Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. დღეს პოლიციის აკადემიაში გაიმართება ტყის მცველთა შესარჩევ კონკურსი, რომელსაც გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე და სატყეო სააგენტოს… ლინკი მედიანიუსზე
  2. კომპანია `ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის~ ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელის ქუჩაზე, წყალსადენის ახალი ქსელის მოქმედ ქსელთან მიერთების მიზნით,… ლინკი მედიანიუსზე
  3. საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფში გაწევრიანდა. როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური ვებ–გვერდი იტყობინება, მინისტრის მოადგილემ მალხაზ აკიშბაიამ შესაბამის შეთანხმებას ხელი არგენტინის ქალაქ მენდოსაში მოაწერა. ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფი 1994 წელს შეიქმნა და მისი მიზანი წევრ ქვეყნებს შორის ღვინით გამარტივებული ვაჭრობის უზრუნველყოფაა. ორგანიზაციაში გაწევრიანებულები არიან: ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, არგენტინა, ჩილე, ავსტრალია და ახალი ზელანდია. "მინდა მივულოცო ყველა ქართველ მეღვინეს საქართველოს ამ ჯგუფში გაწევრიანება. ეს არის არა მარტო შეღავათიანი სავაჭრო პირობები სხვადასხვა ქვეყნებთან, არამედ ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისითაც", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა. საქართველოს შემდეგ, ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის წევრი ჩინეთიც გახდება, სადაც ღვინის მოხმარება სტაბილურად იზრდება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  4. დღეს სტატისტიკის მსოფლიო დღე პირველად აღინიშნება. 20 ოქტომბერი სტატისტიკის მსოფლიო დღედ 2010 წელს გაეროს გენერალური… ლინკი მედიანიუსზე
  5. დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს არჩევნები ჩატარდება. ხმის მიცემა დილის 10… ლინკი მედიანიუსზე
  6. დღეს თბილისს უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ეწვევა. იგი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლიტიკურ კონსულტაციებს გამართავს. … ლინკი მედიანიუსზე
  7. დღეს სახალხო წარმომადგენლობითი კრების საინიციატივო ჯგუფი აჭარაში პირველ რეგიონულ შეკრებას გამართავს. როგორც „მედიანიუსს“ კრების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა,… ლინკი მედიანიუსზე
  8. 19 ოქტომბერს ჩეჩნეთის პარლამენტზე მეამბოხეების თავდასხმამ არაერთგვაროვანი შეფასებები და გამოხმაურება გამოიწვია ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებში. რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი რ.ნურგალიევი კმაყოფილია თავისი ქვეშევრდომების პროფესიონალიზმით, რომლებმაც უმოკლეს დროში ოპერატიულად აღკვეთეს ბოევიკების თავდასხმა.კარნეგის ცენტრის ცნობილი ანალიტიკოსის ალექსეი მალაშენკოს განცხადებით, „ეს იყო პირდაპირი დარტყმა კადიროვის ფიზიონომიაზე, რომლის მუდმივი ყბედობა მეამბოხეებზე გამარჯვები... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/sagareo28-150x150.jpgუნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია თბილისი დღეს ეწვევა. დელეგაციის წევრები საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლიტიკურ კონსულტაციებს გამართავენ, სადაც მხარეები ორ ქვეყანას თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ. გასულ კვირას ქართულმა მხარემ პოლიტიკური კონსულტაციები ავსტრიის საგარეო უწყების წარმომადგენლებთან გამართა. იხილეთ epn.ge
  10. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” დღეს ჟინვალის ჰიდროკომპლექსის 25 წლის საიუბილეო თარიღს აღნიშვნას. როგორც “ექსპრესნიუსს” კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან” აცნობეს საიუბილეო ცერემონიალი ჟინვალში, ჰიდროკომპლექსის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება, რომელსაც საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, თბილისის მერიისა და საკრებულოს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს სამეცნიერო და საინჟინრო ინტელიგენციის, დამსახურებულ ენერგეტიკოსთა, ენერგოკომპანიების, საბანკო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. დაგეგმილია ჟინვალის ჰიდროკომლექსის დამსახურებული თანამშრომლების დაჯილდოება; ცერემონიალის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე სტუმრები ჯვარიპატიოსანის სახელობის ეკლესიას მოინახულებენ. ეკლესია, რომელიც “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით ააგო, ჟინვალის წყალსაცავში 25 წლის წინ დაძირული XI-XII საუკუნეების სიწმინდის ზუსტ ანალოგს წარმოადგენს. ჟინვალის ჰიდროკომპლექსი 1985 წელს ამოქმედდა. ექსპლუატაციაში მისი გაშვებით ქვეყნის დამატებითი ენერგორესურსით, დედაქალაქის სასმელი წყლითა და სასოფლო-სამეურნეო მიწების სარწყავი წყლით უზრუნველყოფის პრობლემა გადაიჭრა. სასმელი წყლის 87% თბილისში ჟინვალიდან მოედინება; ჰიდროკომპლექსზე წარმოებული ელექტროენერგია საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის 5-6%-ს შეადგენს. 2008-2010 წლებში, ჰიდროკომპლექსის საიმედოობის ასამაღლებლად “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” რიგი სამშენებლო, სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელა, რამაც ჟინვალჰესის გამომუშავებაზეც დადებითად იმოქმედა. ბოლო ორი წლის მანძილზე წარმოებული ელექტროენერგია სადგურის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი რეკორდულია. იხილეთ epn.ge
  11. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე, სახალხო დიპლომატიაში ნატოს კავკასიის რეგიონის კოორდინატორი დესპინა აფენტოული და ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის უფროსი თენგიზ გოგოტიშვილი ნატოს კვირეულის ფარგლებში მცხეთის მეორე საჯარო სკოლაში მეათეკლასელ მოსწავლეებს შეხვდებიან. ამის შესახებ, ,,ექსპრესნიუსს” განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს. როგორც ცნობილია, ვიზიტის მიზანი ნატოს შესახებ ინფორმირებაა, ბავშვებს ნატოს შესახებ ლექციას წაუკითხავენ და საინფორმაციო ლიტერატურას გადასცემენ. იხილეთ epn.ge
  12. რუსეთი, სავარაუდოდ, 12 თვეში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას შეუერთდება. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკის დარგში ლორენს სამერსმა მოსკოვში ვიზიტის დროს განაცხადა. სამერსი მოსკოვში 19 ოქტომბერს მის კოლეგას იგორ შუვალოვს შეხვდა. რუსეთის მსო-ში გაწევრიანებაზე აშშ-ს მრჩეველმა სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსის ინფორმაციით, პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ ის საკითხები, რომლებიც რუსეთის მსო-ში გაწევრიანებას წინ ეღობება, უახლოეს რამდენიმე თვეში მოლაპარაკებების გზით უნდა მოგვარდეს. რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას 15 წელია ცდილობს. თუ მსო-ში შემავალი ერთ ქვეყანა მაინც არ დაუჭერს მხარს მეორე ქვეყნის გაწევრიანებას, ეს უკანასკნელი ვერ შეძლებს ორგანიზაციაში გაწევრიანებას. საქართველო, რომელიც მსო-ს წევრია, რუსეთის გაწევრიანებას ორგანიზაციაში ეწინააღმდეგება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  13. მილანის გოლკიპერის მარკო ამელია თავისი დებიუტით როსონერის რიგებში უკმაყოფილოა. თუმცა რა გასაკვირია, მადრიდის რეალმა მის კარში ორი უპასუხლო გოლის გატანა მოახერხა. იხილეთ fanebi.com
  14. დღეს ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი მასმედიის წარმომადგენლებთან 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ შეხვედრას გამართავს. როგორც ცნობილია, შეხვედრის მიზანი ახალ საბიუჯეტო კლასიფიკატორსა და ბიუჯეტის ფორმირების წესებზე მცირე სემინარის გამართვა, ბიუჯეტთან დაკავშირებით მიმდინარე კვლევის შედეგების წარმოდგენა და ცაკლეულ საკითხებზე ცენტრის ექსპერტთა მოსაზრებების გაცნობაა. პრეზენტაციის მომხსენებლები ექსპერტები ეკონომიკის საკითხებში დავით ნარმანია და შოთა მურღულია იქნებიან. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით 2009 წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს “საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდე-ბულობის გაზრდა მონიტორინგის გზით”. იხილეთ epn.ge
  15. ცოტა უცნაურია მაგრამ მილანის ინტერნაციონალეს ახალი დამრიგებელი რაფა ბენიტესი ყველა მატჩს მძიმეს უწდებს. იხილეთ fanebi.com
  16. კატალონიური ბარსელონას ყოფილმა მწვრთნელმა რაიკაარდმა თურქულ კლუბში წელიწადზე ოდნავ მეტი გაძლო. იხილეთ fanebi.com
  17. დღეს საღამოს მორიგ მატჩს გამართავს "მანჩესტერ იუნაიტედი", რომელიც მიმდინარე სეზონში საკმაოდ არადამაჯერებლად თამაშობს. მანჩესტერელთა მეტოქე დღეს C ჯგუფის აუტსაიდერი, "ბურსასფორი" იქნება. შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე" 22 საათსა და 45 წუთზე გაიმართება. იხილეთ fanebi.com
  18. კატალონიურ ბარსელონას დღეს ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში კოპენჰაგენის წინააღმდეგ თავისი ძირითადი მეკარის გარეშე თამაში მოუწევს. იხილეთ fanebi.com
  19. მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდის უეინ რუნის სხვა კლუბში გადაბარგებაზე მთელი სპორტული სამყარო ლაპარაკობს. და მართლაც, სად მიდის რუნი? იხილეთ fanebi.com
  20. ლონდონის არსენალის მთავარი მწვრთნელი გუშინ შახტარის წინააღმდეგ გამართული შეხვედრის შემდეგ თავისი ფეხბურთელებით კმაყოფილი დარჩა. იხილეთ fanebi.com
  21. როგორც იცით გუშინ მადრიდის რეალმა მილანს დამაჯერებელი ანგარიშით მოუგო. თავისი ყოფილი გუნდის გასამხნევებლად კი იტალიელთა გასახდელში რიკარდო კაკამ შეიარა. იხილეთ fanebi.com
  22. გუშინ რომილ ოლიმპიურ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩი გაიმართა სადაც ერთმანეთს ადგილობრივი რომა და ბაზელი დაუპირისპირდნენ. იხილეთ fanebi.com
×
×
  • შექმენი...