planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ვაგრძელებ თემას და ამჯერად გაგაცნობთ სუკუბუსსა და კამბიონებს.სუკუბუსიშუასაუკუნეების ლეგენდებსა და თქმულებებში სუკუბუსი წარმოადგენდა მდედრობითი სქესის დემონს, რომელიც იღებდა ქალის ფორმას და აცდუნებდა მამაკაცებს, ჰქონდა მათთან სექსუალური ურთიერთობები. წარსულში სუკუბუსები ჯერ საშიშ არსებებად ითვლებოდნენ, შემდეგ კი უბრალოდ მაცდურად და მიმზიდველად. სუკუბუსის მამრობითი ანალოგია ინკუბუსი, რომელზეც წინა ნაწილში ვისაუბრე. რელიგიურ ტრადიციებში მიჩნეულია, ... View ucnauri.com
-
http://image.geotorrents.com/images/f7lhcp0t8f1ynmyzysj1.jpg გთავაზობთ დანიელ აგერის სრულ ბიოგრაფიას. დანიელ მანს აგერი (დაიბადა 12 დეკემბერს 1984) დანიელი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს ცენტრალური მცველის პოზიციაზე ინგლისის ლივერპულში. მან უფროსი კარიერა დაიწყო დანიურ კლუბ ბრონდბიში 2004 წლის ივლისში. ამ კლუბთან ერთად, 2005 წელს მოიგო დანიის სუპერლიგა. მისი სანაკრებო კარიერა დაიწყო 2005 წლის ივნისს, მან 37 შეხვედრა ჩაატარა ნაკრებში და 4 გოლის გატანა შეძლო. ის ცნობილია როგორც შემტევი სტილის ცენტრალური მცველი, მისი სტილია შორი მანძილიდან ოსტატური პასები და უძლიერესი დარტყმები. საკლუბო კარიერა ბრონდბი დაიბადა ჰეიდროვში, მან ახალგაზრდული კარიერა 12 წლისამ დაიწყო კლუბ როსენჰოჯში, ამის შემდეგ ის შეუერთდა კლუბ “ბრონდბის” და მასთან ერთად დანიის “სუპერლიგა” მოიგო. 2004 წლის ივლისში, ის გადავიდა “ბრონდბის” ახალგაზრდულ პირველ გუნდში, და ის გაემგზავრა შვედ მცველ ანდრეს იაკობსონთან ერთად. დანიელ აგერმა ვერ დაიმკვიდრა თავი ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დანიის სუპერლიგის მოგებაში 2004-2005 წელს. ის სხვა თანაგუნდელებისაგან განსხვავებით, უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა როგორც კლუბის მესვეურებთან ასევე გუნდის კაპიტან პირ ნიელსენთან. 2004 წელს დანიელ აგერი დასახელდა “წლის ტალანტად”. ეს ტიტული დანიელს “სპილერფორენინგენმა” მიანიჭა. სპილერფორენინგენმა არის ინგლისის “პროფესიონალური ფეხბურთის ასოციაციის” (English PFA) ექვივალენტი. სუპერლიგაში წარმატებული სეზონის შემდეგ 2004-2005 წელს, დანიელ აგერი გამოძახებული იქნა ნაკრებში. ეს მატჩი 2 ივნისს 2005 წელს შედგა, ეს მატჩი მეგობრულ სახეს ატარებდა. დანიელებმა 1:0 იმარჯვეს ფინელების წინააღმდეგ, დანიელმა მთელი მატჩი ითამაშა. მომდევნო სანაკრებო მატჩებში დანიელ აგერი სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა თამაშს თვალყურს. 17 აგვისტოს 2005 წელს დანიელებმა მეგობრულ მატჩში ინგლისელების წინააღმდეგ იმარჯვეს ანგარიშით 4-1, ამ მატჩში გუნდის კაპიტან პირ ნიელსენს პრობლემები ინგლისელებთან შეექმნა, განსაკუთრებით კი ინგლისელ ფორვარდ უეინ რუნისთან. მომავალ ორ სანაკრებო მატჩში დანიელ აგერმა მთლიანი მატჩები ითამაშა. 2005-2006 წლებში დანიელ აგერმა დანიის სუპერლიგაში ტრამვა მიიღო. დანიელი მხოლოდ 20 წლის იყო როდესაც იგი ნომინირებული იყო დანიელი “წლის ტალანტი” “ოლ სპორტის” მიერ 6 დეკემბერს 2005 წელს. ლივერპული 2006-2007 სეზონი ეს ის წელია როდესაც დანიელ აგერი მერსესაიდში გადაბარგდა, მან უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო და ბრიტანეთის ყველაზე ტიტულოვან გრანდს შეუერთდა. მისი ტრანსფერი 2006 წელს შედგა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს. დანიელი “ბრონდბისთან” ერთად აღარ გაემგზავრა სავარჯიშოდ, მან 12 იანვარს ლივერპულთან ოთხწლინახევრიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მისი სატრანსფერო ფასი 6 მილიონ ევროს შეადგენდა, ამ ტრანსფერით ის გახდა დანიური კლუბის ყველაზე ძვირიანი ფეხბურთელი რომელიც სხვა ქვეყანაში გადასულა სათამაშოდ. ასევე მაშინ ის იყო ლივერპულის ყველაზე ძვირადღირებული მცველი. (დღესდღეობით ლივერპულის ყველაზე ძვირადღირებული მცველი გლენ ჯონსონია, რომელიც ლივერპულის ყოფილმა მწრთვნელმა რაფაელ ბენიტესმა 17 მილიონ ევროდ შეიძინა, ინგლისურ კლუბ პორტსმუთიდან). ლივერპულში მისი თამაში მცირე ტრამვებით დაიწყო. 2006 წლის გაზაფხულზე მან ძირითად შემადგენლობაში 4 მატჩი ჩაატარა. 2006 წლის მაისში მან 10 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლის გატანაც შეძლო. ამავდროულად იგი დანიის 21 წლამდე ნაკრებშიც არჩეული იქნა, ამ პერიოდში დანიელები 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებოდნენ. დანიელმა ლივერპულის შემადგენლობაში მთლიანი მატჩი ჩაატარა 2006 წელს “ფა ქომიუნითი შილდზე”. მაშინ როცა მან ინგლისურ ფეხბურთს ალღო აუღო იგი ძირითადი გუნდის რეგულარული მოთამაშე გახდა. ლივერპულის ვიცე-კაპიტანი ჯეიმი კარაგერი, დანიელ აგერი და ლივერპულის ყოფილი კაპიტანი სემი ჰიპია ერთმანეთს კონკურენციას უწევდნენ. სამივენი ძირითადი შემადგენლობისთვის იბრძოდნენ. დანიელ აგერმა თავისი პირველი გოლი 26 აგვისტოს 2006 წელს გაუტანა ვესტ ჰემ იუნაიტედს. ამ მატჩში წითლებმა 2:1 იმარჯვეს. ამის შემდეგ დანიელ აგერმა “კოპის” ტრიბუნის მხარეს უძლიერესად დაარტყა და ულამაზესი გოლი გაიტანა. მანძილი კარამდე (32 მეტრი). ლივერპულის ყოფილმა მწრთვნელმა თავის შეგირდის გოლზე კომენტარი გააკეთა მატჩის შემდეგ, ის აღფრთოვანებული იყო დანიელის ამ დარტყმულით, როგორც მან განაცხადა დანიელი ვარჯიშებზეც გამოირჩევა ასეთი საოცარი დარტყმით. ეს გოლი “ბიბისის” მიერ დასახელებული იქნა თვის საუკეთესო გოლად, მოგვიანებით ეს გოლი დასახელდა პრემიერლიგის წლის საუკეთესო გოლად. 4 ოქტომბერს 2006 წელს “პროფესიონალურმა საფეხბურთო ასოციაციამ” (PFA) – ამ ფანების გამოკითხვაზე დაყრდონით, დანიელი თავისი მკვრივი და დამაჯერებელი თამაშისათვის დააჯილდოვა. აგერმა თავისი მეორე გოლი “ლიგის თასზე” გასვლით მატჩი ბირმინგემს გაუტანა, გოლი პირველი ტაიმის კონფენსირებულ დროში იქნა გატანილი. მან მეოთხე გოლი 2007 წლის 31 მარტს არსენალს გაუტანა თაური დარტყმით, ეს მატჩი ლივერპულმა დამაჯერებელი ანგარიშით მოიგო ანგარიში 4-1. პირველ ნახევარფინალში ჩემპიონთა ლიგის 2006-2007 წელს, აგერს საკმაოდ აკრიტიკებდნენ ლივერპულმა ეს მატჩი დათმო ლონდონის ჩელსთან სტემფორდ ბრიჯზე. დიდიერ დროგბამ თავისი ოსტატობის ხარჯზე მოატყუე რამდენიმე მოთამაშე და საგოლე გადაცემაც გააკეთა. დანიელ აგერმა ფანების გული კვლავ მოიგო და ყველას დაავიწყდა ის კრიტიკა რაც აგერზე მოდიოდა, ლივერპულმა ლიგის განმეორებით მატჩი ჩელსი საკუთარ ენფილდზე მიიღო და ძირითად დროში 1-0 სძლია, გოლის ავტორი დანიელ აგერი გახდა, მას ასისტენტობა გუნდის უდავო ლიდერმა და კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა გაუწია. ჯერარდმა და აგერმა საოცარი კომბინაცია გაითამაშეს და ამას აგერის ლამაზი გოლიც მოჰყვა. ეს მატჩი ლივერპულმა პენლების სერიაში მოიგო. ამ გამარჯვებით მერსესაიდელები ათენის საგზურიც მოიპოვეს, ათენში ჩემპიონთა ლიგის ფინალი ტარდებოდა, ლივერპულის მეტოქე კვლავ იტალიის მილანი აღმოჩნდა, ბრიტანელთა სამწუხაროდ ლივერპულმა ეს მატჩი წააგო 2-1. 2007-2008 სეზონი აგერმა ეს სეზონი საოცრად დამაჯერებლად დაიწყო, 4 მატჩში 2 გოლის გატანა შეძლო. სექტემბრის თვეში დანიელ აგერმა ურთულესი თითის ტრამვა მიიღო და მისი ადგილი სემი ჰიპიამ დაიკავა. ამის შემდეგ 2008 წლის იანვარს დანიელი გამოჩნდა მელვუდის ბაზაზე, ის აკეთებდა ფიტნეს ვარჯიშებს, მაგრამ აგერს ეს პრობლემა მეორე თითზეც შეექმნა. რამოდენიმე სპეციალისტმა გააკეთა მოხსენება ლივერპულის ოფიციალურ საიტთან, რაზე დაყრდნობითაც დანიელ აგერი მთელ სეზონს გამოტოვებდა მას ურთულესი ოპერაცია ესაჭიროებოდა. (აღსანიშნავია ის ფაქტორიც რომ მსგავსი პრობლემა ჰქონია დეპორტივოს ნახევარმცველს ალდო დუშჩერს, დეივიდ ბექჰემს, სტივენ ჯერარდს, როი კინს, სემ ალენშტეინს, ხაბი ალონსოს მაიკლ ოუენს და კიდევ ძალიან ბევრ მოთამაშეს). 2008-2009 სეზონი დანიელი დაბრუნდა მელვუდზე და კვლავ დაიწყო სრული დატვირთვის ვარჯიშები 12 ივლისს 2008 წელს. დანიელმა პირველი მატჩი ახალ სეზონში ტრანმერ როვერსთან ითამაშა ის შეცვლაზე იქნა შეყვანილი მოედანზე. მატჩის შემდეგ დანიმ განაცხადა. დანიელი:”მე თითქმის თავიდან ვიწყებ ლივერპულურ კარიერას”. დანიელ აგერი ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მან ძირითადში დაიწყო სტანდარტ ლიგის წინააღმდეგ მატჩი. ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 0-0 დაფიქსირდა. დანიელ აგერი ვეღარ ხვდებოდა შემადგენლობაში, მან ძალიან ბევრი დაისვენა აგვისტოში და უფრო მეტი სექტემბერში. პრესაში ბევრი რამ იწერებოდა თითქოს ბენიტესი აგერის გაცვლას აპირებს სხვა მოთამაშეში. რაფა ბენიტესი გამოდიოდა და აცხადებდა რომ არანაირი ბრაზი არ არის მასსა და აგერს შორის. ერთი თვე შემადგენლობის მიღმა ყოფნას დანიელის ძირითად შემადგენლობაში მატჩის დაწყება მოჰყვა, მან “კარლინგის თასზე” ძირითადში დაიწყო თამაში და 90 წუთიც დაჰყო სტადიონზე. ლივერპულმა “Crewe Alexandra” დაამარცხა, ანგარიშით 2-1, დანიელმა ამ მატჩში ჯარიმაც გაიტანა. ამ ყველაფერს მარტინ შკრტელის ტრამვა მოჰყვა, და აგერი ძირითადში იწყებს თავის პირველ მატჩს პრემიერლიგაში უიგანის წინააღმდეგ. მატჩი უიგანელთა გოლით დაიწყო, მაგრამ დანიელ აგერმა ეფექტური პასი გადააწოდა ჰოლანდიელ დირკ კიუიტს რომელმაც თავის შანსი გამოიყენა და მეტოქეს გოლი გაუტანა. საბოლოო ანგარიში ტაბლოზე 3:2 მერსესაიდელთა სასარგებლოდ. ამავე წელს დანიელმა მესამე გოლი გაიტანა (მანძილი 30 მეტრი) ბლექბერნის წინააღმდეგ. ლივერპუმა 4:0 იმარჯვა, დანიელმა ამ მატჩში სხვა რამითაც გამოიჩინა თავი მან ცისკენ მიუთითა ხალხს, ამით მან პატივი მიაგო ჰოლზბოროს ტრაგედიაში დაღუპულ ადამიანებს. 2009 წელს აგერმა თავისი კონტრაქტი ამოწურა და გუნდს უერთგულა, მაგრამ მან კლუბში დარჩენა მოინდომა და კლუბთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის ლივერპულში 2014 წლამდე დარჩება. 2009-2010 სეზონი აგერმა ოპერაცია გადაიტანა და კლუბს მაშინ დაუბრუნდა როდესაც ეს ძალზედ სჭირდებოდა, 25 ოქტომბერი 2009 წელი დღე როდესაც ლივერპულმა ფანტასტიური გამარჯვება მოიპოვე მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ. ლივერპული 2 – 0 მანჩესტერი. 2010 წლის 28 თებერვალს აგერმა თავისი მე-100 მატჩი ითამაშა ლივერპულის მაიკით, ეს მატჩი ლივერპულმა იმარჯვა ბლექბერნის წინააღმდეგ ანგარიშით 2-1. აგერმა 14 მატჩი ჩაატარა 2009-2010 წელს და 7 გოლიც გაიტანა, მათ შორის ერთერთი ევროპის ლიგაზე ბენფიკას წინააღმდეგ, ეს გოლი ისევ ჯერარდმა და აგერმა გაითამაშეს და ზუსტად ისეთი კომბინაცია იყო როგორც ლონდონის ჩელსთან ნახევარ ფინალში. მატჩის შემდეგ ბენიტესმაც გაამახვილა ამ ტემაზე ყურადღება. ეს გოლი ლივერპულს დაეხმარა ევროპის ლიგის ნახევარფინალში გასულიყო. 2010-2011 სეზონი აგერმა პირველი მატჩი ჩაატარა არსენალის წინააღმდეგ, 2010 წლის 15 აგვისტო, მაგრამ დანიელმა ამ მატჩში ტვინის შერყევა მიიღო და მეორე ტაიმში შეცვლილი იქნა. ეს იყო ლივერპულის პირველი მატჩი ახალ სეზონში. აგერი დეკემბრამდე ტრამვირებული იყო. როი ჰოჯსონმა მას მარტინ შკრტელი არჩია რადგანაც, იწერებოდა პრესაში თითქოს აგერით იუვენტუსი იყო დაინტერესებული. როი ჰოჯსონის შემდეგ გუნდს დალგლიში ჩაუდგა სათავაში, და აგერსაც მეტი სათამაშო დრო მიეცა, დანიელმა 2011 წლის 6 თებერვალს ითამაშა ჩელსის წინააღმდეგ სადაც მერსესაიდელებმა ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. პირადი ცხოვრება დანიელს ყავს ახალგაზრდა ბიძაშვილი ნიკოლას აგერი რომელიც ბრონდბიშ თამაშობს. 2010 წლის 10 მაისს აგერი დაქორწინდა მეგობარ გოგონაზე, სოფი ნელსონზე დანიაში. დანიელს და სოფის ჰყავთ ბიჭი რომელსაც ჯეიმი ჰქვია. აგერს დანიაში ჰყავს ბიძა. მიღწევები ბრონდბი: * Danish Cup: 2005 * Danish Superliga: 2005 ლივერპული: * FA Cup: 2006 * Community Shield: 2006 * UEFA Champions League: 2007 – Runner-up ინდივიდუალური ტიტულები: * Danish Football Player of the Year: 2007 View the full article
-
ჩემი ერთერთი წინა პოსტი დავდე, ესკიზებზე, რომელებიც შეიძლებოდა გორში სტალინის ძეგლის ნაცვლად დაედგათ. მაგრამ ჩემი ვარაუდები ამასთან დაკავშირებით არ გამართლდა, ჟიურიმ არცერთი ნამუშევარი არ მოიწონა და ახალი კონკურსი დანიშნა სადაც გაიმარჯვა “ამაოებას არ ამოება”ქალაქ გორის ცენტრში, სტალინის ძეგლის ნაცვლად, რომელიც ხელისუფლებამ ივნისში აიღო, დაიდგმება ახალი მემორიალი სახელწოდებით “ამაოებას არ ამოება“.კონკურსში ... View ucnauri.com
-
იგი მრავალი წლის განმავლობაში ატერორებდა კალიფორნიელ ავტომობილისტებს, როცა მომავალი მსხვერპლის ძებნაში მუდმივად მგზავრობდა გზებით. გადაყრილ სხეულებს ნაცემებს, გაუპატიურებულებს და სასტიკად დასახიჩრებულებს პოულობდნენ. მაცდურად მომხიბლავი და ჭკვიანი, ცბიერი მკვლელი იოლად არიდებდა თავს პოლიციას. თუმცა მასთან მიახლოებისას, მკვლელობათა ხასიათი სულ უფრო უცნაური ხდება. ერთადერთი რაც ხალხს აღელვებდა იყო კითხვა, თუ რამდენი მოკვდებოდა კიდევ?. ფილმში შეიტყობთ ყველზე ერთ-ერთი ცნობილი სერიული მკვლელის, უილიამ ბონინის მეტსახელად ”შარაგზის მკვლელის” ნამდვილ ისტორიას, რომლის დაბინდული გონება მთელ ქვეყანას შიშის ზარს სცემდა View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/02/saakashvili6-150x150.jpgსააკაშვილი მანდატურების შემოყვანას გამართლებულს უწოდებს. მისი თქმით, ეს იყო სწორედ ის ცვლილება, რამაც კარგი შედეგი მოიტანა. ,,მანდატურები იწვევს ყველა ოპოზიციურ ძალაში რაღაც აგრესიას, არ მგონია რომ თქვნ სკოლაში ხულიგნები იყავით, რადგან ვიცი როგორი და რა ხალხის გაზრდილები ხართ, ამიტომ მიკვირს თქვენი აგრესია მათ მიმართ. სკოლებში მანდატურებმა ძველბიჭური ხანა დაამთავრეს და 250-300 ლარიანი ხელფასი ამისათვის არაფერია”, განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, მასწავლებლების ხელფასები უნდა აიწიოს 1000 ლარამდე, ,,ჩვენ გვყავს ღირსეული მასწავლებლები და ქედს ვიხრი მათ წინაშე. ჩვენ გვინდა უკეთესი განათლება და ხელფასის აწევა იქნება კარგი სტიმული იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს სწავლების ხარისხი”, – განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ეს დავალება ჯერ არ შესრულებაულა და აუცილებლად შესრულდება. სააკაშვილის თქმით, მთვარი რევოლუცია ვარდების რევოლუციის შემდეგ დავიწყო და ის ცვლილებები ბევრს არ მოეწონა და სწორედ ამან გამოიწვია ეს პროტესტი. ,,ჩვენ ვართ ნაციონალური მოძრაობა და მუდმივად ვიქნებით მოძრაობის პროცესში. მუდმივ პროგრესზე და ცვლილებეზე ოცნებობს ხალხი და ეს იქნება”,- განაცხადა სააკაშვილმა. იხილეთ epn.ge
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/02/saak1-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლა დასრულებულია. პრეზიდენტმა, პარლამენტსა და საზოგადოებას წლიური ანგარიში გააცნო, რომელიც დაახლოებით ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარობდა. პრეზიდენტი გამოსვლისას ქვეყნის მთავარ გამოწვევებსა და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას შეეხო. მიხეილ სააკშვილმა ყურადღება ასევე, სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა. პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებს სასაუბროდ 45-45 წუთი მიეცათ. დებატების ფორმატი, გამომვლელთა სია და სიტყვის გამოსვლის ქრონომეტრაჟი პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან კონსულტაციებისას დაზუსტდა. ფრაქციების თავმჯდომარეებს გამოსასვლელად 15-15 წუთი დაეთმოთ. ხუთწუთიანი სიტყვით გამოსვლის საშუალება ჰქონდათ პარლამენტის ვიცე-სპიკერებს და დამოუკიდებელ დეპუტატებს. სიტყვით ხუთწუთიანი გამოსლის საშუალება ჰქონდათ გია ცაგარეიშვილს, ჯონდი ბაღათურიას, დიმიტრი ლორთქიფანიძეს და გურამ ჩახვაძეს. პარლამენტში ასევე, ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატებიდან” სიტყვით ოთხი წარმომადგენელი – გიორგი თარგამაძე, გიორგი ახვლედიანი, მაგდა ანიკაშვილი და ლევან ვეფხვაძე გამოვიდნენ. იხილეთ epn.ge
-
სური ეთიოპიაში, სუდანის საზღვართან მობინადრე ტომია, რომლის წევრებიც უცნაური ტრადიციით გამოირჩევიან: გარკვეულ ასაკამდე მისვლისას გოგონები წინა კბილებს იძრობენ, ტუჩს იხვრეტენ და შიგ თეფშს იდებენ. ასევე იხვრეტენ ყურებსაც. ტუჩში ჩადებული თეფშის ზომა დროთა განმავლობაში იზრდება და ზოგჯერ დიამეტრში 40 სმ-ს აღწევს.მეოცე საუკუნის ბოლოს სურის ტომელების რაოდენობა 20 000-ს სცდებოდა. მათ საკუთარი ... View ucnauri.com
-
ავსტრალიის მეიჯორის ბარმენმა კვნესა-ოხვრა-ხვნეშის კოქტეილი ვერ გაყიდა, მაგრამ მენიუ მაინც კარგი იყო. ყველაფრით კარგი და ყველაფრით წინა ოზურ ტურნირზე საინტერესო. რამდენიმე პუნქტზე შეგვიძლია შევთანხმდეთ. იხილეთ tabula.geზე
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/02/saaka-150x150.jpgმიხეილ სააკაშვილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების დაზღვევის პირობებით ამაყობს. მისი თქმით, თითოეულ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფს აქვს დაზღვევა, ისეთი როგორიც არ აქვს ყველაზე მდიდარსაც კი საქართველოში. ,,მე ამით ვამაყობ და არ ვთვლი, რომ გადასაგდები და მოსაშორებელია ეს თემა”, – განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით,სიღარიბე 50%-დან 30%-მდე შემცირდა და ვარდების რევოლუცია სწორედ სიღტაკის გამო მოხდა.. ,,უკიდურესი ზღვარიდან უკვე გამოვედით, ხალხი ისე იყო დამშეული, რომ მაშინ მშიერ ადამიანებს ორი თვე ვკვევებავდით,”- განაცხადა პრეზიდენტმა. მან ასევე ანტიკრიზისულ პროგრამის, ეკონომიკური სტიმულირების და დასაქმების პროგრამებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ანტიკრიზისულმა პროგრამამ და ეკონომიკური სტიმულირების პროგრამამ მოიტანა 2,2 მილიარდი ლარი, რომელიც ინფრასტრუქტურის ინვესტიციებს, გადასახადების შემცირებას, 250 მილიონი ლარით და 1,1 მილიარდ დახმარების პაკეტს მოხმარდა. ,, გალიებში ხალხის ჩამსმელების სინდისზე იყოს 3,8 % ეკონომიკური ვარდნა. მეზობელ ქვეყნებში ეს გაცილებიტ მეტი იყო და ჩვენ ყველზე მშრალად გამოვედით მაკროეკონომიკური გამოწვევიდან. ამიტომ თქვენ წითელ ხაზებს არ ვაღიარებ, ამას წავიღებ სახლში, რადგან მე ამ პროექტებით ვამაყობ და ისტორიას შევუნახავ რამ გადაარჩინა საქართველო,”- განაცხადა სააკავილმა. იხილეთ epn.ge
-
მორიგი აფორიზმები და სენტენციები იხილეთ გაგრძელებაში1. პლოტონი- ტალახი ლამაზ სამკაულს უფრო ნაკლებ სვრის, ვიდრე ცუდი ყოფაქცევა.2. ჟუკოვსკი- როდესაც გავიხსენებ, რომ ადამიანი ვარ, სულით ავმაღლდები ხოლმე.3. რაფაელი- უმჯობესია კაცმა არა იცოდეს რა , ვიდრე ცუდად იცოდეს ის, რაც იცის.4. პრუტკოვი- ბევრი ადამიანი ძეხვსა ჰგავს: რითაც გასტენავ , იმისი მქონებელია.5. პონტანუსი- ... View ucnauri.com
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/02/saakashvili5-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, პარლამენტის ქუთაისში გადატანა, მენტალიტეტის ფუნდამენტალური ცვლა იქნება. ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა პარლამენტში წლიური ანგარიშით გამოსვლისას გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, ყველაფერი არ შეიძლება მხოლოდ ერთ ქუჩაზე-რუსთაველზე წყდებოდეს. “ყველაფერი წყდება ერთ ქუჩაზე და ეს არის რუსთაველი. პარლამენტი კი იმიტომ კი არ გადაგვაქ ქუთაისში, რომ ეს ჩემი აკვიატებაა, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს დაყოფა რეგიონებად არ მოხდეს”,- განაცხადა პრეზიდენტმა. იხილეთ epn.ge
-
მსოფლიოს უდიდესი მდინარეები. ამის უნახავად არ გახვიდეთ საიტიდან, ძაან მაგარია დამერწმუნეთ!!მდინარე, წყლის ნაკადი, რომელიც ბუნებრივ კალაპოტში მიედინება და თავისი აუზის ზედაპირული და მიწისქვეშა ჩამონადენით საზრდოობს.1 ნილოსი:მდინარე აფრიკაში. მიჩნეულია მსოფლიოს უგრძეს მდინარედ. წარმოიქმნება თეთრი ნილოსისა და ცისფერი ნილოსის შეერთებით. მდინარის სიგრძე კაგერას სათავიდან 6671 კილომეტრია. აუზის ფართობი – 2870 ათასი კმ^2. ... View ucnauri.com
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/02/misha2-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას დანაშაულის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა ექნება. ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა პარლამენტში წლიური ანგარიშით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, აუცილებელი და ძალაინ მნიშვნელოვანია, რომ სახლები აღარ იყოს გისოსებში ჩასმული, დედა შვილს საღამოს მშვიდად ელოდებოდეს, არ იყოს იმის შიში, რომ მანქანას მოიპარავენ და საქართვლოში შემოსვლა და გასვლა იყოს უსაფრთხო. პრეზიდენტის განცხადებით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი “თვალებანთებული” დადის და ახალ ციხეებს ხსნის. იხილეთ epn.ge
-
მორიგი საინტერესო კითხვა–პასუხიკითხვა 1: ყველა სიტუაციაში ერთნაირად ვახამხამებთ თვალებს ?არა მაგალითად, სიგარეტის კვამლით გაბუღულ ოთახში თვალებს ბევრად უფრო ხშირად ვახამხამებთ,ვინაიდან სიგარეტის კვამლი თვალებს აღიზიანებს. ბრიტანელმა მკვლევარებმა სამხედრო მფრინავებზე საინტერესო ცდა ჩაატარეს. სამხედრო მფრინავი უფრო იშვიათად ახამხამებს თვალს, თუ იგი მტრის ტერიტორიაზეა. თვალის ხამხამის სიხშირე ასევე კლებულობს, თუ მფრინავი ამჩნევს , ... View ucnauri.com
-
პოსტში შემოგთავაზებთ აკაკი წერეთლის ხუმრობებს, რომელიც ერთ წიგნად 1991 წელს გამომცემლობა ნაკადულმა გამოსცა, კრებულში კი ხუმრობებს თავი მოუყარა გიორგი გაბუნიამ.მოდი ერთად ვიხალისოთ , და გავიხსენოთ დიდი აკაკი წერეთელი. (ნაწილი მეორე)1) აკაკის უთქვამს: დიდი თავმოყვარე იყო ნიკო ნიკოლაძე. ჩვენი ამხანაგები რომ დაიჭირეს, იმან იტირა, მე რად არ დამიჭირესო.2) ერთგან ყმაწვილები ... View ucnauri.com
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/02/saak-150x150.jpgსაბოლოო ჯამში დებატების ხარისხი იყო მაღალი. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის ბოლოს გააკეთა. მისი თქმით, ქართველებს ყველაფრის გაზვიადება უყვართ, მაგრამ მან გამართული დებატები დადებითად შეაფასა. პრეზიდენტმა პარლამენტში ყველა სიტყვით გამომსვლელს მადლობა უთხრა. “ბევრი რამ არის გასაანალიზებელი. საინტეესო იყო პაატა დავიათაის მოტანილი ფაქტები, რომელიც უნდა შევისწავლოთ, ასევე ტარიფის დაანგარიშება უნდა მოხდეს. მაგდა ანიკაშვილი, კი ნამდვილად მუშაობს ჯანდაცვის სფეროზე. ჩვენ გვეგონა, რომ ჯონდი ბაღათურია გამოვიდოდა სოფლის მეორნეობასთან დაკავშირებით ინიციატივით, მაგრამ მან დრო სხვაზე დახარჯა”,- განაცხადა პრეზიდენტმა. იხილეთ epn.ge
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/02/saakashvili4-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში, საპარლამენტო ოპოზიციის და პოზიციის გამოსვლების შემდეგ მათ პასუხი ოპოზიციის ტრიბუნიდან გასცა. სააკაშვილის განცხადებით, დღევანდლი დღე იყო ნათელი დემონსტრაცია იმისა, თუ რამდენად შორს წავიდა ქართული დემოკრატია და მათ შორის დებატებიც. “დღეს მოვისმინეთ მრავალი შეურაცხადი, რადიკალური და შეუსაბამო ფაქტები. მაგრამ ამ ყველფრის მიუხედავადKკომპეტენტურობის ხარისხი იზრდება”,- განაცხადა პრეზიდენტმა. სააკაშვილმა გამოსვლაში ქრისტიან-დემოკრატების ლიდერის გიორგი თარგამაძის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის ციფრები შეასწორა. მისი თქმით, აუცილებელია ყველამ ობიექტურობა შეინარჩუნოს. იხილეთ epn.ge
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/02/targ-150x150.jpgსაპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ პრეზიდენტს ჩავრდნილი პროექტების სია ჩამოუთვალა. მისი თქმით, ქვეყანაში მოვლენები უარესობისაკენ მიდის და ჩავარდა თითქმის ყველა ის პროგრამა რაც დღემდე წამოიწყო ხელისუფლებამ. ,,თქვენ გამოწვევების წინაშე დგახართ ისე, როგორც მათეს სახარებისეული ბრმა დგას ორმოს წინაშე და თავისნაირ ბრმებს წინ უძღვის. აღარავინაა თვალი რომ აგიხილით. ჩვენი საერთო ამოცანაა კი ისეთი პოლიტკური სისტემის და გარემოს შექმნა, რომ არჩევნების გზით ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლა შესაძლებელი იქნება,”- განაცხადა თარგამაძემ “პოლიტიკური ოპონინეტების გარეშე თქვენი პოლიტიკური ძალა ხრწნისა და გადაგვარების ზღვარზეა”, – აღნიშნა თარგამაძემ. ,,უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს რომ საქართველო ბარბროსული ძალების ეპოქიდან გამოდის. და განსხვავებული ძალების თანაცხოვრების ეპოქას იწყებს, ეს მყარ საფუძველს უყრის ნატოსა და ევროკავვშირში გაწევრიანებას, ეკონომკურ წინსვლას და ყველაზე მთავარს საქართველოს გაერთიანებას,”- განაცხადა თარგამაძემ. თარგამაძის თქმით, პრეზიდენტის სიტყვები, რომ ბიზნესი და მთავრობა ერთი გუნდი იყოს. ეს პირდაპირი გაგებით ხდება, რადგამ ბიზნესმენებს გასაქანი არ ექნებათ თუ ისინი ნაციონალური მოძრაობის გუნდის წევრები არ გახდებიან. მისივე თქმით, სამუშაო ადგილებს მცირე და საშუალო ბიზნესი ქმნის, ეს კი ყველაზე მეტად იჩაგრება. აქედან გამომდინარე კი ხალხი დასაქმების ნაცვლად უსაქმრად დარჩება. იხილეთ epn.ge