planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://a.pix.ge/n/7y7rr.jpgფანკლუბის მაისურების დიზაინის არჩევა საბოლოოდ გადაწყდა. მისი ფასი 17 ლარია. მსურველებმა აუცილებლად ნახეთ სრული ინფორმაცია. დროები შეიცვალა! ყველას თხოვნა გავითვალისწინეთ და საბოლოოდ ასეთ ვარიანტამდე მიევდით. მაისური არ არის ზედმეტად გადატვირთული, არც ჩვენი ვებ-გვერდის მისამართი აწერია, როგორც ბევრმა მოითხოვა. ლოგოც მთლიანია და არა მხოლოდ ფენიქსი. მისი ფასი 17 ლარია. თანხის გადახდა კი ხდება წინასწარ. ხვალ, ხუთშაბათს 17:00 საათზე, (05:00) თბილისის პარლამენტის შენობის წინ (აღნიშნულია სურათზე. კინოთეატრ “რუსთაველის” მოპირდაპირე მხარეს) მოხდება შეკრება და ფულის აგროვება. http://b.pix.ge/h/me8mz.jpg აღნიშნულ დროსა და ადგილას ვიდგები “კალმითა და რვეულით” ხელში http://liverpoolfc.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif ))) რათა, ჩავიწერო მაისურის ზომები სათითაოდ. შეკრება მოხდება მხოლოდ 1 საათის განმავლობაში. ვინაიდან ზოგს ამ დღეს არ ცალია, მმეორედ კვირას იგივე დროს დავნიშნოთ შეხვედრა ადგილზე მიტანილი მექნება მაისურის ესკიზი, ანუ 1 ვარიანტი უკვე დაბეჭდილია, თქვენ ნახავთ და იქვე გადაწყვეტთ, მოგწონთ და იყიდით, თუ არა. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/nodar-qumaritashvili1111-150x150.jpgზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის უმაღლესი ორდენით დაჯილოვდება. ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი რომელიც სამინისტრომ დღეს გაავრცელა. გავრცელებული განცხადების თანახმად, უმაღლესი ჯილდოს გადაცემის ცერემონია ხვალ, ქუმარიტაშვილის მშობლიურ დაბა ბაკურიანში, მისი სახელობის მემორიალთან გაიმართება. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, ჟაკ როგის სახელით დაღუპული სპორტსმენის ოჯახის წევრებს ორდენს გადასცემენ ოლიმპიური სოლიდარობის დირექტორის მოადგილე პამელა ვაიპონდი, საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი იოზეფ ფენდტი და ამავე ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი ჰერალდ სტეირერი. ორდენის გადაცემის ცერემონიაში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილიც მიიღებენ მონაწილეობას. უმაღლესი ორდენით ქუმარიტაშვილის დაჯილდოების გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა რამდენიმე დღის წინ, მექსიკის ქალაქ აკაპულკოში გამართულ სხდომაზე მიიღო. 21 წლის ქართველი მოციგავე ვანკუვერში 2010 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას დაიღუპა. იხილეთ epn.ge
-
http://assets.nydailynews.com/img/2010/10/27/alg_resize_oracle-octopus.jpg რვაფეხა, რომლის წინასწარმეტყველებამ მსოფლიო “შეძრა” გუშინ გარდაიცვალა… 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი უკვე ისტორის კუთვნილება. სპეციალისტთა და გულშემატკივართა შეფასებით, წლევანდელი მუნდიალი ერთ–ერთი ყველაზე სანახაობრივი და მოულოდნელობებით აღსავსე პირველობა გამოდგა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. როგორც წესი, მუნდიალის დასრულების შემდეგ იწყება დასკვნების კეთება, ვინ იყო საუკეთესო, ვინ რამდენი გოლი გაიტანა, მსოფლიოს ჰყავს თუ არა ღირსეული ჩემპიონი… თუმცა წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი ყველასაგან გამორჩეული და ორიგინალური გახდა… ფერნანდო ტორესის, უესლი შნეიდერის, სტივენ ჯერარდის და ლაიონელ მესის გვერდით არც მეტი და არც ნაკლები რვაფეხა პაული იდგა… სამ წლამდე მიღწეული… უფრო დაზუსტებით კი 2 წლის და ნახევრის რვაფეხა გუშინ გარდაიცვალა… მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. მსოფლიო ჩემპიონატის “გმირმა”, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებსაც უწინასწარმეტყველა მსოფლიო ჩემპიონობა. მისი ყიდვა არაერთ ტოტალიზატორს სურდა რეკორდულ თანხად, ვინაიდან და რადგანაც მის გამო მათ დიდი თანხები იზარალეს. თუმცა ზოოპარკის ხელმძღვანელობა არ თმობდა მას. ესპანეთის მთავრობა კი ბოლო წუთამდე მფარველობდა მას. როგორც ზოოპარკის დირექტორი სტეფან პორვოლი იუწყება ორშაბათ საღამოს გვიან ღამით შეატყეს ცხოველს რომ ვერ იყო კარგად, თუმცა იმ ღამით არაფერი მომხდარა, აი სამშაბათს დილით კი… “- ეს უჩვეულო და ძალიან სევდიანი დღეა როგორც ჩვენთვის, ზოოპარკის პერსონალისთვის, ისე ფეხბურთის გულშემატკივრისთვის, განსაკუთრებით კი ესპანეთის ფანებისთვის. აუცილებლად გადავიღებთ მის შესახებ ფილმს.” – განაცხადა კრის დევისმა, ზოოპარკის აგენტმა. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/f4264be07106080907101531-150x150.jpgშინაგან საქმეთა სამინისტრომ სოზარ სუბარის ძმის წინააღმდეგ სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერები და მტკიცებულებები გაავრცელა. სატელეფონო Aჩანაწერებში, ვახტანგ სუბელიანი შპს ~ამოს~ დირექტორს ვაჟა ლეკიშვილს ესაუბრება. ჩანაწერის მიხედვით, სუბელიანი ლეკიშვილს ეუბნება, რომ მასთან კლიენტები ბენზინზე მივიდნენ და დოკუმენტებში ნაკლები ღირებულება უნდა ჩაუწეროს. შსს-მ ასევე გაავრცელა ერთ-ერთი დაზარალებულის ჩვენება, სადაც დაზარალებული ამბობს, რომ სუბელიანმა დოკუმენტებში იმაზე ნაკლები თანხა ჩაუწერა, ვიდრე მან ბენზინში გადაიხადა. ~ვახტანგ სუბელიანს შევხვდი, რომელმაც უფროსს, ვაჟას უთხრა ჩემთვის საწვავი მოეცათ. მომცეს ერთი ლიტრი ლარად და 78 თეთრად, თუმცა როდესაც დოკუმენტები ვნახე, ლარი და 67 თეთრი ეწერა~,-აღნიშნავს ჩვენებაში დაზარალებული. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/tortladze1-150x150.jpgოპოზიციონერი დეპუტატის გია თორთლაძის შეფასებით, საქართველოში ,,თავისუფლების ქარტიის’’ მსგავსი კანონი 15 წლის წინ რომ მიღებულიყო პოლიტიკური პროცესები ბევრად უფრო რბილად წარიმართებოდა. პროექტი დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს. თორთლაძის განმარტებით, კანონპროექტი თანამდებობრივ შეზღუდვებს უწესებს იმ პირებს, რომლებიც საბჭოთა სპეცსამსახურებთან ღიად თუ ფარულად თანამშრომლობდნენ და მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნებათ, თუმცა ასეთ შემთხვევაში ცესკო ვალდებულია გამოაქვეყნოს ამ ადამიანის ბოიგრაფიული ცნობები და თავად ამომრჩეველმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა მას მხარი დაუჭიროს. ,,იმის გათვალისწინებით რომ, უკანასკნელი წლების განმავლობაში ქვეყანაში ადგილი ჰქონდა ტერაქტების მთელს თაიგულს, ამოქმედდება ანტიტერორისტული მექანიზმები, რაც საზღვრების, სტრატეგიული ობიექტებისა და ტვირთების მკაცრ მონიტორინგს, ასევე ფინანსური ოპერაციებისა და საბანკო გადარიცხვების კონტროლს გულისხმობს. კანონპროექტი საფრთხეს მხოლოდ იმ ადამიანებისთვის წარმოადგენს, ვინც ტერაქტების მოწყობას აპირებენ, ეწეოდნენ და ეწვევიან ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას და ვისთვისაც ბოლშევიზმი იდეოლოგიად არის გადაქცეული~, – აღნიშნა თორთლაძემ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/fulebEPN1-150x130.jpgსაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ფულადი გზავნილების კონტროლის გამკაცრებას აპროტესტებს. პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დღეს ოპოზიციონერი დეპუტატის გია თორთლაძის მიერ მომზადებულ ,,თავისუფლების ქარტიაზე’’ იმსჯელეს. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯონდი ბარათურიამ განაცხადა, უცხოეთში საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა არალეგალურად იმყოფება და ოჯახებს არჩენს, აღნიშნული შეზღუდვა კი მათ პრობლემებს შეუქმნის. ,,ქრისტიან-დემოკრატების’’ წევრი ლევან ვეფხვაძის შეფასებით, 25 ათას ლარზე მეტი გზავნილი კონტროლს კანონით უკვე ექვემდებარებოდა და მისი 10 ათასამდე დაწევა მიზანშეწონილი არ იქნება. თორთლაძის მტკიცებით, უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ოჯახებისათვის გაკეთებული გზავნილების გამო პრობლემა არ შეექმნებათ და კონტროლისათვის დაწესებული ციფრი 10 ათასი კანონპროექტიდან ამოღებულია და მითითებულია ,,დიდი ოდენობით’’ თანხა. შეგახსენებთ, რომ ,,თავისუფლების ქარტია~ ,,ლუსტრაციის შესახებ~ კანონსა და ე.წ. ,,პატრიოტის აქტს~ აერთიანებს და გულისხმობს საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო საზღვრების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და ტვირთების მკაცრ მონიტორინგს. კანონპროექტი გულისხმობს ასევე, ფინანსური ოპერაციებისა და საბანკო გადარიცხვების კონტროლს; ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების რეგისტრაციის, ნებაყოფლობით აღრიცხვის და რეესტრის წარმოების მიზნით სახელმწიფო კომისიის შექმნას; კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და ლენინური კომიტეტების ყოფილ წარმომადგენლებზე თანამდებობრივი შეზღუდვების დაწესებას და სხვა ინიციატივებს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/komitetis-sxdoma-150x150.jpgგადასახადების მხოლოდ რეფერენდუმის გზით გაზრდის ვალდებულება ძალაში 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოხდება. საფინანსო საბიუჯეტო საპარლამენტო კომიტეტმა დღეს შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილა. ცვლილება გამოქვეყნებისთანავე ძალაში არ შედის. გადასახადების მხოლოდ რეფერენდუმის გზით გაზრდის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილება პარლამენტს 111 ხმით, გასული წლის ბოლოს, პირველი მოსმენით აქვს მიღებული, თუმცა, მას შემდეგ საკითხზე განხილვა აღარ შემდგარა. პროექტის მიხედვით, ხანგრძლივვადიანი სტაბილური ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვარს და ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად პრინციპებს საქართველოს შესაბამისი კანონი დაადგენს. ხოლო, საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადების შემოღება ან გაზრდა, ასევე, მათი დაბეგვრის ობიექტის დამატება ან გაფართოება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რეფერენდუმის გზით, რომლის დანიშვნის ინიციატივის უფლება მთავრობას ექნება. იხილეთ epn.ge
-
http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53659.jpgსოხუმიდან ლტოლვილმა 40 წლის ნანა ფიფიამ დევნილთა სამინისტროს წინ ნავთი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. ფიფიას სხეულის 30 პროცენტზე მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს. პაციენტი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი. View the full article
-
საინიციატივო ჯგუფმა, გაზეთ ,,რეზონანსის’’ რედაქტორის ლაშა ტუღუშის ხელმძღვანელობით, საქართველოს სახალხო დამცველს 8 კანონში შესატანი ცვლილებები და დამატებები წარუდგინა. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემად ინფორმაციის საჯაროობის შესახებ არსებული პრობლემები დაასახელეს. ეს რვა კანონპროექტი მაუწყებელთა საკუთრებასთან და საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ პრობლემების გადაჭრის გზებსაც ეხება. ცვლილებებისა და დამატებების პროექტი საინიციატივო ჯგუფმა 8 კანონში წარმოადგინა, ესენია: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, სახელმწიფო რეესტრის შესახებ კანონი, მაუწყებლობის შესახებ კანონი, კორუფციის შესახებ, საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ და დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ კანონები. ცვლილებები, ძირითადად, მედიასაკუთრებისა და ფინანსურ გამჭვირვალობას, საკუთრების კონცენტრაციას, ლიცენზიების თემას, ინტერესთა კონქლიქტებსა და ინფორმაციის საჯაროობას ეხება. პრეზენტაცია საქართველოს სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გაზეთ რეზონანსის მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა წარუდგინა. ლაშა ტუღუში პირველად მედიამფლობელების თემას შეეხო. მისი თქმით, საკუთრების თემა ოფშორულ ზონებს უკავშირდება. ოფშორული ზონები კი, თავის მხრივ, კავშირშია ფინანსურ გაუმჭვირვალობასთან. პრეზენტაციაზე ტუღუშმა ტელეკომპანია რუსთავი2-ის მაგალითი მოიყვანა. მისი განცხადებით, მოძიებული მასალით, ტელეკომპანიის პარტნიორები არიან ჰოლდინგი ,,საქართველოს ინდუსტრული ჯგუფი 30%-ანი წილით და დექსოლიმიტედი 70 % -ანი წილით. ეს კომპანია რეგისტრირებულია ოფშორულ ზონაში, კერძოდ, ვირჯინიის კუნძულებზე. საინიციატივო ჯგუფის აზრით, თუ ქვეყანაში მედიასაშუალებების მესაკუთრეებს ექნებათ შესაძლებლობა, ოფშორული ზონებით ისარგებლონ, ვერასოდეს ვერ იქნება მედიასაკუთრების გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი, ამიტომ, მათი აზრით, ეს თემა ქვეყანაში, კანონმდებლობის მოწესრიგებით, საბოლოოდ უნდა დაიხუროს. ოფშორული ზონების გამოუყენებლობა საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნაცაა, ტუღუშმა მაგალითად კვიპროსი მოიყვანა და თქვა, რომ კვიპროსისთვის ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი მოთხოვნა ოფშორული სისტემების გაუქმება იყო. ,,როდესაც მედია ოფშორული კომპანიის ხელშია, გაურკვეველი ხდება მესაკუთრის ვინაობა, შესაბამისად, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ამ ოფშორების უკან ერთი ჯგუფი ან ერთი პიროვნებაა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ჯგუფს ან პიროვნებას ექნება მონოპოლური შესაძლებლობები მედიაბაზარზე, საბოლოოდ ეს საზოგადოებრივი აზრის მონოპოლიამდე მიგვიყვანს’’. ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საინიციატივო ჯგუფის აზრით, საერთაშორისო ბუღალტრული აღრიცხვის შემოღებით შეიძლება მოხდეს. საერთაშორისო ბუღალტრული აღრიცხვის სისტემა (ბასს) გულისხმობს, რომ მედიასაშუალებებმა, პირველ რიგში, ნაციონალურმა არხებმა, კვარტალურად დეტალური ბუღალტრული ანგარიშები თავიან ვებგვერდზე განათავსონ. ასევე ჯგუფის საკანონმდებლო ინიციატივაა, რომ სოცილური რეკლამების გაყიდვა განხორციელდეს ტენდერებით და არ მოხდეს ერთპიროვნული მოლაპარაკებები, როგორც ეს დღეს ხდება, რადგან ტენდერი, მათი აზრით, კონკურენტული გარემოს შექმნის საშუალება. მაუწყებლობის შესახებ კანონით, ადმინისტრაციულ ორგანოს მაუწყებლის სპონსორობა ეკრძალება, თუმცა, ჯგუფის აზრით, აქ ერთი საკითხია გამორჩენილი. კანონი არ კრძალავს გადაცემების სპონსორობას (გარდა ახალი ამბების გამოშვებისა). ჯგუფის წევრები კი ფიქრობენ, რომ ეს არის სპონსორობის არაპირადაპირი და ღია გზა. ამიტომ საკანონმდებლო ცვლილებებში გადაცემების სპონსორობაზე აკრძალვას აწესებენ. კანონით, მაუწყებლის ლიცენზიის ფლობის უფლება არ აქვთ: სამინისტროს, ადმინისტრაციულ ორგანოებს, მერიას, პარტიებს. ტუღუში ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ უტოვებს ეს კანონი მინისტრს ან მერს, ნებისმიერ სახელმწიფო მოხელეს ლიცენზიის წილის ფლობის უფლებას. ტუღუშის თქმით, ამაზე მოქმედ კანონმდებლობაში არაფერია ნათქვამი. ცვლილებების პროექტით კი მათ ეს უფლება ეზღუდებათ. პრეზენტაციაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ტუღუშის თქმით, აქ ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს: ინფორმაციას ან საერთოდ ვერ იღებ, ან დროულად ვერ იღებ, არ იბარებენ განცხადებებს, გასაჩივრების შემთხვევაში, ბაჟია დაწესებული, 100 ლარის ოდენობით. საჯარო რეესტრიდან ინფორმაციის გამოთხოვისათვის თანხის დაწესებას თუღუში პარადოქსს უწოდებს. ვახტანგ ხმალაძის თქმით, რომელიც ასევე საინიციატივო ჯგუფის წევრია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ამბობს, რომ უფასოა ინფორმაციის გამოთხოვა, საჯარო რეესტრის შესახებ კანონი კი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაზე 15 –ლარიან გადასახადს აწესებს. მისი განცხადებით, ცვილილებების კანონპროექტში ესეც გაითვალისწინეს და უპირატესობა ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს მიანიჭეს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცვლილებების პროექტში ჩაწერეს, რომ თუ სხვა კანონი განსხვავებულ ნორმას ადგენს ამ საკითხთან დაკავშირებით, უპირატესობა ზოგად ადმინისტაციულ კანონს მიენიჭოს. ტუღუშის თქმით, რეესტრის მეორე შემოთავაზება, რომელიც საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ვერსიის მიღებას გულისხმობს, პროგრამა ,,დეჟავუ’’-შია ჩაწერილი, რომელიც, ტუღუშის თქმით, ურთულესი პროგრამაა გასახსნელად და არავინ არ იყენებს. ,,რატომ არ შეიძლება ეს ინფორმაცია, უბრალოდ, ვორდის დოკუმენტით იყოს მოწოდებული?’’, - ამბობს ლაშა ტუღუში. საინიციატივო ჯგუფი ცვლილებების კანონპროექტში ტერმინის ,,დაუყოვბლივ’’ განმარტებასაც აკეთებს. ,,გაუგებარია, რას ნიშნავს ტერმინი დაუყოვნებლივ, ეს გულისხმობს, 2 საათს, ერთ დღეს, ერთ წელს’’, - ამბობს ტუღუში. ცვლილებების კანონპროექტით, ტერმინი ,,დაუყოვნებლივ’’ განისაზღვრა ინფორმაციის მოთხოვნიდან არა უგვიანეს 7 საათი. ასევე საინიციატივო ჯგუფის წევრებს მიაჩნიათ, რომ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის და შემდეგ არმიღების შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს საშუალება, ეს ფაქტი სასამართლოში უფასოდ გაასაჩივროს. მოქმედი კანონმდებლობით, სასამართოში გასაჩივრების ბაჟად 100 ლარია დაწესებული. საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კანონპროექტს და ამბობს, რომ ეს არის თემები, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატსაც ეხება, ,,მაგალითად, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისას, ხშირად პრობლემები მეც მექმნება, მიუხედავად იმისა, რომ კანონით განსაზღვრულია, რომ სახალხო დამცველს დაუყოვნებლივ უნდა მიეწოდოს ინფორმაცია. შემოთავაზებული კანონპროექტები ემსახურება ნდობის გაზრდას, როგორც მედიის ისე საჯარო დაწესებულების მიმართ, და ეს მნიშვნელოვანია’’, - ამბობს გიორგი ტუღუში. ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონპროექტების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი გაზეთ ,,რეზონანსის’’ რედაქტორი ლაშა ტუღუშია, ჯგუფის წევრები კი კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე, მედიაექსპერტი ნინო დანელია, იურისტი გიორგი ჩხეიძე, ჯურნალისტი ელისო ჩაფიძე. ლაშა ტუღუშის თქმით, საინიციატივო ჯგუფი ორშაბათს ,,ქრისტიან-დემოკრატებმა’’ მიიწვიეს კანონპროექტების განსახილვეალდ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/kervalishvili-150x150.jpgსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი იაპონიაში ცნობილ ქალთა ორგანიზაციის, “WOMENS MESSEGES”—ს წარმომადგენლებს შეხვდა. ორგანიზაცია კონფლიქტებისა და მშვიდობის საკითხებზე მუშაობს. რუსუდან კერვალიშვილი სტუმრებს საქართველოში ქალთა ორგანიზაციების აქტივობების შესახებ ესაუბრა. მხარეებმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემები განიხილეს. ორგანიზაციამ,“WOMENS MESSEGES”—მა აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს მხარდასაჭერი არაერთი აქცია ჩაატარა. იაპონელმა სტუმრებმა სურვილი გამოთქვეს მჭიდროდ ითანამშრომლონ საქართველოში ქალთა ორგანიზაციებთან და მონაწილეობა მიიღონ იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების მოგვარებაში. შეხვედრას ორგანიზაცია “თეთრი მანდილის” ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე ესწრებოდა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/4070_4b8d1a2d6580b-150x150.jpgჰაიტიზე ქოლერის მსხვერპლთა რაოდენობა 300-მდე გაიზარდა. 3500 დაავადებულია. ქვეყნის ხელისუფლებამ უკვე დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კუნძულზე დაავადების ყველაზე სახიფათო ფორმა – “შტამი 01″-ია გავრცელებული. მედიკოსები ამბობენ, რომ ის ორგანიზმში მოხვედრიდან 3 საათის შემდეგ სიკვდილს იწვევს. დაავადების გავრცელებას ხელს დაბინძურებული სასმელი წყალი და საერთო საცხოვრებლები უწყობს. ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ ქოლერა კუნძულზე ხელოვნურად გავრცელდა და ის დესტაბილიზაციის დაწყებისკენაა მიმართული. იხილეთ epn.ge
-
მსხვილმა რუსულმა გამომცემლობამ "ოლმა მედია გრუპმა" სკოლის მოსწავლეებისთვის "მსოფლიოს დიდი უნივერსალური ატლასი" გამოუშვა.ატლასში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კვლავ საქართველოს შემადგენლობაშია დაფიქსირებული. რუკები უკვე ფართო გაყიდვაშია გაშვებული.აღსანიშნავია, რომ ატლასი რუსეთის ნაციონალური კარტოგრაფიული კორპორაციის მიერაა შედგენილი. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://www.oskaya.com/wp-content/uploads/2009/08/Bolton-Wanderers-Vs-Liverpool.JPG გთავაზობთ “ლივერპულისა” და “ბოლტონის” მიერ ნათამაშებ ბოლო 5-5 მატჩის შედეგებს. ბოლტონი უიგანი 1-1 ბოლტონი; ბოლტონი 2-1 სტოკ სიტი; ვ. ბრომვიჩი 1-1 ბოლტონი; ბოლტონი 2-2 მან.უტდ; ბარნლი 1-0 ბოლტონი; ლივერპული ლივერპული 2-1 ბლექბერნი; ნაპოლი 0-0 ლივერპული; ევერტონი 2-0 ლივერპული; ლივერპული 1-2 ბლექპული; უტრეხტი 0-0 ლივერპული; ბოლტონი: წაგება 1/მოგება 1/ ფრე 3/; ლივერპული: წაგება 2/მოგება 1/ფრე2/. View the full article
-
აშშ-ში, ვაიომინგის შტატში, უორენის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე ბალისტიკურ რაკეტებზე კონტროლი 45 წუთით შეწყდა. ფაქტობრივად, მწყობრიდან გამოვიდა კომპიუტერული ქსელის რამდენიმე ბლოკი, რომლითაც საზღვაო ბალისტიკური რაკეტების მდგომარეობა მოწმდებოდა და მათი გაშვება რეგულირდებოდა.საგანგებო შემთხვევის გამო სამხედრო ბაზაზე კონტროლი ერთბაშად 5- საზღვაო ბალისტიკურ რაკეტაზე დაიკარგა.ასეთი რთული ვითარება მაინოსა და მალმსტრომის სამხედრო ბაზებზე 12 წლის წინათაც შეიქმნა. ექსპერტთა გარკვეული ნაწილის შეფასე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://i.dailymail.co.uk/i/pix/2010/03/11/article-0-08AE5CDD000005DC-826_468x313.jpg The Daily Telegraph-ი იტყობინება, რომ კენი დალგლიში ბელგიელ ამომავალ ვარსკვლავს აკვირდება! ამავე ჟურნალის ინფორმაციით, ბელგიელი როი ჰოჯსონსაც სურს. ჟურნალისტებმა კენი დალგლიში ხუთშაბათს ფრანგული ლილისა და ბულგარეთის ლევსკის, ევროპა ლიგის მატჩზე შენიშნეს. 19 წლის ფეხბურთელით ბევრი გუნდია მოხიბლული, მათ შორის ბარსა, რეალი, არსენალი, ჩელსი, მანჩესტერი… მაგრამ მის აგენტს შეუძლია გაჩარხოს ლივერპულთან ტრანსფერი, იმ შემთხვევაში თუ მის კლიენტს სასტარტო შემადგენლობაში დაპირდებიან თამაშს. ედენ ჰაზარდის ფასი დაახლოებით 18 მილიონი ფუნტია. მცირე ინფორმაცია: სრული სახელი: Eden Hazard დაბადების წელი: 7 January 1991 (19 წლის) დაბადების ადგილი: ბელგია სიმაღლე: 170სმ თამაშობს შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე, ასევე ფლანგებზე. გამოირჩევა სისწრაფით და ტექნიკით. ორჯერ დასახელდა, როგორც წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (2008-09/2009-10). View the full article