Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, რუსეთში იმ მასშტაბების საპროტესტო აქციები არ მიმდინარეობს, რომ ქვეყანა დემოკრატიულ რევოლუციამდე მიიყვანოს. 2000-კაციანი… ლინკი მედიანიუსზე
  2. ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,8089 ნიშნულზე გამყარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, შესაბამისად, ხვალ ოფიციალური გაცვლითი… ლინკი მედიანიუსზე
  3. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მსოფლიოში ფასები იზრდება, ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი კი სოფლის მეურნეობის განვიტარებაა. აღნიშნული განცხადება… ლინკი მედიანიუსზე
  4. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54665.jpgსოფელ ჯუგაანს ახალი საჯარო სკოლა აქვს. სასწავლო დაწესებულება დღეს პრეზიდენტმა გახსნა. სკოლის ძველი შენობა მე-20 საუკუნის 60-იან წლებში აშენდა. View the full article
  5. თავდაცვის მინისტრის ეჰუდ ბარაკის მიერ შრომის პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვება და ახალი პოლიტიკური პარტიის (დამოუკიდებლობა) შექმნა ისრაელის პოლიტიკურ კრიზისზე მიუთითებს. ქვეყანა ორი გამოწვევის წინაშე დგას: ერთი მხრივ, პალესტინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხშია, მეორე მხრივ კი, ისრაელი ვალდებულია საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოს. იხილეთ tabula.geზე
  6. იანვრის დასაწყისში თბილისში პირველი თოვლი მოვიდა, თუმცა გუნდაობისა და თოვლში სხვა სახის გართობის მოყვარული ადამიანებისათვის საკმარისი ნამდვილად არ არის. თუკი თქვენ მათ რიცხვს მიეკუთვნებით, სამთო კურორტების არჩევანი გაქვთ – გუდაური, ბაკურიანი ან ახლად გახსნილი მესტიის სათხილამურო ტრასები და გოდერძის უღელტეხილის „კურორტი ოთხი სეზონისთვის”. იხილეთ tabula.geზე
  7. ,,ედინოე როსიას” წევრებმა ლენინის ნეშტის მავზოლეუმიდან გადასვენების საკითხი კვლავ დასვეს. რუსეთის სახელმწიფო სათათბირის დეპუტატის ვლადიმერ მედინსკის… ლინკი მედიანიუსზე
  8. http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/devnil1-150x150.jpg,,თავისუფალი დემოკრატები” ხელისუფლებისაგან დევნილების გამოსახლების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვენ. მათი თქმით, ხელისუფლება განაგრძობს საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობას და იმ უკანონო ქმედებების განხორციელებას და ლტოლვილთა ჩასახლების ადგილებიდან მათი მასობრივი გამოდევნა და გადაყვანა გაურკვეველი მიმართულებით ხდება. ,,გაუგებარია თუ რატომ მიმართავს ამ უკანონო და ანტიჰუმანურ ზომებს ხელისუფლება თავისი იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელთაც ისედაც დიდი განსაცდელი დაატყდათ თავს და უკვე რამდენი წელია უშედეგოდ ცდილობენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნებას. ან რა მიზანი აქვს ამ აქციის შუა ზამთარში განხორციელებას. დღეს ასახლებენ ძირითადად იმ დევნილებს, რომლებმაც საცხოვრებელი მიხეილ სააკშვილის უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგად, 2008 წლის ომის დროს დაკარგეს,”- ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათივე თქმით, ,,თავისუფალი დემოკრატები” გმობენ ხელისუფლების ამგვარ ვანდალურ ქმედებას და მოითხოვენ ხელისუფლებამ ამ ადამიანებს მათთვის მისაღები რეალური ალტერნატივა შესთავაზოს. იხილეთ epn.ge
  9. Forbes-მა იგი 2010 წლის გავლენიანი ადამიანების სიის მე-16 ნომრად დაასახელა. ამ ნუსხაში მას თვით საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი (მე-17 ადგილი) და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი (მე-20 ადგილი) ჩამორჩებიან. იხილეთ tabula.geზე
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/kaxa-150x150.jpg“საქართველოს გზის” გენერალური მდივნის კახა სეთურიძის განცხადებით, დევნილთა გამოსახლების შესახებ გამოსავალი ურთიერთთანადგომაა. როგორც “ექსპრესნიუსს” სეთურიძემ განუცხადა, ბაგებში გამოსახლების დროს ისინი არ შეუშვეს და პოლიტიკოსები მათ მხარს გარედან უჭერდნენ. მისი თქმით, დევნილთა საცხოვრებელი ფართებიდან გამოსახლება ვანდალური ფაქტია. დღეს ბაგებიდან და ორხევის დასახლებიდან დევნილთა გამოსახლება დაიწყო, რასაც დევნილებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. ამ წუთებში დევნილთა საპროტესტო აქცია პარლამეტის წინ მიმდინარეობს. აქციაზე დევნილებთან ერთად ოპოზიციის წარმომადგენლები კახა კუკავა, ეკა ბესელია, ლაშა ჩხარტიშვილი და ალექსანდრე შალამბერიძე იმყოფებიან. იხილეთ epn.ge
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/images4.jpegკომპანია „სილქნეტი“ ქვემო ქართლის აბონენტებს განსხვავებული სატარიფო სქემას და მრავალფეროვან სერვისებს თავაზობს თბილისი 20 იანვარი 2011 – კომპანია “სილქნეტი” ქვემო ქართლის რეგიონის აბონენტებს 1 თებერვლამდე განსხვავებულ სატარიფო გეგმას თავაზობს. გეგმა ითვალისწინებს უფასო ინტერნეტ–ინსტალაციას რუსთავის, გარდაბნისა და მარნეულის აბონენტებისთვის. აბონენტებს საშუალება ეძლევათ უფასოდ ჩაერთონ სერვისში და აირჩიონ 6 სააბონენტო პაკეტიდან სასურველი. კომპანია „დსლ–ინტერნეტს“ 6 პაკეტით თავაზობს მომხმარებელს. ტარიფები სიჩქარეების მიხედვით ნაწილდება და 10 $ – 35$ მერყეობს. დსლ–ტექნოლოგიით მიწოდებული მაქსიმალური სიჩქარე 8 მგბ/წმ–ია. ტარიფის გარეშე ინსტალაცია მეორე თვეა მიმდინარეობს რეგიონში და კომპანიის ამ შემოთავაზებით უკვე 400–მდე აბონენტმა ისარგებლა. ამავე დროს, კომპანიამ აღნიშნულ რეგიონში მოახდინა სატელეფონო სადგურების ციფრული ტექნოლოგიებით შეცვლა და დეკემბრის თვიდან ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის აბონენტებს ციფრული სადგურებით ემსახურება. „ბოლნისის, დმანისის და თეთრიწყაროს მოსახლეობას მიეცა საშუალება ინტერნეტ–სერვისით ისარგებლოს. კომპანიის მიზანია რეგიონებს შეთავაზოს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. დღეისათვის „სილქნეტის“ ინტერნეტ სერვისი ხელმისაწვდომია 60–მდე ქალაქში. კომპანია გეგმავს საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის სოფლის მოსახლეობისთვისაც ინტერნეტ–სერვისის მიწოდებას როგორც DSL, ასევე უკაბელო ტექნოლოგიით“ – განაცხადეს „სილქნეტში“. საახალწლოდ კომპანია „სილქნეტის“ფიქსირებულ სატელეფონო ქსელში ჩართვა თბილისსა და რეგიონებში 40 ლარი გახდა. იგივე ტარიფი მოქმედებს უკაბელო ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სატელეფონო სერვისზე ჩართვისას (აპარატის შეძენა 25 ლარი, სერვისის აქტივაცია 15 ლარი). ინტერნეტის (1X–153კბ/წმ სიჩქარით) ინსტალაციის საფასური 5 ლარია. ქვემო ქართლში უკაბელო სატელეფონო სერვისით სარგებლობა რუსთავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის და თეთრიწყაროს რაიონებშია შესაძლებელი. სერვისის უპირატესობებია: უფასო საუბარი შიდა ქსელში, ყველაზე დაბალი ტარიფები მობილურსა და საერთაშორისო ზარებზე, მარტივი ნუმერაცია, SMS სერვისით სარგებლობა, დამატებითი მომსახურებების გააქტიურების შესაძლებლობა გადახდის მარტივი სისტემა (სერვის ცენტრები, კომერციული ბანკები, სწრაფი გადახდის აპარატები, ინტერნეტ–ბანკინგი) ჯერ საუბრობთ, შემდეგ იხდით. იხილეთ epn.ge
  12. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის 17 იანვრის სპეციალურმა მოსმენამ, რუსეთ-საქართველოს ომსა და ქვეყნებს შორის ურთიერთობების შესახებ, ქართული მხარის გარეშე ჩაიარა. PACE-ს ინფორმაციით, მოსმენაზე განიხილეს ჰუმანიტარული საკითხები, ომის შედეგების აღმოფხვრის პერსპექტივები და საპარლამენტო ასამბლეის სამი რეზოლუციის განხორციელების გზები. იხილეთ tabula.geზე
  13. რუსეთის ”ვი-თი-ბი ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, ”ვნეშტორგბანკის” მმართველი საბჭოს თავმჯდომარედ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის, ”ფსბ”-ს მოქმედი შეფის, ალექსანდრე ბორტნიკოვის შვილი, დენის ბორტნიკოვი დაინიშნა. იგი მოვალეობის შესრულებას თებერვლიდან შეუდგება. ინფორმაციას გაზეთი ”ვედომოსტი” ავრცელებს. იხილეთ tabula.geზე
  14. http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/chxarti-150x150.jpgსააკაშვილის რეჟიმს დევნილთა დევნაზე უარი ვერ ვათქმევინეთ. ამის შესახებ ,,კონსერვატორმა” ლაშა ჩხარტიშვილმა პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ახლა საკუთარი ინტერესებისათვის ბრძოლაა საჭირო. ,,რუსი ჯარები ხელისუფლებამ ჩაანაცვლა და ახლა ჩვენივე ხელისუფლება დევნის საკუთარ დევნილებს. ეს კი არის დევნილების განდევნა საკუთარი ქვეყნიდან”,- განაცხადა ჩხარტიშვილმა. ჩხარტიშვილმა ასევე ყველა დევნილს აქციაზე შემოერთებისკენ მოუწოდა. იხილეთ epn.ge
  15. ბაგების სტუდქალაქის შენობასთან, იქ მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 95–მდე ოჯახის გამოსახლების მიზნით, სამართალდამცავები დღეს დილის შვიდი საათზე მივიდნენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ნონა ქურდოვანიძე განმარტავს, რომ დევნილთა იძულებითი გამოსახლების პროცესი შინაგან საქმეთა მინისტრის #747 ბრძანების საფუძველზე ხორციელდება, მაგრამ ამისათვის აუცილებელია, რომ ბრძანებაზე წერილობითი თანხმობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და დევნილთა სამინისტრომ გასცეს. თუმცა გამოსახლების პროცესის დასაწყებად აუცილებელია დევნილებს წერილობით წინასწარ ეცნობოთ ამის შესახებ. გასული წლის ზაფხულში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, დევნილთა გამოსახლება შესაძლოა მოხდეს შეტყობინებების დაგზავნიდან რამდენიმე საათში. მანამდე ამისთვის ხუთთვიანი ვადა იყო დაწესებული. ბაგების სტუდქალაქში მცხოვრებმა დევნილებმა მოსალოდნელი გამოსახლების შესახებ შეტყობინება გუშინ საღამოს მიიღეს. დღეს დილიდანვე კი ისინი სამართალდამცავების „ალყაში“ მოექცნენ: 100–ზე მეტმა პოლიციელმა შენობის ირგვლივ კორდონი გააკეთა. ტერიტორიაზე შესვლის უფლება არავის ჰქონდა – არც დევნილებს, არც ჟურნალისტებს. პოლიციელების გარდა, სტუდქალაქის ტერიტორიაზე დილიდან რამდენიმე სატვირთო ავტომობილი, ავტობუსი და სასწრაფო დახმარების მანქანა იყო მობილიზებული. სასწრაფოს მანქანები დღის ბოლოს სატვირთო ავტომობილების ფუნქციას ითავსებდნენ: მანქანებით სტუდქალაქიდან დევნილების ნივთებს ეზიდებოდნენ. დილით დევნილები არ ფლობდნენ ინფორმაციას, სად და რა მიმართულებით უპირებდნენ ავტობუსებითა და სატვირთო მანქანებით გადაყვანას. ისინი ამბობდნენ, რომ მომავალი საცხოვრებლი ადგილის შესახებ ინფორმაციას მას შემდეგ გაიგებდნენ,რაც ავტობუსებში ჩასხდებოდნენ. სანამ დევნილები ავტობუსებში ჩასხდებოდნენ, მანამდე მათ ახლობლებს, მხარდამჭერებსა და სამართალმდამცავებს შორის ინციდენტი მოხდა. ქურდოვანიძის თქმით, გამოსახლების დროს პოლიციას უფლება აქვს პროპორციულად გამოიყენოს ძალა, თუმცა ინციდენტი, რომელიც დილის 11 საათისთვის მოხდა და დაახლოებით 20 წუთის მანძილზე გრძელდებოდა, სამართალდამცავებსა და დევნილების ახლობლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო და შემდეგ ფიზიკურ შეხლა–შემოხლაში გადაიზარდა. დევნილების რამდენიმე ახლობელი ქალი, რომელიც მოგვიანებით პოლიციამ დააკავა, სამართალდამცავების კორიდორის გარღვევას ცდილობდა. ქალები ამბობდნენ, რომ დევნილებისათვის ბარგის ჩალაგებაში დახმარება სურდათ. სამი დევნილი ქალი – ბელა ხერგიანი, ჯულიეტა ცინდელიანი, ირინა ფირცხელანი და, მათთან ერთად, კიდევ ორი პირი – დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენელი მანუჩარ სიგუა და პოლიტიკური პარტიის თავისუფალი საქართველოს წევრი გულადი (გია) ყრუაშვილი სამართალდამცავებმა წვრილმანი ხულიგნობისა (სსკ 166–ე) და პოლიციის საქმიანობისთვის ხელის შეშლის ბრალდებით დააპატიმრეს (სსკ 173–ე მუხლი). დაკავებულების პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. მოსამართლე ნინო შანიძის გადაწყვეტილებით, ყრუაშვილსა და სიგუას 14–დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ, ხერგიანს, ცინდელიანსა და ფირცხელანს – 400–400 ლარის გადახდა ჯარიმის სახით. ბაგების სტუდქალაქის გარდა, დევნილები დღეს პოლიციის ძალით ორხევიდანაც გამოასახლეს. თბილისში, ჯამში, 25–მდე ობიექტია, საიდანაც დევნილები უნდა გამოასახლონ. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ მათ შესაბამისი შეტყობინებები ჯერ კიდევ გასული წლის 13 დეკემბერს გაუგზავნა. "დღეიდან სამინისტრომ დაიწყო დევნილების იმ შენობებიდან გამოსახლება, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებული, როგორც კომპაქტური ჩასახლების ადგილები", – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელი იულია ხარაშვილი. მისივე თქმით, დევნილების გამოსახლების პროცესი გაეროსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან არის შეთანხმებული. დევნილთა გამოსახლების პროცესს დღეს დილიდან აკვირდებოდნენ ევროკავშირის მონიტორები, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და საქართველოს ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლები. აღნიშნულ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ნეტგაზეთთან საუბარში აღნიშნეს, რომ გამოსახლების პროცესთან დაკავშირებით განცხადებებს დღის ბოლოსთვის გააკეთებენ. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობამ საქართველოში დევნილების მოსალოდნელ გამოსახლებასთან დაკავშირებით განცხადება გასული წლის ბოლოს გაავრცელა, სადაც ორგანიზაციის მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში – ელენა ფერეტიმ განმარტა: ,,მათ, ვინც მიიღეს წერილობითი შეტყობინებები, უნდა დატოვონ უძრავი ქონება. სამინისტრო მათ ალტერნატიულ ფართებს სთავაზობს; მათ, ვინც უკვე მიიღეს კომპენსაციები, უნდა დატოვონ საცხოვრებელი ფართები; დევნილებმა, რომლებიც რეგისტრურებულნი არიან კოლექტიურ ცენტრებში (თბილისში ან რეგიონებში), ამ საკუთრების პრივატიზაცია უნდა მოახდინონ; მათ, ვინც ცხოვრობდნენ კერძო სექტორში (ნაქირავებში ან ნათესავთან) და ახლა არაფერი გააჩნიათ, სთავაზობენ სახლებს იქ, სადაც შესაძლებელია და რომლებიც უკვე რეაბილიტირებულია. ასეთი სახლებია– კახეთში, სამეგრელოში და ზოგჯერ თბილისშიც კი (იმ დევნლებისთვის, რომლებიც ლეგალურად ცხოვრობდნენ თბილისში კოლექტიულ ცენტრებში)’’, - განმარტა ფერეტიმ. ფერეტის გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი წარმომადგენლის ადამიანის უფლებათა საკითხებში, ვალტერ კაელინის სიტყვები მოყავს და განმარტავს, რომ იდეალურ შემთხვევაში, განსახლების პროცესისას დევნილებისათვის სამინისტრომ ისეთი ქმედებები უნდა განახორციელოს, რომლებიც მათთვის შემოსავლის მიღების წყარო გახდება, რაც ხელს შეუწყობს დევნილთა ინტეგრაციას. დევნილები კი უარს, ძირითადად, სწორედ იმის გამო აცხადებენ, რომ სხვა რეგიონებში გასახლებით ისინი შემოსავლის წყაროს დაკარგავენ, რაც მათ თბილისში 18–წლიანი ცხოვრების პერიოდში მოიპოვეს. თბილისიდან გასახლების სანაცვლოდ, სამინისტრო დევნილებს საცხოვრებელ ფართებს კახეთისა და სამეგრელოს რეგიონებში სთავაზობს. კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში, ტექნიკუმის საერთო საცხოვრებელში, ორი კორპუსია გარემონტებული, რომლებშიც ჯამში 41 ბინაა მოწყობილი. /get_img?NrArticle=4196&NrImage=2 გარემონტებული კორპუსი დევნილებისთვის ბაკურციხეში კორპუსები, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, შპს „მშენებელი 80“–მა 714 799 ლარად გაარემონტა. ბაკურციხეში კორპუსების რემონტი გასული წლის დასაწყისში დასრულდა, მასში კურორტ ახტალიდან გამოსახლებული დევნილები უნდა შეესახლებინათ, რაზეც დევნილებმა უარი თქვეს და ამის გამო გარემონტებული კორპუსები რამდენიმე თვის მანძილზე ცარიელი დარჩა. ბაკურციხეში დევნილების პირველი ნაკადი – რამდენიმე ოჯახი ორი თვის წინ შეასახლეს. სამეგრელოში თბილისიდან გასახლებულ დევნილებს რამდენიმე ადგილზე სთავაზობენ ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართებს, მათ შორის წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხო ეწერში. ამ სოფელში 10 კორპუსი, რომლებშიც 273 ბინაა გარემონტებული. ისინი „ბლოკ ჯორჯიამ“ 4 052 000 ლარად გაარემონტა. შპს „სანი“–მ კი, მუნიციპალური განვითარების ფონდთან 1 240 000 ლარზე გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე, ამავე სოფელში მდებარე ახალი სამმართველოს შენობა, „ენგურჰესის“ საერთო საცხოვრებლის #1 და #2 კორპუსები, სოფელ მუჟავას საკრებულოს შენობა და სოფელ ჭალეს სამშენებლო უბანი, ჯამში, 110 ბინა გაარემონტა დევნილებისთვის. სოფელ ფოცხო ეწერში მცხოვრები დევნილები გუშინ „ქართული პარტიის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა მოინახულა. „აფხაზეთიდან დევნილთა 18 ოჯახი ხელისუფლებამ 2010 წლის სექტემბერ-ოქტომბერში იძულებით და მოტყუებით გადაასახლა. ისინი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. გაწბილებული დევნილები გულისტკივილით აღნიშნავენ, რომ სოფელში არ არსებობს– სკოლა, საბავშვო ბაღი და მაღაზია, გადაუჭრელ პრობლემად იქცა ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდება. გარდა ამისა, სოფელი დიდი მანძილით არის დაშორებული სხვა დასახლებული პუნქტებს და, უტრანსპორტობის გამო, დევნილები გარე სამყაროსგან მოწყვეტილნი არიან“ – ეს ინფორმაცია დღეს „ქართულმა პარტიამ“ გაავრცელა. დევნილების გამოსახლების წინააღმდეგ დღეს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც რამდენიმე საათში დაიშალა. ორგანიზატორების თქმით, საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ ხვალაც გაგრძელდება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  16. http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/38940-150x150.jpgდაკავებული დევნილი დენიზა იოსელიანი გათავისუფლებულია და ამ დროისთვის პარლამენტის წინ აქციაზე იმყოფება. როგორც მან ,,ექსპრესნიუსს” განუცხადა, იგი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც დევნილის დიაგნოზი წაიკითხეს. ,,ბაგებში ნათესავებს მივაკითხე, ვიფიქრე ჩემთან წავიყვანდი, შენობაში შესვლა ვცადე, მაგრამ პოლიციამ შემაკავა, ბოლოს მათ თითქოს ხელი მკრეს და შესვლისკენ მიბიძგეს რის შემდეგაც დამაკავეს”,- განაცხადა იოსელიანმა. აქციაზე მისულ დევნილთა შორის დღევანდელი გამოსახლებული დევნილები არ არიან. აქციას ის დევნილები შეუერთდნენ და მხარდაჭერა გამოუცხადეს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან გამოსახლებულნი. ,,სადაც ჩვენი ხალხის გულისტკივილია, იქ ვართ ჩვენ”,-აცხადებენ დევნილები. იხილეთ epn.ge
  17. ლადო ათანელი ხვალ, მადრიდში, პლასიდო დომინგოს 70 წლის იუბილეზე იმღერებს. როგორც ,,ექსპრესნიუსს” ათანელის საქველმოქმედო ცენტრის ხელმძღვანელმა, ციცო ჯაფარიძემ აცნობა, პლასიდო დომინგომ ათანელი თვითონ მიიწვია კონცერტში მონაწილეობის მისაღებად. მისივე თქმით, კონცერტზე, რომელსაც ესპანეთის მეფე, ხუან კარლოსი ოჯახთან ერთად დაესწრება, სქართველოდან მხოლოდ ათანელი მიიწვიეს. ,,მე ძალიან მიხარია, რომ წილად მხვდა პატივი მემღერა ამ იუბილეზე. ბევრი ცნობილი მომღერალი ვერ მოხვდა ამ კონცერტზე და ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა. ასევე მახარებს ის ფაქტი, რომ კონცერტის შემდეგ ბანკეტზე მიმიწვიეს მე, ჩემს მეუღლესთან, მანანა ჩიქოვანთან ერთად,”- განაცხადა ცნობილმა ბარიტონმა, ლადო ათანელმა. მისივე თქმით, პლასიდო დომინგომ ათანელს პირად საუბრებში განუცხადა, რომ ძალიან კმაყოფილია ბათუმში ვიზიტით, აღფრთოვანებულია ქართული სტუმართმოყვარეობით და საქართველოს პრეზიდენტით და დიდი სურვიული აქვს მიწვევა მიიღოს და კიდევ ერთხელ ჩამოვიდეს, ახლა უკვე საქართველოს დედაქალაქში, თბილისში. http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/rig_ataneli-150x150.jpgცნობილი ბარიტონი, ლადო ათანელი თბილისში მარტში დაბრუნდება. 16-20 აპრილს იგი ვოკალისტთა რიგით მეორე კონკურსს ჩაატარებს, ხოლო 27 აპრილს გალა კონცერტი გაიმართება, სადაც იტალიელი მომღერლები, ნორმა ფანტინი და ვალასტერ საკრი იმღერებენ. იხილეთ epn.ge
  18. http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/7DBDE476-3352-415E-A628-1171BAFFFA38_mw800_mh600_s-150x150.jpgამ წუთებში პარლამენტის წინ დევნილთა აქცია მიმდინარეობს. ,,დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის” თავმჯდომარის ირაკლი ციკოიას განცხადებით, პარლამენტის წინ ე.წ. “კარვების ქალაქის” გახსნა იგეგმება. ამასთან, დევნილთა ნაწილი სასამართლოსთან გადაინაცვლებს და იქ აქციის გაგრძელებას მოითხოვს. აქცია ,,სოლიდარობა უკანონო პატიმრების” ლიდერმა ეკა ბესელიამ უკვე დატოვა. ამ დროისთვის აქციაზე ,,თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა, ,,კონსერვატორი” ლაშა ჩხარტიშვილი და ,,ხალხის პარტიის” წევრი ალექსანდრე შალამბერიძე იმყოფებიან. იხილეთ epn.ge
  19. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, დევნილთა მხარდასაჭერი აქცია დაიშალა. აქციაზე, რომელიც დღეს 2 საათზე დაიწყო, კარვების გაშლა იგეგმებოდა, თუმცა დღის ბოლოს აქციის მპონაწილეები დაიშალნენ და სამომავლო სამოქმედო გეგმაზე ჩამოყალიბება ხვალ დღის 2 საათისთვის გადადეს. აქციის მონაწილეთა შორის დევნილთა სამოქალაქო მოძრაობისა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები იყვნენ. დღევანდელი აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ბაგების სტუდქალაქიდან დევნილების ოჯახები გამოასახლეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ შეხლა–შემოხლის დროს 5 დევნილი დააკავა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  20. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონის მტკიცებით, “აშშ-ის ადმინისტრაცია რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე მუშაობის პროცესში გულუბრყვილობას არ იჩენს და გავლენის სფეროებს კვლავინდებურად არ სცნობს”.ასე უპასუხა გორდონმა ბუქარესტში უნგრელი ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც “აშშ-ის მიერ რუსეთთან ზედმეტად მაღალ ფასად “გადატვირთვის” გამო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შეშფოთებას უკავშირდებოდა.საპასუხოდ გორდონმა გაიმეორა არაერთხელ გაკეთებული... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  21. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54655.jpgდღეს დილით საქართველოში კიდევ ერთი სუსტი მიწისძვრა დაფიქსირდა. გვიან ღამით კი მიწისქვეშა ბიძგები ბაღდათისა და ვანის რაიონების მოსახლეობამ ორჯერ იგრძნო. View the full article
  22. (გაგრძელება, იხ. დასაწყისი)…სინამდვილეში ეს მუხლები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. მხედველობაში გვაქვს ის ფაქტი, რომ თუკი რუსეთთან დადებული ხელშეკრულების დამატებითი ნაწილის II მუხლი ზაქათალას ოკრუგს, როგორც ზემოთაც გვქონდა მითითებული საქართველოს შემადგენელ ნაწილად აცხადებდა, ხოლო შერეულ კომისიას განსახილველად ამ ოკრუგში მდებარე სადაოდ ქცეული მხოლოდ ზოგიერთი პუნქტის კუთვნილების საკითხის გადაწყვეტა ჰქონდა მინდობილი, მისგან განსხვავებით, საქართველო-აზერბაიჯანის ხელშეკრულების VI მუხლი საწინააღ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  23. პარლამენტთან კარვების ქალაქი გაიშლება – პროტესტის ფორმად ბაგების სტუდქალაქიდან გამოსახლებული დევნილები და მათი მხარდამჭერები კარვების გაშლას ირჩევენ."პარლამენტთან კარვების ქალაქი გაიშლება",–ამბობენ პარლამენტთან შეკრებილები. აქცია გამოსახლებული დევნილების მხარდასაჭერად დღეს პარლამენტთან 2 საათზე დაიწყო. სრული ინფო(netgazeti.ge)
  24. ფილმი დამყარებულია რეალურ ამბებზე .ნიუ-იორკის ერთერთი ყველაზე მდიდარი ოჯახის მემკვიდრეს დევიდ მარკსს, უყვარდება გოგონა კეტი, რომელიც მისი წრიდან არ არის. მაგრამ შეყვარებულების ურთიერთობა მოულოდნელად წყდება. კეტი უკვალოდ ქრება. როდესაც უმუშევარი დეტექტივი კვალზე გადის, რომელმაც სიმართლემდე შეიძლება მიიყვანოს, საქმეში მონაწილე ყველა ადამიანი იწყებენ სიკვდილს... გამოშვების წელი: 2010 ჟანრი: ტრილერი, დრამა, დეტექტივი რეჟისორი: ენდრიუ ჯარეკი როლებში: რაიან გოსლინგი, კირსტენ დანსტი, ფრენკ ლანჯელლა, ლილი რეიბი, ფილიპ ბეიკერ ჰოლლი, მაიკლ ესპერი, დაიან ვენორა, ნიკ ოფფერმან, კრისტენ უიგ, სტეფან კანკენ ფილმის გახმოვანება:რუსული View the full article
  25. საიას იურისტის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, დევნილების გამოსახლებისას დაკავებული 6 ადამიანის სასამართლო პროცესი ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.ლალი პეტრიაშვილი დაკავებულების ადვოკატია. ის ამ დროისთვის პროცესზე იმყოფება. დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენელი მანუჩარ სიგუა, პოლიტიკური პარტიის თავისუფალი საქართველოს წევრი გულადი (გია) ყრუაშვილი და 4 დევნილი ქალბატონი მოსამართლე ნინო შარაძის ბრძანებას ელიან, შეეფარდებათ თუ არა მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა. ქურდოვანიძე ამბობს, რომ არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, თუმცა, სავარაუდოდ, დაკავებულებს ბრალს სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის უყენებენ. საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, რომ დაკავებულთა სასამართლო პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. სრული ინფო(netgazeti.ge)
×
×
  • შექმენი...