planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
მომზადების წესიორაგულის ფილე ჩადეთ მარინადში (ზეითუნის ზეთი, ლიმონი, კამა, მარილი) 20 წუთით.თევზი გადაიღეთ ცეცხლგამძლე განიერ ჭურჭელში, მოასხით მარინადი და მოათავსეთ წინასწარ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 12 წუთი. იხილეთ tabula.geზე
-
ჟურნალი за рулем 11 / 2010 View the full article
-
როგორ გავაკეთოთ ელექტროშოკერი წიგნი გვასწავლის თუ როგორ გავაკეთოთ სახლის პორობებში ელექტრო შოკერი View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/gwucg-150x150.jpgარასამთვრობო ორგანიზაციებმა ,,ქალთა საუნივერსიტეტო განათლებისათვის” და ,,საუნივერსიტეტო დარბაზმა” პროფესორი მარიამ ცაცანაშცილი დღეს, ივ.ჯავახისვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგინეს. ამის შესახებ მარიამ ცაცანაშვილმა “თავისუფალი აზრის სახლში” ჟურანალიტებთან შეხვედრისას განაცხადა. ცაცანაშვილის თქმით, თუ არჩევნების პროცესი ღია იქნება, მისი გამარჯვების შანსი მაქსიმალურია. მისი თქმით, სტუდენტები არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, მაგრამ აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროცეშსი. მრიამ ცაცანაშვილმა უნივერსიტეტის მდგრადი განვითარებისასთის თვისობრივად ახალი კონცეფცია წარმოადგინა, დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები. მარიამ ცაცანაშვილის პირველი საჯარო განხილვა დღეს რადიო ობიექტივის პირდაპირ ეთერში 17:00 გაიმართა. ივ. ჯავახიშვილი სახელობის უნივერსიტეტის არჩევნები 2010 წლის 27 დეკებერს გაიმართება. მასში 12 კანდიდატი მიიღებს მონაწილებას, მათ შორის რექტორის მოვალერობის შემსრილებელი სანდრო კვიტაშვილი. იხილეთ epn.ge
-
ერორი- იაკობაშვილი აშშ-ში საქართველოს ელჩი გახდა
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/54045.jpg91 ხმით არცერთის წინააღმდეგ, თემურ იაკობაშვილი აშშ-ში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩია. პარლამენტმა მის კანდიდატურას დღევანდელ სხდომაზე დაუჭირა მხარი. View the full article -
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/TSU1-150x150.jpgივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამერიკელი პროფესორი და ჟურნალისტი ჯონ მაქსველ ჰამილტონი ეწვია. პროფესორმა გამართა საჯარო ლექცია და ისაუბრა ჟურნალისტიკის ისტორიაზე, თანამედროვე მედიის განვითარებაზე და მის პრობლემებზე. ,,დღევანდელ დღეს ინფორმაცია ძალიან ადვილად შეიძლება გავავრცელოთ, მაგრამ აუცილებლად ეს ინფორმაცია ზუსტი უნდა იყოს და ჯდებოდეს ჟურნალისტიკის სტანდარტებში. არ დაგვავიწყდეს ჩვენ ვცხოვრობთ ინფორმაციის ეპოქაში.’’ განაცხადა ჯონ მაქსველ ჰამილტონმა. შეგახსენებთ, რომ ამერიკელი ჟურნალისტი ჯონ მაქსველ ჰამილტონ ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროვოსტია. პროვოსტიის თანამდებობის დაკავებამდე ჯონ მაქსველ ჰამილტონი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციის სკოლას. იგი გახლავთ მრავალი წიგნის და სახელმძღვანელოს ავტორი. მათ შორის ერთ-ერთი _ ,,ჩაეჭიდე პრესას’’, ნათარგმნია ქართულ ენაზე და ჟურნალისტიკის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული სახელმძღვანელოა საქართველოში. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/gwp_copy-150x150.jpgკომპანიას სჭირდება ფინანსები განვითარებისა და იმფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის. ამის შესახებ განცხადება წყლის კომპანიის “ჯორჯიან უეთერ ფაუერის” გენერალურმა დირექტორმა იორქ მატისმა პრემიერთან და მერთან გამართული შეხვედრის შენდეგ გააკეთა. “საქართველოს ხელისუფლებასთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით ტარიფი ამ ეტაპზე არ უნდა გაზრდილიყო, თუმცა პირველი დეკემბრიდან გაიზრდება, რადგან კომპანიას სჭირდება თანხები განვითარებისთვის”-განაცხადა მატისმა მისი თქმით, კომპანიამ გაითვალისწინა თბილისის მერის მიერ ინიცირებული წინადადებები და სხვადასხვა საშეღავათო ცვლილებებს დათანხმდა. “ჩვენმა კომპანიამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ხარისხი, თუმცა ტარიფის გაზრდით ჩვენ უკეთ შევძლებთ მომსახურებისა და იმფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.”- განმარტა მან. შეგახსენებთ რომ, წყლის ტარიფი პირველი დეკემბრიდან 75 თეთრით გაძვირდება და 3 ლარი და 15 თეთრი გახდება. Aაქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლამდე ამ ტარიფის რევიზია არ მოხდება. იხილეთ epn.ge
-
„ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ გაზაფხულამდე პარტიაში გვეყოლება 50 ათასამდე წევრი, რომლებიც მზად იქნებიან ყველანაირი ამოცანის შესასრულებლად“-განაცხადა „ქართული პარტიის“ ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა დღეს პარტიის დამფუძნებელი ყრილობის დასრულების შემდეგ. მისივე თქმით „ყველანაირი ამოცანის შესრულება ნიშნავს ხელისუფლების შეცვლას არჩევნების, აქციების გზით და ასევე, იმით, რასაც მოიტანს ვითარება.“ ყრილობაზე, რომელიც ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა, დაცვის სამსახურმა არ შეუშვა ჟურნალისტები, რომლებსაც თან ვიდეო და ფოტოკამერები ჰქონდათ. მათი თქმით, დარბაზში პარტიას ჰქონდა საკუთარი კამერები, ჰყავდა ფოტოგრაფები და „ზედმეტი ხალხი არ სჭირდებოდათ“. მასმედია „ქართული პარტიის“ ყრილობას თვალყურს ფილარმონიის ფოიეში დამონტაჟებულ მონიტორზე ადევნებდა. „ქართული პარტიის“ ლიდერებმა ყრილობის დაწყებამდე კომენტარები არ გააკეთეს. „ყველაფერს გაიგებთ ყრილობაზე და ყრილობის შემდეგ“- მოკლე კომენტარით შემოიფარგლა სოზარ სუბარი. „ქართული პარტიის“ ყრილობა საიმიჯო კლიპით ენერგიული მუსიკის ფონზე გაიხსნა. კლიპში, ძირითადად, ქართური კულტურის და სოფლის მეურნების ამსახველი კადრები იყო ნაჩვენები, რომლებსაც თან სდევდა ფრაზები: „ათასწლეულების წინ ჩვენ პირველად დავწურეთ ყურძენი და მსოფლიოს ვაჩუქეთ ღვინო“, „ჩვენ გვყავდა თამარი, დავითი, გალაკტიონი...“, ჩვენ ვაჩუქეთ მსოფლიოს ცნება „თამადა“, „ჩვენ ტოლერანტობას ვერავინ გვასწავლის“ და ა.შ. კლიპის დასრულების შემდეგ წამყვანმა ყრილობა გახსნილად გამოაცხადა და საზოგადოებას „ქართული პარტიის“ ლიდერები წარუდგინა. მისი თქმით, „ქართული პარტიის“ მთავარი მიზნებია მასმედიის თავისუფლება, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, ახალი სამუშაო ადგილები, რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება და ა.შ. აქვე განისაზღვრა პარტიის თითოეული ლიდერის როლი ქვეყნის სამომავლო საქმიანობაში. /get_img?NrArticle=3402&NrImage=1 Image 2640 „სოზარ სუბარი დაიცავს ადამიანის უფლებებს, ლევან გაჩეჩილაძე - ერის თვითმყოფადობას და კულტურას, კოკა გუნცაძე სამართლიანი სასამართლოს შექმნას უზრუნველყოფს, ირაკლი ოქრუაშვილი იზრუნებს, რომ ყველა ადამიანის ღირსება და თანასწორობა დაცული იყოს, ეროსი კიწმარიშვილი კი შექმნის მყარ და დაბალანსებულ პოლიტიკურ სისტემას, ასევე, გაამტკიცებს ურთიერთობებს რუსეთთან“ - გამოაცხადა წამყვანმა. ამის შემდეგ სცენაზე კოკა გუნცაძე ავიდა, რომელმაც პარტიის მიერ დასახულ პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი თქმით, ადამიანები „ქართულ პარტიაში“ გააერთიანა დაკარგულმა ტერიტორიებმა, უმუშევრობამ, უსამართლობამ, პროპაგანდისტულმა მედიამ და შიშმა. გუნცაძის თქმით, ამ პრობლემების მოგვარების მიზნით გაერთიანებული ადამიანების მთავარი სურვილია, რომ ხელისუფლება შეიცვალოს რაც შეიძლება სწრაფად, ნეგატიური შედეგების გარეშე. კოკა გუნცაძის თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ისინი გააუქმებენ სოდ-ს, კუდ-ს, ფინანსურ პოლიციას და სკოლებში არსებულ მანდატურის ინსტიტუტს. სანაცვლოდ კი შექმნიან დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას. ეროსი კიწმარიშვილმა პრიორიტეტებს შორის დაასახელა მეცნიერების განვითარებისთვის ხელშეწყობა და საქართველოში „სილიკონის ველის“ შექმნა, ასევე, სოფლის მეურნეობის აღორძინება და რუსეთთან ურთიერთობების დალაგება. „რუსეთში საქართველოს მოსახლეობის 25% ცხოვრობს და ჩვენს შორის წარმოუდგენელია მტრობა არსებობდეს“ - თქვა კიწმარიშვილმა. ფილარმონიაში მოსულ ადამიანებს აჩვენეს პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის ვიდეომიმართვა. მან, ძირითადად, ცვლილებების აუცილებლობას გაუსვა ხაზი . მან, ასევე, თქვა, რომ მათ არ სურთ სამოქალაქო დაპირისპირება, თუმცა ეს გარდაუვალია. მისი თქმით, თეთრი ხელთათმანებით ბრძოლას არ აპირებენ. ისინი გაზაფხულზე დაიწყებენ ბრძოლას და ბოლომდე მიიყვანენ. პარტიის ყრილობაზე იმყოფებოდნენ „კონსერვატიული პარტიის“ წევრები ბიძინა გუჯაბიძე და ლაშა ჩხარტიშვილი. ისინი მიესალმებიან ახალი ქართული პარტიის დაფუძნებას, თუმცა ჯერჯერობით არ იციან მათთან რა ფორმით ითანამშრომლებენ. ფილარმონიაში დღეს სხვა ქართული პარტიების წარმომადგენლები არ გამოჩენილან. დამფუძნებელ ყრილობაზე იმყოფებოდა კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე. მისი თქმით, წინასწარ ძნელია იმის თქმა, ეს პარტია ძალიან აქტიური იქნება თუ – არა. „ყველა მათგანი აქამდე სხვადასხვანაირ მოღვაწეობას ეწეოდა, ზოგი ტელეკომპანიის ხელმძღვანელი იყო, ზოგი სახალხო დამცველი, ზოგი პოლიტიკოსი. მათ ყველას დაშვებული აქვთ გარკვეული შეცდომები და ვნახოთ, ახალ ერთობაში თუ შეძლებენ ამ შეცდომების გამოსწორებასა და ახალი ნაბიჯების გადადგმას“-უთხრა მამუკა არეშიძემ ჟურნალისტებს. „ქართული პარტიის“ ლოგოდ ყურძნის მტევანი აირჩიეს, ფერად-იასამნისფერი, სლოგანად კი ფრაზა -„ვერ ეგუები? -მოდი!“ პარტიის თავმჯდომარედ სოზარ სუბარი დასახელდა. თანათავმჯდომარეებად– ირაკლი ოქრუაშვილი და ლევან გაჩეჩილაძე. პარტიის გენერალური მდივანი კოკა გუნცაძეა, პარტიის პოლიტიკური მდივანი– ეროსი კიწმარიშვილი. პარტიას ჰყავს პოლიტიკური საბჭო, რომლის შემადგენლობა ასეთია: ირაკლი ოქრუაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, სოზარ სუბარი, კოკა გუნცაძე, ბესო კურტანიძე, კახა მიქაია, ლევან ჩიკვაიძე და ამირან იობაშვილი. ყრილობის დასრულების შემდეგ სოზარ სუბარმა საკონცერტო დარბაზის ფოიეში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. სუბარმა განაცხად, რომ ისინი ხვალ სახალხო კრებას არ შეუერთდებიან, თუმცა დააკვირდებიან მოვლენათა განვითარებას და ხალხი სადაც იქნება, „ქართული პარტიაც“ იქ დადგება. იგივე განაცხადეს ლევან და გია გაჩეჩილაძეებმა. ყრილობის დასრულების შემდეგ დარბაზიდან გამოსულმა გოგა ხაინდრავამ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და „პროსტიტუტკები“ უწოდა, ასევე მათ „ლისაბონის კახპების“ ამბების გამოძიება ურჩია. /get_img?NrArticle=3402&NrImage=2 Image 2641 სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/1111111111.jpgლისაბონის სამიტი რუსულ – ევროპული ურთიერთობის ტრიუმფი იყო, ამის შესახებ დავით მაღრაძემ “ქართული პარტიის” ყრილობაზე განაცხადა. მისი თქმით, მთელმა სამყარომ ნახა და გაიგო თუ რა მოხდა ლისაბონის სამიტზე. ,,ხელისუფლება გავდა იმ ხომალდს, რომელიც ვერ პოულობს ზურგის ქარს.’’ – განაცხადა მაღრაძემ. სამიტზე საუბრისას რუსეთისა და ევროპის ურთიერთობებზეც აქცენტი გააკეთა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/DSC_3735-150x150.jpg“ქართული პარტიის” პოლიტიკური მდივნის ეროსი კიწმარისვილის განცხადებით, დღეიდან სააკაშვილის რეჟიმის დაცემის და მათი გამარჯვების დროის ათვლა იწყება. ამის შესახებ კიწმარიშვილმა ფილარმონიაში, პარტიის ყრილობაზე განაცხადა. ეროსი კიწმარიშვილმა დღევანდელ დღეს ისტორიული უწოდა და განაცხადა, რომ დღევანდელ რეჟიმს ისინი, საქართველოს სახელით ებრძვიან. “ჩვენი მიზანია დემოკრატიული, აყვავებული, თავისუფალი საქართველო. ჩვენ არ ვართ ერთი ლიდერის პარტია და მზად ვართ ქვეყანას ახალი იმედი მივცეთ. სააკაშვილმა ყველა ნათელი იდეალის დისკრედიტაცია მოახდინა. ცვენ ვიყავით ხელისუფლებაში, მაგრამ გვინდოდა ამ რეჟიმის შეცვლა, სააკაშვილს კი სურდა განუსაზღვრელი ძალაუფლება. სწორედ ამიტომ გაიყარა ჩვენი გზები”,- განაცხადა კიწმარიშვილმა. მისი თქმით, დღესდღეობით საქართველოში ბევრ სფეროში კატასტროფული მდგომარეობაა. მათ პრიორიოტეტს კი სხვა საკითხებთან ერთად განათლება, მეცნიერება და სოფლის მეურნეობა წარმოადგენს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/DSC_37471-150x150.jpg“ქართული პარტიის” დამფუძნებელ ყრილობას 2400 დელეგატი დაესწრო. ამის შესახებ, განცხადება ქართული პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე გააკეთეს, სადაც ყრილობის თავმჯდომარედ თამაზ გამცემლიზე, ხოლო კრების მდივნად ალექსანდრე ობოლაძე დაამტკიცეს. ყრილობის მიმდინარეობისას პარტიის საპრეზენტაციო კლიპიც აჩვენეს. დრევანდელ ყრილობაზე ასევე სარევიზიო კომისიის ერთ-ერთ წევრად თეო ტლაშაძე აირჩიეს. იხილეთ epn.ge
-
მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის თქმით, ხელფასის გაზრდით არ დამთავრდება. ეს განცხადება მინისტრმა დირექტორებთან და მასწავლებლებთან დღეს გამართული შეხვედრისას გააკეთა. მინისტრის თქმით, მასწავლებლებს, რომლებიც სასერთიფიკაციო გამოცდებს ჩააბარებენ და სერთიფიკატს მიიღებენ, საშუალება ექნებათ სამინისტროს დაფინანსებით სხვადასხვა გაცვლითი პროგრამებით გაემგზავრონ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად. დიმიტრი შაშკინი დირექტორებსა და მასწავლებლებს დღეს განათლების სამინისტროში შეხვდა. მინისტრმა მათ 2010 წლის შესახებ ანგარიში ჩააბარა და მომავალი წლის გეგმები გააცნო. საჯარო პრეზენტაციების გაკეთება მინისტრთა კაბინეტს ნიკა გილაურმა 16 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე დაავალა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ექვსი ქართველი ავტორი შვიდი ნაწარმოებით – „თანამედროვე ქართული ლიტერატურის ანთოლოგია” გერმანელმა მკითხველმა უკვე გაიცნო: ლაშა ბუღაძე „ლიტერატურული ექსპრესით”, ბასა ჯანიკაშვილი „აბსურდისტანით”, დათო ტურაშვილი „ჯინსების თაობით”, ბესო ხვედელიძე „თაგვის გემოთი”, აკა მორჩილაძე „ტერცო მონდოთი”, ზაზა ბურჭულაძე „passive attack-ითა” და „ადიბასით”. სწორედ ამ ნაწარმოებების ნაწყვეტებით დაკომპლექტდა გერმანულ ენაზე გამოსული ანთოლოგია, რომლის პრეზენტაცია 9 ოქტომბერს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გაიმართა. იხილეთ tabula.geზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/DSC_3736-150x150.jpg“ქართული პარტიის” პოლიტიკური მდივნის ეროსი კიწმარისვილის განცხადებით, თუ არ მოხდება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, ქვეყანა ევროკავშირის ნაწილი ვერ გახდება. ამის შესახებ კიწმარიშვილმა ფილარმონიაში, პარტიის ყრილობაზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირისთვის მხოლოდ კარზე მიკაკუნება საკმარისი არ არის. “ საშინლად შელახული იმიჯი აქვს საქართველოს, დღესდღეობით საკმარისი არ არის ევროკავშირის მხოლოდ კარზე მიკაკუნება. მათ ნაწილი კი ვერ გავხდებით, თუ არ მოხდება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება. ვალდებულები ვართ ერთმანეთს ხელი გავუწოდოთ. ჩვენ კი ამ ყველა პრობლემას საქარტველოს საკეთილდღეოდ გადავწყვიტავთ”,- განაცხადა კიწმარიშვილმა იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/suvbari-150x150.jpg“ქართული პარტიის” თავმჯდომარის სოზარ სუბარის განცხადებით, ბრძოლა, რომელსაც ისინი იწყებენ არ იქნება ადვილი, თუმცა, აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება. ამის შესახებ განცხადება სოზარ სუბარმა, ფილარმონიაში, “ქართული პარტიის” ყრილობაზე განაცხადა. სოზარ სუბარი დღეს ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. სუბარმა კი, ნდობისთვის ყველას მადლობა გადაუხადა. “დღევანდელი დღე გარდამტეხი დღეა, შეიძლება ითქვას, რომ დღეს წყდება ჩვენი სამშობლოს ბედი. საქართველოს ხელისუფლებამ თავის თავი ამოწურა, ჩვენ კი, უნდა შევაჩეროთ ქვეყნის ნგრევა და დავაბრუნოთ სამართლიანობა”,- განაცხადა სუბარმა. მისი თქმით, “ქართულ პარტიას” გაწერილი გეგმა აქვს, რის მიხედვითაც პარტის მომავალი წლის გაზაფხულზე 50 ათასი წევრი ეყოლება. იხილეთ epn.ge
-
დღეს დილით წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფი — ეკა ბესელია, ირაკლი ბათიაშვილი და ნონა გაფრინდაშვილი, რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა მეუფე იობმა დალოცა. "ქვეყნის გადასარჩენად ერი და ბერი ფეხზე უნდა დადგეს", — განაცხადა მეუფე იობმა და სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფს ”წარმატება და მხნეობა” უსურვა. იხილეთ tabula.geზე
-
ყავის მოყვარულთათვის რომელსაც მარტო მისი გემო და სურნელი მოსწონს შეიძლება არც კი იცოდეს მისი კარგი თვისებების შესახებ ამიტომაც სრულიადში მექნება საუბარი ყავის ავკარგ თვისებებზე ..მას შეიძლება ვუწოდოთ წამალიც, სტიმულატორიც და ანტიდეპრესანტიც კი…გასაკვირია, თუმცა ფაქტია , რომ ყავა არც ისე ცუდათ ერწყმის ალკოჰოლს. ანუ იმ აზრით რომ ალკოჰოლურისასმელის მოყვარული რომელიც რეგულარულად სვავს ყავას ნაკლები შანსია იმისა , რომ აიკიდოს ღვიძლის ცეროზი.რა თქმა უნადა იმისათვის , რომ არ დაავადდე უმჯობესია მიატოვო სმაა, თუმცა მეცნიერებასთან არ დაობენ..კოფეინი ამცირებს კანქვეშა კიბოთი დაავადების ალბათობას. ტანის ლოსიონი რომელიც შეიცავს ყავის კაკლებისა დამწვანე ჩაის ინგრედიენტებს ალოკალირებს ავთვისებიანი კიბოთი დავაადებას..გაიღიმეთ, როცა დილით სვავთ ფინჯან ყავას. მეცნიერებმა დაადგინეს რომ დღეში1-2 ფინჯანი ყავა ამაღლებს ხასიათს და საერთო თვითგრძნობას. ეს კი დამსახურება ნივთიერება -დოპამინისა რომელიც პასუხისმგებელია კოფეინური სასმელების მიჩვევისა…თუმცა ნუ “შეერთობით ” ... View ucnauri.com