Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონი ჩაატარა. აუქციონი… ლინკი მედიანიუსზე
  2. საქართველოში ოფიციალური ვიზიტი მყოფი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალი ჯამპაოლო დი პაოლა დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს… ლინკი მედიანიუსზე
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/saxalxodamcv1-150x130.jpgსაქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ტელეკომპანია „თრიალეთის“ გენერალური დირექტორის, ჯონდო ნანეტაშვილის ახსნა–განმარტება და თანდართული დოკუმენტაცია შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას გაუგზავნა. ამის შესახებმ ,,ექსპრესნიუსს” სახალხო დამცველის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათი თქმით, ნანიტაშვილი 2010 წლის 7 ოქტომბერს, ქ. გორში, სტალინის გამზირზე, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წინ, ავტომანქანით მოძრაობისას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა. მოკლე საუბრის შემდეგ, თანამშრომლებმა ის წააქციეს, ერთ ხელზე ბორკილი დაადეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ დროს საპატრულო პოლიციის მეორე ეკიპაჟიც მოვიდა, რომლის წევრებმაც ასევე ნანეტაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის მიერ 2010 წლის 8 ოქტომბერს გაცემული სამედიცინო ცნობის თანახმად, ნანეტაშვილს ქალა–ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, ხერხემლის კისრის ნაწილის ტრავმა, ტრავმული ცერვიკალგია და ორივე სხივ–მაჯის მიდამოებში ექსკორიაციები დაუდგინდა, ხოლო, „ზაზა ფანასკერტელის“ ქარელის საავადმყოფოს მიერ 2010 წლის 7 ოქტომბერს გაცემული სამედიცინო ცნობა შეიცავს დასკვნას, რომლის თანახმადაც მას გულმკერდისა და კისრის არის დაჟეჟილობა, ექსკორაციები ორივე სხივ–მაჯის არეებში და თავის ტვინის შერყევა აღენიშნება. გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 7 ოქტომბრის დადგენილებით ჯონდო ნანეტაშვილი ცნობილ იქნა დამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173–ე მუხლით და დაედო ადმინისტრაციული სახდელი ჯარიმის სახით 400 ლარის ოდენობით. იხილეთ epn.ge
  4. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/baqraze222-150x150.jpgპარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მზად არის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ყველა დაინტერესებულ ძალას შეხვდეს, რომელიც ულტიმატუმების გარეშე ისაუბრებს. როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ ბაქრაძემ განუცხადა, ხელისუფლება არა თუ მხოლოდ მზად არის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანისთვის, არამედ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ხელისუფლებამ უკვე დიდი ხანია დაიწყო. ბაქრაძის თქმით, იგი მზადაა შეხვდეს ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც პარლამენტში სასაუბროდ წინაპირობების და ულტიმატუმების გარეშე მივა. მიის შეფასებით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება ნდობაზე და პარტიებს შორის მოლაპარაკებებზე უნდა იყოს დამყარებული და მათი მხრიდან კომპრომისებისთვის მზადყოფნა არსებობს. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობამ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობის საკითხებში, პირად პასუხისმგებლობას პარლამენტის თავმჯოდმარე დავით ბაქრაძეს აკისრებენ. იხილეთ epn.ge
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/b-01-130x150.jpgსაპარლამენტო უმრავლესობამ დეპუტატი თამაზ დიასამიძე ფრაქციიდან გარიცხა. როგორც ჟურნალისტებს უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა მმართველი გუნდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დიასამიძეს ბოლო პერიოდში განსხვავებული ხედვები ჰქონდა. მისი თქმით, ფრაქციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დიასამიზე აღარ იქნება მათ რიგებში. ,,ჩვენ მასთანაც გვქონდა საუბარი. ჩვენი გზები ბოლო პერიოდში გაიყო. ის არ უჭერდა მხარს ისეთ პრინციპულ საკითხებს, რომლებიც, ვთვლიდით რომ მნიშნელოვანი იყო ქვეყნისათვის. ადამიანები, ვისაც აქვს განსხვავებული ხედვები, ჩვენს რიგებში ვერარ იქნებიან. ბოლო პერიოდში არც თამაზ დიასამიძეს ჰქონდა თანამშრომლობის სურვილი’’, – დასძინა ცისკარიშვილმა. შეგახსენებთ, რომ დიასამიძის მოსალოდნელი გარიცხვის შესახებ საუბარი პარლამენტში მას შემდეგ დაიწყო, რაც მან საკონსტიტუციო ცვლილებებს არ დაუჭირა მხარი. იხილეთ epn.ge
  6. http://a.pix.ge/d/ftzvw.jpg მომავალ კვირას “ლივერპულის” 18 ნომერი შესაძლოა “ენფილდზე” “ჩელსის” წინააღმდეგ მოედანზე გამოვიდეს, გვამცნობს – skysports-ი. კიუტმა ტრავმა მიიღო ჰოლანდიის ნაკრებში თამაშის დროს. ის უსწრაფესად პროგრესირებს და პროგრესირებს. აგერ მაგალითი იმისა, მას უწინასწარმეტყველეს, წელს ბურთს საერთოდ ვერ შეეხებიო და კაცი მზადაა 7 ნოემბერს “ჩელსის” წინააღმდეგ წითელი ფორმა ჩაიცვას. “დირკ კიუტი წარმოუდგენლად პროგრესირებს” – განუცხადა როი ჰოჯსონმა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს. არის კიდევ ერთი კარგი ამბავიც – რაიან ბაბელის ტრავმა, როგორც ჩანს სერიოზული არ აღმოჩნდა და ის სულ მალე დაუბრუნდება მოედანს. View the full article
  7. დღეს დილით გაზეთ გურია ნიუსის ოფისში მისულ თანამშრომლებს ფანჯრის მინები მოზრდილი ქვებით ჩამსხვრეული დახვდათ. შენობის დაცვის სამსახურმა მომხდარის შესახებ გაზეთის თანამშრომლებისგან გაიგეს, პატრული კი ადგილზეგამოძახებიდან ნახევარი საათის შემდეგ მივიდა. რედაქციში მომხდარს გაზეთში ბოლო დროს გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალებს უკავშირებენ, რომლებიც საჯარო მოხელეების მიერ უკანონოდ გაფორმებულ მიწებსა და აგარაკებს ეხება. გაზეთ გურია ნიუსის გამომცემელი ია მამალაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ გაზეთის ჟურნალისტებმა ბახმაროს ზოლში უკანონოდ გაცემული მიწების შესახებ 480 საქმე ამოატივტივეს. მამალაძის თქმით, ჟურნალისტებმა გამოარკვიეს, რომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მიწის ლეგალიზაციის კომისიის მიერ საჯარო პირებზე, მაღალჩინოსნებზე, პროკურატურის თანამშრომლებზე უკანონოდ იყო გაცემული მიწები. მამალაძის განცხადებით, ანალოგიული ფაქტები ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიც დაფიქსირდა, რომლებზეც გამოძიება ამჟამადაც მიმდინარეობს. გურია ნიუსის გამომცემელი ამბობს, რომ საჯარო მოხელეებისგან გაფრთხილებაც მიიღეს, რომ ამ საქმეებს არ ჩაეძიონ. ,, ხშირად არის შეხსენება, ვის რამდენი შვილი ჰყავს და რატომ არ ეშინია ორი შვილის დედას და სამი შვილის მამას, რომ ამგვარ საქმეებს ხელს კიდებს?’’ – ამბობს მამალაძე. გაზეთის რედაქციაში წუხანდელ ინციდენტს სწორედ ამ მასალებს უკავშირებენ. გურია ნიუსის ჟურნალისტები 27 ოქტომბრის ფაქტსაც იხსენებენ: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები სამუშაო საათებში ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ. მამალაძის თქმით, როდესაც ჟურნალისტებმა ამის დაფიქსირება დაიწყეს, პრესსამსახურის ხელმძღვანელის მხრიდან მათზე მუქარა განხორციელდა. ის, რომ ოფისის დაცვამ ვერაფერი გაიგო და გამოძახებული საპატრულო პოლიცია ადგილზე ნახევარი საათით გვიან მივიდა, მამალაძის აზრით, იმაზე მიუთითებს, რომ დამნაშავემაც იცის, რომ პოლიცია არ მოვა, დაცვის სამსახური დაწესებულებას არ დაიცავს და სახელმწიფო – ჟურნალისტს. ნახევარი საათით გვიან მისულმა პატრულის თანამშრომელებმა ჟურნალისტებს აუხსნეს, რომ მორიგე ოპერატორმა დროულად არ გადასცა მათ შეტყობინება, რის გამოც მას დასჯიან. გაზეთმა გურია ნიუსმა მომხდართან დაკავშირებით დღეს განცხადებაც გაავრცელა. განცხადებაში წერია, რომ გურიაში ჟურნალისტებს გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს საჯარო ინფორმაციის მასიური დაბლოკვა, მასზე დაწესებული გადასახადი, სხვადასხვა საჯარო პირების მხრიდან ზეწოლა და სიტყვიერი მუქარა. ,,გაზეთის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების სიცოცხლე, რომლებიც უმძიმეს პირობებში ახერხებენ მრავალრიცხოვანი მკითხველისთვის არგუმენტებითა და ფაქტებით გამყარებული მასალების მიწოდებას, საფრთხეშია, საფრთხეშია მათი შვილების, ოჯახების წევრების სიცოცხლეც, რადგან დაუსჯელობისა და უფლებამოსილებების განუსაზღვრელი, უკონტროლო გადამეტების გამო, გურიაში საჯარო მოხელეები დღემდე კანონებს მიღმა დგანან!’’ – წერია გავრცელებულ განცხადებაში. გურია ნიუსის გამომცემელს არ აქვს იმედი, რომ ეს ფაქტი სამართალდამცავების მხრიდან გამოძიებული იქნება. ,,აქამდე მომხდარ არც ერთ ფაქტზე (ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფა პოლიციის განყოფილებაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პირველი პირების მუქარები, რომლის შესახებაც მთელმა საქართველომ სიუჟეტი ტელეეთერშიც იხილა, არჩევნების დროს ჟურნალისტების შეურაცხყოფა...) გამოძიება არ ჩატარებულა, ხოლო პროკურატურიდან დღემდე სტანდარტულ პასუხებს ვიღებთ – უწყების ადგილობრივი წარმომადგენლები საჯარო მოხელეთა ამ ქმედებებში `დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავენ’’. სრული ინფო(netgazeti.ge)
  8. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/independent2.gif კიმ სენგუპტა რუსეთი ავღანეთში დახმარების სანაცვლოდ ნატო-ს უფრო მკაცრ პირობებს უყენებს. ის მოითხოვს, რომ ალიანსმა შეამციროს იმ ჯარების რიცხოვნობა, რომლებიც დისლოცირებული ჰყავს მის იმ წევრ სახელმწიფოებში, რომლებიც ყოფილი ვარშავის შეთანხმების შემადგენლობაში შედიოდნენ მოსკოვმა პრინციპული თანხმობა განაცხადა „რამდენიმე ათეული“ სამხედრო ვერტმფრენის მიწოდებასა და ავღანეთის უსაფრთხოების ძალთა მომზადებაზე. გარდა ამისა, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები იმაზე მიმდინარეობს, რომ ნატო-მ ავღანეთში თავისი შეიარაღება და საბრძოლო მასალა რუსეთის ტერიტორიის გავლით გადაიტანოს. ეს პაკისტანის მარშრუტის ალტერნატივა უნდა გახდეს, სადაც ნატო-ს ბადრაგებს თალიბები სულ უფრო ხშირად ესხმიან თავს. არსებობს ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ნატო-ს სთხოვა თავი შეიკავოს „მნიშვნელოვანი სამხედრო ძალების“ განთავსებისგან იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში 1991 წლის, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაწევრიანდნენ და განაცხადა, რომ მათი იქ ყოფნა ხელს არ უწყობს სანდო ურთიერთობების განმტკიცებას. ამ ნაბიჯის შესახებ ცნობები ნატო-ს ლისაბონის ნოემბრის სამიტის წინ გაჩნდა, რომელსაც პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დაესწრება და სადაც, როგორც მოსალოდნელია ავღანეთსა და ანტი-სარაკეტო თავდაცვით ფარზე მნიშვნელოვან შეთანხმებებს მიაღწევენ. ნატო-ს შეიარაღებულ ძალთა რიცხოვნობის შეზღუდვა, სავარაუდოდ აღმოსავლეთ-ევროპის ახალი წევრი-ქვეყნების პროტესტს გამოიწვევს. რუსეთის არმია სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთში საქართველოსთან ორი წლის წინანდელი ომის დღიდან რჩება და ნატო ვერ ახერხებს პრეზიდენტ მედვედევის დარწმუნებას იმაში, რომ ამ რეგიონებიდან ჯარი გაიყვანოს. რუსეთმა საქართველოდან არმიის გარკვეული ნაწილი გაიყვანა, ასევე განაცხადა რომ სამხრეთ- ოსეთსა და აფხაზეთში დანაყოფებს არ განამტკიცებდა. ამავდროულად, ისინი მუდმივად ახერხებენ არ მოხდეს ისეთი საკითხების ერთმანეთთან დაკავშირება, როგორებიცაა ქართული კრიზისი და ნატო-სთან შეიარაღების შემცირებაზე შეთანხმება. მოსკოვის ხმამაღალმა პროტესტმა უკვე აიძულა პრეზიდენტ ბარაკ ობამა უარი ეთქვა ანტი-სარაკეტო თავდაცვის ელემენტების პოლონეთსა და ჩეხეთში განთვსებაზე. ნატო დასთანხმდა რუსეთთან კონსულტაციების გამართვას ამ სისტემის შეცვლის საკითხზე. ამ ორიგანიზაციის გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ლისაბონის სამიტის დაწყებამდე მოსკოვში ვიზიტს გეგმავს. ურთიერთობების დათბობა ნაწილობრივ მაშინ შეირყა, როდესაც მიხეილ გორბაჩოვმა განაცხადა, რომ ავღანეთში გამარჯვება „შეუძლებელია“. ყოფილმა საბჭოთა ლიდერმა, რომელმაც ავღანეთიდან ჯარი 1989 წელს გამოიყვანა, განაცხადა რომ აშშ-ს მეორე ვიეტნამი ემუქრება, თუკი ის ამ კონფლიქტის დასრულებაზე უარს იტყვის. რუსეთი იმაზეც ჩივის, რომ ნატო არასაკმარისად რეაგირებს ავღანეთში ნარკოტიკების წარმოებასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე და ამავდროულად სერიოზულ შეშფოთებას გამოსთქვამს ცენტრალური აზიის გავლით ჰეროინით ვაჭრობაზე. ორიგინალი ორიგინალი
  9. ოპოზიცია საქართველოში საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად მუშაობის დროულად დაწყებას ითხოვს. პირად პასუხისმგებლობას კი, ამ პროცესის დაწყებაზე პარლამენტის თავმჯდომარე… ლინკი მედიანიუსზე
  10. დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ჯაფარიძეში, გზაზე, სოფელში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს უნიკალურ სამარხს მიაკვლიეს – ამის შესახებ `მედიანიუსს~… ლინკი მედიანიუსზე
  11. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მზადაა, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით შეხვდეს იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც მოლაპარაკებაზე ულტიმატუმის გარეშე… ლინკი მედიანიუსზე
  12. <p style="text-align: center">http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01505/pepe_reina_1505539c.jpg “ლივერპულის” ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, როი ჰოჯსონმა გავრცელებული ჭორების შესახებ კომენტარი გააკეთა. “ლივერპულის” ოფიციალურ საიტზე სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა როი ჰოჯსონის კომენტარი: –”ეს ერთ–ერთი ყველაზე ამაღელვებელი, საოცარი და საინტერესო ახალი ამბავია. პეპე რეინა “ლივერპულში” თავს შესანიშნავად გრძნობს. ის კლუბის მაცოცხლებელი ძალაა. ის ყველაფერში საუკეთესოა, ყველაზე მონდომებული, ყველაზე მებრძოლი ადამიანი, რომელიც “ლივერპულის” წარმატებისთვის იბრძვის. არაფერი გამიგია “მანჩესტერ იუნაიტედის” და სერ ალექს ფერგიუსონის დაინტერესების შესახებ. თუ ეს კლუბი დიდი თანხების გაღებას აპირებს პეპე რეინასთვის, რათა ვან დერ საარის შემცვლელი მოიძებნოს, მერე რა… ამაში განსაკუთრებული არაფერია, პეპე რეინა ხომ მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი და კარგი მეკარეა. მე, პირადად ნამდვილად არ მსურს, რომ კლუბმა პეპე დაკარგოს. თუ “ლივერპულს” სურს ოდნავი წარმატება მაინც, მაშინ რეინა უნდა დაიტოვოს. ესპანელი მეკარის გარდა, კლუბს არაერთი მსოფლიო დონის მოთამაშე ჰყავს. მათ მის გვერდით უნდა განაგრძონ თამაში. დიდად არ მახარებს ის ფაქტი, რომ ევროპული გრანდები ჩვენი ფეხბურთელებით არიან დაინტერესებულები. ისეთი გუნდები როგორებიც “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ბარსელონა” და “ჩელსი” არიან მზად არიან დიდი თანხები დახარჯონ მათ შესაძენად. იმის გამო, რომ ჩვენ გვჭირდება თანხების მოზიდვა, ნამდვილად ვერ გავყიდით კლუბის ლიდერებს.” წყარო: liverpoolfc.tv View the full article
  13. დეპუტატი თამაზ დიასამიძე საპარლამენტო უმრავლესობიდან გარიცხეს. ეს განცხადება უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი… ლინკი მედიანიუსზე
  14. საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრი ლევან ვეფხვაძე შიშობს, რომ ქუჩების დანაგვიანებისათვის ჯარიმის გამკაცრება შესაძლოა, პოლიტიკური ზეწოლის ერთგვარ საშუალებად… ლინკი მედიანიუსზე
  15. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/08/open-democracy.jpg ჯონათან უითლი მოგონებები 2008 წლის აგვისტოს მწარე კონფლიქტზე თბილისში ჯერ კიდევ არ ჩამცხრალა, მაგრამ ყველგან აშკარად სჩანს იმის ნიშნები, რომ ცვლილებათა ძალას საქართველო ახალი მიმართულებით მიჰყავს. ჯონათან უითლი ცვალებადი პოლიტიკური მომენტის შეფასებას გვთავაზობს 2008 წლის სექტემბერში რუსულმა ჯარმა ქართული ქალაქებიდან და სოფლებიდან თანდათანობით ჯარის გაყვანა იწყო. ერთი თვით ადრე, საქართველოსა და რუსეთს სამხრეთ-ოსეთის ქართული ანკლავის გამო ომი ჰქონდათ. აი სწორედ მაშინ, სექტემბერში ყველამ იმას მიაპყრო ყურადღება, თუ რა შესაძლო შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლდა ამ ომს საქართველოს არაპროგნოზირებადი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კარიერისთვის. ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევდა, რომ იმის დასრულების შემდეგ, რაც როგორც აღმოჩნდა დამამცირებელი სამხედრო კონფლიქტი იყო, საქართველოს მოსახლეობა სააკაშვილს ზურგს შეაქცევდა და მას ხელისუფლებიდან წასვლას აიძულებდა. თავიდან ისე ჩანდა, რომ ამ სცენარით მოვლენათა წარმართვა შესაძლებელი იყო. როგორც კი შეიარაღებული კონფლიქტი შეწყდა, ორი ძალიან გავლენიანი ქართველი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ღიად გადავიდნენ ოპოზიციაში და სააკაშვილი იმის გამო, რომ ომის თავიდან აცილება ვერ შესძლო აბუჩად აიგდეს. სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, როდესაც 2008 წლის ნოემბერის დასაწყისში New York Times-მა გამოაქვეყნა მტკიცებულება, რომელიც იმის ვარაუდს აჩენდა, რომ ქართულმა რაკეტებმა და არტილერიამ, რუსეთის ჯარის შეტევამდე და არა შეტევის შემდეგ, გაუხსნეს ცეცხლი სამხრეთ-ოსეთის დედაქალაქს ცხინვალს. 2008 წლის 7 ნოემბერს, 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო და 2008 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებით გაცეცხლებულმა ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ (ეს არჩევნები მათი რწმენით, გაყალბებული იყო), სააკაშვილის მთავრობის დამხობოს კამპანია წამოიწყეს. 2009 წლის აპრილში კამპანიას საერთო ჯამში 13 პოლიტიკური პარტია შეუერთდა და დაიწყო ფაქტიურად უწყვეტი, ქუჩის სამთვიანი დემონსტრაციები, რომლებმაც რეალურად საქართველოს დედაქალაქ თბილისის პარალიზება მოახდინა. ისე ჩანდა რომ სააკაშვილის დრო იწურებოდა. მაგრამ ომის შემდგომი დემონსტრაციებიდან თითქმის ორი წელი გავიდა და როგორც სჩანს, ხელისუფლების პოზიცია დღეს ისე მყარია, როგორც არასდროს. 2010 წლის მაისში სააკაშვილის “გაერთიანებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ” (UNM) მთელი ქვეყნის მასშტაბით ხმების 66%-ით გაიმარჯვა და ყველა მუნიციპალიტეტზე კონტროლი შეინარჩუნა. თბილისში, სადაც მერის პირდაპირი არჩევნები პირველად ჩატარადა, ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა, გიგი უგულავამ ხმების 55% მიიღო, რაც ბევრად უფრო მეტი იყო, ვიდრე სააკაშვილის მოკრძალებული 33%, რომელიც მან დედაქალაქში 2008 წლის იანვრის არჩევნებზე მიიღო. გარე და შიდა დამკვირვებლებიც ისევ აკრიტიკებდნენ იმ ფაქტს, რომ კამპანიის დროს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფინანსური რესურსების არაპროპორციული წილი გამოიყენა, მაგრამ ძირითადად ისინი არჩევნების ჩატარების პროცესს მიესალმნენ და განაცხადეს, რომ ხმის მიცემის აშკარა გაყალბების ფაქტები იშვიათი იყო. ეს მოსაზრება ზოგიერთმა ოპოზიციურმა პოლიტიკოსმაც კი შეიძლება უხალისოდ, მაგრამ მაინც აღიარა. ნაკლებად შესაძლო გამარჯვება მაშ რა მოხდა? როგორ შესძლეს სააკაშვილმა და მისმა გუნდმა წარსული პოპულარობის ასეთი ძალით დაბრუნება, განსაკუთრებით დამღუპველი სამხედრო მარცხისა და სასტიკი ეკონომიკური რეცესიის კონტექსტში? ყველაზე ცხადი მიზეზი იმისა, რომ სააკაშვილმა საპროტესტო გამოსვლების დროს, 2009 წლის აპრილ-ივლისში და შემდგომაც ოპოზიცია დაამარცხა, ამ უკანასკნელის გათიშულობა და არაკომპეტენტურობა იყო. ცამეტი პარტიისგან შემდგარ ალიანსს არც გამოკვეთილი ლიდერი ჰყავდა და არც ცხადი სტრატეგია გააჩნდა. იმ დროს, როდესაც ზოგიერთი პარტია და ლიდერი, განსაკუთრებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ყოფილ ელჩთან, ირაკლი ალასანიასთან დაახლოებული პარტიები, მთავრობასთან მოლაპარაკებებისთვის მზად იყვნენ, სხვებმა და მათ შორის ბურჯანაძემაც ბევრად უფრო უკომპრომისო პოზიცია დაიკავეს და მხოლოდ იმისთვის იყვნენ მზად, რომ სააკაშვილის უპირობო გადადგმომას დასთანხმებოდნენ. როდესაც სააკაშვილმა წასვლაზე უარი განაცხადა, ხოლო საპროტესტო გამოსვლებმა მეორე და მესამე თვესაც ვერავითარ ხელშესახებ შედეგს ვერ მიაღწია, ოპოზიციის ერთიანობა და გაბედულება შესუსტდა. რადიკალები კამპანიის ინტენსიფიკაციას და სამოქალაქო დაუმორჩილებლობას ითხოვდნენ იმ დროს, როდესაც ზომიერნი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას უჭერდნენ მხარს და საბოლოოდ ალიანსი დაიშალა. ოპოზიციის მარცხის კიდევ ერთი მიზეზი ის გახდა, რომ ის არასდროს აღიქმებოდა სიცოცხლისუნარიან ალტერნატიულ ხელისუფლებად. მას არც ცხადი საერთო იდეოლოგია გააჩნდა და არც პოლიტიკური სისტემა. ალასანია და მისი მოკავშირეები ”რესპუბლიკური” და ”ახალი მემარჯვნეების” პარტიებიდან (მათ ალასანიასთან ერთად შექმნეს ახლა უკვე გაუქმებული “ალიანსი საქართველოსთვის”) პრო-დასავლურ ორიენტაციას აღიარებდნენ მაშინ, როდესაც ბურჯანაძემ და ნოღაიდელმა რუსეთთან დაახლოვებისკენ იწყეს სვლა. ნოღაიდელის პარტია – “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” – 2010 წლის თებერვალში მოსკოვსაც კი ესტუმრა, რათა რუსეთის მმართველ პარტიასთან, “ერთიან რუსეთთან” თანამშრომლობის შეთანხმებაზე მოეწერა ხელი. ეს ნაბიჯი იქცა მოსკოვში ჩატარებული შემდგომი კონსულტაციების მთელი სერიის ნაწილად. საქართველოს საზოგადოება, ისევე როგორც პოსტ-საბჭოთა სივრცის ნებისმიერი საზოგადოება ხშირად გამოდის პროტესტის გამოსახატად ქუჩაში, მაგრამ ფართო მასების თვითორგანიზების იმ დეფიციტს განიცდის, რომელიც შესაძლებელს ხდის საპროტესტო გამოსვლები ხანგრძლივი დროის განმავლობაში შენარჩუნდეს. საპროტესტო გამოსვლები ზევიდან იმართება, იმ ნაციონალური ოპოზიციური ლიდერების მიერ, რომლებიც ყოფილი რეჟიმის ტიპური წარმომადგენლები არიან და რომელთაც ხალხი ყოველთვის არ ენდობა. თუ საპროტესტო გამოსვლები ვერ აღწევენ სწრაფ წარმატებას, მაშინ ნდობა ასეთი ლიდერებისადმი კიდევ უფრო იკლებს და პროტესტი თავის იმპულსს კარგავს. 2009 წელს საქართველოს მოქალაქეებმა, მიუხედავად იმისა რომ სულაც არ იყვნენ შეყვარებულები სააკაშვილზე და მის მეგობრებზე, ვერ დაინახეს ის, თუ საით მიდის პროცესი, დაიღალნენ თავისი ყოველდღიური ცხოვრების მოშლით და შეჩვეული ჭირი, შეუჩვეველს არჩიეს. შესაძლოა ბევრ ქართველს ოპოზიციაზე გული ზოგიერთი ოპოზიციონერის, მაგალითად ნოღაიდელის აშკარად პრო-რუსულმა პოზიციამაც აუცრუა, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც მთავრობამ და მისი მედიის ძლევამოსილმა მანქანამ ასეთ ლიდერებს დედასამშობლოს მოღალატის იარლიყი მიაკერა. საქართველოში იმას, დარჩება თუ არა მთავრობა ხელისუფლებაში, უპირველეს ყოვლისა ელიტა წყვეტს და არა საზოგადოება. 2003 წლის ”ვარდების რევოლუციამ”, რომელმაც იმჟამინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დაამარცხა და ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი მოიყვანა, მხოლოდ იმიტომ მიაღწია წარმატებას, რომ ორი წლით ადრე მმართველი ელიტა გაიხლიჩა – პარლამენტის იმჟამინდელმა თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ და იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა მიხელ სააკაშვილმა შევარდნაძის გარემოცვა დატოვეს და ოპოზიციაში გადავიდნენ. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი აღსანიშნავი ფიგურა, როგორებიც არიან ზურაბ ნოღაიდელი და ნინო ბურჯანაძე, სააკაშვილს განუდგნენ, მისი რეჟიმი ძლიერი რჩება, რადგან მას სააკაშვილისა და მისი ძლევამოსილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ერთის შეხედვით ურყევი ალიანსი უდგას სათავეში. როგორც დონალდ რეიფილდი აღნიშნავს, მერაბიშვილი აკონტროლებს პოლიციას, რომელიც ბევრად უფრო დისციპლინირებულია და ბევრად უფრო უკეთეს ანაზღაურებას იღებს, ვიდრე ეს ედუარდ შევარდნაძის მმართველობისას იყო, მაშინ როდესაც ისინი განთქმულნი იყვნენ თავისი კორუმპირებულობით და საბოლოოდ ქვეყნის ხელისუფლებისადმი დიდი ლოიალობა არც გამოუმჟღავნებიათ. ამიტომ ის შესაძლოა ყველაზე ძლევამოსილი კაცია საქართველოში (დონალდ რეიფილდი, საქართველო ორი წლის შემდეგ: მომავალი ომის მიღმა 2010 წლის 5 აგვისტო). ამ ვითარებას ის ფაქტიც ასახავს, რომ იმ დროს, როდესაც კარგად ორგანიზებულმა ოპოზიციურმა საპროტესტო კამპანიამ 2003 წელს შესძლო შევარდნაძის სუსტი და გახლეჩილი მთავრობის დამარცხება, ექვსი წლის შემდეგ ოპოზიციური ძალების მრავალფეროვანმა ნაკრებმა, უკვე ვეღარ მოახერხა ძირი გამოეთხარა სააკაშვილის ბევრად უფრო მწყობრი რეჟიმისთვის. მოსალოდნელი ბრძოლები მაგრამ სწორედ აქ იმალება ხიფათი სააკაშვილის რეჟიმისთვის. საპარლამენტო (2012 წლის მაისი) და საპრეზიდენტო (რომელიც 2013 წლის იანვრისთვისაა დაგეგმილი) არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, პაექრობა იმის გამო, თუ ვინ უნდა შეცვალოს სააკაშვილი ალბათ გამძაფრდება და მართლაც 2003 წელს ძალაუფლებისთვის ბრძოლა, რომლის შედეგადაც ”ვარდების რევოლუცია” მოხდა, უპირველეს ყოვლისა, შევარდნაძის მემკვიდრის გარშემო მიმდინარეობდა: ვინ იქნებოდა ის – შევარდნაძის ”გარემოცვის” წარმომადგენელი ექს-საბჭოთა ნომენკლატურის რომელიმე ქსელიდან, თუ ახალგაზრდა დასავლეთზე ორიენტირებული ლიდერი, ისეთები როგორებიც იყვნენ ზურაბ ჟვანია ან მიხეილ სააკაშვილი. მსგავსი დილემა დღესაც არსებობს. სააკაშვილს კონსტიტუციით მესამე ვადით პრეზიდენტის პოსტის დაკავება ეკრძალება, მაგრამ არა ეტყობა რომ მას პოლიტიკიდან წასვლა მთლიანად უნდოდეს. 2009 წლის ივნისში სააკაშვილმა ახალი კონსტიტუციის შესადგენად, ვეტერანი იურისტის ავთანდილ დემეტრაშვილის ხელმძღვანელობით საკონსტიტუციო კომისია შექმნა. ოპოზიციამ ეს ჟესტი ისე წაიკითხა, როგორც მათი დაშოშმინების სურვილი, ამიტომ ჯგუფების უმეტესობამ მას ბოიკოტი გამოუცხადა და პროტესტზე ფოკუსირდა, მაგრამ მას შემდეგ რაც დემონსტრაციებმა ძალა დაკარგა, 2009 წლის მეორე ნახევარში, კომისიის მუშაობა გამოცოცხლდა და 2010 წლის მაისში კონსტიტუციის პროექტის პირველი ვარიანტიც დასრულდა. თანახმად ფართომასშტაბიანი საკონსტიტუციო ცვლილებებისა, რომელიც პარლამენტმა 2010 წლის 15 ოქტომბერს მიიღო, 2013 წელს როდესაც კონსტიტუცია ძალაში შევა, ძალაუფლების მნიშვნელოვანი ნაწილი პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრს გადაეცემა. ამან გააჩინა სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ სააკაშვილი რუსეთში ვლადიმერ პუტინის მიერ განვლილი გზის გამეორებას იმედოვნებს და დიდი ძალისხმევის გარეშე, იმავე წელს როდესაც მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება, პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს. ამგვარი სცენარი ნაკლები მხარდაჭერით სარგებლობს იმ ყოფილი NGO აქტივისტების გავლენიან ქსელში, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ”ვარდების რევოლუციას” და რომლებიც მას შემდეგ სააკაშვილის ახლო გარემოცვაში რჩებიან. მათ შორის არიან გიგა ბოკერია (საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე), გივი თარგამაძე (პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე), ლევან რამიშვილი (გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის, ”თავისუფლების ინსტიტუტის” ხელმძღვანელი. ამ არასამთავრობო ორგანიზაციამ საკვანძო როლი შეასრულა შევარდნაძის საწინააღმდეგო პროტესტის ორგანიზებაში, ხოლო ბოკერია და თარგამაძე ასევე მისი თანადამფუძნებლები იყვნენ) და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გიგი უგულავა. არსებობდა ვარაუდი, რომ უგულავას პრეზიდენტობა სურს და ალბათ, პრემიერ-მინისტრ სააკაშვილის დაქვემდებარებაში ყოფნას არ მოინდომებს, მით უფრო მას შემდეგ, რაც 2010 წლის მაისში მან თბილისში ბევრად უფრო მეტი ხმა მიიღო, ვიდრე სააკაშვილმა. საინტერესოა რომ რამიშვილი, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის წევრია და დღემდე რეჟიმთან დაახლოებულ პირად განიხილებოდა, წინააღმდეგი იყო კონსტიტუციის პროექტისა და სანაცვლოდ საკუთარი ვერსია წარადგინა, რომელშიც შენარჩუნებული იყო ძლიერი აღმასრულებელი საპრეზიდენტო ხელისუფლების status quo. ქართულ მედიაში იყო სპეკულაციები შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განზრახვებზეც და მის მიერ ძლევამოსილი პრემიერ-მინისტრის იდეის შესაძლო მხარდაჭერაზეც, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია, რა პოზიციას დაიკავებს ის, თუ სააკაშვილსა და უგულავას შორის პაექრობა შედგება. მერაბიშვილი სააკაშვილის ახლო მეგობარია, მაგრამ ამავე დროს ზემოთ ნახსენებ ყოფილ NGO აქტივისტთა გავლენიან ქსელის წევრიცაა (ის ეხმარებოდა “თავისუფლების ინსტიტუტის” დაფუძნებას 1996 წელს და 1990-იანი წლების ბოლოს საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაცია “მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციაც” ჰქონდა). მიუხედავად იმისა, რომ პოპულისტური უნარები ნაკლებად აქვს და ალბათ არ სურს უმაღლესი პოსტის დაკავება, მას შესაძლოა შინაგან საქმეთა სამინისტროში თავისი პოლიტიკური დასაყრდენის შენარჩუნება უნდოდეს. ამიტომ მისი პოზიცია გადამწყვეტი იქნება ძალაუფლებისთვის ბრძოლის შედეგისათვის. ცვლილების პერსპექტივა საქართველო ბევრ პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკასთან ერთად ისეთი თვისებების მატარებელია, რომლებიც ხელს უშლის დემოკრატიის დამკვიდრებას. მათი უმეტესობა უკვე დასახელებულია სტატიაში “Georgia’s democratic stalemate” (2008 წლის 14 აპრილი), თუმცა ამ თვისებათაგან სამის გამეორება ნამდვილად ღირს. უპირველეს ყოვლისა, ძალაუფლება საპრეზიდენტო ხელისუფლების ხელშია კონცენტრირებული, რაც ბევრი თვალსაზრისით იმეორებს ძველი ”კომუნისტური პარტიის” როლს იმით, რომ მთელი პოლიტიკური ძალაუფლების ერთადერთ წყაროს წარმოადგენს (და რაღაც თვალსაზრისით ეკონომიკური ძალაუფლებისაც). მეორე: მიუხედავად დემოკრატიის ფორმალური ატრიბუტების არსებობისა (აქედან ყველაზე თვალსაჩინო არჩევნებია), საარჩევნო პერიოდში ამომრჩეველებს არც ცხადი პოლიტიკური კურსითა და არც იდეოლოგიური ალტერნატივებით არ ასაჩუქრებენ. ჩვეულებრივ კანდიდატები და პარტიები უფრო იმ თვალსაზრისით განირჩევიან, თუ რამდენად უჭერენ ისინი მხარს ან ოპოზიციაში უდგანან ხელისუფლებას და არა იმით, თუ როგორ გეგმავენ ისინი ქვეყნის გაძღოლას. მესამე: პოლიტიკური ცვლილებები ძირითადად ელიტაში მიმდინარე ინტრიგების შედეგია და ძალაუფლების შიგნით გაჩაღებული დავები პოლიტიკური სპექტრის ახალი კონფიგურაციის შექმნით მთავრდება. რიგითი მოქალაქეები ამ პროცესში უმნიშვნელო როლს ასრულებენ. იდეოლოგიის ძალა მაშ შეიცვლება თუ არა ეს ვითარება? არსებობს ოთხი ფაქტორი, რომელიც იმის ვარაუდს აჩენს რომ შეიცვლება, ყოველ შემთხვევაში საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. პირველი - საკონსტიტუციო პროცესია. თუ 15 ოქტომბერს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები შესრულდა, ეს შედარებით დაასუსტებს საპრეზიდენტო ხელისუფლებას, რაც დემოკრატიისთვის სასარგებლო უნდა იყოს, რადგან გააჩენს ბალანსისა და კონტროლის ერთგვარ სისტემას, რის დეფიციტსაც განიცდის ამჟამინდელი სუპერ-საპრეზიდენტო მოდელი (საქართველოს უფრო დემოკრატიული კონსტიტუცია აქვს, თუმცა პროცესი იდეალური არ არის, გია ნოდია). თვითონ პროცესი, როგორც გია ნოდია ამბობს, შორსაა იდეალურისგან: ის (როგორც ყოველთვის) დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა და შესაძლოა სააკაშვილისთვის, პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ, წამყვანი პოლიტიკური როლის მინიჭებას ისახვდა მიზნად, მაგრამ კონსტიტუციები ხშირად თავისთავად ცოცხლდებიან და ისე ცვლიან პოლიტიკურ ლანდშაფტს, როგორსაც მისი შემქმნელები ვერც კი წარმოიდგენდნენ, თუმცა ასეთი დასკვნის გაკეთება შეიძლება ნაადრევი იყოს – ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ხელისუფლებამ თვითნებურად ბევრჯერ შეცვალა კონსტიტუცია და ეს კიდევ შეიძლება განმეორდეს, მაგრამ ფრთხილი ოპტიმიზისთვის საფუძველი მაინც არსებობს. მეორე – საქართველოს პოლიტიკა დღეს ბევრად უფრო იდეოლოგიზირებულია, ვიდრე ეს ედუარდ შევარდნაძის მმართველობისას იყო. დღეს ვიდრე ოდესმე, მიხეილ სააკაშვილის მთავრობას იდეოლოგია ამოძრავებს. მთავრობის პოლიტიკის შემქმნელები და დოქტრინის მატარებლები, ზემოთ ნახსენები NGO აქტივისტთა ქსელის წარმომადგენლები არიან. ამ იდეოლოგიის საუკეთესო განსაზღვრება იქნებოდა ნეოლიბერალიზმი, რომელსაც ზედ ერთვის ორიენტაცია პრო-ამერიკულ საგარეო-პოლიტიკურ კურსზე და აშკარად გამოხატული სიმპათიები, მემარჯვენე მიმართულების, თავისუფალი ბაზრის მხარდამჭერი ანალიტიკური ორგანიზაციებისადმი. აქვეა ასევე ძლიერი ნეო-კონსერვატიული ელემენტი, რაც გახდა მიზეზი იმისა, რომ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბევრ იდეოლოგს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უყვარდა. მესამე – ყოფილი NGO აქტვისტები ეჭვით უყრებენ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის უწყვეტ გავლენას პოლიტიკაზე, მაგრამ ის მხარდაჭერა, რომლითაც ეკლესია ძირითადად მოსახლეობაში სარგებლობს, პოლიტიკურ ხელმძღვანლობას იმისკენ უბიძგებს, რომ ღიად არ გამოხატოს თავისი ანტი-ეკლესიური განწყობილება. საქართველოს პოლიტიკური პარტიები არ ჩქარობდნენ იმ ცვალებადი პოლიტიკური ნაკადების ასახვას, რომლებიც თანაარსებობენ საქართველოში (მათ შორისაა ნეო-ლიბერალიზმი, ნეო-კონსერვატიზმიც კი, ლიბერტარიანიზმი, ორთოდოქსული ტრადიციონალიზმი და ანტი-საბაზრო). ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ნეო-ლიბერალური ტენდენციები დომინირებს, თუმცა იმ აშკარა განხეთქილების კონტექსტში, რომელიც ჰყოფს ლიბერტარიანელებს თავისუფლების ინსტიტუტიდან, მათი პოზიციით გავლენიანი ქართული ეკლესიისადმი და უფრო პრო-ორთოდოქსულ ტრადიციონალისტებს. ახლად შექმნილი ”ქრისტიან-დემოკრატიული პარტია” (რომელმაც 2008 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 8.7% მიიღო), პირველი იყო რომელიც პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა და როგორც სჩანს ტრადიციულ მართლმადიდებლობას წარმოადგენს. გარდა ამისა არასაპარლამენტო ”კონსერვატიული პარტია” აკეთებს მკვეთრ პრო-საეკლესიო განცხადებებს, გმობს ჰომოსექსუალიზმს და „სატანისტური“ ჰელოუინის აღნიშვნის აკრძალვას მოითხოვს. ”ლეიბორისტული პარტია” (7.4% 2008 წლის მაისის არჩევნებში) ასევე იცავს ეკლესიას და ამავე დროს თავს ესხმის მთავრობის თავისუფალი ბაზრის პოლიტიკას. მცირერიცხოვანი ”რესპუბლიკური პარტია” (3.8% არჩევნებში), ამაყობს თავისი ლიბერტარიანული (თუმცა არა კონსერვატიული) იდეოლოგიით და მიუხედავად იმისა რომ ოპოზიციაშია, იზიარებს ეკლესიისადმი ”თავისუფლების ინსტიტუტის” ეჭვებს. ქართული პოლიტიკური პარტიების მიერ გამოხატული ეს პოზიციები მოცემულ მომენტში უფრო ინსტრუმენტია საზოგადოების მხარდაჭერისა და უცხოური ფინანსური დახმარების მოსაპოვებლად (იგივე ითქმის რუსეთისადმი განსხვავებულ პოზიციებზეც, მოძრაობაზე “სამართლიანი საქართველოსთვის”, რომელსაც ღიად პრო-რუსული პლატფორმა უკავია), თუმცა იდეოლოგიური უთანხმოებები რეალურად მძაფრდება, კერძოდ კი უთანხმოება პრო-ორთოდოქს ტრადიციონალისტებსა და სეკულარულ ლიბერტარიანელებს შორის, (რომლებსაც სწამთ, რომ ეკლესია და სახელმწიფო მკვეთრად უნდა გაემიჯნონ ერთმანეთს), სწრაფად იძენს ქართულ საზოგადოებაში მიმდინარე მთავარი განხეთქილების სახეს და შესაძლოა მომავალი ათწლეულის განმავლობაში სწორედ ეს პროცესი მოგვევლინოს ქართული სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვან მახასიათებლად. ევროპული ტიპის იდეოლოგიაზე დაფუძნებული პარტიული სისტემის გამოჩენა კი ათ ან ოც წელიწადშია შესაძლებელი. ახალი მედიის აღმასვლა მეოთხე ფაქტორი ისაა, რომ ქართული საზოგადოება 1990-იანი წლების შუა პერიოდის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა. 1995 წელს საქართველოს ეკონომიკა განადგურებული იყო. ბანდიტები ქუჩებში დათარეშობდნენ, სიღარიბეს ენდემური ხასიათი ჰქონდა და ელექტრომომარაგების სისტემა ფაქტიურად განადგურებული იყო. მოსახლეობა იყო მშიერი და გაყინული და არაა გასაკვირი, რომ დღიდან-დღემდე გადარჩენა მისთვის უფრო პრიორიტეტული იყო, ვიდრე პოლიტიკური აქტივობა. დღეს, მიუხედავად იმისა რომ სიღარიბე პრობლემად რჩება და უმუშევრობას ისევ ენდემური ხასიათი აქვს, ცხოვრების საშუალო დონე აშკარად გაუმჯობესდა, თითქმის ყველა ქართველს 24 საათიანი ელექტრომომარაგება აქვს, ხოლო კრიმინალური მგდომარეობა სხვა ევროპულ ქვეყნებზე მნიშვნელოვნად უარესი არ არის. ასეთ ვითარებაში უფროა შესაძლებელი მოქალაქეებმა პოლიტიკური მოთხოვნების წამოყენების ფუფუნებით ისარგებლონ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, თუ როგორ ცვლის სოციალურ კომუნიკაციას ინტერნეტი. მთავრობას სამართლიანად აკრიტიკებენ მედიის (განსაკუთრებით ტელევიზიის) თავისუფლების შეზღუდვის მცდელობის გამო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ბევრ ქართველს ახლა უკვე შეუძლია ინფორმაციის ფართო სპექტრს ინტერნეტით გაეცნოს, ხოლო მთავრობას ინტერნეტის გაკონტროლების არც სურვილი აქვს და არც შესაძლებლობა. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ 2010 წლის მაისში ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა 22% აცხადებს, რომ ინტერნეტს სულ ცოტა კვირაში ერთხელ იყნებს. ეს მაჩვენებელი 2009 წლის ივნისში ანალოგიური კვლევის მონაცემებით 17%-ს შეადგენდა. მეორე კვლევაში, რომელიც 2009 წლის ნოემბერ-დეკემბერში თბილისში ჩატარდა, ნათქვამია რომ საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა 41% იყენებს ინტერნეტს კვირაში ერთხელ მაინც. სოციალური ქსელების გამოყენება, განსაკუთრებით Facebook-ის ახალგაზრდებს შორის ძალიან გავრცელებულია და ბევრი (მათ შორის არც თუ ისე ახალგაზრდა) ქართველი Facebook-ის მეშვეობით თავის მეგობრებს ახალ ამბებს უზიარებს. 2010 წლის მაისში ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებმა Facebook-ი დემონსტრაციის ორგანიზებისთვის გამოიყენეს. ამ დემონსტრაციაზე ისინი გამოხატვის თავისუფლებას ულტრა-ორთოდოქსული ეკლესიის თავდასხმებისგან იცავდნენ. საქართველოში პოლიციის მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტები რეგულარულად ჩნდება YouTube-ზე. სამართლიანი იქნებოდა იმის ვარაუდი, რომ Facebook-ის, YouTube-ისა და ელექტრონული მედიის სხვა ფორმების გამოყენება მობილიზაციის ინსტრუმენტად მომავალ წლებში კიდევ უფრო ჩვეულებრივი რამ იქნება. ოპოზიციის ლიდერები და ზოგიერთი კომენტატორი აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს ქვეყანა ბელორუსული ტიპის ავტორიტარიზმისკენ მიჰყავს, მაგრამ პოსტ-საბჭოთა დესპოტებს, ალექსანდრე ლუკაშენკოს და უზბეკეთის პრეზიდენტს ისლამ კარიმოვს, ახალი, თავისუფალი და ცოცხალი მედიის გამოჩენამდე, საინფორმაციო ნაკადის შეზღუდვა შეეძლოთ. საქართველომ ეს პერიოდი დიდი ხანია უკან მოიტოვა. საბჭოთა ტიპის ცენზურის დაწესება საქართველოში თითქმის წარმოუდგენელია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველომ Facebook-ი აღმოაჩინა და მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა ეს ხელისუფლებას, დემოკრატიას საქართველოში შემოსვლა ძალუძს. ორიგინალი ორიგინალი
  16. ხვალ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში აზერბაიჯანის სამხატვრო აკადემიისა და თსსა-ს სტუდენტთა ნამუშევრების ერთობლივ გამოფენა „ქართული მოტივები“ გაიმართება.… ლინკი მედიანიუსზე
  17. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატები“ საკრებულოში განსახილველად შეტანილი სამარშრუტო ტაქსებზე ნებართვის გაცემისთვის კონკურსის პირობებს ბუნდოვანს უწოდებენ. თბილისის… ლინკი მედიანიუსზე
  18. სოზარ სუბარის ძმის, ვახტანგ სუბელიანის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დაახლოებით ერთი საათის დაგვიანებით დაწყო. პროცესი 6 საათზე იყო დანიშნული. სასამართლო პროცესს იქვე შეკრებილი ხალხის ნაწილი ესწრება. თავად სოზარ სუბარი საქალაქო სასამართლოში არ გამოჩენილა. სასამართლო პროცესზე ვახტანგ სუბელიანის გარდა, კიდევ 12 პირის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებენ. ვახტანგ სუბელიანს 28 ოქტომბერს, ღამის პირველ საათზე, ყალბი ანგარიშ–ფაქტურების დამზადების მუხლით წაუყენეს ბრალდება. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  19. http://img.metro.co.uk/i/pix/2010/07/22/article-1279790355516-0A869F62000005DC-970621_636x405.jpg “არ არის საჭირო გამეორება… ისედაც ვიცი, რომ ვერ ვთამაშობ კარგად.” მიმდინარე სეზონში “ლივერპული” სტაბილურობით არ გამოირჩევა. კარგად ჩატარებულ მატჩებს აშკარა ჩავარდნები სდევს თან. ამ სეზონში ინგლისურ გრანდს ფაქტოვრივად მხოლოდ ერთი ტიტულისთვის უწევს ბრძოლა – ევროპის ლიგაში გამარჯვებისთვის. შესაბაისად, კრიტიკის გარეშე არ რჩება გუნდი და თითოეული ფეხბურთელი. “წითლების” ახალწვეულმა, 28 წლის ჯო კოულმა sport.co.uk-ს ინტერვიუ მისცა, სადაც საკუთარ თავზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე სეზონში მაქსიმალურად ვერ აჩენს საკუთარ შესაძლებლობებს სტაბილურობით არ გამოირჩევა: –”არ არის საჭირო გამეორება, ისედაც კარგად ვიცი, რომ ვერ ვთამაშობ კარგად. უკვე დიდი ხანია რაც ვფიქრობ, როგორ დავხვეწო და გავაუმჯობესო ჩემი თამაშის სტილი, თუმცა უშედეგოდ. მაშინ როცა კლუბს ასეთი პერიოდი უდგას და მეც ვერ ვთამაშობ კარგად, ორმაგად ცუდად ვგრძნობ თავს. “ლივერპულში” მიმდინარე სეზონი ისე ვერ დავიწყე, როგორც მინდოდა. ვიმედოვნებ, ეს ყველაფერი დროებითი იქნება.” წყარო: sport.co.uk View the full article
  20. რუსული სამხედრო ტექნიკითა და იარაღით ვაჭრობამ ბოლო 10 წლის განმავლობაში 60 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსის” ცნობით, “რასაბარონექსპორტის”გენერალური დირექტორის ანატოლი ისაიკინის თქმით, 2000-2010 წლებში სამხედრო-საბრძოლო ტექნიკის საზღვარგარეთ გაყიდულმა თანხამ 60 მილიარდ აშშ დოლარს უკვე გადააჭარბა. გაყიდული იარაღის 80 პროცენტი სახელმწიფო საწარმოების მიერ არის დამზადებული.ისაიკინის თქმით, ყოველწლიურად იარაღის ექსპორტი 500-700 მილიონი დოლარით იზრდება. მიმდინარე წ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  21. http://cdn.caughtoffside.com/wp-content/uploads/2010/04/3_4348_Mirko_Vucinic.jpg მართალია Goal.Com-ს ჭორიკანა საიტის სახელი აქვს, მაგრამ ხანდახან ძალიან გვიხარებს გულს – ვიცით რომ შესაძლოა სიმართლის მარცვალი 1% იყოს, მაგრამ 1%-იც რამეა ამ ცხოვრებაში.ბევრი რომ არ გავაგრძელო, მარკო ვუჩინიჩს “გამერსისაიდელებას” უპირებენ, რაც პირადად მე ძალიან მიხარია. Il Corriere dello Sport -ის ცნობით, “წითლები” “მგლებს” 16 მილიონს სთავაზობენ. როი ჰოჯსონს 27წლის მონტენეგროელი ძალიან მოსწონს და უნდა, ის “ენფილდზე” 11 ნომრიანი მაისურით გაიყვანოს. ზემოხსენებული ვებ-გვერდი (Il Corriere dello Sport) ასევე გვამცნობს, რომ ვუჩინიჩი მზადაა დატოვოს “რომა”, რადგან მათ ეს სეზონი ძალიან ცუდად დაიწყეს. ვუჩინიჩის კლუბიდან წასვლა იტალიური საიტების ერთ-ერთი აქტიური თემაა. View the full article
  22. ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელის ადმირალ ჯამპაოლო დი პაოლასა და საქართვლოს თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას შეხვედრა დაახლოებით 45 წუთს გაგრძელდა. ოპერატორები, ფოტორეპორტიორები და ჟურნალისტები სამინისტროში არ შეუშვეს. ადმირალმა პაოლამ სამინისტროს ეზოში ჟურნალისტებისათვის მხოლოდ მცირე კომენტარი გააკეთა. თავდაცვის მინისტრისა და ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელის შეხვედრის გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და ფოტორეპორტიორებს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებმა სამინისტროს ეზოში განუმარტეს, რომ შეხვდერის ვიდეო და ფოტომასალას მედია საშუალებების წარმომადგენლებს სამინისტროს ოპერატორი გადააწერინებს, ხოლო ფოტოებს ელქტრონულ ფოსტაზე გადაუგზავნიან. ჯამპაოლო დი პაოლამ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნოდარ ხარშილავამ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი სამინისტროს ეზოში გააკეთეს. ადმირალ პაოლას თქმით, მისი ვიზიტი ალიანსსა და საქართველოს შორის პარტნიორობის გამყარების ხელშეწყობას ემსახურება. მისი განცხადებით, საქართველოს ნატოში ინტეგრაციისთვის მუშაობა გრძელდება. ჯამპაოლო დი პაოლა საქართველოს მადლობას უხდის ავღანეთის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისათვის და მწუხარებას გამოთქვამს დაღუპული ქართველი ჯარისკაცების გამო: ,,მინდა პატივისცემა გამოვხატო იმ მამაცი ქართველი ჯარისკაცების მიმართ, რომლებიც ბოლოს დაიღუპნენ. საქართველოს წვლილი ავღანეთში ძალიან რელევანტურია’’. ნოდარ ხარშილავას განცხადებით, განსაკუთრებული კმაყოფილება ადმირალმა საქართველოს ავღანეთის მისიაზე დააფიქსირა. მისი თქმით, შეხვედრაზე თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზეც იყო საუბარი. ,,დაფიქსირდა კიდევ ერთხელ, რომ ბუქარესტის განცხადება ძალაშია, მიდის ამაზე მუშაობა და საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი’’, – ამბობს ხარშილავა. ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი თბილისში დღეს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი ორდღიანია. პაოლა უკვე შეხვდა ევროატლანტიკური ინტრეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს ელენე ხოშტარიას, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს დევი ჭანკოტაძეს. დღის განრიგს ადმირალი საქართველოს პარლამენტის თავჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან შეხვედრით დაასრულებს. ხვალ კი ჯამპაოლო დი პაოლა ეროვნულ სასწავლო ცენტ ,,კრწანისს’’ ესტუმრება და ნატოს სამეკავშირეო ოფისს მოინახულებს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  23. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53679.jpgგარდაბნის რაიონის გამგეობის სპეციალისტი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. გამოძიების ცნობით, ავთანდილ მეხტიევმა ქრთამის სახით ერთ-ერთი მოქალაქისგან 4000 დოლარი აიღო. View the full article
  24. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53684.jpgმოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა სამომავლო პოლიტიკურ გეგმებსა და რუსეთში ვიზიტის შედეგებზე დღეს პრესკლუბ პრაიმ-ტაიმში ისაუბრა. View the full article
  25. http://rustavi2.com/news_photos/10_10/smalls/53679.jpgმოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა სამომავლო პოლიტიკურ გეგმებსა და რუსეთში ვიზიტის შედეგებზე დღეს პრესკლუბ პრაიმ-ტაიმში ისაუბრა. View the full article
×
×
  • შექმენი...