planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
3 მაისს საქართველოს ეროვნულ კინო ცენტრს ლიტველი სტუმრები ეწვივნენ. ამავე საღამოს ლიტვის საელჩოს ორგანიზატორობითა და ეროვნული კინო ცენტრის პარტნიორობით, თანამედროვე ლიტვური კინოს კვირეული ოფიციალურად კინოს სახლში( ქოლგა) გაიხსნა. იხილეთ tabula.geზე
-
თბილისის მეხუთე ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ნილ ფორთნოუ - გრემის პრეზიდენტი ეწვია.ფორთნოუ, თბილისის მერიის ორგანიზებით და კომპანია „ალთერვიჟენ ჯგუფის“ ინიციატივით ჩამოვიდა. მან 3 მაისს ქართველი მუსიკოსებისთვის, იხილეთ tabula.geზე
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/05/7931f37cf04c62c566b047480c05d344.jpgპოლიტოლოგი ზურაბ აბაშიძე ქართულ საზოგადოებას, საქართველოში მოვლენების რევოლუციური გზით განვითარების ინიციატორ ოპოზიციას მოუწოდებს, გააცნობიეროს, რომ ქვეყანაში კიდევ ერთი რევოლუცია ქართულ სახელმწიფოებრიობას სრულად მოშლის. ზურაბ აბაშიძე მათ, ვინც საქართველოში კიდევ ერთი რევოლუციის მოწყობას აპირებენ, მოუწოდებს, კარგად გაიაზრონ, რას სთავაზობენ ისინი ქართულ საზოგადოებას და პროცესების რევოლუციური გზით განვითარების შემთხვევაში, რა დიდი საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს როგორც ქვეყანა, ისე – მთელი საზოგადოება. “რევოლუცია და სამოქალაქო ომი ძმები არიან, ხშირად – ტყუპი ძმები. ქვეყანაში კიდევ ერთი რევოლუცია, გარდა იმისა, რომ ქართულ სახელმწიფოებრიობას სრულად მოშლის, უბედურებას მოუტანს ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ოჯახს, პოლიტიკოსთა მცირე ჯგუფის გამონაკლისის გარდა, რომლებსაც შემდგომ, ყველა შემთხვევაში, ცუდი ბედი ელით. ჩვენ ამის გამოცდილება უკვე გვაქვს”, _ დასძენს ზურაბ აბაშიძე მისივე თქმით, იმავე დროს, ხელისუფლებამ ხელი არ უნდა შეუწყოს ქვეყანაში რადიკალურ განწყობილებებს და ყველაფერი გააკეთოს საიმისოდ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან მიმდინარე მოლაპარაკებები რეალურ შედეგზე ორიენტირებული იყოს. “ქართული პარტია” საპროტესტო აქციებს 9 მაისიდან, კახეთიდან იწყებს. სახალხო კრება კი აქციების ორგანიზებას 21 მაისიდან გეგმავს. IPN Share View the full article
-
თურქეთის მმართველი პარტიის წევრებს თავს დაესხნენ
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
თურქეთის პროვინცია ქასთამონუში თავს დაესხნენ ავტობუსს, რომელსაც თურქეთის მმართველი პარტიის წევრები გადაჰყავდა. ისინი ერთ-ერთი წინასაარჩევნო შეხვედრიდან ანკარაში ბრუნდებოდნენ. მოსახლეობასთან შეხვედრაზე თანაპარტიელებთან ერთად თურქეთის პრემიერ მინისტრი, რეჯეფ თაიფ ერდოღანიც იმყოფებოდა. იხილეთ tabula.geზე -
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის (HRW) აღმასრულებელმა დირექტორმა, კენ როთმა გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი ალ-ყაიდას ლიდერის, უსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის ფაქტთან დაკავშირებით გააკრიტიკა. სოციალურ ქსელ ტვიტერზე როთმა დაწერა, რომ ბან კი მუნის მიერ ამ საკითხზე გაკეთებული განცხადებები ”არ იყო სწორი” . იხილეთ tabula.geზე
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/05/c0ee249682cc190031bd027d694f54be.jpg“ქართული პარტია” 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, საქართველოს მასშტაბით, საპროტესტო აქციებს იწყებს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ეროსი კიწმარიშვილმა განუცხადა. მისი ცნობით, 9 მაისს, პირველი აქცია დაგეგმილია კახეთში, რომელიც დაიწყება საგარეჯოდან და მის ყველა რაიონს მოიცავს. “ფაშიმზე გამარჯვების დღეს ჩვენ ვიწყებთ აქციებს ამ რეჟიმის შესაცვლელად და მთელ საქართველოს დავანახებთ, თუ როგორ განწყობაზეა “ქართული პარტია” და ქართველი ხალხი”, – განაცხადა კიწმარიშვილმა. როგორ პარტიის პოლიტიკური მდივანი აღნიშნავს, აქციები გაიმართება მთელ საქართელოში, ასევე თბილისში, რომლის შესახებაც ინფორმაცია ეტაპობრივად გავრცელდება. კიწმარიშვილის მტკიცებით, აქციები იქნება როგორც მასშტაბური ასევე მცირემასშტაბური, თემატური და ძალიან მრავალფეროვანი. მისი განცხადებით, “ქართულმა პარტიამ” უკვე დაამთავრა სტრუქტურული მშენებლობა და შეასრულა ის ვალდებულება, რომელიც აღებული ჰქონდა მხარდამჭერების წინაშე. “ქართული პარტია” მოიცავს 50 ათასს აქტიურ წევს და მებრძოლს, იმისათვის, რომ დანარჩენ ოთხ მილიონ ადამიანთან ერთად ეს რეჟიმი მოუსავლეთში გააგზავნოს”, – თქვა მან. ამასთან, კიწმარიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ქართული პარტია” პატივისცემით არის განწყობილი ნებისმიერი ჯგუფის მცდელობის მიმართ, შეცვალოს არსებული რეჟიმი, მაგრამ მათ გარეშე საქართველოს ხვალიდნელი დღე, როგორზეც ქართველი ხალხი ოცნებობს, არ იქნება. რაც შეეხება “სახალხო კრების” მიერ დაგეგმილ 21 მაისის აქციაზე მისვლას, კიწმარიშვილის თქმით, ისინი აქტიურად არიან ჩართულნი “სააკაშვილის გაშვების” პროცესში. “მივალთ თუ მოვლენ, ამას გადავწყვიტავთ უახლოეს დღეებში ქართველ ხალხთან ერთად; საზოგადოებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ, რას, სად და როდის გააკეთებს. მთავარია, ხალხმა იცოდეს, განხორციელდება თუ არა საქართველოში რეჟიმის ცვლილება და არსებობს თუ არა პოლიტიკური ძალა, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას შედეგებზე; დიახ, არსებობს ასეთი ძალა და მას “ქართული პარტია” ჰქვია”, – განაცხადა მან. Share View the full article
-
http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/05/97c6f0624e9695c0971274f6f8bddb67.jpgხანმოკლე წვიმამ თბილისის გზებზე პრობლემები შექმნა. წვიმის შედეგად ქუჩები დატბორა, რამაც მოძრაობა შეაფერხა. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />ქვეყნის მასშტაბით უამინდობა რამდენიმე დღეა გრძელდება. მეტეოროლოგების ვარაუდით, უახლოესი ორ დღის განმავლობაში გადაუღებელი წვიმების შემთხვევაში შესაძლოა, საქართველოს ღვარცოფის საფრთხე დაემუქროს. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />როგორც “ინტერპრესნიუსს” გარემოს დაცვის სამინისტროს ჰირდროპროგნოზების გამყოფილების უფროსმა ქეთევან წიკლაურმა განუცხადა, გაზაფხულზე წვიმიანი ამინდების გამო საქართველოში ყველა მდინარე ადიდებულია. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />მთაში თოვლის დნობის პროცესი, ჯვრის უღელტეხილისა და გუდაური-კობის მონავეთის გარდა, უკვე დასრულებულია. ამდენად, უახლოესი ორი დღის განმავლობაში ქვეყანაში თუ გადაუღებელი წვიმები იქნება, შესაძლოა, ამას ღვარცოფი მოჰყვეს; განსაკუთრებით, ალაზნის მარცხენა შენაკადებზე. ასეთ დროს ღვარცოფი იმ სავარგულებსა და სახელბს დააზიანებს, რომლებიც ჭალებსა და მდინარის ნაპირებზეა განთავსებული.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში აცხადებენ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე არამდგრადი, ცვალებადი ამინდები შესაძლოა, კიდევ ერთი კვირა გაგრძელდეს. Share View the full article
-
http://assets.liverpoolfc.tv/uploads/kuyt_potm_350.jpg ლივერპულის ოფიციალურ საიტზე ჩატარდა გამოკითხვა, თუ ვინ იყო საუკეთესო აპრილში “წითლებთა” შემადგენლობაში, Standard Chartered-გან დაწესებული პრიზი დირკ კიუტს ხვდა წილად. მერსისაიდელთა ჰოლანდიელმა ლეგიონერმა ფანების ხმათა 45% დაიმსახურა, მეორე და მესამე ადგილს კი ლუის სუარესი (19%) და ლუკას ლეივა (13%) დასჯერდნენ. ლივერპულის 18-მა ნომერმა გასულ თვეში გაიტანა სამი მნიშვნელოვანი გოლი, აქედან ერთ-ერთი არსენალთან გასვლაზე 102-ე წუთზე. დირკს სრულიად დამსახურებული ჯილდო მელვუდში გადასცეს: “ეს დიდებულია. აპრილი ყველასთვის საუკეთესო იყო, განსაკუთრებით კი ჩემთვის, ეს შედეგი პრემიერ ლიგის ცხრილზეც აისახა. იდეალური გრძნობაა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ჩვენ ბოლოს მართლაც კარგად ვმუშაობდით. გუნდური თამაში უფრო კარგი და მნიშვნელოვანია, ვიდრე ინდივიდუალური.” როგორც ზევით მოგახსენეთ კიუტმა არსენალს 102-ე წუთზე თერთმეტმეტრიანით გაუტანა: “ეს იყო გიჟური თამაში. ჩვენ მართლაც მაღალ დონეზე ვითამაშეთ. სამწუხაროდ გუნდში ძირითადი შემადგენლობის ბევრი ფეხბურთელი დაიმტვრა. ამის გამო დალგლიში იძულებული გახდა კლუბში ახალგაზრდა ფეხბურთელები ეთამაშებინა და რთული თამაშისდა მიუხედავად მაინც მოვახერხეთ ვან პერსის გოლის გაქვითვა.” “ჩვენ მართლაც კარგად შევუტიეთ და ვფიქრობ, რომ დამსახურებულად მოვიპოვეთ პენალტი. ეს იყო ყველაზე დაძაბული მომენტი, მაგრამ მე მაინც გავიტანე. ახლა, ჩვენ ყველანი კარგ ფორმაში ვართ, მწვრთნელიც, სამწვრთნელო შტაბიც და ფეხბურთელებიც.” კიუტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ლივერპულის ფანებს: “მინდა განსაკუთრებით დიდი მადლობა გადავუხადო მას, ვინც ხმა მომცა. ჩვენი ფანები მსოფლიოში საუკეთესონი არიან. ისინი ყოველთვის დიდ დახმარებას გვიწევენ.” – დასძინა დირკმა. View the full article