოსებს. ვილაპარაკეთ მუსიკის შესახებ, თუმცა, საერთო ჯამში, სხვადასხვა თემაზე”. 11 ოქტომბერს მედვედი რუს როკ მუსიკოსებს შეხვდა, მათ შორის, ბორის გრებენშიკოვს და ანდრეი მაკარევიჩს. ბლოგზე სწორედ ამ შეხვედრაზეა საუბარის. მუსიკის, ფეხბურთისა და სკოლაზე მოგონებების გარდა, მიკრობლოგი, სახელად– რუსეთის კრემლი, პოლიტიკაზეც წერს. საკითხები, რომლებიც ოქტომბრის თვეში ბლოგის ავტორს რამდენიმე წინადადებით აქვს მოხსენიებული, ძირითადად, უკრაინასა და ბელორუსიას ეხება. ბლოგის ავტორი უკრაინის შესახებ წერს, რომ ერთი წლის წინათ იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ უკრაინასთან ურთიერთობა დიდი ხნით გაფუჭდებოდა, მაგრამ დღეს, ამ წლის მანძილზე, უკვე მეცხრედ ვხვდები უკრაინის პრეზიდენტს. რაც შეეხება ბელორუსიას, ნათქვამია, რომ ბელორუსიასთან უაზრო დაძაბულობა აუცილებლად დასრულდება. რია ნოვოსტი წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი 2010 წლის ზაფხულში გახდა ბლოგერი. მედვედევის ბლოგის ერთ-ერთი ხელმომწერია ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა. ქვეყნის 44-ე პრეზიდენტს თავად თითქმის 6 მილიონი ხელმომწერი ჰყავს. მედვედევს კიდევ ერთი ამერიკელი მეგობარი ჰყავს– არნოლდ შვარცნეგერი, კალიფორნიის შტატის გუბერნატორი და წარსულში ცნობილი მსახიობი. რაც შეეხება ობამას ბლოგს, თუ საძიებო სისტემაში რამდენიმე ათეულ ობამას ჩაწერთ, მასაც იპოვნით. ერთ-ერთი კი მისი ოფიციალური გვერდია. twitter-ის ერთ-ერთი მომხმარებელი მიხეილ სააკაშვილიც არის. საქართველოს პრეზიდენტის პრეს ცენტრი აცხადებს, რომ ისინი სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებულ მიხეილ სააკშვილთან არაფერ კავშირში არიან. ამ სახელის და გვარის ექაუნთი, რომელიც საკუთარ თავს საქართველოს პრეზიდენტს უწოდებს, თვითერის გარდა, ფეისბუქშიც არის. რაც შეეხება თვითერის ვირტუალურ საქართველოს პრეზიდენტს, მას 407 ხელმომწერი ჰყავს. /get_img?NrArticle=2715&NrImage=3 blog სრული ინფო(netgazeti.ge)
  5. http://www.polity.ge/images/catalog/culture/religion/sveticxoveli.jpgდღეს მცხეთობა და სვეტიცხოვლობა აღინიშნება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს "კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა"-ს დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება შესრულდება. 2010 წელი სვეტიცხოვლისთვის საიუბილეოა. ტაძრის აგებიდან 1700, ხოლო განახლებიდან 1000 წლისთავი აღინიშნება. polity.ge
  6. ჩეჩნეთის რუსეთის მიერ დანიშნულმა პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა რესპუბლიკა იჩქერიის დევნილობაში მყოფ ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელს, ჩეჩენ ემისარ ახმედ ზაკაევს “სისხლიანი შურისძიება” გამოუცხადა.“ცენტოროიზე თავდასხმისთვის ზაკაევს სიკვდილი მიესაჯა” – განაცხადა კარიდორმა.აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია კადიროვის მშობლიურ სოფელ ცენტოროიზე თავდასხმასთან ზაკაევის კავშირის შესახებ თავად ჩეჩნეთის პრეზიდენტმა გაავრცელა. თუმცა მალევე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დააზუსტა, რომ “სისხლიანი შ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  7. http://www.polity.ge/images/catalog/world/persons/putin_v_04.jpgყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიების მიმართ რუსეთის ამბიციების გასაგებად, სასურველია იმ არაორაზროვანი განცხადების გახსენება, რომელიც ვლადიმერ პუტინმა ხუთი წლის წინ გააკეთა. იმ დროს კრემლის ბინადარმა პუტინმა სატელევიზიო მიმართვაში თავის თანამემამულეებს უთხრა, რომ საბჭოთა იმპერიის დაშლა „საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა“ იყო. polity.ge
  8. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53419.jpgქართულ-რუსული ურთიერთობების ჩიხიდან გამოსაყვანად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში შესაძლოა სპეციალური მოსმენა დაინიშნოს. ინიციატივა მონიტორინგის საკითხებში ასამბლეის კომიტეტის თავმჯდომარემ დიკ მარტიმ ევროსაბჭოს საიტზე გამოაქვეყნა. View the full article
  9. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53415.jpgდიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს - ასე აფასებენ თბილისში უილიამ ჰეიგის განცხადებას, რომელიც მან გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. View the full article
  10. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53424.jpgსრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში წუხელ სადღესასწაულო წირვა აღავლინა. სადღესასწაულო წირვა-ლოცვას სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციებიც ესწრებოდნენ View the full article
  11. აფხაზეთში “როსნეფტი” რამდენიმე ბენზინგასამართ სადგურს 15 ოქტომბერს გახსნის. აღნიშნული ინფორმაცია სოხუმის რეჟიმის ლიდერმა, სერგეი ბაღაფშმა გაზეთ “კომერსანტისთვის” მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა.ბაღაფში აცხადებს, რომ “როსნეფტის” მიერ აფხაზეთში ბენზინგასამართი სადგურების გახსნა 100%-ით ეკონომიკური პროექტია და პოლიტიკა არაფერ შუაშია. თუმცა, იგი აღნიშნავს, რომ შესაძლოა, პროექტი ნაწილობრივ სარეკლამოც იყო.ბაღაფშის განცხადებით, სოხუმის რეჟიმი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსულ “ვნეშტორგბანკთან... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  12. ვალენსიას თავდამსხმელი დარწმუნებულია, რომ კატალონიაში მისი გუნდი გამარჯვებას მოიპოვებს. იხილეთ fanebi.com
  13. საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში, ხევსურეთში ტრაგიკულად დაღუპული მომღერლის თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნის საღამო დღეს, გაიმართება. საღამოზე ფოლკლორული ანსამბლები იმღერებენ და გარდაცვლილისადმი მიძღვნილ ლექსებს წაიკითხავენ. თეონა ქუმსიაშვილი 22 ივლისს ხევსურეთში, მუცოს ხეობაში, ავარიის დროს გარდაიცვალა. ავტოკატასტროფის შედეგად 7ადამიანი დაიღუპა. იხილეთ epn.ge
  14. http://www.epn.ge/wp-content/uploads/DSC_11751-150x150.jpgორგანიზაცია “ქართველი ემიგრანტები” პრეზიდენტის გადადგომისა და პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დღეს, საპროტესტო მსველობას მოაწყობენ. მსვლელობა 13:00-დან 16:00 საათამდე ერთდროულად ორი მიმართულებით გაიმართება. აქციის მონაწილეების ერთი ნაწილი სვეტიცხოვლის ტაძრიდან თბილისისკენ გაემართება, ხოლო მეორე ნაკადი ლილოს ტერიტორიიდან პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციისა და წმინდა სამების ტაძრისაკენ. იხილეთ epn.ge
×
×
  • შექმენი...