Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ჟურნალი Playboy 11 2010 უკრაინა View the full article
  2. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_figaro1.jpg ხუთშაბათს, საქართველოს დედაქალაქ თბილისში, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მოწყობილ მანიფესტაციაში რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 2009 წლის შემდეგ, ეს ყველაზე ხალხმრავალი ოპოზციური მანიფესტაცია გახლდათ. AFP-ის კორესპონდენტის ცნობით, ქალაქის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ 7 000 მანიფესტანტზე მეტი შეიკრიბა. მათ ქალაქის ცენტრალური არტერია, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. ოპოზიციის ლიდერები სააკაშვილის გადადგომას მოითხოვენ. ”ეს ახალი მოძრაობის დასაწყისია. ჩვენ ბრძოლას მანამ გავაგრძელებთ, სანამ სააკაშვილი არ გადადგება”, – განუცხადა AFP-ს პარლმენტის ყოფილმა თავმჯდმარე ნინო ბურჯანაძემ. 2009 წლის გაზაფხულზე, ქართულმა ოპოზიციამ ქალაქის ცენტრი გადაკეტა და კვირეების განმავლობაში მართავდა აქციებს, რათა სააკაშვილის გადადგომისთვის მიეღწია. აქციებმა თბილისის ცენტრის პარალიზება მოახდინა. პროდასავლელ პრეზიდენტს, რომელიც ხელისუფლებაში 2003 წლის ”ვარდების რევოლუციის”, მასშტაბური სახალხო მოძრაობის გზით მოვიდა, ბოლო წლებში რეპუტაცია შეელახა. ოპოზიცია მას ავტორიტარიზმისკენ გადახრაში ადანაშაულებს. ის ასევე პასუხისმგებელია 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან სამხედრო დაპირსპირების შედეგებზე, როდესაც ქვეყანას სეპარატისტული ტერიტორიები სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი გამოეყო და რომელთა დამოუკიდებლობაც რუსეთმა აღიარა. AFP ორიგინალი ორიგინალი
  3. პარლამენტის წინ ”წარმომადგენლობით სახალხო კრებაზე” მომიტინგეებმა დღეს 12 საათისთვის დაიწყეს შეკრება. სამი საათისთვის მათ რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, აქციაში მონაწილეობა რამდენიმე ათასმა დელეგატმა მიიღო. იხილეთ tabula.geზე იხილეთ მიშისტური ჟურნალის მოსაზრებანი მოვლენებზე
  4. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/DSC_4315-150x150.jpgპარლამენტის წინ დაჩენილ ათეულობით ადამიანი აქციის ორგანიზატორებს ღია ცის ქვეშ დატოვებაში ადანაშაულებს. როგორც “ექსპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, რეგიონიდან ჩამოყვანილ ადამიანებს ღამის გასათევი არსად აქვთ. “ექსპრესნიუსი” პარლამენტის წინ მოაქლაქეებს გაესაუბრა, როგორც აღმოჩნდა მათ ღამის გასათევთან ერთად არც საკვები მისცეს. აქციის მონაწილეებს ნინო ბურჯანაძისგან აინტერესებთ, სად დააბინავებენ მათ ორგანიზატორები. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ორგანიზატორებს არ ჰქონდათ გათვალისწინებული, რომ სახალხო კრება აქციის სახეს მიიღებდა, რის გამოც მათ ჯერჯერობით არ იციან, სად დაბინავდებიან რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები. მისივე თქმით, ამ ადამიანებთან დაკავშირებით კრება მოითათბირებს და გადაწყვეტილებას მიიღებს. იხილეთ epn.ge
  5. სამკაული ყველა ქალს უყვარს (და არამარტო ქალს), მაგრამ ყველამ როდი იცის, ესა თუ ის ბეჭედი რომელ თითზე უნდა გაიკეთოს. არსებობს მეცნიერება, რომელიც ამტკიცებს, რომ ამ საკითხს სერიოზულად უნდა მივუდგეთ… ცერიდაკავშიერებულია თავთან, კისერსა და ხერხემალთან. კარგია, თუ ამ თითხე გაიკეთებთ ალმასის თვლებით შემკულ ვერცხლის ან თეთრი ოქროს ბეჭედს.საჩვენებელიმასზე უნდა გაიკეთოთ საფირონის, ... View ucnauri.com
  6. ისლამურ ქვეყნებში ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს არაფრად აგდებენ. ხელისუფლება კრძალავს ყველაფერს, რაც საჭიროდ მიაჩნია და ამას ისლამის კანონით ამართლებს. გადავხედოთ 10 ყველაზე ცნობილ და შესაძლოა აბსურდულ აკრძალვას. 10. ირანში აკრძალეს შინაური ცხოველების და მათი პროდუქტების ყველანაირი რეკლამა. უეცრად ირანის სულიერ მამებს გაახსენდათ, რომ ისლამური ტრადიციების თანახმად, ძაღლები უწმინდურ ცხოველებად ... View ucnauri.com
  7. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/54062.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში დღეს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია გახსნა. 1865 წელს აგებულ ტაძარში, ბოლო რამდენიმე თვეა, სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. View the full article
  8. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/54062.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში დღეს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია გახსნა. 1865 წელს აგებულ ტაძარში, ბოლო რამდენიმე თვეა სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. View the full article
  9. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/54061.jpgგანახლებული ბათუმი პლასიდო დომინგომ დღეს საქართველოს პრეზიდენტთან ერთად დაათვალიერა. ტენორმა ოპერის ახალი შენობის აკუსტიკა საკუთარი ხმითაც შეამოწმა. View the full article
  10. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/euobserver.jpg ვალენტინა პოპი ბრიუსელი – რუსეთი იმდოვნებს, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მომავალ წელს გაწევრიანდება, მას შემდეგ რაც ოთხშაბათს (24 ნოემბერს) ევროკავშირთან შეთანხმებას მიაღწია ნედლეულის ექსპორტის ტარიფებთან დაკავშირებით – ნაბიჯი, რომელიც ოფიციალურად რუსეთ-ევროკავშირის 7 დეკემბრის სამიტზე გაფორმდება რუსეთის მზადყოფნა ეტაპობრივად შეამციროს საექსპორტო ტარიფები ისეთ ნედლეულზე, როგორიც ხე-ტყეა (რაც განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ისეთი ქვეყნებისთვის როგორიც მაგალითად ფინეთია, რომლის ეკონომიკაში ხე-ტყის და ქაღალდის ინდუსტრიას დიდი წილი უკავია) აუქმებს ევროკავშირის მხრიდან რუსეთის მსო-ში გაწევრიანებაზე ვეტო-ს გამოყენების შესაძლებლობას. მეორეს მხრივ, ნავთობზე და გაზზე (რუსეთის მთავარი საექსპორტო პროდუქცია) მსო-ს წესები არ ვრცელდება, რაც იმას ნიშნავს რომ ფასებზე დავა, როგორიც 2007 და 2009 წლებში უკრაინასთან წარმოიქმნა და რასაც გაზის მიწოდების შეწყვეტა მოჰყვა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის განსჯის საგანი არ გახდება. „რუსეთის ფედერაციისა და ევროკომისიის წარმომადგენლებმა დაასრულეს ორმხრივი მოლაპარაკებები იმ ძირითად მოუგვარებელ საკითხებზე, რომელიც რუსეთის მსო-ში გაწევრიანებას ეხებოდა“ – ნათქვამია კომისიის განცხადებაში. მიუხედავად იმისა, რომ მხარეები „აცნობიერებენ რა რომ რჩება მრვალმხრივი პრობლემები“, დაკავშირებული ისეთ სფეროებთან როგორებიცაა სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობა, სანიტარული და ფიტო-სანიტარული წესები და საავტომობილო სექტორში საინვესტიციო რეჟიმი, მოსკოვიც და ბრიუსელიც დარწმუნებულები არიან, რომ რუსეთის გაწევრიანებას ჟენევაში ბაზირებულ გლობალურ სავაჭრო ორგანიზაციაში მიესალმებიან. „ყველა ამ მოლაპარაკების შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ რომ თითქმის ყველა საკითხი გადავწყვიტეთ“ – განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა იგორ შუვალოვმა, ევროკომისიის პრეზიდენტთან ჟოზე მანუელ ბაროზოსთან და ვაჭრობისა და საგარეო ურთიერთობების კომისრებთან მოლაპარაკებების შემდეგ. მან დასძინა რომ რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ამ შეთანხმებას რუსეთ-ევროკავშირის 7 დეკემბრის სამიტზე საბოლოოდ დაასრულებს. „რუსეთს დღეს აღარ აქვს პრობლემები სხვა ქვეყნებთან მსო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით“ – სთქვა მან იმ შეთანხმებაზე მითითებით, რომელიც ორი თვის წინ აშშ-სთან გაფორმდა. პირველად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე რუსეთმა განაცხადი 1993 წელს შეიტანა. მას თანხმობა ამ ორგანიზაციის 153 წევრმა უნდა მისცეს. კითხვაზე, ხომ არ ელის ის პრობლემებს მსო-ს წევრი საქართველოს მხრიდან, რომელთანაც რუსეთს 2008 წლის აგვისტოში ხანმოკლე ომი ჰქონდა, შუვალოვმა განაცხადა – „ჩვენ არაფერი გვსმენია საქართველოს მხრიდან ბლოკირების შესაძლებლობაზე“. სამშაბათს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს მიმართა და განაცხადა, რომ ამიერიდან „ცალმხრივ“ ვალდებულებას იღებს ძალის გამოუყენებლობაზე კონფლიქტების გადაწყვეტის საქმეში. გამოსვლა საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ერთგვარ სიახლეზე მიუთითებდა, რაც მოსკოვთან ურთიერთობებში აშშ-ს ადმინისტრაციის „გადატვირთვის“ პოლიტიკას შეესაბამებოდა. ის რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს მოსკოვის მსო-ში გაწევრიანებას, როგორც სჩანს ასევე სერიოზული სტიმული იქნება საქართველოსთვის, რომ არ დაბლოკოს მოსკოვის განაცხადი. გასულ კვირას, Wall Street Journal-სთვის მიცემულ ინტერვიუში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დირექტორმა პასკალ ლამიმ განაცხადა, რომ რუსეთის გაწევრიანების საკითხის განხილვა “დაჩქარდა“, რადგან ის განიხილება როგორც „პოლიტიკური პრიორიტეტი“ როგორც რუსეთის პრეზიდენტის, ასევე პრემიერ-მინისტრისთვის. ქვეყნის ქვედა პალატამ, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, მსო-ს მოთხოვნების შესაბამისად მთელი რიგი საკანონმდებლო აქტები მიიღო, მაგრამ ბატონი ლამის თქმით, მოხდება თუ არა „2011 წელს მისი გაწევრიანება, სხვა საკითხია“. ორიგინალი ორიგინალი
  11. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/54060.jpgპლასიდო დომინგო, და ექვსი ქართველ მსოფლიო საოპერო ვარსკვლავი პაიაცზე შეკრებილი მსმენელების წინაშე გამოვიდნენ. View the full article
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/Student-protest-006-150x150.jpgიტალიაში სწავლის საფასურის გაზრდის გამო, საპროტესტო აქციებში მონაწილე სტუდენტებმა პროტესტის ნიშნად პიზის კოშკი დაიკავეს. ამის შესახებ სააგენტო “ანსა” იუწყება. მათი ინფორმაციით, სტუდენტებმა “ცოცხალი ჯაჭვით” გადაკეტეს ქვეყნის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობის შესასვლელი და მრავალრიცხოვან ტურისტებს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს. ექსპერტების აზრით უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეფორმებმა, შესაძლოა, უნივერსიტეტებში კვლევითი საქმიანობის განვითარება შეანელოს. საპროტესტო აქციები რომში, მილანსა, ფლორენციასა და დიდ ბრიტანეთშიც მიმდინარეობს. სტუდენტები ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც განათლებაზე გამოყოფილი თანხის შემცირებას და 2012 წლიდან სწავლის საფასურის თითქმის 3-ჯერ გაზრდას ითვალისწინებს. იხილეთ epn.ge
  13. ალბათ ყველას გვახსოვს – ერთი თვის წინ საქართველოს მოდის კვირეული გაიმართა. 20 ნოემბერს კი თბილისის მოდის კვირეული დაიწყო. თანამედროვე ქართულ მასკულტურაში ხშირად შეხვდებით მოვლენების, ან როგორც ახლა ამბობენ – „პროექტების” დუბლირებას. იხილეთ tabula.geზე
  14. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/shalamberize22-150x150.jpg“დღევანდელი აქციით, ხალხს იმედი გაუცრუვდა”. ამის შესახებ, ხალხის პარტიის ერთერთმა ლიდერმა ალეკო შალამბერიძემ განაცხადა. “აქციაზე მოვედით, რომელიც სახალხო კრების ეგიდით იყო გამართული,ხალხის პარტია აქციას ხვალაც შეუერთდება, იმ მოთხოვნით რომელსაც სააკაშვილის გადაყენება ჰქვია” – განაცხადა შალამბერიძემ. ხოლო “თეთრების” ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით კი, ხელისუფლებას უნდა ეშინოდეს ხალხის რეაქციის. მისი თქმით, სააკაშვილის დასამთავრებელი პროცესები დაიწყო. იხილეთ epn.ge
  15. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/GubazSanikidze-RezoShavishv-150x150.jpgსახალხო კრების ორგანიზატორები მხარდამჭერებს ხვალ, 14.00 საათზე პარლამენტის შენობასთან ელოდებიან . ეს განცხადება, “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ პარლამენტთან გააკეთა. თუმცა, პარლამენტთან კრების მონაწილე რადიკალური ნაწილი ამ დრომდე რჩება. იხილეთ epn.ge
  16. http://epn.ge/wp-content/uploads/2010/11/5c2fdd28a079-150x150.jpgსკანდალური შემთხვევა არგენტინაში. 43 წლის ქალმა საკუთარი მამისგან 8 შვილი გააჩინა. დამნაშავე უკვე დააკავეს. ის საკუთარ შვილებზე სექსუალურ ზეწოლაშია ეჭვმიტანილი. 62 წლის მამაკაცი თავდაპირველად ძარცვის ბრალდებით აიყვანეს, თუმცა მოგვიანებით მის წინააღმდეგ შვილებმა მისცეს ჩვენება. უკვე ჩატარდა დნმ–ის ანალიზი. ბრალდებულის შვილები ამბობენ, რომ ზეწოლას მამისგან დედის გარდაცვალების შემდეგ განიცდიან იხილეთ epn.ge
  17. http://epn.ge/wp-content/uploads/2010/11/201007150410-150x150.jpg “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე სახალხო წარმომადგენლობითი კრების დაშლას ჟურნალისტებს აბრალებს. მისი თქმით, ის ბოლომდე ხალხის გვერდზე დარჩება და არ დატოვებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას. შეგახსენებთ რომ ბურჯანაძე აქციას, სულ რამდენიმე წუთის წინ შეუერთდა, მან აქცია სხვა პოლიტიკური ლიდერების მსგავსად, 6 საათზე დატოვა, თუმცა ეს წასვლა იმით, ახსნა, რომ სახალხო კრება ჟურნალისტებმა დაშალეს. იხილეთ epn.ge
  18. „სახალხო წარმომადგენლობითი კრების“ საინიციატივო ჯგუფის წევრი ეკა ბესელია პარლამენტის შენობის წინ ღამის გათენებას არ გამორიცხავს. როგორც ბესელიამ… ლინკი მედიანიუსზე
  19. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/nytimes-150x23.gif სტეფან კასტლი ბრიუსელი – ოთხშაბათს, შუამავლებმა რუსეთის და ევროკავშირის მოლაპარაკებებში განაცხადეს, რომ მათ მოაგვარეს სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებული ძირითადი უთანხმოებები, რითაც გააუქმეს ის მთავარი დაბრკოლება, რაც აფერხებდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების დიდი ხნის გეგმებს ბრიუსელის მოლაპარაკებების შემდეგ, მხარეებმა საერთო განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია რომ ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მათი შეთანხმება „მნიშვნელოვნად გაამარტივებს რუსეთის მსო-ში სრულად გაწევრიანების პროცესს“. ოფიციალურად, რუსეთი ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას, სადაც 153 ქვეყანა შედის, 1993 წლიდან ცდილობს, თუმცა ბოლო დრომდე დასავლელ ჩინოვნიკებს მიაჩნდათ, რომ მოსკოვის განაცხადის უკან სერიოზული მოტივაცია არ იდგა. რაც როგორც სჩანს ბოლო თვეების განმავლობაში შეიცვალა და პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ მიმართული ძალისხმევის ფარგლებში, რუსეთის მისწრაფებას საჯაროდ დაუჭირა მხარი. ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი მონდომებულია, რომ რუსეთი მსო-ში გაწევრიანდეს, რადგან ქვეყანას ეს მთელი რიგი წესების დაცვას ავალდებულებს, რომელთა შესრულებაც აუცილებელია და რაც უცხოელ ინვესტორებს დიდ დამაჯერებლობას სძენს. ბრიუსელში, რუსეთის პრემიერ-მინისტრის პირველმა მოადგილემ იგორ შუვალოვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს ჩამოყალიბდა „ურთიერთგაგება და ჩვენ ზუსტ ტექსტზეც კი შევთანხმდით, რომლებსაც მინისტრები გაცვლიან“. მხარეებმა ნედლეულის, მათ შორის ხე-ტყის ექსპორტთან და ტვირთების სარკინოგზო ტრანზიტთან დაკავშირებული უთანხმოებებიც მოაგვარეს. ხე-ტყის ექსპორტთან დაკავშირებული ტარიფები, რომელსაც ფინეთი აპროტესტებდა, ეტაპობრივად შემცირდება „იმ დროიდან, როდესაც ჩვენ მსო-ში წევრობის რატიფიკაციას მოვახდენთ“ – სთქვა შუვალოვმა. ბატონი შუვალოვის თქმით, მოლაპარაკებების პროცესში მიღწეული პროგრესი რუსეთს ევროპელების დახმარებით მისი ეკონომიკის მოდერნიზებაში დაეხმარება. წელს რუსეთს და პოლონეთს შორის კავშირების აღდგენამ ხელი შეუწყო იმ ურთიერთობების გაუმჯობესებას, რომელიც გაუარესებული იყო მხარეებს შორის სავაჭრო საკითხებზე პერიოდულად წარმოქმნილი დაპირისპირების გამო. „დღევანდელი გარღვევა რამდენიმეწლიანი მოლაპარაკებების შედეგია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის მსო-ში გაწევრიანების პროცესისთვის“ – დასძინა ვაჭრობის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, ჯონ კლანსიმ. „ეს ნიშნავს, რომ ყველა ის ორმხრივი საკითხი რაც ღიად რჩებოდა ევროკავშირში რუსეთის მსო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მოგვარებულია და ევროკომისიას შეუძლია ამიერიდან მთელი მისი ძალისხმევა მიმართოს მსო-ს დანარჩენ წევრებთან მუშაობაზე, რათა საბოლოოდ დასრულდეს მოლაპარაკებების პროცესი“. თუმცა ოთხშაბათის შეთანხმება რუსეთის გაწევრიანების საკითხს საბოლოოდ არ წყვეტს. ჯერ კიდევ მოუგვარებელია, მაგალითად ინტელექტუალური საკუთრების დაცვის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები, თუმცა ჩინოვნიკები იმედოვნებენ, რომ ეს პრობლემა მომავალ წელს მოგვარდება. ყველაზე დიდი პრობლემა არსებობს ორმხრივ ურთიერთობებში უკრაინასთან და საქართველოსთან, თუმცა პროცესს როგორც სჩანს ხელს შუწყობს ის, რომ რეგიონში დაძაბულობა იკლებს. უკრაინამ გადადო ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი, რუსეთის შავი ზღვის ფლოტს სევასტოპოლში იჯარის ვადა გაუხანგრძლივა და მოსკოვთან გაზის ტრანზიტზე შეთანხმებას მიაღწია. სამშაბათს, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უარი სთქვა ძალის გამოყენებაზე მისი გამოყოფილი რეგიონების აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის წინააღმდეგ. ოთხშაბათს, ბატონმა შუვალოვმა ფრთხილი კომენტარი გააკეთა ამ განცხადებებზე და სთქვა, რომ ლექსიკა „კორექტული და მეგობრული“ იყო, თუმცა დასძინა რომ „ჩვენ გვჭირდება ვიცოდეთ, მართლაც დგას თუ არა რაიმე ევროპარლამენტში ამ გამოსვლის უკან“. შუვალოვმა დასძინა, რომ საქართველოსთან მსო-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პროცესში, რუსეთის ბლოკირების შესახებ „ჩვენ ჯერ არაფერი გვსმენია“. მისი თქმით, რუსეთი მზად იყო VTB ბანკში (რუსეთის სიდიდით მეორე ბანკი) საკუთარი წილი გაეყიდა, არანაკლებ 3 მილიარდ დოლარად. ორიგინალი ორიგინალი
  20. http://i.dailymail.co.uk/i/pix/2010/11/25/article-1332970-0C3BE263000005DC-773_468x296.jpgტომას ვერნერი “ლივერპულის” ახალი თავმჯდომარე გახდა. NESV-ი და ”ლივერპული” აცხადებს, რომ ტომ ვერნერმა მარტინ ბროტონი შეცვალა. 1 დეკემბრიდან სწორედ ტომას ვერნერი გააგრძელებს იმ პოსტზე მუშაობას, სადაც მარტინ ბროტონი მოღვაწეობდა, თუმცა ერთი განსხვავებით – ვერნერს კლუბის გაყიდვაზე ფიქრი ნამდვილად არ მოუწევს. ჯონ ჰენრი (NESV-ისა და “ლივერპულის” მფლობელი) “ბატონმა მარტინმა უდიდესი სამუშაო გასწია “ლივერპულში” და ეს დასაფასებელია. იგი საკმაოდ რთულ სიტუაციაში იყო, თუმცა საბოლოოდ თავის მოვალეობას პირნათლად გაართვა თავი. ჩვენთვის სასიამოვნო იყო მარტინთან თანამშრომლობა და მას მომავალში ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ”. “კმაყოფილი ვარ, რომ ტომი დათანხმდა ბროტონის პოსტის დაკავებას. ვფიქრობ, რომ იგი შესანიშნავად გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას”. ტომ ვერნერი (NESV-ის და “ლივერპულის” ახალი თავმჯდომარე) “შესანიშნავია, რომ პატივი მხვდა, დავიკავო ბატონი ბროტონის ადგილი ამ უდიდეს კლუბში. ჩვენი მიზანია, რათა ყველა ღონე ვიხმაროთ იმისათვის, რომ გამარჯვებული კლუბი გვყავდეს”. View the full article
  21. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/DSC_4298-150x150.jpgპარლამენტის შენობასთან ამ წუთებში აქციას “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე და “სახალხო კრების” წარმომადგენელი ნონა გაფრინდაშვილი შეურთდნენ. რამდენიმე ხნის წინ, ნინო ბურჯანაძის დაცვამ მისი გაყვანა პარლამენტის მიმდებარე ტირიტორიიდან გაჭირვებით მოახერხა. ხალხი პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს საშუალებას არ აძლევდა, რომ მას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დაეტოვებინა. ბურჯანაძისგან მოსახლეობა რადიკალურ ნაბიჯებს მოითხოვდა. მათი შემოსვლისას პარლამენტის წინ შეკრებილი ხახლი “ეროვნულ ფორუმს” სკანდირებდა. შეგახსენებთ, რომ 2000-მდე აქციის მონაწილე პარლამენტის წინ ღამეს გაათენებს. სახალხო წარმომადგენლობითი კრება, 26 ნოემბერს, 14:00 საათზე განახლდება. იხილეთ epn.ge
  22. პარლამენტთან შეკრებილი, სახალხო კრების მონაწილეთა ნაწილი იქ ღამის გათევას აპირებს. კრების ორგანიზატორთა თქმით, ხვალ 14.00 საათზე დაგეგმილია… ლინკი მედიანიუსზე
  23. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა მატერიალურ - ტექნიკური საშუალებები გადასცა. “თურქეთსა და საქართველოს თავდაცვის… ლინკი მედიანიუსზე
  24. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის ექვსი კანდიდატი დარეგისტრირდა. განაცხადების წარდგენის ვადა დღეს ამოიწურა. … ლინკი მედიანიუსზე
  25. გლობალური ურთიერთობების პირობებში ჩინეთის ლიდერები მსოფლიოს გეოპოლიტიკური კონკურენციისა და ზესახელმწიფოებს შორის ძალთა ბალანსის მიხედვით უყურებენ. თუმცა ჩინეთი არასდროს ყოფილა ასეთი „ღია”. მისი საგარეო პოლიტიკა თავიდან ბოლომდე საშინაო პოლიტიკის ცხად გამოვლინებად რჩება. იხილეთ tabula.geზე
×
×
  • შექმენი...