planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ერთ გასახდელში, პატარა ონავარი რაჟონ რონდო დიდი სამმაგი დუბლის შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრება. იქვე, სამასაჟო მაგიდაა დაკავებული და ზედ ისტორიაა წამოწოლილი. ბებერი, დამსახურებული, ბუნჩულა, იხილეთ tabula.geზე
-
ნეპალი არის სახელმწიფო აზიაში, რომელიც ცნობილია განსაკუთრებული სილამაზით და ბუნებით. ქვეყანა მდებარეობს ჰიმალაის მთიანეთში. მის ტერიტორიაზე არის 14-დან 8 რვაათასიანი მწვერვალი, მათ შორის მთა ევერესტი (ნეპალურად – საგარმათჰა, ტიბეტურად – ჯომოლუნგმა). მოსაზღვრე ქვეყნებია: ჩინეთი, ინდოეთი. ფართობი: 140.797 კვ.კმ.ეს არის სულ View ucnauri.com
-
,,მთელი მსოფლიოსთვის გადარჩენის დაფარული საიდუმლოება, ღვთისაგან, მამა გაბრიელის მეოხებით, ქართველი ერისგან მოხდება’’, - ამის შესახებ "პრესა.ჯი"-ს დედა პარასკევამ განუცხადა. არქიმანდრიტი ბერის კანდელის ზეთის მადლით, უამრავი ადამიანი დღესაც იკურნება. როდის მოხდება მამა გაბრიელის საფლავის გახსნა და ამ პროცესის დროს განიკურნებიან თუ არა ადამიანები? "პრესა.ჯი" დედა პარასკევას ესაუბრა. გაზიარება [თეონა მანაგაძე. 21:20 20-01-2011] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TThu3MAACjI/AAAAAAAAEW4/zYhhcj_GtqI/s200/deda%2Bparaskeva.gifრამდენად ხშირია ისევ მამა გაბრიელის მეოხებით ადამიანების განკურნება?– ყოველდღე, უამრავი შემთხვევა ფიქსირდება მამა გაბრიელის მეოხებით ადამიანების განკურნებისა. ბევრს სურვილებიც უსრულდებათ, რომელიც ადამიანს არ შეეძლო შეესრულებინა. მათ ღმერთის მადლით და მამა გაბრიელის მეოხებით უსრულდებათ ეს სურვილები და რწმუნდებიან, რომ ღმერთს ყოველივე შეუძლია. რაც შეეხება მამა გაბრიელის საფლავის გახსნას, რატომ უნდა გაიხნას და როდის?– მამა გაბრიელის საფლავის გახსნა ასე უცებ ალბათ არ მოხდება. ზოგჯერ ღმერთი აჩერებს ხოლმე რაღაც განსაკუთრებულ მადლს, რათა ადამიანები სარწმუნოებაში, რომ განელდებიან უცბად მოაბრუნოს რწმენისკენ და დაარწმუნოს ღვთის დიდ წყალობაში. მამა გაბრიელის საფლავიც, მაშინ გაიხსნება, როცა ეს ქართველებს დასჭირდებათ. საქართველოს აქვს განსაკუთრებული საღმრთო მადლი. ღვთისმშობლის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ არის. იოანე ზოსიმეს საიდუმლოება მამა გაბრიელის საფლავის გახსნით გამოვლინდება. ეს დიდი სასწაულმოქმედება იქნება ქართველი ერისათვის. ადამიანები დაინახავენ, რომ გაიხსნება ის საიდუმლოება, რომელიც დაფარული არის ქართველ ერში. არ შეიძლება საქართველოს შევიწროება, ქართველი ერის ასეთი უგულვებელყოფა, რომ აჭირვონ სხვა ქვეყნებმა. საქართველოს უამრავი მაჭირვებელი ჰყავს, მიუხედავად ამისა ქვეყანა ფეხზე დგას. უამრავი ქვეყანა, რომლებიც უფრო დიდნი არიან, ვიდრე საქართველო საშინელი გასაჭირის ქვეშ არიან. ესეთი განსაცდელებისგან კი საქართველოს ღმერთი იფარავს. მოუფრთხილდნენ ქართველ ერს. მთელი მსოფლიო თუ არ მოუფრთხილდა, საქართველოს ფარული საიდუმლოება, რომელიც მთელ მსოფლიოს უნდა განეცხადოს, ამ ერით არ მოხდება. ამიტომაც საქართველოს განსაკუთრებული მისია აკისრია მთელი მსოფლიოს გადარჩენისათვის. ამას მამა გაბრიელი ამბობდა ხოლმე. აი ეს დაფარული მადლი ზუსტად მაშინ განცხადდება, როცა ეს საჭირო იქნება საქართველოსთვის და მთელი მსოფლიოსთვის, რომ ყველა გადარჩეს ვისაც გადარჩენა უნდა. განსაკუთრებული საიდუმლოება გითხარი. ისეთი, რომელიც მთელ მსოფლიოს უნდა გააცნო. გავხსენი იოანე ზოსიმეს საიდუმლოება, არავითარი წელი, ძალიან მალე განცხადდება საიდუმლოება. ამბობენ, რომ მამა გაბრიელის საფლავის გახსნა რომ მოხდება მონასტერის ტერიტორიაზე მყოფი ადამიანები ყოველგვარი ავადმყოფობისგან განიკურნებიან...– არა მარტო მონასტრის გარშემომყოფნი, არამედ საფლავის გახსნის დროს უამრავი კილომეტრების მანძილზე უამრავი სასწაული მოხდება. ასე ხდება წმინდა მამების საფლავების გახსნის დროს. შეიძლება უნდოდეს ადამიანს აქ მოსვლა, თუმცა ვერ მოვიდეს, მაგრამ რწმენით იქაც კი განიკურნება, სადაც იქნება. კიდევ ვიმეორებ, მამა გაბრიელს არ დაუბარებია როდის გაიხსნებოდა საფლავი, მან თქვა, რომ გაიხსნება მისი საფლავი. ეს მოხდება მაშინ, როდესაც განსაკუთრებულად აუცილებელი იქნება. ღვთის განგებულების ქვეშ არის ეს. მსოფლიოში არის ქვეყნები, სადაც წყალდიდობებისა და მიწისძვრების შედეგად ადამიანები იღუპებიან. საქართველოში ბევრი გაჭირვების მიუხედავად იმ ფონზე სიმშვიდეა...– საქართველოსთვის მამა გაბრიელს ვევედრებით, მამა გაბრიელი კი ევედრება უფალს, რომ დაიცვას ჩვენი ქვეყანა სადიდებლად ღვთისა. მთელმა მსოფლიომ დაინახოს განსაკუთრებული მადლი აქვს საქართველოს, აქედან გამომდინარე მსოფლიოში რაც არ უნდა მიწისძვრები, კატაკლიზმები მოხდეს, აქ არაფერი მოხდება. საქართველო მართლაც ღვთის წილხვედრია. „ვეფხვისტყაოსანში“ წერია „საქართველო არის ვით მარგალიტი ობოლი ხელი ხელს საგოგმანები“. საქართველოს მიერ უნდა განცხადდეს გადარჩენის საიდუმლოება, დაწერია დღემდე მეორედ მოსვლისა და ეს საიდუმლოება, სადაც არის გაიხსნება. ეს არის იოანე ზოსიმეს დაწერილი, რომ ამათი ენითა იდიდოს ღმერთი, ზუსტად ეს არის საიდუმლოება, რომელიც განცხადდება. ეს მგონი ძალიან მალე მოხდება, მაგრამ საჭიროა ქართველი ერი იყოს რწმენაში. რაც შეეხება მამა გაბრიელის წმინდანად შერაცხვას . . . – პროცესი სჭირდება ამას, რომ მართმადიდებელი ქართველი ერი სარწმუნოებაში იყოს და მთელმა მსოფლიომ შეიცნოს რა შეუძლია ღმერთს ადამიანების მეოხებით. მამა გაბრიელის მეოხებით, გადარჩეს ყველა ვისაც გადარჩენა სურს. ყველაფერი მოგვარდება და დალაგდება. დამიჯერეთ ეს ძალიან მალე მოხდება. საქართველოში ადამიანები ძალიან გამტკიცებულები არიან რწმენაში, თუმცა მეტ რწმენას მოითხოვს ღმერთი, რადგან რწმენის გარეშე ადამიანი ვერ გადარჩება. მრევლი გამრავლდა, თუმცა მეტი რწმენა სჭირდება. presa.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
2010 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით, 317 საცხოვრებელი ობიექტის მშენებლობა დასრულდა. შარშან საცხოვრებელი ფართების მშენებლობაზე სულ 1800 ნებართვა გაიცა. სამშენებლო კრიზისის მთავარ მიზეზად, დეველოპერები ბანკების მხრიდან კრედიტების გაცემის შეზღუდვას ასახელებენ. ეს ერთადერთი მიზეზი არ არის. ამ პროცესში სამშენებლო კომპანიების არასწორი მენეჯმენტიც დიდ როლს თამაშობს. იხილეთ tabula.geზე
-
2011 წლის 18 იანვარს საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომელიც ეხება თურქეთში ქართული ტაძრების, ხოლო საქართველოში მეჩეთების მშენებლობის (რესტავრაციის) შესახებ საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკებას. გავრცელებული განცხადება რამოდენიმე სამართლებრივ უზუსტობას შეიცავს. აღნიშნული სამართლებრივი უზუსტობები კი საფუძვლად უდევს საპატრიარქოს (ლეგიტიმურ?) მოთხოვნას, თურქეთის მხარესთან წარმოებული მოლაპარაკების დეტალები წინასწარ ყოფილიყო შეთანხმებული მათთან. საპატრიარქოს განცხადებაში (მე–2 აბზაცი) აღნიშნულია, რომ „საქართველოს კანონმდებლობის (კონსტიტუციური შეთანხმების) თანახმად, ეკლესია წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც მესაკუთრეა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრებისა, ხოლო სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, აწარმოოს მოლაპარაკება უცხოეთში არსებული ქართული ტაძრების საკუთრებისა და მოვლა-პატრონობის შესახებ.“ აღნიშნული აბზაცის შინაარსს (ეკლესია–მონასტრების მესაკუთრეობას) საპატრიარქო სავარაუდოდ ეყრდნობა კონკორდატის მე–7 მუხლის 1 პუნქტს, რომლის თანახმად: „სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედს და არამოქმედს), მათ ნანგრევებს, აგრეთვე, მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული.“ განსხვავებით განცხადების ტექსტისგან, კონკორდატის ხსენებული მუხლი ეკლესიის საკუთრებაში აცხადებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ტაძრებს და არა ზოგადად ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესია–მონასტრებს. ბუნებრივია, სახელმწიფოს მხრიდან ალოგიკური და კომიკურიც კი იქნებოდა გადაწყვეტილება, ეკლესიის საკუთრებად გამოეცხადებინა ის, რაც მისი საკუთრება არ არის. ამავდროულად, კონკორდატის პირველი მუხლის მე–3 პუნქტის თანახმად, „ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს, - სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სრულუფლებიან საჯარო სამართლის იურიდიულ იურიდიულ პირს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საეკლესიო (კანონიკური) სამართლის ნორმებით, საქართველოს კონსტიტუციის, ამ შეთანხმებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მდგომარეობა განისაზღვრება 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით (საბჭოთა კავშირის ოფიციალური დაშლის მდგომარეობით). შესაბამისად, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის საკუთრებას არ წარმოადგენს თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია–მონასტრები, მიუხედავადი იმისა, ის ქართულ მართლმადიდებელ ტაძარს წარმოადგენს თუ არა. ეს ტაძრები ეკლესიის საკუთრება შეიძლება გახდეს თურქეთის სახელმწიფოს გადაწყვეტილებით. რაც შეეხება სახელმწიფოს ვალდებულებას, რომელიც გამომდინარეობს კონკორდატის მე–10 მუხლიდან, „აწარმოოს მოლაპარაკება შესაბამის სახელმწიფოებთან მათ ტერიტორიაზე არსებული ყველა ქართული მართლმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, მათი ნანგრევის, სხვა საეკლესიო ნაგებობის, აგრეთვე , საეკლესიო ნივთების დაცვის, მოვლა-პატრონობისა და საკუთრების თაობაზე“, სახელმწიფოს ექსკლუზიურ უფლებას წარმოადგენს და ამ პროცესში საპატრიარქოს ჩართვა სახელმწიფოს ნება–სურვილზეა დამოკიდებული. შესაბამისად, თუ სახელმწიფო მიიჩნევს, რომ მოლაპარაკება საპატრიარქოსთან ყოველგვარი დამატებითი შეთანხმების გარეშე აწარმოოს სხვა სახელმწიფოსთან, ეს მისი უფლებაა. სხვა საკითხია, რამდენად უნდა ერეოდეს სახელმწიფო ან/და აწარმოებდეს მოლაპარაკებას სხვა სახელმწიფოსთან, ნაცვალგების პრინციპით, ეკლესია–მონასტრებისა და მეჩეთების „გაცვლის“ შესახებ. რა თქმა უნდა, თუ რომელიმე რელიგიური ჯგუფი სახელმწიფოში ისურვებს საკუთარი საყდრის აშენებას, მას ამისათვის სახელმწიფოთაშორისი მოლაპარაკებები არ უნდა სჭირდებოდეს. ის რომ აჭარაში მცხოვრებ მუსლიმებს მეჩეთის მშენებლობა უნდათ, თურქეთთან მოლაპარაკების საგანი ნამდვილად არ უნდა გახდეს. ასეთი ტიპის სახელმწიფო „მოლაპარაკებები“ საქართველოს „სამოქალაქოობას“ აყენებს ზიანს. ასევე მიუღებელია, საქართველო საკუთარი მუსლიმი მოქალაქეებისათვის მეჩეთის ასაშენებლად მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოსთან აწარმოებდეს და ამ საკითხით „ვაჭრობდეს“. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://b.pix.ge/p/6ab1u.jpg “შენ არასოდეს დარჩები მარტო” – რეალ მადრიდის შუახაზელმა და ლივერპულის ყოფილმა ფეხბურთელმა, ხაბი ალონსომ ლივერპულს მხარდაჭერა გამოუცხადა. ხაბი ალონსოს ყოველთვის ცრემლი მოსდის, როცა ლივერპულს უხსენებენ. ეს ალბათ რაფაელ ბენიტესის ერთადერთი შეცდომა იყო, როცა მას ალონსოს გაცვლა გარეტ ბერიში სურდა. (საბოლოოდ გარიგება არ გამოვიდა და ხაბიმაც რეალის ფორმა მოირგო – ავტ.) ფეხბურთელმა აღიარა, რომ ლივერპულში გატარებული წლები მის გულში ძალიან დიდ ადგილს იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ ალონსო ლივერპულის ფეხბურთელი აღარაა, მას ახსოვს ძალიან განსხვავებული დამოკიდებულება KOP-გან. “ითამაშო ლივერპულისთვის – ეს სულ სხვა შეგრძნებაა. აქ ფეხბურთელსა და კლუბის გულშემატკივარს შორის ძალიან მჭიდრო კავშირიაა. მე თუ რამე შემეძლება ყოველთვის ვიქნები ლივერპულის გვერდით. ლივერპული – ეს სულ სხვა გუნდია, “ენფილდი” კი – სხვა სამყარო” – ციტირებს ხაბის სიტყვებს ესპანური ჟურნალი Vogue. ალონსო პაპარაცებმა “ენფილდზე” ასტონ ვილასთან მატჩში კვლავ შენიშნეს, (ეს პირველი შემთხვევა არ გახლდათ, როცა ხაბი ესპანეთიდან ინგლისში მხოლოდ ლივერპულის თამაშის გამო მიფრინავდა. ცნობისათვის რეალს მეორე დღეს თამაში ჰქონდა.) სადაც ის მატჩი წითელთა გამარჯვებთ 3-0 დასრულდა. გვერდი მომზადებულია Daily Mail-ის მიერ View the full article
-
http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01425/Pepe_Reina_1425932c.jpg როგორც ლივერპულის კარის დარაჯი წინასწარმეტყველებს, ლივერპული სულ მალე განათდება და იგი ამ განათებული ლივერპულის ნაწილი იქნება. როგორც ესპანელი აცხადებს არსებობს კონკრეტული მიზეზები რის გამოც ფანები არ უნდა იყვნენ იმედგაცრუებულები. თავიდან უნდა აშენდეს ისეთი ლივერპული რომელიც იბრძოლებს ტიტულებისათვის და ყველა მეტოქის დამარცხებას შეძლებს. პეპე:”ძალიან კარგია, ყველაფერი ძალზედ იმედიანად გამოიყურება, ლივერპულის ახალმა მფლობელებმა აუცილებლად უნდა გააკეთონ ყველაფერი, რადგანაც შეძლონ და შექმნან კლუბში ისეთი საოცარი ატმოსფერო რომლის დახმარებითაც ლივერპული კვლავ დაიბრუნებს ძველ დიდებას”. “მე ძალიან დარწმუნებული ვარ იმაში რომ ლივერპულის მფლობელეს შესწევთ იმის ძალა შექმნან იდეალური ატმოსფერო კლუბში”. “ამ მომენტში ვერ გამოვიყურებით კარგად, ბუნებრივია ძალიან რთულია ამ ყველაფრის მერე დარჩე პოზიტიურად განწყობილი, მაგრამ ეს არის ფეხბურთი ფეხბურთში კი ყოველდღიურად უნდა იბრძოლო რადგანაც გახდა უძლიერესი კლუბი”. “ჩვენ ყველანი ერთ გემში ვზივართ და ერთი მიმართულებით მივცურავთ, ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაქვს, გვინდა გავხდეთ ძალიან ფეთქებადები და მივიღოთ კარგი შედეგი”. “ისტორიას ფეხბურთელები ქმნიან მე ყველა ჩემ თანაგუნდელს გვერდში ვუდგავარ, მეც მათთან ერთად ვგრძნობ ჩემს წილ პასუხისმგებლობას”. “მე შარშან ზაფხულს ახალი 5 წლიანი კონტრაქტი გავაფორმე და არსად წასვლას არ ვაპირებ”. “მე მინდა გავხდე ისტორიის ნაწილი მოვიგო ტიტულები, ისეთი ტიტულები რომელიც საუკეთესოა ევროპაში, მინდა ვითამაშო პლანეტის საუკეთესო მოთამაშეებთან ერთად, მაგრამ რა კრიზისშიც არ უნდა ვიყოთ მე ყოველთვის ოპტიმისტი ვიქნები, და ყოველთვის დადებითად ვიქნები განწყობილი”. რეინა 20102011 წლის სეზონსაც ოპტიმისტურად უყურებს, მისი თქმით კლუბს სჭირდება ახალი ფეხბურთელები და დარჩენილ მატჩებში ყველაფერი გამოსწორდება. “რათქმაუნდა საზიზღარი სტარტი გვქონდა პრემიერლიგაში ამის უარყოფა უბრალოდ შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ შევეცდებით კლუბის აღდგენას და ტავიდან აშენებას”. “ბოლო რამდენიმე კვირაა აშკარად იგრძნობა კლუბის გაუმჯობესება”. “მე იმის იმედათ ვრჩები რომ ჩვენი დროც მალე დადგება”. “რაღაც მომენთში ვთვლით რომ სეზონი ახლა დაიწყო, ეს სეზონი ძალიან გრძელია, მალე ისე შედეგები დაფიქსირდება რომლის გამოცნობა უბრალოდ შეუძლებელი იქნება”. “ერთი რამ რაშიც ძალიან ძლიერები ვართ ეს არის ჩვენი საშინაო მატჩები, აუცილებელია გავაუმჯობესოთ გასვლითი თამაშები ეს აუცილებელია”. “თუ ვინმეს ეხლა თამაშის გაუმჯობესება სჭირდება და რაც შეიძლება სწრაფად ეს კლუბი სწორედაც ლივერპულია”. View the full article
-
http://a.pix.ge/i/1anbm.jpg იმ შემთხვევაში თუ ლივერპულმა ლუის სუარესი ვერ შეიძინა, “წითლები” ეცდებიან გადმოიბირონ კლუჟის 20 წლის კოტდივუარელი ფორვარდი ლასინა ტრაორე. ფეხბურთელი ფიზიკურად ძალიან ძლიერია, მეტიც მას შეიძლება ბადალიც არ ჰყავდეს. ის სიმაღლეში 2.03 სანტიმეტრს აღემატება. სუარესის “ენფილდზე” ხილვა ძალიან გაჭირდა და თუ ბრიტანულ გამომცემლობას, The Telegraph-ს დავუჯერებთ მერსისაიდელებმა უკვე ახალი ფეხბურთელის ძიებაც კი დაიწყეს. “წითლებს” ახლა, როგორც არასდროს ისე სჭირდებათ ცენტრ-ფორვარდი, რათა ტორესს შეუწყვილონ. მართალია, ამბობენ რომ სუარესი ფაქტიურად ლივერპულის ფეხბურთელიაო, მაგრამ ამის 100%-იან გარანტიას ალბათ ვერავინ მოგცემთ. კიდევ ერთი ბრიტანული ვებ-გვერდი talkSPORT-ი გვამცნობს, რომ კლუჟი მზადაა ლივერპულს თავისი ფეხბურთელი €12 მილიონის სანაცვლოდ დაუთმონ.ტრაორეს შესაძენათ ლივერპულს პაექრობას ლონდონის ფულჰემი გაუწევს. http://assets.liverpoolfc.tv/uploads/givemefootball.png View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/soniaa-150x150.jpgისრაელის პირველი ლედი სონია გელმანი გარდაიცვალა ევროპული მედიის ცნობით, პრეზიდენტ შიმონ პერესის მეუღლეს გულის შეტევა ჰქონდა რაც მან ვერ გადაიტანა. სონია გელმანი 87 წლის იყო. თელ-ავივის ცენტრალური კლინიკის ექიმების განცხადებით, პირველ ლედის ყველა საჭირო მკურნალობა ჩაუტარდა თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შიმონ პერესს უკვე მიუსამძიმრეს მსოფლიოს ლიდერებმა, მათ შორის აშშ ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ. სონია გელმანი ადრეულ ასაკში გელმანის ოჯახი უკრაინიდან ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად, 1945 წელს კი სონია ისრაელის მომავალ პრეზიდენტს გაჰყვა ცოლად. პერესების ოჯახს ორი ვაჟიშვილი და ქალიშვილი შეეძინათ. იხილეთ epn.ge
-
მოქმედება მიმდინარეობს გალაქტიკაში სადაც თქვენ ირჩევთ თქვენს ხომალდს და იწყებთ თამაშს. თამაშის ტურების გასვლის შემდეგ შეგიძლიათ გააძლიეროთ თქვენი ხომალდი ან გადაკეთოდ თქვენს გემოვნებაზე. თამაშში არის ახალი ტექნოლოგია რომელიც საშუალებას იძლევა თავი გაგრძნობინოთ რეალურ კოსმოში... თამაშში მტრების სახით არიან უცხოპლანეტელები რომლებიც ძალზედ ჭკვიანები არიან... View the full article
-
სარკოზიმ საფრანგეთის პროვინცია გერმანიას ”აჩუქა”
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვია - საფრანგეთის პროვინცია ელზასში გამოსვლისას, მან ეს პროვინცია გერმანიას მიაკუთვნა. მოსახლეობა პრეზიდენტის გამოსვლას სტვენით შეხვდა. იხილეთ tabula.geზე -
http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54668.jpgევროპარლამენტმა შავი ზღვის ქვეყნებთან დაკავშირებით ახალი სტრატეგია დაამტკიცა. ეს არის ევროპარლამენტის მიერ მიღებული პირველი დოკუმენტი, რომელშიც სიტყვა "ოკუპაცია" ჩაიწერა. View the full article
-
1.3D Battle Chess - 3D шахматы 2.RealFootbal 2007 - футбол от Gameloft 3.RealFootbal 2008 - футбол от Gameloft 4.Pro Basketball 2008 - баскетбол с воэможностью делать Slam Dunk! 5.Бейсбол - где нужно попасть в машину, человека или еще куда 6.3D SnowBoard 7.3D Бильярд 8.Crazy Football 9.Дартс 10.EA FIFA Street - уличный футбол 11.EuroFootball 12.Extreme Air Snowboard 13.FAFA09 14.Football Party 15.Manager Pro Football European Championship 2008 16.Online Бильярд 17.Pro Football Manager 2008 18.3D Real Football 2008 19.Real Football 2009 20.3D Real Football 2007 21.Real Football Manager 22.Real Regby - Американский футбол (Регби) 23.Ping Pong - настольный тенис 24.Snowboard 25.Tony Рawk Pro Skater - скейтеры 26.UEFA EURO - Футбол 27.Ultimate Street Footbal - уличный футбол от GameLoft 28.Wimbledon2008 - тенис 29.Wimbledon2009 - тенис View the full article
-
დღის ორ საათზე საქართველოს პარლამენტის წინ იმ დევნილთა მხარდასაჭერი აქცია გაიმართა, რომლებიც დღეს დილით ბაგების სტუდქალაქიდან იძულებით გამოასახლეს. მხარდასაჭერ აქციაზე ის დევნილებიც მივიდნენ, ვისაც ჯერ არ მიუღია გაფრთხილება ბინიდან გამოსახლების შესახებ. „არ ვიცი, იქნებ ხვალ მეც მასახლებენ?!“, –ამბობს აქციის მონაწილე აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონი. აქციაზე ორგანიზატორები იმაზე მეტ მხარდამჭერს ელოდნენ, ვიდრე – მივიდნენ. „სახლში ტელევიზორთან და სითბოში ჯდომით არაფერი გამოვა. სამწუხაროდ, დევნილებმა სოლიდარობა არ გამოხატეს მათ მიმართ, ვინც დღეს გამოასახლეს“, –განაცხადა აქციაზე მისულმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატმა ადა მარშანიამ. 300–მდე აფხაზეთიდან დევნილს რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელიც –კახა კუკავა, გია ცაგარეიშვილი, თემურ შაშიაშვილი და მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ ახალი გამგეობის წევრი, ნატო ხოხიაშვილი- შეუერთდა. აქციის მონაწილის ადა მარშანიას თქმით, დევნილების მხარდასაჭერ აქციას სახალხო წარმომადგენლობითი კრების წევრებიც უნდა დასწრებოდნენ, თუმცა ისინი იქ არ მივიდნენ. „ისინი შეგვპირდნენ, რომ შემოგვიერთდებოდნენ მათთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, თუმცა არ მოსულან. ჩვენ არ უნდა გვქონდეს არც ოპოზიციის და არც ადგილობრივი მოსახლეობის იმედი. ამიტომ ახლავე უნდა გადავწყვიტოთ, რა უნდა გავაკეთოთ, რა იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯი,“ –განუცხადა მარშანიამ შეკრებილებს. სამომავლო გეგმად ჯერ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან კარვების ქალაქის მოწყობა დასახელდა. თუმცა მალევე გადაიფიქრეს იმ მიზეზით, რომ სამინისტრო ხალხისათვის შეუმჩნეველ ადგილზე მდებარეობს და ხელისუფლებისთვის სულ ერთი იქნება ეს საპროტესტო ნაბიჯი. „დღეს 102–ე დღეა რამდენიმე ოჯახი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ეზოში, კარვებში, ცხოვრობს და ბინებიდან გამოყრას ასეთი ფორმით აპროტესტებს. კობა სუბელიანი კი, სავსებით გამიზნულად, ყოველდღე ცენტრალური შესასვლელით სარგებლობს და წელში გამართული და თავაწეული ამ ხალხს ენახვება“, –განაცხადა ადა მარშანიამ. ამიტომ სამოქმედო გეგმად რუსთაველის პროსპექტზე, პარლამენტის შენობის წინ, კარვების ქალაქის მოწყობა დასახელდა. როგორც შეკრებილებს აცნობეს, კარვებს დღესვე მიიტანდნენ აქციაზე. მალევე წერილობით განრიგის შედგენა დაიწყეს– ვინ, როდის და რამდენი საათით იმორიგევებდა კარვებში. „მამაკაცები ღამითაც აქ დარჩებიან. ქალებს კი მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე საათით მაინც შეუძლიათ დარჩენა. ვისაც რამდენ ხანს შეეძლება. სადილობაც სახლში შეგიძლიათ“,–განუცხადა შეკრებილებს მარშანიამ. რამდენიმე საათში აქცია კარვების გარეშე დასრულდა. როგორც ცნობილი გახდა, კარვები, რომლებიც მზად იყო მოსატანად, ვერ მოიტანეს. „ჯერ არ ვიცით, ვინ და როგორ შეგვიშალა ხელი კარვების მოტანაში, ამას ახლა ვარკვევთ, აქცია ხვალ, დღის ორ საათზე, ისევ განახლდება“, –თქვა მარშანიამ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/saqalaqsasamartlo2-150x130.jpgთბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დღეს დევნილთა გამოსახლების დროს დაკავებულთა შორის ორს ~დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის~ ლიდერს, მანუჩარ სიგუას და ~თავისუფალი საქართველოს~ წევრს, გია ყრუაშვილს 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ირინა ფირცხელიანს, ბელა ხერგიანს და ჯულიეტა ცინდელიანს კი 400 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრათ. დღეს დაკავებულ ხუთ პიროვნებას ბრალი პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობაშიც ედებოდათ. იხილეთ epn.ge
-
http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54663.jpgყულევში მომხდარ აფეთქებას სამართალდამცველები სწავლობენ. გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს. View the full article
-
მსოფლიო შიმონ პერესს მეუღლე გარდაეცვალა თბილისი.20.01.11.მედიანიუსი. ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესის მეუღლე, 87 წლის სონია პერესი თელ ავივში,… ლინკი მედიანიუსზე