Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. როგორ აფასებენ მოქალაქეები საარჩევნო გარემოს და რას ელიან მომავალში; რამდენად ენდობიან არჩევნების შედეგებს; როგორ ახასიათებენ სახელმწიფოს მმართველობის ფორმას; რა არის მათთვის პრიორიტეტული არჩევანის გაკეთებისას. ამ და სხვა მსგავს საკითხებზე გამოკითხვა, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) ჩაატარა. იხილეთ tabula.geზე
  2. აშშ-ს მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისთვის სხვადასხვა კატეგორიის აშშ-ს ვიზების მაქსიმალური ხანგრძლივობის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ტურისტული და სამუშაო (B1/B2), ასევე ტრანზიტული (C1/D) მრავალჯერადი ვიზების ხანგრძლივობა არსებული 12 თვიდან 120 თვემდე გაიზრდება. აშშ-ს ვიზების მაქსიმალური ხანგრძლივობის გაზრდა შეეხება A, F, G, H, J, L, M, O, P, Q, R კატეგორიებსაც, რომლებიც არსებული მრავალჯერადი 12-თვიანი ვიზებიდან 60 თვემდე გახანგრძლივდება. რაც შეეხება B, C, D კატეგორიის მრავალჯერად ვიზებს, მათი მოქმედების ვადა არსებული 12 თვიდან 120 თვემდე გახანგრძლივდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება 15 მარტს ვაშინგტონში გამართული აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხალხთაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე განხორციელდა. "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ გადადგმულ ამ მნიშვნელოვან, კონკრეტულ ნაბიჯს, რაც ხელს შეუწყობს კონტაქტების გაღრმავებას ქართველ და ამერიკელ ხალხებს შორის და, ამავდროულად, სტიმულს მიანიჭებს სავაჭრო, საგანმანათლებლო, კულტურულ და ტურისტულ კავშირ-ურთიერთობებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის", – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  3. http://www.arsenal.com/assets/_files/images/feb_09/gun__1235472019_riise.jpg რომას მცველი იორნ არნე რიისე არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა კარიერა მის ყოფილ კლუბში განაგრძოს… ნორვეგიელს იტალიურ ”რომასთან” კონტრაქტის დასრულებამდე 1 წელი დარჩა და ჯერ კიდევ მხარეებს შორის მოლაპარაკება ვერ მოხერხდა. ზაფხულში რომაელები რიისეს ყიდვასთან დაკავშირებულ შეთავაზებებს განიხილავენ. როგორც იუწყება Sky Sports, ”ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი კენი დალგლიში რიისეს ”ენფილდზე” დაბრუნებას აპირებს. 2008 წელს მცველმა მერსისაიდული კლუბი დატოვა და დღემდე გუნდში მარცხენა მცველის პოზიციაზე მუდმივი პრობლემაა. წლევანდელ სეზონში მარცხენა ფლანგზე კენის გლენ ჯონსონის დაყენებაც მოუწია. ასევე ცნობილია, რომ ლივერპული დაინტერესებულია ლეიტონ ბეინსით, რომელსაც ამ პოზიციაზე პრობლემების მოგვარება შეუძლია, მაგრამ მისი მოსვლა ნაკლებად სავარაუდოა. ალბათობა იმისა, რომ 30 წლის რიისე ყოფილ გუნდში დაბრუნდება გაცილებით დიდია. ”ლივერპული მუდამ ჩემს გულშია. ეს უდიდესი კლუბია, რომლისგანაც ბრწყინვალე მოგონებები დამრჩა. მე კონტრაქტი 2012 წლის ივნისამდე მაკავშირებს რომასთან, ამიტომაც შესაძლოა ყველაფერი მოხდეს.” – განაცხადა რიისემ. View the full article
  4. http://a.pix.ge:81/l/6uql9.jpg The Sun-ის ცნობით კენი დალგლიში ჯერჯერობით თავს იკავებს ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტის დადებაზე კლუბთან. ბრიტანული პრესის ცნობით შოტლანდიელს სურს კონტრაქტის გაფორმებამდე შეთანხმდეს კლუბის თავმჯდომარესთან ტრანსფერების თაობაზე, კენის სურს თავად გააკონტროლოს ყველა ტრანსფერი. ჯონ ჰენრის კი სურს დალგლიშმა კომოლისთან ითანამშრომლოს და კლუბმა ამ უკანასკნელის შერჩეული ფეხბურთელების ტრანსფერები განიხილოს. The Sun-ის განცხადებით კენი ძველი ყაიდის მწვრთნელია, რომელსაც თავისებურად უნდა ყველაფრის გაკეთება და არ სურს სხვამ (კომოლიმ) შეურჩიოს ფეხბურთელები. წყარო: eurosport.yahoo.com View the full article
  5. http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/05/69db8f25aba6ae129f8fd018388acb9c.jpgცნობილმა იტალიელმა მოდელიორმა ჯორჯო არმანიმ, სიცილიელ მღვდელს ანაფორა შეუკერა. სასულიერო სამოსელი არმანიმ სიცილიის ქალაქ მაძარა-დელ-ვალოში მომსახურე მღვდელს დომენიკო მოგავეროს აჩუქა. ანაფორაზე გამოსახულია დედამიწისა და ზღვის ნიშნები. პირველად ეპისკოპოსმა არმანის ანაფორა კვირას, კუნძულ პანტელერიაზე ეკლესიის გახსნასთან დაკავშირებით ჩაიცვა. კუნძული სიცილიისგან 100 კმ-შია.მოდელიორი 37 წლიდან ამ კუნძულს ხშირად სტუმრობს. არმანი კუნძულის საპატიო მკვიდრის ორდენითაც დასაჩუქრდა. წყარო: http://www.ambebi.ge Share View the full article
  6. ისრაელის კომპანია "ელბიტ სისთემს" ლონდონის უმაღლეს სასამართლოში საქართველოს 100 მილიონ დოლლარს ედავება. ისრაელის მეორე კომპანია კი, რომელიც სამხედროების გაწვრთნით არის დაკავებული, სოხუმში ჩადის და სერგეი ბაღაფშს ხვდება. მას შემდეგ, რაც ბათუმში ებრაელი ბიზნესმენები ქრთამის მიცემის ბრალდებით დააკავეს, საქართველო-ისრაელის ურთიერთობა გამწვავდა; არ შედგა თელავივში დაგეგმილი ქართველი მაღალჩინოსნების ვიზიტიც. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის ვიზიტი მხოლოდ გადაიდო - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ვერონიკა ქობალიას ვიზიტის გადადებაზე კი ქართულ მხარეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. წელს, თებერვალში, ისრაელის საელჩო საქართველოში ერთი კვირით დაიხურა. ისრაელის მედიამ ეს ებრაელი ბიზნესმენების დაკავების ფაქტს დაუკავშირა. ამ ქვეყნის მედიის ცნობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპანია "ელბიტ სისთემთან" იარაღის მიწოდებაზე ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება. ოფიციალური თბილისი დუმს "ელბიტ სისთემის" სარჩელთან დაკავშირებით. ცნობისათვის, 2007 წელს, როდესაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და "ელბიტ სისთემს" შორის კონტრაქტი გაფორმდა უპილოტო თვითმფრინავების მიწოდების თაობაზე, ქვეყნის ოთხმილიარდიანი ბიუჯეტიდან თავდაცვის სამინისტროს თითქმის მილიარდ–ნახევარი ლარი ერგო. დაახლოებით იგივე პარამეტრები იყო დაცული 2008 წელსაც. აგვისტოს ომის შემდეგ თავდაცვის ბიუჯეტი განახევრდა, წელს ეს თანხა 660 მილიონამდე შემცირდა. "გაზეთი ბათუმელები" სამხედრო სპეციალისტს, გიორგი თავდგირიძეს ესაუბრა: - ბატონო გიორგი, თქვენ რა კონკრეტულ ინფორმაციას ფლობთ კომპანია "ელბიტ სისთემის" შესახებ? - ებრაული "ელბიტ სისთემი“ - იარაღის მწარმოებელი ფირმა, საკმაოდ სერიოზულ კომპანიად მიიჩნევა მსოფლიოში. თუ გავითვალისწინებთ, რომ ის ამზადებს უპილოტო მფრინავ საშუალებებს - მაღალტექნოლოგიურ იარაღს, რაც ძალზე განვითარებულ ინფრასტრუქტურას საჭიროებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კომპანიას აქვს ანალიტიკური ცენტრი, სამეცნიერო დაწესებულება და ასე შემდეგ.… - თავდაცვის სამინისტროში თქვენი მუშაობის პერიოდში, რომელ იარაღის მწარმოებელ კომპანიასთან გქონდათ კონტრაქტები გაფორმებული და თუ იყო ამ ნუსხაში "ელბიტ სისთემი?" - მაშინ "ელბიტ სისთემი" ამ ნუსხაში არ იყო, ეს კომპანია უფრო აქტიურად საქართველოში რევოლუციის შემდეგ გამოჩნდა. მანამდე მას ჰქონდა კონტრაქტი საქართველოს საავიაციო ქარხანასთან, "სკორპიონების" წარმოებაში ეხმარებოდა. ამ ფირმამ საკუთარ თავზე აიღო თვითმფრინავის მოდიფიკაცია, მართვის მოწყობილობის გაუმჯობესება. თუ არ ვცდები, ეს 2 თვითმფრინავი, "მიმინოს" კლასიფიკაციით, საქართველოს შეარაღებაში კვლავ ირიცხება. - 100 მილიონი დოლარის დავალიანება და 40 უპილოტო თვითმფრინავი – ეს მონაცემები ისრაელურ-ქართულმა მედიამ "ელბიტ სისთემზე" დაყრდნობით გაავრცელა. ოფიციალური თბილისი ამ ფაქტთან დაკავშირებით ჯერ კომენტარს არ აკეთებს. რამდენად დასაშვებია, რომ საქართველოს ეს ვალი მართებს? - ძნელია ამ თემაზე საუბარი, დავა არის მყიდველსა და გამყიდველს შორის. არგუმენტები ორივე მხარეს ექნება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტს არ უნდა ჰქონოდა თანხის ვერდაფარვის პრობლემა. გასაგებია ის არგუმენტიც, რასაც ებრაული კომპანია აცხადებს – მან სრულად შეასრულა კონტრაქტით აღებული ვალდებულება. ამის გარკვევა სასამართლოს პრეროგატივაა, ორივე მხარის განცხადებები კი შეიძლება განვიხილოთ, როგორც სუბიექტური. 100 მილიონი დოლარის ფარგლებში რომ იქნებოდა ბრუნვა, ეს არ არის დიდად საეჭვო და გამორიცხული. 40 მფრინავი საშუალება იაფი არ ღირს, მაგრამ აქ სხვა ტიპის მოწყობილობებზეც არის საუბარი, როგორც იკითხება. - თუ საქართველოს ეს ვალი მართებდა, 2007 წლიდან დღემდე ებრაულმა კომპანიამ ლონდონის უმაღლეს სასამართლოს აქამდე რატომ არ მიმართა? - სავარაუდოდ, ეს მოხდა ისრაელსა და საქართველოს შორის პოლიტიკური ურთიერთობის გამწვავების გამო. სავარაუდოდ, მიზეზი იყო ფორმა, რომელიც იქნა გამოყენებული ებრაელი ბიზნესმენების დაკავების დროს. ისრაელის ხელისუფლების მახასიათებელია ის, რომ საკუთარი მოქალაქეების, მათ შორის ბიზნესმენების, უფლებებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იცავს. ხშირია შემთხვევა, როცა ერთი ქვეყანა ყიდულობს იარაღს და თუ სრულ თანხას ვერ ფარავს, ხდება ვალის რესტრუქტურიზაცია, ანუ საქმე სასამართლომდე არ მიდის. მაგრამ საქართველოს შემთხვევაში პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, ეს ასე, როგორც ჩანს, არ მოხდა. ნებისმიერი იარაღის მწარმოებელი კომპანია განიცდის თავისი მთავრობის გავლენას, მათი საქმიანობა მკაცრად რეგულირებულია, რადგან საქმე იარაღს ეხება. აქედან გამომდინარე, "ელბიტ სისთემის" შემთხვევაშიც შეიძლებოდა ეს ყოფილიყო. - საჭიროებდა ქართული შეიარაღება 40 უპილოტო თვითმფრინავს? - ეს სამხედრო გათვლებზეა დამოკიდებული. 40 უპილოტო თვითმფრინავის, ამ შეიარაღების ერთდროულად გამოყენება, არც სჭირდება ქართულ არმიას, მაგრამ მაშინ, როცა საქართველო სამხედრო აქტიურობის პოლიტიკას ატარებდა, დანაკარგი უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. თუმცა, მე როგორც სამხედრო, ვფიქრობ, გათვლა ამდენ დანაკარგზე არ უნდა ჰქონოდათ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 3 უპილოტო თვითმფრინავი ჯერ კიდევ მშვიდობის დროს იქნა განადგურებული მოწინააღმდეგის მხრიდან. - ისრაელის საელჩოს ერთი კვირით დახურვა, ებრაელი ბიზნესმენების დაკავება, "გლობალ კასტის" წარმომადგენლების ვიზიტი აფხაზეთში, ირანთან გაუქმებული სავიზო რეჟიმი... რამდენად მოსალოდნელია, რომ ამ ფაქტორების ერთობლიობა საქართველო-ისრაელის ურთიერთობის დაძაბვის საფუძველი გახდება? - საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი ნაკლი ის არის, რომ ბალანსის შენარჩუნებას ვერ ახერხებს. ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმება, ბუნებრივია, იქონიებდა გავლენას. გასათვალისწინებელია, რომ ორივე ქვეყანაზე მეზობლები ახდენდნენ ზეწოლას, მაგალითად, რუსეთი ახდენდა ზეწოლას, რომ შეეწყვიტა ისრაელს საქართველოსთვის იარაღის მოწოდება. მაგრამ ამ სიტუაციაში გადამწყვეტი მაინც ებრაელი ბიზნესმენების დაკავება იყო და არა სხვა რამ. აქედან გამომდინარე, ეს არ არის ორ ხალხს შორის წარმოქმნილი პრობლემა, ეს მთავრობის პოლიტიკაზეა დამოკიდებული. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ბოლო დროს განსაკუთრებით ხისტ საგარეო პოლიტიკას ატარებს. - "გლობალ კასტის" ხელმძღვანელები გასულ კვირას სოხუმში ჩავიდნენ. რამდენად რეალურია, რომ ებრაულმა კომპანიამ სოხუმს მიყიდოს იარაღი და რამდენად შეიძლება იყოს ეს ოფიციალური თელავივის გამაფრთხილებელი დემარში ოფიციალური თბილისის მიმართ. ამ ჭრილში, ალბათ, საინტერესოა ოფიციალური მოსკოვის როლიც. - რა თქმა უნდა, ეს იყო საქართველოს გაფრთხილების ფორმაც, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ "ელბიტ სისთემი" ეწევა ბიზნესსაც. ეს კომპანია ასევე დაკავებულია ე.წ. "მოხალისეების" დაქირავებით, კონფლიქტურ რეგიონებში გაგზავნითა და იქ მართვის სისტემის დანერგვით. ეს ბიზნესკომპონენტია, მაგრამ პოლიტიკურ ბერკეტადაც გამოიყენეს. - ებრაული კომპანია - "გლობალ კასტი", "ალჯაზირას" ინფორმაციით, კადაფის რეჟიმის დახმარებით არის დაკავებული. რა კავშირია "გლობალ კასტსა" და "ელბიტ სისთემს" შორის? - საქართველო ერთი ფირმისგან ყიდულობდა უპილოტო თვითმფრინავებს, მეორე კომპანია კი სპეციალისტებს ამზადებდა ამ ტექნიკის გამოყენებისთვის. რაც შეეხება კადაფის რეჟიმთან თანამშრომლობას, რაიმეს უარყოფა ან დადასტურება ამ ეტაპზე, მგონი, არ შეიძლება, უფრო მეტი არგუმენტია ამისთვის საჭირო, მხოლოდ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არგუმენტი არ არის. ზოგადად კი, ამ კომპანიის საქმიანობა სწორედ იარაღის ბიზნესს უკავშირდება. - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იარაღის მწარმოებელ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებები რამდენად განეკუთვნება საიდუმლო ინფორმაციას? ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება? - როგორ წესი, ამ ტიპის კონტრაქტი უნდა იყოს ღია, მაგრამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აქვს უფლება, გრიფით საიდუმლო მიანიჭოს ამ დოკუმენტაციას. ნებისმიერ ქვეყანაში, როცა ასეთი კონტრაქტები სრულდება, ანგარიში ქვეყნდება და ის არის გამჭვირვალე - სად დაიხარჯა ბიუჯეტის ფული, საჯარო ინფორმაციაა. მეეჭვება, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოგაწოდოთ ეგ ინფორმაცია, რადგან, სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი პრაქტიკა არ არის. სრული ინფო(netgazeti.ge)
  7. თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ლეგენდარული მცველი, ცნობილი ქართველი მწვრთვნელი რევაზ ძოძუაშვილი ქართული ფეხბურთის სატკივარმა „ქორთიარდ მერიოტში“ სასაუბროდ მიიყვანა და დაპირისპირების ეპიცენტრშიც აღმოჩნდა. ძოძუაშვილმა „მერიოტში“ ვეტერან ფეხბურთელებსა და მედიასთან სასაუბროდ შეკრებილი ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები უმოქმედობაში ამხილა და აღნიშნა, რომ ისინი ქართული ფეხბურთისთვის საკმარისად არ ირჯებიან. მეტიც, მან ფედერაციის პრეზიდენტს „ცირკაჩი“ უწოდა. გაზიარება [მანანა ნოზაძე. 15:29 04-05-2011] http://4.bp.blogspot.com/-BjCokX2GK_w/TcE4OjPSPZI/AAAAAAAAEf4/P5Td14x2Pv8/s200/temur-qecbaia.jpgსაკუთარი პოზიცია გამოხატა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმაც. მისი განცხადებით, ქართულ ფეხბურთში მენტალური რევოლუცია უნდა მოხდეს, მწვრთნელი მწვრთნელს უნდა დაემსგავსოს, ხოლო ფეხბურთელი - ფეხბურთელს. მომხდარის გამო კატეგორიული ჩანდა ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, რომელმაც ფეხბურთის გაყიდვა სამშობლოს გაყიდვას შეადარა. „მიმაჩნია, რომ ფეხბურთელი, რომელიც მზადაა, გაყიდოს თავისი თამაში, თავისი კლუბი, გაყიდის თავის ქალაქსა და ქვეყანას", - ასეთია სიჭინავას პოზიცია. რევაზ ძოძუაშვილი მიიჩნევს, რომ მარტო კონკრეტულ ფეხბურთელებზე ჯოხი არ უნდა გადატყდეს და მთავარი დამნაშავეები უნდა გამოვლინდნენ. ფედერაციის მისამართით საკუთარ მკაცრ პოზიციას კი იმით ხსნის, რომ არ სურს, ვინმემ თვალებში ნაცარი შეაყაროს. - საუბარი ისეთნაირად მიჰყავთ, თითქოს უნდათ, დაგვაბრმაონ. შესაძლოა, თვითონვე არ იციან, რასაც აკეთებენ. იმ ფეხბურთელებმა კი, რომლებსაც ბევრი რამ გაგვიკეთებია, მეტი საიდუმლოება ვიცით. ჩვენ ვითხოვთ, რომ მარტო ფეხბურთელები არ უნდა დაისაჯონ, ეს პრობლემა გლობალურია. ის ხუთი კაცი ჩანს, ვინც ეს გააკეთა, მაგრამ 5 ათასი არ ჩანს. ვინ უნდა დაისაჯოს?- ყველა, ვისი ხელიც ამაში ურევია. ამაში ურევია დიდი სიბინძურე. ამ სიბინძურეების გამოაშკარავებაა საჭირო. კონკრეტულად ვის მოეთხოვება პასუხი?- ვისაც უჭირავს ხელში ფეხბურთი და ვისაც უჭირავს სპორტი. იმან უნდა განიხილოს ეს საკითხი და ჩვენ ამაში დავეხმარებით. დღეს ფეხბურთში ამდენი სიბინძურე ჩანს, ფეხბურთს კი ხელმძღვნელობს ფეხბურთის ფედერაცია. მან უნდა აღმოაჩინოს თუ საიდან მოდის ეს სიბინძურე და რა კეთდება. ჩემს ოჯახზე პასუხისმგებელი მე ვარ, როგორც ოჯახის უფროსი. ათ, თხუთმეტ, ოც თამაშს ვუყურებ, თურმე ცენტრიდან გადის ბურთები, ორი თვეა, გაყიდულ თამაშებზე მიდის საუბარი და ახლა თურმე ფიფამ და უეფამ უნდა გამოგიგზავნოს დოკუმენტი და გაგაფრთხილოს, რომ ჩვენთან, საქართველოში თამაშები იყიდება. მხოლოდ ამის მერე უნდა მიხედონ ამათ ქართულ ფეხბურთს? როგორ გგონიათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში შეგნებულად აჭიანურებენ საქმეს?- ეს ავადმყოფობა საქართველოშია გაბატონებული და ამას მფარველობს ისეთი ხალხი, რომლებსაც დღეს ქართულ ფეხბურთში დიდი ოვაციებითა და ტაშით ეგებებიან. ამ ხალხს თუ მოვაშორებთ, ყველაფერი კარგად იქნება. თორემ, ჩვენ ახლა 4-5 ფეხბურთელს დისკვალიფიკაციას თუ მივცემთ და გავუშვებთ ფეხბურთიდან, ამით მიიმალებიან ის ძირითადი დამნაშავეები, რომლებმაც ბავშვებს ამ სიბინძურეში თავი ჩააყოფინეს. თუ შენ ფეხბურთი გინდა, ფეხბურთის ფედერაციიდან უნდა მოდიოდეს დიდი პატიოსნება და შემდეგ ამას გუნდების ხელმძღვანელები უნდა დაემატოს. დღეს ისე გაძლიერდა მსოფლიო და ევროპის დიდი ფეხბურთი, რომ ადვილი ჰგონიათ. ამ სფეროში სამუშაოდ მოდიან, მერე ამხელა ბარიერებსა და ტალღას რომ ხვდებიან, სურვილი უჩნდებათ, ასეთ პატარა ბიჭებზე გადაატანინონ გულშემატკივრებს ყურადღება. აქ გლობალურადაა საქმე. ადრე ქართული ფეხბურთის გამაბინძურებელი არაერთი ადამიანი დაისაჯა, ახლაც სხვა გზა არ არის. დადგა ის დრო, თუ ესენი არ მოვიშორეთ, ცოტა ხანში ნახავთ, რა მოხდება. ადრე ვიძახდით, ფეხბურთი ავად არისო, ახლა კი ვამბობთ, ავად კი არა, ნახევრად უკვე მკვდარია. კონკრეტულად, რა არის დღეს ქართული ფეხბურთის მთავარი პრობლემა?- დღეს მთავარი პრობლემაა ის, რომ ფეხბურთში ჩარეულია ბევრი არაპროფესიონალი, უცოდინარი ხალხი. კი ბატონო, გარკვეულ დონეზე ფეხბურთი ვიცით, მაგრამ ქართული ფეხბურთი გარკვეულ დონეზე გაჩერებული არასდროს ყოფილა და არც მომავალში უნდა გაჩერდეს. ფეხბურთი წინ მიდის და დიდ ასპარეზზე უნდა გავიდეს. ესაა „ბარსელონა“, „ჩელსი“, „მანჩესტერ-იუნაიტედი“... მათ დონეზე უნდა ვითამაშოთ, მაგრამ ამას როგორ მივაღწევთ? ამას ქმნიან პროფესიონალები. აგერ, ხუთ ფეხბურთელს დააბრალო, რომ თურმე თამაშებს ყიდიან და ამიტომაა ფეხბურთი ჩავარდნილი, ეს არასწორია. ბოლო დროს ფეხბურთელების საწინააღმდეგო კამპანია დაიწყო - გიორგი დემეტრაძის დაჭერა, ახლა კი საფეხბურთო კლუბ ”სამტრედიის“, ზუგდიდის ”ბაიას“, თბილისის „ვიტ-ჯორჯიას“ ფეხბურთელებს ტოტალიზატორის შავ ბიზნესთან ფარულ გარიგებასა და თამაშის გაყიდვაში ადანაშაულებენ, რაც, ცხადია, დაუშვებელია.- ყველა ფეხბურთელის საქციელზე პასუხისმგებელნი ვართ ჩვენ. ყველა ეს ფეხბურთელი ჩვენს ხელშია გამოვლილი და ჩვენ დროს ასეთ საქციელს ვერ ბედავდნენ. ახლა რატომ ბედავენ? ვისაც ახლა ამხელენ, სამივე მათგანი უწესიერესი სპორტსმენი იყო, ახლა რა დაემართათ? რა ლიცენზიები გასცეს ისეთი, რომ ამაზე მიდიან ფეხბურთელები? აბა, ერთი მონახეთ ვინმე და ჰკითხეთ, როცა მწვრთნელებად ძოძუაშვილი, ხურცილავა, გუცაევი, ნოდია იყვნენ, ასეთი რამ ხდებოდა? იმ დროს რატომ არ იჭერდნენ არავის? - იმიტომ, რომ ჩვენ ვერ გვატყუებდნენ. ჩვენ არც ისე სულელები ვართ, რომ დაგვაბრმაონ, ნაკლებ დანაშაულზე გაჩერდნენ და მთავარს არ მიაქციონ ყურადღება. დაღუპულია თქვენი თაობა. ჩვენმა თაობამ ძალიან დიდი ფეხბურთი მაინც ნახა, კიდევ წავალთ და სხვაგან ვიმუშავებთ, ძალინ დიდ ფეხბურთშიც ვიტრიალებთ, მაგრამ თქვენი თაობა ვერაფერს ნახავს. ბოლოდროინდელ გამარჯვებებზე რას გვეტყვით. ქეცბაიას ხელში რამდენად შესწევთ ძალა ამ ფეხბურთელებს?- კარგი შეკითხვაა. წარმოიდგინეთ, თურმე დღეს ქართულ ფეხბურთში ასეთი ამბავი ტრიალებს, ამდენად, ამ ფეხბურთელებს შორის რომელი მათგანი აიყვანოს თემურ ქეცბაიამ ნაკრებში სათამაშოდ? არადა, ნაკრებში მათი აყვანის გარეშე ფეხბურთი ვერ განვითარდება, ეს აუცილებელია. ხედავთ, თემურ ქეცბაიას სად უთხრიან ძირს? ასეთი სიმახინჯე და გაყიდვა რომ მოხდეს ქართულ ფეხბურთში, ამის შემდეგ დაიკარგება თემურ ქეცბაიას გუნდიც, საქართველოს ნაკრებიც და ყველაფერიც. „ზესტაფონსა“ და ფეხბურთის ფედერაციას შორის ბოლოდრინდელ დაპირსპირებაზე რას გვეტყვით? "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ ფეხბურთის ფედერაცია არასწორ მენეჯმენტსა და არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა. „ზესტაფონს“ ებრძვიან?- ეს საკითხი ერთმანეთთანაა მიბმული. არ ვფიქრობ, რომ ებრძვიან, ჩავიდნენ და უცბად ჩემპიონები გახდნენ. ეს დონე მათ ჰყოფნით, და, როდესაც ორივე ხელიხელჩაკიდებულნი გავლენ ევროპაზე და ჩემპიონთა ლიგას გვათამაშებენ, მაშინ მივალ სიჭინავასთან, დავუჩოქებ და ვეტყვი, ჯიგარო, შენ ხარ ის პიროვნება, რომელმაც ჩვენ დიდი ფეხბურთი გვაჩუქე. მაგრამ პირველივე თამაშს ექვს გუნდთან ერთად რომ წააგებ და ამის მონაწილე იქნები, ამის გამო მადლობას ვერ ვეტყვით. კი ბატონო, დაველოდოთ ხვალინდელ დღეს და ვნახოთ, რა მოხდება. სიჭინავას პერიოდში კორუფციულ სქემებს ამჩნევთ?- სიჭინავას პერიოდში ყველაფერი გამოჩნდა, თუ როგორ მოქმედებს ქართული ფეხბურთის ახალგაზრდობა. ამის მიზეზი კი ისაა, თუ ვინ აძლევს ლიცენზიას მწვრთვნელებს. როგორ ზრდიან მწვრთვნელები ფეხბურთელებს და როგორ იზრდებიან ის ბიჭები ან გაზრდილები როგორ ფუჭდებიან. აი, სად უნდა ვეძებოთ სიმახინჯე. იქნებ, ფეხბურთელების ფულადი გარიგებები რაიონულ გუნდებში მათი დაბალი ანაზღაურებით აიხსნება?- ეს იმდენად მიზერული ანაზღაურებაა, ფეხბურთის ენით რომ ვთქვათ, ამ სქემით შეიძლება ”ბარსელონას მოვუგოთ”. ამ სქემით, რომელიც ახლა სიმახინჯისა და ქართული ფეხბურთის დანგრევის სქემაა. ამის თანამონაწილეები კი გაერთიანებულნი არიან და შეტევაზე მოდიან. წარმოიდგინეთ, ამის გამო არანაირი მომავალი არ გვაქვს. ერთადერთი ნათელი წერტილია, რომ საბედნიეროდ, თემურ ქეცბაიას ენდნენ, ის ჩვენი გაზრდილია, ჩვენს მიერ გადაცემული სულითა და გულითაა მოსული. მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ასეთი ფეხბურთელები ძალით შეაპარონ მის გუნდში და დაღუპონ. თქვენ არაპროფესიონალიზმი ახსენეთ, მაგრამ სხვა ინტერესებიც ხომ არსებობს?- რასაკვირველია, არაპროფესიონალს ყოველთვის სხვა ინტერესი აქვს. ამაში ბევრი რამ შედის. კაცი, რომელსაც გულითა და სულით არ უყვარს საქმე, რომელ პროფესიონალიზმზეა საუბარი? ნახეთ, რა მოხდა, ერთი გამოდის და ამბობს, ჩვენ ფეხბურთის ფედერაციის ხუთი წარმომადგენელი წავედით და ვუყურეთ ამ თამაშს, რაც ვნახეთ, საზიზღრობა იყოო. ვთქვათ, შენ ხარ პრეზიდენტი, შენი ხუთი თანამშრომელი, შენთან ერთად 24 საათი რომ არის და თამაშებს არჩევენ, არ უნდა მოვიდეს და არ უნდა გითხრას,ძმაო, სიბინძურეა და მივხედოთ ამ საქმეს, თორემ ფიფაც გაიგებს, უეფაც და დავიღუპებითო? ანალიზს დაგვიანებით, 10 და 20 დღის შემდეგ რომ აკეთებენ, ზუსტად ამან მიგვიყვანა ასეთ შედეგამდე. დღეს თუ არ დაასწარი მოვლენებს, დაღუპულია საქმე. ხომ ხედავთ, ჩვენი პროფესიონალები ხმას ვერ იღებენ, რადგან სამსახურებიდან მოხსნის ეშინია ხალხს. შექმნილი მდგომარეობა რამდენად გაუფუჭებს სახელს ქართულ ფეხბურთს საერთაშორისო ასპარეზზე? - სწორედ აქედან დავიწყოთ - ზუსტად ფიფადან მოვიდა გაფრთხილება, თქვენთან თურმე ამას აკეთებენო. არაა გამორიცხული, ახლა სააკაშვილისაც შეეშინდათ, რადგან მან ხელი დაუქნია, ფეხბურთს მიხედეთო. დღეს, ეტყობა, სჭირდებათ ქართული ფეხბურთის აღმავლობისკენ წაყვანა, იმიტომაც დაიწყო ეს ყველაფერი. ხელისუფლება აცხადებს, რომ საბავშვო ფეხბურთის განვითარებისთვის სტადიონებს ერთმანეთის მიყოლებით ხსნის, რომ ზრუნავს სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის. რეალურად რა ხდება?- რაშია იცით, საქმე? ეს იგივეა, ბავშვს რომ უთხრა, ქუჩაში უნდა გაგიყვანო და სიცივეში მარტო ტრუსებსა და მაისურს ჩაგაცვამო. არადა, შარვალიც უნდა ჩააცვა, პალტოთიც შემოსო, კაშნეც მოახვიო და ყველაფერი, მაშინ არ გაცივდება ბავშვი. ერთი სტადიონის გაკეთება არაფერია, ამას ყოველდღიურად უნდა მიუმატო. აბა, რა შეკითხვა მივიღე სიჭინავასგან? რეზო, რას იტყვიო? მეკითხება, ვისზე ლაპარაკობ მაგასო? ვისზე ვლაპარაკობ და, თუ მიხვდები, ხომ კარგი-თქო. რა საჭირო იყო ეს შეკითხვა? რა ვთქვი მე ისეთი? უბრალოდ, განვაცხადე, რაც აუცილებელია. თუ არადა, ეს ხალხმა განსაჯოს. თქვენი მკვეთრი გამოსვლის ადრესატი კონკრეტულად ვინ იყო? სიჭინავა?- მარტო სიჭინავაზე არ მითქვამს, სიჭინავას გვერდით ფეხბურთის ფედერაციაში კიდევ ზის ხალხი, რომელთაც უფლება არ აქვს, ასეთ რაღაცებში შეცდნენ, ბევრი მათგანი ჩემი კოლეგაა. მაგრამ პირად საუბარში, იცით, რას იძახიან ბიჭები? ვინ რას გვეკითხება? - არაფერსო. ესაა დიდი უბედურება. ერთმა დიდმა ფეხბურელმა, იცით, რა მითხრა? რეზო, ვერაფერს ვიტყვი, რადგან, როცა ვთქვი, ერთი წელი უმუშევარი დამტოვესო. იმ ბიჭს მოვიყვან და ამას ტელევიზიით ვათქმევინებ. არადა, იგი საქართველოდან ახლახანს გავიდა და ერთ-ერთი უძლიერესი მწვრთვნელია. ფედერაციაში კომპეტენტური პირების აზრები არ აინტერესებთ?- სულ არ მაინტერესებს, მათ რა ინტერესი აქვთ. მთელი უბედურება ისაა, რაც უფრო დიდხანს გაყვებიან ეგენი ამ გზას, მით უფრო მეტად შეიძულებს ქართველი ხალხი. როგორც ერთმა მათგანმა დატოვა ხალხში სიძულვილი, მეორეც ასეთი სახელით წავიდა, მესამის ბედიც ასეთია. თავის დროზე სიჭინავას გვარმა ქართულ ფეხბურთში სიდიადე მოიტანა, მიხაროდა, რომ მესამე სიჭინავაც მოვიდა ქართულ ფეხბურთში. ღმერთმა ქნას, სასიკეთო რამ გააკეთოს. მაგრამ ჩემთან კონფლიქტი რატომ დაიწყო, ვეღარ გავიგე. ჩემი ნათქვამი თავის თავზე მიიღო? presage.tv http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  8. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენარალური ინსპექციის უფროსის, ვასილ სანოძის დაჭრის ფაქტზე ინფორმაცია მედიაში დილიდანვე გავრცელდა. თუმცა, თავდაპირველად, შსს-მ ფაქტი არ დაადასტურა - როგორც ჩანს, სათქმელი კარგად უნდა გააზრებულიყო - ვასილ სანოძე ის პირი არაა, რომელიც უბედური შემთხვევის მორიგ მსხვერპლად შეიძლება იქნას აღქმული და როგორც ხელისუფლებას უნდა წარმოაჩინოს. გაზიარება [გვანცა გიორგობიანი. 15:22 04-05-2011] http://3.bp.blogspot.com/-l7WI2MXfwP0/TcE2nTYKjCI/AAAAAAAAEfw/iTzJh6PulhQ/s200/a5092.jpgრაღაც დროის განმავლობაში შსს დუმილის უფლებას კი იტოვებდა, მაგრამ დილიდანვე ღუდუშაურის კლინიკის ეზო შსს-ში მაღალჩინოსნები იყვნენ მობილიზებული, დაცვის ზომები კი იმდენად იყო გაძლიერებული, რომ ”ინტერპრესსნიუსის” ცნობით, დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა საავადმყოფოში ფეხმოტეხილი არასრულწლოვანი პაციენტიც არ შეუშვეს. გარდა ამისა, საავადმყოფოს ეზოში დილიდანვე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურების მაღალჩინოსნები – კონსტიტუციური უსაფრთოხოების დეპარტამენტის თბილისის სამსახურის უფროსი, კონსტიტუციური უსაფრთოხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სოსო თოფურიძე, საპატრულო პოლიციის უფროსი გიორგი გეგეჭკორი და სხვები. მოგვიანებით კი, კლინიკაში პარლამენტარი ვახტანგ ბალავაძე, სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაიას მოადგილე გიორგი გამსახურდია მივიდნენ, რომელთაც ფეხდაფეხ მიყვნენ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც. ასე რომ, ინფორმაციის დამალვა შუძლებელი გახდა და მოგვიანებით, შსს-მ კეთილი ინება და პასუხის ღირსი გაგვხადა. შსს-ს ადმინისტრაციის უფროსმა, შოთა ხიზანიშვილმა ოფიციალური კომენტარი გააკეთა და გვაცნობა, რომ ვასილ სანოძეს სამსახურებრივი ტაბელური იარაღი საკუთარ ბინაში გაუვარდა, იგი თავის არეშია დაჭრილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაახლოებით, 07.00 საათზე ღუდუშაურის კლინიკაში სანოძეს ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა. სანოძე ერთ-ერთი მათგანია, რომლის გვარიც ფიგურირებს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში. ასე რომ, დიდი ალბათობით, გარკვეული კავშირი უნდა არსებობდეს სანოძის დაჭრის ფაქტსა და სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას შორის. სხვათა შორის, ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სააკაშვილის ხელისუფლებისთვის გამოტანილი განაჩენი უწოდა. ლოგიკურად, ალასანიას შეფასებაში გადაჭარბებული არაფერია, რადგან გირგვლიანის საქმე შესაძლოა, მართლაც საბედისწერო აღმოჩნდეს ხელისუფლებისთვის. როგორც გირგვლიანის ოჯახის ადვოკატები ამბობენ, სამ თვეში გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგი ხელისუფლებას საქმის ხელახლა გამოძიებას აიძულებს. ეს კი ის შემთხვევაა, როცა ხელისუფლება თავს ნამდვილად ვერ დაიძვრენს. ასე რომ, არც ისაა გამორიცხული, ძალიან მალე, მოვლენები კიდევ უფრო საინტერესოდ განვითარდეს და სანოძეს საქმეს სხვა გაგრძელებაც ჰქონდეს. როგორც სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი შალვა შავგულიძე ამბობს, ვასილ სანოძის ფიგურა გირგვლიანის საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნული პირი ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც გარკვეული კავშირი აქვს ამ დანაშაულთან. ”სუფრა, სადაც კონფლიქტი მოხდა, იყო სანოძის მოწყობილი, საქმეში ჩართულია მისი მძღოლი, რომელიც გარეთ იმყოფებოდა, მოძრაობდნენ მისი ავტომობილით. ხელახალი გამოძიების შემთხვევაში, თავდაპირველად ყველა, მათ შორის სანოძე, დაიკითხება მოწმის სტატუსით, ბრალდების გამოკვეთის შემთხვევაში კი - მოხდება ბრალის წარდგენა”, - ამბობს შავგულიძე სააგენტო “ინტერპრესსნიუსთან” საუბარში. სხვათა შორის, სანოძის გვარი აქტუალური კიდევ ერთხელ 2009 წელს გახდა, როდესაც აქციების დროს, ამ უკანსაკნელმა აქციის მონაწილეებს წყლით სავსე პარკები დაუშინა. სანოძის დაჭრის ფაქტმა, ბუნებრივად გააჩინა ბევრი კითხვა და რაც მთავარია, საზოგადოება ეჭვით უყურებს შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ბევრი ეჭვობს, რომ სანოძეს, ან ესროლეს, ან თავის მოკვლა აიძულეს, მითუმეტეს, რომ ოფიციალური ინფორმაციის პარალელურად, სხვა ინფორმაციებიც გავრცელდა. ერთ-ერთი ვერსიით, სანოძემ თვითმკვლელობა სცადა. როგორც სააგენტოები წერენ, ამ ვერსიას პირად საუბრებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებიც არ გამორციხავენ, რომლებიც ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფებოდნენ. სამოქალაქო მოძრაობის ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ხელმძღვანელი ეკა ბესელია სანოძის მკვლელობისა თუ თვითმკვლელობის მცდელობას სანდრო გირგვლიანის საქმის გაგრძელებად აფასებს. ”გირგვლიანის საქმეზე ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ არ არის გამორიცხული, ხელისუფლების შიდა გარჩევებსა და ახალი მსხვერპლის ძიებას სწორედ სანოძე შეეწიროს. სანოძის დაჭრის ფაქტი ხელისუფლების შიდა გარჩევებს უკავშირდება. ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრო იმაზე ფიქრობს, თუ რა ვერსია დაასახელოს სანოძის ფაქტთან დაკავშირებით”, - განუცხადა ”პირWელს” ბესელიამ. იგივე სააგენტოსთან საუბარში არასამთავრობო ორგანიზაციის ”ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის” ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე ამბობს: ”სანოძის დაჭრის ფაქტი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეს უკავშირდება. როდესაც გაირკვევა, რასთან გვაქვს საქმე - მკვლელობის თუ თვითმკვლელობის მცდელობასთან, დამატებითი შეფასებების გაკეთება შემეძლება. თუმცა უკვე ახლა შეიძლება, ითქვას, რომ ორივე შემთხვევაში ამ საქმეში ხელისუფლების კვალია. ვასილ სანოძეს ძალიან დიდი ინფორმაცია გააჩნია და თუ თვითმკვლელობის მცდელობასთან გვაქვს საქმე, მას ამ ზომამდე ხელისუფლება მიიყვანდა. სანოძის აღნიშნულ მდგომარეობაში ყოფნა გირგვლიანის საქმის გაგრძელებაა”, - განაცხადა კაკაბაძემ ”პირWელთან” საუბარში. სხვადასხვა წყაროები იმასაც ავრცელებენ, რომ ვასილ სანოძე წუხელ რესტორან ”პურის სახლში” იმყოფებოდა. სუფრასთან, სხვა პირებთან ერთად, რამდენიმე ფრანგი სტუმარიც იყო და მათ რესტორანი, დაახლოებით, დილის 04:00 საათზე ნასვამ მდგომარეობაში დატოვეს. ”ინტერპრესნიუსმა” ვასილ სანოძის მეზობლების კომენტარებიც გაავრცელა. სააგენტოს ცნობით, მეზობლებს შუაღამისას ბინიდან ხმაური შემოესმათ, თუმცა იარაღიდან გასროლის ხმა არ გაუგიათ. ”მათ გაიგეს ყვირილის ხმა, შემდეგ კი, სადარბაზოში ხალხმრავლობა იყო. მოგვიანებით იქ მივიდნენ სამართალდამცველებიც. ამასთან, მეზობლები სანოძის თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავენ.” ვასილ სანოძის მეგობრები კი დარწმუნებულები არიან, რომ სანოძემ თვითმკვლელობა სცადა. სააგენტო ”პირWელთან” საუბარში სანოძის ერთ-ერთმა მეგობარმა (ანონიმურობის დაცვის პირობით) განაცხადა, რომ წუხელ სანოძე სახლში ნასვამ მდგომაროებაში დაბრუნდა, მარტოობით ისარგებლა და საკუთარი ტაბელური იარაღით თვითმკვლელობა სცადა. ”სანოძეს საფეთქლის არეში ტყვია მიბჯენით აქვს ნასროლი. მისი გადაწყვეტილება სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ საქართველოში ამ კუთხით ხელახლა დაწყებულ პროცესებს უკავშირდება”, -ამბობს წყარო, თუმცა კონკრეტულად, რა პროცესებზეა საუბარი და რა როლი ეკისრებოდა ყველაფერ ამაში სანოძეს, მას არ დაუკონკრეტებია. ბოლო ინფორმაციით, ვასილ სანოძე ამჯერად, სუნთქვის აპარატზეა მიერთებული, თუმცა მალე მას სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაიყვანენ. აღნიშნული ინფორმაცია ”ინტერპრესნიუსს” სანოძის ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა. presage.tv http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  9. http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/05/images.jpg“ლეიბორისტების” მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლება ამერიკელ დიპლომატ მეთიუ ბრაიზასთან ერთად აზერბაიჯანში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უცხოური მედია უკვე ფართოდ აშუქებს თემას, სადაც საუბარია მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის ორგანიზებით აზერბაიჯანში მორიგი ფერადი რევოლუციისა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაზე, რაც აშკარა სიმართლეა.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />შატბერაშვილის განცხადებით, ამ მოსაზრებას ამყარებს ის გარემოებაც, რომ აზერბაიჯანში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად დაინიშნა მეთიუ ბრაიზა, რომელიც, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მფარველი, რევოლუციათა სპეციალისტი ავანტიურისტია, რომელმაც კავკასიაში არაერთი პოლიტიკური აფეთქება მოახდინა.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />სოსო შატბერაშვილის განცხადებით, “ლეიბორისტული პარტია” ერთი მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მოუწოდებს მეთიუ ბრაიზას მისი ქვეყნიდან გაწვევა მოითხოვოს და ამით რეგიონში პოლიტიკური დესტაბილიზაცია არ დაუშვას. ამერიკის სენატს კი, კიდევ ერთხელ მიმართავს, რომ მეთიუ ბრაიზას აზერბაიჯანის ელჩად დანიშვნას მხარი არ დაუჭიროს. IPN Share View the full article
  10. კომპანია "რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტის" მფლობელს – "საქართველოს რკინიგზას", რომელსაც 19 აპრილს ბათუმის ბულვარის 4504 კვადრატული მეტრი აჩუქა ხელისუფლებამ, 2011 წლის აპრილის თვეში არაერთი სხვა საჩუქარიც შეხვდა. "რკინიგზას" 15 აპრილს ქვეყნის ბიუჯეტიდან მოულოდნელად 20 მილიონი ლარი მისცეს, საჯარო რეესტრის მონაცემებით კი, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სხვა უძრავი ქონებაც მიიღო. მაგალითად, "რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტი"-ს 3814 კვ/მ მიწა მისცეს აბაშაში და 9388 კვ/მ – ზესტაფონში. შპს "საქართველოს რკინიგზას" თბილისში ვარკეთილის მეურნეობაში გადაეცა 908 კვ/მ ფართობი, 28 671 კვ/მ– წალკაში, 87 614 კვ/მ– ნინოწმინდაში, 894კვ/მ კი– დიდ დიღომში. ამ ეტაპზე საზოგადოება ბათუმში ბულვარის გაჩუქებას აპროტესტებს. აქცია "შეხვედრის ადგილი – ბათუმის ბულვარი" 2 მაისს დაიწყო. ბულვარის ერთი სახლის ეზოდ ქცევის მცდელობა უცხო სიტყვათა ლექსიკონის მიხედვით, რეაბილიტაცია ნიშნავს აღდგენას, განახლებას. დოკუმენტში, რომელიც სოფო ლაზიშვილმა გასცა და რომლის საფუძველზეც დაიწყო ბულვარიდან ხეების ამოძირკვა თუ მწვანე საფარის განადგურება, წერია: "ნებართვა გაცემულია ბათუმის ზღვისპირა ბულვარის ნაწილში კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის". ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი კომპანია ეწევა ძეგლის – ბათუმის ბულვარის არა რეაბილიტაციას, არამედ მის ხელყოფს, რადგან კულტურულ მემკვიდრეობას ის ასწლოვანი ხე-მცენარეები წარმოადგენენ, რომლებიც 130 წლის წინათ მოწვეულმა სპეციალისტებმა გააშენეს ბულვარში. ამის მიუხედავად, სოფო ლაზიშვილი – აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნომერ პირველი დამცველი, თვლის, რომ ხეების ამოძირკვა, მწვანე საფარის მოშლა, აქამდე არარსებული უზარმაზარი შენობის ჩადგმა ძეგლის ავთენტურობას არ არღვევს. ბათუმის ბულვარში "სამუშაოების ჩატარების უფლება" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა 24 აპრილს გასცა და იმავე დღეს აცნობა მედიას, რომ დააკმაყოფილა "რეილვეი ფროფერტი მენეჯმენტის" განცხადება სამუშაოების ჩატარების თხოვნის შესახებ. ამ დღის შემდეგ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს, სოფო ლაზიშვილს ჟურნალისტები ვეღარ პოულობენ. მისი სააგენტოს თანამშრომლის მიერ 29 აპრილს "ბათუმელებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით კი ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი – ლაზიშვილის უწყებამ ისე გასცა ბულვარში ხეების გაჩეხვაზე ნებართვა, რომ "რეილვეი ფროფერტი მენეჯმენტს" მისთვის არ მიუმართავს, ანუ, სავარაუდოდ, სააგენტომ ყალბი დოკუმენტი გასცა. ყოველ შემთხვევაში სააგენტოს მიერ მოწოდებულ ქსეროასლებში ეს დოკუმენტი არ ჩანს. პრეზიდენტის ინტერესები საქართველოს რკინიგზაში ქართული მედიის მიხედვით რატომ იცვლება ასე ელვისებურად "საქართველოს რკინიგზის" საწესდებო კაპიტალი? რატომ არის ასეთი უხვი სახელმწიფო აპრილის თვეში ამ კომპანიის მიმართ? რატომ გახდა სახელმწიფო ასეთი მოწყალე იმ სტრუქტურის მიმართ, რომელსაც რამდენიმე წლის წინათ გასაყიდად ამზადებდა? ამ კითხვებზე პასუხის მიღება შეიძლება მინიმუმ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის მესაკუთრე იტყვის, რა მიზნები აქვს ამ ქონებასთან დაკავშირებით. "რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტის" დირექტორს მეგი მუმლაძეს კი საზოგადოებისთვის განმარტების მიცემა მომავალ კვირამდე არ სურს. ბათუმის ბულვართან დაკავშირებით “საქართველოს რკინიგზის” გეგმების შესახებ არაფერი იცის "საქართველოს რკინიგზის" პრესსამსახურის უფროსმა ირმა სტეფნაძემაც. თვითონ რკინიგზის შეფი ირაკლი ეზუგბაია კი მედიისთვის საერთოდ ხელმიუწვდომელია. ბოლო სამი წლის განმავლობაში ქართულ პრესაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, "საქართველოს რკინიგზა" სააკაშვილის პირად ინტერესებთან ასოცირდება. რკინიგზა ვაჭრობის იარაღად ამ ხელისუფლებამ პირველად 2007 წლისთვის აქცია. სწორედ მაშინ გაჩნდა მედიაში ცნობები, რომ ბადრი პატარკაციშვილს ტელეკომპანია "იმედის" სანაცვლოდ “საქართველოს რკინიგზას” სთავაზობდნენ. ის, რომ რკინიგზას პრეზიდენტი აკონტროლებს, ამ ეჭვის გაძლიერებას თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებამაც შეუწყო ხელი. მან თქვა, რომ რკინიგზა პრეზიდენტის ოჯახს ეკუთვნის. ამ განცხადებიდან მალე ხელისუფლებამ 99-წლიანი მართვის უფლებით რკინიგზა ერთ-ერთ ბრიტანულ კომპანიას გადასცა (Parkfield Investmen). ეს გარიგება კი იმით დასრულდა, რომ ხელისუფლებამ თავად თქვა უარი რკინიგზის გადაცემაზე. "Georgian in foreign masmedia"-სთან ინტერვიუში რკინიგზაში პრეზიდენტის ინტერესებზე საუბრობს გია ხუხაშვილიც, იმ დროისთვის "საქართველოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. "რკინიგზა ყოველთვის იყო პირველი ხელისუფალის სალარო, შევარდნაძის დროსაც და უკვე შემდეგაც", – აცხადებდა იგი. იმ პერიოდის მედიაში რკინიგზაში მიხეილ სააკაშვილის ინტერესებზე მიუთითა "საქართველოს რკინიგზის" ყოფილმა თანამშრომელმა გია ყრუაშვილმაც, მან რკინიგზის ხელმძღვანელობა კორუფციულ სქემების წარმოებაში დაადანაშაულა, რის შესახებაც წერილობით აცნობა პროკურატურას. "რკინიგზაში ირაკლი ეზუგბაიას მოყვანა გიორგი არველაძის კლანის გაძლიერებას ემსახურებოდა", – თქვა მან პრესკონფერენციაზე – "ირაკლი ეზუგბაიამ თავის ფინანსურ მრჩევლად მაშინდელი გენპროკურორის, ეკა ტყეშელაშვილის მეუღლე გიორგი ალექსიშვილი დანიშნა". გია ყრუაშვილმა ისაუბრა ე.წ. არალეგალურ საარჩევნო შტაბზეც, რომელიც რკინიგზაში სააკაშვილის სასარგებლოდ მუშაობდა. ინსტიტუციური გაყალბების ნიშნები ის, რომ ბულვარის შესასვლელში არსებული სამშენებლო მესერი 24 აპრილამდე უკანონო იყო, ამაზე "25-ე არხის" ეთერში აჭარის განათლების მინისტრმა გია აბულაძემაც მიანიშნა. ამასთან დაკავშირებით "ბათუმელებმა" წერილობითი შეტყობინება თანდართული დოკუმენტებით გაუგზავნა მერიის ზედამხედველობის სამსახურს, სათანადო რეაგირების თხოვნით. "მშენებლობის ნებართვის გაცემა და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ვადები საფუძვლიან ეჭვს იწვევს, რომ კანონმდებლობით დადგენილი წესები დარღვეულია.…გთხოვთ, მინიჭებული უფლების ფარგლებში ოპერატიული რეაგირება მოახდინოთ წარმოდგენილი ფაქტის ირგვლივ", – წერია "ბათუმელების" შეტყობინებაში. სამსახურის უფროსის გიორგი შერვაშიძის ხელმოწერილ პასუხში კი წერია: "ვითარება შესწავლილი არ არის". ამავე თემაზე: სამოქალაქო აქცია: „შეხვედრის ადგილი – ბულვარი“ განადგურებული ფლორა ბათუმის გაჩუქებულ ბულვარში სრული ინფო(netgazeti.ge)
  11. რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების მეორე რაუნდი რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანებასთან დაკავშირებით უშედეგოდ დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები დილიდან ავრცელებენ. მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის აპრილის ბოლოს შვეიცარიაში მიმდინარეობდა. ლენტა.რუ-ს ინფორმაციით, მოლაპარაკებებისას სირთულეები საქართველოს მოთხოვნის გამო შეიქმნა. საქართველო რუსეთისგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ერთობლივი საბაჟო კონტროლის დაწესებას ითხოვს, რაც რუსეთისთვის მიუღებელია. თუმცა გაზეთი "კომერსანტი" ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მხარეები ერთობლივი საბაჟო კონტროლის შესაძლო მექანიზმებს განიხილავენ, რაც ქართველი მებაჟეების საბაჟოზე ფიზიკურ ყოფნას გამორიცხავ. უბრალოდ, რუსული მხარე საქართველოს ტვირთბრუნვის შესახებ ინფორმაციას ავტომატურ რეჟიმში მიაწვდის. ეს ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება. ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებებზე ოფიციალური განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები „წარმატებით მიმდინარეობს და ის წახალისებული იქნა ორივე მხრიდან.“ „დეტალების თაობაზე საუბრისგან თავს შევიკავებ, იმდენად, რამდენადაც მხარეებს შორის არსებობს ასეთი შეთანხმება, რომ დეტალები ამ ეტაპზე არ იქნას გამჟღავნებული. თუმცა უნდა ითქვას, რომ პოზიტიური ნაბიჯია ის, რომ დაიწყო ძალიან სერიოზული კონკრეტული წინადადებების განხილვა შინაარსობრივ საკითხებზე, რაც, თავისთავად, ფორმალურ საფეხურს გასცდა,“- განაცხადა ნინო კალანდაძემ. მისივე ინფორმაციით, მაისში გაიმართება მოლაპარაკების მესამე რაუნდი. მოლაპარაკების მაგიდასთან საქართველოსა და რუსეთის ისევ იგივე წარმომადგენლები ისხდებიან და კვლავ შვეიცარიაში ჩატარდება. ორ ქვეყანას შორის მოლპარაკებების მეორე რაუნდი რუსეთის ვმო–ში გაწევრიანების თაობაზე 2011 წლის მარტში დაიწყო. რუსეთი ორგანიზაციაში გაწევრიანებას უკვე 17 წელია ცდილობს და მას ამისთვის ვმო-ს ყველა წევრის - 153 სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. რუსეთს ამჟამად, საქართველოს გარდა, ყველა ქვეყნის თანხმობა აქვს, საქართველოს კი მის მიმართ აქვს მოთხოვნები, რომლის შესრულების გარეშეც უკვე წლებია, თანხმობას არ აძლევს. ამავე თემაზე: მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი რუსეთის ვმო–ში გაწევრიანების შესახებ რუსეთი WTO-ში მხოლოდ პოლიტიკის გავლით სრული ინფო(netgazeti.ge)
  12. http://www.polity.ge/images/catalog/other/ekodiqtati.jpgმართალია მე ბევრს ვწერდი ტექნოლოგიურ, ენერგეტიკულ და გეოპოლიტიკურ მომავალზე, მაგრამ არასდროს იდეოლოგიაზე. ნაწილობრივ იმის გამო, რომ ამ თემაზე ზუსტი პროგნოზების გაკეთება გაცილებით რთულია მისი არამატერიალური საწყისის და იმის გამო, რომ შეხედულებებისა და რწმენის სისტემები არახელშესახებია, თუმცა ამის გაკეთება მაინც საჭიროა იმ უზარმაზარი გავლენის გამო, რასაც იდეოლოგები ისტორიულ პროცესზე ახდენენ. ასე მაგალითად, მე-20 საუკუნე აბსოლუტურად სხვაგვარი იქნებოდა, კომუნიზმს, ფაშიზმს და ისლამიზმს რომ არ გაემარჯვა ისეთ დიდ სახელმწიფოებში, როგორებიცაა რუსეთი, გერმანია და ირანი. polity.ge
  13. http://www.polity.ge/images/catalog/georgia/politics/persons/saakashvili_m_10.jpgპრეზიდენტი სააკაშვილი: “ბინ ლადენის სიკვდილი ამერიკის უდიდესი გამარჯვებაა“ polity.ge
  14. Beer Girl, originally uploaded by American Beer Drinking Club. ამოვიდა ყელში ამდენი წვიმა და უბედურება. ამდენი სამუშაოც ამოვიდა ყელში. ჩავყვინთავდი სიამოვნებით. Filed under: Flickr Postedhttp://stats.wordpress.com/b.gif?host=bigcrow.ge&blog=187485&post=2047&subd=bigcrow&ref=&feed=1 View the full article
  15. შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ელენე თევდორაძემ ნეტგაზეთთან საუბარში აღნიშნა, რომ დაკავებულ ებრაელ ბიზნესმენებს უახლოეს დღეებში საქართველოს პრეზიდენტი შეიწყალებს. თუმცა ებრაელ ბიზნესმენთა გათავისუფლებით საქართველო–ისრაელის პოლიტიკური ურთიერთობები უკეთეს ფაზაში რომ გადავა, ექსპერტს კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძეს ეჭვი ეპარება. მამუკა არეშიძე: დაკავებული ბიზნესმენები მთლად კეთილსინდისიერი ადამიანები რომ არ იყვნენ, ჩემთვის ეს 1990–იანი წლებიდან იყო ცნობილი, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებებმა, რომლებიც განვლილი წლების განმავლობაში ამ საქმეს იცნობდნენ, არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქმე აქამდე არ მისულიყო. თუმცა, აქამდე მაინც მივიდა და მასში მხოლოდ პროკურატურა და სასამართლო არ ყოფილან ჩართულნი. ისრაელის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის აქტიურობა ამ საქმეში სწორედ საქართველოს ხელისუფლებისა და კონკრეტულად პრემიერ–მინისტრის, ნიკა გულაურის აქტიური ჩარევით იყო გამოწვეული. ქართული მხარე ასეთი აქტიური რომ არ ყოფილიყო, არც ისრაელი იქნებოდა. ვითარება ამ მხრივ ძალიან გამწვავდა. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რომელმაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გაამწვავა? საქართველო–ისრაელის ურთიერთობების გამწვავება არ დაწყებულა ებრაელი ბიზნესმენების დაკავებით. 2008 წლის ომის შემდეგ ისრაელმა სამხრეთ კავკასიაში თავისი სამოქმედო ვექტორი შეცვალა. უფრო მეტად აზერბაიაჯნთან დაახლოვდა. აზერბაიჯანი უფრო საინტერესოა მისთვის, როგორც ენერგომატარებლების მომწოდებელი ქვეყანა. ამასთან, საქართველოსგან განსხვავებით, ის არ არის რუსეთის მტერი, რომელთანაც ურთიერთობა ამ თვალსაზრისით ნაკლებად ჭირდება. გარდა ამისა, აზერბაიჯანთან დაახლოებით ისრაელი მაინც რჩება სამხრეთ კავკასიაში. აგვისტოს ომის შემდეგ, როცა ისრაელმა საქართველოს სამხედრო დახმარება შეწყვიტა, სანაცვლოდ, რუსეთს სირიისთვის ანტისახომალდო რაკეტები არ უნდა მიეყიდა. რუსეთმა დაითანხმა ისრაელი, თვითონ პირობა არ შეუსრულებია. ასე რომ, მათ ურთიერთობაშიც ბოლომდე არ არის ყველაფერი დალაგებული. თუმცა დღევანდელი გამწვავებული ვითარება საქართველო–ისრაელს შორის არის პოლიტიკური კონიუქტურის თემა, რუსეთის მიერ ინსპირირებული, რადგან ძალიან რთული დღეები ელის ისრაელს – სექტემბერში გაერო პალესტინის დამოუკიდებლობის გამოცხადებას აპირებს. ამ თვალსაზრისით კი, ისრაელსა და დასავლეთს შორის დაძაბული ურთიერთობაა. ისრაელი ახალ დასაყრდენს ეძებს რუსეთის სახით. რუსეთის მხრიდან ისრაელის მიმართ კი შემხვედრი მოთხოვნა აფხაზეთთან ურთიერთობის გააქტიურებაა. რა შეუშლის ხელს ისრაელს, აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა? თუ გაერომ აღიარა პალესტინის დამოუკიდებლობა, მე ვერ ვხედავ შემაკავებელ ბარიერს ისრაელისთვის, აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა. შემაკავებელი ბარიერი ერთადერთი შეიძლება იყოს – რუსეთმაც აღიაროს პალესტინის დამოუკიდებლობა. თუ ასე არ მოხდა, არ გამოვრციხავ, რომ ისრაელმა ეს ნაბიჯი გადადგას. რუსეთი არ აღიარებს პალესტინის დამოუკიდებლობას? შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთს გაუჭირდება პალესტინის დამოუკიდებლობის არ აღიარება, რადგან პალესტინური ორგანიზაცია ჰამასი, რომელიც მისი დამოუკიდებლობისთვის იღწვის, რუსეთის პარტნიორია. ისრაელის მხრიდან აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ არსებობს, საქართველოში ისრაელის ელჩის კომენტარის გარდა, რომლის განაცხადით, ოფიციალური იერუსალიმი არ ითანამშორმლებს სოხუმთან. ზოგადად კი, დასავლეთთან საკამათოდ ისრაელს ერთადერთი რამ დარჩა – დაახლოება რუსეთთან და აფხაზეთის აღიარება. ეს უკანასკნელი საფასურია რუსეთთან ურთიერთობისთვის. ბოლო დროს დღის წესრიგში ისრაელის ერთ–ერთი ჰოლდინგის (Global CST) მიერ აფხაზეთისვის იარაღის შესყიდვის საკითხიც დადგა. რაც შეეხება იარაღის შესყიდვას და ისრაელის ტექნოლოგიების გამოყენებას, ამას გამოვრიცხავ, რადგან ისრაელი ასე იოლად არ არიგებს თავის ტექნოლოგიებს. მითუმეტეს, თვითონ აფხაზეთს ამის ყიდვის შესაძლებლობა არ აქვს. თუმცა მაქვს ინფორმაცია, რომ სამ თვეში ისრაელის მხარე აფხაზეთში სამედიცნო რეფორმის გეგმას ამზადებს. რას ითვალისწინებს გეგმა? რუსეთი შეშფოთებულია იმით, რომ აფხაზ პაციენტთა რიცხვი თბილისში, ქუთაისში და ზუგდიდში უკანასკნელ პერიოდში რამდენჯერმე გაიზარდა. თვთონ ამ საქმეში აფხაზეთის დახმარებას ვერ ახერხებს, რადგან თვითონ რუსეთს ბევრ რეგიონში არ აქვს ეს სფერო კარგად განვითარებული. ყველაზე ბევრი, მას მედიკამენტების შეტანა შეუძლია აფხაზეთში. რუსეთს ისეთი ჯანდაცვის სისტემის შექმნა უნდა აფხზეთში, რომ აფხაზებს ამ მხრივ საქართველოსთან ურთიერთობა აღარ დაჭირდეთ. სხვათა შორის, აფხაზეთთან ურთიერთობაში საქართველომ თავისი სტრატეგიული გეგმიდან ყველაზე მეტად ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხში წაიწია წინ. შეიძლება ითქვას, რომ ეს სივრცე ნდობის აღდენის სივრცედაც იქცა. გამომდინარე აქედან, როგორც ჩანს, რუსეთმა ისრაელისგან ამ საქმეში დახმარება ითხოვა. თუმცა ოფიციალურად ამის შესახებ ისრაელში ჩასულმა აფხაზურმა დელეგაციამ სთხოვა ისრაელის მხარეს. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსეთის სურვილის გარეშე აფხაზეთი ამას არ გააკეთებდა. საბოლოოდ, ჯანდაცვის რეფორმის გეგმა, თავის მხრივ, ფინანსურ დანახარჯებსაც მოითხოვს, და სავარაუდოდ, ისრაელის მხრიდან ეს სამ თვეში მომზადდება. შემდეგ კი სამედიცინო სფეროში სხვადასხვა სახის დახმარება დაიწყება. ერთი მხრივ, ისრაელს ვერაფერში შეედავები, წმინდა წყლის ჰუმანიტარული აქციაა და ერთი ქვეყანა მეორეს ეხმარება სამედიცინო სფეროს ფეხზე დასაყენებლად. თუმცა ეს ფაქტი საერთო კონტექსტში ჯდება და ჩანს, რომ ყოველივე ეს სხვა რამეზეა ორიენტირებული. თუმცა, დღეს საზოგადოება მაინც საუბრობს საქართველო–ისრაელის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობაზე. მოვლენების ასე განვითარება ამაზე გავლენას იქონიებს? მეგობრობა და სახელმწიფო ინტერესები სხვადასხვაა. ამაში ვერ გავამტყუნებთ ვერც ერთ ქვეყანას. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინტერესების რეალიზების გზები არ უნდა იყოს ცინიკური, მაგრამ ყველა სახელმწიფო ყოველთვის საკუთარი ინტერესების შესაბამისად იქცეოდა, ამაში გასაკვირი არაფერია. ჩვენ არა მხოლოდ მეგობრობაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული, არამედ საკუთარ თანმიმდევრულ საგარეო ინტერესების ქონაზე და მუდმივად არ უნდა ვიყიოთ ვაშინგტონზე დამოკიდებული. სრული ინფო(netgazeti.ge)
  16. საქართველოდან სასწავლებლად წავიდა, თუმცა, თავი რომ ერჩინა, იძულებული გახდა, ღამის კლუბში დაეწყო მუშაობა და მამაკაცებისთვის საკუთარი სხეული მიეყიდა. ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და არც კომპლექსები აწუხებს, თუმცა ფოტოს გაბლარება მაინც დაჟინებით ითხოვა – მანდ საქართველოა და არ ესმითო. გაზიარება [18:59 02-05-2011] http://3.bp.blogspot.com/-u9SJnsLHy0k/Tb7GamQIHoI/AAAAAAAAEfo/NUP0x9d2lIc/s200/gey.gif– გიორგი, გამარჯობა.– გამარჯობა, მაგრამ გიორგი არა, ჯორჯი ვარ. გიორგი გურიაში ვიყავი, სამი წელია, გადავეჩვიე ამ სახელს. – და რატომ, ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს?– აქვს, როგორ არა, ევროპელები ჯორჯს უკეთესად გამოთქვამენ. – კარგი, ამაზე უფრო მეტად შენგან სხვა ამბები მაინტერესებს. გერმანიაში რას აკეთებ?– განათლებას ვიღებ, ვმუშაობ... მოკლედ, ეს ის ქვეყანაა, სადაც ადამიანი არ დაიკარგება. მოდი, თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ გულწრფელი ვიქნები, რადგან ინტერვიუზე დაგთანხმდი. აქ კოლეჯში ვსწავლობ. საღამოობით კლუბში ვმუშაობ, ამას თუ მუშაობა ჰქვია. ჭიქებსა და თეფშებს არ ვრეცხავ, უბრალოდ, არიან ადამიანები, რომლებსაც ჩემი დახმარება სჭირდებათ, მეც ვეხმარები. – რას გულისხმობ?– მე ვარ ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავის რეალიზება საქართველოში ვერ მოახერხა. აქ, ამ მხრივ, პრობლემა ამ სამი წლის განმავლობაში ჯერ არ შემქმნია. ყველამ იცის თავისი ადგილი და ფუნქცია. კლუბში კლიენტების „გართობა“ მევალება. მამაკაცების გართობა, რომლებსაც მამაკაცებისგან სჭირდებათ დახმარება. დასამალი არაფერი მაქვს, ამისთვის ისინიც არაფერს იშურებენ, არაფერს. – ფულს გულისხმობ?– კი, ფულს. პრინციპში, არც სხეულზე ამბობენ უარს. საღამოობით, როდესაც დაღლილები არიან და ცოტა დასვენება სჭირდებათ, მე ამაში ჩემი წვლილი შემაქვს. ბერლინში კურსები გავიარე და არაჩვეულებრივ მასაჟს ვაკეთებ, სექსშიც ბადალი არ მყავს, როგორც ჩემი კლიენტები მეუბნებიან. – ანუ სექსუალურ მომსახურებასაც სთავაზობ?– კი, ნატურალი ვარ და ეს ყველაზე კარგად გამომდის, მგონია. შემოდიან კლუბში, ერთმანეთს ვეცნობით, ისინი თავის სიხარულზე, პრობლემებზე მიყვებიან, მე ჩემსაზე ვუყვები... მერე ყველაფერი ბუნებრივად მიდის. თუ ვინმეს ბინა აქვს, ხომ კარგი, თუ არა და სასტუმროში მივყვები. ასეთი რაღაც ვინმეს თუ არ შეუძლია, შემომთავაზოს, კლუბშიცაა საშუალება დაახლოების. საქართველოში ასეთი კულტურა არასდროს იქნება, მგონია. კომპლექსიანი და ჩადრიანი ხალხი ცხოვრობს. – ამას საქართველოში სხვა სახელი ჰქვია, გიორგი...– ჯორჯ! რა სახელი? ის, რომ სადღაც ბუჩქებში დაშლიგინობენ და დაუკმაყოფილებლობის გამო 60%-ს პროსტატა აქვს? ესაა კულტურა? კაბებითა და ბიკინებით არც გერმანიაში დარბის არავინ, მაგრამ თავიანთ მოთხოვნებს იკმაყოფილებენ... – კარგი, ხო, ნუ ვიჩხუბებთ, შენ ეს მითხარი, რა ღირს შენი მომსახურება?– (იცინის) შენი სამი თვის ხელფასი არ ეყოფა ამ ამბავს! გააჩნია კლიენტსა და მომსახურების ფორმას. თუ მე უნდა ვიყო ძლიერი სქესის წარმომადგენლის როლში ერთი საათი, მაშინ 300 ევრო უნდა გადამიხადონ, თუ პირიქითაა, 200-იც საკმარისია, თუმცა კიდევ გეუბნები, რომ გააჩნია კლიენტსა და მის შესაძლებლობებს. არიან ახალგაზრდები, რომლებსაც 2000 ევროც უჩუქებიათ, ზოგს საერთოდ არ აქვს და მე მომწონებია. სწავლისთვის და გადასახადებისთვის მყოფნის ეს შემოსავალი. გერმანიაში ცხოვრება, ცოტა არ იყოს, ძვირი ჯდება. – ფასში ამხელა განსხვავება რატომაა?– პირველ შემთხვევაში, ჩემი ენერგია იხარჯება მაქსიმალურად და იმიტომ. არ ვარ მანერული და რაღაც. ამიტომ წამიყვანა ერთმა ჩემმა გერმანელმა მეგობარმა ამ კლუბში. მასთან ექვსი თვე ვცხოვრობდი, მაგრამ ორივე უფულოები ვიყავით და დიდხანს ვერ „გავქაჩეთ“ ერთად. მერე ეჭვიანობა დაიწყო და მაგის თავი არ მქონდა, დავშორდით. – მაინც რა ასაკის ადამიანებს ემსახურები?– 18 წლიდან ყველას შეუძლია ღამის კლუბში შემოსვლა, ამ ასაკიდან იწყება ჩემი კლიენტების ასაკი, თუმცა სამოცი წლის ადამიანსაც „დავხმარებივარ“. ასაკს ყურადღებას არც ვაქცევ, იმიტომ, რომ ეს ჩემი სამსახურია და იმის გამო არ ვაკეთებ, რომ მსიამოვნებს, ან არ მსიამოვნებს. რაღაც თანხა მინდა დავაგროვო, რომ სწავლის ქირა მთლიანად გადავიხადო და მერე, ალბათ, დავფიქრდები, რა გავაკეთო. ახლა შემოთავაზება მაქვს ერთი კომპანიისგან, რომელიც პორნოფილმებს იღებს და ვფიქრობ, დავეთანხმო თუ არა. შოკი იქნება, საქართველოში ვიღაც რომ ნახავს ამ ყველაფერს. ძალიან ცნობილი კინოსტუდიაა მთელ მსოფლიოში, მაგრამ მისი დასახელების უფლება ჯერ არ მაქვს. დიდ თანხას იხდიან. – ქალები არ შედის შენი ინტერესის სფეროში?– ხომ გითხარი, მე ნატურალი ვარ და პრობლემა არ მაქვს. საქართველოში შეყვარებულიც მყავდა, კინაღამ ცოლად მოვიყვანე და დავიღუპე (იცინის). სულ სამი შემთხვევა მახსენდება გერმანიაში, რომ ქალებს მოვმსახურებოდი. ფულის გადახდა ეზარებათ, ძუნწები არიან და მაგათ სიამოვნებაზე მე ვერ ვივლი. – საქართველოში როცა ცხოვრობდი, მსგავსი რამ გაგიკეთებია?– იქ ჩემს კურსზე ვინც იყვნენ ბიჭები, ყველასთან რაღაც მქონია, მაგრამ სანამ ერთ ბოცა ღვინოს არ ჩავაწურავდი, ჩემი გურული ბაბუს დაყენებულს, მანამ ყველას ქურდობა და კაიბიჭობა უნდოდა... სიმთვრალეში იწყებოდა, რაც იწყებოდა. ფულზე არასდროს არავისთან არაფერი მქონია, ან სად აქვთ ფული სტუდენტებს საქართველოში. სოფლებში ქალი სანთლით საძებარია და ბიჭების 50% ერთმანეთს ებღლარძუნება. მეც მასეთი ბღლარძუნის მსხვერპლი გავხდი (იცინის). – შენი ოჯახის წევრებმა თუ იციან, ან მეგობრებმა, მანდ რასაც აკეთებ?– არაააა, გაგიჟდიი?! მამაჩემი მარმარილოს „პამიატნიკს“ შეუკვეთს. მეგობრების ნაწილმა იცის... ყველამ რომ იცოდეს, არაა საჭირო. – მანდ რამდენ ხანს დარჩები, საქართველოში დაბრუნებას არ აპირებ?– არა მგონია, დავბრუნდე. რა უნდა გააკეთო ადამიანმა, იქ, სადაც მე ვცხოვრობ, სოფლის ბირჟაზე დავდგე? არა, არ მინდა. ptpress.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  17. ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია – „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორის საზოგადოება“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და „ახალი თაობა–ახალი ინიციატივა“ – საარჩევნო გარემოს სრულყოფისათვის საზოგადოებას თავის მოსაზრებებს სთავაზობს. რეკომენდაციათა გარკვეული ნაწილი, ორგანიზაციათა განცხადების მიხედვით, კანონის აღსრულებას და პოლიტიკური ნების არსებობას უკავშირდება. ამომრჩეველთა სია, განცხადების მიხედვით, ნებისმიერისთვის მუდმივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რათა პოლიტიკურ პარტიებსაც და არასამთავრობოებსაც ნებისმიერ დროს გადამოწმების საშუალება ჰქონდეთ. ასევე, ორგანიზაციები მთავრობას ამომრჩეველთა სიის განკარგვას, სამოქალაქო რეესტრის, როგორც ყველაზე ეფექტური სახელმწიფო უწყების პასუხისმგებლობის ქვეშ მოქცევას ყველაზე ეფექტურად მიიჩნევენ. ასევე, არასამთავრობოები საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად მანდატების სამართლიანად გადანაწილების, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების, დარღვევების გამოძიების, პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და საკანონმდებლო სისტემაში შესატანი ცვლილებების შესახებ საკუთარ ხედვას აყალიბებენ. „საქართველოში არც თუ იშვიათია შემთხვევები, როცა საკანონმდებლო ცვლილებები არჩევნებამდე ძალიან მოკლე პერიოდში ხორციელდება, რაც ზოგჯერ ახალ პრობლემებს წარმოშობს. ამის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ პარტიებს, ხელისუფლებას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ამ პროცესში ჩართულ სხვა მხარეებს შორის დროულად შედგეს საარჩევნო კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ შეთანხმება“.–აღნიშნულია განცხადებაში. იხილეთ განცხადების სრული ვერსია. სრული ინფო(netgazeti.ge)
  18. /get_img?ImageId=3851 "წარმომადგენლობითი სახალხო კრება" "ხელისუფლების წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლას" 21 მაისიდან იწყებს. ამის თაობაზე განცხადება კრების სახელით დღეს ნონა გაფრინაშვილმა გაავრცელა. «სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა ხალხს მოუსპო შესაძლებლობა, დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნებით გამოხატოს საკუთარი ნება, ამიტომ ხალხს დარჩა ერთადერთი გზა – გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციის მე–5 მუხლით გარანტირებული და მინიჭებული უფლება, თავისი ძალაუფლება განახორციელოს პირდაპირი და უშუალო დემოკრატიის სხვადასხვა ფორმების გამოყენებით. მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმის წასვლის შემდეგ არის შესაძლებელი ჩვენს ქვეყანაში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება», – განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა. მანვე ჟურნალისტებს გააცნო "წარმომადგენლობითი სახალხო კრების" სამოქმედო გეგმა: «ვიწყებთ საერთო სახალხო გამოსვლებს, რომლის დროსაც მივმართავთ სამოქალაქო წინააღმდეგობის ყველა ფორმასა და მეთოდს». გაფრინდაშვილის თქმით, 21 მაისს სახალხო კრებისა და მის მიერ შექმნილი წინააღმდეგობების კომიტეტების ორგანიზებით თბილისში სამ ადგილზე დაიწყება ხალხის შეკრება: თბილისელი აქტივისტები ფილარმონიასთან მოიყრიან თავს, აღმოსავლეთ საქართველოდან ჩამოსულები – ავლაბარში, დასავლეთ საქართველოდან კი – ვარდების მოედანზე. სამივე ადგილიდან მოეწყობა მსვლელობა, რომელიც 15:00 საათზე გაგრძელდება აქციით თავისუფლების მოედანზე. პარალელურად, იმავე დღეს, 21 მაისს, სახალხო კრების ეგიდით საპროტესტო აქციები გაიმართება საქართველოს სხვა ქალაქებსა და რაიონებშიც – ბათუმში, სამტრედიაში, ხაშურში, ხარაგაულში, ზესტაფონში და სხვა. აქციის მონაწილეთა კოლონებით გადაადგილების უსაფრთხოებას, სახალხო კრების ლიდერების თქმით, შეფიცულთა რაზმები უზრუნველყოფენ. «სახალხო კრება არ გაურიგდება სააკაშვილის დამნაშავე ხელისუფლებას,» – განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა. მისივე თქმით, "წარმომადგენლობითი სახალხო კრების" აქციები საბოლოოდ არსებული ხელისუფლების დემონტაჟით დასრულდება. ნონა გაფრინდაშვილის მიერ განცხადების გახმიანების პროცესს დღეს უხმოდ ესწრებოდნენ კრების სხვა წარმომადგენლები: ნინო ბურჯანაძე, გოგი ქავთარაძე, გია ბურჯანაძე და სხვები. მათ ამ საკითხებზე დამატებითი კომენტარების გაკეთება პრესისთვის აღარ ისურვეს. სახალხო კრებამ 15 მარტს კალათბურთის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ «სააკაშვილის რეჟიმისგან საქართველოს გათავისუფლებისთვის გადამწყვეტი ბრძოლის დასაწყებად» კონკრეტულ თარიღს 2 მაისს გამოაცხადებდნენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  19. ორმოცდაათიანელებმა ავჭალაში დაიდეს ბინა. თბილისში, ავჭალის ერთ-ერთი ქუჩა, პოლიციის სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე ახლა უკვე უჩვეულად გამოიყურება. სხვა დღეებისგან განსხვავებით ამ ადგილს დედაქალაქისთვის უჩვეულო დიდი თეთრი კარავი ”ამშვენებს”. გაზიარება [სალომე ბოკუჩავა. 13:18 02-04-2011] http://1.bp.blogspot.com/-DUvFA08IonM/Tb52i3eRz7I/AAAAAAAAEfg/IZk8HUHVdFU/s200/seqtI.gifინფორმაციის მოძიებისთანავე ავჭალაში მივედი და პოლიციის წინ შეკრებილ ადამინებს გავესაუბრე. როგორც აღმოჩნდა ადგილზე მყოფთა უმრავლესობა ავჭალის ქეთევან წამებულის ეკლესიის მრევლი და გლდანი-ნაძალადევის მაცხოვრებელი იყო. პროტესტს ადგილობრივი ეკლესიის მღვდელმსახური მამა გიორგი რაზმაძე უერთდებოდა. თორნიკე სუკააშვილი, აქციის მონაწილე: „დღეს გავიგე, რომ ჩვენ უბანში ორმოცდაათიანელებმა კარავი გაშალეს. დილიდან რიტუალებს ატარებენ და ცდილობენ ახალგაზრდები მიიზიდონ. როდესაც მე მოვედი პატარა ბავშვები დამხვდნენ. კარვის ცენტრალურ ნაწილში ჯვარი აქვთ აღმართული, მის ირგვლი უცნაურ ენაზე მღერიან და ცეკვავენ“. ლევან ბაზუაშვილი, აქციის მონაწილე: „მათ ვკითხე ნებართვა თუ გააჩნდათ აქ ყოვნის და კარვის გაშლის. პასუხი არ გამცეს, თუმცა ცოთხანში ამიხსნეს: ნებართვა მერიიდან უკვე წამოვიღეთ და მისი ასლი ავჭალის პოლიციაში ინახება-ო. გავაფრთხილე, რომ ინფორმაციას გადავამოწმებდი და მაშინათვე შემეწინააღმდეგნენ... თუმცა ავღნიშნავ, რომ მერიაში დაზუსტებული ინფომაციით არანაირი ნებართვა არ არსებობს“. მამა გიორგი: „ჩვენ ამ უცნაურმა კარავმა შეგვკრიბა. საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის არის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ამ ადამინებს არ აქვთ უფლება შუა ქალქში გამოვიდნენ. კანონის მიხედვით საჯარო გამოსვლები ეკრძალებათ. შესაბამისად ეს არის კანონის დარღვევა. ჩვენი მოთხოვნაა, რომ უახლოვეს პერიოდში დაშალონ კარავი და შევიდნენ თავიანთ სახლებსა და სალოცავებში. საქართველოში რწმენა თავისუფალია, მაგრამ როდესაც ქუჩაში ადამინები ამგვარად ქადაგებნ ეს მიუღებელია“. აქციის წევრების თქმით ძირითადი მოთხოვნა პატარა ბავშვებზეა. მათი მოზიდვაც მარტივი გზით ხდება. შეკრებილთა შორის ბევრი აღმოჩნდა იმ ბავშვის მშობელი, რომელმაც საკუთარი მცირე წლოვანი შვილი უცნაური თეთრი კარავიდან ძალის გამოყენებით წამოიყვანა. -როდესაც ჩემი შვილი იმ კარავში ვნახე ძალიან შემეშინდა. შევედი და ძალით წამოვიყვანე. ბევრი ქალი იყო, თითოეული მათგანი ჯვრის ირგვლივ ტრიალებდა და უცნაურად საუბრობდნენ: ”ღმერთი ამაღლდება, ჩვენც ავმაღლდებით, გვეშველება, ყველას გვეშველება” – ამბობდნენ ისინი. -შეიძლება ითქვას, რომ კარავში ძირითადად ქალები და ბავშვები იყვნენ?-არა. ძირითადად ბავშვები იყვნენ. მე არც ერთ ბავშვს არ ვიცნობდი თორემ აუცილებლად წამოვიყვანდი და მის მშობელს მივუყვანდი. -თქვენმა შვილმა რა გითხრათ, რატომ არ უნდოდა წამოსვლა?-მითხრა, რომ ტკბილეული დაურიგეს და მთიან რეგიონში დასვენებას შეპირდნენ. ამბოდა, რომ ისინი კარგები იყვენ და ცუდის გაკეთებას არ აპირებდნენ. როგორც კი მშობლების მოსაზრებები მოვისმინე და მათი ინფორმაცია გავიზიარე, მეც მივუახლოვდი უცნაურ კარავს და იმ რამოდენიმე ადამიანს დავუწყე საუბარი, რომლებიც იმ დროისთვის ადგილზე დარჩენილიყვნენ. როგორც გაირკვა ძალიან ბევრი ადამინი იყო მისული მთელი დღის განმავლობაში, მაგრამ აქციის დაწყებისთანავე დაიშალნენ. გაშლილ კარავთნ პატარა გოგონა შევნიშნე, რომელმაც უკვე იცოდა, რომ ჟურნალისტი ვიყავი, მაგრამ მაინც დამელაპარაკა: -რატომ ხარ აქ მოსული?-არ ვიცი. -შენმა მშობლებმა იციან, რომ ასეთ დროს აქ რომ ხარ?-არა. -სად არიან?-სახლში. -ვისთან ერთად ხარ?-მეგობართან (მეგობარიც მისი თანატოლი პატარა გოგო იყო.) -ჩემი შვილია რა გინდა? - ჩვენ საუბარში უცხო მამაკაცი ჩაერთო, რომელიც კარავში გამართული შეკრებების ერთ-ერთი მეთური აღმოჩნდა. -ბავშვმა მითხრა, რომ მისი მშობლები სახლში არიან.- დედა არის სახლსში მე მამა აქ ვარ. -თუ თქვენ მისი მამა ბრძანდებით მეორე გოგონა ვისთან არის?-ჩემი ახლობლის შვილია. -მისმა მშობლებმა თუ იციან, რომ აქ არიას ასეთ დროს? - ამ კითხვაზე კომენტარი არ გააკეთა და ზურგი მაქცია. საბოლოოს მხოლოდ ის მითხრა, რომ სააღდგომო ზეიმის მოსამზადებლად იყო კარავი გაშლილი, თუ რომელიმე ადამინი ამ კარვის დარბევას ძალის გამოყენებით შეეცდებოდა მათ პოლიცია დააკავებდა. ქუჩაში გამოსულ ხალხს გვან ღამე ნოდარ სანდუხაძემ მიმართა და სიმშვიდისკენ მოუწოდა და რჩევა მისცა: „ყოველთვის მოწინააღმდეგე მხარეს დუმილით უპასუხეთ.ამ დროსთვის ორმოცდაათიანელების რამდენიმე ეკლესია არსებობს. რომლებიც ძირითდად ენობრივი ნიშნით არიან დაყოფილი ქართული, სომხური და რუსულენოვან ორმოცდაათიენელებად. ორმაცდაათიანელები ანუ პანტოქოსტელების თქმით მათზე სულიწმინდა გადმოდის რის გამოც მათი ”ლოცვა” ხშირად გაუგებარია მათვისაც და სხვა ადამინებისთვისაც. თუმცა დაავიწყდათ, რომ როდესაც სული წმინდის მადლი ქრისტესა და მის მოწაფეებზე გადმოვიდა ისინი სხვა ადამინებისთვის გასაგებ ენაზე საუბრობნენ“. მოთხოვნის დაკმაყოფილებას აქციაზე შეკრებილი მრევლი დიდი ხანი ელოდა, მიუხედავად ამისა არც პოლიცია და არც რაიონის გუბერნატორმა დააკმაყოფილა მოთხოვნები. მამა გიორგი რაზმაძემ კვირას, დილის წირვაზე ამ საკითხზე იქადაგა და მრევლთან ერთად ღამის მისამართს დაუბრუნდა... დღეს, მაისისს ავჭალის მოსახლეობა და წმინდა ქეთევან წამებულის მრვლი საპატრიარქოსგან ამ თემასთან დაკავშირებით კომეტარს ელოდება. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  20. http://www.polity.ge/images/catalog/other/korupcia.jpgიუტა სტრიკე არ იტყვის სად გაატარა გასული რამდენიმე კვირა, მაგრამ ის რომ ლატვიის ყველაზე ცნობილი ჩინოვნიკი, რომელიც კორუფციას ებრძვის, იმ დროს, როდესაც მისი ორგანიზაციის მოსყიდვის პოლიტიკურ მცდელობას ჰქონდა ადგილი, იძულებული გახდა საკუთარი უსაფრთხოებისთვის ქვეყანა დაეტოვებინა, იმის დასტურია რომ ექს-კომუნისტურ ევროპაში ამორალობის ტალღამ იმატა, ხოლო მათ ვინც ამ ტალღასთან გამკლავებას ცდილობს, პრობლემები და უფრო მეტიც, საფრთხეც კი ემუქრება. polity.ge
  21. ით იყიდება და რომელი ქვეყანაა მითითებული მწარმოებლად, მაგრამ სამაგიეროდ, ვიცით, რა ხდება ამ მხრივ მოსკოვის ერთ–ერთ უდიდეს სუპერმარკეტთა ქსელში და ამის დამადასტურებელი ფოტოც სახეზეა. გაზიარება [17:26 30-04-2011] http://1.bp.blogspot.com/-rm7kB7xpCiE/TbwMdW8VPVI/AAAAAAAAEfY/mEqIt_Qt1cU/s200/a5403.jpgროგორც ჩანს, მოსკოვის ბევრ სუპერმარკეტში აფხაზეთის ამბიციას დამოუკიდებლობის შესახებ, ცოტა არ იყოს, ცერად უყურებენ. ამჯერად თქვენს ყურადღებას მოსკოვში ერთერთ უდიდეს სუპერმარკეტთა ქსელ „седьмой континент“ – ზე შევაჩერებთ, სადაც გუშინ მომხმარებელსა და დაცვის თანამშრომლებს შორის ერთი უჩვეულო ინციდენტი მოხდა. სავარაუდოდ, აფხაზი ეროვნების მომხმარებლის გულისწყრომა, სუპერმარკეტის ალკოჰოლური სასმელების განყოფილებაში გასაყიდად გამოტანილმა აფხაზურმა ღვინომ „აფსნი“, უფრო სწორედ კი ამ ღვინის ბოთლზე სუპერმარკეტის მიერ დართულმა სავაჭრო ფირნიშმა გამოიწვია. მომხმარებელს ფირნიშზე ორი დეტალი არ მოეწონა: ერთზე აღნიშნულია: „ღვინო შეიცავს საკვებ დანამატებს“; მეორეზე კი, არც მეტი, არც ნაკლები, მწარმოებლად მითითებულია: "Грузия ВИНА АБХАЗ". ეს მაშინ, როცა თვითონ ღვინის ბოთლზე არსებული წარწერა, ღვინის მწარმოებელს ამაყად გვაცნობს: „ООО "Вина и Воды Абхазии", Республика Абхазия, г. Сухум.“ ფაქტია, რომ ფირნიში და მასზე წარწერა სუპერმარკეტის შესაბამისმა განყოფილებამ დაამზადა და აფხაზურ ღვინოს თან დაურთო. ღვინო „აფსნი“ სუპერმარკეტ „седьмой континент“ – ის დახლებზე დაახლოებით ერთი კვირის წინ გაჩნდა. ერთი ბოთლი „აფსნი“ აქ 274 რუბლი (დაახლოებით 8 ლარამდე) ღირს. სუპერმარკეტის მომხმარებელმა თავისი გაღიზიანება ხმამაღლა გამოხატა, ჯერ სექციის წარმომადგენელთან, შემდეგ მოლარესთან და ბოლოს აგრესიული ფორმით მოითხოვა სუპერმარკეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა. დაცვის წარმომადგენელმა მას სიმშვიდისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც კონფლიქტი მასსა და მომხმარებელს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. საბოლოოდ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ დაცვამ მომხმარებელი გარეთ გააბრძანა, რისთვისაც ძალის გამოყენება დასჭირდა. ის ფაქტი, რომ მოსკოვის სუპერმარკეტებში აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებენ და საქართველოს ნაწილად მიიჩნევენ, აგრესიული რუსი და აფხაზი ბლოგერების განხილვის საგანი გუშინ საღამოდანვე გახდა. ზოგიერთი იქამდეც კი მივიდა, რომ სუპერმარკეტის ხელმძღვანელობა ლამის სამშობლოს ღალატში დაადანაშაულა და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა. სუპერმარკეტების ქსელი „седьмой континент“, ერთერთი უდიდესი ქსელია რუსეთში. მხოლოდ მოსკოვში, მას 144 მაღაზია აქვს. ქსელი, ძირითადად, საკვები პროდუქტებით და სასმელებით ვაჭრობს. ბევრს, შესაძლოა, ჰგონია, რომ ქსელის ხელმძღვანელი რომელიმე რუსეთში მოღვაწე, პატრიოტი ქართველი ბიზნესმენია, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის: 1994 წელს დაარსებულ სააქციო საზოგადოებას სათავეში ბორის მოროზოვი უდგას. რუსულ ვიკიპედიაში მეწილეების სახით მოხსენიებულია რუსეთის დუმის დეპუტატი – ვლადიმირ გრუზდევი, ხოლო მფლობელთა შორის ალექსანდრე ზანადვოროვის გვარიც ფიგურირებს. ჯერ კიდევ 2007 წლის მონაცემებით, ამ კორპორაციის ბრუნვა 1, 272 მილიარდ დოლარი იყო, ამავე წლის მაჩვენებლების მიხედვით კი, სუფთა მოგებამ 99, 2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. presa.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  22. „ქართული პარტიის“ პოლიტსაბჭოს წევრ კახა მიქაიას განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დიდი ზარ-ზეიმით 7 აპრილს გახსნილი ხობის ახალი საავადმყოფო ამჟამად დაკეტილია და პაციენტებს არ იღებს. „ხობიდან დამირეკა ნათესავმა, მითხრა, რომ არის ავად და იძულებულია, ზუგდიდის საავადმყოფოს მიაკითხოს, რადგან ხობის ახალი საავადმყოფო პაციენტებს არ იღებს. ყოველივე ამის გამო გადავწყვიტე, მომენახულებინა ხობის საავადმყოფო. გაზიარება [17:07 30-04-2011] http://3.bp.blogspot.com/-dTNV1cqn5xs/TbwIxq4u-aI/AAAAAAAAEfQ/E3WooIShLCs/s200/xobis_saavadm_250_250.jpgკარი დაკეტილი დამხვდა. საავადმყოფოში არც ერთი ავადმყოფი არ იყო. ცარიელ საავადმყოფოში მყოფმა რამდენიმე თანამშრომელმა განმიცხადა, რომ საავადმყოფოს ჯერ არცერთი დღე არ უმუშავია და არც ის იციან, საერთოდ, იმუშავებს თუ არა. მე მოვითხოვე, ეჩვენებინათ ის სამედიცინო აპარატურა, რითაც თავს იწონებდა პრეზიდენტი, მაგრამ მათ დაკეტილი ოთახები არ გამიღეს“, – აცხადებს კახა მიქაია. მისი განმარტებით, ზუგდიდიდან, სენაკიდან და ფოთიდან საჩვენებლად ჩამოტანილი სამედიცინო აპარატურა უკანვე დააბრუნეს, თავად ხობის ახალ საავადმყოფოს კი არანაირი სამედიცინო აპარატურა არ გააჩნია“. saqinform.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  23. უამრავი ადამიანი, რომელიც ღამისთევით იმყოფებოდა სვეტიცხოველში და მირონის ხარშვის პროცესს ესწრებოდა, ისეთი მოვლენის მოწმე გახდა, რასაც მართლმადიდებლური სამყარო სასწაულს უწოდებს: მლოცველთა თქმით, დაახლოებით შუაღამის პირველ საათზე ტაძრის აღმოსავლეთ კედელზე წმინდა ნიკოლოზის ხატი გამოისახა. გაზიარება [ლაშა ბერულავა. 04:19 23-04-2011] http://1.bp.blogspot.com/-PzcYDkfw4zM/TbIa3XEjuGI/AAAAAAAAEfI/flAtJa3XAyk/s200/a5169.jpgთვითმხილველთა თქმით, ღამისთევით მლოცველთა უმრავლესობა ამ სასწაულის შემდეგ გაოგნებული იყო. როგორც მოვლენის ერთ–ერთმა თვითმხილველმა, ლეილა ჩარგაზიამ „პრესა.ჯი“–ს უთხრა, რამდენიმე ქალს გულიც კი წაუვიდა: „როგორც კი ვიღაცამ დაიძახა, ნახეთ, წმინდა ნიკოლოზი გამოისახაო, მრევლი აღმოსავლეთ კედელს მიაწყდა. ამ დროს ტაძარში მირონი იხარშებოდა. წმინდანი სწორედ იმ მხარეს გამოისახა კედელზე, სადაც მირონს ხარშავდნენ. იგი ასეულობით ადამიანმა ნახა, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ჩანდა და არ შეიძლებოდა, სხვაში აგრეოდა. თავდაპირველად რამდენიმე ქალი ცუდად გახდა – გული წაუვიდა. ჩვეულებრივი, ყველა მორწმუნისთვის ცნობილი ხატის გამოსახულება იყო, ღვთისმშობელი რომ ომფორს აწვდის და მაცხოვარი კი სახარებას... მირონ–ლუკიის ეპისკოპოსი, მსწრაფლშემსმენელი და საკვირველთმოქმედი ნიკოლოზი გვფარავდეს ყველას...“ „პრესა.ჯი“–ს ინფორმაციით, კედელზე წმინდანის ხატის გამოსახვის შემდეგ მრევლიდან რამდენიმემ მედია–საშუალებებშიც დარეკა, თუმცა, არასამუშაო საათების გამო, მცხეთაში ჟურნალისტები არ ჩასულან. ადგილზე მხოლოდ ერთ–ერთი ტელეკომპანიის ჟურნალიტები იმყოფებოდნენ, რომლებმაც სიუჟეტი მოამზადეს და ეთერში დღეს გაუშვეს. სტატია მზადდება რამდენიმე გამოცემისთვისაც. შეგახსენებთ, რომ წმინდა საკვირველთმოქმედი წმინდა ნიკოლოზი საქართველოს ეკლესიის მფარველად ითვლება. რამდენიმე წლის წინ სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა, ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდანის სახელზე წერილიც დაწერა, რომელიც პრესაში გამოქვეყნდა. წერილში პატრიარქი წმინდანს საქართველოს ეკლესიის მფარველად მოიხსენიებს და მას ერის, ქვეყნის კეთილდღეობასა და მშვიდობას ავედრებს. კათოლიკოს–პატრიარქის ზემოთხსენებული წერილი იტალიის ქალაქ ბარიშიც გაიგზავნა, სადაც წმინდა ნიკოლოზის საფლავი მდებარეობს. სასულიერო პირები მიიჩნევენ, რომ კედელზე წმინდა ნიკოლოზის გამოსახვა უმნიშვნელოვანესი პროცესის – მირონის ხარშვის დროს, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ წმინდანი საქართველოს და ქართულ ეკლესიას მფარველობს. შეგახსენებთ, რომ დღეს დიდი ხუთშაბათია. სწორედ დღევანდელ დღეს უკავშირდება მაცხოვრის მიერ ზიარების საიდუმლოს დაარსება. ამასთან, სწორედ ხუთშაბათს გამოიჩინა იესომ გაუგონარი თავმდაბლობა და თავის მოწაფეებს ფეხები დაბანა. წმინდა მირონს ადამიანს ერთხელ სცხებენ – ნათლობისას. მირონცხებას სულიწმინდის ბეჭედსაც უწოდებენ. ადამიანთაგან მხოლოდ მეფეს ჰქონდა პატივი, მირონი სიცოცხლეში ორჯერ ეცხო: ერთხელ ნათლობისას და მეორედ – მეფედ კურთხევისას. წმინდა მირონის კურთხევა ეკლესიის ავტოკეფალიის ერთ–ერთი დადასტურებაა, მირონის ხარშვა კი – უმნიშვნელოვანესი მოვლენა ეკლესიისთვის. მირონის ხარშვისა და მისი კურთხევის უფლებით ქართული ეკლესია უძველესი დროიდან სარგებლობს. წმინდა მირონი 15–20 წელიწადში ერთხელ იხარშება. ამ წუთებში სვეტიცხოვლის ტაძარში სრულდება საზეიმო წირვა, რომელსაც საქართველოს პატრიარქი აღავლენს. ტაძრის აღმოსავლეთ კედელზე წმინდა ნიკოლოზის გამოსახულების გაჩენასთან დაკავშირებით, საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი, სავარაუდოდ, ქადაგების დროს ისაუბრებს.presa.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  24. შარშან ამ დროს ცხოვრებაში სრული კოშმარი მქონდა. მაგრამ ეს პოსტი ამაზე არ არის, ბევრი კარგიც ხდებოდა. ზუსტად აპრილში ჩატარდა itv conference, სინგაპურიდან ჩამოვიდა xiaxue. მერე ჩამოვიდნენ ბრიტანელი სპიკერები, რომლებთან ერთადაც ძალიან კარგი დრო ვატარეთ. ზაფხულის დასაწყისში კი კვარიათში ვიყავი ბლოგინგის დღეებზე. ამ ყველაფერზე კარგი დეტალური პოსტები დღემდე არ დამიწერია, სულ სამერმისოდ ვდებდი. არადა იმდენი ლამაზი ფოტოსურათი და მოგონება მაქვს დაგროვებული, სულ ვფიქრობ რომ ოდესმე დავწერ. ჰოდა ამ დღეებში მინდა დავწერო შარშანდელი “გამოტოვებული ამბები” და იმედია არ შეგეშინდებათ, რა ძველ ამბებს იხსენებს ეს გოგოო. ახლა მაინც ისეთი არაფერი ხდება ჩემს ცხოვრებაში, მოსაყოლად რომ ღირდეს. P.S. facebook-ზე ძველ გვერდს ვაუქმებ და ახალი გვერდი მაქვს და თუ არ დაგეზარებათ შემომიერთდით, ძველს აღარ განვაახლებ ხოლმე: P.P.S. დიეტას რომ მოვრჩები საზაფხულო შოპინგს მოვაწყობ და ფოტოებს დავდებ! ^_^ http://sweet.ge/wp-content/uploads/2011/04/bogsweetnichieri-550x412.jpgწლის დასაწყისში, "ნიჭიერის" ერთ–ერთ კასტინგზე ფილარმონიის ფოიეში ვმაიმუნობ http://feeds.feedburner.com/~r/sweetrealityblog/~4/04m37SEEyVI ეწვიეთsweet.ge
×
×
  • შექმენი...