Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. 2011 წლის 1 იანვრიდან ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევით ისარგებლებენ. ამის შესახებ ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს, წერს პარლამენტის ოფიციალური ინტერნეტ გვერდი. დაზღვევის ხარჯები სამინისტროსთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში დაიფარება,–აცხადებს ნათია მიქელაძე, ფინანსთა მინსიტრის მოადგილე. სრული ინფო(netgazeti.ge)
  2. ,,კონსერვატიულმა პარტიამ’’ და მცირე მეწარმეებმა დღეს პარლამენტის წინ აქცია გამართეს. ისინი დღგ–ს 5 %–მდეშემცირებას, გარე მოვაჭრეობის დაკანონებასა და დარეგულირებას მოითხოვდნენ. ,,ჩვენ მოვითხოვთ, სახელმწიფომ შეწყვიტოს წვრილი მოვაჭრეების, მათ შორის, წვრილი მეწარმეების დევნა, რაც გამოიხატება საბაჟო საგადასახადო სამსახურების მხრიდან მათ უკანონო შევიწროებაში’’– განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა. აქციაზე იყვნენ წვრილი მოვაჭრეები და მეწერამეები, ძირითადად, ლილოსა და დიდუბის ბაზრობიდან, ასევე, მათი მხარდამჭერი საზოგადოება. მათი ძირითადი მოთხოვნა გადასახადების ფიქსირება იყო. ,,ჩვენ მოვითხოვთ, რომ ეს გადასახადები, რაც ყელზე გვაჭერს და ვერ ვიხდით, გაგვიხადონ ძალიან ფიქსირებული. მაგრამ ეს ფიქსირებულიც იყოს, იცით, როგორი? – რასაც ხალხი შეძლებს,’’ – განაცხადა ერთ–ერთმა მოვაჭრემ, დალი მკალავიშვილმა. აქციაზე ,,კონსერვატიული პარტიის’’ წევრებმა შეკრებილებს მოვაჭრეთა ასოციაციის შექმნისკენ მოუწოდეს. ,,აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეს მეწარმეების ასოციაცია, ვინაიდან მეწარმეებმა თავიანთი თავი დაიცვან. იცოდნენ თავიანთი უფლებები, გარკვეული იყვნენ კანონებში,’’ –ამბობს მცირე მოვაჭრე დარიკო გებელიძე. მცირე მეწარმეების მხარდასაჭერი აქცია პარასკევს ისევ გაიმართება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  3. Videos of Tbilisi Blitzkrieg 2010 – part two. In this part you can see 2 videos (just for now, 3 more coming soon) of bands Angel of Disease and Defenders of Tanelorn. Videos are shooted by me, so you can use them wherever you want and however you want. For first 4 videos, check this post. [...]http://stats.wordpress.com/b.gif?host=bigcrow.ge&blog=187485&post=1838&subd=bigcrow&ref=&feed=1 View the full article
  4. http://www.polity.ge/images/catalog/world/persons/medvedev-merkel-sarkozi_01.jpgჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში ევრაზიის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი ერთდღიანი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. polity.ge
  5. http://www.polity.ge/images/catalog/georgia/education/laboratory.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, დღეიდან საქართველოს საჯარო სკოლებში პროგრამის "აინშტაინის" განხორციელება იწყება. polity.ge
  6. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_temps.jpg სტეფან ბიუსარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე თბილისისთვის ევროკავშირთან ასოცირებული შეთანხმების საკითხზე მუშაობს. ის ფრანკოფონულ სამყაროსთან მისი ქვეყნის კავშირებს იხსენებს და უარყოფს მოსაზრებას, თითქოს საქართველო შეერთებული შტატების ხელში სათამაშო იყო 2008 წლის აგვისტო – 2012 წლის ოქტომბერი. რუსეთ საქართველოს ომიდან ორი წელი გავიდა. რა მდგომარეობაშია დღეს საქართველო? რატომ მონაწილობს მისი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფრანკოფონი ქვეყნების სამიტში, რომელიც ქალაქ მონტროში იმართება? პარიზში განსწავლული თორნიკე გორდაძე, სადაც ის ჯონათან ლიტელს დაუმეგობრდა, დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა და საკუთარი ქვეყნის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ გვიამბობს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი და თქვენ, მონტროში ფრანკოფონთა სამიტში მონაწილეობთ. რატომ? - ჩვენი ყოფნა მონტროში შემთხვევითი არ არის. ფრანკოფონულ ქვეყნებთან ჩვენ ძველი ურთიერთობები გვაკავშირებს, რომლებიც სათავეს შუა საუკუნეებიდან იღებს. ქართველ ხალხს დასავლეთთან, კერძოდ კი საფრანგეთთან, ყოველთვის მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებდა. როდესაც 1921 წელს, ახალგაზრდა ქართული ხელისუფლება ბოლშევიკებმა დაამხეს, ათწლეულების განმავლობაში ამ ხელისუფლების წარმომადგენლები პარიზში დევნილობაში ცხოვრობდნენ. საფრანგეთთან დღესაც ძალიან ახლო კავშირები გვაქვს. წელს თბილისში კავკასიის ფრანგული ლიცეუმი გავხსენით. სხვათა შორის, მთავრობის წევრთა მესამედი ფრანგულ ენაზე საუბრობს. პრეზიდენტის ერთ-ერთი მრჩეველი რაფაელ გლუქსმანი ფრანგია. გავიხსენოთ ისიც, რომ საფრანგეთი რომელიც იმხანად ევროკავშირს თავმჯდომარეობდა 2008 წლის აგვისტოში აქტიურად იღწვოდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემუშავებაზე. როგორ აფასებთ საქართველოს მდგომარეობას თბილისი-მოსკოვის კონფლიქტიდან ორი წლის შემდეგ? - სიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესდა. 2008 წლის ზაფხულში ქვეყნის მომავალთან და მისი ინსტიტუტების სიმტკიცესთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვები არსებობდა. რუსული არმია თბილისიდან 40 კილომეტრში იდგა. ქვეყანა გადარჩა, მაგრამ თავი ვერ აარიდა ტერიტორიის 20%-ის (აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის) ოკუპაციას და ათასობით ადამიანის დევნილობას, თუმცა ჩვენ შევძელით დემოკრატიის გადარჩენა. საქართველომ სერიოზული ეკონომიკური რეფორმები ჩაატარა, რომელმაც თავისი ნაყოფი გამოიღო. რა თქმა უნდა, ჩვენ 2009 წელს გადავიტანეთ უარყოფითი დინამიკა – 3.9%, თუმცა 2010 წელს ის +6%-ს უტოლდება. ქვეყნის აღმშენებლობა გამარტივებული იყო აშშ-ს და ევროკავშირის დახმარების წყალობით, რამაც ოთხი წლის განმავლობაში 4 მილიარდ დოლარს მიაღია. ”მსოფლიო ბანკის” მონაცემებით, ბიზნესისთვის სასიკეთო გარემოს მხრივ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში მე-11 ადგილზეა. სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს წარმატებად რჩება კორუფციის თითქმის სრულად აღმოფხვრა. თუმცა ომის შემდეგ, თქვენი პრეზიდენტი ძლიერი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, არაგონივრული მოქმედებებისა და მართვის ავტორიტარული სტილის გამო. მისი პოპულარობა საგრძნობლად დაეცა… - როდესაც თქვენ ხმათა 96%-ით აგირჩევენ, ბუნებრივია მოგვიანებით თქვენი პოპულარობა მხოლოდ შემცირდება, ეს გასაგებია. სააკაშვილის ხელისუფლებამ მტკივნეული რეფორმები ჩაატარა, რამაც ათასობით ქართველი უმუშევარი დატოვა. კრიმინალური სიტუაცია, რომლის დონეზეც ლათინური ამერიკის ქვეყნებისას უახლოვდებოდა, სწრაფად მოისპო. კრიმინალის დონე სულ მცირე დროში, რომელიც კარაკასისას უტოლდებოდა, ოსლოსას მიუახლოვდა. 1991 წლიდან ანუ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, საქართველომ ცენტრალური ევროპის ქვეყნების მსგავსი გზა განვლო. არსებობდა საპრეზიდენტო რეჟიმის დამკვირდების ცდუნება, თუმცა სიტუაცია შეიცვლება. საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა, რაც ევროპის საბჭომ მოიწონა. ახალმა კონსტიტუციამ, რომელიც 2013 წელს ამოქმედდება ნამდვილი საპარლამენტო დემოკრატიის პირობები უნდა შექმნას. ამით ჩვენ დავამტკიცებთ იმას, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შეუძლია სხვა გზით განვითარდეს, რომელსაც არ განსაზღვრავს ისეთი ცნებები, როგორებიცაა სუვერენული დემოკრატია და ხელისუფლების ვერტიკალი. თბილისი მხოლოდ ამერიკის მზეს ფიცულობდა და ამერიკელმა ნეო-კონსერვატორებმა საქართველო სათამაშოდ აქციეს, რომ რუსეთი ჩიხში მოემწყვდიათ. რით ახსნით იმას, რომ საქართველო საფრანგეთისა და ევროკავშირისკენ შემობრუნდა? - ჩემთვის აქ საყოყმანო არაფერია. შეერთებულ შტატებთან ჩვენი კავშირი ახლაც მტკიცეა, მაგრამ მოდით ფაქტებს ნუ დავამახინჯებთ. მაგალითად „ვარდების რევოლუცია“ შეერთებული შტატების წაქეზებული არ ყოფილა. აშშ-ს და საქართველოს საერთო ინტერესები გააჩნდა. შეერთებულ შტატებს სჭირდებოდა საქართველოსთან დაკავშირებული წარმატებული ისტორია, ხოლო საქართველო ვერ მისცემდა თავს იმის უფლებას, რომ უარი ეთქვა მსოფლიოს წამყვანი ზესახელმწიფოს მხარდაჭერაზე. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც 2000-იანი წლების დასაწყისში ევროკავშირი გაფართოვებისთვის მზად არ იყო, თბილისი კი ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების პერსპექტივას ვერ ხედავდა, მაგრამ 2003 წლის ნოემბრიდან, საქართველო ყოველთვის მიისწრაფვოდა ევროკავშირთან დაახლოვებისკენ. 2009 წელს დაწყებული „აღმოსავლური პარტნიორობის“ პროექტი ამ ამოცანას ამარტივებს და ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირმა რეგიონში უფრო აქტიური მოქმედება დაიწყო. თქვენ იმ დელეგაციას ხელმძღვანელობთ, რომელმაც ბრიუსელთან თანამშრომლობის ხელშეკრულება უნდა მოამზადოს? - ჩვენ ევროკავშირთან მაქსიმალური დაახლოვების ფაზაში ვიმყოფებით. ჩვენი მიზანია ევროკავშირთან ასოცირებული შეთანხმების გაფორმება და ამ გზით ოთხი უფლების განხორციელება: ადამიანთა თავისუფალი მიმოსვლა, მომსახურება, ქონებისა და კაპიტალის თავისუფალი მიმოქცევა. ევროკავშირში გაწევრიანება კი უფრო ხანგრძლივი პერსპექტივაა. ევროკავშირის პოზიცია როგორია? მოლაპარაკებები ოთხ მიმართულებას მოიცავს: პოლიტიკა და უსაფრთხოება, სამართალი და თავისუფლებები, შეთანხმებები სექტორებს შორის და თავისუფალი ვაჭრობა. პირველი სამი მიმართულება არანაირ წინააღმდეგობას არ ხვდება, სამაგიეროდ თავისუფალი ვაჭრობის საკითხი საქართველოსთან ევროკავშირისთვის, რომელიც ხუთას მილიონ მომხმარებელს წარმოადგენს, ნაკლებად საინტერესოა, რადგან საქართველოს ბაზარი პატარაა, აქ 4.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა ის როგორც სჩანს მზადაა თავისუფალ ვაჭრობაზე მსგავსი ხელშეკრულება ლიბიასთან გააფორმოს. რას ფიქრობთ რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებზე ჟენევაში, სადაც უკვე მეცამტე რაუნდი გაიმართა? ამ მოლაპარაკებებს არსებობის უფლება აქვს. ეს ერთადერთი პირდაპირი დიალოგია რუსეთს და საქართველოს შორის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემები აღარ არსებობს. ტალიავინის დასკვნამ რუსეთ-საქართველოს ომის გამომწვევ მიზეზებზე ცხადყო, რომ ის არა 2008 წლის ზაფხულში, არამედ გაცილებით ადრე მოსკოვის პოლიტიკით დაიწყო, რომელიც აფხაზეთის და ოსეთის მცხოვრებლებს რუსულ პასპორტებს ურიგებდა. საბოლოო ჯამში ჩვენ ორი თანაბრად ცუდი არჩევანი გვქონდა: ან ინტერვენცია უნდა დაგვეშვა ან წინააღმდეგობა უნდა გაგვეწია და გადაგვერჩინა ის, რისი გადარჩენაც შესაძლებელი იყო. ჩვენ მეორე ვარიანტი ავირჩიეთ და ხაფანგში აღმოვჩნდით. რუსეთმა უკანონოდ აღიარა აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობა. მნიშვნელოვანია ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა განაგრძობს იმაზე საუბარს, რომ ეს ნამდვილი ოკუპაციაა. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ არც ევროკავშირმა და არც დსთ-მ ამ ორი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა არ აღიარა. ორიგინალი ორიგინალი
  7. ვისაც საზღვარგარეთ მოგზაურობისას კინოთეატრში სიარული გიყვართ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენი რჩეული ფილმის დაწყებამდე გასული სარეკლამო ტრეილერების ყურებისას, ბავშვების შეშფოთებული ხმები შემოგესმათ – “ყინული მთლიანად დადნება… ხეები გახმება და წაიქცევა… ქვეყნები წყლით დაიფარება… იხილეთ tabula.geზე
  8. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg რონ სინოვიცი სტეფანწმინდა, საქართველო – ლალი ფიცხელაური და არც თუ ისე შორს ცხოვრობს, მაგრამ ქალებს ერთმანეთი ათ წელზე მეტი ხანია არ უნახავთ ფიცხელაურს, რუსეთის საზღვრიდან არც თუ მოშორებით მდებარე ქართულ ქალაქ სტეფანწმინდაში, სასტუმრო და გზისპირა კიოსკი აქვს. მისი და საზღვრის მეორე მხარეს რუსეთში, ჩრდილო-ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზში ცხოვრობს. მათ შორის ზემო ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტი დგას (”ვერხნი ლარსი”, რუსულად) – ეს ერთადერთი სახმელეთო საზღვარია რუსეთსა და საქართველოს შორის, რომელიც საქართველოს პრო-რუსულ სეპარატისტულ რეგიონებს, სამხრეთ-ოსეთს და აფხაზეთს არ კვეთს. ფიცხელაური ამბობს, რომ უკვე 11 წელია დასთან სტუმრობის საშუალება არ მისცემია. ”როგორ ფიქრობთ, რას უნდა ვგრძნობდე? და ეს ყველაფერი პოლიტიკოსების გამო ხდება. პოლიტიკოსებმა დაკეტეს გზა და ერთმანეთს მოგვწყვიტეს”. ”რატომ არ უნდა შეგვეძლოს ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა?” – კითხულობს ის შეშფოთებით. ათწლიანი ბრძოლის მსხვერპლნი ფიცხელაური და მისი და უნებლიე მსხვერპლნი არიან იმ ძველი კონფლიქტისა, რომელიც თბილისსა და მოსკოვს შორის მიმდინარეობს და რომელიც ბოლო ატი წელია შესამჩნევად გამწვავდა, რადგან პრეზიდენტი სააკაშვილი ცდილობს მისი ქვეყანა რუსეთის გავლენის სფეროდან გამოიყვანოს და ნატო-სკენ წაიყვანოს. რუსეთმა ზემო ლარსის გადასასვლელი 2006 წელს დახურა. მაშინ მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობები, ქართული ხელისუფლების მიერ სავარაუდო ოთხი რუსი ჯაშუშის დაპატიმრების გამო გაუარესდა. დიპლომატიური ურთიერთობები კი საბოლოოდ 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის შემდეგ შეწყდა. ზემო ლარსის გახსნაზე ორმა ქვეყანამ შეთანხმებას მარტში მიაღწია, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობების არ ქონის გამო, რუსებსა და ქართველებს ამ საზღვრის გადაკვეთა მაინც უჭირთ და ხშირად უკიდურესადაც. მაგრამ როგორც სჩანს, ეს შეიცვლება – ყოველ შემთხვევაში მათთვის, ვინც საზღვრის რუსულ მხარეს ცხოვრობს. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა დეკრეტს და რუსეთის შვიდი ჩრდილო-კავკასიური რესპუბლიკის მცხოვრებლებს ნება დართო საქართველოში 90 დღეზე მეტ ხანს უვიზოდ დაჰყონ. მანანა მანჯგალაძე, სააკაშვილის სპიკერი ამბობს, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არ ქონა, ზემო ლარსიდან სულ ორი-სამი საათის სავალში მცხოვრებ რუსებს, ძალიან ურთულებს ქართული ვიზის მიღებას. ”ჩრდილო-კავკასიის რესპუბლიკებში მცხოვრებ ადამიანებს საქართველოს ვიზის მისაღებად მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოში (ის წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს რუსეთში) სჭირდებათ ჩასვლა” – ამბობს მანჯგალაძე. შეზღუდული ვიზები რაღა თქმა უნდა, ეს დეკრეტი თბილისსა და კრემლს შორის ურთიერთობათა დათბობაზე არ მიგვანიშნებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება სავიზო მოთხოვნების მოხსნის შესახებ, ორ ქვეყანას შორის არსებულ დაძაბულობას ასახავს. მასში ნათქვამია, რომ ჩრდილო-კავკასიის მცხოვრებლებს ახლა ”ბიზნეს-საქმიანობისთვის, განათლების მისაღებად, დასასვენებლად და იმ კარგი რაღაცეებით სარგებლობისთვის, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში მოკლებულები არიან, სადაც რეპრესიული და კორუმპირებული ფედერალური რეჟიმი მართავს” საქართველოში ჩამოსვლა შეუძლიათ. ნუგზარ წიკლაური, საქართველოს პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ დეკრეტი აუცილებელი იყო ჩრდილო-კავკასიურ რესპუბლიკებში, ისეთებში როგორც ჩრდილო- ოსეთი, ჩეჩნეთი და დაღესტანია, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მდგომარეობის გამო. ”აქ ადამიანის უფლებები მასობრივად ირღვევა და ჟურნალისტებს კლავენ (ჩრდილო-კავკასიაში)” – ამბობს წიკლაური. ”უფლებადაცვითი აქტივისტები უგზო-უკვლოდ იკარგებიან, ან მათ კლავენ” – დასძენს წიკლაური – ”ამ ვითარებაში საქართველოს ისტორიული ვალდებულებაა ფოკუსირდეს ჩრდილო-კავკასიაზე და ყველა შესაძლო გზით დაეხმაროს ხალხს, რომელთა გვერდითაც საუკუნეების მანძილზე ვცხოვრობდით”. გაურკვეველი შეზღუდვები ორივე მხარეს კრემლის ოფიციალურმა პირებმა სააკაშვილის დეკრეტზე რისხვით მოახდინეს რეაგირება. მათ ამ ნაბიჯს ”პროვოკაციული” უწოდეს – ” ეს არის რუსეთის მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიებად დაყოფის მცდელობა”. ანდრეი ნესტერენკო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ამბობს, რომ დეკრეტი ”ჩვენს მოქალაქეებს შორის კონტაქტს” დაბრკოლებებს შეუქმნის. ”რუსეთი მოუდმივად უჭერს მხარს კავკასიაში მეზობლური ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ნორმალური, მშვიდი ცხოვრების აღმშენებლობას. სააკაშვილი შეეცადა ამის განადგურებას, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომი გააჩაღა” – დასძენს ნესტერენკო. ნესტერენკოს თქმით, რუსეთს არა აქვს ურთიერთობის პრობლემა არც საქართველოსთან და არც ქართველ ხალხთან. ის ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის ცუდი ურთიერთობა სააკაშვილის ”რეჟიმთან არსებული პრობლემების” შედეგია და დასძენს, რომ – ”სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის გაჩაღებით, (მეზობლური ურთიერთობების) დანგრევა სცადა”. მან სააკაშვილის ქმედებებს იმპულსური უწოდა, ისეთი რომელთა ”მიზანი უფრო მეტი გამაღიზიანებლის” შექმნა იყო, რაც ”საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ პრობლემებს უჩენს”. საქართველოს ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკოსიც ამ ნაბიჯის სიბრძნესთან დაკავშირებით ეჭვს გამოსთქვამს. ლევან ვეფხვაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ საზღვარზე ოსების თავისუფალმა გადაადგილებამ შეიძლება ხელი შეუწყოს საქართველოს ტერიტორიის ”ნელ ანექსიას”, რაზეც პრეტენზიას ზოგი ჩრდილო- ოსური ჯგუფი აცხადებს. საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერის ნინო ბურჯანაძის თქმით, სავიზო მოთხოვნების გაუქმებამ საქართველოს შეიძლება დამღუპველი შედეგები მოუტანოს. ის ამბობს, რომ რუსეთის მესაზღვრეებმა შეიძლება რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს სათანადო ვიზის გარეშე, ზემო ლარსის საკონტროლო პუნქტის გავლით რუსეთის ფედერაციის დატოვების ნება არ დართონ. მას ასევე ასეთი კითხვა უჩნდება – ხომ არ მისცემს დეკრეტი მოსკოვს დამატებით საბაბს საქართველოს დასადანაშაულებლად იმაში, რომ საქართველო ჩრდილო-კავკასიურ ”ტერორისტულ ჯგუფებს” იფარავს. ზოგიერთი ჩრდილო-კავკასიელი პოლიტიკოსი ასევე ეჭვქვეშ აყენებს სააკაშვილის დეკრეტის პოლიტიკურ ქვეტექსტს და ვარაუდობს, რომ ის ჩრდილო-კავკასიაში ანტი-რუსული გრძნობების ექსპლუატაციას ისახავს მიზნად. ბორის ებზეევი ყარაჩაი-ჩერქეზეთის პრეზიდენტი 2008 წლიდან ამბობს, რომ სააკაშვილის დეკრეტი ასახავს ”რეჟიმის განწირულ მცდელობას, ნებისმიერი საშუალებით აღიდგინოს სამუდამოდ დაკარგული ელვარება”. გენერალ-პოლკოვნიკი არკადი იელდევი, ჩრდილო-კავკასიის ფედერალური ოლქის ხელმძღვანელის მოადგილე, ამბობს რომ სააკაშვილს სავიზო მოთხოვნების გაუქმებაზე მოსკოვთან უნდა ემსჯელა იმის ნაცვლად, რომ იმპულსურად გამოეცა დეკრეტი. უმნიშვნელო მოძრაობა მაგრამ საზღვართან მცხოვრები ქართველები ასე არ ფიქრობენ. დოდო გომიაშვილი, მოხუცებული ქართველი ქალი, რომელსაც ზემო ლარსის გადასასვლელის მახლობლად კიოსკი აქვს, ამბობს რომ მოსკოვმა ასევე უნდა მოხსნას სავიზო მოთხოვნები ქართველებისთვის და მათ ჩრდილო-ოსეთში თავისი ნათესავების ნახვის საშუალება მიეცეთ. ”აქ ბევრნი ვართ ისეთები, ვისაც მეორე მხარეს დები, ძმები და ბიძაშვილები ჰყავს” – განმარტავს გომიაშვილი. ”რადიო თავისუფლების” ჟურნალისტები დეკრეტის ძალაში შესვლის შემდეგ, ერთი კვირის წინ ეწვივნენ ზემო ლარსის გამშვებ პუნქტს. ისინი იტყობინებიან, რომ საზღვარი მანქანების უმნიშვნელო რაოდენობამ გადალახა. ეს არაა საკმარისი იმისთვის, რომ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას, რაც უმუშევარ ქართველებს სურთ. ”ამ ნაბიჯს ჩვენთვის კარგი არაფერი არ მოუტანია” – ამბობს 31 წლის გიორგი ხუციშვილი – ”მე ჩემს ბაღში ვმუშაობ და ყველაფერს ვაკეთებ, რომ ოჯახი გადავარჩინო და ამ ზამთარს არ ვიშიმშილებთ”. ხუციშვილი ამბობს, რომ ის ბედნიერი იქნებოდა თუ რუსეთი მოხსნიდა სავიზო მოთხოვნებს და ის შესძლებდა მეზობელ ოსეთში ბოსტნეულისა და სხვა ქართული პროდუქტის გაყიდვას. ორიგინალი ორიგინალი
  9. ახალი ამბები საფრანგეთიდან ყოველთვის საინტერესოა, განსაკუთრებით, პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მმართველობის დროინდელი. მეოთხე რესპუბლიკის შემდეგ სარკოზი ყველაზე პროამერიკელი ფრანგი ლიდერია. იხილეთ tabula.geზე
  10. იყო ერთი სოფელი, სადაც ადამიანები ცხოვრობდნენ. ზოგი ხე-ტყეს ამზადებდა, ზოგი ნადირობდა, ზოგს ხორბალი მოჰყავდა, ხოლო ზოგი წყალს ეზიდებოდა მოშორებით ჩამდინარე ნაკადულიდან. ჩვეულებრივი სოფელი იყო, არაფერი განსაკუთრებული, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სოფელში არ არსებობდა ფული. იხილეთ tabula.geზე
  11. ეკონომიკურ განვითარებას თან გარკვეული გვერდითი მოვლენებიც ახლავს. ჩინეთის შემთხვევაში ეს არის ენერგორესურსებზე დამოკიდებულება. ეს ქვეყანა დღეში 3.7 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებს (სიდიდით მეხუთე მწარმოებელი მსოფლიოში), თუმცა ეს მის მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს. იხილეთ tabula.geზე
  12. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png ჯოშუა კუცერა 29 წლის განმავლობაში, თურქი და ამერიკელი მაღალჩინოსნები, მაღალი რანგის სამხედრო და საქმიანი წრეების წარმომადგენლები ვაშინგტონში ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე სასაუბროდ ყოველწლიურად იკრიბებიან ბოლო წლების განმავლობაში უკანასკნელი შეხვედრა ყველაზე დაძაბული იყო, რამაც ზოგიერთ პოლიტიკოსს იმის განცდა გაუჩინა, რომ თურქეთ-დასავლეთის ერთ დროს მტკიცე კავშირი სუსტდება, ხოლო ანკარა სულ უფრო მეტად იცვლის გეოპოლიტიკურ კურსს აღმოსავლეთისკენ. ზემოთხსენებული ღონისძიება, რომლის ორგანიზატორი ამერიკულ-თურქული საბჭოა, ჩვეულებრივ გაზაფხულზე იმართება ხოლმე, მაგრამ წელს ის აშშ-ს კონგრესის კომიტეტის გადაწყვეტილების გამო გადაიდო, რომელმაც რეზოლუცია მიიღო, სადაც სომხების გენოციდი აღიარა. 17-20 ოქტომბერს გამართული კონფერენციის მონაწილეებმა ყურადღება მთელი რიგი პოლიტიკური უთანხმოებების განხილვაზე გაამახვილეს. „საიდუმლო არ არის, რომ ჩვენს ურთიერთობებში გარკვეული პრობლემები არსებობს“ – შესავალ სიტყვაში განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ და დღეს თურქულ-ამერიკული საბჭოს მმართველთა თავმჯდომარემ რიჩარდ არმითიჯმა. შარშან თურქეთმა მხარი არ დაუჭირა აშშ-ს წინადადებას გაერო-ში ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე და ბრაზილიასთან ერთად ირანის ბირთვული პროგრამის პრობლემის მოგვარების გეგმა შეიმუშავა. ანკარამ ვაშინგტონის უკმაყოფილება იმითაც გამოიწვია, რომ ჩინეთთან ერთობლივი სამხედრო-საჰაერო წვრთნები გამართა. ამავდროულად, აშშ-ს მოკავშირე ისრაელმა ღაზას სექტორისკენ მიმავალი თურქული გემის წინააღმდეგ, სადაც თურქი აქტივისტები იმყოფებოდნენ, სამხედრო შეტევა განახორციელა, რასაც ანკარას ხმამაღალი პროტესტი მოჰყვა. ვაშინგტონის უკმაყოფილების დამატებით მიზეზად იქცა თურქულ-სომხური ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის შეწყვეტა. მართალია, თურქულ-ამერიკულ ურთიერთობებში ერთგვარი დაძაბულობა ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ბოლო დროს ის მნიშვნელოვნად გამწვავდა – აცხადებს მარშალის ფონდის ექსპერტი თურქეთის საკითხებში იან ლესერი. „დისკუსიამ უფრო მწვავე ხასიათი შეიძინა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ორმხრივი ურთიერთობების თემა, რომელიც დღეს ჩვენს წინაშე დგას, განსაკუთრებულად წინააღმდეგობრივია და ძირითადი საგარეო პოლიტიკური ინტერესების სფეროს განეკუთვნება, თანაც ეს ეხება არამხოლოდ დღევანდელ ადმინისტრაციას, არამედ მთლიანად ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას“ – ამბობს იგი. ყველა ამ პრობლემისა და ზოგიერთი ექსპერტის პესიმისტური პროგნოზის მიუხედავად, თურქი და ამერიკელი ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ ორი ქვეყნის ძირითადი სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და დღევანდელი პრობლემები მხოლოდ დროებითია. შეერთებულმა შტატებმა ურთიერთობების გაუმჯობესება ანკარას და ახლო-აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის უნდა განიხილოს როგორც შესაძლებლობა გამოიყენოს თურქეთი ამ ქვეყნებთან ხიდის როლში – მიაჩნია ზოგიერთ სპეციალისტს. „ჩვენი მოკაცშირეებისთვის თურქეთის გავლენა ამ ტერიტორიებზე პლუსია“ – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფერიდუნ სინირლიოღლუმ. „თურქეთი აღმოსავლეთისკენ არ იხრება. თურქეთი იყენებს მის ახლადშეძენილ გავლენას: ის აფართოვებს სავაჭრო კავშირებს“ – განაცხადა ყოფილმა კონგრესმენმა და დღეს ახლო-აღმოსავლური კონფლიქტების დარეგულირებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრის პრეზიდენტმა რობერტ ვექსლერმა. „ასე რომ, ვაშინგტონს ამ ახალი ტალღის კი არ უნდა შეეშინდეს, არამედ უნდა მიესალმოს მას, რადგან გონიერი ამერიკელი დიპლომატები, შესძლებენ იმ მეგობრების დახმარების გამოყენებას, რომლებსაც მსოფლიოს გარკვეულ ადგილებში განსხვავებული მიდგომები, განსხვავებული წარმოდგენები და განსხვავებული პოზიციები აქვთ“. თურქეთის და აშშ-ს წარმომადგენელთა შეხედულებები ერთმანეთს დაემთხვა, რომ ბოლო დროის მთელი რიგი მოვლენების გამო, მათ ქვეყნებში გამძაფრებული ნეგატიური საზოგადოებრივი აზრი პრობლემაა, რამაც საბოლოო ჯამში სტრატეგიულ პარტნიორობას შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს. „ჩვენ შეგვიძლია ჩვენს თავს ვუთხრათ, რომ საერთო ინტერესები გვაკავშირებს და ერთობლივად ვწყვეტთ პრობლემებს, მაგრამ თუკი არ გავითვალისწინებთ თურქული საზოგადოების ღრმად სკეპტიკურ განწყობას აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მიმართ ან იმ ფაქტს, რომ ამერიკის საზოგადოებრივი აზრი კონგრესში სულ უფრო ხშირად სვამს კითხვებს თურქეთთან დაკავშირებით, ჩვენ ჩვენს საქმეს ვერ გავაკეთებთ“ – ხაზგასმით აღნიშნა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონმა. „სამწუხაროდ თურქეთის მხრიდან ისრაელის და ირანის მისამართით გაზაფხულზე გაკეთებულმა განცხადებებმა და მისმა ქმედებებმა ხელი შეუწყო ისეთი პოლიტიკური სიტუაციის ჩამოყალიბებას, რომელიც ხელს უშლის პროგრესის მიღწევას მოქმედი ადმინისტრაციის მთელ რიგ მნიშვნელოვან პროექტებში, ყოველ შემთხვევაში უახლოეს პერსპექტივაში“ – აღნიშნა საერთაშორისო საკითხებში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუმ. თურქულ-ამერიკული საბჭოს კონფერენციის მეგობრულ ატმოსფეროშიც კი მკაფიოდ იგრძნობოდა სერიოზული უთანხმოებები. მაგალითად აშშ-ს სურს, რომ თურქეთი ნატო-ს ანტი-სარაკეტო ფარის შექმნას შეუერთდეს, მაგრამ ამ სისტემის ღიად ანტი-ირანული ხასიათის გამო ანკარა უხერხულ მდგომარეობაშია. „პრესის ზოგიერთი ინფორმაციის საპირისპიროდ, ჩვენ თურქეთს არ ვაიძულებთ ამ სისტემასთან მიერთებას“ – განაცხადა კონფერენციის ერთ-ერთმა მთავარმა გამომსვლელმა, აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა – „მაგრამ ჩვენ გვსურს, რომ ლისაბონის სამიტზე თურქეთმა მხარი დაუჭიროს ნატო-ს გეგმებს შექმნას ტერიტორიული რაკეტსაწინააღმდეგო პოტენციალი“. თურქეთი შეშფოთებას გამოსთქვამს იმის გამო, რომ ამერიკის კონგრესში ირანის სანქციებთან დაკავშირებით მიმდინარე განხილვები ირანთან მოვაჭრე ბევრ თურქულ კომპანიას დააზარალებს. თურქეთის სასაქონლო ბირჟებისა და სავაჭრო-საწარმოო პალატების გაერთიანების პრეზიდენტის, რიფატ ჰისარჯიქლიოღლუს თქმით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ შარშან 8 მილიარდ დოლარს მიაღწია. „ირანი, როგორც ბირთვული სახელმწიფო ჩვენთვის მიუღებელია“ – აღნიშნა მან – „თუმცა არსებობს იმის საფრთხე, რომ ირანის სანქციებთან დაკავშირებით აშშ-ს კონგრესში მიღებული საკნონმდებლო ინიციატივები თურქულ კომპანიებს დააზარალებს“. ვაშინგტონში კი ბევრს არ სჯერა იმის, რომ ანკარა ისრაელსა და პალესტინაში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების ამერიკული ხედვის ერთგულია. „თუკი ჩვენ ნაკლებად აქტიურად გავათეთრებთ და შევალამაზებთ ზოგიერთ იმ უდაო ფაქტს… რასაც ადგილი აქვს თურქეთში ”ჰესბოლას”, „ჰამასის“ და ირანის ირგვლივ, ეს ჩვენ ბევრს არაფერს მოგვცემს“ – აღნიშნა ვექსლერმა – „პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ამერიკაში და თქვენ თურქეთში ახლო-აღმოსავლეთის მშვიდობიანი დარეგულირების საქმის ერთგულები ვართ. „ჰამასი“ ამ პროცესს მხარს არ უჭერს. ჰეზბოლა ახლო-აღმოსავლეთში მშვიდობიანი დარეგულირების იდეას უარყოფს. ამ მხრივ მათი შეხედულებებისგან დიდად არ განსხვავდება არც ირანის პოზიცია – ის მას მთლიანად და სრულად უარყოფს“. ანალიტიკოსების აზრით, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, თურქეთის დასავლეთთან დაშორება (რეალური თუ მოჩვენებითი) შეიძლება ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესით აიხსნას. ხელისუფლებაში სამართლიანობისა და განვითარების პარტიის მოსვლამ, პრო-დასავლური სამხედრო წრეების პოზიცია თურქეთის ხელმძღვანელობაში შეარყია. შესაბამისად თურქი ლიდერები საზოგადოებრივ აზრს სულ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ. „ტერმინი „პოპულისტური“ (და არა აღმოსავლური ან ისლამისტური) – ყველაზე მკაფიოდ აღწერს თურქეთის დღევანდელ საგარეო პოლიტიკურ კურსს. ხელისუფლება რეალურად ყურს უგდებს თურქეთში საზოგადოებრივი აზრის კვლევებს“ – აცხადებს აშშ-ს ეროვნული სამხედრო კოლეჯის ექსპერტი თურქეთის საკითხებში, ომერ თასპინარი – „და აშშ-ში თურქეთის მიუღებლობის არსებული დონე პრობლემებს უქმნის [თურქეთის] მთავრობას. თურქეთი უფრო დემოკრატიული, თვითდაჯერებული ქვეყანა ხდება, მაგრამ ის ფაქტი რომ მისი საზოგადოებრივი აზრი აშშ-ს მიმართ კეთილგანწყობილი არ არის, ხელისუფლებისთვის პრობლემაა“. ექსპერტის აზრით, თურქეთის და სომხეთის მიერ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების ხელშეკრულებების შეჩერება, რომელსაც მხარს შეერთებული შტატები უჭერს, თურქეთისადმი ამერიკელი პოლიტიკოსების იმედგაცრუების ერთ-ერთი მიზეზია. „როდესაც ამერიკის პრეზიდენტი თურქეთში ამხელა პოლიტიკურ კაპიტალს სდებს, თანამშრომლობის პროცესი იწყება, მაგრამ თურქეთი ჯერ სომხეთის, შემდეგ კი ირანის მიმართ საპასუხო ნაბიჯს არ დგამს, ვაშინგტონში რეალურად უჩნდებათ კითხვები“ – ამბობს იგი – ”ანალოგიური ეჭვები იპყრობს ანკარასაც”. „რატომ უნდა იყოს თურქეთი მუდმივად აშშ-ს მხარეს, როდესაც ამერიკის საგარეო პოლიტიკა წუნდაუდებელი ნამდვილად არ არის?“ ორიგინალი ორიგინალი
  13. მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაცია – რეპორტიორები საზღვრებს გარეშე – პრესის თავისუფლების 2010 წლის ინდექსს აქვეყნებს. საქართველო 178 ქვეყანას შორის 99-ე ადგილზეა. მისი მაჩვენებელი რეიტინგში გაუარესებულია. გასულ წელს ანალოგიურ რეიტინგში ქვეყანა 81-ე ადგილზე იყო. იხილეთ tabula.geზე
  14. 4 ულუფამასალა: 16 ცალი სამეფო კრევეტი 300 გრ. მწვანე ტყემლის საწებელი 20-25 წვეთი მწვანე ტობასკოს სოუსი 2 კონა ტარხუნა 1 ლიმონის წვენი 100 გრ. ზეითუნის ზეთი მარილი, ფერადი წიწაკა გემოვნებითჯამში 30 ლარი იხილეთ tabula.geზე
  15. „მადლობა იმათ, ვინც შექმნა სიცოცხლის ელექსირი, მადლობა იმათ, ვინც მომცა შესაძლებლობა გამეცნო საუცხოო ღვინით დალოცვილი ქვეყანა. აი თურმე სად ყოფილა ვაზისა და ღვინის საუფლო!.. წინანდალი ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ულამაზესი და უბრწყინვალესი მარგალიტია!”. ეს სიტყვები 1962 წელს თბილისში ვაზისა და ღვინის საერთაშორისო კონგრესზე ჩამოსულმა სახელოვანმა ბარონმა პიერ ლერუამ წარმოთქვა. იხილეთ tabula.geზე
  16. ბრიტანული კომპანიის Imitating The Dod მიერ წარმოდგენილი დადგმა “სასტუმრო მათუსალა” თბილისის თეატრალური ფესტივალის პროგრამაში ყველაზე დამაინტრიგებელი და უჩვეულო იყო. აბა, სხვაგან სად ნახავდით სპექტაკლს, რომელსაც მსახიობები კონვერტის მსგავს ყუთში თამაშობენ. კონსტრუქცია ფართო ეკრანის ილუზიას ქმნიდა, ხოლო ყუთის სიღრმეში კინოპროექცია მიდიოდა, რომელსაც მსახიობები სცენაზე იმეორებდნენ. იხილეთ tabula.geზე
  17. ეს რა ვნახე, ეს რა მოვისმინე… რობერტის 1995 წლის ჩანაწერი, პირველი რადიოს სტუდიაში. ექსკლუზივია, ფაქტიურად. როგორც იტყოდა ბაბუაჩემი – დანძრევად ვიქეც. პ.ს. ვისაც ზოგადად არ მოგწონთ რობი & აუტსაიდერი და ა.შ. და ა.შ., უბრალოდ არ უყუროთ, მერე რომ არ დაწეროთ, რა არის ამაში საოცარიო. გენადი, ფონოგრამა: Filed under: ვიდეო, შემოქმედება, music Tagged: 1995, აუტსაიდერი, ვიდეო, [...]http://stats.wordpress.com/b.gif?host=bigcrow.ge&blog=187485&post=1836&subd=bigcrow&ref=&feed=1 View the full article
  18. რა ხდება, როცა ქართველების სექსუალურ ცხოვრებაზე ვფიქრობ? უტრირებულად ორი პოტენციური სექსუალური ცხოვრების მქონე განსხვავებული ჯგუფი მომდის თავში: იხილეთ tabula.geზე
  19. 1984 წელს დაარსებულმა თელავის კამერული მუსიკის ფესტივალმა „ქება ვაზისა” მხოლოდ 9 სეზონს უმასპინძლა და 1992 წელს იძულებული გახდა არსებობა შეეწყვიტა. დაშლის პირას მყოფ ქვეყანაში ომმა და რთულმა პერიოდმა, მშვენიერ ტრადიციად ქცეული ეს მუსიკალური მოვლენა შეიწირა. იხილეთ tabula.geზე
  20. სასარგებლო, სასახელო, საგმირო თუ საზიანო საქმეების კეთების გარდა, საზოგადოება ადამიანებს კიდევ ერთი ნიშნით გამოარჩევს ხოლმე, – “ვიღაცით” ე.ი. ვინმე ცნობადთან ნათესაური, მეგობრული, სექსუალური, შემოქმედებითი და სხვა ტიპის კავშირებით. იხილეთ tabula.geზე
  21. იმ ავტომობილებს, რომლებმაც ფორდს ლე მანის 24-საათიან რბოლებში გაუთქვეს სახელი, ამერიკულმა კომპანიამ თავის პოპულარულ ჰეჩბეკ ფოკუსის სპორტულ მოდელ RS-ის ხუთი სპეციალური ვერსია მიუძღვნა, რომლებიც ლეგენდარული რბოლის ტრიუმფატორების ფერებშივე გამოაწყო. იხილეთ tabula.geზე
  22. ევროლიგები, მილიონერებისთვის დამღლელი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები, იძულებითი ოლიმპიადა, მეორადი მოხმარების საგანი, ანუ საგამოფენო მატჩები – ყველაფერი ეს უკანა პლანზე გადადის. იხილეთ tabula.geზე
  23. ფიფამ აღმასრულებელი კომიტეტის ორ წევრს, ქრთამის მოთხოვნაში ეჭვმიტანილ ნიგერიელ ამოს ადამუს და ტაიტელ რეინალდ ტემარიის გამოძიების დასრულებამდე შეუჩერა უფლებამოსილება. იხილეთ tabula.geზე
  24. იტალიური ფეხბურთის ისტორიაში 2006 წლის ზაფხულში აგორებული უდიდესი სკანდალი რამდენიმე კლუბისთვის და მაღალჩინოსნისთვის ძალიან ცუდად დასრულდა. იხილეთ tabula.geზე
  25. თბილისის ომის დროს ჩემი ორი მეგობარი ერთ-ერთთან მიდიოდა სახლში მთაწმინდაზე. გზაში შეიარაღებული გვარდიელები გადაუდგნენ, რატომღაც პუტჩისტებად მონათლეს და შტაბში წაიყვანეს ვითარებაში გასარკვევად. ვითარება კი ასე გაირკვა: ამ რამდენიმე გვარდიელის მეთაურმა, დაზეთილღაბაბიანმა მრგვალმა ცხოველმა 16 წლის ბიჭებს ზიზღით შეხედა და ერთადერთი სიტყვა თქვა: იხილეთ tabula.geზე
×
×
  • შექმენი...