planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53529.jpgთბილისობა 2010 დღეიდან იწყება. წინა თბილისობებისგან განსხვავებით, წლევანდელი ქალაქობა განსხვავებულია. ტრადიციული ოქტომბრის ბოლო შაბათ-კვირის ნაცვლად, ამჯერად დღესასწაული მთელი ათი დღე გაგრძელდება. View the full article
-
სახალხო დამცველის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტმა ადვოკატების მიმართვის საფუძველზე ვიზიტი განახორციელა გლდანის მერვე დაწესებულებაში, სადაც საკარანტინე განყოფილებაში პატიმართა მდგომარეობა შეისწავლა. „დაუყოვნებლივ შეწყდეს უკანონოდ, დასჯის მიზნით პატიმართა საკარანტინე განყოფილებაში მოთავსება, ასევე დაუყოვნებლივ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები საკარანტინე განყოფილებაში არსებული არაადამიანური და ღირსების შემლახავი პირობების და პრაქტიკის აღმოსაფხვრელად“,–ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში,რომლითაც ის სასჯელაღსრულების,პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს მიმართავს. თუ რა მდგომარეობაა გლდანის მერვე საპყრობილის საკარანტინე განყოფილებაში, აღწერილია იმ წერილში,რომელსაც ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. ნათქვამია,რომ საკარანტინე 15 საკნიდან, 7–ში მხოლოდ სკამები დგას, ეს საკნები განკუთვნილია პატიმრების მოსათავსებლად,რომლებიც გაყავთ სასამართლო პროცესებზე. თუმცა ამ შვიდიდან სამი საკანი გამოყენებულია დამატებით საკარანტინე ოთახად, სადაც რამდენიმედ დღით ან ერთი კვირით ათავსებენ პატიმრებს. შესაბამისად, პატიმრებს ძილი ან სკამებზე უწევთ, ან ბეტონის იატაკზე. ისინი არი არიან უზრუნველყოფილები ლეიბებით და გადასაფარებებლებით,–ნათქვამია განცხადებაში. რაც შეეხება დანარჩენ 8 საკანს, თითო ოთახში არის სამი ორსართულიანი საწოლი, მცირე ზომის მაგიდა. სულ 48 საწოლია. ფანჯრები ამ ოთახებში სანახევროდ იღება, არ არის ლეიბები და გადასაფარებლები. „საკანში იყო ჩახუთული ჰაერი და იდგა სპეციფიკური სუნი“,–ნათქვამია განცხადებაში. სახალხო დამცველის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებთან, პატიმრებმა აღნიშნეს,რომ მათ არ მიეწოდებათ ჰიგიენური საშუალებები და არ აქვთ შხაპის მიღების საშუალება. საპიფარეშოებში არ არის ნათურები, ზოგან კი მოშლილია წყალგაყვანილობის სისტემა. მონიტორინგის დროს, როგორც ომბუდსმენის აპარატი ამბობს, საკარანტინე ოთახში 140 პატიმარი იყო მოთავსებული. მათგან 2 სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზიდან იყო მოყვანილი, ერთმა არ იცოდა მისი საკანში ყოფნის მიზეზი, 23 კი ამბობდა, რომ შინაგანაწესის დარღვევის გამო, დასჯის მიზნით განათავსეს კარანტინის ოთახში. „დასჯის მიზნით პატიმრების კარანტინში განთავსება გლდანის დაწესებულებაში ხშირად ხდება, თუმცა დასჯის ეს მეთოდი არცერთ საკანონმდებლო აქტში არ არის გაწერილი და შესაბამისად, უკანონოა“,–ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. საკარანტინე განყოფილებაში არ აწარმოებენ საკარანტინე საკნებიდან საცხოვრებელ საკნებში გადაყვანილ პატიმართა აღრიცხვიანობის ჟურნალი, რის გამოც ფაქტობრივად შეუძლებელია იმის შემოწმება, რეალურად რამდენი ხანი იმყოფებიან პატიმრები კარანტინში. მონიტორინგის დროს იქ განთავსებული პატიმრებისგან მიღებული ინფორმაციით, მათი საკარანტინე ოთხში დაყოვნების პერიოდი იყო 1–დან 15 დღემდე. გარდა საკარანტინე ოთახებისა, შემოწმდა ასევე დაწესებულებაში ადვოკატთა შეშვების პირობები. განცხადებაში ნათქვამია,რომ 22 საგამოძიებო ოთახში, რომლის ფართი 14.2 კვ.მ–ია,2 მაგიდა და 4 სკამი დგას. ოთახში პარალელურად ორი შეხვედრა წარმოებს და კარგი ღიაა. „შესაბამისად,ადვოკატის და კლიენტის შეხვედრისას კონფედენციალურობის დაცვა,პრაქტიკულად შეუძლებელია“,–ნათქვამია სახალხო დამცველის განცადებაში. რაც შეეხება საშთა ბიუროს, დაწესებულების ცენტრალურ შესასვლელთან, ომბუდსმენის განცხადებაში ნათქვამია,რომ არსებული არ არის საკმარისი ინფრასტრუქტურა, მიუხედავად იმისა,რომ საშვთა ბიუროს შენობას დაახლოებით ერთი თვეა, მიაშენეს ახალი შენობა (45 კვ.მ). საშვთა ბიუროს თანამშრომლების განმარტებით, იგი ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს 2010 წლის 21 ოქტომბრიდან. „ დაწესებულებისთვის, რომელშიც მონიტორინგის დროს განთავსებული იყო 3541 პატიმარი, არანაირად არ არის საკმარისი ის ინფრასტრუქტურა, რომელიც განკუთვნილია ადვოკატების შესახვედრად თავის დაცვის ქვეშ მყოფებთან. ახალი შენობაც, რომელიც ოქტომბრის ბოლოს შევა ექსპლუატაციაში, ვერ გადაჭრის არსებულ პრობლემას“. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
დაღესტანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს მაჰაჩკალაში საკუთარ მანქანაში უცნობმა პირებმა ჩაცხრილეს რესპუბლიკის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი მარატ რამაზანოვი, რომელიც ადგილზე გადაიცვალა. ოპერატიული შენაერთები მუშაობენ მკვლელების დასადგენად. ამავე დღეს ყიზილიურთის რაიონის სოფ. ბავტუგაიში სამართალდამცავებმა ალყაში მოაქციეს სავარაუდო ბოევიკთა ჯგუფი. დანებებაზე უარის თქმის გამო ლიკვიდირებულია ორი ბოევიკი.20 ოქტომბერს ყაბარდო-ბალყარეთის ქალაქ ტირნიაუზში უცნ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
წარმოგიდგენთ ევროპის ლიგის დღევანდელი ტურის უკვე დასრულებული მატჩების ვიდეომასალას იხილეთ fanebi.com
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53528.jpgმოსკოვში დღეს დედაქალაქის მერი უნდა დაამტკიცონ. სერგეი სობიანინის კანდიდატურას მოსკოვის მერის თანამდებობაზე სათათბიროში უყრიან კენჭს. View the full article
-
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში დღეს აფხაზეთის საკითხზე დახურულ კარს მიღმა იმსჯელებენ. სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით დუმის დეპუტატები რუსულ-აფხაზური ურთიერთობების პერსპექტივებზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრებენ.სხდომას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინიც დაესწრება.დახურულ შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში მოსკოვისა და სოხუმის თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტის რატიფიცირების საკითხს განიხილავენ. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
რომელია მადრიდის რეალის მთავარი ვარსკვლავი, რონალდუ თუ მოურინიო? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძნელია მაგრამ ფაქტია, რომ ორივე პიროვნება ერთმანეთის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს. იხილეთ fanebi.com
-
„აფხაზეთი სამხედრო დოქტრინას ამზადებს, რომელშიც ამ სფეროში რუსეთთან ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები იქნება განსაზღვრული“, - ამის შესახებ აფხაზეთის მარიონეტულმა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა.ბაღაფში მიიჩნევს, რომ აფხაზეთის ჯარი მცირე და კვალიფიციური უნდა იყოს, რომლის ძირითად ნაწილსაც რეზერვისტები უნდა შეადგენდნენ.„ოციათასკაციანი ჯარის შექმნა საჭირო არ არის. ჩვენი მიზანია მობილური და ბრძოლისუნარიანი არმიის შექმნა“, - აცხადებს სერგეი ბაღაფში.მისი ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
გრძელვადიანი პაემნებისათვის სასჯელაღსრულების დაწესებულებების ტერიტორიაზე სასტუმროს ტიპის შენობები აშენდება, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდილ საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ ისაუბრა. სამვარსკვლავიანი სასტუმროს ტიპის შენობები პირველ ეტაპზე არასრულწლოვანთა #11, რუსთავის #6 და #16 დაწესებულებების ტერიტორიაზე მოეწყობა. მინისტრის განცხადებით, მშენებლობა ყველაზე ადრე, დაახლოებით 3 თვეში, არასრულწლოვანთა საპყრობილეში დამთავრდება. 4 თვეში კი დანარჩენ ორ დაწესებულებაშიც. სასტუმროს ტიპის შენობებში ღამის გათევა სავარაუდოდ ფასიანი იქნება. სამინისტროში არ აკონკრეტებენ რა რაოდენობის თანხებია გამოყოფილი პაემნებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, თეა სუხიშვილი ამბობს, რომ მშენებლობისათვის საჭორო თანხებს პრობაციის სამინისტრო და კერძო სექტორი გამოყოფს. ,,სახელმწიფო ყოველწლიურად დიდ რესურს ხარჯავს ჩვენს უწყებაზე, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ ვზრუნავთ, რომ პატიმრობა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდებოდეს კანონიერების, დემოკრატიულობის და ჰუმანიზმის პრინციპებზე დაყრდნობით. სასჯელის აღსრულება ემსახურებოდეს დანაშაულის პრევენციას და მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას’’, - განაცხადა ხათუნა კალმახელიძემ ბრიფინგზე. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
სტატიას ამ სათაურით, ბიბისი–ს რუსული ბიურო აქვეყნებს. მედვედევმა განცხადება, „ნატო არ არის აგრესორი,არც რუსეთშია დიქტატურა“,გუშინ გააკეთა. როდესაც ის მოსკოვის საპრეზიდენტო რეზიდენციაში, მიუნხენის საერთაშორისო პრესკონფერენციის მონაწილე ექსპერტებს ხვდებოდა. მედვედევმა აღნიშნა,რომ მართალია რუსეთის პრიორიტეტები არ შეცვლილა,თუმცა რუსეთის საგარეო პოლიტიკაში რაღაც ელემენტები იცვლება. „თუ გნებავთ, ეს არის მოდერნიზაცია. მე ვფიქრობ,რომ საჭიროა უბრალოდ შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა და ურთიერთობის დალაგება“. მედვედევმა ასევე აღნიშნა,რომ რუსეთ–ამერიკის „გადატვირთვის“ პოლიტიკის წარმატების ერთ–ერთი მიზეზი ის არის,რომ მას და ბარაკ ობამას პირადი ურთიერთობა კარგად აეწყოთ.რაც შეეხება ნატოს, მან თქვა: „რუსეთის და ნატოს ურთიერთობები ყოველთვის რთული იყო,შესაძლოა ეს არის მემკვიდრეობას დამატებული ემოციები,შეგრძნებები და აღქმები“. მედვევი ამბობს, რომ რუსი ხალხის ნაწილი ფიქრობს,რომ ნატო რუსეთისთვის საფრთხის მომტანია. და ალბათ ეს მცდარი მოსაზრებაა. მაგრამ ცხადია,რომ ხშირად რუსეთი აღიქმება დასავლეთის სამყაროს ნაწილად, სადაც არასდროს შეიძლება იყოს დემოკრატია, სადაც ხელისუფლება ყოველთვის ავტორიტარულ პრინციპებს ეყრდნობა და რომელსაც არ უნდა განვითარება სხვა სამყაროსთან ერთად“. მიუნხენის პრესკონფერენციის წარმომადგენელმა, ვოლფგანგ იშინგერმა დიმიტრი მედვედევს, პრესკონფერეცნია მიწვევა გადასცა. 2007 წელს,როდესაც რუსეთის ამჟამინდელი პრემიერი ვლადიმერ პუტინი მიუნხენის პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა,ბევრმა მისი გამოვლა შეაფასა,როგორც „ფაქტიურად ცივი ომის გამოცხადება დასავლეთისთვის“. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რ.კადიროვმა კორესპონდენტებთან გამოსვლისას განაცხადა, რომ გროზნოს 19 ოქტომბრის მოვლენების უკან ჰ.გაკაევისა და მისი თანაგუნდელების გარდა დგას ახმედ ზაკაევი და მისი ლონდონელი მფარველები.ა.ზაკაევმა კატეგორიულად გამორიცხა მისი მონაწილეობა ამ ინციდენტში, ხოლო ადგილობრივმა ექსპერტებმა და მიმომხილველებმა რ.კადიროვის ეს უადგილო განცხადება მისი დაბნეულობით და კონიუქტურული მოსაზრებებით ახსნეს. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, მიმდინარე წლის გასული 10 თვის მაძილზე ჩრდილოეთ კავკასიაში დაფიქსირებულია 12 ტერორისტული აქტი თვითმკვლელის მონაწილეობით. თვითმკვლელებთან ერთად დაიღუპა 49 ადამიანი, დაიჭრა 309. იმავე სამართალდამცავების მონაცემებით უვნებელყოფილია 2 ანალოგიური შემთხვევა.თვითმკვლელების ძირითადი სამიზნეები იყო სამხედრო ნაწილები, სახელისუფლო და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები.რუსეთის ფედერაციის საბჭოს პირველი ვიცე-სპიკერი ალექსანდრე ტორშინი მიიჩნევს, რომ ჩრდილო... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ტყის მცველთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი უკვე გაიმართა. კონკურსის მონაწილეებს პირველ ეტაპზე ტესტის ჩაბარება მოუწიათ. ვინც ამ ეტაპს წარმატებით გადალახავს, კონკურსის მეორე ეტაპზე გასაურებას გაივლის. კონკურსში მონაწილეობის 1200 მსურველია დარეგისტრირებული, მათ შორის მოქმედი ტყის მცველებიც არიან. შერჩეული კონკურსანტები, სპეციალური ნორმატივების ჩაბარების შემდეგ, ორთვიან სტაჟირებას გაივლიან, რის შემდეგაც 2011 წლის 1 იანვრიდან შესაბამის რეგიონალურ სატყეო სამმართველოებში დასაქმდებიან. ტყის მცველთა შესარჩევ კონკურსში მამაკაცებთან ერთდ ქალბატონებიც მონაწილეობენ. ტყის მცველთა შესარჩევი კონკურსი სატყეო სააგენტომ მიმდინარე წლის 20 სექტემბერს გამოაცხადა და საბუთების მიღება 8 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. ტესტირებას გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს თავჯდომარე, პაპუნა ხაჩიძეც ესწრებოდა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივნის _ ჰენრი კისინჯერის უფროსი მრჩეველი ამერიკის საგარეო პოლიტიკის საკითხებში ვოლტერ რასელ მიდი საქართველოში ამერიკის საელჩოს მოწვევით ჩამოვიდა.გაზეთი ბათუმელები მას ბათუმში ამერიკულ კუთხეში გამართული მრგვალი მაგიდის დროს შეხვდა. შეხვედრის დაწყებისთანავე მკვეთრად გამიჯნა, რომ ის არის დამოუკიდებელი ექსპერტი და მისი მოსაზრებები ამერიკის ადმინისტრაციის პოზიცია არ არის. _ ბატონო ვოლტერ, რა არის თქვენი მიზანი და რას იღებთ პირადად ასეთი ტიპის შეხვედრებისგან? _ ასეთი შეხვედრები ჩემთვის ინფორმაციის მიღების საშუალებაა _ რა მოსწონთ ამ ქვეყანაში, რა დამოკიდებულებაა ამერიკის მიმართ, რა ფიქრები და ამოცანები აქვთ აქ._ მას შემდეგ, რაც შეიცვალა თეთრი სახლის ადმინისტრაცია, შეიცვალა მისი პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში. საქართველოში და არამარტო საქართველოში, ბევრს საუბრობენ ამაზე. როგორ ფიქრობთ, უსაფუძვლოა ეს განცხადებები? _ არა მგონია, რომ დამოკიდებულება ობამას ადმინისტრაციის დროს შეიცვალა. არ უნდა დაგავიწყდეთ აგვისტოს ომი. ობამას პრეზიდენტობის დროს თეთრმა სახლმა გააგრძელა საქართველოს დახმარება ომის შედეგად მიღებული ზარალის შედეგების ლიკვიდაციისთვის._ მაგრამ თქვენ შეხვედრის დროს უფრო კონკრეტული იყავით. თქვენ თქვით, რომ საქართველოსთან მიმართებაში თეთრი სახლის პოლიტიკა ნამდვილად შეიცვალა და ამის მიზეზი საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო. აგვისტოს ომიც სწორედ ამ კონტექსტში ახსენეთ? _ მე ახლაც ვიტყვი, რომ ამერიკა იყო გაოცებული ამ ომით და ჩვენ არ მოგვეწონა ეს. მე ვიტყვი, რომ ამ ომის შემდეგ ჩვენ ევროპელი პარტნიორების დაყოლიება ძალიან გაგვიჭირდება, საქართველო მიიღონ ნატოში. ევროპელ ლიდერებს გაუჩნდათ შიში, რომ საქართველოს ნაბიჯები შეიძლება გახდეს ამოუცნობი, როდესაც საკითხი ეხება ომისა და მშვიდობის თემას რეგიონში და ევროპელებს განსაკუთრებით არ მოსწონთ, როცა რაღაც გამოუცნობია. მე კი ვიტყოდი, რომ ამერიკას კვლავ სურს ნახოს საქართველო ნატოს წევრად, მაგრამ ამას რეალურად ბევრად უფრო დიდი დრო დასჭირდება, ვიდრე ჩვენ გვეგონა._ ნატოს სამიტი ბუქარესტში სწორედ აგვისტოს ომამდე იყო. მაშინ საქართველოს ამოცანა იყო მიეღო მეპი, ამერიკამ ვერც მაშინ შეძლო ევროპელი ლიდერების დაყოლიება... _ იმ სამიტის დროს უარით კი არ გაისტუმრეს, არამედ გადაავადეს საქართველოს მიღება ნატოში. ახლა კი ვიტყვი, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო გაჭიანურდა._ თქვენ თქვით, რომ _ "საქართველოს მხრიდან ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები არ იძლევა საშუალებას, რომ ამერიკა უფრო მეტად დაეხმაროს მას". საქართველოს ხელისუფლების რა კონკრეტული ნაბიჯები იგულისხმეთ? _ ამერიკელებისთვის ძნელი გასაგებია საქართველოს გადაწყვეტილება ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით. რისთვის გახდა ეს საჭირო? ვფიქრობ, ეს არის ფუჭი პროვოკაცია რუსეთის და ასევე შეიცავს საფრთხეს ქვეყნისთვის. მთავრობას უნდა, რომ ინგლისურის 1000 მასწავლებელი ჰყავდეს საქართველოში. მე მეეჭვება, რომ ახალგაზრდა მასწავლებლების მშობლებს მოეწონოთ მათი შვილების ისეთ ქვეყანაში წასვლა, სადაც ვინ იცის, რა ტიპის ტერორისტები შეიძლება მოხვდნენ იქ ჩრდილო კავკასიიდან._ ბატონო ვოლტერ, რა არის თქვენი მიზანი და რას იღებთ პირადად ასეთი ტიპის შეხვედრებისგან? _ ასეთი შეხვედრები ჩემთვის ინფორმაციის მიღების საშუალებაა _ რა მოსწონთ ამ ქვეყანაში, რა დამოკიდებულებაა ამერიკის მიმართ, რა ფიქრები და ამოცანები აქვთ აქ. _ მას შემდეგ, რაც შეიცვალა თეთრი სახლის ადმინისტრაცია, შეიცვალა მისი პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში. საქართველოში და არამარტო საქართველოში, ბევრს საუბრობენ ამაზე. როგორ ფიქრობთ, უსაფუძვლოა ეს განცხადებები? _ არა მგონია, რომ დამოკიდებულება ობამას ადმინისტრაციის დროს შეიცვალა. არ უნდა დაგავიწყდეთ აგვისტოს ომი. ობამას პრეზიდენტობის დროს თეთრმა სახლმა გააგრძელა საქართველოს დახმარება ომის შედეგად მიღებული ზარალის შედეგების ლიკვიდაციისთვის. _ მაგრამ თქვენ შეხვედრის დროს უფრო კონკრეტული იყავით. თქვენ თქვით, რომ საქართველოსთან მიმართებაში თეთრი სახლის პოლიტიკა ნამდვილად შეიცვალა და ამის მიზეზი საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო. აგვისტოს ომიც სწორედ ამ კონტექსტში ახსენეთ? _ მე ახლაც ვიტყვი, რომ ამერიკა იყო გაოცებული ამ ომით და ჩვენ არ მოგვეწონა ეს. მე ვიტყვი, რომ ამ ომის შემდეგ ჩვენ ევროპელი პარტნიორების დაყოლიება ძალიან გაგვიჭირდება, საქართველო მიიღონ ნატოში. ევროპელ ლიდერებს გაუჩნდათ შიში, რომ საქართველოს ნაბიჯები შეიძლება გახდეს ამოუცნობი, როდესაც საკითხი ეხება ომისა და მშვიდობის თემას რეგიონში და ევროპელებს განსაკუთრებით არ მოსწონთ, როცა რაღაც გამოუცნობია. მე კი ვიტყოდი, რომ ამერიკას კვლავ სურს ნახოს საქართველო ნატოს წევრად, მაგრამ ამას რეალურად ბევრად უფრო დიდი დრო დასჭირდება, ვიდრე ჩვენ გვეგონა. _ ნატოს სამიტი ბუქარესტში სწორედ აგვისტოს ომამდე იყო. მაშინ საქართველოს ამოცანა იყო მიეღო მეპი, ამერიკამ ვერც მაშინ შეძლო ევროპელი ლიდერების დაყოლიება... _ იმ სამიტის დროს უარით კი არ გაისტუმრეს, არამედ გადაავადეს საქართველოს მიღება ნატოში. ახლა კი ვიტყვი, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო გაჭიანურდა. _ თქვენ თქვით, რომ ,"საქართველოს მხრიდან ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები არ იძლევა საშუალებას, რომ ამერიკა უფრო მეტად დაეხმაროს მას". საქართველოს ხელისუფლების რა კონკრეტული ნაბიჯები იგულისხმეთ? _ ამერიკელებისთვის ძნელი გასაგებია საქართველოს გადაწყვეტილება ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით. რისთვის გახდა ეს საჭირო? ვფიქრობ, ეს არის ფუჭი პროვოკაცია რუსეთის და ასევე შეიცავს საფრთხეს ქვეყნისთვის. მთავრობას უნდა, რომ ინგლისურის 1000 მასწავლებელი ჰყავდეს საქართველოში. მე მეეჭვება, რომ ახალგაზრდა მასწავლებლების მშობლებს მოეწონოთ მათი შვილების ისეთ ქვეყანაში წასვლა, სადაც ვინ იცის, რა ტიპის ტერორისტები შეიძლება მოხვდნენ იქ ჩრდილო კავკასიიდან. _ თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ, "ამერიკა განაწყენებულია, რადგან საქართველომ დაიწყო აგვისტოს ომი". რას ეყრდნობა თქვენი ეს განცხადება, ვინ დაიწყო ომი _ დასავლეთში ამ კითხვის პასუხი უკვე აქვთ? _ ამ მრგვალ მაგიდაზე ქართველებიც საუბრობდნენ, რომ საქართველომ დაიწყო ომი, ანუ აქაც ეს აზრი ტრიალებს. მეც მას მივყევი. _ და მხოლოდ ეს არის საფუძველი? _ მე კვლევა არ ჩამიტარებია, მაგრამ დასავლეთში, აშშ-ში არის მოსაზრება, რომ ვისაც არ უნდა დაეწყო ეს ომი, საქართველომ მოუქნელად იმოქმედა. ვიტყოდი, რომ საქართველომ არ გაითვალისწინა მეგობრების რჩევა. _ ამერიკის საგარეო პოლიტიკისთვის რამდენად მნიშვნელოვანი ქვეყანაა საქართველო? _ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ცდილობს, ააშენოს დემოკრატია; საქართველოს უჭირავს ის გეოგრაფიული მდგომარეობა, რომელსაც აქვს სტრატეგიული დატვირთვა და საქართველო არის ის პატარა ქვეყანა, რომელიც ცდილობს, შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა საკმაოდ რთულ პირობებში. საქართველოს აქვს საკუთარი როლი გლობალურ სამყაროში, რაც ამერიკას მოსწონს. საქართველოს აქვს კარგი დამოკიდებულება სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან, მაგრამ ასევე ვისურვებდით, რომ მას უკეთესი ურთიერთობა ჰქონდეს კიდევ ერთ ქვეყანასთან. _ ერთი ქვეყანა, რომელიც ლამის ნაცვალსახელით მოიხსენიეთ... ამერიკა-რუსეთის გადატვირთვის პოლიტიკას შეიძლება შეეწიროს საქართველო. ამ კითხვას ამერიკელ დიპლომატებს საქართველოში მომუშავე ჟურნალისტები ხშირად უსვამენ? _ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამერიკა-რუსეთს შორის დაძაბულობის მოხსნით რეალურად შევძლებთ უკუვაგდოთ რუსული სურვილი _ ავნოს საქართველოს; ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველო-რუსეთი თვითონ იმოქმედებენ გადატვირთვის რეჟიმში. ერთხელ, როცა აფრიკაში ვიყავი, ასეთი თქმულება მოვისმინე: როდესაც თაგვს სძინავს სპილოსთან, სპილო რომ გადატრიალდება და თაგვს მოიყოლებს, ეს თაგვის ბრალია. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ საქართველოს არ შეუძლია გაექცეს სპილოს, მაშინ უფრო ჭკვიანი უნდა იყოს. _ რას გულისხმობთ უფრო ჭკვიან მოქცევაში? _ ნუ დაიწყებთ მუშტების ქნევას ფუჭად. ზოგჯერ ჩანს, რომ რუსეთი ეძებს მტრებს და ნუ აპოვნინებთ ამ მტრებს თქვენში. _ თქვენი პასუხები არ არის ოპტიმისტური, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი უახლოეს მომავალში. თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე საქართველო ამერიკიდან რეალურად მხოლოდ ვერბალურ მხარდაჭერას მიიღებს, განცხადებების სახით? _ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა _ საქართველო თუ მეზობელს თავს დაესხმება, არავინ ჩაერთვება მის დასახმარებლად, მაგრამ არა მგონია, ახლა საქართველო გეგმავდეს ამას. თუ ეს ქვეყანა გეგმავს განავითაროს თავისი ეკონომიკა და პოლიტიკური სისტემა და უკეთესი ურთიერთობები ჩამოაყალიბოს მეზობლებთან, მაშინ მას ეყოლება ბევრი მეგობარი. ვოლტერ რასელ მიდი, იელის უნივერსიტეტის ბარდის კოლეჯის პროფესორი, მწერალი. დემოკრატი; 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ბარაკ ობამას მისცა. 2003 წელს კი მხარი დაუჭირა ერაყის ომს. ბლოგი ამერიკული ინტერესების შესახებ ვოლტერ რასელ მიდის ბლოგია. იგი ყოველდღიურად აქვეყნებს სტატიას ბლოგზე. წერსნიუ-იორკერში, ფაინენშელ თაიმსში, ვოლ სთრით ჯურნალში, ნიუ იორკ თაიმსში. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
როგორც იცით რუნის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი უკვე დიდ ჩარჩოებს იძენს. ევროპის თითქმის ყველა გრანდი ფორვარდს უკვე თავისიანად აცხადებს. ამ დროს კი მანჩესტერმაც დაიწყო უეინის შემცვლელის ძებნა. იხილეთ fanebi.com
-
როგორც Sky Sport Italia იტყობინება მილანის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა რონალდინიომ შესაჩლოა სერია ა-ს მომედევნო ტურის შეხვედრაში ნაპოლის წინაარმდეგ ვერ ითამაშოს. იხილეთ fanebi.com
-
მზე-ამოდის 07.20; ჩადის 17.11. მთვარე - ამოდის 16.02; ჩადის 14.38 წლის 294-ე დღე‚ ახალ… ლინკი მედიანიუსზე
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_figaro1.jpg საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს შავ ზღვაში იბანავა მანამ, ვიდრე შიშველი ტორსით წარდგებიდა ჟურნალისტების წინაშე. ერთი წლის წინ მისი სასტიკი კრიტიკოსი ვლადიმერ პუტინი ციმბირის ტბაში ანალოგიურად ბანაობდა. სააკაშვილმა 3.5 კილომეტრი გაცურა იმისთვის, რომ საბჭოთა პერიოდის განთქმულ სანაპირო რეგიონს აჭარას ტურისტებისთვის მეტი მიმზიდველობა შესძინოს და ის კვლავ მოდური გახდეს, ითქვა ქართულ ტელეარხებზე. 3,5 კილომეტრი ათლეტების საცურაო დისტანციის (3.9 კმ) მსგავსია. „შესანიშნავი წყალია!“, – განაცხადა სააკაშვილმა წყლიდან ამოსვლის შემდეგ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის მიერ გავრცელებული კადრების თანახმად. „აჭარის სანაპიროზე ცურვა და გარუჯვა მაისიდან ნოემბრამდე შეიძლება, სეზონი ექვსთვიანია“, – ხაზგასმით აღნიშნა მან. „ეს არის იმის ერთ–ერთი მიზეზი, თუ რატომ უყურებს ოკუპანტი ჩვენს ქვეყანას ასეთი შურით და რატომ სურს მისი დაპყრობა“, – დასძინა მან. ეს საჯარო გამოჩენა, როგორც ჩანს, პრეზიდენტ პუტინის გამოწვევა იყო, რომელიც არ მალავს მის უარყოფით დამოკიდებულებას სააკაშვილის მიმართ და 2008 წლის რუსეთ–საქართველოს სამხედრო კონფლიქტის დროს პირობა დადო, რომ მას „კვერცხებით“ დაკიდებდა. შარშან პუტინი ბატერფლაის სტილში შორეული ციმბირის რეგიონის (ტუვა) ტბაში ცურავდა, სადაც შვებულებას ატარებდა. ფოტოებს, სადაც პუტინი შიშველი ტორსით იყო გამოსახული, მედიაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა. საქართველო და რუსეთი 2008 წლის აგვისტოში საქართველოს სეპარატისტულ რეგიონზე სამხრეთ ოსეთზე კონტროლის მოპოვებისთვის ერთმანეთს ხანმოკლე ომში დაუპირისპირდნენ. მოგვიანებით მოსკოვმა ამ ტერიტორიის და მეორე სეპარატისტული რეგიონის აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. რუსეთს ორივე ტერიტორიაზე სერიოზული სამხედრო ძალა ჰყავს განთავსებული და თბილისის განცხადებით, არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობას, რომელიც ჯარების ომამდელ პოზიციებზე დაბრუნებას ითვალისიწნებს. ორიგინალი ორიგინალი
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53520.jpgსოფელ ვაჩნაძიანში ერთი თვის წინ დაკარგული 17 წლის გიგა ელიზბარაშვილის ცხედარი იპოვეს. მოზარდის ნეშტი და მისი ტანსაცმელი, შემთხვევით იპოვეს სოფლის სასაფლაოსთან ახლოს. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53520.jpgსოფელ ვაჩნაძიანში ერთი თვის წინ დაკარგული 17 წლის გიგა ელიზბარაშვილის ცხედარი იპოვეს. მოზარდის ნეშტს და მის ტანსაცმელს შემთხვევით მიაგნეს სოფლის სასაფლაოსთან ახლოს. View the full article
-
Playboy 2011 წლის კალენდარი View the full article
-
"Newgen Industries"-მა გამოიგონა ახალი წამალი RAK-295. ერთ-ერთ პაციენტს წამალმა უცნაური უკუჩვენება მისცა. პრეპარატმა პაციენტს მისცა ძალა, გახადა აგრესიული, მაგრამ შეასუსტა მისი გონებრივი შესაძლებლობები. საკმარისია მხოლოდ ერთი კბენა, რომ ინფექცია ჯანმრთელ ადამიანს გადაედოს. View the full article