planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ეგვიპტის პრეზიდენტი გადადგა. ამის შესახებ ეგვიპტის ვიცე პრეზიდენტმა ომარ სულეიმანმა ამ წუთებში "ალ ჯაზირას" ეთერში განაცხადა. ქაიროს ქუჩები გამარჯვების ყიჟინამ მოიცვა. მიუხედავად ამისა, ეგვიპტის 10-ზე მეტ ქალაქში დაძაბულობა პიკს აღწევს. ანტისამთავრობო დემონსტრაციების მონაწილეებმა ეგვიპტის ქალაქებში იერიშები უკვე მიიტანეს სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულებებსა და პოლიციის განყოფილებებზე. „ბი-ბი-სი“ იტყობინება, რომ შეიარაღებული ადამიანები თავს დაესხნენ პოლიციის განყოფილებას ეგვიპტის ქალაქ არიშში(Arish). დაშავებულთა შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. ონლაინ აქტივისტები ტვიტერზე ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ეგვიპტის ქალაქ ასუტში (Asuit) შეტაკებების შედეგად ერთი დემონსტრანტი დაიღუპა, ათეულობით კი დაშავდა. ანტისახელისუფლებო აქციის მონაწილეებმა უკვე დაარბიეს მმართველი ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის ოფისი. თავად მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა კი გადადგომის შესახებ "ბი-ბი-სის" ეთერში განაცხადა. ტელეკომპანია „ალ ჯაზირას“ ინფორმაციით კი, სამხრეთ სინაიში პოლიციის განყოფილებაზე იერიში მიიტანა ათასამდე ადამიანმა. არიან დაშავებულები. შეტაკების ადგილისკენ დამატებით ათასობით ადამიანი გაემართა, იტყობინება ტელეარხი. ეგვიპტეში აქამდე აკრძალული პარტია „მუსლიმთა საძმო“ ვებგევრდზე აქვეყნებს ინფორმაციას, რომ შვეიცარულმა ბანკებმა მუბარაქისა და 20-მდე ოფიციალური პირის საბანკო ანგარიშები გაყინა. თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით სხვა წყაროებით არ დასტურდება. დემონსტრანტებმა ალყაში მოაქციეს ქალაქ სუეცში არსებული ყველა სამთავრობო დაწესებულება. ეგვიპტის ფინასთა მინისტრის თქმით, მიუხედავად ქალაქში არსებული დაძაბულობისა, სუეცის არხი ჯერ კიდევ ღია რჩება. დედაქალაქ ქაიროში პროტესტის ეპიცენტრმა ტაჰრირის მოედნიდან ქალაქის სხვადასხვა ნაწილში გადაინაცვლა. ათასობით ადამიანია თავშეყრილი ეგვიპტის სახელმწიფო ტელეარხ „Nile Tv-ის“ შენობასთან. ისინი ტელეკომპანიისგან მაუწყებლობის დაუყონებლივ შეწყვეტას მოითხოვენ. ტელეარხის შენობას არმია ტანკებით იცავს. შენობის აივნებზე კი სნაიპერები არიან განთავსებული. ათიათასობით ადამიანი მიემართება ქაიროში, პრეზიდენტის რეზიდენციისკენ. დემონსტრაციის ერთ-ერთი მონაწილე ტვიტერზე წერს, რომ რეზიდენციიდან ერთ კილომეტრში გზა სამხედრო ტექნიკას აქვს გადაკეტილი და მათ საშუალება არა აქვთ, პრეზიდენტის სასახლეს მიუახლოვდნენ. ინტერნეტ გამოცემა Ahram Online წერს, რომ ქალაქ სოჰაში (Sohag) პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ გაზი და ცეცხლასროლი იარაღი გამოიყენა. პოლიციასთან შეტაკების დროს კი 4 ადამიანი დაიღუპა. შეტაკებები ამ წუთებშიც გრძელდება. ეგვიპტის პრეზიდენტი ოჯახთან ერთად ამჟამად საკურორტო ქალაქ შარმელ შეიხში იმყოფება. "ალ არაბიას" ინფორმაციით, ეგვიპტის ქალაქებში საერთო ჯამში 20 მილიონამდე ადამიანია გამოსული. /get_img?NrArticle=4562&NrImage=202 ფოტო: http://english.ahram.org.eg სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://cache3.asset-cache.net/xc/108999188.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E646D9C3AA055564D25F5586DE9F8CC9B415969DC6C2EC0062 გთავაზობთ წითლების ვარჯიშის ფოტოებს უიგანთან გასამართი მატჩის წინ. http://cache1.asset-cache.net/xc/108999936.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E637A83927E1C3DAEF5F5586DE9F8CC9B4DD9301844D0D5408 http://cache2.asset-cache.net/xc/108999844.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E60816CFA17641C0365F5586DE9F8CC9B46F19068D7CBC5092 http://cache1.asset-cache.net/xc/108999451.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6EB9DA3A5DA78FF625F5586DE9F8CC9B495D651B3F9883D9E http://cache3.asset-cache.net/xc/108999255.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6C45E7B25C8DB0B645F5586DE9F8CC9B4176A1B6AF96D00A5 http://a.pix.ge/k/qxsy6.jpg http://a.pix.ge/a/77lm8.jpg http://a.pix.ge/s/rq7uv.jpg http://b.pix.ge/h/ueyps.jpg http://a.pix.ge/m/g8wen.jpg http://b.pix.ge/f/wwsok.jpg http://a.pix.ge/c/mxelx.jpg http://b.pix.ge/r/5gl9l.jpg http://b.pix.ge/w/azc7i.jpg http://b.pix.ge/h/2yclk.jpg http://b.pix.ge/n/zba86.jpg http://b.pix.ge/i/dq5vt.jpg http://a.pix.ge/l/ts8js.jpg http://b.pix.ge/a/o6grv.jpg http://a.pix.ge/n/8qp8m.jpg http://a.pix.ge/n/vnyjq.jpg http://a.pix.ge/p/pi2vr.jpg http://b.pix.ge/k/9bcs0.jpg http://b.pix.ge/j/6eev3.jpg http://b.pix.ge/v/k6szn.jpg http://a.pix.ge/w/sawz0.jpg http://a.pix.ge/k/4er6h.jpg View the full article
-
View the full article საყვარელიძემ არაო, აქ არ მოხდებაო პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე პოსტსაბჭოთა სივრცეში ეგვიპტეს მოვლენების განმეორებას არ ელის. როგორც "პირWელს" საყვარელიძემ განუცხადა, "სხვადასხვა ფაქტორის გამო იმ რეგიონში ნებისმიერი ცვლილება შესაძლოა, დასავლეთის ყურადღების ცენტრში მოექცეს, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, იგივე დამოკიდებულება პოსტ-საბჭოთა ქვეყნების მიმართ გამოვლინდეს". "არა მგონია, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მოვლენები ეგვიპტეს მსგავსად განვითარდეს. რამდენადაც შევამჩნიე, ეგვიპტესა და ტუნისში ცხოვრების დონე საკმაოდ მაღალი იყო ამ საკითხის არა იმდენად ეკონომიკური, რამდენადაც ინტელექტუალური გაგებით. ვგულისხმობ ორივე ქვეყანაში საკმაოდ მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, პოლიტიკურად და ინტელექტუალურად აქტიურმა შრემ კი შეიძლება, დასავლეთის მხარდაჭერა იპოვოს. მეტიც, ამ მხარდაჭერას ჩვენ უკვე ვხედავთ. ამმხრივ პოსტსაბჭოთა სივრცეში ვითარება განსხვავებულია. შესაბამისად, მეეჭვება, ეს დამოკიდებულება პოსტსაბჭოთა სივრცისადმი გამოვლინდეს. ამავდროულად, ის პრობლემები, რომლებიც ამ ქვეყნებში იყო, როგორც ჩანს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის და განსაკუთრებით რუსეთისთვის აქტუალური არ არის. რაც მთავარია, დასავლეთი იმ რეგიონიდან საფრთხეს ელოდება და ამდენად, ნებისმიერი ცვლილება მის ყურადღებას უფრო იქცევს", - განაცხადა საყვარელიძემ. შეგახსენებთ, რომ ეგვიპტეში ხელისუფლებისა და ქვეყნის პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის გადადგომის მოთხოვნით რამდენიმე კვირის წინ დაწყებული საპროტესტო აქციები დღემდე გრძელდება. ამ ხსნის განმავლობაში არაერთი შეტაკება მოხდა, რასაც 300-ზე მეტი აამიანის სიცოცხლე შეეწირა.
-
http://b.pix.ge/x/3di0p.jpg ლივერპულის ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად, როგორც იქნა “წითლები” და დერბის წარმომადგენლები ერთმანეთში შეთანხმდნენ დანიელ აიალასთან დაკავშირებით. ახალგაზრდა მცველი დერბის რიგებში სეზონის ბოლომდე ითამაშებს. 20 წლის ესპანელი ცენტრალური მცველი საკამოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს მიმდინარე სეზონში. აიალამ ლივერპულის რიგებს 2007 წლის სექტემბერს სევილიას რიგებიდან მიაშურა, გასულ სეზონში მან ძირითად გუნდში 5 მატჩის ჩატარება მოასწრო, მათ შორის სტოუკთან და ბარნლისთან გამარჯვებაში გუნდს საკუთარი წვლილი შემატა. აიალამ 2010-11 წლის სეზონის პირველი ნახევარი ჰალ სიტის რიგებში გაატარა. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/qartuli-partia-150x150.jpgხარაგაულში “ქართული პარტიის” რაიონული ოფისი გაიხსნა. ოფისის გახსნის ღონისძიებას პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, დასავლეთ საქართველოს რაიონული ორგანიზაციების კოორდინატორი ირაკლი დოლაბერიძე და აქტივისტები ესწრებოდნენ. ხარაგაულის ორგანიზაციის ოფისის გახსნისთანავე საინიციატივო ჯგუფმა, რომელსაც მარინა ჭიპაშვილი უხელმძღვანელებს, “ქართულ პარტიაში” გაწევრიანების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. საინიციატივო ჯგუფი მოამზადებს “ქართული პარტიის” ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციას, რომლის დელეგატებიც მარტში პარტიის რაიონულ ლიდერს აირჩევენ. იხილეთ epn.ge
-
http://b.pix.ge/u/5e78n.jpg ჯონჯო შელვი ამბობს, რომ მას დიდი სურვილი აქვს მალე განაახლოს ვარჯიში და რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს გუნდს. გუშინ, მერსისაიდელმა ექიმებმა , ახალგაზრდა ნახევარმცველს დაუდგინეს გულდასაწყვეტი დიაგნოზი, მუხლის ტრამვის გამო იგი ვერ შეძლებს მოედანზე გამოსვლას 3 თვის განმავლობაში , მაგრამ ჯონჯო არ კარგავს იმედებს და თავის მომავალს ნათელ ფერებში ხედავს. “მინდა, რაც შეიძლება მალე მოვიშორო ყოველგვარი პრობლემა და დავბრუნდე კლუბში სავარჯიშოდ”-ამბობს შელვი. ”მე დიდ სიამოვნებას ვიღებდი, როდესაც თვალყურს ვადევნებდი ამ სეზონის მთავარი კლუბის თამაშებს, მაგრამ კენი დაგლიშთან ერთად მუშაობა- ეს სულ სხვა სიამოვნებაა ჩემთვის.” ” ლივერპული გაძლიერდა არა მხოლოდ თამაშით, არამედ მორალურადაც, რასაც ბოლო ხანს ჩატარებული შეხვედრებიც ადასტურებს. დარწმუნებული ვარ, რომ ერთი-ორი თვის წინათ, არავის სჯეროდა იმის, რომ ლივერპული ჩელსის თავისივე სტადიონზე “სტემფორდ ბრიჯზე” დაამარცხებდა.” ” კენის წყალობით, კლუბი ბევრად გაუმჯობესდა. მართალია მე ვერ მოვახერხე თამაში ტრამვის გამო, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვიყავი რომ ბიჭებმა ამხელა გამარჯვება მოიპოვეს”. ახალგაზრდა ინგლისელი ნახევარმცველი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მისი ტრამვის შესახებ გახდა ცნობილი, შელვის მოსანახულებლად მივიდნენ ლივერპულის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები, მათ შორის ჯეიმ კარაგერიც. კენი დაგლიშის გამოჩენის შემდეგ, ახალგაზრდა ნახევარმცველი ხშირად ვარჯიშობდა პირველ გუნდთან ერთად. ის ამბობს: “ძალიან სასიამოვნოა, როდესაც შენ გამჩნევენ ისეთი ადამიანები, როგორიცააა კენი დალგლიში. რათქმაუნდა ეს ჩემთვის დიდი პატივია. ძალიან ბედნიერი ვარ , ასევე ჩემი ოჯახიც.” “როდესაც კენი გახდა კლუბის მენეჯერი, მან მითხრა, რომ უნდა გავაგრძელო იმის კეთება, რასაც ყოველთვის ვაკეთებ. ის დამპირდა, რომ განიხილავს ჩემ კანდიდატურას. ალბათ, რათქმა უნდა დამეთანხმებით, რომ ეს ყველა ფეხბურთელისათვის დიდი სტიმულია.” ” აღფრთოვანებული დავრჩი მერსისეიდულ დერბთან თამაშისას, სადაც იყო ფანტასტიკური ატმოსფერო, რომელიც არასდროს დამავიწყდება” - განაცხადა ჯონჯო შელვიმ. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/al_ahram_newspaper1.jpgეგვიპტეში სამთავრობო მედიასაშუალებები ხელისუფლების მისამართით კრიტიკას აძლიერებენ და პროტესტანტების მიმართ სიმპათიას გამოხატავენ. ფრანგული ტელეარხის მიერ გავრცელებული რეპორტაჟში ნათქვამია, რომ სახელისუფლო არხები კრიტიკას აძლიერებენ ხელისუფლების მისამართით. ეს ტონი ჯერ არ შეიძლება ჩაითვალოს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის სინონიმად, თუმცა სტატიებისა და რეპორტაჟების ტონალობა ყოველდღიურად იცვლება. “პირველი ათი დღე ეგვიპტის მედია სამარცხვინო იყო, თითქოს სხვა პლანეტაზე იყვნენ”, – წერს ქაიროში ამერიკის მედიაუნივერსიტეტის წარმომადგენელი რაშა აბდული. უცხოური მედიასაშუალებების ინფორმაციით, ოთხი სამთავრობო გაზეთიდან ერთ-ერთში მთავარი რედაქტორის გადადგომას ითხოვენ. სამშაბათიდან მოყოლებული ჟურნალისტები ოფისში რედაქტორის კაბინეტთან აქციებს აწყობენ; მეორე მსხვილ სამთავრობო გამოცემაშიც იგივე ხდება. ასევე, ვითარება იძაბება გაზეთ ~ალ ახრამშიც~, თანამშრომლების გაფიცვის შემდეგ, გამოცემის მთავარმა რედაქტორმა დამოკიდებულება შეიცვალა და ხელისუფლებას სიტუაციის შეცვლისკენ მოუწოდა. იხილეთ epn.ge
-
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე თავისი ყოველწლიური გამოსვლის პირველი ნაწილი ეკონომიკის საკითხებს დაუთმო. პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკამ უნდა იმუშაოს მონოპოლიების გარეშე, საჭიროა ეკონომიკის სრული გახსნილობა. თუ ეკონომიკა მონოპოლიებითაა ჩაკეტილი, ის ვერ განვითარდება. პრეზიდენტის განცხადებით, საჭიროა ბიუროკრატიული ინსტიტუტების შემცირება, რათა არ მოხდეს ბუნებრივი მონოპოლიების შექმნა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „მსოფლიო ბანკის“ კვლევის თანახმად, საქარველოს ეკონომიკის ყველა სექტორი გახსნილია და არ არსებობს მონოპოლიები და ოლიგოპოლიები. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოება ინფლაციისგან დაიცვას: "გარდა სწორად გათვლილი მონეტარული პოლიტიკისა, ინფლაციის შესაჩერებლად იწყება ვაუჩერების დარიგება," – განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, ფასების ზრდამ მთელი სამყარო მოიცვა: "ბევრგან გაცილებით მძიმე შედეგებია, თუმცა, მრავალთვიანი ეკონომიკური კრიზისი დრამატულად ვითარდება საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის, ეს გლობალური პრობლემა ადგილობრივად უნდა გადავჭრათ." პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზი, მსოფლიოში არსებულ ვითარებასთან ერთად, შიდა პრობლემებიცაა. შიდა პრობლებში პრეზიდენტმა ძირითად მიზეზად ადგილობრივი წარმოების სისუსტე დაასახელა. პრეზიდენტმა ქვეყანაში არსებული ინფლაციის პრევენციის ორი გზა დაასახელა: პირველი შეეხება მოსახლეობისათვის ერთჯერადი ვაუჩერების დარიგებას, ხოლო მეორე – ეკონომიკაში მეტი თანხების დაბანდებას. ეკონომიკის პრიორიტეტად კი მან სოფლის მეურნეობა და ტურიზმი დაასახელა. პრეზიდენტის განცხადებით, ინფლაციის პერევენციის მიმართულებით განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა. პრეზიდენტმა ამ მხრივ ერთ-ერთ მთავარ ინიციატივად დაასახელა მარცვლეულის წარმოების ინტენსიფიკაციის პროგრამა. პრეზიდენტის განცხადებით, პროგრამის ამოქმედების შედეგად მაღალმოსავლიანი სიმინდისა და ხორბლის თესლი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, ხოლო შენაძენის დაფარვა მსურველებს 7 თვის განმავლობაში შეეძლებათ. პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული პროგრამის ამოქმედების შედეგად ხორბლის წარმოება გაიზრდება და შეამცირებს საქართველოს დამოკიდებულებას მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასებზე. პრეზიდენტმა სოფლის მეურენეობის სფეროში სასაწყობო მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების ამოქმედებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ლოგისტიკური ცენტრები ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტრანსპორტირებას სხვადასხვა საერთაშორისო ბაზრებზე და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ფერმერსა და ექსპორტიორს შორის ინფორმაციის გაცვლის მიმართულებითაც. პრეზიდენტის განცხადებით, ჯამში, 150 მილიონი ლარით გაიზრდება სოფლის მეურნებობის დაფინანსება, აღნიშნული თანხიდან მნიშვნელოვანი ნაწილი ახალი გადამამუშავებელი ქარხნების შექმნას მოხმარდება. პრეზიდენტის თქმით, 2015 წლისთვის სოფლის მეურნებიდან მიღებული შემოსავალი არსებულ მაჩვენებელთან შედარებით იქნება მინიმუმ გაორმაგებული, ისევე როგორც გაორმაგდება სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი. „მოსახლეობის 70%-ზე მეტი იქნება გაზიფიცირებული, 24– საათიანი წყალმომარაგება იქნება ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, ფოთში, ქუთაისში, ბორჯომში და ყველა დიდ ქალაქში, გაკეთდება თანამედროვე კანალიზაცია და წყალსადენები" – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტი საქართველოში ტურიზმის განვითარების საკითხსაც შეეხო: "ტურიზმს შეუძლია ყველაზე მოკლე ვადებში გამოაცოცხლოს ეკონომიკა, ტურისტულ ზონებში ხორციელდება პროგრესი კერძო სექტორთან ერთად, კეთდება ახალი კურორტები, ხდება ინვესტიციების სტიმულირება, ვაშენებთ ახალ ქალაქებს, სათხილამურო ზონას, 20-მდე სასრტუმრო შენდება ქობულეთში, 15 – ანაკლიაში, რამდენიმე ათეული – მესტიაში, ტურიზმის სექტორში შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები". რაც შეეხება ენერგეტიკის სექტორს, პრეზიდენტის თქმით, 2015 წლისთვის კიდევ 17 ჰესი იქნება საქართველოში, დამატებით 13 მშენებარე ჰესი. "ჩვენი მიზანია, აგრეთვე, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მოპოვება, ნავთობის გადამუშავება არ ხდება და იგი იმპორტირებულია, რაც ნეგატიურად მოქმედებს ფასებზე და ამიტომ ვიწყებთ ნავთობგამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას. ნავთობს გავიტანთ ექსპორტზე და დავასტაბილურებთ ფასებს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში გაფორმების ეკონომიკური ზონების გახსნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთ ზონას მალე ფოთშიც გახსნის. მისი თქმით, მთავრობის ახალი ეკონომიკური კურსი ემსახურება უკეთესი ბიზნეს-კლიმატის შექმნას. „ყველაზე ცუდი უსამართლობის განცდაა, რომელიც არც ერთ მეწარმეს არ უნდა გააჩნდეს, ბიზნესმა უნდა შეინარჩუნოს გადარჩენის შანსი, სწორედ ესაა მთავარი გამოწვევა ჩვენი გუნდის, მეწარმე უნდა იყოს ოპტიმისტი, რათა მოახდინოს ინვესტირება, ჩადოს ფული სხვადასხვა საქმეში და შექმნას ახალი სამუშაო ადგილები. ახალი კურსი საჭიროებს ცვლილებებს კანონმდებლობაში. საგადასახადო კოდექსი ერთი თვეა, რაც შეიქმნა, რომლის უმთავრესი ღირსებაა ის, რომ ამცირებს სახელმწიფო ადმინისტრირების წნეხს ბიზნესზე, ყველა ახალ ღირსებასთან ერთად აყალიბებს სისტემას, რომელიც გამორიცხავს საგადასახადო კოდექსის ორმაგი ინტერპრეტაციის საფრთხეს.“ გარდა ამისა, პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ 2013 წლისთვის იქნება 100 ახალი საავადმყოფო და დაზღვეული მოქალაქეების რაოდენობა 2 მილიონნახევარს მიაღწევს. პრეზიდენტის განცხადებით, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები უნდა ჰქონდეს გაფორმებული ევროკავშირთან და აშშ-სთან. პრეზიდენტის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებების ამოქმედება კიდევ უფრო მეტად განავითარებს ეკონომიკას, გაზრდის ექსპორტს და 2015 წლისთვის გააორმაგებს ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტს. მისი თქმით, ქვეყნის პრიორიტეტია, რომ პროდუქციის გასაღების ბაზრების დივერსიფიკაცია მოახდინოს და, შესაბამისად, გაზარდოს საექსპორტო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა. პრეზიდენტის თქმით, 2015 წელს ბიუჯეტი იქნება გაორმაგებული, ხელფასები საშუალოდ 50 პროცენტით გაიზრდება, უმუშევრობა ორჯერ შემცირდება და საქართველოში იქნება ევროპის ყველაზე მზარდი ეკონომიკა. საქართველოს პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა განათლების სფეროში სამთავრობო რეფორმების შესახებ. „ჩვენ გვყავს წარმოუდგნელი ინტელექტუალური ახალგაზრდობა. ძალიან კარგი რამე გააკეთა ეროვნულმა გამოცდებმა ამ მხრივ: ადამიანი არის ნიჭიერი, აბარებს უნივერსიტეტში. მორჩა ნათესაობა, უბნელობა. ეს არის ძალიან დიდი ფსიქოლოგიური გარდატეხა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ეკონომიკური წარმატების საწინდარი უნდა იყოს მაღალტექნოლოგიური წარმოების განვითარება: „ჩვენ საქართველო უნდა ვაქციოთ ახალი ტექნოლოგიური წარმოების ცენტრად. პირველი ქათული კომპიუტერული წარმოება ამუშავდება მალე. საქართველო ევროპაში იქნება მესამე ქვეყანა, სადაც „ინტელის“ ქარხანა ამუშავდება. ქარხანაში იმუშავებენ ქართველი სპეციალისტები.“სააკაშვილმა პირველკლასელებისთვის ნეთბუკებით სწავლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა:„ჩვენ დავიწყეთ პირველკლასელებისთვის კომპიუტერების დარიგება, და თუმცა, ბევრს ლაპარაკობენ, რომ ბავშვებს მხედველობა გაუფუჭდება, გამოჩლუნგდებიან, ხერხემალი გაეღუნებათ, ეს მტკნარი სიცრუე და სისულელეა. მე მართლა ვფიქრობ, რომ საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში უკვე უკირკიტებენ ამ კომპიუტერებს ბავშვები, რომლებიც მომავალში მსოფლიოს ბილ გეითსებად, სტივ ჯობსებად და მარკ ცუკერბერგებად ან ცუკერბერგიშვილებად მოევლინებიან“.სააკაშვილის თქმით, 2015 წლისთვის საქართველოს ყველა სკოლა შვეციის და ჰოლანდიიის სკოლების შესაბამისი იქნება, თავისი აღჭურვილობით, ინტერნეტით. "2015 წლისთვის ინტერნეტი ყველა ოჯახისთვის ხელმისაწვდომი იქნება. ქართველმა ხალხმა გლობალური მასშტაბის განათლება უნდა მიიღოს. ეს აუცილებელია პროგრესისთვის. ამისთვის, ასევე, აუცილებელია საერთაშორისო ენების, ინგლისური ენის ცოდნა. თუმცა წავახალისებთ სხვა ენების ცოდნასაც, ევროპულ და აზიური ენებს. ასეულობით ინგლისური ენის მასწავლებელს მინდა მივესალმო აქედან, რომლებიც ქართველ ბავშვებს მსოფლიოსკენ უხსნიან გზას. შარშან სპეციალური სახელმწიფო პროგრამა შეიქმნა, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას გულისხმობს. თანაბარი შესაძლებელობები უნდა ჰქონდეს ყველას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საქართველო ახლა „იმპერიის მილევის პერიოდში“ იმყოფება. "ჩვენი მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება გვასწავლის, როდის არის იმპერიის არსებობის პერიოდი და მისი მილევის პერიოდი. ახლა ჩვენ ვიმყოფებით მისი მილევის პერიოდში და უნდა ვიყოთ განსაკუთრებულად მობილიზებულები ამისთვის. იმპერიული აზროვნებისთვის დაბალი თვითშეფასება, არასრულფასოვანების კომპლექსი, ფობიებია დამახასიათებელი, აქედან უნდა გამოვიდეთ საბოლოოდ. უნდა ვისწრაფოდეთ მოდერნიზაციისკენ. საქართველოში უკვე ვერასდროს დაბრუნდება ქურდული გაგება, კორუფცია. საქართველო ღირსეულ ადგილს დაიმკვირდებს მსოფლიოში. იმპერიას აქ აღარ გააჩნია არსებობის პერსპექტივა", –განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ეჭვიანობის ნიადაგზე 29 წლის კაპრალი, ქეთი კახნიაშვილი მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილია ჯონი ქოჩხიანი, რომელმაც მკვლელობის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა. იგი, ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი. მკვლელობის მოტივად ეჭვიანობა სახელდება. გარდაცვლილის ნათესავების თქმით, ჯონი ქოჩხიანი წლების განმავლობაში, ქეთი კახნიაშვილს ცოლობას სთხოვდა, თუმცა უარს ღებულობდა. გუშინ, ღამით მისულმა ქეთი კახნიაშვილს უთხრა, რომ ცოლად თუ არ გაყვებოდა მასაც მოკლავდა და თავსაც მოიკლავდა. ნათესავების თქმით, ქოჩხიანს ეუბნებოდნენ, რომ კახნიაშვილს საქმრო ჰყავდა და თავი დაენებებინა. ქეთი კახნიაშვილი კოჯრის ბატალიონში კაპრალი იყო. იგი 7 თვე ერაყშიც მსახურობდა. გარდაცვლილი კარალეთში, საკუთარ სახლშია გადასვენებული. იხილეთ epn.ge
-
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 1.7735 ლარის ნიშნულზე გამყარდა. შესაბამისად, ხვალ ძალაში შევა ოფიციალური გაცვლითი კურსი – 1 აშშ დოლარი 1. 7735 ლარი. ასევე, ლარი გამყარდა ევროსთან მიმართებაშიც 1 ევრო – 2.3978 ლარი. დღევანდელი კურსით, 1 აშშ დოლარი 1.7798 ლარად, ხოლო 1 ევროს ყიდვა 2.4289 ლარად იყო შესაძლებელი. რაც შეეხება რუსულ რუბლს, 1 რუბლი, ხვალ დაახლოებით 6 თეთრი, ზუსტად კი – 0.060488 ლარი ეღირება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/02/image0011-150x150.jpg“ავერსის” საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლები 10 თებერვალს რუსთავში მოხუცებულთა თავშესაფარს ესტუმრნენ. ფონდის ხელმძღვანელის ქეთევან ნემსაძის თქმით, ფარმაცევტული კომპანია “ავერსი” ამ თავშესაფარში მცხოვრებთ საჭირო მედიკამენტებით მუდმივად ამარაგებდა და პანსიონატის ბენეფიციარების მედიკამენტებით უზრუნველყოფაზე ამჯერად უკვე “ავერსის” საქველმოქმედო ფონდი იზრუნებს. პანსიონატი 1992 წლიდან ფუნქციონირებს და აქ ამჟამად 28 ბენეფიციარია. მოხუცები ყოფილ ბაგა-ბაღის შენობაში ცხოვრობენ. მათზე პანსიონატის დამფუძნებელი ქალბატონი ნელი დარაშვილი და ორი მომვლელი ქალბატონი ზრუნავენ. აქ მძიმე ავადმყოფებიც არიან და სამუდამოდ ლოგინს მიჯაჭვულებიც, რომლებსაც არც მოძრაობა შეუძლიათ და მითუმეტეს, არც საკუთარ თავზე ზრუნვა. პანსიონატის ერთადერთი შემოსავალი კი მოხუცების პენსია და ქველმოქმედი ადამიანების შემოწირულობებია. “ავერსის” წარმომადგენლები პირველად რომ მოვიდნენ, პროდუქტები მოგვიტანეს, შემდეგ დაათვალიერეს ჩვენი თავშესაფარი, დეტალურად გამოგვკითხეს, რა გვჭირდებოდა და მას შემდეგ მედიკამენტებით მუდმივად გვამარაგებენ. წამლები და ყურადღება ჩვენი მოხუცებისთვის მართლაც ფასდაუდებელია. დიდი მადლობა ამხელა მადლისთვის კომპანია “ავერსს”, რომლის ქველმოქმედებაც საქვეყნოდ არის ცნობილი” _ აღნიშნა ქალბატონმა ნელიმ. თავშესაფარში მცხოვრებთა უმეტესობას ოჯახი არ აქვს, მათ კი, ვისაც შვილები და შვილიშვილებიც ჰყავთ, იშვიათად ინახულებენ ხოლმე. ქალბატონი ნელი კი მათთვის შვილივით არის, ახალი წელი საკუთარ ოჯახში უკანასკნელად როდის აღნიშნა აღარც ახსოვს, რადგან უმწეო მოხუცები, მისი ცხოვრების უმთავრესი საზრუნავი და საფიქრალია. თუმცა როგორც თავად აღნიშნავს, მათდამი დიდი სიყვარულის მიუხედავად, ყველაფერს ვერ გასწვდებოდა, რომ არა ისეთი კეთილი და ღვთისნიერი ადამიანები, როგორიც “ავერსის” დამფუძნებელი ბატონი პაატა კურტანიძე გახლავთ. სწორედ მათი დახმარებით და უფლის წყალობით არ აკლიათ მოხუცებს ოჯახური სითბო და მზრუნველობა. იხილეთ epn.ge