planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://a.pix.ge/r/w42mv.jpg ლივერპულის 26 წლის სლოვაკი ცენტრალური მცველი, მარტინ შკრტელი მიიჩნევს, რომ კენი დალგლიშისა და ლივერპულის გულშემატკივართა დამხარებით ლივერპულს ევროპის ლიგაზე გასვლის დიდი შანსი გაუჩნდა. “მერსისაიდელთა” სლოვაკმა ლეგიონერმა მონაწილეობა მიიღო საკვირაო შეხვედრაში, სადაც ლივერპულმა ნიუკასლი “ენფილდ როუდზე” 3-0 დაამარცხა. მას სჯერა, რომ ინგლისის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი აუცილებლად გავა მეხუთე ადგილზე: “ეს იყო დიდებული მატჩი, სადაც ფანებმა დიდი როლი ითამაშეს, მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო. შედეგით კმაყოფილი ვარ და ეს ასეც უნდა იყოს, როდესაც შენ ზურგს ლივერპულისნაირი ფანი გიმაგრებს მოგება უფრო გიადვილდება.” “თამაშის დაწყებიდან პირველივე წუთებში მოგებაში დარწმუნებული ვიყავი. ჩვენ ახლა ძალიან ახლოს ვართ მიზანთან, რომელიც ევროპის ლიგაზე მოხვედრაში დაგვეხმარება. კიდევ სამი მატჩი გვაქვს დარჩენილი და დარწმუნებული ვარ, რომ სამივეს კარგი შედეგით დავასრულებთ” – თქვა შკრტელმა ლივერპულის ოფიციალურ საიტთან. View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/05/f2b1f04c66ad3bcda0d6c440cc4d25a1.jpgბათუმი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. როგორც “ბათუმის წყლის” ტექნიკურმა დირექტორმა, ალექსანდრე მიქელაძემ განმარტა, წყლის მიწოდების შეწყვეტა ავარიამ გამოიწვია. წყლისა და საკანალიზაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაობის დროს მომხდარი ავარიის გამო იძულებული გავხდით, გადაგვეკეტა რეზერვუარების სარქველები”,-აღიშნა მიქელაძემ. მისივე განცხადებით, ქალაქს წყლის მიწოდება დღის ბოლოსთვის აღუდგება. IPN Share View the full article
-
http://a.pix.ge:81/q/428ly.jpg ინგლისის “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, კენი დალგლიში მიიჩნევს, რომ კლუბს ახალი ინვესტიციები სჭირდება, რათა ზაფხულის სატრანსფერი პერიოდში აქტიური იყოს და ახალი ფეხბურთელებით გაძლიერდეს. Guardian-ის ინფორმაციით, “მერსისაიდელების” დამრიგებელმა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში თითქმის 60 მილიონი გირვანქა დახარჯა, თუმცა, აქტიურობას ზაფხულშიც აპირებს. “კარგია, რომ ჩვენი ახალგაზრდები სწრაფი ტემპით ვითარდებიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზაფხულში ახალი ფეხბურთელების შესაძენად ფული არ უნდა დავხარჯოთ. აუცილებელია, რომ გუნდი მუდმივად ძლიერდებოდეს” – განაცხადა დალგლიშმა. View the full article
-
http://b.pix.ge/e/onpgm.jpg ლივერპულის მთავარ მწვრთნელს, კენი დალგლიშს გუნდში კიდევ ერთი საშუალო კლასის ფორვარდი სჭირდება, რომელიც ენდი ქეროლისა და ლუის სუარესის არყოფნაში სათადარიგო სკამიდან გუნდის შეტევაში დაეხმარება. ასეთ კანიდატურად “კოპის მეფე” კენის მრავალი ფეხბურთელი ჰყავს ჩანიშნული. მიუხედავად იმისა, რომ სევილიას 25 წლის ესპანელი თავდამსხმელი, ალვარო ნეგრედო სანდერლენდს უნდა, პირველ რიგში დალგლიში მის შეძენას შეეცდება. რეალის ყოფილი ვარსკვლავის სანაცვლოდ კენის უკვე გამზადებული აქვს £ 15 მილიონი ფუნტი. გარდა ამისა დალგლიშის სატრანსფერო წიგნაკში ბაიერნის 25 წლის გერმანელი თავდამსხმელი, მარიო გომესიც წერია. გომესმა ბუნდესლიგაში ამ სეზონში 24 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავას სრულიად დამსახურებლად უდგას სათავეში. გერმანელი ფეხბურთელი “ოქროს ბუცისთვისაც” იბრძოლებს, მაგრამ მას კონკურენციას ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო უწევენ. გარდა ნეგრედოსა და გომესისა ლივერპული ნაპოლის დუეტის, ეზეკილ ლავეცისა და ედისონ კავანის შეძენასაც შეეცდება. მომზადებულია Sport.co.uk-ისა და GiveMeFootball.com-ის მიხედვით View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/05/logo-300x147.jpg სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფი“ ფოტომოყვარულებს ნიჭის გამოვლენის შანსს აძლევს და თემაზე „არდი კადრი“ ინტერაქტიულ კონკურსს ატარებს. კონკურს „არდი კადრი“ სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ არდი ჯგუფის გვერდზე უკვე დაიწყო. 26 მაისის ჩათვლით კონკურსის მონაწილეებმა საკუთარი ნამუშევრები სწორედ ამ გვერდზე უნდა ატვირთონ და გულშემატკივართა ხმები მიიღონ. გამარჯვებულები კი 28 მაისს ხმების, ეგრეთ წოდებული „ლაიკების“ რაოდენობის მიხედვით გამოვლინდებიან. პრიზები, რომლებიც საგანგებოდ გამარჯვებულებისთვის დაწესდა, პირველ სამ ადგილზე გადანაწილდება. პირველ ადგილზე გასული მონაწილე ტურისტული სააგენტო „ინტერლაინისგან“ თურქეთში 2 კაციან საგზურს მიიღებს, მეორე ადგილზე გასული ავტომობილის ერთწლიან დაზღვევას, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი 200 ლარიან ვაუჩერს მაღაზიებში:Mango, Mexx, United Colours of Benetton, Accessories. როგორც კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, ფოტოები დაზღვევის თემატიკაზე უნდა იყოს აგებული და ასახავდეს, თუ რატომ უნდა იყოს დაზღვეული ადამიანის საკუთრება. სასურველია, რომ კონკურსის მონაწილეებმა გაითვალისწინონ კომპანიის სლოგანი – „როცა ფიქრობ მხოლოდ კარგზე“. „კონკურსი ყველა თაობის ფოტო მოყვარულებისთვისაა განკუთვნილი, ხოლო საუკეთესო მონაწილის გამოვლენა მთლიანად საზოგადოების და გულშემატკივრების აქტიურობაზეა დამოკიდებული. ფოტოს სიუჟეტის იდეა შეზღუდული არ არის, ფოტომოყვარულებს შეუძლიათ საინტერესო კადრები ავტო–დაზღვევის, ჯანმრთელობის და ქონების დაზღვევასთან დაკავშირებით გადაიღონ. ველოდებით საინტერესო კადრებს, რომლებშიც გამოჩნდება რატომ არის მნიშვნელოვანი დაზღვევა. გვჯერა, რომ ამ ამოცანას ფოტომოყვარულები თავს გაართმევენ და აქტიურად ჩაერთვებიან კონკურსში. ჩვენი მიზანია წავახალისოთ ფოტომოყვარულები და გავზარდოთ ინტერესი დაზღვევის მიმართ,“- აცხადებს „არდი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი არმაზ თავაძე. პრიზებთან ერთად, სამეულში გასულ მონაწილეებს კომპანია „არდი ჯგუფისგან“ საჩუქრად დაზღვევის საუკეთესო პოლისიც გადაეცემათ. ურჩიეთ: http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png იხილეთ epn.ge
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/05/gamopenaze_05.05-300x199.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის “ლეონარდო და ვინჩის” გამარჯვებულები დააჯილდოვეს. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გრანპრი პროექტისთვის „რობოტი მზესუმზირა” კომაროვის ფიზიკა–მათემატიკური სკოლის მოსწავლეებს დავით ბულისკირიას და ლევან გაბისონიას გადაეცათ. გამარჯვებულები მიმდინარე წლის ივლისში ინგლისში 4-კვირიანი სასწავლო ტურით გაემგზავრებიან. X-XII კლასების ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილითა და 5 000 ლარით პროექტის “საგანგაშო ღილაკი” ავტორი დიმიტრი კოლოტაური (სოფელ დიღმის სკოლა), მეორე ადგილითა და 3 000 ლარით პროექტის “ზამბარიანი რეოსტატი” ავტორი ლაშა ხუციშვილი (ახალციხის N5 საჯარო სკოლა) და მესამე ადგილითა და 2 000 ლარით პროექტის “მოძრაობის მაგნიტური გამაძლიერებელი” ავტორი ლაშა ჩალაძე (სოფ. აფენის N1 საჯარო სკოლა) დაჯილდოვდნენ. VII-IX კლასების ასაკობრივ კატეგორიაში საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილი და 5 000 ლარი პროექტის “სახლის სეისმოგრაფი” ავტორი გიორგი მეშველიანი (კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა), მეორე ადგილი და 3 000 ლარი პროექტის “მწვანე უცხოპლანეტელი – 25” ავტორი თემურ ჩიჩუა (N4 საჯარო სკოლა), მესამე ადგილი და 2 000 ლარი პროექტის “წიგნი: რა ვაკეთოთ თავისუფალ დროს” ავტორი ლუკა მარკოზაშვილი (N31 საჯარო სკოლა). ასევე დასაჩუქრდნენ გრანპრისა და პირველ ადგილებზე გასული პროექტების წარმომდგენი სკოლები, ყველა მათგანს ინტერაქტიული დაფა(სმარტბოარდ) გადაეცა. სამინისტროს მიერ კონკურსში მონაწილე ყველა პროექტის ავტორი დიპლომებით დაჯილდოვდა. ფავორიტი პროექტები, კი კომპანია“ბილაინმა” დააჯილდოვა, რომელმაც პროექტების “სარკინიგზო რელსების ორიგინალური გადაბმა” და “SMART-ივი განათების” ავტორებს მობილური ტელეფონები, პროექტის “ბარნაბა” ავტორს კი USB მოდემი გადასცა. კომპანია “ვისოლ ჯორჯია პეტროლიუმში” ერთთვიან სტაჟირებას გაივლის პროექტის “ფიზიკის ელექტრონული ლექსიკონი” ავტორი სალომე ყოფიანი. 10 პროექტის ავტორი დააჯილდოვა ჯურნალმა “ჯუნიორმა” ერთწლიანი უფასო ხელმოწერით, გამომცემლობა “ლოგოს პრესმა სამეცნიერო-შემეცნებითი წიგნები “ლეონარდო და ვინჩი” და “მარკო პოლო” 19 მონაწილეს გადასცა. პრეზიდენტის მიერ ინიცირებული მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის “ლეონარდო და ვინჩი” ფარგლებში ინოვაციური პროექტების გამოფენა ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში მეორე დღეა მიმდინარეობს და დღეს მოსწავლეთა ინოვაციური ნამუშევრების გამოფენით დაიხურება. კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ჩატარდა და მისი მიზანი იყო მოსწავლეებში სწავლის დონის ამაღლება, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოზარდების ინტერესის გაღვივება, გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოვებული მოზარდების გამოვლენა, შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების კუთხით მათთვის სტიმულის მიცემა. ურჩიეთ: http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png იხილეთ epn.ge
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/05/aglumi.jpg [/url]პოლიციის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი 6 მაისს ბათუმში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანლემა ნათია სურგულაძემ დაუდასტურა. ქართული პოლიციის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი ბათუმის ახალ ბულვარში შედგება. 6 მაისისთვის ბათუმში სხვა ღონისძიებებიც არის დაგეგმილი, მათ შორის- იუსტიციის სახლის გახსნა. აღლუმთან დაკავშირებული სხვა დეტალების დადგენა შს სამინისტროში ჯერ ვერ ხერხდება. 6 მაისი პოლიციის დღედ შარშან დაწესდა. 6 მაისი აჭარის რევოლუციის დღეც არის. Share View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/05/oni.jpg ონის რაიონში 3.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 6 კილომეტრში, სოფელ წედისში იყო. სეისმოლოგებმა ბიძგები 08:43 საათზე დააფიქსირეს. მაისის განმავლობაში ეს საქართველოში უკვე მეოთხე მიწისძვრაა. ბოლოს ბიძგები გუშინ დაფიქსირდა, წალკიდან სამხრეთ აღმოსავლეთით, 12 კილომეტრში. მისი სიმძლავრე 3 მაგნიტუდას შეადგენდა. სპეციალისტების განმარტებით, 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები საქართველოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ურჩიეთ: http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png იხილეთ epn.ge
-
რუსეთი “ბორჯომის” შემოტანაზე თანხმობას იმ შემთხვევაში მისცემს, თუ საქართველო მის ხარისხს უზრუნველყოფს.http://epn.ge/wp-content/uploads/2011/05/onishenko.jpg ამის შესახებ, რუსეთის ხარისხის კონტროლის ხელმძღვანელმა, გენადი ონიშენკომ განაცხადა. მისი თქმით, მინერალური წყალი “ბორჯომი” მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დაშვებული რუსეთის ბაზარზე თუ საქართველო პროდუქტის მაღალ ხარისხს და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. “ჩვენ გვაქვს ერთი პოლიტიკური მოთხოვნა, რომ შემომტანმა მხარემ უზრუნველყოს პროდუქტის უსაფრთხოება და მაღალი ხარისხი.”-განაცხადა ონიშენკომ მან ასევე აღნიშნა, რომ “ბორჯომის” ბრენდით ბევრი არალეგალური პროდუქცია იყიდება. მისი ინფორმაციით არალეგალური “ბორჯომი” ბელორუსიის ტერიტორიიდნ შემოდიოდა, მაგრამ შესაძლებელია, რომ კონტრაბანდა აზერბაიჯანის გავლითაც ახერხებდა რუსეთის ბაზარზე შეღწევას. ურჩიეთ: http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png იხილეთ epn.ge
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/05/Fukushima-Reactor-300x247.jpg“ტეპკოს” ინფორმაციით, ატომურ ელექტროსადგურ “ფუკუშიმა 1″-ის რეაქტორის შენობაში სავენტილაციო სისტემის მოწესრიგების მიზნით ორი ლიკვიდატორი შევიდა. ისინი სპეციალური დამცავი კოსტუმებით არიან აღჭურვილი. მათივე ინფორმაციით, ეს სისტემა საშულებას მისცემს სპეციალისტებს ავარიულ სადგურზე რადიაციის დონე შეამცირონ. რეაქტორის დათვალიერების შედეგად, რეაქტორის შიგნით შესაძლებელი გახდება ასევე წყლის დონის გარკვევა, სადაც წყალი რეაქტორის გასაცივებლად გადაიქაჩება. ოპერატორი კომპანიის გეგმის თანახმად, რეაქტორის შიგნით 12 ლიკვიდატორი მონაცვლეობით 10 წუთის ინტერვალით უნდა შევიდეს. “ტეპკოს” ინფორმაციით, რადიაციის შემცირებას და რეაქტორების გაცივებას, სამიდან ცხრა თვემდე დასჭირდება. ურჩიეთ: http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png იხილეთ epn.ge
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/05/dachra.jpgწუხელ გვიან ღამით, მეტრომშენის დასახლებაში ქუჩურ გარჩევაში ოცდამდე ახალაზრდა მონაწილეობდა. ინციდენტის დროს ორი მათგანი დაიჭრა. თვითმხილველთა განცხადებით, დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის რატომ მოხდა უცნობია. თუმცა, ინციდენტი მეგობრებს შორის ერთ-ერთი მათგანის სახლში დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდა. მათივე თქმით, ლაშა ფარქოსაძე მისივე მეგობარმა გელა შველიძემ ცეცხლსასროლი იარაღით სწორედ სახლში დაჭრა. ქუჩაში გაგრძელებული დაპირისპირებისას, კი დავით გობეჯიშვილი დაიჭრა. დაჭრილები გადაყვანილი არიან არამიანცის სახელობის საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდათ შესაბამისი მკურნალობა. ექიმების განცხადებით, ამ დროისათვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა გამოძიება დაიწყეს და მალევე დააკავეს ერთ-ერთი ბრალდებული ლაშა ლაბნაძე, რომელმაც უშუალოდ მოახდინა გასროლა დავით გობეჯიშვილის მიმართულებით. სამართალდამცავები ამ დროისათვის მეორე ბრალდებულს გელა შველიძეს ეძებენ. ურჩიეთ: http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png იხილეთ epn.ge
-
ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის პიარ სკოლის სტუდენტებმა სადიპლომო ნამუშევარი იუსტიციის სამინისტროში წარადგინეს. თემა იუსტიციის სამინისტროს ახალი პროექტი “იუსტიციის სახლი“ იყო. ახალ პროექტში სტუდენტებმა პიარ კამპანიის გეგმადაწერეს, რომელიც ბათუმში 2011 წლის მაისში იუსტიციის სახლის შენობის გახსნის ცერემონიალის ორგანიზებას შეეხება. პიარსკოლელებმა საქართველოს “იუსტიციის სახლის“პიარ და საკომუნიკაციო მხარდაჭერის საკუთარი ხედვა ჩამოაყალიბეს და საუკეთესო პროქტი სამინისტროს წარმომადგენლებს გააცნეს. პროექტ “იუსტიციის სახლის“ მომზადებაში მონაწილეობდა 10 სტუდენტი, რომელთაგან საუკეთესოები იუსტიციის სამინისტროს მოადგილემ გიორგი ვაშაძემ სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა. “ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომლის მიზანი ბათუმში 2011 წლის მაისში დაგეგმილი პირველი იუსტიციის სახლის გახსნის ცერემონიალის ორგანიზებაა. ეს არის მომავლის სახლი ,რადანაც სერვისების სრულიად ახალ კონცეფციას ითვალისწინებს“,-განაცხადა ვაშაძემ. შეგახსენებთ, რომ “იუსტიციის სახლი“ სრულიად ახალი საჯარო დაწესებულებაა , სადაც ხორციელდება სხვადასხვა სერვისების კომბინაცია ერთ წერტილში ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით. ურჩიეთ: http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png იხილეთ epn.ge
-
http://epn.ge/wp-content/uploads/2011/05/davitaia_paata-150x150.jpgოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია ითხოვს საერთაშორისო ორგანიზაციებს მიეწოდოს ინფორმაცია, რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთში მცხოვრებ ე.წ. რუსეთის მოქალაქეების სოციალურ სისტემებზე მიბმის შესახებ. როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დავითაიამ განაცხადა, რუსეთის ფედერაციამ მიიღო გადაწვეტილება, რომ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც აფხაზეთში მცხოვრებლები დანაშაულებრივი გზით გახდნენ და მოქალაქეებსაც ამავე გზით აქვთ მიღებული მათი სოციალური სისტემა – პენსიები მთლიანად რუსეთის ფედერაციას მიება. ,,თუ დღემდე რუსეთის ფედერაციის ე.წ. მოქალაქის პენსია, რომ მიეღოთ უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული ადლერის ოლქში, ახლა კი აფხაზეთის ტერიტორიაზე ხდება ფაქტობრივი მისამართით რეგისტრაცია და პენსიის მიღება. საქართველოს მოქალაქეების სახლებში მცხოვრები ე.წ. რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც მიითვისეს ეს სახლები ახლა ღებულობენ პენსიას უკვე ფაქტობრივ მისამართზე. ეს კი ნიშნავს, რომ აქ საუბარი აღარ არის აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე და ეს არის მტკიცებულება იმას, როგორ ხდება სოციალური სისტემის მიბმა რუსეთის ფედერაციაზე და როგორ ხდება სრული ანექსია”, – განაცხადა დავითაიამ. ურჩიეთ: http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png იხილეთ epn.ge
-
Welcome to WordPress. This is your first post. Edit or delete it, then start blogging! acmilan.ge
-
მოძრაობა “არას” წარმომადგენელ თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, მოძრაობამ მოიპოვა ინფორმაცია ვანო მერაბიშვილის კიდევ ერთი ვილის შესახებ და მიხეილ სააკაშვილის ბებიის, მზია წერეთლის უკანონო, დაუსაბუთებელი ქონების შესახებ. ამის შესახებ განცხადება მოძრაობის წევრებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს. მათი თქმით, ვანო მერაბიშვილის “2 ტყუპი” სახლი მდებარეობს ლოტკინზე, იერეთუბანში. მიხეილ სააკაშვილმა კი საჩუქარი გაუკეთა მზია წერეთელს და მას გადასცა მიწის ნაკვეთი, ე.წ. ქოშიგორაზე, რომელსაც გარს გრანდიოზული გალავანი არტყია და სახლის ასაშენებლად საძირკველია გათხრილი. ურჩიეთ: http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png იხილეთ epn.ge
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/05/kaladze.jpgერთ დროს ხელისუფლების ფავორიტი ფეხბურთელის ბიზნესი საფრთხეშია. ეროვნული ნაკრების კაპიტანს შესაძლოა, სახელმწიფომ ქონება ჩარმოართვას . რა ვალდებულება ვერ შეასრულა კახი კალაძემ და დგას თუ არა დღის წესრიგში მისთვის ქონების ჩამორთმევა? <br style="padding: 0px; margin: 0px;" />ირკვევა, რომ საქმე არც ისე რთულად არის. კალაძის ბიზნესაქტივშია ქობულეთის სასტუმრო “კოლხეთი”. მასზე ფეხბურთელს ვალდებულებები არ გააჩნია და მხოლოდ მის სურვილზეა დამოკიდებული, მოხდება თუ არა სასტუმროს რეაბილიტაცია. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />რაც შეეხება არსენალის მთის ტერიტორიას, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მისი ღირებულება ფეხბურთელს სრულად არ დაუფარავს, სახელმწიფო კალაძესთან მოლაპარაკებას აწარმოებს. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />კალაძე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც გიორგი დემეტრაძის საქმის სამართლიან გამოძიებას ითხოვდა. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />კალაძე თავის ბიზნესპრობლემების შესახებ კომენტარს არ აკეთებს. არც იმას ამბობს, აპირებს თუ არა პოლიტიკაში წასვლას.<br style="padding: 0px; margin: 0px;" /> IPN Share View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/05/e945d5a2081d3e4ccf6e46cbfd5656ad.jpgცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ჯული გიორგაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” თავად ჯული გიორგაძემ დაუდასტურა. მისი ცნობით, ეს გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო და, შესაბამისად, ცესკო-ს პრესსპიკერი აღარ იქნება. ამასთან, გიორგაძე კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას ცესკო-დან სკანდალურად წამოსვლის შესახებ. “არანაირი სკანდალი არ ყოფილა; ის მიზანი, რისთვისაც მივედი, რომ პიარდეპარტამენტი მაქსიმალურად გაძლიერებულიყო, ვფიქრობ, მიღწეულია და მათ აქვთ შესაძლებლობა, 2012 წლამდე კიდევ უფრო გაძლიერდნენ”, – განაცხადა მან. შიდაუთანხმოების არსებობაზე ინფორმაცია არ აქვს ცესკო-ს მდივანს გიზო მჭედლიძეს. “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას მჭედლიძემ გიორგაძის წასვლა ხელშეკრულების ვადის ამოწურვით ახსნა. მისი განმარტებით, ჯული გიორგაძე ცესკო-ში დაქირავებული ადამიანი იყო, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებს აგვარებდა. შეგახსენებთ, რომ 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსვლელობის დროს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჯული გიორგაძეს “მომხიბლავი პრესსპიკერი” უწოდა. ეგზიტპოლებით გამარჯვებული გიგი უგულავას წარდგენისას სააკაშვილმა იხუმრა, რომ ჯერ არც წვერი გაუზრდია და არც ისეთი მომხიბლავი პრესმდივანი ყავს, როგორიც საარჩევნო კომისიასა და მის თავმჯდომარეს. Share View the full article
-
თურქეთის პრემიერ მინისტრის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიის წევრებზე თურქეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ქასთამონუსთან ახლოს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ. http://epn.ge/wp-content/uploads/2011/05/erdogani-205x300.jpg ამის შესახებ, ინფორმაციას BBჩ Nეწს-ი ავრცელებს. იმ საავტომობილო კოლონის მიმართულებით, რომელშიც თურქეთის პრემიერ მინისტრის პარტიის წევრები იმყოფებოდნენ თავდასხმელებმა ჯერ ყუმბარმტყორცნიდან, შემდეგ კი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს. თავდასხმის შედეგად მმართველი პარტიის წევრები არ დაშავებულან. თუმცა, დაიღუპა პოლიციის ერთი ოფიცერი, ორი კი დაიჭრა. თურქეთში სიტუაციის დაძაბვა მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება. თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე, ქალაქ ქასთამონუს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში. პრემიერ მინისტრი ერდოღანიც სტუმრობდა. თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, სეპარატისტული დაჯგუფებებისგან და ექსტრემისტებისგან მოსალოდნელ საფრთხეებზე თავად საუბრობდა. მისი თქმით, მეამბოხეებს ძალაუფლების მოპოვება მშვიდობიანი გზებით არ შეუძლიათ, ამიტომ ცდილობენ სიტუაცია დაძაბონ. დღეს განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. ურჩიეთ: http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png იხილეთ epn.ge
-
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა ჯანდაცვის სფეროში კიდევ ერთი კორუფციული სქემა გაშიფრა. ტელეარხის ცნობით, საუბარია ქართულ და ცნობილ უცხოურ კომპანიებს შორის ფარულ გარიგებებზე, რის შედეგადაც ბიუჯეტს 660 ათასი ლარისზარალი მიადგა. პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხათუნა იოსავამ "ნეტგაზეთს" განუცხადა, რომ პროკურატურა საქმის დეტალების შესახებ ინფორმაციას 15:00 საათზე გაახმაურებს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
პროგრამის „საუბარი ვლადიმერ პუტინთან“ ოპერატორისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ დაღესნტელი 16 წლის სკოლის მოსწავლე გოგონასთვის სასჯელის მიზეზი გახდა, – წერს სააგენტო რია–ნოვოსტი, დაღესტნის პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. დაღესტნის ერთ–ერთი სოფლის სკოლის მოსწავლემ 14 დეკემბერს საკუთარი სახლიდან აღნიშნული პროგრამის რედაქციაში დარეკა და ოპერატორს მოსკოვის მხარეში დაგეგემილი ტერორისტული აქტის შესახებ შეატყობინა, – აღნიშნულია პროკურატურის შეტყობინებაში. ამ ფაქტთან დაკავშირებით მილიციამ კანონმდებლობის შესაბამისად საქმე ტეროტრისტული აქტის ცრუ განგაშის მუხლით აღძრა. აღნიშნული დანაშაულისთვის მაქსიმალური პატიმრობის ზღვარი სამი წელიწადია. თუმც, სასამართლომ მას პირობითი ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.polity.ge/images/catalog/world/organizations/wto.jpgრუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებში, ქართული და რუსული მხარეები „სერიოზულად განიხილავენ“ იმ მექანიზმს, რომელიც სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მდებარე სასაზღვრო–გამშვები პუნქტების გავლით საქონლის მოძრაობის გამჭირვალობას უზრუნველყოფს, იქ ქართველი მებაჟეების განთავსების გარეშე, წერს რუსული გაზეთი "კომერსანტი“ 4 მაისს. polity.ge
-
2018 წლისთვის, საქართველოს ახალი ჰიდროელექტროსადგური – ხუდონჰესი ექნება. ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის წინასამშენებლო სამუშაოები უკვე წელს, ხოლო თავად ობიექტის მშენებლობა 2012 წელს დაიწყება და 6 წელიწადში დასრულდება. 200 მეტრამდე კაშხლისა და რეზერვუარის მშენებლობა 1 მილიარდ დოლარამდეა შეფასებული. იხილეთ tabula.geზე
-
ამერიკელი ახალგაზრდების, რეჟისორ კოლინ ჰოვდესა და დრამატურგ ლი აუგუსტ პრეილის მიერ რუსთაველის თეატრის მეოთხე სარეპეტიციო დარბაზში განხორციელებულმა წარმოდგენამ, აზრთა სხვადასხვაობა პრემიერამდე გამოიწვია. ამის მთავარი მიზეზი დადგმის ფორმა და მაყურებლის ინტერაქტიულობაზე გაკეთებული აქცენტი აღმოჩნდა. იხილეთ tabula.geზე
-
აფრიკის ყველაზე მრავალრიცხოვან და ნავთობით მდიდარ ქვეყანა ნიგერიაში, 16 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. 12 წლის წინ სამხედრო მმართველობის დამთავრების შემდეგ, ეს იყო პირველი არჩევნები, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა სამართლიანად შეაფასეს. ნიგერიაში ხმის მიცემის ახალი სისტემა იხილეთ tabula.geზე
-
აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, 2011 წელს, საქართველოში ინფლაცია 9.5% იქნება. მეზობელი ქვეყნებიდან, ბანკის ანგარიშში სომხეთი და აზერბაიჯანი მოხვდა. ორივე ქვეყანაში ინფლაციის პროგნოზირებული მაჩვენებელი საქართველოზე 2%-ით დაბალია. მაღალი ინფლაციის მთავარი მიზეზი, საქართველოში, მეზობლებთან შედარებით, გაზრდილი ფულის მასაა. პრობლემის გადასაჭრელად ერთადერთი გზა არსებობს: მთავრობამ ეკონომიკაში ფულის მასის ხელოვნური ზრდა შეწყვიტოს. იხილეთ tabula.geზე