planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2009/2/18/1234984048184/Jos--Reina-Liverpool-004.jpg ესპანელმა მეკარემ “ლივერპულს” განუცხადა, რომ მას სურს გუნდის დატოვება იანვარში. როი ჰოჯსონმა უკვე მოისმინა უკმაყოფილო მეკარის ეს განცხადება და სავარაუდოდ პეპე რეინა გუნდს ზამთარში დატოვებს, მისი ფასი 20 მილიონი ფუნტია. რეინას ხელში ჩაგდება ერთდროულად სამ კლუბს სურს, ესენია: მანჩესტერი, არსენალი და რაფა ბენიტესის ინტერი. სამაგიეროდ გააქტიურდა როი ჰოჯსონი, მას შემდეგ რაც მოისმინა ესპანელის უკმაყოფილება და უიმედობა, გუნდის პროგრესთან დაკავშირებით და უკვე მონიშნა რეინას შემცვლელი 2 მთავარი კანდიდატი. ესენია: გერმანიის ნომერ პირველი მეკარე ნეუერი და აიაქსის კიპერი სტეკელენბურგი. იტყობინება Daily Express. წყარო: eurosport.yahoo.com View the full article
-
ზუსტად ნახევარი საუკუნის წინ თბილისის დინამო საერთაშორისო ამხანაგური თამაშების ჩასატარებლად ინგლისში ჩავიდა.ეს იყო ქართველების პირველი სტუმრობა ფეხბურთის სამშობლოში. იხილეთ tabula.geზე
-
liverpoolfc(ფანკლუბი) “ფრე დაღლილობის ბრალი იყო”
planetanews posted a topic in rss სიახლეები(სპორტი)
http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2009/4/17/1239996357213/Steven-Gerrard-001.jpg ლივერპულის კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა უიგანთან მატჩის 1-1 დასრულების შემდეგ იმედგაცრუებულ გულშემატკივარს მიმართა. “ალბათ უიგანთან ჩვენი თამაშის ხარისხი ჩელსისთან მატჩის შედეგია, რადგან ლონდონელების დასამარცხებლად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა და მხოლოდ 72 საათის შემდეგ ძნელია ითამაშო მნიშვნელოვანი მატჩი უიგანის წინააღმდეგ გასვლაზე.” “ჩელსისთან ფანტასტიკური შედეგის შემდეგ (2-0) გულშემატკივარი იმედგაცრუებულია ბოლო მატჩით, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ გავნაგრძობთ დაუმარცხებლობას. ასევე მნიშვნელოვანია რომ ფერნანდო ტორესმა გაიტანა თავისი შესანიშნავი გოლი. გარდა ამისა მეც კმაყოფილი ვარ ჩემი დღევანდელი ფორმით” – განაცხადა ”ლივერპულის ექომ”. View the full article -
აფხაზურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაშკიროსტანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება სოხუმის დელეგაცია მისი მერის ალიას ლაბახუას ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ქ. სოხუმის ადმინისტრაციის საქმეთა მმართველი თემურ ტყებუჩავა და ე.წ. აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის აპარატის უფროსი დაურ კოვე.მოლაპარაკებების პროცესში მხარეებმა ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას მეგობრობზე და თანამშრომლობაზე ქ.სოხუმსა და ქ. უფის საქალაქო ოლქს შორის.ინფორმაციის შ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01692/poulsenget_1692121c.jpg ლივერპულის ნახევარმცველმა და დანიის ნაკრების კაპიტანმა კრისტიან პოულსენმა განაცხადა რომ როის გუნდში მთავარი ფიგურა გახდება. პოულსენი თვლის რომ ნელ-ნელა ეჩვევა პრემიერ პრემიერ ლიგას და მისი მთავარი მიზანია დაეხმაროს ლივერპულს ისევ გაბრწყინებაში.დანიელი შეცვლაზე შემოვიდა მატჩის ბოლოს უიგანის წინააღმდეგ რომელიც დამთავრდა ფრედ 1-1.მისი აზრით ამ თამაშში მან როის დავალებას გაართვა თავი და იმედითაა განწყოილი რომ ლივერპული კიდევ შეძლებს წაუგებელი სერიების გაგრძელებას მოგებებით,და ამბობს რომ ამისათვის საჭიროა ბევრი ვარჯიში. ”ჩვენ დავიჭირეთ ჩვენი თამაში და ახლა რაც მთავარია სწრაფად უნდა ავიდეთ მაღალ საფეხურებზე და დაუბრუნდეთ დიდ ოთხეულს.ვფიქრობდი რომ ფანტასტიური დაწყების შემდეგ ატჩის ჩვენ სასარგებლოდ დამთავრება არ გაგვიჭირდებოდა თუმცა შესვენების შემდეგ უეცრად გაშვებულმა გოლმა უიგანს მისცა ძალა და სისწრაფე რითაც დიდი პროლემები შეგვექმნა ამის და მიუხედავად მეტი გოლი არ გაგვიშვია თუმცა ვერც გავიტანეთ.ჩვენ რათქმაუნდა გაბრაზებულები ვარ ჩელსის შემდეგ რომ უიგანთან დავკარგეთ ორი ქულა თუმცა ამან დაამტკიცა თუ როგორია პრემიერ ლიგაში ნებისმიერი გუნდი.ლივერპული ბრწყინვალე კლუბია და მე ვამაყობ რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ ვგრძნობ რომ შემიძლია კარგად თააში და მეტი სარგებელის მოტანა. View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/bbc_logo.jpg ტომ ესლემონტი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აქებს მისი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობას მას შემდეგ, რაც მათ სავარაუდო რუსეთის ჯაშუშური ქსელი ამხილეს. BBC–სთან ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამ საქმემ ცხადყო ის, რომ რუსეთის სპეცამსახურები ცუდ ფორმაში არიან და მათ რეფორმირება შესთავაზა. პარასკევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტრომ განაცხადა, რომ 13 ეჭვმიტანილი დააკავა. მოსკოვი საქართველოს „აშკარა“ პროვოკაციის ორგანიზებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ეს საგანგებოდ გაკეთდა ორი მსოფლიო სამიტის წინ, რომელსაც რუსეთიც დაესწრება. მას შემდეგ რაც საქართველო და რუსეთი 2008 წელს ერთმანეთს ომში დაუპირისპირდნენ, მხარეებს შორის სიტუაცია ისედაც უკიდურესად გართულებული იყო. თუმცა პარასკევს, ახალი ჯაშუშური ქსელის მხილებამ საქართველოში, რუსეთი განარისხა და პატარა ქვეყნისა და მისი ყოფილი პატრონის ურთიერთობები კიდევ უფრო დაძაბა. BBC–სთან ინტერვიუში ბატონი სააკაშვილი თითქოს იცავდა აგენტურული ქსელის მხილებისკენ გადადგმულ ნაბიჯს იმ ფონზე, როდესაც ამისთვის შერჩეულმა დრომ, რუსეთი გააღიზიანა, რადგან სულ რაღაც რამდენიმე დღეში რუსთი პორტუგალიაში ნატოს სამიტს უნდა დაესწროს. თუმცა, სიტყვით მაინც, ის რუსეთს და საქართველოს შორის ურთიეთობების აღდგენის წინადადებით გამოვიდა, რადგან მოსკოვმა რეგიონში უკვე ყველა ზღვარს გადააჭარბა. „მათ უკვე მოგვაყენეს ყველა ის ზიანი, რისი მოყენებაც შეეძლოთ. ასე რომ ამ მომენტისთვის, ვფიქრობ, ამაზე უარესი ვეღარ მოხდება. იმედი მაქვს, ამ პუნქტიდან, ამ უდაბლესი მაჩვენებლიდან, სიტუაციამ შეიძლება გამოსწორება დაიწყოს; მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თვალი უნდა დავხუჭოთ ძირგამომთხრელ საქმიანობაზე, ჯაშუშებზე, პროვოკაციებზე. ჩვენ მათზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. ბატონმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის სამთავრობო აპარატი, მათ შორის „უსაფრთხოების სამსახურები“ ცუდ ფორმაში არიან და ურჩია მათ ხალხი საქართველოში გამოგზავნონ იმის სანახავად, თუ როგორ გარდაქმნა თბილისმა საკუთარი ინსტიტუტები. საქართველოს პრეზიდენტი უპირატესობას ზეიმობს და ტრიუმფალურ განწყობაზეა. კრემლს, ჯაშუშურ სკანდალზე ჯერ ოფიციალური პასუხი არ გაუცია. თუმცა, სააკაშვილის მხიარული ლექსიკის მიუხედავად, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მათ შორის სიტუაცია დიდხანს არ გაუმჯობესდება. ორიგინალი ორიგინალი
-
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, “ნატო-ს შიგნით ამჟამად მიმდინარე პროცესები საშიშროებას იწვევს”.ლავროვის განცხადებით, “ნატო ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. საშიშროებას ნატო-ს შიგნით ამჟამად მიმდინარე პროცესები იწვევს - გასცდეს თუ არა საერთაშორისო კანონმდებლობის ფარგლებს, ან სამხედრო ინფრასტრუქტურა რუსეთის საზღვრებს მიუახლოვოს”.“ეს იწვევს აუცილებლობას, ჩვენი საზღვრის გასწვრივ შემხვედრი ნაბიჯები გადავდგათ.”, - განაცხადა ლავროვმა. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის – „ქალაქ თბილისის მერია - ირაკლი კაკაბაძე, შოთა დიღმელაშვილი, ალეკო ჩიღვინაძე“ – მოსამზადებელი მოსმენა უნდა გამართულიყო, მაგრამ პროცესი 19 ნოემბრისთვის გადაიდო. საქმის მთავარი განხილვა, მოსამზადებელი მოსმენის გარეშე, სწორედ ამ დღეს გაიმართება. პროცესზე მოპასუხე მხარე ადვოკატმა წარმოადგინა. ირაკლი კაკაბაძე აშშ-ს მოქალაქეა და ამჟამად სწორედ იქ იმყოფება. ადვოკატმა სასამართლოს ირაკლი კაკაბაძის მიერ აშშ-დან გამოგზავნილი მინდობილობის წერილი წარუდგინა. განხილვის დაწყებამდე მოსამართლე მაკა ჭედიამ რამდენიმე წუთით შესვენება გამოაცხადა, დარბაზში დაბრუნებულმა კი განაცხადა, რომ არასწორად შედგენილი რწმუნებულების გამო, ირაკლი კაკაბაძის ადვოკატს მის წარმომადგენლად სასამართლოზე ვერ დაუშვებდა. აშშ-ს კანონმდებლობით მინდობილობას ნოტარიულად დამოწმება არ სჭირდება, ეს პროცესი საკმაოდ გამარტივებულია. ქართული კანონმდებლობით კი, მინდობილობას აუცილებლად ნოტარიულად უნდა დამტკიცდეს. 2010 წლის 14 აგვისტოს, საერთაშორისო პენ კლუბის წევრებმა შოთა დიღმელაშვილმა, ალექსი ჩიღვინაძემ და ირაკლი კაკაბაძემ ჯორჯ ბუშის ქუჩაზე გამართეს აქცია და მათ ხელისუფელბისგან ქუჩისთვის სახელის გადარქმევა და მისთვის ამერიკელი პოეტის, უოლტ უიტმენის სახელის დარქმევა მოითხოვეს. მათ ჯორჯ ბუშის ქუჩაზე გაკრული აბრა გადაღებეს და მას შავი საღებავით Walt Whitman Street დააწერეს. მოგვიანებით კი იქვე ლექსებიც წაიკითხეს. პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა და მოგვიანებით მათ 400-400 ლარიანი ჯარიმები დააკისრა. მოტივი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა იყო. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით კი, პროტესტის მონაწილეების საქციელი, ანუ აბრის გადაღებვა, მხოლოდ 50 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებდა, სასამართლომ კი მათ 400 ლარიანი ჯარიმა არასწორად დააკისრა. მოგვიანებით ქალაქ თბილისის მერიამ ირაკლი კაკაბაძისგან, შოთა დიღმელაშვილისა და ალექსი ჩიღვინაძისგან აბრის შესაკეთებლად დახარჯული თანხის, 2 ათასი ლარის ანაზღაურება მოითხოვა რის გადახდასაც 14 აგვისტოს გამართული აქციის ორგანიზატორები ნებით არ აპირებენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
დღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე ჯანდაცვის სფეროში მომუშავე დონორი ორგანიზაციებისა ( USAID, UNICEF, WHO, UNDIO, UNAIDS, OSI) და საელჩოების (გერმანიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, პოლონეთის, საბერძნეთის, ლიტვის) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურული იყო. როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ანდრია ურუშეძემ შეხვედრის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე მას უნდა გაეკეთებინა პრეზენტაცია ჯანდაცვის სფეროს ძირითადი მიმართულებების შესახებ, ესენია: ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევის, ადამიანური რესურსების განვითარების, ჯანდაცვის მართვის საინფორმაციო სისტემებისა და ჰოსპიტალური სექტორის განვითარების საკითხები. შეხვედრაზე მხარეებს თანამშომლობის სამომავლო გეგმებზე, ურთიერთობების გაღრმავებასა და კონკრეტული საჭიროებების განსაზღვრაზე უნდა ემსჯელათ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
„ჩემს მეუღლეს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება არ დაუწერია“ – ამბობს თბილისის #148 საჯარო სკოლის დირექტორი ვალერიან გიორგაძე. მისი მეუღლე, #149 სკოლის დირექტორი მაია გიორგაძე, ჯერჯერობით, ერთადერთია, რომელმაც დანარჩენი 7 კოლეგის მსგავსად, გათავისუფლების შესახებ განცხადებას ხელი არ მოაწერა. #148 და #149 საჯარო სკოლებში დღეს დილით განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა შესამოწმებლად. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ჟურნალისტებს აღნიშნული ფაქტი დაუდასტურა და განმარტა: „განათლებისა და მეცნიერების მინისტრს აქვს უფლება, მოახდინოს რეაგირება იმ დარღვევების ფაქტებზე, რომლებიც ფიქსირდებიან. გენერალური ინსპექცია მოქმედებს კანონმდებლობასთან შესაბამობაში და ამოწმებს იმ ეკონომიკურ გადაცდენებსა და დარღვევებს, რომლებიც არსებობენ სხვადასხვა სკოლაში. ეს არის რუტინული პროცესი, რომელიც გაგრძელდება“. სკოლის დირექტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი თეა თუთბერიძე ამბობს, რომ #149 და #148 სკოლებში გენინსპექციის შესვლას წინ უძღოდა ზეწოლა აღნიშნული სკოლების დირექტორებზე სამინისტროს მხრიდან. „გუშინ ვალერიან გიორგაძე სამინისტროში დაიბარეს და მოსთხოვეს, რომ მის მეუღლეს, მაია გიორგაძეს, 149-ე სკოლის დირექტორს, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაეწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები მასაც შეექმნებოდა“, – ამბობს თუთბერიძე. თავად ვალერიან გიორგაძე ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ მასთან „ეგეთი საუბარი არ ყოფილა“, თუმცა ადასტურებს, რომ სამინისტროში გუშინ მართლაც იმყოფებოდა: „სამინისტროში ვიყავი სხვა საქმეზე, რესურს–ცენტრში“. ვალერიან გიორგაძე ამბობს, რომ დღეს მის სკოლაში გენერალური ინსპექცია მართლაც შევიდა: „ინსპექციის შემოსვლის მოტივი თემატური შემოწმებაა“ – ამბობს იგი ნეტგაზეთთან საუბარში. მანვე დაგვიდასტურა, რომ გენინსპექცია იმ სკოლასაც ამოწმებს, რომელსაც მისი მეუღლე ხელმძღვანელობს. „149-ე სკოლაში გენერალური ინსპექცია სეიფის გასაღებს ითხოვს. ამის უფლება გენინსპექციას არ აქვს. სეიფის გასაღები კი არ უნდა მოითხოვონ, მათ უნდა შეამოწმონ კონკრეტული დოკუმენტები და ამ დოკუმენტების წარდგენა უნდა მოითხოვონ“ – ამბობს თეა თუთბერიძე. თავად #149 სკოლის დირექტორთან, მაია გიორგაძესთან დაკავშირება ნეტგაზეთმა ამ დრომდე ვერ მოახერხა. ქალბატონი მაიას პირადი და სამსახურებრივი მობილური ტელეფონები გამორთულია. არავინ პასუხობს არც სკოლის დირექტორის კაბინეტის ტელეფონს. მაია გიორგაძეს ნეტგაზეთი 10 ნოემბერს ესაუბრა. მან ღიად განაცხადა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ირაკლი ანდრიაშვილი პირადად ითხოვდა მისგან თანამდებობის დატოვებას. ამ ინფორმაციის გადამოწმებას ნეტგაზეთი განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან შეეცადა, თუმცა დიმიტრი შაშკინი მხოლოდ ორსიტყვიანი კომენტარით შემოიფარგლა: „რა სისულელეა“ – გვითხრა მან. მაია გიორგაძის თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ის 9 ნოემბერს, ღამით, მას შემდეგ დაიბარეს, რაც საჯარო სკოლების მეთორმეტეკლასელებმა საპროტესტო აქცია გამართეს 8 საატესტაციო გამოცდის გაუქმების მოთხოვნით. სკოლის დირექტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, იმ ღამით 8 სკოლის დირექტორი იქნა დაბარებული სამინისტროში, რომლებსაც თანამდებობების დატოვება მოთხოვეს. სამინისტროს მოთხოვნას მხოლოდ მაია გიორგაძე არ დაემორჩილა: „მე ვამტკიცებდი და მივიტანე დოკუმენტები, რომ ჩემი მოსწავლეები არ ყოფილან აქციაზე“ – აღნიშნა მან. დღეს ნეტგაზეთთან საუბარში ვალერიან გიორგაძემაც განაცხადა, რომ აქციაში არც მისი სკოლის მოსწავლეებს მიუღიათ მონაწილეობა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, საჯარო სკოლების დირექტორები საკუთარი განცხადებების საფუძველზე გათავისფლდნენ. შაშკინის თქმით, დირექტორებმა განცხადებები სამეურვეო საბჭოების თავმჯდომარეების სახელზე დაწერეს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
„ჩემს მეუღლეს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება არ დაუწერია“ – ამბობს თბილისის #148 საჯარო სკოლის დირექტორი ვალერიან გიორგაძე. მისი მეუღლე, #149 სკოლის დირექტორი მაია გიორგაძე, ჯერჯერობით, ერთადერთია, რომელმაც დანარჩენი 7 კოლეგის მსგავსად, გათავისუფლების შესახებ განცხადებას ხელი არ მოაწერა. #148 და #149 საჯარო სკოლებში დღეს დილით განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა შესამოწმებლად. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ჟურნალისტებს აღნიშნული ფაქტი დაუდასტურა და განმარტა: „განათლებისა და მეცნიერების მინისტრს აქვს უფლება, მოახდინოს რეაგირება იმ დარღვევების ფაქტებზე, რომლებიც ფიქსირდებიან. გენერალური ინსპექცია მოქმედებს კანონმდებლობასთან შესაბამობაში და ამოწმებს იმ ეკონომიკურ გადაცდენებსა და დარღვევებს, რომლებიც არსებობენ სხვადასხვა სკოლაში. ეს არის რუტინული პროცესი, რომელიც გაგრძელდება“. სკოლის დირექტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი თეა თუთბერიძე ამბობს, რომ #149 და #148 სკოლებში გენინსპექციის შესვლას წინ უძღოდა ზეწოლა აღნიშნული სკოლების დირექტორებზე სამინისტროს მხრიდან. „გუშინ ვალერიან გიორგაძე სამინისტროში დაიბარეს და მოსთხოვეს, რომ მის მეუღლეს, მაია გიორგაძეს, 149-ე სკოლის დირექტორს, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაეწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები მასაც შეექმნებოდა“, – ამბობს თუთბერიძე. თავად ვალერიან გიორგაძე ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ მასთან „ეგეთი საუბარი არ ყოფილა“, თუმცა ადასტურებს, რომ სამინისტროში გუშინ მართლაც იმყოფებოდა: „სამინისტროში ვიყავი სხვა საქმეზე, რესურს–ცენტრში“. ვალერიან გიორგაძე ამბობს, რომ დღეს მის სკოლაში გენერალური ინსპექცია მართლაც შევიდა: „ინსპექციის შემოსვლის მოტივი თემატური შემოწმებაა“ – ამბობს იგი ნეტგაზეთთან საუბარში. მანვე დაგვიდასტურა, რომ გენინსპექცია იმ სკოლასაც ამოწმებს, რომელსაც მისი მეუღლე ხელმძღვანელობს. „149-ე სკოლაში გენერალური ინსპექცია სეიფის გასაღებს ითხოვს. ამის უფლება გენინსპექციას არ აქვს. სეიფის გასაღები კი არ უნდა მოითხოვონ, მათ უნდა შეამოწმონ კონკრეტული დოკუმენტები და ამ დოკუმენტების წარდგენა უნდა მოითხოვონ“ – ამბობს თეა თუთბერიძე. თავად #149 სკოლის დირექტორთან, მაია გიორგაძესთან დაკავშირება ნეტგაზეთმა ამ დრომდე ვერ მოახერხა. ქალბატონი მაიას პირადი და სამსახურებრივი მობილური ტელეფონები გამორთულია. არავინ პასუხობს არც სკოლის დირექტორის კაბინეტის ტელეფონს. მაია გიორგაძეს ნეტგაზეთი 10 ნოემბერს ესაუბრა. მან ღიად განაცხადა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ირაკლი ანდრიაშვილი პირადად ითხოვდა მისგან თანამდებობის დატოვებას. ამ ინფორმაციის გადამოწმებას ნეტგაზეთი განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან შეეცადა, თუმცა დიმიტრი შაშკინი მხოლოდ ორსიტყვიანი კომენტარით შემოიფარგლა: „რა სისულელეა“ – გვითხრა მან. მაია გიორგაძის თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ის 9 ნოემბერს, ღამით, მას შემდეგ დაიბარეს, რაც საჯარო სკოლების მეთორმეტეკლასელებმა საპროტესტო აქცია გამართეს 8 საატესტაციო გამოცდის გაუქმების მოთხოვნით. სკოლის დირექტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, იმ ღამით 8 სკოლის დირექტორი იქნა დაბარებული სამინისტროში, რომლებსაც თანამდებობების დატოვება მოთხოვეს. სამინისტროს მოთხოვნას მხოლოდ მაია გიორგაძე არ დაემორჩილა: „მე ვამტკიცებდი და მივიტანე დოკუმენტები, რომ ჩემი მოსწავლეები არ ყოფილან აქციაზე“ – აღნიშნა მან. დღეს ნეტგაზეთთან საუბარში ვალერიან გიორგაძემაც განაცხადა, რომ აქციაში არც მისი სკოლის მოსწავლეებს მიუღიათ მონაწილეობა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, საჯარო სკოლების დირექტორები საკუთარი განცხადებების საფუძველზე გათავისფლდნენ. შაშკინის თქმით, დირექტორებმა განცხადებები სამეურვეო საბჭოების თავმჯდომარეების სახელზე დაწერეს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.polity.ge/images/catalog/georgia/politics/persons/shevardnadze_e_02.jpgედუარდ შევარდნაძე, რომელიც 2003 წლის ”ვარდების რევოლუციის” დროს გადააყენეს, მას შემდეგ თბილისის შემოგარენში მშვიდად ცხოვრობს და პრესას იშვიათად ეკონტაქტება, მაგრამ უკანასკნელი წლის განმავლობაში ის საჯაროდ სულ უფრო ხშირად გამოსთქვამდა საკუთარ მოსაზრებებს და აკრიტიკებდა არამხოლოდ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას, არამედ გულწრფელად აღიარებდა იმ შეცდომებს, რომელიც საკუთარი მმართველობის დროს დაუშვა. polity.ge
-
polity.ge ბური ფერმერები საქართველოში სახლდებიან
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://www.polity.ge/images/catalog/georgia/region/svaneti_03.jpgმიწის რეფორმით შეშინებული სამხრეთ-აფრიკის რესპუბლიკის თეთრკანიანი ფერმერები ახალ მიწებს ეძებენ. polity.ge -
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/guardian1.jpg ჯულიან ბორჯერი საქართველოში ორი სომხის სასამრთლო პროცესის შემდეგ, 2005 წელს იარაღის ურანის კონტრაბანდის მცდელობისთვის დააკავებული ადამიანი, კვლავ დააპატიმრეს. 8 ნოემბერს სომხეთის მთავრობამ იმ ადამიანის დაპატიმრების შესახებ განაცხადა, რომელიც ეჭვმიტანილია იარაღის ურანის მიყიდვაში ორი კონტრაბანდისტისთვის, რომლებიც წელს საქართველოში შავ ბაზარზე უარნის გაყიდვის მცდელობისთვის დააკავეს. სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ გარიკ დადაიანმა, რომელმაც 2005 წელს მაღალგამდიდრებული ურანის კონტრაბანდის მცდელობისთვის რამდენიმე თვე ციხეში გაატარა, კვლავ დაპატიმრებულია ქართველი გამომძიებლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. სომეხმა ჩინოვნიკებმა ანონიმურობის პირობით Guardian–ს აცნობეს, რომ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მარტის ინციდენტი ქართველ კოლეგებთან ერთად გამოიძიეს. ორმა სომეხმა – გრანტ ოგანიანმა და სუმბატ ტონოიანმა თბილისის სასამართლოში აღიარეს, რომ საქართველოს დედაქალაქში მაღალგამდიდრებული ურანის მიყიდვას აპირებდნენ იმ ადამიანისთვის, რომელიც მათ რადიკალური ისლამისტური ორგანიზაციის წევრად მიაჩნდათ. გარიგება 11 მარტს უნდა შემდგარიყო, თუმცა პოტენციური აგენტი ქართული სპეცსამსახურების აგენტი აღმოჩნდა, რომელიც დაცვის ქვეშ მუშაობდა. ოგანიანის და ტონოიანის განაჩენი უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოცხადდება. დაკავებულების თქმით, მათ საქართველოში შეიტანეს 18 გრამი ურანი, რომელიც სიგარეტის ყუთში მოათავსეს და ტყვიაში შეფუთეს. ყუთი იმ მატარებლის ვაგონებს შორის დამალეს, რომელიც სომხეთის დედაქალაქიდან (ერევანი) მიდიოდა. ქართველ გამომძიებლებს მათ უამბეს, რომ იარაღის ურანი პატარა გამყიდვლისგან, ოგანიანის ნაცნობ დადაიანისგან შეიძინეს, რომელიც ტრაბახობდა, რომ მას გაცილებით მეტი ურანის შოვნა შეეძლო ურალსა და ციმბირში კავშირების წყალობით. შვიდი წლის განმავლობაში ეს მაღალგამდიდრებული ურანის კონტრაბანდის მესამე მცდელობა იყო, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს ტერიტორიაზე. ის კითხვებს აჩენს იმ ბირთვული მასალების მარაგების შესახებ, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე დარჩა. მიჩნეულია, რომ რუსეთში ამ ნივთიერების რაოდენობა 700 ტონას აღწევს, თანაც ის ისეთ ობიექტებზე ინახება, რომლებიც უსაფრთხოების ხარისხით ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. დადაიანი 2003 წელს დააკავეს, როდესაც 200 გრამ იარაღის ურანზე, რომლის გადატანასაც ის სომხეთ–საქართველოს საზღვარზე ცდილობდა, სპეციალურმა დეტექტორმა ირეაგირა. მაშინ ის სიტუაციას დაუსხლტდა, თუმცა მოგვიანებით სომხეთის ხელისუფლებამ დააკავა. მას ორწელიწადნახევარი მიუსაჯეს, საიდანაც ციხეში მხოლოდ რამდენიმე თვე გაატარა. როგორც Guardian–ს ქართველმა გამომძიებლებმა აცნობეს, ისინი ეჭვობენ, რომ მოსყიდულმა ქართველმა მესაზღვრეებმა დადაიანს 2003 წელს მისი მარაგების ნაწილის შენახვის საშუალება მისცეს, და რომ სწორედ ეს დარჩენილი ნაწილი გადასცა მან ოგანიანს და ტონოიანს იმ იმედით, რომ ისინი მყიდველს მოძებნიდნენ. სომეხ კონტრაბანდისტებს სინჯიდან ერთი გრამის გაყიდვა 500 000 დოლარად სურდათ, ხოლო დანარჩენის მიყიდვას იმ შემთხვევაში სთავაზობდნენ, თუ გარიგება წარმატებული იქნებოდა. შეერთებულმა შტატებმა ბოლო წლების განმავლობაში მილიარდობით დოლარი დახარჯა იმაზე, რომ როგორმე ბირთვული მასალების მოწყვლადი რუსული მარაგები დაეცვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ შავ ბაზარზე მაღალგამდიდრებული ურანის პარტიების შემცირება იმედისმომცემია, თუმცა რუსეთში სიტუაციის ცვლილებამ შეიძლება ბირთვული ბომბების კომპონენტებით უკანონო ვაჭრობის ახალი ტალღა გამოიწვიოს. „გაჩნდა ახალი საფრთხე: რუსეთში კორუფციის დონეს და მაღალჩინოსნების მზარდ დაუსჯელობას შეიძლება ბირთვული მასალებით ვაჭრობის ახალი მცდელობები მოჰყვეს“, – აღნიშნა უტიაშვილმა. საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობა, ამ ორ ქვეყანას შორის 2008 წელს გაჩაღებული ომის შემდეგ, დაძაბული რჩება. რუსეთის სპეცსამსახურები, რომლებიც ქართველებს დაეხმარნენ საქართველოში ურანის კონტრაბანდის ორი წინა შემთხვევის გამოძიებაში, დღეს მათთან აღარ თანამშრომლობენ. ორიგინალი ორიგინალი
-
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53893.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ესტონეთში ოფიციალურ ვიზიტთან და გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით ტალინში მიღება გაიმართა. View the full article
-
http://s007.radikal.ru/i300/1011/54/71ef630946cd.jpg დღეს კარაგერმა ლივერპულის შესახებ ისაუბრა. ჯიმი კარაგერი:”მართალია გულშემატკივრებს იმედებს ვუცრუვებთ, მაგრამ ჩავარდნა ყველა გუნდს აქვს და არც ჩვენ ვართ გამონაკლისები. მერსისაიდისგან ყველა მეტს მოითხოვს და ეს გასაგებიცაა, თუმცა თავს ზემოთ ძალა არაა”. “მე და ჩემი თანაგუნდელები მალე შევალთ ფორმაში და სანახაობრივ ფეხბურთს ვითამაშებთ. ყველაფერი გამოსწორდება უახლოეს მომავალში”. – განაცხადა მცველმა. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53890.jpgთბილისს ცნობილი სერბი კალათბურთელი ვლადე დივაცი ეწვია. ვეტერანი სერბი კალათბურთელი ამჟამად სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეა. View the full article
-
http://www.polity.ge/images/catalog/world/persons/bush_g_01.jpgაშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უმცროსი ბევრ რამეში დარჩა თავისი გადაწყვეტილების ერთგული. წვრილმანია, მაგრამ მაინც ღირს სათქმელად, რომ ის არ სვამს და არ დაულევია 1986 წლის შემდეგ. ამით იგი თავის მემუარებში, 9 ნოემბერს გამოქვეყნებულ „საკვანძო გადაწყვეტილებებში“, ცდილობს, ბოლო მოუღოს ჭორებს და მასზე გავრცელებულ ხმებს. ჯორჯ ბუში, როგორც ადამიანი, მსოფლიომ მიივიწყა, რადგან მან თვითონ გაარიდა თავი საზოგადოებას. ამ წიგნის გამოცემით ის კვლავ ყურადღების ცენტრშია. polity.ge
-
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53892.jpgსაქართველოში ირლანდიის ახალი წარმომადგენლობა - კავკასიის ბიზნესსაბჭო გაიხსნა. ახალი ორგანიზაცია ქვეყანაში ირლანდიური ბიზნესექტორის შემოსვლას უზრუნველყოფს; საბჭო ასევე იზრუნებს ინვესტორების უფლებებსა და მათ ინფორმირებულობაზე. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53889.jpgმეტადონის პროგრამაში ჩართული პაციენტი ექიმებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. უთანხმოება მოზარდთა მე-19 პოლიკლინიკაში დაიწყო. View the full article
-
http://s007.radikal.ru/i301/1011/77/d8b56e9abedb.jpg დღეს ლივერპულის ჰოლანდიელმა გარემარბმა დირკ კიუტმა განაცხადა, რომ სტოკთან მოგებაა საჭირო. დირკ კიუტი:”ფორმაში არ ვართ და არასტაბილურად ვთამაშობთ, თუმცა გამოფხიზლებაა საჭირო, რადგან ერთი თამაშის მოგება არ კმარა. მერსისაიდი მებრძოლი კლუბია, მისი წარსულიდან გამომდინარე და მისი სახელი არ უნდა შევარცხვინოთ“. “პრემიერ ლიგაში არადამაჯერებლად ვასპარეზობთ და შედეგიც არადამაჯერებელია. სტოკი ძლიერი მეტოქეა, მაგრამ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, ვინაიდან კიდევ ერთხელ ქულების დაკარგვა, კატასტროფის ტოლფასია”. “ჩვენ ბურთი ტორესამდე უნდა მივიტანოთ და დანარჩენი თავად ესპანელმა იცის. მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ იგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია”. – განაცხადა ჰოლანდიელმა. View the full article