planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ვერ მოასწრო რუსეთის ხელმძღვანელობამ ბოლომდე გაეაზრა საკუთარი გენერალური პროკურორის მოადგილის ივანე სიდორუკის არც თუ ისე სასიამოვნო განცხადება იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ბოევიკების მიერ თვით რუსი ძალოვნების საწინააღმდეგოდ გამოყენებული იარაღის ძირითადი ნაწილი მათ მიეწოდებათ თვით რუსეთის სამხედრო ნაწილებიდან – რომ რუსეთის მასმედიის მიერ ვრცელდება მორიგი სენსაციური მასალები.ციმბირის სამხედრო ოლქის სამხედრო საგამოძიებო სამმართველოს მიერ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ოლქის ერ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/10/fp.jpeg ჯეიმს სთრაუბი ოსმანთა იმპერიის შემდეგ თურქეთი არასდროს ყოფილა ისეთი პოპულარული, როგორიც დღეს არის, მაგრამ შესძლებს კი ის ყველა ახალი მეგობრის გულის მოგებას? დღეს მშვენიერი იყო თურქეთი. მისი ეკონომიკა, რომელსაც გლობალურმა რეცესიამ ბევრი ვერაფერი დააკლო, ამ წლის პირველ კვარტალში 11.7%-ით გაიზარდა, ხოლო მეორე კვარტალში – 10.3%-ით. თურქეთი, რომელიც ოსმანთა იმპერიის ტრადიციებს აღადგენს ისეთ ქვეყნებთან, როგორებიც არიან სირია, იორდანია და ლიბანი, სავიზო რეჟიმის გაუქმების წინადადებით გამოვიდა, ის ამ ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო ზონის შემოღებაზეც მუშაობს. გარდა ამისა, თურქეთი არამხოლოდ რეგიონალური, არამედ უკვე მსოფლიო მასშტაბის ძალაა. მალე ის ევროპის საბჭოს თავმჯდომარე გახდება, დამკვირვებელია სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოში, ასევე ახალი მეგობარია ისეთი ორგანიზაციების, როგორებიცაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაცია (ASEAN) და საერთო ლათინურ-ამერიკული ბაზარი Mercosur და მთელი მსოფლიო დღეს მისკენ მიისწრაფვის. როდესაც ახლახანს ანკარაში გახლდით, იქ სუდანის საგარეო საქმეთა მინისტრი გახლდათ. ფრანგებმა, ავსტრიელებმა და პოლონელებმა ის იყო დაასრულეს საკუთარი ვიზიტები. იქ რეგულარულად დადიან ერაყის მაღალი რანგის პოლიტიკოსები. თურქეთი დიპლომატიური მომსახურების ნამდვილ ექსპორტიორად იქცა. „პირველად ხდება ის, რომ რჩევით მოგვმართავენ“ – ამბობს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამერიკანიზებული მოადგილე სელიმ ენელი, რომელიც ვაშინგტონთან ურთიერთობებზეა პასუხისმგებელი. თურქეთი სხვა განვითარებადი ქვეყნების მსგავსად, როგორებიც არიან ბრაზილია და სამხრეთ-აფრიკის რესპუბლიკა, ოდესღაც ის სახელმწიფო იყო სადაც მემარჯვენეები ბატონობდნენ. ცივი ომის დროს დასავლეთს აბსოლუტურად მშვიდად შეეძლო მის იმედზე ყოფნა და ამ ქვეყნების მსგავსად, თურქეთი დღეს თვითდაჯერებული გახდა და გრძნობს, რომ აღარ სჭირდება ვინმეს ეკუთვნოდეს. ახლა ეს სახელმწიფოები – დამოუკიდებელი ძალაა. ამის დემონსტრირება თურქეთმა და ბრაზილიამ წელს მაისში მოახდინეს (ვაშინგტონისთვის სამწუხაროდ), როდესაც ირანს იმის თაობაზე მოელაპარაკნენ, რომ ის იარაღის კონცენტრაციისთვის საჭირო ბირთვულ საწვავს არ შექმნიდა. საინტერესოა რომ თურქეთი, ბრაზილია და ნიგერია დღეს გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს შემადგენლობაში არიან, ხოლო მომავალ წელს იქ სამხრეთ-აფრიკის რესპუბლიკა და ინდოეთი იქნებიან წარმოდგენილები. მოკლედ, განვითარებადი სახელმწიფოების მომაკვდინებელი რიგითობაა, რაც იმის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ახლებურად შევხედოთ დღევანდელ დღეს, რომელიც ჰეგემონებისგან თავისუფალია და ძალთა რამდენიმე ცენტრისგან შედგება. თუმცა, დიპლომატიის თვალსაზრისით თურქეთი ამ ქვეყნებს შორის გამორჩეულია. მხოლოდ თურქეთია ის დიდწილად მუსულმანური ქვეყანა, რომელიც ახლო-აღმოსავლეთში მდებარეობს და პლანეტის თითქმის ყველა კრიზისულ ზონასთან ახლოსაა. ამის გამო, ასევე უმნიშვნელოვანესია ის საკითხი, თუ რა ტიპის ძალა იქნება თურქეთი. თურქი დიპლომატები, რომლებიც შესანიშნავად აცნობიერებენ იმას, რომ მათ დღეს მთელი მსოფლიო აკვირდება, დაჟინებით უმტკიცებენ ყველას, რომ თურქეთი ლიბერალური და საერო სახელმწიფოა და რაც ყველაზე მთავარია, ის პასუხისმგებლობით ეკიდება იმ გავლენას, რომელსაც რეგიონზე და მის საზღვრებს მიღმა ახდენს. რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვები გასულ გაზაფხულზე მთელ რიგ სწრაფად განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. თავდაპირველად თურქეთმა ირანთან დაკავშირებით აბსოლუტურად უსარგებლო საჩუქარი გააკეთა და ამ ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე აშშ-ს მიერ წარდგენილ გაერო-ს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, შემდეგ ის განრისხდა ისრაელელი კომანდოსების ქმედებებზე, რომლებმაც თურქეთიდან ღაზას მიმართულებით მიმავალი ხომალდების წინააღმდეგ სასტიკად უნიჭო ოპერაცია ჩაატარეს და თურქეთის რვა მოქალაქე მოკლეს. ამ მოვლენათა თანმიმდევრობამ სასტიკი შთაბეჭდილება დატოვა, რომ თურქეთი ირანს როგორც მეგობარს ისე ეპყრობა, ხოლო ისრაელს როგორც მტერს. თურქეთის პოლიტიკა „ნულოვანი პრობლემები მეზობლებთან“ ისე გამოიყურება, თითქოს ანკარა მზადაა მის ძველ დასავლელ მეგობრებს წაეჩხუბოს, ოღონდ კი ქვეყნები დაამშვიდოს, რომლებიც მის მეზობლად იმყოფებიან, მათ შორის ყველაზე ამაზრზენებიც კი. თომას ფრიდმანმა New York Times-დან დაწერა, რომ როგორც სჩანს თურქეთს, ძალიან სურს „ისრაელის წინააღმდეგობის ფრონტს შეუერთდეს, სადაც „ჰამასი“, „ჰეზბოლა“ და ირანი შედიან. ვფიქრობ, ეს სისულელეა. დასაწყისისთვის, ისრაელს რაც შეეხება ყველა ვისთანაც კი მისაუბრია, მათ შორის მმართველი სამართლიანობის და განვითარების პარტიის სასტიკი კრიტიკოსებიც კი ამბობენ, რომ საზოგადოება ამ ფაქტმა სასტიკად აღაშფოთა. მათ მუდმივად ეუბნებიან, რომ ოსმანთა იმპერიის შემდეგ, თურქეთის არც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე უცხოელი სამხედროების ხელით არ დაღუპულა. ეს აღშფოთება იმდენად ძლიერია, რომ ვერც ერთი თურქული მთავრობა ვერ შეინარჩუნებს ლეგიტიმურობას და პოპულარობას, თუკი ისრაელს ბოდიშის მოხდას არ მოსთხოვს (სხვა საკითხია, უწოდებენ თუ არა წამყვანი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწეები ამ ინციდენტს სახელმწიფო ტერორიზმს). თურქეთი ამ ბოდიშს დღესაც ელის. რაც შეეხება ირანს, ერთი რამ აშკარად ცხადია: თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აჰმეტ დავითოღლუს და მის გუნდს მართლაც მიაჩნდა, რომ დასავლეთი მოიწონებდა მათ მიერ გაფორმებულ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ირანი ქვეყნიდან მშვიდობიანი მიზნით გასამდიდრებელ 1 200 კილოგრამ ურანს გაიტანდა. ის რომ ისინი შეცდნენ, თანაბრად ადასტურებს როგორც ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას არაერთაზროვან დამოკიდებულებას ირანის მიმართ, ასევე თურქეთის სიყრუეს და არაგულწრფელობას. თუმცა, თურქეთის ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ საკუთარი ქვეყნის ახალი რეპუტაცია საფრთხის ქვეშ დააყენეს და ახლა სერიოზული სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება მოუწევთ. „ჩვენ რაღაც ძალიან თვალშისაცემი რამის გაკეთება მოგვიწევს“ – მითხრა ენელიმ. იქნებ თურქეთმა შესძლოს ”ჰამასის” დათანხმება იმაზე, რომ გატაცებული ისრაელელი ჯარისკაცი ჰილად შალიტი გაათავისუფლოს? (ღმერთმა ქნას). პრემიერ მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, ერთგვარად შეასუსტა მისი დაჟინებული ყურადღება ღაზას და ისრაელის ღალატის მიმართ, ხოლო გაერო-ს საგამოძიებო კომისია 2011 წლის დასაწყისში საბოლოო შეფასებას მისცემს ხომალდების ქარავანის სისხლიან ისტორიას (თურქებს იმედი აქვთ, რომ ისრაელს ეს ბოდიშის მოხდას აიძულებს). სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ თურქეთმა დასავლეთს ახლო-აღმოსავლეთი ან ისლამი ამჯობინა. თურქეთის მისწრაფება გახდეს დასავლური კლუბის, მათ შორის ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ძველებურად ძლიერი მამოძრავებელი ძალაა, მაგრამ თურქეთი ბევრი მიზნისკენ მიისწრაფვის და მათი ნაწილი შეიძლება სხვებს ეწინააღმდეგებოდეს. ქვეყანას სურს გახდეს რეგიონალური ძალა საკუთარ რეგიონში, რომელიც უდიდესი ეჭვით ეპყრობა დასავლეთს, ისრაელს და შეერთებულ შტატებს, მას სურს გახდეს სუნიტური ზესახელმწიფო, რომელიც შუამავლის როლს ითამაშებს სუნიტებში ლიბანში, ერაყში და სხვა ადგილებში, ანკარას სურს მთელი მსოფლიოს განვითარებადი ქვეყნების ახალი ალიანსის თანადამფუძნებელი გახდეს, მაგრამ ამავდროულად, მას დასავლეთის სანდო მოკავშირეობაც სურს. როდესაც თურქეთს ამ როლებს შორის არჩევანის გაკეთება უწევს, მეზობლობის ფაქტორი უპირატესი ხდება და მაშინ ჩვენ ვიღებთ იმას, რომ ის ირანის წინააღმდეგ სანქციებს მხარს არ უჭერს. მაგალითად ახლახანს ბრიუსელის ნატო-ს სამიტზე, დავითოღლუმ ეჭვი გამოსთქვა ანტი-სარაკეტო თავდაცვის შესახებ, რადგან ნებისმიერი ასეთი სისტემა ისეთ სახელმწიფოების წინააღმდეგ იქნება მიმართული, როგორებიც არიან ირანი და სირია. თურქეთი კი ამ ქვეყნების საფრთხედ აღიარებაზე უარს ამბობს. თურქეთის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ისინი იმ „საერთო ღირებულებებს“ იცავენ, რომლებიც დასავლეთში საზოგადოებრივი დისკურსის, ზოგჯერ კი პოლიტიკის ცენტრშიცაა, თუმცა თავიანთ მოძმე-მუსულმანებს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში, როგორც სჩანს კარტ-ბლანშს აძლევენ. ყველასათვის ცნობილია, თუ როგორ შეეცადა ერდოღანი სუდანის პრეზიდენტის ომარ ჰასან ალ-ბაშირის რეაბილიტაციას, აცხადებდა რა რომ „მუსულმანს არ შეუძლია გენოციდის აქტის ჩადენა“. ერდოღანმა ასევე საჯაროდ მიულოცა ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადს 2009 წლის არჩევნებზე გამარჯვება, რომელიც თითქმის ყველამ დაგმო და ფალსიფიცირებული უწოდა. თურქი დიპლომატები ამბობენ, რომ პირად საუბრებში ისინი პარტნიორებს მკაცრად ელაპარაკებიან, მაგრამ ავტოკრატული რეჟიმები პირადი საუბრების დროს გამოთქმულ შენიშვნებს ყურადღებას არ აქცევენ. ჩინეთისა და ინდოეთისგან განსხვავებით, თურქეთი არ საუბრობს „სუვერენიტეტზე“, იცავს რა ამით რეჟიმებს, რომლებიც ძალაუფლებას ბოროტად იყენებენ. ის საერთაშორისო სამართლის საკითხებში, „დასავლურ“ შეხედულებებს ემხრობა. მისი პრობლემა გარემოცვაშია. თუკი შენ ადამიანის უფლებებს ძალიან სერიოზულად უდგები, მაშინ ვერ შესძლებ რეგიონალურ ლიდერობას ახლო-აღმოსავლეთში, მაგრამ პრობლემები თავად თურქეთში დემოკრატიის სადაო ხასიათს უკავშირდება. რვა წელი გავიდა ხელისუფლებაში ერდოღანის მოსვლის შემდეგ და არარელიგიურ თურქებს დღემდე ეჭვი ეპარებათ პირადად მისი და მისი პარტიის ერთგულებაში ადამიანის უფლებების დაცვის, ტოლერანტობის და კანონის უზენაესობის მიმართ. ბევრ იმ ადამიანს, რომელსაც მე ვესაუბრე მიაჩნია, რომ ახლახანს კონსტიტუციაზე ჩატარებული რეფერენდუმი, რომელმაც სასამართლო სისტემაზე შეამცირა არმიის ძალაუფლება, თურქული დემოკრატიის შემგომი განმტკიცების ფაქტს ადასტურებს, მაგრამ სხვები (და ისინიც ბევრნი არიან) მიიჩნევენ, რომ რეფერენდუმი მმართველი პარტიის სახიფათო შეთქმულებაა, რომლის მიზანიც სახელმწიფოზე მმართველი პარტიის კონტროლის გაძლიერებაა. არარელიგიური თურქები შიშობენ, რომ მათი ქვეყანა სულ უფრო კონსერვატიული ხდება – შესაძლოა მსხვილ ქალაქებში ჯერ არა, მაგრამ პერიფერიებში აშკარად ასეა. ქემალ ათათურქის დროიდან, თურქეთი მისი „ევროპული მისწრაფების“ ერთგული იყო, თუმცა ათათურქი თანამედროვედ მოაზროვნე მოღვაწე იყო, მაგრამ არა ლიბერალი. მისი ერთ-ერთი ლოზუნგი ასე ჟღერდა: „ყველაფერი ხალხისთვის, ხალხის მიუხედავად“ და თუკი ქემალისტთა ანტიკლერიკალიზმი ევროპული სტილის ლიბერალური ინდივიდუმის ჩამოყალიბების რეცეპტი ვერ გახდა, მაშინ ამას ვერც ერდოღანის მმართველი პარტიის ძალების მიერ აღორძინებული, ბაზარზე ორიენტირებული ზომიერი ისლამი ვერ გააკეთებს. თურქული დემოკრატია ჯერ არ არის „კონსოლიდირებული“ – აღნიშნა ერთმა პოლიტოლოგმა. თურქეთი – საკმაოდ წარმატებული სახელმწიფოა და დასავლეთს ყველა საფუძველი აქვს იმისთვის, რომ მიესალმოს მას. ზომიერი და ტოლერანტული კოსმოპოლიტიზმი, რომლის მაგალითსაც ის ახლო-აღმოსავლეთის აუდიტორიას უჩვენებს, განამტკიცებს თურქეთის არამხოლოდ „რბილ ძალას“, არამედ გლობალურ მშვიდობას და უსაფრთხოებას – ყოველ შემთხვევაში გრძელვადიან პერსპექტივაში. მარტო ეს ფაქტიც უკვე საკმაოდ სოლიდური წარმატებაა, მაგრამ თურქეთი ამ ბნელ გარემოში ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის როლით არ კმაყოფილდება. მას სურს საკუთარი წვლილი მსოფლიო არენაზე მიმდინარე პროცესებშიც შეიტანოს და ასეთმა მისწრაფებებმა ანკარას შეიძლება აიუძულოს დაიწყოს ბალანსის ძებნა ამ ქვეყნის სხვადასხვა როლებს შორის, რომლებიც ერთმანეთს კონკურენციას უწევენ. ორიგინალი ორიგინალი
-
http://a.pix.ge/p/tf48c.jpg ფრანგული “სანტ-ეტიენის” 23 წლის ვარსკვლავის მოწყვეტას 63 წლის როი ჰოჯსონი აპირებს. ბლეიზ მატიუდი ამპლუით ჩამშლელი ნახევარმცველია. მან განაცხადა, რომ თუ დატოვებს საფრანგეთს, აუცილებლად პრემიერ ლიგას მიაშურებს. ზემოხსენებული ლიგიდან ბლეიზისადმი ინტერესებს მხოლოდ “ლივერპული” იჩენს. “სანტ ეტიენის” კაპიტანი გასულ ზაფხულს “არსენალს” უნდოდა, მაგრამ რამდგან ეს ტრანსფერი არ შედგა, არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ ამ ფეხბურთელს აღარ შეიძენს. საწინააღმდეგოს ფიქრობენ “იუვენტუსის”, “დორტმუნდის ბორუსიის”, “სევილიას” და “ვალენსიას” წარმომადგენლები. მათ იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ, რომ მატიუდის თავიაანთ რიგებში ჩარიცხვენ. “ლივერპულს” კი დიდი უპირატესობა აქვს ამ ოთხ კლუბთან შედარებით, რადგან ისინი პრემიერ ლიგაში თამაშობენ. “არცერთ შემთხვევაში არ გადავალ სხვაგან, ინგლისის გარდა. გაინტერესებთ რატომ? მე მიყვარს იქაური ტაქტიკა, არის საკმაოდ ძალისხმიერი ფეხბურთი და კარგი სტადიონები, რაც ძალიან მიზიდავს” – განაცხადა ფრანგმა Sky Sports-თან ინტერვიუში. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/saqalaqsasamartlo-150x130.jpgთბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, “ქართული პარტიის” ერთ-ერთ ლიდერის სოზარ სუბარის ძმას ვახტანგ სუბელიანს აღმკვეთ ღონისძიებას შეუფარდებენ. სასამართლო პროცესი დღეს 17:00 საათზე გაიმართება, სადაც სუბელიანის გარდა კიდევ 12 პირის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების ფაქტზე იმსჯელებენ. ვახტანგ სუბელიანს ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით წაუყენებენ, რაც ყალბი ანგარიშ-ფაქტურების დამზადებას გულისხმობს. 26 ოქტომბერს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს შპს ~ამოს~ შპს “გრანდის”, შპს “ვ.ვ. ოილის”, შპს “ნეროს” თანამშრომლები, ასევე, დაკავებულია ექვსი ინდივიდუალური მეწარმე. გამოძიების ცნობით, აღნიშნულმა პირებმა ყალბი ანგარიშ–ფაქტურების დამზადების გზით, სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი. დანაშაული ითვალისწინებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. იხილეთ epn.ge
-
http://a.pix.ge/i/3xop3.jpg “ლივერპულმა” შემადგენლობის გაძლიერებას, ახლა უკვე კრის ბრანტით აპირებს. ბრანტი “ვესტ ბრომვიჩის” ლიდერია და ეს უკვე ბევრჯერ დაადასტურა პრემიერ ლიგის მატჩებში. 25 წლის ჩრდილოეთ ირლანდიელით, როი ჰოჯსონი რამოდენიმე ხნის წინ მოიხიბლა. მწვრთნელი თითქმის დარწმუნებულია, რომ ამ ტრანსფერს იანვარში წინ არაფერი დაუდგება. ყოფილი “ფულჰემის” მენეჯერი, რადიკალურ ცვლილებას აპირებს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს. ის 4-5 ფეხბურთელის დამატებას ჰპირდება გულშემატკივარს, რომლებიც კლუბს წარმატების მიღწევაში აუცილებლად დაეხმარებიან. ბრანტმა კარიერა “მიდლსბროში” დაიწყო, მაგრამ 2004 წელს “ჰილსბურგში” გაანათხოვრეს. “ვესტ ბრომვიჩმა” კრისი 2007 წელს შენიშნა და ამავე წლის აგვისტოში £3 მილიონად შეიძინა. ფეხბურთელი ამპლუით გარემარბია. საკმაოდ კარგად თამაშობს ორივე ფლანგზე, აქვს შესანიშნავი დრიბლინგი და ტექნიკა. ასევე ყველა ბურთზე იბრძვის და არასოდეს ნებდება მოწინააღმდეგეს. როი ჰოჯსონს ფლანგის გასაძლიერებლად მონიშნული, ასევე სტივენ პიენაარი და ეშლი იანგი ჰყავს. “წითლები” “ვესტ ბრომვიჩს” £ 8 სთავაზობენ, გვამცნობს Give Me Football-ი. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/dakaveba1-150x130.jpgსამართალდამცველებმა ადამიანის ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მომზადების ფაქტზე სამი პიროვნება დააკავეს. დაკავებულები არიან: დათო ბერაია, წარსულში ნასამართლევები კახაბერ მარტიაშვილი და ბეჟან ერაძე. კახაბერ მარტიაშვილს პირადი ჩხრეკის შედეგად აღმოაჩნდა პისტოლეტი მჭიდით და ვაზნებით, დათო ბერაიას ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულია ორი ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდით და ორმოცდაათი საბრძოლო ვაზნით, სამი ცალი ნიღაბი, სამი რეზინის ხელთათმანი და ე.წ. ,,სკოჩი”. ხოლო ბეჟან ერაძეს აღმოაჩნდა პისტოლეტი მჭიდით და ექვსი ცალი ვაზნით. გამოძიების შედეგად დადგენილია მეოთხე თანამონაწილე გიორგი სულამანიძე, ტარდება ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებები გიორგი სულამანიძის ადგილსამყოფელის დადგენა – დაკავების მიზნით. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო წინასწარი გამოძიება ავთანდილ გაბადაძის ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მომზადების ფაქტზე. მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სსკ-ის 18 – 143-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუქტითა და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით. იხილეთ epn.ge
-
http://s009.radikal.ru/i310/1010/d3/6aef933b41ff.jpg შენკლის ფიქრები მესალმე გამოცემა “ საფინალო სასტვენი, ლივერპულმა გაიმარჯვა. ამ წინადადაებაში არაფერი არ არის ალოგიკური და საგანგაშო იქამდე სანამ ლივერპულმა და გამარჯვებას შორის ორ სიტყვას ” როგორც იქნა ” – ს არ ჩავამატებთ.დიახ ლივერპულმა როგორც იქნა გაიმარჯვა და როგორც იქნა გულშემატკივრებს ოპტიმიზმის ნაპერწკალი ჩაუსახა გულში. ამიტომ დღეს არ ვაპირებ, რომ კვლავ გუნდის მინუსებს შევეხო. დღეს უფრო მხიარულად და კრიტიკის გარეშე მსურს გამოვხატო ჩემი აზრი.ბლექბერნთან მატჩი, მაინც დაძაბული გამოდგა. როგორც წინად ვთქვი, ლივერპული უშაქრო ჩაია თქო, არც ეხლა იყო შაქრიანი, მაგრამ ჩაი გინდ შაქრიანი იყოს გინდ უშაქრო, ვერასდროს გაგაძღობს. ამისთვის კარაქიანი პურია საჭირო. სწორედ ასე მოხდა ბლექბერნთან. ჩვენ უშაქრო ჩაი დავლიეთ, მაგრამ კარაქიანმა პურმა გაგვაძღო. ანუ ლამაზი თამაში არ გვიჩვენებია, მაგრამ მთავარს, ” გაძღომას ” ანუ სასურველ შედეგს მივაღწიეთ. როგორც იქნა ჰოლანდიაში, დაძაბული დღის შემდეგ ( პსვ – ფეინოორდი 10-0) ” გოლის ღმერთმა ” არ დაიზარა და ენფილდსაც ესტუმრა, სადაც თავის ყოფილ ” რჩეულს “, ფერნანდო ტორესს ერთი გოლი აჩუქა და თან მიანიშნა, მეტი იშრომე და მეც არ დავიზარებო. სამაგიეროდ კარაგერს გაუწყრა და თავის კარში გაატანინა გოლი, მაგრამ ეს თითქმის არავის არ გაკვირვებია, რადგან მრავალჯერ ჰქონიათ ერთმანეთში პრობლემები ” გოლის ღმერთს ” და კარას. მან დაგვანახა გულშემატკივრებს, რომ კირიაკოსი ” ფეხბურთელი ” კი არა ბრჭყალებგარეშე ფეხბურთელი ყოფილა. ბოლო ორ მატჩში მან 2 გოლი გაიტანა და ძალიან კარგადაც ითამაშა. გუნდს რაც შეეხება წინა მატჩებთან შედარებით ნორმალურად გამოიყურებოდა, თითქოს როი რაღაცას ეძებს და ჯერ ვერ მიუგნიაო. იმდენჯერ ადიდა ამ მატჩის შემდეგ იგი (გოლის ღმერთი), რომ მალე შესაძლოა ბერად აღკვეცონ და მონასტერში გაუშვან. მაგრამ ეს ყველაფერი ილუზიაა! რამდენადაც არ უნდა გინდოდეთ ზოგ ზოგიერთებს, როის ლივერპულიდან წასვლის შანსი 20% – ს უტოლდება, … 25-იდან. მემგონი თანდათან უფრო ნათელი ხდება, რომ ლივერპულს ფარული კონტრაქტი აქვს სკინჰედურ აკადემიასთან. კონჩესკი, შკრტელი, მეირლეში, სპირინგი … მალე იქამდე მივალთ, რომ ზემოთხსენებული ფეხბურთელები ბატინკებით და ყელამდე აწეული ჯინსებით გამოვლენ მოედანზე. კარგით მოვრჩეთ ხუმრობას და ბოლოსკენ დავსერიოზულდეთ.ეს მატჩი უნდა გახდეს მომავალი გამარჯვებების საწინდარი. შემდეგ მატჩშიც თუ შედეგს მივაღწევთ, ანუ 3 ქულას მოვიპოვებთ ეს ყველაფერი შესაძლოა ქრონიკულობაში გადავიდეს, ანუ ჩვევაში რაც გუნდს ძალიან წაადგება. ფანებს იმედი მიეცათ, რომ ეს გამარჯვება სწორედ ამის საწინდარი იქნება. გვწყურია ნამდვილი ლივერპული !!! View the full article
-
ექსპერტთა კლუბი- "ორსულად სანახევროდ ვერ იქნები"
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
აფხაზეთში არსებულ მძიმე კრიმინოგენულ ვითარებაზე არაერთი ინფორმაცია გავრცელებულა და სტატია დაწერილა. ყველაზე მძიმე სიტუაცია ამ მხრივ რათქმა უნდა გალის რაიონში იყო და დღესაც ასე რჩება. მიუხედავად ამისა, ჩვენ გალის რაიონს, რომლის ადგილობრივ მოსახლეობას როგორც კონფლიქტის დაწყებამდე ასევე დღესაც 99 %-ს ეთნიკური ქართველები შეადგენენ, მთლიანად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის კონტექსტში განვიხილავდით.2010 წლის 18 ოქტომბერს "ეხო კავკაზა"-ზე ვარვარა პახომენკოს სტატიამ "Бандитская вольница в Гали" დ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე -
ექსპერტთა კლუბი- "ორსულად სანახევროდ ვერ იქნები"
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
აფხაზეთში არსებულ მძიმე კრიმინოგენულ ვითარებაზე არაერთი ინფორმაცია გავრცელებულა და სტატია დაწერილა. ყველაზე მძიმე სიტუაცია ამ მხრივ რათქმა უნდა გალის რაიონში იყო და დღესაც ასე რჩება. მიუხედავად ამისა, ჩვენ გალის რაიონს, რომლის ადგილობრივ მოსახლეობას როგორც კონფლიქტის დაწყებამდე ასევე დღესაც 99 %-ს ეთნიკური ქართველები შეადგენენ, მთლიანად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის კონტექსტში განვიხილავდით.2010 წლის 18 ოქტომბერს "ეხო კავკაზა"-ზე ვარვარა პახომენკოს სტატიამ "Бандитская вольница в Гали" და... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე -
მიუხედავად რუსეთის შს მინისტრ ნურგალიევის დაპირებისა, რომ მდგომარეობა ჩრდილოეთ კავკასიაში თანდათანობით სტაბილურდება, იგი უფრო მეტ მაშტაბებს ღებულობს გეოგრაფიული თვალსაზრისითაც.გუშინ გვიან საღამოს, დაღესტანის დედაქალაქ მაჰაჩკალაში თავიდან იქნა აცილებული მორიგი ტერორისტული აქტი. გოგოლის ქუჩის სავალ ნაწილზე აღმოჩენილი და შემდგომში გაუვნებელყოფილი იქნა ასაფეთქებელი მოწყობილობა. დაღესტანში რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სამმართველოს პრეს–სამსახურის გავრცელებული ინფორმაციით, რადი... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://b.pix.ge/n/vvxz0.jpg “ლივერპული” დაიღალა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. გაგონილა მთელი სამი წელი “სტანდარტ დე ლიჟის” ფეხბურთელის გადმობირებაზე იწვალო? “წითლებმა” ფეხბურთელს მიმართეს, ან ახლა წამოხვალ, ან არასდროს-ო. სტივენ დეფორი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც როი ჰოჯსონის გეგმებში იმყოფება. 22 წლის ბელგიელი უკვე სამი წელია “ლივერპულისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ინტერესებშია. “მე ძალიან მიზიდავს ინგლისური ფეხბურთი. არ ვმალავ და პირდაპირ ვამბობ, ინგლისში თამაში მინდა. ვაღიარებ, რომ თითქმის ყველა მატჩზე “ლივერპულის” ან “მანჩესტერის” სკაუტები მაკვირდებიან. ზამთარში აუცილებლად დავტოვებ კლუბს.” – განაცხადა “სტანდარტის” კაპიტანმა Daily Telegraph-თან საუბრისას. P.S ეს ტრანსფერი, “ლივერპულის” სასრგებლოდ რომ გაიჩარხოს, საჭიროა მილან იოვანოვიჩის დახმარება. სტივენ დეფორი ფაქტიურად მისი გაზრდილია, და თითონაც არ მალავს ამას, თუმცაღა დღევანდელ ფეხბურთში ასე არ ხდება. “ლივერპული” ფეხბურთელის სანაცვლოდ 12 მილიონის გადახდას აპირებს. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/nogaideli-zura-150x150.jpgზურაბ ნოღიდელი არცერთი კველვის შედეგს რეალურად არ მიიჩნევს. ამის შესახებ მან ,,პრაიმ-თაიმში” ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ამ კვლევების შედეგებზე მთავარი ფაქტორი არის საზოგადოებაში გავრცელებული შიში და ეს ადვილად დაინგრევა და შეიცვლება. ,,მაშინ როცა მოსახლეობის 80%-ი უჩივის სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს და ხმას აძლევს იმ ხელისუფლებას, რომელმაც რეალურად ეს პრობლემები შექმნა არ შეიძლება ამ კვლევების სიმართლეში ეჭვი არ შეიტანო. გამოკითხვის დროს მათ იციან თუ როგორ უნდა უპასუხონ კითხვებს და ამ გამოკითხვებს რეალურად სააკაშვილი ხატავს და რაც შეეხება ალასანიას და ,,ქდმს”ლიდერობას, მე არასოდეს მომინდებოდა მთავრობის დახმარებით მიღებული ხმები”,- განაცხადა ნოღაიდელმა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/parlamenti-311-150x131.jpgოპოზიცია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით მუშაობის დროულად დაწყებას ითხოვს და პროცესზე პირად პასუხისმგებლობას პარლამენტის თავმჯოდმარე დავით ბაქრაძეს აკისრებს. პარლამენტში საარჩევნო საკითხებზე დღეს დახურული ფორმატში სხდომა გამაირთა, რომელსაც დეპუტატები გიორგი თარგამაძე, პაატა დავითაია, გურამ ჩახვაძე, ლევან ვეფხვაძე, გიორგი ახვლედიანი, გია თორთლაძე, რატი მაისურაძე, ჯონდი ბაღათურია და “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის’’ ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ესწრებოდნენ. როგორც ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულებისს შემდეგ დეპუტატებმა განუცხადეს, მოფიქრებული უნდა იყოს ოპტიმალური ფორმატი, რომელშიც ჩაერთვება როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიცია. საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დროულად უნდა შემუშავდეს და დამტკიცდეს, რადგან მათი იმპლემენტაცია არჩევნებამდე გარკვეული ხნით ადრე მოხდეს. იხილეთ epn.ge
-
სკოლის მანდატურებმა საქველმოქმედო აქციები დაიწყეს. 40 მანდატური გლდანის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს ესტუმრა და საჩუქრად წიგნები, ტკბილეული და სათამაშოები გადასცა. გლდანის ბავშვთა სახლში, სადაც 163 მზრუნველობამოკლებული ბავშვი ცხოვრობს, მანდატურებმა ერთი დღე მათთან ერთად გაატარეს. მანდატურებმა მათ დანაშაულის პრევენციაზე, ცხოვრების ჯანსაღ წესზე და ზოგადად, განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. სკოლის მანდატურის, გაგა გაბრიჩიძის თქმით, მანდატურების ასეთ აქციებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათი სურვილია, თავადაც შეიტანონ გარკვეული წვლილი ბავშვების სწორად აღზრდაში. მისი თქმით, მანდატურის სამსახური საქველმოქმედო აქციებს მომავალშიც გააგრძელებს. ისინი ზრუნავენ სკოლის, მოსწავლეების, მასწავლებლების და იქ დასაქმებული სხვა პირების უსაფრთხოებაზე. როგორც ცნობილია, სკოლის მანდატურების საქველმოქმედო აქციების მიზანია, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სასარგებლო აქციაში და საზოგადოების სხვადასხვა ფენას თავად განუმარტონ სკოლის მანდატურის არსი. სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და ზუგდიდის საჯარო სკოლებში შევიდნენ. წლის ბოლომდე მანდატურის ინსტიტუტი გორისა და რუსთავის ყველა საჯარო სკოლაში ამოქმედდება. მანდატურების ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/nogaideli.jpg-150x150.jpgმიხეილ სააკაშვილი რუსეთში მცხოვრები ქართველების ხმებს ვეღარ მიისაკუთრებს. ამის შესახებ, ,,მოძრაობა სამართლიანი საქართველოს” ლიდერმა, ზურაბ ნოღიდლემა ,,პრაიმ- ტაიმში” ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, რუსეთში იგი შეხვდა ,,ედიანაია რასიას” წარმომადგენლებს და მოსახლეობის აღწერის შედეგად მიღებული მონაცემების შესახებ ინფორმაცია სთხოვა. ,,ახლა მიმდინარეობს რუსეთში მოქალაქეების აღწერა, იქ ცხოვრობს მილიონზე მეტი ქართვლეი, მათ შორის ნახევარი მილიონი ან არალეგალურად ან კი ორმაგი მოქალაქეობით, აღწერის შემდეგ ჩვენ მივიღებთ მონაცემს მათ შესახებ, ამის შემდეგ კი ეს ამომრჩეველი დაიკარგება სამთავრობო რესურსიდან და სააკაშვილი არჩევნებში მათ ხმებს ვეღარ გამოიყენებს”,- განაცხადა ნოღაიდელმა. მისივე თქმით, ეს აღწერა რუსეთში რამდენიმე თვეში დასრულდება და ზუსტი მონაცემიც სწორედ მაშინ გახდება ცნობილი. იხილეთ epn.ge
-
მომხმარებლების დასჯის მეთოდს უწოდებს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. ეკონომისტი ნოდარ ხადური კი ფიქრობს, რომ აღნიშნული ცვლილება მძიმე სოციალურ ფონს ქვეყანაში კიდევ უფრო დაამძიმებს. გადასახადების ამოღება დაევალა თელასს და ენერგოპროჯორჯიას. კანონში, ელექტროენერგეტიკის და ბუნებრივი გაზის შესახებ, პირველ ოქტომბერს ცვლილებები შევიდა. ცვლილებები ითვალისწინებს ელექტროენერგიის, წყალმომარაგების და დასუფთავების მომსახურების გადასახადის გაერთიანებას. ცვლილებების მიხედვით,თუ მომხმარებელი რომელიმე დავალიანებას არ დაფარავს, მას გაეთიშება ყველა დანარჩენი, თუნდაც გადახდილი მომსახურება. სანქციები, კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, შეეხებათ მხოლოდ თბილისის მცხოვრებლებს. გურამ ჩალაგაშვილი, საქართველოს წყალმომარაგების და ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ცვლილება არ ეხება გაზის გადასახადს. გაერთიანდება მხოლოდ წყლის, ელექტროენერგიის და დასუფთავების გადასახადი. აღნიშნული მომსახურებების ქვითარი გაერთიანებული სახით თბილისის მცხოვრებლებს დიდი ხანია ურიგდებათ.თუმცა აქამდე მოქალაქეს არ ჰქონდა ვალდებულება ერთად გადაეხადა სამივე გადასახადი. ცვლილების მიხედვით კი, თუ ერთი დავალიანება მაინც ერიცხება მოქალაქეს, მას სხვა დანარჩენი შეეზღუდება. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წყლის და დასუფთავების შეზღუდვა, კონკრეტულად ერთი პირისთვის შესაბამისი ინფრასტურქტურის გამო ვერ მოხდება, საქმე ეხება მხოლოდ ელექტროენერგიით მომარაგების შეზღუდვას. „აბონენტი, რომელიც გადაიხდის მხოლოდ ელექტროენერგიის გადასახადს, ადმინისტრატორს ექნება უფლება, რომ მას შეუზღუდოს ელექტრომომარაგება“,–ამბობს ჩალაგაშვილი. ის, ასევე, განმარტავს, რომ კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, მარეგულირებელმა კომისიამ ადმინისტრატორებად თელასი და ენერგოპრო ჯორჯია შეარჩია და მათ დაავალა დავალიანებების აღრიცხვა. „სამოქალაქო რეესტრის ბაზის საფუძველზე, პირადობაში დარეგისტრირებული მისამართის მიხედვით მივა დავალიანება აბონენტთან და ამოღებას განახორციელებს თელასი. ყველა ეს თანხა, გადაიხდება ბანკებში“, – ამბობს ჩალაგაშვილი. ქვითრებს, რომლებსაც მოქალაქეები იღებენ თვეში ერთხელ და სადაც თვის დავალიანებები არის აღრიცხული, გასულ თვეში კიდევ ერთი ფურცელი დაემატა. ეს არის ლიბერთი ბანკის ბროშურა, სადაც მითითებულია ის ფილიალები, რომლებშიც კომუნალურ გადასახადებს დამატებითი თანხის გადახდის გარეშე მიიღებს მოქალაქე. სხვა ბანკებში გადახდის შემთხვევაში, ცალ–ცალკე მოუწევს მოქალაქეს კომუნალურ გადასახადებზე დამატებითი 50 თეთრიდან ერთი ლარამდე გადახდა. მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის აღმასრულებლი დირექტორი, ამირან შენგელია, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ კანონში ცვლილებების მიღებამდე, მას ჰქონდა საუბარი თბილწყალკანალთან. შენგელია ამბობს, რომ, თავის მხრივ, თბილისის წყალი მართალია იმიტომ, რომ დავალიანება საქართველოს ბევრ მოქალაქეს დღემდე ერიცხება. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის წყალს ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული არ აქვს, აღნიშნულ ცვლილებას მოქალაქეთა დასჯის მეთოდს უწოდებს. „ადამიანების ნაწილს 24 საათიანი წყალმომარაგება არ აქვს და ის მაინც იხდის იმდენს, რამდენსაც ის ადამიანები, ვისაც მთელი დღის მანძილზე მიეწოდება წყალი. მეორე, თუ სახლი დაკეტილია და იქ არავინ ცხოვრობს, მოქალაქე ვალდებულია მაინც გადაიხადოს წყლის გადასახადი. თუმცა ამ შემთხვევაში ის არ იხდის შუქის და გაზის გადასახადს“,– ამბობს ამირან შენგელია, – „ჯერ ესენი უნდა მოაწესრიგოს თბილისის წყალმა. თუ თბილისის წყალს არ აქვს იმის თავი, რომ ეს საკითხი გადაწყვიტოს, მაშინ გამოაცხადონ ტენდერი, ვინც უკეთესად იზრუნებს ამ საკითხებზე“. მისი თქმით, ასევე, არ არის მოწესრიგებული ის სისტემა, რომ თუ ერთმა ადამიანმა არ გადაიხადა წყლის ფული, მას ინდივიდუალურად ვერ შეუზღუდავს თბილისის წყალი წყლის მიწოდებას. შენგელია ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან კანონის მიღება და თბილისის წყლის ლობირება ამ სახით, არ არის სწორი. ნინო, 27 წლის, ამბობს, რომ არ არის სამართლიანი ერთი მომსახურების დავალიანების გამო, ადამიანს ყველა სხვა დანარჩენი მომსახურება შეუზღუდონ, მითუმეტეს, თუ ის აღნიშნული მომსახურების ფულს იხდის. ნინო ნუცუბიძის ქუჩაზე ცხოვრობს. მას წყალი გრაფიკით მიეწოდება. დღის მანძილზე წყალი 4 საათია გათიშული, ხოლო ღამის პირველი საათიდან დილის შვიდამდე, მას წყლის მომარაგება შეზღუდული აქვს. „ერთი მეორესთან რა კავშირშია, ვერ ვხვდები და ის, რომ მე გრაფიკით მაქვს წყალი და მაინც ჩვეულებრივად ვიხდი, ეს ცალკე ფენომენია“,–ამბობს ის. ეკონომისტი ნოდარ ხადური ამბობს, რომ საქართველოში არსებულ მძიმე სოციალურ ფონს კანონში აღნიშნული ცვლილება კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს. „წარმოიდგინეთ, ახლა თუ პურს არ ყიდულობთ, ხორციც არავინ მოგყიდოთ, ადამიანები ხშირად დგანან არჩევანის წინაშე – გადაიხადონ გაზის ფული, თუ შუქის. ძალიან ბევრი მხოლოდ შუქის ფულის, ან გაზის გადასახადის გადახდას ახერხებს და თუ ეს გამოიწევს მაინც სხვა მომსახურების შეზღუდვას, ეს ძალიან დიდ პრობლემებს გამოიწვევს, მძიმე სოციალურ ფონს კიდევ უფრო დაამძიმებს“. ხადური ამბობს, რომ, მართალია, ზოგ კომპანიას უჭირს გადასახადის გადახდა, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მეორე კომპანიის ხარჯზე. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, ჯონდი ბაღათურია პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩვრებას აპირებს. ნეტგაზეთთან საუბარში ის ამბობს, რომ ახლა მზადდება საჩივრის ფორმა და უახლოეს პერიოდში სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ. „მოგების იმედი მაქვს, იმიტომ,რომ ყველა ნორმალურ სახელმწიფოში, სასამართლო ასი პროცენტით გაამართლებს ჩვენს სარჩელს. თუ ვერ მოვიგეთ, როგორც მინიმუმ, ის მაინც გამოჩნდება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც მათ ხელშია და ესენი აკონტროლებენ“. ბაღათურია, რომელმაც პარლამენტში აღნიშნულ ცვლილებას მხარი არ დაუჭირა, ამბობს, რომ ეს არის მოქალაქეების უფლებების შეზღუდვა და არაკანონიერი გადაწყვეტილება. კითხვაზე, თუ რამდენად სამართლიანია კანონში შესული ცვლილებები, საქართველოს წყალმომარაგების და ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი ამბობს: „ჩვენი მიზანია შევასრულოთ ის, რაც პარლამენტმა დაგვავალა. ეს გახლავთ კანონის მოთხოვნა. რახან კანონში არის ცვლილება, ე.ი. ის სამართლიანია“. კანონი ძალაში 1 ოქტომბერს შევიდა, ხოლო მისი ამოქმედების ვადა დამოკიდებულია იმაზე,თუ რამდენად სწრაფად მოახდენს თელასი და ენერგოპროჯორჯია დასუფთავების სამსახურთან ხელშეკრულების გაფორმებას და სამოქალაქო რეესტრთან კოორდინირებას. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
სოფელ ერგნეთში მიმდინარეობს ხუთმხრივი შეხვედრა ინცინდენტებზე რეაგირებისა და პრევენციის მექანიზმების ფარგლებში. მოლაპარაკებებში მონაწილეობენ საქართველოს წარმომადგენლები,მონიტორინგის მისიის, ევროკავშირის, ოკუპანტი რუსი სამხედროების მეთაურები და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მესვეურები.ეს ერგნეთში უკვე მერვე ასეთი შეხვედრაა. შეხვედრაზე იგეგმება დღის წესრიგის სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად ოკუპაციის ხაზზე არსებული ვითარების განხილვა. თუ რომელი საკითხები შედის დღის წესრიგში მხარეებმა შეხვედრამ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ამერიკა აკრიტიკებს რუსეთის პრეზიდენტის გეგმას ევროპის უსაფრთხოების საკითხებში. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ფილიპ გორდონმა დიმიტრი მედვედევის ინიციატივას ნაკლებადშესაძლებელი უწოდა. მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონს აწყობს უსაფრთხოების უკვე არსებული ინსტიტუტები, რასთან დაკავშირებითაც ახალი ინსტიტუტების შექმნა ვფიქრობ იყოს აუცილებელი.გორდონი ეჭვობს, რომ ახალი ხელშეკრულების პროექტი მედვედევის მიხედვით პრინციპში რომც შეიქმნას, იმან იმუშაოს. ამასთან ერთად ამერიკელმა დიპლომატმა კიდევ თქვა, რომ ევროპაშ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
მოსკოვს სურს, რომ ალიანსმა გარკვეული დათმობებისა და მომსახურების ნაცვლად უფრო ზომიერი გახადოს საქართველოს მხარდაჭერა და უარი თქვას აღმოსავლეთ ევროპაში გაფართოებაზე. ამჯამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ავღანეთისათვის რუსული შვეულმფრენების მიწოდებაზე და სამხედრო პილოტების მომზადებაზე. დასავლური მედია–საშუალებები ჰიპოთეზებსაც კი აგებენ რუსული ჯარების ავღანეთში შესაძლო დაბრუნებაზე, საიდანაც ისინი გამოყრილი იქნენ 21 წლის უკან. რუსები უკვე წვრთნიან ავღანელ ჯარისკაცებს და პოლიციელებს ნარკოტიკულ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ბაქო და ერევანი ტყვეებს და დაღუპულთა გვამებს გაცვლიან. ამის შესახებაა საუბარი აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაში სამმხრივი მოლაპარაკებების შედეგების მიხედვით. შეხვედრა შედგა დიმიტრი მედვედევის ინიციატივით. მან მიიწვია ილხამ ალიევი და სერჟ სარგსიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარების პერსპექტივაზე საფუძვლიანად მსჯელობისათვის.შეხვედრის შედეგების მიხედვით, მხარეებმა მხოლოდ დაადასტურეს ორი წლის წინ მოსკოვში ხელმოწერილი დეკლარაცია. პრეზიდენტებმა ხაზგასმით აღნიშნეს,... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ცოტა ხნის წინ აფხაზეთში ჩამოისხა რუსეთის ფედერაციის 16 უმსხვილესი სამინისტროს, სხვა უწყებებისა და დაწესებულებების, აგრეთვე მოსკოვის მთავრობის წარმომადგენელთა ნამდვილი დესანტი. ყველა მათგანი ჩამოვიდა 16 ოქტომბერს ათდღიან უწყებათაშირის ჰუმანიტარულ აქციაში ,,ურთიერთდახმარება’’ მონაწილეობის მისაღებად. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დაგეგმილი იყო ღონისძიებები, რომელთა შორის ძირითადს აფხაზეთის გალისა და გულრიფშის რაიონების საზღვრისპირა მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო დახმარების გაწევ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე