planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/plasido-150x150.jpgბათუმში, პიაცას მოედანზე დღეს, მსოფლიოში ცნობილი ტენორის პლასიდო დომინგოს კონცერტი გაიმართება. კონცერტი ბათუმში 18:00 საათზე იგეგმება. მაესტრო პლასიდო დომინგო ბათუმში მაყურებლის წინაშე 14 საოპერო არიას სხვადასხვა საოპერო ნაწარმოებიდან შეასრულებს. ბათუმში ამ დღესთან დაკავშირებით, 2000 სტუმარს ელოდებიან. პლასიდო დომინგოს კონცერტზე დასასწრებად სპეციალური პაკეტები შემუშავდა. კონცერტზე დასასწრები ბილეთის გარდა პაკეტის მთლიან ღირებულებაში შედის ასევე 35-40 %-იანი ფასდაკლება აჭარის სასტუმროებში. პაკეტში შედის ასევე 15 %-იანი ფასდაკლება რესტორნებში, კლუბებში უფასოდ შესვლა და უფასო ტური ბათუმში. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/aqciaa-150x150.jpgპარლამენტის წინ დღეს, “სახალხო წარმომადგენლობითი კრება” გაიმართება. “ექსპრესნიუსისთვის” ცნობილი გახდა, რომ კრებას გახსნის “სახალხო წარმომადგენლობითი კრების” ერთ-ერთი ორგანიზატორი ნონა გაფრინდაშვილი, იგი შეკრებილი საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგება, რის შემდეგაც დელეგადები კენჭს უყრიან დღის წესრიგს და რამდენიმე დოკუმენტს რომელიც კრებამ უნდა მიიღოს. კენჭისყრის შემდეგ კი დაიწყება პოლიტიკური ლიდერების და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების გამოსვლები. გადაწყვეტილება კრების წარმომადგენლება მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც ეკონომიკის სამინისტროსგან კრების ლოკომოტივის სტადიონზე ჩატარების ნებართვაზე უარი მიიღეს. კრება პარლამენტის წინ 15:00 საათზე დაიწყება, რომელსაც თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი შეუერთდება. აქციაზე მივლენ ~ეროვნული ფორუმის” ლიდერები კახა შარტავა, გუბაზ სანიკიძე და რეზო შავიშვილი, ~დემოკრატიული მოძრაობის~ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, “კონსერვატული პარტიისა და “ხალხის პარტიის” ლიდერები ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისაგან შემდგარი ~თანხმობის დარბაზი~ და სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფი. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/image03121-150x150.jpg25 ნოემბერს, „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის ლიკვიდაციისთვის ბრძოლის საერთაშორისო დღე” აღინიშნება.. ამ დღეს, საქართველოსთან ერთად, მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ლიტერატურულ კაფეში „ქარავანში” ახალი წიგნის „სამართლებრივი გზამკვლევი ქალებისთვის” პრეზენტაცია გაიმართა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/IMG_4365-150x150.jpg25-26 ნოემბერს დიღომში მდებარე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემია თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. პირველ დღეს ჩემპიონ-პრიზიორები 55, 60, 66 და 74 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან, ხოლო მეორე დღეს – 84, 96 და 120 კილოგრამებში. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გადაწყვეტილებით, შიდა კონკურენციაში ჩართვა ნაკრების ყველა მოჭიდავისთვის სავალდებულო იქნება. შედეგებით კი ის გუნდი დაკომპლექტდება, რომელიც 2011 წლის ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. წინასწარი ეტაპის შეხვედრები 11 საათიდან დაიწყება. ფინალური ბლოკის დაწყების ზუსტი დრო კი უცნობია, რადგან გადამწყვეტი ბრძოლების წინ შესვენება არ გამოცხადდება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/image80-150x150.jpgდღეიდან, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემაზე გადასვლის შესახებ მთვარობის დადგენილება ოფიციალურად ძალაში შედის . ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კავშირგაბმულბის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ქაშიაძემ განაცხადა. მისი თქმით, დღეიდან ძალაში შედის მთავრობის მიერ დამტკიცებული დადგენილება “საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ”. ქაშიაძის განმარტებით, ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება და მთავრობის მიერ გაწერილი გეგმის თანახმად, 2011 წლის დეკემბერში დასრულდება. ნუმერაციის ეროვნული სისტემა საქართველოს ქალაქების არსებული კოდების ცვლილებას ითვალისწინებს. თბილისის ფიქსირებული (ე.წ. ქალაქის) სატელეფონო ქსელში არსებულ სააბონენტო ნომერზე ერთი ციფრის დამატებით შემოღებული იქნება შვიდნიშნა სააბონენტო ნუმერაცია, იგივე წესით საქართველოს ყველა სხვა ქალაქში (თბილისის გარდა), ფიქსირებულ სატელეფონო ქსელებში შემოღებული იქნება ექვსნიშნა სააბონენტო ნუმერაცია, მობილურ ქსელის ოპერატორების ორნიშნა კოდებს დაემატება ერთი ციფრი “5″ (მაგ: ნაცვლად მაგთი – 899 იქნება 599; ბალი – 898 იქნება 598; ჯეოსელი – 877 იქნება 577 და ა.შ.) ხოლო სააბონენტო ნომერი უცვლელად ექვსნიშნა დარჩება. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სპეციალური სამსახურებისთვის შემოღებული იქნება ერთიანი სამნიშნა ნომრები. ფიქსირებულ ადგილობრივ სატელეფონო ქსელების საინფორმაციო სამასხური – 110, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ერთიანი სამნიშნა ნომერი – 111, გადაუდებელი დახმარების ევრონომერი – 112, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთიანი სამნიშნა ნომერი – 113 და სხვ. ქაშიაძის განცხადებით, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ოპერატორები და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლები ვალდებულნი არიან საკუთარი ხარჯებით უზრუნველყონ ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/shashkini21-150x150.jpgდღეს 11 საათზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი 300 პედაგოგს შეხვდება. მინისტრი პედაგოგებს ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჩარჩო’’ დოკუმენტს წარუდგენს. აღნიშნული დოკუმენტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეტაპებსა და სტანდარტებს გულისხმობს, ის საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში პირველად შეიქმნა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/erovnuliss3-copy-150x150.jpgდღეს “ეროვნული საბჭო” პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე სახალხო კრებას შეუერთდება. ამის შესახებ, “ეროვნული საბჭოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა. “ეროვნული საბჭო” ყოველთვის ოპოზიციური რესურსების გაერთიანების მომხრე იყო. წარმომადგენლობით სახალხო კრებას განვიხილავთ, როგორც საზოგადოების და ოპოზიციის ჩინებულ პროექტს, ამდენად მონაწილეობას მივიღებთ კრების მუშაობაში. ჩვენ ხალხთან და საზოგადოების წრმომადგენლებთან ერთად ჩავერთვებით იმ საჭირბოროტო საკითხების განხილვაში, რომელიც წარმომადგენლობითი სახალხო კრების წინაშე დგას”, – განაცხადა ძიძიგურმა. მისი თქმით, .საბჭომ ეს გადაწყვეტილება ეროვნული კრების საინიციატივო ჯგუფთან გამართული კონსულტაციების საფუძველზე მიიღო. იხილეთ epn.ge
-
გაგრძელებაში ნახავთ ფანქრით (და არა მარტო ) შესრულებულ ცნობილი ადამიანების ულამაზეს პორტრეტებს… 1. ულამაზესი Megan Fox 2. ჩემი უსაყვარლესი პერსონაჟი Hugh Laurie3. esp. for Charlie ფანქრით ნახატი არაა, მარა მაინც 4. ულამაზესი Alessandra Ambrosio და Adriana Lima5. ყველასათვის საყვარელი Jack Sparrow იმედია ... View ucnauri.com
-
მობილურს ვიყენებთ ყველგან (სადაც იჭერს) და ყოველთვის (თუ ანგარიშზე გვაქვს). ხო და გადავხედოთ სტატისტიკას მთელს მსოფლიოში. მგონი საინტერესოა.მობილურ ტელეფონს იყენებს 1.600. 000. 000 ახალგაზრდა.ყოველწლიურად ისინი მობილურ კავშირში ხარჯავენ 330.000.000.000 დოლარს, რაც 12-ჯერ მეტია, ვიდრე მთელს მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიაში არსებული თანხა.2012 წლისათვის მობილური ტელეფონის ყოველი მეხუთე მფლობელი იქნება ინდოელი.ბოლო ორ წელიწადში ... View ucnauri.com
-
ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი პოსტი დადებულა, მაგრამ მინდა შემოგთავაზოთ განსხვავებები, რომლებიც სიცილს თუ არა, ღიმილს მაინც მოგგვრით.1. ყველა ომი მამაკაცის ბრალია.2. სათხილამურო მარათონში, მამაკაცები 20 კილომეტრით მეტ მანძილს გადიან.3. მამაკაცის ბავშვობის ოცნება, როგორიცაა: კოსმონავტობა, პრეზიდენტობა, ბევრად რთული ასახდენია ვიდრე ქალის: გახდე ექიმი, ბორტგამცილებელი ან უბრალოდ დედა.4. მამაკაცი იძულებულია შეეგუოს იმ ... View ucnauri.com
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/SL_logo-150x150.pngსაქართველოს სოციალ–ლიბერალური პარტია დღევანდელ «სახალხო კრების» აქციას მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” საქართველოს სოციალ–ლიბერალური პარტიდან აცნობეს. საქართველოს სოციალ–ლიბერალური პარტიას არ მიაჩნია, რომ ეს არის ის მეთოდი, რომლითაც ხელისუფლება შეიცვლება, მაგრამ ამ ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეების მხარდაჭერა პარტიისთვის პრიორიტეტულია. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პარტია თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე გაუწევს სახალხო კრებას დახმარებას. კერძოდ საქართველოს სოციალ–ლიბერალური პარტიის საიტის და ჩეხეთში ქართული სათვისტომოს საიტის მეშვეობით გაშუქდება მიმდინარე მოვლენები და ევროპარლამენტს მიწოდება ინფორმაცია სახალხო კრების თაობაზე. განცხადება იხილეთ: http://www.georgian-style.net/?p=230 იხილეთ epn.ge
-
ჩემი ვიზიტის შედეგები ერთ საინტერესო საიტზე … დაახლოებით 1 წლის წინ ახლობელი დაბოდიალობდა საიტებზე და შემთხვევით გადააწყდა დიეტებით გაძეძგილ საიტს მეც რა თქმა უნდა,მიუხედავად იმისა რომ არაფერში არ მჭირდება დიეტა,შევიჭყიტე და საშინელი სურვილი გამიჩნდა იმ ხალხზე მეღადავა,ვინც ასეთ სისულელეებს იწონებდა და უწონებდა ამის დამპოსტავს :ჩემო ნასკა ... View ucnauri.com
-
რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი პარანორმალური ისტორიებიდან ისტორია პირველი – აბიგაილიპატარაობიდანვე ვგრძნობდი, რომ ჩემს გარშემო ბევრი უჩვეულო რამ ხდებოდა, რასაც ლოგიკურ ახსნას ვერ ვუძებნიდი. ჩემი ოჯახი აშშ-ს საზღვაო ძალების ბაზასთან ახლოს ცხოვრობდა ჰავაის შტატის ქალაქ ოეჰუში. მძულდა ჩვენი სახლი, რადგან იქ თავს უსაფრთხოდ ვერასდროს ... View ucnauri.com
-
პოსტში მოგითხრობთ ერთ-ერთი სპორტის სახეობის შესახებ.დაუნჰილი არის სპორტი რომელშიც მონაწილეობას იღებს 1 ან მრავალი მონაწილე. მონაწილეები ველოსიპედების საშუალებით ეშვებიან ციცაბო მთის რელიეფზე.პირველად დაუნჰილის შეჯიბრი ჩატარდა 22 ოქტომბერს კალიფრნიაში 1976. მას შემდეგ სპორტი პოპულარული გახდა ამერიკელ ახალგაზრდებში. სპორტი ძალიან ნელა ვრცელდებოდა ამერიკის შემდეგ დაუნჰილმა პოპულარობა ჰპოვა კანდაში, ევროპაში და ავსტრალიაში. ... View ucnauri.com
-
ახალგაზრდა ბრიტანელმა დიზაინერმა – Jeremy Innes-Hopkins–მა წარმოადგინა ფრიად საინტერესო კონცეპტი – “Nokia Kinetic Concept Phone”–ი, რაც მობილური ტელეფონის მოდელი გახლავთ, რომელსაც ძალუძს შემომავალი ზარებისა და მოკლე შეტყობინებების ფონზე დაიტუმბოს. საქმე იმაში გახლავთ, რომ სიახლე მოიცავს შიდა მოწყობილობას, რომელიც ციფრულ ინფორმაციას კინეტიკურ ენერგიად გარდაქმნის.წყარო:top100.ge View ucnauri.com
-
25 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო “რედისონში” შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებული კვლევის _ “მიგრაცია და განვითარება საქართველოში” პრეზენტაცია გაიმართება. 25 ნოემბერს, 10.00 საათზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია “საქართველოში მუდმივმოქმედი საინფორმაციო სისიტემის (ჩOღშ) შექმნა” გაიმართება. სასტუმრო “თბილისი მარიოტი” 25 ნოემბერს, 11.00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი 300 პედაგოგს ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჩარჩო”" დოკუმენტს წარუდგენს. მის: დ. უზნაძის ქ. №52 25 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა ჩატარდება. პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი 25 ნოემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან წარმომადგენლობითი სახალხო კრების დელეგატების რეგისტრაცია დაიწყება. 25 ნოემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით გაიმართება “საერთაშორისო 16-დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 2010″. 25 ნოემბერს, 14.00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოში Iთ ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით შეხვედრა გაიმართება. 25 ნოემბერს, 14.00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე “ეროვნული ფორუმი” წევრები შეიკრიბებიან, საიდანაც პარლამენტისკენ დაიძვრებიან. 25 ნოემბერს, 15.00 საათზე, პარლამენტთან წარმომადგენლობითი სახალხო კრება ჩატარდება. 25 ნოემბერს, 18:00 საათზე, ბათუმში პიაცას მოედანზე, მსოფლიოში ცნობილი ტენორი პლასიდო დომინგო კონცერტს გამართავს, იხილეთ epn.ge
-
http://www.liverpool.no/images/viewimage.aspx?id=25002 ”ლივერპულის ესპანელმა რეზერვისტმა სუსომ გუნდთან პირველ ოფიციალურ კონტრაქტს მოაწერა ხელი 2013 წლამდე… სრული სახელი: ხესუს ხოაკინ ფერნანდეს საეს დე ლა ტორე. ფორვარდს, რომელსაც შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზეც შეუძლია თამაში, სულ ცოტა ხნის წინ შეუსრულდა 17 წელი. ეს გახდა მიზეზი იმის, რომ მოეწერა ხელი ახალ ხელშეკრულებაზე. ეს სიახლე ესიამოვნება ყველას ვინც უყურებს ”ლივერპულის” რეზერვების თამაშს, სუსო მრავალი კომპონენტით აჭარბებს შედარებთ გამოცდლ მოწინააღმდეგეებს. მის კარიერაში უდიდესი როლი ითამაშა ”ნიუკასლის” რეზერვებთან გატანილმა გოლმა. სუსო ცნობილია მისი ბურთის ფლობის უნარით და პასის უდიდესი გრძნობით. ახლა სუსო ”ლივერპული” რეზერვებში გამოდის, ამის გარდა იგი ესპანეთის 18 წლამდელთა ნაკრების წევრიცაა. View the full article
-
http://www.liverpool.no/images/viewimage.aspx?id=25002 ”ლივერპულის ესპანელმა რეზერვისტმა სუსომ გუნდთან პირველ ოფიციალურ კონტრაქტს მოაწერა ხელი 2013 წლამდე… სრული სახელი: ხესუს ხოაკინ ფერნანდეს საეს დე ლა ტორე. ფორვარდს, რომელსაც შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზეც შეუძლია თამაში, სულ ცოტა ხნის წინ შეუსრულდა 17 წელი. ეს გახდა მიზეზი იმის, რომ მოეწერა ხელი ახალ ხელშეკრულებაზე. ეს სიახლე ესიამოვნება ყველას ვინც უყურებს ”ლივერპულის” რეზერვების თამაშს, სუსო მრავალი კომპონენტით აჭარბებს შედარებთ გამოცდლ მოწინააღმდეგეებს. მის კარიერაში უდიდესი როლი ითამაშა ”ნიუკასლის” რეზერვებთან გატანილმა გოლმა. სუსო ცნობილია მისი ბურთის ფლობის უნარით და პასის უდიდესი გრძნობით. ახლა სუსო ”ლივერპული” რეზერვებში გამოდის, ამის გარდა იგი ესპანეთის 18 წლამდელთა ნაკრების წევრიცაა. View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_figaro1.jpg ალენ ჟერარ სლამა გუშინ, ევროპის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, იმ ქვეყნის ლიდერი, რომლის 20% რუსეთის არმიას აქვს ოკუპირებული, ნატოს შემდეგ ევროპის დამშვიდებას შეეცადა და განაცხადა, რომ ოკუპანტის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობაზე ცალმხრივ ვალდებულებას იღებს და მას მოლაპარაკებების დაწყებას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე სთავაზობს. ეს პაციფიზმი, რომელიც აშკარად შთაგონებულია კანტის ”მუდმივი მშვიდობის” ტრაქტატით, განსაკუთრებით საყურდღებოა იმ თვალსაზრისით, რომ ოსტატურად ეხმიანება იმ ცვლილებებს, რომელიც აშშ-ს ერაყულ მარცხს მოჰყვა და რაც გავლენას ახდენს საერთაშორისო ურთიერთობების სულისკვეთებაზე: წამყვანი სახელმწიფოები, მათ შორის ჩინეთიც, სერიოზულ შეზღუდვებსა და დაბრკოლებებს აწყდებიან, როდესაც საკუთარ პოლიტიკაში გათვლას მხოლოდ ძალაზე აკეთებენ. სააკაშვილის ინიციატივა, რომელიც საფრანგეთში სწავლობდა, ნიდერლანდების მოქალაქე ჰყავს ცოლად და საკუთარი გარემოცვა ლონდონში, ჰაიდელბერგსა და ჰარვარდში განსწავლული ახალგაზრდა მინისტრებისგან დააკომპლექტა, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს იმით, რომ უპირისპირდება ადმინისტრაციულ, წვრილმან, ქსენოფობიურ და კორუფციულ მემკვიდრეობას, რომელიც ფაქტობრივად ხელუხლებელი დარჩა საბჭოთა საყინულედან გამოსვლის შემდეგ. დღევანდელი გუნდი, რომელიც ეყრდნობა ახალგაზრდობას, ქალებს და უმცირესობებს, რომლებიც ძველ რეჟიმთან განშორების ძირითადი მამოძრავებელი ძალაა, აქცენტს აკეთებს საზოგადოებრივ თავისუფლებებზე (პირველ რიგში პრესის თავისუფლებაზე) და გამჭვირვალობაზე ძველი პოლიციური სისტემის წინააღმდეგ (29 წლის მინისტრის მოადგილემ შტატები შეამცირა და ხელი მოაწერა ბრძანებას 20 ათასი პოლიციელის გათავისუფლებაზე). გარდა ამისა, ეს გუნდი ყველანაირად მხარს უჭერს კერძო კაპიტალს, რათა მან მშენებლობები აწარმოოს თბილისში, ააშენოს კულტურის ცენტრები და შესანიშნავი სასტუმროები შავი ზღვის სანაპიროზე. ლიბერალური ქართული ხელისუფლება იმდენად მაღალი პასუხისმგებლობისაა, რომ ბიუჯეტის დეფიციტი 6%-ს არასდროს აჭარბებს. და ბოლოს, რელიგიის სფეროში ის ფუნდამენტალიზმის წინააღმდეგ საერო პლურალიზმის უჭერს მხარს (რაც სხვათაშორის მას გაცილებით უკეთ გამოსდის, ვიდრე მეზობელ თურქებს). მეტიც, ამ საერთო ფონზე ქვეყანა ისტორიულადაც გამორჩეულია. ყოფილ კოლხეთს მისი ორმაგი სპარსული და ბერძნული მემკვიდრეობით, ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა რუსეთის იმპერიაში ანექსიის დღიდან (1801 წელი) დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე (1991 წელი). შემაშინებელი რეპუტაციის მიუხედავად, რომელიც მას სტალინმა და ბერიამ დაუმკვიდრეს, 1917 წლის რევოლუციის დროს საქართველოში ლენინის მიერ დამარცხებული მენშევიკები სჭარბობდნენ. ქვეყნის კლიმატი ხმელთაშუაზღვისპირეთის კლიმატის მსგავსია, რამაც ყირიმთან ერთად ის საბჭოთა ბიუროკრატების დასვენების საყვარელ ადგილად აქცია. რაც შეეხება აქ წამყვან მართლმადიდებლურ აღმსარებლობას, ის მტკიცე წინააღმდეგობას უწევდა ისლამის გავლენას და მასთან თანაარსებობა ისწავლა. და იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მოგზაურმა იცის მისი ეს თავისებურება, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე (კრემლი ამ რეგიონებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული შეთანხმების შემდეგ აკონტროლებს) რუსი ოკუპანტების აგდებული მოპყრობითა და ჩხრეკვებით დაღლილი, იგი მაინც გაოცებული რჩება იმ ცივილიზებული და ზრდილობიანი მოპყრობით, რომლითაც მას საქართველოში ხვდებიან. ის ჯერ ნაციონალისტი გამსახურდიას (ის რუსებმა 1993 წლის ნოემბერში მოიცილეს) შემდეგ კი საქართველოს კომპარტიის ყოფილი თავმჯდომარის ედუარდ შევარდნაძის მმართველობის ველი იყო, თუმცა რუსების ზეწოლას საბოლოოდ ვერც ”ვარდების რევოლუცია” გაუმკლავდა, რომელიც 2003 წელს მიხეილ სააკაშვილმა მოაწყო. ახალბედა პრეზიდენტს უზარმაზარი წინააღმდეგობა შეხვდა, რომელიც 2007 წლის ნოემბერში ლამის მისი წასვლით არ დასრულდა. მოგვინებით კი სეპარატისტულმა აგრესიამ იმატა, რაც 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტში გადაიზარდა. 2009 წელს ქვეყანაში ახალი მანიფესტაციები მოეწყო, თუმცა საქართველოს მთავრობაში საღმა აზრმა იმძლავრა და მათ რეპრესიებისგან თავი შეიკავეს. დღეს ჩვენ ამ კონფლიქტების მონაცვლეობის გახსენება გვმართებს, რათა სრულად შევაფასოთ ერთდროულად იმ პატრიოტული და პროდასავლური ტენდენციის პარადოქსი, რაც კიდევ უფრო განამტკიცა 2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე რუსული არმიის გადაადგილებისთვის ევროკავშირის მხრიდან (საფრანგეთის თავმჯდომარეობით) გაწეულმა წინააღმდეგობამ. როგორიც არ უნდა იყოს ამ მოძრაობის (მას ჯერ კიდევ სამი წელი აქვს წინ) შედეგი, აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ყველგან, რუსეთში, ბელორუსში, უკრაინაში, სადაც კი მსგავსი ტიპის ინიციატივები კულტურულ წინააღმდეგობას შეხვდა, ”პოსტმოდერნისტული” სინთეზი, რომლისკენაც თბილისი მიისწრაფვის, საფუძველი გახდება, თუ არა მაგალითი, მათთვის, ვინც მზადაა იბრძოლოს თავისუფლების ზეიმისთვის. ორიგინალი ორიგინალი
-
http://a.pix.ge/l/4mm8b.jpg Skysports.com-ის თქმით “სელტიკის” ბერძენი თავდამსხმელი, გეორგიოს სამარასი მოქმედ კლუბთან კონტრაქტს აღარ გააგრძელებს. “მანჩესტერ სიტის” ყოფილმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა კლუბი გამოიცვალოს. 25 წლის ბერძენით ისეთი კლუბია დაინტერესებული, როგორიც “მერსისაიდელი გიგანტები” არიან. გარდა “ლივერპულისა” სამარასით “სარაგოსა” და კიდევ ერთი ესპანური კლუბია, რომელიც მის ხელში ჩასაგდებად ირძოლებს. ვნახოთ საბოლოოდ რას გადაწყვეტს და სად გააგრძელებს თავდამსხმელი კარიერას. View the full article
-
ჟურნალი xxl 11 /2010 უკრაინა View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/11/OJ-Logo-150x22.gif პიტერ ჩემბერლინი რა სურს სინამდვილეში რუსეთს საქართველოსგან? ისევე როგორც რუსეთს და მის ყოფილ სატელიტებს შორის წარმოქმნილ ყველა სხვა საკითხში, კრემლს სურს დამოუკიდებელი მთავრობებზე კონტროლის განმტკიცება., თუმცა პრობლემას მხოლოდ ეს არ წარმოადგენს. საქართველო ბრძოლის ველია, სადაც დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის ომია გაჩაღებული. სწორედ ამ ადგილას, ისევე როგორც კონფლიქტის სხვა ზონებში, რუსეთის ლიდერებმა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგან იმისთვის, რომ საკუთარი ”ახალი აზროვნების” შესაბამისად იმოქმედონ. ჩვენ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, თუ რა გზას აირჩევენ პუტინი და მედვედევი, რადგან, მათ, როგორც ჩანს თავად არ იციან რა გზას დადგებიან უახლოეს მომავალში. თუმცა, იმ სასიამოვნო ნოტების თანახმად, რაც ლისაბონიდან გაისმის, რუსები მტკიცედ დაადგნენ აშშ-სთან გლობალური პარტნოიორობის გზას. ამ ყველაფერთან დაკავშირებით პრობლემა იმაში მდგომარეობს, თუ როგორ შეძლებს რუსეთი წარსული მიღწევების შენარჩუნებას მომავლის პოტენციალის დაკარგვის გარეშე? პუტინის დილემა ასეთია: როგორ უნდა მოხდეს გადასვლა პოსტსაბჭოთა მმართველობიდან, ახალ გლობალურ პარტნიორობამდე აშშ-სთან ისე, რომ გარდამავალ პერიოდში ამან უმართავი სოციალური რევოლუციის პროვოცირება არ მოახდინოს? როგორ შეიძლება ხავერდოვანი გადასვლა ტრადიციული პოზიციიდან – ამერიკის გეგმებისთვის ხელის შეშლა – ახალ, ანუ ამერიკელ სტრატეგებთან თანამშრომლობის პოზიციაზე? პრობლემები მაშინ გაჩნდება, როდესაც გადასვლა მოხდება: ერთ დღეს ორგანიზაცია ”ძველი აზროვნების” მიხედვით მუშაობს, მეორე დღეს ის ახალ აზროვნებაზე უნდა გადაერთოს. პუტინის დილემა, განსაკუთრებით თვალსაჩინოა ამიერკავკასიის მაგალითზე, სადაც საბჭოთა კარტოგრაფთა აღტყინება, რომელსაც საფუძვლად ეთნიკური სხვაობები უდევს, წინააღმდეგობაში მოდის მილსადენების მშენებლობის მუდმივად ცვლად გეგმებთან. რუსეთ-ამერიკის ბრძოლა – ”სამხრეთ ნაკადი” ”ნაბუქოს” წინააღმდეგ – გაურკვევლობას ქმნის და საზღვრების ცნებას სპობს, ისე რომ ადამიანები, რომელთა ნაცვლადაც გეგმავენ მათ ცხოვრებას, თავდაცვის მიზნით ნაციონალიზმს მიმართავენ, რადგან მომავლის პოტენციალი აქვთ, რომლისთვისაც ბრძოლა ღირს. საჭიროა თავდაცვითი ნაციონალიზმის საკუთარ სარგებლად გადაქცევა და ამით იმის დემონსტრირება, თუ სად გადის ახალი მომავლის გზა. წარსულში, იმ პრობლემების გადალახვის მცდელობებს , რომლებიც განუყოფლად უკავშირდებოდა რეგიონის დამშვიდების ამოცანას, დაყვანილ იქნა ახალი ანკლავების შექმნამდე, რომელთა საზღვრებსაც თავად ეს ანკლავები განსაზღვრავდნენ – სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი, მთიანი ყარაბახი. ამ პარტიზანთა საწრთვნელი ბანაკების განადგურება აუცილებელია, თუმცა მონაწილე საკვანძო მოთამაშეების ინტერესების გათვალისწინებით. შეძლებენ კი ამერიკელი და რუსი ლიდერები პუტინის დილემის გადალახვას რაიმე ”სამშვიდობო შეტევის” წყალობით? მთიანი ყარაბახის ირგვლივ აზერბაიჯანულ-სომხური კონფლიქტის მხარეების მიერ ახლახანს მიღებული ზომები იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთ-ამერიკის პარტნიორობა მზადაა დაუშვას ან მოიწონოს საკითხის სამხედრო გადაწყვეტა, თუმცა თავად ხელს აწერენ შეთანხმებებს, რომლებიც მათ ”კონფლიქტის გადაწყვეტისთვის” განსაზღვრული ზომების განხორციელებას ავალდებულებს. ჩვეულებრივ, რუსული პროპაგანდის რუპორს გაზეთ ”პრავდას” არ წავიკითხავდი, თუმცა ახლახანს მათ ამ არსებით პრობლემაზე დროული რეპორტაჟი გამოაქვეყნეს. პარალელურად, სომხეთის მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ ისინი აღარ დაესწრებიან ახლა მიმდინარე ნატოს და მთელ რიგ სხვა სამიტებს. ქართული საკითხების მშვიდობიანი გადაწყვეტის მხარდაჭერით, ამერიკული მხარე საკუთარ თავს ზღუდავს ვალდებულებით გადაწყვიტოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხის ირგვლივ რუსეთთან დაპირისპირების პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს არ შეუძლია საქართველოს ამბიციებს დაუთმოს. რა ფასს მოითხოვს რუსეთი საქართველოსგან, ნატოსგან და აშშ-სგან იმისთვის რომ უარი თქვას ტერიტორიაზე, რომელიც მას იმდენად მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ მზადაა მისთვის ომში ჩაებას? აფხაზეთის გადაქცევა რუსეთის სამხედრო ანკლავად პირდაპირ უკავშირდება სააკაშვილის მიერ გატარებულ დერუსიფიკაციის პროგრამას. სამხრეთ ოსეთი მაშინ აფეთქდა, როდესაც საქართველოს ლიდერი იქიდან რუსების განდევნას და როკის გვირაბის (ერთადერთი დამაკავშირებელი გზა ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთს შორის) გადაკეტვას შეეცადა. იდეალური ამერიკულ-რუსული პარტნიორობა ისე უნდა გამოიყურებოდეს, რომ საქართველოში ამერიკელების ყოფნა რუსული მხარის ინტერესებშიც შედიოდეს. რა თქმა უნდა, აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტებს შორის მიმდინარე დიკუსია ლისაბონში ეხება გლობალურ პარტნორობაზე შეზღუდვებს და აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის სხვაობების დაფარვის მცდელობებს მსოფლიოს მოქალაქეეებისთვის და მათი თავისუფალი პრესისთვის, რომელიც კონტროლს არ ექვემდებარება. ჩვენ კი, როგორც იმ თავისუფლი პრესის წარმომადგენლებმა, რომლებიც კონტროლს არ ვექვემდებარებით, ჩვენს მომავალთან დაკავშირებულ ყველა საიდუმლო გეგმას ფარდა უნდა ავხადოთ. ორიგინალი ორიგინალი