planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53441.jpgსაქართველოს ახალი კონსტიტუცია აქვს. დეპუტატებმა ქვეყნის მთავარი კანონი ერთხმად დაამტკიცეს. პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია 112 ხმით 5-ის წინააღმდეგ მიიღო. View the full article
-
სქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ერთის მხრივ, სააღმზრდელო დაწესებულებებმა განათლების სამინისტროს მიერ რეკომენდებული საგანმანათლებლო პროგრამებით უნდა იხელმძღვანელონ, მეორეს მხრივ კი, საბავშვო ბაღები, ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივ თვითმმართველობებს ექვემდებარებიან. რეალურად კი, მთლიანად ბაგა–ბაღის მენეჯმენტის მიერ შემუშავებულ მეთოდებზეა დამოკიდებული, თუ რა განათლებასა და უნარ–ჩვევებს იძენს ბავშვი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში. სკოლამდელი აღზრდის საკითხებში იუნისეფის კონსულტანტის, ლელა ჩახაიას თქმით, სანამ მშობელი ბავშვს ბაღში მიიყვანს, შეუძლია დაელაპარაკოს ბაღის დირექტორს და დაწვრილებით გამოკითხოს სასწავლო მეთოდოლოგიის შესახებ, თუმცა ამ შესაძლებლობას მშობლები იშვიათად იყენებენ. ოთხი წლის დათო აბესალაშვილი დედამ, ირინა დვალიძემ 169–ე საჯარო ბაღში ახლობლების რჩევით მიიყვანა: «ბევრმა მითხრა, რომ ამ ბაღში კარგი აღმზრდელები არიან და მათთვის შვილის აღზრდის მინდობა სარისკო არ იყო» – ამბობს ირინა დვალიძე. თბილისის 169–ე საჯარო ბაგა–ბაღში, რომელიც სამგორის რაიონში მდებარეობს, 470 ბავშვი ირიცხება, მათ შორისაა დათო აბესალაშვილი, რომელიც საბავშვო ბაღში წელს პირველად მიიყვანეს. ბაღის წესები ჯერ არ იცის, მაგრამ როდესაც ჯგუფში საუზმე შემოიტანეს, მაგიდას მაშინვე მიუჯდა. „ბავშვებო, სანამ მასწავლებელი არ გეტყვით, არ უნდა ჭამოთ. ჯერ ლოცვა უნდა ვთქვათ. ვინც ადრე დადიოდა ბაღში, იმათ ჩვენი წესები იციან. დათო კი ახალია“,– განუმარტა აღმზრდელმა ბავშვებს. დათო სკამიდან არ ადგა – “მე ლოცვა არ ვიცი”. „დედიკო სანთლებს არ განთებინებს? სხვანაირად არ შეიძლება. ადექი და ისწავლე ლოცვა. არაუშავს, ბავშვებო, ვაპატიოთ დათოს, დღეს მისთვის პირველი დღეა. ხელები ასე დაიწყვეთ და მამაო ჩვენო ვთქვათ” – არიგებს აღმზრდელი. სასადილოში რელიგიური კუთხის წინ ლოცვის შემდეგ, ბავშვებმა პირჯვარი გადაიწერეს და მაგიდებს მიუსხდნენ. მეორე დღეს დათო უფრო მომზადებული მივიდა საბავშვო ბაღში. საუზმის, სადილისა და სამხარის დროს მამაო ჩვენოს წასაკითხად პირველი ადგა. მამაო ჩვენო თბილისის, თითქმის, ყველა საჯარო ბაღის ბავშვებმა იციან. საბავშვო ბაღებში თვალსაჩინო ადგილზე გამოკრულია პლაკატები წარწერით – «ლოცვა, სწავლა და შრომა». როგორც 155–ე ბაგა –ბაღის ფსიქოლოგი, გულიკო ფარქოსაძე ამბობს, ასეთი ტიპის პლაკატები საპატრიაქოდან, საპატრიარქოს რეკომენდაციითვე, თვითონ მშობლებმა შეიძინეს. ფსიქოლოგის თქმით, ლოცვის წაკითხვა ბავშვებისთვის სავალდებულო არ არის. შესაბამისად, ძალას ვერავის დაატანენ. «სხვა აღმსარებლობის ბავშვებიც დადიან ბაღში, თუმცა არ გვახსოვს შემთხვევა, რომ თუნდაც მათ ან მათ მშობლებს ეს ფაქტი უარყოფითად მიეღოთ. პირიქით, დიდი სიამონებით ერთვებიან ამ პროცესში. პირჯვარის გადაწერით კი, ბავშვები მარჯვენა და მარცხენა ხელის გარჩევასაც ადვილად სწავლობენ», –ამბობს ფსიქოლოგი. ლოცვას საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებს დღეში სამჯერ, ყოველი კვების წინ აკითხებენ. დღის სხვა მონაკვეთში ბავშვები სხვადასხვა ტიპის საქმიანობით არიან დაკავებულნი იმის შესაბამისად, რასაც თითოეული აღმზრდელი თვლის საჭიროდ. «დიდი წრე გავაკეთოთ, ერთმანეთს შევხედოთ და ვუთხრათ გამარჯობა“, – მიმართავს ოთხი–ხუთი წლის ასაკის ბავშვებს თბილისის, 169–ე ბაგა–ბაღის ერთ–ერთი ჯგუფის აღმზრდელი ნანა კვირიკაშვილი. „მასწავლებელი რომ ეტყვის, გინდათ თუ არა, ახლა წრეში ჩავდგეთ და ეს გავაკეთოთ – არაა თანამედროვე მიდგომა. რა თქმა უნდა, წრეში ჩადგომა და სიმღერა ცუდი არაა, მაგრამ 30-ვე ბავშვი წრეში ჩააყენო და რაღაც დაავალო, ეს ძველი სტანდარტია, რომელიც ბავშვის დამოუკიდებელ ინდივიდად ჩამოყალიბებას ხელს უშლის», – ამბობს ლელა ჩახაია. «ახალ მეთოდებში ბევრი რამე არ მომწონს», –ამბობს 155–ე ბაღის ფსიქოლოგი გულიკო ფარქოსაძე. მისი თქმით, თანამედროვე მეთოდებში ბევრი თავისუფლებაა – როცა უნდა და რასაც უნდა, ბავშვი იმას აკეთებს, რაც ხშირად ქაოსის შემქმნელია. «ახალი სტანდარტების მიხედვით, ბავშვს აძლევ უფლებას საქმიანობა თვითონვე აირჩიოს. მასწავლებლის ფუნქცია კი ისაა – მივიდეს ცენტრში და მეთვალყურეობა გაუწიოს, მისცეს მიმართულება, როგორ იმუშაოს. თან მიაქციოს ყურადღება, რომ მთელი დღე ერთ ცენტრში არ იჯდეს “, – ამბობს ლელა ჩახაია. როგორც წესი, საბავშვო ბაღებში, თითოეული ჯგუფის ოთახში სხვადასხვა ტიპის ცენტრია თავმოყრილი, როგორიცაა მათემატიკის, ხელოვნების, სამზარეულოს, კითხვის, ბუნების და სხვა ცენტრი. «სხვა ქვეყნებში, სადაც ეს სტანდარტები ამართლებს, ბაღებში დიდი სივრცეა, სადაც თუნდაც თითოეული ცენტრი განლაგდება ცალკე. ჩვენთან კი, სასადილო ოთახიც იმავე ოთახშია, სადაც ბავშვები მთელ დღეს ატარებენ, ამიტომ საუზმის შემდეგ ბავშვები დერეფანში გამოგვყავს, რომ ძიძამ ჭურჭლის ალაგება მოასწროს», –ამბობს 155–ე ბაღის ფსიქოლოგი. გულიკო ფარქოსაძეს მიაჩნია, რომ უპირველეს ყოვლისა «აუცილებელია ბავშვს დისციპლინა და ნებისყოფა გამოუმუშავდეს». ამისათვის კი, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის ბაღში მეცადინეობათა დროებია შემუშავებული: 2–3 წლის ასაკის აღსაზრდელების მეცადინეობისთვის 5 წუთია გათვალისწინებული; 3–4 წლამდე – 7–10 წუთამდე; 4–5 წლამდე – 10–15 წუთამდე და 5–6 წლის ბავშვებისთვის –20–25 წუთი. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის არსებობს ორი სახელმძღვანელო მოდელი: ბავშვის სასკოლო მზაობაზე ორიენტირებული მოდელი ინგლისურენოვან ქვეყნებსა და საფრანგეთშია გავრცელებული და გულისხმობს ბავშვებისთვის სხვადასხვა საგნის შესწავლასა და მათ მომზადებას სკოლისთვის. მეორე მოდელი, რომელიც, ძირითადად, სკანდინავიის და ცენტრალური ევროპის ქვეყნებშია გავრცელებული, სოციალურ-პედაგოგიური მოდელის სახელწოდებითაა ცნობილი და ის საბავშვო ბაღს განსაკუთრებულ ინსტიტუტად განიხილავს: თანაბრად შეიცავს სამ კომპონენტს - განათლებას, აღზრდასა და მოვლას. საქართველოში ერთიანი მოდელი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის არ არსებობს. ყველა ბაღს თავისი სააღმზრდელო და სასწავლო მეთოდი გააჩნია. ერთადერთი საერთო, რაც საბავშვო ბაღებს საქართველოში გააჩნია, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და განათლების სამინისტროს მიერ 2000 წელს გამოცემული სახელმძღვანელოა, რომელიც ბაღის აღმზრდელების თქმით, მოძველებულია. ამის გამო, ბაღების აღმზრდელები დამატებითი სასწავლო მასალებს, ინდივიდუალური შეხედულებებისამებრ იყენებენ. 155–ე ბაღში 5–6 წლიანთა ჯგუფის აღმზრდელი ამბობს, რომ რამდენიმე წიგნი, რომელიც ამ ასაკის ბავშვებისთვის მიზანშეწონილად მიიჩნია, თვითონვე იყიდა. გარდა ამ სახელმძღვანელოებისა, აღმზრდელს ფურცლებზე გადმოწერილი ლექსებიც აქვს, რომელსაც ბავშვებს ასწავლის. „არ არსებობს ბაღის აღმზრდელის სტანდარტი. არც სავალდებულო მოთხოვნები. ტრენინგებიც იშვიათად ტარდება მათთვის – ხშირად იმის გამო, რომ ფიზიკურად არ არსებობს ტრენინგ-ცენტრი, ვინც დაატრენინგებდა მათ“, – ამბობს ლელა ჩახაია. 169–ე საჯარო ბაღში 26 აღმზრდელია, თუმცა სპეციალური ტრენინგები მხოლოდ ხუთმა მათგანმა გაიარა. იუნისეფის მიერ საქართველოში 2007 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად შემუშავებულ რეკომენდაციებში წერია, რომ ყოველგვარი ძალისხმევაა საჭირო საქართველოში საბავშვო ბაღების პროგრამების ხარისხის გასაუმჯობესებლად. სკოლამდელი განათლების საკითხებზე საქართველოში განათლების სამინისტროს სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი მუშაობს. თუმცა, ცენტრის პრესსამსახურის უფროსის, ქეთევან ჩხობაძის თქმით, სკოლამდელი პოლიტიკის საკითხებისა და კონცეფციის გარკვევის საკითხებზე მსჯელობა ცენტრის კომპეტენციაში არ შედის. ერთადერთი, რაც დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა გააკეთა, ისიც იუნისეფის ფინანსური მხარდაჭერით, იყო საბავშვო ბაღებისათვის ერთიანი სტანდარტის შემუშავება. სტანდარტის შექმნაში ბავშვთა ფსიქოლოგები, ადრეული განვითარების სპეციალისტები, სკოლამდელი განათლების ექსპერტები მონაწილეობდნენ. სტანდარტში აღწერილია 6 წლამდე ასაკის ბავშვებში სხვადასხვა განვითარების სფეროები: ფიზიკური განვითარება, ზოგადი ცოდნა, სწავლისადმი მიდგომა, მეტყველების განვითარება და სოციალურ–ემოციური განვითარება. აღნიშნული სტანდარტების შესახებ დოკუმენტი საჯარო ბაგა–ბაღებს რამდენიმე დღის წინ დაურიგდა.თუმცა აღნიშნულ დოკუმენტს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს საბავშვო ბაღებისთვის. დღევანდელი კანონმდებლობით, ბაღების განვითარების დონე მთლიანად მუნიციპალიტეტზეა დამოკიდებული. 2006 წლიდან საბავშვო ბაღები განათლების სამინისტროდან ადგილობრივი თვითმმართველობების დაქვემდებარებაში არიან გადასულნი. „დღეს საბავშვო ბაღებში სასწავლო მეთოდოლოგიას არავინ ამოწმებს, ვინაიდან არ არსებობს სავალდებულოდ განსაზღვრული სასწავლო მეთოდოლოგია“, –ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში თბილისის მერიის პრესცენტრის ხელმძღვანელი, თამარ დვალი. ლელა ჩახაიას თქმით, სკოლამდელი განათლება 1997 წლის კანონით რეგულირდებოდა. 2004 წელს კი, ძალაში შევიდა «ზოგადი განათლების შესახებ კანონი» , სადაც ჩახაიას თქმით, სკოლამდელი განათლების შესახებ საკითხები ბუნდოვანი და ძალიან ზოგადია.აღნიშნული კანონის თანახმად, „საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულება დამოუკიდებლად წარმართავს სასწავლო პროცესს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ რეკომენდებული საგანმანათლებლო პროგრამების, ზოგადი მეთოდიკის, სახელმძღვანელოებისა და დამხმარე ლიტერატურის შესაბამისად“. საქართველოში დღესდღეობით 1200–მდე საჯარო სკოლამდელი დაწესებულებაა, აქედან თბილისში 160–მდე საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, რომლებშიც 43 700 ბავშვი ირიცხება. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
სქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ერთის მხრივ, სააღმზრდელო დაწესებულებებმა განათლების სამინისტროს მიერ რეკომენდებული საგანმანათლებლო პროგრამებით უნდა იხელმძღვანელონ, მეორეს მხრივ კი, საბავშვო ბაღები, ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივ თვითმმართველობებს ექვემდებარებიან. რეალურად კი, მთლიანად ბაგა–ბაღის მენეჯმენტის მიერ შემუშავებულ მეთოდებზეა დამოკიდებული, თუ რა განათლებასა და უნარ–ჩვევებს იძენს ბავშვი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში. სკოლამდელი აღზრდის საკითხებში იუნისეფის კონსულტანტის, ლელა ჩახაიას თქმით, სანამ მშობელი ბავშვს ბაღში მიიყვანს, შეუძლია დაელაპარაკოს ბაღის დირექტორს და დაწვრილებით გამოკითხოს სასწავლო მეთოდოლოგიის შესახებ, თუმცა ამ შესაძლებლობას მშობლები იშვიათად იყენებენ. ოთხი წლის დათო აბესალაშვილი დედამ, ირინა დვალიძემ 169–ე საჯარო ბაღში ახლობლების რჩევით მიიყვანა: «ბევრმა მითხრა, რომ ამ ბაღში კარგი აღმზრდელები არიან და მათთვის შვილის აღზრდის მინდობა სარისკო არ იყო» – ამბობს ირინა დვალიძე. თბილისის 169–ე საჯარო ბაგა–ბაღში, რომელიც სამგორის რაიონში მდებარეობს, 470 ბავშვი ირიცხება, მათ შორისაა დათო აბესალაშვილი, რომელიც საბავშვო ბაღში წელს პირველად მიიყვანეს. ბაღის წესები ჯერ არ იცის, მაგრამ როდესაც ჯგუფში საუზმე შემოიტანეს, მაგიდას მაშინვე მიუჯდა. „ბავშვებო, სანამ მასწავლებელი არ გეტყვით, არ უნდა ჭამოთ. ჯერ ლოცვა უნდა ვთქვათ. ვინც ადრე დადიოდა ბაღში, იმათ ჩვენი წესები იციან. დათო კი ახალია“,– განუმარტა აღმზრდელმა ბავშვებს. დათო სკამიდან არ ადგა – “მე ლოცვა არ ვიცი”. „დედიკო სანთლებს არ განთებინებს? სხვანაირად არ შეიძლება. ადექი და ისწავლე ლოცვა. არაუშავს, ბავშვებო, ვაპატიოთ დათოს, დღეს მისთვის პირველი დღეა. ხელები ასე დაიწყვეთ და მამაო ჩვენო ვთქვათ” – არიგებს აღმზრდელი. სასადილოში რელიგიური კუთხის წინ ლოცვის შემდეგ, ბავშვებმა პირჯვარი გადაიწერეს და მაგიდებს მიუსხდნენ. მეორე დღეს დათო უფრო მომზადებული მივიდა საბავშვო ბაღში. საუზმის, სადილისა და სამხარის დროს მამაო ჩვენოს წასაკითხად პირველი ადგა. მამაო ჩვენო თბილისის, თითქმის, ყველა საჯარო ბაღის ბავშვებმა იციან. საბავშვო ბაღებში თვალსაჩინო ადგილზე გამოკრულია პლაკატები წარწერით – «ლოცვა, სწავლა და შრომა». როგორც 155–ე ბაგა –ბაღის ფსიქოლოგი, გულიკო ფარქოსაძე ამბობს, ასეთი ტიპის პლაკატები საპატრიაქოდან, საპატრიარქოს რეკომენდაციითვე, თვითონ მშობლებმა შეიძინეს. ფსიქოლოგის თქმით, ლოცვის წაკითხვა ბავშვებისთვის სავალდებულო არ არის. შესაბამისად, ძალას ვერავის დაატანენ. «სხვა აღმსარებლობის ბავშვებიც დადიან ბაღში, თუმცა არ გვახსოვს შემთხვევა, რომ თუნდაც მათ ან მათ მშობლებს ეს ფაქტი უარყოფითად მიეღოთ. პირიქით, დიდი სიამონებით ერთვებიან ამ პროცესში. პირჯვარის გადაწერით კი, ბავშვები მარჯვენა და მარცხენა ხელის გარჩევასაც ადვილად სწავლობენ», –ამბობს ფსიქოლოგი. ლოცვას საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებს დღეში სამჯერ, ყოველი კვების წინ აკითხებენ. დღის სხვა მონაკვეთში ბავშვები სხვადასხვა ტიპის საქმიანობით არიან დაკავებულნი იმის შესაბამისად, რასაც თითოეული აღმზრდელი თვლის საჭიროდ. «დიდი წრე გავაკეთოთ, ერთმანეთს შევხედოთ და ვუთხრათ გამარჯობა“, – მიმართავს ოთხი–ხუთი წლის ასაკის ბავშვებს თბილისის 169–ე ბაგა–ბაღის ერთ–ერთი ჯგუფის აღმზრდელი ნანა კვირიკაშვილი. „მასწავლებელი რომ ეტყვის, გინდათ თუ არა, ახლა წრეში ჩავდგეთ და ეს გავაკეთოთ – არაა თანამედროვე მიდგომა. რა თქმა უნდა, წრეში ჩადგომა და სიმღერა ცუდი არაა, მაგრამ 30-ვე ბავშვი წრეში ჩააყენო და რაღაც დაავალო, ეს ძველი სტანდარტია, რომელიც ბავშვის დამოუკიდებელ ინდივიდად ჩამოყალიბებას ხელს უშლის», – ამბობს ლელა ჩახაია. «ახალ მეთოდებში ბევრი რამე არ მომწონს», –ამბობს 155–ე ბაღის ფსიქოლოგი გულიკო ფარქოსაძე. მისი თქმით, თანამედროვე მეთოდებში ბევრი თავისუფლებაა – როცა უნდა და რასაც უნდა, ბავშვი იმას აკეთებს, რაც ხშირად ქაოსის შემქმნელია. «ახალი სტანდარტების მიხედვით, ბავშვს აძლევ უფლებას, საქმიანობა თვითონვე აირჩიოს. მასწავლებლის ფუნქცია კი ისაა – მივიდეს ცენტრში და მეთვალყურეობა გაუწიოს, მისცეს მიმართულება, როგორ იმუშაოს. თან მიაქციოს ყურადღება, რომ მთელი დღე ერთ ცენტრში არ იჯდეს “, – ამბობს ლელა ჩახაია. როგორც წესი, საბავშვო ბაღებში, თითოეული ჯგუფის ოთახში, სხვადასხვა ტიპის ცენტრია თავმოყრილი, როგორიცაა მათემატიკის, ხელოვნების, სამზარეულოს, კითხვის, ბუნების და სხვა ცენტრი. «სხვა ქვეყნებში, სადაც ეს სტანდარტები ამართლებს, ბაღებში დიდი სივრცეა, სადაც თუნდაც თითოეული ცენტრი განლაგდება ცალკე. ჩვენთან კი, სასადილო ოთახიც იმავე ოთახშია, სადაც ბავშვები მთელ დღეს ატარებენ, ამიტომ საუზმის შემდეგ ბავშვები დერეფანში გამოგვყავს, რომ ძიძამ ჭურჭლის ალაგება მოასწროს», –ამბობს 155–ე ბაღის ფსიქოლოგი. გულიკო ფარქოსაძეს მიაჩნია, რომ უპირველეს ყოვლისა, «აუცილებელია ბავშვს დისციპლინა და ნებისყოფა გამოუმუშავდეს». ამისათვის კი, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის ბაღში მეცადინეობათა დროებია შემუშავებული: 2–3 წლის ასაკის აღსაზრდელების მეცადინეობისთვის 5 წუთია გათვალისწინებული; 3–4 წლამდე – 7–10 წუთამდე; 4–5 წლამდე – 10–15 წუთამდე და 5–6 წლის ბავშვებისთვის –20–25 წუთი. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის არსებობს ორი სახელმძღვანელო მოდელი: ბავშვის სასკოლო მზაობაზე ორიენტირებული მოდელი ინგლისურენოვან ქვეყნებსა და საფრანგეთშია გავრცელებული და გულისხმობს ბავშვებისთვის სხვადასხვა საგნის შესწავლასა და მათ მომზადებას სკოლისთვის. მეორე მოდელი, რომელიც, ძირითადად, სკანდინავიის და ცენტრალური ევროპის ქვეყნებშია გავრცელებული, სოციალურ-პედაგოგიური მოდელის სახელწოდებითაა ცნობილი და ის საბავშვო ბაღს განსაკუთრებულ ინსტიტუტად განიხილავს: თანაბრად შეიცავს სამ კომპონენტს - განათლებას, აღზრდასა და მოვლას. საქართველოში ერთიანი მოდელი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის არ არსებობს. ყველა ბაღს თავისი სააღმზრდელო და სასწავლო მეთოდი გააჩნია. ერთადერთი საერთო, რაც საბავშვო ბაღებს საქართველოში გააჩნია, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და განათლების სამინისტროს მიერ 2000 წელს გამოცემული სახელმძღვანელოა, რომელიც ბაღის აღმზრდელების თქმით, მოძველებულია. ამის გამო, ბაღების აღმზრდელები დამატებითი სასწავლო მასალებს, ინდივიდუალური შეხედულებებისამებრ იყენებენ. 155–ე ბაღში 5–6 წლიანთა ჯგუფის აღმზრდელი ამბობს, რომ რამდენიმე წიგნი, რომელიც ამ ასაკის ბავშვებისთვის მიზანშეწონილად მიიჩნია, თვითონვე იყიდა. გარდა ამ სახელმძღვანელოებისა, აღმზრდელს ფურცლებზე გადმოწერილი ლექსებიც აქვს, რომელსაც ბავშვებს ასწავლის. „არ არსებობს ბაღის აღმზრდელის სტანდარტი. არც სავალდებულო მოთხოვნები. ტრენინგებიც იშვიათად ტარდება მათთვის – ხშირად იმის გამო, რომ ფიზიკურად არ არსებობს ტრენინგ-ცენტრი, ვინც დაატრენინგებდა მათ“, – ამბობს ლელა ჩახაია. 169–ე საჯარო ბაღში 26 აღმზრდელია, თუმცა სპეციალური ტრენინგები მხოლოდ ხუთმა მათგანმა გაიარა. იუნისეფის მიერ საქართველოში 2007 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად შემუშავებულ რეკომენდაციებში წერია, რომ ყოველგვარი ძალისხმევაა საჭირო საქართველოში საბავშვო ბაღების პროგრამების ხარისხის გასაუმჯობესებლად. სკოლამდელი განათლების საკითხებზე საქართველოში განათლების სამინისტროს სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი მუშაობს. თუმცა, ცენტრის პრესსამსახურის უფროსის, ქეთევან ჩხობაძის თქმით, სკოლამდელი პოლიტიკის საკითხებისა და კონცეფციის გარკვევის საკითხებზე მსჯელობა ცენტრის კომპეტენციაში არ შედის. ერთადერთი, რაც დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა გააკეთა, ისიც იუნისეფის ფინანსური მხარდაჭერით, იყო საბავშვო ბაღებისათვის ერთიანი სტანდარტის შემუშავება. სტანდარტის შექმნაში ბავშვთა ფსიქოლოგები, ადრეული განვითარების სპეციალისტები, სკოლამდელი განათლების ექსპერტები მონაწილეობდნენ. სტანდარტში აღწერილია 6 წლამდე ასაკის ბავშვებში სხვადასხვა განვითარების სფეროები: ფიზიკური განვითარება, ზოგადი ცოდნა, სწავლისადმი მიდგომა, მეტყველების განვითარება და სოციალურ–ემოციური განვითარება. აღნიშნული სტანდარტების შესახებ დოკუმენტი საჯარო ბაგა–ბაღებს რამდენიმე დღის წინ დაურიგდა.თუმცა აღნიშნულ დოკუმენტს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს საბავშვო ბაღებისთვის. დღევანდელი კანონმდებლობით, ბაღების განვითარების დონე მთლიანად მუნიციპალიტეტზეა დამოკიდებული. 2006 წლიდან საბავშვო ბაღები განათლების სამინისტროდან ადგილობრივი თვითმმართველობების დაქვემდებარებაში არიან გადასულნი. „დღეს საბავშვო ბაღებში სასწავლო მეთოდოლოგიას არავინ ამოწმებს, ვინაიდან არ არსებობს სავალდებულოდ განსაზღვრული სასწავლო მეთოდოლოგია“, –ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში თბილისის მერიის პრესცენტრის ხელმძღვანელი, თამარ დვალი. ლელა ჩახაიას თქმით, სკოლამდელი განათლება 1997 წლის კანონით რეგულირდებოდა. 2004 წელს კი, ძალაში შევიდა «ზოგადი განათლების შესახებ კანონი» , სადაც ჩახაიას თქმით, სკოლამდელი განათლების შესახებ საკითხები ბუნდოვანი და ძალიან ზოგადია.აღნიშნული კანონის თანახმად, „საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულება დამოუკიდებლად წარმართავს სასწავლო პროცესს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ რეკომენდებული საგანმანათლებლო პროგრამების, ზოგადი მეთოდიკის, სახელმძღვანელოებისა და დამხმარე ლიტერატურის შესაბამისად“. საქართველოში დღესდღეობით 1200–მდე საჯარო სკოლამდელი დაწესებულებაა, აქედან თბილისში 160–მდე საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, რომლებშიც 43 700 ბავშვი ირიცხება. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
რუსეთის თვითმპყრობელურმა იმპერიალისტურმა სახელმწიფომ ამიერკავკასიაში მყარად ფეხის მოკიდების შემდეგ, გეგმაზომიერად წარმართული მზაკვრული საქმიანობითა და მასზე დაფუძნებული პოლიტიკით ყველაფერი იღონა ორი ხალხის – ქართველთა და აფხაზთა მრავალსაუკუნოვანი და კეთილმეზობლური ურთიერთდამოკიდებულების საძირკველის შესარყევად. ქართველი და აფხაზი ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები: ი.ჭავჭავაძე, ა.წერეთელი, ნ.ნიკოლაძე, ს.მესხი, გ.შერვაშიძე, ი.გოგებაშვილი, გ.ემუხვარი და სხვები, თავიანთი გუმანით ჭვრეტდ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/09/zaman.jpg თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმეტ დავითოღლუ და თავდაცვის მინისტრი ვეჯი გენიული ამერიკელ კოლეგებს, სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს და თავდაცვის მინისტრ რობერტ გეითს შეხვდნენ. შეხვედრა გაიმართა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ნატოს გენერალურმა მდივანმა ალიანსის წევრებს რაკეტსაწინაარმდეგო თავდაცვის შემოთავაზებული სისტემის მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომელმაც ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა უნდა დაიცვას. ნატოს წინადადებით, უნდა გაფართოვდეს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ტაქტიკური რესურსების სისტემა, რომ მან ალიანსში შემავალი ყველა სახელმწიფოს ტერიტორია გადაფაროს და დაიცვას ის ისეთი ქვეყნების ბალისტიკური რაკეტებისგან, როგორებიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა. ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის წინადადებით, პროექტს რუსეთიც უნდა შეუერთდეს, რაც ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის უზარმაზარი ქსელის შექმნის შსაძლებლობას შექმნის „ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე“. „საფრთხეები ცხადია, შესაძლებლობები არსებობს, ხარჯები მისაღებია“, – განაცხადა რასმუსენმა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების და თავდაცვის მინისტრების ერთობლივი შეხვედრის გახსნაზე. ასეთი შეხვედრები ძალიან იშვიათად იმართება. „დღეიდან ნატო იწყებს სამიტისთვის დაჩქარებულ მზადებას. ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც ჩვენ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მივიღებთ, განსაზღვრავს მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ალიანსის მომავალს“. შეერთებული შტატები მხარს უჭერს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნის წინადადებას. მაგრამ ზოგიერთ ქვეყანას შემოთავაზებული გეგმის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, მიაჩნია, რომ ის ძალიან ძვირადღირებულია და აცხადებს, რომ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა ბითვული შეკავების პროცესში სანდო რესურსის როლს ვერ შეასრულებს. თურქეთმა თავის მხრივ მკაფიოდ განაცხადა, რომ ამ გეგმას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიწონებს, თუკი დარწმუნდება იმაში, რომ ნატოს ყველა წევრ ქვეყანას კონკრეტული საფრთხე ემუქრება, ან უკიდურეს შემთხვევაში, პოტენციური საფრთხე მაინც. თუმცა, აშშ–ს თავდაცვის მინისტრი გეითსი ოპტიმისტურად საუბრობდა ჟურნალისტებთან თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიდან ბრიუსელში მიფრინავდა. გეითსის თქმით, მას მიაჩნია, რომ ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ეტაპობრივი შექმნის გეგმას ფართო მხარდაჭერა აქვს; რომ ამ გეგმაში ცვლილებების შეტანაც შეიძლება და ის ანტისარაკეტო თავდაცვის უფრო სანდო ფარის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს ზღვაზე ბაზირებული რაკეტსაწინააღმდეგო და ამოცნობის სისტემებით, რომელთა მიზანიც ირანის მხრიდან სარაკეტო საფრთხისგან ნატოს ქვეყნების დაცვაა. თუმცა, თურქეთს არა ფართო მხარდაჭერის, არამედ ამგვარი გეგმების რეალიზაციაზე ყველა ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობის ხილვა სურს. „ერთი არანაკლებ ოცდაშვიდისა“, – ჩვეულებრივ ანკარა ამ ლოზუნგით გამოდის ნატოს პრობლემების განხილვისას. როგორც ჩანს, ის კენჭისყრის დროს კონსენსუსს გულისხმობს, რომელიც ამ 28 წევრი ქვეყნისგან შემდგარი ალიანსის მუშაობის წესების საფუძველია. „რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ეროვნულ სისტემებთან დაკავშირება იმისთვის, რომ სისტემამ წევრი ქვეყნების ტერიტორიები და მოსახლოება მოიცვას, ეს უფრო მეტია ვიდრე პროგრამული უზრუნველყოფის საკითხი – საუბარია ნაციონალური ძალების მმართვის სისტემების გაერთიანებაზე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რესურსებთან“, – განაცხადა გეითსმა. მისი თქმით, ამისთვის საკმაოდ მოკრძალებული ფინანსური ასიგნებები იქნება საჭირო დამატებით უკვე დამტკიცებულ 85–დან 150 მილიონ ევროზე ათი წლის განმავლობაში. კონსენსუსის გარდა, ანკარას სურს, რომ დაგეგმილმა ანტისარაკეტო სისტემამ მისი ტერიტორია სრულად მოიცვას და არა ნაწილობრივ. მას ასევე სურს, რომ სისტემებს „შემაკავებელი“ ფუნქციებიც ჰქონდეს და კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ალიანსის საფრთხედ რომელიმე კონკრეტული ქვეყნის დასახელებას. ანკარას წინააღმდეგობა, რომ შედგეს ევროპისთვის საფრთხის მატარებელი კონკრეტული ქვეყნების სია, სინამდვილეში, იმ ზიანს უკავშირდება, რომელიც ასეთ ქმედებებს შეიძლება მოჰყვეს მისი მეზობლებთან ურთიერთობებისთვის, კერძოდ, ირანთან. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ანკარა ფრთხილ „ნულოვანი პრობლემების“ პოლიტიკას აწარმოებს მეზობლებთან, ახლო აღმოსავლეთსა და მიმდებარე სახელმწიფოებთან, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთან. ბრიუსელის სამიტამადე სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე, აშშ–ს სამხედრო უწყების მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ხუთშაბათს თურქეთი მონაწილეობას მიიღებს ნატოს ბრიუსელის შეხვედრაში, შემდეგ კი ალიანსის ნოემბრის სამიტში ლისაბონში, სადაც მას მინიმუმ ორი საკითხის გადაწყვეტა მოუწევს. პირველი საკითხია თურქეთის მონაწილეობა კენჭისყრაში, რომელიც ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ელემენტების მის ტერიტორიაზე განთავსებას ეხება, მეორე კი ის, თუ რა როლს ითამაშებს თურქეთი ამ პროცესში, განუცხადა სამშაბათს ჟურნალისტებს აშშ–ს თავდაცვის მინისტრის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ნატოს პოლიტიკის საკითხებში ჯეიმს თაუნსენდმა. თაუნსენდის თქმით, თურქეთის გადაწყვეტილება გავლენას იქონიებს ბევრ ისეთ საკითხზე, რომელიც მის შიდა დღის წესრიგში დგას, და თურქები მას დიდი ყურადღებით განიხილავენ. „თურქეთთან ჩვენი მოლაპარაკების პროცესში ანკარა სულ უფრო კარგად აცნობიერებეს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის თავად კონცეფციის მნიშვნელობას, რომ ეს კონცეფცია ალიანსის ფარგლებში უნდა განხორციელდეს“, – აღნიშნა თაუნსენდმა და იმავდროულად ხაზი გაუსვა იმას, რომ თურქები აცნობიერებენ ალიანსის უსაფრთხოების პრობლემების სერიოზულობას და ესმით, რომ ნატო ვალდებულია ეს პრობლემა გადაჭრას. ამერიკის წინა ადმინისტრაციამ 2007 წელს შეიმუშავა ანტისარაკეტო ფარის პოლონეთსა და ჩეხეთში განთავსების გეგმა, მაგრამ ობამას ამ გეგმაზე უარის თქმა მოუწია, რომ კრემლისთვის ესიმოვნებინა. ვაშინგტონი აცხადებდა, რომ ანტისარაკეტო სისტემა ირანის საფრთხის წინააღმდეგ იქმნებოდა, მაგრამ მოსკოვს მიაჩნია, რომ ის დაარღვევს სტრატეგიულ ბალანსს რუსეთის და დასავლეთის ბირთვულ ძალებს შორის. შარშან პრეზიდენტმა ობამამ დაამტკიცა გეგმა, რომელიც ევროპაში სულ უფრო მასშტაბური საზღვაო და ქვეითი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის, ასევე მთელი რიგი რადიოლოკაციური სადგურების განთავსებას ითვალისწინებს, რათა დაიცვას კონტინენტი ირანის მხრიდან სულ უფრო მზარდი სარაკეტო თავდასხმის საფრთხისგან. ობამას ახალი გეგმით გათვალისწინებულია ისეთი სისტემების განთავსება, რომლებიც შეძლებენ ახლო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების განადგურებას. ამ ობიექტების ეტაპობრივი მშენებლობა 2011 წელს უნდა დაიწყოს. უფრო შორ მანძილზე მოქმედი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები დაახლოებით 2020 წელს შეიქმნება. „ამ საკითხზე საერთო მიდგომა უნდა შემუშავდეს, რომელსაც ნატოს ყველა წევრი დაუჭერს მხარს“, – განუცხადა ოთხშაბათს გაზეთ Today’s Zaman–ს თურქეთის დიპლომატიური წრეების წარმომადგენელმა. წყარომ, რომელმაც აღიარა, რომ ამერიკის წარმომადგენლებმა ისაუბრეს თურქულ მხარესთან იმაზე, თუ ვინ განათავსებს საკუთარ ტერიტორიაზე სისტემის ელემენტებს, ასევე დააზუსტა: „ჩვენ უარს ვიტყვით, თუკი საფრთხის არსებობაზე თანხმობა მიღწეული ვერ იქნება, ანუ თუკი აღმოჩნდება, რომ საფრთხეს ნატოს მხოლოდ ზოგიერთი წევრები, მაგალითად ჩეხეთი ან პოლონეთი გრძნობენ, და არა ალიანსის ყველა წევრი. ასეთ შემთხვევაში, თურქეთი მოიწონებს ნატოს წევრბის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებას მთლიანობაში, მაგრამ ალიანსის წევრებმა ასეთი საფრთხეების შეფასების და განსაზღვრის ყველასთვის მისაღები მექანიზმი უნდა შეათანხმონ“. ორიგინალი ორიგინალი