Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/4668%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%90.jpgსაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროექტის _ “ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებასა და მოქალაქეთა ინფორმირებულობას” _ ფარგლებში მომზადებული კვლევის “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფორმირების წესი და უფლებამოსილების ფარგლები” – სამართლებრივი ანალიზის პრეზენტაცია გამართა. საია-ს ინფორმაცით, ღონისძიება საატუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა. კვლევასთან დაკავშირებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და მედიის წარმომადგენლების ჩართულობით საინტერესო დისკუსია შედგა. აღნიშნულ კვლევაში მოცემულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ანალიზი და მოიცავს შემდეგ საკითხებს: კომისიის საქმიანობა, მისი დამოუკიდებლობის ხარისხი, კომისიონერები, მათი არჩევის წესი, თავმჯდომარის დანიშვნა, ინტერესთა კონფლიქტი, კომისიონერის თანამდებობიდან გათავისუფლება, ანგარიშვალდებულების წესები. ასევე, კვლევაში წარმოდგენილია საიას ხედვა აღმოჩენილი სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრის თაობაზე. შემოთავაზებები საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით მოიცავს სამოქალაქო სექტორის აქტიურ ჩართულობას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფორმირების წესსა და საქმიანობაში, კომისიის ანგარიშავლდებულების გაზრდასა და ინტერესთა კონფლიქტის დებულებების დახვეწას. იხილეთ epn.ge
  2. Он принадлежит к числу богатейших людей России, а теперь еще Михаил Прохоров хочет стать хозяином Кремля. На предстоящих президентских выборах этот предприниматель намерен вступить в борьбу с Владимиром Путиным. В своем интервью он сводит счеты с политическим классом, а также требует освобождения нефтяного магната Михаила Ходорковского.
  3. ავტორი ეკა ასათიანი 17:06 03.01.2012 საჩხერეში პოლიტიკურმა დაძაბულობამ იმატა. ძველით ახალ წელს უშიშროების თანამშრომლებმა 15-მდე საჩხერელს სცემეს. http://4.bp.blogspot.com/-lZ4s5rIoxaE/Tyfl7A42XNI/AAAAAAAAGFk/0bKtFEJ9XB0/s200/kudi.jpgინციდენტი საზეიმო კონცერტის მიმდინარეობისას მოხდა. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, როცა იმერეთის გუბერნატორმა საჩხერელებს 2012 წლის დადგომა მიულოცა, ამ დროს ხალხში შეძახილი გაისმა: "გაუმარჯოს ბიძინას!", რის შემდეგაც ქველმოქმედის ფანებს საზეიმო ღონისძიება დაატოვებინეს. ზოგიერთი მათგანი უკაცრიელ ადგილას წაიყვანეს და სასტიკად გაუსწორდნენ. ვინ როგორ დაისაჯა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო და რად დაუჯდათ საჩხერელებს ივანიშვილის სიყვარული? palitratv.ge http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
  4. </p>/get_img?ImageId=6089 "თურქეთის მიერ სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით მიღებული კანონი საქართველო-თურქეთს შორის სავიზო რეჟიმის შესახებ გაფორმებული შეთანხმების პირობებს არ პასუხობს", -განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. “თურქეთის მხარე აპირებს, რომ შემოიღოს საზოგადოდ, არა მარტო საქართველოსთვის, მის კანონმდებლობაში ცვლილება და დამატებითი პირობა შემოიტანოს უვიზოდ ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ამით საქართველოს მოქალაქეთათვის თავად რეჟიმი არ უარესდება,” – აცხადებს დავით ჯალაღანია. თუმცა ჯალარანიას ინფორმაციით ქართული მხარე კვლავ აწარმოებს მოლაპარაკებებს და დიალოგს თურქულ მხარესთან:"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ორმხრივად გაფორმებული შეთანხმების პირობებიდან გამომდინარე, ეს არ ეპასუხება იმ პირობებს, რომელიც გვაქვს ორმხრივად ხელმოწერილი”. მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ დისკუსიის საგანი მხოლოდ და მხოლოდ არის ის, რომ მათი შიდა კანონმდებლობის ცვლილება მაქსიმალურად იყოს მოყვანილი ჩვენს ორმხრივ რეჟიმთან შესაბამისობაში. აქამდე მოქმედებდა ქართულ–თურქულ მხარეებს შორის 2011 წლის 10 დეკემბერს მიღწეული შეთანხმება, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ ყოფნა თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფოს ტერიტორიაზე 90 დღის განმავლობაში შეეძლოთ. ხოლო, 2012 წლის 1 თებერვლიდან თურქეთში ძალაში შედის ცვლილება, რომლის თანახმადაც, სხვა ქვეყნის მოქალაქე ვალდებულია, თურქეთის საზღვრის გადალახვიდან 3 თვის (90 დღის) შემდეგ დატოვოს თურქეთის ტერიტორია, დაბრუნდეს მშობლიურ ქვეყანაში და მხოლოდ 3 თვის (90 დღის) შემდეგ მიეცემა თურქეთში ხელმეორედ შესვლის უფლება. აქამდე თურქეთში დაბრუნებისათვის ვადა არ იყო განსაზღვრული. სრული ინფო(netgazeti.ge)
  5. </p>/get_img?ImageId=6119 “რესპუბლიკური პარტიის” წევრის, დავით ბერძენიშვილის შეფასებით, ობამას შეხვედრა სააკაშვილთან, ერთი მხრივ, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო ობამასთვის არშემდგარი დემოკრატიული ქვეყანაა და მეორე მხრივ, იმ ფაქტზე, რომ ობამას საქართველოზე, როგორც შესაძლო დემოკრატიულ ქვეყანაზე, ხელი ჩაქნეული არ აქვს. “ის, რომ სააკაშვილთან ობამამ ისაუბრა და ხაზი გაუსვა დემოკრატიის ფორმალურ გადაცემას, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, ნიშნავს იმას, რომ საქართველო ობამასთვის არშემდგარი დემოკრატიული ქვეყანაა და ამიტომ უნდა შეახსენოს საქართველოს ხელისუფალს, რომ სამართლიანი არჩევნებია ჩასატარებელი, რომლის გზითაც ხელისუფლების გადაცემა მოხდება. მეორე მხრივ, ობამას საქართველოზე, როგორც შესაძლო დემოკრატიულ ქვეყანაზე, ხელი ჩაქნეული არ აქვს. ის ასე არ დაელაპარაკებოდა და არც ელაპარაკება რომელიმე ავტორიტარული სახელმწიფოს ხელისუფალს ცენტრალური აზიიდან თუ მსოფლიოს რომელიმე სხვა რეგიონიდან სრულიად გასაგები მიზეზების გამო, იმიტომ, რომ იქ დემოკრატიის რესურსი არ არის. თუმცა კიდევ ვიმეორებ მისი გამოსვლიდან ყველაზე მნიშვნელოვან ფრაზას დემოკრატიის ფორმალური გადაცემის შესახებ. ერთი დემოკრატიული ქვეყნის ლიდერი მეორე ქვეყნის ლიდერს, თუ მას დემოკრატად მიიჩნევს, არ ელაპარაკება სამართლიანი არჩევნების აუცილებლობასა და ხელისუფლების ფორმალური გადაცემის შესახებ,” – აღნიშნავს “ნეტგაზეთთან” საუბარში რესპუბლიკური პარტიის ერთ–ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი. ბერძენიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას–ამდენი კონკრეტული შედეგით დატვირთული ამ კაბინეტიდან (თეთრი სახლი) არც ერთხელ არ გამოვსულვართ– ბუშისადმი გაუგონარ უმადურობად მიიჩნევს. “ეს არის სააკაშვილის გაუგონარი უმადურობა ბუშთან მიმართებაში. სააკაშვილი სწორედ რომ ბუშის ადმინისტრაციაში იყო ძალიან პრივილეგირებული ხელისუფალი და არა მგონია, რომ ეს მოწონებული იყოს ამერიკულ პოლიტიკურ თუ ანალიტიკურ წრეებში. ახლა არ არის სააკაშვილი ისეთი პრივილეგირებული ამერიკის ადმინისტრაციის თვალში, როგორც ეს იყო წინა პრეზიდენტის დროს,” – აღნიშნავს ბერძენიშვილი. “ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, რატომ წამოცდა ობამას რუსეთი საქართველოს მაგივრად, ბერძენიშვილი ვერ განმარტავს, თუმცა დასძენს, თუ ობამა მიჩნეულია, რომ კარგი ორატორია, და თუ რუსეთზე საუბარი სურდა, ალბათ ილაპარაკებდა, მაგრამ ახლა მე ვერ დავიწყებ მარჩიელობას, წამოიცდინა, თუ წამოცდა რუსეთი. სრული ინფო(netgazeti.ge)
  6. </p>/get_img?ImageId=6122 პოლიტოლოგი გია ნოდია დადებითად აფასებს ობამა–სააკაშვილის შეხვედრას, თუმცა ობამას მოწოდებაში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ახალს ვერაფერს ხედავს. “ამ შეხვედრაზე თავისთავად ასეთი სერიოზული ქება რეფორმების და ამის ხაზგასმა საინტერესო იყო. რაც შეეხება იმას, რომ არჩევნები მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე, არსებითად ახალი ამ საკითხში არაფერია და არც ობამას არ უთქვამს ახალი. პრეზიდენტებს შორის შეხვედრამდე სასაცილო მოსაზრებები კეთდებოდა, რომ ყურს აუწევს ობამა სააკაშვილს და ა.შ. ცხადია, ასეთი რამ, ამისმაგვარი არაფერი მომხდარა, იყო მხოლოდ მოწოდება, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და დემოკრატიულად,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ნოდიამ. ნოდია მიიჩნევს, რომ ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო კონკრეტული მიღწევიდან გამომდინარე. “დავუშვათ ის, რომ ამ შეხვედრაზე იყო ნახსენები პერსპექტივა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადების შესახებ, რისთვისაც საქართველო დიდი ხანია იღწვის, მაგრამ აქამდე ფეხს ითრევდა ობამა. შესაბამისად, ეს ძალიან რეალური, კონკრეტული და სერიოზული მიღწევაა. ამ თვალსაზრისით სამართლიანია შეფასება, რომ არა მარტო უბრალოდ შეხვედრა მოხდა, რაც თავისთავად ძალიან კარგია, არამედ კონკრეტული სიახლეები,” – აღნიშნავს ნოდია. რაც შეეხება იმას, თუ რატომ წამოცდა ობამას რუსეთი საქართველოს მაგივრად, ნოდია პრეზიდენტის შეცდომად მიიჩნევს. “გასაგებია, ეს, ცხადია, შეცდომა იყო. არ შეიძლება, რომ შეცდომა არ ყოფილიყო. თუმცა აქვე ავღნიშნავ, ბუნებრივია, რომ საქართველოსთან ურთიერთობა რაღაცნაირად რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტს უკავშირდება, და ობამას მიერ ეს წამოცდენაც ამას აჩვენებს,” – აღნიშნავს ნოდია. სრული ინფო(netgazeti.ge)
  7. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, პროექტის _ “ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებასა და მოქალაქეთა… ლინკი მედიანიუსზე
  8. ქვესადგურში „ზაჰესი-35“ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო 1 თებერვალს 10 საათიდან 17 საათამდე გლდანის… ლინკი მედიანიუსზე
  9. საქსტატის ცნობით, 2011 წელს, წინა წელთან შედარებით, მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 98 პროცენტით გაიზარდა. ექსპორტირებული ახალი ავტომობილების რაოდენობა… ლინკი მედიანიუსზე
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/1322207200.png2011 წელს წინა წელთან შედარებით მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 98 პროცენტით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, ექსპორტირებული ახალი ავტომობილების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 34 პროცენტითაა გაზრდილი, ხოლო ექპორტზე გატანილი ექსპლუატაციაში ნამყოფი ავტომობილების რაოდენობა 105 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. იხილეთ epn.ge
  11. http://rustavi2.com/news_photos/01_12/59847.jpgთეთრ სახლში საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის გამართულ შეხვედრას უკვე მოჰყვა პირველი შედეგი - საერთაშორისო ორგანიზაცია OPIC-მა საქართველოში პირველი ტრანში გადმორიცხა. ხუთი მილიონი დოლარი კომპანია `თელიანი ველის` ანგარიშზე უკვე ჩარიცხულია. თანხა ქართული ღვინისთვის ახალი ბაზრების მოძიებას, ღვინის ტურიზმის განვითარებას, დამატებითი პროდუქციის შექმნას და ღვინის ექსპორტის გაზრდას მოხმარდება. OPIC უმსხვილესი ამერიკული სამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც კონგრესის უშუალო დაქვემდებარებაშია და ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყანაში ამერიკული კაპიტალის მქონე კერძო ბიზნესის განვითარებას. კომპანია `თელიანი ველის` 25 %-ის მფლობელი სწორედ ამერიკული ფონდი Fire Birds–ია. მოლაპარაკება პროექტის განხორციელებაზე `თელიან ველსა` და OPIC-ს შორის ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. წარმატებული შეთანხმების შემდეგ, პირველი ტრანზაქცია 5 მლნ აშშ დოლარის ოდენობით ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ განხორციელდა. თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში პრეზიდენტების შეხვედრის დროს ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ OPIC საქართველოში კერძო ბიზნესის განვითარებაში აქტიურად არის ჩართული. View the full article
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/IMG_59371-300x300.jpgფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” თავმჯდომარის და “თავისუფალი დემოკრატების” წევრის, დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილის განმარტებით, ნებისმიერ ლექსიკონში “ფორმალური” ნიშნავს “ოფიციალურს” და სჯობს უმრავლესობა ხელისუფლების გადაცემისთვის მომზადოს. ამის შესახებ ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, ობამა–სააკაშვილის შეხვედრის შეფასებისას განაცხდა და აღნიშნა, რომ ქართულ-ამერიკურ ურთიერთობებს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და პრეზიდენტების შეხვედრაც მნიშვნელოვანი იყო. „შეხვედრისას კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ აშშ–ი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვან დეტალად საქართველოში არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარების შესახებ გაკეთებული განცხადებებია,“– განაცხდა ცაგარეიშვილმა. მისი თქმით, პრეზიდენტმა ობამამ ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლების გადაცემა ფორმალურად უნდა მოხდეს, რაც ცაგარეიშვილის შეფასებით ნიშნავს იმას, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავება მომავალ არჩევნებზეა დამოკიდებული. ცაგარეიშვილის თქმითვე, სიტყვა ფორმალური ყოველთვის ნიშნავდა ოფიციალურს და სწორედ ამ კონტესტშია ნათქვამი ეს სიტყვა. „ქვეყანაში ჩატარდება თავისუფალი არჩევნები და მოხდება ხელისუფლების გადაცემა. არ ჩატარდება თავისუფალი არჩევნები და ყველა შემთხვევაში, მაინც მოხდება ხელისუფლების გადაცემა. ჯობია ნებით დათმონ ის, რასაც ქართველი ხალხი მაინც მოიპოვებს საერთო აღშფოთების ძალით,” – განაცხადა ცაგარეიშვილმა. საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრა გუშინ თეთრ სახლში გაიმართა. იხილეთ epn.ge
  13. Решение Чешской Республики остальная Европа не понимает. Неудивительно, если обоснование негативного отношения едва ли поймут и внутри страны: правительство бюджетной ответственности не хочет присоединяться к договору о бюджетной ответственности. Правительство хочет бюджетной ответственности, или оно просто твердит о ней, как о борьбе с коррупцией?
  14. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა ”ას­წავ­ლე და ის­წავ­ლე სა­ქარ­თვე­ლოს­თან ერ­თად” გრძელ­დე­ბა. პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად დღეს თბი­ლისს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან უც­ხო­ე­ლი პე­და­გო­გე­ბის მო­რი­გი ჯგუ­ფი ეწ­ვია. პროგ­რა­მას ამ­ჯე­რად კა­ნა­დი­დან, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან, დი­დი ბრი­ტა­ნე­თი­დან, სამ­ხრეთ აფ­რი­კი­დან, ავ­სტრა­ლი­ი­დან და ლიტ­ვი­დან ჩა­მო­სუ­ლი მო­ხა­ლი­სე­ე­ბი შე­უ­ერ­თდე­ბი­ან. მო­ხა­ლი­სე პე­და­გოგ­თა ახა­ლი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი ტრა­დი­ცი­უ­ლი ტრე­ი­ნინ­გის გავ­ლის შემ­დეგ გუ­რი­ის, იმე­რე­თის, ქვე­მო ქარ­თლი­სა და სა­მეგ­რე­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში გა­და­ნა­წილ­დე­ბი­ან. უც­ხო­ე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი პრო­ექ­ტის ყვე­ლა კრი­ტე­რი­უმს აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ – მათ აქვთ შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცია, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა და სურ­ვი­ლი, ჩა­ერ­თონ ანა­ლო­გი­ურ ქარ­თულ პრო­ექ­ტში. პრო­ექ­ტი ,,ას­წავ­ლე და ის­წავ­ლე სა­ქარ­თვე­ლოს­თან ერ­თად’’ უკ­ვე მე­ო­რე წე­ლია წარ­მა­ტე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მის ფარ­გლებ­ში ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი მო­ხა­ლი­სე პე­და­გო­გე­ბი ად­გი­ლობ­რივ პე­და­გო­გებ­თან ერ­თად მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით მოს­წავ­ლე­ებს ინ­გლი­სურს გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლად ას­წავ­ლი­ან. წლის ბო­ლომ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში 1500 პე­და­გო­გის ჩა­მოყ­ვა­ნა იგეგ­მე­ბა. იხილეთ tabula.geზე
  15. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/Kaladze4-300x199.jpgსოციალურ ქსელ ”ფეისბუქით” გავრცელდა კახა კალაძის მოსაზრება, აშშ და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრაზე, რომელსაც ”ექსპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ. “ძვირფასო თანამემამულენო, როგორც თითოეული თქვენგანი, ასევე მეც დიდი ინტერესით ველოდი ვაშინგტონში, ამერიკის და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას. საინტერესო საუბარი იყო ორ ქვეყანას შორის თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებზე, პრეზიდენტმა ობამამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა, ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის მისწრაფებისადმი. წარსულსა და აწმყოზე საუბრის შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტი შეეხო საქართველოში სამომავლოდ ჩასატარებელ არჩევნებს და ისურვა, რომ ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რის შემდეგაც მოხდება ხელისუფლების კანონიერად გადაცემა. სიმართლე უნდა ვთქვათ, ამერიკის პრეზიდენტის ეს სიტყვები არის ღია მხარდაჭერა და დადასტურება ქართველი ხალხის სურვილისა, რომ კანონიერად, არჩევნების გზით შეიცვალოს არსებული რეჟიმი. დიახ, პრეზიდენტი ობამა დაეთანხმა საქართველოს მოსახლეობის სურვილს და არა კონკრეტულ პიროვნებებს, მან როგორც ჭეშმარიტმა დემოკრატმა, პრეზიდენტმა პატივისცემა დაადასტურა ადამიანთა ფასეულ ღირებულებებისადმი, რასაც კანონიერება, თავისუფლება და დემოკრატია ჰქვია. იმედი მაქვს, რომ ბატონ ობამას ეს მესიჯი ადეკვატურად აღიქვა გარკვეულ ადამიანთა ვიწრო წრემ, ახლა კი ჯერი საქართველოს მოსახლეობაზეა, რომელიც მჯერა ერთ მუშტად შეიკვრება-თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით და ყველა ერთად, კონსტიტუციის დაცვით კანონიერად მოვახდენთ ხელისუფლების შეცვლას. ქართული ოცნება” იხილეთ epn.ge
  16. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png ჯოშუა კუცერა პრეზიდენტებს, ობამასა და სააკაშვილს ორშაბათს, შუადღეს, ოვალურ კაბინეტში, ის შეხვედრა ჰქონდათ, რომელსაც ყველა ასე ელოდა. კომენტარები, რომელიც მოგვაინებით პრესისთვის გაკეთდა, იმის ვარაუდს აჩენს, რომ საქართველოსთვის აშშ-ს მიერ იარაღის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა ისევ ძალაშია. ეს საკითხი ყველაზე პრობლემური ელემენტია აშშ-საქართველოს თანამშრომლობით ურთიერთობებში – თბილისი ძალიან ცდილობს მიიღოს (ან იყიდოს) ამერიკული ”თავდაცვითი” შეიარაღება, ხოლო აშშ მერყეობს. კონგრესმა ამას წინათ ობამას იძულება სცადა, რათა მას აღედგინა უფრო ენერგიული სამხედრო თანამშრომლობა საქართველოსთან, შეიარაღების მიყიდვის ჩათვლით, მაგრამ მერე ობამამ განაცხადა, რომ კონგრესის გადაწყვეტილების იგნორირება აქვს განზრახული და ამით წარმოქმნა პატარა კრიზისის შესაძლებლობა კავკასიის პაწაწინა ქვეყანას და მის ე.წ. ძლევამოსილ მფარველს შორის. თეთრი სახლის შეხვედრაზე, ძლიერი თანამშრომლობის საზეიმო განცხადებების მიუხედავად, ფასადზე ბზარების დანახვა რთული არ ყოფილა. ლაპარაკი ობამამ დაიწყო და სამწუხარო წამოცდენა მოუვიდა: მან მაღალი შეფასება მისცა ”ინსტიტუტების მშენებლობას რუსეთში— საქართველოში.” (სააკაშვილმა აღსანიშნავი თავდაჭერა გამოამჟღავნა იმ ერთი წამის, ან დაახლოებით ერთი წამის განმავლობაში, რომელიც ობამას შეცდომის გამოსასწორებლად დასჭირდა – ის გაქვავებული სახით იჯდა.) მერე კი, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შესაძლებლობა ახსენა, ობამამ თავდაცვის დარგში თანამშრომლობის განხილვა დაიწყო: ”ჩვენ ვილაპარაკეთ იმაზე, თუ როგორ განვამტკიცოთ ჩვენი თავდაცვითი თანამშრომლობა შემდგომში და არსებობს უამრავი სფერო, რომელშიც ერთად ვმუშაობთ. მე დავუდასტურე პრეზიდენტს, კიდევ ერთხელ დავარწმუნე ის, რომ შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას, რათა საბოლოოდ საქართველო ნატოს წევრი გახდეს”. თავის მხრივ, სამხედრო თანამშრომლობასთან დაკავშირებით სააკაშვილმა განაცხადა: ”ჩვენ მადლიერნი ვართ ნატოში ჩვენი სწრაფვის მხარდაჭერისათვის. ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ ჩვენი შემდგომი სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცებისთვის და იმის გამო, რომ ლაპარაკობთ საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებსა და მათ განვითარებაზე, ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მესიჯია ჩემი ქვეყნისთვის”. მაგრამ ობამას რეალურად არ ”ულაპარაკია საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებზე” ისე, რომ სააკაშვილს ასეთი ვარაუდი გასჩენოდა – ”ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მესიჯია ჩემი ქვეყნისთვის”. თუ ამ რეპლიკას მცირეოდენი ინტერპრეტაციით წავიკითხავთ, ის, იმის გამო, რომ ობამამ საკითხი საჯაროდ არ ახსენა, მისი მისამართით გამოთქმულ მსუბუქ საყვედურს წააგავს. შესაძლოა, მათ პრივატულად ამ საკითხზე იმსჯელეს, მაგრამ ის ფაქტი, რომ ობამას არ უნდოდა ამაზე საჯაროდ ლაპარაკი, მრავლისმეტყველია. მოკლედ, ისე ჩანს, რომ შეიარღების საკითხთან დაკავშირებით, ცოტა ხანს ლოდინი მოგვიწევს. ორიგინალი ორიგინალი
  17. სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრმა დი­მიტ­რი შაშ­კინ­მა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვაჭ­რო-სამ­რეწ­ვე­ლო პა­ლა­ტის პრე­ზი­დენ­ტმა კა­ხა ბა­ინ­დუ­რაშ­ვილ­მა თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუმს მო­ა­წე­რეს ხე­ლი. მე­მო­რან­დუ­მი მიზ­ნად ისა­ხავს სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი ბიზ­ნეს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის ჩარ­თვას სა­მი­ნის­ტროს პრო­ექ­ტში „სტუ­დენ­ტთა და­საქ­მე­ბის პროგ­რა­მა სა­ზაფ­ხუ­ლო არ­და­დე­გებ­ზე“ (summer jobs). მე­მო­რან­დუ­მის თა­ნახ­მად, სა­მი­ნის­ტრო და­ინ­ტე­რე­სე­ბულ სტუ­დენ­ტებს კერ­ძო სექ­ტორ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ სრულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­აწ­ვდის. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვაჭ­რო-სამ­რეწ­ვე­ლო პა­ლა­ტა აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თვე­ბა სტუ­დენ­ტთა და­საქ­მე­ბის პრო­ექ­ტში და მო­ნა­წი­ლე­ებს სა­მუ­შაო ად­გი­ლებს სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­სა და მე­წარ­მე ფი­ზი­კურ პი­რებ­თან შეს­თა­ვა­ზებს. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდე­ბი­სათ­ვის დრო­ე­ბი­თი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნა სტუ­დენ­ტთა მო­ტი­ვა­ცი­ას აა­მაღ­ლებს, უზ­რუნ­ველ­ყოფს პი­როვ­ნუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის რე­ა­ლი­ზე­ბას, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, გაზ­რდის კერ­ძო სექ­ტორ­ში კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან გა­რე­მოს და სა­ხელ­მწი­ფოს ჩარ­თუ­ლო­ბას კომ­პა­ნი­ებ­სა და მე­წარ­მე ფი­ზი­კურ პი­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. დი­მიტ­რი შაშ­კი­ნის გან­ცხა­დე­ბით, უპ­რე­ცე­დენ­ტო პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სტუ­დენ­ტებს მო­მა­ვა­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­საზ­ღვრა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. ასე­ვე სტუ­დენ­ტე­ბი თა­ვი­ანთ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს მო­სინ­ჯა­ვენ, შრო­მის გა­მოც­დი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ და გარ­კვე­უ­ლი ანაზ­ღა­უ­რე­ბაც ექ­ნე­ბათ. კა­ხა ბა­ინ­დუ­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ბიზ­ნეს­მე­ნებს კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ იპო­ვონ ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც შემ­დეგ თა­ვი­ანთ ბიზ­ნეს­ში და­ა­საქ­მე­ბენ. გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სტუ­დენ­ტუ­რი და­საქ­მე­ბის პროგ­რა­მა­ში – „summer jobs“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 25 ათასს სტუ­დენტს შე­ეძ­ლე­ბა. კერ­ძო სექ­ტო­რის გარ­და, მათ სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­შიც და­ა­საქ­მე­ბენ. სტუ­დენ­ტთა რე­გის­ტრა­ცია სტუ­დენ­ტუ­რი და­საქ­მე­ბის პროგ­რა­მი­სა და სა­მი­ნის­ტროს ვებ-გვერ­დზე www.mes.gov.ge 15 მარ­ტი­დან და­იწ­ყე­ბა და 15 მა­ი­სამ­დე გას­ტანს. სტუ­დენ­ტე­ბი მათ მი­ერ არ­ჩე­ულ სხვა­დას­ხვა სა­ზაფ­ხუ­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­ზე 20 ივ­ლი­სი­დან ერ­თი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და­საქ­მდე­ბი­ან. მა­თი ანაზ­ღა­უ­რე­ბა 500 ლა­რი იქ­ნე­ბა. იხილეთ tabula.geზე
  18. აფ­ხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი მღვდელ­მო­ნა­ზო­ნის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლა­გა­ცი­ამ და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია ვერ მი­ი­ღო. მღვდელ­მო­ნა­ზონ იო­ნას სა­კით­ხი, (რო­მე­ლიც აფ­ხა­ზე­თის ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­და­ვი­და და გა­უ­ჩი­ნარ­და) სა­ქარ­თვე­ლოს მხა­რემ გალ­ში, ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე და­ა­ყე­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის შო­თა უტი­აშ­ვი­ლი გან­მარ­ტე­ბით, შეხ­ვედ­რა­ზე აფ­ხაზ­თა მხა­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ მღვდელ­მო­ნა­ზო­ნი და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი არ ჰყავთ და თუ ის გა­ტა­ცე­ბუ­ლია, მის მო­ძებ­ნას შე­ეც­დე­ბი­ან. იხილეთ tabula.geზე
  19. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/526abc1761f381d873c7086f14d61d5f.jpgსაგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას შეფასებით, სააკაშვილი–ობმას შეხვედრაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და შეთანხმებები იქნა მიღწეული. ამის შესახებ განცხადება, ჯალაღანიამ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა. მისი თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამერიკა საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი, სანდო და მხარდამჭერი პარტნიორია. „გამოვყოფდი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებას, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის კუთხით. ასევე, კიდევ ერთხელ უდიდეს დონეზე იქნა დადასტურებული საქართველოს მხარდაჭერა ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ საქართველოს წარმატებები აღნიშნა და გამოიყენა ტერმინი, რომ საქართველო დემოკრატიული და გამჭვირვალე ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით რეგიონში მაგალითია. გარდა ამისა, ხაზი გაესვა საქართველოს როლს და მნიშვნელობას ავღანეთის სამშვიდობო მისიაში“,– განაცხადა ჯალაღანიამ. იხილეთ epn.ge
  20. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/sagareo-300x198.jpgსაქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მექსიკის შეერთებულ შტატებში მალხაზ მიქელაძე მონაწილეობას კინგსტონში მიმდინარე დიპლომატიურ კვირეულში იღებს. საგარეო საქმეთასამინისტროს ინფორმაცით, კვირეულის ფარგლებში მალხაზ მიქელაძემ რწმუნებათა სიგელები იამაიკის გენერალ-გუბერნატორს, მის აღმატებულება სერ პატრიკ ალენს გადასცა. მათივე ინფორმაციით, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია კინგსტონში აკრედიტებული დიპლომატების შეხვედრები იამაიკის მაღალი დონის ოფიციალურ პირებთან, მათ შორის: პრემიერ-მინისტრთან პორტია სიმფსონ-მილერთან, საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრთან არნოლდ ნიკოლსონთან, ფინანსთა და დაგეგმარების მინისტრთან პიტერ ფილიპსთან, ეროვნული უსაფრთხოების მინისტრთან პიტერ ბუნტინგთან, მრეწველობის, ინვესტიციებისა და კომერციის მინისტრთან ანტონი ჰილტონთან. ასევე, ელჩი მალხაზ მიქელაძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს იამაიკის საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობისა და ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროებისა და პოლიციის მაღალჩინოსნებთან, რომლებზეც მხარეები განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს. იხილეთ epn.ge
  21. </p>/get_img?ImageId=6121 საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მანჯგალაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში გაიმართება შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიასა და აშშ-ის თავდაცვის მდივან ლეონ პანეტას შორის. მისივე განცხადებით, საქრთველოს უშიშროების საბჭოს მდივანი შეხვდება ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს. მანჯგალაძის განცხადებით, პრეზიდენტებს შორის ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე. “საკმაოდ ვრცლად იქნა განხილული თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და რაც ჩვენი საზოგადოებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია, სააქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით. უახლოეს მომავალში იგეგმება შეხვედრა შესაბამის თანამდებობის პირებს შორის იმისთვის, რომ განიხილონ კონკრეტული ასპექტები საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ამ თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე,” – აღნიშნა მანჯგალაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე. სრული ინფო(netgazeti.ge)
  22. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/JalaRania-300x199111.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას განცხადებით, საქართველო-აშშ-ს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შესაბამისმა უწყებებმა კონკრეტული დავალებები მიიღეს. ამის შესახებ განცხადება, ჯალაღანიამ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა. მისი თქმით, გუშინდელი შეხვედრის შედეგები ქვეყნის შემდგომი განვითარებისა და ორმხრივი თანამშრომლობის ახალ დონეზე აყვანის პერსპექტივას განსაზღვრავს. “მნიშვნელოვანი და ძალზედ აქტუალურია საქართველო-აშშ-ს შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის პერსპექტივა, რომელიც ფაქტობრივად უკვე შეთანხმდა და კონკრეტული უწყებების მიმართ დავალებებიც გაიცა, რათა მაღალ დონეზე, შესაბამისი ფორმატის ფარგლებში მოხდეს აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებების, მსჯელობის დაწყება”, – განაცხადა ჯალაღანიამ. იხილეთ epn.ge
  23. Русские возвращаются к работе после длительных праздников, и по поводу всей этой истории появляется глубокая пропасть непонимания между теми, кто живет в России, и остальным миром, смотрящим на нее со стороны.
  24. По сравнению с другими частями Европы сексуальные услуги в Польше и на Украине дешевы. Поэтому эти страны могут стать привлекательным местом для секс-туристов, интересующихся футболом. В связи с этим эротический бизнес в странах-хозяйках турнира надеется на оживление отрасли во время чемпионата.
  25. 53–ე სკოლიდან გარიცხული მოსწავლის მშობელი სასამართლოში ჩივის და ბავშვის სკოლაში აღდგენას, ასევე, მისი შვილის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის დახურვას მოითხოვს. მიხეილ ალექსიძე, დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებით, გასული წლის 13 ოქტომბერს გაირიცხა სკოლიდან. იმავე დღეს დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ჯგუფის მიერ ჩადენილი ხულიგნობის მუხლით. ალექსიძე მოწმის სტატუსით დაიკითხა, გამოძიება კი ამ დრომდე მიმდინარეობს. „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის თანახმად, მოსწავლის გარიცხვა არის უკიდურესი ფორმა და ამ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დისციპლინური კომიტეტი, რომელიც 4 წევრისგან შედგება: 2 მასწავლებელია, ერთი მშობელი და ერთიც მოსწავლე. მიხეილ ალექსიძის ადვოკატი ლიკა წიკლაური ამბობს, რომ კომიტეტი ვალდებულია ყოველმხრივ გამოიკვლიოს გარემოებები და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება: „გამოუკვლეველი, საეჭვო ან სადანო გარემოება არ შეიძლება გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად“. ალექსიძის გარიცხვას საფუძვლად დაედო სკოლის დირექტორის, ტატო შავშიშვილის მოხსენებითი ბარათი და ამავე სკოლის ქიმიის მასწავლებლის ახსნა–განმარტებითი ბარათი, თუმცა ქიმიის მასწავლებელი თავის ახსნა–განმარტებით ბარათში საერთოდ არ ახსენებს ალექსიძეს. მასში აღწერილია, თუ როგორ ცდილობდა სასწავლო პროცესის ჩაშლას სხვა მოსწავლე [ნ.ს, რომელიც, ასევე გარიცხული იქნა სკოლიდან, თუმცა ის ახლა კერძო სკოლაში აგრძელებს სწავლას. ავტ.] და როგორ დააკავა ის მანდატურმა გაკვეთილიდან გაშვების შემდეგ. 53-ე სკოლის დირექტორის, ტატო შავშიშვილი კი თავის მოხსენებით ბარათში მიუთითებს, რომ ქიმიის მასწავლებლისადმი მიყენებული შეურაცხყოფის გამო მან ნ.ს -ს განუმარტა, რომ სკოლის შინაგანაწესის დარღვევის გამო მის მიმართ შესაძლოა გამოეყენებინათ დისციპლინარული სახდელი: “ნ.ს-მ მეც უხეშად მომმართა და ოთახიდან გავიდა. რამდენიმე წუთში ოთახში შემოვიდნენ ნ.ს და მიხეილ ალექსიძე, რომლებმაც ჩემი მისამართით ლანძღვა-გინება დაიწყეს,”- წერს შავშიშვილი. თუმცა ამ ინციდენტის სხვა მოწმე არ არსებობს, ასევე, მოსწავლეები, რომლებიც იმ დროს დირექტორის კართან იდგნენ, აღნიშნავენ, რომ ოთახიდან არც ხმაური ისმოდა და არც გინება. ალექსიძის სკოლიდან გარიცხვასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა რეკომენდაციით მიმართა განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინს. ომბუდსმენის აპარატმა საქმის შესწავლა გარიცხული მოსწავლის დედის განცხადების საფუძველზე დაიწყო: ლალი ლეკიშვილმა გიორგი ტუღუშს 19 ოქტომბერს მიმართა განცხადებით. “საქმეში არსებული ახსნა–განმარტებები მოწმობს, რომ ადგილი ჰქონდა სკოლის დირექტორის მხრიდან კომიტეტის წევრებზე ზეწოლის ფაქტს. გადაწყვეტილება მიხეილ ალექსიძის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების თაობაზე არ იყო დასაბუთებული და დისციპლინური კომიტეტის მიერ მოსწავლის მიმართ სკოლიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეიძლება ჩაითვალოს არათანაზომიერად,”- წერია სახალხო დამცველის რეკომენდაციაში, რასაც შაშკინის უწყებიდან არავინ გამოხმაურებია. შაშკინს პირადად შეხვდა ალექსიძის დედა, რომელსაც მინისტრმა უთხრა, რომ იმ ვიდეომასალას აჩვენებდა, სადაც მისი შვილის ქცევა იყო დაფიქსირებული, თუმცა ლალი ლეკიშვილისთვის მსგავსი ვიდეომასალა ამ დრომდე არ უჩვენებიათ. ალექსიძის ადვოკატის, ლიკა წიკლაურის თქმით, საქმეში არსებული არასაკმარისი მტკიცებულებები გარიცხვის ბრძანების გაუქმების უპირობო საფუძველია: „გარემოებები არ არის გამოკვლეული, დისციპლინური კომიტეტის ერთ-ერთ წევრს როცა სახალხო აპარატის წარმომადგენელი გაესაუბრა, მან განაცხადა, საკმარისი იყო, რაც წარმოადგინეს, ისედაც ყველამ ყველაფერი იცოდაო. ვარაუდის საფუძველზე გარიცხეს, ფაქტობრივად, ბავშვი”. მიხეილ ალექსიძე უკვე 3 თვეზე მეტია, სკოლაში ვერ დადის. ქალბატონი ლალი ამბობს, რომ მისი შვილი ძალიან განიცდის ამ ფაქტს: “წარმოიდგინეთ, 15 წლის მოზარდია, გახდა დეპრესიული, ჩაკეტილი, სახლიდან საერთოდ არ გადის, ნერვიულობს, ძალიან შეურაცხყოფილია, სად უნდა ამტკიცოს, რომ უდანაშაულოა, რა დააშავა, ვერ გაუგია.” ლალი ლეკიშვილმა ამ ხნის მანძილზე წერილობით რამდენიმე სკოლას (49-ე, 183-ე, 55-ე, 24-ე და 51-ე სკოლებს) მიმართა შვილის მიღების თხოვნით. მშობელი აღნიშნავს, რომ წერილობითი პასუხი არავისგან მიუღია, თუმცა პირად საუბრებში დირექტორები თანაუგრძნობდნენ, 24-ე სკოლის დირექტორმა, გია მურღულიამ კი უთხრა, რომ რამდენიმე საგანში გასაუბრების შემდეგ სკოლაში მიიღებდა ბავშვს. "ნეტგაზეთი" დაუკავშირდა აღნიშნულ სკოლებს. დირექტორებმა გვითხრეს, რომ მოსწავლის აღდგენა ან ექსტერნად ჩაბარებული გამოცდის შემდეგ, ან გასაუბრების შემთხვევაში მოხდება, რათა სკოლამ მოსწავლე შესაფერის კლასში მიიღოს. მხოლოდ ერთმა, 49-ე სკოლის დირექტორმა დავით ბიწაძემ, აღნიშნა, რომ სკოლიდან გარიცხული მოსწავლის მიღება არც ერთ დირექტორს არ სურს, თუმცა ისიც დაამატა, რომ მოსწავლეს შეფასება არ ჰქონდა და სკოლაში ამის გამო ვერ მიიღებდა. სასამართლო პროცესი მიხეილ ალექსიძის საქმეზე 10 თებერვალს გაიმართება. სრული ინფო(netgazeti.ge)
×
×
  • შექმენი...