Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ფრაგმენტები განათლების მინისტრის სიტყვიდან, რომლითაც მან დღეს სამინისტროში შეკრებილ სკოლის დირექტორებს მიმართა: „თქვენს სისხლს დავლევ, პირდაპირ გეუბნებით!“ ამ სიტყვებით განათლების მინისტრმა სკოლის დირექტორებს ახალი გადაწყვეტილება აცნობა, რომლითაც სპორტული მოედნების მოწყობისთვის გამოყოფილი თანხა უშუალოდ საჯარო სკოლების ადმინისტრაციას გადაეცემა. აქამდე სპორტული მოედნების მოწყობისთვის ტენდერს სამინისტრო აცხადებდა და შესაბამისად, თავად არჩევდა გამარჯვებულ კომპანიას. შაშკინის თქმით, კერძო კომპანიების ნაწილმა მოედნების მოწყობა ვერ შეძლეს, ნაწილმა – თანხა უკან დააბრუნა. ამის გამო მოედნების მოწყობა ყველა სკოლაში ვერ მოხერხდა. შაშკინმა შეხვედრაზე დირექტორებს აუხსნა, რომ სამინისტრო ამ საქმეს სკოლებს გადააბარებს: ,,სამინისტრო გადასცემს სკოლას ამ ფულს, სკოლა გააკეთებს, თქვენს სისხლს დავლევ, პირდაპირ გეუბნებით! თქვენ იქნებით პასუხისმგებელი ამ კონკრეტულ საკითხზე თქვენ მოძებნით, თქვენ ჩაატარებთ, თქვენ მოაგვარებთ. ვიცი ბევრს მოეწეონება, ბევრს არ მოეოწონება. მირჩევნია, რომ სკოლის დირექტორი იყოს ამაზე პასუხისმგებელი, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, სისხლს დავლევ! თითო სანტიმეტრს დაუთვლი’’ – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა. ,,ამ სკოლების დირექტორები დასაჭერები იყვნენ! მივქარე, რომ ეს საქმე ბოლომდე არ მივიყვანე!“ ასე გამოეხმაურა შაშკინი სკოლა–პანსიონების დახურვის თემას: „ისინი (სკოლა–პანსიონების დირექტორები) დასაჭერები იყვნენ იმიტომ, რომ იქ მიდიოდა ბავშვების წამება.“ შაშკინმა აღნიშნული სკოლა–პანსიონების აღსაზრდელებზეც ისაუბრა: „შხაპს იღებდნენ თვეში ერთხელ, ტილები, ჭუჭყიანები... ასეთი სპეცსკოლები გვინდოდა? კი, მე დავხურე და დავხურავ კიდეც ნებისმიერ ასეთ სკოლას, რომელიც ასეთ რაღაცას გააკეთებს“ – განცხადა შაშკინმა. „ამ 20 მილიონს ახლა ყელიდან ამოვუღებ!’’ შაშკინის ეს მუქარა უკვე კერძო სკოლების დირექტორების მისამართით გაისმა. მისივე განმარტებით, ბევრმა არ იცის, რომ სახელმწიფო კერძო სკოლებისთვის 20 მილიონ ლარს ხარჯავს. ეს ამ სკოლებისთვის განკუთვნილი ვაუჩერების თანხაა. ,,საუბარი იმაზე, რომ თითქოს კერძო სკოლაში დადიან იმიტომ, რომ არ ისწავლონ, მომავალი წლიდან… მოვიცალე, რაღაც-რაღაცეები დავამთავრე და მოვიცალე ახლა კერძო სკოლებისთვის. ძალიან მაინტერესებს სწავლების დონე ამ სკოლებში. 20 მილიონ ლარს ვხარჯავთ, ამ 20 მილიონს ახლა ყელიდან ამოვუღებ!’’ ,,ვისაც სურვილი აქვს, რომ გახდეს დირექტორი, მას მომავალში გამოცდის ჩაბარება მოუწევს“ – ეს ინფორმაცია შაშკინმა მუქარების შემდეგ აუწყა საჯარო სკოლების დირექტორებს. თუმცა მანამდე ერთი „აღიარებითი ჩვენებაც“ მისცა: ,,ვაღიარებ, პროვოკაციაზე მივდიოდი’’ – თქვა შაშკინმა და იქვე განმარტა, რა პროვოკაციაზე იყო საუბარი: ,,ვაღიარებ ვაგზავნიდი ბავშვს, რომელიც მიდიოდა, რომ ამ სასწავლებელში (პროფესიულ სასწავლებელში) დაეწყო სწავლა. ეუბნებოდნენ, რომ ადგილი არ გვაქვს, მაქვს მხოლოდ ფასიანი ადგილი, აი, გადაიხადე... მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ნახევარ მილიონს, ზოგი 600 ათასს იღებდა წელიწადში’’. ამიტომ, შაშკინის თქმით, სამინისტრომ მიიღო პროფესიული კოლეჯების გაუქმების გადაწყვეტილება: საქართველოში 42 პროფესიული სასწავლებელი იყო, აქედან 15 სამინისტრომ დახურა, თუმცა 8–დან 25 ათასამდე გაზარდა მისაღებ მოსწავლეთა ლიმიტი. სრული ინფო(netgazeti.ge)
  2. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/gacheciladze-150x150.jpg“ქართული პარტიის” თანათავმჯდომარის ლევან გაჩეჩილაძეს უჭირს იმაზე საუბარი, თუ რა შეიძლება მოხდეს, ხვალ სახალხო კრების მიერ ინიცირებულ აქციაზე. ამის შესახებ განცხადება, გაჩეჩილაძემ დღეს პარტიის ყრილობაზე გააკეთა. მისი თქმით, ის ხვალინდელ აქციას დაესწრება. “ხვალინდელი აქციის ორგანიზატორი არ ვარ, მაგრამ ვიდგები იქ სადაც ყოველთვის ვდგავარ. იმაზე საუბარი კი რაც შეიძლება მოხდეს მძიმეა”,- განაცხადა გაჩეჩილაძემ. იხილეთ epn.ge
  3. იმერეთის გუბერნატორის ლაშა მაქაცარიას განცხადებით, ქუთაისის საბავშო ბაღებში რეორგანიზაცია იწყება და ამისთვის ყველა ბაღის გამგეს თანამდებობიდან გაათავისუფლებენ.… ლინკი მედიანიუსზე
  4. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/11/correio_da_manha-150x55.jpg მანუელ ტეიშეირა, სონია ტრიგეირაო ქართულმა დელეგაციამ მეუღლეების სახით სასტუმროში ქალების ჯგუფი შეიყვანა, რამაც ლისაბონში ნატო-ს სამიტის საღამოს აურზაური გამოიწვია ქართული დელეგაციის წევრები, რომლებიც ლისაბონში ნატო-ს სამიტზე დასასწრებად ჩავიდნენ, რათა დაედასტურებინათ მათი ერთგულება ალიანსში გაწევრიანების მიმართ, სასტუმროს შესასვლელთან უცნობი ქალების გარემოცვაში შენიშნეს. როგორც გამოცემა Correio da Manhã-მ გაარკვია, წვეულებამ რომელიც ხუთშაბათს დაიწყო და პარასკევის დილამდე გაგრძელდა, საფრანგეთის დელეგაცია, კერძოდ კი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი შეაწუხა. მეძავეების იქ ყოფნის შესახებ ცნობილი ერთ-ერთ ქალთან ინციდენტის გამო გახდა. მომხდარის შესახებ წესით ინფორმაციას სასტუმროს გარეთ არ უნდა გაეჟონა, მაგრამ ეს ფაქტი დაფიქსირდა როგორც უსიამოვნო ინციდენტი. Correio da Manhã-მ ვერ გაარკვია კონკრეტულად რა შეემთხვა ამ ქალბატონს, მაგრამ ის რომ ინციდენტი იმ ორგანოებმა დააფიქსირეს, რომლებიც ლისაბონის სამიტზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ დადასტურდა. ამ „დელეგაციაში“ სომხეთის ოფიციალური დელეგაციის წევრებიც შედიოდნენ, რომლებიც იმავე სასტუმროში იყვნენ განსახლებულები. საღამო საფრანგეთის დელეგაციამ გააფუჭა, რომელმაც ხმაურის გამო იჩივლა. Correio da Manhã-ს კორესპონდენტებმა დაადგინეს, რომ საფრანგეთის დელეგაციის წევრები ამ ტიპის წვეულებით ძალიან უკმაყოფილონი იყვნენ. 80 მეძავის შეყვანა სასტუმროში ქართველი და სომეხი დელეგატების მეუღლეების სახით მოხდა. როგორც გამოცემამ გაარკვია, სასტუმროს ადმინისტრაცია ძალიან შეშფოთდა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ყველა ეს ქალბატონი მეძავი იყო. მათ განაცხადეს, რომ ეს სიტუაცია მათთვის არასასურველი და სამწუხარო იყო და ამ ფაქტის გახმაურებას მაქსიმალურად ერიდებოდნენ. სხვათაშორის ეს სასტუმრო ერთ-ერთია ლისაბონის ორ ყველაზე მდიდრულ და პრესტიჟულ სასტუმროთა შორის და სპეციალურად შეირჩა იმისთვის, რომ სამიტის მონაწილე მთელი რიგი წამყვანი სახელმწიფოების დელეგაციებისთვის ემასპინძლა. ორიგინალი ორიგინალი
  5. http://b.pix.ge/d/18i7z.jpg “ვილიარეალის” ხელმძღვანელობამ “ლივერპულის” წინადადაება უარყო. ხუან კარდევილა პრემიერ ლიგაში არ გადავა ! მართალია, ესპანელი მარცხენა მცველი თავისუფალი აგენტი ხდება, მაგრამ ის “ლივეპრულში” მაინც არ წავა კარიერის გასაგრძელებლად – იტყობინებიან ცნობილი ინგლისური გამომცემლობები Goal.Com-ი და The Mirror-ი. View the full article
  6. ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,7648 ლარის ნიშნულზე დაეცა. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, შესაბამისად, ხვალ ოფიციალური გაცვლითი… ლინკი მედიანიუსზე
  7. დღეს პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხები. როგორც კომიტეტის… ლინკი მედიანიუსზე
  8. ჩეჩნეთში ტყვია–წამლის დიდი საწყობი აღმოაჩინეს მუშებმა, რომლებსაც გაზის ახალი მაგისტრალი გაჰყავთ სტარაია სუნჟასა და ბერკატ–იურტის დასახლებულ პუნქტებს შორის. ისინი მინდორში წააწყდნენ 30 მლმ. ყალიბის 223 ჭურვს, ერთ Ф-1 ტიპის ხელყუმბარას, "შილკის" ერთ ჭურვს, ნამსხვრევიან ორ ყუმბარას, 48 სანათებელ რაკეტას, სანათებელ 2 ჭურვსა და 4 ნაღმს, ასევე საარტილერიო ნაღმმტყორცნის ერთ ჭურვს. აღნიშნულის შესახებ იტყობინება ჩეჩნეთის შს სამინისტროს პრეს–სამსახური, რომლის მონაცემებითაც "ტრანსპორტირ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  9. დღეს, ფიცრული სახლი, სადაც შალითაშვილების ოთხსულიანი ოჯახი ცხოვრობდა, ოჯახის თქმით, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ბიუროს თანამშრობლებმა დაანგრიეს. ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, ოჯახის აშენებული სახლის დემონტაჟი უკვე მეორედ განხორციელდა. როგორც ოჯახის წევრები ნეტგაზეთთან საუბარში ამბობენ, მათ ჯერ ბეტონით აშენებული სახლი დაუნგრია, თბილისის ზედამხედველობის სამსახურმა, ხოლო ახლა, ფიცრული – აღსრულების ბიურომ. მიწა, სადაც შალითაშვილებმა სახლი ორჯერ ააშენეს, თემქის დასახლებაში მდებარეობს. როგორც ნინო შალითაშვილი ყვება, ეს მიწა ათი წლის წინ მამამთილმა შემოღობა და წლების მანძილზე უვლიდა. ოჯახმა საბუთები,მიწის დაკანონების მიზნით მერიაში ორჯერ შეიტანა. ერთხელ პასუხად უარი მოუვიდა, მეორედ შეტანის შემდეგ კი პასუხი ჯერ არ მოსულა. შალითაშვილი ნინო ამბობს, რომ მისი მეუღლე,რომელსაც გული აწუხებს, შეუძლოდ გახდა. დღეს ის მერვე საავადმყოფოში იმ დროს გადაიყვანეს, როდესაც მის სახლს დემონტაჟს უტარებდნენ. ამ ისტორიას, შალითაშილები ყვებიან და ამბობენ, რომ მათთან ჯერ გამაფრთხილებელი წერილი მივიდა, ხოლო დღეს დილით სამარშუტო ტაქსი, რამდენიმე ფორმიანი ადამიანით, რომლებმაც ოჯახის წევრები სახლიდან გამოყარეს და მათი კუთვნილი ავეჯიც გარეთ გამოიტანეს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  10. http://a.pix.ge/k/klthl.jpg დღეს ჯონ ჰენრიმ ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ ის ყველანაირ მიზეზ გარეშე შეიძენს “მანჩესტერ სიტის” გარემარბს, ადამ ჯონსონს. “რობერტო მანჩინის ძალიან მიკვირს. ადამ ჯონსონი – ეს არის ფეხბურთელი, რომელიც ნებისმიერ გუნდში მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ასეთი ფეხბურთელის სათადარიგო სკამზე დასვა მაოცებს. ჩვენ იანვარში ნებისმიერი თანხის სანაცვლოდ აუცილებლად შევიძენთ ადამს, რომელმაც კლუბიდან წასვლა გადაწყვიტა. ჯონსონმა მიანიშნა, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელის, რობერტო მანჩინით უკმაყოფილოა. ეს არცაა გასაკვირი. მართალია, სიტის ძალიან მაღალი დონის და საკმაოდ კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ ის აუცილებლად უნდა თამაშობდეს გუნდის ძირითად შემადგენლობაში” – ციტირებს “ლივერპულის” მფლობელის სიტყვებს Nesn.Com-ი. http://b.pix.ge/r/h0z78.jpg View the full article
  11. გუშინ 23 ნოემბერს, სათნოების სახლ ,,კათარზისში” გაიმართა ღია კარის დღე, სადაც ვიმყოფებოდი მეც (მიმტანი ვიყავი ). 11 საათიდან 6 საათამდე დაახლოებით 2 300 ადამიანი დაპურდა. უმეტესად იყვნენ მოხუცები, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანები, უსაყვარლესი ბებიები და ბაბუები, რომლებიც გვიმღეროდნენ, გვჩუქნიდნენ კანფეტებს, ყვავილებს და რაც მთავარია გვლოცავდნენ. ემოციები იყო ... View ucnauri.com
  12. პარლამენტი „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის საკითხს განიხილავს. კანონპროექტით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სპეციალური წოდებები შემოდის და შესაბამისი უწყებების მსგავსად, სპეციალური წოდების საკითხებზე მოქმედი წესები თავდაცვის სამინისტროზეც გავრცელდება.კანონპროექტის მიხედვით, უმცროსი სპეციალური წოდება მიენიჭებათ რიგითებს, უმცროს სერჟანტს, სერჟანტს, უფროს სერჟანტს და ზემდეგს. საშუალო სპეციალური წოდება - უმცროს ლეიტენანტს, ლეიტენანტს, უფროს ლეიტ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  13. თბილისის ბიუჯეტი ქამრების შემოჭერას დეკლარირებული სიტყვებიდან საქმედ აქცევს. 2011 წელს თბილისის ბიუჯეტი 123 მილიონი ლარით მცირდება: შემოსავლები – 104 მილიონი, ხოლო ხარჯები – 131 მილიონი ლარით. იხილეთ tabula.geზე
  14. რატომღაც მომინდა თქვენთვის კიდევ ერთხელ გამეხსენებინა ფინალი, რომელმაც მსოფლიო გააოცა და “ლივერპულს” უდიდესი სახელი მოუტანა … ვიდეო, რომელიც ვთვლი, რომ საუკეთესო მათგანია, სადაც ეს მოვლენაა ასახული … დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს ნანახი ექნება ეს ვიდეო, ბევრსაც არა, თუმცა ჩემთვის ყოველ ჯერზე ნახვა დიდ სიამოვნებას მანიჭებს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მიდევნებია თვალყური. View the full article
  15. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/die_tageszeitung.gif კლაუს ჰელგე-დონატი პუტინისთვის ის მშვიდობის კაცია, მაგრამ ოპონენტებისთვის ტერორისტი. რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკის ჩეჩნეთის პრეზიდენტი აჯანყებულებზე, შერიგებაზე და მის მოსკოველ კერპზე გვესაუბრება ბატონო კადიროვ, თქვენ უარი თქვით „ჩეჩნეთის პრეზიდენტის“ ტიტულზე, რადგან მიგაჩნიათ რომ რუსეთში პრეზიდენტი მხოლოდ ერთ ადამიანს უნდა ერქვას. როგორ მოგმართოთ? - უბრალოდ რამზანი. ავსტრიის პროკურატურა გადანაშაულებთ, რომ გარეული ხართ ჩეჩენი ოპოზიციონერის უმარ ისრაილოვის მკვლელობის საქმეში, რომელიც 2009 წელს ვენაში მოკლეს. სასამართლოს სურს ვიდეო-კონფერენციის რეჟიმში დაგკითხოთ. რას იტყვით ამის თაობაზე? - ავსტრიის მოვლენებთან არანაირი კავშირი არ მაქვს. ეს ძალიან კარგად იციან მათ, ვინც ამ ჭორს ავრცელებს. კადიროვის სახელის ხსენებით, ისინი მათთვის სასურველ პიარ-კამპანიას აწარმოებენ. მართლაც არსებობს თუ არა სიკვდილის ბრიგადები და დასახვრეთა სია, რაზეც ავსტრიელთა „მწვანეების“ ლიდერი პეტერ პილცი საუბრობს? - აბსურდული განცხადებებია! თუკი მას ასეთი სია აქვს, ის შესაბამის ორგანოებს უნდა წარუდგინოს. როგორც ჩეჩნეთის ლიდერს, მსურს მივმართო ავსტრიასა და ევროპაში მცხოვრებ ჩეჩნებს, მსგავს პროპაგანდას არ აჰყვნენ. ანუ არანაირი სია არ არსებობს? - რა სია უნდა არსებობდეს, როდესაც ჩეჩნეთის ყოფილი მუფთი ბაი-ალი ტევსიევი ავსტრიიდან დაბრუნდა და დღეს ცენტრალური მეჩეთის იმამი და გროზნოს ვიცე-მერია? ასობით ადამიანი ბრუნდება სახლში. ისინი, ვინც მსგავს ჭორებს ავრცელებენ არაფრის გაგება არ სურთ იმის შესახებ, რომ ორი ომის შემდეგ ჩეჩნეთი აღდგენის პროცესშია და წარსულის იარებს იშუშებს. მაგრამ ბოლო დროს ტერორისტული თავდასხმების რაოდენობამ კვლავ იმატა. თქვენს მშობლიური სოფელ ცენტოროის და ჩეჩნეთის პარლამენტსაც კი თავს დაესხნენ. - ვინ ამბობს, რომ ტერაქტების რიცხვი გაიზარდა? მაგალითად გენერალური პროკურორის მოადგილე, რომელმაც ოქტომბერში განაცხადა, რომ წელს 254 თავდასხმას ჰქონდა ადგილი. - წელს არც ერთი ტერორისტული აქტი არ მომხდარა. ჩემთვის ეს სატანის შვილები არიან, ხალხის მტრები. ვგულისხმობ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ ბნელ საქმეებს სჩადიან. ჩემი სამშობლო ცენტოროი ძალიან სტაბილური ადგილია. იქ ვინც შევა, უკან ვეღარ გამოვა. სიკვდილის 12 კანდიდატი ადგილზე გავანადგურეთ. ჩვენ მათ გავანადგურებთ რამდენიმე წუთში, სადაც არ უნდა გაჩდნენ. იგივე მოხდა პარლამენტზე თავდასხმის დროს. ასეთი რამდენიმე ათეული ადამიანი დარჩა, მაგრამ მათაც გავანადგურებთ. ამის გაკეთება კარგად გვეხერხება. მაგრამ თავდასხმები ხომ გრძელდება. - ტერორისტები მსოფლიოში ყველგან არიან, მაგრამ როგორც კი ისინი ჩნდებიან რუსეთში და განსაკუთრებით ჩეჩნეთში, ეს დიდ ინტერესს იწვევს და ამას ყოველთვის ჩემს სახელს უკავშირებენ, თუმცა ამ დროს ჩვენთან აბსოლუტური სიმშვიდეა. როგორ აღმოჩდნენ ტერორისტები ცენტოროიში? - იქ შესვლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ცენტოროი ყველასთვის გახსნილია, იქ უსაფრთხოების არანაირი განსაკუთრებული ზომები არ ტარდება. თქვენ რამდენჯერმე განაცხადეთ, რომ გაქვთ იმის მტკიცებულება, თითქოს დასავლეთის სპეცსამსახურები რუსეთის დასუსტების მიზნით მხარს უჭერენ ტერორისტებს. რა მტკიცებულებებზე საუბრობთ? - ახლაც ასე მიმაჩნია. ნომერ პირველმა ტერორისტმა აჰმედ ზაკაევმა ლონდონში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ემიგრაციაში მყოფი სეპარატისტული მთავრობის პრემიერ-მინისტრს გულისხმობთ? - ზაკაევი ტერორისტების მეთაურია. სწორედ მან შეაგროვა ფული მამაჩემის, ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის აჰმად კადიროვის მკვლელობისთვის, ის აფინანსებდა ცენტოროიზე და პარლამენტზე თავდასხმას. ევროპა თითქოს ებრძვის ტერორისტებს, თუმცა ჩვენს ტერორისტებს იცავს. ბევრი ჩეჩენი ტერორისტი თავისუფლად გადაადგილდება პოლონეთის, ავსტრიის და ინგლისის ტერიტორიაზე. გადაცემის პროცედურის დროს წარმოდგენილი მტკიცებულებები აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს. - ის ადამიანები, რომლებმაც უარი სთქვეს ტერორიზმზე, განაცხადეს რომ მათ წლობით ამზადებდნენ ქართული და დასავლური სპეცსამსახურების წარმომადგენლები, მათ „სტინგერის“ რაკეტებითაც კი აიარაღებდნენ. რატომ გზავნიან ჩვენთან ჩვენი ქართველი ძმები სააკაშვილის ხელმძღვანელობით ამ სატანის შვილებს? შეერთებული შტატებიდან ბრძანების გარეშე სააკაშვილს სუნთქვაც კი არ შეუძლია. თუკი შეერთებული შტატები ჩრდილოეთ-კავკასიაზე კონტროლს მოიპოვებს, ისინი უფრო მეტად დაიწყებენ საკუთარი პირობების კარნახს. და რაში სჭირდება ეს შეერთებულ შტატებს? - იმისთვის რომ რუსეთმა ვერ იგრძნოს თავი უსაფრთხოდ. ადრე ეს უკრაინის გზით კეთდებოდა, მაგრამ დღეს მადლობა ალაჰს, ხელისუფლებაში კვლავ ნორმალურად მოაზროვნე ხალხია. კავკასია რუსეთის საზღვარია, თუმცა ამავდროულად ბევრი თვალსაზრისით ცენტრალური რეგიონიც. მე კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია, მაგრამ ყველა კარტის გახსნა არ მსურს. ჩრდილოეთ-კავკასიაში ტერორისტთა იატაკქვეშეთი ისლამისტებად და სეპარატისტებად გაიყო. რას ნიშნავს ეს ჩეჩნეთისთვის? - ჩვენთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ისინი საკუთარ თავს ესვრიან და დაე ასე განაგრძონ, ეს დამატებით ადასტურებს იმას, რომ მათ ადამიანები არ ანაღვლებთ. ისინი ხალხს ჯიჰადისკენ უბიძგებენ, საკუთარ შვილებს კი ომში არ გზავნიან. მათი შვილები უცხოეთში ცხოვრობენ, საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლობენ. არ მესმის, მაგალითად იმისთვის რომ სამოთხეში მოხვდნენ თავი არ უნდა გაწირონ? თქვენ შექმენით კომისია, რომელიც სისხლის აღების წესს ბრძოლას გამოუცხადებს. ამავდროულად პირობა დადეთ, რომ ზაკაევზე შურს იძიებთ. ეს როგორ უნდა გავიგოთ? - მე ზაკაევს პირადად დავემუქრე, ნათესავები კი ტერორის მსხვერპლნი არიან. მოგვწონს ეს თუ არა, ჩვენს ხალხში სისხლის აღების ტრადიციას ასე მარტივად ვერ მოვსპობთ. ის ჯერ კიდევ იმ დროს გაჩნდა, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები არ არსებობდა. უხუცესთა საბჭო წელიწადში ერთხელ იკრიბებოდა და სამართალს აღადგენდა. დარჩენილ დროში სისხლის აღების წესი კანონის შენარჩუნებას უწყობდა ხელს. ამიტომ ეს ტრადიცია ჩვენთან შემორჩა და ის იმ ტურებზეც ვრცელდება, რომლებიც ცენტოროის თავს დაესხნენ. … და რომლებსაც თქვენ უმალ გაუსწორდით. - რა საჭიროა ნაკვალევზე სიარული, თუკი შენ დათვი უკვე დაინახე? ჩვენ ვერ გავაუქმებთ სისხლის აღების წესს, მაგრამ შეგვიძლია შერიგებას დავუჭიროთ მხარი. 306 გვარს შორის არსებული 153 კონფლიქტის შემთხვევაში ეს შევძელით. ზოგჯერ სისხლის აღების წესი 100 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, მაგრამ ზაკაევთან შერიგება გამორიცხულია. ის ებრძვის ისლამს, ხალხს და კანონს. თუმცა ახლახანს თქვენ მას თანამშრომლობისკენ და დაბრუნებისკენ მოუწოდეთ. - შესაძლოა, სპეცსამსახურებმა მას დაბრუნება აუკრძალეს, შეიძლება ზაკაევი ნარკოტიკზე დამოკიდებული გახდა. ეს ადამიანები, რომლებიც ნორმალურ ცხოვრებას არ არიან მიჩვეულები, ევროპას პრობლემებს შეუქმნიან. მგლის მოშინაურებას აზრი არა აქვს, ის მაინც ტყისკენ იყურება. უფლებადამცველი ორგანიზაციები მუდმივად იუწყებიან ამნისტირებულ აჯანყებულებზე თავდასხმებისა და უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრების შესახებ. მათი თქმით, ჩეჩნეთის სამართალდამცავი ორგანოები ამ ადამიანებს იმ საბაბით აპატიმრებენ, რომ ისინი ტერორისტები ან მათი მხარდამჭერები არიან. - რისთვის სჭირდებათ სამართალდამცავ ორგანოებს ამის გაკეთება, მით უფრო როცა მათი ზოგიერთი დანაყოფი, სწორედ ასეთი ამნისტირებული ადამიანებისგან შედგება? ამას არასდროს არ დავუშვებ, რადგან მამაჩემმა მიაღწია ამ ამნისტიას და მე მის გარანტად დამნიშნა. ჩემზე მსგავსი სისულელის წერა როგორ შეიძლება, ის ხომ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და ვერც ერთი სასამართლო მას ვერ გაიზიარებს. ეს ბრალდებები არ არის თქვენს წინააღმდეგ მიმართული. - ამას არ მოვითმენ. ჩვენთან არსებობენ ისეთი ელემენტები, რომლებიც ორ კაპიკად მსგავს სისულელეებს იგონებენ. თუკი დამნაშავე ვარ, დამიმტიკცეთ! ასეთ შემთხვევაში დავწყნარდები, ყურანს, კონსტიტუციას და კანონებს მეტი მონდომებით დავიზუთხავ. მე მხოლოდ ალაჰის მეშინია. ჯოჯოხეთის ცეცხლს ვერ გავუძლებ. რამდენად მჭიდრო კავშირები გაქვთ მოსკოვთან? თითქმის ყველა მოსახვევში ჰკიდია თქვენი, მამათქვენის და ვლადიმერ პუტინის პორტრეტები. - ცუდი იქნებოდა ხალხი რომ ამ პორტრეტებს ხევდეს, მაგრამ ისინი გვიფრთხილდებიან, რადგან ვუყვარვართ. ჩვენ სწორ გზას ვადგავართ: პუტინი-კადიროვი. თქვენ პუტინის მიმართ რა გრძნობები გაქვთ, ძმური? თუ ეს სიყვარულია? ან მამა-შვილური ურთიერთობა? - მე მხოლოდ ერთი მამა მყავს და მას აჰმად კადიროვი ჰქვია. პუტინმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩეჩენი ხალხისთვის. მან ჩვენი ხალხი გადაარჩინა. მამაჩემის სიკვდილის შემდეგ პოლიტიკაში და ეკონომიკაში გამოუცდელი ვიყავი, მხოლოდ იარაღთან შემეძლო ურთიერთობა. მიუხედავად ამისა, პუტინმა ნდობა გამომიცხადა და ეს ნდობა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ამიტომ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სიყვარულზეც შეიძლება საუბარი, მიუხედავად იმისა რომ საქმე მამაკაცებს ეხება. მე ამ ადამიანს უდიდეს პატივს ვცემ და მას არასდროს ვუღალატებ. მას მამაკაცური ხასიათი აქვს, შესანიშნავი ადამიანური თვისებები გააჩნია და არაჩვეულებრივი სახელმწიფო მოღვაწეა. ის თქვენი კუმირია? - დიახ, ჩემი კუმირია. ჩეჩნეთი დამოუკიდებლობისკენ აღარ მიისწრაფვის. ეს პუტინთან თქვენი ურთიერთობებით აიხსნება, თუ სხვა ფაქტორებია წამყვანი? - ჩვენმა ხალხმა რეფერენდუმზე ასე გადაწყვიტა და ეს პუტინზე ან კადიროვზე დამოკიდებული არ არის. კიდევ რის გაკეთებას აპირებთ იმისთვის, რომ ახალგაზრდა მერძოლები ტყეებიდან გამოვიდნენ? თუ ყველაფერი რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, უკვე გაკეთებულია? - ახალგაზრდობა ბრუნდება. მთებში ახალგაზრდები თითქმის აღარ არიან. იქ მხოლოდ ვირთხები დარჩნენ, რომლებიც ხალხს კლავენ. მათ ესმით რომ საზოგადოებაში საკუთარ ადგილს ვეღარ იპოვნიან. რამდენ ხანს აპირებთ ჩეჩნეთის სათავეში დარჩენას? არ დაიღალეთ? - როგორ შეიძლება დაიღალო, როდესაც გესმის რომ ხალხისთვის რაღაც სასარგებლოს აკეთებ? ხალხი მადლიერია. რამდენიმე დღის განმავლობაში ათასამდე ბრძანება გავეცი, რაც ერთი თვის განმავლობაში შესრულდა. 14 ათას ჩეჩენს პრობლემა მოვუგვარე. ორიგინალი ორიგინალი
  16. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, სოფლად მცხოვრებლებს მიეცემათ შესაძლებლობა, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, ჰქონდეთ ურთიერთობა ადგილობრივ და ცენტრალური ხელისუფლებასთან. სამოქალაქო რეესტრის სააგენტო, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ფონდის დაფინანასებით, ახორციელებს პროექტს– «ადგილობრივი თვითმმართველობის შესაძლებლობების შეფასება ელექტრონული თვითმმართველობის სისტემის დანერგვისთვის.» პროექტის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის გამჭვირვალობის გაძლიერება და მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდების გაიოლება. პროექტის კოორდინატორის ლევან სამადაშვილის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში შეიქმნება ერთიანი ბაზა, სადაც თავმოყრილი იქნება ინფორმაცია ამ ტერიტორიულ ერთეულში არსებული სოფლების შესახებ. ასევე, შეიქმნება ქალაქის სახლები, რომელიც სოფლებს - თვითმმართველობის ორგანოებთან, თვითმმართველობას კი – ცენტრალურ ხელისუფლებასთან დააკავშირებს. პროექტი 2010 წლის სექტემბრიდან დაიწყო და მომავალი წლის თებერვლის თვეში დასრულდება. პროექტი ამჟამად იკვლევს იმ რესურსებს, რომლებიც მუნიციპალიტეტებს ელექტროული მმართველობის დასანერგად გააჩნიათ. კოორდინატორების თქმით, ადგილობრივ ერთეულებში არის გარკვეული რესურსები ელექტრონული მმართველობის დასანერგად: «(ადგილობრივი თვითთმმართველობის) დაწესებულებებში მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც ელექტრონულ მმართველობასთან აქვთ შეხება. თუმცა არ არის საკმარისი ეს რესურსები... რა იქნება საჭირო, ამას პროექტის დასრულების შემდეგ გავიეგებთ»-განუცხადა ნეტგაზეთს პროექტის კოორდინატორმა ლევან სამადაშვილმა. იუსტიციის სამინისტროში დღეს გამართულ შეხვედრას გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ფონდისა და USAID-ის წარმომადგენლები დაესწრნენ. ისინი პროექტის მიმდინარეობას გაეცნენ. «ჩვენ მივესალმებით ამ პროექტს. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს სტატისტიკა რაიონებში მცხოვრები ადამიანების შესახებ... მოსახლეობამ უნდა შეძლოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა,»- განაცხადა გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ფონდის ხელმძღვანელმა მარკუს ნუდინგმა. ჩვენს შეკითხვაზე, რამდენად შეძლებს სოფლად მცხოვრები მოქალაქე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვას, რადგან ამ პროცესში მონაწილეობის მისაღებად სულ მცირე ინტერნეტი და კომპუტერია საჭირო, ლევან სამადაშვილმა გვიპასუხა: «შესაძლებებლია სოფლებში (ადმინისტრაციულ შენობებში) შეიქმნას ცენტრები, სადაც იქნება ინტერნეტი და მოსახლეობამ შეძლოს ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მიღება, ან მისთვის საჭირო ოპერაციის განხორციელება.» ელექტრონულ მმართველობას განვითარებული დემოკრატიის მქონე სახელმწიფოები იყენებენ. 2010 წელს გაეროს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ელექტრონული მმართველობის განვითარების რეიტინგში საქართველომ 192 ქვეყანას შორის მეასე ადგილი დაიკავა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  17. საქართველოში პირობით ვადამდე გათავისუფლების ახლებური პრინციპი ამოქმედდა. პატიმრობის ახალი კოდექსის მიხედვით, პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭოები შეიქმნა. ისინი უშუალოდ იღებენ გადაწყვეტილებას, პირი გაათავისუფლონ, თუ სასჯელის მოუხდელი ნაწილი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეუცვალონ. იხილეთ tabula.geზე
  18. სკანდინავიის ქვეყნები გაერთიანების ძველ იდეას აცოცხლებენ. სამთავრობათშორისო სკანდინავიური საბჭოს ყოველწლიური სხდომების ბოლო რაუნდი, 22 ოქტომბერს რეგიონის ერთ-ერთ დედაქალაქ რეიკიავიკში გაიმართა. ეს შეხვედრა ოჯახურ შეკრებას უფრო ჰგავდა, ვიდრე საერთაშორისო სამიტს. იხილეთ tabula.geზე
  19. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/54040.jpg`დრო მოვიდა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიიდან საკუთარი ჯარი გაიყვანოს` - განცხადება ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. View the full article
  20. ყველას ქონდა ლეგოს კონსტრუქციები… დიდი სათამაშოები თუ პატარა კაცუნები.. ამ პოსტში მინდა გაჩვენოთ თუ როგორ კეთდება ლეგოს მულტფილმი… (რომ ჩავაბარებ მეც მინდა,რომ ვცადო იქნებ გამომივიდეს )ამ ვიდეოში ნაჩვენებია (ძირითადი) თუ როგორ გავაკეთოთ ლეგოს ვიდეოაქ კიდევ წარმოგიდგენთ ინსტრუქციას ჯერ გადაწყვიტედ რა ჟანრში გადაიღებთგააკეთეთ ფურცელზე სქემა თქვენი მულთფილმის (რა რის ... View ucnauri.com
  21. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/54041.jpgპოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დელეგაცია აგრძელებს სამუშაო შეხვედრებს საქართველოში. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იაცეკ მიხაილოვსკი საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრს რამაზ ნიკოლაიშვილს შეხვდა. View the full article
  22. დღეს ქართული პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ სოზარ სუბარი დასახელდა. თანათავმჯდომარეებად– ირაკლი ოქრუაშვილი და ლევან გაჩეჩილაძე. პარტიის გენერალური მდივანი კოკა გუნცაძეა, პარტიის პოლიტიკური მდივანი– ეროსი კიწმარიშვილი. პარტიას პოლიტიკური საბჭოც ყავს, რომელთა შორის არიან:ირაკლი ოქრუაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, სოზარ სუბარი, კოკა გუნცაძე, ბესო კურტანიძე, კახა მიქაია, ლევან ჩიკვაიძე და ამირან იობაშვილი. დამფუძნებელ ყრილობაზე ფილარმონიის დარბაზი, სადაც ყრილობა გაიმართა, ნეტგაზეთის ჟურნალისტის ცნობით, სავსე იყო. ჟურანლისტები ფოტოაპარატებით და ვიდეოკამერებით დარბაზში არ შეუშვეს. ისინი ყრილობას ფოიეში დამონტაჟებული მონიტორიდან ადევნებდნენ თვალს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  23. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/54039.jpgსამართალდამცველებმა ქუთაისის რამდენიმე საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი პირები დააკავეს, რომელთაც დიდი ოდენობით თანხების მითვისებაში ედებათ ბრალი. View the full article
  24. http://a.pix.ge/q/91agj.jpgთუკი შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთელი მთელი ცხოვრებაა ტრამვებმა დატანჯაო, სწორედ დანიელ აგერი იქნება, მართლაც ის “ლივერპულში” ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სტუმარია ექიმებისა … დანიელი მცველი ოქტომბრის დასაწყისიდან მოყოლებული ვერ მონაწილეობს გუნდურ ვარჯიშებში. ტრამვა აგერმა ამხანაგურ მატჩში მიიღო თავის ნაკრებში. “აგერის დაზიანება საკმაოდ უჩვეულოა” – განაცხადა კლუბის სპორტული მეცნიერების თავმჯდომარე პეტერ ბრუკნერმა “საერთაშორისო მატჩში” მან საკმაოდ მძიმე დარტყმა მიიღო მოწინააღმდეგისგან, დაზიანება გართულდა და უკვე ერთი თვეა ვეღარ ვარჯიშობს დანიელი.” “დაახლოებით 1 თვეში (3 კვირაში) ის ბოლომდე გამოჯანმრთელდება და ფეხზე დადგება.” წყარო: thisisanfield.com View the full article
  25. მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოების თავმჯდომარის, ასევე ჟურნალ “ჩვენი მწერლობის” მთავარი რედაქტორის, როსტომ… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...