Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ქალი,რომელსაც დიდუბე–ჩუღურეთის პოლიციის თანამშრომელი მეძავს ეძახდა, მუხლჩაჩოქილი იდგა ასფალტზე, პოლიციის თანამშრომელს კი მის თეთრ ბეწვის ქურთუკზე ხელი მაგრად ჰქონდა ჩაჭიდებული. ქალი თავის დაძვრენას ცდილობდა. პოლიციის თანამშრომელი ქალის ქურთუკს ხელს არ უშვებდა. ჯაჯგური დიდხანს არ გაგრძელებულა, თუმცა სანამ ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე,თამარ მეფის გამზირზე, დაახლოებით სამი საათისთვის, ხალხი ქალის კივილს გაიგებდა, პოლიციის ხელში მყოფის მუხლები,ასფალტზე რამდენჯერმე გახოხდა. რამდენიმე წუთში მუხლჩაჩოქილი ქალის და პოლიციის თანამშრომლის ირგვლივ რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა. პოლიციის თანამშრომელმა ქალს ხელი გაუშვა და დახმარებისთვის სავარაუდოდ სხვა თანამშრომელს დაურეკა. „ნიკუშ,მოდი რა, პროსტიტუტია აქ“. პოლიციის თანამშრომელი ქალის დაჯარიმებაზე საუბრობდა. „400 ლარს კი არა 400 თეთრს არ მოგცემ,შენისთანებს არ ვაძლევ მე, ტუტუცი ეს“,–ყვიროდა ქალი. „შე მეძავო შენ“,–თავის მხრივ პასუხობდა პოლიციის თანამშრომელი. სანამ პოლიციელი ქალი, შეკრებილებს თავის ისტორიას უყვებოდა. ის ამბობდა,თითქოს თავის ბიძაშვილს ესაუბრებოდა მანქანასთან,როცა პოლიციის თანამშრომელმა ის დააკავა. პოლიციის ხელიდან გათავისუფლებულ ქალი მუქარაზეც გადავიდა. ურთიერთშეურაცხმყოფელი სიტყვები დაახლოებით ათი წუთის მანძილზე გრძელდებოდა. ”მეტროდან ამოვედი და ჩოჩქოლი იყო. მერე არაფერი დამინახია, მელიციამ გამომაგდო. მე დავიმალე, მაგრამ წივილ-კივილი გავიგე. თქვეს, ქალი და კაცი ჯაჯგურობდნენო,” - ამბობს ქალბატონი, რომელიც პრესის ჯიხურის წინ ლიმონს ყიდის. რამდენიმე წუთის შემდეგ ის ადამიანი გამოჩნდა,რომელსაც პოლიციის თანამშრომელმა დაურეკა. მას პოლიციის ფორმა არ ეცვა. ქალს უთხრა,რომ დაწყნარებულიყო. ქალმა თქვა,რომ ახალმოსულს,სახელად ნიკუშას იცნობდა. მან ხალხს უთხრა,რომ დამშვიდებულიყვნენ. სამივე მათგანი,თამარ მეფის გამზირს გაუყვა. ისინი დიდუბე–ჩუღურეთის პოლიციის შენობაში შევიდნენ. ერთი, რომელსაც პირველმა პოლიციელმა „ნიკუშა“ უწოდა, გარეთ რამდენიმე წამში გამოვიდა. ქალს კიბეებზე პირველი პოლიციის თანამშრომელი აყვა. ”იმ ბიჭმა აიყვანა, თორნიკე ჰქვია, პოლიციელია. გოგოს თეთრი "შუბა" ეცვა”, -ამბობს ალისა შონია, რომელიც მანდარინს ყიდის თამარ მეფის გამზირზე. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პოლიციის განყოფილების წინ პრესის გამყიდველი ქალიც ადასტურებს, რომ დაახლოებით 3 საათზე შეესწრო კონფლიქტს ქალსა და მამაკაცს შორის. ”ხმაური გავიგე, დავინახე ქალი ეკამათებოდა პოლიციელს. ქალს აჭარხლებული სახე ჰქონდა, წიოდა და ხმაურობდა. შემდეგ არ ვიცი სად წაიყვანეს, ჩემს საქმეს ვაკეთებდი და არ მეცალა.” ”მე რომ მოვედი, ის ქალი მიჰყავდათ. ქალი ტიროდა. კაცი ახალგაზრდა იყო და ქალი ასაკში. მხოლოდ ეს დავინახე, სხვა არაფერი ვიცი. მორწმუნე ქალი ვარ და არ ვიტყუები,” - ამბობს ნათელა კალანდაძე, თამარ მეფის გამზირზე მდგარი პრესის ჯიხურის გამყიდველი. პრესის ჯიხურის წინ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პოლიციის განყოფილებაა. განყოფილების კართან მდგარი დაცვა უარყოფს, რომ იქ ვინმე დაკავებული შეეყვანოთ. განყოფილების მე-3 სართულზე მჯდარმა მორიგე მამუკა ლეჟავამ ნეტგაზეთის ჟურნალისტს, განყოფილების უფროსთან ინტერვიუს ჩაწერის უფლება არ მისცა და შინაგან სამეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებასთან დაკავშირება გვირჩია, დეტალების დასაზუსტებლად. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა ნეტგაზეთის სატელეფონო ზარს მთელი დღის მანძილზე არ უპასუხა. პოლიციელის მიერ მეძავის აყვანას ადასტურებს მეორე მეძავიც, სახელად გვანცა, რომელიც ვაგზლის მეტროს ტერიტორიაზე მუშაობს. ის ამბობს, რომ მეძავი დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. ”დავინახე ერთი გოგო აიყვანეს ჩვენგან. შელაპარაკება მოუვიდა თანამშრომელთან. არ ვიცი, რატომ. ” გვანცა ამბობს, რომ ეს პოლიციელების მიერ მეძავის დაკავების პირველი შემთხვევა არაა. ”ძაან ბევრი ჩვენი გოგო აუყვანიათ ჩვენგან. 400 ლარიან ჯარიმას უწერენ. თუ არ მოაწერს ხელს, რომ მეძავია, ჯარიმა კიდევ ემატება.” საქართველოში მეძავობა არალეგალური საქმიანობაა და პირველ ჯერზე დაკავებისას 400 ლარით ისჯება. კონფიდენციალურობის მიზნით, მეძავის სახელი შეცვლილია. Interview by netgazetige სრული ინფო(netgazeti.ge)
  2. ცოტა ხნის წინ მოსკოვში მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე: ,, შეიძლება თუ არა ყუბანის კუშევსკაიას ტრაგედია (კრასნოდარის მხარე) რუსეთის სხვა რომელიმე რეგიონში განმეორდეს?”. ღოგორც ,,მოსკოვსკი კომსომოლეცი” წერს,- ყველა მონაწილე ერთსულოვანი იყო ერთ რამეში: სიტუაცია არა მარტო მეორდება, არამედ მას ადგილი აქვს ყველგან და მუდმივად. ,,უფრო მეტიც,- წერს გამოცემა-მომხდარს ყველა უწოდებდა სახელმწიფოს პოლიტიკურ კრიზისს”.ასეთი მასშტაბური უკანონობისა და დაუსჯელობის სინდრომის მიზეზებზე საუბრისას, რომელსაც ადგ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  3. ცოტა ხნის წინ მოსკოვში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: ,, შეიძლება თუ არა ყუბანი კუშევსკაიას (კრასნოდარის მხარე) ტრაგედია რუსეთის სხვა რომელიმე რეგიონში განმეორდეს?”. როგორც ,,მოსკოვსკი კომსომოლეცი” წერს,- ყველა მონაწილე ერთსულოვანი იყო ერთ რამეში: სიტუაცია არა მარტო მეორდება, არამედ მას ადგილი აქვს ყველგან და მუდმივად. ,,უფრო მეტიც,- აღნიშნავს გამოცემა-მომხდარს ყველა უწოდებდა სახელმწიფოს პოლიტიკურ კრიზისს”.ასეთი მასშტაბური უკანონობისა და დაუსჯელობის სინდრომის მიზეზებზე საუბრისას, რომელსაც... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  4. ცოტა ხნის წინ მოსკოვში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „შეიძლება თუ არა ყუბანი კუშევსკაიას (კრასნოდარის მხარე) ტრაგედია რუსეთის სხვა რომელიმე რეგიონში განმეორდეს?“. როგორც „მოსკოვსკი კომსომოლეცი“ წერს,- ყველა მონაწილე ერთსულოვანი იყო ერთ რამეში: სიტუაცია არა მარტო მეორდება, არამედ მას ადგილი აქვს ყველგან და მუდმივად. „უფრო მეტიც,- აღნიშნავს გამოცემა-მომხდარს ყველა უწოდებდა სახელმწიფოს პოლიტიკურ კრიზისს“.ასეთი მასშტაბური უკანონობისა და დაუსჯელობის სინდრომის მიზეზებზე საუბრ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  5. განათლების სამინისტრომ 148-ე და 149-ე საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს ამ სკოლების დირექტორების გათავისუფლების საკითხის განხილვა დაავალა. 148-ე საჯარო სკოლის დირექტორი ვალერიან გიორგაძე ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ სკოლამ სამინისტროსგან წერილობითი საყვედური მიიღო, ,,სამეურვეო საბჭომ კი – წერილი, რომელშიც განათლების სამინისტრო სთხოვს სამეურვეო საბჭოს, განიხილოს ჩემი განთავისუფლების საკითხი’’, - ამბობს გიორგაძე. ვალერიან გიორგაძის თქმით, ამჟამად იგი გენინსპექციის მიერ აღმოჩენილ დარღვევებზე დასკვნას ეცნობა, მისი თქმით, ხვალამდე ყველა შენიშვნას პუნქტობრივად განიხილავს. ვალერიან გიორგაძე ამბობს, რომ იგივე მოთხოვნით წერილი 149-ე საჯაროს სკოლის სამეურვეო საბჭოსაც მიუვიდა. სამინისტრო საბჭოს სთხოვს, რომ დირექტორის გათავისუფლების საკითხი განიხილოს. 149-ე საჯარო სკოლის დირექტორი მაია გიორგაძე ვალერიან გიორგაძის მეუღლეა. რა დარღვევებზეა საუბარი გენერალური ინსპექციის დასკვნაში, ამის შესახებ ვალერიან გიორგაძე დღესდღეობით არ საუბრობს. ამბობს, რომ ინფორმაციის მოწოდებას დოკუმენტის სრული შესწავლის შემდეგ შეძლებს. 148-ე და 149-ე საჯარო სკოლებში განათლების სამინისტრომ მუშაობა 19 ნოემბერს დაასრულა. გენინსპექცია სკოლებში მას შემდეგ შევიდა, რაც მაია გიორგაძემ განათლების სამინისტროში თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას ხელი არ მოაწერა. როგორც 148-ე და 149-ე საჯარო სკოლების დირექტორებმა განაცხადეს, თანამდებობის დატოვებას მაია გიორგაძეს გენერალური ინსპექციის უფროსი ირაკლი ანდრიაშვილი თხოვდა და ეუბნებოდა, რომ განცხადებაზე ხელის არმოწერის შემთხვევაში, მისი და მისი მეუღლის სკოლებში გენინსპექცია შევიდოდა. მაია გიროგაძე ერთადერთია იმ 8 დირექტორს შორის, ვინც თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას ხელი არ მოაწერა. 8 საჯარო სკოლის დირექტორი, საატესტაციო გამოცდების მოხსნის მოთხოვნით, მოსწავლეთა საპროტესტო აქციების გამართვის შემდეგ გაათავისუფლეს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  6. რუსეთი საკუთარი ტერიტორიის გავლით ნატო-ს ჯავშანტექნიკის ავღანეთისკენ ტრანზიტს დათანხმდა. როგორც რუსული მედია იუწყება, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ავღანელ კოლეგასთან ზამლაი რასულთან მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.ლავროვის განცხადებით, მოსკოვი თანახმაა, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ნატო-ს ჯავშანტექნიკის ტრანზიტისთვის გამარტივებული რეჟიმი აამოქმედოს“ტრანზიტის გამარტივებული რეჟიმი ვრცელდება იმ ჯავშანტექნიკაზეც, რომელსაც გაძლიერებული ნაღმსაწინააღ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  7. პარლამენტში სოჭის ოლიმპიადის საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია შეიქმნება. როგორც პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე აცხადებს, კომისიის შექმნის მიზანია, 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის ფარგლებში, რუსეთის ხელისუფლება აიძულოს, დაიცვას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ყველა მოთხოვნა.ასანიძის ცნობით, ამ საკითხზე საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან და ხელისუფლებასთან ერთად მუშაობა უკვე დაწყებულია.“ჩვენი მიზანი ოლიმპიადის ჩაშლა არ არის. მთავარია, რუსეთმა ყველა ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  8. http://a.pix.ge/v/xb4v8.jpg “ტოტენჰემი” და “ლივერპული” – ეს ის ორი კლუბია, რომლებიც იანვარში ერთმანეთს დუელში გამოიწვევენ. ზემოხსენებული ორი გუნდი ერთმანეთს დიეგო ფორლანსა და ოლა ტოივონენში შეეცილებიან. დიეგო ფორლანმა უკვე გამოთქვა სურვილი პრემიერ ლიგაში დაბრუნებაზე. ინგლისიდან კი ორი შეთავაზება აქვს – “წითლებისაგან” და “მამლებისაგან”. პრემიერ ლიგის გარდა მას ლა ლიგადანაც აქვს მიწვევა – მეორე კონკურენტი “რეალ მადრიდია” – საბოლოო სიტყვა მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელზეა. “მე მიყვარს “ატლეტიკო”. უკვე ასაკში ვარ, 31 წელი არაა ცოტა. ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ “ტოტენჰემისგან” და “ლივერპულისაგან” მოწვევები მაქვს, აგრეთვე “რეალ მადრიდისაგან”. “რეალში” არ გადავალ, რადგან ვიცი, რომ აქაური ფანები ამას არასოდეს მაპატიებენ” – ციტირებს ურუგვაელი ფორვარდის სიტყვებს ცნობილი ესპანური გაზეთი Marca. http://b.pix.ge/z/24irw.jpg მეორე ფორვარდი, რომელშიც “ტოტენჰემი” “მერსისაიდელებს” ეწილება, “პსვ”-ს შვედი შემტევი, ოლა ტოივონენია. 24 წლის ფეხბურთელი დაკავშირებული იყო “ლივერპულში” გადაბარგებაზე გასულ ზაფხულს, მაგრამ როი ჰოჯსონსა და ჰოლანდიურ გრანდს შორის საბოლოოდ მოლაპარაკება ვერ შეთანხმდა. “პსვ-ში თავს კარგად ვგრძნობ. ჩვენ ვკარგავთ აფელაის, არვიცი როგორი გადასატანი იქნება ჩვენი ხელმძღვანელობისათვის ორი ლიდერის სხვა გუნდში გადასვლა – თავს არ ვიქებ, მაგრამ ეს რეალობაა. ვიცი, რომ “ლივერპული” დიდი ხანია ჩემზე მონიტორინგობს, “ტოტენჰემისგან” შემოთავაზება კი სულ ცოტა ხანია რაც მივიღე. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მე მომიწევს პრემიერ ლიგაში ასპარეზობა” – განაცხადა ოლამ შვედურ გაზეთთან Aftonbladet-თან საუბრისას. გვერდი მომზადებულია Daily Mail-ისა და Goal.Com-ის მიერ View the full article
  9. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/54054.jpgწარმომადგენლობითი სახალხო კრების დელეგატები და ლიდერები ვარდების მოედანზეც იკრიბებიან. ამ დროისთვის აქ იმყოფებიან წარმომადგენლები აჭარისა და გურიის ყველა რაიონიდან. ისინი თბილისში სამარშრუტო ტაქსებით ჩამოვიდნენ. View the full article
  10. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/54055.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პედაგოგებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა წარუდგინა. დოკუმენტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტთა მიერ შემუშავდა. View the full article
  11. „ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ გაზაფხულამდე პარტიაში გვეყოლება 50 ათასამდე წევრი, რომლებიც მზად იქნებიან ყველანაირი ამოცანის შესასრულებლად“-განაცხადა „ქართული პარტიის“ ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა დღეს, პარტიის დამფუძნებელი ყრილობის დასრულების შემდეგ. მისივე თქმით, „ყველანაირი ამოცანის შესრულება ნიშნავს ხელისუფლების შეცვლას არჩევნების, აქციების გზით და ასევე, იმით, რასაც მოიტანს ვითარება.“ გაზიარება [თაზო კუპრეიშვილი. 15:17 25-11-2010] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TO5FKlZoV9I/AAAAAAAAEO4/AH-n8przpaI/s200/qartuli%2Bpartia.gifყრილობაზე, რომელიც ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა, დაცვის სამსახურმა არ შეუშვა ჟურნალისტები, რომლებსაც თან ვიდეო და ფოტოკამერები ჰქონდათ. მათი თქმით, პარტიას დარბაზში საკუთარი კამერები ჰქონდა, ჰყავდა ფოტოგრაფები და „ზედმეტი ხალხი არ სჭირდებოდათ“. მასმედია „ქართული პარტიის“ ყრილობას თვალყურს ფილარმონიის ფოიეში დამონტაჟებულ მონიტორზე ადევნებდა. „ქართული პარტიის“ ლიდერებმა ყრილობის დაწყებამდე კომენტარები არ გააკეთეს. „ყველაფერს გაიგებთ ყრილობაზე და ყრილობის შემდეგ“- მოკლე კომენტარით შემოიფარგლა სოზარ სუბარი. „ქართული პარტიის“ ყრილობა ენერგიული მუსიკის ფონზე საიმიჯო კლიპით გაიხსნა. კლიპში, ძირითადად, ქართული კულტურის და სოფლის მეურნების ამსახველი კადრები იყო ნაჩვენები, რომლებსაც თან სდევდა ფრაზები: „ათასწლეულების წინ ჩვენ პირველად დავწურეთ ყურძენი და მსოფლიოს ვაჩუქეთ ღვინო“, „ჩვენ გვყავდა თამარი, დავითი, გალაკტიონი...“, ჩვენ ვაჩუქეთ მსოფლიოს ცნება „თამადა“, „ჩვენ ტოლერანტობას ვერავინ გვასწავლის“ და ა.შ. კლიპის დასრულების შემდეგ წამყვანმა ყრილობა გახსნილად გამოაცხადა და საზოგადოებას „ქართული პარტიის“ ლიდერები წარუდგინა. მისი თქმით, „ქართული პარტიის“ მთავარი მიზნებია: მასმედიის თავისუფლება, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, ახალი სამუშაო ადგილები, რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება და ა.შ. აქვე განისაზღვრა პარტიის თითოეული ლიდერის როლი ქვეყნის სამომავლო საქმიანობაში. http://4.bp.blogspot.com/_HuMu3f0Na_I/TO5GqD4LQQI/AAAAAAAAAJ4/12Xffdrfgcc/s400/get_img%2B%25281%2529.jpg „სოზარ სუბარი დაიცავს ადამიანის უფლებებს, ლევან გაჩეჩილაძე - ერის თვითმყოფადობას და კულტურას, კოკა გუნცაძე სამართლიანი სასამართლოს შექმნას უზრუნველყოფს, ირაკლი ოქრუაშვილი იზრუნებს, რომ ყველა ადამიანის ღირსება და თანასწორობა დაცული იყოს, ეროსი კიწმარიშვილი კი შექმნის მყარ და დაბალანსებულ პოლიტიკურ სისტემას, ასევე, გაამტკიცებს ურთიერთობებს რუსეთთან“ - გამოაცხადა წამყვანმა. ამის შემდეგ სცენაზე კოკა გუნცაძე ავიდა, რომელმაც პარტიის მიერ დასახულ პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი თქმით, „ქართულ პარტიაში“ ხალხი გააერთიანა დაკარგულმა ტერიტორიებმა, უმუშევრობამ, უსამართლობამ, პროპაგანდისტულმა მედიამ და შიშმა. გუნცაძის თქმით, ამ პრობლემების მოგვარების მიზნით, გაერთიანებული ხალხის მთავარი სურვილია, რომ ხელისუფლება შეიცვალოს რაც შეიძლება სწრაფად, ნეგატიური შედეგების გარეშე. კოკა გუნცაძის თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ისინი გააუქმებენ სოდ-ს, კუდ-ს, ფინანსურ პოლიციას და სკოლებში არსებულ მანდატურის ინსტიტუტს. სანაცვლოდ კი შექმნიან დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას. ეროსი კიწმარიშვილმა პრიორიტეტებს შორის დაასახელა მეცნიერების განვითარებისთვის ხელშეწყობა და საქართველოში „სილიკონის ველის“ შექმნა, ასევე, სოფლის მეურნეობის აღორძინება და რუსეთთან ურთიერთობების დალაგება. „რუსეთში საქართველოს მოსახლეობის 25% ცხოვრობს და ჩვენს შორის წარმოუდგენელია, მტრობა არსებობდეს“ - თქვა კიწმარიშვილმა. ფილარმონიაში მოსულ ხალხს პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის ვიდეომიმართვა აჩვენეს. მან, ძირითადად, ცვლილებების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მან, ასევე, თქვა, რომ არ სურთ სამოქალაქო დაპირისპირება, თუმცა ეს გარდაუვალია. მისი თქმით, თეთრი ხელთათმანებით ბრძოლას არ აპირებენ. ისინი გაზაფხულზე დაიწყებენ ბრძოლას და ბოლომდე მიიყვანენ. http://1.bp.blogspot.com/_HuMu3f0Na_I/TO5qdFwkynI/AAAAAAAAAKg/7bKJpf22PVI/s400/DSC04616.JPGhttp://3.bp.blogspot.com/_HuMu3f0Na_I/TO5qc6t7NJI/AAAAAAAAAKY/XW8BoDLnWf4/s400/DSC04609.JPGhttp://3.bp.blogspot.com/_HuMu3f0Na_I/TO5qbX_9qZI/AAAAAAAAAKQ/1_wLiBmYTbE/s400/DSC04607.JPGhttp://4.bp.blogspot.com/_HuMu3f0Na_I/TO5qdnlRYcI/AAAAAAAAAKo/yXcIl5oQfy4/s400/DSC04619.JPG პარტიის ყრილობაზე იმყოფებოდნენ „კონსერვატიული პარტიის“ წევრები ბიძინა გუჯაბიძე და ლაშა ჩხარტიშვილი. ისინი მიესალმებიან ახალი ქართული პარტიის დაფუძნებას, თუმცა, ჯერჯერობით, არ იციან, მათთან რა ფორმით ითანამშრომლებენ. ფილარმონიაში დღეს სხვა ქართული პარტიების წარმომადგენლები არ გამოჩენილან. დამფუძნებელ ყრილობაზე იმყოფებოდა კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე. მისი თქმით, წინასწარ ძნელია იმის თქმა, ეს პარტია ძალიან აქტიური იქნება, თუ – არა. „ყველა მათგანი აქამდე სხვადასხვაგვარ მოღვაწეობას ეწეოდა, ზოგი ტელეკომპანიის ხელმძღვანელი იყო, ზოგი –სახალხო დამცველი, ზოგი – პოლიტიკოსი. მათ ყველას გარკვეული შეცდომები აქვთ დაშვებული და ვნახოთ, ახალ ერთობაში თუ შეძლებენ ამ შეცდომების გამოსწორებასა და ახალი ნაბიჯების გადადგმას“-უთხრა მამუკა არეშიძემ ჟურნალისტებს. „ქართული პარტიის“ ლოგოდ ყურძნის მტევანი აირჩიეს, ფერად-იასამნისფერი, სლოგანად კი ფრაზა - „ვერ ეგუები? - მოდი!“ პარტიის თავმჯდომარედ სოზარ სუბარი დასახელდა. თანათავმჯდომარეებად – ირაკლი ოქრუაშვილი და ლევან გაჩეჩილაძე. პარტიის გენერალური მდივანი კოკა გუნცაძეა, პარტიის პოლიტიკური მდივანი – ეროსი კიწმარიშვილი. პარტიას ჰყავს პოლიტიკური საბჭო, რომლის შემადგენლობა ასეთია: ირაკლი ოქრუაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, სოზარ სუბარი, კოკა გუნცაძე, ბესო კურტანიძე, კახა მიქაია, ლევან ჩიკვაიძე და ამირან იობაშვილი. http://1.bp.blogspot.com/_HuMu3f0Na_I/TO5GqfLz7uI/AAAAAAAAAKA/Ke1UaOxDuig/s400/get_img.jpg ყრილობის დასრულების შემდეგ სოზარ სუბარმა საკონცერტო დარბაზის ფოიეში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. სუბარმა განაცხადა, რომ ისინი ხვალ სახალხო კრებას არ შეუერთდებიან, თუმცა დააკვირდებიან მოვლენათა განვითარებას და ხალხი სადაც იქნება, „ქართული პარტიაც“ იქ დადგება. იგივე განაცხადეს ლევან და გია გაჩეჩილაძეებმა. ყრილობის დასრულების შემდეგ დარბაზიდან გამოსულმა გოგა ხაინდრავამ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და „პროსტიტუტკები“ უწოდა, ასევე მათ „ლისაბონის კახპების“ ამბების გამოძიება ურჩია."ნეტგაზეთი"ფოტომასალის გამოყენებისას"ღია ბოქლომის" მითითება აუცილებელია. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  12. სახალხო კრებაზე ხალხი დღის პირველი საათიდან იკრიბებოდა. სხავდასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები ტრანსპარანტებით ხელში პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ნეტგაზეთი დაინტერესდა, თუ რა პრობლემებმა მიიყვანა ადამიანები სახალხო შეკრებაზე. სოციალური პირობები, უმუშევრობა, დაკარგული ტერიტორიები, საატესტატო გამოცდები, სასამართლო რეფორმა – ეს ის პრობლემებია, რომლებზეც სახალხო კრების მონაწილეებმა ნეტგაზეთთან ისაუბრეს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  13. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს პედაგოგებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული სქემა წარუდგინა. მინისტრის თქმით, სქემა საშუალებას მისცემს მასწავლებლებს, მთელი თავისი კარიერის განმავლობაში აიმაღლონ კვალიფიკაცია. მინისტრის განმარტებით, მომავალი წლის ბიუჯეტში 30%-ით იზრდება ის ნაწილი, რომელიც მასწავლებლების კვალიფიკაციას ეხება. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა მოამზადა. ცენტრის დირექტორის გია მამულაშვიის თქმით, ამ პროცესში ჩართულნი იყვნენ: მასწავლებლები, დირექტორები, იურისტები, განათლების სპეციალისტები და ფსიქოლოგები. პროგრამაში ჩართვა მხოლოდ სერტიფიცირებულ სკოლის პედაგოგებს შეეძლებათ. სერტიფიცირებულ მასწავლებლებს სერტიფიცირების გამოცდაზე გასვლა დღევანდელი ნორმით 8 წელიწადში ერთხელ უწევთ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის საშუალებით მასწავლებელს სერტიფიცირებიდან სერტიფიცირებამდე შეეძლება დააგროვოს კრედიტების გარკვეული რაოდენობა, რის შედეგადაც ის აღარ გავა სასერტიფიკაციო გამოცდაზე. ამას გარდა, ამ პროგრამაში ჩართვა, პროგრამის ინიციატორების აზრით, პედაგოგს საშუალებას მისცემს, მუდმივად აიმაღლოს კვალიფიკაცია. ,,ამ კრედიტების დაგროვებასთან ერთად, ბუნებრივია, მასწავლებელი გადის უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, რაც არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი. ეს სქემა გვაძლევს საშუალებას, მუდამ ვიყოთ თანამედროვე, მუდამ მივყვებოდეთ მოვლენებს’’ , - ამბობს მამულაშვილი. სქემა გულისხმობს მასწავლებელთა კატეგორიზაციას– მეორე, პირველი და უმაღლესი კატეგორიის მიხედვით. ყველა კატეგორიისთვის განსაზღვრულია კრედიტი, რომელიც მასწავლებელმა უნდა მოაგროვოს იმისთვის, რომ გახდეს კონკრეტული კატეგორიის პედაგოგი. მეორე კატეგორიისთვის მასწავლებელს 21 კრედიტის დაგროვება მოუწევს, პირველისთვის –28, ხოლო უმაღლესი კატეგორიისთვის – 42. მასწავლებელი, რომელიც ჩააბარებს გამოცდას და აიღებს სერტიფიკატს, 21 ქულას მოიპოვებს და ავტომატურად მეორე კატეგორიის მასწავლებელი გახდება. სერტიფიცირებიდან რვა წელიწადში მასწავლებელმა, მოქმედი წესის თანახმად, თავიდან უნდა ჩააბაროს გამოცდა სერტიფიკატისთვის. თუ სერტიფიცირებული მასწავლებელი ჩაერთვება პროფესიული განვითარების ახალ სქემაში, მაშინ მას სერტიფიცირებიდან 8 წლის განმავლობაში საშუალება ექნება, კრედიტები სქემის მეშვეობით დააგროვოს. თუ მასწავლებელი 8 წელიწადში 21 კრედიტის დაგროვებას შეძლებს, მას შეუძლია სასერტიფიკაციო გამოცდაზე აღარ გავიდეს. თუ პედაგოგი ამ ხნის განმავლობაში 28 კრედიტს დააგროვებს, მაშინ მას სასერტიფიკაციო გამოცდაც მოეხსნება და პირველი კატეგორიის მასწავლებელიც გახდება. მასწავლებელთა პროფესიული სქემის ფარგლებში მასწავლებლები კრედიტების დაგროვებას დამატებითი აქტივობებით შეძლებენ. მაგალითად, საგნობრივ კონფერენციაში მონაწილეობისთვის მასწავლებელი 0,5 კრედიტს მიიღებს, კონფერენციაზე მომხსენებლის სტატუსით გამოსვლისთვის ის უკვე ერთ კრედიტს დაიმსახურებს, ასევე ერთ კრედიტს დაიმსახურებს მასწავლებელი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ეგიდით განხორციელებული ტრეინიგებში მონაწილეობის მიღებაში; სასკოლო ან მეთოდოლოგიული სახელმძღვანელოების ავტორობისთვის ან თანაავტორობისთვის პედაგოგი 7 კრედიტს მიიღებს და ა.შ. იმისთვის, რომ მასწავლებლები ამ პროგრამაში ჩაერთონ, საჭიროა წარმოადგინონ გაწერილი გეგმა, სერტიფიცირებიდან მომდევნო 8 წლის განმავლობაში, რა აქტივობებით აპირებენ კრედიტების დაგროვებას. იმისთვის, რომ ამას ოფიციალური სახე მიეცეს, მამულაშვილის თქმით, გეგმა სკოლის დირექტორმა უნდა დაამოწმოს. მომდევნო წლების განმავლობაში გეგმაში ცვლილებების შეტანა მასწავლებლებს შეეძლებათ. ,,დირექტორი ხელს მხოლოდ იმიტომ აწერს, რომ ამ გეგმამ ოფიციალური სახე მიიღოს, დანარჩენში დირექტორი არ ერევა. მაგალითად, მასწავლებელთა აქტოვობა შეაფასოს ან რაღაც მსგავსი, მას ამის უფლებები არ ექნება’’, - ამბობს მამულაშვილი. გეგმის წარდგენის შემდეგ მასწავლებელი რეგისტრირდება რესურს ცენტრში, როგორც სქემაში ჩართული მასწავლებელი. თუ როგორ შეასრულებენ მასწავლებლები წარმოდგენილ 8– წლიან სამოქმედო გეგმას, ამას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალრად შექმნილი ჯგუფი დაამონიტორინგებს. ყოველწლიურად ან წელიწადში ორჯერ მასწავლებელი წარმოადგენს პორტფოლიოს, სადაც თავმოყრილი იქნება ინფორმაცია იმ აქტოვობების შესახებ, რომლებზეც მასწავლებელმა იმუშავა. ამის შემდეგ პროფესიულ ეროვნულ ცენტრში შექმნილი საიდენტიფიკაციო კომისია შეისწავლის, შეამოწმებს მასწავლებლის მიერ წარმოდგენილ პორტფოლიოს და წარმოადგენს დასკვნას, შეესაბამება თუ არა მასწავლებეთა აქტივობა ამ აქტივობისთვის განკუთვნილ კრედიტს. პროფესიული ეროვნული ცენტრის დირექტორის, გია მამულაშვილის თქმით, კომისიამ, შესაძლოა, ეს წელიწადში ერთხელ ან ორჯერ გააკეთოს. კომისიის შემადგენლობა მასწავლებელთა პროფესიული ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით განისაზღვრება. ,,თუ მე მომიწია ამგვარი საიდენტიფიკაციო კომისიის განსაზღვრა, ვფიქრობთ, რომ აქ აუცილებლად უნდა იყოს მიუკერძოებელი ადამიანები. სამწუხაროდ, ძნელია ასეთი ადამიანების პოვნა, მაგრამ აუცილებლად იქნებიან ასეთი ადამიანები, აუცილებლად იქნებიან პროფესიონალები, იქნებიან განათლების სპეციალისტები, იურისტები, მეცნიერები’’, - ამბობს მამულაშვილი. მასწავლებლთა პროფესიული განვითარების სქემის შექმნა, როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, დასავლურ გამოცდილებაზე დაყრდნობით მოხდა. პრეზენტაციაზე დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ ეს სქემა სამინისტროს მისცემს შესაძლებლობას, რომ მასწავლებლებს ახალი წახალისების პროგრამები და ბონუსები შესთავაზონ. ,,სქემა ითვალისწინებს მატერიალურ და მორალურ ბონუსებს’’, - განმარტა შაშკინმა. ასევე, მისი თქმით, სამინისტროს ორიენტაცია მაქსიმალურად წარმატებულ პედაგოგებზე ექნება, შაშკინის აზრით, ეს მასწავლებლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვაში დამატებითი სტიმული იქნება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  14. ,,რუს ჯარისკაცს აფხაზეთის მიწაზე მეტი უფლება აქვს ვიდრე მე, აფხაზეთის ნებისმიერ მოქალაქეს, ყველა უცხოელს, რომლებიც ქვეყანაში აღმოჩნდნენ, მეტი ვიდრე პრეზიდენტს, 35 აფხაზ დეპუტატს და მოსამართლეთა მთელ კორპუსს”. ამის შესახებ აცხადებს აფხაზი ახრა სმირი თავის პუბლიკაციაში გაზეთ "ჩეგემსკაია პრავდაში".სმირი შეწუხებულია და შეშფოთებულია იმ ზღვარგადასულობით და უუფლებობით, რომელსაც ადგილი აქვს აფხაზეთში. შეწუხებულია სულ უფრო მზარდი რუსული გავლენით ამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. სმირი აკრიტიკებს აფხაზური ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  15. „რუს ჯარისკაცს აფხაზეთის მიწაზე მეტი უფლება აქვს ვიდრე მე, აფხაზეთის ნებისმიერ მოქალაქეს, ყველა უცხოელს, რომლებიც ქვეყანაში აღმოჩნდნენ, მეტი ვიდრე პრეზიდენტს, 35 აფხაზ დეპუტატს და მოსამართლეთა მთელ კორპუსს“. ამის შესახებ აცხადებს აფხაზი ახრა სმირი თავის პუბლიკაციაში გაზეთ "ჩეგემსკაია პრავდაში".სმირი შეწუხებულია და შეშფოთებულია იმ ზღვარგადასულობით და უუფლებობით, რომელსაც ადგილი აქვს აფხაზეთში. შეწუხებულია სულ უფრო მზარდი რუსული გავლენით ამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. სმირი აკრიტიკებს აფხა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  16. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია, რის შედეგად ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი, მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების ერთმნიშვნელოვნად ნეგატიური დამოკიდებულებისა, რუსი სამხედროების მიერ დღემდე ოკუპირებული რჩება, თავის აქტუალობას არ კარგავს.მიუხედავად რუსეთის მიერ გაშლილი ფართო საინფორმაციო ფრონტისა, რაც საკუთარი ქმედებების ლეგალიზებას და საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას ისახავს მიზნად, საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე როგორც ი... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  17. თბილისში ერთი დღით ვლადე დივაცი ჩამოვიდა. აეროპორტის VIP-ში მსოფლიოს და ევროპის ორგზის ჩემპიონს და ყველა დროის ერთ-ერთ წონად ევროპელ კალათბურთელს ათამდე დამხვედრი ჰყავდა. მათ შორის იყვნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებიც. ვლადე, რომელიც (2009-დან) სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტია, ჩვენთან მნიშვნელოვანი მისიით ჩამოფრინდა: 2015-ში გაიმართება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. ამ ლამაზი ღონისძიების მასპინძელი 27 ნოემბერს, ბელგრადში გაირკვევა. ფინალში თბილისი და ბრნო გავიდნენ. იხილეთ tabula.geზე
  18. სახალხო კრება რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხთან სიტყვით ჯერ გოგი ქავთარაძე გამოვიდა. ამ წუთებში ხალხს ნონა გაფრინდაშვილი მიმართავს. ის პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც სახალხო კრებას შეუერთდნენ, სიტყვით ჯერ არ გამოსულან. ნეტგაზეთის ჟურნალისტის ცნობით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ხალხით არის სავსე. სრული ინფო(netgazeti.ge)
  19. ცხინვალის რეგიონში გასამართლებულ ნარკომანებს სპეციალურ საკნებში ჩასვამენ. ვარაუდობენ, რომ სასჯელის მოხდის პროცესში ისინი მკურნალობის კურსსაც გაივლიან. მართალია, როგორ შეძლებენ ცხინვალელი მეციხოვნეები თავიანთი „პაციენტების“ განკურნებას, ძნელი სათქმელია. სულ იგეგმება ორი ასეთი სპეციალიზირებული საკნის გაკეთება. ყველაზე, რა თქმა უნდა არ ეყოფათ.„რესპუბლიკაში შეინიშნება ნარკოტიკების მოხმარების გაზრდის ტენდენცია, ამიტომ სახელმწიფო სტრუქტურებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ჩვენივე მ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  20. რუსთაველის გამზირი, პარლამენტის წინ, ავტობუსებით არის გადაკეტილი. ქუჩაზე სამი ნეოპლანის დიდი ავტობუსი დგას. სახალხო კრებაზე დასასწრებად პარლამენტთან შეკრებილი ხალხი ტრანსპარანტებით არის მისული. ტრანსპარანტებზე მათ ის ადგილები აქვთ მითითებული, საიდანაც დღევანდელი დღისთვის ჩამოვიდნენ, მაგალითად: კახეთი, აჭარა, მარნეული, რუსთავი, ქედა, თელავი, სიღნაღი, გურჯაანი , ახალქალაქი, ასპინძა, სენაკი, ყვარელი, ფოთი. ნეტგაზეთის ჟურნალისტის ცნობით, პარლამენტის გასწვრივ ტერიტორია სავსეა ხალხით. როგორც რეგიონებიდან ჩამოსული ხალხი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, ჩამოსვლისას მათ პრობლემა არ შექმნიათ. ამ დროისთვის ლიდერები პარლამენტის შენობასთან ჯერ არ გამოჩენილან. სახალხო კრება დღეს სამ საათზეა დანიშნული. სრული ინფო(netgazeti.ge)
  21. როგორც რუსეთის საინფორმაციო საშუალებები იუწყებოდნენ კრასნოდარის მხარის სტანიცა კუშევსკაიაში 5 ნოემბერს მოკლული 12 ადამიანის და იქ სხვა გაუხსნელი საქმეების გამოსაძიებლად შეიქმნა სპეციალური შტაბი, რომელშიც ძირითადად რუსეთის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის წევრები შევიდნენ. 22 ნოემბერს შტაბი მუშაობას შეუდგა. დაკავებულია მკვლელობაში ეჭვმიტანილი 9 პიროვნება, რამდენიმე პირზე გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა.დადგინდა, რომ რეგიონში დიდი ხნის მანძილზე მოქმედებდნენ დამნაშავეთა ჩამოყალ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  22. აფრიკული ჭირის გავრცელების გამო ზნაურის რაიონში საგანგებო მდგომარეობაა. გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონში ყველა სახეობის ცხოველის შეყვანა და გამოყვანა აიკრძალა.ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჭირისგან მკვდარი ღორები დაწვეს და სანიტარული მოთხოვნების დაცვით დამარხეს. აფრიკული ჭირი ზნაურის რაიონში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  23. შიდა ქართლში წუხელ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ავარია გორის რაიონიას სოფელ ქიწნისთან მოხდა. დიდი სისწრაფით მიმავალი… ლინკი მედიანიუსზე
  24. დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პედაგოგებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა წარუდგინა. დოკუმენტი მასწავლებელთა პროფესიული… ლინკი მედიანიუსზე
  25. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის ინფორმაციით, მოსკოვში “ფე-ეს-ბე”-ს და სხვა სამართალდამცავი ორგანოების მოწმობების გამყალბებლები დააკავეს. ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს.სააგენტოს ცნობით, მოსკოვის სხვადასხვა რაიონში დაჯგუფების რამდენიმე წევრი დააკავეს, რომლებიც ყალბ მოწმობებს ამზადებდნენ და “შავ ბაზარზე” დიდი თანხის საფასურად ყიდდნენ. გამოძიების ინფორმაციით, ყალბი მოწმობების დიდი ნაწილი ჩრდილოეთ კავკასიაში იყიდებოდა და მყიდველები ფედერალური... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
×
×
  • შექმენი...