Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. „ჩვენ არ ვიმოქმედებთ იმ კონსტიტუციით, რომელიც იმისათვის არის შექმნილი, რომ ეს მთავრობა კიდევ ათწლეულები დარჩეს ხელისუფლებაში“-თქვა ნინო ბურჯანაძემ სახალხო წარმომადგენლობით კრებაზე სიტყვით გამოსვლისას დღეს პარლამენტის შენობის წინ. მისი თქმით, ისინი ბრძოლას ხელისუფლების შეცვლამდე გააგრძელებენ. ბურჯანაძის განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დღეს სახალხო კრება არ ჩატარებულიყო, რადგან „მას ეშინია არა მიტინგების, არამედ-კრების“. მან ასევე განაცხადა, რომ ხვალ საქართველოს ყველა რეგიონში შეიქმნება დაუმორჩილებლობის კომიტეტები, რომლებიც შეძლებენ საკმარისი რაოდენობის ხალხის მობილიზებას. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, ხალხმა მოსვლა დილიდანვე დაიწყო. შუადღის 3 საათისთვის უკვე გზის გადაკეტვა გახდა საჭირო. „სახალხო კრების“ მიმდინარეობისას მიმდებარე ტერიტორიაზე არ გამოჩენილა საპატრულო პოლიცია. კრებას ეტაპობრივად უერთდებოდნენ დელეგატები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქიდან: ბათუმი, ხულო, ქედა, შუახევი, ტყიბული, ჭიათურა, სიღნაღი, ხობი, ფოთი, სენაკი, აბაშა, თელავი, გურჯაანი-ეს არის იმ ქალაქების არასრულია სია, რომელიც დელეგატებს ტრანსფარანტებზე ჰქონდათ წაწერილი. მათი თქმით, ჩამოსვლისას გზაზე არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ. ორგანიზატორებს ტრანსპორტის დაქირავებაც არ გასჭირვებიათ. დელეგატები ამბობდნენ, რომ თითოეული მათგანი თბილისში რამდენიმე ათეული ადამიანის ინტერესის გამოსახატად ჩამოვიდა. უსამართლობა, ძალადობრივი რეჟიმი, უმუშევრობა, სოციალური პრობლემები, მანდატურები სკოლებში-ეს არის იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალი, რის გამოც ადამიანები, მათივე თქმით, სახალხო კრებას შეურთდნენ. 15 საათზე კრება გახსნილად გამოაცხადა მსახიობმა გოგი ქავთარაძემ. კრებაზე აირჩიეს „სათათბირო დარბაზის“ წევრები, რომლებმაც სამომავლოდ პრაქტიკულად უნდა განახორციელონ დასახული მიზნები და ამოცანები. წევრებს შორის არიან: ჭაბუა ამირეჯიბი, ნონა გაფრინდაშვილი, რობერტ სტურუა, გოგი ქავთარაძე, მინდია სალუქვაძე, ირაკლი ბათიაშვილი, ლუკა კურტანიძე, მინდია უგრეხელიძე, ნინო ბურჯანაძე, გია ბურჯანაძე, ლერი ხაბელოვი, გურამ ფირცხალავა, ლელიკო ჯაფარიძე, სოსო ჯაჭვლიანი, გუბაზ სანიკიძე, კახა შარტავა, ვახტანგ ყოლბაია, თემურ შაშიაშვილი, რეზო შავიშვილი, ზაზა სოფორმაძე, შალვა ხაჭაპურიძე, კახა კუკავა, კახა კაციტაძე, ზაზა შათირიშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, გიოორგი კორკოტაშილი, გოგა ხაინდრავა, ირაკლი ტრიპოლსკი, გუგული მაღრაძე, თემურ შაშიაშვილი და ა.შ. მოგვიანებით, სახალხო კრებამ საქართველოს პრეზიდენტს უნდობლობის ვერდიქტი გამოუტანა. გია ბურჯანაძის თქმით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ პარლამენტი საკუთარ ვალდებულებას ვერ ასრულებს, მას არ შეუძლია ხალხის ინტერესების გამოხატვა. მისი განცხადებით, პარლამენტს არა აქვს ძალა, კორუმპირებული ჩინოვნიკები ხელისუფლებას ჩამოაცილოს. უნდობლობის მიზეზებს შორის დასახელდა ხელისუფლებაში ძალაუფლების მონოპოლიზაცია და სასამართლო ხელისუფლების დაკნინება. რეჟისორმა რეზო ესაძემ პარლამენტის წინ შეკრებილებს სახალხო წარმომადგენლობითი კრების რეზოლუციის პროექტი გააცნო. „ეს არის ქართველი ხალხის პოლიტიკური თვითორგანიზების ლეგიტიმური ფორმა, 15 ათასი დელეგატითა და 850 ათასი მხარდამჭერით. სახალხო წარმომადგენლობითი კრება გახდა საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველი უზენაესი ორგანო. საქართველოს ხმის უფლების მქონე მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ ეგუება სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს“-თქვა რეზო ესაძემ. მისივე თქმით, სახალხო კრება მზად არის, რეჟიმის შესაცვლელად იბრძოლოს სამოქალაქო წინააღმდეგობის ყველა ფორმით. ელიზბარ ჯაველიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ „სააკაშვილის რეჟიმის დროს რაც კი არჩევნები ჩატარდა, ყველა გაყალბდა. ჩვენი მოთხოვნაა, რომ გადადგეს სააკაშვილი, ხელისუფლების ყველა პირველი პირი, შეიქმნას დემოკრატიული საარჩევნო გარემო“. მან ასევე თქვა, რომ ნდობით აღჭურვილი პირებისგან უნდა შეიქმნას საარჩევნო კომისია, ამ კომისიაში კი შევლენ როგორც ეროვნული, ისე სასულიერო პირები. „ყოველგვარი ფორმა ჩვენი ბრძოლისა, რაც კონსტიტუციით დაშვებულია, ჩვენთვის მისაღებია. რასაც მოითხოვს ეს ხალხი, იმას გავაკეთებთ. იტყვიან აქციებიო?-აქციებს გავმართავთ. გავგრძელოთ შტურმი, რომელიმე დაწესებულებაზე?-იმ შტურმს განვახორციელებთ. ეს არის ჩვენი ნება, რადგან ჩვენ ხალხი უნდა დავარწმუნოთ, რომ ის არის ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი, ხელისუფლება კი მის მიერ არის დაქირავებული. ახლა კი ყველაფერი პირიქითაა“-თქვა ელიზბარ ჯაველიძემ. წარმომადგენლობითი სახალხო კრება საღამოს 7 საათისთვის დაიშალა. კრების რამდენიმე მონაწილე პარლამენტის წინ მთელი ღამის განმავლობაში აპირებს დარჩენას. ხვალ, დღის 2 საათზე კი ისინი პარლამენტთან აქციის გამართვას გეგმავენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  2. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/54058.jpgრუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგა. დედაქალაქის მთავარ გამზირზე გზა 17:15-ზე გაიხსნა, თუმცა პარლამენტის წინ ჯერ კიდევ რჩება აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი. View the full article
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/aqcia333-copy1-150x150.jpgპარლამენტის წინ გამართული აქვცია არ დაიშლება და იქ შეკრებილი მოსახლეობა ღამის გათენებას აპირებს. როგორც “ექსპრენსიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის ლიდერებმა მიიღეს. ამის შემდეგ ხალხს მიმართა ბათიაშვილმა კითხვით, გაათევდა თუ არა ხალხი ღამეს პარლამენტის წინ, რაზეც ხალხმა დადებითი პასუხი გასცა. ბათიაშვილის განცხადებით, ხვალ დღის 14:00 საათზე მიტინგი განახლდება და მან თბილისის მოსახლეობას მოუწოდა შეუერთდნენ აქციას. აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ შეკრებილი მოსახლოება რუსთაველის გამზირის გადაკეტვას შეეცადა, თუმცა მათ მოგვიანებით ეს მცდელობა სისრულეში არ მოიყვანეს. ამ წუთებში პარლამენტის წინ შეკრებილია დაახლოებით 2000-მდე ადამიანი. იხილეთ epn.ge
  4. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/images1.jpeg“ეროვნული ფორუმი” თბილისის მოსახლეობის რეაქციას ელოდება. ამის შესახებ, პარლამენტის შენობის წინ ხალხთა მიმართვისას “ეროვნული ფორუმის” ლიდერმა კახა შარტავამ განაცხადა. მისი თქმით, “ეროვნული ფორუმი” დათანხმდა ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სახალხო წარმომადგენლობითმა კრებამ დღეს მიიღო. როგორც შარტავამ განაცხადა, “ეროვნული ფორუმი” მზად იყო რადიკალური მოქმედები დაეწყო ხელისუფლების შესაცელელად, თუ კი ხალხის საკმარისი რაოდენობა აქციაზე მივიდოდა, თუმცა შარტავას განმარტებით, იგი რუსთაველის გამზირზე იმ დრომდე დარჩება, სანამ ერთი ადამიანიც კი პარლამენტის წინ იქნება. შარტავას თქმით, დღეს წარმომადგენლობით სახალხო კრებაზე, მხოლოდ რეგიონებიდან ჩამოსული მოსახლეობა იყო შეკრებული და ისინი გამოხატავდნენ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ პროსტესტს, ახლა კი “ეროვნული ფორუმი” ელოდება თბილისის რეაქციას. “საინტერესოა მოვლენ თუ არა აქციაზე ის ადამიანები, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ და გამოხატავენ თუ არა ხელისუფლების მიმართ პროტესტს. ეროვნული ფოურმი ელოდება თბილისის რეაქცია” – განაცხადა შარატავამ. იხილეთ epn.ge
  5. მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის, ვლადიმირ ვორონინის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “არარაობაა”,—იუწყება “გაზეტა.რუ”. წყაროს ცნობით, სწორედ ამ… ლინკი მედიანიუსზე
  6. პარლამენტის წინ „ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა კახა შარტავამ ამ წუთებში ხალხს მიმართა. მისი თქმით, ისინი შეუერთდნენ სახალხო კრების… ლინკი მედიანიუსზე
  7. „წარმომადგენლობით სახალხო კრების“ საინიციატივო ჯგუფი ნონა გაფრინდაშვილის ხელმძღვანელობით, ამ წუთებში რუსთაველის გამზირისკენ მიემართება. ჯგუფის წევრებს შორის არის… ლინკი მედიანიუსზე
  8. ხვალ სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა გასული წლების მიღწევებზე, პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს. … ლინკი მედიანიუსზე
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/qcia753-150x150.jpgპარლამენტის წინ 2000-მდე მოქალაქე დაშლას არ აპირებს და ოპოზიციის ლიდერებს უპასუხისმგებლობაში და ხალხის აბუჩად აგდებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ, “ექსპრესნიუსს”, პარლამენტის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა განუცხადეს. მათი თქმით, ოპოზიციის ლიდერები უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ და აქციიდან გაიპარნენ, ხოლო ხალხი ქუჩაში დატოვეს. აქციაზე იმყოფება, ეკა ბესელია, თემურ შაშიაშვილი და რეზო ესაძე. ამ წუთებში აქციას ისევ შეუერთდა, “ეროვნული ფორუმის” ლიდერი კახა შარტავა, რომელიც ხალხს სიტყვით მიმართავს. იხილეთ epn.ge
  10. 26 ნოემბერს სამხატვრო გალერეა “ჰობის” დარბაზში გაიხსნება 32 პატიმარი ქალის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა დევიზით: “შემოქმედება - ღირსებისთვის”. … ლინკი მედიანიუსზე
  11. დღეს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინურაშვილი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი იმერეთის რეგიონს სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ. კახა… ლინკი მედიანიუსზე
  12. ჯონის ცხოვრება იდეალური ჩანდა, სანამ მისი ლამაზი ცოლი არ დააპატიმრეს მკვლელობის ბრალდებით. სანამ ლარა ციხეშია, ჯონი მარტო ზრდის შვილს და ყველანაირად ცდილობს მეუღლის უდანაშაულობის დამტკიცებას. მაგრამ როცა საყვარელი ადამიანის გათავისუფლების კანონიერი გზები აღარ დარჩება, ერთადერთი გამოსავალი რაც ჯონის დარჩება - ეს არის გაქცევის გეგმის შემუშავება. ჯონი მზადაა სასწორზე დადოს ყველაფერი ლარას გამო… მაგრამ თუ ის მართლა დამნაშავეა? View the full article
  13. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/54056.jpgთავისუფლების უკანონო აღკვეთის და საერთაშორისო თაღლითობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა ჩხოროწყუში მცხოვრები სამი ადამიანი დააკავეს. View the full article
  14. http://b.pix.ge/f/jim9m.jpg როი ჰოჯსონმა გადაწყვტა “ბაიერნიდან” გადმოიყვანოს 25 წლის ფორვარდი, მარიო გომესი. ჰოჯსონს ის გასულ ზაფხულსაც უნდოდა, მაგრამ მოლაპარაკებები ორ კლუბს შორის ვერ შედგა. მარიოზე კონკურენციას “ლივერპულს” ტურინის “იუვენტუსი” გაუწევს. როგროც იცით, ტურინელებმა თითქმის გადაიბირეს “მანჩესტერ სიტის” 9 ნომერი ემანუელ ადებაიორი, ამიტომ მათ გომესი, ნაკლებად სავარაუდოა რომ იყიდონ. “ლივერპულის” მფლობელები, საკმაოდ კარგი ადამიანები აღმოჩნდნენ. ისინი მზად არიან “წითლების” აღზევებისათვის საკმაო რაოდენობის თანხები გამოყონ. საქმეშია ასევე დამიენ კომოლი, რომელიც ტრანსფერებს საკმაოდ მალე ახერხებს. გვერდი მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით View the full article
  15. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/DSC_4316-150x150.jpgპარლამენტის წინ შეკრებილი ხალხი დაშლას არ აპირებს და უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ზოგიერთმა ოპოზიციურმა ლიდერმა აქცის ტერიტორია დატოვა. ამ წუთებში აქციაზე იმყოფება “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ლიდერი ეკა ბესელია, რომელმაც ხალხს მიმართა და განაცხადა, რომ სანამ ბოლო ადამიანი არ დატოვებს ტერიტორიას ის პარლამენტის წინ დარჩება, ასევე აქციაზე იმყოფება მოძრაობა “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილიც. როგორც მან “ექსპრენსიუსს” განუცხადა, მოსახლეობის სკანდირება, რომ ისინი პარლამენტის წინ ტერიტორიას არ ტოვებენ, სიგნალია, რომ ხელისუფლების წინააღდეგ ეს ხალხი ბოლომდე იბრძოლებს. რეჟისორ რეზო ესაძის განცხადებით კი, “სახალხო წარმომადგენლობითი კრების” წარმომადგენლები ოფისში წავლენ და მოითათბირებენ, თუ რა სტრატეგიით გააგრძელებენ ბრძოლას. იხილეთ epn.ge
  16. http://a.pix.ge/g/raxh0.jpg ფერნანდო ტორესი და სტივენ ჯერარდი 55 კაციდან 11-ში შესაძლოა მოხვდნენ FIFA/FIFPro-ს მსოფლიო გუნდში. შემადგენლობა კი 4-3-3-ი იქნება, ოთხი საუკეთესო მცველით, სამი საუკეთესო ნახევარმცველით და სამი საუკეთესო ფორვარდით. ასევე საუკეთესო მეკარით. დუეტი 2007, 2008 და 2009 წელს იმყოფებოდა ამ ნაკრებში. როგორ განვითარდება მოვლენები ამას ჩვენ 2011 წლის იანვარში, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართება. გვერდი მომზადებული Liverpoolfc.Tv-ის მიხედვით View the full article
  17. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/aqcia23-150x150.jpg“დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის დაცვამ მისი გაყვანა პარლამენტის მიმდებარე ტირიტორიიდან გაჭირვებით მოახერხა. ხალხი პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს საშუალებას არ აძლევდა, რომ მას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დაეტოვებინა. ბურჯანაძისგან მოსახლეობა რადიკალურ ნაბიჯებს მოითხოვდა. ბურჯანაძესთან კომენტარის ჩაწერა მედიის წარმომადგენლებსაც გაუჭირდათ, თუმცა მცირე კომენტარის მოპოვება მაინც შეძლეს. ბურჯანაძის განცხადებით, ისინი მზად არიან რადიკალური ნაბიჯებისთვის, მაშინ როცა ხალხის რაოდენობა საკმარისი იქნება “მზად ვართ რადიკალური ნაბიჯები მაშინ გადავდგათ, როცა ხალხის რაოდენობა საკმარისი იქნება, რადგან ხალხი ამას მოითხოვს” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. ამ წუთებში, პარლამენტის და პირველი ექსპერიმენტარული სკოლის წინ მოსახლოება შეკრებილია და რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია. იხილეთ epn.ge
  18. http://b.pix.ge/h/yyxy8.jpg დღეს როი ჰოჯსონმა ისაუბრა ფაბიო აურელიოს სათამაშო ფორმაზე. მან “ლივერპულის” გულშემატკივრებს იმედი ჩაუსახა. “აურელიოს ბოლო დროს ფორტუნა ჰღალატობდა – ის გამუდმებით იმტვრეოდა, ხანდახან უწყინარ სიტუაციებშიც კი. ის არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველი, ვისაც კი მე ვიცნობ. მას შეუძლია ითამაშოს, როგორც დაცვაში, ასევე მარცხენა ნახევარმცველად – მეტიც, შარშან რაფაელ ბენიტესი მას ჩამშლელის პოზიციაზეც სინჯავდა და იქაც საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. ფაბიო კლუბიდან წავიდა, მაგრამ ჩემი დაჟინებულო მოთხოვნით უკან დავაბრუნეთ და 2 წლიანი კონტრაქტიც გავუფორმეთ. ასეთი ადამიანის დაკარგვა არ შეიძლება. მე უკვე მივიღე გადაწყვეტილება. 2 დეკემბერს, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “სტიაუას” წინააღმდეგ მას 90 წუთს მივცემ” – განაცხადა როი ჰოჯსონმა. გვერდი მომზადებულია Ske Sports-ის მიერ View the full article
  19. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/54057.jpgტოტალიზატორების მფლობელები დიდი რაოდენობით გადასახადების დამალვაში ამხილეს. შემოსავლების სამსახურმა 136 ტოტალიზატორი შეამოწმა. View the full article
  20. http://a.pix.ge/y/1d9e7.jpg “ბაზელის” ნახევარმცველის, ვალენტინ სტოკერისადმი ინტერესები “ლივერპულის” მხრიდან ფეხბურთელის აგენტმა, მარკო ბალმელმა დაადასტურა. “ლივერპულის” ბოსი აპირებს შეიძინოს რაც შეიძლება ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელები. ერთ-ერთი მათგანი შვეიცარიული “ბაზელის” ნახევარმცველი, ვალენტინ სტოკერია. “ლივერპული? დიახ, მათგან შემოთავაზება მქონდა. რამდენი მილიონი? მათ ჩემი კლიენტის სანაცვლოდ 6 მილიონი ევრო შემომთავაზეს. ვალენტინი არის ისეთი ფეხბურთელი, ვინც ნახევარდაცვაში ყველგან ითამაშებს.” – განაცხადა მარკომ Tmw.Co.Uk-თან საუბრისას. გვერდი მომზადებულია Tribalfootball-ის მიერ View the full article
  21. ჟურნალი xxl 11 /2010 რუსეთი View the full article
  22. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/globalresearch.jpg დიანა ჯონსთოუნი 19-20 ნოემბერს ნატოს ლიდერები ლისაბონში ხვდებიან ერთმანეთს. ამ შეხვედრას „ნატოს სტრატეგიული კონცეპტის“ სამიტად აცხადებდნენ. განსახილველ თემათა შორის შემაშინებელ „საფრთხეთა“ მთელი წყება იქნება, დაწყებული კიბერომითა და კლიმატის ცვლილებით დამთავრებული. აგრეთვე ისეთი სასიამოვნო, თავდაცვითი საკითხები, როგორიცაა ბირთვული იარაღი და უსარგებლო მაჟინოს ჰაი-ტექ ხაზი, რომელმაც მტრის რაკეტები შუა ჰაერში უნდა შეაჩეროს. ნატოს ლიდერები ვერ აუვლიან გვერდს ისეთ თემებს, როგორიცაა ომი ავღანეთში – ამ უსასრულო ჯვაროსნულ ლაშქრობას, რომელმაც ცივილიზებული სამყარო მოუხელთებელი მთის კაცის, მეთერთმეტე საუკუნის ასასინთა ბელადის, ჰასან იბნ საბაჰის ბოლოჟამინდელი რეინკარნაციის, ოსამა ბინ ლადენის წინააღმდეგ გააერთიანა. და რაღა თქმა უნდა, ბევრს ილაპარაკებენ „ჩვენს საზიარო ღირებულებებზეც“. საკითხთა უმეტესობა, რომლებზეც ისინი იმსჯელებენ ფიქცია იქნება, ფიქცია, რომელსაც ფასის აღმნიშვნელი იარლიყი მიაკრეს. ერთი საკითხი, რომელიც სტრატეგიული კონცეპტისადმი მიძღვნილ სამიტს გამორჩება, ეს სტრატეგიის საფუძვლიანი განხილვა იქნება. ნაწილობრივ ეს იმითაა განპირობებული, რომ ნატოს, როგორც ასეთს, სტრატეგია არ გააჩნია და არც შეიძლება გააჩნდეს საკუთარი სტრატეგია. ნატო სინამდვილეში შეერთებული შტატების სტრატეგიის ინსტრუმენტია. მისი მოქმედი სტრატეგიული კონცეფცტი ისაა, რასაც შეერთებული შტატები ახორციელებს. მაგრამ ესეც კი მოუხელთებელი ფანტომია. ამერიკის ლიდრებს, როგორც ჩანს, სტრატეგიის განსაზღვრას ისევ შემტევი პოზიციაში დგომა და „საკითხთა გადაწყვეტის დემონსტრირება“ ურჩევნიათ. ერთადერთი, ვინც სტრატეგიის განსაზღვრას ბედავს ზბიგნევ ბზეჟინსკია, ავღანელ მოჯაჰედთა ნათლია იმ დროს, როდესაც მათი გამოყენება საბჭოთა კავშირის დასაშლელად შეიძლებოდა. 1993 წელს თავის წიგნში „დიდი საჭადრაკო დაფა: ამერიკის პრიმატი“ ბზეჟინსკი მოურიდებლად და პირდაპირ ასახელებდა აშშ-ს სტრატეგიულ მიზნებს. მისი თქმით, ნატო, რომელსაც ის ამერიკის ჰეგემონიის სამუდამო შენარჩუნების მომსახურე ინსტიტუტად მოიხსენიებდა, „შეერთებულ შტატებს შიდა ევროპული პროცესების საკვანძო მონალწილედ აქცევს“. „სპეციალურ ინსტიტუტთა გლობალური ქსელის მეშვეობით, რომელშიც, რაღა თქმა უნდა, ნატოც შედის, შეერთებული შტატები გაჭიანურებული ვაჭრობის, დიალოგის, დიფუზიის, ფორმალური კონსესუსის ძიების მეშვეობით” ახორციელებს თავის ძალაუფლებას, ”მიუხედავად იმისა, რომ ძალაუფლება სათავეს ერთადერთი წყაროდან იღებს და ეს ვაშინგტონია“. ეს განსაზღვრება იდეალურად ერგება ლისაბონის „სტრატეგიული კონცეპტის“ სამიტს. გასულ კვირას ნატოს დანიელმა გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა განაცხადა: „ჩვენ საკმაოდ ახლოს მივედით კონსესუსამდე“. და ეს კონსესუსი the New York Times-ის თანახმად, „ალბათ, პრეზიდენტ ბარაქ ობამას ფორმულირებას გაჰყვება: სვლა არაბირთვული სამყაროსაკენ, ბირთვული შეკავების შენარჩუნებით“. ერთი წუთით – განა ზემოთქმულს რაიმე აზრი აქვს? არა, მაგრამ ასეთია ნატოს კონსესუსის არსი. მშვიდობა ომის მეშვეობით, ბირთვული განიარაღება ბირთვული შეიარაღების მეშვეობით, და რაც ყველაზე მთავარია, შორეულ ქვეყნებში საექსპედიციო ჯარების გაგზავნითა და ადგილობრივი მოსახლეობის აღშფოთებით, ალიანსის წევრი-ქვეყნების დაცვის უზრუნველყოფა. სტრატეგია კომიტეტების მიერ დაწერილი კონსესუსი როდია. „გაჭიანურებული ვაჭრობის, დიალოგის, დიფუზიისა და ფორმალური კონსესუსის ძიების“ ამერიკული მეთოდი ყველა იმ წინააღმდეგობას ამხობს, რომელიც შეიძლება შემთხვევით წინ გადაეღობოს. ასე მაგალითად, საფრანგეთი და გერმანია თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს გაწევრიანებას ნატოში, ისევე როგორც ყბადაღებულ „სარაკეტო ფარს“. ისინი ორივეს თავხედურ პროვოკაციულ ნაბიჯად განიხილავდნენ, რუსეთთან შეიარაღების ახალი რბოლის ინსპირატორად, რაც ზიანს მიაყენებდა გერმანიისა და საფრანგეთის ნაყოფიერ ურთიერთობებს მოსკოვთან და თან სრულიად უსარგებლო მიზნების გამო. მაგრამ შეერთებული შტატები უარს არ იღებს და თავის იმპერატიულ მოთხოვნებს მანამდე იმეორებს, სანამ წინააღმდეგობა არ ქრება. ერთადერთი ბოლოდროინდელი გამონაკლისი ის იყო, როდესაც საფრანგეთმა ერაყში ინტერვენციაზე უარი განაცხადა, მაგრამ აშშ-ს ბრაზიანმა რეაქციამ ისე შეაშინა საფრანგეთის კონსერვატიული პოლიტიკური წრეები, რომ მათ პრო-ამერიკელ ნიკოლა სარკოზის დაუჭირეს მხარი. „საფრთხეებისა“ და „გამოწვევების“ ძიებაში „სტრატეგიული კონცეპტის“ ძირითადი არსი პირველად მაშინ გაცხადდა და ამოქმედდა, როდესაც ნატო არ დაემორჩილა საერთაშორისო სამართალს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, თავისსავე ქარტიას და საკუთარი თავდაცვითი პერიმეტრის მიღმა, იუგოსლავიის წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო. ამან ნატო თავდაცვითი ალიანსიდან თავდასხმით ალიანსად აქცია. ათი წლის შემდეგ, ამ ომის ნათლია მდელინ ოლბრაითი „ექსპერტთა ჯგუფის“ თავმჯდომარედ დანიშნეს. ეს ჯგუფი ლისაბონის სამიტის დღის წესრიგის მოსამზადებლად, რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდა სემინარებს, კონსულტაციებს და შეხვედრებს. ამ თავყრილობებზე ყველაზე თვალსაჩინონი ლორდი პიტერ ლევინი, სადაზღვევო გიგანტის, ლონდონის Lloyd-ის თავმჯდომარე და Royal Dutch Shell-ის ყოფილი ხელმძღვანელი იერუნ ვან დერ ვეერი იყვნენ. მმართველი კლასის ეს წარმომადგენლები ბოლომდე სამხედრო სტრატეგები არ არიან, მაგრამ მათ მონაწილეობას საერთაშორისო ბიზნეს-საზოგადოება იმაში უნდა დაერწმუნებინა, რომ მათი გლობალური ინტერესები კონცეპტში გათვალისწინებულია. და მართლაც საფრთხეების კატალოგი, რომელიც რასმუსენმა გასულ წელს თავის გამოსვლაში ჩამოთვალა, ისეთ ვარაუდს აჩენდა, რომ ნატო სადაზღვევო ინდუსტრიისთვის მუშაობს. ნატოს, განაცხადა მან, შემდეგი საკითხების გადაწყვეტა სჭირდება: პირატობა, კიბერ უსაფრთხოება, კლიმატის ცვლილებები, ამინდის ექსტრემალური გამოვლინებები, მაგალითად, კატასტროფული შტორმები, წყალდიდობები, ზღვის დონის აწევა, დასახლებულ რეგიონებში ადამიანების დიდი რაოდენობით შესვლა (ხანდახან საზღვრების გადაკვეთით), წყლის დეფიციტი, გვალვები, საკვები პროდუქტების წარმოების შემცირება, გლობალური დათბობა, CO2-ის ემისია, არქტიკული ყინულის ლხვობა და ამის გამო აღმოჩენილი მანამდე მიუწვდომელი რესურსები, საწვავის ეფექტურობა, უცხოურ რესურსებზე დამოკიდებულება და ა.შ. ჩამოთვლილი საფრთხეების უმეტესობა მიახლოებითაც კი არ შეიძლება ისეთ პრობლემებს მივაკუთვნოთ, რომელთაც სამხედრო გადაწყვეტა სჭირდება. და მართლაც, ვერც „ექტრემისტული სახელმწიფოები“, „ვერც ტირანიის ფორპოსტები“ და ვერც „საერთაშორისო ტერორისტები“ ვერ აგებენ პასუხს კლიმატის ცვლილებაზე, მიუხედავად იმისა, რომ რასმუსენმა ისინი ნატოს გამოწვევებად წარმოადგინა. მეორეს მხრივ, ამ სცენარებიდან ზოგიერთმა, მაგალითად ზღვის დონის აწევის ან გვალვის გამო, მოსახლეობის მასობრივმა გადაადგილებამ მართლაც შეიძლება შედეგად კრიზისი გამოიღოს. მაგრამ რასმუსენის კატალოგის ყველაზე შემაშინებელი ასპექტი ისაა, რომ ნატო ხალისით აცხადებს ამ პრობლემებს ისეთებად, რომლებიც სამხედრო გადაწყვეტას ითხოვენ. არადა, ნატოსთვის მთავარ საფრთხეს მისი მორალური ცვეთა წარმოადგენს, ხოლო სტრატეგიული კონცეპტის ძიება, მისი არსებობის განგრძობის საბაბის ძიებაა. საფრთხე, რომელსაც მსოფლიოს უქმნის ნატო საფრთხეების ძიებაში მყოფი ნატო თავად წარმოადგენს საფრთხეს მსოფლიოსთვის. მთავარი ხიფათი კი იმაში მდგომარეობს, რომ მას წვლილი შეაქვს იმ ტენდენციის დამკვიდრებაში, რომელიც აშშ-მ შექმნა - დიპლომატიისა და მოლაპარაკებების უარყოფა სამხედრო ძალის სასარგებლოდ. ეს ცხადად გამოჩნდა მაშინ, როდესაც რასმუსენმა ამინდის ფენომენი ნატოს საფრთხეების ნუსხაში ჩართო, არადა ეს საკითხები საერთაშორისო დიპლომატიისა და მოლაპარაკებების საგანი უნდა იყოს. მზარდი საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ დასავლური დიპლომატია კვდება. ტონს შეერთებული შტატები აწესებს: ჩვენ ზნეკეთილნი ვართ, ჩვენ ძალა შეგვწევს, დანარჩენი მსოფლიო უნდა დაგვემორჩილოს, თორემ თავისას მიიღებს. დიპლომატიას, როგორც სისუსტეს ამრეზით უყურებენ. სახელმწიფო დეპარტამენტი უკვე კარგა ხანია აღარაა შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ცენტრი. პენტაგონი, რომელსაც მთელს მსოფლიოში სამხედრო ბაზების უამრავი ქსელი აქვს, საელჩოებში – სამხედრო ატაშეები ჰყავს და კლიენტ-ქვეყნებში – უთვალავი მისია, შეუდარებლად უფრო დიდ გავლენას ფლობს მსოფლიოში, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი. ბოლოჟამინდელი სახელმწიფო მდივნები, წინა რიგებში იყვნენ მათ შორის, ვინც დიპლომატიის სანაცვლოდ ომის წარმოებას უჭერდა მხარს და სულაც არ ეძებდნენ ომის დიპლომატიურ ალტერნატივებს. ეს ეხება მედლინ ოლბრაიტს ბალკანეთში და კოლინ პაუელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოში, სადაც ის ყალბ სატესტო სინჯარას აფრიალებდა. პოლიტიკას ნაციონალური უშიშროების მრჩეველი, სხვადასხვა კერძოდ დაფინანსებული კვლევითი ორგანიზაცია და პენტაგონი განსაზღვრავს. პროცესში ერევა კონგრესიც, რომელიც თავისთავად ისეთი პოლიტიკოსების ნაკრებს წარმოადგენს, რომელნიც ცდილობენ თავისი სპონსორებისთვის სამხედრო კონტრაქტი მოიპოვონ. ნატო ვაშინგტონის ევროპელ მოკავშირეებსაც აქეთკენ მიათრევს. ზუსტად ისე, როგორც პენტაგონმა შეცვალა სახელმწიფო დეპარტამენტი, შეერთებული შტატები ნატოს გაერთიანებული ერების შესაძლო სუბსტიტუტად იყენებს. 1999 წლის „კოსოვოს ომი“ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ამ მიმართულებით. სარკოზის საფრანგეთი, მას შემდეგ, რაც ნატოს გაერთიანებულ სარდლობას ხელახლა შეუერთდა, ანადგურებს ტრადიციულად უნარიან ფრანგულ საგარეო სამსახურს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით სამოქალაქო წარმომადგენლობებს ამცირებს. ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკური სამსახურს, რომელსაც ლედი ეშტონი ქმნის, არ ექნება დამოუკიდებელი პოლიტიკა და უფლებამოსილებანი. ბიუროკრატული ინერცია „საერთო ღირებულებებით“ აპელაციის მიღმა ნატოს ყველაზე მეტად ბიუროკრატული ინერცია ამოძრავებს. ალიანსი თავისთავად აშშ-ს სამხედრო-საწარმოო კომპლექსის დანამატას წარმოადგენს. სამოცი წლის განმავლობაში სამხედრო უზრუნველყოფა და პენტაგონის კონტრაქტები წარმოადგენდა სამრეწველო კვლევების, მოგების მიღების, სამუშაო ადგილების, კონგრესმენთა კარიერის და საუნივერსიტეტო დაფინანსებების მთავარ წყაროსაც კი. ამ სხვადასხვა ინტერესთა გადაკვეთა აყალიბებს აშშ-ს ფარულ სტრატეგიას – მსოფლიოს დამორჩილების სტრატეგიას. გლობალური ქსელი მუდმივად ფართოვდება და უცხოურ მიწებზე სადღაც 800-დან 100-მდე სამხედრო ბაზას აერთიანებს. სატელიტ-ქვეყნებთან ორმხრივ სამხედრო ხელშეკრუბებს დებენ. ამ ხელშეკრულებებით მათ წვრთნებს სთავაზობენ და ამავე დროს აშშ-ს წარმოების იარაღის შეძენაში ავალდებულებენ, ავალდებულებენ იმაში, რომ შეირაღებული ძალები გარდაქმნან და თავდაცვითი ფუნქციიდან აქცენტი საშინაო უსაფრთხოებაზე (ანუ რეპრესიებზე) გადაიტანონ. ამავე ხელშეკრულებით ეს ქვეყნები შეიძლება აშშ-ს თაოსნობით მიმდინარე აგრესიულ ომში ინტეგრირდნენ. ახლო ურთიერთობებს ადგილობრივ შეიარაღებულ ძალებთან უფრო სუსტი ქვეყნების საშინაო პოლიტიკაზე გავლენისათვის იყენებენ. მუდმივი წვრთნები, რომლებსაც პენტაგონი, კლიენტი ქვეყნებში ატარებს, მას სამხედრო პოტენციალის სრულყოფილი ცოდნით ამარაგებს, კლიენტ-ქვეყნებს აშშ-ს სამხედრო მანქანაში რთავს და „ომისთვის მზადყოფნის“ მენტალიტეტს აყალიბებს. საკუთარი სამხედრო ბაზების, მოკავშირეებისა და სამხედრო წვრთნების ქსელის გამოყენებით ნატო ცდილობს ალყაში მოაქციოს, იზოლაციაში დატოვოს, შეაშინოს და პროვოკაციაზე წამოიკიდოს ის დიდი ქვეყნები, რომელთაც მთავარ მეტოქეებად მიიჩნევს – ანუ რუსეთი და ჩინეთი. შეერთებული შტატების იმპლიციტური სტრატეგია, როგორც ეს მისი ქმედებებიდან ჩანს, მსოფლიო დომინირების უზრუნველსაყოფად ეტაპობრივი სამხედრო გამარჯვებების მიღწევას გულისხმობს. მსოფლიოს დამორჩილების ამ პროექტის ერთი ორიგინალური მახასიათებელი ის არის, რომ მიუხედავად მისი ყოველდღიური და ექსტრემალურად აქტიური ხასიათისა, დამპყრობი ქვეყნის, ისევე როგორც მისი ყველაზე ახლო, მთავარი მოკავშირეების მოსახლეობის უმეტესობამ ამის შესახებ არაფერი იცის. გაუთავებელი პროპაგანდა „ტერორისტულ საფრთხეზე“ (სპილო და რწყილი) და სხვა ყურადღების გადამტანი მანევრები, ამერიკელთა უმეტესობას იმის შესახებ, თუ რა ხდება რეალურად, სრულ უმეცრებაში ამყოფებს. ეს ძალიან იოლია, რადგან ამერიკელებმა თითქმის ერთნაირად არ იციან არაფერი დანარჩენს სამყაროზე და ამიტომ არც არაფერი აინტერესებთ. აშშ-მ შეიძლება ქვეყანა ბომბოს, რუკიდან გააქროს და მხოლოდ ამერიკელთა მცირე ჯგუფმა იცოდეს, სად მდებარეობდა ეს ქვეყანა. აშშ-ს იმ სტრატეგთა მთავარი ამოცანა, რომელთა კარიერაც მათ ანალიტიკურ ორგანიზაციებში, დირექტორთა საბჭოებში, საკონსულტაციო ფირმებსა და მთავრობებს შორის ატრიალებს, არა ამ გიგანტური მექანიზმის ამოქმედება, არამედ მისი გამართლებაა. საკუთარ თავს ის ძირითადად თვითონვე ამუშავებს. „საბჭოთა საფრთხის“ კოლაფსის შემდეგ პოლიტიკოსებმა უხილავი ან პოტენციური საფრთხეების ძიება დაიწყეს. აშშ-ს სამხედრო დოქტრინას თავისი მიზნები ჰქონდა – პრევენციულად ემოქმედა ნებისმიერი ისეთი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც აშშ-ს მსოფლიო ჰეგემონიაში შეეჯიბრებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთი შეერთებული შტატების მიღმა არსებულ ყველაზე დიდ არსენალად რჩება, ხოლო ჩინეთი ძალიან სწრაფად მზარდი ეკონომიკის სახელმწიფოა. არც ერთი მათგანი არ უქმნის საფრთხეს არც შეერთებულ შტატებს და არც დასავლეთ ევროპას. პირიქით, ორივე მზადაა და მოწადინებულია მშვიდობიან საქმეზე კონცენტრირებისთვის. მაგრამ ისინი სულ უფრო მეტად შფოთავენ სამხედრო ალყის და იმის გამო, რომ შეერთებული შტატები მათ ზღურბლზე პროვოკაციულ სამხედრო წვრთნებს ატარებს. ეს უხილავი აგრესიული სტრატეგია შესაძლოა დაფარულია ამერიკელთა უმეტესობისათვის, მაგრამ მიზანში ამოღებული ქვეყნების ლიდერებმა დარწმუნებით იციან და ხვდებიან რა ხდება მათ გარშემო. სამკუთხედი: რუსეთი-ირანი-ისრაელი დღეს ყველაზე აშკარა „მტერი“ ირანია. ვაშინგტონი ამტკიცებს, რომ „სარაკეტო ფარი“, რომელსაც ის თავის ევროპელ მოკავშირეებს ახვევს თავს დასავლეთის ირანისგან დასაცავად კეთდება. მაგრამ რუსები საკმაოდ ცხადად ხედავენ, რომ სარაკეტო ფარი მიზანში მათ იღებს. უპირველესად ყოვლისა, მათ საკმაოდ კარგად ესმით, რომ ირანს არც ასეთი რაკეტები გააჩნია და არც შესაძლო მოტივი იმისთვის, რომ ისინი დასავლეთის წინააღმდეგ გამოიყენოს. ყველა ინფორმირებული ანალიტიკოსისთვის ერთი რამ სრულიად ნათელია - ირანმა ბირთვული იარაღი და რაკეტები რომ შექმნას კიდეც, ისინი მხოლოდ ისრაელის, იმ რეგიონალური ბირთვული სუპერსახელმწიფოს შესაკავებლად იქნება გამიზნული, რომელსაც მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმის თავისუფლება აქვს მინიჭებული. ისრაელს არ უნდა ამ თავისუფლების დაკარგვა და ამიტომ ეწინააღმდეგება ირანის შემაკავებელ ქმედებებს. ისრაეილის პროპაგანდისტები ხმამაღლა გაჰკივიან ირანულ საფრთხეზე და გაუჩერებლად მუშაობენ იმაზე, რომ ნატოს ასეთივე პარანოია შეჰყარონ. ისრაელს „გლობალური ნატოს 29-ე წევრადაც“ კი მოიხსენიებენ. ისრაელის ოფიციალური პირები დაუღალავად მუშაობდნენ მგრძნობიარე მდელინ ოლბრაიტზე, რათა დანამდვილებით სცოდნოდათ, რომ ისრაელის ინტერესები „სტრატეგიულ კონცეპტში“ გათვალისწინებული იქნებოდა. გასული ხუთი წლის განმავლობაში ისრაელს და ნატოს ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჰქონდათ წითელ და ხმელთაშუა ზღვებში, ასევე ერთობლივი სახმელეთო წვრთნები ბრიუსელიდან დაწყებული და უკრაინით დამთავრებული. 2006 წლის 16 ოქტომბერს ისრაელი იქცა იმ პირველ არაევროპულ ქვეყნად, რომელსაც ე.წ. „თანამშრომლობის ინდივიდუალური პროგრამა“ მიენიჭა, შეთანხმება, რომლის თანახმადაც ის ნატოსთან 27 სხვადასხვა საკითხში თანამშრომლობს. იმის აღნიშვნაც ღირს, რომ ისრაელი ის ერთადერთი ქვეყანაა ევროპის მიღმა, რომელიც აშშ-მ თავისი ევროპული სარდლობის პასუხისმგებლობის არეალში ჩართო (და არა ცენტრალურ სარდლობაში, რომელიც დანარჩენ ახლო აღმოსავლეთს ფარავს). 2006 წლის 24 ოქტომბერს, ნატო-ისრაელის ურთიერთობებისადმი მიძღვნილ სემინარზე, ისრაელის იმჟამინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ციპი ლივინიმ განაცხადა, რომ „კავშირი ისრაელსა და ნატოს შორის ბუნებრივია… ისრაელი და ნატო იზიარებენ საერთო სტრატეგიულ ხედვას. ძალიან ბევრი თვალსაზრისით, ისრაელი ის წინა ხაზია, რომელიც ჩვენი ცხოვრების წესს იცავს“. ევროპის ქვეყნებში ყველა როდი ჩათვლიდა, რომ ოკუპირებულ პალესტინაში ებრაული დასახლებები „ჩვენი ცხოვრების წესია“. ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ იღებს ნატო ისრაელის განმტკიცებული ურთიერთობები ალიანსში გაწევრიანების აშკარა ფორმას. განსაკუთრებით ღაზას სექტორზე ველური თავდასხმის შემდეგ , ამას შეეძლო ევროპულ ქვეყნებში პროტესტი გამოეწვია. მაგრამ მიუხედავად ამისა,ისრაელი ისევ ეპატიჟება საკუთარ თავს ნატოში, რაღა თქმა უნდა, თავისი ერთგული მიმდევრების, ამერიკელი კონგრესმენების მხურვალე მხარდაჭერით. ისრაელი-ნატოს სულ უფრო მტკიცე სიმბიოზის მთავარი მიზეზი მირშეიმერმა და ვოლტმა დაასახე4ლეს: აშშ-ში ისრაელის ენერგიული და ძლევამოსილი ლობი. ისრაელს ძლიერი ლობი ჰყავს საფრანგეთში და დიდ ბრიტანეთშიც. ისინი დაუღალავად განავითარებენ თემას, რომლის თანახმადაც ისრაელი აგრესიული ისლამისგან „დასავლური ღირებულებების“ დაცვის „წინა ხაზია. ის ფაქტი, რომ აგრესიული ისლამი ძირითადად სწორედ ამ „წინა ხაზის“ პროდუქტია, ნამდვილ დახშულ წრეს ქმნის”. ისრაელის აგრესიული დამოკიდებულება მისი რეგიონალური მეზობლებისადმი ნატოსთვის სერიოზულ ვალდებულებებს წარმოშობს, რადგან ისრაელის ომებში ჩართვა არავითარ შემთხვევაში არ შედის ევროპის ინტერესებში. მაგრამ ისრაელთან კავშირი ერთ რთულად შესამჩნევ სტრატეგიულ უპირატესობას შეიცავს, რომელსაც, როგორც ჩანს, აშშ რუსეთის წინააღმდეგ იყენებს… „ირანული საფრთხის“ ისტერიული თეორიის გავრცელებით, შეერთებულ შტატებს შეუძლია პატიოსანი სახით ამტკიცოს, რომ მისი სარაკეტო ფარი მიმართულია ირანის და არა რუსეთის წინააღმდეგ. ამას რუსები არ დაიჯერებენ. მაგრამ ამ თეორიის მოშველიებით, რუსეთის პროტესტს პარანოიდალური სახე ეძლევა, მიამიტი დასავლელი მოქალაქეების თვალში მაინც. ღმერთო ჩემო, რაზე ჩივიან იმ დროს, როდესაც ჩვენ მოსკოვთან ურთიერთობებს „გადავტვირთავთ“ და რუსეთის პრეზიდენტი ჩვენი სტრატეგიული კონცეპტის მხიარულ თავყრილობაზეც მოვიწვიეთ? მაგრამ რუსებმა საკმაოდ ზუსტად იციან, რომ: სარაკეტო ფარი რუსეთის ალყაში მოსაქცევად მზადდება, რადგან რუსეთს აქვს სარაკეტო ფარი, რომელსაც ის შეკავებისთვის ინახავს. რუსეთის სარაკეტო ფარის ნეიტრალიზებით შეერთებული შტატებს რუსეთზე თავდასასხმელად ხელები გაეხსნება, რადგან ეცოდინება, რომ რუსეთს პასუხის გაცემა აღარ შეეძლება. ამიტომ, რაც არ უნდა ითქვას, სარაკეტო ფარი, თუ ის იმუშავებს, საბოლოოდ რუსეთის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებას შეუწყობს ხელს. რუსეთის ალყაში მოქცევა რუსეთის ალყაში მოქცევა გრძელდება შავი ზღვის, ბალტიის ზღვისა და არქტიკის მიმართულებებიდან. შეერთებული შტატების ოფიციალური პირები განაგძობენ იმის მტკიცებას, რომ უკრაინა ნატოში უნდა გაწევრიანდეს. ზუსტად ამ კვირას New York Times-ში ზბიგნევის ვაჟი, იან ბზეჟინსკი ობამას ურჩევდა, არ ეთქვა უარი „თავისუფალი და დაცული ევროპის“ იდეაზე და „საქართველოსა და უკრაინის საბოლოო გაწევრიანებაზე ნატოსა და ევროპის კავშირში“. ის ფაქტი, რომ უკრაინის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია, მხედველობაში არ მიიღება. ბზეჟინსკის კეთილშობილი დინასტიის ახალი თაობისათვის, მხოლოდ უმცირესობის აზრს აქვს მნიშვნელობა. იდეის უარყოფა „ძირს გამოუთხრის საქართველოსა და უკრაინაში მათ ინტერესებს, ვინც თავის მომავალს ევროპაში ხედავს. ეს განამტკიცებს კრემლის მისწრაფებას გავლენის სფეროებისადმი…“ ლაპარაკი „კრემლის“ მისწრაფებებზე „გავლენის სფეროებისადმი“ უკრაინაში აბსურდულია, თუ გავითვალისწინებთ რუსეთსა და უკრაინას შორის არსებულ უკიდურესად მჭიდრო ისტორიულ კავშირებს. უკრაინის დედაქალაქი კიევი, რუსეთის სახელმწიფოებრიობის აკვანია. მაგრამ ბზეჟინსკის ოჯახი წარმოშობით გალიციიდან, დასავლეთ უკრაინის იმ პროვინციიდანაა, რომელიც ოდესღაც პოლონეთის შემადგენლობაში შედიოდა და რომელიც დღეს ანტი-რუსული უმცირესობის ცენტრს წარმოადგენს. აშშ-ს საგარეო პოლიტიკა ხშირად ექცევა უცხოური პაექრობის გავლენის ქვეშ, რომელშიც ამერიკელთა დიდ უმრავლესობას საერთოდ არაფერი გაეგება. ამერიკელთა უმოწყალო დაჟინება უკრაინის მიერთების შესახებ გრძელდება მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ეს გულისხმობს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გამოძევებას ყირიმის ნახევარკუნძულიდან, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა რუსულენოვანი და პრო-რუსული განწყობისაა. ეს არის რეცეპტი რუსეთთან ომისთვის. ამავე დროს აშშ-ს ოფიციალური პირები განაგრძობენ საქართველოს მხარდასაჭერი განცხადებების კეთებას. საქართველოს ამერიკაში გაწვრთნილი პრეზიდენტი ღიად ოცნებობს ნატოს მხარდაჭერი მიღებაზე მომავალ ომში რუსეთის წინააღმდეგ. გარდა შავ ზღვაში ჩატარებული პროვიკაციული მანევრებისა, შეერთებული შტატები, ნატო და (და ჯერ კიდევ) ნატოში არ-გაწევრიანებული ქვეყნები შედეთი და ფინეთი რეგულარულად ატარებენ დიდ სამხედრო წვრთნებს ბალტიის ზღვაში, რუსული ქალაქების სანქტ-პეტერბურგისა და კალინინგრადის თვალთახედვის არეში. ამ წვრთნებში მონაწილეობენ ათასობით სახმელეთო სამხედრო, ასობით საბრძოლო თვითმფრინავი, მათ შორის F-15, AWACS, სადესანტო გემები და ათობით ქვეყნის საბრძოლო გემი. შესაძლოა ყველაზე ავისმომასწავებელი ისაა, რომ არქტიკის რეგიონში შეერთებული შტატები მუდმივად ეპატიჟება კანადასა და სკანდინავიის ქვეყნებს, (მათ შორის დანიასა და გრენლანდიასაც) სამხედრო მანევრებში, რომლებიც ღიად უპირისპირდება რუსეთს. ამ არქტიკული მანევრების მიზანი ანდრეს ფოგ რასმუსენმა გაახმოვანა, როდესაც ნატოს გადასაწყვეტ „საფრთხეებზე” ლაპარაკისას განაცხადა - „არქტიკის ყინული იხევს და ჩნდება რესუსრსები, რომლებიც აქამდე ყინულით იყო დაფარული“. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ეს ახლად აღმოჩენილი რესურსები მათი ექსპლოატაციისთვის თანამშრომლობის შესაძლებლობას აჩენს. მაგრამ აშშ-ს ოფიციალური პოზიცია ასეთი არ არის. გასულ ოქტომბერს, ამერიკელმა ადმირალმა ჯეიმს სტავრიდისმა, ნატოს უმაღლესმა მთავარსარდალმა ევროპაში განაცხადა, რომ გლობალური დათბობა და რბოლა რესურსებისთვის შეიძლება არქტიკაში კონფლიქტის მიზეზი გახდეს. სანაპირო დაცვის კონტრ-ადმირალმა ქრსიტოფერ კოლვინმა, რომელსაც ალიასკის სანაპირო ზოლი აბარია, განაცხადა, რომ რუსეთის სატრანსპორტო აქტივობები არქტიკის ოკეანეში აშშ-ს „განსაკუთრებული შეშფოთების” საგანს წარმოადგენს და რეგიონში უფრო მეტი სამხედო აღჭურვილობა მოითხოვა. აშშ-ს გეოლოგიურ სამსახურს მიაჩნია, რომ არქტიკაში მსოფლიოს აირისა ნავთობის გამოუყენებელი მარაგის მეოთხედზე მეტია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1982 წლის საზღვაო კონვენციის თანახმად, სანაპირო სახელმწიფოს უფლება აქვს 200 საზღვაო მილის ფართობზე და კიდევ შეიძლება მოითხოვოს 150 მილი, თუ დაამტკიცებს, რომ ზღვის ფსკერი მისი კონტინენტური ტერიტორიის გაგრძელებას წარმოადგენს. რუსეთმა ამ მოთხოვნაზე განაცხადი წარადგინა. მას შემდეგ, რაც მთელი დანარჩენი მსოფლიო ამ კონვენციის მიღებაზე წააქეზა, შეერთებული შტატების სენატს ამ შეთანხმების რატიფიცირება ჯერ არ მოუხდენია. 2009 წელს ნატომ განაცხადა, რომ უკიდურესი ჩრდილოეთი „ალიანსის სტრატეგიული ინტერესის“ ობიექტი იქნება და მას შემდეგ ნატომ აქ რამდენიმე დიდი სამხედრო წვრთნა ჩაატარა, ღიად ემზადება რა რუსეთთან არქტიკის რესურსების გამო კონსფლიქტისათვის. რუსეთმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არქტიკაში თავისი თავდაცვითი ინფრასტრუქტურა ძირითადად მოშალა და რესურსების კონტროლთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. გასულ სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა მყიფე ეკოსისტემის დასაცავად ერთობლივი ძალისხმევისკენ, საგარეო ინვესტიციების მოზიდვისკენ, ეკოლოგიურად დამზოგველი ტექნოლოგიების რეკლამირებისკენ და საერთაშორისო სამართლის გამოყენებით უთანხმოებების გადაწყვეტისკენ მოუწოდა. მაგრამ შეერთებულ შტატებს, საკითხის მოგვარება თავისი ძლევამოსილების დემონსტრირებით ურჩევნია. ამან კი შეიძლება არქტიკაში შეიარაღების ახალი რბოლა და შესაძლოა შეიარაღებული შეტაკებებიც კი გამოიღოს შედეგად. მიუხედავად ყველა ამ პროვოკაციული ნაბიჯისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეერთებულ შტატებს რუსეთთან ომი უნდოდეს, თუმცა სროლები და ინციდენტები აქა-იქ გამორიცხული არაა. აშშ-ს პოლიტიკა, როგორც ჩანს, რუსეთის ალყაში მოქცევას ისახავს მიზნად, რათა ისე შეაშინოს რუსეთი, რომ ის ნახევრად-სატელიტის როლს შეეგუოს, რაც ჩინეთთან მოსალოდნელ მომავალ კონფლიქტში მის ნეიტრალიზებას მოახდენს. სამიზნე – ჩინეთი ჩინეთის მიზანში ამოღების ერთადერთი მიზეზი, ცნობილ არაკს ჰგავს: ის აქაა. ის დიდია. და შეერთებული შტატები ყოველთვის მწვერვალზე უნდა იყოს. ჩინეთზე დომინირების სტრატეგია ისეთივეა, როგორც რუსეთზე. ეს კლასიკური საომარი მეთოდებია: ალყა და ასე თუ ისე ფარული მხარდაჭერა შიდა არეულობისა. აი ამ სტრატეგიის მაგალითები: შეერთებულმა შტატებმა პროვოკაციულად გაზარდა თავისი სამხედრო ძალა ჩინეთის წყნარი ოკეანის სანაპიროს გასწვრივ და „ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს „ჩინეთისგან დაცვა შესთავაზა“. ცივი ომის დროს, როდესაც ინდოეთი შეიარაღებას საბჭოთა კავშირიდან იღებდა და დამოუკიდებელ პოზიცია ეკავა, შეერთებულმა შტატებმა პაკისტანი, თავისი მთავარი რეგიონალური მოკავშირე შეაიარაღა. ახლა აშშ-მ ინდოეთი არჩია, რათა ჩამოაცილოს ის შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ორბიტას და ჩინეთის საპირწონედ გამოიყენოს. შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მხარს უჭერენ ნებისმიერ შიდა საპროტესტო მოძრაობას, რომელიც დაასუსტებს ჩინეთს, იქნება ეს დალაი-ლამა, უიგურები, თუ ლიუ სიაობო, დატუსაღებული დისიდენტი. ლიუ საიაბოს ნორვეგიულმა კომიტეტმა, რომელსაც სათავეში ტურნბორნ იაგლანდი, ტონი ბლერის ნორვეგიული ანალოგი უდგას, ნობელის მშვიდობის პრემია მიანიჭა. იაგლანდი პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ნორვეგიაში ნატოს მთავარი მხარდამჭერი იყო. ნატოს ეგიდით ჩატარებულ ევროპელ პარლამენტართა კონფერენციაზე გასულ წელს, იაგლანფმა განაცხადა: ”როდესაც ჩვენ არ შეგვიძლია ტირანიის შეჩერება, ომი იწყება. ამიტომაა ნატო შეუცვლელი. ნატო ერთადერთი სამხედრო ორგანიზაციაა, რომელიც საერთაშორის სამართალს ეფუძნება. ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც გაერომ შეიძლება გამოიყენოს, როდესაც ტირანიის შეჩერება აუცილებელი ხდება ისე, როგორც ჩვენ ბალკანეთში გავაკეთეთ”. ეს გამაოგნებლად მცდარი განცხადება ამახინჯებს ფაქტებს, რადგან ნატო ღიად არ დაემორჩილა საერთაშორისო სამართალს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას და დაიწყო ომი ბალკანეთში, სადაც რეალურად ადგილი ჰქონდა ეთნიკურ კონფლიქტს და არა ტირანიას. ლიუსთვის ნობელის პრემიის გადაცემისას, ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა, რომელსაც სათავეში იაგლანდი ედგა, განაცხადა, რომ ”მისი დიდი ხნის რწმენით, ადამიანის უფლბებსა და მშვიდობას შორის მჭიდრო კავშირია”. იაგლანდის განცხადების ლოგიკის თანახმად, ”მჭიდრო კავშირი” იმას გულისხმობს, რომ თუ უცხოური სახელმწიფო პატივს არ სცემს ადამიანის უფლებებს დასავლური გაგებით, ის შეიძლება დაიბომბოს ისე, როგორც ნატომ დაბომბა იუგოსლავია. მართლაც ის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტს ხმაურობენ ”ადამიანის უფლებებზე”, კერძოდ კი შეერთებული შტატები და ბრიტანეთი, მსოფლიოში ყველაზე ხშირად ომობენ. ნორვეგიელთა განცხადებამ ცხადყო, რომ ლიუსთვის (რომელმაც ახალგაზრდობა ნორვეგიაში გაატარა) ნობელის პრემიის გადაცემა, რეალურად ნატოს მხარდაჭერას უტოლდებოდა. ”დემოკრატიები” შეცვლის გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ნატოს ევროპელი წევრები შეერთებული შტატების სამხედრო ძალას შედარებით ნაკლებს ჰმატებენ. მათი წვლილი, უპირველესად ყოვლისა, პოლტიკურია. მათი მონაწილეობა ”საერთაშორისო საზოგადოების” მონაწილეობის ილუზიას ქმნის. მსოფლიოს დამორჩილების პროცესი, რომელიც პენტაგონის ბიუროკრატული ინერციით ხორციელდება, შეიძლება აღიწეროს, როგორც მსოფლიო დემოკრატიების ჯვაროსნული ლაშქრობა, რომლის მიზანი მთელს დანარჩენ ურჩ მსოფლიოში მათი განათლებული პოლიტიკური წესრიგის გავრცელებაა. ევრო-ატლანტიკური მთავრობები აცხადებენ, რომ ”დემოკრატია” მათ მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნების საქმეებში ჩარევის აბსოლუტურ უფლებას აძლევს. იმ მცდარი თეზისის საფუძველზე, რომ ”ადამიანის უფლებათა დაცვა აუცილებელია მშვიდობისათვის”, ისინი ომის გაჩაღების უფლებას იტოვებენ. მთავარი კითხვა კი ასე ჟღერს, შეუძლია ჯერ კიდევ თუ არა ”დასავლურ დემოკრატიას” ამ საომარი მანქანის დაშლა მანამდე, სანამ ძალიან გვიან არ არის. ორიგინალი ორიგინალი
  23. კინგ, შენ ერთადერთი რამ დაგრჩა გასაკეთებელი. იცი რასაც ვგულისხმობ. შენ დამთავრდი. შენთვის ერთადერთი გზა არსებობს. შენთვისვე აჯობებს თუ ამ გზას აირჩევ, სანამ შენი ბილწი არსება გაშიშვლებულა მთელი ერის წინაშე” – ასეთი შინაარსის წერილი მიიღო მარტინ ლუთერ კინგ იხილეთ tabula.geზე
  24. მომავალ წელს ნეტბუქი ყველა პირველკასელს დაურიგდება –ეს განცხადაება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დღეს მასწავლებლებთან შეხვედრისას გააკეთა. მინისტრის თქმით, მომავალ წელს, ყველა პირველკლასელი მიიღებს სახელმწიფოსგან ნეტბუქს. ,,მომავალ წესლ ჩვენ დავარიგებთ ყველა პირველი კლასელისთვის პერსონალურ კომპიუტერებს. დაახლოებით დარიგდეა 60-75 ათასი კომპიუტერი’’, - განაცხადა შაშკინმა. შაშკინის განმარტებით, ნეტბუქს საჩუქრად მიიღებს ასევე ყველა ის მასწავლებელი, რომელიც პირველკლასელებს ასწავლის. სრული ინფო(netgazeti.ge)
  25. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა,დღეს,მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ იანვარში, ფიზიკის მასწავლებლებს საშუალება ექნებათ ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) სტაჟირება გაიარონ. ევროპულ ორგანიზაციაში მოსახვედრად, მინისტრის განმარტებით, ფიზიკის მასწავლებელთათვის კონკურსში ჩატარდება. ,,იანვარში ცერტნრში წავლენ ფიზიკის მასწავლებებლები, რომლებიც გაიმარჯვებენ კონკურსში. ფიზიკის მასწავლებლები გაივლიან სტაჟირებას ცერნში იმისათვის რომ ნახონ ის ახალი გამოწვევები, რომელიც დგას ჩვენს წინაშე’’, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა. ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარზე მდებარეობს. სრული ინფო(netgazeti.ge)
×
×
  • შექმენი...