Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. <p>http://www.Geonews.ge/uploads/images/80608742kaladze.jpgსაქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, "ქართული ოცნების" წევრი კახი კალაძე facebook-ის პირად გვერდზე პრეზიდენტის მოხსენებასთან დაკავშირებით ავრცელებს განცხადებას. სრულად ორიგინალი
  2. <p>http://www.Geonews.ge/uploads/images/2745xodorkovski.jpgპატიმრობაში მყოფი რუსი ბიზნესმენი, პუტინის პირადი პატიმარი მიხაილ ხოდორკოვსკი პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის ოპონენტებს მოუწოდებს, თავიდან აიცილონ მშვიდობიანი აქციების რადიკალიზაცია და ერთმანეთში განხეთქილება. სრულად ორიგინალი
  3. <img src = "img/multimedia/a7901.jpg" ><br />საქართველოს რკინიგზის კუთვნილ მატარებელს ცეცხლი მოულოდნელად გაუჩნდა. რეისს ჩქარი მატარებელი ასრულებდა. <br /><br />droni.ge
  4. "საქართველოს ხელმძღვანელობა რუსეთის მოქალაქეებს და კრემლის პოლიტიკას ერთმანეთისაგან გამიჯნავს - შესაბამისად, ჩვენ მომავალშიც მეზობელი ქვეყნის მოსახლეობასთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს შევინარჩუნებთ", - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივების კომენტირების დროს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით."თავის დროზე რუსეთთან ჩვენ უვიზო კავშირი გაგვაჩნდა, და ვიზების შემოღება ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  5. ცნობილ ქართველ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს აკაკი ბაქრაძეს გასული საუკუნის 80 - იან წლებში დღიურში ჩაუწერია: ”...აფხაზების გამოცალკევების პრობლემა რუსული პრობლემაა, რადგან დაყოფის გზით იოლად შეუძლია რუსეთს კავკასიის გარუსება. კავკასია მრავალტომიანი, მრავალენიანი, მცირერიცხოვანი ხალხებით დასახლებული ქვეყანაა. მათი ერთიანობა რელიგიურ შეგნებას ემყარება. მაჰმადიანობას განდევნის, ქრისტიანობას მხარს დაუჭერს, ოღონდ რუსულის სასარგებლოდ, თუ იქ რუსულ სულს დანერგავს. თორემ სხვა მხრივ აფხაზების გამოცალკ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  6. Известно, что было напечатано очень много открепительных удостоверений. По той информации, которой мы располагаем, их целых 3 миллиона экземпляров. Так что можно предположить, что ЦИК собирается их использовать, т.е. планирует вбросы. Но все будет зависеть от явки. И те, кто призывает бойкотировать выборы, действуют, скорее, на руку Путину.
  7. ბაქოს სურს ორმოცზე უფრო მეტჯერ - 7-დან 300 მილიონამდე წელიწადში - გაუზარდოს გადასახადი მოსკოვს გაბალის რადიოლოკაციური სადგურის იჯარისათვის, რამაც აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში მოაქცია.ამის შესახებ გაზეთი "Коммерсантъ"-ი იუწყება, აღნიშნავს რა, რომ მოსკოვში არ აპირებენ ამ გადასახადზე დათანხმებას და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში იმუქრებიან ამ რადიოლოკაციური სადგურის დატოვებით, თუ ბაქოში მოთხოვნებს არ შეამსუბუქებენ. "ეს თანხა არაფრით არაა დასაბუთებული და უკიდურე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  8. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/images64.jpegმოსწავლეებისთვის საქართველოში პირველი კომპიუტერული flash თამაში – “ამოუცნობი მწვანე სამყარო“ შეიქმნა. თბილისის N1 ექსპერიმენტულ სკოლაში გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი შონვაძე სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ, სადაც გარემოსდაცვით თემაზე საქართველოში პირველი კომპიუტერული flash თამაში – “ამოუცნობი მწვანე სამყარო” გააცნეს. “2012 წელი ჩვენ გამოვაცხადეთ გარემოსდაცვითი განათლების წლად. ეს არის ძალიან კარგი დასაწყისი დაცული ტერიტორიების სააგენტოსგან. თამაში საჩუქრად გადაეცემა ყველა სკოლას ეტაპობრივად. თანამედროვე განათლების სისტემა, რა თქმა უნდა, გულისხმობს თანამედროვე ტექნოლოგიებს და გარემოს დაცვის სამინისტრო მუშაობს ამ მიმართულებით. თამაში საშუალებას გვაძლევს, რომ ბავშვებმა ინტერაქტიულად მიიღონ ინფორმაცია ეროვნული პარკების შესახებ, უფრო მეტი სურვილი გაუჩნდეთ გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციის და დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობის,” – განაცხადა ხაჩიძემ. გარემოს დაცვის სამინოისტროს ინფორმაციით, ეკო-საგანმანათლებლო flash თამაში გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით შეიქმნა, რომელიც ეკო-საგანმანათლებლო პროექტის პირველი ეტაპია. გარემოს დაცვის სამინისტრომ 2012 წელი გამოაცხადა გარემოსდაცვითი განათლების წლად. თამაშში მოცემულია ინფორმაცია საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, იქ არსებულ ფაუნასა და ფლორაზე. მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ საქართველოში არსებულ სახელმწიფო ნაკრძალებზე, ეროვნულ პარკებზე და ბუნების ძეგლებზე მიიღონ ინფორმაცია, ისწავლონ ბუნებაში ქცევის წესები. თამაშის მიზანია მოსწავლეების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და საქართველოს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაცია. პროექტი ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. იხილეთ epn.ge
  9. Конференция «Друзей Сирии» в Тунисе установила новую планку в уже далеком от реальности мире международной политики. Представители более чем 60 стран собрались здесь, чтобы обсудить, по сути, одну тему – как свергнуть Сирийского президента Башара Ассада так, чтобы это принесло наибольшую пользу участникам этой конференции.
  10. წინდები დიდი ხანია რაც გახდა თქვენი გარდირობის, ერთერთი მნიშვნელოვანი აქსესუარი. ეჭვი გეპარებათ? მაშინ დაფიქრდით რამდენჯერ გიწევთ ახალი წინდის შეძენა: მაშინ როდესაც ახალ ფეხსაცმელს ყიდულობთ ან უბრალოდ გახეული წინდით სიარული არა ესთეტიკური და არა კომფორტულია, ნუ ეს ძირითადად ქალებს ეხებათ რადგან კაცების უმეტესობა ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს.ამ დროისათვის არსებობს წიდნდების ... View ucnauri.com
  11. "Мы поддерживаем тесные отношения с Западом, но в то же время мы заинтересованы в улучшении отношений с Россией. Это непросто, но Россия есть и всегда будет соседом Грузии, что вызывает у нас стремление установить с ней мир. Мы приветствуем экономические отношения с Россией, потому что, на мой взгляд, там, где есть экономические отношения, нет места танкам", - заявил Саакашвили.
  12. http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/02/1283755887_celebrity_plastic_surgery_08-150x150.jpghttp://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/02/1283755878_celebrity_plastic_surgery_03-150x150.jpghttp://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/02/1283755903_celebrity_plastic_surgery_09-150x150.jpgადამიანებს მთელი კაცობრიობის განმავლობაში გვაწუხებდა ერთი მნიშვნელოვანი კითხვა-ნუთუ არ შეიძლება ცოტახნით მაინც გაიხანგრძლივოს ახალგაზრდობა? 19 საუკუნის მედიცინა თითქოს მივიდა ამ საოცნებო მიზნამდე. პირველი პლასტიკური ოპერაციები არც ისე წარმატებული იყო, მაგრამ დღეს ჩვენ უკვე შიშის და რისკის გარეშე შეგვიძლია მივიდეთ პლასტიკურ ქირურგთან და რამდენიმე საათში კაბინეტიდან 10-15 წლით გაახალგაზრდავებული გამოვიდეთ,თუმცა გამორიცხული არც სილამაზესთან გამომშვიდობებაა. http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/02/1283755960_celebrity_plastic_surgery_04-150x150.jpghttp://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/02/1283755903_celebrity_plastic_surgery_12-150x150.jpghttp://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/02/1283755960_celebrity_plastic_surgery_10-150x150.jpg21ე საუკუნეში მედიცინის განვითარების მიუხედავად, პლასტიკური ქირურგია სასურველ შედეგს მაინც ვერ იძლევა. ფაქტია, რომ მილიონობით დახარჯული თანხების მიუხედავად არამც თუ ახალგაზრდავდებიან და ლამაზდებიან, არამედ ხშირ შემთხვევაში ბოტოქსის მსხვერპლნი ხდებიან. ზედმეტად გადაჭარბებულად რომ არ მოგეჩვენოთ სიტყვა “მსხვერპლის” ხსენება, კარგად დააკვირდით ფოტოებს და სანამ გადაწყვეტთ გაახალგაზრდავებას უკუშედეგი არ გამორიცხოთ. მოამზადა გიორგი ბაზაევმა argumenti.ge argumenti.ge
  13. Пока Россия и Китай продолжают оказывать военную и дипломатическую поддержку режиму Асада, число жертв сирийского конфликта неуклонно растет. Ссылаясь на слова представителя Госдепа США, корреспондент Fox News также отметил, что для Москвы и Пекина пришло время занять «верную позицию» по Сирии.
  14. „ქრისტიან დემოკრატების“ ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს აქვს ისტორიული შანსი, მოჯადოებულ წრესდაუსვას წერტილი და ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზეგადაიყვანოს. როგორც თარგამაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სააკაშვილს არ ეყო გამბედაობა,ამაღლებულიყო “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის სტატუსზე. “სააკაშვილს არ ეყო გამბედაობა, უფრო სწორად – პრეზიდენტობა, ამაღლებულიყო “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის სტატუსზე, ესაუბრა და სახელმწიფო ემართა, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს და არა, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს. საქართველოში აქტუალური თემაა არა მხოლოდ ის, როგორ მოდის პირველი პირი ხელისულფებაში, არამედ კიდევ უფრო აქტუალურია, როგორ წავა“,-აღნიშნა თარგამაძემ. მისივე თქმით, გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ სააკაშვილი მის მიერვე შექმნილი “ნაციონალური მოძრაობის” მძევალია.მან რვა წელიწადნახევრის განმავლობაში ვერ ჩამოაყალიბა ისეთი პარტია, რომელიც მზად იქნება თანაბარ კონკურენტულ პირობებში,კონკურენცია გაუწიოს დანარჩენ პარტიებს პრეზიდენტად სააკაშვილის ყოფნის გარეშე. პარტიის ლიდერის განცხადებით, „ქრისტიან დემოკრატები“ “სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ინიციატივას მიესალმებიან, თუმცა საქართველოს ეკონომიკაში დიდი მასშტაბებით რუსული სახელმწიფო ფულის მოძრაობა არ მოსწონთ. „ყველა ბიზნესმენისთვის, მიუხედავად მათი ეროვნებისა, თავისუფალი გარემო უნდა იყოს, მაგრამ როცა რუსული სახელმწიფო ფული ასე აქტიურ როლს თამაშობს ქართულ ეკონომიკაში, მიგვაჩნია, რომ ქართულ სახელმწიფოს მეტი სიფრთხილე და ყურადღება მართებს”, – განაცხადა თარგამაძემ. იხილეთ epn.ge
  15. Белоруссия, страна с самым авторитарным режимом в Европе, в протесте против санкций встала на путь конфронтации со всей Европой, изгнав посла Польши и посла Евросоюза из страны и вернув своих послов из Брюсселя и Варшавы.
  16. http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/02/gazi-150x150.jpgწლევანდელმა ცივმა ზამთარმა ყველაზე დიდი ზიანი ისევ მოსახლეობას მიაყენა _ ისედაც ძვირი კომუნალური გადასახადები უარესად გაიზარდა. მართალია, `ხალხზე მზრუნველი~ პრეზდენტის ინიციატივით, ხალხს ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერები დაურიგდება, მაგრამ პატივცემულ მიხეილ სააკაშვილს, როგორც ჩანს, დაავიწყდა, რომ თბილისსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში მოსახლეობის ძირითადად გაზით თბება, რომელზეც შეღავათები არ ვრცელდება. გაზე შეღავათს ვინ ჩივის, როცა სხვადასხავა დასახლებაში გაზის 51-თეთრიანი ტარიფიც ცვალებადია… `ქართულ სიტყვა~, თბილისელების მონათხრობზე დაყრდნობით, `ყასტრანგაზის~ მაქინაციებზე გიამბობთ. ნონა, 64 წლის: `_ გაზი, მართლაც, მხუთავ აირად გვექცა _ `ყაზტრანსგაზიდან~ იმდენი გადასახადი მომდის, რომ ვიხრჩობი. შარშან, ზაფხულში, გაზის მრიცხველი გამიფუჭდა, შემიცვალეს დამ ას შემდეგ გაორმაგებული გადასახადი მომდის. მეუბნებიან, თუ თუ რამეში ეჭვი გეპარება, მრიცხველი ლაბორატორიაში წაიღე, მაგრამ ამას ცალკე ფული უნდა. ახალი მრიცხველიც ჩემი ხარჯებით უნდა ვიყიდო. პენსიონერი ვარ და ამდენი ფული სად მაქვს? `გაზის ფულის~ გადახდა რამდენიმე დღით დამიგვიანდა და, გაუსაძლის ყინვაში, გაზი გამომირთეს… ჯერ არაადამიანურად მოგექცევიან და მერე, გულის მოსალბობად, ვითომ მართლა აწუხებთ ხალხის ბედი, 20-ლარიან ვაუჩერს გადმოგიგდებენ!..~ გიორგი, 20 წლის, სტუდენტი: `_ ახალი წლისთვის, თითქმის მთელი თვე, რაიონში ვიყავი, მაგრამ გაზის ზუსტად იმდენი გადასახადი მომივიდა, რაც წინ თვეში მქონდა. გასდის და `ყაზტრანსგაზიც~ ფულს `გვაწერს, რა?!~ იმას, რომ `ყაზტრანსგაზი~ თბილისელებს ფულს `აწერს~, კიდევ ერთი ფაქტიც მოწმობს: მარტოხელა მოხუცის სახელზე, რომელიც ორი თვის წინ გარდაიცვალა, გაზის 9-ლარიანი გადასახადი მივიდა. არადა, სახლი ორი თვეა, დაკეტილია(?!). `ყაზტრანსგაზის~ მაქინაციაზე ექსპერტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც ლაპარაკობენ. ერთ-ერთი ვერსიით, `ყაზტრანსგაზის~ მაქინაციის მთავარი სქემა ასეთია: ბუნებრივ აირში დიდი რაოდენობით ჰაერს უშვებს, რაც გაზის თვითღირებულებას ამცირებს, მრიცხველებზე კი, ციფრებს ზრდის. `ყასტრანსგაზის~ რამდენიმე თანამშრომელმა ზემოხსენებულ პრობლემაზე `ქართულ სიტყვასთან~ საუბარს თავი არაკომპეტენტურობის საბაბით აარიდა. კომპანიის ცხელი ხაზის ოპერატორმა კი, `ქვითარში ცდომილება~ ტექნიკური პრობლემებით ახსნა… მაკა დეკანოსიძე გაზეთი `ქართული სიტყვა~ სტატია ქვეყნდება “ქართული სიტყვის” და ინტერნეტგამოცემა “არგუმენტი.გე”–ს თანამშრომლობის ფარგლებში argumenti.ge
  17. "კორუფცია – რუსეთის ეკონომიკაში ყოველდღიური მოვლენაა. ქვეყანაში არსებული სხვადასხვა სახის ქრთამი (წელიწადში $300 მლრდი) შეადგენს რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 15%–ს", – წერს გაზეთი Les Echos–ი ანალიტიკურ ცენტრ "Индем"–ზე დაყრდნობით.გამომცემლობას მოჰყავს "Transparency International"–ს რუსეთის წარმომადგენლობის დირექტორის ელენე პანთილოვას სიტყვები, რომელიც აღნიშნავს, რომ "ვლადიმირ პუტინის 12–წლიანი მმართველობის პერიოდში მთლიანად შეიცვალა კორუფციის ბუ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  18. http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/02/amagl-150x150.jpgამ საზოგადოების მთავარი ღირებულება ადამიანია, რომელზეც მეტი ღირებულება ღმერთსაც არ შეუქმნია. საქართველოში მთავარი ღირებულება უნდა დავაბრუნოთ!~ _ განაცხადა პოეტმა და თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრმა რატი ამაღლობელმა საზოგადოებრივი მოძრაობა `ქართული ოცნების” პრეზენტაციაზე, თუმცა ამ ღირებულების დაბრუნება და `საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაცია~ ახლადშექმნილ გაერთიანებას, როგორც ჩანს, მის გარეშე მოუწევს. ყოველ შემთხვევაში, რატი ამაღლობელი `ქართული ოცნების~ ფარგლებში აღარ აქტიურობს… ისიც თვალშისაცემია, რომ `ქართულ სიტყვასთან~ ექსკლუზიურ ინტერვიუში რატი პოეზიაზე უფრო ლაღად ლაპარაკობს, ვიდრე _ პოლიტიკაზე. _ რატი, ხმა დადის, რომ `ქართული ოცნება~ დატოვე. ბოლო ხანს, მართლაც, აღარ ჩანხარ. ივანიშვილის პარტიის საინიციატივო ჯგუფიც უშენოდ შეიქმნა. რაშია საქმე? _ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიდის _ ქართული სახელმწიფოსა და პოლიტიკური ცხოვრებისთვის საინიციატივო ჯგუფის ჩამოყალიბება და ის ღირებულებები, რომელსაც ეს კოალიცია შემოიტანს, მნიშვნელოვანია…. რაც შემეხება მე, ჩემს თავზე საუბარი არ მიყვარს… _ მოგიწევს… _ პოლიტიკური პარტია და პოლიტიკა პოლიტიკოსების, პროფესიონალებისა და კვალიფიციური ადამიანების საქმეა _ ვისაც თავი პოლიტიკაში, კონკრეტულად რომელიმე პარტიაში წარმოუდგენია. ჩემი საქმიანობა კი, ჩემი საქმიანობა. მე პოლიტიკოსი არ ვარ! _ და რა ჰქვია შენს საქმიანობას? `ქართული ოცნების~ არც ერთ თემატურ ჯგუფში არ ხარ? _ არა. _ ესე იგი, დარჩი `ქართული ოცნების~ მიღმა? _ რას ნიშნავს, მიღმა? რა თქმა უნდა, ამ მოძრაობასთან, კოალიციასა და ღირებულებებთან ვარ. _ შენი აზრით, ივანიშვილის გუნდს აქვს გამარჯვების შანსი, ანუ არჩევნებში მიაღწევს უპირობო გამარჯვებას, თუ როგორც ამბობენ, მეორე ადგილს დასჯერდება? _ როგორ გაგცეთ პასუხი, არ ვიცი. ნათელმხილველი არ ვარ, რომ რამე ვიწინასწარმეტყველო. შედეგი ერთპარტიული `ნაცმოძრაობის~ რეჟიმის დასრულება უნდა იყოს… მსურს, ისეთი შედეგი დადგეს, რომ ნაცრისფერი, ერთსახოვანი `ნაცმოძრაობის~ დიქტატი და პოლიტიკა დასრულდეს. _ რატი, ბასა სადღაა, ჯანიკაშვილი? _ ეს ბასას ჰკითხეთ… _ ამბობენ, ისიც აღარ არისო `ქართულ ოცნებაში~… _ არა, არ მგონია… მეც და ბასასაც ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს `ქართულ ოცნებასთან~. _ იქნებ, უფრო გასაგებად მითხრა, რას მოიცავს თქვენი თანამშრომლობა, კონკრეტულად, რომელ სფეროს და რა ფუნქცია გაქვთ ივანიშვილის გუნდში? _ ძალზე ბევრი ფუნქციაა და ნახავთ მომავალში. _ ივანიშვილმა ბრძანა, ოქტომბრამდე ერის ერთ მუშტად შეკვრას შევძლებო. ამას როგორ მოახერხებს? _ რიტორიკული შეკითხვაა, მე კი, კონკრეტული შეკითხვები მიყვარს. ალბათ, შეძლებს, თუ ქართული საზოგადოება მოინდომებს და საკუთარი ღირებულებების გარშემო დაირაზმება. ეს საზოგადოებაზეა დამოკიდებული. _ მეც მიყვარს კონკრეტული პასუხები, მაგრამ… დავით გამყრელიძის თქმით, კოალიცია ეკლექტური გაერთიანებაა და მომავალი არ აქვს. ამაზე რას იტყვი? _ ყველანაირი დელიკატურობის დაცვით გეტყვით, რომ ბატონი გამყრელიძე ყოველთვის მაოგნებს. ვსაუბრობ, როგორც პოლიტიკოსზე, არაფერი – პირადული. ყოველთვის მაოგნებს მისი განცხადებები, ნაბიჯები და ქმედებები. მას შეუძლია, გაგვაოგნოს სრული პოლიტიკური არაადეკვატურობით. _ ბიძინა ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლებს სააკაშვილმა `შავბნელი ძალები და მუმიები~ უწოდა. შენ თუ მოგწონ ეს სახეები? _ სააკაშვილს საკუთარი პროექცია აქვს _ სხვაგან საკუთარ სამყაროს, საკუთარ პრობლემებს ხედავს. მისგან განსხვავებით, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი გუნდი შედგა. მაქვს ბატონი ბიძინას გამოცდილების, ორგანიზებულობისა და გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვის იმედი იმიტომ, რომ ვგრძნობ, ვიცი, თუ როგორ შეუძლია, გრძელვადიან პერსპექტივაში დაინახოს არა მარტო თავისი პოლიტიკური გუნდის, არამედ, მთლიანად ქართული სახელმწიფოს მომავალი. ვფიქრობ, საკმაოდ დინამიური პოლიტიკოსია. ჩემი ქება ნამდვილად არ სჭირდება, მაგრამ რა გეგმითაც ის მიდის, ძალიან სწორი, გამართული, ჯანმრთელი პოზიციონირებაა იმ კონტექსტსა და იმ რეალობაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. _ მეუბნები, არ ვარ პოლიტიკაშიო, მაგრამ ერთ ინტერვიუში განაცხადე, რაც პოლიტიკაში წავედი, კალამი გვერდზე გადავდეო… _ არ მგონია, ასეთი რამ მეთქვას. პოლიტიკაში არ წავსულვარ. _ ისე, რა საერთო აქვთ პოლიტიკასა და პოეზიას? _ ჩვენი ცხოვრება, თავიდან ბოლომდე, პოლიტიკაა _ თუ როგორ ურთიერთობს ადამიანი მეგობრებთან, როგორ აღიქვამს გარემოს, მეზობლებს, ოჯახს, როგორ იქცევა სამსახურში, რა შეხედულებები აქვს ლიტერატურაზე, მუსიკაზე, ადამიანებზე… ყველაფერი ეს პოლიტიკაა, ამ ქმედებებსა და ხედვებში შეიძლება, გამოჩნდეს, ადამიანი მემარჯვენეა, მემარცხენე და, საერთო, რა ღირებულებები აქვს… ერთია, როცა აკეთებ, ასე ვთქვათ, ქმნი პოლიტიკას კონკრეტულად პარლამენტში, მთავრობაში, ან სადმე სხვაგან. მეორეა, როცა ასეთი ტიპის ხედვები, პოზიციები, ღირებულებები გაგაჩნია. აბსოლუტურად ვეთანხმები ძველ გამონათქვამს, რომ ადამიანი პოლიტიკური არსებაა თავიდან ბოლომდე და არ მეგულება პოეტი, ვისაც ეს პასუხისმგებლობა არ უგრძვნია, დაწყებული ჰომეროსიდან, დამთავრებული _ იოსებ ბროცკით. შეუძლებელია, ადამიანს არ აღელვებდეს სამოქალაქო ღირებულებები, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის თემა, სოციალური უფლებები, ან _ სხვა ადამიანებთან თანაცხოვრება და, საერთოდ, ადამიანების ბედი. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, პოლიტიკას გულისხმობს, მაგრამ ერთია, როცა შენ ხდები კონკრეტულად პოლიტიკოსი, მეორეა, როცა ხარ ჩართული პოლიტიკაში. თითეული ჩვენგანი ჩართულია მასში, ზოგი _ როგორც ამომრჩეველი, ზოგი _ როგორც ასარჩევი, ზოგი _ ღირებულებების მქონე და ა.შ. _ ეს მესმის, მაგრამ შემოქმედთა პოლიტიკაში ჩართულობა ხალხს მაინცდამაინც არ მოსწონს… _ ვფიქრობ, ამის უფლება და სამოქალაქო პოზიცია ნებისმიერი პროფესიის ადამიანს უნდა ჰქონდეს. სწორედ ამ პოზიციის უქონლობაა სრული უპასუხისმგებლობა და ხშირად _ არაკვალიფიციურობაც. _ ამბობენ, პოეზია თამაშიაო… პოლიტიკა კი, ალბათ, _ საშიში თამაში… _ გააჩნია, როგორ შევხედავთ. თამაშის გარეშე ბევრი რამ რთულია. თამაში არაა ცუდი, ის შეიძლება იყოს ერთგვარი ფორმა, ერთ-ერთი ელემენტი და არა _ უმთავრესი, ერთადერთი. ვფიქრობ, პოლიტიკაც, სინამდვილეში, ძალიან მარტივია. უბრალოდ, ეს სიმარტივე გვავიწყდება. პოლიტიკა საკუთარ გარემოზე, იმ სამყაროზე ზრუნვაა, რომელშიც შენ არსებობ, ამ სამყაროს მოწესრიგება, დახვეწა და განვითარება, მაგრამ ეს ხშირად ავიწყდებათ ადამიანებს. _ რატი, რას იტყვი თანამედროვე ქართულ პოეზიაზე, რა მდგომარეობაშია? _ ბევრი კარგი პოეტია საქართველოში, ძალიან საინტერესო პოეტი. ყოველთვის თვალყურს ვადევნებ ლიტერატურულ პროცესს, განსაკუთრებით, _ პოეზიას, მყვანან ჩემი ფავორიტი ახალგაზრდა შემოქმედები. ძალიან მომწონს და მიყვარს დიანა ამფიმიადის, ზვიად რატიანის, გაგა ნახუცრიშვილის, პაატა შამუგიას პოეზია. მათ ყოველთვის აქვთ რაღაც ახალი სათქმელი. _ თუმცა, საზოგადოება ახალ სახეებს ნაკლებად იცნობს. რატომ? _ პოეტებს, ძირითადად, გარდაცვალების მერე იცნობენ ხოლმე, ყოველთვის ასე იყო. თუ ადამიანს კითხვის სურვილი არ აქვს ადამიანს, მან შეიძლება, თქვას, რომ ახალი არაფერი იწერება, მაგრამ თუ კითხვა უყვარს, ყოველთვის მოძებნის საინტერესო წიგნს, ან ტექსტს. _ ზოგიერთი თანამედროვე პოეტი თუ პროზაიკოსი ეპატაჟს, სკაბრეზულ გამონათქვამებსა თუ სიუჟეტებს მიმართავს. შენი აზრით, ეს საზოგადოების დაკვეთაა, ავტორთა თვითმიზანი თუ რაღაც სხვა?.. _ არ ვიცი, გააჩნია… ყველაფრის დემითოლოგიზაცია ხდება. მაინც, მგონია, რომ პოეტი მიმზიდველი უნდა იყოს მუზებისთვის და არა _ ფართო მასებისთვის. _ ასეთი პოეტები დიდხანს დარჩებიან მკითხველის მეხსიერებაში, ან შეიცნობენ მათ, თუნდაც გარდაცვალების შემდეგ? _ არა… იმპულსით ინიცირებული ტექსტები, რომლებიც ჩვენი ყურადღების მიპყრობაზეა ორიენტირებული, მალფუჭებადია, თუმცა გასაგებია, რომ ჩვენს დაუნდობელ ეპოქაში პოეტები, მწერლები, ხელოვანი ადამიანები ცდილობენ, მკითხველი ლიტერატურისკენ, ასე ვთქვათ, შოკისმომგვრელი ელემენტებით მოაბრუნონ. ამ გზის, პრინციპისა და `თერაპიის~ მომხრე, ბუნებრივია, არ ვარ. _ ამ `თერაპიამ~ ფეხი, სხვათა შორის, სცენაზეც მოიკიდა. მაგალითისთვის რუსთაველის თეატრის სცენაზე დადგმულ ინგლისელების და ქართველების ერთობლივი სპექტაკლი _ `შემეხეც~ გამოდგება, სადაც, მართლაც, შოკისმომგვრელი უხამსი სცენებია, ანუ დავკარგეთ გემოვნება, თუ ყველაფერში სკანდალურობისაკენ ტენდენცია გვაქვს? _ როცა საზოგადოება უხეშდება, ასე მგონია, ლიტარატურისადმი მგრძნობელობას კარგავს, ანუ მის შეგრძნებებზე, ასე ვთქვათ, აგრესიული მოქმედება ხორციელდება…. ასეთ დროს, ძნელია, დარჩე იმის ერთგული, რაც მოგწონს და ის აკეთო, რასაც საჭიროდ თვლი. შეიძლება, ის მაინცდამაინც ხმაურიანი, სკანდალური და აფექტური არ იყოს, მაგრამ არსებობის უფლება ყველანაირ ხელოვნებას აქვს. ვფიქრობ, ხელოვნება მხოლოდ მორალისტური კუთხით არ უნდა შევაფასოთ. კარგი ხელოვნება ყოველთვის რაღაცა ტიპის სკანდალს იწვევს… _ რატი, როგორ ფიქრობ, სექსუალური ვნებები ხელს უწყობს პოლიტიკოსს, ან შემოქმედს, ანუ შეიძლება, რომ სექსუალურად დაუკმაყოფილებელი ადამიანი უკონტროლო იყოს? _ სექსი და პოლიტიკა _ ეს თემა ძალიან საინტერესო და ძველისძველია რომის იმპერიიდან მოყოლებული. ის ღრმა და საინტერესო ანალიზს საჭიროებს და ახლა, ამ კონკრეტულ ვითარებაში ძალიან გამიჭირდება ამაზე ლაპარაკი. მთავარია, რომ პოლიტიკა და ხელისუფლება არ უნდა ცვლიდეს ადამიანების ცხოვრების წესს, ის უნდა აძლევდეს ადამიანს არსებობისა და განვითარების საშუალებას და არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია, რომ ის, თუნდაც კარგისკენ შეცვალოს. ეს ხელისუფლების ფუნქცია არაა. ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება, საკუთარი თავი თავად ისე შეცვალოს, როგორადაც წარმოუდგენია. ვინც ამას ცდილობდა, ის დამარცხდა ამ ბრძოლაში. მეორეს მხრივ, ვფიქრობ, პოლიტიკა მორალისტობის პედესტალიდან საუბრის ადგილი არაა. ეს არის სერვისი, ადამიანებზე ზრუნვის და მათთვის საუკეთესო პირობების შექმნის სივრცე და არა _ მორალისტობა. ამიტომ, კულტუროლოგებს, ფსიქოლოგებს, კრიტიკოსებსა და სხვა ტიპის ექსპერტებს მივანდოთ ეს საკითხი _ ადამიანი, პოლიტიკოსი, სექსუალობა და ა.შ. და არა _ პოლიტიკოსებს. პოლიტიკოსებმა ილაპარაკონ პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, განვითარებაზე და ა.შ. _ რატი, პოეტისა და პოეზიის დანიშნულებაზე რას იტყვი _ რატომ აღარაა პოეტი ერის მესაყვირე, წინამძღოლი და რატომ აღარ უსმენენ? _ ვფიქრობ, პოეტს ბევრი არ უნდა მოვთხოვოთ. ამ ეპოქაში რომ შეუძლია, პოეტი იყოს, ეს უკვე გმირობის ტოლფასია, ანუ ადამიანმა შეძლოს, თავისი პროფესიის ერთგული დარჩეს იმ პირობებში, რომელშიც არის. ადამიანებს ბევრი კი არა, იმდენი უნდა მოვთხოვოთ, რამდენიც შეუძლიათ. ამიტომ, არ მაქვს პათეტიკური მიდგომა, რომ ჩვენ ვეძებოთ ილია ჭავჭავაძე რომელიმე ქართველ მწერალში. ილია საქართველოს ერთგვარი კოლექტიური `მე~, კოლექტიური სულია. მნიშვნელოვანია, ის მაინც დავინახოთ აწმყოში, რაც ადრე იყო და გავითვალისწინოთ. ვფიქრობ, თვითონ პოეტური ხედვისა და აზროვნების უნარის შენარჩუნება თითეული ადამიანისა და პოეტის მხრიდან, უკვე დიდი საქმეა. _ რატი, როგორ ფიქრობ, დღევანდელი ხელისუფლება ნაკითხია? _ არ ვთხოვ ადამიანებს, რომ იყვნენ, ასე ვთქვათ, პერფექციონისტურად განათლებულნი, მაგრამ რაღაც ტიპის განათლება აუცილებელია, რათა ჩაიბარო სხვა ადამიანების ბედი, რაღაცა ტიპის კვალიფიკაცია აუცილებელია. არ ვთხოვ ადამიანებს ენციკლოპედიურ სიზუსტეს განათლებაში, არამედ, _ საკუთარი საქმის კვალიფიციურობას და პროფესიულ ეთიკას. ვფიქრობ, პოლიტიკოსებმა დღეში ერთი საათი რომ გამოყონ ლიტერატურისთვის, არაფერი დააკლდებათ. განათლების პრობლემას, ბუნებრივია, ვხედავ, ზოგადად, ხელისუფლებაში და საზოგადოებაშიც. ეკონომიკური გაჭირვება, სამოქალაქო ომები, სხვა ომები _ ასეთია ჩვენი უახლოესი წარსული, რის გამოც ადამიანებს თვითგანვითარების საშუალება არ მიეცათ. ძნელია, ასეთ საზოგადოებას მოსთხოვო პასუხი. ადამიანებს, რომლებიც თვითგადარჩენით იყვნენ დაკავებულნი, ძნელია, მოსთხოვო, რატომ არ ხარ კონკურენტუნარიანი ევროპულ ქვეყნებთან განათლებითა და კვალიფიკაციითო. ქართველ ინტელექტუალებს ეს ხშირად ავიწყდებათ და საკუთარი განათლებით `მატრაკვეცობენ~ საქართველოს დანარჩენი მოსახლეობის ფონზე, რომელსაც არ მისცემია განათლებისთვის დრო და საშუალება _ ხშირად იყო დაკავებული მხოლოდ გამოკვებით და გადარჩენით. ამიტომ, არ მიყვარს ინტელექტუალური `მატრაკვეცობა~ _ როდესაც საკუთარი თავის გამოჩენა ხდება დანარჩენი საზოგადოების ხარჯზე. როდესაც სახელმწიფო საკუთარ საზოგადოებას მიცემს საშუალებას, მიიღოს სრულფასოვანი განათლება, რომელიც იქნება კონკურენტუნარიანი მსოფლიო საგანმანათლებლო ბაზარზე და ამ პირობებში მაინც ვერაფერს შევძლებთ, მერე, შეგვიძლია ვილაპარაკოთ საზოგადოების გაუნათლებლობაზე. ჩვენ შევქმნათ ეს შანსი და შესაძლებლობა, რაც ამ ხელისუფლებას ნამდვილად არ შეუქმნია… ხელისუფლება ნამდვილად არაა ორიენტირებული განათლებაზე. ხელისუფლებას, რომელსაც არ აქვს იმის ხედვა, რომ განათლება მთავარი კაპიტალი, საყრდენია და მხოლოდ განათლებული საზოგადოების ხელში შეიძლება განვითარდეს ქვეყანა, აკლია განათლებაც და ნიჭიერებაც. თუ გავითვალისწინებთ, რა იხარჯება განათლებაზე და რა _ შეიარაღებაზე, პასუხი ნათელი იქნება. _ ერთ-ერთ ლექსში ამბობ, ღმერთო, მაპატიე აპათიაო… რა დროს ვარდება რატი ამაღლობელი აპათიაში? _ როცა ვაწყდები ადამიანების არაადეკვატურობას. ამას უნდა ებრძოლოს ადამიანი, რომ არ ჩავარდეს აპათიაში (იცინის). _ ოცნება გიყვარს, რაზე ოცნებობ? _ რა ვიცი, რაღაცებზე ვოცნებობ. თუ ადამიანები ბედნიერები იქნებიან, ნაკლებ პრობლემებს შეგვიქმნიან. ამიტომ, ვფიქრობ და ვოცნებობ ბედნიერ საზოგადოებაზე. როდესაც ბედნიერი, ჯანმრთელი და სრულფასოვანია ადამიანის ცხოვრება, მაშინ ნაკლებ პრობლემებს უქმნის სხვებსაც და საკუთარ თავსაც. _ კონკრეტული ოცნება არ გაქვს? _ კონკრეტული? ეგ დაფარულია (იცინის) _ რატი, ასეა თუ ისე, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ მართალია, მხარს უჭერ ივანიშვილის ხედვებსა და პრინციპებს, მაგრამ აღარ ხარ `ქართული ოცნების~ წევრი. საუბრის ბოლოს მაინც გამიმხილე, რა მოხდა? _ (იცინის) ეს თქვენი დასკვნაა… ჩვენ ვთანამშრომლობთ… ესაუბრა ნანა ფიცხელაური გაზეთი `ქართული სიტყვა~ სტატია ქვეყნდება “ქართული სიტყვის” და ინტერნეტგამოცემა “არგუმენტი.გე”–ს თანამშრომლობის ფარგლებში argumenti.ge
  19. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/image110-300x181.jpgპირობით მსჯავრდებულთა ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვის მიზნით, პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ანტინარკოტიკულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი მიზნად ისახავს ნარკოტიკის მომხმარებელ, აგრეთვე სხავადასხვა საჭიროებების მქონე პირობით მსჯავრდებულთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამებში ჩართვას. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე გიორგი მაკასარაშვილმა და ანტინარკოტიკული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ბარამიძემ. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ რისკ-ფაქტორებისა და საჭიროებების მიხედვით გამოვლენილ პრობაციონერებს და მათი ოჯახის წევრებს, ანტინარკოტიკული ცენტრის ბაზაზე ფსიქოლოგიური დახმარება გაეწევათ. იხილეთ epn.ge
  20. http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/02/504389c54955-150x150.jpg“რეიტინგებიდან გამომდინარე, `ქრისტიან-დემოკრატები~ იმ სიძლიერის პარტია არ ვართ, რომ პირველ ადგილზე გავიდეთ. ჩემი ვარაუდით, თუკი ოპოზიციური სპექტრიდან გამარჯვების შანსი ვინმეს აქვს, ეს ბიძინა ივანიშვილია”–გრიგოლია. ცოდვა გამხელილი სჯობიაო და, ვთვლი, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ტელეისტორიაში ინგა გრიგოლიას მსგავსი ჟურნალისტი არ არსებობს. რაც შეეხება პოლიტიკოს ინგა გრიგოლიას, მიუხედავად იმისა, რომ `ქრისტიან-დემოკრატების~ მიმდევარი არ ვარ, ინგას პოლიტიკური შეხედულებები ყოველთვის მაინტერსებს, თუმცა ზოგჯერ ვეთანხმები, ზოგჯერ _ არა… მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, თქვენს წინაშეა პოლიტიკური რანდევუ ინგა გრიგოლიასთან… _ ინგა, ჩემს ლამის 20-წლიან ჟურნალისტურ კარიერაში, მგონი, პირველად არ ვიცი, რაზე ველაპარაკო რესპოდენტს. ათასი ვარიანტი მოვიფიქრე, თუ როგორ დავიწყებდი შენთან დიალოგს, მაგრამ ბოლოს, ყველა იდეა უარვყავი… ჰოდა, ისევ `ქრისტიან-დემოკრატობაზე~ უნდა გამოგედავო… _ (იცინის) კი ბატონო, ვიდაოთ… _ წლებია, ხმა დადის, `ქრისტიან-დემოკრატები~ `ნაციონალებისგან~ იმართებიანო. ამაზე მილიონჯერ გილაპარაკია, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, გამაგებინე, რა გინდა `ქრისტიან-დემოკრატებთან~? _ ვანო, იცი რა? ერთია, რას ამბობენ და მეორე, _ მართლა ასეა თუ არა. საერთოდ, ის ადამიანი არ ვარ, რომელიც რაღაც პარტიული `კლიშეებითაა~ დატვირთული და პარტიულ კონიუქტურას ექვემდებარება. გეტყვი, ამ გუნდში ყველაზე მეტად რაც მომწონს: სრული თავისუფლება მაქვს და შემიძლია, პარტიისგან სრულიად განსხვავებული მოზასრება ხმამაღლა გამოვთქვა. ეს ჩემთვის უფრო მეგობრების გუნდია, ვიდრე _ პოლიტიკური პარტნიორების. მოკლედ, ჩემს მეგობრებთან ვარ და მჯერა, თუ ხელისუფლების შეცვლას მოახერხებენ, არ გახდებიან `მიშები~, ხელკეტიანი და ნიღბიანი ტერორისტები… _ ინგა, იცი, რომ ძალიან დიდ პატივს გცემ, მაგრამ რა ვქნა, ენას კბილს ვერ ვაჭერ და, 2007 წლის 7 ნოემბრის მერე, ანუ `დიდი ხელკეტიანობის~ მიუხედავად, `საზოგადოებრივი მაუწყებლის~ დირექტორის მოადგილეობაზე დასთანხმდი… _ მერე, რა?! ჩემო საყვარელო, ხელკეტები ყოველთვის იარსებებს, თან მაპატიე და, არ მადარდებს, რომელი ლოგოს ქვეშ `ვიმაუწყებლებ~, რადგან ჩემთვის ყოველთვის ის იყო მთავარი და მნიშვნელოვანი, თუ როგორ პროდუქტს `ვდებდი~. თუ მეტყვი, რომ ჩემს რომელიმე გადაცემაში ერთი მნიშვნელოვანი კადრი არ გამიშვია, მაშინ ხელებს ავწევ, მაგრამ ასეთი არ ყოფილა. _ მჯერა, რომ პარტიულ კონიუქტურას არ ემორჩილები, მაგრამ ვალერი გელბახიანთან დაკავშირებით კომენტარებს რომ აკეთებდი, გულწრფელი იყავი? _ ძალიან და ვთქვი კიდეც, რომ სასამართლო პროცესზე ცრემლებიც წამომივიდა. გულწრფელი რატომ არ უნდა ვყოფილიყავი? _ თუ ეს კაცი სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა, გიჟივით მარტო ხომ ვერ მოაწყობდა, მით უმეტეს, რომ ქალბატონი, რომელიც ფარულ ჩანაწერებში გელბახიანთან ერთად ჩანს, მალე გაათავისუფლეს და ნასამართლეობაც მოუხსნეს. გელბახიანთან საპროცესო შეთანხმებით, ხელისუფლებამ, ვფიქრობ, აღიარა, ის, რომ 2007 წელს ვინმე თითქოს სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა, ზღაპარია. _ ზღაპრები ქართული პოლიტიკისთვის უცხო არაა, მაგრამ ერთი ვერსიით, გელბახიანი ხელისუფლებამ ივანიშვილთან დასაპირისპირებლად ჩამოიყვანა და საპროცესო გარიგებით, მისი საქართველოში შემოყვანა, უბრალოდ, `გააპრავა~… სხვათა შორის, ცნობილია, რომ გელბახიანსა და ივანიშვილს თავის დროზე სერიოზული უთანხმოება ჰქონდათ… _ ქვეტექსტების ძიება ყველაფერში შეიძლება, მაგრამ 2007 წლის ამბების შემდეგ, ვალერი გელბახიანის მამა დაიჭირეს, რომელიც გამოუშვეს, მაგრამ ინსულტით გარდაიცვალა. ახლა კი, დედამისია ცუდად და ამიტომ ჩამოვიდა… რაც შეეხება ინფორმაციებს, ვალერი გელბახიანი რომ უამრავ ინფორმაციას ფლობს მხოლოდ ივანიშვილზე კი არა, სხვებზეც, არ უნდა გაგვიკვირდეს. არ ვიცი, გელბახიანი რას გააკეთებს, მაგრამ ვიცი, რომ საჩხერეში გელბახიანებს დიდ პატივს სცემენ. ისე, არ გამიკვირდება, თუკი პოლიტიკაში წასვლას გადაწყვეტს, რადგან რაც თავი მახსოვს, პოლიტიკაშია, მაგრამ იცი, რა არ მომწონს? _ თუკი ადამიანის შეხედულებები, ვთქვათ, ივანიშვილის აზრებს არ ემთხვევა, ამიტომ, აპრიორი, ცუდია და მიშას სპექტაკლში მონაწილეობს. ვანო, იცი, თუ როგორ დიდ პატივს ვცემ ირაკლი ალასანიას და ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ოპონირების მიუხედავად, გამორჩეული პოლიტიკოსია, მაგრამ ერთხელ, `მაესტროზე~ განაცხადა, `ქრისტიან-დემოკრატებსაც~ აქვთ უფლება, ამ ქვეყანაზე იარონო. გაოცებული დავრჩი, რადგან ალასანიას მიმართაც არსებობს შეკითხვები… 2003 წელს მე და დათო გამყრელიძე ვხუმრობდით, მიშას ხმა, მგონი, ჩვენს გარდა, ყველამ მისცაო და მაშინაც ასეთი რიტორიკა იყო: თუ რევოლუციასთან არ ხარ, ჩვენი მტერი ხარო. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ასეთი რიტორიკის გაგრძელება არ შეიძლება! _ ვფიქრობ, არც ის შეიძლება, ცალკეული პერსონები რომ აცხადებენ, შვილსა თუ შვილიშვილს ბიძინას დავარქმევთო… ისე, რა ამის პასუხია და, ხაჭაპურის გამოცხობა იცი? _ სამწუხაროდ, კარგი დიასახლისი არ ვარ _ არც ხაჭაპურს ვაცხობ და არც ღომს ვაკეთებ, თუმცა კარგი სალათები გამომდის… _ სალათებზე მაინცდამაინც არ ვგიჟდები, მაგრამ შენს მომზადებულს სიამოვნებით `დავაჭაშნიკებ~… ინგა, ხომ არ ფიქრობ, რომ პოლიტიკაში წასვლა იჩქარე, ანუ დღეს რომ ისევ ჟურნალისტიკაში ყოფილიყავი და შემოთავაზება მიგეღო, ივანიშვილის პარტიული სახე გახდებოდი? _ არ ვიცი… _ ივანიშვილმა თავის გუნდში გადასვლა ახლა რომ შემოგთავაზოს, რას იზამ? _ არ მიყვარს ადამიანები, ვინც პოლიტიკურ შეხედულებებს იცვლიან, ეს მათ უპრინციპობაზე მეტყველებს. თუ წლების განმავლობაში ერთ პარტიაში ხარ და უცებ მეორეში გადადიხარ, ეს გადაწყვეტილება უნდა დაასაბუთო. დღეს პარტიებსა თუ კოალიციებს იცვლიან და ამბობენ, ჩვენი იდეები ემთხვევაო, მაგრამ ასე არაა… ვანო, იცი, რომ `ქრისტიან-დემოკრატებისგან~ განსხვავებული აზრი ბევრჯერ მქონია… _ ამ `განსხვავებულმა აზრმა~, ასე ვთქვათ, კულმინაციას მაშინ მიაღწია, როცა თარგამაძის გუნდმა `რვიანი~ დატოვა… _ ჰო, `რვიანის~ დატოვება დიდად არ მომეწონა… _ გულწრფელად მითხარი: მაშინ რომელიმე პარტიამ თავის რიგებში გადასვლა შემოგთავაზა? _ არ ვაზვიადებ: შემოთავაზება თითქმის ყოველ თვე მაქვს! _ ახლა შემოთავაზება რომელი პოლიტიკური გუნდიდან გაქვს? _ ახლა, დაახლოებით, ასეთი შემოთავაზებებია, ხომ არ ვიფიქრებდი ეთერში დაბრუნებაზე… _ ე.წ. ნაციონალური არხები `გეჩალიჩებიან~? _ ნაციონალური არხებისგან შემოთავაზება იმ უბრალო მიზეზის გამო ვერ მექნება, რომ მიშას ჩემს გადაცემებზე `აჟრიალებს~! _ შემოთავაზება ივანიშვილის `მეცხრე არხისგან~ გაქვს, რომელიც ეთერში მალე გავა? _ შემოთავაზება სხვადასხვა არხისგან მაქვს… პოლიტიკური გუნდის ცვლილება გამორიცხულია, თუმცა ტელევიზიაში დავბრუნდები! _ რაკიღა ტელევიზიაზე ვსაუბრობთ, თბილისში მოარულ ცნობას მოგაწვდი: თურმე, გიორგი თარგამაძის მეუღლე თათია თოფურია ნინო შუბლაძის მეგობარია… იმასაც ამბობენ, გიორგი თარგამაძის აშშ-ში ყოფნისას, მის მეუღლეს ერთ-ერთ რესტორანში განუცხადებია, საქართველოს ახალი პრემიერის `დაბადებას~ აღვნიშნავთო… _ არ დავიჯერებ! თათიას ვიცნობ და მეეჭვება, ასეთი სადღეგრძელო ხმამაღლა დაელიოს. ისე, სულ არ ვიქნები წინააღმდეგი, რომ გიორგი პრემერი გახდეს, მაგრამ მეეჭვება, რადგან რეიტინგებიდან გამომდინარე, იმ სიძლიერის პარტია არ ვართ, რომ პირველ ადგილზე გავიდეთ. ჩემი ვარაუდით, თუკი ოპოზიციური სპექტრიდან გამარჯვების შანსი ვინმეს აქვს, ეს ბიძინა ივანიშვილია, რადგან ძალიან დიდი რესურსი აქვს, მათ შორის, ფინანსურიც და თვითონაც იცის, რომ მისი ფაქტორი მნიშვნელოვანია. მოკლედ, მეეჭვება, ისეთი შედეგი `დავდოთ~, რომ მინისტრთა კაბინეტი `ქრისტიან-დემოკრატებმა~ დავაკომპლექტოთ, თუმცა ვისურვებდი, რომ ამ ქვეყნას ისეთი გონიერი მმართველი ჰყავდეს, როგორიც გიორგი თარგამაძეა. _ ინგა, ნება მომეცი, არ დაგეთანხმო… _ როცა გიორგის `დროება~ მიჰყავდა, ლამის ეროვნული გმირი იყო… _ კვლავ ვიტოვებ უფლებას, რომ არ დაგეთანხო… თარგამაძეზე რა მოგახსენო, მაგრამ შენ ნამდვილად ახერხებ, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ორიენტაციის ადამიანისთვის მისაღები იყო… _ ეს შეიძლება, იმით აიხსნება, რომ ტელევიზიის ფასი ვიცი და გადაცემებში მონაწილეობაზე უარს არ ვამბობ. სხვათა შორის, ამასწინათ, მიშას ერთ-ერთ ყოფილ თანამებრძოლს ვეუბნებოდი და დამეთანხმა _ მიშა პრეზიდენტი იმიტომ გახდა, რომ ჟურნალისტებს ინტერვიუზე უარს არ ეუბნებოდა… გიორგი თარგამაძეს მიაჩნია, რომ როცა ბრალდებას უყენებენ და აკრიტიკებენ, ეს ღირსეული დუმილით უნდა გადაიტანოს. მე კი, პასუხს ყველაფერზე ვცემ და გიორგისაც ამას ვურჩევ ხოლმე… _ `ქრისტიან-დემოკრატების~ გვერდით თავიდანვე, ანუ პარტიის შექმნის დღიდან რატომ არ დადექი, ან 2008 წლის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრა რატომ არ შემოგთავაზეს? _ გიორგი თარგამაძემ და ლევან ვეფხვაძემ კენჭისყრა ვაკის შუალედურ არჩევნებში შემომთავაზეს, მაგრამ მაშინ ვფიქრობდი, რომ გადაცემას გავაკეთებდი, თან ვაკეში, ჩემი აზრით, არაკონკურენტული არჩევნები იყო, რაც არ მაინტერესებდა და უარი ამიტომაც ვთქვი… _ ინგა, მოდი, წარულს თავი დავანებოთ და, როგორც ჟურნალსტმა, პროგნოზი გააკეთე: რა მოხდება არჩევნებამდე, არჩევნებზე და არჩევნების შემდეგ? _ მძიმე პერიოდი იქნება… _ რას გულისხმობ? _ მძიმე პერიოდი ოპოზიციურ ფლანგზე ურთიერთბრალდებების თვალსაზრისით იქნება. სხვათა შორის, ადგილობრივი არჩევნების წინ განცხადება რომ გავაკეთე, კენჭისყრას ვაპირებ-მეთქი, ყველამ, ვისაც არ ეზარებოდა, ჩემი კრიტიკა დაიწყო და ერთ-ერთი პირველები `ახლები~ იყვნენ: დავით საგანელიძემ _ არც აცია, არც აცხელა _ და `ჩამრეცხა~, როგორ გაბედაო. ეს რომ მოვისმინე, გავოგნდი, რადგან ვთვლიდი, რომ `ახლებთან~ კარგი ურთიერთობა მქონდა… საერთოდ, საარჩევნო კამპანია კონპრომანტების ომი იქნება და ახლა დაიწყება, რაც დაიწყება! გახსოვს, სულ ამბობდნენ, აი, ჩანაწერები იქნება და ახლა ბომბი აფეთქდებაო… _ შენი ინფორმაციით, ეს ჩანაწერები ვისზე არსებობს? _ გეტყვი, რა ინფორმაციაც მაქვს: ყველა ადამიანს ფეხდაფეხ დაჰყვებიან, ყველას სატელეფონო საუბარს ისმენენ და მერე, როგორც უნდათ, ისე `მიამონტაჟებენ~. ვანო, ახლა მე და შენ რომ ვლაპარაკობთ, ამ საუბარს შეიძლება, ვიღაცის სახელი დაამატონ… პიკში რომ იყო, ლევან გაჩეჩილაძემ მითხრა, ვიღაც ტიპმა დამირეკა, ინგა გრიგოლია შენზე და გიაზე საშინელებებს ამბობსო და ამ ჩანაწერის მოცემა შემომთავაზა, მაგრამ არ გამოვართვითიო. _ მსგავსი ტიპის ჩანაწერი კონპრომატად ვერ გამოდგება… _ კი ბატონო, მაგრამ თუ `მაიმონტაჟებენ~, შეიძლება, ისეთი თემა შემოაგდონ, რომელიც ვერც წარმოგვიდგენია. _ სხვათა შორის, ბოლო დროს ჩანაწერების აფიშირება არ ხდება… _ ჰოდა, ამიტომ ვამბობ, რომ ომის წინ საეჭვო დუმილია… _ შენი ვარაუდით, ე.წ. რუსულმა კონპრომატებმა პიკს რატომ არ მიაღწია? _ თუ ბიძინა ივანიშვილს დღეს რუსული ფული აქვს, მაშინ არ ჰქონდა, როცა გაფინანსებდა და ბიუჯეტს გივსებდა? მოკლედ, ამ ფონზე ე.წ. რუსული თემა მკვდარია, რადგან თუნდაც მე, რომელიც ივანიშვილის გუნდის წარმომადგენელი არ ვარ, აუცილებლად გამეცინება… _ რეპრესიებიც იქნება? _ რეპრესები იქნება, მაგრამ არა _ ლიდერების დონეზე. დაშინება ქვედა რგოლებზე მიდის… _ ისე, არ გეჩვენება, რომ ხელისუფლება განსაკუთრებით ალასანიას მომხრეებს ერჩის? _ ივანიშვილის კოალიციაში ბევრი სუბიექტია, მაგრამ დომინანტი ირაკლია… _ …ინგა გრიგოლია, როგორც პოლიტიკოსი, შედგა? _ ვფიქრობ, რომ შედგა. უბრალოდ, ჩემი საეთერო რეალიზება ვერ ხდება, ანუ იმას, რასაც საკრებულოში ვაკეთებ, ხალხი ვერ ხედავს, რადგან არ შუქდება. _ როგორ არ შუქდება. მაგალითად, მთელმა ქვეყანამ ნახა, საკრებულოს სხდომაზე მრიცხველდამონტაჟებული ცოცხით რომ მიხვედით… _ ცოცხზე კი არა, ზოგადად ვამბობ… თუ სექსსა და პირად ცხოვრებაზე არ ილაპარაკე, არც ერთ შოუში არ ხვდები. _ ინგა, ნაგვის გადასახადი რამდენი მოგდის? _ ახლა 60 ლარი გადავიხადე… _ ყოველ თვე ელექტროენერგიის, ნაგვის და, საერთოდ, კომუნალური გადასახადები შენითვისაც, ჩემს მსგავსად, თავის ტკივილია? _ ნებისმიერი ადამიანისთვის, როგორი შეძლებულიც უნდა იყოს, გადასახადები უდიდესი თავის ტკივილი და პროტესტია. _ მერე, პროტესტის ნიშნად, გადასახადების გადახდაზე უარს რატომ არ ამბობ? _ იმიტომ, რომ კანონმორჩილი ვარ… _ და თუ ეს კანონები უკანონოა? _ გასაგებია, მაგრამ ამას პოლიტკურად ვაპროტესტებ. ჩემი აზრით, ყველაზე მტკივნეული სოციალური თემები და ადამიანის უფლებებია, მაგრამ თუ თავი არ გაიგიჟე და პოლიტიკური შოუები არ დადგი, ისე ტელევიზორში ვერ მოხვდები და თუ ტელევიზორში ვერ მოხვდი, როგორც პოლიტიკური პარტია, ხალიხსთვის უსარგებლო ხდები… _ ინგა, ამასიწნათ, `მაესტროზე~ თქვი, ელექტროენერგიისა და ნაგვის გადასახადი შესაძლოა, განცალკევდესო… _ არ ვიცი, ეს მართლა მოხდება თუ არა, მაგრამ როცა ეს საკითხი გადიოდა, საკრებულოს უმრავლესობასაც დიდი ტანჯვა ჰქონდა, რადგან თავში ჩაარტყეს და უთხრეს, ეს საკითხი უნდა გავიდესო. ახლა კი, როგორც ვიცი, საუბარია, ელექტროენერგიისა და ნაგვის გადასახადის დაცილება ხომ არ მოხდეს. სხვათა შორის, იმასაც ამბობენ, რომ შესაძლოა, ეროვნული გამოცდებიც გაუქმდეს და არ გამოვრიცხავ, რომ ესეც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოხდეს. …ცუდად მაქვს აკვიატებული სააკაშვილის ნათქვამი, საქართველოს პრეზიდენტი შეიძლება, არაქართველი იყოსო. შაშკინის ისეთი პიარი მიდის, რომ არ გამოვრიცხავ, მათ თავში ეს იდეა `იხარშებოდეს~. შეიძლება, ქსენოფობიაში დამადანაშაულონ, მაგრამ საქართველოში არჩევანს მაინც ეროვნულობის კუთხით აკეთებენ ხოლმე და ამიტომ, შაშკინს ნაკლები შანსი ექნება… _ ჩემი ინფორმაციით, შაშკინის შესაძლო გაპრეზიდენტება მოძველებული თემაა… _ ჩემი ინფორმაციით კი, ასე არაა… _ კულუარებში, როგორც ვიცი, უკვე ლევან ვარშალომიძის კანდიდატურაზე მსჯელობენ… _ ლევან ვარშალომიძის კანდიდატურა შესაძლოა, პრემიერის პოსტზე განიხილებოდეს, მაგრამ შაშკინის თემაც სერიოზულად განიხილება… ყველამ იცის, რომ შაშკინი ვანო მერაბიშვილის გუნდის წევრია და მის გაპრეზიდენტებას მხარი გავლენიანმა ძალოვანებმა შეიძლება, აქტიურად დაუჭირონ. სხვათა შორის, არსებობს დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომელიც ვერა ქობალიას შესაძლო გაპრემიერებას ეხება… _ `ნანუკას შოუში~ ქობალიამ ეს ინფორმაცია უარყო… _ ვერსა არავინ არაფერს ეკითხება… ისე, თუ `ნაცმოძრაობა~ ისევ უმრავლესობით მოვიდა, მიშა, ალბათ, პარლამენტის თავმჯდომარე გახდება… _ ესე იგი, არჩევნების წინ სააკაშვილი პრეზიდენტობიდან გადადგება? _ ერთხელ უკვე ვქთვი, რომ როცა მიშას საპრეზიდენტო ვადა ამოეწურება, კენჭი შესაძლოა, გლდანში იყაროს, სადაც შუალედური არჩევნები ჩატარდება… _ ეს გავიგე, მაგრამ შენი ინფორმაციით, 2013 წლის შემოდგომამდე, ანუ ვიდრე სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადა ამოეწურება, პარლამენტის თავჯდომარე ვინ იქნება? _ ალბათ, ისევ დავით ბაქრაძე, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას. თავისუფალი მედიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა თუ ამ მოსალოდნელი გადაადგილებების კუთხით, რუსეთის კვალს მივყვებით… სხვათა შორის, როგორც ვიცი, გიგი უგულავა არ აპირებს, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა დააყენოს, ანუ არსებული ინფორმაციით, უგულავას გადაწყვეტილი აქვს, რომ მერობის ვადა ამოწუროს. ისე, თუ გადავთვლით, უგულავას ამბიცია შეიძლება, 2013 წლის შემდგომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჰქონდეს. _ პრეზიდენტობა გიორგი თარგამაძესაც უნდა? _ თუ თავმოყვარე პარტიაა, საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა ჰყავდეს… _ შენი აზრით, ივანიშვილის კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ვინ იქნება? _ ჩემი ინფორმაციით, ირაკლი ალასანია, პრემიერი _ ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კი, _ დავით უსუფაშვილი… _ …ინგა, საქართველოდან წასვლაზე არასოდეს გიფიქრია? _ უცხოეთში, მაქსიმუ, ოთხ თვეს ვძლებ და ვკვდები. ზუსტად ვიცი, რომ სხვა ქვეყანაში მხოლოდ მე კი არა, ჩემი შვილიც ვერ იცხოვრებს, თუმცა ყველა იმ ადამიანის მესმის, ვინც საქართველოდან წასულია… _ 20-ლარიანი ელექტროვაუჩერი უკვე მოგიტანეს? _ არა… _ პარლამენტის თავმჯდომარეობა არ გინდა? _ უი, არა… საერთოდ, არანაირ თანამდებობა არ მინდა, რადგან შეზღუდვებს ვერ ვიტან. საკრებულოში მძღოლი მყავს, მაგრამ ეს ჩემთვის ისეთი ტანჯვაა, რომ ჩემს მძღოლს თვეში ორჯერ ვნახულობ და მანქანას თავად ვმართავ… თანამდებობა არა, მაგრამ ტელევზიაში დაბრუნება მინდა! _ ისე, ვიღაცამ მითხრა, `ნაციონალებმა~ ინგას შესთავაზეს, ტელევიზიას გაგიხსნითო… _ ჭორია, თუმცა ყველას, ვინც არხს გააკეთებს და თუ ამ არხზე ჩემი გავლენა დიდი დოზით იქნება, სიამოვნებით დავთანხმდები, მაგრამ ვანო, როგორ წარმოგიდგენია, რომ `ნაციონალებმა~ არხი გამიკეთონ? _ ბიძიძინა ივანიშვილის `მეცხრე არხმა~ სრული თავისუფლება და დიდი ანაზღაურება რომ შემოგთავაზოს, ამ წინადადებაზე დაფიქრდები? _ დაფიქრებით აუცილებლად დავფიქრდები, თუმცა არჩევნების წინ გახსნილ ტელევიზიაში ძალიან დიდი გარანტია უნდა მიიღო, რომ პარტიული არ იქნება… _ …ინგა, როგორ ფიქრობ, კარგი ადამიანი ხარ? _ შეიძლება, საკუთარი თავის მიმართ რაღაც ტანჯვები მაქვს, მაგრამ მგონი, ცუდი ადამიანი არ ვარ… _ შენი წარსული გიყვარს? _ ძალიან და არაფერს ვნანობ, ყოველ შემთხვევაში, სერიოზული სანანებელი არაფერი მაქვს, გარდა იმისა, რომ ტელევიზიიდან წამოვედი… შეიძლება, პოლიტიკაში არ წავსულიყავი და პატარა სატელევიზიო პაუზა გამეკეთებინა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ტელევიზიაში დავბრუნდები! _ ბოლო სიტყვა მითხარი და მოვრჩეთ… _ ვანო, შენთან საუბარი ყოველთვის საინტერესოა, მით უმეტეს, რომ შენს ინტერვუებს ჩემს პირად ცხოვრებაზე დიდი გავლენა აქვს მოხდენილი… `ქართული სიტყვა~ ძალიან საინტერესო გაზეთია და ვანო, ღმერთმა შეკითხვები და საინტერესო რესპოდენტები არ გამოგილიოს. _ მშვენიერი სურვილია… დიდი მადლობა… ესაუბრა ვანო პავლიაშვილი გაზეთი `ქართული სიტყვა~ სტატია ქვეყნდება “ქართული სიტყვის” და ინტერნეტგამოცემა “არგუმენტი.გე”–ს თანამშრომლობის ფარგლებში argumenti.ge
  21. <img src = "img/multimedia/a7900.jpg" ><br />„ახლა ჩემი საუბრის დროა, მაგრამ ეს არ მაცლის. მან მხოლოდ ქმრების გამოცვლა იცის ყოველ ხუთ წუთში“, - ბობოქრობდა ვლადიმირ ჟირინოვსკი. <br /><br />droni.ge
  22. http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/02/7162misha3-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშით ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წარსდგა. ბუნებრივია, მოსახლეობის ინტერესი , მოლოდინებისაგან განსხვავებით, დიდი იყო. თუმცა ქვეყნის პირველი პირის გამოსვლა პარლამენტში რიგით მე-11, დეპუტატთა წარმოდგენილი შემადგენლობის წინაშე მოდერნიზებულ საკანონმდებლო ორგანოში გადასვლამდე, ბოლო იყო. პრეზიდენტის გამოსვლისა და შემდგომ ჩანიშნული დებატების ყურება მოსახლეობის თითქმის ყველა ნაწილმა შეძლო -ტელეკომპანიების ”რუსთავი2”, ”იმედის” და საზოგადოებრივი მაუწყებლის (აქ უნდა აღინიშნოს – სრული ტრანსლირებით) საშუალებით. ასევე სოციალურ ქსელ facebook-ზე თავად პრეზიდენტის გვერდის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში ანგარიშით გამოსვლამდე სოციალურ ქსელ facebook-ით გავრცელდა გამოსვლის ფსონები 12-ჯერ და მეტჯერ შეაწყვეტინებენ ტაშით – 1.4, 12 და ნაკლები-2.2, 5-ჯერ და მეტჯერ წამოუდგება უმრავლესობა-1.3, 5 და ნაკლები-2.2, სიტყვა გაგრძელდება 20 წუთი-9.0, სიტყვა გაგრძელდება 60 წუთი-1.7, სიტყვა გაგრძელდება 90 წუთი-1.3 ეტყვის თუ არა ჩახვაძე კორუმპირებულებზე-კი 9.0, ეტყვის თუ არა ჩახვაძე კორიმპირებულებზე – არა 1.05 და ა.შ. ფსონების შესახებ კიდევ ვისაუბრებთ, თუმცა აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ facebook ”ბუკმეკერების” მიერ დაფიქსირებულ მეტობას ძალიან დაბალი ”კუშები” ჰქონდა… ცოტა პურსა და ჭარბ სანახაობას მიჩვეული ქართული საზოგადოებისათვის ეფექტური იყო უწყვეტი ტაშის ფონზე საპრეზიდენტო ვარდების თაიგულის ქალბატონი ჩიორასათვის გადაცემა. ქვეყნის ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის, თავად ხაზგასმით აღნიშნა, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის სფიჩის დიდი ნაწილი გამომსვლელისათვის მოულოდნელად მშვიდ ტონალობასა და ასევე მოულოდნელად სუფთა ვორდინგით მიმდინარეობდა, პოზა – ჰუმანისტის, უფროსი ძმის, მთლიანობაში კი დარჩა შთაბეჭდილება – იდეალისტ-მეოცნებისა. რა გაიგო მნიშვნელოვანი და ახალი საზოგადოებამ? რამდენიმე ახალი ინიციატივის გარდა, გავიგეთ, რომ ვარდების რევოლუციამ მიზანს მიაღწია – კლანური დიქტატურა დაამარცხა და რევოლუციონერებმა შესძლეს ”იმედის სხივებით გაენათებინათ უპერსპექტივობა და დღეს, ისე, როგორც არასდროს, ყინული დაიძრა, ნავსი ტყდება, დგება მომენტი დიდხანს ნანატრი შესაძლებლობებისა”. გავიგეთ, რომ მივიპყარით მსოფლიოს ყურადღება, როგორც პლანეტის საუკეთესო ქვეყანამ ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, მაგრამ ამიერიდან ჩვენი ქვეყნის წინსვლა თითოეული ოჯახის წინსვლად უნდა იქცეს, რომ ეკონომიკა არის არამხოლოდ ციფრები… ქვეყნის 2015 წლამდე , შარშან გაჟღერებული მოდერნიზაციის სამოქმედო გეგმის პარალელურად, მთავრობის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართული იქნება 5 პუნქტიანი სამოქმედო გეგმის უსწრაფესად განხორციელებისაკენ. რადგან, როგორც ქვეყნის წინამძღოლმა განაცხადა, საკუთარ მოღვაწეობას ექსელის ფაილებში ჩაწერილი ციფრებით ვერ შეაფასებს! მართალია, რამდენიმე თვის წინ, უფრო ზუსტად – გასული წლის ოქტომბრის თვეში მთავრობამ ქვეყნის განვითარების 10 პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა, მაგრამ 5 – მდე შეკვეცილი, ამ 5 დან კი მხოლოდ 3 პრიორიტეტის გაშლა ესოდენ მაღალი ტრიბუნიდან, თან წინასაარჩევნოდ, უწმინდესის რჩევების გათვალისწინებით უახლოეს კვირებში, თვეებში იმპლიმენტირდება! პროფორიენტაცია – 20 ქალაქში 20 ათასის დასაქმება! გაიხსნება 5 ახალი პროფესიული კოლეჯი – 1000 ლარიანი საგანმანათლებლო ვაუჩერებით! ზაფხულში – 25 თასი სტუდენტის დასაქმება! 2015 წ. ბავშვების 90 % – პერსონალური კომპიუტერი! ”რადგან სოფელი სული და გულია”, აუცილებელია: წარმატებულ ფერმერთა წრის გაფართოვება – დამუშავებული და მორწყული მიწა! მექანიზაციის 12 ახალი ცენტრი და ყველაზე მთავარი – ”უახლოესი 3 კვირის განმავლობაში , 1ივნისამდე – 503 ტრაქტორი, გუთნები, კომბაინები და მოსავლიანობის ცენტრები! 100 $ იანი საპენსიო პაკეტით – სექტემბრიდან ყველა პენსიონერი იქნება დაზღვეული და მათ გეგმიური ოპერაციები ჩაუტარდებათ. შობადობის სტიმულირებისათვის მომავალი წლიდან – ყოველ მესამე ბავშვზე – 1000, ხოლო შემდეგზე 2 000 ლარი! მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს 18 წლამდე – დაზღვევა! მართალია, პრეზიდენტს არ უსაუბრია ქვეყანაში დევნილების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და საშუალო ასაკის ადამიანების, რომ არაფერი ვთქვათ პატიმრების შესახებ, მაგრამ ეს ადამიანები იმ ბედნიერი მთლიანობის განუყოფელი ნაწილი არიან, რომელთაც საყოველთაო ოპტიმიზმი გუშინვე უნდა გაეზიარებინათ. მართალია, პრეზიდენტის პრიორიტეტების ორბიტაში კულტურის და მეცნიერების ადგილი არ მოიძებნა,მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ პირველად იყო სიტყვა, და რადგან სიტყვას დღესაც დიდი ძალა აქვს, არ გვაქვს საფუძველი, რომ არ დავიჯეროთ საყოველთაო თანასწორობისა და ძმობისა - ჯერ სიღატაკეს დავამარცხებთ და მერე – მაღალი მატერიები… ”ნუ გეშინიათ, გქონდეთ ხვალინდელი დღის იმედი! ” – დაგვამშვიდა პრეზიდენტმა, რადგან ”ჩვენ შევქმენით დემოკრატიის წარმატებული მოდელი, ნატოსა და ევროკავშირში ცოტა გვიან შევალთ, მაგრამ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, რადგან ”ობამამ სააკაშვილს სულ ერთი თვის წინ განუცხადა, რომ საქართველო სანიმუშო მაგალითია რეფორმების მიხედვით მთელს რეგიონში”, რადგან ჩვენ ვართ კავკასიის ლოკომოტივი, მისი ფანჯარა ევროპაში, რადგან ჩვენს ქვეყანაში პლურალიზმია და იდეათა ჭიდილი, რადგან ქვეყანაში ახალი ჰესები, ტრასები, ქალაქები, ეკონომიკური ზონები შენდება და რუსეთთან სავიზო რეჟიმსაც ცალმხრივად ვაუქმებთ…. თან 15 წლის ხულიგნებს კვლავაც დავსჯით, არასასიამოვნო ”ცილისმწამებელს” კი სასწრაფოდ მანდატურებს გავაყოლებთ…… გავიგეთ, ეს უკვე აკო მინაშვილისაგან! -რომ ”დაბალანსების, სისუსტის პოლიტიკა წარსულს ჩაბარდა, რომ წარმატების ფორმულა არის არა აგრესიული რიტორიკა, არამედ ინოვაციები, გულწრფელობა და ახალი საქართველოს მენტალობა და რომ ჩვენ შვილებს ოცნება არ სჭირდებათ!” რასაკვირველია, მასების გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით, ილუმინატების მიერ ჩამოწოდებული ოცნებების გაზიარება ერთადერთია, რაც შეუძლია წლობით იძულებით მკაცრ მარხვაზე მყოფ და რამდენიმეჯერ კულტურულად აღშფოთებულ მილიონს, რომელსაცკვლავ აქვს დაკვეთა, მოთხოვნა - გმირზე. ეს გმირი ჯონდი ბაღათურია აღმოჩნდა, რომელსაც ”კუში” საერთოდ არ ჰქონდა ფესიბუქ ფსონებში. ნინა ფირცხალავა argumenti.ge argumenti.ge
  23. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/15-300x1991.jpgსაქართველოს დელეგაციამ ფილიპინების დედაქალაქ მანილაში აზიის განვითარების ბანკში (ADB) შეხვედრები გამართა. ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს ჰირუჰიკო კუროდას შეხვდნენ და იმსჯელეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობის პერსპექტივებზე. მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ახალი საავტომობილო მაგისტრალების, ჰიდროელექრტოსადგურებისა და წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია და ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება, ასევე ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც სტაბილური საფინანსო ინსტიტუტის, განვითარების როლს რეგიონალურ ჭრილში. აზიის განვითარების ბანკი ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია. საქართველო ბანკის წევრი 2007 წლის თებერვალში გახდა. ADB სესხების გაცემისა და ტექნიკური მხარდაჭერის გაწევის გზით აფინანსებს წევრი ქვეყნებისათვის პრიორიტეტულ პროგრამებსა და პროექტებს. აზიის განვითარების ბანკის დაფინანსება საქართველოში მოიცავს ისეთ სექტორებს როგორიცაა: კომუნალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი. ბანკის მიერ ხორციელდება საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა, რომელიც მოიცავს ქობულეთის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობას. მიმდინარე საინვესტიციო პროექტების ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოსთვის დღემდე გამოყოფილია შეღავათიანი ფინანსური რესურსი დაახლოებით 395 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. იხილეთ epn.ge
  24. Stratfor позиционирует себя как частную разведку, имеющую выходы на эксклюзивные источники в высших эшелонах власти. Но так ли это на самом деле? На чем в действительности строится анализ, который продают государствам и корпорациям за миллионы? WikiLeaks проливает свет на методы работы ведущих аналитиков...
  25. Вчера г-н Черчилль сообщил о впечатляющих результатах, достигнутых его фондом, созданным около четырех месяцев назад с целью снабжения России медикаментами. За столь небольшой срок частные лица из нашей страны и всех уголков нашей империи внесли на счет фонда более 1500000 фунтов стерлингов.
×
×
  • შექმენი...