planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/chirikba_2.jpgთბილისი, 31 იანვარი, საქინფორმი. „აფხაზეთი ღიაა დიალოგისა და ურთიერთმისაღები გადაწყვეტილებების მიღებისათვის, მაგრამ დადებითი შედეგები მანამ არ იქნება, ვიდრე საქართველო აფხაზეთს მოლაპარაკებათა პროცესის სრულუფლებიან მონაწილედ არ აღიარებს“. ეს განცხადება აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ სოხუმში გააკეთა. საქინფორმი
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/guraSvili22.jpgთბილისი, 31 იანვარი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე თამილა გურაშვილმა აცნობა, დედოფლისწყაროში არსებულ არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი „სათნოების სახლი“ 2012 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 170 000 ლარით დაფინანსდა. გასულ წელს სათნოების სახლის დაფინანსება შეადგენდა 145 000 ლარს. სოციალურად დაუცველები, რომელთა რაოდენობა 180-ს შეადგენს, ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას უხარისხო საკვებზე, პურის წონის სიმცირეზე, სათნოების სახლის დირექტორ ნუგზარ მახარაშვილის არაადეკვატურ და უხეშ დამოკიდებულებაზე მათ მიმართ. სათნოების სახლში ხშირია კონფლიქტები, ჩხუბი, აყალ-მაყალი, გაწევ-გამოწევა, რაც ხშირად შუქდება ადგილობრივ და კახეთის მედიის მიერ. საქინფორმი
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/turqeti-jalagania.jpgთბილისი, 31 იანვარი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, თურქეთის პარლამენტმა სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით ცვლილებები განახორციელა, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თურქეთის ტერიტორიაზე სამი თვით ყოფნის უფლება აქვთ, ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ მათ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა სამთვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ შეეძლებათ. კანონი მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან შედის ძალაში. საქინფორმი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/reuters_new.jpg ჯეფ მეისონი პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ორშაბათს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ განიხილეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესაძლებლობა, რათა გააფართოვონ და განამტკიცონ სავაჭრო ურთიერთობანი. თეთრ სახლში საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან გამართულ შეხვედრაზე, ობამამ განაცხადა, რომ ორი ქვეყანა შეთანხმდა ისეთი დიალოგის დაწყებაზე, რომელიც განიხილავს სავაჭრო ურთიერთობათა მრავალფეროვან ვარიანტებს, ”მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესაძლებლობას.” ამ პროცესის ვადებთან დაკავშირებით არაფერი თქმულა. ”ცხადია, სამუშაო ბევრია და უამრავი ვარიანტია შესასწავლი,” უთხრა ობამამ ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში, სააკაშვილის თანდასწრებით. ”მთავარი ის არის, რომ ჩვენ ვფიქრობთ ურთიერთმომგებიან ვარიანტზე შეერთებული შტატებისთვის და საქართველოსთვის. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობების ძიებას ისე, რომ შეგვეძლოს საქართველოში ჩვენი საქონლისა და მომსახურების გაყიდვა, ხოლო საქართველოს თავისი საქონლისა და მომსახურების გაყიდვა”. სააკაშვილმა განაცხადა, რომ თავისუფალი ვაჭრობის პაქტი დაეხმარება საქართველოს სახელმწიფოს განვითარებას. ”ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ახსენეთ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პერსპექტივა, რადგან ეს ჩემს ქვეყანაში დამატებით აქტივობებს მოიზიდავს და სახელმწიფოებრიობის მშენებლობის პროცესს დაეხმარება,” განაცხადა მან. ობამას ამ კომენტარს ერთი კვირით უსწრებდა წინ, მის ყოველწლიურ გამოსვლაში გაკეთებული განცხადება რუსეთთან უფრო მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობების შესახებ. რუსეთს 2008 წელს თავის მეზობელ საქართველოსთან ხანმოკლე ომი ჰქონდა. ობამას ადმინისტრაციას წელს აშშ-ს კონგრესში რუსეთთან ”მუდმივი ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების” და ”ცივი ომის” დროს მიღებული დადგენილების, ე.წ. ჯექსონ-ვენიკის ჩასწორებების გაუქმების ლობირება აქვს დაგეგმილი. ამ ჩასწორებების თანახმად აშშ-ს სავაჭრო ურთიერთობები ცენტრალიზებული ეკონომიკის ქვეყნებთან დამოკიდებული იყო ებრაელებისა და სხვა რელიგიური უმცირესობების თავისუფლად ემიგრირების უფლებაზე. მაგრამ ეს ზომები შეუსაბამობაშია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებთან. წელს ამ ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას ელიან. საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების ეს პარალელური ინიციატივა, უნდა დაეხმაროს რუსეთის გაწევრიანების პროცესს, რომელიც, ალბათ, რთული აღმოჩნდება დემოკრატიისადმი და ადამიანის უფლებებისადმი მოსკოვის დამოკიდებულებისა და ირანთან მისი ურთიერთობების გამო. სააკაშვილთან ამ შეხვედრისას ობამამ განაცხადა ისიც, რომ შეერთებული შტატები განაგრძობს ნატოში საქართველოს გაწევრიანების მხარდაჭერას. ორიგინალი ორიგინალი
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/presssa.jpgთბილისი, 31 იანვარი, საქინფორმი. „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციამ“ 2011 წლის დეკემბერში აამოქმედა თავისი პირველი პროექტი – „თბილისის მოსახლეობისთვის თავისუფალი პრესის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა“. როგორც საქინფორმს ორგანიზაციიდან აცნობეს, ამ ეტაპზე ორგანიზაციის დამფინანსებლები არიან: საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ – 131070 ლარი (გრანტი); გაზეთი „კვირის პალიტრა“ – 2000 ლარი (შემოწირულობა); გაზეთი „ახალი თაობა“ – 500 ლარი (შემოწირულობა); <span style="font-size: 10pt;" />მოქალაქეთა შემოწირულობები – 120 ლარი. საქინფორმი
-
Мое предположение таково, что чистый положительный эффект от членства в ЕС очень мал, если не отрицателен. Очень медленный экономический рост уже спустя полстолетия углубления интеграционного процесса и продвижения лозунгов: «Чем больше Европы, тем лучше» говорит о том, что противоположное утверждение может быть верным.
-
<p style="margin: 0in; margin-bottom: .0001pt; background: white;" /><span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/atu.jpgთბილისი, 31 იანვარი, საქინფორმი. როგორც „ქართული ოცნების“ პრესსამდივნო საქინფორმს აცნობებს, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი სამშენებლო კომპანია „ატუ“ მიმდინარე წლის 29 იანვარს თბილისში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმიანება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავზობთ: საქინფორმი
-
http://rustavi2.com/news_photos/01_12/59845.jpgმიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრებს ექსპერტების და პოლიტიკოსების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც აფასებენ. ცოტა ხნის წინ ოფიციალური განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელეს. დავით ბაქრაძის განცხადებით, პრეზიდენტ ობამას ინიციატივა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების თაობაზე უაღრესად მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკისთვის, რადგან ეს ნიშნავს ეკონომიკის განვითარებას, მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, მეტი ადამიანის დასაქმებას და ზოგადად ეკონომიკურ პროგრესს. `არის თანამშორმლობა უსაფრთხოების სფეროში. მოვისმინეთ აშშ-ის პრეზიდენტის ძალიან მკაფიო განცხადება, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და ასევე გამოვყოფდი ორმხრივი თანამშრომლობისა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საკითხს,`- განაცხადა დავით ბაქრაძემ და დასძინა, რომ ასეთი თბილი და კარგი დამოკიდებულება საქართველოსთან ნიშნავს, რომ თანამშრომლობა და მხარდაჭერა აშშ-ის მხრიდან მომავალშიც გაგრძელდება. უაღრესად მნიშვნელოვანი უწოდა პრეზიდენტების შეხვედრას მანანა მანჯგალაძემ. საქართველოს პრეზიდენტის პერსსპიკერის თქმით, ფართოდ იქნა განხილული ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ მაღალ დონეზე გაგრძელდეს დიალოგი ამ თემაზე და განხილულ იქნეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების საკითხი. მანჯგალაძემ ხაზი გაუსვა თავდაცვის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას და მაღალი რანგის ვიზიტებს, რომელიც ამ მიზნით გაიმართება, მათ შორის საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის შეხვედრა, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება. View the full article
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/jioevaaaa.jpgთბილისი, 31 იანვარი, საქინფორმი. ცხინვალში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ამას სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ვადიმ ბროვცევის მიერ გაკეთებული განცხადება მოწმობს. <span style="font-size: 10pt;" />ბროვცევი აცხადებს, რომ ოპოზიციის ლიდერ ალა ჯიოევასთვის უფლებამოსილების გადაცემას ახალ არჩევნებზე სახელმწიფოს ახალი მეთაურის არჩევამდე არ აპირებს. საქინფორმი
-
30 იანვარს, თეთრ სახლში სააკაშვილი–ობამას შეხვედრამდე მილიარდერმა ოპოზიციონერმა ბიძინა ივანიშვილმა Washington Post–ში და New York Times–ში ბარაკ ობამასადმი ღია წერილი გამოაქვეყნა. ამ გამოცემებმა ივანიშვილის განცხადება სათაურით „საქართველო გზაგასაყართან“ რეკლამის უფლებით თითო გვერდზე განათავსეს. ივანიშვილმა მოუწოდა ვაშინგტონს „აამოქმედოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად“ საქართველოში და აღნიშნა, რომ „ვარდების რევოლუციამ“ ბევრ ადამიანს, მისი ჩათვლით, გაუჩინა იმედი, რომ საქართველო პლურალისტური დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის და თავისუფალი, ღია საზოგადოების შენების გზას დაადგებოდა. თუმცა, როგორც ბიზნესმენი აღნიშნავს, მისი მოლოდინები დაიმსხვრა, როდესაც 2007 წელს იხლა მომიტინგეების დარბევა ტელეკომპანიის დახურვა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, პოლიტიკური ოპოზიციის „რუსეთის აგენტებად“ შერაცხვა, და მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილის მიერ პირველ ტურში ”მოპარული არჩევნები“. ივანიშვილის თქმით, „ბოლო წვეთად იქცა უგუნური ჩართვა 2008 წლის აგვისტოს ომში, რომელიც იმით დასრულდა, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა“. ივანიშვილი ხაზს უსვამს იმ პროგრესს, რაც ქვეყანაში მოქმედი ხელისფლების დროს იქნა მიღწეული. კერძოდ, ეკონომიკური ლიბერალიზაციის, ადმინისტრაციული რეფორმის, ეფექტური სამთავრობო სტრუქტურების, „წვრილმანი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა“ და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. თუმცა, მისი აზრით, ეს მიღწევები „გაფერმკრთალდა პლურალისტური პოლიტიკური სისტემისა და კანონის უზენაესობის დეფიციტით“. „პირიქით, ჩვენ მივიღეთ სუპერცენტრალიზებული, ფაქტობრივად ნეობოლშევიკური მართვის სტილი, რომელმაც თავის თავი დიდი ხნის წინ ამოწურა, და ხელს უშლის არამხოლოდ ქვეყნის განვითარებას, არამედ საკუთარ მიღწევებსაც საფრთხეს უქმნის“, – წერს ივანიშვილი. „მიუხედავად საქართველოს მმართველი ელიტის პოლიტიკის მიმართ ჩემი დამოკიდებულებისა, ოპტიმიზმით შევხვდი ცნობას პრეზიდენტ სააკაშვილის თეთრ სახლში ოფიციალური ვიზიტით მიწვევის შესახებ, – ნათქვამია წერილში, – სწორედ ახლა, შემოდგომაზე გასამართი საპარლამენტო არჩევნების წინ არის აუცილებელი საქართველოს ყველა ჭეშმარიტი მეგობრის მხრიდან პრეზიდენტ სააკაშვილთან ინტენსიური დიალოგი, რათა მისი მხრიდან არ იყოს ნებისმიერი მეთოდებით ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა, რაც საბედისწერო გადაწყვეტილება იქნება საქართველოსთვის“. „ამიტომ მივმართავათ აშშ-ს და დემოკრატიული სამყაროს ლიდერებს მხარი დაუჭირონ ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და იმავდროულად, აამოქმედონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოვლენის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნავს ივანიშვილი. ივანიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტი შეერთებულ შტატებში „დემოკრატიული გარდაქმნის გზაზე კონკრეტული წარმატების მომტანი იქნება საქართველოსთვის“. იხილეთ tabula.geზე
-
Billy Connolly is voted the most influential British comedian of all time. planetanews
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/ap_logo.jpg ენ გირანი, დესმონდ ბატლერი ვაშინგტონი – ორშაბათს, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კვლავ დააიმედა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა საქართველო, რომ შეერთებული შტატები მასთან თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმებას გააფორმებს, თუმცა აღნიშნა, რომ ამ ქვეყანას ეკონომიკური რეფორმების გზაზე ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. ობამამ, შეაქო აშშ-ში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და განაცხადა, რომ თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებული შეთანხმების გაფორმების „შესაძლებლობა“ არსებობს, რაც საქართველოსთვის უმაღლესი პრიორიტეტია. ობამამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები უმაღლეს დონეზე დიალოგის გზით, დაეხმარება ამ ქვეყანას მისი საბაზრო სისტემის განტკიცებაში, თუმცა არ უთქვამს, როდის და რა პირობებში შეიძლება ეს მოხდეს. სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ობამას თავისუფალ ვაჭრობაზე შესაძლო შეთანხმების გამო. „ეს ჩემს ქვეყანაში დამატებით აქტიურობას მოიზიდავს“, – განაცხადა მან. მოგვიანებით, რეპორტიორებთან შეხვედრისას, მან განაცხადა, რომ თეთრ სახლში შეხვედრას და ობამას სიტყვებს მისი ქვეყნისთვის უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. მართალია საქართველო დიდწილად მოსულიერდა რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ, თუმცა ის ძველებურად ზიანდება მის ყველაზე დიდ მეზობელთან შენარჩუნებული დაძაბულობის გამო და შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის მიმართავს. საქართველოს ახალი საფუძველი გაუჩნდა იმისთვის, რომ სავაჭრო უპირატესობა მოითხოვოს, მას შემდეგ, რაც უპრობლემოდ დათანხმდა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. საქართველო დღეს იმ დამოუკიდებელი რესპუბლიკებიდან, რომლებიც ოდესღაც საბჭოთა კავშირში შედიოდნენ, მოსკოვის მიმართ ყველაზე მტრულად განწყობილი ქვეყანაა. რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში წევრობა ობამას იმ ძალისხმევის ნაწილია, რომელიც მან მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის გაიღო. აშშ-რუსეთის ურთიერთობა სერიოზულად გაუარესდა მას შემდეგ, რაც ტერიტორიული დავის ფარგლებში რუსეთი საქართველოში შეიჭრა. სააკაშვილმა რეპორტიორებს განუცხადა, რომ პრეზიდენტ ობამას ეგრედწოდებული გადატვირთვა რუსეთთან, საქართველოს ფასად არ ხორციელდება. „ჩვენ არ გვაქვს ჩივილის მიზეზი, და დღევანდელმა დღემ ეს მკაფიოდ დაადასტურა“, – თქვა მან. სააკაშვილის თქმით, მას მიაჩნია, რომ ვაშინგტონს და მოსკოვს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებამ რუსეთი შემდგომი აგრესიისგან შეაკავა. შეხვედრის შემდეგ, ოვალურ კაბინეტში ობამამ განაცხადა, რომ სააკაშვილთან მან განიხილა უმცირესოებების დაცვის და კანონის უზენაესობის მნიშვნელობა, რაც აშკარა მინიშნება იყო სააკაშვილის პარტიის სავარაუდო ძალისმიერ თამაშებზე და ახლახანს ჟურნალისტების და სხვების დაკავების ფაქტებზე რუსეთის აგენტობის ბრალდებით. თუმცა ობამამ შეაქო საქართველო, როგორც დემოკრატიის მაგალითი ყოფილ საბჭოთა რეგიონში. ობამამ განაცხადა, რომ დაგეგმილი დემოკრატიული არჩევნები, რომელშიც სააკაშვილი ხელისუფლების დატოვებას აპირებს, „ბევრ იმ რეფორმას განამტკიცებს, რომელიც ხორციელდება“. ოპონენტები სააკაშვილს კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებების შეტანაში ადანაშაულებენ, რომელიც 2013 წელს თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მას ქვეყნის კულისებიდან მართვის შესაძლებლობას მისცემს, როგორც ამას რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი აკეთებს. სააკაშვილი ამას უარყოფს. ობამამ ამ ბრალდებებზე ირიბად მიანიშნა, განაცხადა რა, რომ „ელის თავისუფალ და სამართლიან არჩევენებს“ და „ხელისუფლების ოფიციალურ გადაცემას“ საქართველოში. სააკაშვილი, რომელიც 2004 წლიდან პრეზიდენტია, ცდილობს მიაღწიოს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას. მას უფასებენ იმას, რომ ეკონომიკური და ანტიკორუფციული რეფორმები განახორციელა, თუმცა, ოპონენტები მას პრესის თავისუფლების მოსპობასა და ოპოზიციის შესაძლებლობების შეზღუდვაში ადანაშაულებენ, ასევე აკრიტიკებენ რუსეთთან 2008 წლის კატასტროფული ომის გამო. შეხვედრის შემდეგ, ხანმოკლე ბრიფინგის დროს, ობამას არ უხსენებია ომი, ისევე როგორც დავა, რომელიც ამ ომის მიზეზი გახდა. თუმცა, მანამდე, თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა ჯეი კარნიმ განაცხადა, რომ ობამა დაადასტურებს საქართველოს „ტერიტორიული მთლიანობისადმი“ მხარდაჭერას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ის გულისხმობდა დავას საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონების გამო, რამაც ეს ომი გამოიწვია. ობამამ განაცხადა, რომ სააკაშვილთან უსაფრთხოების საკითხები განიხილა და მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელმძრვანელს ქართული არმიის ავღანეთში გაგზავნისთვის. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ობამამ პირობა დადო, რომ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას გააქტიურებს და დაეხმარება საქართველოს მისი თავდაცვითი პოტენციალის განმტკიცებაში. საქართველო იმედოვნებს, რომ ობამა მას ნატოში გაწევრიანებისთვის საგზაო რუკას გადასცემს, რასაც რუსეთი ეწინააღმდეგება. სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ნატოს მაისის სამიტზე ჩიკაგოში საქართველოს წევრობის საკითხში წინსვლა იქნება. ორიგინალი ორიგინალი
-
1, 2 თებერვალს რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სცენა ახლადდაარსებულ მინის თეატრს უმასპინძლებს. თეატრი მაყურებლის წინაშე ტენესი უილიამსის „მინის სამხეცით “ წარსდგება. სწორედ ამ სპექტაკლით გავიდა დასის შემოქმედებითი ჯგუფი საერთაშორისო ბაზარზე. მინის თეატრი, რომელიც კერძო, სარეპერტუარო, დრამატულ თეატრს წარმოადგენს, თეატრალური ხელოვნების მაგისტრის, რეჟისორ რეზო შატაკიშვილის მიერაა დაარსებული. მას არ აქვს შენობა, საკუთარი სცენა, თეატრალური დასი მუდმივმოქმედი, ახალგაზრდა პროფესიონალი მსახიობებით არის დაკომპლექტებული. მინის თეატრის შემოქმედებით ჯგუფს მონაწილეობა აქვს მიღებული კიშინოვისა და მინსკის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებში . დასი კვლავ აპირებს წარმოდგენების გამართავს სხვადასხვა თეატრების სცენებზე, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. თეატრმა უკვე მოიწვია მსახიობები ლიტვიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან. იგეგმება ახალგაზრდა უცხოელი მსახიობების მოწვევა საერთაშორისო, ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად. მინის თეატრის უმთავრესი მიზანია ხარისხიანი პროდუქციის შექმნა და გატანა საზღვარგარეთ, ქართული თანამედროვე თეატრის პოპულარიზაციაში წვლილის შეტანა. აგრეთვე , ახალგაზრდების პროფესიული დაოსტატება. მინის თეატრის კონსულტანტები არიან აღიარებული თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნოდარ გურაბანიძე, მსახიობი ზურაბ ყიფშიძე, მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი. თეატრის მთავარი კონსულტანტია მოლდოველი მწერალი, თეატრმცოდნეობის დოქტორი, მოლდოვას რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ანჯელინა როშკა. მინის თეატრის მედია პარტნიორია „პრაიმტაიმი“. წარმოდგენა დაიწყება 19 საათზე, მისი ხანგრძლივობა 140 წუთია. იხილეთ tabula.geზე
-
В ведомстве прислушались к совету не сваливать вину на вражеские радары и солнечную плазму. "Причиной является локальное воздействие тяжелых заряженных частиц космического пространства на бортовой вычислительный комплекс". СМИ не угадали: программистов никто не обвиняет. Зато китайские запчасти могли сыграть не последнюю роль. newsru
-
http://rustavi2.com/news_photos/01_12/59844.jpgსაქართველოს ბედი ვაშინგტონში წყდება - დარწმუნებულია შალვა ნათელაშვილი. ლეიბორისტების ლიდერმა სააკაშვილი-ობამას შეხვედრას დღეს საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა. მშრომელთა პარტიის ლიდერის განცხადებით, ნათელაშვილი პრეზიდენტების შეხვედრისას მიღწეულ გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს - მას არც თავისუფალი ვაჭრობის იდეა მოსწონს და არც ქვეყნების სამხედრო თანამშრომლობა. `აი პასუხი ცინიკოსებს - რატომ ვმართავთ ვაშინგტონში დიქტატურის საწინააღმდეგო მიტინგებს. არა იმიტომ, რომ გვეხალისება ან გვცალია, არამედ იმიტომ, რომ იქ იგეგმება ყველა ის უბედურება, რაც მერე თავზე გვატყდება,`- განაცხადა ბრიფინგზე შალვა ნათელაშვილმა. View the full article
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/vera_qobalia3333.jpgთბილისი, 31 იანვარი, საქინფორმი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივის შესახებ ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებას მიესალმება და აცხადებს, რომ ვაშინგტონი ასეთი ტიპის მესიჯებით იშვიათად გამოირჩევა. საქინფორმი
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/vvp.jpgთბილისი, 31 იანვარი, საქინფორმი. როგორც საქსტატი საქინფორმს აცნობებს, წინასწარი მონაცემების თანახმად, რომელიც 30 იანვარს გამოქვეყნდა, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2011 წლის ბოლო კვარტალში 8.1% შეადგინა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია გასული წლის განმავლობაში. <span style="font-size: 10pt;" />მთლიანი წლის მაჩვენებელი მშპ-ის ზრდის კუთხით 6.8% იყო. საქინფორმი
-
##image#7376#1#საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების მეთაური და ავღანეთში აშშ-ს ძალების მეთაური , გენერალი ჯონ ალენი თბილისში, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ISAF –ის ოპერაციაში ქართული ქვედანაყოფების მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხები. ამის შემდეგ, გენერალი ჯონ ალენი ეროვნულ სასწავლო ცენტრში ”კრწანისი” 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს და ქართველ ინსტრუქტორებს შეხვდა. ”თქვენ ხართ კარგად მომზადებული სამხედროები, რომლებსაც კარგად ხელმძღვანელობენ, ხალხი პატივს გცემთ და მტერს ეშინია თქვენი. ქართველ სამხედროებს აქვთ შესანიშნავი რეპუტაცია. თქვენ ავღანეთში მსახურება მნიშვნელოვან პერიოდში მოგიწევთ. ნახავთ თუ როგორ აიღებენ პასუხისმგებლობას ავღანეთის ნაციონალური ძალები საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე და თქვენ მათ ამაში დაეხმარებით. გავა წლები და იამაყებთ, რომ თქვენი წვლილი შეიტანეთ ამ საქმეში… ავღანეთი არასოდეს დაივიწყებს რა გააკეთა მისთვის საქართველომ. საერთაშორისო თანამეგობრობა არასოდეს დაივიწყებს რა გააკეთა საქართველომ. ნატო არასოდეს დაივიწყებს რა გააკეთა საქართველომ. ჩვენ ყოველთვის მადლობელი ვიქნებით საქართველოს წვლილისთვის ავღანეთში.” – ამ სიტყვებით მიმართა გენერალმა ალენმა ქართველ ჯარისკაცებს. 23-ე ბატალიონი ავღანეთში ნატო–ს ეგიდით წარმოებულ ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად გადის მზადებას. ქართველი სამხედროები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ჰელმანდის პროვინციაში შეასულებენ მისიას და იქ მყოფ 31-ე ბატალიონს ჩაანაცვლებენ. ოპერაციების წარმოებისათვის 23-ე ბატალიონმა ტაქტიკური მომზადება შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითების სასწავლო და საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელობით გაიარა. იხილეთ tabula.geზე
-
http://rustavi2.com/news_photos/01_12/59849.jpgვლადიმერ პუტინი 4 თებერვლის ოპოზიციის მიტინგის საპასუხოდ, თავის მხარდამჭერებს შეკრებს. რუსეთის პრემიერმა მასშტაბური აქცია პაკლონნაია გორაზე დაგეგმა. რუსული პრესა წერს, რომ ხელისუფლებამ კრემლის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების ინსტრუქტაჟი ჩაუტარა, თუ როგორ უნდა გააშუქონ მათ პუტინის მხარდამჭერ აქცია – ჟურნალისტებმა არ უნდა ახსენონ და აჩვენონ `ედინნაია როსია` და მისი სიმბოლიკა. როგორც მედიამიმომხილველები აღნიშნავენ, ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ პუტინი მმართველი პარტიისგან გამიჯვნას ცდილობს. ამას გარდა, ჟურნალისტებმა სიუჟეტებში არ უნდა წარმოადგინონ ადგილობრივი ადმინისტრაციების ჩინოვნიკები. კადრებში ძირითადად მომღიმარე, ბავშვებთან ერთად მისული ადამიანები და პენსიონერები უნდა ჩანდნენ. კორესპონდენტი ვალდებულია ახსენოს, რომ ხალხი მიტინგზე ნებაყოფლობით არის მისული. თუმცა მედია აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ხალხს აქციაზე გასვლას აიძულებს. ბლოგებში მასწავლებლები და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლები წერენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სერიოზული პრობლემებით ემუქრებიან. View the full article
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/analit1111.jpgუკანასკნელი თვეების განმავლობაში ხშირად საუბრობენ საერთაშორისო კოალიციის ირანზე შესაძლო თავდასხმის შესახებ და ამ კოალიციაში, სულ მცირე, აშშ-სა და ისრაელს მოიაზრებენ. ამასთან, ექსპერტები ერთხმად ირწმუნებიან, რომ ამ მოვლენას უკიდურესად ნეგატიური შედეგები მოჰყვება სამხრეთ კავკასიისათვის და ნამდვილი აპოკალიფსის სურათს ხატავენ. <span style="font-size: 10pt;" />პოლიტოლოგი ანდრეი ეპიფანცევი მიიჩნევს, რომ ამგვარი პროგნოზები პრაქტიკაში ძალზე იშვიათად მართლდება და რეალობა, როგორც წესი, გაცილებით უფრო მრავალვარიანტიანი და რაციონალურია. საქინფორმი
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/iz-avgan.jpgთბილისი, 31 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ცნობით, ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების ძალებისა და აშშ-ის ძალების მეთაური, გენერალი ჯონ ალენი თბილისს ეწვია, რათა ოფიციალურ პირებთან შეხვედრებზე ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხებში საქართველოს წვლილი განიხილოს. <span style="font-size: 10pt;" />გენერალმა ჯონ ალენმა 30 იანვარს სამთავრობო და სამხედრო ოფიციალურ პირებთან შეხვედრები გამართა. საქინფორმი
-
A new survey suggests that many drivers in Britain are unable to read road signs or see the road further ahead. planetanews
-
/get_img?ImageId=6113 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე აკადემიური პერსონალის გადამზადების ცენტრი გაიხსნება. პროექტის პრეზენტაცია სამდღიანი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინიც ესწრებოდა. აღნიშნული ინიციატივა ევროკავშირის პროგრამა TEMPUS-ის მიერ დაფინანსებული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროექტის –“სამედიცინო განათლების მოდერნიზაცია ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებში”– ფარგლებში ხორციელდება. უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები სტაჟირებას ევროპის წამყვან სამედიცინო ცენტრებში გაივლიან და სამედიცინო განათლების თანამედროვე მეთოდოლოგიას ახალი პროგრამებითა და სახელმძღვანელოებით შეისწავლიან. პროექტს კოორდინაციას ლიდსის უნივერსიტეტი (ბრიტანეთი) უწევს და მასში 7 ქვეყნის 10 წამყვანი უნივერსიტეტია ჩართული. ახალი მოდელის პილოტირება საქართველოში დაიწყება და შემდეგ უკრაინისა და აზერბაიჯანის უმაღლეს სასწავლებლებში გავრცელდება. “სამწლიანი პროექტის მიზანია ევროპული სტანდარტების შესაბამისი დიპლომამდელი სამედიცინო განათლების ახალი მოდელის შემუშავება და დანერგვა ევროკავშირის სამეზობლო ქვეყნებში (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი). პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპის საგანმანათლებლო და კვლევით სივრცეში ქართული უნივერსიტეტის ინტეგრაციას და მისი კურსდამთავრებულების მაღალი კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფას”– ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე. პროექტის კონფერენციის ჩამოყალიბებაზე საქართველოს პარლამენტის, თბილისის მერიის, სამინისტროების წარმომადგენლები, რექტორები და უცხოური უნივერსიტეტების 40-მდე წარმომადგენელი მუშაობდნენ. სრული ინფო(netgazeti.ge)