Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ერისკაცობაში ის სანდრო კავსაძე იყო, დღეს ბერი ილიაა. ერისკაცობაში – სახელმწიფო მოხელე, დღეს – ღვთის მსახურია. გაზიარება [18:26 16-04-2011] http://4.bp.blogspot.com/-WfcRR_Hp6AA/TamnZ_pdcMI/AAAAAAAAEfA/IsUqFKLlC3Q/s200/105_beri.jpgსაკავშირო სკანდალიდან ბერობამდე სპორტსმენი, ცეკას ინსტრუქტორი, გორის რაიკომის პირველი მდივანი, 7 წელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, წოდებით გენერალი, ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგე, მთავარი სახელმწიფო არბიტრი, დეპუტატი, ვიცე-პრემიერი და პრივატიზაციის მინისტრი, ადამიანის უფლებათა და ეროვნებათა შორის ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე – ეს იმ რეგალიათა არასრული ჩამონათვალია, რომელიც ბერ ილიას დღეს უკვე უკან აქვს მოტოვებული, წინ მხოლოდ უფალი და სიყვარულია, რომელსაც მან მთელი ცხოვრება მიუძღვნა, სიყვარული, რომელიც დაკარგა მეუღლის გარდაცვალებასთან ერთად და ახლა მასთან შესახვედრადაც ემზადება. ვფიქრობდი, როგორ დამეწყო საუბარი ბერთან მის წარსულზე, თუმცა ეს დაბრკოლება თავადვე მომიხსნა... ბერი ილია, ხილიანზე, წმინდა ბარბარეს სახელობის მამათა მონასტერში ვნახე. ინტერვიუზე ვერ დავითანხმე, მითხრა: მხოლოდ ვისაუბროთ და ყველაფერს მოგიყვები, რა იყო, რა არის და საით მივდივარო. რაც იყო დატვირთული ცხოვრება მქონდა, დადებითიც ბევრი იყო და უარყოფითიცო, – მითხრა. იქვე ბოდიში მომიხადა, ინტერვიუს ვერ გაძლევ და ეს საუბარიც ჟურნალისტთან რაღაც პერიოდის განმავლობაში ბოლო იქნებაო. მიზეზი ამიხსნა: „ბერობას ბევრი რამ მოსდევს, რომელიც აქამდე არ ვიცოდი. რაც მთავარია, ბერობას არ უხდება სიტყვამრავლობა, ადამიანებისა და მოვლენების განსჯა, საზოგადოებრივი აქტივობა.~მისი დიდი ბაბუა მღვდელი ყოფილა, თავად, ისევე როგორც მთელი მისი თაობა, რელიგიისგან შორს იყო. ვერც დღეს ხსნის ბოლომდე, რამ განაპირობა მისი დღევანდელი მდგომარეობა. ამბობს, რომ უფალი წყვეტს იმ საკითხებს, რომელსაც ადამიანის გონება ვერ სწვდება. ის კომუნისტური პარტიის წევრი, მაშინდელი რეჟიმის შვილი იყო. წარმატებულ კარიერას იკეთებდა. როგორც მითხრა, პარტიაში კორუფციასთან საბრძოლველად შევიდა. 19 წლისა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს. აკადემიური ნიჩბოსნობის ნაკრების წევრი იყო. საბჭოთა კავშირის პირველობა ახლოვდებოდა და რესპუბლიკაში დატოვეს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 32 წლის ასაკში გადაიყვანეს, 36 წლისა კი უკვე გენერალი იყო, ყველაზე ახალგაზრდა გენერალი მთელ საბჭოთა კავშირში, საკავშირო მინისტრმა დეპეშით აცნობა ამის შესახებ... ამბობს, რომ ურწმუნო საზოგადოებაში გაიზარდა და თავადაც, როდესაც ახალგაზრდა იყო, ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუ ბერად აღიკვეცებოდა. იარაღი არასოდეს გამოუყენებია. აფრასიძეების გახმაურებული ამბავი მომიყვა, სვანეთში გაქცეული, 20 წლის ძებნილის დაკავების ოპერაცია დაუგეგმავს 1980 წელს. ოლიმპიური თამაშები იწყებოდა და დავალება მიუღიათ: „არც ერთი ძებნილი, პირდაპირ ლიკვიდაცია მოხდესო“. პირველი ოპერაცია რომ ჩაატარეს, 60 კაცი წაუყვანიათ მთაში, ტყე-ღრე უვლიათ. ძებნილის შვილს გაუგია და მოკლე გზით გაქცევა გადაუწყვეტია. ჩასაფრება იყო გზაზე. ჯგუფს მსოფლიო ჩემპიონი გივი ყვარელაშვილი ხელმძღვანელობდა. კავსაძისთვის მოუხსენებია, შეგვიძლია, ლიკვიდაცია მოვახდინოთო, მაგრამ მცირეწლოვან შვილთან ერთად არის და როგორც გვეტყვით, ისე მოვიქცევითო. მინისტრის მოადგილემ სროლაზე უარი თქვა, ოპერაცია ჩავარდა. ამის გამო ლამის თანამდებობიდან მოხსნეს, თუმცა მეორე ჯერზე გაუმართლათ. ძებნილთა შეპყრობა კარგად დადგმული სპექტაკლის მოქმედებას დაემსგავსა, ოპერაცია პროფესიონალმა, პოლკოვნიკმა ვახუშტი ჯაფარიძემ მოამზადა... კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კავსაძე სპეცოპერაციაზე უიარაღოდ მიდიოდა. იარაღს სპეციალურად სეიფში კეტავდა და შიშველი ხელებით გადიოდა, მსხვერპლი არც ერთი მხრიდან არ უნდა დაეშვა... არ ამბობს, რომ მძიმე ცხოვრება განვლო. უბრალოდ, ახალგაზრდობიდან მოუწია ხელისუფლების მაღალ საფეხურზე ყოფნა, რამაც დიდი პასუხისმგებლობა დააკისრა. უკან რომ იხედება, მასზე ცოდვილი ამ ქვეყნად არავინ ჰგონია, თუმცა მაშინ, როდესაც დანაშაულს ებრძოდა, სხვანაირად ფიქრობდა, დღეს აზრი შეეცვალა, ადამიანებს კი არ უნდა ებრძოლო, თავად მოვლენა უნდა აღმოფხვრაო, ის მახვილი კი ადამიანის წინააღმდეგ იყო მიმართული. ალბათ, ამას გულისხმობდა, როდესაც ცოდვებზე საუბრობდა. პირველი სრული აღსარება მარტყოფში თქვა. ცუდად გამხდარა, რამდენი ცუდი გამიკეთებიაო. მანამდე მოძღვარი არ ჰყოლია, ორმოცსგადაცილებული მეუღლემ „მოაქცია“. მაშინ ცენტრალურ კომიტეტში განყოფილების გამგე იყო. მამა როსტომი (როსტომ ლორთქიფანიძე) იყო პირველი, ვინც დაეხმარა. ყოველთვის კარგად იხსენებს, იმიტომ რომ მან სირთულეები შეუმსუბუქა. არასოდეს დაავიწყდება მამა იოანე (ოქროპირიძე), მამა ბენიამინი (მარტყოფის ღვთაების მონასტრის წინამძღვარი), მამა ელისე, რომელმაც არა მარტო მოძღვრობას, არამედ ქრისტიანული ძმობისა და სიყვარულის გრძნობას აზიარა. ყველა მათგანს ბერი ილია საკუთარ მოძღვრებად მიიჩნევს. მორწმუნე კომუნისტურ პარტიაში ცეკაში ბოლო ყრილობა რომ იყო, დელეგატების ერთმა ჯგუფმა სთხოვა, პირველ მდივნობაზე დათანხმებულიყო. მაშინ სანდრო კავსაძემ ერთი პირობა წამოაყენა: იმ შემთხვევაში იქნებოდა ხელმძღვანელი, თუ მიიღებდნენ წინადადებას, რომ პარტიას ბოდიში მოეხადა რელიგიური ძალადობისთვის. მაშინ იმ ყრილობაზე ამხანაგი კავსაძე მკაცრად გააკრიტიკეს, ღმერთისთვის ბოდიშის მოხდა როგორ მოითხოვაო. თუმცა მეუღლემ შეძლო ის, რომ პარტიულმა კავსაძემ აღსარება თქვა. ზოდაგად, მეუღლეს სანდრო კავსაძის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ადგილი ეჭირა. ბერობა სწორედ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვიტა, რადგან იგრძნო, რომ რაღაც ძალიან დიდი გატყდა ცხოვრებასა და საზოგადოებაში, სადაც ისინი ორნი ცხოვრობდნენ, სადაც მათ თავისი სამყარო ჰქონდათ. ყველგან თან დაჰყავდა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი რომ ჩამოაყალიბა, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნა. როდესაც შაბათ-კვირას საპატიმროებში ტუსაღებს ხვდებოდა, გულიკო თან მიჰყავდა. უკვირდათ, ცოლს რომ დაატარებდა ყველა შეხვედრაზე, მას კი არ შეეძლო მის გარეშე, მიიჩნევდა, რომ გულიკო ყველა სიყალბეს ადვილად შენიშნავდა, რადგან თავად იყო მართალი და კეთილი. „რადგან დიდი სიყვარული გვქონდა, სიყალბე არ ჩანდა, ამიტომ იქაც მართალი იყო, იმ ადამიანებთან“, – ამბობს დღეს ბერი ილია. სხვათა შორის, სახალხო დამცველის ინსტიტუტი საქართველოში სწორედ სანდრო კავსაძის სახელს უკავშირდება. ეს მათი ინიციატივა იყო – ინსტიტუტის სახელი, `სახალხო დამცველი~ ესპანური მოდელიდან არის გადმოღებული. 1997 წელს კავსაძემ, ოჯახთან ერთად, საქართველო დატოვა, შვეიცარიაში წავიდნენ, ჟენევაში საქართველოს წარმომადგენლები იყვნენ. როგორც ჩანს, სწორედ მაშინ შეეყარა გულიკო დვალს უკურნებელი სენი, მეუღლე თავს ვერ პატიობს, რომ მაშინ ეს „გამოეპარა“.საკავშირო სკანდალი სანდრო კავსაძისა და გულიკო დვალის სიყვარულის ამბავი ორი ათეული წლის წინათ, ალბათ, ყველაზე გახმაურებული სკანდალი იყო თბილისში. მოსიყვარულე წყვილის უკან ორი დანგრეული ოჯახი იდგა. 46 წლის ასაკში სანდრო კავსაძემ ოჯახი დატოვა და პირველად დაიწერა ჯვარი. ბერი ილია ამბობს, რომ მაშინ მათ მთელი სამყარო დაუპირისპირდათ. გულიკო დვალმა სიყვარული ლექსებში ჩადო, დღეს მის ლექსებს ბერი ილია ინახავს: *** „ამ ქვეყნად შენს მეტიარავინ არ მინდა,უშენოდ სიცოცხლემტვერი და ქარია“.***„და დღესაც მსხვერპლსითხოვს, ისე ვით ოდესღაც,უმსხვერპლოდ ვინ გახსნა,კარები აღსავლის“.***„სიყვარულს ჩვენსასქარიშხლებმა გადაუარეს,მაგრამ ღვართქაფმაცეცხლოვანმა ის ვერ მოცელა,მჯერა გაუძლებს სიყვარულიწარღვნას უარესს,თუ ვეყოლებით აღმსარებლად,ერთგულ მლოცველად“. *** ამ ლექსების კრებული 1989 წელს გამოიცა, მაშინ გულიკო დვალმა არ იცოდა, რომ მათ სიყვარულს წინ დიდი გამოცდა ელოდა, თუმცა 23 წლის სიყვარულმა „წარღვნად“ მოვლენილ სიკვდილსაც გაუძლო, და დღეს მას მლოცველად ბერი ილია ჰყავს. „ძალიან რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ტყუილში ცხოვრება – კიდევ უფრო რთული. 42 წლის ვიყავი, რომ შემიყვარდა. შეიძლებოდა სიყვარულზე უარის თქმა, მაგრამ ვერ შევძელი. ასეთი სიყვარულის ნახვა, როგორიც გულიკომ მომიტანა, შეუძლებელია. არ არსებობს ასეთი სიყვარული, არც გამიგია, არც წამიკითხავს“. საერთო შვილები არ ჰყოლიათ, რადგან ისინი ცხოვრების დასაწყისშივე ვერ შეხვდნენ ერთმანეთს. ხშირად ამბობდნენ, რომ მეორე ქორწინება ამ სიყვარულის საფასურია. ეს მათთვის სიმძიმე იყო და ამიტომ შვილებსა და შვილიშვილებს ყოველთვის ურჩევდა, რომ სწორედ ისეთი სიყვარული ეპოვათ, როგორიც მათ ჰქონდათ. „ადამიანები სიყვარულისთვის იბადებიან და ყველაფერი ღმერთის სიყვარულისკენ მიდის. კაცის შემდეგ, ღმერთი იძულებული იყო, შეექმნა ქალი. ერთიანობა შექმნა ქალისა და კაცის. დასაბამიდან ასეა, ქალი კაცისკენ მიდის და კაცი – ქალისკენ. თუ აღმოაჩენს თავის ნეკნს, ხომ კარგი... თავის ნეკნს 5-6 პროცენტი თუ აღმოაჩენს ხოლმე ამ ქვეყანაზე. ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება. მე ჩემი ნეკნი ვნახე“. ფოტო რომელზეც ტყვეობიდან დახსნილი სანდრო კავსაძის და გულიკო დვალის ემოციური შეხვედრაა აღბეჭდილი, პირველად 1992 წელს New York Times-ში გამოქვეყნდა, მეორედ კი დღეს იბეჭდება – `პრაიმტაიმში~. 1992 წელს სანდრო კავსაძეს ჩხოროწყუში ზვიადისტები დაესხნენ თავს და 40 დღე ტყვეობაში ჰყავდათ. გულიკოს თანადგომას ტყვეობაშიც გრძნობდა. უწმიდესი დასდგომიათ გვერდში დროებითი განშორების ჟამს. როდესაც გულიკო დვალი გარდაიცვალა, წელიწად-ნახევრის განმავლობაში, დღეში ორჯერ მიდიოდა საფლავზე. მიდიოდა და ელაპარაკებოდა. სანამ ბერად აღკვეცას გადაწყვეტდა, ჯერ მორჩილი იყო მონასტერში. შემდეგ შორს, მარტყოფში, ამაღლების მონასტერში წასვლა გადაწყვიტა. 2010 წლის 20 სექტემბერს ბერად აღიკვეცა. ამბობს, რომ იქ შეიგრძნო ჰარმონია, თითქოს წრე შეიკრაო. ადრე თუ ხშირად დადიოდა მეუღლის საფლავზე, ეს სურვილი აღარ ჰქონია. „თითქოს შევერთდით და თითქოს ერთად ვიყავით უკვე. მე ვფიქრობ, რომ მას მივუძღვენი სიყვარული, საპასუხო სიყვარული გადავეცი, წავიდა ის და ზემოდან მიყურებს. მისი ზემოქმედება აღარ არის, ჩემი პასუხი ის არის, რომ მე ისევ ისეთი ერთგული ვარ, როგორიც ვიყავი. ვარ ბერი ღმერთისა და მისკენ მივდივარ ისევ. ვემზადები მასთან შესახვედრად“. ბერი ილიას შვილი – მამა იოანე ბერობამდე სანდრო კავსაძის ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა. მისმა შვილმა გადაწყვიტა ბერად აღკვეცილიყო. მამა იოანე ბერ-მონაზონია ლოს-ანჯელესსა და სანფრანცისკოში. ახლა 34 წლისაა, სამი წელია, რაც წავიდა. მაშინ გულიკო დვალი ცოცხალი იყო. ერთ დღეს სანდრო კავსაძესთან შვილი მივიდა და უთხრა: მამა, ეკლესიაში მივდივარ და კურთხევა მინდა შენგანო. უწმინდესს უთქვამს, მამის კუთხევაა საჭიროო. მამას უკითხავს, კურთხევა რად გინდაო? და პასუხად მიუღია: ბერად უნდა აღვიკვეცოო. სანდრო კავსაძემ ვერ მიიღო შვილის ეს გადაწყვეტილება. უფიქრია, მეორე ოჯახი რომ მაქვს, ამან გაართულა ყველაფერიო. უთხოვია შვილისთვის – დათო ნუ ჩამაყენებ ამ მდგომარეობაში, მე როგორ შემიძლია, ბერად გაკურთხო, რას იტყვიანო... შვილმა არ დაიშალა... გულიკოც წინააღმდეგი ყოფილა, პატრიარქისთვისაც უთხოვიათ, იქნებ თეთრი სამღვდელოება ურჩიოთო, მაგრამ... ბერი ილია ამბობს, რომ ის მისი შვილის ასაკში ამას ვერ შეძლებდა, მით უფრო, რომ დღეს კარგად ხვდება, რას ნიშნავს ბერობა. შვილის გადაწყვეტილებაში მიზეზის ძიება აღარ დაუწყია, რადგან იცის, რომ, "როდესაც ღმერთთან გაქვს საქმე, მიზეზი არ უნდა ეძებო და როგორი ახსნაც არ უნდა გააკეთო, ადამიანურია და ვერ სწვდება უფლის არსს. რამეთუ აუხსნელია უფლის გზები და მას ვერავინ შეაჩერებს!" რაც არის დღეს ბერის კაბაში მხოლოდ ახალგაზრდობა ენატრება, თუმცა იცის, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ამბობს, რომ წარსულის დაბრუნება რომ შეეძლოს, იგივე გზას არ აირჩევდა, უფრო რელიგიური იქნებოდა... ბევრ რამეს შეცვლიდა... მოძღვართან აღსარების დროსაც ხშირად ამბობს და მეც გამიმეორა: ცხოვრებიდან იმ ფურცლებს ამოხევ, რაც შენს თავს გაუკეთე, მაგრამ სხვას თუ ცუდი გაუკეთე, იმას როგორ ამოხევო? – ვერაფერს იტყვი, ჭეშმარიტებაა... დღეს ბერი ილია ყველა თავის წოდებასა და რეგალიას ერთ გროვად ხედავს, რომელიც წამში დაიკარგა. ის, რაც სამუდამოდ დარჩა, სიყვარულია, ამისთვის კი ღმერთს მადლობას ეუბნება. "ეძებეთ სიყვარული და თუ იპოვით, თვალის ჩინზე მეტად გაუფრთხილდით" – ეს არის ბერი ილიას გზავნილი ერისკაცებისთვის.ptpress.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  2. თუ ხელისუფლება ჩემს დაპატიმრებას გადაწყვეტს, ეს ძვირად დაუჯდება , _ ამის შესახებ, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს, "პალიტრა TV-რადიოს" ეთერში განაცხადა. გაზიარება [16:26 15-04-2011] http://2.bp.blogspot.com/-Eww1kn8VL3E/TaiMzHkfl0I/AAAAAAAAEe4/YvgvsOy17T4/s200/28535_125018407531600_100000703243348_173611_1233869_n.jpgმისივე თქმით, მის გვერდით ბევრი მოტივირებული ადამიანია და ხელისუფლება ყველა მათგანს ვერ დააპატიმრებს. "არც მე და არც ჩემი მეუღლე არაფერს ვაკეთებთ, რაც წინააღმდეგობაში მოდის კანონთან. ჩვენ ქვეყნისა და ხალხის წინაშე მართლები ვართ და არაფრის გვეშინია. თუ ამას გაბედავენ, ძვირად დაუჯდებათ", _ განაცხადა ბურჯანაძემ. გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა" ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ხელისუფლება სახალხო კრების მოღვაწეობით უკმაყოფილოა და მათ წინააღმდეგ ფართომასშტაბიან კამპანიას გეგმავს. გაზეთის ინფორმაციით, მათ შორის იგეგმება ნინო ბურჯანაძის დაპატიმრებაც.interpressnews.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  3. 13 წლის მარიამ ჩუბინიძეს, უკვე ჩატარებული რვა ოპერაციის შემდეგ, კიდევ ხუთი ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება. მარიამი დედასთან და სამ დედმამიშვილთან ერთად, ზუბალაშვილების ქუჩის 29 ნომერში ცხოვრობს. ოჯახი, დიასახლისის 70 ლარიანი პენსიის იმედადაა დარჩენილი, რომელსაც მარიამის დედა, ქეთევან სააკაძე თავდაცვის სამინისტროდან იღებს. ის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი იყო, შემდეგ ხელის ტრავმა მიიღო, რის გამოც სამსახურის დატოვება მოუხდა. გაზიარება [შორენა გოგოლაძე. 16:26 15-04-2011] http://3.bp.blogspot.com/-mlyh-oO8cS4/TaiLamaeu1I/AAAAAAAAEew/FZ4y6FE1DKM/s200/8C80B970-FC30-4E18-8F5F-866F2C5FB85B_mw800_mh600_s.jpg13 წლის მოზარდი, დილიდან საღამომდე მწოლიარე მდგომარეობაშია. ის უსინათლოა, თუმცა გონებრივი შესაძლებლობები შეზღუდული არ აქვს. მარიამი ამჟამად, რთული სოციალური პირობებისა და შეზღუდული შესაძლებლობების გამო, საშუალო განათლების მიღებას ვერ ახერხებს, თუმცა სახლის პირობებში მეცადინეობს. ქეთევან სააკაძე, მარიამ ჩუბინიძის დედა: მარიამს უკვე გაუკეთდა მენჯ–ბარძაყის რვა ურთულესი ოპერაცია. ცერებრალური დამბლა აქვს და უსინათლოა. ბავშვს კიდევ, ათი ოპერაცია აქვს გასაკეთებელი. აქედან, ხუთი ოპერაცია ფეხებზეა ჩასატარებელი, ძვლის ტვინზე კი ხუთ ეტაპად აქვს გადასანერგი ღეროვანი უჯრედები. ოჯახს არანაირი შემოსავალი არ გვაქვს. გასული წლის ოქტომბერში, სოციალური დახმარებაც მომიხსნეს, რომელიც 126 ლარს შეადგენდა. ახლა, მხოლოდ მოწყალების თხოვნით ვირჩენთ თავს, რაც მხოლოდ საკვების შესაძენად გვყოფნის’’. უნარშეზღუდული მოზარდის დედა ,,პრესა.ჯი’’– სთან საუბარში ყვება, რომ მან დახმარების თხოვნით, ბევრ ორგანიზაციას მიმართა, თუმცა უშედეგოდ. უკანასკნელი დახმარების იმედი, კათალიკოს პატრიარქი იყო, თუმცა ქეთევან სააკაძემ უწმინდესთან შეხვედრა ვერ მოახერხა. როგორც თავად ყვება, მას საპატრიარქოს მისაღებში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და იქიდან ისე გამოისტუმრეს. ,,პატრიარქამდე მივიტანე ჩემი გასაჭირი. მან დამიბარა თავისთან და დახმარებას დამპირდა. როდესაც საპატრიარქოში მივედი, შესასვლელში დაცვის ბიჭი იდგა. მე არ მაქვს საშუალება, ნორმალური სამოსი ვიყიდო და თმები სალონში გავიკეთო. ალბათ მათხოვარი ვეგონე. ავუხსენი ვითარება, რომ უწმინდესმა იცოდა ჩემი ვიზიტის შესახებ და მელოდებოდა. იმ ბიჭმა კი საყელოში ხელი მომკიდა და გარეთ მომისროლა. მითხრა, აქ არასდროს დაგინახო მოსულიო. ვიდრე გარეთ გამომაგდებდა მითხრა, პატრიარქთან შესვლა 100 ლარი ღირს და თუ დატოვებ, შეგიშვებო. მას შემდეგ რაც ვუთხარი, რომ 5 ლარის გამო ყინვაში, დილიდან საღამომდე ქუჩაში დავდივარ მეთქი, ჯერ კედელზე მიმანარცხა, მერე გარეთ მომისროლა. რას ვიზამდი. გამოვბრუნდი უკან და ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი, რომ უწმინდესს ვერ შევხდი. ამის შემდეგ, განცხადება და მარიამის საბუთები გავატანე ერთ პიროვნებას, მაგრამ, ის განცხადება გზაში დაიკარგა. უწმინდესამდე არ მისულა. პატრიარქსაც ატყუებენ და ჩვენც’’– ამბობს ქეთევან სააკაძე. მარიამი ჯანმრთელი დაიბადა, მაგრამ როგორც დედა ამბობს, ბავშვთა მეორე საავადმყოფოს ექიმის თვითნებურმა ქმედებამ, ინვალიდი გახადა. ,,7 დღის დაბადებული იყო მარიამი, როდესაც განყოფილების გამგე მერი გაჩეჩილაძემ, ჩემ დაუკითხავად ბავშვს ზურგის ტვინიდან სითხე ამოუღო. რატომ გააკეთა ეს არ ვიცი დღემე, მაგრამ ბავშვი სამუდამოდ დამიინვალიდა. ვისაც გაუკეთა მაშინ ეს საშინელება, იმ ბავშვებიდან ზოგი გარდაიცვალა, ნაწილი კი ინვალიდია’’ _ ამბობს მარიამის დედა. მარიამ ჩუბინიძის მდგომარეობა, ოპერაციის შემდეგ გაუმჯობესდება. ამას ოჯახის წევრებს, სპეციალისტები ეუბნებიან. ოპერაცია კი გერმანიაში უნდა ჩატარდეს, რაც სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული. ამ დრომდე, ოჯახს რამდენიმე კერძო კომპანია დაეხმარა და 13 წლის მოზარდს ჩაუტარდა ოპერაციები. მკურნალობის ბოლო ეტაპის ფინანსები, ოჯახს არ გააჩნია. როგორც მარიამის დედა ამბობს, მან შვილის მონაცემები ტელეკომპანია ,,რუსთავი 2’’–ში, კერძოდ კი გადაცემა ,,ვის უნდა 20 000’’ – ში სამჯერ გააგზავნა, მაგრამ სამივეჯერ უარი მიიღო. 13 წლის ბავშვის სიცოცხლე ქველმოქმედ ადამიანებზეა დამოკიდებული. მარიამის სახელზე ,,საქართველოს ბანკში’’ სპეციალური ანგარიშია გახსნილი. ცენტრალური ფილიალი (კოდი) 220101502, მიმღების დასახელება მარიამ ჩუბინიძე, ანგარიშის ნომერი 595296400.პრესა.გე http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  4. მინდა წარმოგიდგინოთ ძალიან გროზნი სეტი, რომელიც გუშინ ჩავწერე. ჰარდკორი, ჰარდსტაილი და მსგავსი ძუძუებიანი ნივთები (ვეშები), შეკრებილი ერთ სეტში. 180 ბიპიემი თავის საქმეს აკეთებს და თუკი ძალიან სუსტი ფსიქიკის არ ბრძანდებით, ტრაკსაც გაქნევინებთ. ახლა კი სეტი: [სეტზე გადასასვლელად დააჭირეთ ქავერის სურათს] და ჰო, როდესაც გადახვალთ ამ სეტზე, შეგიძლიათ მეც დამეფოლოვოთ. შემდეგ განახლებებს მიიღებთ პირველები. Filed under: [...]http://stats.wordpress.com/b.gif?host=bigcrow.ge&blog=187485&post=2038&subd=bigcrow&ref=&feed=1 View the full article
  5. ჩემს ძმას სჭირდება მეგობრული დახმარება! უბრალოდ დააკლიკეთ ამ ლაიქზე: http://sweet.ge/wp-content/uploads/2011/04/198990_143511425713936_100001652380125_231008_5001742_n-550x412.jpg ბმული იმაზე თუ რასაც ალაიქებთ Update: მოვიგეთ, მეგობრებო!!! : მადლობა ყველას ვინც ხმა მისცა ვიდეოს! http://feeds.feedburner.com/~r/sweetrealityblog/~4/lNzoJxuPIL8 ეწვიეთsweet.ge
  6. დღეს პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების სხდომის ზეპირი მოსმენა გაიმართება, _ ამის შესახებ „მედიანიუსს“ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული… ლინკი მედიანიუსზე
  7. Глава Федеральной службы по финансовым рынкам Владимир Миловидов подал в отставку со своего поста, сообщили 30 марта деловые СМИ. Новым руководителем мегарегулятора рынка скорее всего станет заместитель главы Минфина Дмитрий Панкин. Решение о смене руководителя ФСФР было принято из-за конфликта Кудрина и Миловидова. lenta.ru
  8. საქართველოში დაკავებული ებრაელი ბიზნესმენების რონი ფუქსის და ზეევ ფრენკელის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება და მოსამართლე ბიზნესმენების განაჩენს … ლინკი მედიანიუსზე
  9. Fears that providing arms would pull the United States into a civil war, as well as concerns that some fighters may have links to Al Qaeda, have spawned fierce debate.<br clear="both" style="clear: both;"/><br clear="both" style="clear: both;"/>http://ads.pheedo.com/img.phdo?p=1 View the full article
  10. დღეს საქართველოს სამუშაო ვიზიტით შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი ეწვევა. იგი შეხვედრებს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც გამართავს.… ლინკი მედიანიუსზე
  11. Я удивляюсь одному: как мало запрещенных писателей и музыкантов. Тех, кто протестует против несчастья соседей, мало. Против государственного терроризма, пыток и бесправия, против этой лукашенковской авторитарной заразы, эпидемии, которая приближается уже и к нам в Москве.
  12. დღეს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე–პრემიერი, გიორგი ბარამიძე ილიას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა „ლიგამუსში“ სტუდენტებს… ლინკი მედიანიუსზე
  13. Administration efforts have failed to stanch a rising tide of foreclosures and a decline in home prices.<br clear="both" style="clear: both;"/><br clear="both" style="clear: both;"/>http://ads.pheedo.com/img.phdo?p=1 View the full article
  14. Some local officials are questioning the timing of a spending increase as New York City is planning to cut 6,100 teaching positions.<br clear="both" style="clear: both;"/><br clear="both" style="clear: both;"/>http://ads.pheedo.com/img.phdo?p=1 View the full article
  15. Concerning the assault on Libya, President Obama offered the most detailed portrait of when he might commit the country’s military might in a tumultuous world.<br clear="both" style="clear: both;"/><br clear="both" style="clear: both;"/>http://ads.pheedo.com/img.phdo?p=1 View the full article
  16. The resignation came ahead of a speech President Bashar al-Assad is expected to give to the nation on Wednesday that may offer other concessions.<br clear="both" style="clear: both;"/><br clear="both" style="clear: both;"/>http://ads.pheedo.com/img.phdo?p=1 View the full article
  17. Samantha Power, President Obama’s adviser on foreign policy, champions the idea that nations have a moral obligation to prevent genocide.<br clear="both" style="clear: both;"/><br clear="both" style="clear: both;"/>http://ads.pheedo.com/img.phdo?p=1 View the full article
  18. Содержание радиоактивного йода в пробах морской воды, взятых у АЭС "Фукусима-1", превышает предельно допустимые значения в 3355 раз. За два дня уровень радиации вырос почти в три раза - 28 марта сообщалось, что содержание йода-131 в воде у АЭС превышает предельно допустимые значения в 1150 раз. lenta.ru
×
×
  • შექმენი...