Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://rustavi2.com/news_photos/12_10/smalls/54414.jpgრომის პაპმა საშობაო მესის შემდეგ ტრადიციული მიმართვა გაავრცელა. ქრისტეშობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე ბენედიქტ მეთექვსმეტემ წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან ისაუბრა. View the full article
  2. http://rustavi2.com/news_photos/12_10/smalls/54409.jpgთბილისში მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზი ასაფეთქებელი ნივთიერება გახდა. ასეთია ექსპერტების დასკვნა. View the full article
  3. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/sp_image-370103571-1236156014.pjpeg The Good, the Bad and the Ugly ხელისუფალს, რომელიც პარლამენტის ექს-სპიკერისთვის ცუდია, თავდაცვის ექს-მინისტრისთვის – ავი და სვიმონ მასხარაშვილისთვის – კარგი, ალენ ჟერარ სლამა კავკასიელ პოსტ-მოდერნისტად ასაღებს (Le Figaro) სლამას ლოგიკით, სააკაშვილი ფაციფისტია და ახალი იდეოლოგია მას კანტის „მუდმივი მშვიდობის“ ტრაქტატმა შთააგონა. ჟურნალისტს სჯერა, რომ შეთავაზება ოკუპანტთან უპირობო მოლაპარაკების და ცეცხლის განუახლებლობის შესახებ გადახედვას არ ექვემდებარება. იგი იმაშიც დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება აქცენტს აკეთებს საზოგადოებრივ თავისუფლებებზე (პირველ რიგში – პრესის თავისუფლებაზე) და გამჭვირვალობაზე ძველი პოლიციური სისტემის წინააღმდეგ. „სააკაშვილის ინიციატივა, რომელიც საფრანგეთში სწავლობდა, ნიდერლანდების მოქალაქე ჰყავს ცოლად და საკუთარი გარემოცვა ლონდონში, ჰაიდელბერგსა და ჰარვარდში განსწავლული ახალგაზრდა მინისტრებისგან დააკომპლექტა, განსაკუთრებულ ყურადღებას იმით იპყრობს, რომ უპირისპირდება ადმინისტრაციულ, წვრილმან, ქსენოფობიურ და კორუფციულ მემკვიდრეობას, რომელიც ფაქტობრივად ხელუხლებელი დარჩა საბჭოთა საყინულედან გამოსვლის შემდეგ“. მეც მეყვარებოდა ასეთი ხელისუფლება, მაგრამ ცოტა იყო და ძალიან მალე გათავდა. დაგვრჩა განსწავლული ახალგაზრდა მინისტრები, დეპრესიული აწმყო და „ტკბილი“ მოგონებები. არც მომავალი ჩანს უკეთესი, რადგან „თვითმფრინავის კაბინაში მფრინავი აღარ ზის“ (Liberation). ასეთია ბერნარ გეტას თვალით დანახული „პარალიზებული მსოფლიო“. თითქოს ის არ კმაროდა, რომ ხომალდი პილოტის გარეშე მიფრინავს, ტურბულენტურმა ზონებმაც იმატა, ილუმინატორებიდან შავი კვამლი ჩანს და სალონში პანიკაა. და ვინ არის მხსნელი, სუპერმენი რომელიც მსოფლიოს ჩიხური ვითარებიდან გამოიყვანს. რა თქმა უნდა, საქართველო და მისი ქარიზმატული ლიდერი… ნაციონალურ-პროპაგანდისტულ ზღაპარში, სადაც იბერია აუცილებლად მათი წყალობით და თანაც მალე გაბრწყინდება, ჩრდილოელი გველეშაპი სულს ღაფავს. ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე იყო, ახლა კი სააკაშვილი მოსკოვს ხელს უწვდის (Le Figaro). უწვდის რა, უწვდის კეთილშობილურად, ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე, თორემ ისე არავის არაფერს ეხვეწება. იგი სასიამოვნოდ გაკვირვებულიცაა, რადგან ისეთი პრობლემების მიუხედავად როგორებიცაა ავღანეთი, ახალი სტრატეგიული კონცეფციის მიღება და ნატო-რუსეთის ურთიერთობები, საქართველო დღის წესრიგში კვლავ პირველი რიგის საკითხად რჩება. პოსტ-მოდერნისტი, პაციფისტი და დალაი ლამას მსგავსად დაფასებული ლიდერი ჯადოქრობაშია ეჭვმიტანილი: „ყველა სხვა პოლიტიკოსზე მეტად სააკაშვილს ვუწოდებდი ჯადოქარს, ისეთს რომელსაც შეუძლია ყველასთვის იყოს ყველაფერი. ის ხან ათათურქია (სახელმწიფოს აღმშენებელი), ხან ჯორჯ ბუში (ნეოკონი), ხან ზვიად გამსახურდია (ნაციონალისტი) და ხან ვლადიმერ პუტინი (უმოწყალო ცენტრალიზატორი). ის მე ბილ კლინტონსაც მაგონებს, ბუნებრივ კომუნიკატორს და ბორის ელცინსაც, რომელიც ისე აწესრიგებდა პოლიტიკურ წრეებს, როგორც ამას სხვა ვერასდროს ახერხებდა“ (The National Interest). თომას დე ვაალი არ არის სააკაშვილის აპოლოგეტი. ამიტომაც „ჯადოქარს“ ურჩევს, საქართველოს წინა ორი პრეზიდენტისგან განსხვავებით, თანამდებობა მშვიდობიანად დათმოს და კონსტიტუციურად გადასცეს ვინმეს, „ვინც თვითონ ის არ არის“. ახლა ისაა დასადგენი ვინ არის ის (სააკაშვილის მემკვიდრე) და ვინ არ არის თავად ის (სააკაშვილი)… ნატო-ს დაისი და ექსკლუზივის ფასი დასავლურ მედიაში კვლავ აქტუალურია თემა – ვინ მართავს რეალურად რუსეთს დღეს და რა იქნება ხვალ. ორივე კითხვაზე ერთსახოვანი პასუხი აქვს რუსეთის ყოფილ პრემიერს. კასიანოვი პუტინ-მედვედევის ურთიერთობას ადარებს ბოსისა და უფროსი თანაშემწის ურთიერთობას, რომელსაც დროებით ქვეყნის პრეზიდენტის პოსტი უკავია. კითხვას, შეეცდება თუ არა პუტინი 2012 წელს პრეზიდენტი გახდეს, კასიანოვმა ასე უპასუხა: „ვფიქრობ კი არ შეეცდება, არამედ გახდება“ (Foreign Policy). თუ წინასწარმეტყველება ახდა (და დიდი ალბათობით ახდება კიდეც), არ შეიცვლება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის სტილი. გზა მოსკოვიდან – თბილისამდე და პირიქით, კვლავ ოღროჩოღრო იქნება (The National Interest). ”გაფუჭებული გზა” დასავლეთსაც აღელვებს, მაგრამ არა ისე და იმ დოზით, საქართველო რომ ისურვებდა: „დიდწილად დღესაც აშშ-რუსეთის ურთიერთობა იმ სუსტი ძრავის მქონე ავტომობილს წააგავს, რომელიც აღმართზე ასვლას მუხრუჭის გარეშე ცდილობს. წინ წასვლა უჭირს, თუმცა გაჩერება კიდევ უფრო შეუძლებელია ისე რომ არ დაგორდეს. ასეთი დაგორების შედეგები კი გაუთვლელი და სახიფათოა. იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველო ამ გზაზე მცირე დაბრკოლება იქნება და არა გადაულახავი ჩიხი“. საქართველოს სახით, მცირე დაბრკოლების გადალახვა, პოლ სანდერსისთვის მნიშვნელოვანია აშშ-ს მასშტაბური საგარეო პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტის კონტექსტში. ერთ-ერთი ამოცანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაა, მაგრამ რადგან აშშ დემოკრატიული და სხვა სუვერენული ქვეყნების ინტერესების პატივისმცემელი სახელმწიფოა, თურმე „არ აპირებს რუსეთს ამ გზაზე ყველაზე დიდი დაბრკოლების გადალახვაში დაეხმაროს“ (Foreign Policy). ჯოშ როგინი არ ამხელს რატომ ჰგონია მას, რომ თბილისის პრინციპულობა დასჯაბნის მოსკოვის გავლენას. ბოლო დროს განვითარებული მოვლენები როგინს სავარაუდოდ საკუთარი თეორიების გულუბრყვილობაზე დააფიქრებს, მათ შორის ვაშინგტონის ობიექტურობისა და ნეიტრალურობის შესახებ. რუსეთს მსო-ს წევრობა უკვე 17 წელია სურს, 153 წევრი ორგანიზაციის თანხმობა რთული მოსაპოვებელი აღმოჩნდა. ახლა როცა ევროკავშირთან შეთანხმებით მიზანს მიუახლოვდა, მოსკოვი ამბობს რომ არაფერი სმენია „საქართველოს მხრიდან ბლოკირების შესაძლებლობაზე“ (EUobserver). TIME ირწმუნება, რომ რუსეთთან რამდენიმეწლიანი მტრობის შემდეგ, ატლანტიკურმა სამხედრო ბლოკმა სიტყვა გატეხა და დღეს საქართველოსთან პირშავია. საინტერესოა მოვლენათა თანმიმდევრობის საიმონ შუსტერისეული ვერსია. ჯერ ნატო დასთანხმდა საქართველოს ალიანსში მიღებას, ამის შემდეგ კი რუსეთმა მეზობელ სახელმწიფოში ჯარები გაგზავნა, „რათა ეპასუხა საქართველოს შეტევისთვის მის ერთ-ერთ სეპარატისტულ რეგიონზე“. ამას მოჰყვა საქართველოს ტერიტორიის მეხუთედის ოკუპაცია და ნატო-ს განცხადება, რომ რუსეთთან ჩვეულებრივ ურთიერთობას ვეღარ განაგრძობს, ვიდრე მოსკოვის არმია უკან არ დაიხევს. „ორი წლის განმავლობაში ის ამ პირობას იცავდა, თუმცა დღეს პრაგმატიზმის თუ შიშის გამო, სწორედ ნატოა ის ორგანიზაცია, რომელიც უკან იხევს“. არა როგორ შეიძლება ნატო-მ რუსეთთან დაპირისპირებაში უკან დაიხიოს, ან თუ ოდნავ დაიხია შეიძლება მხოლოდ იმიტომ, რომ „მოსკოვის არმიამ“ დაიხია უკან პერევიდან. სხვაგვარად გამორიცხულია, არ არსებობს უკომპრომისო საკითხზე კომპრომისი, ერთადერთ შეუთანხმებელ თემაზე შეთანხმება, საქართველო ნატო-რუსეთის ურთიერთობაში ყოველთვის იქნება განხეთქილების ვაშლი, ჩვენთვის ხომ კარი ღიაა… სულ ტყუილად. თურმე ნატო მარტო ანგარიშს კი არ უწევს რუსეთს, თავად რუსეთი სთავაზობს დახმარებას ალიანსს ევროპაში ანტი-სარაკეტო ქსელის შექმნაში, რაც „ცივი ომის ეპოქის ყოფილ მტრებს შორის თანამშრომლობის ახალ ეტაპად სახელდება“ (The Washington Post). იყო უფრო მეტის მოლოდინი და ნატო-რუსეთის კავშირის კონტექსტში, ლისაბონის სამიტის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისთვის გარდამტეხ მომენტად შეფასების მცდელობა (Eurasia Review). რეალობისთვის თვალის გასწორებისკენ მოუწოდეს მათ, ვინც ავანსცენაზე რუსების დაბრუნების გამო აჟიოტაჟი ატეხა (Foreign Policy). არადა დასავლეთისა და რუსეთის მეგობრობა რომ მტკიცე და გულწრფელი არაა ამას ერთიც ხვდება და მეორეც. მხარეთა მიხვედრილობის საილუსტრაციოდ „კრემლის საქმეებში გარკვეული გლებ პავლოვსკი“ ამბობს: „ობამა ჩვენი მოკავშირე არ არის. გაიხსენეთ რომ ობამას მხარდაჭერა არა აქვს და ის უფსკრულის პირას დგას… ჩვენ მას უფრო ვჭირდებით, ვიდრე იგი ჩვენ“. როცა აშშ-ს რუსეთი სჭირდება, სულაც არაა გასაკვირი ასეთ ურთიერთობას დრამატული ეწოდოს (The Guardian). არც ის უნდა იყოს გასაკვირი, როცა ევროპა ვერ ახერხებს ავღანეთში ნატო-ს არსებობის გამართლებას, რეალისტებმა ზედმეტ ხარჯებზე იწუწუნონ და ნატო-ს ეპოქის დასასრულის მოახლოვება იწინასწარმეტყველონ (europeanvoice.com). ვიდრე არსებობს, სულ იქნება სტრატეგიული კონცეფციის გადახალისების მოლოდინი (Hurriyet) და იქნებიან პატარა მოთამაშეების ხმაურისგან შეწუხებული დიდი მოთამაშეები (The Global Post), ევროპა-ამერიკის სამომავლო მოკავშირეობის შესახებ საპრეზიდენტო სტილში გაგრძელდება დემაგოგია (The New York Times). საბედნიეროდ სულ იქნებიან ისეთებიც, ვინც მწარე სიმართლეს იტყვის, მაგალითად დიანა ჯონსთოუნი: „საკითხთა უმეტესობა, რომლებზეც ისინი იმსჯელებენ ფიქცია იქნება, ფიქცია რომელსაც ფასის აღმნიშვნელი იარლიყი მიაკრეს. ერთი საკითხი, რომელიც სტრატეგიული კონცეპტისადმი მიძღვნილ სამიტს გამორჩება, ეს სტრატეგიის საფუძვლიანი განხილვა იქნება. ნაწილობრივ ეს იმითაა განპირობებული, რომ ნატო-ს როგორც ასეთს სტრატეგია არ გააჩნია და არც შეიძლება გააჩნდეს საკუთარი სტრატეგია. ნატო სინამდვილეში შეერთებული შტატების სტრატეგიის ინსტრუმენტია. მისი მოქმედი სტრატეგიული კონცეფტი ისაა, რასაც შეერთებული შტატები ახორციელებს, მაგრამ ესეც კი მოუხელთებელი ფანტომია“ (Global Research). ამდენი იმედგაცრუების ფონზე ლისაბონის სამიტის ფარგლებში ერთი მნიშვნელოვანი ამბავი მაინც მოხდა. The Australian-მა ალექსანდრე ნალბანდოვისგან ექსკლუზიური ინტერვიუს აღება მოახერხა, დიპლომატმა კი იმედი გამოსთქვა, რომ „ნატო ხელახლა დაუბრუნდებოდა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას საქართველოს შესაძლო წევრობაზე“. ნალბანდოვის ოპტიმიზმს არ იზიარებს მოლი კორსო. ლისაბონში ორი ახალი ამბით (რუსეთის ჯაშუშური ქსელის გაშიფვრა და მაღალგამდიდრებული ურანის კონტრაბანდის აღკვეთა) ჩასვლის მიუხედავად, საეჭვოა რომ „თბილისს ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციაში უახლოეს მომავალში გაწევრიანების შანსი დაუბრუნდეს“(Eurasianet.org). სხვა შანსებიც მნიშვნელოვანია, მაგრამ რადგან სააკაშვილი „რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გადატვირთვის ძალისხმევისთვის პოტენციურ ხინჯად“ ჩამოყალიბდა, საქართველოს დასავლეთში მეტი თავმდაბლობისკენ მოუწოდებენ. რაც მთავარია მთავარი შანსი გამოყენებულია: ნატო-ს სამიტის პარალელურად, აშშ-ს პრეზიდენტმა ქართველ კოლეგასთან პირველი პირისპირ შეხვედრა გამართა (AFP). ენვერი, უბრალოდ რამზანი და უგუნური კავკასია ობამა-სააკაშვილის განმარტოვების შედეგი ანალიტიკოსთა ნაწილისთვის ორგვარია: მოსკოვთან მოლაპარაკებისთვის თბილისმა უპირობო მზადყოფნა უკვე გამოსთქვა და მეორე – საქართველოს თანხმობით რუსეთი შესაძლოა მალე მსო-ში გაწევრიანდეს. უკვე ვიცით, რომ სააკაშვილის ინიციატივა კანტის ”მუდმივი მშვიდობის” ტრაქტატით იყო ნაკარნახევი. ვიცით ისიც რომ ჯაშუშური სკანდალის მიუხედავად საქართველო რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა (The Irish Times). ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ჯერ-ჯერობით მოსკოვთან გილაურის ავტორიტეტიც არ ჭრის. კრემლი იმდენად აღაშფოთა ”ანტი-რუსულ ნიადაგზე სააკაშვილის რეჟიმის ქრონიკულმა შპიონომანიამ” (The Christian Science Monitor), რომ აღარც გილაური აინტერესებთ და აღარც კანტი. სქემა აშკარად რთულია და ჩახლართული. ” ქართველი ჩინოვნიკების თქმით, ინფორმაციის გაცვლა ფოტოების და მუსიკალური ფაილების გზით ხდებოდა, ასევე იგზავნებოდა ელექტრონული წერილების სახით, რომელთა გაშიფვრაც მხოლოდ სხვა ფოტოს ან მუსიკალური ფაილის გამოყენებით შეიძლებოდა” (The Guardian). აგვისტოს ომის დროს რუსმა სამხედროებმა ჯაშუშების დახმარებით მიაგნეს ქართულ ვერტმფრენებს ბორჯომის ხეობაში (The New York Times), ქართულმა სპეც-სამსახურმა კი რუსეთის აგენტებს 4 წლის წინ აგენტებისთვის გამოცხადებული ამნისტიის შედეგად მიაგნო (Le Figaro). ორიგინალური მიგნებებით საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის გამოირჩევა. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა ე. წ. ჩერქეზული საკითხია: ”მის საშინაო საქმეებში რუსეთის ჩარევის საპასუხოდ საქართველომ ახლახანს მისი ყურადღება ჩრდილოეთ-კავკასიას მიაპყრო, კერძოდ საერთაშორისო ჩერქეზულ მოძრაობას, რომელიც ცდილობს 1864 წელს რუსეთის მხრიდან ჩერქეზების გენოციდის აღიარებას მიაღწიოს. ეს საკითხი განსაკუთრებით დროულია, რადგან ჩერქეზების გენოციდის 150-ე წლისთავი 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადას ემთხვევა, რომელიც დამოუკიდებელი ჩერქეზული სახელმწიფოს უკანასკნელი დედაქალაქი იყო” (Open Democracy). მერე რა რომ მოსკოვი თბილისის ამ ნაბიჯს პროვოკაციად აფასებს. მთავარია სააკაშვილმა კრემლს უპირობო მოლაპარაკება შესთავაზა (ისევ კანტის ”მუდმივი მშვიდობის” ტრაქტატი)… ჩერქეზების მხარდაჭერამდე საქართველომ უვიზო რეჟიმი შემოიღო ჩრდილოეთ-კავკასიის მცხოვრებთათვის. რა თქმა უნდა, რუსეთი ამ ნაბიჯმაც აღაშფოთა, მაგრამ კრემლის არგუმენტი სასაცილოდ არ ჰყოფნის გია ნოდიას: ”რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იმის შესახებ, რომ ”რუსეთის მოსახლეობის დაყოფა სხვადასხვა კატეგორიებად ცივილიზებული საერთაშორისო ურთიერთობების ნორმებს ეწინააღმდეგება”, უბრალოდ სასაცილოა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა და მერე კი ორი ქართული რეგიონის, აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა”(Radio Liberty). ნოდიასგან რადიკალურად განხვავებული შეხედულება აქვს სააკაშვილის ხელისუფლებაზე მმართველს, რომელსაც პუტინი ”მშვიდობის კაცად” მოიხსენიებს. მან უარი სთქვა ჩეჩნეთის პრეზიდენტის ტიტულზე, რადგან მიაჩნია რომ რუსეთში ორი პრეზიდენტი ზედმეტია. იგი თავმდაბალია ჟურნალისტთანაც: ”- როგორ მოგმართოთ? – უბრალოდ, რამზანი” (die tageszeitung). ”უბრალოდ რამზანს” აშკარად არ მოსწონს სააკაშვილის პოლიტიკა (ალბათ არც კანტის ”მუდმივი მშვიდობის” ტრაქტატი). “რატომ გზავნიან ჩვენთან ჩვენი ქართველი ძმები სააკაშვილის ხელმძღვანელობით ამ სატანის შვილებს? შეერთებული შტატებიდან ბრძანების გარეშე სააკაშვილს სუნთქვაც კი არ შეუძლია. თუკი შეერთებული შტატები ჩრდილოეთ-კავკასიაზე კონტროლს მოიპოვებს, ისინი უფრო მეტად დაიწყებენ საკუთარი პირობების კარნახს”. კადიროვი არაფერს ამბობს ერთიანი კავკასიის იდეაზე. ეს იდეა ბოლო დროს საქართველოს ხელისუფალს აწუხებს. წუხილი რომელიც თომას დე ვაალისთვის ანომალიაა, სააკაშვილმა მსოფლიოს გაერო-ს ტრიბუნიდან გაუზიარა. „ასეთი იდეები მისასალმებელი იქნებოდა, ის რომ პოეტს ან ბიზნესმენს მაინც გამოეთქვა, მაგრამ როდესაც ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი საუბრობს, ეს მხოლოდ ამწვავებს რუსეთის პარანოიას და დაძაბულობას რუსულ-ქართულ ურთიერთობებში. უგუნურება აქ ახალ ჩვევად იქცა და ასე იქნება მანამ, ვიდრე ვინმე არ გადაწყვეტს, რომ დროა ის წარსულს ჩაბარდეს“ (The National Interest). პატივსაცემ თომასს ჩვევად ქცეულ უგუნურებასთან ერთად, კავკასიაში ისტორიის აღქმის სიმსუბუქეც არ მოსწონს (Open Democracy). თუმცა რამზანი ამას არ დარდობს, ჩვენ კი უფრო ის უნდა ვიდარდოთ, რომ არც სააკაშვილი დარდობს… მუდმივი ლუკაშენკო და აღმოსავლეთისკენ გადახრილი სიმძიმის ცენტრი რუსული დემოკრატია ბელორუსული ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ. როცა მიზანი ამართლებს საშუალებას და გაზით დამთბარ გავლენებს მეზობელი აღარ ემორჩილება, „ავტორიტარულმა რეჟიმებმაც შეიძლება დაკარგონ” მოსკოვის მხარდაჭერა (New Europe). მეოთხე წრეზე წასული „ევროპის უკანასკნელი დიქტატორი“ დღესაც ისეთია, როგორიც 16 წლის წინ პირველი ვადით პრეზიდენტად არჩევისას იყო. შეიცვალა საქართველოს ხელისუფლება, რომელიც 2006 წელს ლუკაშენკოს წინააღმდეგ რევოლუციის წახალისებაში მონაწილეობდა, დღეს კი აშშ-ს და ეუთო-ს დაწუნებულ არჩევნებზე დარღვევებსაც ვეღარ ამჩნევს. დამოკიდებულების ასე რადიკალურად შეცვლა აშკარად ერთ-ერთი „იმპულსური ნაბიჯია“, რომელიც „საქართველოს ცუდ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს – შესაძლოა კატასტროფულადაც“ (The American Interest). სიმძიმის ცენტრი, სავარაუდოდ 2013 წელი იქნება, როცა სააკაშვილი პოლიტიკური ბანქოს გათამაშებას ლუკაშენკოს სტილში შეეცდება, მისი სტილი კი ცივილიზებულ სამყაროსთან შეუსაბამო და ტრანსცენდენტურია. უცხოელი დამკვირვებლების კრიტიკული დასკვნების გაცნობის შემდეგ, ოთხგზის პრეზიდენტმა განაცხადა: დამკვირვებლებმა უფლება-მოვალეობებს არ უნდა გადაამეტონ, პროცესს ჩუმად დააკვირდნენ და ხმას ნუ იღებენო… სააკაშვილის ღირებულებითი ტრანსფორმაცია ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც უოლტერ რასელ მიდი „უგუნურ ქართულ პოლიტიკაზე“ საუბრობს: „მე იმედი მაქვს იმისა, რომ საქართველო წარმატებას მიაღწევს. ეს მშვენიერი ქვეყანაა, განთქმული წარსულითა და ექსტრაორდინალური კულტურით, მაგრამ საქართველოს მომავალი დღეს ისევე პირქუშად მოსჩანს, როგორც 20 წლის (და რამდენიმე ომის) წინ, როდესაც ამ ქვეყანას პირველად ვეწვიე“. თითქოს მომავლის იმედით, რეალურად კი პირქუში პერსპექტივის ხედვით, კითხვის ნიშნების რაოდენობას კიდევ უფრო ზრდის ახალი აღმოსავლური ზღაპარი, სადაც „ჩემი მეგობრის მტერი… ჩემი მეზობელია“ (The Economist). თურქეთის მიმბაძველობა და მცდელობა იყო დასავლეთის მეგობარი და მისი მტრების მეგობარიც, საქართველოს ირანის ბირთვული ამბიციების გულშემატკივრობის გამო დაბრალდა. სასჯელის ფორმა ჯერ უცნობია. „ობამას ადმინისტრაცია იქნებ იმედოვნებს კიდეც საქართველოს უკანა პლანზე გადაწევას, მაგრამ უნდა თუ არა საქართველოს იქ დარჩენა, ცნობილი არ არის“. ამერიკელების წარმოსახვისთვის უცხო რეალობა – მრავალპოლარული სამყარო ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურებს ხაზავს (Foreign Policy). „ძალა აღმოსავლეთისკენ ინაცვლებს“ (Independent). არსებობს ვარაუდი (ზოგისთვის სასურველი, ზოგისთვის შემაშფოთებელი), რომ „უახლოესი ორი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიო ეკონომიკური ბატონობა ჩინეთის და ინდოეთის ხელში აღმოჩნდება, როგორც ეს 200 წლის წინ იყო“. მსოფლიოში პირველი… უკვე მესამე წელია პოლიტიკოსთა და პოლიტოლოგთა ნაწილი საზოგადოებას არწმუნებს, რომ სააკაშვილის ბოლო აუცილებლად სასამართლო და ოთხი კედელია. უფრო მეტიც, ნინო ბურჯანაძე ამტკიცებს რომ გარდაუვალი აუცილებლობა თავად პრეზიდენტს აქვს გაცნობიერებული და სასამართლოსი ეშინია (Der Standard): „მთელი იმ ნეგატივის მიუხედავად, რასაც თქვენ სააკაშვილზე ამბობთ, მას პოზიტიური მხარეებიც აქვს? ”რა თქმა უნდა, მას გარკვეული მიღწევებიც აქვს. ასე რომ არ იყოს, 2008 წლის აპრილამდე მის გუნდში არ ვიქნებოდი“. აქედან დასკვნა – ბურჯანაძის ლოგიკით, სააკაშვილის მთავარი მიღწევა ბურჯანაძეა. რადგან ეს „მიღწევა“ მცდელობას არ აკლებს კვლავ ხელისუფლებამდე მიაღწიოს, ახალ კონსტიტუციას იწუნებს და იწუნებს იმიტომ, რომ ახალი კონსტიტუციით ხელისუფლებაში დარჩენას სააკაშვილი და მისი გუნდი გეგმავენ (The National Interest). ასე რომ არ მოხდეს, პარლამენტის ექს-სპიკერი სააკაშვილის წინააღმდეგ მანიფესტაციას აწყობს და ამბობს, რომ ”ეს ახალი მოძრაობის დასაწყისია“(Le Figaro). ბევრი მოძრაობა გვინახავს და ბევრი დასაწყისი, მაგრამ ჯერ დასასრული არ ჩანს. განდიდების მანიით შეპყრობილი სააკაშვილი აღმაშენებლის ტიტულისკენ მიისწრაფვის (Liberation). 21-ე საუკუნის აღმაშენებელი საქართველოს გაბრწყინებას MTV-სთან ერთად გეგმავს. MTV Impact-ის ერთი კონცერტის ღირებულება მინიმუმ 2 მილიონი დოლარია, მოლაპარაკება ძალიან აქტიურად მიმდინარეობს (Eurasianet.org). პირველი სოლიდური სპონსორი უკვე გამოჩნდა. რა თქმა უნდა მხოლოდ საკუთარი სურვილით, რუსების მფლობელობაში არსებულმა „მადნეულმა“ კონცერტებში მილიონების ჩადება გადაწყვიტა. ერთგავრი ინვესტიციაა ბური ფერმერების საქართველოში ჩამოსახლების გეგმაც (Independent), თუმცა მოწინააღმდეგეები ამ პროექტს ორივე ქვეყანაში გამოუჩნდა: „ქართველი ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ ახალმოსახლეებს საუკეთესო მიწებს ფაქტობრივად უფასოდ გადასცემენ და ქართველი გლეხები ყველას დაავიწყდება. ის იდეა რომ ქვეყანას საუკეთესო ფერმერები დატოვებენ, ბევრს არც სამხრეთ-აფრიკის რესპუბლიკაში მოსწონს“. ბევრს არც სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი მთელი სატრანსპორტო პარკის ელექტროტრანსპორტით ჩანაცვლების იდეა მოსწონს, მაგრამ საქმე ისაა რომ სკეპტიკოსები არ არიან იმდენად ბევრნი, რომ იდეის ავტორებს აზრი შეაცვლევინონ, მით უმეტეს რომ ამ გეგმას აქვს უდიდესი ხიბლი. ხიბლი ნოვაციაა. ვერა ქობალია ამბობს, რომ „საქართველო პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ამ ვალდებულებას აიღებს“ (The New York Times). ქართველები პირველები არა მარტო სამშობლოში არიან. „ვეტერანი პოლიტიკური კორესპონდენტი“ ნინო აბესაძე ქნესეტში ცახი ანეგბის ჩაანაცვლებს, რომელიც გადააყანეს, „რადგან გაირკვა, რომ ის ფიცის მიცემისას კრიმინალური განზრახვით ცრუობდა“ (The Jerusalem Post). დღემდე ვერ გაირკვა ვინ ცრუობდა სექსუალური განზრახვით. ქართული სამთავრობო დელეგაციის მიერ ლისაბონში 80 მეძავის დაქირავებისა და სასტუმროში ცოლებად გასაღების შესახებ ინფორმაცია პორტუგალიურმა გამოცემამ Correio da Manhã გაავრცელა. ამ სკანდალის შემდეგ, მსუბუქ ყოფაქცევაში ეჭვმიტანილი ქართველები ნიკოლა სარკოზის ვეღარ ეტყვიან – როდის შეგაწუხეთ ჩვენი ტემპერამენტითო. ქართველები ეკონომიკური პოლიტიკის არასწორ მართვაშიც არიან ეჭვმიტანილები. ასე მაგალითად The Economist დადებით პროცესს უწოდებს ექსპორტის დივერსიფიკაციას და ეროვნული ბაყაყების გაგზავნას ევროპულ ბაზარზე, მაგრამ „საქართველოს მაინც გაუჭირდება ვაჭრობის დეფიციტის მოგვარება, სანამ ისეთი ყოველდღიური საკვების იმპორტს აწარმოებს, როგორიცაა მაგალითად ახალი რძე“. ჯონი კალანდაძე, ჟურნალისტი ორიგინალი
  4. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/aqciaa-150x150.jpgპარლამენტთან მოძრაობა “7 ნოემბრის” მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ უკანონო პატიმრებს . აქციის ორგანიზატორებმა სიმბოლურად საკანონმდებლო ორგანოსთან აანთეს სანთლები და სანთლებით გამოსახეს წარწერა “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს”. აქციას უერთდებიან სხვადასხვა პარტიების ახალგაზრდული ფრთების წარმომადგენლებიც. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ამ აქციაზე იმყოფება “ქართული პარტიის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები. აქციას შეუერთდნენ “კონსერვატორებიც”. კონსერვატორების ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, უკანონო პატიმრების რიცხვი საქართველოში ყოველდღიურად იზრდება და ის ამ ეტაპზე 150-ს აჭარბებს. იხილეთ epn.ge
  5. http://i022.radikal.ru/1012/f0/4c9fe0de2c0a.jpg ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა გამოფხიზლებისკენ მოუწოდა იმ ორ ვარსკვლავს, რომელთაგანაც ფანები ყველაზე მეტს ელიან, მაგრამ ყველაზე ნაკლებს ღებულობენ სამაგიეროდ… კლუბის ახალწვეულმა, ლონდონიდან ჩრდილოეთით გადმობარგებულმა ჯო კოულმა სეზონი ცუდად დაიწყო, შემდეგ ადაპტაციის პროცესს ტრამვაც დაემატა და დღეს იგი ძირითადში ვეღარ ხვდება, არადა პირველი პუნქტი მის პირად კონტრაქტში, სწორედ რეგულარულად ძირითადში თამაში იყო… “ჯომ უნდა გააცნობიეროს ის ფაქტი, რომ იგი ენფილდზე ჩელსიში საკმაოდ წარუმატებელი სეზონის შემდეგ გადმოვიდა და იმედი ჰქონდა რომ მერსესაიდს შტურმით აიღებდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა…” – განაცხადა როი ჰოჯსონმა – “მან უნდა შეძლოს და თავი იმ პოზიციაზე დაიმკვიდროს, სადაც ეს გუნდს დაჭირდება. თუ იგი მეტყვის რომ ეს მისთვის იდეალური სათამაშო რგოლი არაა, მაშინ ისმის კითხვა, რომელი პოზიციაა მისთვის საუკეთესო, ასეთი კი თავდამსხმელის უკან თამაშია, სადაც ლივერპულს სტივენ ჯერარდი ყავს და ამის გამო ჯოს შანსები ძირითადში მოხვედრისა საკმაოდ მცირდება…” “გარდა ჯერარდისა, ამ პოზიციაზე მეირლეშსაც შეუძლია თამაში. ამავდროულად ბოლო პერიოდში ხშირად ორი თავდამსხმელით ვთამაშობთ და ამ როლის ფეხბურთელი საერთოდ არ არის განლაგებაში. ასე რომ ჯომ აუცილებლად უნდა შეძლოს სხვადასხვა პოზიციებზე თავის წარმოჩენა ზუსტად ისე, როგორც ამას ჩელსიში და ინგლისის ნაკრებში აკეთებდა…” ლივერპულის ინგლისელი ბოსი შედარებით ლოიალური აღმოჩნდა ფერნანდო ტორესის მიმართ. თUმცა გუნდის შეტევის სისუსტეებზეც ისაუბრა… “ლივერპულის მიერ გატანილი გოლები ნამდვილად არ ასახავს საგოლე მომენტების რაოდენობას. ჩვენი ფორვარდები ბევრად უფრო მეტ შანსს უშვებენ კარის წინ, ვიდრე გააქვთ. ეს უიღბლობა დღეს ჩვენთვის რეალობაა და ეს ფეხბურთელებმაც კარგად იციან…” “ჩვენ ევროპის ერთ-ერთი საუკთესო თავდამსხმელი, ფერნანდო ტორესი გვყავს და დარწმუნებული ვარ მას არ სჭირდება იმის შეხსენება თუ როდის ვერ იყენებს საგოლე მომენტებს. მას თითოეული ხელიდან გაშვებული შანსი თავადაც კარგად ახსოვს. მთავარია გუნდმა გააგრძელოს შეტევაში მომენტების შექმნა და მე მჯერა რომ ფერნანდო სულ მალეაუცილებლად დაიწყებს გოლების გატანას…” – იმედოვნებს როი ჰოჯსონი View the full article
  6. შეწყალების რეკომენდაცია შეწყალების კომისიამ 100 პატიმარს მისცა. როგორც მან აღნიშნა, 100 პატიმრიდან სრულად გათავისუფლების რეკომენდაცია 70 პატიმარს მისცეს, დანარჩენს კი, სასჯელის განახევრების. მისივე განმარტებით, მათგან 6 ქალია, 1 კი არასრულწლოვანი. ამის შესახებ სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა შეწყალების კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა . ტუღუშის განცხადებით, ფრთხილად მოეკიდნენ მძიმე კატეგორიის დანაშაულში მსჯავრდებულთა განაცხადებს, თუმცა საშუალო სიმძიმის დანაშაულში მსჯავრდებულებთან მიმართებაში გაითვალისწინეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ტუბერკულიოზი, ცე ჰეპატიტი და სხვადასხვა მძიმე დაავადებები. ასეთ პატიმრების მიმართ შეწყალების კომისია ლიბერალური იყო. შეწყალების კომისიის სია პრეზიდენტთან გადაიგზავნება, რის შემდეგაც პრეზიდენტი სიას საახალწლოდ ხელს მოაწერს. შეწყალების კომისიის სხდომა პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა. იხილეთ epn.ge
  7. http://fc07.deviantart.net/fs70/f/2010/145/a/8/Liverpool_FC___Five_Years_On_by_thaatrobb.png თქვენს მიერ არჩეული ლივერპულის “ათწლეულის გუნდი” და მისი მენეჯერი უკვე შერჩეულია… პეპე რეინა ფინანი – კარაგერი – ჰიიპია – რიისე კიუიტი – ჯერარდი – ალონსო – კიუელი ფაულერი – ტორესი მწვრთნელი – რაფა ბენიტესი რათქმაუნდა ბევრი დაეთანხმება და ბევრიც არა ამ შემადგენლობას, მაგრამ სწორედ ესაა ქართველი გულშემატკივრების საერთო აზრი და ის ორი ფეხბურთელით განსხვავდება მთელს მსოფლიოში ლივერპულის ფანების გამოკითხვების შედეგიდან. უცხოუელმა წითლებმა კიუიტის ნაცვლად გარსია, კიუელის ნაცვლად კი ბერგერი შეიყვანეს ათწლეულის გუნდში. დანარჩენი პოზიციები კი სრულიად ემთხვევა… View the full article
  8. საზღვარი აფხაზეთთან კომუნიკაციების სფეროშიც გაჩნდა. ეს საზღვარი ცალმხრივად არის გავლებული. საქართველო ვერ უკავშირდება ქვეყნის ოკუპირებულ ტერიოტირიას, აფხაზეთს, საიდანაც შემომავალი ზარი რუსული კოდით +7 იწყება. სოხუმში გამომავალ გაზეთ ნუჟნაიას რედაქცია, რომელსაც ნეტგაზეთი ინტერნეტის მეშვეობით დაუკავშირდა, ჩვენ წერილს ასე პასუხობს: „ჩვენ შეგვიძლია დავრეკოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, უბრალოდ, საჭიროა სწორი კოდის აკრეფა. სატელეფონო კავშირთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს“. აფხაზეთთან დაკავშირების შესაძლებლობის ერთადერთი შანსი ქვეყნისთვის ისევ ქართული ფიჭური კომპანიებია, რომელთა დაფარვის ზონა გავლებულ დე ფაქტო საზღვარზე შორს მიდის. ძირითადად, გალი, ასევე, მისი მიმდებარე ტერიტორია – ეს ის ზონაა, რომელსაც ქართული ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები ფარავენ. გალის მცხოვრები, რომელიც ნეტგაზეთს ესაუბრა, ამბობს, რომ გალში ბევრს მაგთიფიქსის (კომპანია მაგთის უკაბელო ტელეფონი) აპარატები აქვთ. მისი თქმით, სიგნალი ფარავს გალს და რამდენიმე სხვა სოფელს. „იყო შემთხვევა, როდესაც კარდაკარ დადიოდნენ (რუსი ჯარისკაცები), ოჯახებში შედიოდნენ, თუ სად და რომელ ოჯახში იდგა მაგთიფიქსის აპარატი“, – ამბობს ზაზა ჯალაღონია, აფხაზეთის განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი. გალში მცხოვრები, რომელსაც ნეტგაზეთი მაგთიფიქსის ნომერზე დაუკავშირდა, ამბობს, რომ მასაც სმენია ეს ამბავი, თუმცა მისთვის და მისი ახლო გარემოცვისთვის ტელეფონის ქონა არავის შეუზღუდავს. 2009 წლის სექტემბერში რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მემორანდუმი დაიდო. მემორანდუმის საფუძველზე, აფხაზეთს რუსეთის კოდი +7 მიენიჭა. მემორანდუმის ხელის მოწერიდან ერთი წლის მანძილზე აფხაზეთში დარეკვა შეიძლებოდა როგორც ქართული კოდით +995, ასევე– რუსულით +7. ბილაინის ქსელიდან აფხაზეთში ზარი ხორციელდებოდა კოდით 844, თუმცა რამდენიმე დღეა, ამ კოდითაც შეუძლებელია სატელეფონო კავშირის დამყარება. „აქამდე ვრეკავდი და მირეკავდნენ ამ კოდით– 844, ბოლო რამდენიმე დღეა არავის დაურეკავს“,–ამბობს გალში მცხოვრები. მას მაგთიფიქსის აპარატი ფანჯარასთან ახლოს უდგას, სიგნალი უკეთ რომ დაიჭიროს. ამ ნომრით გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. ამიტომ ზარებს მხოლოდ მაშინ პასუხობს, როცა იმ ადგილზეა, სადაც მისი ტელეფონის აპარატი. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კომენტარს არ აკეთებს. კომპანია ბილაინის წარმომადგენელი ამბობს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, აეკრძალათ ახალ კოდზე (+7) ზარების განხორციელება. აფხაზეთმა, თავის მხრივ, შეზღუდა ძველ კოდზე +995 ზარის მიღება. კომპანია სილქნეტის ოპერატორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ანა ნაკაშიძის თქმით, ის ტექნიკური საშუალებები, რომლითაც პირდაპირ უკავშირდებოდნენ რეგიონს, აფხაზეთის მხრიდან გათიშულია. ერთადერთი საშუალება რუსეთის კოდია, რომელსაც კომპანია „პრინციპული გადაწყვეტილების საფუძველზე“ არ იყენებს. საერთაშორისო ფიჭური კომპანიების ოპერატორები აფხაზეთს რუსული კოდით უკავშირდებიან. კომპანია სილქნეტი, რომელიც რამდენიმე უცხოურ კომპანიასთან თანამშრომლობს, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ დოიჩე ტელეკომი და სხვა ოპერატორები აფხაზეთთან დანარჩენ მსოფლიოს რუსეთის კოდით აკავშირებენ. ინტერნეტ გვერდი searchpeopledirectory.com, რომლის ერთ–ერთი ფუნქციაა, მის მომხმარებელს ქვეყნიდან ქვეყანაში დასარეკი კოდი მიაწოდოს, საიტზე აფხაზეთთან დასაკავშირებელ კოდად უთითებს +7–ს, ხოლო ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი ერთ–ერთია. /get_img?NrArticle=3779&NrImage=2 Image 2776 პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სატელეფონო კავშირი შეწყდა, მის მეგობრებს, ძირითადად, ინტერნეტით, სკაიპით ეკონტაქტება. სოხუმში სკაიპით საუბარი სირთულეებს ნაკლებად უკავშირდება, გალისგან განსხვავებით. გალში მცხოვრები ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქართული ინტერნეტი რეგიონში შეწყდა, თითქმის შეუძლებელია ინტერნეტით სარგებლობა. „აქ ძალიან ცოტას აქვს ინტერნეტი. მე ვცდილობ, რომ ჩემი ტელეფონიდან შევიდე ხოლმე, თუმცა ძალიან რთულია,// http://www.marmasnews.com/wp-content/uploads/HLIC/74f15b948a418cff6a8679e43cd0e2e8.jpg 33 წლის ვიცე-კაპიტანმა, რომელმაც ნოემბრის მიწურულს მხრის ტრამვა მიიღო, შემდეგ კი ოპერაცია გაიკეთა, შესაძლოა ნავარაუდევზე ადრე ჩადგეს ფორმაში… წინა კვირას როი ჰოჯსონმა განაცხადა: “ჯეიმი ექიმების ცნობით ჯერ მინიმუმ 9 კვირა ვერ შეძლებს თამაშს, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ყველამ კარგად ვიცით მისი ხასიათი, იმედი მაქვს იგი ბევრად უფრო მალე შეძლებს გამოჯანმრთელებას…” დღეს ლივერპულის მთავარმა ექიმმა პიტერ ბრუკნერმა დაადასტურა, რომ კარაგერი ყველაფერს აკეთებს მოედანზე დასაბრუნებლად: “ჯეიმი კარგად პროგრესირებს და ცდილობს მალე შეუერთდეს გუნდს. სავარაუდოდ ეს თებერვალში მოხდება. ყველაფერი რომ მხოლოდ მასზე იყოს დამოკიდებული, დღესვე მოიხსნიდა მხრიდან სახვევებს და გავიდოდა მოედანზე, მაგრამ ოპერაციის შემდეგ აუცილებლად უნდა მოძლიერდეს და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის.” View the full article
  9. НТВ-მ დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანში განიხილავენ ნარკოტრაფიკის პრობლემებს კასპიის ზღვის გავლით რუსეთსა და ევროპაში. რუსეთის ნარკობრუნვის კონტროლის ფედერალური სამსახურის უფროსმა ვიქტორ ივანოვმა თეირანში განაცხადა, რომ აკძალული ნივთიერებების ძირითადი ნაკადი ავღანეთიდან შემოედინება. და ჰეროინის საშიშროებასთან ბრძოლაში შესაძლოა სამხედროებიც ჩაერთონ.მისივე სიტყვებით: ,, თუ ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ ეს საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას, მაშინ ნარკოტიკული ნივთიერებების გა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  10. http://www.marmasnews.com/wp-content/uploads/HLIC/74f15b948a418cff6a8679e43cd0e2e8.jpg 33 წლის ვიცე-კაპიტანმა, რომელმაც ნოემბრის მიწურულს მხრის ტრამვა მიიღო, შემდეგ კი ოპერაცია გაიკეთა, შესაძლოა ნავარაუდევზე ადრე ჩადგეს ფორმაში… წინა კვირას როი ჰოჯსონმა განაცხადა: “ჯეიმი ექიმების ცნობით ჯერ მინიმუმ 9 კვირა ვერ შეძლებს თამაშს, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ყველამ კარგად ვიცით მისი ხასიათი, იმედი მაქვს იგი ბევრად უფრო მალე შეძლებს გამოჯანმრთელებას…” დღეს ლივერპულის მთავარმა ექიმმა პიტერ ბრუკნერმა დაადასტურა, რომ კარაგერი ყველაფერს აკეთებს მოედანზე დასაბრუნებლად: “ჯეიმი კარგად პროგრესირებს და ცდილობს მალე შეუერთდეს გუნდს. სავარაუდოდ ეს თებერვალში მოხდება. ყველაფერი რომ მხოლოდ მასზე იყოს დამოკიდებული, დღესვე მოიხსნიდა მხრიდან სახვევებს და გავიდოდა მოედანზე, მაგრამ ოპერაციის შემდეგ აუცილებლად უნდა მოძლიერდეს და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის.” View the full article
  11. http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01504/gerrard_torres_1504878c.jpg კოპის გმირებმა, სტივენ ჯერარდმა, ჯემი კარაგერმა, ფერნანდო ტორესმა და ჯო კოულმა უდიდესი საჩუქარი გაუკეთეს ლივერპულის პატარა ფანს… სადღესასწაულო პერიოდის განმავლობაში ჯერემი კაილის თოქ შოუს ქონდა სპეციალური მისია დახმარებოდა ავადმყოფ ბავშვებს ჰქონოდათ ბედნიერი ახალი წელი. ისინი ალბათ არასოდეს დაივიწყებენ პროექტს სახელად “ჯერემი კაილის საახალწლო სურვილები” 5 წლის რაის, რომელიც ბოლტონში ცხოვრობს, ეპიდერმოლიზი აქვს რომელიც ერთ-ერთი იშვიათი და სერიოზული კანის დაავადებაა. ის მიწვეული იყო მელვუდში თავის მშობლებთან ერთად სადაც შესანიშნავი დრო გაატარა ლივერპულურ კვარტეტთან და სამახსოვრო ფოტოებით და ფეხბურთელების ხემოწერებით დასაჩუქრდა… (ვიდეოს სანახავად დააჭირეთ ფოტოზე) http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/kyle_xmas_wishes_1_play.jpg View the full article
  12. http://rustavi2.com/news_photos/12_10/smalls/54413.jpgსანტა-კალაუსი თბილისშია. საქართველოს დედაქალაქს სანტა დღეს ეწვია. პირველად სანატა-კალუსი "ვარდების რევოლუციის" მოედანზე მარხილით მივიდა, მას იქ ბავშვები და ქართული ზღაპრის გმირი ბომბორა დახვდნენ. View the full article
  13. http://rustavi2.com/news_photos/12_10/smalls/54412.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა შობის დღესასაწაული მიულოცა ქართველ კათოლიკეებს. მიხეილ სააკაშვილი თბილისის კათოლიკურ ეკლესაში საშობაო მესას დაესწრო. View the full article
  14. http://rustavi2.com/news_photos/12_10/smalls/54410.jpgდღეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის აღსაყდრების დღეა. აღსაყდრების 33-ე წლისთავი უწმინდესს პრეზიდენტმა სამების საკათედრო ტაძარში მიულოცა. View the full article
  15. http://in.reuters.com/resources/r/?m=02&d=20100320&t=2&i=78882638&w=460&fh=&fw=&ll=&pl=&r=img-2010-03-20T152346Z_01_NOOTR_RTRMDNC_0_India-470804-1 პეპე მთელი წელი არ იწყენდა ჟურნალისტებთან ურთიერთობებით და სტაბილურად იყო დაკავებული ინტერვიუების ჩაწერით, მაგრამ ვერავინ შეძლო მისთვის ისეთი “ჩამჭრელი” კითხვების დასმა, როგორც პატარა ელიოტ ვაილდმა გადაცემაში Smalltalk. 8 წლის ბიჭუნა უირელიდან, რომელიც ებრძვის ლეიკემიას, მიწვეული იქნა ლივერპულის სტუდიაში იუმორისტული გადაცემის წამყვანად, ხოლო სტუმარი პეპე რეინა იყო. (ვიდეოს სანახავად დააჭირეთ ფოტოს) http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/smalltalk_reina_play.jpg View the full article
  16. პრეზიდენტის ინიცირებული პროექტის ფარგლებში, რომელიც მოზარდებში სპორტის პოპულარიზაციას გულისხმობს, თბილისის 22-ე საჯარო სკოლის გუნდებს შორის, კალათბურთში, შიდა სასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა. ფინალურ შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დაესწრო. რამდენიმედღიანი შეჯიბრი VIII და IX კლასელებს შორის ჩატარდა. გამარჯვებულ გუნდს ჩემპიონის თასი და სიგელები გადაეცა, ხოლო გუნდის საუკეთესო მოთამაშეს კოკა სეფერთელაძემ პერსონალური კომპიუტერი გადასცა. სიგელები ასევე, ყველა მონაწილემ მიიღო. სკოლაში, სპორტული დარბაზი გარემონტდა და აღიჭურვა სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამა ,,ALUMNI’’-ის ფარგლებში, 22-ე საჯარო სკოლისათვის წარმატებული კურსდამთავრებულებისა და მასწავლებელთა მიერ შემოწირული თანხით. იხილეთ epn.ge
  17. გუშინ 24 დეკემბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, ფედერალური ტელეარხების ეთერში წლის შედეგების შეჯამებისას განაცხადა, რომ 3 ათასამდე ადამიანი ქრთამის მიცემის ან აღებისათვის ჩასმული იქნა ციხეში.მისი სიტყვებით, სექტემბრის თვის მონაცემებით ,,1000 (ადამიანი)ციხეში ჩასმული იქნა ქრთამის აღებისათვის და 1 700 იმისათვის, რომ აძლევდნენ ქრთამს”, რამდენადაც ,,ქრთამის ამღების დაჭერა ხშირად უფრო ძნელია”. ამავე დროს მან დააზუსტა, მათ შორის მნიშვნელოვან ნაწილს სამართალდამცავი ორგანოებ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  18. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/maSxala-150x150.jpgთბილისში, მაშხალების აფეთქების შედეგად, ორი 13 წლის მოზარდი დაზარალდა. ერთმა მოზარდმა თვალი და ცალი ხელის მტევანი დაკარგა, მეორემ კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. ერთ-ერთ მათგანს სახე და ხელები აქვს დამწვარი. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ერთი მოზარდი ამ დროისათვის იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში, მეორე კი ჟვანიას კლინიკაში იმყოფება და მათ შესაბამისი დახმარება უტარდებათ. იხილეთ epn.ge
  19. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/1_1_1256229144-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრების იუბილე მიულოცა. სამების საკათედრო ტაძარში, პრეზიდენტთან ერთად, უმრავლესობის წევრებიც იმყოფებოდნენ. ტაძარში სადღესასწაულო წირვა დღეს დილიდან მიმდინარეობდა, რომელიც ამ დროისათვის უკვე დასრლებულია. ლოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ, ჩხოროწყუსა და სენაკის მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ, კათოლიკოს-პატრიარქს წმინდა სინოდის სახელით აღსაყდრების 33-ე წლისთავი, უწმინდესის მიერ გაწეულ ღვაწლზე ისაუბრა. თავად უწმინდესმა მრევლს მცირე ქადაგებით მიმართა. ილია მეორემ მადლობა შესწირა ღმერთს ყოველივესთვის, დალოცა ერი და საქართველოს გამთლიანება უსურვა. იხილეთ epn.ge
  20. http://www.prbsports.com/wp-content/uploads/2010/07/Roy-Hodgson-Liverpool-man-006.jpg ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა, ლივერპულის გულშემატკივრებს შობა მოულაცა… “მინდა ყველას შობა მოგილოცოთ და ყოველივე საუკეთესო გისურვოთ. მადლობელი ვარ იმ მხარდაჭერით, რომელიც თქვენგან მთელი წლის განმავლობაში მოდიოდა. მართალია, ეს წელი ლივერპულისთვის სასარგებლო არ ყოფილა, რადგან გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება ვერ მოიპოვა, მაგრამ გუნდი წარმატებით ასპარეზობს ევროპის ლიგაზე. ის პრობლემები, რაც ამჟამად არსებობს მალე მოგვარდება და გუნდი შეძლებს სეზონის ბოლოს სასურველ პოზიციაზე აღმოჩნდეს. ჩვენ ვქმნით ახალ ძლიერ გუნდს და მადლობას გიხდით, რომ ნდობას გვიცხადებთ”. საუკეთესო სურვილებით როი ჰოჯსონი. View the full article
  21. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/xanzari-58948-150x150.jpgზუგდიდში, ენგურქაღალდკომბინატის დასახლებაში, დღეს ორსართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ორსართულიანი კორპუსი, სადაც სულ 12 ოჯახი ცხოვრობდა, მთლიანადაა დამწვარი. ამ დროისათვის მიმდინარეობს გამოძიება. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. სპეციალური კომისია დაადგენს ზარალს და კომპენსაციის რაოდენობას განსაზღვრავს. იხილეთ epn.ge
  22. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/12/dexter_birdie_1million-150x150.jpgბელგიელმა 19 მილიონი ევრო მოიგო. საშობაო ლატარეა “ევრომილიონერი” ჯეკპოტი გათამაშდა იღბლიანის ვინაობა უცნობია, მისივე უსაფრთხოების გამო. “ევრომილიონერი” ტარდებოდა ევროპის ცხრა ქვეყანაში: საფრანგეთში, ესპანეთში, ავსტრიაში, პორტულაგლიაში, დიდი ბრიტანეთში, შვეიცარიაში, ირლანდიაში, ლუქსემბურგსა და ბელგიაში, იტყობინება ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები. მიმდინარე წელს ეს უკვე მესამე შემთხვევაა, რომ ბედნიერი ბილეთის მფლობელი ბელგიის მოქალაქე ხდება. იხილეთ epn.ge
  23. დიმიტრი შაშკინმა დემოკრატიის მეორე ტალღის ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე შეხვედრა გამართა. შაშკინი ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტს, ლორენს კრაინერს და IRI-ის ევრაზიის დივიზიონის ხელმძღვანელს სტივენ ნიკსს შეხვდა. მხარეებმა გამართულ შეხვედრაზე საქართველოში დემოკრატიული რეფორმების მეორე ტალღის ფარგლებში წარმატებით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მინისტრის განცხადებით, ყველა ის დაპირება, რომელიც დემოკრატიის მეორე ტალღის ფარგლებში საზოგადოებისთვის იყო მიცემული შესრულებულია. შაშკინის თქმით, ამერიკელმა პარტნიორებმა დაინახეს და დააფასეს საქართველოს განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმები. იხილეთ epn.ge
  24. ახალი წლის დადგომამდე, რამდენიმე დღით ადრე, ”მომავლის სახლის” აღსაზრდელებმა საჩუქრები მიიღეს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი დავით კერესელიძე და ცენტრის თანამშრომლები ბავშვთა სახლს ესტუმრნენ და პატარებს საჩუქრები ტკბილეული და საძერწი თიხა გადასცეს. ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს დამდეგი ახალი წელი დავით კერესელიძესთან ერთად, პანტომიმის თეატრმა და კომპანია ”ჯეოსელმაც” მიულოცა. ამ დღეს ბავშვებს ”ჯეოსტარი 2008”-ის გამარჯვებული გიორგი სუხიტაშვილიც ეწვია და მათთან ერთად, რამდენიმე სიმღერა შეასრულა. ”მომავლის სახლში” სულ 30 ბავშვია და ისინი სხვადასხვა ხელობებს სწავლობენ, მათ შორის გამოყენებით ხელოვნებას, თექასა და ბატიკაზე მუშაობას. იხილეთ epn.ge
×
×
  • შექმენი...