Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. Атмосферу нагнетают блоггеры и ряд интернет-СМИ. В кубанском поселке кавказцы "отпраздновали" День строителя нападением на местных с угрозами "всех перерезать". В Рязани - таксисты вступились за избитую южанами девушку и подняли на "антикавказское" восстание сотни человек. Полиция официально не дает таких оценок, но инциденты признает. View the full article
  2. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/08/irakli_alasania_qobuletshi-300x225.jpgროგორც კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ დღეს ზუგდიდში კოალიციის ლიდერის მიერ მისი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენის დროს განაცხადა, “ყველა დაპირება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და მთლიანად კოალიციამ მოსახლეობას მისცა, ასრულდება”. “სწორედ ზუგდიდი და ზუგდიდელები ბევრად მეტს ვიმსახურებთ, ვიმსახურებთ იმას, რომ აქ ჯანდაცვაც, უმუშევრობაც, მართლაც რაც შეიძლება, სწრაფად იქნას დაძლეული, რომ ადამიანებს შეეძლოთ შრომით საკუთარი თავის და ოჯახის რჩენა. ამ ყველაფერს სჭირდება გააზრებული, ეკონომიკური პოლიტიკა და ვის, თუ არა ბიძინა ივანიშვილს, შეუძლია რომ ამ საქმეში მთელ საქართველოს და ამ კუთხეს გვერდში დაუდგეს. მას აქვს ასობით, ათასობით სამუშაო ადგილი”- განაცხადა ალასანიამ. მაჟორიტარობის კანდიდატის აღნიშვნით, „ზუგდიდიდან, სამეგრელოდან, მთელი საქართველოდან გარბიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც შრომისუნარიანი არიან და რომლებსაც შეუძლიათ, სიკეთე შექმნან“. “ამიტომაც მე გაძლევთ პირობას, რომ ის ყველაფერი, რასაც ბიძინა ივანიშვილი და მთლიანად კოალიცია საზოგადოებას დაპირდა, შესრულდება. ზუგდიდელები და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ღირსეულად იქნებიან წარმოდგენილები იმ პარლამენტში, რომელიც ოქტომბრის არჩევნების შემდეგ იქნება”, – დასძინა ალასანიამ. opinion.ge View the full article
  3. Олимпийцы вернулись из Лондона, а спортивные аналитики всего мира стараются осмыслить успехи и неудачи сборных. Какие методы принесли пользу и привели к высоким достижениям олимпийских чемпионов? И в то же время – где мы допустили ошибку, и в чем причина удручающих результатов в Лондоне? На мой взгляд, руководство Турции в большей степени задается последним вопросом. View the full article
  4. ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტის გია ნაც­ვლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლომ მხო­ლოდ ერ­თი ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა, ეს ოლიმ­პი­ა­და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის­თვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოდ­გა. ,,დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს ბი­ჭე­ბი შემ­დე­გი ოლიმ­პი­ა­დის­თვის უფ­რო კარ­გად მო­ემ­ზა­დე­ბი­ან. ამ ოლიმ­პი­ა­დას კი და­დე­ბი­თად ვა­ფა­სებ. ჩვე­ნი გეგ­მა იყო, რომ აგ­ვე­ღო 7-8 მე­და­ლი, თუმ­ცა გუ­ლი მწყდე­ბა რომ მხო­ლოდ ერთ ოქ­როს მე­დალ­ზე მე­ტი ვერ მო­ვი­პო­ვეთ. აქ იყო სხვა­დას­ხვა მო­მენ­ტე­ბი, ერთ შემ­თხვე­ვა­ში მსა­ჯე­ბის შეც­დო­მა. და­ნარ­ჩენ შემ­თხვე­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­უც­დე­ლო­ბა­საც და­ვაბ­რა­ლოთ. მთლი­ა­ნო­ბა­ში 5-ბა­ლი­ა­ნი სის­ტე­მით ამ ოლიმ­პი­ა­დას ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის­თვის 4 პლი­უ­სით შე­ვა­ფა­სებ­დი”, – გა­ნაც­ხა­და გია ნაც­ვლიშ­ვილ­მა. მი­სი­ვე თქმით, პრობ­ლე­მაა ის, რომ მედ­ლე­ბი ნაკ­რებ­მა მხო­ლოდ ჭი­და­ო­ბა­ში მო­ი­პო­ვა – ,,აუ­ცი­ლე­ბე­ლია კარ­გად მო­ვემ­ზა­დოთ სპორ­ტის სხვა სა­ხე­ო­ბებ­შიც. ვფიქ­რობ, რომ შემ­დეგ ოლიმ­პი­ა­და­ზე კა­ლათ­ბურ­თე­ლე­ბის ას­პა­რე­ზო­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა’’, – გა­ნაც­ხა­და გია ნაც­ვლიშ­ვილ­მა. View the full article
  5. Ему постоянно звонят немцы и просят, чтобы он рассказал что-нибудь о России. Или наоборот. «Русские спрашивают: он - наш представитель или предатель? Почему он пишет по-немецки? Он что-то скрывает?» В России государство, как известно, пытается иметь значительно более жесткий имидж, чем в Германии. «Государство, управляемое женщиной, «голубым» и инвалидом в коляске, - для русских не государство». View the full article
  6. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/08/bidzina-ivanishvili.pngზუგდიდში ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე მისულმა ქალაბტონმა პროტესტი გამოთქვა, იმის თაობაზე, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა გია ბურჯანაძემ “ფეხქვეშ გათელა მეგრელი ხალხის ღირსება” და ამის გამო მას საკადრისი პასუხი არც ივანიშვილმა და არც “კოალიციის მეგრელმა წევრებმა არ გასცეს”. .მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნების” ლიდერმა ქალს დაბრუნება რამდენჯერმე სთხოვა, ქალი ბიძინა ივანიშვილის პასუხს აღარ დალოდებია და შეხვედრა დატოვა. “ასეთი რამ ხშირად არის, როდესაც საჯარო სამსახურებში მუშაობენ. მახსოვს, როდესაც სვანეთში ვიყავით, სოფელ ბეჩოს სკოლის დირექტორი მოვიდა, დაიწყო ყვირილი, გააკეთა განცხადებები და სკოლის ეზოდან გასვლა მოგვთხოვა. მეორე დღეს ვნახეთ ის ქალბატონი აბსოლუტურად ღირსეული – მას გამგებელმა დაავალა, თუ გინდა დარჩე სკოლაში და შეინარჩუნო თანამდებობა, იქ უნდა მიხვიდე და იყვიროო. არ გამოვრიცხავ, ამ ქალბატონსაც ასეთივე დავალება ჰქონდა. თუ დაბრუნდება, მე მას განმარტებას გავუკეთებ. ის, რაც თქვა გია ბურჯანაძემ მე არ მომისმენია, მაგრამ აქ ამიხსნეს რომ თქვა “ვიღაც მეგრელი უღირსად მოიქცაო”. გიასგან ამგვარი გამონათქვამი საკადრებელი არ არის და თუ მან ასეთი რამ თქვა, ამისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევს, პირადად შევხვდები და მოვთხოვ ამას. გია ბურჯანაძეც კი, რომელიც ჩვენი საყვარელი მსახიობია, დაიბნა. ეს ქალბატონიც დააბნია სააკაშვილის იდეოლოგიამ. სწორედ მას სურს, რომ დააპირისპიროს სვანი და მეგრელი, იმერელი და კახელი, საქართველოს მოსახლეობა. ძალიან ხშირად, საუბედუროდ, ჩვენი მოქალაქეები ცდებიან და მცდარ გამონათქვამებს ხმარობენ”, – აღნიშნა ივანიშვილმა. opinion.ge View the full article
  7. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/08/alasania83-300x235.jpgროგორც კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, დღეს ზუგდიდში ირაკლი ალასანიას ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელებისას განაცხადა, “ირაკლი ალასანია თავისი თვისებებიდან გამომდინარე ქვეყნის მართვას თავისუფლად შეძლებს”. “ჩვენ ჩვენს ღირსებას დავიბრუნებთ, ამის საფუძველს მე მაძლევს ის, რომ თქვენ გყავთ ისეთი შვილი, როგორიცაა ირაკლი ალასანია, თქვენ გყავთ საამაყო შვილი, რომლითაც მთელი საქართველო და თუნდაც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა. ეს ის კაცია, რომელიც 18 წლის, მამასთან ერთად სოხუმში საქართველოს მთლიანობის აღსადგენად იბრძოდა, ეს ის კაცია, რომელსაც მამა 18 წლის ასაკში საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწირა, ეს ის კაცია, რომელმაც საკუთარი ემოციები, ამბიციები გადადო 2006 წელს, მიუხედავად მომხდარი ფაქტებისა, ჩავიდა სოხუმში და გააჩინა რეალური შანსი ჩვენს ძმებს შორის ურთიერთობის აღდგენის. ირაკლის იქ ყოფნის დროს დაიწყო აფხაზებთან ურთიერთობის აღდგენის ეტაპები და ისევ ერთი კაცის გაუზარებელმა პოლიტიკამ დაარღვია ყველაფერი, რაც ირაკლისგან ფაქტებით ვიცი. ირაკლი ალასანია თავისი თვისებებიდან გამომდინარე ქვეყნის მართვას თავისუფლად შეძლებს. ასეთი გამოცდილი კაცი ჩვენს ქვეყანას სჭირდება. ყველა ღირსება რაც კი შეიძლება, ადამიანს გააჩნდეს, ამ კაცს გააჩნია, მას აქვს ძალიან სწორად ნაცხოვრები და თქვენ მეგრელებს, ასეთ ნიჭიერ ხალხს, მის გვერდით დგომა არ შეგრცხვებათ. ირაკლიმ თავმდაბლობა გამოიჩინა, კაცი, რომელიც გამოკვეთილი ლიდერია ჩამოვიდა ზუგდიდში და დადგა მაჟორიტარ კანდიდატად. არც ერთ სხვა ლიდერს ირაკლის მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია”, – განაცხადა ივანიშვილმა. opinion.ge View the full article
  8. http://rustavi2.com/news_photos/08_12/61650.jpg "ქართული ოცნების" ზუგიდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილმა პირადად წარადგინა. კოალიციის სახელით აქ ირაკლი ალასანია იბრძოლებს. ივანიშვილი ზუგდიდში, ირაკლი ალასანიას მამისეულ სახლში მივიდა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შეხვდა. მისი თქმით, ზუგდიდელებს ჰყავთ ძალიან საამაყო კანდიდატი. თავად ალასანიამ კი მადლობა გადაუხადა შეკრებილ ხალხს მხარდაჭერისათვის. ამავე შეხვედრაზე ბიძინა ივანიშილთან ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა კოალიციის მხარდამჭერების მხრიდან რეგიონში მცხოვრებთა მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები გაიხსენა და ივანიშვილს ამის გამო ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. საუბარია სახალხო კრების წევრზე, გია ბურჯანაძეზე, რომელმაც ივანიშვილის სვანეთში ვიზიტის შემდეგ, გაზეთ `ალიას` ინტერვიუ მისცა, სადაც მან შეხვედრაზე მყოფი საზოგადოების ნაწილს `დეგრადირებული მეგრელები` უწოდა. View the full article
  9. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/08/Charles_Aznavour_Cannes-183x300.jpgახალციხეში რაბათის კომპლექსის გახსნის ცერემონიაში შარლ აზნავურის მონაწილეობასთან დაკავშირებით, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სომეხთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების საბჭო განცხადებას ავრცელებს. “16 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლება კაპიტალური რემონტის შემდეგ ახალციხის კომპლექსის და მისი შემადგენელი ნაწილის – მეჩეთ “ახმედიეს” საზეიმოდ გახნას აპირებს. ღონისძიებაში მონაწილეობას აპირებს შარლ აზნავურიც, რომელიც მის მუსიკალურ ჯგუფთან ერთად მეჩეთის გვერდით განლაგებულ ტერიტორიაზე კონცერტის ჩატარებას აპირებს. საქართველოს ხელისუფლება ახალციხეში თურქულ მეჩეთს რესტავრაციას უკეთებს, თუმცა სომხური ეკლესიის – სურბნშანის დაბრუნებასთან დაკავშირებით, სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მოთხოვნის იგნორირებას კვლავ აგრძელებს. საქართველოს ტერიტორიაზე სომხური ეკლესიები და რელიგიური ძეგლები ინგრევა. ასეთ პირობებში კი შარლ აზნავურის კონცერტი ჯავახელ სომხებს შორის ცნობილი მომღერლის ავტორიტეტს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს. ამ ღონისძიებაში მონაწილეობით იგი უნებლიედ ხელს შეუწყობს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას ჯავახელი სომხების უფლებებთან დაკავშირებით. ჩვენ ამ ღონისძიებას ვაფასებთ როგორც თურქულ-ქართული ტანდემის მორიგ შეთქმულებად ჯავახელი სომხების წინააღმდეგ, რომელშიც ისინი მსოფლიოში ცნობილი სომეხი მომღერლის ჩათრევას ცდილობენ, იყენებენ რა მის ავტორიტეტს და დიდი სურვილს მშობლიურ ქალაქში კონცერტი გამართოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო-ქართლის სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების საბჭო მოუწოდებს შარლ აზნავურს, უარი თქვას ღონისძიებაში მონაწილეობაზე და ამის ნაცვლად, საჯაროდ დააყენოს ის პრობლემები საქართველოს ხელისუფლების წინაშე, რომელიც ჯავახელ სომხებს აღელვებს”, – ნათქვამია განცხადებაში. opinion.ge View the full article
  10. ახა­ლი მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბის ლი­დერ­მა და­ვით გამ­ყრე­ლი­ძემ წა­ლენ­ჯი­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ლი­ა­ში წა­ლენ­ჯი­ხის რა­ი­ო­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი წა­რად­გი­ნა. პარ­ტი­ის კან­დი­და­ტი წა­ლენ­ჯი­ხის ოლ­ქში ად­გი­ლობ­რი­ვი მკვიდ­რი ფრი­დონ უბი­ლა­ვა იქ­ნე­ბა. ,,უბი­ლა­ვა წა­ლენ­ჯი­ხის მკვიდ­რია, პრო­ფე­სი­ით მშე­ნე­ბე­ლი. იგი კარ­გად იც­ნობს რა­ი­ონს, მის პრობ­ლე­მებს, იცის რა აწუ­ხებს მო­სახ­ლე­ო­ბას. მას ერ­თი დღე არ უც­ხოვ­რია წა­ლენ­ჯი­ხე­ლებ­ზე ზრუნ­ვის გა­რე­შე. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის შეძ­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში წა­ლენ­ჯი­ხელ­თა ინ­ტე­რე­სე­ბი და­იც­ვას”, – გა­ნაც­ხა­და და­ვით გამ­ყრე­ლი­ძემ. View the full article
  11. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/08/inga-grigolia5.jpgროგორც “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ინგა გრიგოლიამ, “პრაიმ-ტაიმის” პრეს-კლუბში განაცახდა, იგი პოლიტიკურ ძალებს ურჩევს, “ეკლესიაში განხეთქილების შეტანას შეეშვან”. გრიგოლიას ეს განცხადება, საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელის ლაშა ჟვანიას მიერ სოციალურ ქსელში გაკთებული იმ განცხადებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” საეკლესიო თემით აპელირებს. “კარგი იქნებოდა, ამ განცხადების ავტორს გადაეხედა იმ პოლიტიკოსების ვოიაჟებისთვის და პოლიტიკური თავყრილობებისთვის, სადაც მეუფეები და მამაოები მიდიან, ან გაიხსენოს პატრიარქთან როგორ აღმოჩნდება ხოლმე მიხეილ სააკაშვილი. ქდმ-ს არც ერთ პარტიულ ღონისძიებაზე არ ჰყოლია, სასულიერო პირი. პატრიარქს ჩვენ პოლიტიკური მიზნებისთვის არ ვიყენებთ. თუ ვინმე არ სპეკულირებს საეკლესიო თემით, ეს ვართ ჩვენ. ვურჩევ ყველას, ეკლესიაში განხეთქილების შეტანას შეეშვან”, – განაცხადა გრიგოლიამ. opinion.ge View the full article
  12. http://rustavi2.com/news_photos/08_12/61651.jpg ინგა გრიგოლიას ტელეფონის ნომერზე მალე ნებისმიერი მსურველი შეძლებს დარეკვას – გლდანის მაჟორიტარობის ქრისტიან-დემოკრატმა კანდიდატმა გადაწყვიტა, რომ პირადი ნომერი საჯარო გახადოს, რათა ამომრჩეველმა თავისუფლად შეძლოს მასთან ნებისმიერ დროს დაკავშირება და პრობლემებზე საუბარი. გრიგოლიამ განაცხადა, რომ რაიონში მთავარ კონკურენტად ის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს მიიჩნევს. `ორიოდე დღეში მე ღიად გამოვაცხადებ ჩემს პირად ტელეფონის ნომერს, რომელზეც შეეძლება ნებისმიერ გლდანელს დამირეკოს და პირადად მას ვესაუბრო ყოველგვარი თანაშემწეების გარეშე. მე მინდა შევთავაზო ჩემს მხარდამჭერებს, რომ ერთად შევადგინოთ იმ პრობლემათა ნუსხა, რომელიც გლდანისთვის პრიორიტეტულია,`- განაცხადა ინგა გრიგოლიამ პრესკლუბ `პრაიმ-ტაიმში` გამართულ პრესკონფერენციაზე. View the full article
  13. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/08/vaxtangg_balavadze_2517-300x226.jpgნაბეღლავის ჰესის მშენებლობის მიმდინარეობას, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ვახტანგ ბალავაძე გაეცნო. “ეს პროექტი “ალიანს ენერჯის” სტრატეგიული განვითარების დასაწყისია. ჩვენი კომპანია გრძელვადიანი და მომგებიანი პროექტების განხორციელებას ისახავს მიზნად, ქვეყნის ენერგოსექტორის განვითარებისათვის, ამავე დროს უზრუნველყოფს გარემოს დაცვას ენერგეტიკულ სექტორში ეკოლოგიურად გამართლებული ტექნოლოგიების გამოყენებით. კომპანია მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს”, – განაცხადა “ალიანს ენერჯის” აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ტყებუჩავამ. opinion.ge View the full article
  14. При этом ГКНПЦ имени Хруничева отрицает, что его средства выведения на орбиту виновны в 30-40% аварий в российской космической отрасли. Он опубликовал "реальную статистику", тем самым подтвердив, что вот уже пять лет знает о проблемах с разгонником "Бриз". После недавней аварии этот блок может взорваться в космосе, оставив облако металлических обломков, считают в РАН. View the full article
  15. http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg რუსეთის საერთაშორისო იზოლაცია მომავალშიც გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუ კრემლი საგარეო პოლიტიკას არ შეცვლის. ასეთ პროგნოზს საქართველოში აკრედიტებული ყოფილი ელჩები რუსეთის პოლიტიკის ბოლო ათწლეულების ანალიზის საფუძველზე აკეთებენ. დენის კორბოუმ, უილიამ კორტნიმ და კენეტ იალოვიცმა სტატია სახელწოდებით რუსეთის ვეტოს დიპლომატია `ნიუ-იორკ ტაიმსში` გამოაქყვეყნეს. უცხოელმა დიპლომატების განცხადებით, იმის გამო, რომ რუსეთი ვეტოს უფლებას ბოროტად იყენებს, კრემლი პარტნიორებს და მოკავშირეებს კარგავს და შესაბამისად, მისი როლი საერთაშორისო არენაზე სულ უფრო ეცემა. სტატიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად რუსეთ-საქართველოს ომია დასახელებული. დიპლომატები აღნიშნავენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი, რომელიც პუტინმა წინასწარ დაგეგმილ სამხედრო ოპერაციად აღიარა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გამო, კრემლმა საყოველთაო კრიტიკა დაიმსახურა. ეუთოს მონიტორინგის პრევენციით მეამბოხე ჩრდილო კავკასიაში მოსკოვი უარს ამბობს ძლიერ ინსტრუმენტზე, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგების პროცესს რეგიონში, სადაც რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის საფრთხე გამუდმებით იზრდება. ის, რაც განასხვავებს რუსეთს ჩინეთისგან და სხვა სახელწიფოებისგან, მისი ნეგატიური დიპლომატიის გავლენაა საერთაშორისო არენაზე. მას შემდეგ, რაც პუტინი პრეზიდენტად დაბრუნდა, მან ეს მიმართულება კიდევ უფრო გააძლიერა. იმ ფონზე, რომ კრემლი ასადის რეჟიმის ძლიერი მხარდაჭერია, არაა გასაკვირი, რომ რუსეთის მეგობრების რიცხვი მკვეთრად შეამცირა, - ასკვნიან დიპლომატები. View the full article
  16. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/08/ingagrigolia.jpgროგორც “ქრისტიან -დემოკრატიული მოძრაობის” გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ინგა გრიგოლიამ, “პრაიმ-ტაიმის” პრეს-კლუბში განცხადა, საპარლამენტო არჩევნებში მთავარ კონკურენტად “ნაციონალური მოძრაობის” გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ნიკოლოზ ხაჩირიშვილს ასახელებს. “საარჩევნო შედეგებთან დაკავშირებით, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ქდმ-ს საკუთარი შიდა კვლევები გვაქვს ჩატარებული, რომელიც ცხადჰყოფს, რომ გლდანში ბევრი მხარდამჭერი გვყავს, ოპტიმიზმის საფუძველს ასევე მაძლევს ის, რომ თბილისი ოპოზიციურადაა განწყობილი და მიხეილ სააკაშვილმაც საპრეზიდენტო არჩევნები თბილისში პირწმინდად წააგო. რაც შეეხება ხაჩირიშვილს, იგი ჩემი პირდაპირი კონკურტენტია, თუნდაც იმიტომ, რომ საკრებულოში ჩვენ ორივე ფრაქციის თავმჯდომარეები ვართ და ყოველთვის ჩვენს შორის ფარული თუ ღია დაპირისპირება იყო”, – განაცხადა გრიგოლიამ. როგორც ინგა გრიგოლია აღნიშნავს, იგი კოალიცია “ქართული ოცნებიდან” გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს სოსო ჯაჭვლიანს კონკურენტად ვერ აღიქვამს. “სოსო ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი რესპონდენტი იყო წლების განმავლობაში და მას, როგორც კონკურენტს ვერ აღვიქვამ, ჩემი მთავარი კონკურენტი მაინც “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატია”, – აღნიშნა გრიგოლიამ. opinion.ge View the full article
  17. http://rustavi2.com/news_photos/08_12/61652.jpg `ქართული ოცნების` ახალგაზრდული ფრთის წევრებმა მთავრობის კანცელარიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. მათ კახეთში დაზარალებული ოჯახებისთვის გაცემული თანხების სიმცირე გააპროტესტეს. "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრები მოითხოვენ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ ბიუჯეტში გადარიცხული 80 მილიონი ლარი მთლიანად დაზარალებულ ოჯახებს მოხმარდეს. `ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული კითხვა - სად არის 80 მილიონი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გადარიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში. რეალურად დღეს კახელ გლეხს და იქ არსებულ მდგომარეობას ეს არ შეხებია. ის მინიმალური ფინანსური ანაზღაურება, რომელზეც ხელისუფლება ფიქრობს, რომ იქნება საკმარისი, ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად არის შეუსაბამო,`- განაცხადა ორგანიზაციის წევრმა ცოტნე ზურაბიანმა. View the full article
  18. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/08/leiboristuli-partia4.jpgროგორც პარტიის ლიდერმა, პაატა ჯიბლაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გლეხებს, მიწების დაკანონების სანაცვლოდ ხელისუფლების მხრიდან ფულის ან ხმების გამოძალვის შემთხვევაში, “ლეიბორისტული პარტია” მოუწოდებს ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ. “ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ამ ბანდიტებმა მიწების დაკანონების სანაცვლოდ დაიწყონ ფულის ან ხმების გამოძალვა, ამიტომაც ასეთი ფაქტების არსებობის შემთხვევაში მოვუწოდებთ გლეხებს, მიმართონ პარტიის რაიონულ ორგანიზაციებს ან დაგვიკავშირდნენ სატელეფონო ცხელ ხაზზე, რომლის ნომერია 2911617″, – აცხადებს ჯიბლაძე. opinion.ge View the full article
  19. http://rustavi2.com/news_photos/08_12/61653.jpg კოალიცია `ქართული ოცნების` წევრები ერთიანი საარჩევნო სიიდან ე.წ. მიწერილი ამომრჩევლების ამოღებას მოითხოვენ. ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, კოალიციამ სიაში თითქმის 180,000 ამომრჩევლის მონაცემი აღმოაჩინა, რომლებსაც არ აქვთ უფლება, არჩევნებში მონაწილება მიიღონ. ქუცნაშვილი ამბობს, რომ ეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან შედეგების გაყალბების მცდელობაა. `საქართველოს პარლამენტის წინაშე უნდა დაისვას საკითხი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანაზე. პირს, რომელსაც გაუუქმდა რეგისტრაცია მესაკუთრის განცხადებით და იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სიაში არ უნდა მოხვდეს ძველი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ასეთების რაოდენობა კი სახელმწიფო კომისიის მონაცემების მიხედვით, 189 000 მიწერილ ამომრჩეველს შეადგენს. რაც შეეხება იმ კატეგორიის ამომრჩეველს, რომელსაც გაყიდული აქვს საცხოვრებელი ადგილი და არ ამოწერილა ძველი რეგისტრაციის ადგილიდან, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად შეუძლია ახალი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და მესაკუთრის თანხმობით გაიაროს რეგისტრაცია, ხოლო თუ ასეთი მისამართი არ გააჩნიათ, ან მესაკუთრე თანახმა არ არის, რეგისტრაცია გაიარონ შესაბამისი ქალაქის თუ რაიონის სამოქალაქო რეესტრში, ისინი დარეგისტრირდებიან მისამართის გარეშე,`- განაცხადა ქუცნაშვილმა. View the full article
  20. ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ლი­დერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ირაკ­ლი ალა­სა­ნია ზუგ­დი­დის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტად წა­რად­გი­ნა. სა­ა­გენ­ტო ინ­ტერ­პრეს­ნი­უ­სის კო­რეს­პონ­დენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზუგ­დიდ­ში, ალა­სა­ნი­ას მა­ჟო­რი­ტა­რად წარ­დგე­ნი­სას, ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნაც­ხა­და, რომ ალა­სა­ნი­ას კარ­გი ბი­ოგ­რა­ფია აქვს, ის თა­ვის წი­ნაპ­რებ­თან ერ­თად იბ­რძო­და აფ­ხა­ზე­თის ომ­ში და კარ­გად იც­ნობს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის პრობ­ლე­მებს. ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტი მო­სახ­ლე­ო­ბის და­საქ­მე­ბა და ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა იქ­ნე­ბა. ,,ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ უნ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი ხალ­ხი, ჩვენ ხალხს და­ვუბ­რუ­ნებთ თა­ვი­სუფ­ლე­ბას, მო­ემ­ზა­დეთ გა­მარ­ჯვე­ბის­თვის”, – გა­ნაც­ხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და მხარ­დამ­ჭე­რებს არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის პი­რო­ბა მის­ცა. View the full article
  21. http://rustavi2.com/news_photos/08_12/61648.jpg ცხინვალთან ახლოს მდებარე ქართულ სოფლებს სახელები შეეცვლება, იქ მდებარე სახლებს კი დაანგრევენ - ეს გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა გაახმაურა. მისი განცხადებით, სახლების ნაცვლად აქ სამრეწველო და სოფლის მეურნეობის ობიექტები განთავსდება. საქმე ეხება რვა დასახლებას, მათ შორის, თამარაშენს, ქურთას, კეხვსა და აჩაბეთს. `ეს ტერიტორიები, როგორც დასახლებული პუნქტები, აღარ იარსებებს. სამი-ოთხი წლის შემდეგ ამ ადგილებს ვერც კი იცნობთ. თამარაშენში უკვე აშენდა ახალი მიკრო-რაიონი `მოსკოვსკი`. კეხვის სამლოცველოს არ შევხებივართ, თუმცა სახლების დიდი ნაწილი აქ უკვე აღებულია,`- ამბობს თიბილოვი. მის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. `ეთნიკური წმენდა, რომელიც განხორციელდა 2008 წელს ქართველების წინააღმდეგ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, ისევ გრძელდება. ეს გადაწყვეტილება, რომელიც მიზნად ისახავს დანგრეულ იქნეს დარჩენილი სოფლები, არის გაგრძელება იმ ეთნიკური წმენდის პოლიტიკისა, რომელიც უკვე წლების განმავლობაში ხორციელდება,`- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ და დასძინა, რომ ამ უკანონო ქმედებებზე პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთის ხელისუფლებას ეკისრება. View the full article
  22. http://rustavi2.com/news_photos/08_12/61646.jpg საქართველოს პრემიერმა ფინანსთა და ენერგეტიკის სამინისტროებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა. ვანო მერაბიშვილი ორივე სამინისტროში ალექსანდრე ხეთაგურთან და ვახტანგ ბალავაძესთან ერთად მივიდა. მანამდე კი პრემიერმა პარლამენტს ფინანსთა ყოფილი მინისტრის ახალი თანამდებობა გააცნო. დიმიტრი გვინდაძე საქმიანობას საქართველოს საპარტნიორო ფონდში გააგრძელებს. `თქვენი გაკეთებული საქმე უნდა გახდეს მომავალში საქართველოს ეკონომიკური განვითარების საფუძველი. ჩვენი დაპირებების და გეგმების დიდი ნაწილის შესრულება მხოლოდ თქვენს სამსახურებზე გადაივლის, იმავე პროდუქციის ექსპორტის წახალისება სწორედ თქვენი დახმარებით განხორციელდება, რაც გახდება გარანტია იმისა, რომ ქართველ გლეხს ექნება ინტერესი გაზარდოს საკუთარი წარმოება,`- განაცხადა წარდგენისას ვანო მერაბიშვილმა. `საპარტნიორო ფონდი მუშაობს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე. ეს არის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, სხვადასხვა ტიპის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის მსხვილი პროექტები, სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურა, შესაბამისად ვიქნები ჩართული მთლიანად ამ მსხვილი პროექტების განხორციელებაში,`- განაცხადა დიმიტრი გვინდაძემ. View the full article
  23. http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg ხმაური იყო გუშინ აბაშის რაიონის სოფელ მაიდანში - კოალიცია `ქართულ ოცნებაში`აცხადებენ, რომ აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატს წინასაარჩევნო შეხვედრა ჩაუშალეს, ვინაიდან ირაკლი საბულუასა და სოფლის მოსახლეობის შეხვედრაზე ნასვამი პირები მივიდნენ. "ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ შეხვედრა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ჩაშალეს და ამ ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალასაც ავრცელებენ. View the full article
  24. იმ ქვეყნის მოქალაქეები, სადაც რუსული ენა ერთ-ერთ სახელმწიფო ენად ითვლება, რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებენ. ამის შესახებ კრასნოდარის მხარის ფედერალური მიგრაციული სამსახურის სამმართველოს ნოვოროსიისკის განყოფილება იუწყება. აღნიშნული შესაძლებელი იქნება "რუსეთის მოქალაქეობაზე საკითხის განხილვის დადგენილებაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით" რუსეთის პრეზიდენტის მიერ 2012 წლის 30 მაისს გამოცემული განკარგულების საფუძველზე.მიმდინარე წლის 1 ივნისისათვის სახელმწიფოს, რომელშიც რუ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  25. რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ კოლოკოლცევმა გასცა ბრძანება, რომელიც დეტალურად აღწერს თითების ანაბეჭდების აღების „ნებაყოფლობით“ პროცედურას, – იტყობინება ოთხშაბათს "როსისკაია გაზეტა ".როგორც ცნობილი გახდა, რუსეთის ძალოვანი უწყების მეთაურმა დაამტკიცა შს ორგანოების თანამშრომლების მოქმედებების ერთობლიობა რუსეთის ყველა მოქალაქის „ნებაყოფლობითი“დაქტილოსკოპიის რეგისტრაციისას. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროცედურა ითვლება სახელმწიფო მომსახურებად და მოქალაქეებს გაეწევათ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
×
×
  • შექმენი...