http://epn.ge/wp-content/uploads/2011/03/libiaa2-300x168.jpgკადაფის ჯარებმა ბინ-ჯავადი აიღეს, ბრძოლა მისურათისთვის მიმდინარეობს ლიბიის რევოლუციის ლიდერის მუმარ კადაფის ერთგული ჯარები ამბოხებულებს უტევენ. ამბოხებულებმა დღეს ქალაქი ბინ-ჯავადი დატოვეს, მისურათას დასაკავებლად კი ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. დღეს კადაფის ჯარებმა შეიარაღებული ოპოზიციის წინააღმდეგ მძიმე არტილერია და ტანკები გამოიყენეს და ამბოხებულებმა უკან დაიხიეს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, დასავლეთის ავიაიერიშების წყალობით, ოპოზიციამ კონტროლირებადი ტერიტორია ქვეყნის დასავლეთისკენ მნიშვნელოვნად გააფართოვა. ამბოხებულებმა რას-ლანუფი, ბრეგა, აღეილა და ბინ-ჯავადი დაიკავეს. პენტაგონის წარმომადგენლის ვიცე-ადმირალის ბილ ჰორტნის აზრით, ამბოხებულთა არაორგანიზებულობის გამო, მათი ნებისმიერი სამხედრო წარმატება ძალიან მერყევადია. ჰორტნის თქმით, ლიბიის ოპოზიციის მდგომარეობა დასავლეთის ოპერაციის შემდეგ მნიშვნელოვნად გამოკეთდა. ურჩიეთ: http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png იხილეთ epn.ge