Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ამ კვირაში 91 წელი შესრულდება იმ დღიდან, რაც დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტმა უარი თქვა ფართომასშტაბიან გეგმაზე, გაეერთიანებინა ანტიბოლშევიკური კოალიცია, მხარი დაეჭირა რუსეთის თეთრი გვარდიისთვის, დაემყარებინა კონტროლი კასპიის ზღვასა და ბაქო-ბათუმის დერეფანზე და შემდეგ უკვე ძალის პოზიციებიდან გაემართა მოლაპარაკებები საბჭოთა ხელისუფლებასთან, რომელიც ის-ის იყო ყალიბდებოდა. იხილეთ tabula.geზე
  2. „ქართული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობის დელეგატებმა პარტიულ ლიდერად ლერი ლაფაჩი აირჩიეს. ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე, მის… ლინკი მედიანიუსზე
  3. http://sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash1/hs773.ash1/166328_129872307080548_105893266145119_175690_3296664_n.jpg აიაქსის მმართველმა დირექტორმა რიკ ვან დერ ბუგმა ლუის სუარესზე და მის გამორჩეულ ხასიათზე ისაუბრა… აიაქსის კაპიტანი და უდაო ლიდერი მერსესაიდში მეგა-ტრანსფერით გადმოვიდა და თუ სკაუზერები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ, ჰოლანდიაში მას უკვე ”ტკბილ მოგონენებში” იხსენებენ… “ლუისი მთელს ლივერპულს ძალიან მალე გამოაცოცხლებს, რადგან იგი ნამდვილი ქუჩის მებრძოლია” – განაცხადა აიაქსის მმართველმა დირექტორმა – “იგი აიაქსში უკვე საკმაოდ კარგი რეპუტაციით გადმოვიდა გრონინგენიდან, თუმცა მაშინ ნამდვილად არ იყო ტოპ-კლასის ფეხბურთელი. ამისდამიუხედავად, მან ძალიან მალე მოიპოვა ლიდერის როლი ამსტერდამულ გუნდში და სწორედ ამაშია მისი განსაკუთრებულობა…” რიკ ვან დერ ბუგმა ასევე ისაუბრა სუარესის დამოკიდებულებაზე ურუგვაის ნაკრებსა და საკუთარ კლუბთან… “უცნაურია, მაგრამ ყოველთვის როცა იგი ურუგვაიში მიფრინავს ნაკრებში სათამაშოდ, უკან ძალიან მალე ბრუნდება. კლუბში ვარჯიშს სანაკრებო თამაშიდან მეორე დილასვე იწყებდა, თუნდაც ღამით ჩამოფრენილიყო ჰოლანდიაში. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ნახევარ დედამიწას გადაუფრენდა, ჩამოსვლისთანავე მთელი არსებით უკვე კლუბზე ახდენდა კონცენტრირებას…” “ჩვენ ლუისი ყოველთვის დაგვამახსოვრდება ძალიან ბევრი გატანილი გოლით და იმ ღვაწლით რაც აიაქსის წინაშე მიუძღვის. გულშემატკივარს სუარესი აქ ყოველთვის ძალიან უყვარდა და ეყვარება…” View the full article
  4. http://a.pix.ge/k/aq314.jpg გთავაზობთ ბილ შენკლის ისტორიის მეოთხე ნაწილს, რომელიც საბოლოოა მის კარიერაში… ბილ შენკლიმ გუნდში კევინ კიგანი აიყავანაო, სწორედ ამაზე შევჩერდით… თავდაპირველად კევინი ნახევარდაცვში თამაშობდა და მერსისაიდელებმა იგი ვეტერანი იან კალაგენის შემცვლელის პერსპექტივით აიყვანეს. წინასარეზერვო მზადებისას ჩატარებულმა ტესტ-მატჩებმა კი ბევრი რამ შეცვალა – კიგანი ბრწყინვალდე თამაშობდა მოწინააღმდეგეთა კარის საიხლობეს, გოლებიც ბლომად გაჰქონდა და შენკლიმ მას კვალიფიკაცია შეუცვალა. ასე აღმოჩნდა ახალბედა ფეხბურთელი უელსელ ჯონ ტოშაკთან შეწყვილებული. მათი ურთიერთქმედება იმდენად ორგანული და სინქრონული იყო, ჟურნალისტებმა ტოშაკი-კიგანის ტანდემს “სიამის ტყუპი” შეარქვეს და სპეციალისტთა დიდი ნაწილი ამ დუეტს დღემდე ბრიტანული ფეხბურთის იდეალურ სათავდამსხმელო წყვილად მიიჩნევს. 1972-73 წლებში სეზონი ფანტასტიკური გამოდგა. ლივერპულმა მერვედ მოიპოვა ინგლისის ჩემპიონობა და როგორც იქნა, ევროტურნირის გამარჯვებულიც გახდა. ბილ შენკლის გუნდმა უეფას თასის ფინალის ორრაუნდიანი პაექრობა მიონხენგლადბახის ბორუსიას მოუგო (3:0, 0:2) და ინგლისურ კლუბთაგან პირველი შეიქნა, რომელმაც ერთსა და იმავე სეზონში ქვეყნის ჩემპიონობა და ევროთასი მოიპოვა. წარმატებული გამოდგა მომდევნო სეზონიც. ლივერპულმა თასის ფინალში ნიუკასლ იუნაიტედს დამაჯერბლად 3:0 სძლია და მეორედ დაისაკუთრა სანუკვარი პრიზი. “უემბლიზე” ტრიუმფულად დასრულებული ფინალიდან მალე კი მან მთავარმწვრთნელობიდან გადადგომაზე გააკეთა განცხადება და კლუბი ხელმძღვანელებს ურჩია მის სანაცვლოდ ბობ პეისლი დაენიშნათ. შენკლის შესაძლო წასვლის ცნობამ ლივერპულის ქომაგები შოკირებული დატოვა, ქალაქის ერთ-ერთი წარმოების მუშები კი გაფიცვთ დაიმუქრნენ, თუკი კლუბის მესვეურები ბილს გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლევინებდნენ. 1974 წლის 12 ივნისს შენკლიმ საგანგებო პრესკონფერენცია მოიწვია და საკუთარი გადაწყვეტილებაც ახსნა. “60 წელი ფეხბურთის სიყვარულით ვცხოვრობდი, დროის უდიდესი ნაწილი საყვარელი საქმისადმი ერთგულ მსახურებს მიჰქონდა, ახლა კი მეტი დრო მსურს დავუთმო ოჯახს და სხვა ამბებითაც მივიღო სიამოვნება” – საზოგადოებისთვის მართლაც ძნელი ასახსნელი იყო იმ ადამიანის ეს სიტყვები, რომელმაც აღნიშნულ პრესკონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე ერთ-ერთ ტელეარხს განუცხადა, ფეხბურთი სიცოცხლეზე მეტს ნიშნავსო… ბილ შენკლი გულშემატკივრებს არა მხოლოდ მისი სამწვრთნელო ავტორიტეტისა და დამსახურების გამო უყვარდათ. ლივერპულის ქომაგები დიდად აფასებდნენ მის ადამიანურ თვისებებსაც. გუნდის ვარჯიშების შესვენებისას ბილი საბეჭდ მანქანას მიუჯდებოდა ხოლმე და ცდილობდა მისი მისამართით გაგზავნილი არც ერთი წერილი უპასუხოდ არ დაეტოვა გულშემატკივრები შენკლის ხშირად სახლშიც სტუმრობდნენ და მწვრთნელთან ერთად სხვადასხვა საფეხბურთო თემაზე საუბრობდნენ. ხელმოკლე ოჯახიდან გამოსულ დამრიგებელს გულთან ახლოს მიჰქონდა უბრალო ადამიანების გასაჭირი და ხშირად უსახსრო ქომაგისათვის მატჩზე დასასწრები ბილეთიც კი უყიდია. ხანდახან კი “ენფილდის” კონტროლიორს გულშემატკივრის სტადიონზე უფასოდ შეშვებასაც სთხოვდა. ფეხბურთისადმი და საქმისადმი ფანატიკური სიყვარული ბილ შენკლის თავადვე უბრუნდებოდა. ლივერპულის მოთამაშეებს შორის იგი არა მარტო შეუბალი ავტორიტეტით სარგებლობდა, არამედ ფეხბურთეკთა მხრიდან პატივისცემითა და სიყვარულით იყო გარემოცული. გუნდის მოთამაშეები აღტაცებას ვერ მალავდნენ შენკლის ფეხბურთისადმი ერთგულებით. ლივერპულის ყოფილი კაპიტანი ტომი სმიტი იგონებს, თუკი ლივერპულს მატჩი არ ჰქონდა, ბილი “გუდისონ პარკზე” ევერტონის თამაშის სანახავად მიდიოდა, “ლურჯების” დასვენების შემთხვევაში შენკლი ნიუკასლში მიემგზავრებოდა, თუ “ესნტ ჯეიმს პარკზეც” მატჩი არ იყო დანიშნული, ჩვენი მწვრთნელი პარკში მიდიოდა და ბიჭუნების თამაშს უცქერდა და როცა ბავშვებიც არ თამაშობდნენ , ბილი მოზარდებს ტავად უყრიდა თავს და მათ საფეხბურთო შეხვედრას უკეთებდა ორგანიზაციასო. ნიშანდობლივია იმავე სმიტის ერთი მოგონებაც. ერთ-ერთი ვარჯიშის დროს მუხლის ტრავმის მომიზეზებით ლივერპულის კაპიტანმა გასახდენში დროზე ადრე ითხოვა წასვლა, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღო, – შვილო, ეს მუხლი შენ კი არა, ლივერპულს ეკუთვნის და კეთილი ინებე, წვრთნის ბოლომდე იმუშავეო. 1981 წლის 26 სექტემბერს ბილ შენკლის გულის შეტევა დაემართა და ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მან დაიჟინა, საერთო პალატაში დაეწვინათ. “ყოველთვის ხალხთან ერთად ვიყავი და ბოლომდე მათთან დავრჩები”, – ეს განცხადება შენკლიმ საავადმყოფოში მისულ ჟურნალისტებს გაუკეთა. 29 სექტემბერს ბილ შენკლი ჰოსპიტალ “ბროდგრინში” გარდაიცვალა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ბილ შენკლიმ წარმოთქვა ფრაზა, რომელიც მისი ანდერძის სახით “ენფილდის” ერთ-ერთი გასახდელის შესასვლელში დიდ პლაკატზეა წაწერილი: “ერთად შეკრება – დასაწყისია, ერთად ყოფნა – პროგრესი, ერთად მუშაობა – წარმატება”. View the full article
  5. http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2011/1/8/1294510972929/Kenny-Dalglish-Liverpool--007.jpg კენი დალგლიშმა სტოუკ სიტის სათამაშო სტილზე ისაუბრა… სტოუკ სიტი მიმდინარე სეზონში საკმაოდ კარგად გამოიყურება და ცხრილის შუაშიც სტაბილურად უკავია პოზიცია. სტოუკის მთავარი ძალა სტანდარტული სიტუაციებია, თუმცა კენი თვლის რომ მომავალი მეტოქე წითლებისთვის დიდი დაბრკოლებას ნამდვილად არა წარმოადგენს… “ჩემს სამწვრთნელო კარიერაში უამრავი სტილის გუნდთან მითამაშია და სტოუკთან მატჩიც ერთი ჩვეულებრივი შეხვედრა იქნება განსხვავებულად მოთამაშე გუნდთან.” – განაცხადა დალგლიშმა – “ვერავინ იტყვის თუ რომელი სათამაშო ტაქტიკაა საუკეთესო ფეხბურთისთვის, რადგან მაგალითად არსენალის მოკლე პასებით თამაში იქნება, თუ სტოუკის გრძელი გადაცემები, ორივე შემთხვევაში მთავარია ეს სტილი გუნდზე იყო სწორად მორგებული…” “ტონი პულისმა ვფიქრობ ძალიან კარგად შეურჩია სტოუკს სათამაშო სტილი და ამ გუნდის წარმატებაც სწორედ მისი დამსახურებაა, თუმცა ჩვენ ამ ტაქტიკის წინააღმდეგ თამაში გვმართებს და ვფიქრობ თუ დაცვა მათ სტანდარტულებს გაუმკლავდება, სტოუკის დამარცხება არ გაგვიჭირდება…” View the full article
  6. ირანში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ქალი ჩამოახრჩვეს. როგორც ტელეკომპანია „სი-ენ-ენი“ ირანულ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით იუწყება. ზაჰრა ბაჰრამი ჰოლანდიის მოქალაქეც იყო… ლინკი მედიანიუსზე
  7. 35 წლის მოსკოველი მამაკაცის წინააღმდეგ სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. “უტრო.რუ-ს” ინფორმაციით, გასულ შაბათს 20 წუთის განმავლობაში… ლინკი მედიანიუსზე
  8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანკარაში გაემგზავრა. დელეგაციას მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე… ლინკი მედიანიუსზე
  9. ხვალ ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის ოფისში გაიმართება 2011 წლის კალენდრის პრეზენტაცია. ახალი კალენდარი საინფორმაციო ცენტრმა გამოსცა და… ლინკი მედიანიუსზე
  10. ირანის ნავთობის მინისტრმა მასუდ მირკაზემი თეირანში სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი არმენ მოვსესიანი მიიღო. მათ ირანიდან… ლინკი მედიანიუსზე
  11. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე გიორგი ზედგინიძე ქაღალდის მეორადი გადამუშავების ქარხნის დირექტორებს შეხვდა და სამინისტროს… ლინკი მედიანიუსზე
  12. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54785.jpgეგვიპტეში არეულობების დროს აზერბაიჯანის საელჩოს თანამშრომელი ნიჯატ გოჯაევი გარდაიცვალა. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. View the full article
  13. http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Clubs/Club_Home/2010/8/18/1282119548990/Martin-Skrtel--006.jpg მარტინ შკრტელმა გუნდის ბოლოდროინდელ თამაშსა და ორ გამორჩეულ ფიგურაზე ისაუბრა… მთავარი როლი კი დაცვის შესანიშნავ თამაშს შკრტელის აზრით მარტინ კელიმ ითამაშა. 20 წლის მცველმა კენის მოსვლის შემდეგ 5 მატჩი ზედიზედ ძირითადში დაიწყო. “მოხარული ვარ რომ წინა შეხვედრაში 3 ქულა მოვიპოვეთ. მართალია გოლი საკმაოდ უცნაურ სიტუაციაში გავიტანეთ, მაგრამ დაცვაში არაჩვეულებრივად ვითამაშეთ და ნამდვილად დავიმსახურეთ გამარჯვება” – განაცხადა შკრტელმა – “ახლა სტოუკთანაც გვჭირდება გამარჯვება და შემდეგ ვნახოთ თუ როგორ დასრულდება ჩელსისთან მატჩი… იმედი მაქვს ლონდონელებს კიდევ ერთხელ დავამარცხებთ.“ “მე ძალიან მომწონს მარტინ კელი. მახსოვს თუ როგორ თამაშობდა ჩელსისთან ენფილდზე და ვფიქრობ დღეს იგი გუნდში ერთ-ერთი საუკეთესოა. იგი ძალიან ბევრს შრომობდა გუნდში ადგილის მოსაპოვებლად და მიხარია რომ მან ეს შეძლო, რადგან კარგი ფეხბურთელის გარდა კარგი პიროვნებაცაა.” “ჩვენი ბოლოდროინდელი წარმატების მეორე მიზეზი კი რაულ მეირლეშია, რომელიც ჯერ კიდევ პორტოში არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, ლივერპულში კი უდიდეს სამუშაოს ასრულებს.” “მისი გოლი ვულვზის კარში გასაოცარი იყო. მე პირდაპირ მის უკან ვიდექი იმ მომენტში და დამიჯერეთ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო გოლი იყო რაც კი მინახავს საკუთარი თვალით…” View the full article
  14. http://a.pix.ge/j/1hded.jpg ლივერპული კვლავ განაგრძობს მოლაპარაკებებს ასტონ ვილასთან. როგორც ჩანს მერსისაიდელებს ეშლი იანგის ხელში ჩაგდება ძალიან უნდათ. ასტონ ვილას არ სურს გაუშვას თავის 25 წლის ლიდერი, მაგრამ ისინი თანახმანი არიან დამაკმაყოფილებელი თანხის სანაცვლოდ გუნდის კაპიტანს შეელიონ. ლივერპულის ფეხბურთის სტრატეგიის დირექტორი, დამიენ კომოლი დიდი ხანია აკვირდება ინგლისელ გარემარბს. . ეშლი იანგს მანჩესტერ იუანიტედიც იწვევს. “წითლები” ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონ გირვანქას იხდიან. მომზადებულია The Times-ის მიერ View the full article
  15. 2010 წლის ოქტომბერში საქართველოს ხელისუფლებამ ჩრდილოკავკასიელებისთვის შეღავათიანი სავიზო რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მაშინ ამ გადაწყვეტილების მიზნები და შედეგები ბევრისთვის ჯერ კიდევ ბუნდოვანი იყო. გასულმა ორმა თვემ კი გარკვეული ტენდენციები გამოკვეთა. იხილეთ tabula.geზე
  16. http://b.pix.ge/n/078u6.jpg დღეს ცნობილმა ინგლისურმა გამომცემლობამ, The Times-მა ფერნანდო ტორესის საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ გამოაქვეყნა. პოპულალური მაუწყებლობა გვამცნობს, რომ ფერნანდო ტორესი ბოდიშს უხდის სტივენ ჯერარდს მასთან ატეხილი ალიაქოთის გამო… ფერნანდოს და სტივენ ჯერარდს ერთმანეთთან საკმაოდ თბილი ურთიერთობა აქვთ მას შემდეგ, რაც ტორესი “ენფილდზე” 2007 წლის ზაფხულში მოვიდა. ლონდონელებს საკმაოდ კარგი შემოთავაზება აქვთ, “ელ ნინიოს” სანაცვლოდ £ 50 მილიონს და + ნიკოლას ანელკას იძლევიან, რომლის ფასი დაახლოებით £ 8 მილიონს შეადგენს. შეგახსენებთ, 31 წლის ფრანგი ფორვარდი ლივერპულის რიგებში ადრეც გამოდიოდა, მან იჯარით ნახევარი სეზონი დაჰყო მერსისაიდულ გრანდში. ზუსტად ასეთი აურზაური იყო პრესაში 2005 წელს, როდესაც ჩელსის სტივენ ჯერარდის ყიდვა უნდოდა. მაშინ ჯერომ ნამდვილი დიდსულოვნება გამოიჩინა და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 11 საათით ადრე ის საყვარელ გუნდში დარჩა (მიუხედავად სარეკორდი ხელფასისა, ჩელსი სამჯერ მეტს სთავაზობდა ჯერარდს). “მე თავს უხერხულად ვგრძნობ ჩემი მეგობრის, სტივენ ჯერარდის მიმართ. იმედია ის გამიგებს და ჩვენ კვლავ ისეთი ურთიერთობა გვექნება ერთმანეთში, რაც აქამდე გვქონდა. მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს საუკეთესო მეგობარს” – ციტირებს ნანდოს სიტყვებს The People. თავდამსხემლის წერილი არც ლივერპულის მთავარ დამრიგებელს, კენი დაგლიშს გამოჰპარვია. მან ამ საკითხთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა: “ფერნანდო ტორესის მოტივი არ არის ფული, მას ტიტულები უნდა. ფერნანდო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია, მაგრამ ჩვენ ძალით ვერავის დავიჭერთ. ლივერპული გრანდია, გრანდი, რომელსაც ყველაფრის მიღწეvა შეუძლია. თუ ტორესს ტიტულები უნდა და ამას სხვა გუნდის მაისურით გეგმავს, დაე აღსრულდეს მისი ნება”. ტორესს აბრამოვიჩმა “სტემფორდ ბრიჯზე” ორწლინახევრიანი კონტრაქტი და £ 200,000-იანი ხელფასი შესთავაზა კვირაში, ლივერპულში კი მას £ 90,000 უხდია. P.S დღეს ტვიტერზე საკმაოდ საინტერესო ამბავი გავრცელდა. არვიცი ჭორია თუ არა, მაგრამ ითქვა რომ ტორესთან დაკავშირებული აურზაური მისი პირადი აგენტის დამსახურება ყოფილა, თურმე მან ურჩია თავის კლიენტს გუნდის გამოცვლა. ამ ყველაფერს “ელ ნინიო” წყობიდან გამოუყვანია და თავისი აგენტი პოსტიდან დაუთხოვია. ამბობენ, უახლოეს მომავალში ფერნანდო წერილის უკან გამოტანას გეგმავსო… View the full article
  17. სინოპტიკოსების პროგნოზი დამაიმედებელია: იანვრის ბოლოდან გუდაურში ისტერიული თოვა დაიწყება. ჯერჯერობით საქართველოს ყველაზე დიდ სათხილამურო კურორტზე მშრალი პერიოდია და ცოტაოდენი თოვლი მხოლოდ მთების წვერზე მოჩანს.გუდაური ახალგაზრდა, 25-იოდე წლის კურორტია – თუმცა თავისი სიდიდით და სათხილამურო ტრასების მრავალფეროვნებით, შეიძლება ითქვას, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო. იაფია ევროპის სათხილამურო კურორტებთან შედარებით და საკმაოდ მოსახერხებელია თბილისის მცხოვრებლებისთვის: დედაქალაქიდან გუდაურამდე გზის ხანგრძლივობა სულ რაღაც საათ-ნახევარია. იხილეთ tabula.geზე
  18. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54784.jpgე.წ. ღორის გრიპით დაინფიცირებული 18 ადამიანი გადმოიყვანეს თბილისში სამედიცინო ბრიგადებმა ბოლო ორი დღის განმავლობაში. View the full article
  19. პირველი თებერვლიდან რუსეთსაქართველოს საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე აიკრძალება საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტით გადაადგილება. გადაწყვეტილება სოხუმსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოლაპარაკებების შედეგად იქნა მიღებული.რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური ბიუროს სასაზღვრო-სანაპირო დაცვის სამსახურის პრესცენტრის განცხადებით, ეს ცვლილება მოსახლეობის ძალზე მცირე რაოდენობას შეეხება, რადგან საზღვრის გადაკვეთისას, დღე-ღამეში, საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტით მოსახლეობის მხოლოდ ორი პროცენტი სა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  20. http://rustavi2.com/news_photos/01_11/smalls/54783.jpgგუდაურში დღეიდან ზამთრის სეზონი ოფიციალურად გახსნილია. მოქმედებს ყველა სასტუმრო. გუდაურში უკვე მესამე დღეა თოვს. View the full article
  21. აქ ნახავთ, თუ ვის ეკუთვნის ყველაზე ძვირადღირებული ავტოგრაფები 5. ჯიმი ჰენდრიქსის ავტოგრაფიჯიმი ჰენდრიქსი ცნობილი ამერიკელი გიტარისტი, მომღერალი და სიმღერების ავტორი. იგი ითვლება თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკოსად. როკ მუსიკის ცნობილი გიტარისტი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის მიერ ხელმოწერილი ქაღალდის ნაგლეჯის სასტარტო ფასი 41000 დოლარია.4. ჯიმი პეიჯის ავტოგრაფიინგლისელი გიტარისტი, მრავალი ... View ucnauri.com
  22. –მე საარტისტოზე მინდა!-ვთქვი უცებ –დამეფსო თვალები, მრავალცოლიანი გინდა გამოხვიდე?–შემიცხადა უცებ ბებიამ – „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ ამ ცხოვრებას რა ვუთხარი, თორემ ისეთ მონოსპექტაკლებს დგამს ერთი მაღალი... თანამდებობის პირი, ცოდვა არის ამგვარ ნიჭს მხოლოდ პოლიტიკაში რომ ანიავებდეს. და მიუხედავად იმისა, რომ მისმა სამსახიობო უნარ–ჩვევებმა გასულ კვირას (მორიგი ტელეპრემიერის დროს) პიკს მიაღწია, მის გამოსვლას ბლოგერები მაინც კანტიკუნტად გამოეხმაურნენ. შეიძლება იმის გამო, ამ რამდენიმე მოქმედებიან ტრაგიკომედიას ბოლომდე რომ ვერ გაუძლეს, ან, შეიძლება იმისაც, ქვეყანაში „გულწრფელი, პატიოსანი და სერიოზული დემოკრატია თუ ლიბერალიზაცია“ დამკვიდრებული ჯერ კიდევ რომ არ არის. მოკლედ, ამ მეტად ობიექტური მიზეზის გამო, იძულებული ვარ კვირის თემა გვერდზე გადავდო და დანარჩენი პოსტების გაცნობაზე გადავიდე. დაბოღმვისა და განბოღმვის შესახებ ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ადამიანს ანონიმურად დაბოღმვა რომ მოგინდეს, ნორმალურად იმასაც კი არ გაცლიან. ყოველ შემთხვევაში, დაბოღმილთა ბლოგი ჯერ თითქმის არც იყო გამოჩენილი ინტერნეტის კაბადონზე, რამდენიმე ბლოგერმა შეცვლილი ხმით ჩაწერილი აუდიო პოსტების ავტორები უკვე რომ გაშიფრა, დანარჩენებმა კი სათითაოდ შეახსენეს, რომ „ასეც იცოდნენ“ და ისე ამოადინეს ყელში ეს თავიანთი ცოდნა ანონიმ (მე მაინც ასე დავტოვებ) ბლოგერებს, რომ ლამის გულძმარვა დააწყებინეს. დაბოღმილთა ბლოგს ორი ავტორი ჰყავს – ბოროტი აკიმი და ურსულა უგვანო – რომელთაც მიზნად ქართული ინტერნეტ–სივრცის უმოწყალო კრიტიკა აქვთ დასახული (ქვემიზნით: საუბრებსა თუ კომენტარებში მამაკაცური გენიტალიების ხალხური სახელწოდების რაც შეიძლება მეტი გამოყენება). დაბოღმვის შემდეგ განბოღმვის ერთ–ერთი კარგი საშუალება წიგნის კითხვაა. სწორედ ამ მიზნით, გირჩევთ tomushka-ს პატარა ბიბლიოთეკასაც გაეცნოთ. ცოდვა გამხელილი სჯობს და მე, უმეცარსა და განუვითარებელს, ვინც ნაწარმოებებს (მაგალითად „ოსტატი და მარგარიტა“–ს) ჰოი ღმერთო და ორიგინალში არ ვკითხულობ, ბლოგზე განხილული წიგნების უმეტესობა არ მეცნო. შესაბამისად, ორმაგად კარგია, როდესაც ბლოგერი ახალი, ბევრისათვის უცნობი ( ანუ, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ უთარგმნი) წიგნების განხილვას წერს (მათ შორის დალაი ლამას, ან, სტივენ კინგის ავტორობით) და მხოლოდ „როგორ გავხდი იდიოტი“–თ (რომელზეც ვისაც კი ეს წიგნი და კლავიატურა ჰქონდა, ყველამ დაწერა) არ შემოიფარგლება. ადვილად დასაღეჭი პოსტები ოდესმე გიფიქრიათ, რომ საღეჭი რეზინის „ადამიანური გამოყენება“ ეტიკეტის ისეთივე ნორმაა, როგორიც, მაგალითად, უცხო სუფრაზე ხაჭაპურის ნაჭრის დანა–ჩანგლით დაქუცმაცება (მეტადრე, მაშინ, როდესაც ერთი სული გაქვთ ეს ნაჭერი ხელში აიღო და მადიანად ჩაკბიჩოთ). dissolved girl-ის პოსტი “God damn the chewing gum” მოღლარჭუნეთა ყბების „თავშეუკავებელ მოძრაობას“ ეხება და მათი ქმედების ილუსტრირებით, მათივე გამოსწორებას ისახავს მიზნად: „წარმოიდგინეთ, რომ ზიხართ თქვენთვის, ან მუშაობთ ან რაიმეს ელოდებით. ამ დროს კი გესმით საშინელი ღლაჭუნი, ტკაცუნი, თქლაფუნი და ყბების აჩქარებული მუშაობის ხმები. როგორია? პირადად მე, ისტერიკა მემართება და ტვინის უჯრედები ფუნქციონირებაზე უარს მიცხადებენ.“ ზრდილობის დეფიციტიდან ახალი ამბების კრიზისზე გადავინაცვლოთ, რომლის შესახებაც ეთნორევაზი წერს და სამართლიანადაც აღნიშნავს, რომ ღორის გრიპით დაავადებულთა რაოდენობის გარდა ქვეყანაში სხვა მოვლენებიც შეიძლება ხდებოდეს: „გასაგებია, რომ გრიპი საკმაოდ სერიოზული დაავადებაა, რომელიც შეიძლება გართულებების ფონზე ლეტალურად დასრულდეს.. ისიც გასაგებია, რომ სეზონურია და ყურადღების გამახვილებაა საჭირო, მაგრამ ზომიერება ზოგადად კარგი რამაა...“ ამდენი „წადი წადი“–ს გადამკიდე, ქართველები ისე ვართ დანატრებულები „გთხოვ, დარჩი, არ წახვიდე“–ს მოსმენას, რომ შესაძლოა ამისთვის ბლოგების ან facebook-ის ანგარიშების გაუქმება, ჯგუფიდან თავის ამოშლა, დაბადების დღის წვეულებიდან ნახევარ საათში უკან გამობრუნება და ათასი მსგავსი ხრიკი მოვიფიქროთ. ჰექსეს პოსტი „53 წამში აქედან მივდივააარ“ და სხვა პათოლოგიები“– ც სწორედ ამ ფენომენს ეხება და მისი მიზეზების ახსნას ცდილობს: „უპრიანი იქნებოდა დეპრესიისა და შეიზოფრენიის ყოველ მეათე გამოვლენისას ვინმეს დაეპოსტა: " იმის იქით წასულხარო" მაგრამ ჩვენ ხომ კეთილები ვართ?“ ამასობაში სადმე წასვლა თუ არ გადაწყვიტეთ, შეგიძლიათ „მოზმუილე“ ბლოგზეც შეიხედოთ და მსოფლიოს კეთილი ნების ერებისადმი ჩინელი ხალხის მიმართვა წაიკითხოთ. მოდელირებული პოსტი დიდ დროს არ წაგართმევთ და თან იმდენად საჭირბოროტო შეკითხვით მთავრდება, რომ ვინძლო ჩინელებისადმი სიბრალულის გრძნობაც კი გაგიჩინოთ. ძნელად მოსანელებელი პოსტები ქართულ სუფრაზე ქალების სადღეგრძელოს ხან სკამზე შემდგარნი სვამენ, ხანაც დაჩოქილები. თუმცა, ღვინო ისეთი მაწაკი სითხეა, სახლში მისულ კაცებს არათუ ამ სადღეგრძელოს პათოსს, იმასაც კი ავიწყებს, ცოლს ერთ დროს სამარადისო ბედნიერება და ერთგულება რომ შეჰფიცა. მათი ნაწილი კი ერთი–ორს ისეთს წამოუთაქებს მეუღლეს, როგორც „ჭეშმარიტ, ქართველ მამაკაცს შეჰფერის“. ლაშა ქავთარაძე ამ ფაქტს ირონიულად „ქალის/ოჯახის სიყვარულის ნიჭს“ უწოდებს და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ გამოდის: „ახლა მითხარით რაში გამოიხატება ქართული ოჯახის სიყვარული? ქალის ცემაში? ბავშვების დედის გინებასა და რტყმაში ? ჩალურჯებული ადგილების სიმრავლეში ბებიის, დედის, ცოლისა და დის სხეულზე?“ „მოძრაობის შეზღუდვის მქონე პირებზე“ წერს ტომი პოსტში „მშმპ და ჩვენი ინვალიდი აზროვნება“, ამ კუთხით (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გადაადგილების სიმარტივე ქალაქში) თბილისს ბერლინს ადარებს და ქართველებისათვის არასახარბიელო დასკვნაც გამოაქვს: „და რა უნდა გააკეთოს რომ მიღებული იყოს სოციუმის მიერ და არ ესმოდეს არაფრისმომცემი გულისამრევი ფრაზები და ეპითეტები, წიპა: "საწყალი"," დედა ნწნწ", "უი უი", "დედა შვილო რას გამწარდებოდა" და არ დაინახოს ფსევდოსევდით აღსავსე სახეები? არადა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირობა მაინცდამაინც გენეტიკური არ არის, რაც იმას ნიშნავს რომ ერთ დღეს შეიძლება მე, შენ, შენ ან კიდევ რომელიღაც შენ აღმოვჩნდეთ მშმპ-შშმპ- თუ მაგალითად დილას გასვლისას აგური დაგვეცა ან ავარიაში მოვყევით (არ ვიწყევლები, ჯვარიც გწერიათ, ყურანის მადლიც შეგეწიოთ და ბუდამაც გადაგაფაროთ თავისი კალთა- ვისაც რისი გწამთ იმის მიხედვით)“ ბოლოს კი, შეგიძლიათ მოხეტიალე ჟურნალისტის ბლოგზეც შეიხედოთ (შეეხეტოთ) და თავში ნახსენები მაღალი თანამდებობის პირის სამსახიობო მონაცემებში კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ. პოსტში პრეზიდენტი და კიტრის მჟავე იმ სიუჟეტების „ბნელი მხარეა“ ასახული, რომელიც „ყველაფერი კარგად არის“ პათოსითაა აღსავსე და რომელსაც ზეპური მედიასაშუალებები გვიჩვენებენ: ერთ-ერთი ქალბატონი დაცვას გამოუსხლტა და კარებში შემოვიდა. - ბატონო პრეზიდენტო! ერთი წუთით მომისმინეთ - იკივლა ქალმა. მიშა შეცბა. არ ელოდა. ნათია ბანძელაძემ თავისთვის ჩაილაპარაკა: "ეს ვინ გაიჩითა ტო". პ.ს: ისე, გადაწყვეტილების შეცვლა არასოდეს არის გვიანი. რონალდ რეიგანი სულ პრეზიდენტი კი არ ყოფილა, მსახიობობით დაიწყო... სრული ინფო(netgazeti.ge)
  23. სანამ რომელიმე ხელოვანი ქმნის ახალ სამყაროს და რეალობას, ამ დროს სხვები ტკბებიან ამ პლანეტის სილამაზით. მაგალითად ფოტოგრაფის Edmondo Senatore-ს მუშაობით და დიდებული უნარით უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ. მისი ფოტოები- ეს არამხოლოდ ფოტო, არამედ რეალური ფოტო- ნახატია!ედმონდო სენატორი მუშაობს რომში, ფინანსურ კონსულტანტად, ფოტოების გადაღება კი მისი ჰობია, რაც ძალიან კარგად გამოსდის.ის ძირითადად პეიზაჟებს უღებს ფოტოებს, მაგრამ როგორც ამბობენ, ნიჭიერი ... View ucnauri.com
  24. ამერიკელი მეცნიერების უახლესი კვლევების მიხედვით თაფლი შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ანტიოქსიდანტები ორგანიზმის ჯანმრთელობაში გადამწყვეტ როლს თამაშობენ. ანტიოქსიდანტი არის მოლეკულათა ჯგუფი, რომელიც ხელს უშლის ან ანელებს სხვა მოლეკულების დაჟანგვის პროცესს. ორგანიზმში ჟანგვითი პროცესები ბუნებრივი სასიცოცხლო აუცილებლობაა, თუმცა ამ პროცესს თან ახლავს ე.წ. ”თავისუფალი რადიკალების” წარმოქმნა. თავისუფალი რადიკალი არის მაღალი აქტივობის დესტრუქციული ... View ucnauri.com
  25. Bovey Lee – ფილადელფიელი მხატვარია.. იგი ხელით ხატავს ქაღალდზე და.. გაგრძელებაში P. S. და რაც მთავარია.. არანაირი ლაზერი! წყარო: journal.top100.ge View ucnauri.com
×
×
  • შექმენი...