planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ზუგდიდში შესაძლოა “მძღოლთა ნაციონალური მოძრაობა” ჩამოყალიბდეს. ყოველ შემთხვევაში, ამის წინაპირობა უკვე არსებობს. არავის უნდა გაუკვირდეს, თუ ახლო მომავალში მიკროავტობუსის ან ტაქსის მძღოლი ავტომანქანაში ჩაჯდომამდე “კლიენტს” დეტექტორზე გაატარებს. იღბლიან მგზავრებში კი მხოლოდ “ნაცმოძრაობაზე” აცრილები აღმოჩნდებიან. გაზიარება [ნანა ფაჟავა. 15:24 06-02-2011] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TU6EmoYUdAI/AAAAAAAAEZk/mpE52WjIOdA/s200/20467_1154877323513_1575116286_30338628_4761015_n.jpgხუმრობა იქეთ იყოს და, თუ გაიხსენებთ, საქართველოს უახლესი წარსულის პოლიტიკურ ცხოვრებაში მძღოლი ყველაზე აქტუალური ფიგურაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა სამთავრობო ღონისძიებებზე თუ ოპოზიციის მიტინგებზე აქტივისტების გადაყვანა დიდ საჭიროებას მოითხოვს. რა თქმა უნდა, ამ დროს ხელისუფლების დაკვეთით მომუშავე მძღოლები პრობლემების გარეშე გადაადგილდებიან, მაგრამ თუ საქმე ოპოზიციის მხარდამჭერი მგზავრების გადაყვანას უკავშირდება, იქ უკვე შიშის ფაქტორი ჩნდება. სხვათა შორის, ასეთივე პრობლემის წინაშე იდგა მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც მაშინდელმა ავტოინსპექციამ წალენჯიხიდან “ვარდების რევოლუციისკენ” მიმავალ “ეკლიან” გზაზე ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების გამოყენება აუკრძალა. ცნობილი ფაქტია, რომ ამ “ცუღლუტობას” ცოტა ხანში “გაის” უფროსი ფელიქს მამფორია შეეწირა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ასეთი ქმედებისთვის პოლიციის, საპატრულო სამსახურის ან კუდის ხელმძღვანელი დაისაჯოს, მითუმეტეს, როცა შანტაჟის ფაქტის აღიარებას არცერთი მძღოლი არ შეუდგება. 29 იანვარს, ასეთი შანტაჟის მსხვერპლი ზუგდიდელი მძღოლი გია ახალაია გახდა, რომელმაც ყრილობაზე დასასწრებად დედაქალაქში მიმავალი “ქართული პარტიის” ახალგაზრდული ორგანიზაციის 20–მდე წევრი თბილისის მისადგომებთან, ავტომანქანიდან ჩამოსვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მძღოლის მობილურ ტელეფონზე რამდენიმე ზარი განხორციელდა. “ქართული პარტიის” ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, საშა მოლაშხია ამბობს, რომ მიკროავტუბუსის მძღოლს სავარაუდოდ საკუთარი ვაჟი დაემუქრა, რომელიც შს სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის წევრია. საშა მოლაშხია: “ზუგდიდიდან დილის 5 საათზე გავედით. თითქმის თბილისამდე გზა უპრობლემოდ გავიარეთ. დიღომში, “გუდვილის” მიმდებარე ტერიტორიასთან მძღოლმა მოულოდნელად გამოგვიცხადა, გზას ვეღარ გავაგრძელებ, ჩემს შვილს სამსახურიდან გაგდებით ემუქრებიანო. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა, ტაქსებში გადავჯექით. მითუმეტეს, ყრილობის დაწყებამდე ცოტა დრო რჩებოდა. ეს არის მორიგი ტერორი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. თუ ფიქრობენ, რომ ამ ქმედებით დაგვაშინებენ, შემცდარან. ამით, უფრო მეტად გავძლიერდით და პოლიტიკური ბრძოლის მეტი ჟინიც გაგვიჩნდა, ჩვენი რიგები დღითიდღე ივსება”. ინციდენტიდან რამდენიმე წუთში “პრესაგე.ტვ” მიკროავტობუსის მძღოლს დაუკავშირდა, რომელმაც მომხდარი დაადასტურა, თუმცა სატელეფონო მუქარის ავტორი არ დაასახელა. გია ახალაია, მძღოლი: “დამიქირავეს, მაგრამ არ ვიცოდი, რა საქმეზე მიდიოდნენ. მთავრობის წინააღმდეგ არ შემიძლია... არ ვერევი მე პოლიტიკაში, არაა ჩემი საქმე. არ მაწყობდა ეს ხალხი. არ ვიცოდი სად მიდიოდნენ, თორემ თავიდანვე არ ჩავისვამდი მანქანაში... გზაში მაცნობეს, რომ თურმე ოპოზიციონერები მიმყავდა...არ ვიცი, ვინ მირეკავდა...” “პრესაგე.ტვ”–ის ახალგაზრდა მგზავრებმა მოგვიანებით იმ ტელეფონის ნომერი მიაწოდეს, (877 201 996) რომლის მფლობელმაც მიკროავტობუსის მძღოლს “პოლიტიკური” გადაწყვეტილება მიაღებინა - იგი მართლაც, გია ახალაიას ვაჟი აღმოჩნდა... presage.tv http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
http://www.polity.ge/images/catalog/blog/tamta_jijavadze/baindurashvili_k_01.jpg„სავაჭროდ განკუთვნილი საქონლის შემოტანა დასაშვები იქნება მხოლოდ სატვირთო ავტოტრანსპორტის საშუალებით“. polity.ge
-
სტივ ჯობსის შესახებ პირველად უნივერსიტეტში გავიგე, ოთხმოცდაათიანი წლების მიწურულს, ინფორმატიკის ლექციებზე. ეს სახელი და გვარი მაშინ არაფერს მეუბნებოდა, არადა იმ დროს ჯობსი Apple Computer-ში ახალი დაბრუნებული იყო და დაღუპვას უნდა გადაერჩინა კომპანია, საიდანაც თორმეტი წლის წინ, დირექტორთა საბჭომ დაითხოვა იხილეთ tabula.geზე
-
იანვრის შუა რიცხვებში, სამხრეთ სუდანში რეფერენდუმი ჩატარდა. კენჭისყრაში მოსახლეობის 60%-ზე მეტი მონაწილეობდა. ამომრჩეველთა დაახლოებით 99-მა პროცენტმა ჩრდილოეთ სუდანისგან გამოყოფას და საკუთარი ქვეყნის ჩამოყალიბებას დაუჭირა მხარი. იხილეთ tabula.geზე
-
საქართველოს პრეზიდენტმა თავის არაერთ გამოსვლაში აღნიშნა, რომ ქვეყნის განვითარების მისაბაძი მოდელი – „შვეიცარია სინგაპურის ელემენტებით” – უნდა იყოს. არც ქვეყნების შერჩევა და არც მიზნის ფორმულირება შემთხვევითი არ არის. ორივე ქვეყანასთან საქართველოს რამდენიმე მსგავსება გააჩნია. იხილეთ tabula.geზე
-
მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი სამი ძველი ძიჯეი სეტი, რომელთაგან ერთის, Sun set-ის რელიზი ერთხელ უკვე მქონდა, მაგრამ დღეისათვის მისი გადმოსაწერი ლინკები მკვდარია. ამჯერად მე აღმოვაჩინე მიქსკლაუდი, სადაც ძალიან ლამაზი ფორმით შეიძლება ამ სეტების დადება და რაც მთავარია, მათი მოსმენა გადმოწერის გარეშე. მაშ ასე: 1. Dj BigCrow – Sun set მიქსკლაუდს აქვს ძალიან ლამაზი და საყვარელი პლეიერი, [...]http://stats.wordpress.com/b.gif?host=bigcrow.ge&blog=187485&post=1950&subd=bigcrow&ref=&feed=1 View the full article
-
ტომას ფლეთჩერი, რომელიც საახალწლო დღეებში მშობლიურ ნიუ კასლში გაემგზავრა, ზუგდიდში დააბრუნეს… გაზიარება [19:57 03-02-2011] http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TUrPi7ymS6I/AAAAAAAAEY8/pmFan9UMM1o/s200/fletcheri.gifმას შემდეგ რაც ზუგდიდის # 4 საჯარო სკოლის, ბრიტანელი პედაგოგის ტომას ფლეთჩერის ინტიმური ფოტოები გავრცელდა საპრეზიდენტო პროგრამა “ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად”-ს მონაწილე პედაგოგის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მთელ საქართველოში გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ ნიუ კასლელმა ფლეთჩერმა სოციალური ქსელის facebook-ის მეშვეობით, საკუთარ მოსწავლეებში გაავრცელა ფოტოსესია, სადაც მას პირში ნახევარმეტრიანი მამაკაცის სასქესო ორგანო აქვს გაჩრილი. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
მალე ევროკავშირს ”შავ სიაში” შეყვანილი საქართველოს 150 მოქალაქის გვარ-სახელი და საპასპორტო მონაცემები გადაეცემა. პრესაგე.ტვ-ის ინიციატივით კი, ამ საერთაშორისო ორგანიზაციას მედიის ერთობლივი განცხადებაც გადაეგზავნება. მიმართვაში ზუსტად იქნება აღწერილი ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ ქართული მედიასაშუალებებზე ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის ფაქტები. შეიქმნება პრეცენდენტი, როცა ყველა ერთად (და არა - ცალცალკე) ამხელს ხელისუფლებას საერთაშორისო თანამეგობრობაში. ვნახოთ, რამდენი მედიასაშუალება მოაწერს ხელს საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის მედიაომბუდსმენის ოფისში შექმნილ მიმართვას... გაზიარება [რუსიკო მუმლაძე. 19:31 03-02-2011] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TUrKC3TEYHI/AAAAAAAAEY0/gRhrTo6B9SI/s200/shavi%2Bsia.gifახლა კი იმის შესახებ, რატომ შეიქმნა ევროკავშირისთვის გადასაცემი ე.წ. ”შავი სია”. საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობამ ეს ”შავი სია” იმიტომ შეადგინა, რომ მასში შეყვანილი ადამიანები დიდი ხანია განიცდიან ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას, თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს, მაგრამ ისინი, ფაქტობრივად, დაუცველები არიან და ნებისმიერ დროს შეიძლება ”ნაცმოძრაობის” რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ. ”თუ ამ ადამიანზე სახელმწიფოს მხრიდან მოხდება ზეწოლა, ეს ფაქტი მაშინვე ეცნობება ევროკავშირს. მაგრამ მთავარი აქ ისაა, ევროკავშირი უკვე წინასწარ იქნება გაფრთხილებული, რომ ამ ადამიანზე შესაძლოა, ზეწოლა განხორციელდეს. ანუ ფაქტის მოხდენის შემდეგ არ დაიწყება რაპორტების წერა, აი, ასეთი რამ მოხდაო. როგორც წესი, ამ რაპორტების წერას ფაქტის მოხდენის შემდგომ ნაკლები ეფექტი აქვს, მაგრამ ასეთი ადამიანების სიები რომ იარსებებს, მათ თავს გადამხდარ ისტორიაზეც უფრო მეტად მოხდება ყურადღების გამახვილება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან”, - განაცხადა პრესკონფერენციაზე საერთო სახალხო მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სოსო მანჯავიძემ. პრესკონფერენციის შემდეგ პრესაგე.ტვ-მ მანჯავიძეს ბლიც-ინტერვიუ ჩამოართვა, რათა უფრო მეტი ინფორმაცია მიგვეღო ამ მოძრაობის საქმიანობის შესახებ. სოსო მანჯავიძე: ”საქართველოში არსებულ სავალალო სიტუაციაზე, ჩემს მიერ შემუშავებულ ერთ-ერთ მიმართვაში, გასული წლის დასაწყისში უკვე ვისაუბრე, თუმცა, ჩემდა სამწუხაროდ, მას შემდეგ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა. მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, 2004 წლიდან დღემდე საქართველოში პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებული რამოდენიმე ათეული ათასი ადამიანია. ხელისუფლება, სწორედ იმისათვის, რომ დამალოს თავისი დანაშაული და გაამართლოს საკუთარი მოსახლეობის მიმართ განხორციელებული რეპრესიები, მიზანმიმართულად ცდილობს საქართველოს მოსახლეობის დისკრედიტაციას და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე საკუთარი ერის კრიმინალურ ერად გამოცხადებას. ქართული საზოგადოება არ უნდა შეეგუოს ამას, უნდა გავაცნობიეროდ, რომ ეს მდგომარეობა ჩვენ შვილებს მომავალს უსპობს და ერს განადგურებას უქადის. საქართველოში ჩამოყალიბდა რეჟიმი, რომლის მოქმედებაც სრულად შეესაბამება 1987 წლის ჟენევის დეკლარაციის განსაზღვრებას ”სახელმწიფო ტერორიზმის” შესახებ. ჟენევის კონვენციის თანახმად ასეთად მიიჩნევა "პოლიციური სახელმწიფოს პრაქტიკა - საკუთარი ხალხის წინააღმდეგ შიშის დანერგვის მიზნით - თვალთვალი, შეკრებათა დაშლა, მედიის კონტროლი, ცემა, ტანჯვა, არასამართლებრივი და მასიური დაპატიმრებები, ფალსიფიცირებული ბრალდებები და ხმების გავრცელება, საჩვენებელი სასამართლოები, მკვლელობები". საქართველოში ყველამ იცის, რომ ციხეები ადამიანის საწამებელ ადგილად გადაიქცა, ყოველდღიურია პატიმართა ნათესავების შანტაჟი. განსაკუთრებით ამაზრზენია პატიმართა ოჯახების იძულება, წინასაარჩევნოდ ხმების მოზიდვის თვალსაზრისით. 2004 წლიდან დღემდე სისხლის სამართლის კოდექსით გასამართლებულია 100,455-ზე მეტი ადამიანი, ხოლო ადმინისტრაციული წესით - 145 000 ათასზე მეტი... რამდენიმე ათასი მოქალაქე, რომელზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ემალება ამ ტერორის მანქანას. პატიმართა რიცხვი, 2003 წლამდე - ე.წ "ვარდების რევოლუციამდე" 7, 500 ადამიანს შეადგენდა, ამჟამად კი, არაოფიციალური ინფორმაციით, ციხეებში გამოკეტილია 30 000 ზე მეტი ადამიანი. 300 ათასზე მეტი კი პრობაციონერია.. ამ ფონზე, გავიხსენოთ ის, რომ დღეს საქართველოში სულ რაღაც 3 500 000 ადამიანი ცხოვრობს, რათა კიდევ უფრო რეალურად დავინახოთ ეს კატასტროფული მდგომარეობა. ადამიანები ცდილობენ სტრასბურგის სასამართლოში იპოვონ სამართალი, რისთვისაც ისინი სასტიკად იდევნებიან რეჟიმის მიერ... საქართველო, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, სტრასბურგის სასამართლოში შეტანილი სარჩელების რაოდენობით - მყარად დგას სამარცხვინო პირველ ადგილზე. სახელმწიფო ტერორიზმის რეჟიმი საქართველოში უნდა დამთავრდეს. ბატონო სოსო, ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ მოხდება ფაქტი, ყველა ერთად ავტეხთ კაკაფონიას, მეორე დღეს - ვივიწყებთ მომხდარს... იმ ადამიანებს კი, რომლებზეც სახელმწიფო ტერორი განხორციელდა, მარტოებს, მხოლოდ ადვოკატების იმედად უწევთ ბრძოლა სახელმწიფო მანქანის წინააღმდეგ... არსებობს უამრავი არასამთავრობო, თუ პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ყველაფერს მხოლოდ საკუტარი პიარისთვის იყენებს... ამიტომ ახალი ორგანიზაციების აღარვის სჯერა...-ეს პრობლემა ყველას ერთად გვაწუხებს და სწორედ ამიტომ, ჩვენი ბრძოლა იქნება მიზანმიმართული და ყოველდღიური. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ მიზეზებს და არა - მათგან გამომდინარე შედეგებს. კერძოდ - მიზეზი ჩვენს ქვეყანაზე თავსდატეხილი უბედურებისა არის ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ატარებს სახელმწიფო ტერორის პოლიტიკას და ამასთანავე ემორჩილება გარე ძალებს, რომელთა ინტერესები წინააღმდეგობაშია ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან. ამიტომ ჩვენი ბრძოლა იქნება უკომპრომისო და შედეგზე ორიენტირებული. მაგალითად, საგარეო მიმართულებით ჩვენ ვაჩვენებთ მთელ მსოფლიოს, რომ ”ნაცმოძრაობის” რეჟიმის რეალურ არსს... ამიტომ, პირველი ნაბიჯი რაც გადავდგით, დავამყარეთ ურთიერთობა ევროკავშირთან და ადამიანის უფლებადამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ვიწყებთ მათთვის იმ ადამიანთა სიების გადაცემას, რომლებიც ხელისუფლებასთან ბრძოლის გამო მუდმივი საფრთხისა და ზეწოლის ქვეშ არიან საქართველოში. 150 ადამიანის სია უახლოეს დღეებში გადაიგზავნება. შევქმენით ომბუცმენთა ინსტიტუტი, რომელიც უახლოეს მომავალში ამოქმედდება მთელი ძალით. მოქალაქეებს შეეძლებათ, მივიდნენ და თავისი პრობლემების შესახებ დააფიქსირონ წინააღმდეგობის მოძრაობის ოფისში, სადაც მათ გაეწევათ უფასო იურიდიული მომსახურება. შეიქმნება ოპერატიული რეაგირების ეკიპაჟები, რომლებიც შემთხვევის ადგილებზე დააფიქსირებენ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს, რაც დაუყოვნმებლივ ეცნობება, როგორც ევროკავშირს, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს. ჩვენ არ ვართ პოლიტიკური პარტია და არ ვიბრძვით ხელისუფლებისთვის. ჩვენი ამოცანაა, ავტორიტარული ჯგუფის მიერ მიტაცებული ძალაუფლება უკან დავუბრუნოთ ქართველ ხალხს. ამ ბრძოლის კიდევ სხვა კონკრეტული მექანიზმების შესახებ უახლოეს მომავალში ვაცნობებთ საზოგადოებას... ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ბრძოლა იქნება კონკრეტული მიზნების მისაღწევად, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს შედეგამდე, თუ ჩვენ ვიმოქმედებთ კვალიფიციურად და გვექნება საზოგადოების მხარდაჭერა. უახლოეს მომავალში კიდევ 150 ადამიანი სია გადაეგიგზავნება ევროკავშირს. ჩვენ ნებისმიერ მოქალაქეს მოვუწოდებთ, მოვიდნენ ჩვენს ოფისში, დააფიქსირონ თავისი პრობლემები და თუ მათ სურვილი ექნებათ, შევიტანთ ამ სიაში... ანუ შესაძლებელია, რომ ამ სიაში ცნობილი სახეების გარდა, ”რიგითი” მოქალაქეებიც მოხვდნენ?-რა თქმა უნდა. ჯერ ერთი ”რიგითი” ადამიანები არ არსებობენ, ყველა ადამიანი ღმერთმა შექმნა იმიტომ, რომ თავისებურად უნუიკალურია... როგორც კი ორი ერთნაირი გაჩნდება, სამყაროც დაიღუპება. ამას იმიტომ ვამბობ, მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ ყველა ადამიანი ღირსეულ ცხოვრებას იმსახურებს და არავის აქვს უფლება, მითუმეტეს - ხელისუფლებას, ის გაანადგუროს. ჩვენი საქმიანობა იმიტომაცაა განსხვავებული, რომ ევროკავშირისთვის გადაგზავნილ სიებში მოხვდება ყველა, ვისაც აქვს მოტივაცია, ებრძოლოს რეჟიმს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. თქვენ აცხადებთ, რომ ეს არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, მაგრამ რეჟიმთან ბრძოლა უკვე პოლიტიკურ ელფერს იძენს..-რეჟიმთან ბრძოლა პირველ რიგში საზოგადოების საქმეა. ყველა ხვდება რომ, ავტორიტარიზმის პირობებში პოლიტიკური საქმიანობა შეუძლებელია, არის მხოლოდ ამ საქმიანობის იმიტირება. არსებობს პოლიტიკური მონოპოლია, რომელიც ახდენს დემოკრატიის იმიტირებას, რათა არ დაკარგოს საერთაშორისო მხარდაჭერა, გრანტები და ა.შ. ეს იმიტაციები პირველ რიგში ხელისუფლებას სჭირდება, რათა თავის ინტერესებიდან გამომდინარე, მართოს საერთო სახალხო პროტესი... ამ მიზნით ინახავს, აფინანსებს და პროპაგანდას უწევს ვითომ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც სინამდვილეში - ამ პროტესტის ბლოკირებას ახდენენ. უფრო მეტიც, ამ ქვეყანაში არსებობენ სოციალური პროტესტის ბლოკატორები, პატრიოტული თუ ლიბერალური განწყობილების ბლოკატორები და ა.შ. ასეთ სიტუაციაში ერთი გამოსავალი არსებობს, რომ ხალხმა თავად იბრძოლოს თავისი პოლიტიკური უფლებების დასაბრუნებლად, რაც ავტომატურად გამოიწვევს ჯერ რეჟიმის რყევას, შემდეგ კი - საერთოდ დასრულებას. ფაქტობრივად, ეს უნდა იყოს საერთო სახალხო დემოკრატიული მოძრაობა. საერთოდ კი, მინდა, გითხართ, საქართველოში პოლიტიკა არ არსებობს. პოლიტიკური პროცესები მიდის მხოლოდ იმ საზოგადოებაში, რომელიც მოქალაქეებისგან შედგება... მოქალაქეებს კი, მოვალეობებთან ერთად აქვთ უფლებები. მათ შორის ერთ-ერთ უმთავრესი - თავისუფალი არჩევანის უფლებაა. სწორედ ამ უფლების დაბრუნებისათვის შეიქმნა ეს ორგანიზაცია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გადავდივართ კონკრეტულ მოქმედებებზე და მხოლოდ ლაპარაკით არ შემოვიფარგლებით”. ამ ”შავ სიაში” აუცილებლად მოხვდებიან ქართული მედიის წარმომადგენლებიც, რომლებიც უკვე გახდნენ ხელისუფლების ზეწოლისა, თუ მათი მხარდამჭერებისგან გავრცელებული ბინძური პროვოკაციის ობიექტები. შეგახსენებთ, რომ გასული წელს ქართული მედიაისტორია პრესაგე.ტვ-ის სკანდალით შეივსო, ახალი წელი კი ასე დაიწყო: მედიაკავშირი ”ობექტივისთვის” ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება ”ობიექტივის” ჩასაძირად, ერთ-ერთ სააგენტოს (რამდენიმე ათეული ათასი დოლარის სანაცვლოდ) პიარ-კამპანიას უკვეთდა... ამ სააგენტომ უარი თქვა ”შავი პიარის” განხორციელებაზე და ”ობიექტივის” ხელმძღვანელობაც საქმის კურსში ჩააყენა. თუმცა, აქ საკითხავი ისაა, სხვა - ხელისუფლებისგან მართული მედიასაშუალება არ გამოჩნდება, რომელიც ამ ბინძურ თამაშში მონაწილეობას მიიღებს? საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის მედიაომბუდსმენი ირმა ინაშვილი: ”ჩვენ მივესალმებით პრესაგე.ტვ-ის ინიციატივას, რომ ყველა ქართულმა მედიასაშუალებამ, რომელზეც ხელისუფლების ზეწოლა განხორციელდა, ერთობლივად მივმართოთ - როგორც ევროკავშირს, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა პოლიტიკას აწარმოებს ხელისუფლება თავისუფალი მედიის წინააღმდეგ”. presage.tv http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
http://a.pix.ge/f/13r0i.jpg დღეს ლივერპულის ახალმა ცხრიანმა, ენდი ქეროლმა ოფიციალურ საიტთან ისაუბრა, სადაც გულშემატკვრებს თავისი გეგმები გაგვაცნო… “დიახ ეს იყო საოცარი დახვედრა. თაყვანისმცემლები ჩვენს მიმართ შესანიშნავად იქცეოდნენ. ორშაბათს, როდესაც ხელი მოვაწერე ოფიციალურ კონტრაქტს, ეს დიდებული იყო . მელვუდში 100 ფანზე მეტი მელოდებოდა, ეს საოცრება იყო” – ასე იწყებს ენდი ინტერვიუს ოფიციალურ საიტთან. “ორშაბათის მერე ფანები ჩემდამი ფანტასტიკურად არიან განწყობილნი, ისევე, როგორც მე მათდამი. პირდაპირ გეტყვით, ახლა თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ამისათვის დიდი მადლობა უნდა მოვუხადო ყველას, ვინც მხარი დამიჭირა. მხოლოდ სამი დღეა, რაც ლივერპულში ჩამოვედი, მაგრამ ფანებისგან უკვე დიდ სიყვარულს ვგრძნობ და მათ იმედებს არ გავუცრუებ. ცხადია, ჩვენ დიდი ამბიციები გვაქვს, რათა დავიკავოთ უმაღლესი პოზიციები. ყველა დარწმუნებულია, რომ ამას შევძლებთ. ეს ასეცაა.” – ციტირებს ქეროლის სიტყვებს ოფიციალური ვებ-გვერდი. - ენდი არის ყველაზე ძვირადღირებული ბრიტანელი ფეხბურთელი მათ შორის, ვინც კი ოდესმე ყოფილა. “ჩემს სანაცვლოდ ლივერპულის მფლობელებს საკმაოდ დიდი თანხის გადახდა მოუწიათ, ამიტომ თავს არ დავზოგავ, ყველაფერს გავაკეთებ მინდორზე, რათა ლივერპულს მაქსიმუმის კეთებაში დავეხმარო. დავამტკიცებ, რომ ის თანხა, რაც ჩემ გამო იქნა გადახდილი, გადაყრილი არაა. მე აქ იმისთვის ვარ, რომ გავიტანო რაც შეიძლება მეტი გოლი და შევუქმნა საგოლე მომენტები ჩემ თანაგუნდელებს. დრო ყველაფერს გვაჩვენებს, მე ვიტანდი გოლებს ნიუკასლისთვის და იგივეს გაკეთებას ვაპირებ ლივერპულისთვის. ჩვენ უბრალოდ უნდა დაველოდოთ და ამ ყველაფერს ვნახავთ. ცხადია, ტორესი იყო (!) დიდი ფეხბურთელი და მე მჭირდება კონცენტრაციის მოხდენა ჩემ თავში. მე ჩემებურ ფეხბურთს ვთამაშობ. მივიღე მასიური პატივისცემა ნიუკასლიდან, ის ჩემი კლუბია, ჩემი მშობლიური კლუბი. იქ მცხოვრები ჩემი ოჯახი და მეგობრები ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ ახლა ლივერპულში ვარ და ჩემი მიზანია გავაკეთო ყველაფერი ამ გუნდისათვის. ლივერპულში ჩამოსვლა ჩემთვის ფანტასტიუკირია. წუხანდელი ღამე სიზმარია, სიზმარი, რომელზეც დიდი ხანი ვვოცნებობდი”. - ამბობს ქეროლი. 22 წლის ინგლისელი ფორვარდი ამჟამად გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს ბარძაყის კუნთის ტკივილის გამო. კითხვაზე, როდესაც ის დაბრუნდებოდა და ექნებოდა დებიუტი ლივერპულში, რა შეგრძნება იქნებოდა, ქეროლმა უპასუხა: “მე ძალიან ბეჯითად ვშრომობ სავარჯიშო დარბაზსა და მელვუდში, რათა რაც შეიძლება მალე შევუერთდე გუნდს და ჩავატარო ჩემი პირველი შეხვედრა წითელი მაისურით. როდესაც დებიუტი მექნება და მოედანზე გავალ ლივერპულის 9 ნომრით, ეს ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი დღე იქნება. ბარძაყის ტრამვის გამო გუნდს რამოდენიმე კვირაში შევუერთდები. მინდა რაც შეიძლება მალე მოვირჩინო ტკივილი და მელვუდში გუნდთან ერთად ვივარჯიშო”. - აქვს კიდევ რამე სათქმელი ენდი ქეროლს? ქეროლი ჯერარდზე: ” ცხადია, ის დიდი კაპიტანია, ის არის ლიდერი. მე მისგან ბევრ სასარგებლო რჩევას მივიღებ, ამაში დარწმუნებული ვარ”. ქეროლი სუარესზე: “მან აჩვენა, თუ რა შეუძლია გააკეთოს მოედანზე. სუარესმა დებიუტშივე გაიტანა გოლი და ერთი სული მაქვს როდის გავუწევ მას მეწყვილეობას”. View the full article
-
გორის საკონსერვო ქარხანამ ”კულამ” სოკოს წარმოება დაიწყო. კომპანია ადგილობრივ ნედლეულს გადაამუშავებს. მარტიდან კი, დიაბეტური პროდუქციის გამოშვება იგეგმება. უახლოეს მომავალში გერმანული კომპანია საკონსერვო ქარხანას ბიოსერტიფიკატს გადასცემს. ადგილობრივი მოსახლეობისთვის ამ ეტაპზე, უკვე შექმანილია 186 ახალი სამუშაო ადგილი და ფერმერებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის საშუალება ეძლევათ. დღეს, საკონსერვო ქარხანაში სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი და შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი იმყოფებოდნენ. მინისტრი და გუბერნატორი ქარხანაში არსებულ პირობებს გაეცნენ და ”კულაში” დასაქმებულებთან შეხვედრა გამართეს. ქარხანა ორი წელია რაც არსებობს და ქართული ნატურალური ნედლეულიდან, სხვადასხვა სახის წვენებს, ჯემებს, ტყემლებს, მარინადებს, მურაბებს, ხილფაფებს უშვებს და სულ, 145 დასახელების ნატურალურ პროდუქტს ამზადებს იხილეთ epn.ge
-
მისაქციელში 5 წლის შალვა წიკლაურის მკვლელობისთვის დაკავებული ინეზა წიკლაური სასამართლოს წინაშე დღეს წარსდგება. გამოძიების შუამდგომლობა მცხეთის რაიონულ სასამართლოში უკვე შევიდა. პროცესი, სავარაუდოდ, ერთ საათში დაიწყება. მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით მისაქციელის მცხოვრებლები ამბობენ, რომ დედას შვილი ცემით შემოაკვდა. მან ბავშვს თავში შეშა ჩაარტყა. მეზობლები იმასაც ამბობენ, რომ დედა 5 წლის შალვას ხშირად სცემდა იხილეთ epn.ge
-
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ეფ–ეს–ბე) ხელმძღვანელის ალექსანდრ ბორტნიკოვის განცხადებით, დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორის ვინაობა ცნობილია. ეს განცხადება, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. “სავარაუდოდ, ვიცით, ვინ არის ამ ტერაქტის ორგანიზატორი და ასევე დადგენილია იმ პირთა ვინაობა, ვინც ტერაქტთანაა დაკავშირებული. “, – განაცხადა ბორტნიკოვმა. Mისივე თქმიოთ, ტერორისტი-თვითმკვლელის ვინაობა უკვე დადგენილია. Iს ერთ-ერთი ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის დაჯგუფების წევრია. ამჟამად ტარდება ყველა ზომა, რათა ტერაქტში მონაწილე ყველა ადამიანი დააკავონ. მისი ვინაობის დასახელებისგან ბორტნიკოვმა თავი შეიკავა. იხილეთ epn.ge